შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაგიჟებულ(ნ)ი -4-


9-07-2018, 10:31
ავტორი SillyGirl
ნანახია 964

- ვიცი რომ ჩემი და უფრო გიყვარს მაგრამ მეც რომ გენახე ურიგო არ იქნებოდა მამიდაშვილო - სიცილით დაკრა ხელი ნიკომ გაბრიელს. გაბრიელი ნინას მოშორდა და ახლა უფროს ბიძაშვილს ჩაეხუტა. შემდეგ მის გვერდით მდგარ გოგოს აკოცა.
- ნანკა შენ კიდე ამასთან ხარ ? მეგონა დაშორდებოდი, როგორ უძლებ ? - სიცილით თქვა გაბრიელმა და ნიკოს წარბაწეულ სახეზე უფრო გაეცინა. იქვე ახლოს იდგნენ ბიჭებიც, შესაბამისად ლაშამ მოისმინა ყველაფერი და ზე კმაყოფილი ღიმილით უყურებდა გოგოს.
- მგონი აქეთ უფრო მიძლებს გაბრიელ - გაეცინა ნანკას და ბიჭს წელზე მოეხვია, ნიკომაც სიცილით აკოცა გოგოს თავზე.
- რაზე ჭორაობთ ნათესაობა - ღიმილით მოუახლოვდა კესანე დანარჩენებს დიმასთან ერთად.
- იმაზე რომ უკვე ძალიან დაცხა და ჯობს სახლში დავბრუნდეთ - დასკვნა დადო თორნიკემ და გაიცინა.
- ჯერ ზაგარიც კი არ მიმიღია - აწუწუნდა ნინა -
- ისედაც ნახშირივით ხარ ეს ფითქინა გოგო და კიდე რუჯი გინდა ? - გაეცინა გაბრიელს და თმები აუჩეჩა გოგოს.
- ამ ჩვევას ხომ ვერ მოეშვი რა - წუწუნებდა ნინა თან სარაფანს იცვამდა.
ყველანი რომ მოწესრიგდნენ ნიკოს სახლში დაბრუნდნენ, გაბრიელი და დიმაც მათ შორის. გოგონები უცებ დატრიალდნენ და მაგიდა გაშალეს, ბიჭებმა სასმელი მოიმარაგეს და გართობა დაიწყეს. საღამომდე სვამდნენ ბიჭები და ათას სიგიჟეს ყვებოდნენ. სახლიდან ხან წამოყვირების , ხან კი არანორმალური სიცილის ხმა გადიოდა. საბედნიეროდ სახლები ძალიან ახლოს არ არის ერთმანეთთან თორემ მეზობლების რისხვას ვერ აცდებოდნენ.
###
მხოლოდ დამიანე ვერ ისვენებდა ადგილზე და უხმოდ სვამდა, თვალებით ჭამდა ერთად მჯდარ დიმას და კესანეს, ცოტა აკლდა რომ ბრაზისგან არ აფეთქებულიყო. კესანე ბიჭის ამ უცნაურ მზერას ვერ ამჩნევდა და ჩვეულებრივ იქცეოდა დიმასთან როგორც ყოველთვის. ბოლოს როდესაც მიხვდა დიდხანს რომ ეყურებინა წყვილისთვის შეიძლება თავი ვერ მოეთოკა, ადგა და გარეთ გავიდა ჰაერზე. ღრმად ისუნთქავდა ჰაერს და ამით ცდილობდა სხეულში გაჩენილი ბრაზი და ბოღმა განედევნა. სუნთქვა სრულიად შეეკრა როდესაც მუცელზე წვრილი ხელები მოეხვივნენ და მხარზე თბილი სუნთქვა მიეფრქვია. გული საოცარი სისწრაფით აუჩქარდა და თვალები უნებურად დაეხუჭა. უხმოდ იდგა და მომენტით ტკბებოდა. თავში აზრები ერეოდა, ვერ გაერკვია კესანეს რა ურთიერთობა ჰქონდა დიმასთან.
- კარგად ხარ დამი ? - ჩუმად ამოიჩურჩულა კესანემ და ტუჩები მხარზე მიაკრა, ბიჭმა ღრმად ამოიხვნეშა და მის მუცელზე შემოხვეულ გოგოს ხელებს საკუთარი ძლიერად მოუჭირა.
- ვინ არის კესანე დიმა ? - უცნაური ხმით , თითქოს ხმაგაბზარულმა ამოილაპარაკა ბიჭმა, კესანემ როდესაც გააანალიზა რატომ გაუჩნდა ბიჭს ეს კითხვა ცივად გაუშვა ძლიერად მოხვეული ხელები და ბიჭს წინ დაუდგა, პირდაპირ თვალებში უყურებდა თავისი წყენაჩამდგარი ყავისფერი თვალებით.
- რა გგონია ვინ არის ? - ნაწყენმა ამოიჩურჩულა -
- ეგ შენ უნდა მითხრა კესანე - ღრმა ამოსუნთვქას ამოაყილა ბიჭმა სიტყვები.
- რა გგონია დიმა ჩემი შეყვარებულია და თან შენთანაც ასე ვარ ? - აწყლიანებული თვალებით უყურებდა ბიჭს.
- ასე როგორ კესანე ? - ორაზროვნად იკითხა ბიჭმა.
- ჯობს სახლში დავბრუნდე - ნაწყენმა და თითქმის ტირილამდე მისულმა ამოილაპარაკა გოგომ და ზურგი აქცია ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფ ბიჭს. დამიანემ თვალები მძიმედ დახუჭა, ღრმად ამოისუნთქა, წინ წასულ გოგოს სწრაფად დაეწია მკლავში ხელი ჩაავლო, მთელი ძალით მიიზიდა მისკენ და აქამდე ბევრჯერ წარმოდგენილი სურვილი აისრულა. მთელი მონდომებით უკოცნიდა გოგოს სავსე ტუჩებს, ცალხელს მის წელზე, ხოლო მეორეს გოგოს კისერზე დააცურებდა. გრძნობდა როგორ უცემდა კესანეს გული მის მსგავსად არანორმალურად. როგორ თრთოდა მის ხელებში გახვეული სხეული. აგონიაში მყოფი კესანე არც ყვებოდა ბიჭს კოცნაში და არც იშორებდა. გაოცებულს თვალები მოულოდნელობისგან გაეფართოვებინა. რამდენიმე წამში მოწყდა გოგოს ტუჩებს და ახლა მკლავებში მოიმწყვდია სუსტი სხეული.
- მაპატიე, უბრალოდ ეჭვიანობისგან გავგიჟდი - თავზე აკოცა გოგოს და თმაზე მოეფერა.
- დიმა ჩემი ბავშობის მეგობარია, ყველაზე ახლო ადამიანი ნანკას შემდეგ. დიმა ჩემთვის ყველაზე საყვარელი ბავშვის მამაა - სწრაფად აუხსნა კესანემ - და სანამ ბავშვზე გიფიქრია რომ ჩემი და მისია გეტყვი რომ დიმას ბავშვის ნათლია ვარ - გაეცინა გოგოს და ასევე სიცილით ახედა უკვე კმაყოფილებისგან გაბადრულ დამიანეს.
- მაპატიე კარგი ? - კიდევ ერთხელ ჩაიხუტა გოგო.
- უბრალოდ ასე გაურკვევლად აღარაფერი დამაბრალო, ჯობს მკითხო თუ რამე დაგაეჭვებს. - კვლავ ნაწყენმა ამოილაპარაკა გოგომ -
- ამ შეცდომას აუცილებლად გამოვასწორებ - სახეზე მოეფერა გოგოს. მის სახეს კიდევ უფრო მიუახლოვდა და იმაზე მომთხოვნად აკოცა ვიდრე პირველად. ამჟამად კესანემაც მოხვია ბიჭს ხელები კისერზე. ცალ ხელს ბიჭის თმებში დააცურებდა და ცდილობდა იმ სასწაული ემოციებისგან არ წაქცეულიყო რასაც იმ წამს დამიანეს კოცნა იწვევდა.
- მაგიჟებ - მის ტუჩებზევე ამოიხრიალა დამიანემ, კესანე ფეხისწვერებზე აიწია და ბიჭს ყბასთან მიაკრა ტუჩები. დამიანემ ხელები უფრო მჭიდროდ მოხვია წვრილ წელზე გოგოს და მისი თმის სურნელი შეისრუტა.
- არ შევიდეთ ? - გაბრუებულმა ამოილაპარაკა ბიჭის მკლავებში გახვეულმა.
- ვერ გელევი - გაეცინა ბიჭს. კესანემ ბიჭის თითებში საკუთარი თითები ახლართა და ღიმილით წაიყვანა ბიჭი სახლისკენ.
###
ნინა უკვე კარგად იყო შემთვრალი, ბიჭებთან ერთად სვამდა და კისკისებდა. აგიჟებდა ლაშას მისი დამოკიდებულება. გოგო ყველას ელაპარაკებოდა, უცინოდა , მხოლოდ ლაშას იქ ყოფნას არ იმჩნევდა ან თუ იმჩნევდა მხოლოდ უბღვერდა.
- ნინა გეყოფა - თვალები დაუბრიალა დას ნიკომ როდესაც მიხვდა რომ ლანა უკვე კარგად იყო ნასვამი. ნინა პატარა ბავშვივით გაიბუტა, სულ ასე იყო როდესაც შენიშვნას აძლევდა ნიკო. ფეხზე წამოდგა და მეორე სართულზე ავიდა გაბუტული. ლოგინზე ტანსაცმლიანად წამოწვა და თავი ბალიშში ჩარგო. რეაქცია არ ქონია კარების ხმა რომ გაიგო რომელსაც მალევე ფეხის ნაბიჯების ხმაც მოჰყვა. თმაზე ხელების შეხება რომ იგრძნო საერთოდ გაიტრუნა. გიჟდებიდა თმაზე რომ ეფერებოდნენ და ახლაც განაბული იწვა და ეღიმებოდა. მხოლოდ მაშინ გადმობრუნდა როდესაც ლოყაზე თითების შეხება იგრძნო.
- შენ რას აკეთებ აქ იდიოტო - მაშინვე წამოჯდა გოგო ლოგინზე.
- წყნარი უფრო საყვარელი ხარ იცი ? - გოგოს კითხვას თავი აარიდა.
- ძალიან ბევრი დალიე ხო ? - წარბაწეულმა უთხრა. ლოგინის თავს აეკრო ბიჭი რომ უფრო მიუახლოვდა - რა ? რას აკეთებ ? - უცნაურინ ხმით ამოიჩურჩულა. ბიჭს პასუხი არ გაუცია ისე წაიღო მისი სახისკენ ხელი და ცერა თითი ტუჩებზე გადაატარა. ნინა ჯერ ღვინისგან გაბრუებული ახლა სრულიად მოწყდა სამყაროს როდესაც ბიჭის თლილი, ცხელი თითები იგრძნო ტუჩებზე. ლაშას გააჟრჟოლა სიამოვნებისგან, პირველად აფორიაქებდა გოგო ასე, ეს პატარა გოგო გონებას ურევდა და აგიჟებდა. კონტროლს კარგავდა თითქოს მასთან.
- ხელი გამიშვი იდიოტო - აქამდე გაყუჩებული გოგო ძლივს მოვიდა გონზე და სწრაფად მოიშორა ბიჭის თითი ტუჩიდან რომელიც არსებას უფორიაქებდა.
- რატო ფრთხი პატარავ ? - ახლა მკლავზე მოეჭიდა ბიჭი -
- მოხუცო ხელი გამიშვი და ჩემი ოთახიდან გადი - წაკბინა ბიჭს - 8 წლით პატარა გოგოს რომ მეჩალიჩები თან არასრულწლოვანს არ გეშინია ? - ბიჭის მკლავებიდან ხელი გაინთავისუფლა გოგომ, ხელები ფრთხილად აასრიალა ბიჭის მკლავებზე და ბოლოს მხარზე დააწყო თლილი თითები. ლაშას გოგოს შეხებისგან გამოწვეული ემოციების გამო თვალები დაეხუჭა, სხეული დაეჭიმა და სწრაფად წამოდგა მისი საწოლიდან. რამდენიმე წამს თმებზე ხელებს ნერვიულად ისვამდა, მერე ნინას შეხედა რომელიც წარბაწეული აკვირდებოდა ბიჭის მოქმედებებს , ბოლოს გადაწყვიტა გაცლოდა ნინას თორემ რაიმე სისულელეს ჩაიდენდა. ასეც მოიქცა მალევე დატოვა გოგოს ოთახი და კვლავ სმა განაგრძო სხვებთან ერთად. ნინას ბიჭის გამოხატულ ემოციებსა ჯერ გაეცინა მერე კმაყოფილმა მოხვია ბალიშს ხელი და ასეთივე კმაყოფილი ღიმილით დაიძინა.
###
დანარჩენებსაც მალევე მობეზრდათ სმა და გოგოებმა მაგიდის ალაგება დაიწყეს, მაკომ ჭურჭელს მე დავრეცხავო და გოგოები სამზარეულოდან გაუშვა. მშვიდად დარეცხა ჭურჭელი და როცა აღმოაჩინა რომ ყველა დასაძინებლად წასულიყო, თვითონაც ოთახში ავიდა, გაეცინა ნინას წოლის სასაცილო მანერაზე, მოკლე პენუარი სწრაფად გადაიცვა და დაწვა, მხოლოდ ახლა იგრძნო ზურგის წვა და გონებაში საკუთარი თავი გამოლანძღა მზეზე იმდენიხანი წოლისთვის. დიდხანს იწრიალა ლოგინში და როდესაც მიხვდა რომ ვერ დაიძინებდა სამზარეულოში ჩასვლა გადაწყვიტა თან მაზიც გაიყოლა დამწვრობისთვის. მთელი სხეული უხურდა და უფრო ცუდად გრძნობდა თავს. ცივ წყალს სვამდა და შუბლზე ცივ ხელებს ისვამდა. ნაბიჭების ხმა რომ გაიგო ნახევრადდახუჭული თვალები ძლივს გაახილა და სამზარეულოს კარში მდგომი გაბრიელი დაინახა. ბიჭი ინტერესით უყურებდა მობუზულ გოგოს და მიხვდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.
- კარგად ხარ ? - ჰკითხა და მის გვერდით მდგარ სკამზე ჩამოჯდა.
- დავიწვი დღეს მზეზე და მგონი სიცხეც მაქვს - მისუსტებულმა ამოილაპარაკა - საშინლად მეწვის ზურგი -
- გაიზომე სიცხე ? - თითქოს ნერვიულობის ნოტები შეეპარა ბიჭს ხმაში.
- ადგომის თავიც არ მაქვს , შეგიძლია ეს მალამო ზურგზე წამისვა ? - მაგიდაზე დადებულ პატარა ყუთზე მიუთითა გოგომ.
- კარგი - მოკლედ უპასუხა ბიჭმა და ყუთს თავი მოხსნა , სწრაფად გადაინაწილა თითებზე მალამო- მიტრიალდი - ბოხი სერიოზული ხმით უთხრა გოგოს და მაკო ბიჭის ხმამ უფრო მოთენთა. მხოლოდ ახლა გაიაზრა რომ ბიჭის თითები უნდა შეხებოდა ზურგზე და სუნთქვა შეეკრა. ფრთხილად გადაიწია მაკომ პენუარის წვრილი ბრეტელები მხრიდან. უცნაურად აფორიაქებულმა მიიტანა გაბრიელმა თითები გოგოს ნაზ კანთან და ნელნელა დაიწყო მაზის წასმა მის რბილ კანზე. გოგოს ნაზ კანთან კონტაქტისას უნებურად გააჟრჟოლა ბიჭს. მაკო კი თვალებ მინაბული სიცხისგან და ბიჭის ნაზი შეხებისგან ლამის გათიშულიყო. ყველანაირად ცდილობდა მისი აღელვება არ შეეტყო, რაც მეტნაკლებად გამოსდიოდა. აქამდე სუნთქვაშეკრულმა მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა ბიჭის ცხელი თითები რომ მოშორდნენ მის ზურგს.
- მადლობა - ძლივს გასაგონად ამოიჩურჩულა მაკომ, პენუარის ბრეტელები გაისწორა და ბიჭისკენ მიტრიალდა, გაბრიელმა საპასუხოდ ოდნავ გაუღიმა და ხელი გოგოს შუბლისკენ წაიღო.
- იწვი მაკო - მის შუბლზე ხელმოუშორებლად უთხრა ბიჭმა.
- ღმერთო რა კარგია ცივი ხელები- თვალებმილულულმა ამოიჩურჩულა და ბიჭის ხელს მისი ხელი დაადო, ერთდროულად დაუარა ორივეს ჟრუანტელმა, თითქოს ერთმანეთის მუხტი გადაედოთ ამ მცირე შეხებით.
- წამალს დაგალევინებ - ფეხზე წამოდგა ბიჭი და ერთ- ერთ თაროზე შემოდებული ყუთი ჩამოიღო, საჭირო წამლები იპოვა და გოგოს დასალევად მიაწოდა. უხმოდ დალია წამალი გოგომ და თავი მაგიდის ცივ ზედაპირს დაადო.
- თავი გეტკინება -
- ადგომის თავი არ მაქვს გაბრიელ - უფრო მისუსტებოდა ხმა მაკოს. ბიჭმა უხმოდ და უსწრაფესად აიყვანა გოგო ხელში და მაკომაც მოულოდნელობისგან წამოიყვირა - რას აკეთებ - ბიჭთან ასე ახლო კონტაქტისგან დაბნეულმა ძლივს ამოილუღლუღა.
- ოთახში მიმყავხარ - მოკლედ გასცა პასუხი გოგოს და მეორე სართულისკენ წაიყვანა.
მხოლოდ მაშინ გააანალიზა რომ სხვა ოთახში იყო როდესაც საწოლზე მოათავსა ბიჭმა.
- მე აქ არ მძინავს - თვალრბმოჭუტულმა უთხრა მაკომ -
- სხვებს ძინავს და ვერავინ შეძლებს შენს მოვლას ასე რომ აქ დაიძინე, გაგიმართლა აქ რომ დავრჩი და სახლში არ წავედი - გაიღიმა ბიჭმა , სწრაფად გავიდა ოთახიდან და სამზარეულოში ჩავიდა წამლების და წყლის ამოსატანად. უკან ამოსულს მაკო უკვე მძინარე დახვდა. ღიმილით უყურებდა ბალიშზე მოხვეულ გოგოს რომელსაც თმები სახეზე ჩამოყროდა და ტუჩებს სასაცილოდ აცმაცუნებდა. თვალებში ჩამოყრილი თმები ხელით ფრთხილად გადაუწია. შუბლზე შეახო თლილი თითები და შეამოწმა ისევ ისეთი ცხელი იყო თუ არა გოგო.
თხელი გადასაფარებელი გადააფარა და თვითონაც მიუწვა გვერდით. მაკოს წყნარი და თანაბარი სუნთქვა უცნაურ ემოციებს იწვევდა ბიჭში, ბოლიდ ფიქრებისგან გასაქცევად გვერდი იბრუნა და თვალები დახუჭა.
დილით რომ გაეღვიძა აღმოაჩინა რომ შებოჭილი იყო, სხეულზე დახედვისას გაეცინა , რადგან გოგო მთელი სხეულით შემოხვეოდა ბიჭს და თავი მის მკერდზე დაედო. თუმცა კარგად რომ დააკვირდა გოგოს და მისი ისედაც მოკლე პენუარი წოლიგან სულ აკეცილიყო და ზემოდანაც ლამის სულ მოშიშვლებოდა სუნთქვა შეეკრა, ეცადა ფრთხილად მოეშორებინა გოფოს სხეული ისე რომ მაკოს არ გაღვიძებოდა თუმცა სამწუხაროდ ეს არ გამოუვიდა, მაკო ჯერ შეიშმუშნა , თვალები ფრთხილად გაახილა და როცა გაბრიელის სხეულთან ასე ახლოს მყოფი აღმოჩნდა მოულოდნელობისგან წამოიკივლა.
***
ვიცი რომ დიდი თავი არ არის და დიდხანს გალოდინეთ მაგრამ გამოცდების და სამსახურის გამო ვერ მოვახერხე , ახლა გამოცდებს მოვრჩი და ყველანაირად ვეცდები მალმალე დვადო ხოლმე.
მადლობთ ყველას ვინც კითხულობთ.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ალილუიაააააა უკვე იმედიც აღარ მქონდა რო დადებდი... იმდეხან გვალოდინე წინა ორი თავის თავიდან წაკითხვა მომიწია რომ გამხსენებოდა

 


№2  offline წევრი SillyGirl

ანი ანი
ალილუიაააააა უკვე იმედიც აღარ მქონდა რო დადებდი... იმდეხან გვალოდინე წინა ორი თავის თავიდან წაკითხვა მომიწია რომ გამხსენებოდა

აღარ გალოდინებ ამისნ მერე <3
ხვალ საღამოს დავდებ ახალს

 


№3 სტუმარი სტუმარი იგი

მალე დაიდება მომდევნო? :დ

 


№4  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ჰოოომ.. ძაან მალე ხოარ დადე?

 


№5 სტუმარი სტუმარი ანი

დააააადეეეე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent