შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბნელი ლორდი [ნაწილი 5]


7-07-2018, 15:08
ნანახია 1 189

დილას საშინელმა ხმამ გამაღვიძა. თავი,როგორც კი წამოვყავი მარის მოჯღანული მიმიკა მეტაკა თვალებში,უცნაურად მიმზერდა.
-გაიღვიძე,როგორც იქნა-ამოიხვნეშა გახარებულმა.
-სულ ასე უნდა გამაღიძო?
ჩემთვის არ მოუქცევია ყურადღება,აიღო ლეპტოპი და ღილაკების წკაპუნს შეუდგა.
ისე გავიდა ღამე ლორდი არ დამსიზმრებია,სამაგიეროდ მთელი ღამე კახის ხვრინვას ვუსმენდი. ოთახი მივათვალ მოვათვალიერე არსად ჩანს,ალბათ წავიდა.
როგორც იქნა მოიცალა ჩემთვის მარიმ და შემომხედა.
-5 დღეღა დაგჩა-თქვა ბოლოს.
-კაი კაცო,არ ვიცოდი-დავებღვირე.
-ეს ნახე-გამომიწოდა ლეპტოპი.
სტატია არის ნაჩვენები,რომელიც ეხება ჩარლ ჯონსონს. თერთმეტი წლის ბიჭი ორიათას სამ წელს იქნა უგვზო უკლოდ დაკარგული,უშედეგოდ ძიების შემდეგ კი პოლიციამ საქმე დახურა. მშობლები ვერ ისვენებდნენ და მხოლოდ ორიათას ექვს წელს მიაკვლიეს თავიანთი შვილის ცხედარს. ექსპერტიზამ დაადგინა,რომ იგი იყო ნაწამები,სხეულზე ხუთასი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული დანით,სხეულის ნაკუწები კი მუხის ქვეშ ხეზე იყო ჩამოკიდებული.
დაბლა კამერების ფოტო იყო,რომელზეც ჩარლი ჰაერში იყო დაკიდებული.
-იქნებ ფოტოშოპია?-შევხედე მარის დაეჭვებულმა.
-შეუძლებელია,რადგან ექსპერტიზებმა გამოაქვეყნეს ეს ვიდეო.
ისევ სტატიას ჩავხედე,ფოტოს ქვემოთ ეწერა რომ,ჩარლის მშობლებმა სული დაინახეს,გოგონას სული. ისინი ამტკიცებენ,რომ ის ბნელი ლორდი იყო.
-როგორც უკვე გითხარი შენ სამას ოცდამეოთხე მსხვერპლი გახდები,ამ შემთხვევას თუ გავითვალისწინებთ,ჩარლი ჯერ ჯერობით ბოლოთ ითვლება,აი ხუთი დღის მერე არვიცი რაიქნება.
-რა გეგმა გვაქვს?
-ინგლისში მივფრინავთ-თქვა მან.
***
მე და მარი შევთანხმდით,რომ ჩვენი მეგობრებისთვის უნდა გვეთქვა ყველაფერი,მაგრამ ეს იმდენად არარეალურია,არამგონია დაიჯერონ.
უკვე ყველანი იოანესთან იყვნენ შეკრებილნი-მათ შორის ის ხორბლიანი ტიპიც.
საშინლად არ მახარებს ის ფაქტი,რომ ეს ბიჭიც ჩვენთან ერთად არის.
შესაძლოა ეჭვიანობის გამოც,მაგრამ არ მსიამოვნებს!
-კარგით ახლა ყველამ მომისმინეთ-დაიწყო მარიმ-შეიძლება ფიქრობთ,რომ გავრეკე,მაგრამ მაინც უნდა გითხრათ ეს.
ყველა ინტერესის თვალით შეყურება მას,ის კი მომენტებში ჩემსკენ აპარებდა მზერას.
-საქმე ლუკას ეხება.
-ხოდა დროზე თქვი ნუ დამტანჯე!-აჯაჯღანდა იოანე.
მათი გუშნდელი სცენა გამახსენდა და სიცილი ამიტყდა,ნეტავ რა მოხდა ჩემი წამოსვლის მერე?
ჰმმ საინტერესოა.
-მალე თქვი გთხოვ რა-ხმა დაეძაბა ნინისაც,მისკენ გავიხედე,ჩემდა საბედნიეროდ მის გვერდით დიანა იჯდა,გამამხნევებელად კი ხელი ხელზე მოუჭირა.
-კარგით,საქმე იმაშია,რომ მისი დღეები დათვლილია.
მარის ნათქვამს ნინის"რააა"მოჰყვა.
ხორბლისფერამ წამოდგომა დააპირა,თუმცა სანდრომ დაასწრო,რომელიც ამ დროის განმავლობაში ყავას სვავდა.
იხ ძმაო,გენაცვალე გულში მიყვარხარ.
აი ეგრე!
იფ!!!
დაეტიე მაქ,მშვენივრად ზის ნინი თავისთვის.
ლუკა დამშვიდდი!
საკუთარ თავთან ჭიდილაობა ნერვებს მიშლის.
-თავიდან ბოლომდე აგვიხსენი,რისი თქმაც გინდა-გვედით ამოუდგა სანდრო.
***
ექვსივე პირდაღებული შეცქეროდნენ მარის ნაამბობს,დაზუსტებით ვერ ვიტყვი,რომელიმეს
თუ სჯეროდა,მაგრამ იმას დანამდვილებით ვერ გამოვრიცხავ,რომ აღტაცებულები არ იყვნენ.
მან უამბო ლორდის ისტორია,შემდეგ ისიც აღნიშნა,რომ მას ოთხი ათასი ადამიანის სიცოცხლე აწევს ზურგზე,აი როგორც მსხვერპლების კი სამას ოცდასამი ბავშვი,ბოლოს კი ხაზი გაუსვა,რომ შესაძლოა ხუთი დღის გასვლის მერე მეც ჩავემატო სიაში.
და აი დადგა ყველაზე დაუჯერებელი მომენტი.
მან ახსნა,რომ უყვარდა ბავშობიდანვე კომპიქსების კითხვა,ბნელი ლორდის ბიოგრაფიის გაცნობის შემდეგ კი ბნელი სამყაროს შესწავლის სურვილმა იმდენად გაიტაცა,რომ მკითხავებთან დაიწყო სიარული. ამ საქციელის გამო,მამამისმა იგი დასაჯა და მონასტერში უპირებდა გაგზავნას ჭკუის სასწავლებლად,რის გამოც მარიმ სახლიდან გამოქცევა გადაწყვიტა. არ იცოდა სად წასულიყო,ამიტომ თავი იმ შენობას შეაფარა,სადაც მე გამისწორდა ის ლორდ ტვინა გოგო. ღამით ძაღლმა იყოჩაღა და მისი კბენა გადაწყვიტა. გაქცევისას კი დაეცა და ნაჭერიც ძირს დატოვა.
შემდეგ ისიც დაასკვნა რომ სახლში მოყვანის მერე ჩემი სახე დაინახა.
მე პირველი ადამიანი ვარ,მგონი უკანასკნელიცო,რომელთანაც კონტაქტი დავამყარეო.
თხრობა,როგორც კი დაასრულა დუმილი ჩამოწვა.
ყველას ჩაფიქრებული სახე ჰქონდა,გარდა იოანესი.
ბოლოს მან დაარღვია დუმილი.
-აი ვნანობ მარი,რომ გაკოცე!შეშლილი ხარ!-თითქმის ყვირილის დონით წამოიჭრა ფეხზე.
მის ნათქვამ"გაკოცე"-ს კი დიანას საოცარი გაოცება მოჰყვა.
-რა თქვი?-ისიც ჩაერთო.
-რა ვთქვი?-გაღიზიანებას ვერ მალავდა იოანე.
-აკოცე?
-ხო,ვაკოცე!და აი ამ წამიდან ვნანობ!
მარის რეაქციას დავაკვირდი,სრულიად უჩვეულო იყო,არანაირი სევდა და გახარება.
ამ სიტოაციით ისარგებლა ხორბლისფერამ და ნინისთან გადასკუპდა.
-ეხ რაა,იოანეც რომ აჯობებს რა კაცს-გაიკრიჭა კახი-ერთი დღის გაცნობილ გოგოს აკოცა და მე კიდე ამდენი ხანი გეპრანჭები და ჩახუტებაც კი ვერ მოვახერხე დიანა.
-შენთვის არ მცალია ვაჟბატონო კახი!-სასტიკი პასუხი მიუგო ჩემს ძმას,მან კი თავი გააქნია.
ვინ რას ყიყინებდა,ან ვის ეუბნებოდა ვერ გავიგე,თავი ამტკივდა უკვე.
ნუთუ ჩემი ბედი არავის ანაღვლებს?
ოხ,რა თქმა უნდა,მხოლოდ სანდრო.
მაგრამ სადაა???
უი ნიკედელს მიყრდნობია და დუმს.
-არ მორჩებით?-წამოიჭრა ნინიც-ეს გოგონა რაზე საუბრობდა და თქვენ რაზე გადაიტანეთ ყურადღება?ეს წყეული ჯოჯოხეთი როდის უნდა დამთავრდეს?ერთს მეორე მოყვება,კმარა!
უკვე ამ ყველაფერმა დამღალა!იმის მაგივრად რომ გავიაზროთ დამდგარხართ და სისულელებზე ეკიდებით ერთმანეთს!
ხორბლიფერამ მხარზე მოხვია ხელი. ისევ დუმილი ჩამოწვა.
-აჰა ლუკა-მომიბრუნდა მარი-ხომ გინდოდა მეთქვა ყველაფერი,კი ბატონო,ასეც მოვიქეცი.
შედეგი ლუკა?აზრი ქონდა?
ყველას მზერა მარისკენ წამოიჭრა,ვგრძნობდი ზოგისგან შეცოდების მზერას,ასევე იოანესგან გაბრაზების.
რა მეთქვა?ის რომ მოვკვდებოდი?თუ ის რომ ყველაფერი ჩაიშალა და ლორდტვინამ გაიმარჯვა?
იოანე მარის მხრებში სწვდა,მთელი ძალით აჯანჯღარებდა,მაგრამ მისი შეჩრება არავის უცდია,საერთოდ არავის.
-ისევ შენსას აწვები გოგო?,მართლა გიჟი ხარ!-მისი ხმა ღრიალში გადადიოდა.
ნინის ქვითიინი აუვარდა,ხორბლისფერას მეტი რაღა უნდოდა?წამში ჩაიკრა გულში.
ყველაზე მეტად კი ის მაცოფებს,რომ სანდრო დუმს.
ჰაერში გაურკვეველი ბგერები გავრცელდა,ეს მოგუდულ ხმას გავდა,ტემპერატურის მატება იგრძნო ჩემმა სხეულმა,საგნებმა ზომაში გაზრდა და შემცირება დაიწყეს,ამას კანკალიც დაემატა,ბოლო ხმაზე ვსუნთქავ. თითქოს დედამიწა ამოყირავდა,ამდენი ხმა ერთად, თანაც მოგუდული,საშინელი მოსასმენია. ვეღარ ვსუნთქავ,ღრიალი მინდა და ასეც ვიქცევი.
***
წამში,ყველაფერი რიტმში დგება,მხოლოდ ქარმა დაიქროლა მოულოდნელად ოთახში, ჩაკეტილი ფანჯარა გაიღო და საშინლად ეტაკებოდა კედელს,შეტაკების ტალღა ოთახში გავრცელდა,რაც ჭიქებს დაერია. მათ მსხვრევა დაიწყეს.
ამ სიტოაციას კი გოგონების კივილი მოჰყვა,იოანემ ხელი უშვა მარის და პიდაღებული აკვირდებოდა,როგორ იყრებოდნენ ჭიქები ქარის მეშვეობით იატაკზე,მსხვრევის ხმა დიანას ნერვს უნგრევდა. ჩემმა ძმამ,ალბათ გაიფიქრა,სიტოაცია მოვიდა ისევ ჩემთანო,დაავლო დიანას ხელი და გულში ჩაიხუტა.სანდრო,როგორც იქნა გაინძრა და მარის გაუსწორა თვალები.
-უთხარი შეწყვიტოს-თქვა მან.
მარი შემობრუნდა ჩემსკენ,მე კი თვალებით ხორბლისფერაზე მივუთითე, თავს ძლივს ვიკავებ რაიმე არ მოვარტყა თავში.
-ის ტიპი მოშორდეს ნინის და დავწყნარდეიო-უთხრა სანდროს.
-გამანებეთ თავი ყველანი შეშლილები ხართ!-ოთახიდან გავარდა იოანე.
***
როგორც,უკვე ნახევარ საათში ლონდონში ვიქნებით.



№1  offline წევრი triniti

Cota ucnauria namdvili fantastika

 


№2  offline წევრი სამხარა ძეეე

triniti
Cota ucnauria namdvili fantastika

magas aaaqvs mugamii:))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent