შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემომიყვარდი (2 თავი)


8-07-2018, 22:55
ავტორი naattii
ნანახია 2 663

ისევ ქუსლების კაკუნით ტოვებს უნივერსიტეტის შენობას და მცხუნვარე მზეს სათვალით მომზადებული ეგებება. დანანებით აქნევს თავს როცა ნახევრად სავსე ეზოს ხედავს, მართალია ლექტორია, მაგრამ მშვენივრად იცის წერეთელში რამდენიმე ფაკულტტეის სტუდენტები დიპლომს ლამის ლექციაზე დაუსწრებლად რომ იღებენ. გარეთ გასვლისას თვალი მესამე კორპუსისკენ გაურბის, რომელიც ჰუმანიტარებს აქვთ დაკავებული და ეღიმება, სხვებისგან განსხვავებით ისინი ფანჯრიდან ნაღვლიანი თვალებით გადმოყურებენ გარეთ მჯდარ თავისუფალ სტუდენტებს და ზარის ხმაზე ოთახებში ნაწილდებიან. არა რა, ამ უნივერსიტეტს რასაც ვერ დაუკარგავ ჰუმანიტარული ფაკულტეტის სიძლიერეა. მანქანაში ჩაჯდომისას ჩანთას უკან დებს და გასაღებს ატრიალებს, სწორედ დაქოქვას უცდიდა გაბრიელი და როგორც კი დაინახა ანიტა დაძვრას აპირებდა წამიერად ჩაუხტა მანქანაში.
-კიდევ ერთხელ გამარჯობა მასწ_ მხიარულად ეკრიჭებოდა ბიჭი.
-გაბრიელ? თვალს დავხუჭავ შენს უმსგავსო საქციელზე და პირდაპირ გკითხავ აქ რას აკეთებთქო, მაგვიანდება, ამიტომ თუ რაიმე გაინტერესებს სწრაფად.
-აუ მასწ კარგით რა, თქვენ ხომ სხვების დახმარება გიყვართ? ვიცი სადაც მიდიხართ და მეც იქეთ მაქვს გზა, ვიფიქრე ჩემი პატივცემული ლექტორი სამგზავროს დამაზოგინებს და გამიყოლებსთქო_ლამის ვედრებად გადაექცა ბიჭს ხმის ტონი და ანიტას გაეცინა.
-მხოლოდ იმიტომ რომ უნივერსიტეტთან სცენებს ვერ მოგიწყობ_ მოჭუტული თვალით წამიერად შეავლო ბიჭს მზერა და მანქანა დაძრა. მალევე შეაჩერა მანქანა სოფიოს ბაღთან და გაბრიელს გადმოხედა.
-გადადი?
-კი მაგ....
-არავითარი მაგრამ, არაფერი შეგეშალოს, იცი ვინც ვარ და თავს ნუ გადამაკიდებინებ. გადადი.
-ვიცი ანიტა ვინც ხარ და ისიც ვიცი გარეთ მომხდარის გამო უნივერსიტეტში უძლური რომ ხარ, შენც იცი, რომ კარგი სტუდენტი ვარ, ასე რომ უბრალოდ საფიჩხიამდე გამოგყვები.
-მომისმინე ლაწირაკო, ნამდვილად რაღაც გეშლება, ნუ მაიძულებ დავივიწყო, რომ ათასობით სტუდენტი მყავს და ისე შეგამკო როგორც იმსახურებ, შენი ადგილი იცოდე და ახლავე გადადი_ბრაზს აფრქვევდა თვალებიდან ანიტას, აქამდე ასე ნაგლად არავინ მოქცევია, მითუმეტეს სტუდეტი.
-მხოლოდ ამ ერთხელ_თითი დაუქნია გაკვირვებით მომზირალ ანიტას და კარი გამოაღო_დროებით მასწ_სწრაფად აკოცა ტუჩის კუთხეში და სანამ ისევ რამეს იტყოდა ქალი კარიც მიხურა. -ვენაგლები, ვიმკაცრებ, თავს დავამახსოვრებთქო და აქეთ ჩამიტარა, ღმერთო რა ქალია ასეთი_თავისთვის ჩაილაპარაკა ლომებიან სახლთან გაქვავებულმა თვალი რომ შეაყოლა ბაღის კიბეებზე ამავალ ლექტორს.

-გისმენ ნინა_ მხიარულად ჩასძახა ტელეფონში მეგობარს.
-იცოდე უარს არ ვიღებ.
-სად მივდივართ_ გამოკეთებული ხასიათი დაეტყო ანიტას ხმაში_ დღეს უსიტყვოდ მოგყვები.
-ხოდა მშვენიერი, არტში წავიდეთ რა, მომენატრა ცოცხალი მუსიკა.
-კარგი, სოფიოს მარიტასთან დავტოვებ და პირდაპირ მოვალ, როგორმე ასე ჩაცმულსაც მიმიღებენ. მეგობრის შემოლაპარაკებას აღარ მოუსმინა და ისე გაუთიშა, იმედია კამერამ ვერ დააფიქსირა და ჯარიმას არ მიიღებს. სწრაფად აკაკუნებდა დის კარებზე და მუცლიანის დანახვას ელოდა სანდრო რომ აეტუზა.
-ვაახ, ცოლიდა შე ძველოო
-რა ვეღარ მორჩი ამ ქუთაისურ ქუჩურ ფრაზებს სიძევ_ სიცილი აუტყდა და მისაღებისკენ წავიდა_მარიტა?
-სად უნდა იყოს ანიტა რას მეკითხები.
-სამზარეულოში, ჭამს_სიცილი აუტყდა და პირდაპირ იქეთ წავიდა, თუმცა სოფიომ დაასწრო და დიდიას ძახილით ჩაეხუტა დეიდას.
-გენაცვალოს შენი დიდია, როგორ მომენატრე სოფ.
-მეც დიდია.
-სოფი, პატარა ხომ აღარ ხარ და დეიდას გამოთქმაც შეგიძლია, დაანებე ამ დიდიას თავი.
-გაჩუმდი შენ, ეს ჩემი და ჩემი გოგოს განსხვავებული სიყვარული გამოსახატავად, სულ მინდოდა ასე ყოფილიყო, დიდია დამიძახე ბოლომდე საყვარელო_ლოყები დაუკოცნა დიშვილს.
-დაგიტოვებ რა_მუდარით გადახედა დას.
-რას მეკითხები შექალო, დამიტოვე, ვერ მოვუვლი თუ რა, ჯერ არც მაგხელა ვარ 5 წლის ბავშვს ვერ მივხედო, თითქოს სწრაფად მოინდომა წამოდგომა, მაგრამ 6 თვის მუცელმა ცოტათი შეაფერხა.

გაღიმებული გადმოვიდა ტაქსიდან და არტ-კაფეს კარები შეაღო, ღრმად ჩაისუნთქა სიგარეტის კვამლით გადაფარული ჰაერი და მაგიდის მოსაძებნად წავიდა, ჰო ზოგჯერ ასეთი ჰაერი ნამდვილად სჭირდება. თავისუფალი მაგიდა ვერ ეპოვა ნინას და ბარმენს ეჯდა დახლთან, მეგობარიც იქ მიიწვია და გადაკოცნა.
-მითხარი რომ სვამ_მუდარით გადმოხედა გოგომ და არყის ჭიქა გამოუწოდა.
-დღეს ბოლომდე_ ორი ჭიქა ერთად გადაკრა ანიტამ და კიდევ ორი მოითხოვა.
-რა ქვია? _ღიმილს ვერ იკავებდა ნინა და მეგობარს მოჭუტული თვალით უყურებდა.
-თავხედი, კიარადა ვიზე მეკითხები? _მალევე მოვიდა გონს.
-აი ზუსტად თავხედზე, როგორ მოხდა ვინმემ შენი წყობიდან გამოყვანა რომ მოახერხა?
-იმიტომ რომ ნაგლი ღლაპია, ნერვებს მიშლის, თანაც გეგის დავშორდი.
-რაა? რატო ანიტა? მომწონდა ეგ ბიჭი_ სინანულით გადააქნია თავი.
-ცოლობა მთხოვა.
-მერე რა? ლამის ერთად ცხოვრობდით, მაგის გამო დაშორდი?
-ნინა, როცა დათოსთან ერთად ვცხოვრობდი, მშვენივრად მიდიოდა ყველაფერი, მოინდომა დაქორწინება, გაოფიციალურება და ორი თვეც ვეღარ გავქაჩეთ, ვგავარ ადამიანს რომელიც ისევ გარისკავს?
-მგონი კიდევ ორი ჭიქა გჭირდება_ თავი ქნევით გადმოუდგა ჭიქები და ერთად გადაკრეს_ ახლა თავხედზე მომიყევი.
-სახელით ვერაფერს მიხვდი? თავხედია, დღეს მანქანაში ჩამიხტა, ვითომ ვერაფერს ვხვდებოდე.
-მაინც როგორია?
-უბრალო.
-კიდევ? _ეშმაკურად იცინოდა ნინა.
-ლაწირაკი.
-კიდევ?
-სიმპატიური.
-ანუ?
-ანუ, თავხედი სიმპატური ლაწირაკია.
-რომელიც საოცრად მაღალია, სქელი ტუჩები აქვს და მოტკეცილი ჯინსით დადის.
-მოიცა იცნობ?_ლამის ჭიქა გაუვარდა ხელიდან ანიტას და გაკვირვებულმა გამოხედა მეგობარს, რომელიც მოხითხითე სვამდა სასმელს.
-ახლავე მიხვდები_ თვალი ჩაუკრა და ლიმონი გაწუწნა, კიდევ დიდხანს ეკავებოდა არაყის პატარა ჭიქა ანიტას გაყინულ ხელში, ყურში ნაცნობი ხმა რომ არ გაეგონა.
-მაინც რა პატარაა ქუთაისი მასწ, ლექტორი და სტუდენტი ერთ ბარში ერთობიან.



№1  offline წევრი melina

ძალიან კარგი ისტორიაა,მომწონს❤

 


№2 სტუმარი სტუმარი Lika

ვახ, სათაური მომეწონა ძალიან. სტუდენტი-ლექტორის ტანდემი დიდად არ მომწონს, მაგრამ შენი იმედი მაქვს, ორიგინალურობაში. bowtie

 


№3 სტუმარი სტუმარი ნატა

აუ რა მაგარაია, ძალიან მომწონს და ხომ არ დააგვიანებ?!

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

ველოდები ახალ თავს.დასაწყისი მომეწონა
--------------------
ლანა

 


№5  offline წევრი ბიბი

გაზარდე ცოტა თავები ეს რაა საკენკივით რო გვიყრი...

 


№6  offline მოდერი naattii

ბიბი
გაზარდე ცოტა თავები ეს რაა საკენკივით რო გვიყრი...

წასაკითხადაა საკენკი თორე საწერად რთულია, აქ ვორდის სამი გვერდია :( რა ვქნა როგორც ვასწრებ და გამოდის შინაარსობრივად ასე გამოდის

 


№7  offline წევრი ბიბი

naattii
ბიბი
გაზარდე ცოტა თავები ეს რაა საკენკივით რო გვიყრი...

წასაკითხადაა საკენკი თორე საწერად რთულია, აქ ვორდის სამი გვერდია :( რა ვქნა როგორც ვასწრებ და გამოდის შინაარსობრივად ასე გამოდის

მეც ვწერ მაგრამ მირჩევნია ვრცელი თავი იყოს ვიდრე ასე მოციცქნული..

 


№8  offline მოდერი naattii

ბიბი
naattii
ბიბი
გაზარდე ცოტა თავები ეს რაა საკენკივით რო გვიყრი...

წასაკითხადაა საკენკი თორე საწერად რთულია, აქ ვორდის სამი გვერდია :( რა ვქნა როგორც ვასწრებ და გამოდის შინაარსობრივად ასე გამოდის

მეც ვწერ მაგრამ მირჩევნია ვრცელი თავი იყოს ვიდრე ასე მოციცქნული..

რა ვქნა, როგორც გამოდის ასეა. დავდებ ცოტა ხანში შედარებით დიდია

 


№9  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მნააააა.... ძალიან მომწონს... არ დააგვიანო და მალე დადე რა

 


№10  offline აქტიური მკითხველი terooo

აუ როგორ მომეწონა რომ იცოოდეე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent