შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაგიჟებულ(ნ)ი -3-


30-06-2018, 21:55
ავტორი SillyGirl
ნანახია 1 589

ნანკა ნიკოს სამზარეულოში ცეკვავდა ნიკოსივე პერანგის ამარა და თან ბლინებს აცხობდა. ნიკო ცოტახანს შორიდან უყურებდა ბოლოს სწრაფად მიუახლოვდა გოგოს წელზე ხელი მოხვია და კისერში აკოცა.
- ნიკო დამაცადე - ბიჭის მოშორება სცადა მაგრამ ნიკომ უფრო აიკრა გოგო მის სხეულზე.
- გადმოდი ჩემთან - ყურთან უჩურჩულა და მსუბუქად უკბინა. ნანკას უნებურად დაეხუჭა თვალები და ტუჩზე კბილები დააჭირა ბგერები რომ არ გამოეცა.
- სად გადმოვიდე ? - ეშმაკობის ხასიათზე მოვიდა ნანკა ბიჭისკენ მოტრიალდა და ხელები კისერზე მოხვია. ტუჩები ჯერ ყბასთან მიაკრა, მერე კისერს ჩამოუყვა კოცნებით, როდესაც იგრძნო როგორ დაიჭიმა ბიჭის სხეული ეშმაკურათ გაეღიმა და ახლა კბილები ბიჭის ლავიწს მოსდო. ნიკომ თავშეუკავებლად ამოიკვნესა და ხელი გოგოს თმაში შეაცურა. ნანკას პატარა ეშმაკუნები უხტოდნენ თვალებში, ლავიწიდან კოცნით ჩაყვა ბიჭის გულმკერდს და იგრძნო რა საოცარი სიჩქარით დაიწყო ფეთქვა ბიჭის გულმა, ძარღვები დაეჭიმა და თვალებდახუჭული ელოდა ნანკას შემდეგ მოქმედებას. ფრთხილად ჩააცურა ტუჩები ბიჭის პრესზე და ბიჭის კიდევ ერთხელ წამოკვნესება გამოიწვია.
- ნანკა რას აკეთებ ? - ძლივს ამოიხრიალა ნაწყვეტ-ნაწყვეტ ბიჭმა.
- მმმ - უპასუხოდ დატოვა გოგომ ბიჭი და ხელები ტრუსის სათავესთან წაიღო, ნიკომ მაშინვე დაჭყიტა თვალები და პირგამშრალი გამოშტერებული სახით ელოდებოდა გოგოს შემდეგ მოქმედებას. ნანკამ ბიჭს ბოქსერის სათავესთან აკოცა და საერთოდ გააგიჟა ბიჭი, სიამოვნებისგან თვალები დაეხუჭა ნიკოს და გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა ნანკას კისკისი რომ გაიგო -
- რაო ნიკო სხვა რამეს ველოდითო ? - მეტად აკისკისდა ბიჭის იმედგაცრუებულ სახეზე. ბიჭმა სწრაფად მოიმწყვდია გოგო ხელებში , სამზარეულოს მაგიდაზე შემოსვა და მის ფეხებს შორის მოთავსდა. ხელები პერანგის ქვეშ შეუცურა და მკერდზე ცერა თითებით მოეფერა, ახლა გოგო იყო ნიკოს მსგავსად გაგიჟებული.
ნიკომ ტუჩები ყურთან მიუტანა ნაზად აკოცა და ჩურჩულით უთხრა ბლინები დაგეწვაო. სწრაფად მოშორდა გოგოს და სამზარეულოდან გავიდა.
- დამპალი - გაეცინა ნანკას და დამწვარი ბლინები ნაგვის ურნაში ჩაუძახა.

- ნიკო გააღვიძე ნინა და ჩაალაგეთ ბარგი, მეც გავალ სახლში და ჩავლაგდები. - ლოყაზე აკოცა ბიჭს და სახლში წავიდა მისი ნივთების ჩასალაგებლად.
###
- აი ნეტავ ვიცოდე რატო გადაწყვიტეთ ასეთ სიცხეში წასვლა- წუწუნებდა კესანე. - წავსულიყავით დილით რა - ლაშას მოეხვია და თავი მკერდზე მიადო -
- თუ გცხელა რას მიეხუტე მაგას - გაეცინა თორნიკეს -
- ნუ გშურს შენ - გაეცინა ლაშას და კესანეს თავზე აკოცა.
- ანუ მე , შენ - ლაშაზე მიუთითა თორნიკემ - კესანე და დამიანე მივდივართ დამის მანქანით ? -
- ხო თოკო თქვენ ხო ზუსტად არ იცით ნიკოს სახლი და ასე მანქანით როგორ უნდა სდიოთ. -
- აი პრინციც მოვიდა თავისი რაშით - გაეცინა ლაშას და მისი და კესანეს ჩემოდანი წაიღო გაჩერებული მანქანისკენ. დამიანეც მაშინვე გადმოვიდა მანქანიდან ბიჭებს ხელის ჟესტით მიესალმა და მის წინ მდგომ გოგონას სწრაფად მოხვია წელზე ხელი ახლოს მიიზიდა და ლოყაზე მიაკრა ტუჩები. კესანე გაინაბა ბიჭის მკლავებში, მყუდროება ბიჭების ხარხარმა დაურღვიათ.
- სად შეგვიძლიაა - ხარხარებდა ლაშა და არც თორნიკე იყო მშვიდად -
- წავედით - ბრძანა დამიანემ და ყველა მოთავსდა მანქანაში. ნახევარი გზა მუცელი ხელით ეჭირა კესანეს ისეთ ამბებს ყვებოდნენ ბიჭები შეუძლებელი იყო სიცილი შეგეკავებინა. დამიანე ღიმილით უყურებდა გულწრფელად მოკისკისე გოგოს. ნახევარი გზა ჰქონდათ გავლილი ბიჭებს რომ ჩაეძინათ.
- მოიცა ახლა ამ მომენტის გამოტოვება იქნება ? ფოტოები უნდა გადავუღო - გაეცინა კესანეს ღვედი შეიხსნა და უკანა სავარძლებისკენ მთელი ტანით შეტრიალდა. უნებურად გამობზიკა საჯდომი და წინა სარკეში ბიჭს თვალები გაუშტერდა.
- ჯანდაბა - შუბლზე ხელი მოისვა დამიანემ და უნებურად მეტად მიაჭირა გაზს ფეხი.
- რამე მითხარი დამი ? - ღიმილით დაუბრუნდა გოგო ადგილს -
- არაფერი კესანე - გაიღიმა ბიჭმა, ინსტიქტურად წაიღო ხელი ბიჭის ლოყისკენ და უკვე საყვარელ ფოსოებს მოეფერა. დამიანემ სწრაფად დაიჭირა გოგოს ხელი და ტუჩებისკენ ჩაიცურა, სწრაფად მიაკრო ხელისგულზე ცხელი ტუჩები და სახე გაებადრა გოგოს სხეულის რეაქციაზე. შემდეგ თითები კესანეს თითებში ახლართა და მთელი გზა აღარც გაუშვია.
- აი აქ შეუხვიე და მივედით - ანიშნა კესანემ და ბიჭმაც არ დააყოვნა ისე სწრაფად მოუხვია ბიჭები მოულოდნელობისგან წამოხტნენ და თავი სალონს აარტყეს, ამაზე გემრიელად იცინეს კესანემ და დამიანემ.
- როგორც ჩანს ისინი უკვე მოვიდნენ - გაეღიმა კესანეს მეგობრების დანახვაზე.
- ოო როგორც იქნა მოხვედით - ყელზე მოეხვია კესანეს ნინა და დანარჩენებსაც მიესალმა. მხოლოდ ეშმაკურად მომღიმარ ლაშას შეუბღვირა და სახლში შეუძღვა სტუმრებს.
ნიკოს ორსართულიანი სახლი ჰქონდა და თავისუფლად დაატია ყველა სხვადასხვა ოთახებში მეორე სართულზე. მხოლოდ ნანკას ეძინა ნიკოსთან ერთად ხოლო ნინა და მაკო ერთ ოთახში შესახლდნენ.
საღამომდე სახლი მოაწესრიგეს და ბარგი ამოალაგეს.
კესანე და ნანკა სამზარეულოში ტრიალებდნენ. ნანკა სალათებს აკეთებდა, კესანე კი საყვარელ პიცას. პიცის შემდეგ ლაშას და თონიკეს საყვარელი მალინის კექსიც გამოაცხო.
მაგიდის გაშლაში ნინა და მაკოც მოეხმარნენ. გემრიელად მიირთვეს საჭმელი და ახლა კექსით და ცივი წვენებით ეზოში გადაინაცვლეს სადაც რამდენიმე დიდი ხის ქვეშ მოეწყო ნიკოს თავისდროზე დასასვენებელი ადგილი.
- მაკრინე კიდე ერთი ნაჭერი კექსი რომ შევჭამო საშობაოთ გავსუქდები - გაეცინა ნინას და მაინც გამოართვა მეგობარს კექსი. გემრიელად ილუკმებოდა შიგადაშიგ ილოკავდა ტუჩებს. ლაშას თვალები მთლიანად ორიენტირებული იყო გოგოს ტუჩებზე და ცივი წვენის ჭიქას მთელი ძალით უჭერდა ხელს.
- ვაიმე ახლა მოვკვდები - ხმამაღლა ახარხარდა მაკო ბიჭის სახე რომ დაინახა - რა სახით გიყურებს - ჩუმად ანიშნა ნინას ბიჭზე და კიდევ ერთხელ ჩაიფხუკუნა.
- იდიოტი - მილანძღა ბიჭი და წარბაწეულმა შეხედა პირდაპირ თვალებში. ლაშამ სწრაფად გადაიტანა მზერა და ცივი წვენი ბოლომდე მოიყუდა.
გვიანობამდე არ გაჩერებულან რადგან შუადღისას მგზავრობამ მერე ყველაფრის მოწესრიგებამ თავისი შედეგი გამოიღო და ყველა გადაიღალა, ამიტომ მალე დაიშლანენ და გეგმები მეორე დღისთვის გადადეს.
ღამის ორი საათი იყო ქალბატონი ნინა ვერ იძინებდა, ამიტომ სამზარეულოში ჩავიდა რძის დასალევად. ტანზე მოკლე ატრასის ღამის შორტი და მოკლე ბრეტელებიანი ტოპი ეცვა მხოლოდ, რძე მაცივარში სულ დაბლა იყო ამიტომ გადახრა მოუწია, ამ სცენას კი ლაშა შეესწრო, ბიჭს ისედაც წყუროდა და გოგოს მიმზიდველი სხეულის დანახვისას საერთოდ გაუშრა პირი. ხმამაღლა ჩაახველა და მხოლოდ ახლა გასწორდა ნინა.
- ამ შუაღამით რა არ გაძინებს ლაშა ბიძია - ბიჭის გაღიზიანებას არ წყვეტდა ნინა, რძე ჭიქაში ჩამოისხა, ერთ სკამზე შემოჯდა და მეორეზე ფეხები შემოალაგა.
- წყალი მინდოდა - თქვა დაბოხებული ხმით ლაშამ და გოგოს ფეხებს ძლივს მოაშორა თვალი. ჩვეულებისამებრ გემრიელად სვავდა ნინა რძეს და თან მისი ქერა ტალაროვან თმაზე თამაშით ირთობდა თავს. თვალმოუშორებლად უყურებდა ლაშა გოგოს. ქვედა ტუჩზე უნებურად ჩამოსული რძის წვეთი ენით გაილოკა გოგომ და ლაშაც მოუსვენრად აწრიალდა სკამზე.
საერთოდ ჭკუიდან გადავიდა ბიჭი შუაღამისას გოგოს ტელეფონზე ბიჭმა რომ დაურეკა რომელიც ნახევრად შიშველი ჩანდა კადრში.
- ვაუუ რა ვიდზე ხარ. ეგ კუბიკები სულ შენია ? - ტუჩი მოიკვნიტა ნინამ და გაიცინა -
- თუ გინდა შეეხე რომ მნახავ - გაეცინა ბიჭსაც.- მკერდი გაგზრდია ქალს ემსგავსები ხო იცი შენ ? - დასცინა ბიჭმა და ნინასაც გაეცინა. მხოლოდ ლაშა უსმენდა მათ დიალოგს დაბღვერილი და სურვილი ქონდა მობილური ნაფშვენებად ექცია, ის ტიპი კი საერთოდ გაექრო დედამიწიდან.
- დღეს დიმამ მითხრა ჩამოვიდნენო და გვიანი იყო უკვე აღარ ამოვედი. ხვალ მდინარეზე გნახავ პატარავ - უღიმოდა ბიჭი.
- კარგი გაბრიელ - კოცნა გაუგზავნა გოგომ და ტელეფონი გათიშა. მხოლოდ ახლა გახედა დაბღვერილ ლაშას და ჩაეცინა. ისევ რძის დალევა განაგრძნო და როცა ქვედატუჩზე კიდევ ერთხელ გადაისვა ენა ლაშა ადგილზე ვერ გაჩერდა, სწრაფად მიუახლოვდა ნინას და ტუჩზე დარჩენილი რძე ცერა თითით მოწმინდა, გააჟრჟოლა გოგოს ტუჩს რომ შეეხო, შემდეგ ეს ცერა თითი ტუჩებს შორის მოიქცია და ახლა ნინა იყო ლაშას მსგავს სიტუაციაში, თუმცა ჯიუტი ქალბატონი ამას არც არასდროს შეიმჩნევდა.
- რაო ლაშიკო, ყველაფერთან ერთად პედოფილიც ვართო თუ რატომ მიფათურებ ხელებს ტუჩებზე - წარბი აწია ნინამ და ცოტა აკლდა ლაშას სახეზე არ გადაეხარხარა. ლაშამ არაფერი უპასუხა უფრო ახლოს მივიდა გოგოსთან მისი ქერა თმა მუჭში მოიქცია და მაშინვე იგრძნო გოგოს სურნელი. ნინას პულსი არანორმალურივით აუჩქარდა და ბიჭს გულმკერდზე ხელი კრა რომ მოეშორებინა. ლაშა ისევ უსიტყვოდ მოშორდა და სამზარეულოდან გაუჩინარდა.
- იდიოტი რას ცდილობს ნეტავ. სიმპატიურია კია ვერ დაუწუნებ ვერაფერს - თავისთვის ეცინებოდა გოგოს.
###
საკმაოდ გვიანობამდე ეძინა ყველას მარტო კესანე ადგა ადრიანად და საჭმელების მომზადება საკუთარ თავზე აიღო. რამდენიმე სახის სალათა მოამზადა, ცომით კი ხაჭაპურების ცხობა დაიწყო.
თან ამზადებდა თან რაღაც სიმღერას ღიღინებდა. დამიანე სამზარეულოს შესასვლელში იდგა და ღიმილით უყურებდა მოფუსფუსე გოგოს. უკნიდან ფრთხილად მიეპარა ხელები მუცელზე მოხვია და ლოყაზე გემრიელად აკოცა.
- დილამშვიდობისა ყვავილო - ღიმილით მიესალმა გოგოს და საპასუხოდ მანაც გაუღიმა.
- დილამშვიდობის დამი- ბიჭის მოხვეულ ხელებზე მისი გადაატარა და ბიჭს სიამოვნებისგან ჯერ გააჟრჟოლა და შემდეგ უნებურად დაეხუჭა თვალები.
- გემრიელი სუნია , ყველაფერი ისეთი გემრიელი თუ არის როგორც გუშინდელი კექსი შემიძლია ცოლად მოგიყვანო - გაეცინა ბიჭს -
- კარგი რომ გასინჯავ და გადაწყვეტ შემატყობიბე- გაეცინა გოგოს და ბიზს მიუტრიალდა. დამიანეს გაეცინა კესანეზე როდესაც მის პატარა ცხვირზე ფქვილი შენიშნა. საჩვენებელი თითით მოაშორა და თვალებში ისევ გაღიმებულმა ჩახედა.
- ვგიჟდები - უნებურად წამოიძახა კესანემ და ბიჭის სახე ხელებში მოიქცია ცერებით ეფერებოდა ბიჭის ფოსოებს და ბიჭს აფორიაქებდა. თვალები დახუჭა დამიანემ და გოგოს უფლება მისცა მთელს სახეზე მოფერებოდა. განაბული იდგა სამზარეულოში და ვერაფერს გრძნობდა კესანეს ნაზი თითების გარდა. ბოლოს ვერ მოითმინა ხელები დაუჭირა და სათითაოდ დაუკოცნა ჯერ ყველა თითი მერე კი ორივე ხელის გული. აქამდე თუ გული უჩქარდებოდა გოგოს ბიჭის შეხებაზე ახლა თითქოს საერთოდ შეწყვიტა ფეთქვა. განაბულმა მიადო თავი ბიჭის გულმკერდს და ხელები ფრთხილად მოხვია წელზე. კესანეს საქციელზე ჩუმად და კმაყოფილს ჩაეცინა დამიანეს და თავზე აკოცა გოგოს.
###
ყველანი მდინარეზე იყვნენ და ერთობოდნენ. ნინა აგიჟებდა ლაშას და თვითონ ბიჭის სახეებზე იცინოდა.
თუმცა სრულიად გადაავიწყდა ლაშა როდესაც მდინარესთან გაბრიელი გამოჩნდა. კივილით გაიქცა ბიჭისკენ და მის წელზე მოთავსდა.
მთელიბსახე დაუკოცნა მონატრებულ ბიჭს, ბიჭმაც მოხვია მკლავები და რამდენჯერმე აკოცა თავზე. ლაშა შორიდან უყურებდა და კბილებს ერთმანეთზე მაგრად აჭერდა. აგიჟებდა გოგოს საცურაოკოსტუმით შემოსილი სხეული ნახევრად შიშველი ბიჭის სხეულზე რომ იყო შემოხვეული. ბიჭს გოგოს შიშველ წელზე ჰქონდა ხელები მოხვეული და ლაშაც სიმწრისგან თვალები ჩაწითლებოდა. ხელებს ძლიერად მუშტავდა და ცდილობდა რამე სისულელე არ ჩაედინა.
- რა სექსიი ხააარ გეფიცები დავეცემოდი შენ რომ არ მიჭერდე ძ გაჰკიოდა ნინა და ბიჭიც გულიანად იცინოდა.
- შენც გეშველა როგორც ჩანს, გაგზრდია სიმრგვალეები, ახლა იქნებ ვიზუალით მაინც შეატყუო თავი ვინმეს - დაგესლა ბიჭმა და მისი წელიდან ჩამოსვა გოგო-
- აუ წამო გაბრიელ მაკო უნდა გაგაცნო - გაბადრული მოეხვია მკლავზე ბიჭს.
- კარგი რა ნინაა , მთელი თვეებია შემჭამე მაგ შენი მაკოთი, არ მჭირდება არავის გარიგება და სისულელები - ახლა ნაღდ სვანს დაემსგავსა ბიჭი -
- უნამუსო, ინანებ იცოდე - ენა გამოუყო და მდინარედან ამომავალ დაქალს ხელი დაუქნია. მაკო მთელი მისი სიდიადით მონარნარებდა და თან დასველებულ თმას იწურავდა. იმდენად მიმზიდველად გამოიყურებოდა მისი სხეული მთლიან საცურაო კოსტუმში რომ ნებისმიერს მოადგებოდა ნერწყვი.
მაკო ნინასთან მივიდა და უცნობ ბიჭს თავის დაკვრით მიესალმა.
- ვგიჟდეეები ისეთი კარგი ბუნება და წყალია ნინ, იცოდე ხშირად წამომიყვან ხოლმე - გაეცინა მაკოს და ლოყაზე აკოცა მეგობარს
- აუცილებლად მაკო - სახელის გაგონებაზე გაბრიელს ხველა აუტყდა. ყოველთვის როდესაც ნინა გადაწყვეტდა მისთვის გოგო გაეცნო ისეთ გოგონებს არჩევდა ცხოვრებაში რომ არ შეხედავდა გაბრიელი, ახლა კი მის წინ მშვენიერება იდგა და ბიჭს ლამის უკან წაეღო მისი სიტყვები გაცნობასთან დაკავშირებით.
- შენ ალბათ გაბრიელი ხო ? - მიუბრუნდა ბიჭს მაკო, გაბრიელმა კმაყოფილი ღიმილით დაუკრა თავი - კიდევ კარგი ყოველთვის უარს ეუბნებოდი ჩემს გაცნობაზე ნინას როგორც ვხედავ ბევრი არაფერი დამიკარგავს, მაინც არ ჯდები ჩემს გემოვნებაში , ასე რომ აღარ ინერვიულო ამაზე - ტუჩები უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა მაკომ და ღიმილშეყინული დატოვა ბიჭი მდინარის ნაპირთან. ბიჭს რომ გაეცალა მაკო მხოლოდ მაშინ იგრძნო როგორი სიჩქარით უცემდა გული. თვების წინ ნახა გაბრიელი რაგბის საყურებლად წაყვა მეგობრებს და ერთინახვით მოიხიბლა. მერე აღმოჩნდა რომ ნინას მეგობარი იყო ბატონი გაბრიელი და ნინასთან წამოცდა რომ მოეწონა სწორედ ამიტომ ცდილობდა ნინა ასე გამეტებით ერთმანეთი გაეცნოთ.
ბიჭები და კესანე მდინარეში იყვნენ როდესაც ნაპირზე მდგომი ბიჭი შეამჩნია კესანემ. სწრაფად გამოვიდა ნაპირზე და ისე მოეხვია იქ მდგომ ბიჭს რომ ბიჭმაც ვერ შეიკავა თავი და ორივე ერდ აღმოჩნდა დაბლა. კესანე კიდევ არ უშვებდა ხელს და მთელი ძალით ეხუტებოდა საყვარელ ბიჭს. მდზინარეში კი ძარღვებდაბერილი დამიანე იდგა ეჭვუანობისგან თვალებუდან ცეცხლს აფრქვევდა.
ბოლოს როგორც იქნა სიცილით წამოდგნენ ფეხზე ორივე, თუმცა კესანე ბიჭს არ შორდებოდა ისე იყო მასზე შემოხვეული სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა ბიჭს.
- როგორ მომენატრე ჩემო სიცოცხლე - ბიჭის გულმკერდზე ახუტებულიყო გოგო და ბედნიერებისგან აცრემლიანებისა თვალები -
- გადარეულო მეც ძალიან მენატრებოდი - თავზე კოცნიდა გოგოს და მეტად ხვევდა ხელებს წელზე. დამიანემ ღრმად ჩაყვინთა მდინარეში რომ ეჭვიანობისგან შემოჩენილი ბრაზი როგორმე ჩაეცხრო.
*******
მადლობთ რომ კითხულობთ, იმედია მოგეწონებათ.
დააფიქსირეთ თქვენი აზრი <3



№1 სტუმარი სტუმარი ანი

ვაიმეეეეეე ყველ მომწონს ყველაზწ ვგიჟდები.... როგორ მიყვარს გიჟი წყვილებიიიიიი...
ნინაზე და ლაშაზე ვაბოდებ.
გაბრიელი და მაკო.... ახლა იწყებაა :დ
აუ მალე დადე რა გთხოვ ძალიან მაგარია

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთი

რა უბედურებაა ამდენი ხვევნა კოცნა შევწუხდი რააა. მეგობარი მეგობარია. ზღვარგადასული საქციელი მეგობრობას არ უხდება

 


№3  offline წევრი SillyGirl

სტუმარი ანი
ვაიმეეეეეე ყველ მომწონს ყველაზწ ვგიჟდები.... როგორ მიყვარს გიჟი წყვილებიიიიიი...
ნინაზე და ლაშაზე ვაბოდებ.
გაბრიელი და მაკო.... ახლა იწყებაა :დ
აუ მალე დადე რა გთხოვ ძალიან მაგარია

მიხარია ასე თუ მოგწონს <3
არ დავაგვიანებ მალე დავდებ <3
სტუმარი ქეთი
რა უბედურებაა ამდენი ხვევნა კოცნა შევწუხდი რააა. მეგობარი მეგობარია. ზღვარგადასული საქციელი მეგობრობას არ უხდება

რეალობაშიხ არსებობენ მსგავსი მეგობრები <3

 


№4  offline აქტიური მკითხველი grafo

ე.ი. ამ თავით დავიწყე ისტორიის კითხვა, ხოდა...ვისი ვისშია ვეღარ გავიგე, მართლა :)))
და კიდევ, მართლა მაინტერესებს. ოღონდ, პირველი ავტორი არ ხარ ვის ისტორიაშიც ეს ხდება. ახლა მოდაშია გოგოები (ხშირად მოუკრეფავში გადასულები), რომლებიც კაცებს დასცინიან და ამით კმაყოფილები რჩებიან?!
ანუ ასეთი ტენდენციაა საქართველოში თუ რა ხდება?
კრიტიკად ან შენიშვნად ან რამე მსგავსად არ მიიღო ჩემი კომენტარი. არც მიფიქრია.

კიდო ერთი. ის რომ რეალობაში მსგავსი მეგობრები არსებობენ, არ ნიშნავს რომ ნორმალურია.
რეალურად და მეცნიერულად, საცურაო კოსტუმით ქალი კაცს რომ შეახტება იქ ათასი "რაღაც" ხდება და თუ არ ხდება, მხოლოდ იმიტომ რომ ქართველი ვაჟკაცი ტიპიური იმპოტენტია და ხუმრობს ისე უტაქტოდ გაზრდილ ფორმებზე, როგორც თუნდაც გაბრიელმა გააკეთა. უკიდეგანოდ დავცინი ეგეთ ტიპებს, გოგოა ხვევნა-კოცნას რომ იტანენ, თან ყელში, თან წელზე შემოხვეულნი და ამ დროს დაიკოოო:)))).
ნამდვილად არსებობენ.

 


№5  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

grafo
ე.ი. ამ თავით დავიწყე ისტორიის კითხვა, ხოდა...ვისი ვისშია ვეღარ გავიგე, მართლა :)))
და კიდევ, მართლა მაინტერესებს. ოღონდ, პირველი ავტორი არ ხარ ვის ისტორიაშიც ეს ხდება. ახლა მოდაშია გოგოები (ხშირად მოუკრეფავში გადასულები), რომლებიც კაცებს დასცინიან და ამით კმაყოფილები რჩებიან?!
ანუ ასეთი ტენდენციაა საქართველოში თუ რა ხდება?
კრიტიკად ან შენიშვნად ან რამე მსგავსად არ მიიღო ჩემი კომენტარი. არც მიფიქრია.

კიდო ერთი. ის რომ რეალობაში მსგავსი მეგობრები არსებობენ, არ ნიშნავს რომ ნორმალურია.
რეალურად და მეცნიერულად, საცურაო კოსტუმით ქალი კაცს რომ შეახტება იქ ათასი "რაღაც" ხდება და თუ არ ხდება, მხოლოდ იმიტომ რომ ქართველი ვაჟკაცი ტიპიური იმპოტენტია და ხუმრობს ისე უტაქტოდ გაზრდილ ფორმებზე, როგორც თუნდაც გაბრიელმა გააკეთა. უკიდეგანოდ დავცინი ეგეთ ტიპებს, გოგოა ხვევნა-კოცნას რომ იტანენ, თან ყელში, თან წელზე შემოხვეულნი და ამ დროს დაიკოოო:)))).
ნამდვილად არსებობენ.

გაიხარე, რა მაგრად ჩამოაყალიბე ჩემი სათქმელი. მე პირადად ის მიხარია, რომ მსგავსი "მეგობრები" ჩემს ირგვლივ არ არსებობენ

 


№6  offline წევრი SillyGirl

grafo
ე.ი. ამ თავით დავიწყე ისტორიის კითხვა, ხოდა...ვისი ვისშია ვეღარ გავიგე, მართლა :)))
და კიდევ, მართლა მაინტერესებს. ოღონდ, პირველი ავტორი არ ხარ ვის ისტორიაშიც ეს ხდება. ახლა მოდაშია გოგოები (ხშირად მოუკრეფავში გადასულები), რომლებიც კაცებს დასცინიან და ამით კმაყოფილები რჩებიან?!
ანუ ასეთი ტენდენციაა საქართველოში თუ რა ხდება?
კრიტიკად ან შენიშვნად ან რამე მსგავსად არ მიიღო ჩემი კომენტარი. არც მიფიქრია.

კიდო ერთი. ის რომ რეალობაში მსგავსი მეგობრები არსებობენ, არ ნიშნავს რომ ნორმალურია.
რეალურად და მეცნიერულად, საცურაო კოსტუმით ქალი კაცს რომ შეახტება იქ ათასი "რაღაც" ხდება და თუ არ ხდება, მხოლოდ იმიტომ რომ ქართველი ვაჟკაცი ტიპიური იმპოტენტია და ხუმრობს ისე უტაქტოდ გაზრდილ ფორმებზე, როგორც თუნდაც გაბრიელმა გააკეთა. უკიდეგანოდ დავცინი ეგეთ ტიპებს, გოგოა ხვევნა-კოცნას რომ იტანენ, თან ყელში, თან წელზე შემოხვეულნი და ამ დროს დაიკოოო:)))).
ნამდვილად არსებობენ.

გასაგებია შენი დამოკიდებულება და რაღაც მხრივ გეთანხმები კიდეც. უბრალოდ შემდეგ თავში უფრო გარკვევით იქნება ნინას და გაბრიელის "მეგობრობა" წარმოჩენილი და ვფიქრობ მერე ასე აღარ იფიქრებთ.
რაც შეეხება კესანეს და დიმას მათ ააეთ ახლო მეგობრობასაც აქვს მიზეზი.
მადლობა თქვენი აზრის გაზიარებისთვის მართლა

 


№7  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

სად დაიკარგეეეეე

 


№8  offline წევრი SillyGirl

ანი ანი
სად დაიკარგეეეეე

სამსახურის და ფინალურების დამსახურებით დაწერა ვერ მივახერხე დღეს დავწერ და ან ღამე ან დილას დავდებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent