შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემომიყვარდი (1 თავი)


7-07-2018, 20:08
ავტორი naattii
ნანახია 3 939

ექოდ ისმოდა დერეფანში მისი ქუსლების კაკუნი, გზიდან მორიდებით ეცლებოდნენ სტუდენტები და ადგილს უთავისუფლებდნენ, შიშით არა, მორიდებით ეპყრობოდნენ, ვინც არიცნობდა ზურგს უკან ლამის კრუელას ეძახდნენ, ვინც ერთხელ მაინც იყო მის ლექციაზე ნამყოფი და ლამის საფიცრად იხდიდა. პატარაა წერეთლის უნივერსიტეტი, ყველა ყველას იცნობს, ამ კედლებში არაფერი იმალება, მითუმეტეს ყველამ იცოდა ვინ იყო ანიტა ქავთარაძე.
-ყველას მოგესალმებით_ლექტორის შესვლისთანავე წამში გაჩუმდა 30 კაციანი აუდიტორია და ბუზის გაფრენის ხმაც კი ჩაყვირებასავით გამოჩნდებოდა_მიხარია, რომ ფსიქოლოგია აირჩიეთ და იმედი მაქვს ერთმანეთს კარგად შევეწყობით._ღიმილით საუბრობდა 30 ძლივს მიტანებული ლექტორი და ქერა თმა დღის შუქზე ორმაგად ანათებდა, გადმოცემით იცოდნენ რა სიმკაცრე და სამართლიანობა იმალებოდა ამ ღიმილის უკან, თუმცა როცა არ უნდა დაჭირვებოდათ, გადმოცემით ისიც იცოდნენ, რომ ანიტაზე უკეთეს რჩევას და გამოსავალს ვერავინ შეთავაზებდათ, ვინც თხოვდა მისთვის უახლოესი მეგობარიც გახდებოდა.
-ალბათ, ისევე როგორც სხვა კლასებმა უფროს კურსელებიდან თქვენც გეცოდინებათ როგორ ვერ ვიტან უწესრიგობას, ვერავინ მიიღებს თუნდაც ერთ ქულას დაუმსახურებლად, მაგრამ ასევე არავის დააკლდება თუნდაც ნახევარი ქულა დაუმსახურებლად. თუ ყურადღებით მომისმენთ და სემინარებს კარგად ჩამაბარებთ, აშკარად კარგად შევეწყობით._ღიმილით ასრულებს მისასალმებელ სიტყვას და მაგიდას უბრუნდება. არასდროს აცდენს ლექციას, მერე რა, რომ პირველივე დღეა, თთოეული დღე ისე აქვს გაწერილი, წამს ვერ დაკარგავს, ამიტომ რამდენიმე წუთში ადამიანის ფსიქოლოგიაზე იწყებს საუბარს. გრძნობს, როგორ ვერ გრძნობს ბიჭების მწველ მზერას, მაგრამ როგორც ყოველთვის აიგნორებს, შეჩვეულია, ის ახალგაზრდაა, საოცრად ლამაზი, მაღალი და გრძელი ქერა თმით, თუმცა სტუდენტისკენ ჯერ არ გაუხედავს, როგორ არ გაუხედავს, მოწონებია კიდევაც, მაგრამ მხოლოდ გვერდით გავლით და უბრალო აღნიშვნით, რომ ეს ბიჭი სიმპატიურია, ის სექსუალური, ზოგიც ლამაზი.

-ერთი დღე იქნება ეს ქალი სულს ამომხდის, რატო იცმევს ასეთ მოტკეცილ კაბებს, ისედაც ვხედავთ როგორი სექსუალური ტანი აქვს_უკანა რიგიდან ესმის გაბრიელს სასოწარკვეთილი ხმა და ჩატეხილი ტუჩის კუთცით ატრიალებს თავს.
-რა იყო გიორგი ავდექით?
-ეჰ გაბრიელ, შენ დაჯდომა თქვი, თორემ ადგომით კარებში შემოსული არ ვარ უკვე ....._აღარ ამთავრებს წინადადებას დათოს ჩარევით გაღიზიანებული.
-მართლა მაგარი ქალია ძმაო რა, ბედნიერი ამის პარტნიორიიი.
-ჰე ახლა წესიერად_წამში დამუშტა ხელები გაბრიელმა_წესები იცით.
-ვიცით ძმაო ვიცით_მოღუშულმა ამოხედა დამფრთხალმა დათომ და ლექტორის ხმაზე თავი წამოყო.
-როგორც ვატყობ უკანა რიგებამდე არ აღწევს ჩემი ხმა თუ რამე სხვა პრობლემაა?
-ბოდიშით პატივცემულო ანიტა, აღარ განმეორდება_თავს უკრავს გაბრიელი და არ წყვეტს ლექტორის სახეში ჩიქურ ყურებას.

ყოველთვის აცილებდა მანქანამდე თვალით ბიჭი და ისიც კარგად იცოდა სად მიდიოდა უნივერსიტეტის შემდეგ ქალი. მესამე წელია საკუთარ თავს არ გავს, პირველ კურსზე ისე აიკვიატა საკუთარი თავის შეეშინდა, გაფაციცებით აკვირდებოდა მის თითოეულ მოძრაობას, მიმიკას, ხასიათის ცვალებადობას. გადაკიდების გამო ერთი წელი აკადემიურიც კი აიღო, ეს ამოჩემება გამივლისო, მაგრამ არა, ყოველ წამს მასზე ფიქრობდა, ორ კვირაში ისე მოენატრა მალევე აღადგინა თავი და ისევ ლექციაზე დაუჯდა. იცოდა, რომ შვილი ყავდა, იცოდა, რომ ქმარს გაცილებული იყო, ისიც იცოდა, რომ ერთი კაცი ყავდ, თუმცა რომ მოენდომებინა დააშორებდა, არ აღელვებდა, არაფერი ანაღვლებდა, მთელი ლექცია აკვირდებოდა და საუბრისას მოძრავი ტუჩების დანახვაზე მხოლოდ მისი დაკოცვნის სურვილი უჩნდებოდა, არა მეტის გაძლება აღარ შეეძლო, რამე უნდა მოეფიქრებინა, ტკბილი სიტყვებით ვერაფერს გააწყობდა, მისთვის მოძველებული იქნებოდა, არც საჩუქრები და სიურპრიზები გავიდოდა. ჯანდაბა, რა თქმა უნდა, მას ხომ გონია ყველა მის სიმკაცრეს ემორჩილება, მას გონია, რომ მისი ერიდებათ და ეშინიათ, ჰაჰ როცა მოვინდომებ ფიქრიც შემიძლია_კმაყოფილმა გადაავლო კიდევ ერთხელ მის მოფიქრებულ გეგმას თვალი და მზერა ისევ ჯიქურ თვალებში შეანათა ლექტორს.




ვიცი საკმაოდ აქტუალურ თემას შევეხე, თუმცა ყოველთვის მინდოდა ერთი ასეთი ჩემიდან დანახული ისტორია შემომეთავაზებინა, როგორი გამომივა თავად შემიფასეთ... იმედია დიდი პაუზა არ გამომსვლია და გახსოვართ ♥



№1  offline წევრი ბიბი

პირდაპირ ჯიქურ დამეჯახა "წერეთლის უნივერსიტეტი" და ამავე უნივერსიტეტში სახელი "ანიტა" ჩემთვის ეს ორი ბევრს ნიშნავს.
სათაური არ მომწონს.
ისე ნორმალურია, მთავარია ბანალური არ გახადო და ანიტა კვლავ ასეთად დატოვო, მნიშვნელოვანია რომ ის იყოს დომინანტი ამ ისტორიაში. (ნუ ჩემთვის)
წარმატებები.

 


№2  offline მოდერი naattii

ბიბი
პირდაპირ ჯიქურ დამეჯახა "წერეთლის უნივერსიტეტი" და ამავე უნივერსიტეტში სახელი "ანიტა" ჩემთვის ეს ორი ბევრს ნიშნავს.
სათაური არ მომწონს.
ისე ნორმალურია, მთავარია ბანალური არ გახადო და ანიტა კვლავ ასეთად დატოვო, მნიშვნელოვანია რომ ის იყოს დომინანტი ამ ისტორიაში. (ნუ ჩემთვის)
წარმატებები.

სათაურზე იმდენი ვიფიქრე იმდენი, ლამის გადავიფიქრე ყველაფერი ???? ვნახოთ რა გამოვა ❤

 


№3  offline აქტიური მკითხველი grafo

თბილი სათაური აქვს და ამ დროს თითქოს ხისტი იყო ისტორია. ჩემი საყვარელი თემაა. იმედი მაქვს სწორედ განავითარებ ისტორიას. პრინციპში შენ რასაც გიყურებ კომენტარების სიუხვეზე ორიენტირებული ავტორი არ ხარ და შესაბამისად, ისტორიები რაც მე წავიკითხე კარგი და გამართული იყო.
მაგრამ, გეხვეწები იქნებ ამ ისტორიაში მაინც არ გამოიყენო "ტუჩის კუთხის ჩატეხვა". გთხოვ. ვიცი რომ ბუმია საიტზე, ისევე როგორც თუნდაც ერთ დროს "ტაო"-ს დაყრაზე იყო:))).
ლექსიკის სიუხვით კი გამოირჩევი, ენაც კარგად გიჭრის და იქნებ რამე მოახერხო ამ მხრივ.

 


№4  offline მოდერი naattii

grafo
თბილი სათაური აქვს და ამ დროს თითქოს ხისტი იყო ისტორია. ჩემი საყვარელი თემაა. იმედი მაქვს სწორედ განავითარებ ისტორიას. პრინციპში შენ რასაც გიყურებ კომენტარების სიუხვეზე ორიენტირებული ავტორი არ ხარ და შესაბამისად, ისტორიები რაც მე წავიკითხე კარგი და გამართული იყო.
მაგრამ, გეხვეწები იქნებ ამ ისტორიაში მაინც არ გამოიყენო "ტუჩის კუთხის ჩატეხვა". გთხოვ. ვიცი რომ ბუმია საიტზე, ისევე როგორც თუნდაც ერთ დროს "ტაო"-ს დაყრაზე იყო:))).
ლექსიკის სიუხვით კი გამოირჩევი, ენაც კარგად გიჭრის და იქნებ რამე მოახერხო ამ მხრივ.

აჰაჰ როგორ მიხარია კიდევ ერთი ჩემნაირი აღმოვაჩინე :დ ის ფრაზა დაგავიწყდა "ახლა რომ არ გაკოცო მოვკვდები" :დ აუცილებლად გამოვასწორებ ❤

 


№5  offline წევრი .M.A.R.I.

ვაუ..
არც კი ვიცი რა ვთქვა
ძალიან ამაგარია
^^❤

 


№6  offline მოდერი naattii

დიდი მადლობა ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent