შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯაშუში (თავი 7)


6-07-2018, 23:13
ავტორი n-strovet
ნანახია 1 918

დანიშნულების ადგილზე, როდესაც მივიდნენ რამდენიმე წუთში ნინელიც გამოჩნდა, ლევანმა თავისი მეგობრები ლილიანმა კი ნინელი გააცნო, ძალიან მოეწონათ ერთმანეთი და დაუახლოვდნენ კიდევაც, ნინელი, როგორც აღმოჩნდა დათას და სანდროს ხასიათში, საკმაოდ ჰგავდა და არც გასჭირვებია მათ სიგიჟეებზე აყოლა, ლილიანი კი მათ არა ადეკვატურ საქციელზე იცინოდა და შიგადაშიგ ლევანისკენ აპარებდა მზერას, რომელიც რადიკალურად განსხვავებული იყო, სახლში მყოფ ლევანისგან. ყველა მეგობარი რომ მოიკითხა, ლილიანს მიუჯდა და ცდილობდა, როგორმე გაემხიარულებინა და მაქსიმალურად კარგად ეგრძნო თავი. ლილიანი უყურებდა თავის ტოლ გოგონებს და ბიჭბს, რომელთა მათგანი მისი ფენისაც კი იყო, თუმცა რამდენი განსხვავება იყო მათ შორის, რამდენი რამე ლილიანისთვის უცხო იყო, ესერთი გართობა, ნარკოტიკები, ალკოჰოლი. მათთან შედარებით თამამად შეეძლო ეთქვა, რომ უმწიკლო და სუფთა იყო, მისთვის ზოგიერთი მათგანის ქცევა ამოლარული და ზნე დაცემული უფრო იყო და სართოდ, არ იყო, ამ გქცევის მიზეზი სასმელი და მსუბუქი ნარკოტიკი. უმეტეს შემთხვევაში რასაც ასახელებდნენ მიზეზად, ლილიანისთვის ეს ყველაფერი მიუღებელი იყო და ვერც წარმოედგინა თავი მათ ადგილას. ნუთუ ეს იმის ბრალია, რომ სულ სხვა გარემოში იზრდებოდა?, მაგრამ აქ ხო მისი ფენის, ბევრი არის მათ მშობლებს განა სურდა მისი შვილი ესეთ მდგომარეობაში იყოს? არა! და ალბათ ბევრმა არც იცოდა, მათი შვილების ქმედების შესახებ და მშვიდად სძინავდნენ. თუმცა აქ ისეთებიც იყვნენ, რომელიც უბრალოდ მეგობრებთან გართობა და რაიმე ამაღელვებელი მოგონებების ჩაბეჭდა უნდოდათ, თავიანთ ისტორიაში. მათი კი შურდა ლილიანს, პირველად ცხოვრებაში შურდა. არა! გატყუებთ ყოველთვის შურდა იმ ბავშვების, რომელთაც ორივე მშობელი გვერდით ყავდა, მერე რა, რომ ლილიანის გვერდით ყოველთვის, დათო თუ არა ელზა მაინც იყო, მას დედაც უნდოდა, მისი სითბო და მზრუნველობა. ეხლა კი მათი შურდა, მათი თავისუფლების შურდა, რამდენჯერმე შესთვაზა ლევანმა ცეკვა თუმცა უარით გაისტუმრა და დაარწმუნა, რომ მათი ცეკვით სურდა დატკბობა, ამიტომ შეეძლო სხვასთან ეცეკვა. ლევანმაც არ გაუწია წინააღმდეგობა და ერთ-ერთ ლამაზ გოგონასთან, დაიწყო ცეკვა. ალკოჰოლის , სიგარეტის სუნი ლაზერის მკვეთრი და თვალის მომჭრელი სხივები და ძალიან მაღალი მუსიკა, ეს უკვე ლილიანისთვის პიკი იყო. უკვე ვეღარ უძლებდა, კლუბში დადიოდა ხოლმე, თუმცა ყოველთვის ისეთ კლუბებს ირჩვდა, სადაც უმეტეს წილად წყნარი მუსიკა ჟღერდა, ნინელის უკმაყოფილო სახის და რეპლიკების გამო, მალევე უწევდა წამოსვლა და სახლში დაბრუნება. ფეღზე წამოდგა და ეზოში გავიდა, აუზზედაც უამრავი ხალხი იყო ,ამიტომ ეზოს უკან გავიდა. იქ შედარებით სიმშვიდე იყო და სუფთა ჰაერიც. ეზო დიდი იყო, ამიტომ ცოტა მოშორდა კიდევაც სახლს “მეტს ვერ შევტოპავ, იქ ტყეა და შემეშინდება” გაიფიქრა და იქვე მინდორზე მოკლათდა. მინდვრიდან ყვავილი მოწყვიტა, დაყნოსა, შემდეგ კი ხელში ატრიალებდა და იღიმოდა. ვარსკვლავებით მოჭდილ ცარს გახედა, რომელთ შორისაც დედოფალივით ნამგლისებური მთვარე იყო და “უცნაურად-ლამაზად” გაკაშკაშებდა, აი ზუსტად ისე, იმ დროს, როდესაც იგრძნო გულის არეში ტკივილი, რომელიც დედის არ ყოფნით იყო გამოწვეული. ღრმად ჩაისუნქა, ფეხები მოკეცა და ხელებში მოიქცია. ისევ ვარსკვლავებს დაჰყურებდა და ტკიოდა, დადემისის გამო, მამამისის გამო, თავისი ცხოვრების და უიღბლობის, თავისი უბედურების გამო ტკიოდა. როგორ უნდოდა მასაც ლაღი ცხოვრება ჰქონოდა, მათსავით ლაღი არაფელი რომ არ ადარდებთ, მაგრამ რატომ იყო ესეთი, რატომ არ შეეძლო იმ სიხარულის და მხიარულების მიღება, რაც მის ირგვლივ იყო? რატომ შეეძლო მხოლოდ ტკივილის მიღებ? მიეჩვია?! ეს იმის გამო იყო რომ ტკივილს მიეჩვია?! და რა იყო მისი ტკივილი? მას ხომ, როგორც ყველა ეუბნება არაფელი აკლია?. რა იყო ლილიანის ტკივილის მიზეზი? ბევრი რამ! იმდენად ბევრი, რომ ვერც აღწერს ადამიანი, ესე უბრალოდ და ამ ყველაფერს კიდევ ერთი ფაქტი ემატებოდა, რომელიც ლილიანი ახშობდა, მასში და მის წარმოდგენაზეც კი ზარავდა.
-ლილიან!-ზურგს უკან მოესმა ნაცნობი და მონატრებული ხმა. სწრაფად წამოდგა ფეხზე და იმ მიმართულებით შებრუნდა, საიდანაც ხმა მოესმა. იქ ნიკა ნიკა იყო, რომელსაც ერთი საათის წინ მიწერა, ნინელის ტელეფონიდან. ნაზად გაუღიმა და მისკენ გადადგა ნაბიჯი. ნიკამაც ასევე რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და მთელი ძალით მოეხვია-მომენატრე!-მუჭში მისი თმა მოიქცია და მთელი ძალით შეისუნთქა მისი სურნელი, რომელიც ასე აგიჟებდა.
-მეც მომენატრე-დაიჩურჩულა და ცხვირი მის ყელში ჩარგო-მეგონა იხუმრე და არ მოხვიდოდი-თავი ამოწია და მის ზღვისფერ თვალებს წააწყდა ,თუმცა ერთი მილიმეტრით არ დაშორებია მისი სხეული, ნიკას სხეულს-მაგრამ თურმე არ ხუმრობდი, მართლა მოხვედი-ნაზად გაუღიმა და მზერა აარიდა.
-შენ კი მელოდებოდი-გაუღიმა და სახეზე მოეფერა.-მე ყოველთვის მოვალ შენთან, არ აქვს მნიშვნელობა, ეს შენ გენდომება თუ არა, მე ყოველთვის შენთან ვიქნები, შეიძლება ვერ მხედავდე და ვერც ჩემი ხმა გაიგონო, მაგრამ დარწმუნებული იყავი, რომ მე შენთან ვიქნები-გაიღიმა და თავზე მოეფერა.
-დავჯდეთ აქვე თუ შიგნით შევიდეთ?-ოდნავ მოშორდა და აიბუზა-ცოტა სიცივეა-დაიჭყანა.
-იქ კარგი სიტუაცია, რომ ყოფილიყო შენ გარედ არ გამოხვიდოდი-წარბები წემოდ აზიდა და მოსაცმელი გაიხადა-ჩაიცვა აქამდედაც უნდა მომეფიქრებია, თუმცა შენმა მონატრებამ გადაფარა ყვეაფერი-გაიცინა და გაუწოდა ჟაკეტი.
-მერე შენ?-შეწუხებულმა შეხედა და თმა ყურზე გადაიწია.
-ავიტან როგორმე-გაიცინა და თავად მოახურა ბეჭებზე. ლილიანმაც ჩაიცვი და ისევ იმ ადგილას დაჯდა, სადაც რამდენიმე წუთის წინ იჯდა. ნიკაც გვერდით მიუჯდა და მომღიმარი მზერით შეხედა-მოწყენილი ხარ!
-არ ვარ-უიარა და უფრო ფართოდ გაიღიმა-აი ხედავ ? ვიღიმი.-საჩვენებელი თითით მიუთითა პირზე.
-მაგ ღიმილშიდაც ისეთი სევდაა გამოსახული. მე, ამას ვხედავ!-თავი ოდნავ გვეძე გადაწია და ლოყაზე ცერა თითი ჩამოუსვა-შენი ღიმილი როგორ ვთქვა...ფასდაუდებელია
- ღიმილი მაშინ არის ფასდაუდებელი, როდესაც აკრძალვის მერეც იმარჩუნებ მას და სხვაში იგივეს თუ არა, სინანულის ცრემლებს მაინც გამოიწვევ მასში ან უბრალოდ...შეეცოდები და უკანასკნელ საცოდავად შეგრაცხავს.
-მე არ მიგულისხმია…
-ვიცი-გააწყვეტინა-მგონია, რომ ამ ქვეყნად მხოლოდ სევდიანი ადამიანები იღიმიან, რადგან მათ ყველაზე მეტად ესმის ტკივილის, ტკივილს კი არაფელი უხდება ისე როგორც ღიმილი-ნაზად გაიღიმა და თვალიდან წამოსული ცრემლი, სწრაფად შეიმშრალა და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ცრემლს არასდროს აპატიებდა საკუთარ თავს.
-საოცრება ხარ ლილიან-აღშფოთებულმა ამოთქვა-არ ხარ ჩვეულებრივი ადამიანი, ბევრად განსხვავებული ხარ ამათგან, შენ სულ სხვა ხარ. თან ჯერ კიდევ 19 წლის, შენ ასაკში ყველაფერს უდარდელად და ადვილად ვუყურებდი. 23 წლის ვიყავი, რომ გავიაზრე ჩემს ირგვლივ რაც ხდებოდა და ცროვრება რაც იყო, ეხლა 25 წლის ვარ და მგონია, რომ ცხოვრებას კარგად ვიცნობ, თუმცა შენ, რომ გისმენ ეს შეგრძნება მიქრება, რატომ ხარ შენ თავში ჩაკეტილი? მინდა მეტი გავიგო, შენზე და ის ადამიანი გავხვდე შენთვის, რომელსაც დაეყრდნობი. -მოკეცილ მუხლზე ხელი დაადო და იმედიანი თვალები შეანათა.
-საოცრება ვარ არა? მე არ მინდა ვიყო საოცარი, განსხვავებილი და ა.შ. მე მინდა უბრალო ადამიანი ვიყო, რომელიც წვრილმანებს არ აქცევს ყურადღებას და მშვიდად მიუყვება ცხოვრების რიტმს, ზოგჯერ ძალიან უცნაურად ვგრძნობ თავს, ხანდახან სიტყვებსაც ვერ ვპოულობ ავღვწერო ეს გრძნობა ( თუმცა ვის უნდა აღვუწერო ჩემი თავის გარდა) ეს არის სიცარიელისა და მარტოობის კომბინაცია. როცა უბრალოდ შორს წასვლა გინდა, სადაც ვერავინ ვერ გიპოვნის. -ერთ ადგილას ჰქონდა მზერა მიპყრობილი და უბრალოდ იმას ამბობდა, რასაც ნამდვილად განიცდიდა-ისიც არ ვიცი, ამას შენ რატომ გიყვები-თავი გააქნია და ისევ ღიმილით შეხედა ნიკას -მგონი დღეისთვის საკმარისია, დაგრთგუნე ხედავ.
-არა დიდი სიამოვნებით მოგისმენ, ისე, რომ ხმას არ ამოვიღებ - უიარა და ხელი მის ხელს დაადო-ეს აუცილებელიც კი არის, რომ არ განადგურდე.
-სისულელეა-ხელი გაითავისუფლა და ცას ახედა მომღიმარმა. რამდენიმე სიჩუმე ჩამოვარდა თუმცა ნიკას მწვერვალე მზერას მაინც გრძნობდა. შემდეგ კი ნიკამ დაარღვია სიჩუმე.
-ზოგჯერ ის ტკივილიც განგრევს შინაგანად, რომელზედაც არავისთან არ საუბრობ. ნეტავ იცოდე, ახლა როგორ მინდა, რომ დასჯილი არ იყო. აქედან წაგიყვანდი. აშკარაა, რომ არ გსიამოვნებს - ძალიან დრამატური საუბარი, რომ არ გამოსვლოდა გაიცინა და ყურზე გადაწეული თმა ჩამოუშალა.
-და სად წაიყვანდით, ბატონო ნიკოლოზს-უკან მოესმა ლევანის გაბრაზებული ხმა და რამდენიმე წამში წინ დაუდგა, წყვილს-ვღელავდი სად წავიდა, რამე ხომ არ დაემართა-თქო და თურმე მშვენივრად ჭუქჭუკებთ და გეგმებს აწყობთ -სარკასტულად გაუღიმა და ხელები გადააჯვარედინა.
-ესაა ის?-ფეხზე წამოდგა ნიკა და კარგად ეტყობოდა, რომ დიდად კმაყოფილი არ იყო მისი ნახვით.
-საიდან იცნობ ლევანს?-გაუკვირდა და ნიკასკან პაუხის ნაცვლად მხოლოდ სიბრაზისგან დაბერილი ვენები, რომ მიიღო შემდეგ გადახედა ლევანს- ლევან! არ მეტყვი?
-თვითონ არ გითხრა?-ნიკას გადახედა -მეგონა ეტყოდი-ვითომ ძან დამწუხრებული იყო
-დამიჯერე რომ მცოდნოდა შენ იყავი, აუცილებლად ვეტყოდი რა ადამიანიც ხარ-მის თვალებში სიბრაზე და სიძულვილი ერთად იყო, რომელსაც ვერ მალავდა-რაო აღარ ვართ დედიკოს ბიჭიო?
-არც არასდროს ვყოფილვარ!-კბილებში გამოსცრა და ხელები ქვემოთ ჩამოუშვა
-მგონი კითხვა დავსვი-ორივეს გადახედა გაოგნებულმა
-წადი აქედაბ-უცებ წამოიყვირა ლევანმა
-ტონი აკონტროლე-დაუბღვირა და შეეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა, ესეც იმიტომ, რომ ლილიანს არ შეშინებოდა.
-რომ წახვალ მხოლოდ მაშინ დავმშვიდდები-ლილიანს გადახედა, რომელიც მასთნ ძალიან ახლოს იდგა-რატომ მიწერე სადაც იყავი?-ხელი მოკიდა და ნიკას მოაშორა
-ხელი გაუშვი-კბილებში გამოსცრა ნიკამ.
-შენ ხომ მითხარი, ვინც გინდა დაპატიჟეო, რატო ბრაზობ?-ჯერ კიდევ ვერ გაიგო რა ხდებოდა, ის ხომ ამდენ ფიქრს არ იყო მიჩვეული თუ რამეს ვერ გაიგებდა უბრალოდ შეეშვებოდა და დაივიწყებდა, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირად იყო.
-მე გითხარი მეგობრები-თქო და არა ვინც გინდა-თქო მგონი არის განსხვავება ამ სიტყვებში არა? -ნიკას მიუბრუნდა-წადი აქედან.
-და გგონია შენ სიტყვაზე გავივლი?-ხელი აუქნია
-წესიერად და სანამ დავივიწყე ყველაფერი და გითავაზე წადი-მუჭები შეკრა და მშვიდი ტონით დაუღრინა
-ლილიანი არ იყოს ,განახებდი, როგორ უნდა “მოფერება” -აგდებულად მიუგდო სიტყვა-ლილიან-მას გადახედა.
-ნიკა წადი-მანახ უპასუხა და ლევანის სახეზე კმაყოფილმა ღიმილმა გაიკაფა გზა, თუმცა არც ისე დიდხანს გაგრძელდა ეს დაკმაყოფილებული და გამარჯვების მომასწავლებელი ღიმილი, რადგან ლილიანმა განაგრძო საუბარი-და არა იმიტომ, რომ მე ასე მინდა. შეგახსენებ, რომ დასჯილი ვარ ,ამიტომ ჩემი უფლებებით ვერ ვსარგებლობ, აქ რომ თავისუფლად ვიყო წამოსული, არ მივცემდი არავის უფლებას აქედან გაეგდე და თუ შენ მოგინდებოდა წასვლა, მეც უკან გამოგყვებოდი თუმცა სამწუხაროდ ეს ასე არ არის, რადგან ჩემი ძალაუფლება ჯერჯერობით “დაყადაღებულია” და მე უბრალოდ გთხოვ, რომ წახვიდე, რადგან არ მინდა სიტუაცია გამწვავდეს შემდეგ ვისაუბრებთ უფრო კარგ და წყნარ გარემოში-დაამშვიდა და ლოყაზე ნაზად აკოცა.
-ჯანდაბა! მხოლოდ იმიტომ, რომ არ მინდა შეგეშინდეს -შუბლზე აკოცა, ლევანს მტრული მზერა მიაპყრო და იქაურობას გაეცალა.
“რა არის ამათი შუღლის მიზეზი?”
“ალბათ ქალი”-არ დააყოვნა მეორემ მემ
“არა სულ სხვა რამ არის, ვგრძნობ”-როგორც ყოველთვის შეეპასუხა მეორე მეს
“ნეტავ ვიხოდე, საიდან გრძნობ”
-ლილიან შენ გესაუბრები-ოდნავ მოქაჩა მისკენ
-რას ამბობდი?-გამოერკვა ფიქრებიდან და გამწარებულ ლევანის შეხედა- არ გისმენდი, რას მეუბნებოდი?
-მას მისტიროდი ფიქრებში, რომ წავიდა? რა გაკავშირებს მასთან? რატომ დაურეკე და მოიყვანე აქ ან მე რატომ არ მითხარი? შეგახსენებ, რომ მე რომ არა ოთხ კედელში იქნებოდი გამომწყვდეული, მე მიმადლოდე, რომ გამოგიყვანე და რამდენიმე საათით მაინც გაგრძნობინე თავისუფლად თავი, გასაგებია? კეთილი ინებე და ჩემ თამაშში ხარ და ჩემივე წესებით იმოქმედებ, ჩემთან უნდა შეგეთახმებია მისი მოყვანა თუ ნებას დაგრთავდი მხოლოდ მაშინ მოიყვანდი, მგონი ყველაფერი სწორად უნდა გაიგო, ხომ ასეა?-ხმამაღლა და მკაცრი ტონით ესაუბრებოდა ლილიანი კი ვერ იჯერებდა ამ ყველაფერს, როგორ არ უნახავს გაბრაზებული ლევანი, რამდენჯერ უჩხუბიათ, მაგრამ ეს ის ტონი, ეს ის გაბრაზება არ იყო, ეს რაღც სხვა...რომელსაც სახელსაც ვერ დავარქმევ და რისთვის მისი მეგობარი ნიკა, რომ დაპატიჟა თუ ის ნიკა ვინც ეს სძაგდა?.
-მისმინე არ მაქვს ჩხუბის თავი -დაღლილი და მშვიდი გამომეტყველებით უთხრა და სახეზე ხელები ჩამოისვა- დავიღალე, მე ეხლა შევალ ნინელის გამოვიყვა და წავიდეთ -უკან გაბრუნდა თუმცა ლევანის ხმამ გააჩერა
-აქედაბ მაშინ წავალთ, როდესაც მე მოვისურვებ, გასაგებია?-მისი სიტყვები ძალიან ცივი და ამავდროულად მომთხოვნი იყო. ლილიანმა თვალები გადაატრიალა, როგორ არ უნდოდა ნიკასთან საუბრის შემდეგ ეს სინშვიდე გაექრო თუმცა, როგორც ჩანს ლევანს ჩხუბის გარეშე არ შეეძლო
-მისმინე-მიკენ შებრუნდა მშვიდად, მაგრამ მკაცრი ტონით დაიწყო საუბარი, თან გამაფრთხლებლად თითს უქნევდა-ფეხებს შენ რა გინდა და რა გსურს, ეხლა მე შევალ სახლში გამოვიყვან საკმაოდ მთვრალ ნინელის, რომელიც ღმერთმა უწყის რაზე ფიქრობს ეხლა, მისივე მანქანით წავიყვან სახლში შენ უკან გამომყვები, შემდეგ კი ერთად წავალთ გასაგებია? არ ვაპირებ არც ჩხუბს ამ თემაზე და არც მეტჯერ განხილვას. ავდგებით და წავალთ, დაემშვიდობე შენს ძმაკაცებს. დღეისვით საკმარისი იყო-ასეთი მომთხოვნი და გაწონასწორებილუ ჯერ არ ყოფილა, გაუკვირდა კიდევაც ნუთუ ეს მე ვარო, მაგრამ წამიერად ლევანს არაფელი არ უთქვამს, მასთან ერთად შევიდა სახლში, მეგობრებს დაემშვიდობა და დაპირდა, რომ მალე ისევ ნახავდა. ლილიანმა, კი მთვრალ ნინელის მოკიდა ხელი და ძლივ გაიყვანა გარედ.
-თუ გინდა მე წავიყვან-უკან გამოედევნა სანდრო
-და შენ მთვრალი არ ხარ?-წარბები მოკუმა და გამწყრალი ტონით შეხედა, კარგად შეზარხოშებულ ბიჭს.
-ისეც არა, რომ ეს ღვთაება ვერ წავიყვანო-ნინელის გადახედა, რომელსაც ნახევრად ეძინა ლილიანზე მიხუტებული. აშკარა იყო სანდროს მოეწონა ნინელი. ოღონდ, როგორც სხვა გოგონები ისე არა, ეს რაღაც უფრო წმინდა და განსხვავებული იყო. ლილიანს არ გამოპარვია მისი მზერა და გვერდულად ჩაეცინა კიდევაც.
“როდიდან ამჩნევ ასეთ რამეებს ლილიან?” წამიერად გაიფიქრა და ნინელი უფრო მჭიდროდ დაიკავა
-მოდი არ გავრისკავ კარგი?-მზრუნელად გაუღიმა.
-ამჯერად იყოს ეგრე-გაიცინა და ლილიანს ლოყაზეაკოცა-ჯიგარი გოგო ხარ!, არ უსმინო ლევანს შენ-კიდევ ერთხელ გაუცინა და სახლში დაბრუნდა.
ლევანი უხმოდ ჩაჯდა მანქანაში და ლილიანის მითითებას მიყვებოდა, ისევ იმ გრძნობამ შემოუტია, რომელსაც უკვე არც ისე ცოტა დროა გრძნობდა“არა ლევან მოეშვი, ამ ყველაფერზე ფიქრს, ლილიანს უფრო ღმად ვერ დაუახლოვდები, არ შეიძლება”
ლილიანმა მანქანა ავტო ფარეხში დააყენა, გასაღები ჩანთაში ჩაუგდო ნინელის და სახლში გაჭირვებით მიიყვანა. ლევანი ჩაფიქრებული მანქანაში ელოდა. ხა გონებას ხან კი გულს უსმენდა, ორივე ურთიერთ გამომრიცხავ სიტყვებს და ფაქტებს ეუბნებოდა, ამან კი მთლად არია. ვეღარ გაიგო, რა იყო სწორი და რა არა სწორი, როგორ დაერღვია ის პირობა, რომელი დიდი ხნის წინ დადო? . უხმოდ ჩაჯდა ლილიანი მანქანაში და გაბუსული გზას მისჩერებოდა. ლევანიმ დიდხანს უყურა გაბუსულ ლილიანს, ბოლოს ვერ მოითმინა და წარბებ შეკრული გადახედა.
-მეჩვენება თუ გაბრაზებული ხარ?-საჭეს თითები მოუჭირა სიბრაზე რომ ეკონტროლებინა-შენ გესაუბრები, ლილიან!-პასუხი რომ ვერ მიიღი, ოდნავ აუწია ტონს.
-არ მსურს, თქვენთან საუბარი, ბატონო ლევან-მისკენ არც გაუხედავ ისე უპასუხა და მინას მიაყრდნო თავი.
-და რატომ? ხომ შეიძლება ისე გავიდეს ერთი დღე არ მოვშხამოთ ერთმანეთი? მაგრამ არა! შენ ბავშვივით იქცევი და ვერც კი ამჩნევ, შენ ირგვლივ რაც ხდება. უმიზეზოდ ანთხევ ჯავრს და ისვრი სიტყვებს, ის ვერ აიტანე, რომ შეგეწინააღმდეგე და ისე არ მსურდა მომხდარიყო, როგორაც გეგმავდი და გაგახსენე, რომ ჩემი წყალობით იყავი იმ მომენტში თავისუფალი. შენ ეს დამამცირებლად მიიჩნიე. მე რაღა უნდა ვთქვა , მერამდენედ უნდა ავიტანო შენი თავზე გადავლა? რამდენ შეურაწმყოფელ სიტყვებს მეუბნები, თუმცა არასდროს არ გამიცია საკადრისი პასუხი, ვაღიარებ თავიდან არ მომწონდი, მაგრამ ახლა შეიცვალა ყველაფერი. იმდენი რამ შეიცვალა ვერ წარმოიდგენ, ყველაფერი აირია. ჩემი გეგმები, რომელიც დაწყობილი მქონდა, აირია. არ მინდა შენი წყენინება. მეც გამიგე ყოველ დღე ვხედავ, როგორ აყენებ შეურაწყოფას დედას შენ ამას ვერ მოითმენდი. მართალია ნაწილობრივ ჩემს გამო ხარ დასჯილი და ხო გართობა მინდოდა და მაგიტომ გითხარი ამდენი სისულელე, მაგრამ ეხლა ხომ გამოვისყიდე არა? შენ რა გააკეთე, ის არაკაცი მომიყვანი საკუთარი მეგობრის წვეულებაზე? როგორ გაბედე?…...როგორ არ დამეკითხე? -მიხვდა, რომ საკმაოდ აუწია ტონს, ამიტომ გაჩუმდა ღრმად ჩაისუნთქა და გზას გაუყვა.
-რა პრობლემა გაქვს ნიკასთან-აუღელვებლად უთხრა და თვალები მინაბა.
-მგონი შენ არ გსურდა ჩემთან საუბარი, მაგრამ ნიკა, როგორცკი ვახსენე მოგინდა?-ირონიით სავსე სიტყვები სტყოცნა და მისკენ არც გაუხედავს.
-მთვრალი ხარ! ხვალ არც გემახსოვრება, რაც ილაპარაკე და სიჩქარეს მოუკელი ან მე დამსვი საჭესთან -თვალები ჭყიტა როდესაც სიჩქარის მომატებას და სხეულში ადრენალინის მოზღვავება იგრძნო- კარგი,-დანებდა და საწყის პოზიციას დაუბრუნდა-არ გინდა ნიკაზე საუბარი, გასაგებია აღარ ჩაგეძიები. ასე თუ ისე გავარკვევ რა გაკავშირებთ ერთმანეთთან თუ ძალიან პირადი არ არის, მაგრამ მინდა გაგაფრთხილო. მე და ნიკას კარგი ურთიერთობა გვაქვს და რადგან ეს შენთვის მიუღებელია არ ვაპირებ გაწყვეტას, მე თქვენ ურთიერთობაში არ ჩავერევი თუ რა თქმა უნდა ზღვარს არ გასცდით. რაც შეეხება გაბრაზებას, არ ვარ გაბრაზებული ცოტა ნაწყენი ვარ, რადგან შემახსენე, როგორ გამომკეტა მამაჩემმა უმოწყალოდ ოთახში, მთელი ორი კვირით. ერთხელა არ მოუნახულებივარ და აქ წამოყვანაც მცდირი ნაბიჯი იყო. რაგან მამაჩემზე იმდენა გავნაწყენდი, რომ არც არასდროს დაველაპარაკები მგონი. ისინი ჩემი ტოლი იყვნენ, თუმცა იმდენად თავისუფალი, რომ შემშურდა. არასდროს მყოლია მეგობრები, მითუმეტეს იმდენი რამდენიც შენ გყავს. არც ღამის 11 საათის შემდეგ სახლოიდან არ უნდა გავსულიყავი, რადგან ეს მისაღები არ იყო, პატიოსანი გოგოსთვის. რომ გითხრა ვწუხდითქო მოგატყუებ, რადგან დიდად არც მე მიყვარდა ესეთი გართობები.(ან უბრალოდ არ ვიცოდი მასი ფასი). არც მამაჩემის კორპორეტიულზე სიარული არ მხიბლავდა და ძალიან მნიშვნელოვანი თუ არ იყო, არ მაწუხებდა. ღამის თერთმეტი საათის შემდეგ კი ყველანაირ კონტაქტს ვწყვეტდი, გარე სამყაროდან. მხოლოდ ბაღში თუ გავიდოდი, ისიც დედის მონატრება, რომ შემიპყრობდა. მერე რა, რომ პატარა ვიყავი, როდესაც მიმატოვა. მე მაინც ვგრძნობ, მის სითბოს, მაგრამ თუ ჩავუღმავდებით იქ, მხოლოდ ელზას სითბო და სუნი გამოიკვეთება, რომელიც ჩემთვის ყველაფერია დამერწმუნე. აი ასეთია ლევან, ჩემი ცხოვრება და დღეს მივხვდი თურმე რამდენ რამეს გამოვაკლდი, რამდენ სიამოვნებას მომაკლო მამამ, რომ არ მაძლევდა უფლებას დავტკბარიყავი ღამის ცხოვრებით. მეც მივეჩვიე და არც მქონდა პრეტენზია, ვერც წარმომიდგენია ჩემი თავი ისეთ ამპულაში, როგორიც ისინი იყვნენ, როგორივ ნინელია. ის მართლა ბედნიერია, ჩემგან განსხვავებით და მართალი ხარ მე ესეთი გოგოს იმიჯი მოვირგე. ეს ნიღაბი შევისისხორცე და ალბათ ვერასოდეს მოვიშორებ. ერთადერთი მიზეზი, რატომაც არ ვნაობ, რომ წამოგყევი ეს შენი ძმებია. დათა და სანდრო ,მართლაც არაჩვეულებრივი ბიჭები არიან და ვერც კი წარმოიდგენ, რამელა სიმდიდრის პატრონი ხარ, ჩემგან განსცვავებით-ისე იყო გართული საუბარში, ვერ შეამჩნია მანქანა რა დროს გაჩერდა, როდესაც ლაპარაკს მორჩა თვალები გაახილა. მანქანის მინა წვიმის წვეთებს დაებურა. მანქანა გაჩერებული იყო, ლევანი, კი საჭესთან არ იჯდა. მანქანიდან გადასვლა განიზრახა, ღვედი შეიხსნა, როდესაც ლევანი დაბრუნდა ხელში მინერალური სასმელი და წყალი ეჭირა. საკმაოდ სველი იყო-სად იყავი-გაუკვირდა და წყლის ბოთლი გამოათვა, რომელიც ლევანიმ გაუწოდა.
-მარკეტში ვიყავი გადასული-მხრები აიჩეჩა და მანქანა დაქოქა-ცოტა უნდა გამოვფხიზლებულიყავი, სადაცაა გათენდება თუ გეძინება დაიძინე, შინ როდესაც მივალ გაგაღვიძებ-ღვედი შეიკრა და გზას გაუყვა-მართლა რაღცაზე დაიწყე საუბარი, მე, რომ გადავედი. მგონი ნიკაზე საუბრობდი ხომ? -გაიცინა და კომფორტულად მოთავსდა.
-ხო და ის ვთქვი, რომ კარგი მეგობრები გყავს დათა და ლევანის სახით-ხმა ჩამწყდარმა ამოილაპარაკა. წყლის ბოთლი იქვე დადო და ცივ მინას მიადო თავი. თმები კი სახეზე ჩამოიშალა, ლევანს მისი თვლაები, რომ არ დაენახა. ცხოვრებაში პირველად აჩვენა ვიღაცას გულის ტკივილი, პირველად მოუყვა, რას გრძნობდა და ის ლევანი იყო, რომელთანაც სულ კამათობდა, მაგრამ თავარი მისი ვინაობა კი არა, ის იყო, რომ ლევანს ერთი სიტყვაც არ მოუსმენია, მისი ნათქვამიდან ისე გადავიდა მანქანიდან. არც ადარდებდა ლილიანის სიტყვები. ლილიანს კი ეს ეტკინა, ძალიან ეტკინა. სიტყვებითაც ვერ აღწერდა ეხლა რას გრძნობდა, როგორ მარტოსული და უსუსური იყო. ტკიოდა უნდოდა გაქცეულიყო და მთელ ხმაზე ეღრიალა, გადმოენთხია თავისი ტკივილი, მაგრამ არ შეეძლო ისევ უნდა გადაეყლაპა ეს ყველაფერი, როგორც სხვა დანარჩენი და გაეგრძელებინა ცხოვრება. თვალები არც დაუხამხამებია, უბრალოდ გზას გაჰყურებდა. გვერდიდან ესე ჩანდა, თორემ საერთოდ ვერ ხედავდა რა ხდებოდა გზაზე, ცრემლის მასას დაებურა ყველაფერი და წვიმის წვეთებივით ცვიოდა მის გლუვ კანზე. კბილებს კი ერთმანეთზე უჭერდა, ნიკაპი რომ არ აკანკალებოდა და ემოციების დატვირთულს ლევანთან ერთად არ ეტირა.
......
გამთენიას დაბრუდნენ სახლში, არც არავის გაუგი მათი წასვლა ან მოსვლა, ლილიანი ოთახში შევიდა ლევანიმ კი მისი ოთახის კარები ჩაკეტა და გასაღბი იქ დადო სადაც ელზა დებდა ხოლმე. ორიკვირა ყავდა ოთახში ჩაკეტილი, იმის მაგივრად დათო გაბრაზებულიყო ლილიანი გაებუტა და ხმას არ სცემდა. ელზა, როდესაც კითხავდა თუ, რატომ იქცეოდა ასე პასუხად მხოლოდ "ორი კვირა" ამბობდა (თუმცა რამდენად სწორი იყო, ის “ორი კვირა” მიზეზი ამას თქვენც ხვდებით მგონი) და მიდიოდა. ელზა მიხვდა, რომ ეს მისი დასჯის ვადა იყო, თუმცა გული სხვას უგრძნობდა, ამოუხსნელ ტკივილს გრძნობდა და რაღაც განსხვავებული განცდა ეუფლებოდა. შეიძლება სახლიდან გაიქცა, მაგრამ საკმაოდ მკაცრად და დიდხანს დასაჯა დათოს ამ თემაზე დაუწყო საუბარი, მაგრამ დათო მხოლოდ იმას ამბობდა "თუ კიდევ ვერ ისწავლის ჭკუუას, უარესი მოუწევსო" ,ლევანი კი სიცილს ძლივს იკავებდა და თუ შეუძლებელი იყო, გაჩერება ოთახიდან გადიოდა. ლილიანთან მიდიოდა და იქ დაცინოდა ორივეს. ლილიანი კი პასუხსაც არ უბრუნებდა, საკმაოდ შეცვალა ორმა კვირამ ვერ გეტყვით, რომ კარგისკენ ადრე თუ მხიარული და ცოტა მწარე ენის გოგო იყო, ახლა საერთოდდ ვერ დაინახავდით მის სახეზე ღიმილს და არც ლაპარაკობდა, რამდენიმე დღე უარს ამბობდა მამამისთან ერთად საუზმეზე ,მაგრამ ელზამ დაარწმუნა, რომ ეს უარესი იყო და ეგრე ვერაფელს დაამტკიცებდა. ლილიანმაც უხმოდ დაუჯერა, მაგრამ როდესაც სასაუზმოდ ჯდებოდა ვერც ვერავინ შეამჩნევდა, ხმას საერთოდ არ იღებდა და დიდად საჭმელსაც არ ეკარებოდა.
-იქნებ ფსიქოლოგთან წაიყვანოთ?-მორიდებით კითხა ელზამ დათოს, მან კი ხელებში თავი ჩარგო და ფიქრი დაიწყო ფაქტი იყო, რომ დაიღალა, დაღალა ამ ყველაფერმა. ერთი ორჯერ დაელაპარაკა კიდევაც ლილიანს ამაზე, მაგრამ ის ყოველთვის "არც კი გაიფიქრო, ჩემი მანდ წაყვანა" ამბობდა,სიტყვას ასრულებდა და ოთახიდან გადიოდა. არც ნინელის არ ეკონტაქტებოდა საერთოდ ჩამოიცილა მეგობრები თუ ვინმე ყავდა, არც სალონში დადიოდა. არადა ადრე კვირაში მინუმუმ ორჯერ მაინც უნდა გაეარა. არც საშოპინგოდ მიდიოდა, მხოლოდ ერთადერთ ადამიანს ხვდებოდა, ეს ნიკა იყო. იჯდა და საათობით თუ ხატავდნენ თუ ლაპარაკობდნენ, მაგრამ საუბრით დიდათ არ წუხდებოდნენ. უთქნელად ესმოდათ ერთმანეთის. ლევანიზე ერთი ორჯერ ჩამოუჯდო საუბარი თუმცა პასუხათ ვერაფრს იღებდა, ნიკას ბრაზმორეული თალების გარდა, რომელშიც ტკივილი მკრთალად, მაგრამ მაინც ჩანდა. როგორც ჩანს ბოლომდე ვერ მალავდა ტკივილს. ლილიანს კი ეჭვები ღრნიდა, რა იყო მათი მტრობის მიზეზი. ყოველთვის, როდესაც სახლში რაღაც კომფლიქტის გამო ყვირილი უნდებოდა, ან მამამისთან კამათის დროს ტირილი მოუნდობედო, ყოველთვის ახსენდებოდა ნიკას სიტყვები: "-როდესაც ტირილი, ყვირილი გინდა და ხვდები,რომ თავს ვერ იკავებ, გაჩუმდი ადექი, იქაურობას გაეცალე და დახატე. იქ კი აუცილებლად გამოჩნდება შენი გრძნობები,რას გრძნობ იმ წამს" ლილიანიც ეგრე იქცეოდა, ადგებოდა და ხატავდა.
ეხლაც, როგორც ყოველთვის ხატავდა ელზა საჭმლით ხელში შევიდა ოთახში ტუმბოზე საჭმელი დადო ლილიანს მიუახლოვდა, მხარზე ხელი დაადო და გაუღიმა
-არ შეჭამ?-სიყვარულით სავსე სიტყვები გააჟღერა და თავზე აკოცა.
-ვხატავ-მოკლედ მოუჭრა,ისე რომ ნახატისთვის არ მოუცილებია მზერა
-უკვე შენზე ვღელავ-ლილიანის, მეორე თავისუფალი ხელი აიღო და მოეფერა.
-რატომ?-გაუკვირდა დათავისი ხელი ელზეს გამოაცალა-ხელი მეშლება.
-ვის არ დაუსჯია შვილი,ძალიან აბუქებ სიტუაციას-აშკარად დაეტყო ხმაში ლილიანის ეს ჟესტი თუმცა შეეცადა არ დასტყობოდა.
-ეგ უკვე აღარც მახსოვდა-ლაღად წარმოთვა და ფანქარი გვერძე დადო-ეს არ გამომადგება, ჩრდილის დასახატავად-საჩვენებელი თითით დაიწყო ფანქარზე ნომრების წაკითხვა-აი ეს გამომადგება-სასურველ ფანქარს დაადო ხელი და აიღო კიდევ ერთხელ დააჩერდა ფანქრის ნომერს გადასამოწმებლად, შემდეგ გაიღიმა და ხატვა განაგრძო.
-აბა რა დაგემართა ამ რამდენიმე კვირაში?-გულწრფელად გაუკვირდა და მის თითვეულ ქმედებას თვალს ადევნებდა.
-არვიცი-მხრები აიჩეჩა-არც არაფელი, აზვიადებ უბრალოდ ხატვას ეხლა უფრო დიდ დროს ვუთმობ, როგორც დათო თავის "ოჯახს"
-ჭამე საჭმელი, ავად გახდები ეგრე-ლანგრისკენ დაიძრა, მაგრამ ლილიანის ხმამ შეაკრთო მისკენ ფერდაკარგული გაბრუნდა.
-დედაზე მომიყევი-მოულოდნელად უთხრა რამდენიმე წამს ვერც მოვიდა ელზა გონს, როდესაც გაიაზრა ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ლილიანს მიუახლოვდა.
-ეს..შენდ დარწმუნებული ხარ?-ათრთოლებული ხმით უთხრა და თითები ერთმანეთში ახლართა.
-მინდა ვიცოდე, როგორი იყო. მასზე არაფელი არ მახსოვს. რატომ წავიდა? არ ვუყვარდი? სერთოდ არ იფიქრა ჩემზე?-ამ სიტყვებიდან იმხელა ტკივილი ჟღერდა, ელზას გული შეეკუმშა.
-იცი..მე მეჩქარებ ქურაზე საჭმელი მიდევს-თავის დაძვრენა სცადა და კარებისკენ წავიდა
-ბაზარში ვარ წასასვლელი, სარეცხი მაქვს, ოთახები უნდა დავალაგო, ჩემი სერიალი იწყება, მეზობელი მეძახის, დაცვებს უნდა ვაჭამო , ეხლა ქურაზე საჭმელი მაქვს. კარგი, წადი, მაგრამ შემდეგ რა უნდა მოიფიქრო კიდევ, რომ გეტყვი მომიყევი დედაჩემზეთქო?
-ეგრე არ არის, როგორც შენ ფიქრობ-სწრაფა უიარა და თავი გააქნია
-და როგორ ვფიქრობ? თუ არ გინდა ეგრე ვიფიქრო-ფეხზე წამოდგა ხელი მოკიდა და საწოლზე დააჯინა-დაჯექი და მოყევი, კარგი?
-კარგი, ამჯერად იყოს შენ როგორც გინდა-თავი დაუქნია. ლილიანის ხელი ხელებში მოიქცია და მაგრად მოუჭირა.
-დაიწყე-ნაზად გაუღიმა, მაგრამ არ გამოპარვია ელზას ათრთოლებული ხმა და გაყინული თითები. მეტიც მის გულის ცემასაც კი გრძნობდა, რაც არ უნდა იყოს, ცხრამეტი წელია გვერდიდან არ მოშორებია და იმაზე მეტად შეიცნო ვიდრე ელზას ეგონა.
-დედაშენი თეატრალურზე სწავლოლბდა, როდესაც მამაშენი გაიცნო, საკმაოდ კარგად შეეწყვეს ერთმანეთ სულ ერთად დადიოდნენ. ერთ წელში კი მას ცოლად გაყვა, სამი წლის შემდეგ შენ გაჩნდი,-ჩაიღიმა- ძალიან საყვარელი და ცოტა მტირალა ბავშვი იყავი, შენი პირველი სიტყვა დედა იყო, ერთი წლისა სიარულიც იცოდი და ცოტა ლაპარაკიც სიხარული და ბედნიერება შემოგქონდა ოჯახში. მამაშენი ყველანაირად განებივრებდა….
-მე გითხარი ჩემს ბავშვობაზე მომიყევითქო? დედაზე მომიყევი, დედაზე სინამდვილეში რა ერქვა მას?-გააწყვეტინა საუბარი და ხელი მოუჭირა იმის ნიშნად, რომ ვერ გაექცეოდა.
-იზაბელა, ერქვვა, ოქროსფერ თმიანი მწვანეთვალება ულამაზესი ხმის და გარეგნობის ქალი იყო, ძალიან უყვარდა კლასიკური მუსიკა, როდესაც მის მუცელში იყავი სულ მოცარტს, ბეთხოვენს, ბახს და შოპენს გასმენინებდა. განსაკუთრებით მოცარტს და არც მიკვირს მის შემოქმედებაზე, რომ გიჟდები. ალბად მუცლიდან გამოგყვა. შეიძლება სისულელეა, მაგრამ მე მჯერა რაც ჩვენი, ძველი ხალხი რასაც ამბობდა. ასე, რომ ვთქვათ 90% პროცენტი ხდება კიდევაც, ამიტომ მაიტერესებს ასე ძველი ყაიდის ქალები და არა მარტო ქალები, ძალიან მიყვარდა პატარაობაშიდაც მათი ისტორიების მოსმენა. დედაშენსაც სჯეროდა, ამიტომ გასმენინებდა სულ კლასიკურ სიმღერას, ძალიან მშვიდი იყავი ცოტა მტირალათქო, რომ გითხარი მხოლოდ მაშინ ტიროდი, როდესაც გშიოდა, რომ წამოიზარდე კი რამე თუ გინდოდა და ვერ იღებდი მაშინვე გაკაპასდებოდი. იცი შენს პირველ ნაბიჯებს მე შევესწარი, საოცარი განცდა იყო, როგორ გეშინოდა, მაგრამ მაინც აგრძელებდი ნაბიჯების დგმას. წაიქეცი კიდევაც, მაგრამ დაუხმარებლად წამოდექი..
-მე არ მითხოვია ჩემზე მომიყევი-თქო-ისევ გააწყვეტინა და კბილებში გამოსცრა.
-ვფიქრობ ჩემი წასვლის დროა, ნამდვილად დამეწვება ქურაზე საჭმელი-ფეხზე წამოდგა არც დაელოდა ლილიანის პასუხს ისე გავიდა, როგორც კი ოთახის კარი მიიხურა ამოისუნთქა და დათოს კაბინეტისკენ წავიდა. ორჯერ დააკაკუნა პასუხი, როდესაც მიიღო შევიდა და ანერვიულებული დათოს დაუდგა წინ.
-რა მოხდა ელზა?-გაუკვირდა და მის აკანკალებულ ხელებს დააკვირდა.
-იქნებ ცალკე გვესაუბრა?-თეაზე თავი ანიშნა.
-თეა დაგვტივე, გთხოვ-თბილი ღიმილით დაასაჩუქრა ცოლი, ისიც ადგა და კაბინეტი დატოვა თუმცა ეს საერთოდ არ ესიამოვნა. კაბინეტის კარს ამოეფარა და ყური დაუგდო.
-რა გაქვს ესეთი სათქმელი? რატომ ხარ გაფითრებული? ან რატომ ცახცახებ?-მასთან მივიდა ხელი მოხვია და სავარძელზე დასვა თვითონ კი მის პირდაპირ დაჯდა მაგრამ მისი ხელი ელზას ხელს არ მოსცილებია. მაგრად ჰქონდა ჩაჭიდებული ხელი და შიგადაშიგ ცერა თითს უსმევდა ხელის ზურგზე.
-ლილიანის ოთხში ვიყავი-ღრმად ამოისუნთქა და თვალები დახუჭა. დათო ფეხზე წამოდგა, წყალი ჩაასხა ჭიქაში და ელზას გაუწოდა. მანაც მოსვა რამდენიმე ყლუპი
-და მერე?-ისევ იმ ადგილზე დაჯდა და ელზას ხელი დაიჭირა.
-თავი ვეღარ დავიძვრინე აზრი არ ქონდა-ცრემლები გადმოუცვივდა და სწრაფად შეიმშრალა.
-რას გულისხმობ? ნუ ტირი, ხომ იცი შენი ცრემლები მანადგურებს-სახეზე წამოსული ცრემლი მოუშორა და იმ ხელზე, რომელიც თავად ეჭირა აკოცა-დამშვიდდი
-დედამისზე მკითხა-ერთ-ერთ ღრმა ამოსუნთქვას ამოაყოლა და ისევ წყალი მოსვა
-რაა?-თვალები გაუფართვდა, ელზას ჭიქა გამოართვა და თავად დალია წყალი.
-ხო, თავი ვეღრ დავიძვრინე შეტევაზე გადმოვიდა
-რა უთხარი?-მის ხმაში აშკარად ეტყობადა ნერვიულობა და იმედიანი თვალებით მიაჩერდა მომტირალ ქალს.
-არაფელი ისეთი,ის რაც ამდენი ხნის განმავლობაში უნდა ცოდნონდა მხოლოდ ზედაპირული ინფორმაცია, დათო-მისი სახელი წარმოთქვა და რაღცნაირად ეუცნაურა.
-რა მოხდა?-დათოსაც არ გამოპარვია და გაუღიმა.
-ბოლოს როდის მოგმართე შენობით თუ გახსოვს?-გაიღიმა და ჩაფირდა
-ხოო ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო, ლილიანის გამო ფორმალობის დაკავება მოოგვიწია-თავადაც ჩაფიქრდა და მოგონებები, რომ გაახსენდა თავი გააქნია.
-კარგი თემას გადავუხვიე, მოკლედ ვუთხარი მისი თმის და თვალის ფერი დიდი ყურადღება ლილიანის ბავშვობაზე გავამახვილე ,მაგრამ გამაწყვეტინა და გამიბრაზდა აშკარა იყო, რომ დედამისზე ინფორმაცია უნდოდა, კი, მაგრამ დათო ამდენი ხნის შემდეგ რატომ დაინტერესდა მისით?-შოშფოთებული წამოდგა ფეხზე და აქეთ-იქით დაიწყო მი-მოსვლა.
-არ ვიცი -თავი გააქნია და ხელებიში დამალა სახე
-იქნებ გაიგოს სიმართლე?-შეიცხადა და ლოყაზე ხელი იტკიცა.
-არავითარ შემთხვევაში-სწრაფად წამოყო თავი და ფეხზე წამოდგა-ამას არასდროს დავუშვებ.
-აბა რა გავაკეთო?
-ის რაც აქამდენი აკეთებდი-მხრები უდარდელად აიჩეჩა-მართლა სჭირდება ფსიქოლოგი და ეგებ როგორმე დაარწმუნო.
თეა გაოგნებული უსმენდა მათ საუბარს და ვერც გაეგო, რა ხდებოდა ან ელზა და დათო ესე ახლოს როდის იყვნენ ერთმანეთთან.”რას მალავთ თქვენ ორნი?”გაიფიქრა და კარის სახელური ჩამოსწია, კაბინეტში შეიჭრა და მათ დაფეთებულ სახეს წააწყდა თუმცა არაფელი შეუმჩნევია.
-თეა? რა მოხდა?-სწრაფად გამოერკვა დათო და ნაძალადევი ღიმილით გაუღიმა.
-არაფელი, დათო ტელეფონი დამრჩა და მაგიტომ დავბრუნდი-მიანიშნა მაგიდაზე დადებულ ტელეფონზე.
-მე დაგტოვებთ ბატონო დავით-თავი დახარა და დათოს რაღაც ანიშნა
-კარგი ელზა წადი-თავი დაუქნია და მანაც დატოვა ოთახი.
მეორე დღეს დილაადრიანად, ლილიანმა გამოაცხადა, რომ ბათუმში მიდიოდა დასასვენებლად ოღონდ ნათლიათან არ დარჩმოდა და სასტუმროში გაჩერდებოდა. დათომ ზედმეტი კითხვების გარეშე მისცა უფლება წასულიყო. მას ეს ყველაფერი აწყობდა არ უნდოდა მორიგი შეტევა ლილიანისგან, რადგან თავს ვერ დაიძვრენდა. რაღაც უნდა მოეფიქრებინა დედასთან დაკავშირებით მას და ელზას, რომ ლილიანის კითხვებს მომზადებული დახვედროდა.
-რამდენი დღით მიდიხარ?-მხოლოდ ეს კითხა და თავზე აკოცა.
-არ ვიცი, ჯერ-მხრები აიჩეჩა. როგორ ესიამოვნა ის კოცნა თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ. უნდოდა მთელი სახე დაეკოცნა მისთვის როგორც ბავშვობაში და მთელი ძალით ჩახუტებოდა, მაგრამ არ შეეძლო, რაღაც ძალა არ აძლევდა ამის უფლებას.
-კარგი ჩემოდანს ჩაგილაგებ-ელზამ თბილად გაუღიმა და კიბეებისკენ დაიძრა.
-იყავი ელზა, მე უკვე ჩავალაგე ეხლავე გავალ თორემ შუადღეს ძალიან სიცხე იქნება
-ჭკვიანად-ლოყაზე მოეფერა და იქვე აკოცა დათომ. მანაც მიაკრო სქელი წითური ტუჩები, მაგრამ ეს ის კოცნა არ იყო, როგორიც ლილიანმა იცოდა. დათოს კი გული შეეკუმშა, შვილი უნდა დაებრუნებინა, მაგრამ ახლა არა, არ იყო ამის დრო.
ოთახში ავიდა ჩემოდანი ჩამოიტანა, დაცვებს გადააბარა საბარგულში, რომ ჩაედოთ ელზას ლოყები დაუკოცნა და ასე მხიარულ ტალღაზე დაიძრა ბათუმისკენ.
ტელეფონი აიღო და ნიკას დაურეკა, მანაც არანეკლებ მხიარულად და ომახიანად უპასუხა, როგორც ჩვეოდა.
-გისმენ
-გამოგიარო თუ შენი მანქანით წამოხვალ?-წარბები აწკიპა და გადაიკისკისა.
-ვფიქრობ, ჩემი მანქანით წამოვალ
-კარგი, მაშინ ჩვენ კაფესთან შეგხვდები და ერთდროულად გავიდეთ -ტელეფონი გაუთიშა მუსიკას აუწია და სათვალე გაიკეთა, მზის სხივებისგან თავი რომ დაეღწია.
..........
ლევანი სახლში როდესაც დაბრუნდა ლილიანს თვალი ვერ მოჰკრა, ზემოდ ავიდა კარებზე დაუკაკუნა, პასუხი, რომ ვერ მიიღო შესვლა უნდოდა, მაგრამ დაკეტილი დახვდა, ისევ ქვემოთ ჩავიდა. ელზა ამ დროს სამზარეულოში ფუსფუსებდა თან ლეპტოპში კულინარიული გადაცემა ჰქონდა ჩართული და თვალს ადევნებდა. წინ დაუსკუპდა და ისე დაიწყო თვალის ცეცება. ელზამ ცოტახანი უყურა, შემდეგ ვეღარ გაძლო და ეშმაკური ღიმილით ჰკითხა.
-ვინმეს ეძებ?
-არა,-უდარდელად აიჩეჩა მხრები და ფანჯარაში გაიხედა- ლილიანი სად არის?-ვითომ არ ანაღვლებდა ისე უთხრა და მისაღებისკენ გაიხედა
-ანუ ეძებ-ჩაეცინა მისი ფიქრები, რომ დაადასტურა ლევანმა-ბათუმში წავიდა დასასვენებლად.
-აჰა გასაგებია-ფეხზე წამოდგა და სამზარეულოდან გასასვლელად მოემზადა.
-შენ არ მიდიხარ?-არ გაუშვა და მის ტანჯულ გამომეტყველებაზე გულიანად გაიცინა.
-სად?
-დასასვენებლად-ისევ გასქურასმიუბრუნდა და კერძს ამოურია-მმ უგემრიელესი იქნება
-კი სწორედ მაგიტომ მოვედი სახლში, ბიჭები მივდივართ და ერთი ორი ხელ ტანსაცმელს წავიღბ-თქო-აც დალოდებია ელზას პასუხს ისე გავარდა სამზარეულოდან.
-აჰამ, კარგ დასვენებას გისურვებ-ელზა მისკენ გამობრუნდა თუმცა ლევანი უკვე თავის ოთახში იყო. ელზამ გაიცინა და ისევ გადაცემას მიუბრუნდა-ღმერთო რამდენი რამე გამომიტოვებია. იმ გიჟი ბიჭის დაკვირვებაში.
ლევანიმ სწრაფად გადმოიღო სპირტული ჩანთა და რაც ხელში მოყვა ყველაფერი ჩაჭმუჭნა ჩანთაში. თავად გამოიცვალა ბრიჯი და თხელი ზედა ჩიცვა, თავზე სათვალე გაიკეთა და ოთახიდან გავიდა, მაგრამ ეხლა გაახსენდა დედამისი ჩანთა კარებთან დააგდო და თეას ოთახისკენ დაიძრა. არც დაუკაკუნებია ისე შევიდა. იქ კი აქეთ-იქეთ მოსიარულე თეა დახვდა, რომელიც ფრჩხილებს იჭამდა და საერთოდ არ გაუგია ოთახში ლევანის შემოსვლა.
-დედა-თეა ისევ თავის ფიქრებში იყო და რაღაცას ბუტბუტებდა-დედა-უფრო ხმამაღლა დაუძახა
-მოხვედი უკვე? არ გამიგია-ერთ ადგილას გაჩერდა და გაუღიმა
-რაზე ფიქრობ?-გაუკვირდა და მისკენ წავიდა
-ისეთ არაფელზე-თავი გაიქნია
-მითხარი როდის აქეთ ვუმალავთ ჩვენ ერთმანეთს?-გაუღიმა და ლოყაზე აკოცა
-სისულელეა, დაივიწყე-თავი გააქნია და ლევანი შეათვალიერა.
-დედა-გაუწყრა და თვალები ურიალა.
-კარგი, ხო დაჯექი-ხელი მოკიდა და დივანზე დასვა, თვითონაც მიუჯდა.-ამ სახლში რაღც საიდუმლოა
-დედა ფილმს უყურე?-გაეცინა, მაგრამ სიცილი ნელ-ნელა მიეყინა საუბარი, რომ დაიწყო თეამ
-არა, დათოს კაბინეტში ვიყავი რაღაც უმნიშვნელო თემაზე ვსაუბრობდით, ელზა შემოიდა გაფითრებული და აცახცახე6ბული. თხოვა პირისპირ საუბარი დათომაც ოთახიდან დაუყოვნებლივ გამაბრძანა, ძლიან დამაინტერესა პირისპირ რა უნდა ეთქვა ისეთი, რომ მე დათომ კაბინეტიდან გამიშვა. ლილიანზე და დედამისზე იყო საუბარი, ის ქალიც კარგი იდუმალი მომეჩვენა. თურმე ელზა ამდენი წლის განმავლობაში რას არ აკეთებდა თავი, რომ დაეძვრინა ეხლა ლილიანს შეუტევია, მაგრამ არც არაფელი არ უთქვია ისეთი გოგომ თურმე დედის სახლიც არ იცოდა. ელზას ბავშვობაზე დაუწყია საუბარი, მერე კი საერთოდ გამოქცეულა და ყველზე გამაკვირვებელი რა იყო იცი?
-რა?
-ელზა შენობით ელაპარაკებოდა და არა თქვენობით-ფეხზე წამოდგა და შვილს წინ დაუდგა.
-მერე რა დედა დიდი ხანია ერთ სახლში მუშობენ -მხრები აიჩეჩა და ვთონაც წამოდგა
-არა შვილო ელზამ უთხრა მას, რომ დიდი ხანია დათოთინ აღარ მომიმართავსო, დათომ კი უთხრა ლილიანის გამო გავხვდით ესეო. ყველაზე მეტად რაზეც გადავირია ის იყო, რომ დათომ უთხრა ნუ ტირიხარ შენი ცრემლები მკლავსო
-მერე?
-რა მერე შვილო-ფეხზე დაირტყა ხელი და ისევ დაიწყო აქეთ-იქით სიარული-რატომ უნდა მიმართოს თვენობით, ლილიანი ამის წინააღმდეგი არ იქნებოდა აქ სხვა რამ ხდება ან რატომ უნდა კლავდეს დათოს ელზას ცრემლები, ამას მეც არ მეუბნება.
-და შენ ქმარს რომ კითხო არა? თუმცა ჯერ ხელიც არ მოგიწერიათ, მაშინ შენს boyfriends რომ კითხო არ გინდა?
-რა გინდა? სახლიდან გამაგდოს? -შეიცხადა და თვალები დაქაჩა
-და რატომ გაგაგდებს?-გაუკვირდა და დედამის ხელი ჩაჭიდა-მოივენე
-იმიტომ, მიხვდება რომ ვუსმენდი
-ესღა გაკლდა-გაიცინა შემდეგ კი ისევ დასერიოზულდა-უნდა გაარკვიო.
-რა თქმა უნდა, მაგრამ როგორ?
-არვიცი, როგორმე დაუდაქალდი ელზას მე კიდევ უნდა წავიდე -გვერდი აუარა და ოთახის კარებს მიუახლოვდა.
-სად?
-დასასვენებლად მივდივარ-მიკენ წავიდა თაცზე აკოცა და გაუღიმა-შენ იცი რას დამახვედრებ გარკვეულს-არც მოუსმინა დედამისი კითხვებს, იმის შესახებ თუ სად ვისთან ერთად და რამდენი ხნით მიდიოდა, კარები სწრაფად გამოხურა ჩანთა აიღო და სახლიდან გავიდა. მის მანქანაში ჩაჯდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოიყვანა სახეხელოსნოდან და სწრაფად მოწყდა ადგილს
........
-ბათუმში მიდის-კარებში შესვლისთანავე უთხრა კაცს, რომელიც იმ დროს უნდა გაეშვა ვენაში წამალი.
-ლილიანი?-შპრიცი იქვე გვერძე დადი და ლახტი შეიხსნა
-დიახ-თავი დაუქნია-არ იკეთებთ?-წამალზე მიუთითა
-ეს მოიცდის, შენ ის მითხარი, შენ არ მიდიხარ?
-რა თქმა უნდა კი-თავი დაუქნია.
-წადი, მაგრამ ბიზნესზე არავითარი ინფორმაცია, რომ არ მაქვს?-ფეხზე წამოდგა სეიფს მიადგა კოდი აკრიბა და იქედან დოლარის კუპიურები გადმოიღო.
-ეგრე მარტივიც არ არის,ამოვქექო ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე ვხედავ ჩემთან კონტაქტის თავს არიდებს
-კარგი წადი ბათუმში დაუახლოვდი, ეხლა ვიცდი, მაგრამ მერე აღარ მოვიცდი-გამაფრთხილებდა დაუქნია თითი-აჰა ეს შენია-ფული გაუწოდა წინ-გაერთე ცოტა, მაგრამ ყურადღება არ მოადუნო იქნებ გაიგო რამე.
-ნახვამდის -ფული გამოართვა, გაუღიმა და იქაურობა დატოვა.
............
საკმაოდ შებინდებულზე ნიკა და ლილიანი სანაპიროზე იჯდნენ და უბრალოდ გასცქერდნენ ზღვას, რომლიც აღელვებული იყო და ნელ-ნელა უფრო იმატებდა
-არ გეშინია?-სიჩუმე დაარღვია ნიკამ
-რისი?-გაუკვირდა და მისკენ გაიხედა
-სიკვდილის-მხრები აიჩეჩა და ზღვას გახეა-აი მე ადრე არა, ეხლა მეშინია ,რადგან არსებობს ისეთი ადამიანი, რომელისგან შორს ყოფნა არ მინდა.
-ცოტა...ადრე მეშინოდა ძალიან-მანაც აზღვას გახედე
-როდის?
-ადრე...როდესაც ბედნიერი ვიყავი-ჩაეღიმა-როდესაც ბედნიერი ხარ ყოველთვის გეშინია სიკვდილის, აღიარებ ამას თუ არა. გეშინია, დაკარგვის გეშინია, რომ ამდენი სიხარულის შემდეგ რაიმე უბედურება დაგატყდება თავს და ერთ-ერთი შეიძლება სიკვდილიც კი იყოს, გეშინია, რომ ვეღარ დაინახავ მის სახეს, ვერ გაიგონებ მის სიცილს,გაბრაზებას,საყვედურს, გეშინია, რომ ვეღარ ჩაგეხუტება ვერ ჩაიძირები მის თვალებში. გეშინია, რომ აღარ გეტყვის “ვგიჟდები შენ თვალებზე” აღარ დაგიძახებს იმ სიტყვებს რომელზედაც ბრაზდები, მაგრამ მაინც გსიამოვნებს, გაბრაზებულზე ვეღარ ჩაგეხუტება და ვეღარ შემოგირიგებს, გეშინია რომ ის მომავალი, რომელსაც გეგმავდით წამში შეიცვლება აი რატომ ეშინია ბედნიერ ადამიანს სიკვდილის-ფეხები მოკეცა და მუხლებს ნიკაპით დაეურდნო.
-ეგ ყველაფერი ისედაც დაინგრევა თუ ის შენი ცხოვრებიდან წავიდა. უბრალოდ გითხრა, რომ არ უყვარხარ და ასე უბრალოდ წავა და მიგატოვებს ისე, რომ უკან არც მოიხედავს თითქოს არც არაფელი ყოფილა.
-ეგ სიკვდილზე უარესია, ისტანჯები და ვერავინ გშველის შენს ტკივილს. გინდა ტყავიდან გამოძვრე, გული ამოიგლიჯო, რომელიც ტკივილიდან უკვე გაწამებული ნორმანულად აღარც გიმუშავებს. ღამეები ათიო და იტირო, ცოცხლად მოკვდე და დაიმარხო. ეგ უარესია, ნიკა ყველაზე საშინელებაა ხედავდე საყვარელ მამაკაცს/ქალს, რომელიც შეისისხორხცე შენი უწოდე, რომლის შეხების უფლება მხოლოდ შენ უნდა გქონდეს, უყურებდე, როგორ ეხვევა სხვას და საერთოდ არ ანაღვლებ. ერთი მთელი მოგონებაც კი არ გაყვა იმ სიყვარულიდან, რომელშიც ალმოკიდებული იდექით და უსაზღვროდ ბედნიერები იყავით.მაგრამ ერთმანთან სამუდამოდ იქნებით დაკავშირებული, რადგან როგორც არ უნდა ცდილობდეს ან ცდილობდე უარყოფას, მაინც უამრავი რამ გაკავშირებს იმ ადამიანთან, რომელსაც ერთხელ მაინც მიეცი უფლება შენთვის მოგონებები შეექმნა.
-ნეტავ იცოდნენ შენი ფასი ლილიან, ნეტავ იცოდნენ-თავი დანანებით გააქნია რაღაცის თქმას აპირებდა, ტელეფონმა დარეკა სწრაფად უპასუხა. რამდენიმე მოკლე პასუხი უთხრა და გათიშა-უნდა წავიდეთ -ფეხზე წამოდგა
-და სად?-გაუკვირდა და ქვემოდან ახედა
-აქაურმა მეგობარმა დამირეკა, იცის, რომ ბათუმში ვარ დახმარება სჭირდება
-წადი შენ მერე
-აქ ხოარ დაგტოვებ სასტუმრომდე მიგიყვან-ხელი გაუწოდა, რომ ამდგარიყო, მაგრამ ლილიანი არც განძრეულა
-სასტუმრო აქევა, ცოტახანი მინდა აქ რომ ვიყო. წადი შენ საქმეს რომ მოაგვარებ შემეხმიანე
-დარწმუნებული ხარ?-ყოყმანით უთხრა აშკარად არ უნდოდა ლილიანის იქ დატოვება
-კი -თავი მყარად დაუქნია და გაუღიმა
-კარგი შეგეხმიანები-თავზე აკოცა და სწრაფად გაეცალა ადგილს
ლილიანი რამდენიმე ხანს ჩუმად უყურებდა მღელვარე ზღვას, რომლის ტალღები მთელი ძალით ეხეთქებოდა სანაპიროზე მდგარ დიდ ქვებს, თითქოს წუხდა რაღაც აწუხებდა და გათავისუფლება სურდა. რაღაცას ყვიროდა, მაგრამ არავის არ ესმოდა მისი ხმა “რამდენ ვინმეს საიდუმლოს იტევს ეს ზღვა” გაიფიქრა და გაიღიმა “თითქოს შენს მდგობარეობას ასახავს არა?-მეორემ მემ დაიწყო საუბარი-მასში ქაოსია, თითქოს ჯაჭვით არის დაბმული და ცდილობს გაწყვიტოს, გაიქცეს და თავისუფლება მოიპოვოს. ყვირის, მაგრამ ვერავინ ვერ შველის, ალბად იმიტომ, რომ არავის არ ესმის მისი ხმა, არავინ იშვერს მის დასახმარებლად ხელს, მაგრამ ის არავინ იცის, რომ ეს პატარა ტალღა ამდენი ტკივილის შემდეგ, გადაიგცევა დიდ ტალღად და ცუნამის სახით დაატყდება თავს და ყველას ერტიანად მოთხოვს პასუხს”
-არ ვიცოდი დეპრესიას ზღვა თუ შველოდა-ლევანის ხმა გამოიყვანა ფიქრებიდან როდესაც გონს მოვიდა ის უკვე მის გვერდით იჯდა.
-დეპრესია არ მაქვს-რამდენიმე წამს დააკვირდა შემდეგ კი ისევ ზღვას გახედა
-რა ვიცი აბა ის ყველაფერი რა წარმოდგენა იყო?-წარბებ შეკრული დააკვირდა მის სახეს-რამე გაწუხებს?
-შენ მაგას ვერ გაიგებ-თავი გააქნია და ჩაიცინა
-ჰალელუია მომშხამა, მგონი ბათუმი მოგიხდა-გაიცინა ხელის გულებით დაეყრდნო ქვებით დაფარულს სანაპიროს და ზღვას გახედა-უჩვეულოდ ღელავს
-აქ რას აკეთებ?-თემა შეცვალა და თავი მისკენ მიაბრუნა. არც ლევანი გამოიყურებოდა კარგად, რაღაც აწუხებდა ლილიანმა ეს შემჩნია, ამდენი ხნის შემდეგ პირველად შეამჩნი,ა ამ ბიჭის სახეზე დარდი, მაგრამ რა ჰქონდა სადარდებელი?
-ვისმვენებ- უპასუხა და მისკენ გაიხედა-მომენატრა შენი თვალები
-სხვა დასასვენებლი ადგილი ვერ ნახე?
-ზღვა მინდოდა, კონკრეტულად აქ დასვენება, რაიმე პრობლემა გაქვთ?-მისკენ წაიღო ხელი და თმა ყურზე გადაუწია, რომელიც ნიავის გამო სახეზე ეფინებოდა -ესე უკეთესია
-ნუ მიწევ ყურზე თმას-დაუღრიბა და ისვე ჩამოიშალა
-აბა რა გავაკეთო? ვერ ვუყურებ ისე, კარგად შენ თვალებს ,ხომ იცი, როგორ მაბოდებს მაგ თვალებზე არა-გაიკინა და უფრო ახლოს მიწია სახე
-შემეშვი-დაიმანჭა და თავი გამოსწია, რადგან ზედმეტად ახლოს იყო, ლევანი მის სახესთან.
- იქნებ შეეშვა თვითგლოვას?-როგორც კი შეძლო იმ ტკივილის(თუმცა მცირე რაოდენობით) ამოკითხვა წარბებ შეკრულმა უთხრა-რა გაწუხებ არ მეტყვი?
-რას ითხოვ ჩემგან?
-ნუ გაქვს საცოდავი გოგოს იმიჯი, არ გიხდება
-არ არის იმიჯი, შენი რჩევა გავითვალისწინე, ნიღბით აღარ დავდივარ-თავი ჩახარა და ქვებზე დაიწყო თამაში.
-მე არ მითქვამს, საცოდავი გახდი-თქო-თვალები გადაატრიალა და ლილიანს თითებს დააკვირდა
-საცოდავი ვარ აბა არ ვარ?-წამოიყვირა, ხელში დაკავებული ყვები იქვე მიყარა და ლევანმაც დამფრთხალი თვალებით შეხედა- გუშინ გავიგე პირველად დედის სახელი, 8 წლამდე "დედიკო" იყო, რვა წლის შემდეგ, ის ქალი და ეხლა გავიგე, რომ იზაბელა ქვია. და ეხლა გინდა თქვა, რომ საცოდავი არ ვარ-მწვანე თვალებში სითხე ჩაუდგა და ერთი იმედის სხივიც არ ჩანდა. ლევანს გული ეკუმშებოდა მის ესეთ გამომეტყველებაზე, როგორ უნდოდა იმ თავქარიანი გოგოს დაბრუნება, ვერ ეგუებოდა ლილიანის ასეთ რადიკალურ ცვლილებას.
-თვალები გაახილე, ლილიან-დახშული ხმით უთხრა, არ ხუმრობდა ამას მთელი სერიოზულობით ეუბნებოდა.
-გახელილი მაქვს, ვხედავ ვის ჩემთვის რა უნდა, ნუ ღელავ-ცივი ტონით მიმართა და ცხვირი აიბზუა.
-არ გაქვს გახელილი, რომ გქონდეს ყველა შენ არ მოგატყუებდა-ნიკაპს ორი თითი მოუჭირა და მის სახისკენ მოწია-ნუ ფიქრობ, რომ შენ ირგვლივ არ არის ბოროტება
-ყველა? ვინ მატყუებს? -თვალები დაჭყიტა და ლევანსი ხელი მოიცილა-მითხარი რა გამოცანებით მესაუბრები
-ყველა, ის ვინც შენთვის მნიშვნელოვანია და მეტ ნაკლებად მნიშვნელოვანიც, მოკლედ ყველა გატყუებს და თვალები გაახილე -ფეხზე წამოდგა და ბრიჯს ხელი ჩამოუსვა-იფიქრე ჩემს სიტყვებზე
-მოიცადე-ხელი მოკიდა და გააჩერა. თვითონაც წამოდგა ფეხზე
-ვინ მატყუებს? რა იცი? მითხარი..-მაჯაზე ხელი მოუჭირა, მკაცრი ტონით უთხრა და დაელოდა ლევისნგან პასუხს. ლევანიმ გაიცინა და მისი სახე ხელებში მოიქცია
-ყველა შენს ირგვლი ვინც არის, მაგრამ ვერ გეტყვი რამდენი აკეთებს ამას შენს დასაცავად ნუ ცხოვრობ ტყუილში, ეგ უფრო მარტივია შეიძლება, მაგრამ შენ უნდა იცოდე სიმართლე -მის სახე ხელებიდან გაათავისუფლა-და ყველაზე მთავარი, იბრძოლე ბედნიერებისთვის...მწვანეთვალება-ბოლოში გაიღიმა და გზას გაუდგა. ლილიანი კი გაოგნებული დარჩა და ჯერ კიდევ იაზრებდა, რაზე მიანიშნებდა ლევანი.
.....
მოგესალმებით!!!
ვიცი რომ საშინელი მოთხრობაა და არც ვწყეტს :)) და ვაგრძელბ დადებას იმდია ოდნავ მაინც მოგეწონებათ და გამიზიარებთ თქვენს შტაბჭდილებებს მადლობა რომ კითხულობთ ჩემ დაწერილ ისტორიას ♥♥♥ :*




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent