გრძნობებთან ჭიდილი {6თავი}
თითქოს დაავიწყდა ძილის წინ მომხდარი და ის კოცნაც,თვალები დახუჭა და მაშინვე გადაეშვა მორფეოსის სამყაროში. მაქსიმე კი უყურებდა მფშვინავს და შეუმჩნევლად იღიმოდა.შემდეგ ნელა შეუცურა წელზე ხელი და საწოლის ბოლოში მყოფი გოგო თავისკენ მიწია. სხეულზე აიკრა,მისი ფეხები თავის ფეხებზე შემოიხვია,ხელი წელზე შეუცურა მეორე კი მის საჯდომზე მოათავსა.კისერში ჩარგო სახე და ღრმად შეისუნთქა გოგონას სურნელი.თვალები მინაბა და ნელა დაიწყო ტუჩებით ყელში თამაში,საბოლოოდ აკოცა და თვითონაც გადაეშვა მორფეოსის სამყაროში. დილით როცა გაიღვიძა იგივე პოზაში იყო,უცებ კი მის მკლავებში მოქცეული ამაშუკელიც შეირხა.ამის დანახვისას თავი მოიმძინარა და ჩუმად დაიწყო გოგონას რეაქციაზე დაკვირვება. -ოღონდ ეს არა,აქ როგორ აღმოვჩნდი-თითქოს ჩუმად საუბრობდა,მაგრამ მაქსიმეს მაინც ესმოდა მისი “ჩუმი“ საუბარი. ფრთხილად ცადა წამოდგომა,მაგრამ როცა გაიზარანთუ სად ქონდა მაქსიმეს ხელი მოთავსებული მაშინვე აწითლდა.მისი გაღვიძებაც კი გადაწყვიტა,მაგრამ გადაიფიქრანდა ისევ თავისით ცადა თავის დაღწევა. ისევ შეირხა,ამჯერად მაქსიმემ უფრო მოუჭირა ხელი და გოგონა მის ზემოდან მოექცა.მას ზურგით აწვა ზემოდან,კისერში მაქსიმეს სუნთქვა უხიცინებდა და ტანში საშინელ ჟრუანტელს იწვევდა. -არა ოარონდ ეს არა.-ისევ დაიჩურჩულა და შეირხა,ამობრუნდა და ბიჭს ზემოდან დაეცა რამაც ის “გააღვიძა“ -რა არ გასვენებს ანა?ასე ძალიან გინდა გუშინდელის გამეორება? -რა?მომშორდი შე გარყვნილო,რაზე ფიქრობ?-მაშინვე შეტევაზე გადავიდა. -თვითონ დამიწყე დილიდან ფერება.თან ნახე რანაირად წევხარ-თვალი ჩაუკრა და ახლა თვითონ დაიკავა მისი ადგილი. -არ…არც მიფიქრია-ძლივს ამოიბლუყუნა,მაგრამ სიტყვა შუაზე გაუწყდა. -იცი რა,ახლა მე ვფიქრობ ძალიან კარგზე-მასთან ძალიან ახლოს დაიხარა,ნელ-ნელა უახლოვდებოდა და ტკბებოდა იმ ფაქტით რომ ანას მისი სიახლოვე აბნევდა და გონებას აკარგვინებდა. -არ მომიახლოვდე. -გვიანია პატარა-საბოლოოს შეამცირა მანძილი,მაგრამ ამაშუკელის მოლოდინი არ გაამართლა და ტუჩის კუთხეში აკოცა.არც ამას გამოუწვევია ნაკლები ანას სხეულში. უცებ წამოხტა დადვანი საწოლიდან,მეუღლეს გაუღიმა და სააბაზანოში შეიკეტა. ისიც ფრთხილად წამოდგა საწოლიდან,თავბრუ დაეხვა მაგრამ ყუარდღება არ მიაქცია.რამდენიმე წუთში ამას საშინელი თავის ტკივილიც მოყვა,მაგრამ ისიც დააიგნორა.კარადასთან მივიდა,ტანსაცმელი გამოიღო და გამოიცვალა.შემდეგ ოთახი მიალაგა და თავიც მოიწესრიგა.მაქსიმე არ გამოდიოდა,ამიტომ მეორე სააბაზანოში შეაბიჯა. იქედან გამოსული კი პირადპირ სამზარეულოში შევიდა,საუზმის მომზადება დაიწყო და თან რაღაც უჩვეულოს ღიღინებდა. -საშინლად გამომწვევი ცოლი მყავს.-მაქსიმეს ხმის გაგონებამ შეაშინა,არ მოელოდა. -გამომწვევი სულაც არ ვარ. -მე კომპლიმენტი გითხარი,შენ უარყავი?ანუ აღიარებ რომ უშნო ხარ? -ისევ მომატყუე?-უცებ მოეღუშა სახე. -არა.დაიმახსოვრე რომ მე შევიცვალე. -კარგი დავიმახსოვრებ.-მეტი არაფერი უთქვამთ ერთმანეთისთვის.ჩუმად ისაუზმეს და ერთად მიალაგეს სამზარეულო.დიდი იმედი ქონა ანას,რომ მაქსიმე დღესაც წავიდოდა სამსახურში მაგრამ შუადღე გახდა,ის კი ადგილიდან არ იძვროდა. -მაქსიმე.დღეს სამსახურში არ მიდიხარ? -წესით მე შვებულებაში ვარ ქორწილის გამო,გუშინ უბრალოდ გადაუდებელი საქმე იყო. -კარგი-ღრმად ამოიოხრა და გულში გაიფიქრა ჩემი საქმე წასულიაო. -გინდა გავისეირნოთ? -მართლა? -ხო მართლა. -კარგი,წავიდეთ.ოღონდ მოვემზადები ჯერ. -კარგი,გელოდები.-უცებ აირბინა კიბეები და ოთახში შევიდა. არც თუ ისე დიდი ხანი ქექა და იფიქრა თუ რა ჩაეცვა,ბოლოს ისევ დახეული ჯინსი და ჩვეულებრივი მაისური გადაიცვა. კიბეებზე ჩარბოდა და თმას იკრავდა ფეხი რომ აუცდაა,თავბრუც დაეხვა ამიტომ წონასწორობა ვეღარ შეიკავა და მეორე სართულიდან დაგორდა. კივილით მოგორავდა კიბეებზე და ფიქრობდა ცოცხალი აღარ ვარო. -ანა.ანა შემომხედე-ყველაფერი ტკიოდა თუმცა ძალა მოიკრიბა და მაქსიმეს თვალებში ჩახედა -კარგად ხარ?ჯანდაბა რას გეკითხები,ვერ მელაპარაკები-უკანასკნელი უფრო თავის თავს უთხრა.გოგონა ხელიში აიყვანა და მანქანაში მოათავსა. ნერვიულობის გამო ნახევარ საათში გასავლელი გზა ათ წუთში დაფარა და სირბილით შეაბიჯა საავადმყოფოში. ექიმის კაბინეტში დატოვა ანა,თვითონ კი გარეთ იდგა და ელოდებოდა როდის გაიგებდა საბოლოო პასუხს. როგორც იქნა გაიღო თეთრი კარები და იქედან შუა ხნის ქალი გამოვიდა. -ექიმო რა ხდება?ხომ ყველაფერი რიგზეა? -მისმინეთ,ახლა მას დასვენება სჭორდება.მსუბუქი შერყევა აქვს,მაგრამ… -რა მაგრამ? -ანალიზები ავუღე,პასუხი მხოლოდ ერთ კვირაში იქნება. -ექიმო რას ფიქრობთ?პირადპირ მითხარით ჩემ ცოლს რა სჭირს?-მის ხმაში ნერვიულობა იგრძნობოდა. -მომისმინეთ.შეიძლება ახლა რასაც გეტყვით არასწორი იყოს,მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ.სავარაუდოდ მას სიმსიმვნე აქვს-მეხის გავარდნას გავდა ექიმის ნათქვამი. თითქოს ნაშენები ქოშკი თავზე ჩამოენგარა. თითქოს დაიმსხვრა ყველა ის ოცნება სადაც ის და ანა ერთად იყვნენ. სადაც მათ დიდი და ბედნიერი ოჯახი ქონდათ. თითქოს წაერთვა სიცოცხლის ხალისი და გულის ფეთქვის მიზეზი. მწარეა სიყვარული! -არა…ეს შეუძლებელია-ძლივს ამოიჩურჩულა. -გამორიცხული არაფერია.თიმცა იცოდეთ,შეიძლება ეს ყველაფერი სიცრუე იყოს და ის სრულიად ჯანმრთელია. -იმედია ასეა ყველაფერი. -კარგი,ახლა დაგტოვებთ.შეგიძლიათ ის სახლში წაიყვანოთ. -მადლობა-ჩუმად დაიჩურჩულა და პალატაში შევიდა.შუბლზე მიაკრა გავარვარებული ტუჩები და ხელიში აიყვანა.ისევ თავისი ხელით ჩასვა მანქანაში და სახლში მიიყვანა. -მაქსიმე სასეირნოდ აღარ წავალთ? -ანა ტვინის შეტყევა გაქვს.რა დროს სეირნობაა? -ბოდიში. -კარგი,წამოდი ოთახში და დაგაწვენ-მართლაც ფრთხილად დააწვინა საწოლში და გვერდით მიუჯდა.უცებ გადაწვდა ტელეფონს და მიას დაურეკა,მოსვლა სთხოვა რათა დაქალთან ყოფილიყო.მალე მოვიდა მია,ძალიან იყო აღელვებული და დაქალს კითხვებს აყრიდა. -რა მოგივიდა კი მაგრამ?თვალი ვერ გაახილე?ასეთი მოუხერხებელი როგორ ხარ? -კარგი რა მია მსუბუქი შერყევაა.მხოლოდ ერთი კვირა ვიქნები საწოლში და ყველაფერი გამივლის. -ახლა ყაზბეგში როგორ წავიდე?!შენ უფრო გჭირდები ამიტომ დავურეკავ დიტოს და ვეტყვი რომ სხვა წაიყვანოს! -მია არ გაბედო.რა კარგი შანსი გეძლევა შენ კი რას ამბობ. -მერე შენ მარტო დაგტოვო?-მაინც ვერ წყნარდებოდა აღელვებული. -რატომ მარტო?მე აქ არ ვარ?!-უცებ შემოაღო მაქსიმემ ოთახის კარები და გოგონებს გაუღიმა,მაგრამ თვალებში მაინც სევდა ჰქონდა ჩამდგარი. -შენ როგორ განდო მერე-შეუღრიან და ისევ დაქალს მიუბრუნდა. -მია ნუ ღელავ,არაფერს მიშავებს მაქსიმე. -დარწმუნებული ხარ? -მია-ახლა ანამ შეუღრიან და მიხვდა რომ უნდა გაჩუმებულიყო.ცოტახანი კიდევ იჭორავეს მაგრამ მალე მოუწია მიას წასვლა,მაქსიმემ გააცილა და კარებთან გააჩერა. -მია მომისმინე.-უჭირდა საუბრის წამოწყება. -რა ხდება მაქსიმე? -ანა…მას,მოკლედ ექიმის ვარაუდით მას სიმსივნე აქვს.ანალიზები აუღო და პასუხი ერთ კვირაში იქნება. -მაქსიმე დარწმუნებული ხარ?-უცებ შეიცვალა მია და მხიარული,თვალებბრჭყვიალა გოგოს თვალები უცებ ჩაქრა. გააკანკალა და ღმერთს იმას სთხოვდა რომ მაქსიმეს ნათქვამი ტყუილი ყოფილიყო. -ექიმმა ასე მითხრა მია.არც მე მესიამოვნა, ვერ გადავიტან მას რომ რამე დაემართოს-თვალები ჩაუწითლდა და როცა მიას გაოცებული მზერა დაიჭირა მიხვდა,რომ ზედმეტი წამოაყრანტალა. -არაფერი, დაივიწყე. -კარგი.იცოდე პასუხს როცა გაიგებ დამირეკე. -აუცილებლად-კარები დაკეტა და ოთახში ავიდა,ვერ ისვენებდა ანა საწოლზე. -მაქსიმე მომწყინდა-პატარა ბავშვივით ამოიფრუტუნა.წამით წარმოიდგინა მაქსიმემ ის დღე როცა ანა წავიდოდა,ოღონდ სამუდამოდ.გაქრებოდა და ვეღარ ნახავდა. ამ დროს საშინელი ტკივილი იგრძნო,საკუთარ თავს გაუბრაზდა და ფიქრები უკუაგდო.უცებ მივიდა საწოლთან და გვერდით მიუჯდა ანას. -გართობის კარგი ხერხი ვიცი-თვალი ჩაუკრა და ენა ტუჩებზე გადაისვა. -რა…რას გულისხმობ? -არა მაგას არ გეტყვი,მირჩევნია გაჩვენო-კიდევ ერთხელ გაუღიმა და ხელი მაისურის ქვეშ შეუცურა.ნელა დაუწყო ფერება და იგრძნო ანას ტანზე დავლილი ხორკლები.ტუჩის კუთხე ჩატეხა და სახე უფრო ახლოს მიწია.ხელებს არ აჩერებდა ტუჩებს კი მის სახეზე და ყელში მონაცვლეობით ათამაშებდა. -მაქსიმე ჩემი ცუდად ყოფნით ნუ სარგებლობ-სათქმელს თავი მოუყარა და მსუბუქად ამოიკვნესა. -კარგადაც რომ იყო მაინც ვერაფერს გააკეთებ. -ახლა მე რომ რამე გავაკეთო მერე ვეღარ მოგიშორებ. -და მაინც რას გააკეთებ ასეთს? -მაქსიმე დაგავიწყდა რომ ფსიქოლოგი ვარ?მაგ ხრიკზე ვერ წამომაგებ. -ჯერ მხოლოდ სწავლობ,ამიტომ ჯერ არ ხარ. -შეიძლება ასეც ითქვას,მაგრამ ვერ წამომაგებ. -ამას იმიტომ ამბობ რომ გეშინია.დარწმუნებული ხარ რომ შემიძლია შენი ანკესზე წამოგება,და ისიც ვიცი რომ ვერაფერს იზამ. -შემიძლია მაგრამ არ ვიზამ.და რომც გავაკეთო უფრო მეტში გადაიზრდება. -დავიჯერო ამის წინააღმდეგი ხარ?-კბილები მოდო არტერიაზე და თვალი ჩაუკრა. -მომშორდი შე გარყვნილო კაცო-ხელების მოშორება სცადა მაგრამ არ გამოუვიდა. -ვერ მომიშორებ იქამდე სანამ მე არ მომინდება წასვლა. -იდიოტო. -ანა მესმის. -ხოდა რომ გესმის იმიტომ ვამბობ.ხეპრე-ისევ ჩაიფრუტუნა. -ანა-მეთქი. -ნარცისი.-ცხვირი აიბზუა. -შენით არ ჩუმდები ამიტომ მე გაგაჩუმებ-უცებ დაწვდა მის ბაგეებს და მომთხოვნად დაუწყო კოცნა.ანა კი გაშეშებული იწვა და ცდილობდა აღელვება მასში ჩაეკეტა. -გემრიელი რომ ხარ აქამდე მითქვამს? -რა? -მართალი ხარ,ჯერ ბოლომდე არ დამიგემოვნებიხარ.-უცებ გაიჟღინთა ირონიით. -მაქსიმე გაეთრიე ოთახიდან,სასწრაფოდ!-დაუყვირა და ოთახიდან გააგდო.ჩუმად ადგა მაქსიმე,გასვლის წინ ისევ ჩაუკრა თვალი და ოთახი დატოვა. მეორე დილით ადრიანად ადგა მია.მოწესრიგდა და დიტოს ზარს ელოდებოდა რათა ქვევით ჩასულიყო. ნიკუშა გაფრთხილებული ყავდა,მაგრამ მაიმც დაუწერა წერილი და მაცივარზე მიაკრა. ტელეფონის ზუზუნი როგორც კი გაიგონა სწრაფად მივარდა და უპასუხა. -გისმენთ. -მია ქვემოთ გელოდები,ჩამოდი.-ტელეფონში დიტოს ბოხი ბარიტონი გაისმა. -ახლავე-უცებ გაუთიშა,ჩემოდანს ხელი დაავლო და გარეთ გავიდა.სახლი გარედან ჩაკეტა,ნიკუშას ქონდა მეორე გასაღები.შეეშინდა ვინმე არ შესულიყო შიგნით,ბიჭს ღრმა ძილი აქვს. სადარბაზოდან როგორც კი გავიდა დაინახა მის წინ,შავ ქიპზე მიყრდნობილი უფროსი. პირველად ნახა ჯინსში და ჩვეულებრივ მაისურში გამოწყობილი.თავისთვის გაფიქრა ჯანდაბა რა სიმპატიურიაო და ოდნავ გაუღიმა. -გამარჯობა. -გამარჯობა მია.მომეცი ამას საბარგულში ჩავდებ-ჩემოდანი მიაწოდა,თვითონ კი წინ დაიკავა ადგილი.ღვედი შეიკრა და დაელოდა როდის დაიკავებდა დიტო ადგილს. -მომისმინე,ერთ გოგოს უნდა გავუაროთ. -უკან გადავჯდე?-საწყლად ამოიფრუტუნა. -არა არა.იმის თქმა მინდა,რომ იმედია პრობლემა არ გაქვს. -არანაირი-ჩუმად დაიჩურჩულა და უფროს თავი დაუკრა.ეწყინა კიდეც,ათასი ვარიანტი გაიფიქრა იმისა თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო ეს გოგო.ბოლოს ნერვები მოეშალა და ზუსტად იმ დროს,უკან დასკუპებულ ქერას თავაზიანად გაუღიმა. უცნობს კი არ მორიდებია,ორ სავარძელს შორის გაყო ჸავი და ბოლო ხმაზე კითხრა დიტოს. -ეს ვინაა?-უცებ ათუხთუხდა მიას ძარღვებში ბრაზი. -ჩემი თანამშრომელია-დაბალი ხმით უპასუხა -აჰა,უკან ეს რომ იჯდეს არა? -არა. -კი მაგრამ რატომ?-არ წყვეტდა სისულელეების ტიტინს და ნელ-ნელა ამტკიცებდა მითს ქერებზე. -თამარა გეყოფა. -რამდენჯერ გითხარი თამარას ნუ მეძახი-თქო-გაიბუსხა და უკან გადაიწია.შევებით ამოისუნთქა მიამ და მის ქცევაზე დიტოს გაეღიმა. ათას რამეზე ილაქლაქა ქერამ,მია თითქოს უსმენდა.ბოლოს ყურსასმენებს დაავლო ხელი და სიმღერები ჩართო.გადავრჩიო გაიფიქრა და ფანჯარაში დაიწყო ყურება. მის გვერდით მსხდომს კი არ აქცევდა ყუარდღებას,აი ქერა კი ისევ საუბრობდა და ყურსასმენებშიც მსუბუქად ისმოდა მისი ხმა. უცებ შეწყდა სიმღერები და ეკრანზე მაქსიმეს ნომერი გამოისახა.ანერვიულებულმა უპასუხა და ცალი ყურსასმენი მოიხსნა. -გისმენ მაქსიმე. -მია მიშველე რა. -რა ხდება მაქს? -საშინლადაა მოწყენილი.ახლა შიკოლადი ვერ უშველის და რა გავაკეთო? -ფილმი. -რომელი ფილმი? -რამე კარგი მელოდრამა,ოღონდ ძველი არა.თანამედროვე.არანაირი საშინელებათა,ბოევიკი ან რამე მსგავსი. -კარგი გასაგებია. -კიდევ გინდა რამე? -საყვარელი საჭმელი? -უცველია. -ანუ პიცა.კარგი მადლობა მია. -არაფრის მაქსიმე-გაეღიმა და სასაუბრო გამორთო. -ვინაა მაქსიმე?-მოულოდნელად გაისმა დიტოს ხმა. -უკაცრავად,რამე მითხარით?-არ მოელოდა ამის გაგონებას ამიტომ იფიქრა მომეჩვენაო. -ხო მია.მაქსიმე ვინ არის-მეთქი. -ჩემი სიძეა. -და გყავს? -დაქალია,მაგრამ ბავშვობის. -კარგი.კი მაგრამ მან არ იცი მის ცოლს რა უყვარს? -გრძელი ამბავია. -გარიგება? -არა,მთვრალები იყვნენ და… -მოიცადე.მაქსიმე დადვანი ხომ არაა? -კი.თქვენ საიდან იცნობთ? -ერთ-ერთი ძმაკაცია. -რამდენი ხართ? -ოთხნი.მე,ნიკა,მაქსიმე და თქვენი მეზობელი. -დათი? -ხო. -კარგი,გავიგე. -ანუ მაქსიმეს ცოლი ის გოგონა შენთან ერთად რომ იყო იმ დღეს? -კი ეგაა. -ანა ქვია თუ არ ვცდები?-უხმოდ დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად. -აუ მანახე რა მაგ გოგოს სურათი თუ გააქ?-უცებ აწიკვინდა ქერა.მიამაც თავაზიანად დაუქნია თავი და ანას ფოტო გაუწოდა. ცოტახანი თვალებმოჭუტული აკვირდებოდა,ბოლოს კი ამოისისინა. -მაქსიმესთვის ძალიან ჩვეულებრივია.უფრო ლამაზი უნდა იყოს,საერთოდ არ მოუხდებიან ერთმანეთს.-მიამ უცებ შეკრა მუშტები,დიტომ კი თვალებით თხოვა დამშვიდება. -მადლობა ღმერთს შენნაირი არაა-ძალიან ჩუმად დაისისინა და გზას გახედა. სასტუმროში მხოლოდ ქერა ჩერდებოდა,ოჯახში არ მინდაო განცხადა.თითქოს მოიწამლებოდა.დიტო და მია კი ერთ-ერთ ოჯახში შევიდნენ.სამწუხაროდ თუ საბედნიეროთ ერთადერთი ოთახი ჰქონდათ დარჩენილი.იმათაც სხვა გზა არ ჰქონდათ რადგან უახლოეს სატუმროშო ბოლო ნომერი ქერამ დაიკავა,ხოლო სხვა სასტუმრო ძალიან შორს იყო.ამიტომ აიღეს ერთი ოთახი,მაგრამ საწოლიც ერთი და დიდი იყო. ძლივს გადანაწილდნენ,ძალიან კი რცხვენოდა მიას მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. დაღამებაბმდე ფიქრობდა რა ექნა და გამოსავალს ეძებდა.ბოლოს ხელი ჩაიქნია და საღამურით შეიკეტა სააბაზანოში.იქედან დაბრუნებული საწოლზე კომფორტულად მოთავსდა.დიტოს მოსვლამდე მას უკვე ჩაეძინა და ნახევარი საწოლიც დაეკავებია.ფრთხილად მიუწვა ბიჭი გვერდით,წელზე შეუცურა ხელი და ტანზე აიკრა. მის თმებში ჩარგო ცხვირი,ღრმად შეისუნთქა ჰაერი და ჩუმად დაიჩურჩულა. -რას მიშვები მია?რა მოვუხერხო ამ გრძნობების ჭიდილს?!ვერ მომიშორებ,შენ ჩემი გახდები.-ამ ყველაფერს ჩუმად უსმენდა მგალობლიშვილი,მაგრამ გული საგრძნობლად აუჩქარდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.