შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა ნიღბით [ნაწილი მეოთხე]


9-07-2018, 17:58
ავტორი -venus-
ნანახია 3 803

გარეთ გამოვედი და ტელეფონში მარის ნომერი ავკრიფე.
- მარ, გეხვეწები მითხარი რომ სახლშში ხარ..
- რა ხმა გაქ რა იყო? აი 15 წუთში ვიქნებიი, გასული ვარ.
- კარგი ამოვალ და სალაპარაკო მაქვს კაი?
- ამო ამო...

ტაქსი გვაჩერე და მძღოლს მარჯანიშვილზე წასვლა ვთხოვე.
დაახლოებით 15 წუთში მარჯანიშვილზე ვიყავი, იქვე მარკეტში შევედი, რამდენიმე ნაყინი, ყავა და შოკოლადი ვიყიდე... უყვარს მარის შოკოლადები, ჩემსგან განსხვავებით.
ზარი დავრეკე მაგრამ არავინ გამიღო, გავბრაზდი, ისიყო ტელეფონი უნდა ამომეღო, რომ უკნიდან ქოშინით ამოსული მარის ხმა გავიგეე.
- ვაიმეე, მოვკვდი რაა, ამლიფტს ხო არა და არ დაადგეს საშველი, ძლივს ამოვედი გოგო. გაიცინა და გადამკოცნა
- ჰო, მეც ძლივს ამოვედი. რასს შვები სად იყავი? ამასობაში მარიმ კარი გააღო და შიგნით შევედით, ჩანთა იქვე მიაგდო, მეც იქ დავდე და სამზარეულოში შევედით..
- რას უნდა ვშვებოდე, იგივე, ვმუშაობ, სახლში ვარ და ესე, შენკენ? რაღაც ძალიან ხო არ დამივიწყე. თვალები მოჭუტა და ისე შემომხედა..
- არა არ დამვიწყებიხარ, მოკლედ შარში ვარ მარუ..
- რა მოხდა? აუ ხო გეუბნებოდი რო არ უნდა დათანხმებულიყავი რააა..
- ნიკა და ლაშა ძმაკაცები აღმოჩნდნენ.
- რაა??? ვაიმეე.... კაიხანი გაოცებული იჯდა და მისმენდა, ყველაფერი მოვუყევი გუშინდელის შესახებ, სახეზე ათასმა ფერმა გადაურბინა მარის.
-ხო გოგო, ისეთი სიტყვები მეძახა, ეგეთი ნიკა პირველად ვნახე.
- რას ელოდი აბაა ტასო? შეგაქებდა? საღოლ კააი გოგო ხარო გეტყოდა? თუ თვალს დახუჭავდა და ისევ გააგრძელებდა შენთან ურთიერთობას.მითუმეტეს ლაშასთან გქონდა ყველაფერი.
- მე მაგას არ ვამბობ რო თავზე ხელი გადაესვა, ღირსიც კი ვარ, უბრალოდ მე ლაშა მაფერხებს. არ ვიცი რა ვქნა
- რა უნდა ქნა და უნდა გაყვეე, აქ სა*ოზეთში ყოფნას არ გირჩევნია ბერლინში ან მიუნხენში იგულაო? ჩანს რომ მოწონხარ, ან რა იცი იქნებ ნელ-ნელა უყვარდები კიდეც...
- ეგ ყველფერი გასაგებია მარი, მაგრამ ხო იცი რომ ძმაკაცები არიან არა? დავიჯერო ჩვენი გზები არასდროს გადაიკვეთება? არასოდეს ჩამოუვარდებათ ჩემზე ლაპარკი? იქნებ ნიკამ უთხრას რომ მიცნობს, რომ ვუყვარვარ, რომ...
მოკლედ არ მინდა მთელი ცხოვრება შიშში ვიყო, შარში ვარ, არასწორი და საშინელი ნაბიჯი გადავდგი და ჩემი გაფუჩებული საქმიდან არც ვიცი ახლა როგორ გამოვიდე.
- ჩემი აზრით ნიკას უნდა დაელაპარაკო. უნდა უთხრა ლაშას შემოთავაზებაც, იქნებ არ ჩაერიოს საერთოდ, იქნებ არაფერი თქვას.
-კაი რააა მარი, ტიპს უყვარდდე და თავის ძმაკაცს დაუთმოს შენი თავი? შანსი არარი. კაი ვთქვათ ახლ თქვას, რომ არ მაინტერესებს, რაც გინდა ის ქენი, მე ხმას არ ამოვიღებ, მაგრამ როცა გაიგებს მე და ლაშა ერთად ვართ შეიძლება, რომ შევხვდეთ კიდეც ერთმანეთს, მაშინ რაღას იზავს? არმინდა რომ გავაბოროტო გესმის?
- მესმის, მარა ერთი ის არ მესმის შენთვითონ რა გინდა. ლაშა მოგწონს? ან ნიკა გიყვარს?
- არ ვიცი მარი, ტვინი მაქვს არეული, ნიკასთან კარგად ვგრძნობ თავს, მეგონა რომ მიყვარდა, თუმცა ამ ლაპარაკის შემდეგ. არ ვიცი, ლაშა კიდევ სულ სხვაა. მინდა ისე ვუყურო როგორც კლიენტს მაგრამ ისე თბილად მექცევა, ვეღარ გაადავწყვიტე.
- გაკლია მაგრად, არ შეიძლება ტასო ასე. 22 წლის გოგო ხარ. მესმის არ გქონია იავარდით მოფენილი ბავშვობა და ცხოვრება. ამდენი წელია მარტო ხარ და მარტო იღებ გადაწყვეტილებებს, მაგრამ დაფირდი, მიზანიხო უნდა გქონდეს?! ბიჭი მაგარ შანსს გაძლევს და შენ კიდე იმას მიტირი ვინც ბო**ო ჩათ*ახოს გეძახის? კაი რა... რეალურას შეაფასე ყველაფერი. დაიკიდე ნიკა, დაიკიდე ყყველაფერი, თუ შიში გაქ, მიდი და სანამ ნიკასგან გაიგო შენთვითონ დაელაპარაკე ლაშას, შენთვითონ ააუხსენი, ოღონდ უნდა გიღირდეს და უნდა იცოდე რომ ლაშა გინდა! ბოლოსდაბოლოს ქალი ხარ და შენც გაქ სიყვარულისს უფლება ხო? შენ ხომ მისთვის აქამდე არანაირი იმედი არ მიგიცია, შენ მუშაობდი და მორჩა, მას არ ეხება შენ ვინ შეგიყვარდა ან ვისთან რა გქონდა შენს პირად ცხოვრებაში, აი დამიჯერე, ელაპარაკე და მერე გამოჩნდება მისი რეაქციით რამდენად ძვირფასი ხარ მისთვის, იქნებ როგორც ქალი ისე იზიდავ მხოლოდ, ცოტახანი იყოს შენთან და მერე მიგაგდოს, რა გარანტია გაქ სიტყვაზე ხო? მითუმეტეს საიდან გაგიცნო. ყველაფერი შეიძლება იფიქროს, ტასს ხო იცი მაგრად მიყვარხარ და ყველაზე ნააკლებად მინდა, რომ ცუდ მდგომარეობაში იყო, ისედაც გეყოფა რომ მარტო ხარ.
- ხო მართალი ხარ. ჯობს დაველაპარაკო ლაშას, იქნებ ამის გაგების შემდეგ აღარც მოუნდეს ჩემი გერმანიაში წაყვანა.
- ხო როდის მიდის?
- ზეგ, მითხრა თუ თანახმა იქნები 11ზე იქ იყავიო.
- ხოდა დღეს ან ხვალ დაურეკე და დაელაპარაკე.
- ტელეფონზე სალაპარაკო არაა ეს თემა.
- ოოო რა ბატი ხარ, ანუ შეუთანხმდი და ნახე თქოო.
- აა ხო, გამოვშტერდი უცებ. ძაიან გადავიღალე. ჩემთვის ზედმეტია ამდენი ემოცია ერთი დღისთვის და ამდენი შარი ჩემი ასაკითვის. მარის მოვეხვიე..
-მოკლედ წავედი ახლა მე, დავისვენებ თორე საშინელი საღამო მქონდა გუშინ.
-მიდი მიდი და მითხარი რას, როგორ იზავ.. მიყვარხარრ.. მარა თუ წახვედიი რა მეშველება უშენოდდ..
- ნუ მოიბუსეე ახლა, ჯერ არ ვიცი წავალ თუ არაა, თუ წავედი და იქქიდან გამოგიგზავნი რაღაცეებსს..
- ხოო აბა ქრთამისტი კი არ ვარ. გაიცინა და გადამეხვია.
- ეგ არც მითქვამსს ქალო.ვაკოცე და სახლიდან გამოვედი.


**
- ალო, ლაშა გცალიაა?
- ტასო?! რა იყო რამე მოხდა?
- არა უბრალოდ სალაპარაკო მაქვს, მნიშვნელოვანია ჩემთვის და იმედი მაქვს რომ შენთვისაც.
- ახლა კომპანიაში ვარ, რაღაც საბუთებს ვაწესრიგებ, წასვლის წინ მინდა ყველაფერი მწწყობრში დავტოვო... თუ გინდა მამუკა (მძღოლი) მოვა და სახლში მიდი, იქ დამელოდე.
- არა ახლა დავისვენებ, სახლში მივდივარ, ხოდა როცა გეცლება დამირეკე და მოვალ.
- სად იყავი?
- მარისთან.
- კარგი, მალე მიდი სახლში და ბევრს ნუ დადიხარრ.
- კაი დროებით. რა იყო ახლა ეს?! "ბევრს ნუ დადიხარ" ნწ მოკლედ რა, როგორ მიბნევს ისედაც დაბნეულ ტვინს.

სახლში მისულმა ტანაცმელები იქვე მივყარე და აბაზანაში შევედი. რამდენიმე წუთი ვინებივრე და გამოვედი, თავი მოვიწესრიგე, თმა გავიშრე, ტანსაცმელი ჩავიცვი და სამუშაო მაგიდასთან მოვკალათდი.
ლეპტოპი ჩავრთე და სოციალურ ქსელში შევედი...
ნიკას დათვალიერება მინდოდა, 1 შეტყობინება იყო მოსული, გავხსენი და მომენტალურად მუცლის ტკივილი ვიგრძენი, ნიკას მესიჯი იყო.
"მართლა არ მეგონა გუშინდელის მერე თუ მოგწერდი, დიდხანს ვიჯქი და ვფიქრობდი მომეწერა თუ არა, გული მტკივა ძალიან. ვზივარ და იცი რას ვფიქრობ? მე ის გოგო მიყვარს ვინც ჩემი არარის, ვინც მომატყუა, ვინც გრძნობებზე მეთამაშა და თავს არასრულფასოვან ადამიანად ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავე მხოლოდ შენხარ. გული მტკივა იმაზე, რომ მინდა მოგონებები მაინც მქონდეს და გავიხსენო, გავიხსენო შენთან გატარებული დრო, შენი სიცილი, ხმა, თბილი სიტყვა, მაგრამ არც ეს მაქვს, არც ეს დამიტოვე გესმის? გამანადგურე, გული მომიკალი. მერჩივნა არც გამეცანი და უბრალოდ ინტერნეტ მეგობარი ყოფილიყავი, უფრო არ მეტკინებოდაა გული, მაგრამ ალბათ ასე იყო საჭირო, ამ მესიჯსაც ბოლოჯერ გიგზავნი, იმიტომ გიგზავნი, რომ მართლა მთელი სულით და გულით მინდა გითხრა, რომ თუ ლაშასთან დარჩები, თუ ლაშამ ჩემზე არ იცის, ვერც ვერასდროს გაიგებს.. ის კაცი არ ვარ, რომ ჩემი სიყვარულის გამო, რადგან მე დამენგრა ეგ გრძნობა ძმაკაცსაც დავუნგრიო, არ გეგონოს ამას შენს გამო ვაკეთებ, ლაშა ჩემი ძმაკაცია და მის თვალებში ის დავინახე რაც აქამდე არ დამინახავს, არ ვიცი ეს როდის და როგორ მოახერხე მაგრამ აშკარაა რომ მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ, ამიტომ წყნარად იყავი, ამის შემდეგ ნიკა აბრამიძე-ს სახელს და გვარსაც ვერსად გაიგებ. მშვიდობით..."
ვიჯექი და ვტიროდი, ყველაზე საშინელი ადამიანი ვარ. როგორ მოვექეცი და თვითონ რას მწერს.

- ალო მარრრ...
- რა გაასლუკუნებს, კიდე რა მოხდააა?
- გოგო ნიკამ მომწერააა.
- რა მინდაო?
- აუუ რააა, საშინელი ადმიანი ვარ! “არ გამოვჩნდები ამის მერე შენს ცხოვრებაშიო, ლაშასთვის მნიშვნელოვანი ხარ და მერომ გრძნობები დამენგრა ისე არ ვიზავ რომ ძმაკაცს დავუნგრიოვო და ეგეთი რაღაცები. ხელის ზურგით ცრემლები მოვიწმინდე და ფეხები სკამზე შემოვალაგე.
- ღადაობ? ვაიმეე რა საყვარელიაა. ძალიან დებილი ხარ რა!! იმენა დებილი.
- ვიცი მარი, ვიციი. არადა ლაშა უნდა ვნახო დღეს, მაგაზე უნდა მელაპარაკა, ახლა რა ვქნა? ნიკამ ვერ გაიგებს, რომ ვიცნობთ ერთმანეთსო.
- ხოდა მაშინ არარ უთხრაა.
- ხო მაგრამ... სადმე რომ გადავეყაროთ ან რავიცი, გული მეტკინება მეც და ნიკასაც.
- რაც დათესე ის მოიმკე ტასო, სხვა რა გითხრა, დაქალი ხარ მაგრამ როცა დამნაშავე ხარ თავზე ვერ გადაგისმევ ხელს.
- დამნაშავე და სულელი.
- კაი მორჩი ახლა სლუკუნს და დამშვიდდი, ლაშასთან თუ წახვალ რამე სხვა მოიფიქრე ეგ არ უთხრა, ანდა არ წახვიდე საერთოდ და ზეგ აეროპორტში მიდი..
- ვითომ?
- ვითომ კი არა უნდა წახვიდე სტასსს, უნდა წახვიდე. მომისმინე, ახლა თიშავ ტელეს, ურეკავ იმ თმარია თუ ვინცარი, ეუბნები რომ ვსო, მერე რეკავ ლაშასთან, ეუბნები რომ ჩემთან მოდიხარ მე ვარ ცუდად ან რამე მოიფიქრე და აღარ ნახო. მერე მე და შენ გავალთ სადმე რაღაცებს ვიყიდით და ზეგ წახვალ.. გაიგე?
- ხო, გავიგე... კაი მაშინ წავედი და მერე დაგირეკავ. გკოცნი
- კაი მიდი გელოდები დაო.



**
- ალო თამო, ტასო ვარ..
- ხო ტასო, როგორ მიდის აბა საქმეები, რამოდენიმე დღეა არ ჩანხარ, ვერც მე დაგირეკეე.
- რავი მიდის რა... მომისმინე მივდივარ მე. აღარ მინდა მუშაობა
- მოიცა რაასქვია არ გინდა? წილი არ მოგიცია..
- მოგცემ, მაგაზე არ იდარდო, ლაშასთან რო დავდიოდი იცოდი, მაგის მოცემულიდან მოგცემ... უბრალოდ აღარ მინდა და ვსო..
- კარგი როგორც გინდა, მაგრამ გული მწყდება, შენნაირს რომ ვკარგავ.
- არაუშავს, დიდი არაფერი, სხვას იპოვი..
- რაღაცას გკითხავ..
- გისმენ
- იმედია ეს ყველაფერი ლაშას არ ეხება...
- რას გულისხმობ
- აი შენი წასვლა...
- და რომ ეხებოდეს რაა რო ?
- რავიცი, ყოველთვის კარგი გემოვნება კი ქონდა მაგრამ არამგონია ახლა ერთზე შეაჩეროს ყურადღება, ყოველთვის სხვადასხვა ქალით ერთობოდა.
- ყველამ თავის საქმეს მიხედოს, შენ არ გეხება ჩემი ცხოვრება, ამიტომ მოეშვი ლაპარაკს.
- კაი ნუ ბრაზდები მე უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი.
- შენი აზრი შენთვის დაიტოვე თამუნა, ისედაც გაღიზიანებული ვარ და ნუ მიმატებ, ხვალ მოგიტან ფულს.. გავუთიშე და ტელეფონი მივაგდე..
სახე ხელებში მოვიქციე და ცრემლებმაც არ დააყოვნეს, ცხოვრებას ახალი ფურცლიდან ვიწყებ, იმ ადამიანთან რომლის მიმართ დიდს ვერაფერს ვგრძნობ, თუმცა ყველაზე კარგი გამოსავალი აქედან წასვლაა. ლაშას დავურეკე და ვუთხარი რომ დღეს მარისთან ვრჩებოდი და სხვადროს ვილაპარაკებდით, კარგიო და გამითიშა...
მარიდა გადავურეკე და შეხვედრა სავაჭრო ცენტრში დავთქვით 6 საათზე. უკვე 5 ხდებოდა, ამიტომ მოვემზადე, თავისუფლად და სპორტულად ჩავიცვი, ვიცოდი მარის ხასიათი მომატარებდა ყველა მაღაზიას და ყველაფერს მოედებოდა, ამიტომ არც გამოვპრანჭულვარ. ლაშას მოცემული ფულიდან თამუნას ნაწილი გადავდე, ბევრს არც ითხოვდა ამიტომ ორიათასი ეკუთვნოდა, მე კი სამიათასი დამრჩა. ამ სამიათასიდან მხოლოდ ათასხუთასი გადავდე საყიდლებისთვის, დანარჩენი კი სახლში დავტოვე. კეტები ჩავიცვი, სახლს თვალი მოვავლე და ექვსისნახევარზე სახლიდანგავედი.


სავაჭრო ცენტრის შესასვლელში დავდექი და ქალბატონს ველოდებოდი, როგორც ყოველთვისს აგვიანებსს. ტელეფონი ამოვიღე და გადავურეკე
- დიდიხანი უნდა გელოდო თუ ინებებს მისი აღმატებულესობა მობრძანებას?
- აჰაჰაა, ვიღადავეთ? მოვდვიარ ხოო... საცობებია და რა ვქნა ახლა ყოვლის შემძლე მე არ ვარ, რომ მანქანები გავწიო.
- აფსუს, არადა რა კარგი იქნებოდაა. გავიცინე
- 2 წუთში მანდ ვარ დამელოდე არ მოკვდები..
- ხო მიდი მალე.
გავუთიშე და იქვე შესასვლელთან დავდექი. ვერ ვიტან ლოდინსს.
- ძლივსს, მაღირსაა მოსვლაა.
- ოო ნუ ბლუყუნებ რა ხო გითხარი საცობები იყო თქო. გადამკოცნა, ხელი მკლავში გამიყარა და ცენტრში შევედით.
როგორც ვფიქრობდი ისე ამიხდა ყველაფერი, მაღაზია არ გამოუტოვებია მარის, ხან რომელში შევედით და 1სსაათი ვიყურყუტეთ, ხანაც რომელში, კიდევ კარგი ნელნელა მაღაზიების დაკეტვა დაიწყეს თორე ვერც მოიფიქრებდა ალბათ იქიდან გამოსვლას...
- მარი დავიღალე, ამდენი რამის ყიდვა არც მინდოდა და არც იყო საჭირო, რას გადამეკიდე??
- რა არ იყო საჭირო საუკუნეა შენზე ახალი ტანსაცმელი არ მინახავს, გაჩუმდი და სულ უკმაყოფილო ნუ ხარ, ახლა შენ ის მითხარი, რა გდაწყვიტე ბოლოსდაბოლოს...
- რა გადავწყვიტე და წავალ, წავყვები, ახალ ცხოვრებას დავიწყებ ლაშასთან, შანსს მივცემ, იქნებ გავბედნიერდე, იქნებ შევიყვარო... მოკლედ ვცდი, ამაზე უკეთეს შანსს ვერც ვერავინ ჩამიგდებს ხელში, თუმცა მეორე მხრივ ნიკაზე მეფიქრება, გული მტკივა რომ ვატკინე.
- რას იზავ ტასო, ცხოვრება ისეთია რომ ჩვენს სურვილებს არ ითვალისწინებს, ყველაფერი ისე არ ხდება როგორც გვინდა გესმის? ამ მომენტში შენთვის უკეთესი აქედან წასვლაა. ჩემი აზრით ყველაზე კარგ ნაბიჯს დგავ.
- იმედი მაქვს მარი, იმედი მაქვს, რომ კიდევ უარეს შარში არ აღმოვჩნდები.
- ეგრე რატო ფიქრობ? ეჭვი გაქვს რამის?
- არა რავიცი, ლაშასგან ისეთი არაფერი დამინახავს და მიგრძვნია , რომ რამე ეჭვი გამჩენოდა, უბრალოდ ხო იცი, როცა ერთხელ ჩაფლავდები სულ იგივეს მოლოდინში ხარ.
- ხო, მაგრამ ასე არ უნდა იყოს, პირიქით, შეცდომებზე უნდა ისწავლო და მაქსიმალურად ეცადო იგივე არ გაიმეორო.
ასე ვლაპარაკობდით და თან ტაქსის ველოდებოდით, კაფეში გვინდოდა სადმე შესვლა, მაგრამ მერე მივხვდით, რომ გვშიოდა და მაკდონალდში შევედით.
- ორი ბიგ მაკ მენიუ თუ შეიძლება, ერთი სალათი და წყალი...
შეკკვეთის მიცემის შემდეგ, თანხა გადავიხადეთ და ჩვენს შეკვეთას დაველოდეთ, მალევე მოგვიტანეს, ლანგრები ავიღეთ და თავისუფალი ადგილისკენ წავედით.
-მმმ, როგორ მიყვარს რაა.. სულ რომ ეს მაჭამო არასდროს მომბეზრდებაა.
- ხოო, მეც მაგრად მიყვარს.
- მოკლედ, ხვალ დილით ლაშასთან გადავალ, და ზეგ წავალთ. სახლს შენ გაბარებ. ჯერ არ ვიცი, კარგად ვიფიქრებ, მაგრამ შეიძლება გავყიდო. იქიდან გეტყვი პასუხს და შენი იმედი მაქვს, ხო იცი.
- რა უნდა გაყიდო გოგო, შენი მშობლების ერთადერთი სახსოვარია, გქონდეს რას გიშლის, იქნებ გამოგადგეს მერე...
- რავიცი რა, არ მინდა მაგ სახლში ყოფნაც, ვნახოთ მოკლლედ, გადავწყვეტ და გეტყვი..
- ლაშამ იცის შენი გადაწყვეტილების შესახებ?
- არა ხვალ გაიგებს...
- ხოო, მგონი გაუხარდება, ისე კაი ტიპია გარეგნულად?
- კიი, კარგი ტიპია, ლურჯი თვალები აქვს ისეთი რომ ვუყურებ მგონია ვიკარგები..
- ოჰოო, რო კითხო არ მოწონს გოგოს.
- არაა, არა, უბრალოდ ავღნიშნე რომ ლამაზი და ღრმა თვალები აქვს. უცებ ტელეფონი აწკრიალდა.
- ლაშაა! მარის ვუთხარი და ვუპასუხე. ხო ლაშა გისმენ.
- ტასო, რა გინდა ამ შუაღამისას რუსთაველზე მაკდონალდში.
- მოიცა შენ საიდან იცი, რა იყო მიტვალთვალებ?
- ხო თან გყვები. გაიცინაა, არა აქეთ ვიყავი და დაგინახე, ფანჯარასთან რო ხარ ჩამოსკუპებული და მთელი რუსთაველი გხედავს ხო არ გავიწყდება?
- ხო რავიი, ვჭამ რას უნდა ვაკეთებდე. შემო თუ გცალია, დაქალს გაგაცნობ.
- უკვე შემოვედი.
უკნიდან ხელის შეხება ვიგრძენი და სერიოზულად შევხტი.
- ვაიმეე, გამისკდა გულიი..
-მეც მიხარია შენი ნახვა, გადამკოცნა და მარის ხელი ჩამოართვა, მე ლაშა ვარო...
მარის თვალები გაუფართოვა და ისე გადმომხედა უუეჭველი გაიფიქრა "ეს რა ბიჭიაოო" მეც გავუღიმე და თვალები დავუკარი თანხმობის ნიშნად.ბევრი ვილაპარკეთ, ძლივს დავითანხმეთ რომ ლაშასაც ეჭამა ჩვენთან ერთად. მერე მანქანით დაგვტოვა, უფროსწორად დატოვა მარი, მე კი მომიტაცა, ასე უთხრა მარის შენს დაქალს მოგტაცებო, ისიც დათანხმდა რათქმაუნდა, სახლში მივედით.
პირველად იყო რათქმაუნდა ჩემს სახლში, მისი რეზიდენციის მერე არც ისეთი სახარბიელო ბინა მქონდა მაგრამ სუფთა და კომფორტული იყო. მისაღებში სავარძელზე ჩამოჯდა.

- ლაშა გამოვიცვლი და გამოვალ კაი ? ყავა დავლიოთ თუ გინდა.
- კაი მიდი, ოღონდ მალე და წავიდეთ ჩემთან
- რა მინდა შენთან?
- რას ქვია რა გინდა? არ გადმოდიხარ?
- ლაშა დარწმუნებული ხარ, რომ ეს ნამდვილად გინდა?
- რომ არ მინდოდეს არც გეტყოდი, მგონი ბავშვი არ ვარ გეთამაშებოდე, 26 წლის ჩამოყალიბებული კაცი ვარ. კი, გართობა და დროს ტარება მიყვარს მაგრამ რაც შენ შეგხვდი, მივხვდი, რომ უნდა გავჩერდე და მომავალს მივხხედო...
- რატომ მე? მითუმეტეს რამდენი ქალი გყოლია..
- იმიტომ რომ, შენ სხვა ხარ, შენ მარტო დარჩენილი პატარა ბავშვი ხარ რომელმაც სამსახური ვერ იშოვა და იმ სიბინძურეში წავიდა, კიდევ კარგი მე შემხვდი პირველი, თორე არ ვიცი, გაფიქრებაც არ მინდა. შენ ჩემი ხარ ტასო, ვიცი იმ მომენტში სხვანაირად და სხვა ფიქრებით, მაგრამ მაინც მე ჩამბარდი, მე მომენდე, ჩემთან დაკარგე ქალიშვილობა, ეს ჩემთვის დიდი რამეა, მინდოდა რომ გზაზე დამეყენებინე, ამომეყვანე იმ წუმპედან, დაგინახე თუ არა ეგ მომინდა მაგრამ ეგრევე ვერ გეტყოდი, ამიტომ ვუთხარი თამუნასს რომ მხოლოდ ჩემთან ივლიდი და სხვას არ გაგაკარებდა... ახლა კი დარწმუნებული ვარ ჩემს გადაწყვეტილებაში და შენს პასუხს ველი..მ
გულში სითბო ჩამეღვარა, ვერ ავღწერ ამ ემოციას, პირველად ვიგრძენი რომ პატრონი მყავდა, რომ ვიღაც ჩემზე ღელავდა, ზრუნავდა და ჩემთვის კარგი უნდოდა, მივედი და უბრალოდ ჩავეხუტე, კი იფიქრებთ რა უაზრო და უტვინო გოგოა, არ მოწონს გრძნობა არ აქვს მაგრამ მაინც თბილიაო, ნუთუ შეიძლება ასეთი ადამიანის გვერდით თავი ცივად გეჭიროს? არ ვიცი, მე პირადად არ შემიძლია, ბოლოსდაბოლოს ლაშასი არ იყოს მას მივანდე ჩემი თავი, ძლიან კეთილი ადამიანია ლაშა ამიტომ არ მინდა მასაც ვატკინო გული.
- კარგი ლაშა, მაშინჩალაგებაში მომეხმარე.
ეს რომ ვუთხარი ისე გაუბრწყინდა თვალები მეგონა სასწაული მოხდა..
- მართლა?
- ხო მართლაა... ყველაფრის წამოღება არ ვიცი ღირს თუ არა, მაგრამ ვეცდები ზედმეტი ტვირთი არ ავიკიდო...
- რაც გინდა ის წამოიღე, სახლში დიდი ადგილია, თუ გინდა ავეჯიც წამოიღე თუ მოგონებებთანაა დაკავშირებული..
- არა ლაშა, არა, ავეჯი ზედმეტია, მოგონებები კი ბევრი მაქვს თუმცა მხოლოდ მტკივნეული.
- კარგი, არ მოიწყინო ახლა. მიდი და წავიდეთ ხო?
კიდევ ერთხელ მომეხვია და ჩალაგებაში დამეხმარა.
რომ გითხრათ ბევრი რამ მქონდა თქო არა, მაგრამ ხო იცით მერე და მერე გამოჩნდება ხოლმე ყველაფერი, მაინც უამრავი რაღაც გამომივიდა, ტანსაცმელიო სურათებიო, რამოდენიმე სუვენირი, რომელიც მამას და დედას ეკუთვნოდათ, ბებიას დღიური, რომლის წაკითხვისას მეგონა რომ ჩემთან იყო, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებდი... კიდევ რაღაც-რაღაცები ჩავალაგე, კარადიდან რომ დავასრულე ნივთების ჩალაგება, იქვე კუთხეში ნიღაბს მოვკარი თვაალი, ხელში ავიღე და ლაშას გადავხედე, მიღიმოდა, ავიღე და ნაგავში ვუკარი თავი.
ბოლოს სახლს მოვავლე თვალი, დამშვიდობებისას ცრემლიც კი ჩამომივარდა თუმცა ვეცადე არ შემემჩნია, კარები გამოვიხურე, ლაშას ხელი მოვკიდე და კიბეებზე დავეშვით...


**
- მარ, გამოდი რა ლაშასთან, მძღოლს გამოვუშვებ.
- ოხხ, მძღოლები ემსახურება გოგოს.
- აბა რა, ჩასხმული უნდა იყო თუ არა... გავიცინე. მიდი მიდი გელოდები კაი?
- ხოო კარგი მაშინ, ხვალ მიდიხარ და უარს ხო არ გეტყვი, უნდა დაგემშვიდობო ჩემო გოგო. ხმა გაებზარა და მივხვდი რომ ყელში ბურთი გაეჩხირა.
- კარგი რა მარ, არ გვინდა ახლა ცრემლები და ამბები, ხო არ ვკვდები, ჩამოვალ მალე, თან შეიძლება დიდიხანი არ მოგვიწიოს იქ ყოფნა, ლაშას ბიზნესზეა დამოკიდებული...
- ხო კარგი კარგი, მოვალ ალბათ მალეე.
- ხო ვეტყვი ახლადა გამოვა მამუკა.

ტელეფონი გავთიშე და მამუკასთან ჩავედი ქვემოთ..
- მამუკა, თუ არ შეწუხდები მარჯანიშვილზე გადი და ჩემი დაქალი წამოიყვანე.
- კი ქალბატონო ანასტასია, არარის პრობლემა, ჩემი საქმეც ეგარის. გამიღიმა და წამოდგა.
- მადლობა...

ლაშა სამსახურში იყო, არ მესმის ამხელა სახლი რა საჭიროა როცა მარტო ხარ კაცი... თავბრუ დამეხვა დათვალიერებისას.
ქვემოთ სამზარეულო, მისაღები, და ერთი სასტუმრო ოთახი იყო, თავისი სველი წერტილით. მეორე სართულზე 4 საძინებელი ოთახი, ყველას თავისი აბაზანა ჰქონდა და ცალკე გარდერობის ოთახი. სრული სიგიჟე. ასეთ სახლს მხოლოდ კინოებში თუ ვნახავდი, აქამდე მხოლოდ ლაშას ოთახი მქონდა ნანახი და დანარჩენის ნახვისას გულმა დამარტყა. სანამ სახლი დავათვალიერე ბოლომდე, კარზე ზარის ხმა გაისმა, უცებ ჩავირბინე, მეგონა რომ მარი იქნებოდა, თუმცა შევცდი.
კარი გავაღე და ის შემრჩა ხელებში ვინც ყველაზე ნაკლებად მინდოდა რომ შემხვედროდა.
- ტასო. არ მეგონა აქ თუ იქნებოდი.
- მე არ მეგონა აქ თუ გნახავდი. ისევ...
- ლაშამ მითხრა, ხვალ მივდივარო და დასამშვიდობებლად მოვედი.
- ლაშა სამსახურშია.
- კარგი მოგვიანებით მოვალ მაშინ...
- შემოდი თუ გინდა, დაელოდე... ჩამქრალი ხმით ვუთხარი იმის იმედით რომ უარს მეტყოდა, უბრალოდ ზრდილობის გამო შევტავაზე თუმცა დამთანხმდა და ჩემს გვერდით ჩაიარა, მისი სურნელი ისეთი მძაფრი იყო, ცხვირი ამიწვა თუმცა სიამოვნებისგან ტაომ დამაყარა, ღმერთო არ მინდა, რომ ასე იყოს ყველაფერი, არ მინდა ისევ მოულოდნელად შევხვდეთ ხოლმე ერთმანეთსს ან ლაშასთან სახლში ან სადმე როცა ლაშასთან ერთად ვიქნები...
მისაღებ ოთახში მოკალათდა ნიკა და თვალს არ მაშორებდა, ზიზღი გადასული ქონდა თვალებიდან ახლა ჯერი ირონიისა და სიბრალულის დამდგარიყო.
- ყავას გამიკეთებ?
- კი ახლავე, შაქარი?
- 2 კოვზი, შენც მიდიხარ? სამზარეულოში შესულს მომაძახა სასტუმრო ოთახიდან.
- კი, ლაშამ მითხრა წამოდიო.
- გასაგებია, გიყვარს?
- რაა? იქიდან ისე გამოვყვირე მგონი გულიც გაუხეთქე.
- რა გაყვირებს გოგო, მესმის ჯერჯერობით. პირველად გაიცინა იმის მერე, პრინციპში პირველად ვნახე. მეც რა მაგარი ვარრ.
- არა.
- რატო აწვალებ? ამასობაში ყავის ფინჯჯნებით გამოვედი და მის წინ დავჯექი.
- ვერ გავიგე? თავი გავისულელე ვითომ მართლა ვერ გავიგე მისი ნათქვამი.
- ვიცი, რომ გაიგე და ნუ გამამეორებინებ.
- არ ვაწვალებ, თვალები გადავაბრუნე.
- ეგრე გამოდის, იცი რო უყვარდები, შენ კიდე იყენებ.
- არ იცი ნიკა და ნუ ლაპარაკობ.
- რა ცოდნა მაგას უნდა ისედაც ჩანს.
- თემა შევცვალოთ კარგი?
- კარგი, უბრალოდ იცოდე, რომ არ მინდა ჩემ ძმაკაცსაც მოუკლა გული.
- არ მოვუკლავ, შენთვისაც არ მინდოდა, მაგრამ ეგრე გამოვიდა. ვაპირებდი შენთვის ყველაფრის თქმას და შენთან დაშორებას, ვიცოდი, რომ ასეთს არ მიმიღებდი და მართალიც იქნებოდი, თუმცა არ დამცალდა გესმის? მე რაა ვიცოდი, რომ შენ და ლაშა ძმაკაცები იყავით.
- გასაგებია, არ იცოდი, არაფერს ვამბობ, შევეგუე ისედაც გულის გატეხვებს, პირველი არ ხარ. ამოიხვნეშა და ყავა მოსვაა. ერთადერთზე რაზეც ვოცნებობდი ის იყო, რომ მარი მალე მოსულიყო და ნიკასთან მარტო ლაპარაკი შემეწყვიტა... მთრგუნავდა მასთან ასე ახლოს ყოფნა, მანერვიულებდა, მაშფოთებდა... საშინელება იყო ეს 20 წუთი, ნიკასთან ამ მდგომარეობაში გატარება, როცა ისე ელაპარაკები ადამიანს როგორც უცხოს, არადა როგორი ძვირფასია შენთვის.




№1 სტუმარი სტუმარი ფერადიი...

მერომ ამ ისტორიაზე ვგიჟდები ესუკვე ცნობილია ზაფხულში წავიკითხე და ახლა რომ ვნახე მივხვდი ალბად ახლიდან დებსთქო წავიკითხე სამივე ნაწილი წავალ ამასააც წავიკითხავ

 


№2  offline ახალბედა მწერალი -venus-

სტუმარი ფერადიი...
მერომ ამ ისტორიაზე ვგიჟდები ესუკვე ცნობილია ზაფხულში წავიკითხე და ახლა რომ ვნახე მივხვდი ალბად ახლიდან დებსთქო წავიკითხე სამივე ნაწილი წავალ ამასააც წავიკითხავ

ძალიან დიდი მადლობა. კი ახლიდან ვდებ, ვარედაქტირებ, შეცდომები მქონდა და ვცდილობ შევასწორო და ისე დავდო. მიხარია, რომ ისევ კითხულობ <3

 


№3 სტუმარი სტუმარი ნატა

მეხუთე როდის დაიდება?

 


№4 სტუმარი Lizi

მეხუთე თავს რატო ვერ ვპოულობ :( როგორ მოვძებნო ???

 


№5 სტუმარი Lizi

როდის დაიდებააა? :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent