შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაპასკირი და ბაბუციძე 18


8-07-2018, 17:00
ნანახია 2 076

- გაფართოვებული თვალებით დახედა კატომ ტელეფონს, ლოცულობდა როსტოვსკი არ ყოფილიყო, ზუსტად იცოდა რომ დუდუსთვის არაფრის დამალვა უნდოდა და უნდა ეთქვა , აუცილებლად ეტყოდა კიდეც უბრალოდ არ იცოდა როგორ და რანაირად , თვითონ უჭირდა გააზრება რა ხდებოდა და ახლა რომ მისთვის ეთქვა არ იყო დარწმუნებული რომ დუდუ არ გაგიჟდებოდა იპოვიდა და მოკლავდა, უნდოდა მსუბუქად მშვიდად და სწორად ეთქვა ,მაგრამ როგორ მოახერხებდა არ იცოდა.
ამ ჯერად ნინი რეკავდა.
-ხოოო ნი
-ხო ნიიი კი არა , სად ხარ ქალბატონო და იმისი მანქანა ისევ აქ რატომ დგას ? სკოლის ფანჯრიდან ვიყურები და ვხედავ რომ დანელიას მანქანა ისევ აქ არის , გეხვეწები მითხარი რომ ქებურიააა, ან კვატაცხელია ან რავიცი რომელიმე იმის გარდა.
-დამშვიდდი რატომ ნერვიულობ ეგრე?
-გოგო ვერ გაიგე ? რომ ვხედავ დებილივით ვშტერდები , ფერებში გადავდივარ და ისეთ სისულელეებს ვაკეთებ რომ მე თვითონაც ვერ ვხვდები .
-ნინი ! ცოტა ხმადაბლა ილაპარაკე ნუ ყვირი ტელეფონში. იმხელა ხმაზე ლაპარაკობდაა კატოს გვერდით მჯდომ დუდუს გარკვევით ესმოდა ყველაფერი და ისეთი სახით უყურებდა „ხომ ვიცოდიო “ შუბლე რომ ეწერა.
-კატო რატოა აქ
-შენ გელოდება
-რააა? მე ? რატო რატო! ვსო ვიპარები მე აქედან
-დუდუმ სთხოვა რადგან მე წამომიყვანა ნინის დაელოდე მარტო რომ არ იყოსო, შენ ხო პაემანზე მიდიხარ დღეს და მიგიყვანს რა
-აუუუუუუ
-ნუ პანიკიორობ დამშვიდდი ღრმად ჩაისუნთქე და გაკვეთილების ბოლოს გადი ნიკა მანდ იქნება და მიგიყვანს სადაც ეტყვი , გკოცნი წავედი ეხლა დაგირეკავ ცოტახანში მიყვარხარ.
-კარგი ხო
-რა უნდოდა?
-შენ გესმოდა ყველაფერი არა ?
- მესმოდა და რა ვერ გავიგე იცი? როდის მერე პანიკდება , ან პირველად აკითხავენ ჩვენები მანქანით? თუ ?
-თუ !
- მოიცა , ბიჭების კი არა მაგას ნიკას იქ ყოფნა აპანიკებს , იმენა ნიკა აპანიკებს?
-თუ !
-კატო კაი რააა, მე მიმალავ?
-რას გიმალავ არაფერსაც არ გიმალავ.
-რაო ფერებში გადავდივარ და ვშტერდებიო არ ა?!
- დუდუ , იცოდე დანელიას რომ რამე უთხრა საერთოდ ხმას არ გამცემს ნინი და მე შენ არ გაგცემ მერე. სერიოზულად , რა გაცინებს ვერ გავიგე გაიგე რა გითხარი?
-აუუ მოსწონს?
-დუდუმეთქი
-კაი რა იყო მოსწონს?
- მე ვერაფერს გეტყვი
-თუ უყვარს
-აუ გაჩუმდი ვერ გეტყვი
-კაი ტოო ნინის ნიკა უყვარს? და ნიკას
-რა ნიკას
-ნიკას ნინი . დუდუ ვეღარ სუნთქავდა , სიცილისგან .
-რა ნიკა დუდუ დაასრულე რაა
- გეტყვი ოღონდ არც შენ ეტყვი ნინის დამპირდი.
-შენ თავს ვფიცავარ არ ვეტყვი
-ნიკასაც უყვარს
-ნინი?
-ხო
-აუუუ კაი რაა და ეს დებილი კიდე კვდება ნერვიულობით , სასაცილოდ არ ეყოფა დანელიას რო გაიგოსო და ვიღაც დეგენერატს მიყვება პაემანზე
-ვის მიყვება?
-არ იცნობ ერთი გამოშტერებული თაყვანისმცემელი ყავს უკვე წლებია და ეხლა გადაწყიტა რომ სცადოს
-რა უტვინო ბავშვია. კაი მოვიფიქრებთ რამეს , ეხლა მარტო მე და შენ უნდა ვიყოთ რა აქ მეტი არავინ კაი? აი მოვედით
- რა ლამაზი სახლიააა
-შენ შიგნიდან უნდა ნახო
-ვისი სახლია?
-ჩემია , შარშან ვიყიდე სანამ შენ გაგიცნობდი და გავაკეთე, კატო იცი რა მინდა? რო დავბერდებით აქ ვიცხოვროთ , ჩვენთვის ხო წამომყვები?
-აბა რას ვიზამ მარა შენ რო ჩემზე ადრე დაბერდები ხო იცი
-გველი ბავშვი ხარ ! ვიცი !
-კაი გაგეხუმრე აუ მართლა რა ლამაზია სულ შენი გემოვნებითაა?
- ყველაფერი, ფარდებიც კიი
-ჩემი გემოვნებიანი კაცი
-მოდი ჩემთან , ერთი ხელის მოსმით მიიკრა გულზე და ისე აკოცა როგორც იცოდა ხოლმე , დედამიწიდან სადღაც ღრუბლებში რომ გაყავდა კატო .
შემომეჭმევი ისეთი გემრიელი ხარ
- შენ უფრო გემრიელი ხარ
-ეგეთ რაღაცებს ნუ მეუბნები თორე აღრასოდეს გაგიშვებ აქედან გამოგკეტავ რო მარტო ჩემთან იყო.
-კარგი ხო დამშვიდდი . თუ არ მომშორდები მე შეგჭამ იცოდე .
ამის გაგონებაზე დუდუმ ისე გულიანად გაიცინა , კარგა ხანია რომ არ გაუცინია,
-შენ შემჭამ მე გოგო? შენ ? ჩემი პატარა გოგო ხარ სულელი .
-აი დამცინე და რო მოგაჭამ მაგ ტუჩებს მერე ხო დარწმუნდები ჩემს შესაძლებლობებში.
ცოტახანს გაჩერდა დუდუ და კატოს თვალებს ისე მეაჩერდა თითქოს უკანასკნელად უყურებდა.
-კატო, არის კიდევ რაღაცები რაც მოსაგვარებელია და თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა , რომ დასრულდება ყველაფერი , გარანტიას თუ მოგცემ რომ მშვიდად ვიცხოვრებთ და აღარავინ შეგეხება , ცოლად გამომყვები? გპირდები რო ისწავლი, ყველაზე მაგარ უნივერსიტეტში და იმ ფაკულტეტზე რაც გენდომება, საერთოდ არაფერში შეგზღუდავ და პირიქით ხელს შეგიწყობ ყველაფერში რა, თუ ბავშვი გვეყოლება არც ის შეგზღუდავს, შენთავს ვფიცავარ ვერც იგრძნობ რომ გათხოვილი ხარ , იმის გარდა რომ ჩემთან ერთად იცხოვრებ და დილა ჩემთან ერთად დაიწყება. თუ გინდა ეხლა ნუ მიპასუხებ მოიფიქრე. ვიცი დაგპირდი დაგელოდებითქო მაგრამ პატარა აღარ ვარ და ჩემი პატარა ოჯახი მინდა შენ მინდიხარ და კიდე შენნაირები რამდენიმე რაა , არც ეხლა გაჩქარებ დაამთავრე სკოლა და გამოცდებს რო მორჩები მერე , მანამდე ჩვენც მოვაგვარებთ ჩვენს პრობლემებს და.
ჰა რას იტყვი? თუ გინდა მოიფიქრე.
-და რა უნდა მოვიფიქრო , რომ მიყვარხარ ეგ უკვე დიდი ხანია ვიცი ,მეტი რა ვიფიქრო
-ანუ ?
- და რა გეგონა შემეშინდებოდა და გავიქცეოდი?
-არა?
-არა რა თქმა უნდა ,
-ვერ გავიგე ანუ გამომყვები?
-გამოგყვები
-ესეთი კარგიც არ უნდა იყო არ შეიძლება , მართლა შეგჭამ .
-ნწუ ვერ შემჭამ.
-ვნახოთ,
-ფრთხილად მეტკინა
-ნუ ლაპარაკობ თორე მოგაჭამ ტუჩებს,
ის დღე ერთად გაატარეს , საერთოდ არავის დაურღვევია მატი სიმყუდროვე.
ნინიმ მოიკრიბა ძაალა და როგორც იქნა სკოლიდან გავიდა, მართალია მთელი ერთი საათი დასჭირდა და ბოლოს გურო პაპამ , სკოლის კარს რომ დარაჯობდა ძალით გაუშვა გარეთ გადი შვილო კი არ შეგჭამსო, ბოლოს მაინც გავიდა. ნიკა გადმოსულიყო მანქანიდან და კარს იყო მიყუდებული ხელებგადაჯვარედინებული, შავი სათვალიდან უყურებდა მისკენ მიმავალ მშვენიერებას და ეცინებოდა, თავის თავზე და ფიქრებზე.
-ღმერთო რა სიმპატიურია . ნინიმ საცოდავად ჩაილაპარაკა და მიუახლოვდა მანქანას.
- ვა ნინი
- ვა ნიკაა
აი იმ წამს მათზე სასაცილო არავინ არსად იქნებოდა,
-როგორ ხარ?
-კარგად ნიკა შენ ? დიდი ხანია არ მინახიხარ
- არ იჩითები ამ ბოლო დროს ჩვენთან ერთად და სხვაგან სად მნახავ
-ხო რავი დაკავებული ვიყავი ამ ბოლო დროს
-ხოო? კაია
-ხოო
-სად მიგიყვანო?
- ჯერ სახლში
-კაი
- აი მანდ შეუხვიე
-მახსოვს შენი სახლი , ღვედი შეიკარი ,
-უი დამავიწყდა
-არაუშავს ,
-აბა როგორ ხარ რა ხდება შენსკენ ახალი?
-რავიცი არაფერი ძველებურად. შენთან?
-ჩემთანაც არაფერი ისევ ისე
-აი მოვედით, ახლოს ვცხოვრობ და კატოს ვეუბნებოდი არ არის საჭირო აქ რომ მელოდებათქო მაგრამ არ დამიჯერა გეგონება ვინმე მომიტაცებდა. კაი კარგად
-თუ გადიხარ სადმე დაგელოდები და გაგიყვან
-არაა, იყოს თვითონ წავალ ,
-არა დაგელდოები არაა პრობლემა.
ჯერ იფიქრა ნინიმ როგორმე თავი უნდა დავაღწიოვო მაგრამ მერე გაიფიქრა ან რატომ უნდა დავაღწიო ვნახოთ ერთი რას იზამს რომ ნახავს სადაც მივდივარო და გადაწყვიტა კატოს ნათქვამი გადაემოწმებინა.
-იცი რა ? დამელდოე 15 წუთში ჩამოვალ და ბარემ ბოლომდე მიმიყვანე , ცოტა მაგვიანდება და ტაქსები ისე დადიან ალბათ გვიანობამდე ვერ მივალ , თუ არსად გეჩქარება
-გეკადრება? მიდიი აქ გელოდები
-კაი
ნახევარი საათი დასჭირდა ნინის მოსამზადებლად და უკან ისეთი ლამაზი დაბრუნდა ნიკა დანელიას ალბათ ცხოვრებაში პირველად დარჩა პირი ღია , გოგოს დანახვისას.
არადა განსაკუთრებული არაფერი, ჩვეულებრივად ეცვა და არც მაკიაჟი ჰქონდა განსაკუთრებული, უბრალოდ ყოველდღიური ნინისგან ძალიან განსხვავდებოდა ის ნინი რომელიც ახლა მისკენ მიდიოდა, არ გავდა 17 წლის ბავშვს ცოტა ხნის წინ წიგნებიანი ჩანთით რომ ეჯდა მანქანაში და ფერებში გადადიოდა. მერრე გაახსენდა კატოს ნათქვამი პაემანზე მიდისო და ხვდებოდა გონება როგორ ებინდებოდა და ეჭვიანობისგან კვდებოდა.
- სად მიიპრანჭები ესე
-მე? პაემანზე
-აააააა. ვინ არის ის ბედნიერი ვიცნობ ?
-არა არამგონია იცნობდე ერთია რააა.
-სახელი არ აქვს ?
-კიიი როგორ არა სახელიც აქვს გვარიც და აი ნახე მოსულა კიდეც, მანქანისკენ გაიხედა რომელიც კაფის შესასვლელთან იყო გაჩერებული და იქიდან საოცრად სიმპატიური გეგა გიორგობიანი გადმოდიოდა.კარგი ნიკა მადლობა დიდი , თვალი ჩაუკა ნინიმ და თავისი სითამამმით გაკვირვებული გადავიდა ნიკას მანქანიდან და გეგასკენ წავიდა.
-სი******* ჩაილაპარაკა ნიკამ როგორც კი ნინი მიუახლოვდა და გადაკოცნა გეგა , პაემანი აქვთ თურმე. ! შენი დედა******** .
ბრაზობდა და ვერ იგებდა ვისზე უფრო გეგაზე , ნინიზე თუ საკუთარ თავზე. თავს ვერ იკავებდა ცოტაც და გადავიდოდა , მერე მართლა ერთ ამბავს დაატრიალებდა, ნიკა დანელია მდგომარეობიდან რომ გამოდიოდა ქარიშხალი იწყებოდა, ირგვლივ ყუველას და ყველაფერს ანადგურებდა, კაცი რომ ჩავადრნოდა იმ დროს ხელში ვერავინ გააცლიდა , ცემაში ამოხდიდა სულს ისე რომ ვერც თვითონ გაიაზრებდა, მართალია იშვიათად ებინდებოდა ეგრე გონება მაგრამ ის იშვიათი შემთხვევები მთელ თბილისს კარგად ახსოვდა.



№1  offline წევრი Crazy dreamer

როგორ გამიხარდა ახალი თავი, რომ დავინახე ვერც კი წარმოიდგენ. არაჩვეულებრივი იყო ვიხალისე კიდეც, მაგრამ ვგრძნობ მალე დაიძაბება ყველაფერი. წარმატებები ველოდები ახალ თავს.

 


№2 სტუმარი სტუმარი ninua

Es ra dge gamtenebia, rom axali tavi megirsa!
waval wavikitxav...

 


№3 სტუმარი სტუმარი მაშო

დუდას არ უთხრა კატომ :( მალე დაიძაბება ყველაფერი

 


№4 სტუმარი სტუმარი გურანდა

გვიან რატო დებ ხოლმე?სული ამომხდა ლამის ლოდინით❤

 


№5 სტუმარი სტუმარი ანა

ველოდები ახალ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent