მივიწყებული გრძნობა (მეოთხე თავი)
როგორც აღმოჩნდა თათოს და ნიკას ბევრი ურბენიათ.იქამდე ურტყეს წრე პარკს სანამ ძალაგამომცლილები ლამის მიწაზე გაიშოტნენ.ბოლოს დანებდნენ,მოსულიერდნენ და საშიშ ოთახში შესვლა გადაწყვიტეს.ნიკა ამ ყველაფერს ჩუმად გვიამბობდა,არ უნდოდა სიხარული თათოსთან შეემჩნია. -და რამ გაგახარა ასე ძალიან-ვკითხე -შიგნით რომ შევედით ჯერ არაფერი მაგრამ ერთგან ძალიან შეეშინდა და თითქმის ჩამეხუტა-მის მონაყოლს ვუსმენდი და სიცილს ძლივს ვიკავებდი -და თითქმის ჩამეხუტა რას ნიშნავს-გაკვირვებულმა შეხედა გიორგიმ -ანუ კი არ ჩამეხუტა მაგრამ ვიგრძენი რომ აპირებდა -ააამ შენ თუ იგრძენიი მაშინ ხო…-სერიოზული სახით ვუთხარი,ნიკა კი უცებ მოიღუშა -ხუმრობს მარიამი, მართალი ხარ შენ-დაამშვიდა გიორგიმ და მანიშნა სიყვარული მართლაც აშტერებსო. მალე თათოც შემოგვიერთდა. -სად იყავი აქამდე,ვიფიქრე შევეცოდე და გაიქცათქო-გაეცინა ნიკას -შესაცოდი აქ მარტო მე ვარ, ვაჟბატონო -ჰო აბა სულ ცომის საბრტყელებელით გცემე და მერე ეშმაკის ბორბალზე მოგიშალე ნერვები -ბოდიში მოიხადე,შენ თვითონ დაიწყე ნამიოკები და ახლაც შენ იწყებ -არაფერსაც არ ვიწყებ,უბრალოდ ვიხუმრე და შენ ყველაფერი გწყინს -რას ქვია ყველაფერი მწყინს??თავსაც ხო არ გაბეზრებ ერთი-არ ცხრებოდა თათული -აი, ეგეთი დასკვნა საიდან ვგიჟდები,იმენა ფილოსოფოსობას აწვები-უკვე ნიკაც ბრაზდებოდა.ბოლოს გადავწყვიტე ჩავრეულიყავი -ჰეი ხალხიიი,რა დღეში გაქვთ ნერვები.ბოლოს და ბოლოს მომავალი მშობლები ხართ და მაგალითი უნდა მისცეთ შვილებს -მარიამ თუ გწყვიტე მერე ნახე შვილები და ჩიტები სამოთხეში-შემომბღვირა თათომ და მეც ხმა ჩავიკმინდე.არა მარი სულელი ხარ, აბა რა ხარ!ხუმრობა შენ არ იცი,რა სად უნდა თქვა ის არ იცი, წადი დაიძინე,ჩემ თავს ვეჩხუბებოდი და ასპარეზი გიორგის დავუთმე.მან უფრო ცივილურად და წყნარად მოახერხა სიტუაციის დარეგულირება.მოკლედ, გავემართეთ რესტორნისკენ.საკმაოდ მყუდრო ადგილი ჩანდა.თათულის სახეზე ეტყობოდა რომ კმაყოფილი იყო,ნიკა კი ამით ხარობდა. -მოკლედ რა შევუკვეთოთ?-იკითხა ნიკამ -აი,ახლა აცადე პაპს-თქვა დამაჯერებლად გიორგიმ და იმდენი რაღაც შეუკვეთა ვერც კი დავიმახსოვრე -მოკლედ თქვენ სულ ერთნაირები ხართ ხო?-მე დ გიორგის გადმოგვხედა თათომ. -კუბიდონი მეგობრები,კუჭის მონობაში ეცილებიან ერთმანეთს-ჩავიხითხითე.გიორგიმ კი დასარტყმელად ხელი გამომიშვირა. ცოტა ხანში ორივე რესტორნიდან გამოვიპარეთ.ფაქტობრივად არაფერი გვიჭამია. -ამ მსხვერპლისთვის დაქალობის პრემიას ვიმსახურებ -მე გაღიარებ,მარო -მაროს კიდევ ერთხელ დამიძახებ და დაგკარგავ სამუდამოდ -ადრე სულ ეგრე გეძახდი და არასდროს გწყინდა -ეგ სულ დამავიწყდა -საერთოდ არ გახსოვარ ხო? -ანუ კი როგორ არა,მახსოვს,ბავშვობაში შენთან ხშირად მოვდიოდით ხოლმე .ირინა სულ გემრიელობებს მახვედრებდა და შენ კიდე ყოველთვის მართმევდი-წარსულის გახსენებამ ღიმილი მომგვარა.გონება კიდევ უფრო დავძაბე და მოგონებებიც თითქოს თავისთვის ამოტივტივდნენ.მუცელში წარსულის დროინდელი პეპლები ვიგრძენი.თითქოს ამ დროის განმავლობაში,იქ იმალებოდნენ და მხოლოდ ახლა მოახერხეს გათავისუფლებაო. -მე მეგონა კარგად გახსოვდი.-ვიგრძენი რომ ხასიათი გაუფუჭდა -კარგიი რა გიო,ეგ რამდენი წლის წინ იყო.დარწმუნებული ვარ არც შენ გაგხსენებივარ სანამ შენთან არ მნახე -შენ დამპირდი, რომ არასდროს დამივიწყებდი. -გიორგი -ირინას მე ვუთხარი რომ შენთვის დაერეკა. -რა? -ჰო,იმ დღესაც გიცანი,სახლში რომ ამომაკითხე. -მართლა მახსოვხარ,არ გატყუებ! უბრალოდ იმდენი წელი გავიდა.ამერიკაში რაც გადახვედით,კონტაქტი აღარ გვქონია.მითუმეტეს შენ შენს მშობლებზე უფრო დიდი ხნით დარჩი. -კარგი,კარგი დაივიწყე, მარო -მაროს ნუ მეძახითქო -ჩემთვის შენ მარო ხარ და მაროდ დარჩები!ჩემს ეზოში რომ მარო ბებო შოკოლადებს და ტკბილეულებს ყიდდა,ხომ გახსოვს? -მაგ ქალს რა დამავიწყებს,ჩემით სულდგმულობდა მგონი-მოხუცის გახსენებაზე გულიანად გადავიხარხარეთ.როცა გიორგისთან სტუმრად მივდიოდით,საგანგებოდ გადანახული ფულით, მარო ბებოსთან ჩემ საყვარელ ტკბილეულობას მყიდულობდა. -ჰოდა მაგ ქალს გაუმარჯოს და მის საპატივცემოდ შენ ახალ სახელ,მაროს -ასაკში მეც ეგეთ მომავალს მიწინასწარმეტყველებ თუ რა მაფიაა -არა უბრალოდ,ეგ ქალი რომ არ ყოფილიყო,ალბათ ჩემთან არ მოხვიდოდი ხოლმე,მერე რაღა უნდა მექნა.შოკოლადის ჭამისას შენ ბედნიერ სახეს ხომ ვეღარ დავაკვირდებოდი.-ნელ-ნელა ვგრძნობდი სახე როგორ ამიხურდა,მაგრამ არ მინდოდა გიორგის შეემჩნია. -შენც მოგცლია რა.რაზე მელაპარაკები-თემის შეცვლა ვცადე -კარგი ხო დღეისთვის საკმარისია.ჩვენც დავსხდეთ სადმე და ვივახშმოთ-გიორგი თითქოს სადღაც დაფრინავდა და ახლა გამოერკვაო,ისე გააქნია თავი -კარგი,წავიდეთ. დრო ისე გავიდა ვერც კი შევამჩნიეთ.ისევ ბავშვობის სასაცილო მომენტებს ვიხსენებდით და სიცილისგან მუცელი გვტკიოდა. იმდენი და ვილაქლაქეთ დაქანცულები ძლივს მივბრუნდით უკან,მანქანაში ჩავსხედით და გვრიტებს გავუარეთ. როგორც ჩანს ისევ იჩხუბეს.არცერთი ხმას არ იღებდა.დროდადრო თუ ჩაიბურდღუნებდნენ -ხეპრე -ალქაჯი -თვითკმაყოფილი იდიოტი -სწერვა და ამას მოყვებიდა მთელი გარჩევები და ბოლოს მაინც რამდენიმე წლის წინანდელ უყურადღებობას ვუბრუნდებოდით. თათული ჩემთან დარჩა.მთელი ღამე ვილაპარაკეთ.სულ სხვანაირი იყო,ყურებამდე შეყვარებული .ნიკას ხსენებაზე ფეხის თითიდან თმის ღერამდე რომ წითლდებოდა. -თათ მგონი თანდათან მემსგავსები-გავეკრიჭე და წარბები ავუთამაშე -ნუ აკეთებ ეგრე,ნერვები მეშლება.არც მიყვარს არც მომწონს -არა კაცოო რა მიგწონს,რა გიყვარს,ხო არ ღადაობ -მარიამ!იციი მითხრა რომ მიყვარხარო. -რა?? -ჰოო -მერე? -ყველაფერს ვნანობ,რაც წარსულში მოხდა.ვერ ვხვდებოდი რამდენად ბევრს ნიშნავდი ჩემთვის და მინდა ყველაფერი თავიდან დავიწყოთო. -აუ,ძალიან მაგარი ბიჭია რა.გიჟდება შენზე!და რა უთხარი? -გავლანძღე -რა ქენი? -ვერ გაპატიებ,არც ახლა მჯერა შენი,მატყუებ და ჩემი გასულელება გინდათქო. -ვაიმე დედა.შენ გოგო ნომრალური ხარ?ბიჭს უყვარხარ,შენც გიყვარს.ყველაფერს აკეთებს რომ როგორმე აპატიო და ბავშვობის სიცანცარე ვერ დაივიწყე..გაიზარდა უკვე,თათული,გაიზარდა და შეცდომას მიხვდა.უბრალოდ რატო არ გინდა გაუშვა წარსული და მომავლის ბედნიერება მიიღო. -არ ვაპატიებ და მორჩა. იმდენად კატეგორიული იყო,დავნებდი.თემის შესაცვლელად ფილმის ჩართვა შევთავაზე.რაღაც მელოდრამა მოვძებნე და მის კი არა თათულის რეაქციების საყურებლად მოვკალათდი. სევდიან ფილმებზე არასდროს ტიროდა,მაგრამ ამჯერად დანებდა და ისე გამეტებით აქვითინდა,სერიოზულად გადავწყვიტე 112ში დამერეკა. -აუუ რატო ვტირი -მე კი ვიცი რატომაც ტირი მაგრამ ხმა რომ ამოვიღო ან მომკლავ ანდაც ფანჯრიდან მისვრი.მოკლედ სამარე ვარ -იმიტომ რომ შენ სულ სისულეებს მეუბნები-ამოისრუტუნა და საწყლად გამომხედა.მივხვდი შესატევად კარგი დრო იყო. -სიმართლეს თუ დღეს სისულელეს უწოდებდნენ არ ვიცოდი,გავითვალისწინებ-თვალები მოვჭუტე და მის პასუხს დაველოდე -რა გიინდაა-ძალაგამოცლილმა ამოიხავლა -რა და სიმართლე უნდა თქვა,ნუ აწამებ იმ ბიჭს,ნურც შენ თავს.რატომ არ გინდა უბრალოდ ყველაფერი დაიკიდო და ცხოვრება შეირგო.ყველაფერში პრობლემას რატომ ხედავ -არა,არ შემიძლია -რატომ?რატომ არ შეგიძლია,ამიხსენი! -არ ვიცი…უბრალოდ.. -უბრალოდ რა??-მკაცრად ვუთხარი -უბრალოდ მეშინია-ჩუმად ჩაიბურტყუნა და თავი დახარა.აღარაფერი მითქვამს,რაღა უნდა მერჩია.ნაცნობი გრძნობა იყო.შიში რომ გიღალატებენ,შიში იმისა რომ არ დაგაფასებენ,უბრალოდ შიში რომ არ ეყვარებით.სიყვარულის შიში რომელიც მეც მთელი ცხოვრება თან მსდევდა და საგულდაგულოდ ვმალავდი.რა უნდა მერჩია…არ ვიცოდი…ამიტომ გავჩუმდი…და ყველა გამოუთქმელი გრძნობა ისევ გულში ჩავიხვიე…ერთხელ რომ გატკენენ,მერე ნდობის დაბრუნება თითქმის შეუძლებელია,ჩემთვის ჩავიბურტყუნე.ჩემთვის და კიდევ უჩვეულოდ მოკაშკაშე მთვარისთვის რომელიც გამეტებით ანათებდა გაღებულ ფანჯარას…როგორც ყოველთვის,ისევ დუმდა ერთგული მთვარე..სიჩუმე ხომ ზოგჯერ საუკეთესო გამოსავალია.ხოდა მეც გავჩუმდი,არაფერი მითქვამს...ან რაღა უნდა მეთქვა.. იმ დღის შემდეგ ფიქრები აღარ მასვენებდა.პატარა თინეიჯერი ბავშვივით გრძნობები ერთმანეთში მერეოდა.ყოველთვის სიყვარულზე ვიყავი შეყვარებული,თუმცა თავად არასდროს აღმოვჩენილვარ ამ ქარცეცხლში.ვბრაზობდი რომ მეგობრის დამშვიდება არ შემეძლო და სწორედ მაშინ,პირველად,მეც მომინდა სიყვარულით შევპყრობილიყავი.ისეთი სიყვარულით სადაც ღალატის,უყურადღებობის და უემოციობის საფრთხე არ დამემუქრებოდა.შევხვედროდი ისეთ ადამიანს ვისთანაც თავს ბოლომდე ლაღად ვიგრძნობდი.ჩემს საყვარელ მეგობარს კი მაგალითად სწორედ მას მოვუყვანდი.ჩემს მეორე ნახევარს გავახსენებდი და ყოველგვარ შიშს გავუფანტავდო.დავუმტკიცებდი რომ ამ სამყაროში ისევ არსებობდა წრფელი გრძნობები,დავუმტკიცებდი რომ ნამდვილი სიყვარული ისევ არსებობდა,და დავუმტკიცებდი რომ ნამდვილი სიყვარული ღალატისგან,გრძნობების დაუფასებლობისგან და ყოველგვარი უწმინდური ქმედებებისგან შორს იყო.მაგრამ ეს არ შემეძლო.არ შემეძლო არათუ მისი დამშვიდება არამედ არც საკუთარი თავის.გარშემო ვიხედებოდი,ვიხსენებდი ყველა სიყვარულის ისტორიას, რაც ჩემს ნაცნობ-მეგობრებს გადახდენოდათ თუმცა ნამდვილი სიყვარულის მაგალითად არცერთი შეიძლებოდა განხილულიყო.იმედი თითქმის გადაწურული მქონდა,იმედი იმისა რომ ამ დამპალ სამყაროში კიდევ არსებობდა რაიმე წმინდა…ისეთი რამ რისგანაც თავის დაცვა სიყალბით არ მოგიწევდა..ისეთი რამ რისი შეგრძნობის შემდეგაც იქნებოდი ნამდვილი მე და არა ყოველდღიური ნიღაბაკრული არარაობა..ნეტავ არსებობდეს..ეს ფიქრები მტანჯავდა და თითქმის მთელი წარმოდგენები თავზე მემსხვრეოდა.თვალი გავუსწორე სინამდვილეს და გული ერთიანად დამემსხვრა..მე ხომ მიყვარს დედა,დაუზოგავად უანგაროდ,მიყვარს ჩემი მეგობრები,მიყვარს ნათესავები…რატომ არ შეიძლება არსებობდეს ერთი ჩემთვის შექმნილი მეორე ნახევარი..ვეკითხებოდი ჩემ თავს,თუმცა პასუხი არ მქონდა…არ მქონდა და უფრო და უფრო ვბრაზობდი…ყველაფერი უაზრობაა,აბსოლუტურად ყველაფერი,ჩავიფრუტუნე და თავი გავაქნიე.აღარ მინდოდა ფიქრი,უბრალოდ ყველაფერმა აზრი დაკარგა.. რამდენიმე დღიანი დუმილის შემდეგ,გიორგიმ დამირეკა. -ჩვენი გეგმა როგორ მიდის,თათულის რამე ხომ არ უთქვამს? -არა გიორგი,მორჩა აღარანაირი გეგმა აღარ არსებობს -რა ხდება მშვიდობაა??რა დამეგართა-ხმაში აღელვება დაეტყო,მე კი ცოტაც და ტირილს დავიწყებდი.რა მეპასუხა მე თვითონაც არ ვიცოდი რა მჭირდა ან რა მინდოდა.უბრალოდ ვიცოდი რომ კარგად არ ვიყავი და მორჩა.ხმას ვერ ვიღებდი.მრცხვენოდა,ამიტომ თავს შემოვიძახე რომ გრძნობები უნდა მეკონტროლებინა.როგორც იქნა ხმა დავიმორჩილე და პასუხი გავეცი -არა კარგად ვარ.არაფერი მომხდარა,უბრალოდ არ შემიძლია ადამიანს ის ვუმტკიცო რისიც მე თვითონ აღარ მჯერა -ამიხსენი რა ხდება-ხმა გაუმკაცრდა -არაფერი გიორგი,ახლა ვერაფერს აგიხსნი დაგირეკავ ცოტა ხანში-სწრაფად მივაყარე.პასუხს არ დავლოდებივარ ისე გავუთიშე და საწოლზე გადავემხე.რა გემართება მარიამ ჩემ თავს ვეკითხებოდი.არაფერი ისეთი არ უთქვამს თათულის ასეთი რეაქცია რომ გამოეწვია,თუმცა არა ყველაფერმა ერთობლივი ძალებით იმოქმედა და შედეგიც შესაბამისია,ვფიქრობდი მაგრამ ეს არ იყო საკმარისი.რა მინდოდა?არ ვიცოდი..რას განვიცდიდი?არ ვიცოდი…არაფერი ვიცოდი...სახლში მარტო ვიყავი..ვნატრობდი ვინმე მყოლოდა რომ გული გადამეყოლებინა..თუმცა ზარებს არ ვპასუხობდი…რეალურად არავისთან ლაპარაკი არ მინდოდა..რაღაც მემართებოდა…რაღაც უჩვეულო,რასაც ამდენი ხანი ჩემ თავსაც ვუმალავდი…თათულის ნათქვამმა კი უბრალოდ ყველაფერი დააჩქარა... უკვე მარამდენე ზარი შემოდიოდა,არ ვიცოდი ამდენს ვინ რეკავდა და როგორც იქნა ვიკადრე,ტელეფონს დავხედე.გამოტოვებული ზარები იყო გიორგისგან მერე თათულისგან და კიდევ უცნობი ნომრისგან.ბოლოს წერილი იყო თათულისგან,რომელიც მემუქრებოდა,თუ ტელეფონს არ ავიღებდი ჩემებს დაურეკავდა.არ მინდოდა ენერვიულათ ჩემი უაზრო ხასიათის გამო,ამიტომ მივწერე რომ კარგად ვიყავი და მოგვიანებით მივწერდი.შემდეგ ტელეფონი გამოვრთე,იმ მომენტში მხოლოდ ძილი მინდოდა და გამოვკეთდებოდი.მართლაც მალევე გავითიშე,ალბათ კიდევ დიდხანს ვიძინებდი კარებზე ბრახუნს რომ არ გამოვეფხიზლებინე.გაბრუებული ძლივს წამოვდექი და კარები დაუფიქრებლად გავაღე.გიორგი იყო..გაფითრებული,გაცეცხლებული სახეალეწილი გიორგი…დამინახა თუ არა სახლში შემოვარდა და ყვირილი დაიწყო. -შენ ნორმალური ხაარ?რას ნიშნავდა ეს ყველაფერი??ტელეფონი გამორთე ერთი საათია კარებზე ვაკაკუნებ არ აღებ-გავოგნდი,ასეთს პირველად ვხედავდი და თავი დამნაშავედ ვიგრძენი -მეე უბრალოდ ჩამეძინა-ძლივს ამოვილუღლუღე -რა??- ცოტაც და ორი წლის ბაღის ბავშვივით ტირილს დავიწყებდი -ჩამეძინა-ტუჩი გადავატრიალე და ცრემლებს გასაქანი მივეცი.შევამჩნიე სახე როგორ შეეცვალა,ისეთი გაბრაზებული აღარ ჩანდა,დაიბნა -მოიცა ეხა არ იტირო,მოიცა ბოდიში,გამოქლიავებული ვარ,ყველაფერი ცუდი ვარ ოღონდაც არ იტორო-სასაცილოდ მამშვიდებდა,მე კი მაინც ვერ ვჩერდებოდი-ძალიან გთხოვ არ იტირო რაა...ასე ხმამაღლა იმიტომ გელაპარაკე რომ უბრალოდ,არ ვიცი უბრალიდ ვიფიქრე რამე დაემართათქო და უბრალოდ ხომ გესმის ვინერვიულე-ეს თქვა თუ არა ვიგრძენი მხრებზე როგორ შემომავლო ხელები და თავი მის მკერდში ჩავრგე…თავს მშვიდად ვგრძნობდი..თითქოს არაფერი მანაღვლებდა…თუთქოს დედამიწამ ბრუნვა შეწყვიტა და ქვეყნად მხოლოდ მე დავრჩი..მე და გიორგი..გონება მინათდებოდა და ნელ-ნელა აზრები,ფიქრები,გრძნობები პაზლივით თავისთავად იწყობოდა..ყველაფრის მიზეზს თანდათან ვხვდებოდი…თითქოს ასე მარტივი პასუხი არსებობდა მაგრამ ამავდროულად ასე რთული…მე შებყრობილი ვიყავი…შებყრობილი ვიყავი გიორგით..და ამას ვერ გავექცეოდი… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.