გრძნობებთან ჭიდილი {11თავი}
არანაირი რეაქცია.კაკუნზე ყველა დადუმდა,თითქოს არც არავინ ყოფილა იქ.წამით ისიც გაიფიქრა,ნერვიულობის გამო ხომ არ მომეჩვენაო,მაგრამ არა. მიბრუნდა,აღარაფერი უთქვამს.თავის ადგილს დაუბრუნდა და სახე ხელებში ჩარგო.ღრმად დაიწყო სუნთქვა. მალე მიუჯდა მაქსიმე გვერდით,თავი ისე მოაჩვენა თითქოს არაფერი გაეგო და ყველაფერი ნორმალურად იყო. იმაზეც კი ფიქრობდა როდის გაშორებოდა. -მაქსიმე დავიღალე-ჩახლეჩილი ხმით ამოიზმუილა. -ცოტაც და წავიდეთ. -კარგი-თავი დაუქნია და მიასკენ აიღო გეზი. არც მისთვის უთქვამს რამე.ვინმე მაინც უნდა იყოს ბედნიერიო გაიფიქრა,გაუღიმა და ცეკვაში აყვა. ჩუმად იყო,ცდილობდა ღიმილი არ მოეშორებია სახიდან. საშინლად ტკიოდა. შიგნიდან ღრღნიდა რაღაც. უნდოდა,ბოლო ხმაზე ეკივლა და ირგვლივ ყველაფერი დაელეწა,მაგრამ ახლა არ შეეძლო. უნდოდა,მაქსიმესთვის ახსნა ეთხოვა,მაგრამ ვერ გაბედა. საშინლად უნდოდა ამ ტყუილიდან დაეღწია თავი,მაგრამ,თითქოს სამუდამოდ მიეკრა. თითქოს მასში ჩაიძირა და მისგან თავს ვეღარ დაიღწევს. მაქსიმემ დანაპირები შეასრულა,მალე დატოვეს დარბაზი და სახლში წავიდნენ. საქორწინო მოგზაურობ ანას თხოვნით არ ქონდათ. არ უნდოდა და ახლა მიხვდა,რომ კარგი არჩევანი გააკეთა. სახლში შესვლისთანავე მაქსიმემ უკნიდან მოხვია ხელები,მისკენ მიაბრუნა და უცებ იპოვა გოგონას ბაგეები. ყველაფრის მიუხედავად ჟრუანტელმა და ლავამ არ დააყოვნა. მაშინვე მოწყდა მთელ სამყაროს. *** დილით როცა გაიღვიძა დრო იხელთა და საწოლიდან წამოდგა. სააბაზანოში შევიდა და თბილი წყ'ლის ქვეშ დადგა. აზრზე მოვიდა. თმაში ხელები შეიცურა და იქვე ჩაიკეცა. -რა დავაშავე.ასეთი რა ჩავიდინე?რატომ არ შემიძლია ბედნიერი ვიყო?რატომ არ მყავს ბედნიერი ოჯახი.მუდამ ტყუილში რატომ უნდა ვიცხოვრო?ასეთი რა დავაშავე…რა ჯანდაბა დავაშავე?-ბუტბუტენდა და სახეზე დაცემულ წყ'ლის წვეთებს მისი ცრემლებიც ერეოდა. აღარ შეეძლო ამდენი. განა არ იყო ბედნიერი ცხოვრების ღირსი? უკვე იმაზეც იფიქრა თუ როდის გაშორებოდა მაქსიმეს. ახლა ვერ მოუყრიდა ამ ყველაფერს თავს. მხოლოდ გუშინ გადაიხადეს ქორწილი,მინიმუმ ოთხი თვე მაინც უნდა გავიდეს და შემდეგ განქორწინების საბუთებსაც შეადგენს. ყველაფერსაც გაარკვევ და ცივილიზებურად მიიღებს გადაწყვეტილებას. პატიება რომ თხოვოს? ვეღარ აპატიებს! განა არ მოუნდება პატიება? მისი მონატრება არ მოკლავს? მაგრამ პრინციპს ვერ გადააბიჯებს. ვეღარ აპატიებს. ნდობაც გაუქრება. ეს კი,მისთვის ურთიერთობაში მთავარია. კარებზე კაკუნა გამოიყვანა ფიქრებიდა. -ანა აღარ გამოდიხარ? -ხო მაქ,ახლავე-სიტყვებს ძლივს მოუყარა თავი.სახე დაიბანა,წყალი გამორთო და სველი ტანი გაიმშრალა.შემდეგ გარეთ გავიდა. ოთახი მიალაგა,კიბეებს ჩაუყვა და სამზარეულოში შევიდა. -დილა მშვიდობისა.-ქმარს მიესალმა და ლოყაზე აკოცა.უჭირდა,მაგრამ თავი უნდა მოეჩვენებია.თვითონაც არ იცის პირდაპირ რატომ არ ეუბნება რამეს,თვითონაც არ იცის რატომ თამაშობს. “და იქნებ არ იყო იქ მაქსიმე და ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებ“ ამ დროის მანძილზე მეორე “მე“ პირველად გამოუხტა. თავი გააქნია და ფიქრები გაფანტა. -დილა მშვიდობისა.საუზმე მოვამზადე.-გაუღიმა და თეფშზე დაუდო რაღაც საუცხოო კერძი. -მადლობა-გაუღიმა და ჭამა დაიწყო. უცებ გაახსენდა მიას ნათქვამი,მგალობლიშვილს დღეს ბათუმში უწევს წასვლა.ნიკა კი გვიანობამდე არ იქმება სახლში. -მაქსიმე. -გისმენ პატარა. -შეიძლება დღეს ჩემთან ავიდე სახლში.რაღაც მაქვს წამოსაღები. -მძღოლს გავგზავნი. -მია არ იქნება,მირჩევნია ჩემით წავიდე. -კარგი-თავი დაუქნია და ჭამა განგრძნო.მეტი არაფერი უთქვამს.არც ანას ამოუღია ხმა,აღარ შეეძლო ამდენი თამაში,მაგრამ მაინც ყალბი ღიმილით დადიოდა. რატომ იტყუებოდა?არ ვიცი,არც მან იცის,უბრალოდ,არ უნდოდა მაქსიმესთვის სიმართლე ეთქვა.ალბათ იმის გარკვევა უნდოდა,თუ სანამდე შეტოპავდა ეს ტყუილი. უჭირდა იმის ყურება თუ როფორ ოსტატურად ატყუებდა დადვანი,ტკიოდა,მაგრამ თავს იჭერდა. ღიმილის უკან მალავდა იმ საშინელ და გაუსაძლის ტკივილს. *** ჭამა როგორც კი დაასრულეს ალაგებას შეუდგა,გამოიცვალა და სახლი სწრაფად დატოვა. სირბილით მიუყვებოდა გზას,ფიქრებში გართული. მანქანის საჭეს ხელებს მთელი ძალით უჭერდა,სახეზე წამოსულ ცრემლებს არ იშორებდა. არ ადარდება ის,რომ გზას ვეღარ ხედავდა.წინ მიიწევდა. მალე მიადგა ნაცნობ სადარბაზოს. კიბეები სწრაფად აირბინა,გასაღები მოძებნა და სახლში შევიდა. მოსაცმელი იქვე მიაგდო და თავისი ოთახისკენ გაიქცა. შიგნით შევიდა და კარები დაკეტა. ირგვლივ მიმოიხედა,კარებთან ჩასრიალდა. თმაში შეიცურა ხელები და ბოლო ხმაზე დაიწყო კივილი. ემოციებიდან იცლებოდა და რაღაც დოზით,ესეც შველოდა. მართალია ტკივილს არ უქრობდა,მაგრამ სულ ოდნავ უმსუბუქებდა. ფეხზე წამოდგა,იქვე საწოლთან მდგარ ტუმბოსთან მივარდა და ხელი წაკრა. ერთი ხელის კვრით გადააყირავა. სარკესთან მივიდა,იქვე მოთავსებულ ხელოვნური ყვავილების ლარნაკს დაავლო ხელი და კედელს მიახეთქა. -მეზიზღები დადვანო…მეზიზღები,გესმის?! რატომ მტკენ ასე?! რა ჯანდაბა დაგიშავე?! რას მერჩი,რას?! მეც მინდა ბედნიერება,მეც მინდა,რომ თბილი ოჯახი მყავდეს! რატომ მკლავ ამ შენი ტყუილებით?! მუდამ რატომ მამცირებ,რატომ?!-ბოლო ხმაზე გაჰკიოდა და მის წინ მოთავსებულ დიდ სარკეს მუშტებს ურტყამდა. სულ არ აქცევდა დასისხლიანებულ ხელებს ყურადღებას. არავინ და არაფერი აინტერესებდა. სიმართლე უნდოდა. ყველაფრის გარკვევა უნდოდა. და,აი უკვე მესამედ მოუნდა სიკვდილი. ხვდებოდა,ატყობდა,რომ ნელ-ნელა სუსტებოდა და თვალებიც უბნელდებოდა,მაგრამ ეს ახარებდა. -მე ის მიყვარს,ვინაც უკვე მეორედ გამტეხა-ჩავარდნილი ხმით ამოიჩურჩულა და ცრემლების ახალი ზღვა გამოუშვა,ბოლოს ისევ კარებთან ჩაიკეცა და გაითიშა. თვალები როცა გაახილა,მიხვდა,რომ საავადმყოფოს პალატაში იწვა. -ანა,ღმერთო,როგორ შემაშინე-მაშინვე გაისმა მიას ხმა და წამში მასთან გაჩნდა. -მია,ბათუმი? -რა ბათუმი გოგო,რა დღეში ხარ?ან სახლში რა მოხდა? -აქ საიდან გაჩნდი? -დათიმ დამირეკა.კივილის და მსხვრევის ხმა გაუგია,სახლის კარების შემტვრევა მოუწია და როცა შემოვიდა ძირში უგონოდ ეგდე. -მაქს… -არა,არაა აქ მაქსიმე.გამორთული აქვს ტელეფონი. -მადლოვა ღმერთს. -ანა რა ხდება? -მომატყუეს მია,ისევ იგივე მახეში გავები. -წესიერად ამხისენი ახლა.-ღრმად ჩაისუნთქა და ქორწილში მომხდარი,ყველაფერი სათითაოდ უამბო. -ჩემი გოგო.რამდენი გამოიარე… ანა,შეიძლება არ იყო იქ მაქსიმე?პასუხი რომ არ გასცა,შეიძლება მოგეჩვენა. მაქსიმემ იმდენი რამ გააკეთა,დაგიცავდა გესმის? -არა მია.ჩვენ გარდა და იმ ბიჭების გარდა ის ამბავი არავინ იცის. -მაქსიმეს უთხარი? -არაფერს ვეუბნები,სამი თვეც და განვქორწინდებით. -ჩემო პატარა.ანა,რომ უთხრა? -და ისევ მომატყუოს არაფერი ყოფილაო? -შეიძლება არც გატყუებს. -მია გთ…-საუბარი ექიმის მოსვლამ შეაწყვეტია. -გოგონებო გამარჯობა-ახალგაზრდა ბიჭმა შემოაღო კარები. -გამარჯობა. -მე შენი ექიმი ვარ ანა, სანდრო. -გასაგებია. -ანალიზები აგიღეთ და პასუხის ახლა,მეც თქვენთან ერთად გავიგებ.თუ რამე სერიოზულია ერთად დავგეგმავთ მკურნალობის კურსს,იმედია წინააღმდეგი არ ხართ. -არა,პირიქით-მსუბუქად გაუღიმა ახალგაზრდა ბიჭს და მომლოდინე თვალები შეანათა. იქვე სკამზე ჩამოჯდა სანდრო და პასუხის კითხვა დაიწყო.რამდენიმეჯერ გადაავლო თვალი,შემდეგ კი ღიმილიანი სახე შეაგება ანას. -საგანგაშო არაფერია.თქვენ მდგომარეობაში,გადაღლის,სტრესის,დატვირთვის და ნერვიულობის შემდეგ გულის წასვლა ჩვეულებრივი ფაქტია,მაგრამ უნდა დამპირდეთ,რომ მეორედ ამ ყველაფერს არ გამოივლით და ნაყოფს ზიანის ქვეშ არ დააყენებთ.-ჩუმად საუბრობდა სანდრო,მაგრამ ანას და მიას ყველაფერი გარკვევით ესმოდათ. გაშეშდა. განა არ გაუხარდა? მაგრამ ახლა,ამ სიტუაციაში,ყველაფერს ბავშვიც ემატება. ბავშვი,რომელიც მაქსიმეს არ გაუხარდება. ბავშვი,რომლის მოკლვასაც მოსთხოვს. მის ფოქრებში,მხოლოდ ეს ტრიალებდა,მაგრამ მან მაინც არ იცოდა,თუ რა მოხდა სინამდვილეში. განა მაქსიმემ დააშავა,მოატყუა,გაასულელა? არა,მას მართლა უყვარდა და ახლაც უყვარს ანა,მაგრამ ის,რაც იმ დღეს მოხდა სულ სხვანაირად იყო. -ანა ხომ ყველაფერი როგზეა?-სანდროს მისი გაფითრებული სახე თვალში მოხვდა,გულში ღმერთს იმას სთხოვდა,რომ აბორტი არ მოეთხოვა. -კი…კი,უბრალოდ ვერ ვიჯერებ-უცებ გამოერკვა ანა ფიქრებიდან და მოიტყუა,აბა სხვა რა გზა ქონდა? -მართლა? -გეფიცებით-გაუცინა-ეს ჩემთვის იმდენად მოულოდნელია. -კარგი,მიხარია თუ გაგახარე.ახლა ყველაფერს აქ ჩამოგიწერ,რა და როგორ,შემდეგ კი შეგიძლია წახვიდე. -კარგი. სანდრომ ოთახი დატოვა,გოგონები კი მარტო დატოვა. გაოცებული უყურენდა მია ანას. ყველაფრის მიუხედავად,მასაც ძალიან უხაროდა. -ანა-შეპარვით დაიწყო საუბარი. -არ ვეტყვი!-მკაცრად განაცხადა. -რატომ?ანა,ჯერ ყველაფერი გაარკვი რა. -რა უნდა გავარკვიო მია?ისევ მომატყუებს!შეიძლება ბავშვზეც უარი თქვას,მისი მოკვლა რომ მოუნდეს? -ანა-ხმას აუწია მიამ-მაქსიმე ბავშვის მოკვლას არ მოგთხოვს,ეს ერთი.მეორეც,რომ გთხოვოს შენ არ მოკლავ მას.და მესამე,ბავშვი რომ არ მოუმდეს,თუ შორდები მისი გაზრდა მაინც მარტოს მოგიწევს!ასე რომ,მიხვალ და ეტყვი. -არა მია,არ შემიძლია. -შენ თუ არა,მე გავაკეთებ. -მია გამიგე რა. -ანა,უკვე მეოთხე თვეში ხარ.ცოტაც მოიცადე,ნოემბრის შუა რიცხვებში ეგ მუცელი დაგეტყობა და ყველაფერს მიხვდება. -მერე…მერე ვეტყვი. -რა დაშავდება ახლა რომ უთხრა? -არ ვიცი. -ეტყვი? -კიდევ მომატყუებს მერე. -რას მოგატყუებს. -ბავშვთან ერთად იმ საღამოზეც უნდა მოვუყვე,რომ მომატყუოს? -შენ უთხარი და დანარჩენს გავარკვევთ. -კარგი-ხმადაბლა დაიჩურჩულა და კარებში შემოსულ ექიმს გახედა. დანიშნულება გამოართვა,მოემზადა და პალატაც დატოვა. წასვლამდე ექიმს შეხვდა,რომელმაც კარგად აუხსნა ორსულიბის პერიოდის დამახასიათებელი ეფექტები. -უკვე მეოთხე თვეში ხარ,აქამდე ტოქსიკოზს თავი არ უჩენია,მაგრამ სანამ მეხუთე თვეში გადახვალ,შეიძლება რამოდენიმეჯერ შეგაწუხოს ან ეს თვე სულ არ დაგასვენოს. -გადავიტან-შუა ხნის ქალს გაუღიმა,ხელი ჩამოართვა და საავადმყოფო დატოვა. ბიჭების თქმით,მაქსიმეს ტელეფონი ისევ გამორთული ქონდა. ანა სახლში მიიყვანეს და მასთან დარჩნენ,მაქსიმე კი მათი მოსვლიდან ერთ საათში დაბრუნდა უკან. -რა ხდება?-მეგობრებს მოავლო თვალი. -ტელეფონი სად გაქვს შე ჩე*ა? -დამიჯდა და გამორთული მქონდა. -ვერ შეაერთე იქ. -ბიჭო შეხვედრებზე ვიყავი,სად შემეერთებია? -კარგი. -რა მოხდა იტყვით აწი? -ანა მოგიყვება. -ჩვენ წავედით ,კარგი?-ყველა ფეხზე წამოდგა და იქაურობა დატოვა. -პატარა ხომ ყველაფერი რიგზეა? -კი მაქს,უბრალოდ გული წამივიდა-მსუბუქად გაუღიმა. -საგანგაშოა რამე?ხო კარგად ხარ?ოპერაციის გამო ხომ არაა? -მაქსიმე ოპერაციიდან დიდი დრო გავიდა,ნუ ღელავ.გადაღლილობის ბრალია. -მადლობა ღმერთს. -მაქს ოთახი ავალ და წამოვწვები,დავიღალე,თან გვიანია უკვე. -კარგი პატარა-შუბლზე აკოცა და გაუღიმა. არც ამჯერად უღალატია ძველ შეგრძნებებს მაქსიმეს შეხებისას. მაშინვე გასცრა. უხმოდ შებრუნდა და ფრთხილად აიარა კიბეები,ოთახში შევიდა და საღამური გადაიცვა. საწოლში შეწვა,საბანი კისრამდე აიტანა და თვალები დახუჭა. -ტკბილი ძილი დე-მუცელზე მიიდო ხელი და ხმადაბლა დაიჩურჩულა,შემდეგ კი დაიძინა. დამღლელმა დღემ იმოქმედა და ღრმად ჩათვლიმა. მეორე დილით ,როცა გაიღვიძა მაქსიმე უკვე სამსახურში დახვდა წასული. მია ბათუმში იყო,გუშინ გადადებული შეხვედრის გამო. სახლში მარტო და მოწყენილი დააბოტებდა. რამდენიმეჯერ დანიშნულებაც გადაიკითხა. ბოლოს ისე ყოფნა მობეზრდა და ფილმის ყურება გადაწყვიტა. ლეპტობი მისაღებში,დაბალ შუშის მაგიდაზე დადო,ხილი დაიჭრა,ოთახი ჩააბნელა და სრულ კომფორტში დაიწყო ფილმის ყურება. *** დღეები ასე გადიოდა. უსაქმურობაში და მოწყენილობაში. მიასთან ყოველ დღე საუბრობდა,მაგრამ ბოლოს ისევ ტვინარეული თიშავდა ყურმილს. გოგო სულ იმას უჩიჩინებდა,რომ მაქსიმეთვის ყველაფერი ეთქვა,მაგრამ ანა თავისას არ იშლიდა. -ანა უთხარი საბოლოოდ.რისი გეშინია?დავიჯერო იმაზე არ გიფიქრია,რომ მაქსიმეც ვერ აპატიებს ადამიანს რაღაცას?ნუთუ იმაზე არ გიფიქრია,თუ რა დღეშია მაქსიემ?ახლა მხოლოდ შენ თავზე ფიქრობ!გინდა ბუნებრივი იყო,მაგრამ რობოტს გავხარ.ყველაფერი მოუყევი და საბოლოოდ გაარკვი ყველაფერი,გესმის?-ბოლო ხმაზე გაყვიროდა მია და ცდილობდა დაქალი გონს მოეყვანა. -და რა ვუთხრა მია?ქორწილში ჩემზე რომ ჭორაობდით და ისევ,რომ მატყუებ ეს სიმართლეა-მეთქი?ეს ვუთხრა?მერე,რომ მითხრას არ გატყუებო,რა გარანტიაა,რომ მართლა ასეა?გეკითხები?სადიან გავიგო მე ეს? ბავშვზე ვეტყვი,მოვუყვები,რომ მალე შვილი გვეყოლება,მაგრამ იმასაც ვეტყვი,რომ უნდა გავშორდეთ. -აი,მიზეზს რომ გკითხავს მერე რას ეტყვი?-აღარაფერი უთქვამს,თავი ჩახარა-აი,სიმართლე უნდა უთხრა.შენ ვერ იტან ტყუილს,სხვა რატომ უნდა მოატყუო?რატომ არ ენდობი მას? -იცი მაინც რა ძნელია ნდობის მოპოვება?იმის შემდეგ მეორედ მოპოვებულიც დაკარგა. -შენ მას მეორე შანსი თუ მიეცი,მაშინ იმ დღესვე კითხავდი ყველაფერს.მე წავედი ანა,გირჩევ კარგად დაფიქრთე,თორემ აქ საშინელება დატრიალდება,დამიჯერე!-დაქალი გააფრთხილა და ოთახიდან გავიდა.კიბეებზე დაეშვა და ზუსტად მაშინ,სახლში შემოსულ დიტოს მოეხვია. *** -მაქსიმე,ვიცი,შეიძლება ჭორიკნობად თვლიდე,მაგრამ უნდა მეთქვა,ხომ ხვდები არა?გესმის მაინც რას მალავს?ვიღაცის დაგებულ მახეში გაება,ამის გამო კი თქვენი ურთიერთობა ინგრევა.ისიც კი არ იცი,რომ მალე მამა გახდები!უნდა დაელაპარაკო და ყველაფერი გაარკვიოთ-დიტო მაქსიმეს კაბინეტში ანერვიულებული დადიოდა და ძმაკაცის გამხნევებას და სიმართლისთვის ფარდის ახდას ცდილობდა. -ფუ ამის დედაც…აი,აი თურმე რატომ იქცეოდა ასე.როგორ ვერ მივხვდი?რატომ არაფერი ვკითხე! -მაქსიმე წადი და დაელაპარაკე. -წავედი!-კაბინეტიდან სირბილით გავარდა,მანქანაში მოთავსდა და სახლამდე გასავლელი გზა ხუთ წუთში დაფარა. კარები შეაღო,კიბესთან დადგა და ბოლო ხმაზე დაიღრიალა. -ანა.-გოგონა სირბილით გამოვიდა ოთახიდან და კიბეებზე დაეშვა. -რა ხდება. -ჩემ კაბინეტში,ჩქარა-გოგონაც მის ნებას დაყვა.კაბინეტში შევიდა და იქვე დაჯდა. -როდემდე უნდა დაგემალა?გეკითხები?რატომ არ მითხარი?თუ გეგონა მოგატყუებდი?!არ გჯეროდა,ჩემი არ გჯეროდა არა?გეგონა ისევ იგივე დავრჩი.მეგონა ყველაფერი აგიხსენი და გითხარი,თუ რატომ მოგატყუე.თურმე რა ხდება-ირონიულად ჩაიცინა-მართალი ვარ,შენ მე არ მენდობი ანა!იცი,ჩემთვის ნდობაა ურთიერთობაში მთავარი,შენ რა გააკეთე.იმ საშინელების შესახებ დამიმალე,ეს არ იკმარე და ბავშვის არსებობაც არ გითქვამს. ამის შემდეგ,შენ რისი ღირსი ხარ?გეკითხები? -მაქსიმე,მე… -შენი ხმა არ გავიგო.ახლავე წაგიყვან რესტორანში და ჩანაწერებს განახებ.შენი თვალით ნახე სად ვიყავი იმ დროს,კარგად ნახე და შემდეგ განქორწინების საბუთებს მოაწერე ხელი. -რომელ საბუთებს?-ხმის კანკალით იკითხა. -აა,განქორწინება აღარ გინდა? -მაქსიმე გამიგე რა…იცი მაინც რა საშინელება იყო,როცა ის გავიგე,ყველაფერი ისე იყო,ცუდად გავხდი.შემდეგ…-ნელ-ნელა თვალები უბნელდებოდა.-წარსული და იმ…იმ ტყუილის შესახებ,ჩვენების გარდა,სხვამ არაფერი იცოდა.-ფეხზე წამოდგა,მაგრამ წონასწორობა ვეღარ შეიკავა და,რომ არა მაქსიმე იქვე დაეცემოდა. -ანა გამოფხიზლდი.ანა!-იქვე დააწვინა,უცებ იპოვა ნიშადური და ცხვირთან მიუტანა. -კარგად ხარ? -კი. -ბავშვის მდგომარეობა მაინტერესებს. -კარგადაა-თვალები აუცრემლიანდა. -შენ აქ დარჩები,იქნები ჩემი ცოლი და ბავშვსაც ერთად გავზრდით.ეს არაა თხოვნა,ეს ბრძანებაა!არანაირი განქორწინება!-მკაცრად განაცხადა და კაბინეტიდან გაიყვანა. მეორე დღეს მართლაც ნახეს ჩანაწერები. იმ დროს,მაქსიმე მამამისთან ერთად,აივანზე საუბრობდა. საპირფარეშოში კი მისი “ძმაკაცები“ საუბრობდნენ.კარგად დაინახა,თუ როგორ გადაუხადა ტასომ მათ,ამის შემდეგ კი ის საშინელება მოაწყვეს,რაშიც ანა გაება და ახლა,მათი ურთიერთობა ბეწვზე კიდია. ამ დღის შემდეგ კი მაქსიმე საგრძნობლად შეიცვალა.ანას მიმართ ცივი გახდა,მაგრამ როცა საქმე ბავშვს ეხებოდა,ყველაფერს მთელი მონდომებით აკეთებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.