შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობებთან ჭიდილი {5თავი}


21-06-2018, 23:08
ავტორი Mathew
ნანახია 3 131

-მაქსიმე,მე არ მაინტერესებს ის შენთვის რას ნიშნავს,იცოდე მეორედ დამცირებას აღარ გაპატიებ.
-ანუ ახლა მაპატიე?-თვალები გაუბრწყინდა დადვანს.
-კი-მოკლედ მოუჭრა და სამზარეულოში შევიდა,შოკოლადს ხელი დაავლო,ტელევიზორის წინ კომფორტულად მოთავსდა და ფილმის ყურება დაიწყო.
რამდენიმე წუთში მაქსიმეც მიუჯდა გვერდით და ჩუმად დაიწყო ფილმის ყურება,მაგრამ გულს ვერ უდებდა.ფიქრებში იყო გართული.
უყვარს ანა,მაგრამ არ უნდა რომ გოგონამ ეს შეამჩნიოს.
ცდილობს ცივად მოექცეს,ნერვები მოუშალოს და გააწამოს.
მაგრამ ვერ იტანს როცა ანა არ უჯერებს,ახლაც ასე მოხდა,მაგრამ საბოლოოდ ძლივს დაარწმუნდა ის სიმართლეში და შემოირიგა.
ახლა ზის და ფიქრობს როგორ მოექცეს,აგრძნობინოს სითბო
თუ ისევ დაიწყოს მისი წვალება.
ვერაფერს ხვდება მისი ცვალებადი ხასიათის გადამკიდე.

ფიქრებიდან ტელეფინის გაბმულმა ზარმა გამოიყვანა.ნომერს დახედა და მეორე ოთახში გავიდა,ზარს უპასუხა და ჩუმად დაიწყო საუბარი რათა ანა არ შეეწუხებინა.
-ანა-ოთახიდან გამოსულმა დაბალი ხმით დაუძახა.
-გისმენ.
-რესტორანში უნდა გავიდე,მარტო რჩები-უემოციოდ უთხრა.შებრუნდა და კიბეებს აუყვა.ოთახსი როგირც კი შევიდა პირსახოცს დაავლო ხელი და სააბაზანოში შევიდა,იქედან კი პირსახოცშემოხვეული გამოვიდა.შეცბა როცა საწოლზე მჯდარი გოგონა დაინახა.
-რამე მოხდა თუ უჩემობას ვეღარ გაუძელი?-უცებ აიკრა ირონია.
-რამდენუმე წუთის წინ შენ არ მთხოვდი შერიგებას?
-ნეტა ვისთვის გავაკეთე?-გაიკვირვა და მხრები აიჩეჩა.კარადას მიუახლოვდა და იქედან თეთრი პერანგი და ლურჯი ჯინსის შარვალი გამოიღო.
-მაქსიმე.
-რა ხდება?
-არ მინდა სახლში მარტო ყოფნა-საწყლად ამოიჩურჩულა და ბიჭს ფერადი თვალები მიანათა.
-ჩემთან ერთად წამოხვალ?
-შეიძლება?არ გაგიბრაზდებიან?
-ვინ უნდა გამიბრაზდეს გოგო?!საკუთარ რესტორანში უფროსი მეყოლება?-ცინიკური ღიმილით გადახედა.
-მე რა ვიცოდი-შერცხვენილმა დაიჩურჩულა და თვალებზე ხელი აიფარა როგორც კი

პირსახოცს მპუჭირა თითები,ამ ქცევაზე გაეცინა,მაგრამ არაფერი უქნია.
-შეგიძლია გამოიხედო.
-შეგიძლია გახვიდე-კარებისკენ ანიშნა ბიჭს,მაგრამ ადგილიდან არ იძროდა.
-მაქსიმე გადი.
-რატომ?
-უნდა გამოვიცვალო.
-მერე მე რა ხელს გიშლი?
-კარგი ხო,სააბაზანოში შევალ-ხელები დანებებულმა ჩაიქნია.
-იქაც ვერ გამოიცვლი.
-რატომ?
-იატაკი მოვწმინე და ფეხი აგიცურდება.
-მეორე ოთახში გავალ.
-მიბრძანდი-წინ გადაეღობა და გასვლის საშულებას არ აძლევდა.
-მაქსიმე,გამიშვი რა.-წინ აესვეტა და გაძრომას ცდილობდა.ამ დროს მოუჭირა წელზე ხელი,ნელა უკან დაიწყო ბიჭმა სვლა და ანაც მას მიყვებოდა.წელზე მოხვეული ხელი კი განძრევის საშუალებას არ აძლევდა.
მაისის თვე იდგა გარეთ,გაღებული ფანჯრებიდან ნიავი ოთახში შემოდიოდა და ნელა არხევდა ყველაფერს.
ანას მოკლე თმები თითქოს სიოსთან ერთად ნელ ცეკვას ასრულებდნენ,მისი კაბა კი მათთვის ფეხის აწყობას ცდილობდა.
ნელა მიიყვანა მაქსიმემ გოგო კარადამდე,იქედან ღია ყვითელი სარაფანი გამოიღო და საწოლზე გადააფინა.შემდეგ ისევ ანას მიუახლოვდა,ერთი ხელი წელზე მოუჭირა,მეორე კი ზურგზე აუსრიალა.
ნელა დაწვდა მისი კაბის ზურგზე მოთავსებულ ელვას და გახსნა.
-მაქსიმე…რა…რას აკეთებ?.-პასუხი არ გასცა,უცებ ჩასრიალდა ანას კაბა და ფეხებთან დაეცა. ნელა დაღუნა თავი,ტუჩები ყელზე მიაწება და აკოცა,შემდეგ მსუბუქად უკბინა.არ ანებებდა თავს,არ აშორებდა მის გავარვარებულ ტუჩებს გოგონას დახორკლილ კანს.მთელი ყელი დაუკოცნა,ანას კი ქვედა ტუჩი კბილებს შორის ჰქონდა მოქცეული რათა კვნესა არ დასცდენოდა.ბოლო სველი კოცნა დაუტოვა და ამაშუკელი გაშეშებული დატოვა ოთახში.
გამოფხიზლდა,უცებ დაავლო იქვე დადებულ ყვითელ კაბას ხელი და გამოიცვალა.შემდეგ ძრიში დაგდებული კაბა აიღო და საკიდზე მიაფინა.მალე მოწესრიგდა და ოთახი დატოვა.მისაღებში იჯდა მაქსიმე და თითებს ფეხზე ათამაშებდა.
-წავედით-ჩუმად უთხრა ანამ.გაუკვირდა მაქსიმეს,ეგონა ისტერიკებს მოუწყობდა,მაგრამ ამ საქციელმა უფრო წაახალისა და ტუჩის კუთხე ჩაუტყდა.
სახლი დატოვეს და მანქანაში უხმოდ ჩასხდნენ.
გზაში ხმა არცერთს ამოუღია.ანა გზას უყურებდა და ფიქრებში იყო გართული,მაქსიმე დრო და დრო თუ შეხედავდა და გაუღიმებდა,ვერ ამჩნევდა ამას ამაშუკელი.
-მაქსიმე,შეგიძლია მაღაზიასთან გააჩერო?-ხმაში მუდარა შერეოდა.
-მოხდა რამე?
-რაღაცის ყიდვა მინდა.
-მითხარი რა გინდა და მე გიყიდი.
-არა,მე ვიყიდი.
-მითხარი მაინც რა გინდა.
-დამცინებ-თავი ჩაღუნა-კარგი აღარ მინდა.
-ანა-მაქსიმეს ხმაში სიმკაცრე იგრძნობოდა.
-შოკოლადის კრემი.
-ნუტელა?-უხმოდ დაუქნია თავი.ელოდა როდის გაიგონებდა სიცილის ხმას,ამის ნაცვლად კარების ხმა გაიგო.თავი წამოწია და ფანჯარაში გაიხედა.
სუპერმარკეტის კარებში შედიოდა მაქსიმეს.სულელივით გაიცინა,მაგრამ შემდეგ საკუთარ თავს გაუბრაზდა,ღიმილი მოიშორა და ისევ გზა გახედა.მაგრამ მაინც ემჩნეოდა თვალებს სიხარულის ნაპერწკალი.
ამანაც გაახალისა,პატარა და ბავშვური სურვილის ასრულებამ თვალები გაუნათა.
მაქსიმემაც აისრულა სურვილი და დაინახა მისი ღიმილი.
-მადლობა.
-პატარა ბავშვი ხარ-თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა სვანმა.
-სულ არ ვარ პატარა ბავშვი-ცოტახნით ჩაფიქრდა,შემდეგ კი ხელებში მოთავსებულ ქილას დახედა.-კოვზი რომ არ მაქვს?-ამის თქმა და მაქსიმეს ხარხარის ატეხა ერთი იყო.
-რა გაცინებს თითებით ვჭამო?-მიტრიალდა და შეუბღვირა.
-ეგ არ გაბედო!-უცებ დაიგრგმინა მისმა მკაცრმა ხმამ.
-რატომ?
-არა-მეთქი,იცოდე ,გამეორება აღარ დამჭირდეს-საშინლად მკაცრი იყო მისი ხმა.უნდოდა რაღაცის თქმა ანას,მაგრამ უცებ გააჩერა მანქანა მაქსიმემ და დატოვა ის.
-კარები მაინც გაგეღო-ჩაიფრუტუნა და თვითონაც გაუყვა მის გზას.მთავარი შესასვლელიდან შევიდნენ.
რა თქმა უნდა ყველა იცნობდა დადვანს,ახლა კი მათი მზერა მის გვერდით მომავალ მაღალ და ჭრელთვალება გოგოზე იყო გადატანილი.
არ იცოდა უმეტესობამ მისი ვინაობა.
მოკლე თმა ყურს უკან ქონდა გადაწეული,არანაირი მაკიაჟი,ბუნებრივი იყო რაც უფრო ალამაზებდა.
მისი თვალები დარბაზში შემოსულ მზის შუქზე ბრწყინავდნენ.
ღია ტუჩებს აწვალებდა.
-რატომ მიყურებენ ასეთი ინტერესით,ცუდად ვარ-ვერ მოითმინა და მაქსიმეს ყურში უჩურჩულა.
-ახლა ყველა ასე დაგიწყებს ყურებას,ჩემ გემოვნებას აფასებენ და მგონი უმეტესობას იმედებს გავუცრუვებ.-ცალყბად ჩაიცინა,მაგრამ სულ არ ფიქრობდა ასე.რა თქმა უნდა არ ესიამოვნა ანას ასეთი სიტყვები,მაგრამ არ შეიმჩნია.
სამზარეულოში შეაბიჯეს და აქაც მთელი ყურადღება გოგონაზე გადმოვიდა.
დარბაზისგან განსხვავებით აქ ქალის ჭაჭანებაც არ იყო,ნელა დაავლო მაქსიმემ ამაშუკელს ხელი და იქვე,ვერცხლისფერ მაგიდაზე შემოსვა.თვითონ გასახდელში შევიდა,იქედან კი თეთრი მოსაცმელით დაბრუნდა..პერანგი აღარ ეცვა,მხოლოდ უნიფორმა და ლურჯი ჯინსები.
უნიფორმის რამდენიმე ღილი ჩახსნილი ჰქონდა, მკლავები კი აკეცილი.
უჯრა გამოაღო,პატარა კოვზი ამოიღო და ანას მიაწოდა.თვალი ჩაუკრა,ლიყაზე მსუბუქად აკოცა,ზურგი შეაქცია და მუშაობას შეუდგა.
გოგონა გემრიელად მიირთმევდა ტკბილეულს და თან მის წინ მოფუსფუსე მეუღლეს უყურებდა.
სულ არ აინტერესებდა ირგვლუვ მყოფები,კიდევ ერთი კოვზი ამოიღო და ტუჩებს შორის მოიქცია,შემდეგ ვერცხლისფერ,რკინის სხეულზე დარჩენილი შოკოლადი ენით მოაშორა.
ის იყო კიდევ ერთხელ უდნა დაეგემოვნებია შოკოლადი როცა ხელზე ჩააფრინდა ვიღაც და გასახდელში გაიყვანა.
-გეფიცები,კიდევ ერთხელ გაიმეორებ და დავივიწყებ სად ვართ-უარესად დაბოხებულიყო მაქსიმეს ხმა.
-რა…რა გავაკეთე?-დაბენული ძლივს უყრიდა სიტყვებს თავს.უცებ გადაისვა ენა ტუჩებზე და კბილები ჩაასო.წამში დაიხარა მაქსიმე მასთან,სახე ძალიან ახლოს მიიტანა და კედელთან აკრული ანა უკან დახევას ცდილობდა.
-ჯანდაბა-ამოიგმინა და მთელი ძალით მიარტყა კედელს მუშტი.უცებ მოიქცია მისი ხელი გოგონამ თავისაში და სული შეუბერა,შემდეგ ჭრილობაზე თითები გადაატარა და თბილი ტუჩები შეახო.
-კაბინეტში სამედიცინო ყუთი მაქვს.
-კარგი.-კაბინეტში შევიდნენ და სავარძელზე კომფორტულად მოკალათდნენ.ბამბა სპირტით დაასველა,ჭრილობა ფრთხილად მოასუფთავა და შეუხვია.თან სულს უბერავდა.
-ძალიან გეწვის?
-ოდნავ.
-კარგი-ჩუმად იჯდნენ და ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ,ნელა გადაიხარა მაქსიმე მისკენ,მისი სუნთქვა ამაშუკელს სახეზე ეფრქვეოდა,უარესად უბინდავდა გონებას.
თვალები დახუჭა და ელოდა როდის შეერწყმებოდნენ მისი და დადვანის ბაგეები ერთმანეთს და უცებ,მისი გავარვარებული ბაგეები ტუჩთან ახლოს,აწითლებულ და გახურებულ ლოყაზე იგრძნო.


-ვერ ვხვდები,რატომ უნდა წამოვიდე ყაზბეგში მე როცა სხვები უფრო დიდი ხანია რაც თქვენთან მუშაობენ?
-მია,მე და შენ მივდივართ ყაზბეგში. ესაა ჩემი გადაწყვეტილება.შენ ერთადერთი ხარ ვისაც არანაირი შენიშვნა მიუღია,არც წესები დაურღვევია და შრომისმოყვარეა.
-სხვები არ არიან?
-არა,არ არიან.
-კარგი ხო,შეხვედრამდე.
-კარგად მოემზადე იცოდე.
-კარგი-უფროსის მანქანა დატოვა და სადარბაზოში შევიდა.ნელა აირბინა კიბეები და ლიფტს მიუახლოვდა,რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ კი სასურველ ღილაკს მიაჭირა თითი და ლიფტის კარებიც დაიხურა.
რა თქმა უნდა ნიკა სახლში არ დახვდა,კარები გააღო.
ოთახში შევიდა და ჩანთა იქვე მიაგდო,სააბაზანოში შეაბიჯა და თბილი წ.ლის ქვეშ დაიწყო ნებივრობა.
ბოლოს ისევ ოთახში დაბრუნდა და ბარგის ჩალაგება დაიწყო.ერთი კვირით უწევდა იქ დარჩენა
ამიტომ საჭირო ნივთები ჩაალაგა.სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა,დროც ვერ გაყავდა ამიტომ ბოლოს სახლის დალაგება დაიწყო.
ნელ-ნელა აკეთებდა ყველაფერს და ბოლოს,ძლივს გაიყვანა დრო.
სამზარეულოში შევიდა,მუშაობამ თავისი ქნა და საშინლად მოაშივა.საჭმელი ჭამა,ნიკუშას არ დალოდებია ადგა და დასაძინევლად წავიდა.

ხელი შეუხვია და ისევ სამზარეულოში დაბრუნდნენ.
ტკივილის მიუხედავად მაქსიმე მაინც პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას,ანა კი იჯდა და მონდომებით ადევნებდა თვალს.
მთელი დღე თავში მხოლოდ ის რამდენიმე წუთი უტრიალებდა და ღიმილი არ შორდებოდა.
მიუხედავად იმ ტკივილისა რაც მის გამო გამოიარა საშინლად უნდოდა მისი ბაგეების დაგემოვმება,თუნდაც წამით.
ძალიან უნდოდა გაეგო მათი გემო და მიმხვდარიყო მასავით მწარე იყო თუ ტკბილი.
უნდოდა ის რბილი და სისხლივით წითელი ტუჩები თავისაზე ეგრძნო.
მხოლოდ ფიქრები გვრიდა მას ჟრუანტელს,იმასაც ვერ წარმოიდგენს რას დამართებს დადვანი როცა ადრე თუ გვიან მართლა შეეხება მის ბაგეებს.
წუთით ისიც გაიფიქრა, რომ ვერასდროს მოახერხებს მათ დაგემოვნებას და ღიმილი უცებ გაუქრა,მაგრამ წამში იპყრობს იგივე ფიქრები და ისევ გაუნათდა თვალები.
-ანა წავედით-ფიქრებიდან მაქსიმემ გამოიყვანა.
-სად?
-სახლში ანა,სად უნდა წავიდეთ?
-ხო…მე უბრალოდ,ფიქრებში გავერთე.
-კარგი,წავედით-ისევ გვერდი-გვერდ იდგნენ და ისე დატოვეს შენობა.
გზაში არცერთ ამოუღია ხმა,ჩუმად მივიდნენ სახლამდე.
სახლის კარები შეაღეს და შუქი აანთეს,ნელა შეაბიჯეს შიგნით და მაქსიმემ კარები ჩაკეტა.
-მაქს.
-რა?
-სამედიცინო ყუთი სადაა?
-სააბაზანოში.
-სააბაზანოში?
-ხო.
-კარგი,ოთახში დამელოდე და მოვალ-უცებ შევიდა სააბაზანოში და ქექვა დაიწყო,საბოლოოდ მიაგნო ყუთს და მაშინვე ოთახში აირბინა.მაქსიმე საწოლზე იყო წამოწოლილი,არა უფრო წამომჯდარი.
წელსზემოთ შიშველი იჯდა და შეხვეულ ხელს დაყურებდა.როგორც სჩანს ფიქრებში იყო გართული რადგან ანას შეხებამ გამოაფხიზლა.
ფრთხილად მოაძრო გაწითლებული ბინტი,ისევ დაასველა ბამბა სპირტით და ნელა შეუბერა სული.
ბოლოს ისევ გადაახვია და მისი თლილი თითები თავისაში მოიქცია,ერთხელაც შეუბრეა სული.
ადგომას აპირებდა როცა მაქსიმემ მისკენ მიაბრუნა.
გაუღიმა და ნელა დაიხარა,მაგრამ ამჯერად მისი რბილი და სისხლისფერი ტუჩები მის ტუჩებზე იგრძნო.
ნაზად კოცნიდა,ხელი ლოყაზე მიაკრაა და სახეზე დაუწყო ფერება.
ტუჩებს ხან კბლიებით ან ენით ანაცვლებდა.
ვეღარ უძლებდა ამაშუკელი,ცუდად იყო.
მართალია მთელი დღე მხოლოს მომავალ კოცნაზე ფიქრობდა,მაგრამ ახლა მიხვდა რომ შეცდომას უშვებდა.
არ უნდა რომ მაქსიმე მიხვდეს.არ უნდა რომ იცოდეს დადვანმა.
არ უნდა მაქსიმეს გაეგო,რომ მან ყველაფერი აპატია და არც გრძნობები შეცვლილა.
იგრძნო მათი გემო და მიხვდა რომ არ იყო მაქსიმეს ბაგეები მასავით მწარე.
ჟრუანტელმა დაუარა,მაგრამ წამში მოშორდა ბიჭს.
-დავიძინოთ მაქსიმე.
-როგორც ჩანს ვეღარ გაუძელი ჩემ ცეცხლს-თვალი ჩაუკრა და შარვალიც მოიშორა,შემდეგ კი საწოლზე კომფორტულად მოთავსდა და თხელი საბანი გადაიფარა.
არაფერი უთქვამს ანას,გამოიცვალა და ისიც მის გვერდით მოთავსდა.
.



№1  offline წევრი teengirllove

ვაიმე ,პირველად შემშურდა ანასი და მაქსიმესი :))მეც მინდა ასეთი თავგადასავლია ,თუნდაც ერთი კვირით..იცი სიმარათლე რომ გითხრა ანას ადგილას ყოველთვის შენ მიდგები თვალწინ ,ნუ კოცნის მომენტებს არ ვგულისხმობ, ისე უბრალოდ ,აღწერაც რომ იყო იმენა შენ წარმოგიდგინე..თავად ახალ თავზე რა ვთქვა ,შესანიშნავია როგორც ყოველთვის

 


№2  offline მოდერი Mathew

teengirllove
ვაიმე ,პირველად შემშურდა ანასი და მაქსიმესი :))მეც მინდა ასეთი თავგადასავლია ,თუნდაც ერთი კვირით..იცი სიმარათლე რომ გითხრა ანას ადგილას ყოველთვის შენ მიდგები თვალწინ ,ნუ კოცნის მომენტებს არ ვგულისხმობ, ისე უბრალოდ ,აღწერაც რომ იყო იმენა შენ წარმოგიდგინე..თავად ახალ თავზე რა ვთქვა ,შესანიშნავია როგორც ყოველთვის

ჩემო ბემბიიი,როგორ მიყვარხარრ. ძალიან დიდ მადლობა შეენ. heart_eyes ხოლო რაც შეეხება იმას რომ მე მხედავ ანას ადგილას პასუხი გაგეცი უკვე relaxed მიხარია თუ ეს წყვილი მოგწონს და შენც გისურვებ მალე იპოვო ასეთი ბიჭი yum

 


№3  offline წევრი teengirllove

Girl with pretty smile
teengirllove
ვაიმე ,პირველად შემშურდა ანასი და მაქსიმესი :))მეც მინდა ასეთი თავგადასავლია ,თუნდაც ერთი კვირით..იცი სიმარათლე რომ გითხრა ანას ადგილას ყოველთვის შენ მიდგები თვალწინ ,ნუ კოცნის მომენტებს არ ვგულისხმობ, ისე უბრალოდ ,აღწერაც რომ იყო იმენა შენ წარმოგიდგინე..თავად ახალ თავზე რა ვთქვა ,შესანიშნავია როგორც ყოველთვის

ჩემო ბემბიიი,როგორ მიყვარხარრ. ძალიან დიდ მადლობა შეენ. heart_eyes ხოლო რაც შეეხება იმას რომ მე მხედავ ანას ადგილას პასუხი გაგეცი უკვე relaxed მიხარია თუ ეს წყვილი მოგწონს და შენც გისურვებ მალე იპოვო ასეთი ბიჭი yum

მადლობა სიხარულოო, მე როგორ მიყვარხარ ხომ იცი :))) ვიპოვი აბა სად წავა ':)))

 


№4  offline წევრი Crazy dreamer

Anch riti daviwyo rogor an iseti ra gitxra rac martla gadmoscems rogori adamiami xar da rogor wer arachveulebrivi xar shengan yoveltvis metsa da mets veli da yovel jerze saocrad var agfrtovamebuli.... Ar vici kidev ra gvelodeba winagram vxvdebi rom dzalian kargi iqneba

 


№5 სტუმარი Wero

ოოოოო ესრაიყოოოო ღმერთოოოოო???? იცი როგორრ ავფორიაქდიი? აი საშინლად! :D სუფთა ჰაერზე გავედიიი , რომ როგორმეეე დავმშვიდებულიყავი,ისეთიი კარგი და გემრიელი თავი იყო! ძალიან მომწონხარ მე შენ და თხოვ ასე გაგრძელოო. ! ველოდები შემდეგ თავს . წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი ძვირფასოოოო????????????????????

 


№6  offline მოდერი Mathew

Crazy dreamer
Anch riti daviwyo rogor an iseti ra gitxra rac martla gadmoscems rogori adamiami xar da rogor wer arachveulebrivi xar shengan yoveltvis metsa da mets veli da yovel jerze saocrad var agfrtovamebuli.... Ar vici kidev ra gvelodeba winagram vxvdebi rom dzalian kargi iqneba

ანუკი,როგორ მახარებ შენ არ იცი.
ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის.
იცი შენ ბევრი ამ ისტორიაზე და მგონი ზედმეტია სიტყვები,მადლობა და მიყვარხარრ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent