შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დემონის პატარა ანგელოზი [2]


8-07-2018, 17:41
ავტორი KATIE ♥12
ნანახია 3 411

ლაპლაპა შავი ავტომობილის უკანა სავარძელში ზენონი წელში გასწორებული იჯდა და თავის გრძელ, თლით თითებს ატკაცუნებდა. შავი თვალებით ფანჯრიდან უაზროდ იყურებოდა. ელოდა,როდის გამოჩნდებოდა მისი უსუსური მსხვერპლი, რომელსაც აქამდე კარგ იდეად მიჩნდა მაფიის ლიდერის ღალატი და ენის მიტანა მისი მტრებისთვის. გაგიმეორებთ, მიაჩნდა. მალე ამას ვეღარ შეძლებდა სუნთქვასთან ერთად. ზენონი სხვას არსებობას ძლივს პატიობდა და ღალატს, როგორ აპატიებდა.
-სწრაფად მოიშორე- ზენონის ხმა გაისმა ავტომობილში- ახსნა არაფერს უნდა. იცის რისთვისაც კვდება.
საჭესთან მჯდომმა დემეტრემ სარკიდან თავის ბატონის არაფრის მთქმელ სახეს გახედა.
-თქვენ გადმოსვლას არ ისურვებთ?- იკითხა.
-მხოლოდ იმისთვის გადმოვალ რომ ჩემი სახე ბოლო იყოს რასაც დაინახავს - ჩაიცინა მწარედ ზენონმა- ყველა გაიგებს, რომ მოღალატეებს თვით მაფიის ლიდერი სჯის, ამიტომ იმედია დაშინდებიან და მეორედ ამაზე აღარ იფიქრებენ.
-კი მაგრამ...თქვენ ხომ იცოდით რომ გეგელაძე ღალატს აპირებდა...ამის საშუალება რატომ მიეცით?- დემეტრემ წარმოთქვა.
-ვიცოდი... მაგრამ მაინც დაველოდე იქნებ ბოლოს გადაწყვეტილება შეეცვალა, თუმცა სიხარბეს დაჰყვა და შვილსაც უკვე მარტო დატოვებს სამუდამოდ- ზენონმა ამოიოხრა და თმის ხვეული ბოლოები უკან გადაიწია- ყველა ადამიანი მისი მსგავსი არ არის? მოღალატე, ხარბი, დაუნახავი. ჩემი ცხოვრება მეტად მოსაწყენი იქნებოდა თუ მათ თავიდანვე მოვიშორებდი.
-მოსაწყენი? თქვენ უბრალოდ ცდილობთ ადამიანებშ იმედი არ დაკარგოთ რადგან თავს...- ხმა მაშინათვე ჩაუწყდა რადგან ზენონის გაცეცხლებული მზერა შეამჩნია.
-მარტოსულად ვგრძნობ? ამის თქმა გინდა? - ხმა გაუმკაცრდა და მის წინ მჯდომის გონება მახვილობა სრულიად არ მოეწონა.
-არანაირად...მაპატიეთ ენის ტლიკინი... მაფიოზს არავინ უნდა სჭირდებოდეს გვერდით. ეს თქვენი კეთილი სურვილი იყო მისთვის დაგეცადათ და არჩევნის საშუალება მიგეცათ. გეგელაძემ კი დანაშაული აირჩია და ამიტომაც დასჯის ღირსია. - დემეტრემ ბატონს დაუყვავა და ეცადა მისი სიბრაზე თავიდან აეცილებინა.
დემეტრე ზენონთან უკვე ხუთი წელი მუშაობდა, როგორც მისი მარჯვენა ხელი, ამიტომ ნელ-ნელა დაიწყო მისი უცნაური წინასწარმეტყველური საქციელების შემჩნევა. ზენონმა ყოველთვის იცოდა მოსალოდნელი უბედურება მის გარშემო მყოფთაგან. ხვდებოდა მათ რა სურდათ, რის გაკეთებას აპირებდნენ და თავში რა უტრიალებდათ. ერთხელ დემეტრეს გული კინაღამ გაუჩერა აუღელვებელი ხმით, ნათქვამი ფრაზით „ ფარდები არ გაწიო, იარაღს გვიმიზნებენ მოსაკლავად“. ზენონის სახე არასდროს იცვლებოდა. წითელი ტუჩები უძრავად იყვნენ მოკუმულნი, შავი თვალები უსიცოცხლოდ გიყურებდნენ და მისი გრძელი წამწამები მოლოდინით ფახურობდნენ. ზენონი გელოდა, როდის მისთვის უკვე ნაცნობ გზას, როგორ გაუხვევდი სხვა შესახვევში, არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებდი და მას ზურგს აქცევდი.
-მოდის- ზენონის ხმა კვლავ გაისმა და დემეტრეს წინა სავარძელში რკინის კასტეტი ესროლა - სწრაფად და მტკივნეულად.
დემეტრემ ამოიოხრა, ავტომობილიდან გადავიდა. ორმოცდაათ წლამდე გეგელაძეს უკან გაჰყვა ბნელ კუთხამდე და ბოლოს წინ გადაუდგა. გეგელაძემ მისი სახე მაშინათვე იცნო და წამის მეასედში გაანალიზა, რომ ცხოვრება დასრულებული იყო. ამოგმინვაც ვერ მოასწრო ისე დაეცა ძირს. საწყლად მოიკრუნჩხა და ღმერთს ევედრებოდა ამ ბუმბერაზი კაცისგან გათავისუფლებას, რომელიც გამეტებით სცემდა.
ცოტახანში მათთან ნელი ნაბიჯებით ზენონიც მივიდა, მობეზრებული თავის ქნევით.
-შეგეძლო ჩემთან მუშაობა გაგეგრძელებინა, ფული აგეღო, შვილისთვის მიგეხედა, მაგრამ არა... უსუსურ ვირთხებს სულ მეტი უნდათ. მეტი ფული, მეტი, მეტი, მეტი- გაღიზიანებული ხმით წარმოთქვა, სისხლიანი ტანსაცმლით, ნაცემი სხეული ასწია, სახეში რომ შეეხედა- რა ვქნათ, რომ ვირთხებს ამ მეტის ზიდვა არ შეუძლიათ და ბოლოში დამსახურებულად კვდებიან?
-გთხოვთ...შვილი მყვას პატარა... პატარა გოგონა... მაპატიეთ, მე- სისხლის ხველებით აგრძელებდა კაცი- მეორე შანსი მომეცით, იმედებს აღარ გაგიცრუებთ...
ზენონმა მას არც კი შეხედა. სისხლით მოსვრილი ხელი ლოყაზე შემთხვევით მოისვა და თქვა- რაც აღარ არსებობს, იმას ვერც გამიცრუებ- დემეტრეს მზერით გეგელაძის მოშორება ანიშნა. მისმა მარჯვენა ხელმაც კაცის გათრევა დაიწყო მოშორებით, რომ ჩუმად მოეკლა.
სანამ დემეტრე დაკავებული იყო დავალების შესრულებით, ზენონი გაუნძრევლად უყურებდა ნათელ ცას და ცხოვრებაში პირველად, ვერ იგრძნო უცნობის მოახლოება. ზენონი გონს მხოლოდ მაშინ მოეგო, როდესაც თბილი, ნაზი თითები ლოყაზე მოეთათუნა და სანტავიკი მიაკრო. თავისი გაკვირვებული თვალები წინ მდგომ გოგონას მიაპყრო და მაშინათვე გული აუძგერდა. ეს ერთი ნახვით შეყვარება კი არა, გაღმერთება იყო. იგი მაშინათვე ანგელოზად შერაცხა. გოგონას მოციმციმე ყავისფერმა თვალებმა დააბნიეს, გრძნობები აურიეს და თავი დამარცხებულად აგრძნობინეს.
-რა...- ხმა ჩაუწყდა ბიჭს და გონს ვერ მოეგო.
-არა მგონია, რომ სერიოზული ჭრილობა იყოს- ლილემ წარმოთქვა და ლოყას შეხედა- ალბათ თქვენც ვიღაც იდიოტები გადაგეკიდათ, მაგრამ როგორც ჩანს ორივემ გავიმარჯვეთ- გაიკრიჭა ბავშვივით და თავისი წითელი ხელები ანახა.
ზენონს გამბედაობა არ ეყო იმისთვის რომ ეთქვა, მის ლოყაზე სისხლი სხვას ეკუთვნოდა და თვითონ იმ „იდიოტების“ კატეგორიას მიეკუთვნებოდა.
-სახლში რომ მიხვალთ კარგად დაიმუშავეთ ჭრილობა და ახალი სანტავიკი დაიკარით- გოგონამ კვლავ გაუღიმა და როგორც მოვიდა, ისე ჩუმად წავიდა. ბიჭს გონზე მოსვლაც კი არ აცადა.
ზენონის გული კვლავ ბაგაბუგს აგრძელებდა, რომელიც დიდი ქარიშხლის მოახლოებას გრძნობდა. ქარიშხლის, რომელიც ყველაზე სასიამონო და დამანგრეველი იქნებოდა. ასეთ საშუალებას კი ზენონი ხელიდან არ გაუშვებდა, უნდა ჩაეგდო ხელში ის ერთდაერთი ადამიანი რომლის საქციელის განჭვრეტაც შეუძლებელი იქნებოდა. ის ადამიანი, ვინც მის გულს ასე ხმამაღლა აძგერდა.
„ჩემი იქნება“ გაიფიქრა და მაშინათვე დემეტრეს უხმო. საქმის დასრულებაც არ აცადა, არც კითხა მოკლა თუ არა. მის თავში მხოლოდ თეთრკაბიანი ანგელოზი ტრიალებდა.
-იპოვნე ახლო-მახლოში ყველა ვიდეოთვალი. ბოლო ერთი საათის ვიდეოს უყურე და იპოვნე თეთრკაბიანი გოგონა. გაიგე ვინ არის, რას წარმოადგენს, ყველაფერი. გაიგე საიდან მოდიოდა, რატომ ჰქონდა სისხლი ხელებზე და ვინ ჩააგდო ესეთ დღეში. რომ იპოვნი...- მის სახეზე შეშლილმა ღიმილმა გადაირბინა- მათ მე მივხედავ!
დემეტრე გაკვირვებული უყურებდა მუდამ ურეაქციო მაფიოზს, რომელიც გრნობებს გამოხატავდა, სიხარულისგან კანკალებდა და ვიღაც თეთრკაბიანი გოგონას მოძებნას სთხოვდა. პირველად დაინახა დემეტრემ რომ ზენონს რაღაც სურდა. სურდა ისე ძალიან, მისი შავი თვალები სინათლით ციმციმებდნენ.
სანამ პასუხის გაცემას შეძლებდა მარჯვენა ხელი, მათთან მოახლოებული მძიმე ნაბიჯების ხმა გაიგონა და ჩაჩუმდა.
-სად ჯანდაბაში გაიქცა ის ძუკნა?- ღრიალებდა ერთ-ერთი მათგანი და იგინებოდა.
-შორს ვერ წავიდოდა, იმდენი ათრიე თმებით მუხლები სულ დაკაწრული ჰქონდა- დააწყნარა სიცილით მეორემ.
ზენონის ღიმილი შეირხა, თვალები შემაძრწუნებლი ელვარებით შეეცვალა. მისით შეშინებულმა დემეტრემ, დაუფიქრებლად, ნაბიჯი უკან გადადგა.
-როგორც ჩანს დიდხანს ძებნა არ მოგვიწევს- ჩაიცინა ზენონმა- ცოდვილი ვირთხები თვითონ მოვიდნენ სასჯელის სათხოვნელად.
-ბატონო ზენ...-მისი შეჩერება სცადა დემეტრემ მაგრამ ბატონის მზერამ მოაკეტინა.
ზენონმა მკლავები აიკაპიწა, ნელი, აუჩქარებელი ნაბიჯებით ბიჭებს წინ გადაუდგა და მისთვის უკვე ნაცნობი დასასრულისთვის გაემზადა.
-ბიჭებო, გავიგე პატარა ანგელოზს ეძებთ- გაუღიმა ირონიით.
უცნობებმა მას გაკვირვებით შეხედეს, თუმცა მოახლოებული საშიშროება ვერც იგრძნეს.
-ანგელოზი? უფრო პატარა დემონი იყო! აბა რა ეგონა უცნობებს გადაღებებზე რომ სთანხმდებოდა- მაშინათვე გოგონას დასდეს ბრალი- გაგიჟდა, მუშტები იქნია და გაიქცა, მაგრამ შორს ვერ წავიდოდა.
ზენონის ღიმილი უფრო გაიზარდა იმის გაგონებით, რომ მისი ანგელოზი დამყოლი ხასიათის არ ყოფილა და ერთი-ორი მუშტის მორტყმა შეეძლო.
-ვიცი სადაც გაიქცა თქვენი გოგონა, ამიტომ გამომყევით და ადვილად მივაგნებთ- წარმოთქვა ზენონმა და იმ შესახვევისკენ დაიწყო სიარული, სადაც წუთების წინ გეგელიძე შეათრია დემეტრემ მოსაკლავად.
დემეტრე ავტომობილთან ჩუმად იდგა და გამოსულ ტკივილით აღსავსე ხმებს ყურადღებას არ აქცევდა. თავის ბატონს ელოდებოდა, რომელსაც ლოყაზე ყვავილებიანი სანტავიკი ჰქონდა მიკრული და სისხლიან ხელებს ტანისამოსზე იწმენდდა. მომავალი ზენონი იღიმოდა ისე, ვითომც არაფერი მომხდარა და დემეტრეს უმეორებდა, რომ გოგონა ეპოვნა.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ვაუუუუუუუ.... ემოციებისგან ვეღარ ვსინთქავ..... საოცარი იყო... დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ კითხვას თუ ერთ პატარა კითხვაზე მიოასუხებ... ცუდი დასასრული ექნება ამ ოსტორიას?! იმიტომ გეკითხები რომ ძალიან, მართლა ძალიან მომწონს და ცუდად რო დამთავრდეს ორმაგად მეწყინება...

 


№2  offline წევრი KATIE ♥12

ანი ანი
ვაუუუუუუუ.... ემოციებისგან ვეღარ ვსინთქავ..... საოცარი იყო... დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ კითხვას თუ ერთ პატარა კითხვაზე მიოასუხებ... ცუდი დასასრული ექნება ამ ოსტორიას?! იმიტომ გეკითხები რომ ძალიან, მართლა ძალიან მომწონს და ცუდად რო დამთავრდეს ორმაგად მეწყინება...


დიდი მადლობა დადებითი ემოციებისთვის^^ მე თვითონ ცუდი დასასრულების მოყვარული არ ვარ და არამგონია ახლა გავხდე.
--------------------
-K

 


№3 სტუმარი sali

au male dade ra shemdegi tavi dzaan magari iyo

 


№4  offline წევრი cicino

საინტერესოა მომწონს რაღაც სასიამოვნო წასაკითხია, წარმატებები და ველოდები შემდეგ თავს.

 


№5  offline წევრი ვარა შველიძე

მალე დადე შემდეგი თავი

 


№6 სტუმარი Ellena ellena

ძაან კაი იყო მალე დადე ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent