შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაპასკირი და ბაბუციძე 19


9-07-2018, 17:21
ნანახია 1 906

ცოტახანს იჯდა მანქანაში და უყურებდა შორიდან კაფის ფანჯარასთან ჩამომსხდარ ნინის და გეგას , ცდილობდა თავი ხელში აეყვანა და მშვიდად , წყნარად წამოსულიყო იქიდან ისე რომ უკანაც არ მიეხედა , მაგრამ ვერ მოდიოდა. ნახევარი საათი უყურა მერე გადმოვიდა მანქანიდან და კაფეში შევიდა. მათკენ მიმავალი რომ დაინახა ნინიმ გაკვირვებისგან დიდი ლამაზი შავი თვალები უფრო გაუფართოვდა.
-ახალგაზრდებო ხელს ხომ არ გიშლით?!
-ნიკა? რა ხდება მოხდა რამე?
-არა რავი მეც მშია ეე რა შეუკვეთეთ? მეც შევჭამ რამეს.
გეგა ნინიზე კიდევ უფრო გაოცებული იყო და თან ბრაზი ერეოდა, სულ სხვანაირად ჰქონდა ეს დღე დაგეგმილი მაგრამ ნიკა დანელიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
- ჩვენ პიცა და სალათი შევუკვეთეთ , უი მართლა ეს ნიკა დანელიაა, ჩემი მეგობარი ეს გეგაა გიორგიბიანი, რომ მცოდნოდა შენც შემოხვიდოდი შენთვისაც შევუკვეთავდით.
-არაუშავს ტოო მოიცა ეხლავე დავუძახებ ბარემ მეც შევჭამ და თან შენს მეგობარსაც გავიცნობ, ვიფიქრე გოგო პაემანზე მოვიყვანე და უპატრონოდ ხო არ დავტოვებ მეთქი
-შენ ლადო გიორგობიანის იცნობ? ახლობლები ხო არ ხართ?
-ბიძაშვილია ჩემი ლადუშა.
-ვა ვაა ნახე ტოო! ახლობლებიც ვყოფილვართ ლადუშა ჩვენი ძმააა .
-ნინი რატო ხარ ჩუმად ამოიღე ხმა , იმედია ხელი არ შეგიშალეთ.
-აა აარაა , არა არ შეგიშლია.
გეგა სულ გაწითლდა ბრაზით ნინის კი ვერ გაეგო რა ხდებოდა. მარტო ნიკა იჯდა კმაყოფილი, გაბადრული სახით , უკვე იმაზე ფიქრობდა როგორ წაეყვანა ნინი იქიდან ისე რომ შემთხვევით არ აეტეხა ჩხუბი .
-დავრეკავ და მოვალ კარგი? ნინი წამოდგა დიდი მორიდებით და ტუალეტისკენ წავიდა.
-კატოოო მიპასუხე რააა, მეორედ ცდილობდა კატოსთან დარეკვას.
-ხო ნიი , როგორც იქნა გაისმა ტელეფონში ხმა.
-ნიიი კი არა მიშველე რამე თორე გავგიჟდები
-რა ხდება?
- კაფეში ვსხედვართ მე გეგა და ნიკა და ბედნიერად ველოდებით პიცას . გეგა უკვე ფერებში გადადის , ნიკა რაღაც გაურკვევლი სახით გვიზის იქ და მე ვეღარ ვიგებ რა ხდება.
-მოიცა ნიკაც წამოგყვა?
-მიმიყვანა და წესით უნდა წასულიყო , მარა მერე უცბად გამოგვეცხადა და დაგვიჯდა იქ .
-ვაიმე ცუდად ვარ , ნიკა რა ტიპია.
-რა გაცინებს გოგო , გამაგებინე რა ვქნა
-რას იზზამ მიირთვი პიცა დატკბი ბიჭების რეაქციებით მერე ადექი ნიკას მანქანაში ჩაუჯექი ოღონდ აიმას არ გაყვე თორე ნიკა თუ მდგომარეობიდან გამოვიდა ვულკანი ამოიფრქვევა და წაგლეკავთ ,ხოდა წადი სახლში, ხვალ სკოლაში გნახავ.
-აუუ ისე მეუბნები თითქოს ადვილი იყოს.
-საერთოდ არაა ძნელი მანდ არაფერი.
-გოგოოო გვერდით მიზის და ისე მიშტერდება მასზე თვალი ვერც ვაცნობიერებ და ამ დროს პაემანზე ვარ სხვასთან ,თავი კასანდრა მგონია.
- აბა ხო არ წამოხტები და გამოიქცევი .
- კაი ხო კაი სხვა გზა არ მაქვს. წავედი მოგწერ.
ბიჭებთან დაბრუნდა და ცდილობდა არაფერი შეემჩნია. ისე იწელებოდა დრო ნინისთვის იმ მომენტში ეგონა საუკუნე იყო უკვე იქ იჯდა.
ნიკა გემრიელად ილუკმებოდა აი გეგა კი ისეთი გაცოფებული იყო, თავს ძლივს იკავებდა.
-ნინი საღამოს ბარში ვარ დაპატიჟებული ძმაკაცის ბენდი გამოდის, წამომყვები?
- ეეე კაი ტოოო , რა ცუდ დროს მოგინდა, დღეს არ სცალია ნინის საღამოს საქმეზე მივდივართ, აი ხვალ საღამოს კიდე შეიძლებოდა , მარა არა ხვალეც დაკავებულია . არა ნინი?
- რა ჰა ? მე ?
- ხო ჩემო ლამაზო
- ჩემო ლამაზოვო და ნინის დახრჩობა ერთი იყო , საკუთარი ნერწვით კინაღამ დაიხრჩო.
- ნელა-ნელა გოგო ნელა არ დაიხრჩო.
- ჰა რას ამბობდი გცალია?
-არა გეგა სხვა დროს იყოს.
-აი ხო გითხარი, კაი ეხლა ჩვენი წასვლის დროა აი ეს ფული გადახდილია, გამიხარდა გეგა შენი გაცნობა , არ დავეკარგოთ ერთმანეთს ლადუშა არ მინახავს კაი ხანია მომიკითხე რო ნახავ. დროებით.
მოკიდა ნინის ხელი და პატარა ბავშვივით გააქანა მანქანისკენ .
- ღვედი შეიკარიო ერთი უთხრა ნინის და მოწყვიტა მანქანაა ადგილს.
-უკვე საღამო იყო კატო და დუდუ თბილისში რომ დაბრუნდნენ , სახლამდე მიაცილა და თვითონ ბიჭებთან წავიდა.
კატო გაბადრული, დაეშვა თავის საწოლზე . და ვის უნდა გაეფუჭებინა ის დღე თუ არა დათო როსტომაშვილს , რომელიც ჩასაფრებულივით ისეთ დროს რეკავდა , ისეთ დროს გამოჩნდებოდა ყველაზე ნაკლებად რომ უნდოდა კატოს .
დახედა თუ არა ტელეფონს მაშინვე სახე შეეცვალა.
-აუუუ რა უნდა რააა . რა უნდააააა
-ალო , ხმას არ იღებდა .ისე არ იღებ ხმას თითქოს არ ვიცოდე რო შენ ხარ .
- როგორ ხარ
-მადლობა კარგად , კიდე რამდენი ხანი უნდა მირეკო?
-შენ რამდენი ხანი უნდა უმალო დუდუს რო გირეკავ?
- შენ რა გგონია რატო არ ვეუბნები?
-ეგ შენ უნდა იცოდე
-ვიცი ხოდა . არ გაინეტერსებს?
-აბა ?
-მოგკლავს და იმიტომ
-აჰა და გედარდები?
- ჰო მედარდები ადამიანი ხარ და არ მინდა იმის გამო მოგკლან რომ მირეკავ.
- ხო და ნუ დარდობ მერე მე ხო მოგიტაცე და მოკვლას გიპირებდი.
-აი რატო მახსენებ სულ ? მე აღაარ მახსოვს არ ვფიქრობ მააგზე და ხომ გითხარი გაპატიეთქო
-კაი რატო ნერვიულობ ეგრე? თუ გინდა აღარ დაგირეკავ.

-მინდა ! მინდა !
-კაი , მშვიდობით.
გაუთიშა. - გამითიშა, ცხოველი გამითიშა, რაღას მირეკავდა თუ უნდა გაეთიშა.
ჯანდაბას შენი თავი აღარ დამირეკავ და ეგ იქნება .
იმ ღამეს ძილი ისევ არ ეწერა კატოს, რამდენჯერაც დაურეკავდა იმდენჯერ აფორიაქებულს , გაურკვევლობაშიი ტოვებდა.
- ნიკა სად მივდივართ?
-სახლში მიმყავხარ თუ კიდე გაქვს პაემანი სადმე?
-აქ არ ვცხოვრობ
-ვიცი ! ხმამაღლა მოუვიდა ნიკას თავი ვეღარ შეიკავა.
ნინი გაოცებული უყურებდა. თვალს ვერ აშორებდა.
-რამე დავაშავე?
-ხო დააშავე
- რა ხოდა
-აი ეგეთ სირებს რომ მიყვები პაემანზე ის .
-და რატო მიყვირიხარ ან შენ ვინ გეკითხება.
-მე ვინ მეკითხება გოგო? მე?
-ხო შენ .
-ვიინ მეკითხება თურმე.
-სახლში მიმიყვანე.
-შენ გეუბნები მოატრიალე მანქნაა წყნეთში არ ვხოვრობ სახლში მიმიყვანე ახლავე და მეორედ ეგეთი ტონით აღარ დამელაპარაკო.!
ორივე გაჩუმდა, მაგრამ მაქნანა მაინც წყნეთისკენ მიდიოდა. მერე უცბად ნიკამ ტელეფონი ამოიღო და ატოს დაურეკა.
-კატუს რას შვრები?
-რავი ნიკუშ დუდუსთან ვარ საგურამოში. შენ?
- ნინისთან დარეკე სახლში და უთხარი რო შენთაან რჩება ამაღამ სახლში არ მივა , არ ინერვიულონ.
-რა ხდება ხო მშვიდობაა , როგორ არსი მოხდა რამე?
-კი ჩემთან ერთადააა და დღეს სახლში არ მივა, შეგიზლია მოაგვარო?
-კაი , არ არიან ნინისები აქ ეს კვირა მარტოა, თუ მოიკითხე ვეტყვი რო ძინავს.
-აი და ხარ რაა, გკოცნით დუდუს უჩქმიტე ერთი რბილებში.
-კაი შე ცანცარა.
გათიშა ტელეფონი და უკან სავარძელზე ლისროლა.
-მარტო რომ ხარ ეს კვირა რატო არ ვიცოდი?
-ბიჭო შენ დებილი ხარ? როდის მერე გაბარებ ანგარიშებს რამ გაგაგიჟა .
-კატოს რა დაემართა დაგავიწყდა? ვერ ისწავლე ჭკუა?
-ნახევარზე მეტი მარტო ვარ და ხო არ გადმოსახლდებოდი კიდეც ჩემთან.
- სულმარტო ხარ ?
-ხო თითქმის.
-მერე ეხლა უნდა ვიგებდე?
-არ ვიცოდი მეორე მამაც თუ მყავდა.! და საერთოდ აქ რა გვინდა.
ნიკა შენ გელაპარაკება სახლში წამიყვანე.! ნიკა!
-ნუ ყვირი .
-არ მცემ ხმას ყურადღებასაც არ მაქცევ და რა ვქნა აბა .
-გადმოდი და შედი სახლში საჭმელს გამოვიძახებ.
-წეღან შენ არ იყავი რო ილუკმებოდი?
-რო ვნერვიულობ ბევრს ვჭამ და ის რაც ვჭამე არ შემერგო იმ ს********** რო ვუყურებ რა უნდა შეგერგოს.
-და რა განერვიულებს მერე მოხდ რამე?
-მეტი რაღა გინდა გოგო რაა!.
გაიჯახუნა სახლის კარი და გავარდა გიჟივით.
-ღმერთო შენ მიშველე ეს სულ გაგიჟდა !
15 წუთიც არ იყო გასული უკან რომ შებრუნდა და ბუხართან მივიდა.
-გცივა? ავანთო?
-დამშვიდდი?
-ხო!
-აანთე მცივა.
-რა დაგემართა ნიკა ასეტი არასდროს მინახიხარ.
-ვერც მნახავდი აქამდე .
ნინი გვერდით მიუჯდა და უკვე ანთებულ ბუხარს ხელები მიუშვირა გასათბობა. უკვე ორივე მშვიდად იყვნენ და ცეცხლის ალს უყურედნენ და რა იცოდნენ რომ ერთმანეთზე ფიქრობდნენ.



№1  offline წევრი marikuna18

აი სასწაულია ♡♡♡♡♡ შოკი პიკი პანიკა ♡♡♡ უბრალოდ პატარა თავი იყო და არ მეყო :(((♡♡♡♡♡

 


marikuna18
აი სასწაულია ♡♡♡♡♡ შოკი პიკი პანიკა ♡♡♡ უბრალოდ პატარა თავი იყო და არ მეყო :(((♡♡♡♡♡


გამოსწორების გზაზე ვარ დავდებ კიდე მალე <3 მადლობა :*

 


№3  offline წევრი Crazy dreamer

Ra kargi iyo dzalian kargi. Gamixarda Axali tavi rom Dade da moutmeblad wavikitxe kidev Minda Axali tavi... Velodebi Axal tavs warmatebebii...

 


Crazy dreamer
Ra kargi iyo dzalian kargi. Gamixarda Axali tavi rom Dade da moutmeblad wavikitxe kidev Minda Axali tavi... Velodebi Axal tavs warmatebebii...



<3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent