შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სოციალური თერაპიის სახლი და ჩემი პირველი მოგზაურობა შვეიცარიაში სრულად


5-07-2018, 22:34
ავტორი Bansuri Bansuri Bansuri
ნანახია 2 131

გამარჯობათ მინდა ჩემი თავი წარმოგიდგინოთ.მე ვარ მარიამ კორძაია 43 წლის ვმუშაობ სოციალური თერაპიის სახლში მინდა მოგიყვეთ იმ დაწესებულების შესახებ რასაც სოციალურითერაპიის სახლი ჰქვია.სოციალური თერაპიის სახლი ჩემი სანუკვარი დიდი ოცნება.სადაც მინდოიდა ყოველთვის იქ ვყოფილიყავი.იქ სადაც სულ მუდამ მელიან.ჩემი დიდი ოცნება იყო მეგობრებთან ერთად მეც ვყოფილიყავი.სოციალური თერაპიის სახლი დაარსდა 1990 წელს აშენებულია ჩვენი მეგობრების მათი მშობლების ხელით.თითოეული აგური მათ დაამატეს რომ მშობლებს თავიანთ შვილებზე ეზრუნათ.დიახ ეს პატარა შენობა ჩვენი მზიანი კუთხე მათ ამ საქმეში თითოეული წვლილი შეიტანეს.რომ მათ შვილებს ნათელი მომავალი ჰქონოდათ ამ პატარა ლამაზ შენობას.სოციალური თერაპიის სახლი ჰქვია.
სკოლის დამთავრების შემდეგ ჩემი დაქალისგან და სკოლელისგან გავიგე რომ არსებობდა ესეთი დაწესებულება სოციალური თერაპიის სახლი.სოციალური თერაპიის სახლში პირველად 15 მაისს 2000 წელს მივედი.იქ ისეთი სითბო,სიმყუდროვე,სიმშვიდე,ვიგრძენი როგორი სითბოთი და სიყვარულით დამხვდებოდნენ.მივედი და დავრჩი.მაგით ჩემი არჩევანი გავაკეთე.ეხლაც მათთან ვარ და სულ მუდამ ვიქნები სოციალური თერაპიის სახლი არის დღის ცენტრი.სადაც ყოველთვის ერთმანეთის დანახვა და ჭორაობა გვენატრება ხოლმე.
ყოველ დილას ყველა დილის წრეზე ვიკრიბებით და ვგეგმავთ რას ვაკეტებთ ყველა ინფორმაციას ვისმენთ ყურადღებით.სტუმრების შესახებ.ან ვინმე თუ მოვა ვისაც ჩვენი ბედი აღელვებს.სოციალური თერაპიის სახლში არის 8 სახელოსნო.1 სანთლების სახელოსნო 2 ხის სახელოსნო 3 სტამბა საამკინძაო 4 საქსოვის სახელოსნო 5 სამზარეულო 6 ქამექსი მეორადი ქაღალდების გადამუშავების სახელოსნო 7 სემინარისტების ცალკე გამოყოფილი სახელოსნო
8 მოხუცების ოთახი.სოციალური თერაპიის სახლში წელიწადში ორჯერ გვაქვს წინასაშობაო, და წინასააღდგომო.გამოფენა გაყიდვა.მაღლა მესამე სართულზე მაგიდაზე ვაწყობთ ჩვენს ნაწარმს.ამ საქმიანობაში ყველა დიდი და პატარა არის ჩართული.გვიხარია ჩვენც რომ რაღაც საქმეს ვაკეთებთ.დავდივართ ექსკურსიებზე ქალაქგარეთ ვეცნობით ამა თუ იმ ძირძველ კუთხეებს.სად არ ვიყავით ტაძრებიც კი შემოვიარეთ.ესენია სამთავისი,სვეტიცხოველი, შიომღვიმე,შავნაბადა,წალკა,უფლისციხე.და ა.შ.გვაქვს მუსიკა დღეში ორჯერ ოთხშაბათს და პარასკევს.ასევე ევრითმიაც ეს დღეებია ოთხშაბათი პარასკევი გვაქვს ასევე თეატრალური დრამა გავდივართ რეპეტიციებს.მახსოვს სულ პირველად 2000 წელს დიდი დრამატურგის უილიამ შექსპირის ორი პიესა,ზაფხულის ღამის სიზმარი და ჭირვეულის მორჯულება დავდგით.ჭირვეულის მორჯულება პირველი პრემიერა სოციალური თერაპიის სახლში თანამშრომლებს კოსტუმებში გამოწყობილებმა ვაჩვენეთ ამის შემდეგ ისან სამგორის რაიონში გავიტანეთ მაშინ ჭიაბერაშვილი დაგვეხმარა ჩვენთვის სათამაშოდ დარბაზი რომ გამოეყოთ. ზაფხულის ღამის სიმარში მე თისბეს როლი მოვირგე.ჭირვეულის მორჯულებაში ღირვეული კატარინა ვარ. თანდათან გადავედით ქართულ პიესებზეც ესენია დიდი მწერლის და მოღვაწისილია ჭავჭავაძის კაცია ადამიანი.დავდგით იქ გაბერილ დარეჯანს განვასახიერებ.
გურამ დოჩანაშვილის ყველაზე კარგი პაპა და გიორგი ნახუცრიშვილის ჭინჭრაქა.ამ ორ სპექტაკლში გიორგი ნახუცრიშვილის ჭინჭრაქაში მზია ვარ ყველაზე კარგ პაპაში ერთი ბრიყვი და სულელი მეფე.რადგან სანთლების სახელოსნო ვახსენე.სანთლების სახელოსნოში
მზადდება სურნელოვანი პარაფინის და ცვილის სანთლები.გვაქვს შეკვეთები.ამა თუ იმ ნაწარმზე.მინდა ვთქვა რომ ფუტკრებივით ვშრომობთ გვიხარია როდესაც ჩვენ რამეს ვაკეთებთ.ნებისმიერი სტუმარიც კი მნიშვნელობა არააქვს.ვინ იქნება ეს ინდოელი, ჩინელი, გერმანელი,სომეხი,თუ ჩეჩენი,მაინც უხარიათ როდესაც ჩვენ ნაწარმს ყიდულობენ. თავბრუდამხვევი სურნელება.დღესაც კი ჩემს სახლში ტრიალებს.შარშან გაზაფხულზე შევისწავლე.ახალი საქმიანობა ესენია 1.ფითილის გაყრა დიდი და პატარა პარაფინის სანთლის ყალიბებში.2 სპირალებზე წვრილი ფითილების გაბმა.და შემდეგ ფითილების დაბინავება.თაროზე მათი დადება.როცა ვინმე სტუმარი მოდის ამის შესახებ ჩვენ გვატყობინებენ.და ამოვლებისთვის ვემზადებით დიდი მაგიდის გარშემო ვსხდებით და რიგრიგობით ვავლებთ.სანთლის ამოვლების პროცესი ძალიან მსიამოვნებს.ქვეყანაზე არ მეგულება ისეტი ადამიანები ვისაც შრომა არ უყვარდეს ეს ხომ წარმოუდგენელია.მე მათ გარეშე ალბათ ვერც ვიარსებებდი.შარშან მაგთის დიდი შეკვეთა მოგვივიდა.და ყველა ბენეფიციარი სხვადასხვა სახელოსნოებში გადაგვანაწილეს.მე წილად მხვდა ბედნიერება. რვეულების სახელოსნოში გადავსულიყავი.ბევრი რამე იქიდან ვისწავლე ერთი მქონდა ფურცლების ამოვლება მესწავლა.ამის გაკეთება კი ძალიან იოლია და ადვილად მოსახერხებელი,დაჭრილი ქაღალდები წვენის ბლენდერში თავსდება.ფაფად რომ იქცევა. ამ ფაფადქცეულ ქაღალდებს ჩაის ტილოზე ვდებთ ნელ ნელა დესერტის კოვზით სხვადასხვა ყუთებში მოთავსებულ მეორე ხარისხოვან დაბლენდერებულ ქაღალდებ ფრთხილად პატარა ჩაის კოვზით მიმოვაფრქვევთ.გაჭანჭახებულ ჩაის ტილოს მაგიიდიდან ფრთხილად ვიღებთ და გარეთ მზის შუაგულში გასაშრობად ვდებთ.და სარეცხის შპილკით ვამაგრებს 2 3 დღე გაშრობას უნდება.4 დღეს უკვე მზად არის გამშრალ ქაღალდებს ჩაის ტილოდან ვაცლით ზედმეტ კუთხეებს ვაჭრით და არ ვაგდებთ ისინი ცალკე ყუთებში თავსდება და დიზაინისთვის ვიყენებთ.ამოვლებული ფურცლები კი ბლოკნოტებისთვის რვეულის ყდისთვის წიგნებისთვის ვიყენებთ.6 წლის წინ 2008 წელს სამსახურიდან მარტო ორი თანამშრომელი მე და ბელა გაფრინდაშვილი გაგვიშვეს შვეიცარიაში.ეს იყო ჩემი პირველი მოგზაურობა.ზღაპრული ქვეყანაა.მაგრამ ენა ვერ ვერ ავითვისე.ყოველდღე ტბაში ვბანაობდით ჩვენი სასტუმრო ლეისსიგენ კი ტბასთან ახლოს იყო.ვგრილდებოდით იქიდან რომ ჩამოვედი შთაბეჭდილებებს ჩემს მეგობრებს ვუზიარებდი.იქ როგორი კარგი დრო ვატარე სად არ ვიყავი.ყველაფერს მობილურით ვიღებდი მერე ბლოკნოტში ვიწერდი.

სოციალური თერაპიის სახლი და ჩემი პირველი მოგზაურობა შვეიცარიაში სრულად





სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent