მკვლელობის ღამე (1) (+18)
-არა გთხოვ, არ გინდა-კაცის გახშირებული სუნთქვა და ჩახლეჩილი, ხრინწიანი ხმა ევედრებოდა.-გთხოვ არ გინდა, ამას რატომ აკეთებ?-თვალის გუგები გაუფართოვდა, მიხვდა სიკვდილი ელოდა, ახლა როცა კუთხეში მიიმწყვდიეს ეს გარდაუვალი იყო. -გთხოვ სიკვდილის წინ ნუ იფიქრებ ცუდზე, რაიმე სასიამოვნო გაიხსენე, მაგალითად შენი პატარა გოგონა.-ბიჭმა ტელეფონი აიღო და ეკრანზე დაყენებული გოგონას სურათი ქონებში ჩაფლულ მქშინავ კაცს თვალებთან მიუტანა. -გთხოვ მას არაფერი დაუშავო მე მომკალი, მაგრამ მას არ შეეხო გთხოვ. -გპირდები, მას არაფერს დავუშავებ-ბიჭმა ყბაზე ხელი მოუჭირა-ყოველგვარი წივილ-კივილის გარეშე დავასრულოთ ეს საქმე.-ქამარზე მიმაგრებული დანა ამოიღო და კაცს გულში რამდენჯერმე ჩაარჭო.-იცი რა მიყვარს ყველაზე მეტად? ჰო საიდან უნდა იცოდე… აი ეს სხივი რომელიც თვალებში დაგრჩა, იმედის სხივი, რა სულელები ხართ. სიკვდილის წინ რომელი დებილი იჩენს თუნდაც იმედის ნაპერწკალს.-ბიჭმა დანა მამაკაცის თეთრ პერანგზე დაწმინდა, წამოდგა.-შენი შვილი რომ გეცოდება, ის გოგონები რა გოგონები არ იყვნენ?! მამები არ ყავდათ?!-ისევ, უკვე გარდაცვლილ ქონიან კაცს მიუახლოვდა.-ჰო, მართალია ახლა ვეღარც მიპასუხებ და ვეღარც მათ დაუშავებ რამეს.-სკამზე დაკიდებული ტყავის ქურთუკი მოიცვა. დანა ძველ ადგილას დააბრუნა.-საპირფარეშო სად არის? ჯანდაბა, შენ ხომ უკვე მკვდარი ხარ. დაგებარებინა მაინც.ახლა ჩემით უნდა მოვძებნო.-საპირფარეშო იპოვა, ხელზე დარჩენილი სისხლი ჩამოიბანა, ყავისფერი თმა სველი ხელით უკან გადაიწია.-წარმოგიდგენია რამდენი ოცნებობს სიმპატიურ მკვლელის მკლავებში დალიოს სული?! მაგრამ მხოლოდ ნაბი*ვრებს უმართლებთ. გარეთ გამოსულმა სიგარეტი ამოიღო მოუკიდა და ბაიკს მიეყრდნო. -ჯანდაბა ძალიან სიცივეა. ვეღარ ვხვდები ეს სიგარეტის კვამლია თუ სიცივის. ნახევრად მოწეული სიგარეტი იქვე, ტროტუარზე დააგდო, შავი ტყავის ფეხსაცმლით ჩააქრო, თავზე ჩაფხუტი მოირგო-უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა.-ბაიკზე დაჯდა და წავიდა. სახლში მისულს კარი ღია დახვდა. ქურთუკის შიდა ჯიბიდან იარაღი ამოიღო, სახლში ბნელოდა. ნელი უხმაურო ნაბიჯით გაიარა ჰოლი, და გეზი პირდაპირ მისაღებისკენ აიღო. სიბნელეში კაცის სილუეტი დალანდა. -ვინ ხარ?-ხმადაბლა მაგრამ მკაცრად იკითხა.-აქ რას აკეთებ?-კაცი არ ინძრეოდა არც პასუხობდა. ჯიბიდან Zippo-ს სანთებელა ამოიღო და აანთო.-ჯანდაბა, სერიოზულად? აქ რას აკეთებ?-იარაღი დაუშვა ოთახში სინათლე აანთო. იქვე მდგარ ტუმბოზე იარაღი დადო და ქალს მიაუხლოვდა. -არ თქვა რომ შეგაშინე.-ქალი სავარძელზე ქანაობდა -კი, და თან კაცი მეგონე. -ჰაჰაჰა, არც კი მჯერა, სერიულ მკვლელებსაც ეშინიათ რამესი? -ჯერ, ერთი, მე სერიული მკვლელი არ ვარ. იმას ვკლავ ვინც ამას იმსახურებს. მეორეც რა წესია ჩემს სახლში გაუფრთხილებლად შემოჭრა. -ჰო კარგი, ამდენი დრო არ მაქვს. რატომ დაიგვიანე დიდი ხანია გელოდები. ჰო გთხოვე ძალიან არ გაწელო საშიში კაციათქო. -ჩემზე ზრუნავ?-სახის მხოლოდ მარჯვენა ნაწილით გაიღიმა. -იცოდე შენ თუ გიპოვნიან ყველას მაგრად დაგვერხევა. -ჯერ ის გაიგონ ვინ ვარ.-მაცივრის კარი გამოიაღო, ფორთოხლის წვენი პირდაპირ პაკეტიდან მოსვა და თავდაჯერებული მზერით გახედა ქალს. -კარგი მოკლედ, შემდეგი დავალება მაგიდაზე გიდევს, ვფიქრობ საზღვრებს გარეთ მოგიწევს მოქმედება. ეს ორ დღეში უნდა მოხდეს. -დღევანდელი? -ნუ გეშინია ვიცი შენთვის ეს მთავარი არ არის მაგრამ კომპენსაციას არასდროს ვაგვიანებთ.-ქურთუკის ჯიბიდან გაბერილი კონვერტი ამოიღო, ბიჭს მიუახლოვდა და მკერდთან დაადო. ბიჭმაც სწრაფად გამოართვა მაგიდაზე დადო და უკვე ზურგით მდგარი ქალი მაჯით დაიჭირა, ხელის ერთი მოძრაობით მიიზიდა თავისკენ. -მე რაიმე უფრო ამაღელვებელს ველოდი-შავი თმა ყურთან გადაუწია და ხელი კისერზე ჩამოუსვა. -სერიოზულად? შენ რა თანახმა ხარ?-რამდენიმე წუთის წინ თავდაჯერებული ქალი წამიერად დადნა ბიჭის წინაშე და მორცხვად თავი დახარა. -რათქმაუნდა არა-ხელი გაუშვა ქალს.-უბრალოდ ველოდი რო შემომთავაზებდი.-მაგიდას დაეყრდნო და ახლა უკვე სახის ორივე ნაწილზე ირონიული ღიმილი გაუკრთა. -ნამდვილი ნაბი*ვარი ხარ.-გაბრაზებული ქალი სწრაფად გავიდა სახლიდან და თან კარიც გაიჯახუნა. -იოცნებე იყო ჩემნაირი ნაბი*ვარი!-უკვე ქუჩაში გასულ ქალს მიაძახა. აბაზანაში წყალი მოუშვა აბაზანის გასავსებად. სავარძელზე დაჯდა, რამდენიმე წუთს გაჰყურებდა ღამის ცას შემდეგ ტყავის ფეხსაცმელები გაიძრო, შარვალიც გაიხადა, უყურებდა გამხდარ თეთრ ფეხზე.-ღმერთო რამდენი ხანია არ გისუნთქიათ-დაკუნთული სხეული გაანთავისუფლა ყველაფერი ზედმეტისგან. აბაზანა უკვე სავსე იყო. ორთქლი ადიოდა იმდენად ცხელი იყო წყალი. ის კი დაუფიქრებლაად ჩაწვა და სხვას თუ სხეული დაეფუფქებოდა მას პირიქით თითქოს ყველა სიბინძურე, ჭრილობა და სისხლის წვეთი შორდებოდა. ვერც გაიგო როგორ გავიდა რამდენიმე საათი წყალი უკვე საკმაოდ გაცივდა მხოლოდ შემდეგ იგრძნო რომ უკვე ძალიან გვიანი იყო. აბაზანიდან ამოვიდა ტანზე დარჩენილი წყლის წვეთები შეიმშრალა და პირდაპირ ლოგინში დაწვა. **** -ჯანდაბა, ჯანდაბა, ნუთუ კიდე ვიგვიანებ.-მაღვიძარას ხმის გაგებისთანავე წამოდგა ლოგინიდან და საათს დახედა.-ყოჩაღ დღეს კარგად ვიქცევი-დილის რვა საათი იყო. თეთრი პერანგი და შავი შარვალი ჩაიცვა, სამზარეულოში გავიდა და სანამ ყავისთვის დადგმული წყალი ადუღდებოდა მაგიდაზე დატოვებულ დავალებას დახედა. კონვერტი გახსნა. თვალის ერთი გადავლებით გაეცნო ინფორმაციას. კონვერტი სეიფში შეინახა როცა კარზე ზარი გაისმა. -ვინ ჯანდაბაა.-ტუმბოზე დადებული იარაღი აიღო. ზურგს უკან შარვალში ჩაიდო და კარს მიუახლოვდა. ჭუჭრუტანიდან, დაბალი შუახნის ქალბატონი მოჩანდა არ ეცნობოდა. კარი ნახევრად გააღო.-გისმენთ.-სახის მხოლოდ ნახევარი უჩანდა ბიჭს. -გამარჯობათ, მე თქვენი მეზობელი ვარ, მზია. -დიახ გისმენთ. -ბოდიში თქვენი სახელი არ ვიცი-მორიდებით უთხრა ქალმა -ედურადი, ედურადი მქვია. -იცით, ჩვენ კორპუსთან გვინდა პატარა ბაღი გავაშენოთ და მერიაში დახმარების სათხოვნელად მეზობლების ხელმოწერას ვაგროვებ, იქნებ ხელი მომიწეროთ.- ახლა კარი მთლიანად გააღო. -ბოდიშით ხომ იცით დღეს ვერავის ენდობი, იმდენი საშინელება ხდება. -არაუშავს, ხელს მოაწერთ? -რათქმაუნდა მოვაწერ, ბაღი კარგია, სუფთა ჰაერი და ასე შემდეგ. აბა მანახეთ. -აი აქ მოაწერეთ.-ქალმა ფურცელი გაუწოდა, ედურარდმა კედელზე მიადო და ხელი მოაწერა “ე.ჯუღელი”. მზიამ ზურგთან ჩადებული იარაღი შენიშნა და ოდნავ შეკრთა. -უიჰ- ცადა იარაღი დაემალა.-ნუ შეგეშინდებათ,მე უბრალოდ გამომძიებელი ვარ. არ შეგეშინდეთ.-თვალი თვალში გაუყარა. ქალმა ნაძალადევად გაუღიმა და დაემშვიდობა.-ჯანდაბა ესღა მაკლდა. მადუღარაში წყალი უკვე კარგახნის ადუღებული იყო. ყავა სწრაფად დალია და სამსახურში წავიდა. *** -გამარჯობა ჯუღელი, როგორ მოხდა დღეს არ დააგვიანე.-მხიარულად მიესლმა სანდრო -მაღვიძარამ დროულად დარეკა.-ღიმილითვე უპასუხა ედუარდმა და სამუშაო ადგილას მოთავსდა.-რა ხდება აბა ახალი? -გახსოვს ის კაცი, რამდენიმე თვეა რომ ვეძებთ? აი ბავშვებს რომ ყიდდა რა. -კი მახსოვს, მერე?-საბუთებიდან თავი არ აუწევია ჯუღელს. -ჰოდა გუშინ ღამე მოკლეს. -რაა? როგორ? ვინ? სად?-ისე გაიოცა, ვერავინ ვერასდროს მიხვდებოდა რომ ეს შეიძლება მას ჩაედინა. -ეგ ჯერ არ ვიცით. მაგრამ მალე გავიგებთ და დავიჭერთ იმ ნაბი*ვარს. -მე შენ გეტყვი არ იმსახურებდა რა სიკვდილი. -კი მაგრამ, ახლა ვეღარც იმ გოგოებს ვიპოვით და ვეღარც თანამზრახველებს. -ნუ გეშინია ყველაფერს ვიპოვით. -ჰო და იმის ძებნაც უნდა დავიწყოთ ვინც მოკლა.-სანდრომ გარდაცვლილი ფოტოები დაუდო წინ “ჯანდაბა, თვალების დახუჭვა დამვიწყებია” გაიფიქრა ედუარდმა, საზურგეს მიეყრდნო და გაიღიმა.-რა გაცინებს, მანიაკი ხარ რა. -მიხარია ასეთი *ირები რომ კვდებიან. კარგი ეს იქით იყოს და უფროსი ადგილზეა? -კი რა ხდება? - განთავისუფლება მინდა. -რატო სად მიდიხარ? -როდის მერე ხარ ჩემი ცოლი რომ ანგარიში გაბარო?-გაუღიმა სანდროს და უფროსის კაბინეტისკენ წავიდა. -შეიძლება?-კარი შეაღო ედუარდმა. -ედი, შემოდი, რა ხდება? მშვიდობა გაქვს? -კი, კი მშვიდობაა უბრალოდ მინდოდა განთავისუფლება მეთხოვა. -რა პრობლემაა, შენ საუკეთესო თანამშრომელი ხარ, ყოველთვის იმსახურებ ის გააკეთო რაც გინდა. -მადლობა ბატონო ემზარ.-გაიღიმა ედუარდმა, და ოთახიდან გასვლისთვის მოემზადა. -გაიგებდი ის კაცი რომ მოკლეს. -კი, გავიგე-ემზარისკენ შებრუნდა კვლავ. -იმედია მკვლელს იპოვნით, ეს სერიოზული საქმეა. -რათქმაუნდა.-ნაძალადევად გაუღიმა უფროსს და ოთახიდან გავიდა. საპირფარეშომდე სხეული ძლივს მიიტანა და სახეზე ცივი წყალი შეისხა.-ყველაფერი რიგზეა ედი-საკუთარ თავს სარკეში გაუღიმა და კვლავ ღიმილიანი სახით დაუბრუნდა სამუშაოს. *** -გავიდეთ ჰო უკვე?-იკითხა სანდრომ. -ჰო რა ხვალ გავაგრძელოთ. -ცოტა ხოარ დაგველია?-ღიმილით მიმართა სანდრომ -რატომაც არა.-მხარზე ხელი დაადო ედურადმა და შენობიდან გავიდნენ. -მანქანით ხარ? -ჰო, შენ არა? -არა. ისევ გაფუჭდა. -დაჯექი, დაჯექი, მგონი ეგ მანქანა უკვე უნდა გადააგდო, წინა საუკუნისაა.-მდიდრულ მერსედესში ჩასხდნენ და ელვის სისწრაფით მოწყდნენ ადგილს.-იმდენს გიხდიან მგონი მანქანისთვის ფული არ უნდა დაგენანოს არა?! -შენ რა გენაღვლება არც ცოლი არც შვილი. მე ასეთი დალხენით ვერ ვიცხოვრებ ძმაო. -კარგი, კარგი მორჩი წუწუნს.-მანქანა ლუდის ბართან გააჩერა.-მაგრად ცივა არა?-მანქანიდან გადმოსული შეიშმუშნა ედუარდი და ბარის კიბეებზე, რომელიც სარდაფის ტიპის იყო, მოწყვეტით დაეშვა. ბიჭები პატარა მაგიდას მიუსხდნენ და ორი ლუდი მოითხოვეს. -როგორ ფიქრობ ვის ან რატომ უნდა მოეკლა ის კაცი. -წარმოდგენა არ მაქვს ვინ მოკლა, მაგრამ იმდენი ადამიანი ყავს გამწარებული, სიმართლე გითხრა არ მიკვირს. -წლებია ამ საქმეზე მუშაობს და მხოლოდ ახლა იპოვეს? და თან პოლიციას არ შეატყობინეს? -მაშინ არ ვიცი შეიძლება თავი მოიკლა-გაიცინა ედუარდმა -ცოტა სერიოზულად მიუდექი ამ საქმეს მართალია ნაძირალა და ბავშვების გამტაცებელი იყო მაგრამ მაინც უნდა ვიპოვნოთ მკვლელი. -კარგი აბა შენ როგორ ფიქრობ ვინ მოკლა? -მე ვფიქრობ ეს ან მისიანმა გააკეთა ან ვინმე სამართალ დამცველმა. -შეიძლება ვინმე მართლა მისიანმა მოკლა. მაგრამ მეეჭვება მეორე ვარიანტი რეალური იყოს. -ჰო მეც მასე ვფიქრობ.-ედურდმა ლუდის კათხა მიიყუდა და მწვანე თვალები მიანათა სანდროს რომელიც ჩაფიქრებული გაყურებდა ბარს. -კარგი მოვრჩეთ ამაზე, ძლივს სამსახურიდან გამოვედი. -ის გოგო თვალს არ გაშორებს -ვინ?-უკან მიიხედა ედურდმა. -აი ის ბართან რომ ზის მოკლე კაბით. -ღმერთო ჩემო, არ ცივა მაინც?! -დიდი უგემოვნო ვინმე ხარ რა. -რა გინდა ძმაო, თუ ასე ძალიან უნდა მე აქ ვარ და მოვიდეს.-ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე ედუარდს. -ნუ სულელობ ჯობია შენ მიხვიდე. აშკარად მზად არის აქვე გაგიშალოს ფეხები -და შენ როგორ ფიქრობ მე ეგეთი გოგო მომხიბლავს? -არა მაგრამ ერთხელ გამოდგება. -კარგი მოდი შევამოწმოთ რამდენად კარგი ხარ ინტუიციის მხრივ. სებასტიანი მაგიდიდან ადგა ნახევრად დამწვარი სიგარეტი საფერფლეში ჩააქრო და ბარს მიუახლოვდა. -ერთი მარტინი თუ შეიძლება.-ბარმენს მიმართა და გოგონას გვერდით ადგილი დაიკავა.-გამარჯობა, რამეს ხომ არ მიირთმევთ?! მეორეც თუ შეიძლება- პასუხს არ დაელოდა ისე მისცა შეკვეთა. -იქნებ არ გთანხმდები. -მაშინ ორივეს მე დავლევ. -არა იყოს, მეც მინდა. “ღმერთო ჩემო რა სულელი გოგოა” გაიფიქრა ედუარდმა, სანდროს გახედა და თვალი ჩაუკრა. -მე სემი ვარ, თქვენი სახელი ? -მე კატერინა. -ანუ ეკა. -როგორც შენ გინდა. -და შენ რა გინდა? -შენთან განმარტოება. -უკაცრავად, მაპატიეთ საპირფარეშოში გავალ, გულს ავირევ და მოვალ.-მარტინი ერთი მიყუდებით დაცალა. მაგიდას დაუბრუნდა ფული მაგიდაზე დადო-ნამდვილი კახპაა, მე კი კახპები არ მხიბლავს-უთხრა სანდროს. ქურთუკი მოიცვა, გარეთ გავიდა. ის იყო მანქანა უნდა დაექოქა რომ ფანჯარაზე კაკუნი. ფანჯარა ჩამოწია. -შენ რა გარბიხარ? -ეკა, მხოლოდ 30 წამს დაგიცდი თუ დაჯდომას მოასწრებ…-მანქანა დაქოქა ედუარდმა და თან ათვლა დაიწყო. სახლში შესვლისთანავე დააძგერდა გოგო ედუარდის ტუჩებს ნელ-ნელა თავისი ხელით იხდიდა ტანზე, შუქი არ აანთო ედუარდმა. “არ მინდა ამ გოგოს სახეს ვუყურო.” ედუარდსაც მალე შემოაძარცვა ტანსაცმელი გოგომ.-მუხლებზე- მკაცრად უთხრა ედუარდმა. -უხეშობა გყვარებია. -არც კი იცი როგორ.-გოგოს თმაში ხელი მოკიდა ტუმბოზე პირქვე გადახარა და პირდაპირ უკანალში დაუწყო გა*იმვა.-ასე მოგწონს? -კი -მე არა.-გოგოს მოშორდა სწრაფად ჩაიცვა შარვალი სიგარეტს მოუკიდა და სავარძელში ჩაჯდა. -შენ რა სულელი ხარ? რას გგონია აკეთებ. -ჩაიცვი და წადი. -რატომ არ მოგწონვარ?-ერთიანად გამოაფხიზლა ედუარდი სიბრაზემ გოგოს ყბაში ხელი მოუჭირა და კედელზე მიაყრდნო. -არ მომწონხარ, და მეტიც გულს მირევ. დროზე გაა*ვი ჩემი სახლიდან.- შეშინებული და ატირებული ქალი, ნახევრად ჩაცმული გავარდა სახლიდან. *** -გამარჯობათ, თქვენი პასპორტი და ბილეთი თუ შეიძლება. -აი ინებეთ-ედუარდმა ყალბი პასპორტი გაუწოდა და გაუღიმა. -ბატონო სამოელ, ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ. -მადლობა, მშვიდობიანი დღე… ედუარდი(სამოელი) თვითმფრინავში ავიდა. ავტორის შენიშვნა: პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ სტორიას +18 ტყუილად არ აწერია, ისტორია შეიცავს ძალადობისა და ეროტიკულ მომენტებს ასე რომ თუკი იცით ეს გაგაღიზიანებთ გირჩევთ თავი შეიკავოთ წაკითხვისგან. პირველად ვწერ მსგავს სტილში, ასე რომ ველოდები ბევრ კრიტიკას და მზად ვარ ამისთვის. სულე ეს იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.