შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკივილის დრო (სრულად)


5-07-2018, 17:30
ავტორი terooo
ნანახია 4 073

რა დროს შენი ტკივილია?!- მითხრა მამამ და ზრუნვანარევი ეჭვით შემათვალიერა.
რა დროს ჩემი ტკივილია?!-გავიფიქრე მე და დავმშვიდდი.
,,ყველაფერს თავის დრო აქვსო"-გამახსენდა ბებოს ნათქვამი და საკუთარ თავს შევხედე სარკეში,სულ რაღაც ერთი ციდა ვიყავი,აბა სად დავიტევდი ტკივილებს?!
ეზოში გავედი და დედა დავინახე,დაღლილი პატარა დედა,ჩემი ფიქრების შემრცხვა და დამნაშავესავით გავუღიმე.
მას მერე საუკუნეები გავიდა თითქოს, ნელ-ნელა გავაცნობიერე, რომ ტკივილს არააქვს თავისი დრო, ტკივილი არასოდეს არაა დროული, ის თავად მოის, სწორედ მასინ როდესაც ყველაზე ნაკლებად ელი, როდესაც ყველაზე ნაკლებად გგონია რომ ახლა ტკივილის დროა, და მაინც ის ყოველთვის მოდის.
ის ყოველთვის ზედმეტია,მაგრამ არასოდეს გვტოვებს, უბრალოდ მის არსებობას ვეგუებით. ჩემნაირები დილით ისე ვიღვიძებთ,ისე ფეხაკრეფით დავიარებით, თითქოს მიძინებული ტკივილის გამოღვიძების გვეშინია, ფრთხილად გავიხურავთ კარს და მისი ნაპრალიდან ვხედავთ, როგორ წრიალებს საწოლის კუთხეში მიტოვებული ტკივილი, კმაყოფილი სახით წელში ვსწორდებით და მივდივართ. ქუჩაში გასულები ისე ვიქცევით, თითქოს არასოდეს გვიგემია ცრემლების გემო. მივდივართ და იმედებს ერთმანეთზე ვაწყობთ, ზოგჯერ ცამდე ადიან იმედები, ღმერთამდე მიდიან და ჩვენც ცას შევცქერით, სანამ სწრაფი ნაბიჯების ხმა არ გამოგვაფხიზლებს, ნამტირალევი ტკივილი ბავშვივით გაბუტული მორბის ჩვენსკენ, კარის ნაპრალიდან გამომძვრალი დაკაწრული და სისხლიანი ისეთი საცოდავი ჩანს, ჯანდაბასო-ვიტყვით და მხრებზე შევისვამთ, სადმე იმედებს შორის მოვათავსებთ და გზას ვაგრძელებთ...
საღამოს სარკეში ისე ვიხედებით,თითქოს არასოდეს გვინახავს საკუთარი ანარეკლი, მერე თავს ვუტყდებით, რომ დავიღალეთ და ბავშვივით ერთი ციდა ვხდებით... კართან სიკდილის შიში წრიალებს, ვიძაბებით და არაფერს ვიმჩნევთ.
,,ყველაფერს თავისი დრო აქვს"- მახსენდება ბებოს ნათქვამი და ცივ საწოლში ვწვები, საწოლის კუთხეში მიყუჟული ტკივილი, თითქოს ვედრებით მიცქერის,
-ჯანდაბას შენი თავი ვეუბნები და საბნანში ვუშვებ... ის გულთან მეკრობა და ბოდიშს მიხდის,წუხს თავისი არსებობის გამო.
დავიძინოთ-ვამბობ მე და ჭერს ვუყურებ, უკვე წლებია ყოველ ღამე ვფიქრობ რამდენი ფიცარი ჰქონდა ჩემი ბავშვობის ოთახს ჭერზე, ფიქრებში დაღლილს მეძინება ,სიზმრად მამას ვხედავ.
-გაიღვიძე მზე ამოვიდა!- მეუბნება ის, ოთახიდან გასული მამა ზეცას უერთდება... საწოლიდან ხმაურით ვდგები, ტკივილს ეღვიძება და ჩემი ხმაურით გაკვირვებული, უცნაურად მიყურებს.
-დაიძინე ჯერ ადრეა!- ვეუბნები მე და ოთახიდან გავდივარ, კარს ღიას ვტოვებ... დედას ვურეკავ.
-მიყვარხარ დე!
-მეც მიყვარხარ ძალიან!-მეუბნება ის და ვთბები. უკან ვიხედები, არავინ აღარ მომყვება.
-რა დროს ჩემი ტკივილია!- ვამბობ ხმამაღლა და ჩემსკენ მომავალ პატარებს ვუღიმი.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

ჰაიკო
კარგია, მომწონს.

ჰო კარგია

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian kargiaaa, cicqna, magram tevadi

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

Qeti qimucadze
Zalian kargiaaa, cicqna, magram tevadi

ბევრი გრხნობააა ერთად

 


№4  offline მოდერი Giorgi Uertashvili

ძალიან მაგარია, გრძნობით აღსავსე. ბრავოო heart_eyes heart_eyes heart_eyes
--------------------
გ.უერთაშვილი

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

Giorgi Uertashvili
ძალიან მაგარია, გრძნობით აღსავსე. ბრავოო heart_eyes heart_eyes heart_eyes

შენ ჩემს ნაწერებსაც კითხულობ

 


№6  offline წევრი nino ninidze n

მე პირველად წავიკითხედა მომეწონა წარმატებები წარმატებები kissing_heart heart_eyes

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

nino ninidze n
მე პირველად წავიკითხედა მომეწონა წარმატებები წარმატებები kissing_heart heart_eyes

Მეც ახლა ვნახე... მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent