შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 15.


8-07-2018, 16:26
ავტორი zia-maria
ნანახია 2 581

გიორგი ყოველ დღე ესაუბრებოდა მეგობრებს,როგორც კი გაიგო რატის უჭირსო არც დაფიქრებულა ისე ჩაალაგა ნივთები და დაბრუნდა.ბევრი ეხვეწა გელამ და ბექამ არ წამოხვიდეო,მაგრამ არაფლის გაგონება არ უნდოდა და მეორე დღესვე ყველას გაუკვირდა გიორგი რომ დაინახეს საავადმყოფოში.
-ხომ გითხარი არ წამოხვიდეთქო,მარიამი სად არის.
-მარიამი სახლში წაიყვანა მძღოლმა და შენ როგორ ფიქრობ,მე სად უნდა ვიყო,როცა ჩემს ძმას უჭირს.როგორ ფიქრობ,სამოგზაუროდ წასასვლელად დრო აღარ გვექნება? რა მინდა იმ დროს სამოგზაუროდ,როცა ჩემს მეგობარს უჭირს და ჩემი მხარდაჭერა ჭირდება მას.გიორგიმ მაიკოს პალატის კარი შეაღო და საწოლთან ახლოს მივიდა,სახეზე დაუსვა ხელი და სევდიანი ხმით უთხრა ყურში.
-არ ვიცი ვინ ხარ,არ გიცნობ და რატის ამის გამო მოხვდება,მაგრამ ახლა გეტყვი რომ შენ სიცოცხლის შანსი გაქვს და არ დანებდე, იბრძოლე.ნუ გაწირავ რატის ამ ძლიერი ტკვილისთვის,ნუ დაუჭკნობ ჯერ კიდევ გაუშლელ ვარდს კუკუროდ,მიეცი საშუალება თავად გაშალს ის ვარდი და ერთად მიხედოთ ლამაზ ცხოვრებას რომელიც მასთან ერთად გელოდება წინ.დაიკო იბრძოლე,ჩვენ ყველა ვილოცებთ შენი სიცოცხლისთვის.გიორგიმ წამოდგა,წელში გასწორდა მაიკოს უფერულ სახეს დააკვირდა,გარეთ გავიდა და მეგობრებს შეუერთდა.
-წავედით და ხვალ მოვიდეთ.ყველამ დაეთანხმა და წავიდნენ სახლში.არკადი რატის მიუბრუნდა და უთხრა.
-წადი სახლში,რატი დამშვიდება და გამოძინება გჭირდება რადგან ხვალ ძალიან მძიმე დღე გელის.მე კიდევ ერთხელ გადავავლებ თვალს ყველა ანალიზს,კარგად შევისწავლი პაციენტის ისტორიას და სასტუმროში წავალ რადგან იქ დავტოვე ჩემი ნივთები.
-რა სასტუმრო,გაგიჟდი?სახლში წამოხვალ ჩემთან.დაგელოდები და ერთად წავალთ აქედან სახლში.
-მომისმინე,შენ ხელს შემიშლი და რომ გეუბნები,დამაცადე მშვიდად მუშაობა გთხოვ.როგორც იქნა დაითანხმა რატი და გაუშვა.წავიდა თუ არა რატი ბრძანება გასცა საოპერაციო მოემზადებინათ და თავად გააკეთა ოპერაცია რომელიც 4 საათი მიმდინარეობდა.რატიმ კი არაფერი არ იცოდა და საბედნიეროდ ყველაფერი წარმატებით დასრულდა.დილით ადრე ადგა,მოემზადა და 8 საათზე საავადმყოფოში მისულს რატის არკადი წასული დახვდა,მის კაბინეტში კი წერილი დაეტოვებინა რატისთვის.
-,,ჩემო რატი მთელი გულით ვიზიარებ შენს სიხარულს,მე გითხარი სასწაულების არ მჯერა რწმენით ვაკეთებ ყველაფერსთქო და აი,არც ამჯერად მიღალატა ჩემმა ექიმის ინსტიქტმა.მე მჯეროდა შენი,მაგრამ ეს ოპერაცია უშენოდ უფრო კარგად და დაკვირვებულად გაკეთდებოდა.მე შენთვის მომეხედა თუ ავადმყოფისთვის,ამიტომ ასე უკეთესი იყო.ვიცი ყველაფერი გაინტერესებს და ეს ცნობისმოყვარეობაც დაგიკმაყოფილე,ოპერაციის მსვლელობის 4 საათი ფიქრზეა ჩაწერილი და შეგიძლია უყურო,მხოლოდ ნუ აყურებინებ მაიკოს.შენ ნამდვილი ქართული სულის და ქართული სისხლის ადამიანი ხარ, მე შენი სისხლი არ მაქვს მაგრამ ერთი სულის ვართ ორივე.მადლობა უფალს,რომ ყველაფერი კარგად დასრულდა და მიხარია,რომ წლების წინ ჩემი სტუდენტი იყავი.შემიძლია უამრავი რამ დავწერო შენზე,ერთი რაც ყველაზე მეტად მინდა ის არის,რომ მინდა ბედნიერი იყო და არავინმა გაგიტეხოს ის თბილი გული,რომელიც შენს სხეულშია.შენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და სამაყო ადამიანი ხარ,ვამაყობ შენით და ვიმედოვნებ ოდესმე ისევ შევხვდებით ერთმანეთს. ,,არკადი ნიკოლ''.8-30 წთ-ზე ყველამ მოიყარა თავი და ოპერაციის დაწყებას ელოდნენ,რომ რატიმ შეშლილი სახით გამოვიდა მისი კაბინეტიდან ხელში აფრიალებული თეთრი ფურცელით და გვერდი ისე აუარა მეგობრებს არც კი მისალმებია მათ.მაიკოს პალატის კარი შეაღო და შეხედა მაიკოს რომელსაც თავი გადაპარსული ჰქონდა და ექიმის ხელით სახელდახელოდ გადახვეული.ნელა-ნელა მაიკო გამოდიოდა ღრმა ძილიდან და თვალებიც გაახილა და პირველი რაც შეამჩნია რატის ბედნიერებისაგან გაბრწყინებული თვალები იყო.
-მაიკო უნდა ვიქორწინოთ.იმდენად სერიოზული იყო რატის ხმა მაიკოს შეეშინდა და დასუსტებული ხმით უთხრა.
-ჩვენ ხომ უკვე ვიქორწინეთ.
-ჩვენ ამ ჯერად,ნამდვილი ქორწილი გვექნება.უთხრა და ფრთხილად შეეხო მაიკოს ბაგეებს.
სიყვარულში ულევად არის საუკჯე ბედნიერების,ვინც ამ საუჯის წუთები აქვს შეგრძნებული ის მდიდარი არა,უმდიდრესი ადამიანია რადგან ის ხომ ძალიან ძლიერი და განსაკუთრებული გრძნობაა,ამიტომაც სტუმრობს განსაკუთრებულ ადამიანებს და ჩუქნის მის ძვირადღირებულ სამკაულებს.გიორგის სამკაული კი მარიამია,რომელსაც გულით ატარებს და ყოველ დილით ახალ-ახალი საალერსო სიტყვებით ავსებს.
-შენ მაძლევ ძალას,რომ ვიბრძოლო.მაძლევ ძალას,რომ ვისუნთქო და რომ უფრო ძლიერ მიყვარდე.შენ ხარ ჩემი ჩსუქრობელი ვარსკვლავი,რომელიც მხოლოდ ერთხელ ინთება და ანათებს სამუდამოდ ჩაუქრობლად ,რომ გზა გამინათოს მისმა სუქმა სიბნელეშიც.
-სიცოცხლის სიცოცხლე ხარ ჩემი და მთელ სამყაროში ყველაზე საამაყო ადამიანი ხარ გიორგი.უთხრა მარიამმა.
-მიყვარხარ პატარავ,შენთან ერთად დღის გატარებას არაფერი არ მირჩევნია.შენთან როცა ვარ ასმაგად ბედნიერი ვარ,ვგრძნობ რომ სავსე ვარ ამ გრძნობით.დაღლილობაც მეხსნება, მაგრამ მაინც არ მყოფნიასეთი ჟღურტულით იწყებოდა მათი ყოველი ახალი დილა და მათი ურთიერთობა ბაღში მოდუდუნე ნაკადულს ჰგავს.მათი სიცოცხლე ერთმანეთის გარეშე?ეს ხომ წარმოუდგენელია,მათ დთითი დღე უძლიერდბათ სიყვარული და უასმაგდებათ ერთმანეთის მიმართ ნდობა.მხიარულად გათენდა დილა,ახმაურდნენ და აჟღურტულდნენ მტრედები მიირთვეს რუსოს მომზადებული უგემრიელესი ნაყოფიერი საუზმე და ერთად გავიდნენ სახლიდან.მარიამი სასწავლებელში მიიყვანა,გადასვლამდე გემრიელი კოცნა დაატოვებინა და ვნებიანი ხმით უთხრა.
-ერთი სული მაქვს,სამუშაო საათები როდის დასრულდება რომ ჩვენს ჯადოსნურ და ზღაპრულ სამყაროში დაგიმარტოხელო და მხოლოდ ჩემთვის გახდე წუთიერად ველური არსება ყველას ნაზი და წყნარი რომ ჰგონიხარ,არადა რა იციან რა ვნება იღვიძებს შენში როცა ჩემთან ხარ მარტო
-მე სულმოუთქმელად დაველოდები ჩემი ზღაპრის პრინცს,ჩვენს ჯადოსნურ სამფლობელოში.უთხრა ღიმილით მარიამმა თვალები აუჟუჟუნა და მისი დამათრობელი კისკსით გადაიკისკისა.
-მარიამ გადადი,თორემ გადავოფიქრებ სამსახურში წასვლას და თავს ამოყოფ სასტუმროში.
-არა,დღეს არა ძალიან მნიშვნელოვანი ლექცია მაქვს და ვერ გავაცდენ თორემ კი არის მაცდური წინადადება.გიორგიმ მანქანა აამუშავა და ცოტა გაიარა,რომ მარიამმა ღიმილით ეცა და გააჩერებინა.
-არა,არა დღეს არა და სხვა დროს როცა გინდა შენს სურვილის წინააღმდეგ არ წავალ.
-ვიმახსოვრებ.უთხრა ღიმილით გიორგიმ.
-დროებით,საღამომდე ტკბილო.ყველა სიტყვას რომ ვნებით აღვსილი ამბობ აი სასწაულად ბრწყინავს ამ დროს შენი თვალები,მინდა შეგჭამო ამ დროს და წადი თავს უშველე.გაეცინა გიორგის და მარიამი თითქმის ძალუს გამოყენებით გაუშვა მანქანიდან.მარიამიც ვერ იკავებდა სიცილს გიორგის ვნება მორეულს რომ ხედავდა და თავადაც ვნებიანად კბენდა თავის ტუჩს და თვალებს უჟუჟუნებდა ისედაც ვნება მორეულს.გადავიდა თუ არა მანქანიდან მარიამს შემოესია კურსელები და ყოველი მხროიდან ეძახდნენ მარიამ კონსპექტი მათხოვე.მარიამი კი იცინოდა და ყველას ეხმარებოდა,გიორგი კი მხიარული სახით შევიდა კომპანიაში და უკვე მსას ელოდნენ.
-რა მოხდა,არ გეძინათ წუხელ?იკთხა გიორგიმ და გაეცინათ.
-გიორგუნა ამ ბოლო დროს ადრე მოდიხარ სამსახურში,გიშველა დაქორწინებამ გამოსწორების გზაზე ხარ.უთხრა ალექსანდრემ.
-დაქორწინდი ალექსანდრე და თავად გაიგებ, ამ ბედნიერების ფორმულა რაშიც მდებარეობსუთხრა გიორგიმ.
-დაანებე თქვენი ბრძნული აზრების ფრქვევას და დავიჯერო ვერ ამჩნევთ,რომ ზანდა დეიდა არ არის სამსახურში?გიორგის კაბინეტში ანა შემოვიდა.
-ზანდა დიდამ არ იცის დაგვიანება,იქნებ საცობში მოხდა და დაველოდოთ.
-არ შემიძლია,ვერ დაველოდები.მე ამ ბოლო თვეებში არ მომწონს ზანდა დეიდა.გელას რამე ხომ არ გაურკვევია თუ იცით.
-არაფერი უთქვია ჯერ-ჯერობით.თქვა ბექამ.ჩაფქრებული იჯდა გიორგი რომ ტელეფონმა დარეკა და გაეღიმა.
-გისმენ მარიამ.ანას გადახედა გიორგიმ და უთხრა.
-ანა,მარიამი გირეკავდა და ტელეფონი გათიშული გაქვს?
-დამავიწყდა,არ დამიტენია წუხელ და მალე დაიტენება.
-აჰა,დაელაპარაკე.ტელეფონი გამოართვა გიორგის და მარიამს მოუსმინა.
-კარგი,მანდ დამელოდე და მოვალ.
-სად მიდიხართ.შეეკითხა გიორგიმ.
-ეს შენ არ გეხება,მხოლოდ ჩვენი საქმეა.უთხრა ღიმილით და გაქრა ოთახიდან.გიორგის გაეღიმა და თქვა.
-შენ იმედი არ გქონდეს ანა როდესმე დაჭკვიანდეს,არა,ეს არასდროს არ დაჭკვიანდება.საინტერესოა სად მიდიან,ამხელა მუცლით არ უჭირს სიარული?
-რას გაუგებ ქალებს.უთხრა ბექამ ღიმილით.გიორგი იცი რას ვფიქრობ?
-იმას, რასაც მე.თვალი ჩაუკრა ბექას.
-წამოდი,მივაკითხოთ სახლში ვფიქრობ რომ მას რაღაც უჭირს.
მეც მასე ვფიქრობ,გახსოვს იმ დღეს როგორ დაგვლოცა?
-მეც იმ დღიდან ამეკვიატა მასზე ფიქრი,მივაკითხოთ სახლში.
-შენ აქ იყავი ალექს,რომ ვინმე მოვიდეს არავინი არ ვართ ცოტა უხერხულია.ფრხზე წამოდგა გიორგი და ტელეფონზე ისევ მარიამის ნომერი აციმციმდა.
-მომისმინე გიორგი,ზანდა დეიდა დავინახეთ და მე და მარიამმა უკან გავყევით,იცით სად მივიდა? საავადმყოფოში სადაც რატი მუშაობს.
-მოიცადე იქ რა უნდა,ავადაა?
-კარდეოლოგთან მივიდა, ალბად სერიოზული პრობლემა აქვს.
-რატი ნახეთ?
-მის კაბინეტში ვართ,არ გვინდა დაგვინახოს ზანდა დეიდამ.
-მიეცი ტელეფონი რატის.ანამ რატის ტელეფონი მისცა და გიორგიმ უთხრა.
-არ დაენახო ზანდას ისე მოაგვარე მის ექიმთან ყველაფერი და მოვდივართ.
-კარგი გიორგი ყველაფერს გავარკვევ.გათიშა თუ არა გიორგიმ ბექას შეხედა და ანიშნა, წავედითო.ორივემ ჩქარი ნაბიჯებით დატოვა კომპანია და საავადმყოფოსკენ აიღო გეზი,იქაც საჩქაროდ გაიარეს ხალხით სავსე ფოიე და რატის კაბინეტში შეაჭრა ორივემ.გაბრაზებულმა გადახედა იქვე მჯდარ ანას რომელიც ნაყინს ჭამდა და უთხრა.
-დაგერეკა სადაც დაინახე და იქ მოვიდოდით,სად დადიხარ ამხელა მუცლით სახლში უნდა იჯდე და ფრთხილობდე,ეგებ გადაგობრუნდეს ფეხი და დაეცე.
-აააა,უმადუროი რომ იქნება ადამიანი,გაუკეთე მას სიკეთე.რომ ნერვიულობდი დღეს,იმიტომ დაგირეკე ხისთავიანო და რომ არ გამოვყოლოდი როგორ გავიგრებდი აქ რომ მოვიდოდა.
-რაღაცამ მაინც დაგასერიოზულოს,თქვენ ორნი.გაბრაზდა რატი.ექიმს ველაპარაკე და მითხრა რომ ზანდას სერიოზული გუოლის პრობლემები აქვს,მას მკურნალობა სჭირდება და ახლავეს.
-მოგიწევს ვაკანსია გამოაკრა რომ მისი შემცვლელი იპოვო.თქვა ანამ.
-ძლივს რაღაც სერიოზული წამოგცდა.ამოილაპარაკა გიორგიმ.მოდი,წავიდეთ და ვნახოთ და თუ არ გაგვიმხილა ძალის გამოყენება რომ დამჭირდეს მაინც წამოვიყვან და მკურნალობას დაიწყებს.გოგოებიც წამოიყვანეს და ზანდას ვბინასთან მივიდნენ,ბინას ძირს ძალიან ლამაზი სკვერი ჰქონდა,იქ სკვერში კი მოხუცებული ბებო იჯდა.გიორგი გადავიდა და ბებოს დაელაპარაკა.
-გამარჯობა ბებო აქ ცხოვრობთ?
-კი ბებო აქ ვცხოვრობ რაც თავი მახსოვს.ღიმილით უთხრა მოხუცმა გიორგის.
-ზანდა დეიდას ვეძებ,ვიცი რომ ამ ბინაში ცხოვრობს მაგრამ რომელ სარრთულზე არ ვიცი.
-ვინ ხარ ბებო მისი.
-ჩემთან მუშაობს და დღეს არ გამოცხადდა,ვინერვიულე.
-მესამეზე ცხოვრობს შვილო,მაგრამ ახლა იქ მისი მეუღლეა მისული და ალბად დედა-შვილს აწიოკებს.
-რატომ?
-ზანდა ძალიან კარგი ადამიანია,მაგრამ მძიმე ცხოვრება აქვს.
-არ მჯერა.
-დაიჯერე,მისი მეუღლე სვამს და კიდეც თამაშობს.ერთადერთი შვილი ჰყავთ,მეცოდება ის გოგო ასეთი მამის ხელში.გიორგი გაოგნებული იყო მოსმენილით,ზანდა ხომ ყოველთვის მოწესრიგებული მოდიოდა სამსახურში.მას არასოდეს შეუმჩნევია მსგავსი რამ,რამდენი რამის დამალვა შეუძლია ქალებს.
-ბებო ორ ძალიან ჯიუტ გოგოს დაგოტოვებ აქ და არ მისცე ნება სადმე წავიდნენ,მე და ჩემი მეგობარი მაღლა ავალთ.
-კარგს იზამთ შვილო,მაგრამ ფრთხილად იყავით.გიორგი მანქანასთან დაბრუნდა და ანას და მარიამს უთხრა.
-გადმოდით და წამომყევით.გაკვირვრებული გადმოვიდა ორივე მანქანიდან.
-აქ იქნებით ჩვენს დაბრუნებამდე და აქედან ფეხი არ მოუცვალო,განსაკუთრებით შენ გეუბნები.უთხრა მკაცრად ანას.
-მარიამ,გთხოვ ზემოთ არ ამოცვიდეთ არ ვიცით რა ხდება.უთხრა ბექამ მარიამს.
-ხო კარგი გავიგეთ,რა პატარა ბავშვივით ჭკუას მარიგებ სულ განა პატარა ვარ?
-პატარა არ ხარ,მაგრამ გიჟი ხარ და თავს არ უფრთხილდები.უთხრა ბექამ და მარიამმამაც უსაყვედურა.
-გეყოთ ორივეს და წადით.წავიდნენ და ფრთხილად ავიდნენ მესამე სართულზე,ბინიდან გარკვევით გამოდიოდა ზინა დეიდას ტირილილი.
-არ გაბედოთ და ჩემს შვილს არ შეეხოთ,მე რაც გინდათ ის მიყავით მხოლოდ ჩემი შვილი გაუშვით გარეთ.
-გიორგი აქ სერიოზულად არის საქმე,გელას დაურეკე ჩემი ტელეფონი მანქანაშია.გიორგიმა დაურეკა გელას და ყველაფერი აუხსნა.
-შენ არ გვინდებხარ უკვე ბებერი ხარ,ამიტომ ამ გემრიელი სხეულით ჩვენს ვალს მივიღებთ და წავალთ.
-როგორ გეძახდი მამას,შენ ხომ მამა არ ხარ.მოესმათ გოგონას ტირილიც.
-წამებად მექაცა თითოეული დღე რაც შენ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში,ჩემს წინ სულ სხვა ადამიანად გადაიქეცი ყალბი და გრძობრებ დაცლილი.შენ კაცი არა ხარ,შენ არა კაცი ხარ.როგორ ძალიან მიყვარდი და როგორ შემზიზღდი.გამოგელია,ამოგეწურა რესურსები და შენი შვილიტ დაიწყე ვარჭრობა?შენნაირი ნაგავი ადამიანი ვერასოდეს გაუგებს,ყველაზე მდიდარ და ნათელ გრძნობას როგორიცაა სინდისი და სიყვარული.როგორ გაბედე და ეს ხვადაგები აქ მომიყვანე,რისთვის. აჰა, აქ ვარ მოდით და რაც გინდათ ის უყავით ამ გრძნობა დაკარგულ სხეულს.თუ გინდათ გადაუარეთ,თუ გინდათ ნაფკეთებად აქციეთ,მაგრამ ჩემს შვილს არ შეეხოთ.გთხოვთ,ნუ დაუმახინჯებთ სულს თქვენი სიბინძურით.
-ღმერთო ეს რა ხდება.ჩაილაპარაკა გელამ და კარი შეამტვრია.ბინაში შესულებს საზარელი სურათი დახვდათ,დედა-შვილი იატაკზე ჰყავდათ ნაცემი და მათ გაუპატიურებას სამი მამაკაცი ცდილობდა.სასწრაფოც მალე მოვიდა და ორივე სავადმყოფოში გადაიყვანეს და ისინი კი დააკავეს.რატიმ დამამშვიდებელი გაუკეთა დედასაც და შვილსაც რადგან ორივეს ნერვიული აშლილობა ჰქონდათ.
-ძალიან დიდი სტრესი აქვს გადატანილი და ეს მისი დაავადებული გულისთვის საშიშია.თქვა ზანდას ექიმმა.
-ლევანი გააკეთეთ ყველაფერი რაც მისთვის საჭიროა და შესაძლებელი.მაიკო ჩემი ნომერი იცი,მხოლდ ჩემთან გექნება კონტაქტი დღე ღამის მონაკვეთში როცა დაგჭირდე დამირეკე.გთხოვ,შენი ცოდნა ახლა გამოიყემე და ეს ორი ჩემთვის საჭირო ადამიანი უნდა გამოიყვანო მდგომარეობიდან.მაიკომ მიუბრუნდა რატის და უთხრა.
-ორივეს ნერვიული სტრესი აქვს და როგორც ნერვოლოგი შენ გევალება დედა-შვილი ამ სტრესიდან გამოიყვანო.
-ძალიან გული მეტკინა და საერთოდ ხშირად ვამბობ,რატომ ისჯება ყოველთვის კარგი ადამიანი.
-საკუთარ ცხოვრებას ვერ დაგეგმავ გიორგი,ეს ყველაფერი უფლის ხელშია.მას შეუძკლია გაგვახაროს და გაგვაუბედუროს.თქვა ბექამ.
-რატი შენ რას იტყვი.
-მე რასაც დავაკვირდი ა მოკლე დროში,ხელთ მაქვს რამოდენიმე ანალიზი რომელიც იმ წუთში გაკეთდა,მიჩვენებს ცენტრალური ნერვიული სისტემის დაავადებას რომელსაც თან სდევს შინაგან ორგანოთა ფუნქციების მოშლა და რომელიც ნივთიერებათა ცვლას ასახავს. ხვალ გადავუღებთ თავზედაც და ასე რომ,ყველაფერი უმაღლეს დონეზე გაკეთდება.
-ახლა ძინავთ თუ დამამშვიდებელი გაუკეთეთ.
-დამამშვიდებელი აქვთ გაკეთებული,ისინი დილამდე იძინებს.წადით თქვენ,დღეს ჩვენ ვართ აქ და მივხედავთ.რატიმ დაამშვიდა მეგობრები და გაუსვა სახლში.სახლში გვიან მივიდნენ,სადაც ანერვიულებული დახვდა მშობლები.
-სად ხართ შვილო ამდენი ხანი,დაღამდა გამისკდა გული.გიორგიმ დაღლილი ჩაესვენა სავარძელში და ცოტა რომ მოითქვა სული მარიამს თხოვნით შეხედა.
-წყალი დამალევინე რა.მარიამმაც მიუტანა წყალი და მის გვერდით დაჯდა,გიორგიმ კი ყველაფერი მოუყვა გოგის და რუსოს.ძალიან იმოქმედა გოგიზე ზანდაზ მდგომარეობამ,მათ მეგონრობას ხომ წლების ათვლაც დავიწყებოდა,დილით გიორგისთან ერთად მივიდა საავადმყოფოში,რატიმ თვალი მოკრა გიორგის და წინ მშეეგება.
-როგორ ხართ,როგორ იყვნენ წუხელ რატი.
-წუხელ გაიღვიძა და პანიკური აშლილობა ჰქონდა.შექცევადი შეტევები,თავის საშინელი ტკივილი და ბოლოდ ისევ დამამშვიდებლისგან ძილად მივარდნა,ჯერ კდევ ძინავს.
-გოგონა როგორაა,თუ არ ვცდები ალექსანდრა ჰქვია.
-ხო ალექსანდრა ჰქვია,ის უკეთაა ღვიძავს.ცოტა შეეშინდა დედას რომ შეხედა ისეთ მდგომარეობაში,მაგრამ დავამშვიდეთ.შენ გიცნობს შორიდან,ალბად გადმოცემით იცის დედასგან.
-კარგი შევალთ,ვნახავთ.გიორგი და გოგი პალატაში შევიდა და გიორგიმ ზანდას ფრთხილად აკოცა შუბლზე.
-არ დავუშვებ რამე დაგემართოს,შენ დადგები ფეხზე.
-მადლობა გიორგი მე ჩემს თავს არ ვჩივი,ბავშვი მრჩება უპატრონოდ.მოესმათ ზანდას სუსტი ხმა.
-ნუ გეშინია ზანდა მე რადგან წამოვედი კომპანიიდან,ჩვენი მეგობრობა ჯერ კიდევ ცოცხლობს.როგორც ჩემს შვილს ისე მივხედავ,გიორგი მიხედავს ალექსანდრას ზანდა სანამ არ გამოჯამრთელდები.
-მადლობა ბატონო გოგი.
-აღარ ვარ შენი უფროსი,უვ=ბრალოდ გოგი დამიძახე ზანდა.
-ერთი სათხოვარი მაქვს.
-მითხარი ზანდა დეიდა.
-გიორგი ის ადგილი და ის ბინა მეზიზღება,გთხოვ გავყიდო მინდა და უფრო პატარა ჭერი ვუყიდო ჩემს შვილს.
-ვის სახელზეა ის ბინა,თუ თქვენი მეუღლის სახელზეა გაგვიჭირდება.
-არა,ის ჩემი ბინაა მე ვიყიდე და ჩემს სახელზეა.
-კარგი,გელას ვეტყვი და როგორც შენ გინდა ისე გაკეთდება ყველაფერი,ალექსანდრა წამოდგება ფეხზე და ისიც დაგვეხმარება.
-ცუდ დროს მიგატოვე შვილო,დაძაბული დრო გქონდა და გჭირდებოდი.
-გიორგი ალექსანდრამ სამი უცხო ენა იცის,იქნებ ის აგეყვანა ჩემს ადგილზე.
-ძალიან კარგი,თუ თავად გაწვდება სწავლაში ხელს არ შევუშლით,პირიქით მოვეხმარებით.ანა ასწავლის ყველაფერს და ვფიქრობ მოვგვარდებით მაგ საკითხში.შენ კ არ ინერვიულო კარგი?უთხრა გიორგიმ და თბილად გაუღიმა.
-ჩემი შვილი თქვენს გვერდით იქნება,სანერვიულო მართლა არ მაქვს,ვიცი რომ არაფერს გაუჭირვებთ მას.
-ალექსანდრა შენ როგორ ხარ.შეეკითხა გოგიმ.
-მე უკეთ ვარ,მადლობა.მალე ყველამ მოიყარა თავი და ზანდას პირობა ისცა ანამ რომ ალრქსანდრას თავად მიხედავდა.
-შენ მიხედავ?შენ სიგიჟეებს ასწავლი და დაგეშავ ჩვენს წინააღმდეგ,ენა არ შემომიბრუნო,ალექსანდრა ჩემთან წამოვა რომ სერიოზული ადამიანი ამოყალიბდეს და არა მის შეხედვაზე ხალხი პირდაპირ ფსიხიატრიული გარბოდნენ.
-როგორ მეზიზღები გიორგი გოგაბერიშვილო,მაგრამ სულ არა,ხანდახან.უთხრა გაბრაზებულმა ანამ.
-მეც მიყვარხარ და არ არის ამდენი აფიშირება საჭირო.ანამ უყურა,უყურა გიორგის და უთხრა.
-ვისაც ჩემი შურს, იმას მოტყდეს ფეხი.ვოტ ასე მოგიხდება შენ.
-ეს გინდოდა დილას დაელოცე?ხომ დაგლოცა შეეშვი ახლა.უთხრა სიცილით ბექამ.
-ენას ამოგწიწკნი და ხელში დაგაჭეროინებ,ვინ ხარ რა არსება ხარ არც გათხოვებამ გიშველა,არც ორსულობამ,მაინც ანთხევ და ანთხევ ამ შახამ რომ არ გამოგელია?ზანდა ალექსანდრა იღიმოდა მათ კინკლაობაზე.
-ეს არაფერია,ახლა არ შეუძლი ანას თორემ ისეთ კონცერტებს უტარებდა გიორგის სულ ცივი ხმით აღრიალებდა.სიცილით უთხრა გოგიმ ალექსანდრას.
-აქ სიმშვიდეა საჭირო და ნუ იცინით,გადით გარეთ ადამიანს დასვეება სჭირდება.შენისთანა ხისთავიანი კი არ არიან,რომ ვერ იგრძნოს ვერცერთმა ეს ხმაური.
-ოხ ანა,ოხ ანა როდის დაიჩუტები.
-ორი თვე მიდა კიდევ.უთხრა ღიმილით და მუცელზე ხელი დაისვა.ნელა-ნელა ყველაფერი ჩაწყნარდა და თავის ადგილზე დადგს,ზანდას ჯამრთელობა კარგად მიდიოდა,ალექსანდრა ხან გიორგისთან იყო და ხან ანასთან.სამსახურსაც შეეწყო და ამ მეგობრულად შეკრულ ოჯახშიც მოკალათდა სადაც თავს ყველაზე ლაღად გრძნობდა.გელამ დღე არ გავიდოდა გიორგისთან რომ არ მისულიყო თუ სახლში,თუ კომპანიაში და ისე არ მივიდოდა ალექსანდრესთვის შოკოლადი არ მიეტანა.მარიამი აკვირდებოდა გელას და ჩუმად მისთვის იცინოდა გულში,რადგან პირველმა მარიამმა აღმოაჩინა ალექსანდრეს მიმართ გრძნობე ბი რომ ჰქონდა გელას.
უჩვეულოდ ცივი ზამთარი დადგა,დილით გიორგიმ ფარდები გადაწია და თვალები გაუფართოვდა თოვლი მოსულიყო და ყველაფერი თეთრ ქათქათა ფენით იყო გადაფარული.ფარდები ისევ ჩამოაფარა და დაელოდა მარიამის გაღვიძებას,რომ შეეხედა მისი ბედნიერებით სავსე თვალებისთვის.როცა მარიამს უყურებს ბედნიერებით სავსეს და მხიარულს გიორგისთვის ირგვლივ ყველაფერი ირინდება და მას მხოლოდ მარიამის კისკისის ხმა ესმის,გაიღვიძა მარიამმა და გიორგიმ უთხრა.
-ხომ გაგიგონის საყვარელო,ყველა ლამაზი დღე ქალთა დღე არისო,ასეც არის ადე გაიხედე გარეთ,დღეს შენი დღეა.
-რა ხდება, გიორგი.ადგა ხალათი შემოიმცვა და ფარდები გადაწია,მის წინ კი უჩვეულოდ თეთრი დილა გადაიშალა.
-ღმერთო,რა სილამაზეა,ბუნების სიცოცხლის საწყისი დღეები დაიწყო,ყველაზე დიდი სიმდიდრე ხომ სიცოვხლით ტკბობაა და აი ზამთარში ესაა სიცოცხლე და სიხალისე.ფერადი შემოდგომის შემდეგ ჭაღარა ზამთარიც დაგვადგა თავზე.ერთი,ორი,სამი,სამ თვეში კი გაზაფხულია.თავისთვის ლაპარაკობდა და გიორგი ღიმილით უსმენდა.-დღეს პირველი დეკემბერია ხომ?მიუბრუნდა კითხვით გიორგის.
-1 დეკემბერია და ეს პირველი დღეც თოვლით მოგვილოცა ზამთარმა.უთხრა გიორგიმ და ხელები შემოხვია მარიამს.
-ჩემი საყვარელი სეზონია გიორგი ზამთარი.
-მართლა?ეს არ ვიცოდი.გაუკვირდა გიორგის.
-ხო,მართლა.ცხელი ჩაი, ბუხარში ცეცხლის მზე და კალენდარზე ნელა-ნელა ყოველი დღე თითოეული ფურცლის მოხევა.
-ჩემი პატარა რომანტიკოსი.შენებიდან ყველას წილი რომანტიკა მოათავსე შენში,ანას ვერ გაუყავი ცოტა?ვაფშე გარტყმაში არ არის,რა არის რომანტიკა.გაეცინა გიორგის.
-რა გინდა ანასგან ახლა,შემდეგ იტყვი თავად გამომიწვია და მეც სამაგიეროს გარეშე არ დავტოვეო.იცი რას მივხვდი მთელი ეს დრო?
-რას,რამე სისულელე არ თქვა მარიამ.
-არა,სისულელე სულაც არ არის.თქვენ ორნი ვერ იტანთ უერთმანეთოდ ყოფნას და ვერც ერთად თავსდებით.
-რა საყვარლად გაიბერა,უკვე 8 თვის არის ხომ?მალე პატარა გვეყოლება,მარიამ ჩვენ როდის გვეყოლება?კითხა მარიამს და კისერში აკოცა.
-ეს შენზეა დამოკიდებული.ეშმაკურად უთხრა მარიამმა გიორგის და თან კისკისებდა,რადგან იცოდა რაც მოყვებოდა მის სიტყვებს.
-აააა,ესე იგი მე ვარ დამნაშავე?ამ ზამთრის დაჩიავებულ დღეში,რა უნდა მოასწრო.დღე იმდენად პატარაა,იღვიძებ მიდიხარ სამსახურში,მოდიხარ და უკვე ღამეა.სიცივე კი ყველაფრის სურვილს გიკლავს.
-გარეთაა სიცივე სულში ხომ არა?რა ჯობია სუსხიანი სიცივის შემდეგ სახლში შესვლას და სახეში ბუხრის სითბო რომ შემოგასკდებს.მერე უფრო კარგი არ არის მალე რომ ღამდება?უფრო ბევრი დრო გაქვს ტკბობისთვის და მოსაფერებისთვის.
-მარიამ რა გაქვს გულში.თვალებით იცინოდა გიორგი.
-ის რაც შენ.გადაიისკისა მარიამმა და გიორგიც აყვა.
-მაგიჟებ,მაბნევ და შენს წინაშე ორივე ველური ვხდებით.გიორგიმ საწოლზე გადააწვინა მარიამი და ორივემ სიყვარულით ჩააცხრო მათში მოწოლილი ვნება.
-არ იცოდი ზამთარი იდეალური მომენტი რომ არის ერთმანეთის მოფერებისთვის?თბილ საწოლში გაღვიძებისთანავე როცა სხეულები ჯერ კიდევ თვლემს,ნელა ნელა ემზადებიან ნელი და ზარმაცი სექსისთვის,ნელა-ნელა ერთმანეთის ტკბობით ნელი და არც ისე მცხუნვარე მზის ფონზე იღებ სიამოვნებას.გიორგიმ ზემოდან დააჩერდა მარიამს და სიცილით შეეკითხა.
-მარიამ კარგად ხარ?
-ამ საოცარი სიამოვნების შემდეგ, მიიღე შხაპი და უცქირე შენს გამოსახულებას სარკეში.მარიამი აგრძელებდა ვნებამორეული ზამთრის ოცნებებში ხეტიალს და გიორგის ისევ აღგძნებდა,ისევ ჩაიძირნენ ვნების მორევში და როგორც იქნა ორივე დაიღალა.ამ საოცარი სიამოვნების მიღების შემდეგ ორივემ აშკარად იგრძნო შიმშილი.
-ავდგეთ მარიამ შუადღე წამოვიდა,ენერგიის შენარჩუნებისათვის და ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელია ნოყიერი საუზმე.
-მართალი ხარ შენ,მეც მომშივდა.ადგა,მოწესრიგდა და რუსოს გვერდით დაუდგა.ფორთოხალი დაწურა,კვერცხიც შეწვა,პომიდორიც დაჭრა,სოსისი მოხარშა,არც რუსოს გაკეთებული გემრიელი კვრასანები არ დვიწყებია და სხვებთან ერთად თავადაც მიუჯდა მაგიდას.



№1  offline წევრი მია15

ძალიან კარგი და საინტერესოა.ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.ველი შემდეგ თავს.

 


№2  offline მოდერი zia-maria

მია15
ძალიან კარგი და საინტერესოა.ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.ველი შემდეგ თავს.

ყოველთვის სტარტზე ხარ და ყოველთვის მახარებს შენი ემოციები. kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent