შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ,,ტირანი " [ სრულად ]


9-07-2018, 20:41
ავტორი teengirllove
ნანახია 22 566

თავი 1

კაკ-კუკ, კაკ-კუკ..მხოლოდ ჩემი ქუსლების და გულისცემის ხმა მესმის , ასე დაძაბული არასოდეს ვყოფილვარ,ვღელავ მოსალოდნელ შეხვედრაზე ,ყველაფერზე ვღელავ ,რომ არ მოვეწონო ?, რამე რომ დამიწუნოს?, რომ გადაიფიქროს? ვეკითხები ჩემს თავს ,, დამშვიდდი ,ის არ გადაიფიქრებს ,არც დაგიწუნებს ,შენ ხომ უბრალოდ შესანიშნავი ხარ" პასუხს მიბრუნებს უმალ შინაგანი ხმა ,მაგრამ მაინც ვერ ვმშვიდდები..ხალხი ,ხალხი ,უამრავი ადამიანია ირგვლივ ,ყველა ერთმანეთს ელაპარაკება ,ყველა ვიღაცას ეძახის ,ყველა დარბის და ყველას უამრავი საბუთი უჭირავს ხელში , მაგრამ მათი ხმები მე არ მესმის..საერთოდ სად ვარ? მხოლოდ ის ვიცი რომ ლიფტი, რომელშიც როდის შევედი აღარ მახსოვს სწრაფად ჩერდება მესამე სართულზე , უმალ გამოვდივარ და დერეფნის ბოლოს მყოფ კართან ვჩერდები, უხერხულად ვისწორებ კოსტუმს ,მუხლამდე კაბას კიდევ უფრო ქვევით ვქაჩავ, თმასაც ვავლებ ხელს ,უკანასკნელ გამბედაობას ვიჩენ და კარზე ვაკაკუნებ
..მას შემდეგ რაც შესვლის ნებართვას ვიღებ კარებს ვაღებ და შიგნით შევდივარ ...
მაგიდასთან , გამხდარი, მაღალი ,ქერათმიანი ქალი ზის , რომელიც ჩემს დანახვაზე მაშინვე წევს საბუთებიდან თავს და ინტერესით მათვალიერებს , შემდეგ ხელით მანიშნებს მის წინ დავჯდე ,რასაც უმალ ვასრულებ..ღრმად ვისუნთქავ ჰაერს და მეც ვავლებ თვალს , ქალი ნამდვილად ძალიან ლამაზია :სწორი ცხვირი, წითელი ტუჩები, დიდრონი ცისფერი თვალები და ამაყი გამოხედვით...თეთრი საკმაოდ ჩახსნილი დეკოლტე და შავი მოკლე კაბა აცვია , მეთუ მკითხავთ სამსახურისათვის ცოტა ვულგარულად ..
-კარგით , გისმენთ-მეუბნება ბოლოს
-მე?
-დიახ თქვენ,რამ შეგაწუხათ?- იმდენად მკაცრი ხმა და ამაყი გამოხედვა აქვს ,რომ უარესად მთრგუნავს
-იცით მე გასაუბრებაზე მოვედი , მდივნის ვაკანსიაზე
-დიახ ,მივხვდი..თქვენი სივი თუ შეიძლება-მეუბნება ბოლოს,მეც ქაღალდებით სავსე ფაილს ვაწვდი და კიდევ უფრო მეჭიმება კისერზე ძარღვები..ქალი ინტერესით ავლებს თვალს სივს ,კიდევ ერთხელ მათვალიერებს ქვევიდან ,შემდეგ საქაღალდეს ხურავს , ღრმად ამოისუნთქებს და მიღიმის
-რამდენი წლის ხართ?
-20-ს ..
-რაზე სწავლობთ?
-არქიტექტურის ფაკულტეტზე ..
-გასაგებია,ენები?
-ინგლისური,რუსული, ფრანგული -ვპასუხობ ამაყად..
კმაყოფილი გამომეტყველება აქვს
-აყვანილი ხართ ,საცდელი ვადით.შეგიძლიათ საქმეს ხვალიდან შეუდგეთ , თქვენი ხელფასი ჯერ 400 ლარი იქნება,უფროსი დაგაკვირდებათ , თუ მოეწონებით ,დაგტოვებთ
-უფროსი? მე მეგონა უფროსი თქვენ იყავით..
ქალს ეღიმება - არა გენაცვალე , მე ამ კომპანიის მეპატრონის მდივანი გახლავარ, ანა ჯიქია , აი შენ კი მისი ვაჟის ,მომავალი მეპატრონის დემეტრე ჯაყელის მდივანი იქნები
-დე..დემეტრე ჯაყელის?- ენა მებმის სახელი და გვარის გაგონებაზე
-დიახ ..ახლა შეგიძლიათ წახვიდეთ ,ხვალ დილით გელოდებით
-ნახვამდის - ვემშვიდობები და ნელი ნაბიჯებით გამოვდივარ გარეთ.საოცრად ბედნიერი ვარ, მე ხომ ასეთ უზარმაზარ და ცნობილ არქიტექტორულ კომპანიაში ამიყვანეს სამუშაოდ ,ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და ფეხით მივუყვები ტროტუარს , ერთი სული მაქ ამ საზიზღარ ქუსლიანებს როდის მოვისვრი ,ტაქსის ვაჩერებ და სწრაფად მივდივარ სახლში.
პირველი რასაც შესვლისთანავე ვაკეთებ ისაა ,რომ ფეხსაცმეს ვიხდი ,რაც შეიძლება შორს ვყრი, პიჯაკსაც იქვე დივანზე ვაგდებ და ბედნიერი ვიშხლართები ლოგინზე ..ცოტახანს თვალებს ვნაბავ ,შემდეგ უცებ ვაცნობიერებ რაც მოხდა და ყვირილით ვხტები საწოლიდან,პატარა ბავშვივით დავხტუნავ იატაკზე 
-ამიყვანეს ,ამიყვანეს ,ამიყვანეს!!!!- ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს ,ტელეფონს ვიღებ ,ჩემს მეგობართან ვრეკავ
-გისმენ ბარბი , აბა რაქენი? -მარის ხმის გაგონებაზე მეღიმება
-არანაირი ბარბი..შენ დღეიდან ბარბარე დევდარიანს , საქართვეკოში ყველაზე მსხვილი კომპანიის უფროსის მდივანს ელაპარაკები -ვახლი უცებ და სიცილით ვაკვდები,მისი კივილის ხმა ლამის მაყრუვებს
-არ არსებობს!!!!!- აგიყვანეს?
-რა თქმა უნდა , მე ვინ არ ამიყვანდა? 
-მითხარი, შენი უფროსი ვინ იქნება? 
-მოემზადე..დაჯექი!-შეპარვით ვეუბნები
-გისმენ !!!
-ვინ დაა..ისა..ვინ დაა..
-ამოღერღე თორემ გადმოვძვერი ტელეფონში!!! -მის ავარდნაზე მეცინება 
-თვით დემეტრე ჯაყელი -სიტყვა არ მაქვს დასრულებული რომ კივის,ოღონდ რას მეც არ მესმის..ცოტახანში წყნარდება და ადამიანივით იწყებს ლაპარაკს 
-მშურს შენი
-ხოო ?
-ეგ ჩასაკვნეტი ბიჭი და შენი უფროსი? არა არ მჯერა , ბარბი რაღაცას მატყუებ..
-ვინაა გოგო ჩასაკვნეტი? ან რა ბიჭი ,კაცია
-მოიცა ,შენ რა დემეტრე ჯაყელი ფიზიკურად არ გყავს ნანახი?
-არა
-ღმერთო,შენ უნდა გყავდეს ეგ უფროსად და მე არა?
-ვინ არის ასეთი ?
-უსიმპატიურესი ბიჭია , 25წლისაა , ძალიან მშრომელი,გაწონასწორებული და სიმპატიურია
-ეგ უკვე თქვი..
-რა!?
-ის რომ სიმპატიურია-ვეუბნები და ისე ვეჭყანები ,გეგონება მხედავდეს 
-უიმეე ,რა უინტერესო ადამიანი ხარ ბარბარე ..
-მადლობა ,მარიამ !! კარგი წავედი დემნას უნდა ვახარო - ვეუბნები და ტელეფონს ვუთიშავ ..
ეხლა დემნას ვურეკავ და როგორც კი იღებს მაშინვე ვეუბნები ახალ ამბავს ,ისიც დაუფარავად ავლენს სიხარულს ..
-გილოცავ ბარბი ,აბა შენ იცი წარმატებები
-მადლობა საყვარელო..როდის მოხვალ?
-მალე , 2 საათში, რა წამოვიღო,არ ავღნიშნოთ?
-შენთვის დალევა არ შეიძლება დაგავიწყდა? 
-დღეს შეიძლება ..რა წამოვიღო?- მიმეორებს კითხვას
-რავი ,ალბათ მარიამოც ამოვა ,ამიტომ ბეევრი ტკბილეული და ცოტა სასმელი..
-მარი? 
-ხო,მარიამი-ვიცინი
-კარგი მაშინ ,წვენსაც წამოვიღებ ,ეგ ხომ არ სვავს
-აჰამ,კაი გელოდები-კოცნას ვუგზავნი და ტელეფონს ვთიშავ ,სასწრაფო წესით ვიცვლი ,დივანზე კომფორტულად ვჯდები და მათ მოსვლას ველოდები...
ცოტახანში მარიამი მოდის , მეხვევა და კიდევ ერთხელ მილოცავს , მარიამს მალევე მოყვება დემნა ,გულში მიკრავს ,სასუსნავებით სავსე პარკს მაწვდის და მარიამს ესალმება .
ცოტახანში ყველანი დივანზე ვართ მოკალათებულები, ყველაფერი ნაჭამი გვაქვს,ფაქტიურად ძლივს ვსუნთქავთ ..
-არა მაინც არ მჯერა-დუმილს არღვევს მარი - სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ ,როგორ შედიხარ იმ ოფისში ვერ დავიჯერებ.
-რა არ გჯერა ? ჩემი და ძალიან ჭკვიანია ,მათ ეს იციან და ამიტომაც აიყვანეს-მხარს მიბავს დემნა
-ჩემი ბომბორა ,როგორ მიბავს მხარს -ლოყაზე ვჩქმეტ და ვიჯღანები-რაარი ძმაო ლოყა საერთოდ არ გაქვს ..
-კარგია მერე , აბა ტყუილად ხომ არ ვვარჯიშობ-მეუბნება და მიღიმის 
-გესმის მარიამ,გამეზარდა უკვე ბიჭი, ვარჯიშობს კიდეც ,რამდენი წლის ხარ ბიჭო?
-24 ,დაგავიწყდა?
-ჰმ ჯერ კიდევ პატარა ხარ - მარიამის ნათქვამზე დემნას კოპები ეკვრება
-შენ ხომ რას ამბობ რა ,დიდი მყავხარ, 20 წლის ღლაპი ხარ - მკვახედ ახლის მარიამს ,რომელიც პასუხს ვეღარ იფიქრებს და სალაპარაკო თემას ცვლის ..
-ხვალ რას იცვავ ბარბი? 
-არვიცი, ალბათ შავ შარვალს ,მაღალქუსლიან ფეხსაცმელს და თეთრ პერანგს..
-როგორც მდივანს შეეფერება -მეუბნება და მიღიმის -ისე როგორც ვიცი ,დემეტრე დიდად არ აქცევს ჩაცმულობას ყურადღებას სამსახურში,ამიტომ შეგიძლია თავისუფალი სტილიც შეარჩიო..
-ხოო..ხვალ დავაკვირდები სიტუაციას და იქედან გამომდინარე გადავწყვეტ..
-მეთუ მკითხავ შავი კაბა უნდა ჩაიცვა , შენს წითელ გრძელ თმას მოუხდება ..
-ეგ წითელი კიარა რიჟაა..უსწორებს დემნა 
-ბიჭო შენ რიჟა და წითელი სხვადასხვა გგონია?! არც მარიამი ცხრება..
-შენზე კარგად მაინც ვერკვევი ფერებში ასე, რომ დამიწყნარდი მარიამ!!!
-აქეთ დამიწყნარდი !!! 
აი ასე ხდება სულ, რაღაც სისულელეზე ჩხუბობენ და იბუტებიან ,სიტუაცისს განმუხტვა კი ისევ ჩემზეა..
-კარგით დაწყნარდით ორივე -ვამბობ და ვიცინი
-მაკიჟს იკეთებ? ხასიათზე მოდის მარი
-არაა..მეზარება ,ან შეიძლება სადად .
-ხო ეგრე აჯობებს , მაგ ლურჯ თვალებს ბუნებრიობა უფრო უხდება -მეუბნება დაფიქრების შემდეგ .
ცოტახანს ისევ სიჩუმეა , შემდეგ ისევ ჩხუბობენ და ბოლოს მარიამი გაბრაზებული მიდის ,აქეთ დემნა ზის გაბუსხული, მეკი მათი ჩხუბით დაღლილი ოთახში ვიკეტები.. 

მაღვიძარას ვთიშავ და სწრაფად ვდგები ლოგინიდან , პირს ვიბან , ტუჩის ხორცისფერ ფანქარს ვისვავ, მარის ვუჯერებ: შავ , წელზე მომდგარ, მოჭრილი მკავებით,ოდნავ ამოღებულს ,წელიდან მიხლამდე გაშვებულ კაბასა და შავ ქუსლიანებს ვიცვავ , თმას ვისწორებ,ჩანთას ვავლებ ხელს და გავრბივარ..ტაქსის მაშინვე ვაჩერებ და მისამართს ვკარნახობ,არ მინდა პირველ დღეს დავაგვიანო...საცობში დგება ჩერდება ,დიდი შავი მანქანის წინ ,ცოტა განთავისუფლდა გზა , მაგრამ მანქანა წასვლას რატომღაც არ ჩქარობდა ,კიდევ ხუთ წუთს ველოდეთ მაგრამ მაინც არ მიდიოდა ,ნერვები მომეშალა ,სამსახურში მაგვიანდება ,გაბრაზებული გადმოვდივარ მანქანიდან და წინ მდგარი მამქანისაკენ მივიჩქარი,რომელიც ისევ ხედავით დგას ერთ ადგილას ,სწრაფად ვაკაკუნებ მინაზე , ის ქვევით იწევა და ახალგაზრდა მამაკაცის სახე მოჩანს ,რომელიც ჯერ მათვალიერებს შემდეგ კი ისევ განაგრძნობს ტელეფონზე ლაპარაკს ..
-თუ შეიძლება გადაიყვანეთ მანქანა... ჯერ თავაზიანად ვეუბნები
-უკაცრავად , ტელეფონზე ლაპარაკს მოვრჩები და წავალ.
-თან ილაპარაკეთ თან წადით ,სამსახურში მაგვიანდება
-ამაზე ჯარიმაა..დამელოდეთ როდის მოვრჩები საუბარს და შემდეგ წახვალთ..უხეშად მეუბნება და ისევ აგრძელებს ტელეფონზე საუბარს...ისეთი გამწარებული ვარ მაშინვე ვართმევ ტელეფონს და რაც შეიძლება შორს ვისვრი..მამაკაცი გაბრაზებული მიყურებს , თანაც ძალიან გაბრაზებული ..
-რას აკეთებ,შენ რა სიცოცხლე მოგბეზრდა?!
-კეთილი ინებე და გადააყენე ეს მანქანა სანამ ესეც არ გამიფუჭებია,ყველა შენნაირი მოცლილი არ არის და არ აქვს ფუჭად დასახარჯი დრო !!! მკვახედ ვახლი და ტაქსიში ვბრუნდები..ცოტახანში ,წინ მდგომი მანქანა მიდის და ჩვენც სწრაფად ვწყდებით ადგილს...
მძღოლს ფულს ვაჩეჩებ ,ოფისსში შევრბივარ ,ლიფტს ველოდები და როგორცკი კარი იღება შიგნით შევდივარ, ის არის კარი უნდა დაიკეტოს,რომ ხელით აჩერებს ვიღაც კაცი კარებს და შიგნით შემოდის ..ჩვენი თვალები ერთდროულად ხვდება ერთმანეთს და ორივე გაოცებულები ვიყურებით, წარბშეხრით მიყურებს ,ცოტახანს მათვალიერებს ,შემდეგ ჩემს გვერდით იკავებს ადგილს ..გვერდიდან ვავლებ თვალს მის აღნაგობას : მაღალი, უბადლო აღნაგობის ,ყავისფერი გრძელი თმითა და ღია მწვანე ფერის თვალებით, ხორცისფერი ტუჩებით , დაბალი წვერით და მკაცრი გამოხედვით..

-ვერ ვიტან რომ მათვალიერებენ -მისი მკაცრი ხმა მაკრთობს
-ჰაჰააჰ,რა კარგად ხუმრობ..
-რა, ასე არ იყო?
-მეტი საქმე არ მაქვს შენ გათვალიერო - ცალ წარბს ვწევ და ალმაცერად ვათვალიერებ
-ნუ იკბინები ,ჩემი ბრალი არ არის კუდში რომ დამსდევ - მეუბნება შემდეგ
-მე აქ ვმუშაობ ,ცნობისთვის ..
-მართლა, მაინც რა თანამდებობაზე?
-უფროსის მოადგილე ვარ -ვეუბნები ამაყად
-აჰა,ესეიგი შენ ხარ ახალი გოგო
-ბარბარე ..შენ კი ალბათ ტუალეტების მრეცხავი ხარ არა? - ვეუბნები ირონიულად
-როგორ მიხვდი? ნამდვილად კარგი ინტუიცია გაქვს
-დიახ - ვეუბნები და ლიფტიდან გავდივარ.
ისევ დიდი კარების წინ ვდგავარ ,შიგნით შევდივარ და ანას ვესალმები, ისიც მესალმება საპასუხოდ ,წარმატებას მისურვებს ,შემდეგ ჩემი კაბინეტისკენ მივყავარ.. კაბინეტი პირდაპირ უფროსის კაბინეტის გვერდითაა , საერო კედელი თითქმის მთლიანად მინისაა ე.ი მთელი დღე უფროსის მეთვალყურეობის ქვეშ ვიქნები, გავიფიქრე ჩემთვის..ნათელი, ლამაზი ოთახია ,ხედიც კარგია,შუაში დიდი ჟურნალის მაგიდა დგას ,მაგიდაზე კომპიუტერი, კედლები წითელი ფერშია ,ფარდა კი ყვითელი ..მოკლედ ჩემი ოთახით კმაყოფილი ვჯდები სავარძელში , ანა ყველაფერს მიხსნის ,რა როგორ უნდა გავაკეთო ,მეც თავს ვუქნევ იმის ნიშნად რომ გავიგე და ისიც მტოვებს ..ცოტახანში ისევ შემოდის და მეუბნება ,რომ უფროსი მიბარებს ..დაძაბული ვდგავარ მისი კარების წინ , მოუთმენლად ველოდები დემეტრე ჯაყელის ნახვას , ღრმად ვისუნთქავ ჰაერს და კარზე ვაკაკუნებ..
-მობრძანდით -ისმის შიგნიდან ბოხი ხმა ,მეც მოკრძალებით შევდივარ ,კარს ვკეტავ და ოთახის შუაგულში ვჩერდები, ნელ-ნელა ვაპარებ უფროსისკენ თვალს და მოულოდნელობისაგან პირს ვაღებ.


თავი 2

-არ მელოდი ? -მკაცრ გამომეტყველებას ინარჩუნებს, მაგრამ მაინც ეღიმება ..რატომ იღიმის? ვეკითხები ჩემს თავს და ახლაღა ვაცნობიერებ რომ პირი მაქვს ღია ,,რა იდიოტი ვარ " ,პირს ვკუმავ , ოდნავ ვახველებ და ისევ ვანათებ თვალებს
-თქვენ..თქვენ ხართ...
-ხო მე ვარ დემეტრე ჯაყელი,ის უსაქმური დილას რომ გალანძღე..
-დე..დემეტრე ჯაყელი?
-ღმერთო, ფიცხთან ერთად გონებასუსტიც ყოფილხარ -მეუბნება და იცინის
-ვინ არის გონება სუსტი? სიტყვებს დაუკვირდი!!!
გამომეტყველება მაშინვე ეცვლება - ტონი აკონტროლე ,თუ აქ მუშაობა გინდა .იცოდე როგორ უნდა ელაპარაკო უფროსს!
ვგიჟდები ისე მინდა საკადრისი პასუხი გავცე ,მაგრამ ეს სამსახურიც მჭირდება ამიტომ დათმობაზე მივდივარ - მაპატიეთ,გავითვალისწინებ -ვჩურჩულებ ჩემთვის 
-როგორ?ვერ გავიგე
-ბოდიში! -ვეუბნები ხმამაღლა და თავს ძირდს ვხრი
-მიღებულია -მახლის უცებ და ადგილს იკავებს ,მოჭუტული თვალებით ვუყურებ ,სიამოვნებით ჩავცხებდი თავში რაღაცას..
-რას დგახარ? შენზე მომიყევი...
-რა?
-შენზე მომიყევი მეთქი..
- სივში ყველაფერი გარკვევით წერია..
ქვევიდან ამათვალიერა - სულელურ სივებზე დროის დახარჯვას არ ვაპირებ , თვითონ მომიყევი,ვნახო ერთი ვინ აიყვანეს.
არც ვეკითხები ისე ვუახლოვდები და მისი მაგიდის წინ მდგარ სავარძელში ვკალათდები, ჩემს მოქმედებას გულდასმით აკვირდება ,წარბებს მაღლა წევს 
-გისმენ!
-მოკლედ,ბარბარე დევდარიანი, 20 წლის ,თბილისიდან ,ვსწავლობ არქიტექტურის ფაკულტეტზე
-გასაგებია..დევდარიანი ცნობილი გვარია ,შემთხვევით გურამ დევდარიანის ვინმე ხომ არ ხარ? 
მამაჩემის სახელის ხსენებაზე ვკრთები - თქვენ მთხოვეთ ჩემზე მომეყოლა ,რაც საჭიროა უკვე გითხარით-
კიდევ ერთხელ მაკვირდება და შემდეგ ოთხაიდან მიშვებს..ცოტახანში ისევ მეძახის და ყავის მიტანას მთხოვს ,მეც სწრაფად მოვადუღე ყავა და ლანგრით შევუტანე ოთახში,წინ დავუდე ჭიქა,ის იყო გამოსვლა დავაპირე,რომ დარჩენა და დღის გეგმის განხილვა მთხოვა , მეც მონდომებით შევუდექი გრაფიკის განხილვას,ბოლოს კითხვა შევწყვიტე და ღრმად ამოვისუნთქე..
-რატომ გაჩერდი?- მისმა ხმამ შემაკრთო
-დავამთავრე ,მეტი არაფერი გაქვთ დაგეგმილი -რაც შეიძლება მშვიდად ვეუბნები
-ებრაელ პარტნიორებზე რა გაარკვიე? -ქაღალდებს ჩაშტერებია და ისე მეუბნება
-ზეგ ჩამოვლენ და ნახაზებს დაათვალიერებენ
-მეილზე არ გადაუგზავნე? თავს წევს და მკაცრ მზერას მტყორცნის,რაზეც უარესად ვიძაბები
-არა
-რას ელოდებოდი?
-ნახაზები არ მაქვს კომპიუტერში,ანას ვთხოვ გადმომიგზავნოს და გავუგზავნი.
-აღარ არის საჭირო, პირადად ვეტყვი ანას თვითონ გადაუგზავნოს!
-მეც გადავაგზავნიდი
-აქამდე უნდა მოგეფიქრებინა ! -მკაცრად მეუბნება და მწვანე თვალებს მაგებებს
-სხვა დროს გავითვალისწინებ -მის შენიშვნაზე ნერვები მეშლება
-კი ,უნდა გაითვალისწინო
-ცნიბისთვის დღეს დავიწყე მუშაობა !
-მერე რა?
-დრო მჭირდება ყველაფერში ,რომ გავერკვე -ვცდილობ არ შევხედო,რადგან ვიცი ახლა თვალებანთებული მიყურებს
-ხოდა დროზე გაერკვიე -კბილებიდან ცრის
.კარები იღება ,ოთახში მაღალი ,თანამედროვედ ჩაცმული კაცი შემოდის ,ესე 24-25 წლის , სახეზე ღიმილი დასთამაშებს ,მწვანე თვალები კი ეშმაკურად უნათებს..შემოსვლისთანავე კარგად მათვალიერებს ,შემდეგ მოდის მოსალმების მიზნით ხელზე მკოცნის,თან თვალებში მიყურებს , საპასუხოდ მკრთალად ვუღიმი,შემდეგ თავს დემეტრესკენ ატრილებს
-ეს ლამაზმანი ვინ არის დემუშ? -ეკითხება და თან თვალს მიკრავს ..დემეტრე ჯერ მე მიყურებს შემდეგ მას
-ჩემი მდივანია..
-ასეთი მდივანი მეც მინდა -ისევ იცინის და კიდევ ერთხელ მათვალიერებს
-რამ შეგაწუხა ილია?! -ისი მკაცრი გამომეტყველება მაშინებს 
-ტელეფონზე რომ გირეკავ რატომ არ პასუხობ?
დემეტრე ჩემსკენ აპარებს თვალს,მეც შერცხვენილი ვხრი ძირს და ვწითლდები 
-ერთმა ქაჯმა გადამიგდო -ამბობს ბოლოს ..
რაო? ქაჯიო? სიამოვმნებით მივუნაყავდი იმ ცხვირს და მერე ვნახოთ ვინ იქნება ქაჯი ,თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხაო მკაცრი მზერა მსტყორცნა 
-თუ ლამაზი ქაჯი იყო ეპატიება
-იყო რა- ცალყბად იცინის და პირდაპირ თვალებში მიყურებს,მეც ერთი შევუბღვირე
,,იყო რაო?" ჰაჰ ესეც არ მყავდეს რა ალენ დელონი,საზიზღარი ტირანია..ავდექი და გასვლა დავაპირე,ასეთი ხისთავიანი უფროსი რაღა მე შემხვდა..
-ერთი წუთით,გაცნობა ვერ მოვახერხე -.მაჩერებს ილიას ხმა -მე ილია ვარ -მეუბნება და თან მიახლოვდება
-ბარბარე დევდარიანი ..
-ძალიან სასიამოვნოა ბარბარე ,მე აი ამ უჟმური კაცის მეწილე ვარ -თავით დემეტრესკენ მანიშნებს რომელიც ცივი თვალებით გვიყურებს ,ილიას ნათქვამზე ვიცინი 
-ბარბარე თავისუფალი ხარ..შენ კი ილია დროზე თქვი რა საქმე გაქვს და დამტოვე !! -მკაცრად გვეუბნება ,მეც მაშინვე ვტოვებ კაბინეტს ,ჩემს ოთახში შევდივარ და საქმეს ვუდგები, ჩვენი საერთო მინიდან კარგად ჩანს როგორ ლაპარაკობს ის ორი, ილია ღიმილით ლაპარაკობს ,ბატონი დემეტრე კი წარბშეკრული უყურებს, შემდეგ მაგიდაზე ხელებს ურტყამს ,ფეხზე დგება და ოთახს ტოვებს ,ილოს ისევ ეღიმება ოღონდ ამჯერად სიმწრით ,შემდეგ დეგბა და ისიც ტოვებს ოთახს ..წუთი არ არის გასული ,ჩემი კაბინეტის კარები იღება და დემეტრე შემოდის 
-მივდივართ!! 
გაკვირვებული ვუყურებ -სად?
-კითხვების დრო არ არის , ადექი წავედით!!
-თქვენ რა ქაჯებთან ერთად ქუჩაში დადიხართ?- ირონიით ვეკითხები,ისიც წამში მაგებებს მზერას ,წარბები მაინც კოპებად აქვს შეკრული ,ნელა მიახლოვდება ,ჩემს წინ დგება და უტეხად მიყურებს -კი ,თუ ეს ქაჯი ჩემი ასისტენტია!-შემდეგ ტრიალდება -არ მალოდინო,ორ წუთში მანქანასთან იყავი !! -მიმეორებს და ოთახს ტოვებს ,ათი წუთით ვალოდინე ,შემდეგ ჩანთას და ქურთუკს ხელი დავავლე და ოთახი დავტოვე..
მანქანაში იჯდა , მელოდებოდა , მის გვერდით დაჯდომა დავაპირე, მაგრამ - ,,ასისტენტები წინ ჯდებიან " მომახალა და მეც აწითლებული გადავედი წინა მხარეს. 
-არაპუნქტუალური ყოფილხარ -ისე მეუბნება არც შემოუხედავს
-საქმე დავასრულე და ჩამოვედი,შუა გზაში ხომ არ მივატოვებდი?
-შეგეძლო ხვალ გაგეგრძელებინა ,მითუმეტეს იცოდი გელოდებოდი..
-შეგეძლოთ წასულიყავით -ნიშნისმოგებით ვუყურებ ,ისიც მიყურებს შემდეგ წინ იხედება და ოდნავ იღიმის , მძღოლს მითითებას აძლევს და თვალის დახამხამებას ვერ ვასწრებ ისე მივქრივართ,ცოტახანში უზარმაზარი ბინის წინ ვჩერდებით..
-აქ რა გვინდა? 
-ჩემი სახლია,აქ მოგვიწევს დღეს მუშაობა..
უზარმაზარ ეზოში შევდივართ,რომელსაც ულამაზესი ბაღი ამშვენებს , ეზოს შუა უზარმაზარი სახლი დგას , დიდი ფანჯრებითა და ტერასით. შიგნით სახლი სულ ღია ფერის გრანიტით იყო დაფარული,იატაკი მეტლახის, მხოლოდ კიბეები იყო ხის, ავეჯი სადა მაგრამ აშკარად ძვირადღირებული ..
-შეგიძლია რამე მოამზადო? -მეკითხება მას შემდეგ რაც გასაღებს იქვე აგდებს და ქურთუკს მართმევს..
-მოახლე ,არ გყავთ ბატონო დემეტრე? 
-უცხო ქალებს სახლში ვერ ავიტან ,ამიტომ არა.
-აბა ვინ გიმზადებთ და გილაგებთ?
-ზედმეტ კითხვებს ნუ სვავ..მე შხაპს გადავივლებ და ჩამოვალ-
სწრაფად მეუბნება ,შემდეგ ოთახში ადის.
სამზარეულო ჩემი სახლის ხელაა , ბოლო დონეზე გაკეთებული და მოვლილი, ყველაფერს ბზინვარება გადის , მაცივრიდან ვიღებ საჭირო პროდუქტებს ,ომლეტს და სალათს ვაკეთებ, სუფრას ერთ კაცზე ვშლი.შემდეგ იქაურობას ვასუფთავებ და ველოდები დემეტრეს გამოჩენას ..
-ყველაფერი გაგიმზადებია - უკან ვტრიალდები , ხაკისფერ პერანგში გამოწყობილი ჩამოდის,რომელიც დაკუნთულ სხეულზე კარგად აზის ,ვცდილობ არ შევხედო,სწრაფად ვუდებ საბუთებს ,რაღაცეებს განვიხილავთ,შემდეგ კი მანთავისუფლებს , გარეთ გავდივარ.
მანქანაში ველოდები როდის დაამთავრებს ჭამას , შემდეგ გამოდის და გვერდით მიჯდება..
-წავალ ავალაგებ -გადასვლა დავაპირე 
-საჭიროა არაა ,მიხედავენ.
-თქვენ ხო მოახლე არ გყავთ ,ვინ მიხედავს?
-მგონი გითხარი ზედმეტ კითხვებს ნუ სვავთქო -მკაცრად გადმომხედა,მეც წინ გავატრიალე თავი,ჰმ უჟმური
-ხანდახან შეიძლება ასე სახლში მუშაობაც მოგვიწიოს ხოლმე ,ზოგჯერ გვიანობამდეც - მისი მკაცრი ტონი ნერვებს მიშლის.
-გასაგებია - უკმაყოფილოდ ჩავილაპარაკე..
მანქანას ქოქავს და ოფისში მტოვებს ,თვითონ სადღაც ქრება..
***
იმდენად დაღლილი ვარ აღარ ვიცვლი და პირდაპირ ლოგინზე ვიფლაშები, ცოტახანში მარიამი მირეკავს :
-აბა როგორი იყო სამსახურში პირველი დღე?
-ნორმალური..
-მითხარი როგორია..
-ვინ?
-დემეტრე ჯაყელი ,მართლა ისეთია როგორიც ეკრანზე?
-რავი ,ალბათ კი
-მოგეწონა?
-რა კითხვაა მარიამ,იმის შემდეგ რაც ადრე მოხდა არავის შევხედავ!
-კარგი დამშვიდდი,ისე ვიკითხე უბრალოდ
-ძალიან უხეშია..
-ხო ,ბევრი ამბობს ,რთული ხასიათი აქვსო...
-რთული? რთული კიარა ნამდვილი რკინაა,მუდო,ნეტა განახა იმ ცივ მწვანე თვალებს რომ შემოგანათებს ხოლმე,ლამისაა ადგილზე მომკლას,ტირანია ნამდვილი..
-არმითხრა მეშინიაო
-ეგღა მაკლია,კაი ხო ცოტა.ძაან დაღლილი ვარ ,მერე დაგირეკავ - კოცნას ვუგზავნი და ტელეფონს ვთიშავ
***
ორი კვირა ისე გავიდა ვერც მოვასწარი თვალის დახამხამება , უკვე მესამე კვირა დაიწყო რაც აქ ვმუშაობ, ჯერჯერობით ვუძლებ ,ვუძლებ რა ბატონი ილია მაძლებინებს ტირანის ახირებებს გავუძლო. ხან ეს უნდა ,ხან ის , ხან ეს არ მოსწონს ,ხან ის ..ვეღარ გავიგე რა უნდა გავაკეთო მისი შექება რომ დავიმსახურო, ეს კაცი ნამდვილად უჟმურობის პიკია..
სათათბირო დარბაზში ვზივარ არქიტექტორებთან ერთად და ,, დიდი" დემეტრეს შემობრძანებას ველოდებით,როგორც იქნა დაგვდო პატივი, შემოვიდა ამაყი მკაცრი გამომეტყველებით, წამში მოავლო თვალი ოთახში მჯდომ საზოგადოებას და გვერდით მომიჯდა ..ერთ-ერთმა არქიტექტორმა რომელსაც დავითი ერქვა თავისი პროექტი წარდგინა ,მაგრამ,, ჯაყელების უფლისწილმა" დაიწუნა , ჯერი მეორე არქიტექტორზე მიდგა ,მანაც წარადგინა დიდი მონდომაბით პროექტი ,მაგრამ ესეც დაუწუნეს..დემეტრე ნამდვილად გაცხარებული ჩანდა,კარგად დატუქსა არქიტექტორები ,ლამის გააწითლა,ისინი პატარა ბავშვებივით თავჩაღუნულები იჯდნენ და ხმას არ იღებდნენ .. მათი სახეების დანახვაზე ჩემდაუნებურად ჩამეცინე , წამში ვიგრძენი როგორ გამომხედა
-შენ რას ფიქრობ ბარბარე? -მკითხა მოგუდული ხმით
-ბატონო? -გაკვირვებული მივაჩერდი
-შენ ხომ არქიტექტურულ ფაკულტეტზე სწავლობ, ხოდა გვითხარი რას ფიქრობ -მეუბნება და ალმაცერად მიყურებს , ალბათ ჩემი გაცინების გამო უნდა რომ შემარცხვინოს,კიდევ ერთხელ დავაკვირდი ნახაზებს და უფროსს შევანათე თვალები -ჩემი აზრით ორივე პროექტი კარგია,უბრალოდ ცოტა დახვეწა აკლია 
-მაგალითად?
-ყველა კორპუსი ერთმანეთს ჰგავს , ყველა ბინა ძალიან პატარა და არაკომფორტულია, აი მაგალითად ამ სამზარეულოს და საძინებელს ადგილები რომ გავუცვალოთ უკეთესი გამოვა , საძინებელი უფრო ნათელი იქნება ,სამზარეულო კი ფართო, ამასთან სააბაზანო შემოსასვლელთან ჯობია ახლოს იყოს ვიდრე საძინებელთან -თან ნახაზზე ვაჩვენე ყველაფერი.
ცოტახანს ჩუმად მიყურებდა სკამზე გადაწოლილი , რომ დავამთავრე წამოიწია , არქიტექტორებს გადახედა და სიმწრით გაიღიმა:
-ხედავთ,ჯერ მეორე თუ მესამე კურსზეა ,არც გამოცდილება აქვს და თქვენზე უკეთ გაართვა ამ საქმეს თავი...
სიამაყისაგან გავიჯგიმე ,ეს პირველი შემთხვევა იყო როცა დემეტრე ჯაყელმა შემაქო, მადლიერი თვალებით ვუყურებდი, მანაც მომაგება თავისი მწვანე თვალები , წარბები შეხარა ,შემდეგ მზერა ისევ ქაღალდებზე გადაიტანა
-ამ პროექტს დღეიდან ბარბარე დევდარიანი გაუძღვება! - ოთახში ექოსავით გაისმა მისი მკაცრი ხმა , ღიმილიანი სახე წამში შემეცვალა ...
-რაა?- ყურებს არ ვუჯერებდი
-რავერ გაიგეთ ბარბარე ?დღეიდან ამ პროექტს თქვენ უხელმძღვანელებთ ..
-კი,მაგრამ მე ხომ მდივანი ვარ -აღშფოთება ვერ დავმალე
-ხო და იქნები კიდეც ,მაგრამ პარალელურად ამ საქმესაც გაუძღვები..
-არა-ისეთი სახით შემომხედა კინაღამ მომკლა-უფრო სწორად ვერა ,ვერ მოვასწრებ -ვცდილობ რბილი ტონი შევინარჩუნო,წამში ვიგრძენი ყველას დაძაბული მზერა
-ვერ გავიგე! - წარბაწევით შემომხედა
-ამ პროექტს ვერ გავუძღვები -ცოტახანს გაკვირვებულმა მიყურა შემდეგ ფეხზე წამოდგა და მაგიდას დაეყრდნო
-ეს მოთხოვნაა ბარბარე და არა თხოვნა,გადაწყვეტილება არ შეიცვლება!!-,ქაღალდებს დაავლო ხელი და ოთახი დატოვა , ცოტახანს გაშტერებული ვიყავი, საშინლად გავბრაზდი ,კალამი იქვე დავაგდე და გამწარებული გავვარდი მისი კაბინეტისაკენ,კარი სწრაფად შევაღე , გაშტერებული მიყურებდა ..
-ასე რატომ იქცევით ,მეხომ ვთქვი რომ ვერ მოვახერხებდი!!
-ტონს დაუწიე!!
-არ დავუწევ!! თავი ვინ გგონიათ?შეიძლება დამიანებს ასე ზევიდან უყუროთ? რადგან ამ კომპანიის ბოსის შვილი ხარ ყველაფრის უფლება გაქვთ გგონიათ? 
-ბარბარე ზედმეტი მოგდის,ცეცხლს ეთამაშები! -საჩვენებელ თითს მიქნევს
-თორემ რას იზამთ გამაგდებთ? -მივხვდი ზედმეტი რომ მომდიოდა მაგრამ ყელში ამომივიდა მისი მკაცრი ტონი და ახირებები
-ჩვენ არ გვჭირდება ტლიკინა და უსაქმური თანამშრომლები!!
-მე ვარ უსაქმური?..მე?.. დადიხართ მთელი დღე წარბაწევით და ზევიდან უყურებთ სულ ყველას ,საშინელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ,თავმოყვარეობა საერთოდ არ გაგაჩნიათ?ერთი თვეა თავდაუზოგავად ვშრომობ,მეტი რაღა გინდათ?
ცოტახანს მიყურებდა,შემდეგ თავი გააქნია და ამოიოხრა-მართალი ხარ,მართლა კარგად შრომობდი, მაგრამ შენი პროფესიითაც ხომ უნდა დაკავდე ,სულ მდივანი ხომ არ იქნები,ეს სწორედ ამიტომ ვთქვი..
-როგორმე მოვახერხებ მდივნობიდან არქიტექტორის პროფესიაზე გადასვლას
-ჯიუტი ხარ,-ჩაეცინა კაცს -მაგრამ მაინც ვერ ხვდები ეს რატომ გითხარი? მინდა რომ შენს პროფესიაში უკეთესად გაერკვე და უნივერსიტეტს რომ დაამთავრებ ,გამოცდილებაც გექნება.
-ჰმ-სიმწრით გამეცინა -ახლა არ მითხრათ ,რომ ჩემზე ზრუნავთ ბატონო დემეტრე
-შენზე არა ჩვენს კომპანიაზე ,ბარბარე..თუ თავს გამოიჩენ ამ პროექტში, არქიტექტორად დაგნიშნავთ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ.
-მაგრამ მე ამდენ საქმეს ერთად ვერ გავუძღვები,თანაც მარტო - ჩავიბურდღუნე ჩემთვის
-მდივნად ნახევარ განაკვეთზე დაგნიშნავ ,გაწყობს?
-ხელფასი დამაკლდება?
-არა..
-კარგი მაშინ თანახმა ვარ..
-ძალიან კარგი , პროექტი ორ კვირაში მზად უნდა იყოს..
-ორში?!
-დიახ ორში ,რამე პრობლემაა?
-არანარი.. 
სინამდვილეში იყო პრობლემა , არვიცოდი ამ დროში რას მოივასწრებდი,მაგრამ შემითავაზება იმდენად მაცდური იყო უარს ვერ ვიტყოდი..
-თავისუფალი ხარ - .მითხრა ბოლოს -მეც უხმოდ ავდექი და წასვლა დავაპირე ,უკვე კარებთან ვიყავი მისი ბოხი ბარიტონი რომ დამეწია -ბარბარე !
-დიახ -მისკენ შევტრიალდი
-სხვადროს სხვების წინაშე შეპასუხება არ გაბედო,აღარ გაპატიებ!
თავს მორჩილად ვიქნევ და გავდივარ. 

თავი 3

სახლში გვიან დავბრუნდი,დემნა უკვე მისულიყო, კარი გამიღო და მსუბუქად გამიღიმა
-დემე რა გჭირს?- მივახალე შეშინებულმა , სახეზე ფერი არ ედო,ისიც შევამჩნიე ამ ერთ კვირაში კიდევ უფრო გამხდარიყო, თვალებს ირგვლივ კანი კი გამუქებოდა
-არაფერი,ალბათ ვცივდები..
-დემ მაშინებ -ვუთხარი და დივანზე ჩამოვჯექი,გვერდით მომიჯდა და თავზე გადამისვა ხელი -ნუ გეშინია დაიკო,კარგად ვიქნები..იმდენი რამ გადავიტანეთ ერთად, ამის შემდეგ როგორ უნდა დამემართოს რამე
-წარსულს ნუ იხსენებ დემნა , ისინი არ არიან ამის ღირსნი..შენი საქციელის გამო კი მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები..
-მე შენი უფროსი ძმა ვარ,მარტო არასოდეს დაგტოვებ ბარბი..დედას ჯერ კიდევ მუცელში იყავი რომ შევპირდი დაგიცავდი - თავი მიხლებზე დავდე ,თვალები მივნაბე და დედის გახსენება ვცადე , 14 წლის ვიყავი რომ გარდაიცვალა , მამიდამ და მამამ გაგვზარდეს მე და დემნა..
-მენატრება -ვუთხარი და ცრემლი მოვიწმინდე
-მეც..ნეტავ ეხლა აქ რომ იყოს როგორ განვითარდებოდა მოვბლენები..
-ის გამიგებდა დემ,აუცილებლად გამიგებდა და მამასავით არ მოიქცეოდა..
-ვიცი.. 
სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა , ორივე ერთ რამეზე ვფიქრობდით -დედაზე...კიდევ დიდხანს ვიჯდებოდით ასე ,რომ არა ზარის გაბმული რეკვა ..შეშინებული ავდექი და კარი გავაღე,ზღურბლზე ნამტირალევი მარიამი დამხვდა ,მის დანახვაზე გული დამეწვა ,სახლში შემოვუშვი და მაგრად მივიკარი გულზე , მან ვეღარ გაუძლო და მწარედ ატირდა -მეტს ვეღარ გავუძლებ ბარბი,მეტი აღარ შემიძლია..-
თავზე გადავუსვუ ხელი, ოთახში შევიყვანე და დივანზე დავაჯინე ,დემნა გვერდით მიუჯდა გული უკვდებოდა მარიამის ასეთ მდგომარეობაში დანახვაზე -რამოხდა მარუსი?
-წამოვედი..ვეღარ გავძელი -სლუკუნებდა -დემნამ კიდევ უფრო მიიკრა გულზე
-ამჯერად რაღა მოხდა,ისევ ჩხუბობდნენ?
-ხო,რაღაც ჯანდაბაზე დაიწყეს ჩხუბი, მერე მამა წავიდა და დედა მე გადმომწვდა , სისულელეებზე მეჩხუბა ,ბოლოს მიათხრა უნივერსიტეტში აღარ ისწავლიო, სახლში იქნებიო..
-რაა? კიმაგრამ რატომ?
-რავი, შენ მამაშენის მხარეს ხარო, ხელს აფარებო, მე არ გიყვარვარო, მოკლედ ნევროზი აქვს რა , მითხრა მე რომ ვისწავლე ამით რა ხეირიო,მეც უარი ვუთხარი ,ამაზე მეჩხუბა თუ ჩემთან არ გინდა წადი მაშინო, მეც ავდექი და წამოვედი..
-კაი რა ალბათ ცხელ გულზე გითხრა,არ იდარდო ხვალ დაგირეკავს -.ვცადე დამემშვიდებინა
-არა , იქ აღარ დავბრუნდები, მათი ჩხუბის მოსმენა აღარ შემიძლა..ამაღამ აქ დავრჩები თუ შეიძლება ,ხვალიდან კი სახლს მოვძებნი...
-რას ამბობ მარუს?! რა სახლს ,ჩვენთან იცხოვრე რამდენი ხანიც გინდა - .წამოენთო დემნა , მას კვერი დავუკარი ,მარიამიც დამთანხმდა ,შემდეგ ვივახშმეთ ,ცოტა ხასიათზე მოვიდა, გავაცინეთ კიდეც ..
-აი სიცილი როგორ გიხდება - მხიარულად მიუგო დემნამ
-კაი ერთი
-არა მართლა , თაფლისფერი თვალები რომ გიციმციმებს ხოლმე სიხარულისგან მაგას რაჯობია - მარიამმა მორცხვად დახარა თავი , დემნამ კი გულიანად გაიცინა და მე გამომხედა..
-ხო მართლა ,შენთან არის რამე ახალი? - ახლა მე შემომანათა თავისი თაფლისფერი თვალები
-რავი ,კი ..დღეს ტირანი გავლანძღე -ვთქვი ამაყად
-რააა? დემეტრე ჯაყელი გალანძღე? -თვალები გადმოუბრუნდა მარიამს 
-ხო ,ვუთხარი რომ საშინელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს ,რომ უგულოა და ს.ხ.
-შენ სულ გაგიჟდი?როგორ არ გაგადო..
-მისი ბრალი იყო და რას გამაგდებდა 
-რა გიჟი და მყავს რა - სიცილი დაიწყო დემნამ
-ასეთი რა დააშავა? - არ ცხრებოდა მარიამი..მეც ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი..
-აა ანუ პროექტი შენ ჩაგაბარა ხო? - თავი თანხმობისნიშნად დავუკარი-მაგარია გილოცავ..
-ეჰ ,მაგარი კია მაგრამ რომ არ გამომივიდეს ,არ მინდა ის ტირანუკა გავახარო..
-გამოგივა ბარბი, გამოგივა აბა როგორ - .მითხრა დემნამ და თავისი თეფში გასარეცხად წაიღო..სანამ ის გასული იყო მარიამმა ეჭვით ამათვალიერა -ისე მაინც ,როგორ მოხდა გალანძღვის შემდეგ რომ არ გაგადო?
-არვიცი - მხრები ავიჩეჩე - ალბათ მასზე გალანძღვა კარგად მოქმედებს - .დავამატე სიცილით..
-უცნაურია ...
-რაარის უცნაური? არ ვიმსახურებდი და არ გამაგდო, მაგ რკინისკაცს სინდისი ჰქონია..
**
მეორე დღეს ადრე ავდექი, შავი მუხლზე დახეული ჯინსი, თეთრი ბრეტელებიანი ზედა და შავი ტყავის ქურთუკი ჩავიცვი,წითური თმა დავისწორე, კეტები ამოვიცვი,გუშინ დემეტრემ დამავალა დილას პირდაპირ მის სახლში მივსულიყავი ,რაღაცეები ვერ მოვასწარით წინა დღეს და სახლში უნდა გაგვევლო მისვლამდე ...უკვე უნდა გავსულიყავი დემნა რომ დამადგა -უკვე მიდიხარ?
-ხო დემუშ ,არ მინდა დავაგვიანო..
-წამო მე წაგიყვან...
-ცუდად აღარ ხარ?
-დღეს უკეთ ვარ ,მართლა ..წამო წამო წაგიყვან...
მანქანა დემეტრეს სახლთან გააჩერა ,მაგრად მაკოცა ლოყაზე და გამიღიმა -ყველაფერი კარგად იქნება ..
შევამჩნიე რომ თვალები კიდევ უფრო ჩაშავებოდა -ვიცი ..დემნა გთხოვ დღეს არ წახვიდე უნისში ,სახლში დარჩი მარიამთან ერთად...
-კარგი ,სამსახურში დავრეკავ და ვეტყვი რომ დღეს არ მივალ..
-არც ხვალ..
-ბარბარე!
-კაი რა დემუშ ,გამოკეთდი და წადი მერე ვინ გაკავებს..
-კარგი ხო...რა ჯიუტი მყავხარ.
გადმოსვლამდე კიდევ ვაკოცე და სწრაფად შევედი უზარმაზარ სახლში,იქ არავინ დამხვდა ,ალბათ სძინავსთქო ვიფიქრე, იქვე ჩამოივჯექი და დაველოდე როდის ინებებდა ბოსი ჩამოსვლას ..მისი მძიმე ნაბიჯები გავიგონე ,სხეულში ისევ ჟრუანტელმა დამიარა ,ჯერ კიდევ ვერ შევეჩვიე რომ ამხელა სახლში მასთან ერთად მარტო ვარხოლმე ..კარებთან მისი სილუეტი დავლანდე ,ლურჯი მაისური და შავი ნაჭრის შარვალი ეცვა , თავზე სათვალე დაეკოსა , კარებთან შეჩერდა და ჩემდა გასაოცრად გამიღიმა..ისეთი სიმპატიური იყო ნებისმიერ გოგოს დატოვებდა გაშტერებულს..
-დღეს ადრე მოსულხარ - მითხრა და მაგიდას მიუჯდა
-დიახ ,ასე მოხდა
-მოდი დაჯექი - მის გვერდით მდგარ სკამზე მიმანიშნა,გაკვირვებულმა შევხედე .
უხმოდ დავჯექი სკამზე რომელიც ძალიან ახლოს იდგა მისასთან, მისგან შორს ჩავიჩოჩე და უხერხულად შევიშმუშნე ..
-პროექტზე რას შვრები?
-ამ დღეებში დავიწყებ მუშაობას ..
- დღესვე დაიწყე, დრო არ ითმენს !
-გასაგებია , ნუ ღელავთ თავის დროზე ჩაგაბარებთ ...
-კარგი,საბუთები ამოიღე და საქმეს შევუდგეთ ,დროა აღარ ითმენს -
საბუთები მაგიდასთან დავალაგე და საქმეს შევუდექით,მასთან ერთად განვიხილე დღის განრიგი,უჩვეულო სურნელი ასდიოდა -პიტნისა და მენთოლის.
-დემუშ! - მომესმა კიბიდან გამყინავი ხმა ,დემეტრეს კინაღამ წვენი გადასცდა ,ცოტახანში კი ზღურბლზე ქერა არსება გამოჩნდა..
**
ქერიათმიანი გამხდარი ქალი შემოვიდა : მასზე 4 ზომით დიდი პერანგი ეცვა , ფეხზე არაფერი, თმა ისე გაჩეჩვოდა გეგონებოდათ ბალიში აუფეთქდაო,უხმოდ წამოვიდა და დემეტრეს პირდაპირ კალთაში ჩაუხტა ,ესეც არ იკმარა ,ჩემს თვალწინ კოცნა დაუწყო,ვიგრძენი როგორ ამეწვა სახე, მთელი სხეული დამეჭიმა ,საშინელი უხერხულობა ვიგრძენი.
-გადადი მარტა! -მკაცრად მიმართა დამეტრემ ,ისიც წამოდგა და მეორე მხარიდან მიუჯდა.საშინლად, არმინდოდა ამათთან ერთად ერთ ოთახში ყოფნა, ამიტომ ჩანთას დავავლე ხელი და ერთ-ერთ მანქანაში დაველოდე უფროსს.
ისე,რომ არ ვმჯდარიყავი წიგნი ამოვიღე და კითხვას შევუდექი.
კარები გააღო და გაკვირვებულმა შემომხედა -მანდ რატომ ზიხარ? 
-მეგონა ქალბატონ მარტინს თქვენთან ერთად წამოსვლა ენდომებოდა -.ისე ვუპასუხე, წიგნისთვის თვალიც არ მომიშორებია..
-მარტა ჰქვია -სიცილი აუტყდა -ის არ მოდის ,შეგიძლია გადმოხვიდე ჩემს მანქანაში .
-რატომ ,რა სამწუხაროა ,ხომ არ გეჩხუბათ იქ სხვა ქალიც რომ დახვდა?- ირონიით ვიკითხე .
მკაცრი მზერა მესროლა -მას ,და არა მარტო მას, არანაირი უფლება არ აქვს აკონტროლოს ჩემს სახლში ვინ იქნება - მივხვდი ამ სიტყვებით მეც მიკბინა -გადმოდი !
-აქაც კარგად ვზივარ, გმადლობთ..
-ბარბარე ნუ მამეორებინებ! -იმდენად მკაცრი იყო ,შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა ,მის მანქანაში გადავედი ,მძღოლს მივუჯექი და კითხვა გავაგრძელე ,მისთვის ზედაც არ შემიხედავს ,სამაგიეროდ მის მზერას ვგრძნობდი კარგად სარკეში ...
-არ მინდოდა შენ და მარტა ერთმანეთს შეხვედროდით,ცოტა უხერხულია
-კი ნამდვილად უხერხულია -ჩემი პასუხი იმდენად პირდაპირი იყო გახევდა
-ბოდიშს გიხდი ,უხერხულობისთვის - მას გავხედე და წიგნი ხმაურით დავხურე 
-ბატონო დემეტე ბოდიში საჭირო არ არის,სულ არ მანაღვლებს როდის ვინ ქალი გეყოლებათ ან სად ..მე მხოლოდ მდივანი ვარ და თქვენს ცხოვრებაში ჩარევის არანაირი უფლება არ მაქვს..
იმდროს ისეთი სახით შემომხედა გული შემიტოკდა ,აშკარად რაღაცის გამო გაბრაზდა მაგრამ რისი არვიცი ,უბრალოდ მანქანა დაქოქა და ადგილს მოვწყდით.
**
ჩემს კაბინეტში ვიჯექი ,საქმეს თითქმის მოვრჩი ,წიგნი ამოვიღე და კითხვა დავიწყე როცა კარი ილიამ შემოაღო, გაღიმებული მომიახლოვდა და წინ ჩამომიჯდა
-რას შვები ბარბი?
-ვკითხულობ -ღიმილითვე ვუპასუხე , შუშის მიღმა დემეტრეს მკაცრი მზერა ვიგრძენი, მაგრამ არ შევიმჩნიე ,პირიქით უფრო მხიარულად დავუწყე ილიას ლაპარაკი , ასე რატომ ვიქცეოდი თვითონაც არ ვიცოდი...
-რას კითხულობ ,თოჯინა?
-,,ეკატერინე ჭავჭავაძეს'' 
-წაკითხული მაქვს -მითხრა ღიმილით -შენ მის ადგილას როგორ მოიქცეოდი?
-მე სიყვარულს ავირჩევდი ..
-მეც -მის ნათქვამზე ხმამაღლა გავიცინე 
,დემეტრეს საქმისთვის თავი მიენებებინა და 120° იყო ჩვენსკენ შემობრუნებული,აშკარად აინტერესებდა რაზე ვიცინოდით...
-ალბათ ბევრი გიდგათ რიგში არა ბატონო ილია?
-ხო აბა როგორ ,ქალების რიგი მიდგას კარებთან -ისიც ამყვა ,შემდეგ რამდენიმე ანეგდოტი მომიყვა და ლამის გამგუდა სიცილით..ტელეფონის ზარმა გაგვაწყვეტინა საუბარი
-გისმენთ ბატონო დემეტრე ,გნებავთ რამე?
-ყავა -მოისმა მკაცრი ხმა,სწრაფად ავდექი ყავა მოვამზადე ,შევუტანე , ისევ ოთახში დავბრუნდი და ილიასთან გავაგრძელე საუბარი,ისევ ტელეფონი აწრიალდა
-გისმენთ 
-ყავას შაქარი აკლია ,ახალი შემომიტანე
-ეხლა რაღა უნდოდა? -იკითხა ილიამ
-შაქარი აკლიაო -მივახალე თან ყავას ვამზადებდი
-კი,მაგრამ ეგ უშაქროდ სვავს -გაუკვირდა ილიას ,მე მხრები ავიჩეჩე და ისევ მივურბენინე მეორე ჭიქა...
-დაგღალა ხო იმ უგულომ - დაბრუნებულზე მითხრა,თვალები ავატრიალე და სავარძელში ჩავესვენე ,ისევ ტელეფონის ხმა
-მიდი ალბათ ზედმეტი შაქარი მოგივიდა -სიცილით მითხრა ილომ
-მოუხდება იქნებ დატკბეს -ჩავისისინე და ყურმილი ავიღე-დიახ ,ახლა რაღა მოხდა?
-საშინლად ტკბილი ყავაა -კიდევ უფრო უხეში ხმა ჰქონდა -აღარ მინდა ჩაი შემომიტანე -გაბრაზებულზე ისე მაგრად დავაჭირე ღილაკს თითი ლამის ჩავტეხე ,უცებ ერთი იდეა მომივიდა ,ცოტახანში ყველაფერი მზად იყო, უფროსის კაბინეტისაკენ ლანგრით ხელში დავიძერი, კარები ფრთხილად შევაღე და სინი წინ დავუდე ..
-ეს რა არის? -გაკვირვებულმა იკითხა
-რადგან მე ვერ მოგიმზადეთ ისეთი ყავა ,როგორიც მოგწონთ და თქვენც ვერ ჩამოყალიბდით როგორი მოგწონთ ,აი ყავა ,ჭიქა და შაქარი..თავად ჩაიყარეთ -ნაზად გავუღიმე და ისე შევხედე ,წარბაწევით მიყიურა
-ისეთი უგემური ყავები მომიტანე ჩაი მომინდა,სწორედ ჩაი დაგაბარე -წამოიძახა უცებ და გამიღიმა
-დიახ მახსოვს აი ჩაის პაკეტი-ჯიბიდან ამოვიღე და მივაწოდე-და წყალი თუ გნებავთ ,ჭიქაც და დოქიც უკან გიდევთ -სწრაფად მივუგე სანამ რამეს იტყოდა
-თავი ჭკვიანი გგონია არა? -სავარძელში გადაეყუდა და კალამის წვალებას მოჰყვა
-ზოგზოგიერთებისგან განსხვავებით ბატონო დემეტრე ,მე საკუთარ თავზე იმდენივე წარმოდგენა მაქვს რაც ვარ ,არც მეტი არც ნაკლები.-ოდნავ ჩაეღიმა ,მეც უხმოდ დავტოვე ოთახი..
ცოტახანს გაკვირვებული იჯდა დემეტრე ჯაყელი კაბინეტში, თვალი გააყოლა წითურ არსებას-მისი სიმტკიცე ,სხარტი პასუხები, ირონია და ბავშვურობა ერთდროულად ძალიან მოსწონდა,რაღაც უცნაურს იწვევადა ეს გოგო მასში,ასეთი რამ ადრე არ დამართნია,მაგრამ ადრე ასე არც არავინ დალაპარაკებია,ყავა ძალიან მოეწონა ,მაგრამ რატომ დაუწუნა თვითონაც არ იცოდა ,უბრალოდ არ ესიამოვნა ილოსთან ერთად,რომ იყო ოთახში,თუმცა არც ამის მიზეზი იცოდა 


თავი 4


-დემე გაიღვიძე,დემეე იწვი!!-შეშინებული ვადექი ძმას თავზე და ვცდილობდი გამეღვიძებინე
-რახდება ბარბარე?- შეშინებული შემოვარდა მარიამი
-მარი იწვის ,მაღალი სიცხე აქვს ვერ ვაღვიძებ !
-კარგი დამშვიდდი ნუ ტირი -მარიამმა წამში გადარეკა სასწრაფოში, რა თქმა უნდა 1 საათის დაგვიანებით მოვიდნენ და სასწრაფოდ საკეცით გადაიყვანეს,დიდხანს ველოდეთ მოსაცდელში, ისე ვნერვიულობდი დაგვიანების გამი უფროსთან დარეკვაც კი დამავიწყდა ,ნახევარ საათში ექიმიც გამოვიდა
-რა სჭირს ჩემს ძმას? -მაშინვე მივვარდი
-სიცხემ დაუწია,ანალიზები ავუღეთ ,ხვალ გავიგებთ პასუხს..
-ხომ კარგად იქნება?- შეშინებულმა იკითხა მარიამმა
-ყველაფერს ხვალ გავიგებთ,სავარაუდოდ ვირუსია-
ექიმის სიტყვებმა ასე თუ ისე დამამშვიდა ,დემნასთან მარიამი დარჩა მეკი სამსახურში გავვარდი, სწრაფად შევედი კაბინეტში და საქმეს შევუდექი.წუთი არ იყო გასული დემეტრემ დამიბარა,ვიცოდი საყვედური არ ამცდებოდა ,ამიტომ წინასწარ მოვემზადე და შევედი,პირქუში და მკავრი გამოხედვა ჰქონდა ,ვიღაც აშკარად მარცხენა ფეხზე ადგათქო გავიფიქრე ჩემთვის
-დააგვიანე!
-დიახ ,ბოდიშს გიხდით
-სად ბრძანდებოდი,არ იცი როცა აგვიანებენ უფროსს რომ ატყობინებენ?!
-უბრალოდ ისეთი სიტუაცია იყო,რომ ვერ მოვახერხე - დავიწყე ბლუყუნი
-სხვა დროს მსგავს რამეს აღარ გაპატიებ ბარბარე,აქ თუ გინდა მუშაობა კეთილი ინებე და წესებს დაემორჩილე,თუ არადა დატოვე პოსტი!- საშინლად არ მესიამივნა მისი ტონი
-უბრალოდ ასე მოხდა ,სხვა დროს აღარ განმეორდება - ვეცადე ხმა გამემკაცრებინა
-დამატებით დარჩები საღამოს!
-გასაგებია
-ხელფასიდანაც ჩამოგეჭრება !
-მოიცა, მე ხომ დამატებით ვრჩები,ჩამოჭრა რაღა საჭიროა?
-ასეთია წესი..
გაბრაზებულმა შევანათე თვალები, სიამოვნებით დავწვავდი ამ წესებს,ამ კაცს კი ცემით მივკლავდი.
-პროექტზე რა ხდება? - ისე იკითხა არც შემოუხედავს
-ვმუშაობ ჯერ
-ჯერ?მოიცა არ დაგიმთავრებია?! - ისე ამომხედა ლამის გული გამიჩერდა
-ნახევარი გავაკეთე.. მე..
-ბარბარე რაზე ფიქრობ?ასეთი გონებაგაფანრული არ იყავი,დღესვე დაამთავრებ პროექტს!
-მაგრამ მე ,ბატონო დემეტრე ამდენ საქმეს ერთად ვერ შევძლებ 
-შეძლებ თუ აქ მუშაობა გინდა ,არ მაინტერესებს ხვალ დამთავრებული გექნება!..
იმის გაფიქრება რომ საღამოს ჩემი ძმის ნახვას ვერ შევძლებდი საშინელ ტკივილს მაყენებდა
-ბატონო დემეტრე - რბილი ტონით დავიწყე
-გისმენ! - მისი ხმა ისევ მკაცრი და პირქუში იყო
-ჩასაბარებლად კიდევ ხუთი დღე მქონდა წესით.ახლა მართლა რთული სიტუაცია მაქვს ,გთხოვთ კიდევ სამი დღე მომეცით - ისე საწყლად შევხედე წესით ამას უნდა გაეჭრა,მოვკვდებოდი დღეს და ხვალ დემნა ,რომ არ მენახა ..ცოტახანს მიყურებდა თავისი მწვანე თვალებით,შემდეგ სავარძელში გადაწვა და კალამს ატრიალებდა ხელში,რაიყო ამდენი საფიქრალი აქ 
-კარგი,სამ დღეში პროექტს ველოდები..იცოდე არ გადააცილებ!
-დიდი მადლობა -შვებით ამოვისუნთქე და ოთახი დავტოვე..
**
რომ გეკითხათ რას აკეთებო გეტყოდით კაბინეტში ვზივარ და ვმუშაობთქო,მაგრამ ეს ტყუილი იქნებოდა ,ჩემი თვალები ფურცლებს ჩასჩერებოდა ,გონებით კი ჩემს ძმასთან ვიყავი,ნეტავ ეხლა როგორ არის
-ხო ბარბარე..
-მარიამ დემეტრე როგორაა,სიცხემ დაუწია?
-კარგად არის ნუღელავ,ანალიზები აუღეს,მაგრამ... 
-რა მაგრამ ?
-არ მომწონს მისი სახე, თვალები საშინლად ჩაუცვივდა და თან ძალიან გახდა,აღარ ვიცი რა გავაკეთო,მთელი დღეა სძინავს 
-როგორ მინდა მასთან ვიყო ,მაგრამ ამ ტირანის გადამკიდე დამატებით უნდა დავრჩე დღეს
-არ ინერვიულო,მე აქ ვარ ,გვერდიდან არ მოვშორდები,საქმეს მიხედეშენ -
სავარძელი კედლისკენ მივაბრუნე და მასზე გაკრულ სურათს მივაშტერდი
-რანაირად მარიამ,კონცენტრირებას ვერ ვახდენ ვერაფერზე ,დემნას რომ რამე დაემართოს ვერ ვიცოცხლებ ,ეს ტირანიც ცუდ ხასიათზეა ,დილიდან დამცოფა..
-კარგი როგორმე დამშვიდდი,მე წავალ დემეს წვენს ვუყიდი
-კარგი მიდი,თუ რამე შეიცვალა გამაგებინე - ტელეფონს ვთიშავ და სკამს ისევ მაგიდისკენ ვატრიალებ ,მოულოდნელობისაგან ლამის ვიკივლე ,თავზე გაბრაზებული დემეტრე მედგა ,კოპეში შეეკრა და მკლავები გადაეჯვადირებინა 
-ბატონო დეემეტრე? - ძლივს მოვაბრუნე ენა პირში
-მორჩი საუბარს?-გამომეტყველება საერთოდ არ შეცვლია ,ხმა კი უფრო გაუმკაცრდა
-როდის შემოხვედით,ვერ დაგინახეთ
-ხო რომ ვერ დამინახე იმიტომ შემოვედი,ამდენი ხანია განიშნებ შემოდითქო და ზედაც არ შემოგიხედავს,მერე ზურგიც შემაქციე!
-მე..მე საქმეს ვაკეთებდი და ვერ დაგინახეთ
-ხო ,ვხედავ რა საქმესაც აკეთებდი-თავით ტელეფონზე მიმანიშნა-თუ ჭორაობას მორჩი ყავა და პროექტის საბუთები შემომიტანე ,ილიასაც დაურეკე ,კეთილი ინებოს და შემოვიდეს საქმე მაქვს -კარი ისე მიაჯახუნა ლამის შევხტი,მისი დავალება შევასრულე,ყავას და საბუთებს დავწვდი და მისი ოთახისკენ გავკურცხლე.
-ჩვენი ბემბიც მოვიდაა - მხიარულად შემეგება ბატონი ილია
-გამარჯობათ -რაც შეიძლება ნაზად მივესალმე და საბუთები კოპებშეკრულ დემეტრეს დავუდე წინ
-რა დაუძახე?!-ისე გამოსცრა უფროსმა გეგონება გასკდებაო
-ბემბი 
-ილია როდის უნდა გაიზარდო?!-კალამი მაგიდაზე დაახეთქა-შენი ზედმეტსახელები რასნიშნავს?!
-კარგი რა დემუშ,რაგინდა? ბემბივით გოგოა,ხოდა ასე შევარქვი
-ბარბარეს დაუძახებ სხვა დროს,არ მინდა ჩემმა მდივანმა თავი უხერხულად იგრძნოს !-თქვა და ამომხედა
-არა ,არაფერია რაც გნებავთ ის დამიძახეთ - ვეცადე თავაზიანობა გამომეჩინა
-შეიძლება შენ გიყვარს ბარბარე ზედმეტსახელები, მაგრამ მე არა! 
-ღმერთო ჩემო, ცოტა მოდუნდი დემუშ,ასე გოგოს ვინ ელაპარაკება?
-დემუშს ნუ მეძახი!-იმხელაზე იყვირა შევხტი- ბარბარე,აქ რას დგახარ,წადი საქმეს მიხედე!
მეც მორჩილად შევასრულე მისი ბრძანება და ოთახი დავტოვე .
სამუშაო საათები დასრულდა თუარა მაშინვე კისრისტეხვით გავვარდი ლიფტისკენ,სწრაფად მივაჭირე ღილაკს თითი ,თან ვიდექი თან თმას ვიწევდი,თეთრი პერანგი ოდნავ შევიხსენი ,ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ჰაერი არ მყოფნიდა,როგორც იქნა მობრძანდა ,კარების გაღება და ჩემი შიგნით შევარდნა ერთი იყო,საუბედუროდ მაშინ შემობრძანდა ჩვენი ტირანიც ,ღილაკს თითი მიაჭირა და ამაყად გაიჯგიმა.
-ისე სად გეჩქარება რომ ერთ ადგილას ვერ ისვენებ?
-ხო მეჩქარება-მოკლედ ვუპასუხე -რატომ მიზოზინებს ასე?
-ჩვეულებრივად ჩადის,უბრალოდ შენ გეჩქარება -ღიმილით გადმომხედა,უცებ რაღაც მოხდა და ლიფტი გაჩერდა 
-რა,რა მოხდა,რატომ გაჩერდა? - თვალები გამიფართოვდა,კარებს ხელებით მივაწექი
-დამშვიდდი, შუქი ჩაქვრა ,მოვა მალე .
-მაგრამ მეჩქარება,თანაც ძალიან 
-დამშვიდდი ბარბარე ,გავარკვევ რახდება -იძახის და ტელეფონზე იწყებს საუბარს
-ალიო,ანა რატომ გაჩერდა ლიფტი?,სასწრაფოდ გამოიძახე ვინმე რომ შეაკეთოს თორემ აქ ზოგი შეიძლება პანიკაში ჩავარდეს -თქვა და გადმომხედა,მეც მკვლელი თვალები შევანათე ,ღმერთს ვეკითხებოდი რა შევცოდე ისეთი, ამ ტირანთან რომ გამჭედა ერთ ლიფტში..ფეხის თამაში დავიწყე,აქ უკვე ჰაერი მეხუთებოდა ,მთელ ლიფტში დემეტრეს სუნამოს სუნი იფრქვეოდა ,კიდევ კარგი ამაში მაინც ჰქონია გემოვნება..
მისი დაჟინებული მზერა ვიგრძენი გვერდიდან ,ჩემდაუნებურად გამეხედა ,კედელს მიყრდნობოდა,წარბები მაღლა აეზიდა და ოდნავ გაღიმებული მიყურებდა ,ნეტავ რა უხარიათქო გავიფიქრე ,შემდეგ ისევ მომანათა თვალები, ხელები ჩამოუშვა ,მრებში გაიშალა ,ახლა უკვე მკაცრი გამოხედვით მომშტერებოდა
-მალე შეაკეთებენ?
-კი ,მოაგვარებს ანა -მითხრა და თვალი ამარიდა
-იმედი მაქვს.
შუქი აინთო და კარებიც გაიღო
-ძლივს, თორემ აქ უკვე ჰაერი მეხუთებოდა -ჩემთვის ჩავილაპარაკე და გარეთ გავვარდი.
-ბარბარე!-მომესმა უკნიდან მისი მკაცრი ხმა ,უცებ გავჩერდი და რაცშემეძლო სწრაფად შევტრიალდი 
-გისმენთ
-პერანგი შეისწორე -ხელით პერანგზე მანიშნა რომელიც ზედმეტად იყო ჩახსნილი,თან ოდნავ ეღიმებოდა ,ალბათ მაშინ შემთხვევით გაიხსნა კიდევ ერთი ღილი კარებს რომ ვეჯაჯგურებოდი,შერცხვენილმა შევხედე ,უხერხულად შევიშმუშნე ,შემდეგ შევტრიალდი და საავადმყოფოში წავედი.. 


თავი 5

მთელი ღამე პალატაში გავატარე ,დილით რომ გავიღვიძე ზურგი საშინლად მტკიოდა,წითელი ქუსლიანები ჩავიცვი,შავი კლასიკური შარვალი და თეთრი პერანგი ტანზე მოვისწორე ,თმა ავიწიე ,დემეს ეძინა ნაზად ვაკოცე და პალატა დავტოვე.
-მიდიხარ უკვე? -კარებში ვეჯახები მარიამს
-ხო სამსახურში ,რომ დავაგვიანო ის ტირანი მომკლავს
-ხო მესმის, კარგი მიდი მე ვიქნები დემესთან, შუადღეზე პასუხები იქნება, ხომ გახსოვს?
-კი და მოვალ
-კარგი პატარავ -ნაზად მაკოცა ,მეც გიჟივით გამოვვარდი და პირველივე ტაქსს ჩავუჯექი მანქანაში.
-საით მიდიხართ გოგონა?
მისამართი სწრაფად ვუთხარი და ფანჯარაში დავიწყე ყურება-გათხოვილი ბრძანდებით? 
-არა
-ასეთი ლამაზი გოგონა რატომ არ არის გათხოვილი? - უკვე ნერვებს მიშლიდა,მკვლელი მზერით გადავხედე თავმოტვლეპილ ტაქსის მძღოლს
-თქვენ რა განაღვლებთ?!
-არაფერი უბრალოდ მომეწონე -თავი მოატრიალა და ერთი კარგად ამათვალიერა 
-გააჩერეთ!!
-რა?
-გითხარით გააჩერეთ მეთქი! -
მანქანიდან გადმოვხტი,ფული მივუგდე და გაბრაზებული ჩამოვჯექი იქვე, ტაქსითაც ვეღარ გიმგზავრია წესიერად ადამიანს რა.
-ბარბარე? - თავი ავწიე და ბოლო დონეზე გაკრეჭილი ილია დავინახე
-ბატონო ილია-ღიმილით გავემართე მისკენ
-მანდ რატომ დგახარ, ჩაჯექი
-არა ,არ შეწუხდეთ ,ავტობუსს დაველოდები
-რასამბობ ბემბი ,რა შეწუხება ,დაჯექი სწრაფად 
-მადლობა-სწრაფად მივუახლოვდი და გვერდით მოვუჯექი
-სულ ავტობუსით დადიხარ?
-არა ხან ტაქსით,ხანაც ჩემს ძმას მოვყავარ
-ძმა გყავს?
-დიახ ,დემნა ჰქვია 
-ვაა ძალიან კარგია ,დღეს რა მოხდა ისეთი არც ტაქსი და არც ძმა რომ არ გამოგადგა?
-ძმას სიცხე აქვს ,ტაქსი კი..უბრალოდ მძღოლს ჰქონდა ცუდი ენა 
-რამე ისე ხომ არ გაკადრა ბემბი? - ხმა დაუსერიოზულდა ილიას
-არა ,არა ისეთი არაფერი. უბრალოდ იქ ჯდომა აღარ მინდოდა და გავაჩერებინე
-გასაგებია,თუ რამეა შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს -
ნაზად გავუღიმე.მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია,ორივე სხვადასხვა რამეზე ვფიქრობდით,მე ჩემს ძმასა და მის ანალიზებზე ,ბატონი ილია კი ალბათ საქმეზე .მანქანა უფროსების სადგომთან გააჩერა ,ღვედი შევიხსენი ,ფეხი გადმოდგმული არ მქონდა გვერდით შავი მანქანა გაჩერდა და დემეტრე გადმოვიდა,როგორც ყოველთვის მკაცრი გამომეტყველებით მოგვიახლოვდა,შავი პერანგი ,შავი შარვალი და ამავე ფერის მანტო ეცვა,არასდროს მინახავს შავი ვინმეს ისე უხდებოდეს როგორც ამ ტირანს.
-ვაა დემუშ ,შენც ეხლა მოხვედი? -ღიმილით ჰკითხა ილიამ და გვერდით მომიდგა
-რამდენჯერ უნდა გითხრა ასე ნუ მეძახითქო!- მკვლელი თვალებით გადმოგვხედა ორივეს -ბარბარე ,როგორცკი ავალთ ყავა შემომიტანე.
მორჩილად დავუქნიე თავი,შემდეგ კი კაბინეტში შევედი ყავა გავამზადე ,ოთახში შევუტანე და დღის გეგმა გავაცანი
-ბარბარე პროექტზე რა ხდება? 
-ვმუშაობ ბატონო დემეტრე,როგორც დაგპირდით დათქმულ ვადაში დავასრულებ
-წარდგემნამდე მე მაჩვენე ,არ მინდა რაიმე შეცდომა დაუშვა
-კარგით.
-ხო მართლა,ილიას დაურეკე ამოვიდეს.
კაბინეტი დავტოვე და ბატონ ილიას დემეტრეს დანაბარები გადავეცი,შემდეგ მარიამს გადავურეკე ამბის გასაგებად.
-აბა რა არის ახალი?
-რავი ბარბი,სიცხე აღარ აქვს ,დღეს წვნიანი გავუკეთე და კარგად ჭამა
-მართლა,რაკარგია,ანალიზები რომელზე იქნებაო?
-3-ზეო
-აუუ,მე შესვენება 4-ზე მეწყება
-ხო,მოდი და ერთად ვკითხოთ,არამგონია რამე სერიოზული იყოს,ალბათ ვარჯიშისგან გამოეფიტა ორგანიზმი და იმის ბრალია.
-აუ,არვიცი იმედია..კაი კაი წავედი თორემ ტირანი თავისი კაბინეტიდან თვალებით მკლავს, ვერ იტანს ტელეფონზე რომ ვხარჯავ დროს
-ვაიმე,მომიკითხე ეგ ტირანიკო
-ხო აბა რა ,შევალ და ვეტყვი ჩემმა დაქალმა მოგიკითხათქო..
-ხო და ბარემ ისიც დაამატე ცოლად ხომარ მოიყვანთქო-სიცილით კვდება 
-კაი წავედი,გაკოცე .
-კაი პკ.
ტელეფონი გავთიშე და საქმეს შევუდექი.

***დემეტრესთან***
-მეძახდი დემუშ? - როგორც ყოველთვის მხიარულად შეაბიჯა ილიამ კაბინეტში
-დაჯექი-მკაცრი ტონი არ ლბებოდა-საქმე მაქვს შენთან
-აბა გისმენ -
დემეტრე ნელა წამოდგა სავარძლიდან და ფანჯარაში დაიწყო ყურება-შენ ხომ იცი ,მე რა აზრის ვარ თანამშრომლებს შორის რომანზე?
-კი
-მაშინ ამიხსენი, რატომ გხედავ სულ ჩემს მდივანთან ერთად?
-რა მარტივ რაღაცას მეკითხები-გაიკრიჭა ილია-იმიტომ ,რომ ვმეგობრობთ
-ნუ იბღინძები!- იმხელაზე დაიღრიალა კინაღამ შუშები დაილეწა-შენ ჩემი პარტნიორი ხარ ილია,თან არც ისე ცოტა ხანია.იცი ,რომ დიდად, არ მომწონხარ, მაგრამ მამაჩემის სურვილს ვეცი პატივი.იცოდე -აქ უკვე თითის ქნევაზე გადავიდა-ჩემს მდივანს ახლოს აღარ გაეკარები,მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა გექნებათ ,მორჩა და გათავდა!
-ვერ გავიგე რას ვაშავებ დემუშ
-და ნუ მეძახი ამ დემუშს!,გეგონება შენი კარგი ძმაკაცი ვიყო,ჩემთან აფერისტობა არ გინდა ილია.
ილიას სახე დაუსერიოზულდა ,ფეხზე წამოდგა და ამაყად დადგა -მისმინე დემეტრე,მხოლოდ იმიტომ გცემ ამწუთას პატივს ,რომ პარტნიორები ვართ.მაგრამ ზედმეტებში ნუ გადახვალ,მე ვიცი ვისთან რა ურთიერთობა უნდა მქონდეს ,შენ ვერ დამიშლი!
-გქონდეს ,ვისთანაც რა გინდა ის გქონდეს,მაგრამ ჩემს მდივანს თავი დაანებე და ტვინს ნუ ურევ!
-მე არავის ტვინს არ ვურევ დემეტრე,ბარბარე კი ძალიან კარგი გოგოა,ძალიან მომწონს ,ამიტომ არ შევეშვები და საერთოდ შენ რა გადარდებს ,მდივანია -და ხომ არა?
-მე არ მინდა ჩემს მდივანთან რაიმე სახის ურთიერთობა რომ გქონდეს ,ილია ,არ მინდა სამსახურში აცილებდე,გაითვალისწინე ეს .
-მეცოდება ეს გოგო შენს ხელში-ესღა თქვა და ოთახი დატოვა 
*****
-ბატონო დემეტრე .
-გისმენ ბარბარე ,რა ხდება?
-შესვენებაზე უნდა გავიდე ,თუ არ გჭირდებით-იმდენად დიდი მოეჩვენა იმწუთას გოგონას ლურჯი თვალები ლამის შიგნით ჩაიძირა ,თვალები რომელიც შეშინებული იყურებოდა,გაფართოებით მისჩერებოდა და მისგან პასუხს მოელოდა 
-წადი.. 
-კარგით. ბოლოჯერ შეავლო თვალი და ოთახი დატოვა ,ცოტახანს იდგა დემეტრე და მისჩერებოდა ადგილს სადაც ის ცოტახნისშინ იდგა ,შემდეგ ჩაეღიმა და სავარძელში ჩაეშვა .

***ბარბარე**
გიჟივით გამოვვარდი ,ეგრევე საავადმყოფოსკენ ავიღე გეზი,სწრაფად მივედი იქაც და პალატის კარები შევაღე,მარიამი დემეტრეს ლოგინთან იჯდა,თავი მის ხელზე ედო ,თვალები მიენაბა ,რომ მივუახლოვდი თავი ასწია ,ნაზად გამიღიმა.
-მოხვედი უკვე?
-ხო,წამოდი რა სწრაფად გავიგო პასუხი
-დამშვიდდი ნუ ხარ გაფითრებული,ყველაფერი რიგზე იქნება. 
თავი დავუქნიე ,მორჩილად გავყევი ექიმის კაბინეტისაკენ 
-მობრძანდით - სათვალის ქვევიდან ამომხედა ექიმმა და მის წინ მდგარ სავარძელზე მიგვანიშნა დაჯექითო.
-ჩვენ ანალიზების პასუხი გვაინტერესებს .
-დიახ მივხვდი-დაბნეულმა გადმოგვხედა და ღრმად ჩაისუნთქა-საქმე იმაზე რთულად არის ვიდრე მეგონა-ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გული
-ექიმო არაფერი დაგვიმალოთ-ბუნდოვნად მესმოდა მარიამის სიტყვები
-მოკლედ ,ანალიზები ავუღეთ ,რენდგრენიც გადავუღეთ ,საუკეთესო ექიმებმა გასინჯეს ,დანამდვიკებით შემიძლია გითხრათ ,რომ - ამოიოხრა და ორივეს გადმოგვხედა - თქვენს ძმას სიმსივნე სჭირს ,ოღონდ მსუბუქი ფორმით -
ამის თქმა და თავში რაღაცის დატრიალება ერთი იყო,მარიამმა როგორცკი შემომხედა მაშინვე აიღო იქვე მაგიდაზე მდგარი დოქი,წყალი დამისხა და მომაწოდა,ცოტა გონს მოვედი
-კარგად ვარ,გისმენთ-ენა ძლივს მოვაბრუნე
-მოკლედ ოპერაციით ვუშველით ყველაფერს,ნუ შემდეგ ქიმია უნდა გიკეთოს ,სხვადასხვა სახის წამლები,ტკივილის გასაყუჩებლად ,მაგრამ ოპერაცია აუცილებელია.რაც შეეხება სიცხეს ,ეს დამატებითი ვირუსის ბრალია,კიდევ კარგი ანალიზები ავუღეთ და ტომოგრაფიაც ჩავუტარეთ,თორემ უფრო გართულდებოდა საქმე..
-რა ჯდება ოპერაცია,ეხლავე გაუკეთეთ-წამოვიყვირე უცებ
-ძალიან ძვირი ჯდება ,ოპერაცია,ქიმია,წამლები. მართლა ძალიან ძვირია გოგონა
-მაინც რამდენი?!
-40.000 ყველაფერი ერთად,შეიძლება მეტიც დაგვჭირდეს შემდგომ
-რა?! -მორჩა უკვე ვიგრძენი როგორ წამერთვა ძალა ფეხებში,ხელებში,კისერსაც ვერ ვიმორჩილებდი,ყველაფერი ერთად დატრიალდა ,თითქოს თვალზე ბინდი გადამეკროო,ყველაფერი გაპრჭყვიალდა ,ბოლოს კი გაშავდა.
თვალები რომ გავახილე უკვე პალატაში ვიწექი,მარიამი მედგა თავზე,
-რახდება? 
-ბაბი გონება დაკარგე 
-უნდა წავიდე 
-მაგრამ სუსტად ხარ!
-რადროს ეგაა,ფული უნდა ვიშოვოთ..- ვთქვი და სწრაფად წამოვვარდი ლოგინიდან -ეხლა სამსახურში მივბრუნდები ,საღამოს მოვიფიქრებ რამეს .
-ხომ კარგად ხარ? -გაკვირვებულმა შემომხედა მარიამმა
-კი,წავედი . 
ჰაერზე გამოვედი თუარა მაშინვე დავტოვე ყველაფერი უკან და ცრემლებს საშუალება მივეცი წამოსულიყო, სამსახურის გზას დავადექი ,თან ვტიროდი,მკლავდა იმის წარმოდგენის რომ შეიძლებოდა ხვალ ჩემი ძმა არ მყოლოდა ,ვერ ვეჩხუბებოდი,ვერ ჩავეხუტებოდი,ვერ შევიგრძნობდი მის სურნელს,სახლში რომ მივალ ვერ გამიღებს კარებს და ვერ მეტყვის ,,ვაა ბარბი მოსულაო" ,.იქვე ჩამოვჯექი სკამზე ,თავი ხელებში ჩავრგე ,გული მტკიოდა ,ისე რომ გამისკდებოდა ,აუტანელი ტკივილი იყო..ასე ვიჯექი ცოტახანს ,მერე გამახსენდა სამსახურში წასასვლელი რომ ვიყავი,თვალები მოვიწმინდე ,ტაქსი გავაჩერე და ოფისში დავბრუნდი,ალბათ იკითხავთ ამ მდგომარეობაში რადროს საქმეაო ,მაგრამ სამსახურის დაკარგვა არ მაწყობს ამწუთას,ძლიერი უნდა ვყოფილიყავი.
-ბარბარე,რა გჭირს? - დერეფანში შემეფეთა ანა
-არაფერი ,რახდება?
-სად ხარ ამდენ ხანს,დემეტრე გამწარებული გეძებს
-ხო შევალ -უხალისოდ ვუთხარი და პირდაპირ უფროსის კაბინეტის წინ ავესვეტე,ფრთხილად დავაკაკუნე,იმდენად ცუდად ვიყავი არ მანაღვლებდა რას მეტყოდა
-შემოდით! -გაისმა იქედან მკაცრი ბარიტონი..აკანკალებული შევედი ,ფანჯარასთან იდგა ,ჩემგან ზურგით
-მეძახდით?
-სად ჯანდაბაში იყავი?! -დაიღრიალა და შემოტრიალდა ,როგორცკი შემომხედა სახე ეცვალა,ალბათ ჩემი თვალები შეამჩნია
-მაპატიეთ დამაგვიანდა ,შეგიძლიათ ხელფასიდან ჩამომაჭრათ-თვალები დავხარე და ისე ვუთხარ
-ამჯერად არ ჩამოგაჭრი გაპატიებ,სხვადროს აღარ დააგვიანო-იმდენად რბილი და თბილი ხმა ჰქონდა გამიკვირდა..ასე უცებ რამ მოალბო?
-მადლობა-ჩავიჩურჩულე და ოთახი დავტოვე.
***
კაბინეტში ვიჯექი,ვფიქრობდი ფული სად ჯანდაბაში შეიძლებოდა მეშოვა,ყველა ჩემს ნაცნობს დავურეკე მაგრამ ამხელა თანხას ვინ მასესხებდა .
-ხო მარიამ-თავი მაგიდაზე მედო ,თან ვლაპარაკობდი
-ფულზე რაქენი? -მასაც ნამტირალევი ხმა ჰქონდა
-არავის აქვს,ან ვის ექნება ამხელა თანხა-ვუთხარი და ტირილი ამივარდა
-ბარბი ,რაღაცას გეტყვი და არ მეჩხუბო
-რახდება?
-მგონი მათთან უნდა მიხვიდე
-არა,შანსი არაა ! -შევყვირე და თავი წამოვწიე,მაშინვე დემეტრეს თვალებს წავაწყდი ,თავის კაბინეტში მაგიდასთან იჯდა და მიყურებდა
-ამაზე სახლში ვილაპარაკოთ მარი,ახლა გაგითიშავ.
-იფიქრე ამაზე, გთხოვ..
ტელეფონი გავთიშე და მაგიდაზე ხმაურით დავაგდე,ისევ დემეტრეს გავხედე რომელმაც მანიშნა ყავა შემომიტანეო,მეც ზლაზვნით ავდექი და ყავა მივურბენინე,მკაცრი მზერა მსტყორცნა -საქმეს მიხედე და ტელეფონი გვერდით გადადე ,გასაგებია?
-დიახ.
-საერთოდ სამსახურის საათებში თუ არ ილაპარაკებ ამ ტელეფონზე უკეთესი იქნება
-კარგი..
რომ არ შევეწინააღმდეგე ალბათ გაუკვირდა ,იმწუთას ისეთი სახე ჰქონდა.
კარები გამოვიხურე და გამოვედი,ეხლა თავი არ მქონდა თორემ, სიამივნებით დავამხობდი ყველაფერს თავზე,ეს ტირანი ეს..ეს..ჯანდაბა ყველაფერზე ნერვები მეშლება უკვე.
**
ძალაგამოცლილი ვიწექი ლოგინზე ,ცალ ხელში ტელეფონი მეკავა,მეორეში ნომრების წიგნაკი,აღარაფრის თავი აღარ მქონდა,თვალებიდან ვეღარ ვიხედებოდი ისე დამსიებოდა ტირილისაგან.კარებში გასაღების გადატრიალების ხმა გავიგე,ცოტახანში მარიამიც შემოვიდა
-გაგიჟდი შეენ?! - მომვარდა ყვირილით,მასაც დასიებოდა თვალები
-რამოხდა?
-მთელი საღამოა გირეკავ,გავგიჟდი ტელეფონი სულ დაკავებული იყო,ბოლოს შემეშინდა რამე ხომარ დაემართათქო- წარბშეკრული მომიახლოვდა და იქვე ჩამოჯდა 
-იცი ახლა როგორ გავხარ იმ ტირანს?-ვუთხარი და ისტერიკული სიცილი ამივარდა,გაოცებულმა შემომხედა
-კარგად ხარ?
-50 კაცს მარიამ,50 ადამიანს დავურეკე,ხომ იცი რამდენი მდიდარი მეგობარი მყავს..ჰმ-სიმწრით ჩავიღიმე-მყავს რა ,მყავდა.არცერთს არ შეუძლია თუნდაც 10 ლარი მაინც მასესხოს,ყველა უარს მეუბნება,არ ვიცოდე მაინც რომ არ უჭირთ.
-საყვარელო-მომიახლოვდა და მუცელზე თავი ჩამომადო-მეც ვიყავი ჩემებთან,დიდი ხვეწნის შემდეგ იკადრა მამაჩემმა და მხოლოდ 10.000 ლარი მომცა,მაპატიე რა ,მეტი ვერ ვიშოვე .
-რას ამბობ,ეგეც საქმეა ,დიდი მადლობა მარი,არ ვიცი როგორ ,მაგრამ აუცილებლად დაგიბრუნებ
-რას ამბობ გოგო,რადროს ეგაა ,ეხლა მთავარია ფული მთლიანად ვიშოვოთ..
-ხო,მაგრამ ყველა შენნაირი ხომ არ არის ,სხვისი ტკივილი გულთან არავის მიაქვს ,მარტო 5 ბიძა მყავს ,მაგრამ არც ერთმა არ შეიპარტყუნა ყური..
-ბარბარე-წამოყო უცებ თავი-იმაზე იფიქრე რაც გითხარი?
-კი,ვიფიქრე..
-მერე
-იმ სახლში იმის შემდეგ ფეხს არ მივადგამ!
-ბარბარე! -ფეხზე წამოხტა და გაცეცხლებული თვალები მომანათა-ახლა სიამაყის დრო არ არის,საქმე დემნას ეხება ,შენს ბიოლოგიურ ძმასა და ჩემს მეგობარს!!
-ჰმ..-ლოგინზე წამოვჯექი-ხო ვიცი,ვიცი უბრალოდ არ შემიძლია იმ კაცის ნახვა ვინც ასეთ დღეში დაგვტოვა.
-ვიცი გოგო,განა არ ვიცი,მაგრამ დემეს ხათრით ნუ,უნდა გადააბიჯო თავმოყვარეობას და მიხვიდე მამაშენთან.
-ის კაცი მამაჩემი აღარ არის..მაგრამ კარგი,ხვალაც თუ ვერ ვიშოვე ფული აუცილებლად წამოვალ.
-მპირდები? -გახარებული წამოჯდა და ხელი აღმართა დაპირების მიზნით,ბავშვობაში ვაკეთებდით ხოლმე ესე,როდესაც ერთმანეთს რამეს ვპირდებოდით ხუთივე თითს გავშლიდით და ხელს ზევით ვწევდით.მეც გავშალე ხელი და ნაზად გავუღიმე-გპირდები..
მოვიდა და ჩამეხუტა -შეიძლება ამაღამ შენთან დავიძინო?
-როგორც ბავშვობაში?
-როგორც ბავშვობაში- აცრემლებული თვალებით შევხედე,გვერდიდან მომიწვა ,თავი ისევ მუცეკზე ჩამომადო-დემნა გვაკლია-გულიანად ამოვიღვნეშე,ესე ვიწექით,ორივე რაღაცაზე ვფიქრობდით,შემდეგ ისე ჩამეძინა ვერც მივხვდი.
***
-პრივეტ ლიკა ,რგორ ხარ?
-ვაა ბარბარეე,კარგად შენ ?
-ვარ რა ..
-სად დაიკარგე გოგო,ვეღარც წვეულებებზე გხედავ და ვეღარც კლუბებში
-ხო,აღარ მცალია არცერთისათვის
-სულ სწავლა კარგი არ არის ,უნდა მოიცალო გენაცვალე..
-ლიკა შენსკენ რა ხდება?
-ოო არაფერი ისეთი,აუ იცი იმდღეს ერთი ტიპი გავიცანი,მდიდარი ოჯახიდან არის ,ზე სიმპაწიურია ,მეთქი მალე ჩემი იქნები ჩიტოოო,მაგრამ ძაან მკაცრი და უკარებაა,რაც უფრო მიზიდავს-ვიცოდი გააბამდა ამიტომ პირდაპირ ვატაკე
-ლიკა ფული მჭირდება
-აა ხოო-უცებ შეეცვალა ხმა-რამდენი? 
-30.000 ზოგადად 
-რახდება ბარბი,ხო მშვიდობაა,რაიყო ნარკოდილერებს ხომარ გადაეყარე? -მის სიცილზე ლამის ავიჭერი
-არა ,უბრალოდ ახლობელი ძალიან ცუდად და ოპერაციის ფული სჭირდება
-ვინ ?
-ვინ და ..დემეტრეს
-შენი ძმა?
-აჰამ
-ვაიმე ბარბი,ხომ იცი როგორ მიყვარს დემე ,მაგრამ ამწუთას მართლა არ მაქვს მაგდენი,მამაჩემთანაც ნაჩხუბარი ვარ ვერ ვთხოვ
-აჰამ.. -ცრემლები ყელზე მომადგა
-არ იდარდო რა..კაი წავედი ეხლა გიო და ეკე მოვიდნენ ,პკ..
ტელეფონი გავთიშე და მაგიდქზე დავახეთქე -სულელი!
მორჩა ჩემი ბოლო იმედიც მოკვდა , რომ გეკითხა საუკეთესო მეგობრად მივაჩნდი და დემეტრე ბავშვობიდან უყვარდა ,ეხლა..ჯანდაბა რა..
ქაღალდებს დავავლე ხელი და უფროსის კაბინეტში შევაბიჯე ,დემეტრე მაგიდასთან იჯდა,თავი ქაღალდებში ჩაერგო ,რომ შევედი ამომხედა ,ერთი კარგად ამათვალიერა და ისევ ქაღალდებს მიაჩერდა
-რამ შეგაწუხა?
-პროექტი მოვიტანე
-მაგიდაზე დატოვე და გადი!
-მაგრამ,ხომ უნდა აგიხსნათ რა სად არის
-მაგ თვალებითა და აკანკალებული ხმით აპირებ რამის ჩვენებას?
ამ სიტყვებზე გავშრი,არ მეგონ ასეთი შესამჩნევი თუ იყო ჩემი ნერვიულობა
-კარგი,მიდი წყალი შეისხი პირზე ,დამშვიდდი და შემოდი.
გაკვირვებულმა შევხედე,მაგრამ ფეხი არ მომიცვლია,ჩემს სახეზე გაეღიმა ,ქაღალდები შეაგროვა და გვერდზე გადადო,ჩემი პროექტი აიღო ,მაგიდაზე გაშალა და ინტერესიანი მზერა მოავლო
-ეს შენ დახაზე?
-დიახ.
ოდნავ ჩაეღიმა -შენ მართლა მეორე კურსზე ხარ?
-რა თქმა უნდა ,რა კითხვაა ?
-არა უბრალოიდ ძალიან კარგად ხაზავ- სხვა დროს მის ამ შექებაზე სიამაყით გავიბერებოდი ,მაგრამ ეხლა რატომღაც მხოლოდ ჩამეღიმა
-კარგი მასწავლებელი მყავს..
-ხოო..კარგი მოდი აბა ამიხსენი აქ რა როგორ გააკეთე-მეც ნელა მივუახლოვდი მაგიდას ,მის წინ დავდექი,მაგიდასთან გადავიხარე და ასახსნელად მოვემზადე ,როცა მისი მზერა ვიგრძენი ქვევიდან, პირდაპირ მივანათე თვალები,რამაც შეაკრთო
-მოუარე მაგიდას და გვერდით დამიდექი..
გაკვირვებულმა შევხედე -რატომ?
-ასე უკეთესად გავიგებ ,მოდი-მითხრა და სკამი გვერდით ჩასწია,მეც უხმოდ მივედი ,გვერდით დავუდექი,უცნაური შეგრძნება დამეუფლა,სახეზე ოდნავ წამოვწითლდი ,მისი სურნელი პირდაპირ სახეზე ,,შემეფრქვა"..
-აქ სამზარეულო იქნება , აქ სააბაზანო ,აქ..- თან ვუხსნიდი ,თანაც მის მზერას ვიგერიებდი,მთელი ახსნის განმავლობაში თვალი არ მოუშორებია ჩემთვის,რამაც კიდევ უფრო ამაღელვა - სულ ეს არის-წელში გავიმართე და ჰაერი ღრმად ამოვისუნთქე, ეხლაღა მივხვდი როგორი დაძაბული ვუხსნიდი,მანაც ინება და მომაშორა მზერა,სკამზე გადაწვა ,ცოტახანს ჩაფიქრებული იყო ნახაზს აკვირდებოდა
-ძალიან კარგია, ვნახოთ კონკურსზე რას იზამს 
-კონკურსზე?
-ხო,ეს პროექტი კონკურსე გაგვაქვს კომპანიის სახელით,თუ გაიმარჯვებს პრემიას გამოგიწერ ხუთციფრიანს
-ახლა უარესად ავნერვიულდი-ვუთხარი და ხელების წვალება დავიწყე
-დამშვიდდი ბარბარე -ფეხზე წამოდგა ,ნელა მომიახლოვდა და წინ ჩამომიდგა - თუ ვერ გაიმარჯვებს არც ეგ არის პრობლემა..
ჩემთან იმდენად ახლოს იდგა,მისი სუნთქვა მესმოდა, ღმერთი რატომ არის ასეთი სიმპატიური,ეხლა მუხლები მომეკეცება ,ოღონდ ნერვიულობისაგან..
ცოტახანს მიყურა,შემდეგ გაეღიმა, მომშორდა და თავის ადილას დაჯდა ,შვებით ამოვისუნთქე
-ბატონო დემეტრე- ამოვილუღლუღე შემდეგ
-გისმენ-არც შემოუხედავს ისე მითხრა
-შეიძლება წავიდე?-ნელა შემოატრიალა თავი,ხმას არ იღებდა
-ასე ადრე?
-გთხოვთ რა-მუდარით შევხედე ,ბოლოს თავი დამიქნია წადიო,გასვლას ვაპირებდი ილიამ რომ შემოაღო კარები,ორივეს გაგვიღიმა,ჩემსკენ წამოვიდა და გვერდით დამიდგა
-მე გავალ-ვთქვი და კარებისკენ ავიღე გეზი
-მოიცადე ,სახლში მიდიხარ? მომაბრუნა ილიამ
-დიახ
-დამელოდე მე წაგიყვან-გაკვირვებულმა გავხედე ჯერ ილიას შემდეგ დემეტრეს,რომელიც თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა
-არა ,გმადლობთ,თვითონ წავალ
-არა არა გაგიყვან,ტაქსით აღარ გაგიშვებ
-მაგრამ..
-ბარბარე თავისით წავა ილია ,შენ აქ მჭირდები! - გაისმა დემეტრეს მკაცრი ხმა
-მე,კიმაგრამ რაში გჭირდები? - წარბები აზიდა ილიამ
-რადგან გითხარი ესეიგი მჭირდები,აქ დარჩები !
-კარგი,მაგრამ ბარბარე შენ ჩემი მძღოლი წაგიყვანს,ტაქსით არ წახვალ-ახლა მე მომიბრუნდა
-ბარბარეს კომპანიის მძღოლი წაიყვანს!- შეაწყვეტინა დემეტრემ
-არა ,იყოს მომაკითხავენ - სიტყვა ჩავაკვეხე როგორც იქნა ,მაშინვე ორი თვალი მომაშტერდა ერთდროულად,ბატონი ილიასი და ბატონი დემეტრესი
-რა,ვინ? -მკაცრად ამომხედა დემეტრემ
-ხო ვინ?
- მეგობარი-ამოვთქვი და ნელა გადავხედე ორივეს
-ჰმ..კარგი ბარბარე თავისუფალი ხარ ! - მომანათა ცივი თვალები უფროსმა ,მეც წყნარად გამოვედი,ნივთები ავიღე ,ოფისი დავტოვე და მარიამს დაველოდე მისაღებში..
***დემეტრე****
-დაჯექი -გადავხედე ჩემს წინ მდგარ ილიას,ისიც სწრაფად ჩამოჯდა ,მაგიდასთან 
-გისმენ ..
-მე გისმენ ,რატომ მოხვედი?
-აა ხო,აი ეს საბუთები-მითხრა და ხელში მქონე საბუთები მაგიდაზე დამიდო-ხელი გაქვს მოსაწერი ..
-ეს რისია? ეჭვით დავხედე საბუთებს
-იმ პრიექტთან არის დაკავშირებული ბარბარე რომ აკეთებს ,ხელი უნდა მოაწერო თუ თანახმა ხარ..იმ შემთხვევისთვის თუ გავიმარჯვეთ ერთად უნდა წახვიდეთ ორი კვირით საფრანგეთში..
საბუთებს გადავხედე , რაღაც მხრივ გამიხარდა , ხელი მოვაწერე და დავუბრუნე .
-ეს ყველაფერი კარგი მაგრამ,შენი დღევანდელი საქციელი რას ნიშნავდა?
-რას გულისხმობ?
-მე ხომ გელაპარაკე ამაზე უკვე ,არ მსიამოვნებს ბარბარეს თავს რომ აბეზრებ
-ვერ გავიგე რას ეძახი თავის მობეზრებას დემნა,თავს თუ ვაბეზრებ მეტყოდა არ მოერიდებოდა..
-სწორედ მაგას ვიძახი რომ არ გეუბნება ,უფროსი ხარ..-გაცხარებული წამოვდექი და მაგიდახ დავარტყი ხელი ,თვითონაც ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა - თვითონაც კარგად წავიდოდა სახლში ,შენ რატომ აცილებდი?!
-გეყოს დემეტრე! -გაბრაზებული წამოდგა ილია-რა ჯანდაბა გემართება ,მე პატარა არ ვარ და კარგად ვიცი ვისთან როგორ მოვიქცე,ჭკუას ნუ მასწავლი ძალიან გთხოვ..
-მე ჭკუას არ გარიგებ ილია,მაგრამ არ მსიამოვნებს ის რასაც ვხედავ
-და რას ხედავ ამიხსენი! - წამოიყვირა უცებ
-იმას რომ ბარბარეს შებმას ცდილობ,იმასაც ვხედავ რომ ეს გოგო ძალიან ბავშვური და მეამიტია,არ მინდა გააუბედურო!
-მე იმ გოგოს გაუბედურებას არ ვაპირებ და არც შებმას ,უბრალოდ ვმეგობრობ მასთან
-იმეგობრე ,მაგრამ ეს მიცილებები და შეხვედრები არ გინდა!
-მე არ ვხვდები მას ,რაც შეეხება მიცილებას ბოლოს რომ მოვიყვანე ,გაჩერებასთან დავინახე იქ იჯდა, თურმე ტაქსის მძღოლმა აკადრა რაღაც და ამანაც მიალანძღა.ამიტომ არ მინდოდა დღესაც ტაქსით გამეშვა ,ძალიან კარგი გოგოა და შემეცოდა რამე არ ეთქვა ვინმეს.
მის ნათქვამზე სისხლი გამეყინა -რა?
-ხო ,ასე იყო ეს ამბავი,ეხლა წავედი.შენკი ცოტა ნერვები დაიწყნარე !-
მისთვის არაფერი მითქვამს ,საბუთები წაიღო და წავიდა , მეკი უცებ დავჯექი სავარძელში,ტელეფონი ავიღე და საჭირო ნომერი ავკრიფე
-ანა,სასწრაფოდ გამოუყავი მძღოლი ბარბარე დადიანს..კარგი..დაურეკე და გადაეცი რომ დღეიდან ის მიაკითხავს ყველგან, კომპანიაშიც ის მოიყვანს და სახლშიც წაიყვანს..კარგი..
**** ბარბარე*** 
მარიამი მალე მოვიდა ,მანქანა იქავე გააჩერა ,მეც სწრაფად ჩავჯექი
-როგორ ხარ?
-როგორ უნდა ვიყო,ფულს ვერსად ვშოულობ-გზას გავხედე- მოიცა საით მივდივართ?
-ბარბარე შენ დამპირდი გახსოვს?
-არა,არ შემიძლია ეხლა მამაჩემის ნახვა .
მანქანა დაატორმუზა და გაბრაზებული მომიტრიალდა ,პირველად ვნახე ასეთი - ახლა ჩემი ხელით დაგახრჩობ იცოდე ,შენ დამპირდი
-მაგრამ..
-არავითარი მაგრამ, იცი რომ ეს ერთადერთი გამოსავალია,დარწმუნებული ვარ უარს არ გეტყვის..დემნასთვის გააკეთე ეს 
-ჰმ...ხო ,მართალი ხარ, კარგი წავედით!
უკვე კარგახნის მისულები ვიყავით ,მაგრამ გადასვლას არ ვჩქარობდი
-ჰა ეხლა გადადი -მოიგმინა ბოლოს ,თავი დავაქნიე ,ღრმად ჩავისუნთქე და მანქანუდან გადმოვედი..


თავი 7


ნელა მივაბიჯებდი ოფისის ფოიეში,ხალხი მოდიოდა და მესალმებოდა ,მეკი გაღიმების და მისალმების თავი არ მქონდა ,ლიფტის ღილაკს მივაჭირე თითი და მოთმინებით დაველოდე როდის მოვიდოდა..წითელი მაღალწელიანი შარვალი,შავი ქუსლიანები და ამავე ფერის ოდნავ ამოღებული ზედა მეცვა,თმა მოხერხებულად ამეწია კოსად...
-ადრე მოსულხარ-მომესმა უკნიდან ნაცნობი ხმა ,ნელა შევტრიალდი
-დიახ,რაღაც საქმე მაქვს თქვენთან.. 
-საღამოს მითხარი,მანამდე ხომ იცი თათბირი და შეხვედრა მაქვს
-მაგრამ, მართლა მნიშვნელოვანია ბატონო დემეტრე
-მე ჩემი მნიშვნელოვანი საქმეებიც მაქვს ,საღამოს შემოდი და ვილაპარაკოთ!-
მკაცრი მზერა მსტყორცნა და ლიფტში შევიდა,ზურგს უკან მდგარი დავეჭყანე ,შემდეგ მას შევყევი
-რომ ავალთ ყავა შემომიტანე! -არც შემოუხედავს ისე მითხრა-ხო და კიდევ..- გადმომხედა და თავიდან ფეხებამდე ამათვალიერე -თმა გაიშალე!
გაკვირვებულმა გავხედე -რატომ?
-ასე უკეთესია,გაიშალე
-მე არ მინდა გაშლა!- მისი ბრძანებლური ტონი ისე მაღიზიანებდა დათმობას არ ვაპირებდი,ცალი წარბი აწია და კიდევ უფრო მკაცრად შემომხედა ,მეც ამაყად გავუსწორე მზერა
-მე შენი უფროსი ვარ და სამსახურში შენიშვნას, რომ მოგცემ უნდა გაითვალისწინო!
-დიახ ,ჩემი უფროსი ბრძანდებით,მაგრამ უფლება არ გაქვთ მიმითითოთ თმა როგორ მქონდეს,ჩემი თავის უფროსი მხოლოდ მე ვარ,თქვენ კი თანამდებობით ხართ მხოლოდ!
-ენასაც თუ დაიმოკლებ კარგი იქნება.. -მომახალა და დამტოვა.
-მაგ თავს ორად რომ გაგიპობ შე მახინჯო ტირანო,მერე ვნახავთ რა იქნება კარგი და რა არა-ჩავიბურდღუნე გაბრაზებულმა და ოთახში შევედი..
მთელი დღე ვცდილობდი დემეტრესთან საუბარს ,მაგრამ თითქოს ხვდება და სპეციალურად მარიდებს თავსო,ვერაფრით ვერ მოვახერხე,თუ შევიდოდი საქმე მაქვს და ვერ მიგიღებო მეუბნებოდა..უკვე სამსახურის საათებიც დასრულდა ,მეც ავდექი და ჯიუტად შევუვარდი კაბინეტში,მის წინ დავდექი და მოუთმენლად დაველოდე როდის ამომხედავდა,ბოლოს როგორც იქნა ინება მზერის საბუთებზე მოშორება ,თავისი მწვანე თვალები შემომანათა
-გისმენ!
-როგორც დილას და შემდეგ შუადღეს გითხარით ,საქმე მაქვს -ვეცადე რაც შეიძლება თამამად დამეწყო
-სამსახურიდან წასვლა თუ გინდა ,არ გიშვებ! მომახალა უცებ
-რა? ვკითხე გაკვირვებულმა
-ხო,კონტრაქტი გაქვს ერთწლიანი გაფორმებული ,ამიტომ ვერსად ვერ წახვალ!
-მსგავსი არაფერი მქონდა სათხოვნელი..სხვა მნიშვნელოვანი საქმე მაქვს
-მაშინ გისმენ -წინ გადმოიხარა და ინტერესით სავსე მზერა მომაპყრო
-მე..ფული მჭირდება ,ძალიან ბევრი და..
-და გინდა მე გასესხო ხო?- მაინც ჩააკვეხა სიტყვა 
-დიახ ,შეგიძლიათ ხელფასი მომცეთ წინასწარ,შემდეგ კი გამომიქვითოთ სამუშაო საათების მიხედვით..-ვუთხარი და თვალები შევანათე
-რამდენი გინდა?
-30000 -სიტყვა არ მქონდა დასრულებული სიცილი აუტყდა ,შემდეგ მალევე დასერიოზულდა
-ეუფ,რაში გჭირდება?
-თქვენ ის მითხარით მომცემთ თუ არა!
-ხომ იცი ,რომ შენი ხელფასით,ამხელა თანხა ,რომ დაფარო მინიმუმ სამი წელი უნდა იმუშავო
-ვიცი
-მერე თანახმა ხარ?-გაკვირვებულმა შემომხედა
-დიახ ,თანახმა ვარ
-თამამი განაცხადია.
-მოკლედ ,მასესხებთ თუ არა? -ცოტახანს სავარძელში გადაწვა და მათვალიერა, ამდენს რას ფიქრობდა ვერ მივხვდი,სანამ ვთხოვე ლამის მოვკვდი სირცხვილით და ნერვიულობით,ახლა კი მისი ლოდინი მიშლიდა ნერვებს 
-არა..-მისი სიტყვები და უკანასკნელი იმედის გადაწურვა ერთი იყო,მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი,რომელმაც თითქმის ყველაფერი ჩამწვა გულში,ნუ მე ასე მომეჩვენა ,თვალები მაგრად დავახამხამე ცრემლის უკუსაგდებად 
-კარგით.. -ამოვღერღე და წასასვლელად მოვემზადე
-მოიცადე ! -დამიძახა უცებ,მეც ნელა მივბრუნდი მისკენ ,სავარძელში გადაწოლილიყო და ცივი,ავისმომასწავლებელი მზერით მიყურებდა -კარგი. მოგცემ ფულს ,ოღონდ სამსახურისას არა ,პირადი ბიუჯეტიდან
-ვერ გავიგე ,რატომ ასე?
-ფულს გაჩუქებ,არც დაბრუნება მოგიწევს და არც ხელფასიდან დაქვითვა..ოღონდ ერთი პირობით
-რა პირობით? 
ოდნავ ჩაეღიმა ,მწვანე თვალები აუთამაშდა და ნიშნისმოგებით გადმომხედა -ჩემთან უნდა გაატარო ერთი ღამე ! 
ეს სიტყვები ექოსავით მოედო მთელს ოთახს ,ცოტახანი დამჭირდა გამეაზრებინა რა მითხრა ..როცა გავიაზრე ეგრევე ამასხა ტვინში სისხლმა ,საშინლად დამეჭიმა ნერვები,ძარღვები და კისერი,გაავებულმა შევხედე 
-როგორ ბედავთ,რა ნამუსით!! -დავიკივლე ბოლო ხმაზე,სახეზე აილეწა,გაოცებულმა შემომხედა - თავი ვინ გგონიათ,მეორედ მსგავსი რამ აღარ მითხრათ თორემ ,საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ,საზიზღარი,საცოდავი ადამიანი ხარ!
დავიკივლე და ოთახიდან გამოვვარდი, ცრემლებმა თავისით დაიწყო წამოსვლა ,მთელ სხეულს მოედო ბრაზი,ყველაფრის დალეწვა მომინდა ,გამწარებული გავრბოდი დაცარიელებულ დერეფანში..ბოლოს ძალამიხდილი კიბეებზე ჩამოვჯექი,თავი მოაჯირს მივადე და უარესად ავტირდი,ასე ვიჯექი ცოტა ხანს ..არა როგორ გამიბედა ,საქონელი,საზიზღარი,ტირანი!..ვლანძღავდი და ამით ვიოხებდი გულს,საშინლად შეურაწყოფილი ვიყავი, რომ წარმოვიდგენდი იმ კაცის შეხებას გულის რევის შეგრძნება მეუფლებოდა ,მთელ ტანში საშინელმა ჟრუანტელმა დამიარა ,კიდევ დიდხანს ვიჯდებოდი და გულს ტირილით მოვიკლავდი,რომ არა ტელეფონის ზარი,მარი მირეკავდა ,ხმა დავიწყნარე და ვუპასუხე
-ალო ბარბი, ბარბი დემე ძაან ცუდადაა, სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია..ბარბი ძალიან ვნერვიულობ !! -თან ტიროდა ,თან მელაპარაკებოდა
-რა,რა დაემართა!
-არ ვიცი,მოულოდნელად ცუდად გახდა ,მოდი მალეე! 
ტელეფონი გავთიშე ,წამში დამიარა გონებაში ბავშვობამ,დემეს სახემ,ვერ დავუშვებდი ძმა აღარ მყოლოდა ,ჩემი უფროსი ძამიკო,რომელიც სულ გვერდში მედგა და მამხნევებდა ,რომელიც ჩემს გამო მამას დაუპირისპირდა ..
ნერწყვი ძლიერად გადავყლაპე ,ცრემლები შევიმშრალე ,ნელა წამოვდექი ფეხზე და გეზი დემეტრესაკენ ავიღე,ფეხები ძირში მეკეცებოდა ,მაგრამ მაინც ამაყად მივაბიჯებდი,ჩემი ძმისთვის,ჩემი დემეტრესთვის,მხოლოდ მისთვის..კარები ნელა შევაღე ,დემეტრე ისევ იმ პოზაში იჯდა ,რომელშიც დავტოვე ,რომ დამინახა გაკვიურვებულმა შემომხედა ,შემდეგ ოდნავ ჩაეღიმა და ფეხზე წამოიმართა
-ბარბარე მისმინე ,მე.. არ მიფიქრია შეურაწყო...
-თანახმა ვარ! -გავაწყვეტინე და თვალები შევანათე


თავი 8


თავზე პირსახოცშემოხვეული ვიდექი საწოლის კიდესთან და ზევიდან დავყურებდი წითელ,გრძელ კაბას..ჯერ კიდევ ვორჭოფობდი, მზარავდა იმის წარმოდგენა ,რომ ნიკას გარდა კიდევ ვიღაც შემეხებოდა ,ეს ყველაფერი გულს მირევდა ,ჩემს გულში ნიკას შემდეგ ყველა მამაკაცი მოკვდა ,შემდეგ ოჯახმაც ზურგი მაქცია ,მარტო დემნა დამრჩა ,მხოლოდ მის გამო ვცოცხლობდი,ის მაძლებინებდა ამ ქვეყანაზე , თუ დემნა არ იქნებოდა ,არც მე ვიქნებოდი..წითელი კაბის ჩაცმა გადავწყვიტე ,სიკვდილის ფერის(ნუ ჩემთვის იყო ეს ასე,წითელი სისხლის ფერია,სისხლი კი ჩემთვის სიკვდილთან ასოცირდება,ამიტომ მეშინია სისხლის დანახვის) ,ახლა ხომ სასაკლაოზე მივდიოდი,ჩემი ხელით ვუღებდი ჩემს თავს ბოლოს და სიკვდილის განაჩენი გამომქონდა 
-დემნას ხათრით- ჩავიჩურჩულე ,პირსახოცი მოვიხსენი და მზადებას შევუდექი..
*******
ტაქსი დემეტრეს სახლის წინ გაჩერდა ,ხელის კანკალით მივაწოდე ფული ,ჩანთას მოვკიდე ხელი და ნელა გადმოვედი..აი ისიც , ჩემი უბედურების და ამავდროულად ბედნიერების მომტანი ადგილი. ვაკვირდებოდი სახლს, პირველად აქ ,რომ მოვადგი ფეხი რას წარმოვიდგენდი ამას .. ნელა მივაბიჯებდი,ფეხს ვითრევდი,ვნერვიულობდი, წინასწარ ვამზადებდი თავს ყველაფრისათვის ,რა მოხდება ახლა ტელეფონმა ,რომ დარეკოს და მითხრან ,,შეგვეშალა ჯანმრთელიაო" ან ვინმემ ,,ფულს გასესხებო" მაშინვე დავტოვებდი აქაურობას ბედნიერი,მაგრამ სამწუხაროდ ცხოვრება ოცნებას არ ჰაგავს,ის ყოველთვის ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ იქცევა ..
-ბატონი დემეტრე ტერასაზე გელოდებათ-მომახარა კარების გაღებისთანავე უცნობმა ქალმა, ,მეც მადლობის ნიშნად თავი დავუქნიე და გზის გაკვლევა ვცადე..
ზევით ავედი კიბეებით, ირგვლივ სულ კარებია,ერთს ვაღებ -აქ მხოლოდ ხის კიბეა ,ალბათ ეს უნდა იყოს ტერასაზე გასასვლელითქო გავიფიქრე და მას ავუყევი.. მაგიდასთან იჯდა ,ხელში ვისკის ჭიქა ეჭირა და უზარმაზარ ღამის ქალაქს გაჰყურებდა ,მართლაც ლამაზი ხედი იყო.. მის დანახვაზე უფრო ავნერვიულდი,მაგრად მოვუჭირე ხელები ჩანთას ,ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი და წინ ავესვეტე ,მაშინვე გამომხედა ,მეც თავი დავხარე ,არ მინდოდა თვალებში შემეხედა..ვიგრძენი როგორ ამათვალიერა თავიდან ფეხებამდე , წითელი, გრძელი კაბა მეცვა , მკერდთან ოდნავ ჩახსნილი იყო,ამიტომ მხრებზე ამავე ფერის ლაბადა მომესხა და წინ საგულდაგულოდ შემეკრა ,თმაც ცხენის კუდად მქონდა შეკრული.
-წითლები ჩაგიცვავს-როგორც იქნა ხმა ამოიღო-სისხლის ფერი..რა მიზეზით შეარჩიე?-
ნელა ავხედე,კმაყოფილი და მკაცრი მზერით მიყურებდა,ამან ლამის ცუდად გამხადა -უბრალოდ, განსაკუთრებული არაფერია?
-ხო,გიხდება.-ჩაილაპარაკა და ვისკი კიდევ დაისხა -დალევ რამეს?
-არა
-დაჯექი ცოტახანს,ნახე რა ხედია.
მისი თბილი და ამდროს ცივი ტონი საშინლად მაღიზიანებდა ამწუთას ,მინდოდა დროზე დამთავრებულიყო ეს ყველაფერი
-ამის დრო არ არის!- ჩემს პასუხზე ჩაიცინა
-როგორც ჩანს ვიღაცას ძალიან ეჩქარება- ოხ როგორ მომინდა ყველაფერი მიმეგდო,ცხვირპირი ჩამემტვრია მისთვის და წავსულიყავი,მაგრამ საკუთარი თავი და დემნას მიმართ სიყვარული არ მაძლევდა ამის უფლებას -კარგი წამოდი ,ოთახში -ფეხზე წამოდგა ,პიჯაკი გაისწორა და წინ გამიძღვა
***
დიდი ოთახი იყო,ლამაზი და მყუდრო,სხვა სიტუაციაში ,რომ მოვხვედრილიყავი აქ ალბათ აღბრთოვანებული დავრჩებოდი,მაგრამ ახლა არაფერს ჰქონდა აზრი..სადა ფერის კედლები,უზარმაზარი მინის კარები რომელიც აივანზე გადიოდა ,საწოლის გვერდით ტუმბოზე ერთადერთი ფოტოსურათი იყო:მასზე თინეიჯერი ,სპორტულ ტანისამოსში გამოწყობილი დემეტრე და ახალგაზრდა ქალი იყო აღბეჭდილი ,ბედნიერები ჩანდნენ.
-ფული ანგარიშზე ჩაგერიცხება -პიჯაკი გაიხადა და იქვე მიაგდო,თავი დავუქნიე,თვალი სურათს ავარიდე და ჩანთა იქვე დავდე ,უცნაურად ამიჩქარდა გული,ერთ ადგილას გავშეშდი და იატაკს მივაშტერდი..მთელი სხეულით ვიგრძენი,როგორ მომიახლოვდა ,თითქოს ყველაფერი დამეჭიმა,მისი სურნელი შემეფრქვა სახეზე,სურნელი ,რომელიც ახლა მძულს , თმა გამიშალა,ნელა ჩამოაყოლა ხელი კისერს,ლავიწის ძვლებსა და მკერდამდე ჩავიდა ,ერთიანად დამიარა ტანში ჟრუანტელმა,მთელ სხეულში გამცრა ,სწრაფად შემომაცალა თხელი ლაბადა , კაბის ბრეტელი გადაწია და ნაზად შემეხო ტუჩებით,შემდეგ კისერზე დამიტოვა სისველე ,მეორე ხელი წელზე შემომხვია ,ნელა ამიკრა სხეულზე ,კაბის გასახსნელს მოკიდა ხელი და ნელა ჩაწია ქვევით,თან ცერა თითი ჩამოაყოლა ხერხემალს,კიდევ ერთხელ დამიარა სხეულში,თვალები დავხუჭე და სუნთქვის შეკვრა ვცადე ,ცრემლები უკუვაგდე ,უცებ გაჩერდა ,ინტერესიანი და დაბნეული მზერა შემომანათა ,შემდეგ ისევ გააგრძელა თავისი საქმე ,სწრაფად შემომაცალა ტანისამოსი,ახლა კისრიდან კოცნით ჩაუყვა მკერდისაკენ,ვეღარ მოვითმინე და ცალი ცრემლი ჩამომიგორდა ,სწრაფად ამომხედა ,ტუჩები მომაშორა ,ხელებიც ,უკან დაიხია და დაბნეულმა შემომხედა
-შენ... -კითხვისნიშნიანი მზერა მომაპყრო ,შემდეგ ოთახი დატოვა ,ვერ მივხვდი სად წავიდა ,ცოტახანში ცისფერი მაისური ხელში დაბრუნდა -ეს ჩაიცვი და დაწექი.
გაკვირვებულმა შევხედე ,ვერ მივხვსი ამით რას აკეთებდა ,საერთოდ ავირიე
-ვერ ვხვდები რას აკეთებთ-ამოვილაპარაკე და თვალებში ჩავხედე
-რას ვერ ხვდები,ჩემი მაისური ჩაიცვი და დაწექი,მეც ცოტახანში მოვალ
-მაგრამ შეთანხმება...ჩვენ ხომ
-დაივიწყე შეთანხმება! -მკაცრი ტონით გამაწყვეტინა სიტყვა- რაც გითხარი ის გააკეთე !
-მაგრამ მე ..ფული..
-ფული,ფული,ფული! -ისევ გამაწყვეტინა -მიიღებ ამ ფულს ,მაგრამ შენთან დაწოლას არ ვაპირებ- ესღა თქვა და ოთახი დატოვა 
**************
უკვე გათენებულიყო,ჩემს გვერდით მწოლიარე დემეტრეს შევხედე ,მის მხარბეჭიან,დაკუნთულ სხეულს .. ვერ მივხვდი გუშინ რა გააკეთა ,მაგრამ მისი მადლობელი ვიყავი, ღამე კარები რომ შემოაღო საშინლად ავნერვიულდი,მეგონა ისევ თავის საქმეს მიუბრუნდებოდა ,მაგრამ მაისური გაიხადა და გვერდით მომიწვა ,შემდეგ ჩამეძინა..გულში ტკივილი ვიგრძენი,უცნაური ტკივილი,ასეთი არასდროს არაფერი მიგრძვნია. ნელა წამოვდექი,ტანსაცმელი მოვირგე ,ჩენთას ხელი მოვკიდე და ოთახი დავტოვე ,განადგურებული ვიყავი,ფრთხილად ჩავაბიჯე ,ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი.
***დემეტრე***
თვალი რომ გავახილე ის უკვე წასულიყო,ვაღიარებ გამიკვირდა ასე ადრე ,რომ წავიდა ,საწოლზე წამოვჯექი,თვალები მოვიფშვნიტე. ჩემდაუნებურად გვერდით გავიხედე ,ადგილას სადაც გუშინ ის იწვა,გამეღიმა ,ბალიშს გადავუსვი ხელი, წარმოვიდგინე გუშინდელი ღამე ,მისი მრთთოლავი სხეული,აჩქარებული გულისცემა ,შეშინებული თვალები და გულში რაღაცამ უცნაურად გამცრა ,რატომღაც მომინდა ის ისევ აქ ყოფილიყო,ჩემს გვერდით,ჩემს სხეულზე აკრულს სძინებოდა ,წითელ თმა კი ბალიშზე გაეშალა..ვერ გავბედე , ისეთი შეშინებული მიყურებდა ვერ გავბედე შევხებოდი,რამდენ ქალთან არ ვყოფილვარ,მაგრამ ასეთი შეგრძნება არ მქონია..თავი გავაქნიე უაზრო ფიქრების გასაფანტავად
-რა ჯანდაბა გჭირს დემეტრე -ჩავილუღლუღე ჩემთვის - ის სხვა ქალებისაგან არ განსხვავდება ,ამაში გუშინ დარწმუნდი..მას მხოლოდ ფული უნდოდა.
ფეხზე წამოვდექი ,ტანსაცმელი ჩავიცვი,ის იყო გასვლა დავაპირე იატაკზე დაგდებული წითელი ლაბადა ,რომ შევნიშნე ,მივედი,ნელა ავიღე ხელში,ისე გეგონება გატყდებაო,დაჰიპნოზებულივით ვმოქმედებდი ლაბადა ცხვირთან მივიტანე და დავყნოსე ,მისი სურნელი ასდიოდა ,უცებ გონს მოვედი, უხეშად მოვისროლე საწოლზე ,თავზე ხელი გადავისვი და ქვევით ჩავედი..
**** ბარბარე****
უკვე კაბინეტში ვიჯექი ,რომ შემატყობინეს ფული ჩაირიცხა ანგარიშზეო. ტელეფონი მაგიდაზე დავახეთქე და გაბრაზებული გავემართე დემეტრესაკენ.
-მობრძანდით! -გაისმა შიგნიდან მკაცრი ბარიტონი,მეც თამამად შევაღე კარები.
მაგიდასთან იდგა და საბუთებს ჩასჩერებოდა,შემდეგ ამომხედა ,ნელა ამათვალიერა და ისევ ფურცლებს დაუწყო ყურება -რამ შეგაწუხა?
-გავიგე ფული ჩაგირიცხავთ
-ხო
-ვერ გავიგე ასე რატომ იქცევით, ჩვენიი..ჩვენი შეთანხმება ხომ არ შედგა
-მე გითხარი ,რომ ღამე ჩემთან უნდა გაგეტარებინა,ხოდა გაატარე კიდეც ..მორჩა ამ საკითხზე საუბარი აღარ მსურს
-ასე არ მინდა!-ვუთხარი და ჯიუტად მივაშტერე თვალები
-როგორ?-გაკვირვებულმა ამომხედა
-ძალიან კარგად გავიგე მაშინ რა იგულისხმეთ..ვერ ვხვდები ამას რატომ აკეთებთ,საერთოდ ვერაფერს ვხვდები
-არც არის საჭირო! - გამაწყვეტინა და ფეხზე წამოდგა -ფული გინდოდა და მოგეცი
-ეგრე ნაჩუქარი გამოდის
-ხოდა იჩუქე შენც ,რა გენაღვლება- ოდნავ გაეღიმა -თუ აუცილებლად ჩემთან დაწოლა გინდოდა?-წარბი აწია და ეშმაკური გამოხედვა მიიღო ,მისმა სიტყვებმა თან გამაბრაზა ,თან ამაღელვა
-ეგ რა შუაშია,მე უბრალოდ ..
-ბარბარე!-გამაწყვეტინა საუბარი-ამ საკითხზე მეორედ აღარ დამელაპარაკო!
-მე არ მინდა თქვენთან ვალში ვიყო!-ცოტახანს ინტერესით მათვალიერა
-მაბნევ ბარბარე..ვერ გავიგე ,როგორი ხარ..-მისმა სიტყვებმა გამაკვირვა,ნუთუ ის ჩემს ამოცნობას ცდილობს,ან რა ვერ გაიგო-იცი ,რომ შენმა პროექტმა გაიმრჯვა ბაზარზე?-გააგრძელა ისევ
-არა,არ ვიცოდი
-ხო,დღეს მივიღე მეილზე ..გილოცავ
-მადლობა,ისე შეგიძლიათ ფული ჩემი პრემიიდან აიღოთ-ჩემს სიტყვებზე გაეცინა
-მაგდენიც არ არის ,სულ რომ დაფარო,მაგრამ ნახევარი დაიფარება
-დანარჩენს ხელფასიდან დაგიბრუნებთ მაშინ!
-ხომ იცი ,არ არის აუცილებელი..შენ პირობა შეასრულე და გუშინ ჩემთან მოხვედი
-არა , არ მინდა ვალში ყოფნა..ჩამომაჭერით!
-კარგი..გამოდის ტყუილად დარჩი გუშინ ღამე ჩემთან-სავარძელში ჩაეშვა და ღიმილით დამაჯილდოვა -წადი ყავა შემომიტანე და საქმეს მიხედე ,არ გეგონოს ,გუშინდელის შემდეგ, რაიმე პრივილეგია გექნება სამსახურში!
-არც მიფიქრია-მავახალე და ყავის გასაკეთებლად წავედი
*****
შესვენებაზე საავადმყოფოში დემნა მოვინახულე ,თმა სულ გაცვივდა ,მაგრამ მაინც ძალიან სიმპატიური იყო,მიუხედავად იმისა ,რომ ძალიან ცუდად იყო,მაინც აქეთ მამხნევებდა .
-ბარბი,ოპერაციის ფული სად იშოვე?-მკითხა დემნამ მას შემდეგ,რაც ექიმთან მისი ოპერაციის საკითხზე ვისაუბრე და ფულიც წინასწარ გადავიხადე
-მასესხეს-დაბნეულმა მივუგე,ტყუილი არ გამოდიოდა ,ისედაც ასე იყო
-ამხელა თანხა ვინ გასესხა?
-უფროსმა
-იმ ტირანმა?-მკითხა და გაკვირვებული მზერა მომაპყრო
-როგორც ჩანს ,ის სულაც არ არის ტირანი ,დემნა- ღიმილით მივუგე ,შემდეგ თავი გულზე დავადე და ღრმად ამოვიხვნეშე -უცნაური ადამიანია დემეტრე ,ცივი მაგრამ ამ დროს ძალიან თბილი და კეთილი
-როგორც ჩანს ,შეგეცვალა მასზე წარმოდგენა
-არ ვიცი,შეიძლება..ნუ მან რაც გააკეთა ,იმას სხვა არ გააკეთებდა 
-ბარბი ,შენ რა ტირანი შეგიყვარდა? -წამოროშა უცებ..თითქოს ეკალი შემერჭოო ,სწრაფად წამოვწიე თავი და გაბრაზებული მივაჩერდი ძმას
-რას ამბობ დემნა, რა სისულელეა ,უბრალოდ მისი მადლობელი ვარ ,სულ ესაა!
-შენ ნიკას მადლობელიც იყავი ადრე,გახსოვს?
-არ გვინდა ამ საკითხზე საუბარი
-შენ არასდროს არ გინდა წარსულზე საუბარი
-იმიტომ ,რომ ეს ტკივილს მაყენებს ,არ მინდა იმ ყველაფრის გახსენება 
-კარგი ხო, იცოდე მე სულ შენს გვერდით ვარ!
-ვიცი ძმაო,ვიცი
-ბარბი
-გისმენ
-ძალიან მიყვარხარ- მითხრა და ჩაცვენილი თვალებით გადმომხედა
-მეც მიყვარხარ- ტირილით მივუგე -შენს გამო ყველაფერს ვიზამ.. 


თავი 9


***ერთი კვირის შემდეგ*****
-ანუ ,ყველაფერი წარმატებით დასრულდა ხო?- იმედიანი და გაბრწყინებული თვალებით ვუყურებდი ექიმს და ველოდი ,როდის იტყოდა იმას ,რისი მოსმენაც ამდენ ხანს მსურდა
-დიახ თქვენი ძმა განიკურნა ,ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა,ანალიზებიც ნორმაშია -მიღიმის და ბედნიერი მიყურებს
-არის,არის,არის!! -გახარებული ვყვირივარ და ექიმს ვეხუტები, მაგრამ მალევე მოვდივარ გონს ,უხერხულად ვშორდები და ვიღიმი -მაპატიეთ,ზედმეტი სიხარულის ბრალია
-არაუშავს,იმ რეაქციებთან შედარებით რაც სხვებს სჭირთ ხოლმე ,ეს არაფერია -თავისი ქარიზმატული სიცილით მაჯილდოვებს
-მართლა ?-მეც ვუღიმი - და როდის შემიძლია წავიყვანო,გოგა ექიმო?
-იცით ჯერ კიდევ უნდა დავაკვირდეთ,თუ ყველაფერი ასე კარგად გაგრძელდა ერთ-ორ კვირაში გავწერ
-ძალიან კარგი, მადლობა -ვეუბნები და უკვე წასასვლელად ვემზადები
-ბარბარე
-დიახ 
-იცით, თუ შეიძლება თქვენი ნომერი რომ მომცეთ,რამე რომ დამჭირდეს მაინც-უხერხულად იშმუშნება ,თან პერანგს ისწორებს 
-კი რა პრობლემაა ,მაგრამ ანკეტაში ხომ ჩავწერე
-აა ,კარგი მაშინ ..ეგ აღარ გამახსენდა -მორცხვად მიღიმის ,მეც ვიღიმი საპასუხოდ და ოფისში ვბრუნდები
****
გახარებული მივაბიჯებ ოფისის ფოიეში,ჩემი ფეხსაცმლის კაკუნის ხმა მესმის მხოლოდ, დებილივით ვიკრიჭები და ლიფტში ისე შევდივარ..
-ბარბი,რა ხდება? ანათებ - გახარებული მეუბნება ანა მას შემდეგ რაც ლიფტიდან გამოვდივარ
-ისეთი ბედნიერი ვარ ან ,ისეთი ახლა იმ ტირ..ბატონ დემეტრესაც კი სიამოვნებით მოვუშლიდი ნერვებს -სიცილით ვიძახი 
-ოჰო, რა ხდება?
-დიდი ამბებია ანუშკიი ,ჩემი ძმა გამოჯანმრთელდა 
-ძმა? აა დემნა ხო, მახსოვს რომ მიყვებოდი, უფ როგორ მიხარია ,გილოცავ-გახარებული მოდის და მეხუტება-შემომიარე მერე ყავა დავლიოთ
-კარგი -ღიმილით ვეუბნები და კაბინეტში შევდივარ,ისაა დავჯექი ,დემეტრეს თვალებს რომ გადავაწყდი, გაკვირვებული მიყურებდა 
-რას მიყურებს ეს ტირანი,რა რამე მახატია სახეზე? -ვიძახი ჩემთვის ,და ახლაღა ვამჩნევ ,რომ დებილივით ვიკრიჭები, ისევ ტირანისაკენ ვაპარებ მზერას ,ოღონდ ამჯერად სერიოზული სახით და ჰოი საოცრებავ ,ის იღიმის ..ღმერთო ჩემო,თვით დემეტრე ჯაყელი იღიმის ,ალელუიაა -ჩემს ფიქრებზე მეცინება
-უფ ,რა კარგ ხასიათზე ვაარ !!-გახარებული ვეყუდები სავარძლის საზურგეს ,როცა ვამჩნევ რომ დემეტრე თავისთან მიბარებს-ეს ხომ კარგ ხასიათზე ყოფნას არ დაგაცდის რა - ფეხზე ვდგები და მისი კაბინეტისაკენ მივემართები..
-მეძახდით?- ფრთხილად ვაღებ კარებს 
-ხო,შემოდი-მეუბნება ისე რომ საბუთებს თვალს არ აშორებს-საქმე მაქვს შენთან
-გისმენთ ,რა ხდება?-ვეუბნები ,თან წინ ვეტუზები 
-საფრანგეთში მივდივართ -უემოციოდ მეუბნება
-რა?-გაკვირვებული ვიძახი,თან იმაზე ვბრაზდები ყურადღებასაც ,რომ არ მაქცევს
-ხო,რა გაგიკვირდა ,პროექტში ხომ გაიმარჯვე ,ხოდა მივდივართ- ისევ ქაღალდებს უყურებს და თან მელაპარაკება
-რამდენი ხნით მივდივართ,ან როდის?-უკვე ნერვებს მიშლის მისი იგნორი და გაღიზიანებული ვეკითხები
-ხვალ მივფრინავთ,ორი კვირით 
-მე ვერ წამოვალ -ვეუბნები მას შემდეგ რაც მახსენდება ექიმის ნათქვამი
-რატომ?
-იქნებ იკადროთ და ამოწიოთ მაგ ფურცლებიდან თავი! -მკაცრად ვეუბნები,თან ხელებს გულზე ვიკერბ ..როგორც იქნა იკადრა თავის აწევა,წარბაწევით ამათვალიერა და სავარძელში გადაწვა 
-რატომ ვერ წამოხვალ?
-აქ მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე,თან აუცილებელია ჩემი თბილისსში დარჩენა,პირადი მიზეზების გამო
-საქმე იმ ღამეს ეხება? - თავი გვერდით გადახარა და ინტერესით დამაკვირდა ,იმ ღამის გახსენებაზე ავნერვიულდი,ხასიათი წამიხდა
-ნაწილობრივ 
-ნაწილობრივ თუ მთლიანად?
-ვერ ვხვდები სხვა თემაზე რატომ გადაგაქვთ,ვერ წამოვალ,იქნებ გადავდოთ
-ნწ,არ გამოვა ,უნდა წამოხვიდე აუცილებლად
-მაგრამ..
-არანაირი მაგრამ, წავალთ და შევხვდებით დამკვეთებს ,სხვა არ განიხილება არაფერი ! 
ხმა აღარ ამომიღია,მის მკაცრ ტონზე მივხვდი აზრი არ ჰქონდა შეპასუხებას ,ხასიათი გამიფუჭდა, უხმოდ დავტოვე კაბინეტი..
*******
-ბარბი წადი,მე კარგად ვიქნები -ცდილობს მხიარულად მითხრას
-ვერ მოვისვენებ იქ ,რომ არ მეცოდინება როგორ ხარ -მობუსხული ვიძახი და მისი საწოლის გვერდით მდგარ სავარძელში ვკალათდები
-დემესთან მე ვიქნები ბარბი,ხომ იცი ,ცივ ნიავს არ მივაკარებ-მხიარულად მეუბნება მარიამი, თან გაბრწყინებული უყურებს დემნას
-ვიცი მარ ,მაგრამ ..აუუ ისეთი სახით ამომხედა იმ ტირანმა ,მივხვდი შეწინააღმდეგებას აზრი აღარ ჰქონდა -ჩავიბურტყუნე და ვაშლი ავიღე
-აუუ,მარიამ აღარ მინდა ეს ბულიონი ,მომაშორე რა !-წამოიყვირა უცებ დემნამ ,თან თეფში გააწევინა 
-ნუ ტლიკინებ შენ,ბოლომდე შეჭამ არ მაინტერესებს !-არც მარიამი უთმობს
-აუუ,ბარბი გთხოოვ უთხარი,ასე მატენის უკვე ერთი თვეა ყოველ დღე ამ ბულიონს- საწყალი თვალებით მიყურებს დემნა ,მისი შემხედვარე გული მიკვდება ,მაგრამ თან მეცინება
-უყურე..-წარბებს სწევს მარი-ბარბარე ვერ დაგიცავს ,მაინც შეჭამ! 
-აუუ,შენ მე მომკლავ მარიამ ,ნამდვილად მომკლავ ,აღარ შემიძლია ეს ბულიონი,ხორცი მაინც მაჭამე !
-ხორცი ბოლოს ,ჯერ წვენი! 
-აუ ჩემი, შენ რას ზიხარ ჩუმად ,უთხარი რამე - გაბრაზებულმა გადმომხედა 
-მეე,შანსი არაა თქვენს ჩხუბში ჩავერიო, მერე ისევ ორივე მე დამცხებთ -ხელებს ზევით ვწევ და ისევ ვემზადები სეირის საყურებლად
-ჭკვიანი გოგო ხარ ბარბარე -თვალს მიკრავს მარიამი ,თან დემეტრეს კოვზს ძალით ატენის პირში
-რა გაძლებს ეს ორი კვირა თქვენს გარეშე -ვბურდღუნებ მოწყენილი
-აი მარიამ ,ჩემი და ცუდ ხასიათზეა ,გაწიე ბულიონი მადა აღარ მაქვს - სერიოზული სახით წამოაყრანტალა 
-არა უყურე რა ამას , არ მაინტერესებს ,შეჭამე ! -ამჯერად მბრძანებლური ტონით ეუბნება და დემნაც დასჯილი ბავშვივით აღებს პირს ,მისი სახის დანახვაზე მეცინება..
-ყოველ დღე დაგირეკავთ სკაიპში,იცოდეთ ეგრევე მიპასუხებთ ,გაიგეთ?
-კი- ორივე ერთად მიქნევს თავს..
-დაო ,გუშინ მამამ დარეკა -უცებ წამოროშა ,ვიგრძენი როგორ დამიარა მთელ სხეულში უსიამოვნო გრძნობამ,დემნამ არ იცის ფუჯლი ,რომ ვთხოვე ,იმედია არაფერი უთხრა..
-რა მინდაო ,ბატონმა გურამმა?- ისე ვკითხე ვითომც არაფერიო,სინამდვილეში კი ერთი სული მქონდა როდის გავიგებდი
-ისეთი არაფერი, სალაპარაკო მაქვსო
-ვისთანო?
-ჩვენთან ბარბი
-მე მასთან ლაპარაკს არ ვაპირებ-ცხვირი ავიბზუე ,თან წითელი ვაშლი გემრიელად ჩავკბიჩე
-ბარბ,იქნებ მოვუსმინოთ..რა იცი რა უნდა გვითხრას
-იმის შემდეგ ,რაც გამიკეთა ,კიდევ რამე აქვს სათქმელი?!-გაღიზიანებულმა წამოვიძახე
-ვიცი,ვიცი საშინლად მოიქცა ,მაგრამ ..მგონი ნანობს ,თან შენც მაშინ ბავშვი იყავი
-ეს გამართლება არაა დემნა,ის ფაქტი რომ ბავშვი ვიყავი ,არ ამართლებს მის საქციელს..მან მე ცხოვრება დამინგრია , ჩემი უფლებები წამართვა ,გული მატკინა და შინაგანად მომკლა..ეს როგორ ვაპატიო დემნა ?- აცრემლებული თვალები შევანათე,მანაც დამნაშავესავით გადმომხედა
-მართალი ხარ, მესმის შენი..-მითხრა და ხელი ხელზე მომიჭირა-ხომ იცი შენთან ვარ და შენს ტკივილს ვიზიარებ
-ვიცი,ვიცი..-წამოვიძახე და წასასვლელად მოვემზადე-დემე , შენ თუ გინდა მასთან ლაპარაკი ,ჩემს გამო თავს ნუ შეიკავებ, არ მაქვს უფლება მამასთან ურთიერთობა აგიკრძალო,უბრალოდ მან შვილების ფასი არ იცის - ესღა ვთქვი ,მაგრად ვაკოცე ლოყაზე, მარიამსაც დავემშვჯდობე და პალატა დავტოვე..
**********
-ბარბარე ,ხუთ წუთში დაბლა დამხვდი!
-კარგით,ბატონო დემეტრე -ვეუბნები ,ტელეფონს ვთიშავ და ჩემოდანს ვკიდებ ხელს -დებილ ტირანთან ერთად უნდა ვიყო მთელი ორი კვირა ,მაგრა გავერთობი -ვბურდღინებ ირონიულად ჩემთვის ,თან ჩემოდანს ქვევით მივათრევ ..ზუსტად ხუთ წუთში მოვიდა ,ცივად მომესალმა ,ჩემოდანი მანქანაში ჩადო მეც წინ დავჯექი და აეროპორტში წავედით .. ცოტახანში უკვე თვითფრინავში ავდიოდით.. მისთვის არ მითქვამს რომ ფრენის შიში მაქვს? ჯანდაბა ეს როგორ დამავიწყდა ,არა ახლა არ ვეტყვი, მერე დამცინებს ..მშვიდად ბარბარე,მშვიდად ,დიდი ამბავი ვის არ უფრენია ,ახლა ახვალ,იმ ტირანს გვერდით მოუჯდები და დაიძინებ ,ან რამეს იზამ ..ყველაფერი კარგად იქნება ,ვამხნევებ ჩემს თავს
-აქ უნდა დავჯდეთ -მის მკაცრ ტონს გამოვყავარ ფიქრებიდან,ისე სულ მაინტერესებდა ამ კაცს ასეთი ტონი აქვს უბრალოდ ,თუ სულ ცუდ ხასიათზე?...
ვუყურებ ჩემს წინ არსებულ ორ უზარმაზარ სავარძელს 
-ფანჯარასთან მე დავჯდები !-შევყვირე უცებ ,ჩემს რეაქციაზე გაეცინა ,პირველად ვნახე ასე რომ იცინოდა ,როგორ უხდება ..კიარადა ,ეს ტირანი ეს ,როგორ ტირანივით იცინის ..
-კარგი დაჯექი -მეუბნება ბოლოს ,მეც ადგილს ვიკავებ,მაგრამ მერე ვიაზრებ ,რომ ფანჯრიდან ღრუბლები გამოჩნდება ,მე უარესად შემეშინდება ,ჯანდაბა აქ რატომ დავჯექი
-ანდაც ,თქვენ დაჯექით ფანჯარასთან-ვეუბნები მორცხვად
-რატომ,წეხან შენ არ გინდოდა?-გაკვირვებულმა გამომხედა
-ისა..კი მინდოდა მაგრამ ,თქვენ უფროსი ხართ ,ამიტომ გაგიცვლით ადგილს
-რა შუაშია უფროსობა ,თუ გინდა იჯექი მანდ!
-აუ არა რა ,გატყობთ ,რომ ძალიან გინდათ აქ დაჯდომა ,ამიტომ დაბრძანდით-ფეხზე ვდგები და ადგილისაკენ ვუთითებ
-ბარბარე კარგად ხარ? -გაკვივებული მიყურებს 
-კი..უბრალოდ ადგილს გითმობთ-ვეუბნები და ყურებამდე ვიკრიჭები
-არა,არა..შენ მართლა არ ხარ ნორმალური -თავს აქნევს და ფანჯარასთან ჯდება,მეც კმაყოფილი ვიკავებ მის გვერდით ადგილს..
უკვე დაძვრას იწყებს ,ჯანდაბა ადის,ვგრძნობ როგორ მიხშირდება სუნთქვა და მივარდება გულის ცემა ,ხელებს მაგრად ვუჭერ სავარძლის კიდეებს ,პირს ვაღებ და ჰაერს ხარბად ვისუნთქავ
-ბარბარე ,რა გჭირს კარგად ხარ? -მესმის ტირანის ხმა
-კი ,არაფერია -ვცდილობ ნერვიულობა არ შევიმჩნიო
-არა ,ნამდვილად რაღაც გჭირს -მეუბნება და წარბშეკრული მაკვირდება -მოიცა ,შენ რა ფრენის შიში გაქვს?-მეკითხება ბოლოს ღიმილით
-არა! -წამოვიყვირე უცებ -არაფრის შიშიც არ მაქვს ,საიდან მოიტანეთ..კიარადა რა სისულელეა ,მე არაფრის არ მეშინია
-ხო აბა რა ,ანუ არ გაქვს შიში -ეშმაკურად მიღიმის
-არა - ვცდილობ დამაჯერებლად ვუპასუხო
-კარგი-მხრებს იჩეჩს - ნახე რა ლამაზი ხედია ,როგორ ავდივართ ზევით ნელ-ნელა,როგორ ვშორდებით ნელ-ნელა მიწას
-აუცილებელია ვილაპარაკოთ და ხედს ვუყუროთ?- კიდევ უფრო ნერვიულად ვეუბნები,თან ვცდილობ ფანჯრისკენ თვალი არ გამექცეს
-რას ამბობს ,სულ კიარ დატკბები ამით,შეხედე შეხედე -თან იკრიჭება და თან ხელს იშვერს ,არა ეს ასე უბრალოდ არ გაიკრიჭებოდა ,აშკარად რაღაც მოაფიქრდა თავისი ტირანული ტვინით..თვალებს ვხუჭავ,კიდევ უფრო მაგრად ვუჭერ სავარძელს ხელს
-ჯანდაბა რა ჯიუტი ხარ,აღიარე ბოლოს და ბოლოს!
-კარგი ხო,შიში მაქვს ..დიდი ამბავი- ამოვიგმინე ბოლოს და თითქოს ლოდი მომეხსნაო ,ჰაერი ამოვისუნთქე
-და მერე რას მატყუებ?- ცალ წარბს მიწევს და ისე მიყურებს ,მეც შერცხვენილი ვარიდებ თვალს..-კაი ხო,ნუ დაგლიჯე ეგ სავარძლები ,უშვი ხელი -სიცილით მეუბნება
-ვერა ,მეშინია 
-ჯანდაბა ! -ამოიოხრა და მოულოდნელად ჩემს ხელს დაწვდა ,თავისაში მოქცია და მაგრად მომიჭირა ,გაკვირვებული ვადევნებდი მის მოქმედებას თვალს
-რას აკეთებთ?
-მენდე -მეუბნება ,შემდეგ მისკენ მიზიდავს და მაგრად მიკრავს გულში
-ბატონო დემეტრე ..
-გაჩუმდი და ასე იყავი! -მკაცრად ,ბრძანებლური ტონით მომმართავს - აღარ შეგეშინდება -ამატებს ბოლოს,მეც იმდენად ვიხრები მისკენ ,რამდენადაც ღვედი მაძლევს ამის უფლებას ,უცნაურია მაგრამ მის მკლავებში თავს მშვიდად ვგრძნობ..არ მეგონა ტირანი ასეთი თუ იყო-მზრუნველი..


თავი 10


-ბარბარე,ბარბარე გაიღვიძე -ჩამესმის ტირანის ხმა,ნელა ვახელ თვლას,თურმე ჩამძინებია,თავი მის მხარზე მედო,ელდანაცემივით ვსწორდები და მაშინვე მის მწვანე თვალებს ვაწყდები
-რამოხდა?
-წასვლის დროა..წამოდი-ხელს მკიდებს და თვითფრინავიდან ჩავყავარ,ჩვენს ბარგს ვიღებთ,სამარშუტო ტაქსს ვაჩერებთ,შიგნით ვთავსდებით და სასტუმროსაკენ მივდივართ..
აი ისიც , ხუთსართულიანი,უზარმაზარი შენობა,ბოლო დონეზე გარემონტებული,მანქანიდან ჩემს ჩემოდანს იღებს ,მეც ხელს ვავლებ და მისაღებისაკენ ვიღებ გეზს , ისიც უკან მომყვება ,შემდეგ დახლთან მიდის და ფრანგულად იწყებს ლაპარკს
-გამარჯობათ,მე დემეტრე ჯაყელი ვარ,ოთახი უნდა იყოს ჩემს სახელზე -ქალი კეკლუცი ღიმილით უღიმის,თითქოს ეპრანჭებაო, ამის შემხედვარე ნერვები მეშლება,თუმცა თვითონაც არ ვიცი რატომ ,სახეს ვჯღანავ და ვითომ აქ არაფერიო იქაურობის თვალიერებას ვიწყებ, თან მარჯვენა ხელით გულზე დაკიდებულ ,ოქროსფერ ჩიტს ვათამაშებ 
-დიახ ,მესამე სართულზე ,აი გასაღები-უღიმის და გასაღებს აწვდის
-ბარბარე-ახლა მემომიბრუნდა -აიღე შენი ოთახის გასაღები,ჩემი ოთახის გვერდითაა-გასაღებს მაწვდის და წინ მიმიძღვის ,მეც უხმოდ მივყვები უკან ..
ოთახი ძალიან სადა და ლამაზია,შუაში დიდი საწოლი დგას,მარჯვნივ აბაზანაა, მარცხნივ კი უზარმაზარი დივანი, გვერდით აივანზე გასასვლელი კარები..დაღლას ვგრძნობ ,ჩემოდანს ხელს ვუშვებ და საწოლზე ვხტები,ვარსკვლავის ფორმაში ვარ გაშხლართული,ქუსლიან ფეხსაცმელს ხელის დაუხმარებლად ვიძრობ და იქვე ვყრი,ცოტახანს თვალებს ვხუჭავ,ძალიან მსიამოვნებს რბილ საწილში წოლა,კიდევ კარგახანს ვიწვებოდი ასე, რომ არა კარზე კაკუნის ხმა ,ზლაზვნითა და წუწუნით ვდგები,ფეხშიშველი მივემართები კარებისაკენ ,ვაღებ და ყურებამდე გაკრეჭილ დემეტრეს ვაწყდები,რა უხარია ნეტა ამ საწყალს ,ვფიქრობ ჩემთვის,თუმცა საპასუხოდ მეც ვუღიმი
-სასადილოდ ჩავდივარ,არ წამოხვალ?
-მე?-მისი შემოთავაზებით გაკვირვებული, ვეკითხები
-ხო აბა ,სხვა ვინმეს ხედავ აქ?-ისევ ღიმილით მპასუხობს
-კი,უფრო სწორად არა ..კი წამოვალ
-მაშინ გამოიცვალე ,მე ქვევით დაგელოდები
-კარგით- ვეუბნები და კარს ვკეტავ-ოხ ,ეს ხომ დასვენებას არ დაგაცდის რა , არა ვითომ მარტო ვერ ისადილებდა ახლა ,უფფ..
-რა ჯანდაბა ჩავიცვა - ჩემოდანს თავს ვხდი და შიგნით ვიჩხრიკები, ბოლოს სადა ,თეთრ ყვავილებიან სარაფანს ვიღებ,ფეხზე ბალეტკებს ვირგებ, თმას მხრებზე ვიყრი და ქვევით ჩავდივარ..
ერთ-ერთ მაგიდასთან ზის და ტელეფონში იყურება ,მისკენ ვიღებ გეზს ,ცოტახანში მის მზერას ვაწყდები, ნელა მათვალიერებს ,ვამჩნევ როგორ უტყდება ტუჩის კუთხე,თუმცა არ იმჩნევს,მხრებში სწორდება და სავარძელში კარგად თავსდება
-აბა რას მიირთმევ?-მეკითხება მას შემდეგ რაც მის წინ ვთავსდები
-რავი, ომლეტს და წვენს 
-ოჰო,კარგი, მაშინ ორი ომლეტი და ფორთოხლის წვენი მოგვიტანეთ -ეუბნება იქვე მდგარ ოფიციანტს ,შემდეგ მზერა ისევ ჩემზე გადმოაქვს -დაიღალე?
-ცოტა
-პირველად იფრინე?
-არა
-ანუ ადრეც გიფრენია 
-დიახ
-რატომ არ მითხარი ,თავიდანვე ,შიში თუ გქონდა?
-რა აზრი ქონდა?
-არანაირი...-მხრებს იჩეჩს ,ამასობაში შეკვეთაც მოაქვთ,მადა არ მაქვს,მაგრამ ჭამას მაინც ვიწყებ - ტირანი ვინ არის? -მეკითხებ მოულოდნელად და იღიმის,ამ კითხვას ისე არ ველოდი ლუკმა მცდება ,ხველება მივარდება ,წვენს ვკიდებ ხელს და ვსვავ,შემდეგ სუნთქვას ვიწყნარებ-კაი რაიყო,ასეთი რექაცია თუ გექნებოდა არ გკითხავდი
-თქვენ რა იცით,ან საიდან მოიტანეთ ეგ სახელი?-ვეკითხები გაკვირვეუბული
-რავი, ძილში ბუტბუტებდი ტირანო არ დამტოვოო-მხრებს იჩეჩავს ,გაშტერებული ვუყურებ-ერთი წუთით მეგონა რომ მე მეუბნებოდი - ამბობს და ეცინება,საპასუხოდ მეც ვიცინი,მაგრამ უფრო სიმწრით
-არა თქვენ მაგას როგორ გაკადრებდით-ვიკრიჭები და უხერხულობისაგან სად წავიდე არ ვიცი
-ხო,აბა რა..არ გინდა დღეს გავისეირნოთ?
-მე და თქვენ?-თვალები დავჭყიტე
-ხო რაიყო, სხვადასხვა არქიტექტურული ნამუშევრები დავათვალიეროთ,შემდეგ დავბრუნდეთ
-რავი,კარგი-მხრებს ვიჩეჩ-მაშინ ნაყინიც ვჭამოთ-ვამატებ გახარებული
-კარგი ვჭამოთ-მიღიმის და ჭამას იწყებს,დღეს რაღაც სხვანაირია სულ იღიმის,ნეტავ რა სჭირს..
*****
სპორტული ტანსაცმელი ჩავიცვი,გულზე ფოტოაპარატი დავიკიდე და ოთახი ჩავკეტე ,დემეტრე უკვე აქ მელოდებოდა 
-მალე მომზადებულხარ
-ხო..აბა ,რის სანახავად მივდივართ?
-მმ...მოდი მთავარი ვნახოთ:ლუვრი,ვერსალი,ვანდომის მოედანი,ეიფელის კოშკი..მეტი რაღა გინდა?
-აუ ბარემ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი და ტუილრის ბაღიც ვნახოთ რაა- ღიმილით ვეუბნები და გასასვლელში გავრბივარ
-კარგი ვნახოთ, მართლა ძალიან ლამაზი სანახაობა გელის წინ
-თქვენ ნანახი გაქვთ?
-მე კიდევ ორჯერ ვარ აქ ნამყოფი..
-კიდევ სად ხართ ნამყოფი?-ვეკითხები და მანქანაში ვჯდები
-იტალია,შვეიცარია,ნიუ-იორკი,ლონდონი,გერმანია,ჩინეთი და კიდევ რამდენიმეში..
-აუ რამაგარია ,ნეტავ მე როდის ვნახავ ამდენ ქვეყანას
-გიყვარს მოგზაურობა?
-ფრენის შიში რომ არა ,მთელ მსოფლიოს მოვივლიდი
-ვეცდები,ხშირად გაგაგზავნო ხოლმე მივლინებებში-მეუბნება და ფანჯარაში იხედება- ჩემთან ერთად -ამატებს ბოლოს..
მოკლედ ყველაფერი ვნახეთ,ყველაფერი დავათვალიერეთ, ულამაზესი იყო ,განსაკუთრებით ტრიუმფალური თაღი მომეწონა ,თან წიგნი მქონდა ამ სათაურით წაკითხული და ორმაგად მაინტერესებდა,ტირანი ყველაფერს მიხსნიდა ,ფაქტიურად ჩემი ექსკურსია გიდი იყო, მეკი ფოტოებს ვიღებდი, სხვათაშორის ერთ-ერთ ფოტოზე კადრში დემეტრეც ჩანს ,ძალიან საყვარელია ,ეიფელის კოშკს უყურებდა იმ დროს და თან რაღაც სასაცილო ამბავს მიყვებოდა ,თავის მეგობარ ჟორჟზე ,მეც ავდექი და დავაფიქსირე როგორ იცინის..ამ ფოტოს ,,ტირანის სიცილს" დავარქმევ ,ვიძახი და ღიმილით გადავდივარ შემდეგზ ფოტოზე...
ბოლოს დაღლილები ერთ-ერთ კაფეში ვჯდებით, ნაყინსა და ყავას ვუკვეთავთ
-დღეს ძალიან ბევრი რამ ვნახეთ-ვიძახი აღბრთოვანებული,თან ფოტოებს ვათვალიერებ
-ხო, იმედი მაქვს კმაყოფილი ხარ-მეუბნება ღიმილით
-რა თქმა უნდა ძალიან, აქაურობა ულამაზესია ,ახლა მესმის ყველას აქ რატომ უნდა წამოსვლა -ვიძახი აღფრთოვანებული,პატარა ბავშვივით მიხარია
-ხოო..მიხარია რომ მოგეწონა ..
ამასობაში ნაყინიც მოაქვთ, მეც გემრიელად ვიწყებ მის ჭამას..
-ახლავე მოვალ-მეუბნება დემეტრე და სადღაც უჩინარდება ,მეც ჩვეულებრივ განვაგრძობ მის დაგემოვნებას
-გამარჯობა-მეუბნება ფრანგულად ვიღაც მამაკაცი, გაკვირვებულმა ავხედე ცისფერთვალება ,შავგვრემან კაცს ,რომელიც თავზე მადგა და თბილად მიღიმოდა
-გამარჯობა ,რამ შეგაწუხათ?
-ტურისტი ბრძანდებით?-მეკითხება ისევ,თან დემეტრეს ადგილას ჯდება ..მის მოქმედებას უკმაყოფილოდ ვაკვირდები
-დიახ,რა გნებავთ?
-იცით ძალიან მეცნობოთ
-მე არა -ვეუბნები ცივად
-არა ,არა აშკარად..თითქოს სადღაც მყავხართ ნანახი
-მაპატიეთ ,მაგრამ გეშლებათ-ვცდილობ თავაზიანი ვიყო
-იქნებ ჭიქა ღვინოს დასალევად წამოსულიყავით,უკეთ გავიხსენებდი საიდან მეცნობით-ისევ არ ჩუმდება
-ის ვერსად ვერ წამოვა ,ჩემთან ერთად არის - უარის თქმას არ მაცდის დემეტრე..მისი მკაცრი ხმა ცოტა მაფრთხობს ,ხელები გულზე დაუკრიფავს და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრის
-უკაცრავად მე ქალბატონს ვესაუბრებოდი-გაღიზიანებული პასუხობს მამაკაცი
-ეს ქალბატონი ჩემთანაა ბიძაჩემო,სანამ არ გავბრაზებულვარ ბოდიში მოუხადე შეწუხებისათვის და დაგვტოვე -კაცი ერთი წუთით გაბრაზებული უყურებს ,მაგრამ დემეტრეს მკაცრ მზერას აბა ვინ გაუძლებს ,მაშინვე ანებებს თავს,მე მიყურებს,ბოდიშს მიხდის და იქაურობას ეცლება..ტირანი კი ისევ ისე დგას ,წარბშეკრული იყურება ,ოღონდ მაჯერად მე მიყურებს
-მე მხოლოდ ერთი წუთით დაგტოვე- მომმართავს ამჯერად ქართულად
-რა ჩემი ბრალია თუ მოვიდა და დაუკითხავად ჩამოჯდა
-აქ საქმისთვის ჩამოვედით და არა შენთვის ქმრის მოსაძებნად -მეუბნება ცივად 
- რა შუაშია ეს - უხეშად ვეუბნები ,თან ფეხზე ვდგები,კიდევ კარგი ირგვლივ ბევრი ხალხი არ არის - ის კაცი მოვიდა და დაუკითხავად დაჯდა შენს ადგილას, არ მომეშვა ,შენც ხომ დაინახე
-მე მხოლოდ ის დავინახე როგორ ელაპარაკებოსი უცხო მამაკაცს!
-ეგეთი არ ვარ ნებისმიერ უცხო კაცს გავუბა საუბარი-გულდაწყვეტილი ვეუბნები
-საერთოდ როგორი ხარ ბარბარე ?!
-ამას რატომ კითხულობთ ან უცხო კაცთან რა მესაქმება ?-წყენით ვიძახი, მაგრამ ეს წყენა დემეტრეს უნდობლობით უფროა გამოწვეული,ასე არ უნდა მადარდებდეს ეს ტირანი რას ფიქრობს ჩემზე ,მაგრამ ფაქტია მადარდებს ,ეს კი სულაც არ მომწონს 
-მეც უცხო ვიყავი ,მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია შენთვის ჩემთან მოსულიყავი ღამე და დარჩენილიყავი-მახლის ეგრევე , მაგრამ უცებ ჩერდება ,სახეზე ვატყობ გაიაზრა რაც წამოროშა , მაგრამ გვიანია ,ეს სიტყვები საშინლად მტკივნეულად მომხვდა გულზე ,ჩანთას და ფოტო აპარატს მოვკიდე ხელი
-მართალია ,ამას ხელი არ შეუშლია-აცრემლებულ თვალებს ვაგებებ და გარეთ გამორბივარ,მეძახის თან უკან მომზდევს მაგრამ არ ვუსმენ ,ცრემლები ყველაფერს მიბინდავს ,სად მივდივარ არ ვიცი, უცებ რაღაც ძალიან განათდა ,პირდაპირ თვალებში მანათებს ,სანამ გონს მოვეგები და მივხვდები რა არის უკვე სიგნალის ხმა მესმის ,ბოლოს კი სიბნელეა..
*****
-არა სად გარბოდი ,კინაღამ მანქანა დაგეჯახა ! - გაბრაზებული მიყურებს ,თან ფეხს მიხვევს 
-არ გეთქვათ ის რაც მითხარით და არ გავიქცეოდი!-მეც უხეშად ვპასუხობ,თან სავარძელში უფრო კომფორტულად ვჯდები
-ანუ ჩემი ბრალია?
-დიახ ,თქვენი ბრალია
-დაგავიწყდა მე რომ გადაგარჩინე?-გაბრაზებული მიყურებს
-ალბათ იმიტომ ,რომ მერე სინდისს არ შეეწუხებინეთ- სპეციალურად ვუშლი ნერვებს...
-ჯანდაბა ბარბარე,რატომ ხარ ასეთი ჯიუტი 
-მე ვარ ჯიუტი?-ეს თქვენ ხართ უხეში!
-როგორ მელაპარაკები?-წარბებშეკრული მიყურებს ,გადახვევას ამთავრებს და ფეხზე დგება
-როგორც თქვენ დამელაპარაკეთ კაფეში
-ჯანდაბა!...მისმინე-ახლოს მოდის და ჩემს სავარძელთან იჩოქება- კარგი ხო,ცოტა ზედმეტი მომივიდა 
-კარგად ზედმეტი-ვუსწორებ
-ხო,კარგად ზედმეტი ,ბოდიშს გიხდი,ეს არ უნდა მეთქვა - გაკვირვებული ვუყურებ ,ნუთა ახლა დემეტრე ჯაყელმა ,იგივე ტირანმა, ბოდიში მომიხადა? ,არა ამ კაცს მემგონი თვითმფრინავში ტვინი გადაუნერგეს
-რა თქვით?
-ბოდიშს გიხდითქო,ზედმეტი მომივიდა
-კარგი,გპატიობთ..მაგრამ იმედი მაქვს სხვა დროს იმ ღამეს არ გამახსენებთ
-ასე ცუდად მოქმედებს ის ღამე შენზე?- ერთი წუთით მეჩვენება რომ დაღვრემილი სახე მიიღო,მაგრამ წამში იცვლება და ისევ მკაცრი სიფათი აქვს 
-დიახ ,იმ ღამეს ვალდებული ,რომ არ ვყოფილიყავი თქვენთან არ მოვიდოდი
-ანუ, ფულის გამო მოხვედი მხოლოდ?-ერთხანს ჩაფიქრებული ვუყურებ, განა ღირს მისთვის ყველაფრის მოყოლა? ან რა საჭიროა ჩემს ცხოვრებაზე იცოდეს
-დიახ-თითქოს იმედი გაუცრუვდაო თვალები ექუფრება, ფეხზე დგება და ოდნავ მოშორებით ჩერდება
-რისთვის გჭირდებოდა ის ფული?-მეკითხება ბოლოს
-პირადი მიზეზებისთვის-მოკლედ ვპასუხობ და ადგომას ვცდილობ, ვდგები კიდეც მაგრამ სიმწრისგან ვიმანჭები და ოდნავ ვკვნესი
-ფრთხილად რას აკეთებ! - უცებ მეცა ,ხელი მომკიდა და ისევ დივამზე დამსვა 
-წყალი მინდოდა -ვეუბნები,ისიც წყლიან ჭიქას მაწვდის
-შენთვის სიარული ჯერ არ შეიძლება ,ორი დღეც მოითმინე
-ორი დღე ოთახში უნდა ვიყო? ან რამე რომ დამჭირდეს?
-მე აქ ვარ და მოგიტან ყველაფერს
-თქვენ ასე როგორ შეგაწუხოთ
-არ შევწუხდები, თან ნაწილობრივ ჩემი ბრალიცაა
-მართალია ,თქვენი ბრალია, წესიერად რომ მოგეკიდათ ხელი ფეხი არ გადამიბრუნდებოდა
-აჰა ,ანუ ესეც ჩემი ბრალი ყოფილა არა?
-დიახ 
-დაგავიწყდა შენ რომ ფართხალებდი გამიშვიო? მერე ფეხი გადაგიბრუნდა და კინაღამ მეორედ შეუვარდი მანქანას
-ნუ...ისა...რა საჭირო იყო ახლა ამის გახსენება- დაბნეული ვეუბნები
-ოხ ბარბარე,ოხ ბარბარე..ვის გავხარ ნეტავ ასე ჯიუტი
-მამას- გაუცნობიერებლად წამოვროშე, როცა მივხვდი რა ვთქვი, გული მეტკინა ,მამაჩემი გამახსენდა,დედა სულ მეუბნებოდა მასავით ჯიუტი ხარო...ცრემლები მომადგა ,მაგრამ შეუმჩნევლად მოვიწმინდე
-რა ჰქვია მამაშენს?-ფიქრებიდან დემეტრეს გამოვყავარ
-გურამი
-დედას?
-თამარი ერქვა,14 წლის ვიყავი რომ გარდაიცვალა...
-ვწუხვარ,ვიცი რასაც განიცდი..
-არ იცით..-ამოვიოხრე-მაპატიეთ ,მაგრამ ადამიანს რომელსაც მშობლის დაკარგვა გამოცდილი არ აქვს ,ვერ ეცოდინება ეს რა ტკივილია..
გაოცებული და ჩამქვრალი თვალებით შემომხედა ,არაფერი უთქვამს ,გასასვლელისაკენ აიღო გეზი
-მე წავალ,რამე თუ დაგჭირდა დამიძახე 
-მადლობა - ჩავიჩურჩულე,ოდნავ გაეღიმა და ოთახი დატოვა...
მეკი ვიჯექი ასე ,მარტო ,დედის გახსენებამ ხასიათი უფრო წამიხდინა ,ცას გავხედე და წარსულის გახსნება ვცადე :
,, -ბარბი,რაღაც უნდა გითხრა
-რა მოხდა დემე ?-ტელევიზორის წინ წამომჯდარი ,ვუყურებ ჩემს უფროს ძმას 
-დამპირდი რომ არ ინერვიულებ
-მითხარი
-ბარბი..დედაა..
-დემნა თქვი,დედა ვერ ჩამოდის ხო, ალბათ მივლინება კიდევ ერთი კვირით გაგრძელდება ხომ?-ვეკითხები,ის კი აცრემლებულ თვალებს მაგებებს -დემნა რატომ ტირი?
-ბარბი- ამოისლუკუნა და თავი კალთაში ჩამიდო- დედას თვითმფრინავი,ის..
-არ თქვა,თუ ის უნდა თქვა რაც მგონია გაჩუმდი! -აცრემლებული ვეუბნები,ვცდილობ ტირილი არ ამივარდეს
-დედა აღარ არის ,ის...ის...
-დემნა გაჩუმდი. !-ვუყვირი და ფეხზე ვდგები-ეს ტყუილია ,აი ნახავ ის მოვა ,ალბათ სხვა თვითმფრინავით წამოვიდა - ცრემლები ღაპაღუპით მომდის ,ვხვდები პანიკა მეწყება
-ბარბი- წყნარად მიახლოვდება დემნა
-არა..არა..გადი!! მატყუებ, რატომ მიკეთებ ამას? დედა მოვა ,ის დამპირდა შენ დაბადების დღეზე მანდ ვიქნებიო,საჩუქარიც მოაქვს ,ორი კვირით ადრე უნდა ჩამოსულიყო!!
-ბარბარე-წყნარად მეუბნება და ხელს მკიდებს
-შენ მატყუებ,რა ბოროტი ხარ.. ასეთ ტყუილს როგორ მეუბნები!! 
დემნას თვალებიდან ცრემლები მოდის ,სწრაფად მკიდებს ხელს და გულში მიკრავს 
-ის მოვა - ტირილით ვიძახი და ვგრძნობ როგორ მეცლება ძალა
-მე ყოველთვის შენთან ვიქნები, მამაც შენთან იქნება ,მამიდაც - ცდილობს დამამშვიდოს
-მაგრამ მე დედაც მინდა .. " 


თავი 11

-დღეს საღამოს დამკვეთებთან გვაქვს შეხვედრა -ლოგინზე გაშოტილი ველაპარაკები დემნას
-ხოო,ლამაზად გამოეწყვე -მეუბნება და ეკრანზე მისი გაღიმებული გამომეტყველება ჩნდება 
-მაშ როგორ -ღიმილით ვეუბნები მეც
-მოგწონს საფრანგეთი?
-კიი,ძალიან..საოცრებაა, მაგრამ ყველაფერი ძვირია..
-ხო, ეგ ისედაც ვიცოდით..ბევრი რამ დაათვალიერე?
-კიი,ტირანმა ყველაფერი მაჩვენა,აქედან ბევრი შორს იყო,მაგრამ არ დაიზარა და წამიყვანა სანახავად
-დისნეილენდშიც იყავი?
-არა დემ,იმდენი რამ ვნახეთ მაგის დრო აღარ დამრჩა -დანანებით ჩავილაპარაკე 
-მაგრამ შენ ყოველთვის ოცნებობდი იქ წასვლაზე 
-ხო, გახსოვს პატარა რომ ვიყავი მე და შენ გეგმებს ვაწყობდით,როგორ ვიკატავებდით აქ ატრაქციონებზე ,მერე შენ ნაყინს მიყიდიდი და ისევ შენვე შეჭამდი -სიცილით ვეუბნები
-რა დამავიწყებს ,ამაზე ძალიან ბრაზდებოდი,იძახდი ნაყინს მე თუ მყიდულობ შენ რატომღა მიჭამო-მასაც ეღიმება
-სამართლიანადაც ვბრაზდებოდი-ჩავიწუწუნე 
-ბარბი, იცოდე იქ აუცილებლად წადი..ისე არ ჩამოხვიდე 
-არ ვიცი,იქნებ ტირანს რაიმე შეხვედრა აქვს კიდევ დაგეგმილი-მხრები ავიჩეჩე
-როდის ჩამოდიხარ?
-ზეგ საღამოს გამოვფრინდებით
-ხოდა ,ხვალ საღამოს წადი იქ ..იცოდე ბევრი ფოტოები გადაიღე ,რომ ვნახოთ მე და მარუსიმ 
-ვეცდები წავიდე 
-ეცდები არა ,წახვალ! -ბრძანებლური ტონით ,მაგრამ ღიმილით მითხრა
-კაი ხო,წავალ..მარი როგორაა?
-კარგად არის..გეფიცები ბარბი დამღალა ,სულ თავზე დამფოფინებს ,წვნიანებს მატენის ,წამლებს თვითონ მიდებს პირში..ქიმიაზეც მომყვება,თავი პატარა ბავშვი მგონია - თვალებს ატრიალებს 
-კაი რა ,ხომ იცი ეგ სულ ეგეთი მზრუნველი იყო..თანაც ძალიან უყვარხარ და ნერვიულობს შენზე 
-ვიცი ,ვიცი..მეც ძალიან მიყვარს მარუსი-ეღიმება ,მეც მეღიმება 
-დემე ..იცი საჩუქარი გიყიდე -ვეუბნები ეშმაკური ღიმილით, წამში უბრწყინდება თვალები,პატარა ბავშვივით
-რაა?
-არ გეტყვი 
-კაი რა ,მითხრიი!
-რაა და ...კაი წავედი - სწრაფად ვახლი და ეკრანს ვთიშავ,შემდეგ მის გაბრაზებულ სახეს წარმოვიდგენ და სიცილი მივარდება ..საათას შევხედე , უკვე ექვსი საათია ,შეხვედრა შვიდზეა..ჯანდაბა დემნასთან საუბარში დრო ისე გაიპარა ვერც კი მივხვდი, სწრაფად წამოვდექი საწოლიდან, შავი მუხლს ოდნავ ზევით ,ტანზე მჭიდროდ მომდგარი კაბა ჩავიცვი,რომელიც წინ ოდნავ ,ხოლო ზურგზე კარგად ამოღებულია..თმას ლამაზად ვიწევ,მსუბუქ მაკიაჟს ვიკეთებ, ფეხზე მაღლებს ვიცვავ, საღამოს ჩანთას ხელს ვკიდებ და დივანზე ვეშვები..ცოტახანში დემეტრეც არ აყოვნებს და კარზე აკაკუნებს ,მეც ნელი ნაბიჯებით მივდივარ,კარს ვაღებ და გაღიმებული ვუყურებ..როგორც ყოველთვის ,შესანიშნავად გამოიყურება -თეთრი პერანგი და ნაცრისფერი ტილოს შარვალი აცვია ,ხელზე ვერცხლისფერი საათი უკეთია ,თავზე კი სათვალე..კმაყოფილი ვათვალიერებ, თვითონაც იგივეს აკეთებს ,შემდეგ ოდნავ ეღიმება ,ოღონდ მხოლოდ წამიერად
-წავედით?-მეუბნება უდარდელი ხმით,თავს ვუქნევ და ოთახიდან გავდივარ..
ლიფტიდან ისე გამოვდივართ ,ხმა არც ერთს არ ამოგვიღია , მანქანაში ვჯდებით და ერთ-ერთ ძვირადღირებულ რესტორანში მივდივართ..
-მესამე სართულზე ,ტერასაზე გელოდებიან-ღიმილით მეუბნება კარებში მდგარი ერთ-ერთი მამაკაცი, საპასუხოდ მეც ვუღიმი,შემდეგ ის დემეტრეს მკაცრ მზერას აწყდება ,ამას იმით ვხვდები,რომ როგორცკი მას გახედა მაშინვე სახე შეეცვალა..
-წავედით-ხმადაბლა მეუბნება ტირანი და ხელს მკიდებს
-საჭირო არ არის ყველას გაუღიმო- მაუბნება მას შემდეგ რაც ლიფტში მარტონი ვრჩებით
-ისიც საკმარისია თქვენ ,რომ არავის არ უღიმით- უცებ ვახლი ,თან მისი გახევებული სიფათით ვტკბები
-მე გითხარი-ცივად მეუბნება და მზერას მაშორებს ,რაღაცის სათქმელად პირს ვაღებ ,მაგრამ ამ დროს კარები იღება ..უხმოდ გავდივარ დერეფანში, შემდეგ კი ტერასაზე.. უზარმაზარ ადგილას,ღია ცის ქვეშ , მრგვალი მაგიდა დგას რომელსაც სამი კაცი უზის ,ჩვენს დანახვაზე ღიმილით დგებიან და გვეგებებიან 
-გამარჯობათ,მე ჯორჯი ვარ-გვეუბნება ,მათ შორის ყველაზე უფროსი ,თან ხელს გვართმევს -გაიცანით, ეს მისიე ფრენკია -მეუბნება მაღალ ,შავგვრემან მამაკაცზე ,რომელიც ჯერ გვიღიმის,შემდეგ ხელს გვართმევს-ეს კი ლუკასია-მანიშნებს ამჯერად მეორე კაცზე,რომელიც ასევე ღიმილით მოდის ჩვენთან,ჯერ დემეტრეს ართმევს ხელს ,შემდეგ ჩემს წინ ჩერდება ,თვალებში მიყურებ,ჩემს ხელს იღებს და ნაზად მკოცნის 
-გამარჯობა..სასიამოვნოა თქვენი გაცნობა - მეუბნება -მობრძანდით -მაგიდისკენ მანიშნებს ,ზურგზე მკიდებს ხელს და მივყავარ ,ვგრძნობ როგორ ვიჭიმები, ამას დემეტრეს მკაცრი მზერაც ემატება და უხერხულობისაგან სად წავიდე არ ვიცი..
-გვიხარია რომ გავიცანით,ჩვენი ახალგაზრდა არქიტექტორი -მეუბნება ლუკასი,მასშემდეგ რაც სუფრასთან ვსხდებით და გემრიელად მივირთმევთ
-დიახ ,მართლაც ძალიან მოხარულები ვართ-კვერს უკრავს ჯორჯი
-ბარბარე ,ყველაზე ახალგაზრდა ქალი არქიტექტორია ,ვინც ამ კონკურსში გაიმერჯვა -დემეტრე თავის მწვანე თვალებს აგებებს ყველას
-მართლა,რამდენი წლის ხარ?
-20-ის 
-მართლაც როგორი პატარაა და როგორი ლამაზი- ღიმილით იძახის ლუკასი..კიდევ ათას თემაზე საუბრობენ, ცოტა არ იყოს მოსაწყენზეც
-მოგეწონათ საფრანგეთი?- ჩურჩულით მეკითხება ლუკასი
-დიახ ძალიან, ყველაფერი ლამაზია 
- ასე მცირე დროში ყველაფერს ვერ ნახავდით
-არა,ბატონმა დემეტრემ თითქმის ყველაფერი დამათვალიერებინა 
-პარიზის ღვთისმშობლის ტაძარიც?-გაკვირვებული მეკითხება
-დიახ ეგეც 
-ყოჩაღ,მოგისწრიათ ყველაფერი - იცინის ,მეც ვუცინი ,მაგრამ მომენტალურად ჩემს წინ მჯდომი ტირანის მკაცრ მზერას ვაწყდები და ღიმილი სახეზე მახმება 
- წინააღმდეგი ხომ არ იქნებით ,ხვალ დილით ერთად რომ ვისაუზმოთ?-მისი შემოთავაზება იმდენად მოულოდნელია ცოტახანს ვყოვნდები,ვაღიარებ ტირანთან ერთად საუზმობა მირჩევნია,მაგრამ უარსაც ვერ ვეტყოდი
-იცით,მე ბატონ დემეტრესთან ერთად ვსადილობ ხოლმე ,ასე რომ..
-როგორმე ერთი დილა მარტო მიირთვას
-არ ვიცი -მორცხვად გავუღიმე
-ბატონო დემეტრე -ახლა ტირანს მიუბრუნდა , ერთიანად დავიძაბე როდესაც მისი მკაცრი გამომეტყველება და ცივი თვალები დავინახე
-გისმენთ 
-იმედია წინააღმდეგი არ იქნებით ხვალ დილას ასისტენტი ,რომ მოგპაროთ-ტირანი ჯერ მას უყურებს ,შემდეგ მე მაგებებს ცივ თვალებს 
-თვითონ თუ თანახმაა მაშინ კარგი-კბილებს შორის ცრის ,ისე რომ თვალს არ მაშორებს,მისი გამოხედვა მრთგუნავს და თვალებს ვარიდებ
-ძალიან კარგი,ესეც ასე საქმე მოგვარდა ,დილით გამოგივლით-ღიმილით მომიბრუნდა ლუკასი,მეც ნაძალადევი ღიმილით შევხედე ..
*****
-ანუ დილას ვერ ისაუზმებ ჩემთან ერთად-მეუბნება ტირანი ,თან ჩემი ოთახის კარების სახელურს ეყრდნობა
-ეგრე გამოდის-ვეუბნები,თან ველოდები როდი აწევს ხელს ,რომ ოთახში შევიდე
-გილოცავ, უკვე ახალი თაყვანისმცემელიც გყავს 
-რა თაყვანისმცემელი, უბრალოდ საქმეზე ვილაპარაკებთ
-ხო აბა რა - ორაზროვნად ჩაილაპარაკა,შემდეგ ისევ ამათვალიერა- ფრანგ კაცებს დიდად ნუ ენდობი ბარბარე , ისინი ჩემსავით არ მოიქცევიან-ვიგრძენი ხმა როგორ გაუმკაცრდა 
-რას გულისხმობთ?-ნაწყენმა ჩავილაპარაკე ,ცოტა არ იყოს მისი სიტყვები გულზე ცუდად მომხვდა
-ყველა თავს ვერ შეიკავებსთქო !
-მე ლუკასთან დაწოლას არ ვაპირებ !-გაბრაზებულმა ვუთხარი
-არც ჩემთან აპირებდი ,როდესაც პირველად მოხვედი ოფისში!
-აღარ მორჩებით იმ ღამის გახსენებას?! -დავიყვირე -ამოვიდა უკვე ყელში, გავიგე რომ თქვენთან მოვედი,გავიგე რომ ფულს დავთანხმდი,გავიგე რომ კახპასავით მოვიქეცი,გავიგე ,გავიგე !!! - გაკვირვებული და დაბნეული მიყურებდა - ხოო,გავიგე, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა , სიკვდილი მერჩივნა იქ მოსვლას ,ხო სიკვდილი..მაგრამ ჩემს თავზე წინ საყვარელი ადამიანი დავაყენე , გგონიათ ყველასთან ასე მივდივარ?!
-ბარბარე დამშვიდი
-რანაირად დავმშვიდდე როცა ვიცი ჩემზე ასეთი წარმოდგენა გაქვთ, არ მინდა ასე მიცნობდეთ-ცრემლები მომადგა
-ასე გადარდებს მე რას ვიფიქრებ შენზე?-ღიმილით მეუბნება 
-რა თქმა უნდა -უცებ ვახლი ,მაგრამ ვჩერდები, გაუაზრებლად წამოვროშე ეს ..ვერ ვიტყოდი ,რომ ვტყუოდი,ნამდვილად მადარდებდა დემეტრე ჩემზე რას იფიქრებდა ,არ ვიცი რატომ მაგრამ ეს ტირანი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ..
-ძალიან გთხოვთ დაივიწყეთ ის ღამე ,ნჰღარ მიხსენებთ და ნუ ფიქრობთ ასე ჩემზე - აცრემლებულმა ვუთხარი
-მაპატიე -ჩაილაპარაკა-აღარ გავიმეორებ ..- თვალები შემომანათა ,მადლობა ვუთხარი და ოთახში შევედი .. ტანსაცმელი გავიხადე ,შხაპი მივიღე ,ფართხუნა შარვალი,ბრეტელიანი მოკლე ზედა და ჩუსტები ჩავიცვი..ოთახში ვეღარ მოვისვენე ამიტომ ჩვენს სართულზე არსებულ უზარმაზარ აივანზე გავედი..იქ არავინ იყო,ულამაზესი ხედი იშლებოდა ,მოაჯირს დავეყრდენი და ფიქრებს მივეცი 
,,- გაიცანით ბავშვებო ,ეს მაიაა ,თქვენი ახალი დედა-მხიარულად მიგვითითა მამამ ჩვენს წინ მდგომ შავგვრემან ქალზე,მაშინვე არ მომეწონა მისი სიფათი
-ვინ?-გაკვირვებულმა იკითხა დემნამ
-ახალი დედა
- მე არ მინდა ახალი დედა ! -გაბრაზებულმა ვთქვი და ხელები გულზე დავიკრიფე
-არა რა დედა -სიცილი აუტყდა მაიას -არ ვაპირებ დედათქვენის ადგილის დაკავებას 
-ვერც დაიკავებ- მკაცრად გაიჟღერა დემნას ხმამ
-დემეტრე! -მამამ შეჰყვირა - წესიერად ელაპარაკეთ მაიას , არ გაპატიებთ მის შეურაწყოფას ! 
-მამა დედა ჯერ მიწაში არ გაციებულა ,შენ კი ვიღაც ქალი მოგყავს ჩვენთან 
- დედათქვენი მოკვდა დემნა,მე ცოლი მჭირდება თქვენ დედა!
- მე ერთადერთი დედა მყავდა ,სხვა აღარ მეყოლება ! - გაბრაზებულმა ვთქვი და ოთახისაკენ გავემართე
-გეყოლება ! -დამეწია მამის ხმა - თქვენ უკვე ძმაც გყავთ ,ორი თვის არის 
-რა?-ორივემ ერთად წამოვიძახეთ
-ხო, ძმა გყავთ,გიორგი ,იმედი მაქვს მიიღებთ მას 
-შენ რა ,დედას ღალატობდი?-კბილებს შორის გამოსცრა დემნამ ,მამა სახეზე გაფითრდა
- მე და დედათქვენს კარგა ხანია ერთმანეთი არ გვიყვარდა,თქვენს გამო ვცხოვრობდით ერთად
- შენ მას ღალატობდი, ზურგას უკან სახელს უთელავდი - დაიყვირა - ამას არ გაპატიებ! -გარეთ გავარდა ,მეც გავყევი " 

-არ გეძინება?- ფიქრებიდან დემეტრეს ხმამ გამომიყვანა ,ნელა ამათვალიერა და გვერდით დამიდგა
-არა, რატომღაც ვერ დავიძინე 
-რაზე ფიქრობდი?
-ჩემს ოჯახზე ,წარსულს ვიხსენებდი-ჩავილაპარაკე და ხედს გავხედე..მანაც იგივე გააკეთა ,ცოტახანს ასე ჩუმად ვიდექით,ორივე სხვადასხვა რამეზე ვფიქრობდით
-დედაჩემი 18 წლის ვიყავი,სიმსივნით რომ დაიღუპა. - დაიწყო უცებ და გახევებულმა გავხედე , სიმსივნეზე მაშინვე დემნა გამახსენდა - რთული ვითარება იყო, ბოლო სტადიის..სამი თვე იტანჯა ,ბოლოს ვეღარ გაუძლო -გამტყდარი ხმით მითხრა,ცრემლები მომადგა ,თითქოს მისი ტკივილი ვიგრძენი, მივხვდი რასად განიცდიდა ,ავტომატურად მხარზე შევეხე ,ოდნავ შეკრთა
-ვწუხვარ
-ზოგადად ამ თემაზე არ ვსაუბრობ, ისიც არ ვიცი ახლა რატომ გადავწყვიტე ამის თქმა
-მესმის რასაც განიცდით
-საშინელებაა ,როდესაც დედა ხელში გაკვდება და შენ ვერაფერს აკეთებ..ის ერთადერთი ქალი იყო ვინც მიყვარდა
-ერთადერთი?
-ხო..ვინც მართლა მიყვარდა
-არავინ გყვარებიათ?-გაკვირვებულმა ვკითხე
-არა..
-რატომ, თქვენი სწორი არ გამოჩნდა?-ირონიით ვკითხე
-შეიძლება ასეც ითქვას ,ხომ ხვდები,მდიდარი რომ ხარ ყველა ფულის გამო გეტენება 
-ხომ..
-ბარბარე ,მაპატიე ის ღამე რომ გაგახსენე ,ზედმეტი მომივიდა
-არაუშავს ..-ნაზად გავუღიმე
-შემირიგდი?
-კი-სიცილით ვუთხარი
-ძალიან კარგი-მასაც გაეცინა -მაშინ ხვალ დისნეილენდში გეპატიჟები
-მართლა?-სიხარულით ავღნიშნე
-ოხ ,როგორ გაგიხარდა -წარბები აზიდა 
-სულ მინდოდა წასვლა ,გამიკვირდა თქვენ რომ მოგივიდათ ეს აზრი თავში
- ხომ..დედაჩემს მივყავდი ხოლმე იქ და ტკბილად მახსოვს 
-გასაგებია..მე და დემნასაც გვინდოდა სულ იქ ერთად წავსულიყავით
-დემნა?
-ჩემი ძმა 
-არ ვიცოდი ძმა თუ გყავდა
-კი, ჩემზე უფროსია.საუკეთესო ძმაა მსოფლიოში, მეორე ძმაც მყავს ,გიორგი,ნახევარძმა,ის ჯერ პატარაა 
-გასაგებია..დიდი სიმდიდრე გყოლია დედმამიშვილების სახით
-ხო, თქვენ არ გყავთ?
-მეც მყავს ნახევარ ძმა ,ჩემზე ერთი წლით პატარაა
-ერთით?
-ხო,ძალიან პატარა ვიყავი მშობლები რომ გაშორდნენ 
-გასაგებია..
-კარგი წადი დაიძინე ,ხვალ ლუკასს უნდა შეხვდე - მომეჩვენა თითქოს გულდაწყვეტილმა ჩაილაპარაკა 
-ხო,ცოტახანში შევალ
-მაშინ მე წავალ,ტკბილი ძილი -
-თქვენც - მოაჯირს მოშორდა და გავიდა..
მეკი დავრჩი მარტო,აივანზე .. 


თავი 12

***დემეტრე****
დილით ადრე გამეღვიძა,ვერ მოვისვენე ,დილიდან აფორიაქებული ვიყავი..სწრაფად ავდექი
და ქვევით ჩავედი,როგორც ყოველ დილას ,დღესაც გაემზადებინათ ჩემთვის და ბარბარესთვის მაგიდა ,მაგრამ დღეს მარტო საუზმობა მომიწევდა რაც სულაც არ მიხაროდა..თვითონაც არ ვიცი რატომ ვარ ასე,თითქმის რვა წელია ყოველ დილით მარტო ვსადილობ, ამ ერთმა კვირამ განა რა შეცვალა ..მაგიდას მივუჯექი და ოფიციანტს დავუძახე
-გისმენთ - ყალბი ღიმილით მომადგა ,საპასუხოდ ცივად ავხედე
-ეს თეფში წაიღეთ,დღეს მარტო ვისაუზმებ - ვუთხარი ისევ ყურებამდე გაკრეჭილ ბიჭს ,რომელმაც მაშინვე შეასრულა ჩემი თხოვნა 
-დღეს რას ინებებთ საუზმედ?-ისევ მომიბრუნდა ,ამჯერად ჩვეულებრივი სახით
-მხოლოდ წვენი მომიტანეთ,დღეს რაღაც მადა არ მაქვს - ნერვებ მოშლილმა ვუთხარი, ასეთი გაღიზიანებული არ ვყოფილვარ, ბიჭმა ერთი გადმომხედა,შემდეგ ადგილს მოწყდა..საათს ყოველ ხუთ წუთში ვამოწმებდი, ალბათ ახლა ერთ-ერთ რესტორანში,ან კაფეში ზიან და იცინიან ,თან როგორ უხდება სიცილი.. ,,შენ რაში განაღვლებს რას აკეთებენ " მეხმაურება ჩემი შინაგანი ხმა ; ,,სულაც არ მანაღვლებს ,უბრალოდ დროის გასაყვანად ვიქცევი ასე " გაღიზიანებული ვპასუხობ ; ,,ხო აბა რა ,შენს თავს მაინც ნუ ატყუებ " ისევ არ მეშვება ; ,,ბარბარე ჩემი ასისტენტია,ჩემთან ერთად არის უცხო ქვეყანაში,ბუნებრივია მასზე პასუხისმგებლობა მე მეკისრება " ვცდილობ თავი გავიმართლო ; ,, ანუ ასე ანერვიულებული იმიტომ ხარ ,რომ ის გოგო შენ გაბარია ,თუ სხვა კაცს რომ ხედავ იმიტომ? ; ,,არ ვიცი " ; ,,მე მეორე ვარიანტი მიმაჩნია " ; ,,ჩაკვდი რა " ვპასუხობ, თან ჩემს თავზე მეცინება 
-ღმერთო ჩემო ,დემეტრე, ამხელა კაცი ზიხარ და შენს თავს ელაპარაკები -სიცილით ჩავილაპარაკე და ხედს გავხედე
-მაპატიეთ დამაგვიანდა ჩამოსვლა - მესმის ნაცნობი ხმა , დენდარტყმულივით ვდგები სკამიდან და გაოცებული ვათვალიერებ ჩემს წინ მდგომ ასისტენტს ,ხო ნამდვილად ის არის ,არ მეჩვენება 
-ბარბარე?- უცებ წამოვიძახე - შენ ლუკასსთან ერთად არ უნდა იყო?
-აა ,წესით კი, მაგრამ გუშინ დამირეკა ,სასწრაფო საქმე გამოუჩნდა და ვერ წავედით - ორაზროვნად მეუბნება , იმდენად გამიხარდა ემოცია ვერც დავმალე , ჩემდაუნებურად ვიღიმი, ვამჩნევ როგორ გაკვირვებული მიყურებს ,, ნუ დააბნიე გოგო, დაჯექი შენს ადგილას" თავს მახსენებს ხმა 
-აა ხო, დაჯექი ,მაშინ ერთად ვისაუზმოთ 
-დიახ- ჩემს წინ ჯდება - რა შეუკვეთეთ?
-წვენი
-მარტო წვენი?
-ხო რაღაც მადა არ მქონდა ,მაგრამ ახლა მომშივდა - ვუთხარი და ისევ დავუძახე იმ ბიჭს , ყალბი ღიმილით მოგვადგა ,ჩემთვის არც შემოუხედავს ,ეგრევე ბარბარეს მიუბრუნდა და გაუღიმა 
-რას ინებებთ მადამ?
-მმ..შოკოლადის კრუასანებს და ყავას - ცოტახნის დაფიქრების შემდეგ ეუბნება 
- მეც იგივე მომიტანე - ვცდილობ ოფიციანტის ყურადღება მივიქციო ,მაგრამ უშედეგოდ ,ისევ ბარბრეს უყურებს , უკვე ნერვები მეშლება ,რას აკვირდება ასე - ჰეი,ბიჭი! -გაღიზიანებულმა წარმოვთქვი - ვერ გაიგე ,მეც იგივე მომიტანე მეთქი !- ღიმილი წამში შეაშრა სახეზე, თავი დამიქნია და გაგვეცალა 
- თქვენ ასე ყველას შეაშინებთ - მობუსხული მიყურებს ბარბარე
- როგორ ასე?
- აი ასე მკაცრი სიფათით - მეუბნება ,თან ცდილობს გამაჯავროს ,ისეთი სასაცილოა იმ მომენტში,მიჭირს სიცილი შევიკავო, მხოლოდ ოდნავ ვიღიმი - ანუ ასეთი ვარ?
- მთლად ასეთიც არა ,უფრო მკაცრი 
- ნუ რას ვიზამთ,სამაგიეროდ შენ გამოგდის ,ყველასთან მხიარულად იყო
- ყველასთან არა 
- ხო აბა რა ..ცუდია შენი შეხვედრა რომ ჩაიშალა -ისე ვეუბნები ვითომ მართლა მეწყინა 
- ხდება ხოლმე ,არაუშავს - ხელს აქნევს,თან ახალ მოტანილ ყავას სვავს -დღეს საღამოს ხომ მივდივართ?
- სად?
- როგორ თუ სად დისნეილენდში-მომეჩვენა თითქოს გაბრაზდა
- აა ,ვერა ,საქმე გამომიჩნდა
- რაა,რა საქმე?- აშკარად ნაწყენია ,მის მობუსხულ სიფათზე მეცინება
- ვხუმრობ, რა თქმა უნდა მივდივართ -ღიმილით ვეუბნები
- ანუ მომატყუეთ?
- უფრო გაგეხუმრე - ცალ წარბს წევს ზევით,შემდეგ ისევ თვალები უბრწყინდება
- რომელზე მივდივართ?
- ცხრაზე
- როდის მოვა ცხრა - ჩაიბურტყუნა მაგრამ მაინც გავიგე 
- მალე - ვეუბნები და ჭამას ვიწყებ ,თან კმაყოფილი ვუყურებ ჩემს წინ მჯდარ ბარბარეს

*******ბარბარე*******
არ ვიცოდი რატომ, მაგრამ ტირანთან ერთად საუზმობა მერჩივნა ,თან რა საქმე უნდა მქონოდა ლუკასსთან, ამიტომ ,როგორც კი ოთახში დავბრუნდი მას დავურეკე და შეხვედრა გავაუქმე ,მიზეზად რაღაც საქმე მოვიგონე ,რა თქმა უნდა ეწყინა ,მაგრამ აბა ვის ანაღვლებდა ეს..
დილით სასადილოში ჩავედი ,ტირანი უკვე იქ იყო და წვენს მიირთმევდა ,როცა მივესალმა ისეთი გაოცებული სიფათით წამოვარდა სკამიდან სიცილი ძლივს შევიკავე ,შევატყვე ჩემი დანახვა გაუხარდა ,რა თქმა უნდა მეც მეამა ეს ..მოსამსახურე ბიჭი როცა მიღიმოდა ,თვალს მისკენ ვაპარებდი, ისეთი სახით უყურებდა შემეშინდა არ გაეგლიჯა ..
,,მგონი შენი უფროსი შენზე ეჭვიანობს " ენა ამოიდგა შინაგანმა ხმამ ; ,,რა სისულელეა ,უბრალოდ ასეთი მზერა აქვს " ვცდილობ ვუარყო ; ,,სულელი არ ხარ ბარბარე,ჩანს რომ შენთან მიმართებაში ,შენი ,,ტირანი" უფრო თბილი გახდა ; ,,მერე რა ,ეს იმიტომ რომ ახლოს გამიცნო ამ ორ კვირაში " ; ,,რაღაც მეეჭვება,თან მგონი შენც მოგწონს" ; ,,რა სისულელეა ,ის ჩემი უფროსია " ; ,,კი ნამდვილად მოგწონს " ; ,,ჩაკვდი რა " მკაცრად ვეუბნები, თან დემეტრეს თვალს არ ვაშორებ, ოფიციანტს მკაცრად ეუბნება რაღაცას და ისიც მიდის ,შემდეგ ერთ-ორ სიტყვას ვცვლით და ვიშლებით
******
-ხოო მარი ,თვითონ შემომთავაზა - დივანზე წამოსკუპებული ,უკვე მესამედ ვუმეორებ დაქალს ,რომ დემეტრე და მე ერთად მივდივართ ,, კარუსელებზე "
-ეგ გავიგე ბარბი,მე ის მიკვირს ამ ტირანს თავი ვინ გადაუტრიალა
-რას ამბობ?
-ანუ,დემეტრე როდის აქედან დადის დისნეილენდშითქო
- ხო რავი,ფაქტია შემომთავაზა 
- მაგარია-მხიარულად მეუბნება
- დემნას ველაპარაკე გუშინ
- და ჩემზე საყვედურების მთელი დასტა მიიღე ხო მისგან-ღიმილით მეუბნება
- შენ კიდე ,როგორ არ დაიღალე მისი წვალებით?
- აუ რა ვქნა ,ძალიან საყვარელია ,როცა ბრაზდება და წუწუნებს 
- რა სულელი ხარ მარიამ
- რატომ?
- იცი დემნას შეყვარებული ჰყავს - ეშმაკურად ვუღიმი
- რაა,ვინ,რატომ,როდის გაიჩინა ,მე რატო არ ვიცი, ლამაზია?-სწრაფად მომაყარა კითხვები
- აი ამიტომ -გამომაქვს დასკვნა
- რა ამიტომ?-გაბრაზებული მეუბნება
- ამიტომ ხარ სულელი-თვალს ვუკრავ 
- ვერ ვხვდები რას მეუბნები
- შენ ბევრ რამეს ვერ ხვდები 
- აუ დამანებე რა თავი - გაბუსხული მიყურებს 
- დაგანებო კიარა ,როდის უნდა მითხრა ჩემი ძმა რომ მოგწონს?
- რაა,რა სისულელეა ,საიდან მოგაქვს ხოლმე ეგეთები?!-გაბრაზებულმა იყვირა 
- მოიცა რა ,არა?-დაბნეულმა ვკითხე
- რა თქმა უნდა არა , დემნა ჩემთვის ძმასავით არის ,ეს გულშიც არ გამივლია ..როგორ იფიქრე ბარბარე მსგავსი რამ!-ცოტა დავიბენი,მისმა რეაქციამ დამაბნია ,არადა ამდენი ხანი დარწმუნებული ვიყავი ამაში, ნუთუ შემეშალა
- მე მგონა რომ..
- არა ,არა და არა ..ძალიან გამაბრაზე ახლა შენ მე !
- ბოდიში რა ,ეტყობა გადავიღალე და ტვინი ამერია
- ნამდვილად გადაიღალე და ტვინი აგერია..წავედი მე საქმე მაქვს
- კაი რა ,ნუ გამიბრაზდები
- არ გიბრაზდები..წავედი- წყენით მითხრა და ეკრანი გათიშა..
*******
-აქაურობა იმაზე ლამაზია ვიდრე წარმომედგინა -გახარებული ვაკვირდები ყველაფერს -აბა რაზე დავჯდეთ?
-ყველაფერზე - მოკლედ მპასუხობს
- ყველაფერზე?-ვუმეორებ
-ხო
-არაა,ეგრე ძალიან ძვირი გამოვა 
- ეგ არაფერი,მე გპატიჟებ 
- რა საჭიროა ჩემითაც გადავიხდიდი
- ბარბი, ახლა არ გამაგიჟო ,მე გპატიჟებ - თვალს მიკრავს და წინ მიდის 
- ბარბი?-გაკვირვებული ვდგავარ და დემეტრეს ზურგს მივშტერებივარ -მან მე ბარბი დამიძახა- ვცდილობ გონებაში გადავხარში,როცა ამას ვახერხებ, სიხარულისგან ერთ ადგილას ვხტივარ
- აღარ მოდიხარ!-მომიბრუნდა
- დიახ ,მო დივარ- სიცილით მივზდევ უკან და წამში მის გვერდით ვჩნდები..
ყველაფერი მოვიარეთ,თითქმის ყველა ატრაქციონზე ვიჯექი,ბოლოს დაღლილები ვსეირნობდით ,უკვე წამოსვლას ვაპირებდით
-აუ, ტირი ვითამაშოთ რა - ავიტეხე უცებ
-რა?-გაკვირვებულმა გადმომხედა
-ტირი,ნუ აქ სხვა რამე ქვია ..აი ის -ხელი იქითკენ გავიშვირე
-მერე სროლა იცი?-წარბაწეულმა გადმომხედა
-რა თქმა უნდა -ამაყად ვუთახარი და იმ ადგილისაკენ დავიძარი
- ვნახოთ ერთი როგორ ისვრი -მომაძახა და უკან გამომყვა ..
დახლთან მივედი,ფული გადავიხადე ,დემეტრე მაკვირდებოდა როგორ ავიღე თოფი ხელში,დავუმიზნე და ბახ სამიზნეს მოვარტყი,შემდეგ კიდევ ,კიდსვ ,კიდევ და მოვიგე კიდეც ..ნიშნის მოგებით გადავხედე ტირანს 
-მოვიგეთ,მოვიგეთ -გახარებული შევხტი და უნებურად ტირან ჩავეხუტე ,როცა გავიაზრე რა გავაკეთე საშინელი გრძნობა დამეუფლა ,გული ამიჩქარდა ,სულ დავიბენი,სწრაფად მოვაშორე ხელები და გვერდზე გავხტი -ბოდიში -ძლივს ამოვღერღე და ტირანს ავხედე რომელიც გაკვირვებული მიყურებდა ,შემდეგ ოდნავ ჩაუტყდა ტუჩის კუთხე 
-არაუშავს ..-მითხრა ღიმილით..
დახლთან მდგომაა ბიჭმა ერთი გამიღიმა და სათამაშო მომაწოდა ,უზარმაზარი დინოზავრი,ძალიან საყვარელი იყო,მწვანე თვალები ჰქონდა 
-ეს თქვენ - გავუწოდე დემეტრეს ,თან მის სიფათზე ძლივს შევიკავე სიცილი
-მე?-გაკვირვებულმა გადმომხედა 
- დიახ ,გჩუქნით
- კი მაგრამ რატომ?
- გგავთ - სიცილით ვუთხარი, თავიდან უემოციო სახით დამაკვირდა ,შემდეგ სათამაშოს დაუწყო დაკვირვება,მერე თავი გააქნია
- შენ კაცი ვერაფერს გაგიგებს რა ..
- კარგი წავედით?
- არა 
- რატომ?
- მეც უნდა ვითამაშო - მითხრა და დინოზავრი მომაჩეჩა ,თოფი ხელში აიღო, სულაც არ გამკვირვებია როცა მოიგო,სათამაშო აიღო და მომიბრუნდა,ოდნავ გამიღიმა და თვალი ჩამიკრა
- ეს შენ - მიმითითა მის ხელში არსებულ წითელ ჩიტზე,რომელიც გაბრაზებული თვალებით იყურებოდა ( angry bird-ში რომ წითელი ჩიტია ,ის ) 
- მე რატომ?
- იმიტომ ,რომ გგავს - მითხრა ,ისევ ჩამიკრა თვალი ,თან გვერდი ამიარა ,ჩიტს დავაკვირდი
- სულაც არ მგავს 
- დამიჯერე გგავს 
- რითი მგავს 
- თუნდაც მისი ფერი შენი თმის ფერი,რომ არის იმით
- ეს სულაც არ ნიშნავს იმას ,რომ მე მგავს 
- გგავს,გგავს -თან წინ მიდიოდა თან მელაპარაკებოდა 
- არა ,არ მგავს..სულაც არ მგავს ,მე სხვანაირი თვალები მაქვს ,არც ნისკარტი მაქვს - გაბრაზებულმა წამოვიძახე ,თან ისევ ჩიტს ვაკვირდებოდი
- ბარბარე ,ნუ მარჩიელობ ,რომ გითხარი ესეიგი გგავს
- სულაც არ გამოგდით დაკვირვება - ბუზღუნით ჩავილაპარაკე 
- ძალიან კარგადაც გამომდის
- არ გამოგდით!
- კარგი! -დაიღრინა და მომიტრიალდა - შენ თუ გამოგდის ,მაშინ მითხარი რითი მგავს ეს მწვანე დინოზავრი?
- აჰა ,ესეიგი სამაგიერო გადამიხადეთ ხომ?-ხელები გულზე დავიკრიფე
- ზუსტად - თამამად მიპასუხა-ახლა მითხარი რითი მგავს
- თქვენსავით ცივი გამოხედვა აქვს - ვუთხარი და ხელები გულზე დავიკრიფე ,აშკარად არ ესიამოვნა ,გამიხარდა მისი გაბრაზება რომ მოვახერხე - მე რითი მგავს?
- შენსავით საყვარელია - მითხრა და გასასვლელისაკენ გაემართა.. 


თავი 13
-სასიამოცნო იყო თქვენთან ერთად მივლინების გატარება - ვეუბნები ტირანს მას შემდე რაც ჩვენი ჩანთები ავიღეთ, უკვე თბილისში ვართ, მონატრებულ ჰაერს ხარბად ვისუნთქავ
-ჩემთვისაც- მიღიმის მაგრამ ვატყობ უხასიათოდ არის ,მეც ასე ვარ,ეს საუკეთესო დასვენება იყო ჩემთვის ,სულაც არ მინდოდა ასე მალე დამთავრებულიყო..
ტაქსისკენ მივდივარ,ჩემოდანი ტირანს მოაქვს ,მძღოლს მისამართს ვეუბნები და სანამ ჩავჯდები დემეტრეს ვუყურებ
-არ ჯობდა კომპანიის მანქანით წასულიყავი?-მეკითხება ის ,მას შემდეგ რაც ჩემოსანს საბარგულში დებს
-არა ,ასე მირჩევნია-ვიცოდი მასთან ერთად მგზავრობის შემდეგ უფრო გამიჭიდებოდა დამშვიდობება ,სამსახურში კი ვნახადი მაგრამ იქ ის უფროსია ,მე კი ასისტენტი..
-შენი ძმა ,მამა ,რატომ არ დაგხვდნენ?
-დემნასთვის არ მითქვამს რომელზე ჩამოვდიოდი,სურპრიზი მინდა გავუკეთო
-მამა?
-იცით,მასთან ამჟამად არც ისე სახარბიელო სიტუაცია მაქვს -ასვალტს მივშტერებივარ და ისე ვეუბნები
-გასაგებია
-კარგით,აბა ორშაბათამდე -ვუღიმი,თან ხელს ვუწვდი ჩამოსართმევად ,ცოტახანს ჩემს ხელს უყურებს ,შემდეგ მე , მოულოდნელად ხელს მართმევს ,მისკენ მიზიდავს და გულში მიკრავს ..
უცებ ირევა ყველაფერი, მისი დიდი ხელი კისერზე აქვს შემოხვეული,მეორე წელზე,მთელი სხეულით ვგრძნობ მის სურნელს ,მომენტალურად თვალებს ვხუჭავ რომ უკეთესად შევიგრძნო, ვგრძნობ როგორ უცემს გული და ჩემიც ისევე იწყებს ცემას ,თითქოს ერთმანეთს ფეხს უდგამენო..მაგრად მიკრავს გულში,ხელის გაშვებას არ ჩაქარობს ,ცხვირი ჩემს თმაში აქვს ჩარგული..ცოტახანს ასე ვდგავართ ,შემდეგ უხმოდ მშორდება 
-ორშაბათამდე - ამბობს და მიდის ,მანამ არ ვჯდები მანქანაში სანამ ის არ მიდის , ბედნიერების შეგრძნება მაქვს ,ისეთი თითქოს მთელი ცხოვრება ამას ველოდი, ნიკასთანაც კი არ განმიცდია ასეთი რამ ,მიუხედავად იმისა,რომ ჩემი ქმარი იყო..ხო ქმარი, სკოლის დამთავრებისთანავე დავქორწინდით, აქედან რომ შეხედო ბავშვური ქარაფშუტობა უფრო იყო ,მაგრამ მიყვარდა ,ძალიან მიყვარდა ,თუმცა ასეთი გრძნობა არ მქონდა ,ის რასაც ტირანის მიმართ ვგრძნობ სულ სხვაა ,რა ?-თვითონაც არ ვიცი ჯერ ..
-გოგონა ,მოვედით - ფიქრებიდან გამოვყავარ ტაქსის მძღოლს ,ფულს ვაწვდი, ჩემოდანი გადმოაქვს და ჩქარა ავრბივარ კიბეებზე , კარებს კი არ ვაღებ ვგლიჯავ ,ჩემოდან დერეფანში ვტოვებ და ყვირილით შევრბივარ
-დემე,დემნააა!!!- გაკვირვებული სიფათით გამოდის საძინებლიდან ,ჩემს დანახვაზე სახეზე ღიმილი ეფინება , მასთან მივრბივარ და ზედ ვახტები - როგორ მომენატრე!!- მის კისერში ვრგავ თავს
-მეც ჩემო გიჟქალა ,მეც - სიხარულით მაბზრიალებს ,შემდეგ ფრთხილად მსვავს- მოიცა არ უნდა გეთქვა ამ დროს თუ ჩამოდიოდი?
-სურფრაიზზ- დავიყვირე ,ჩემოდანი შემოვიტანე-მარიამი სადაა?
-აა ,დედამისს შეურიგდა და იქ გადავიდა საცხოვრებლად- ცოტა გული მწყდება - რა დაემართა არ ვიცი,ორი დღეა არ მოვუკითხივარ -მოწყენილი იძახის,ვხვდები რაც დაემართა ,ამის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობ
-დაველაპარაკები
-ხო რა ,ვერ ვეგუები ეგეთს ,თუ უნდა მატენოს ეს ბულიონები-მის ნათქვამზე მეცინება 
-კაი
-აბა ,რა ჩამომიტანე?-მეკითხება ბავშვური ,ეშმაკური ღიმილით
-ბუს კვერცხები-ვეჯღანები
-ნუ მაიმუნობ!
-კაი ხო, აჰა შენ - ჩემოდნიდან საჩუქრი ამომაქვს 
-ვაა რა მაგარიაა-გახარებული ყვირის და ათვალიერებს - და ,ეს რა არის?
-რა და შენ ხომ სიმღერა გიყვარს ,ხოდა ჩამწერი მოწყობილობაა , ასეთი გქონდა ადრე ,მაგრამ ეს უახლესი მოდელია ,ხმის გადაკეთებაც შეგიძლია 
-ვაა ,ჯიგარი ხარ რა ბარბი ,ვგიჟდები შენზე -გახარებული მეხუტება -მარის რა ჩამოუტანე?
-ეგ მე ვიცი-თვალს ვუკრავ,ოთახში შევდივარ და შხაპს ვიღებ,შავ ელასტიკს ,ვარდისფერ უბრალო ზედას,ჯინსის ქურთუკს,ბოტასებს ვიცვავ ,საჩუქარს ვიღებ და სახლიდან გავდივარ
*****
სწრაფად ვაკაკუნებ ,ცოტახანში საკეტის გადატრიალების ხმა მესმის ,კარიც მალე იღება და მარიამის სახე ჩნდება ,გაოცებული მიყურებს
-ჩამოხვედი?
-დიახ 
-არ ვიცოდი ,თორემ დაგხვდებოდი
-ისევ მიბრაზდები?
-არა- მეუბნება ,მიღიმის და მეხუტება
-აბა რატომ გაქვს მკწყენილი ხმა?
-შემოდი ჯერ-კარებს ფართოდ აღებს,მეც შევდივარ უზარმაზარ ბინაში ,მარის დედას ვესალმები ,შემდეგ კი სამზარეულოსაკენ მივაბიჯებ ..
-ეს შენ - საჩუქრის ყუთს ვაწვდი
-რა არის?
-რაც ყოველთვის გინდოდა ის -ღიმილით ვეუბნები, სახე უნათდება
-არ მითხრა რომ ეს..
-კიი
-აუ ბარბი ჯიგარი ხარ რა - გახარებული მეხუტება 
-ვიცი
-მოყევი აბა როგორი იყო დასვენება ტირანთან ერთად - თან ყავას ადუღებს თან მეუბნება
-ძალიან კარგი, შესანიშნავი-ვეუბნები და იმის გახსენებაზე ,როგორ ჩამეხუტა ტირანი მეღიმება ,რასაც მარიამი მაშინვე ამჩნევს
-რატომ იღიმი?
-ჩამეხუტა -ვამბობ მორცხვად
-რაა?- გაღიმებული მიჯდება გვაერდით
-ხო, ვემშვიდობებოდი და ჩამეხუტა
-მერე?
-მერე არაფერი, წავიდა 
-შენ არ შეეწინააღმდეგე?
-არა
-რატომ?
-არ ვიცი-მხრები ავიჩეჩე,თან ისევ ჩამეღიმა
-ოჰო , აი ეს მესმის
-რა ?
-ვიღაცას ტირანი მოსწონს
-გაჩუმდი- თან გამეღიმა
-მაგრამ..
-რა მაგრამ
-ნიკა?-შეპარვით მკითხა
-ხოო,ეგ პრობლემაა ,მაგრამ ჯერ მაქამდეც არ არის საქმე,მხოლოდ ჩამეხუტა 
-უნდა მოვაგვაროთ ეგ საკითხი
-იმედი მაქვს არასოდეს გამოჩნდება
-ისევ გიყვარს?
-არ ვიცი,მგონი აღარ ..მაგრამ
-მაგრამ რა?
-პირველი სიყვარულია მაინც..რომ გამოჩნდეს არ ვიცი რას ვიზამ- მარი სკამიდან დგება და მეხუტება,
-ყველაფერ კარგად იქნება 
-მხოლოდ ის ვიცი ,რომ ვერ ვაპატიებ
*********
-შემოდით
-შეიძლება ბატონო გურამ?
-რა ხდება?
-თქვენთან სტუმარია
-ვინ სტუმერი?
-ახალგაზრდა ქალია,ამბობს გურამთან მნიშვნელოვანი საქმე მაქვსო
-შემოუშვით- სავარძელში ჩაჯდა, პიჯაკი გაისწორა და ღრმად ამოისუნთქა
-გამარჯობათ ბატონო გურამ - ოთახში ახალგაზრდა ქალი შემოდის 
-გამარჯობათ - ფეხზე დგება და ხელს ართმევს -დაბრძანდით
-თქვენთან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს
-გისმენთ
-ამ დილით, ჩემმა ერთ-ერთმა კურიერმა თქვენი ქალიშვილი დემეტრე ჯაყელთან ერთად დააფიქსირა 
-სად?- სავარძელში გასწორდა , მაგიდას ხელებით დაეყრდნო და სმენად იქცა 
-აეროპორტში, ჩახუტებულები იყვნენ ..
-იქნებ გეშელბათ,რამდენადაც ვიცი ჩემი ქალიშვილი მას არ იცნობს 
-ჩვენ ფოტოებიც გვაქვს -ამბობს და ჩანთიდან ამობეჭდილჯ ფოტოები ამოქავს ,მაგიდაზე შლის - ის ფაქტი,რომ ცალ-ცაკე წავიდნენ ,ჩვენში უფრო მეტ ეჭვს აღვიძებს
-რა ეჭვს?
-ის რომ თქვენი ქალიშვილი დემეტრე ჯაყელს ხვდება,ამ ფაქტს კი მალავენ
-რაში უნდა სჭირდებოდეთ ამის დამალვა?
-არ ვიცით,მაგრამ გვსურს პრესაში დავბეჭდოთ ამის შესახებ, აქ თქვენი კომენტარისთვის მოვედით,როგორც მამის ..
ცოტახანს დაფიქრდა,ღირდა კი მის ქალიშვილზე პრესასთან საუბარი, რაში უნდა აწყობდეს ეს ,მაგრამ მეორე მხრიდან რომ შევხედოთ ეს მისი იმიჯისთვის კარგიცაა, იმ ნიკას შემდეგ ცნობილი და დიდი კომპანიის მემკვიდრის სიმამრობა მისი კომპანიისთვისაც კარგია..
-კარგით,მკითხეთ..-ქალმა ტელეფონი ამოიღო და ხმის ჩაწერას შეუდგა
-ბატონო გურამ ,როგორც გავიგეთ თქვენი ქალიშვილი ბარბარე დევდარიანი და დემეტრე ჯაყელი ერთმანეთს ხვდებიან ,სიმართლეა თუ არა ეს და იცოდით თუ არა ამის შესახბ?
-იცით ჩემს ქალიშვილთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა მაქვს ,ამიტომ სულაც არ მიკვირს ეს ფაქტი
-ანუ არ უარყობთ ,რომ ეს სიმართლეა
-დიახ არ ვუარყობ
-და რამდენად ახლოა მათი ურთიერთობა?
-ისინი მალე დაქორწინდებიან - უცებ თქვა ის რაც მოაფიქრდა ,ან რატომაც არა ,იცოდეს ხალხმა ასე
-ანუ ქორწინდებიან?
-დიახ 
*********დემეტრე (ორშაბათი)********
-გამარჯობათ ბატონო დემეტრე - ღიმილით მესალმაბე ანა შესასვლელში-
-გამარჯობათ ანა ,როგორ ბრძანდებით?
-კარგად თავად?
-თავადაც 
-მიხარია ,რომ დაბრუნდით
-ბარბარე მოვიდა?
-ჯერ არა ,მაგრამ ალბათ მალე მოვა ...უი ხო გილოცავთ - გამიკვირდა ,ვერ მივხვდი რას მილოცავდა ,შემდეგ ჩავთვალე ,რომ პროექტში გამარჯვებას გულისხმობდა
-გმადლობთ
-როდის აპირებდით თქმას?
-რავი,ისედაც მეგონა იცოდით
-არა ,დილით გავიგე ,სტატიიდან
-ანუ ჟურნალშიც დაბეჭდეს?- გამიკვირდა 
-დიახ ..
მას დავემშვიდობე და კაბინეტში შევედი, სავარძელში ჩავეშვი ,მოუთმენლად ველოდი ჩემი მშვენიერი ასისტენტის მოსვლას
-შეიძლება?-აი ისიც ,თავისი ლამაზი ღიმილით შემოანათა
-შემოდი ბარბი- ვუთხარი და გავუღიმე ,ულამაზესი იყო, სადა კრემისფერი სარაფანი და ბალეტკები ეცვა 
-გნებავთ რამე?
-ყავა შემომიტანე და შენთვისაც შემოიტანე
-ჩემთვის?-გაკვირვებულმა მკითხა
-ხო,ერთად დავლიოთ
-კარგით-ისევ გაეღიმა და გავიდა ,ცოტახანში ფინჯნებით ხელში დაბრუნდა ,მაგიდაზე დამიდო ჭიქა და წინ ჩამომიჯდა 
-აბა ,როგორ დაისვენე?
-კარგად
-შენს ძმას რა რეაქცია ჰქონდა?
-ძალიან გაუხარდა ,თუმცა მერე გაბრაზდა რომ არ შევატყობინე ჩამოსვლის დრო
-არ გინდა გამაცნო?
-დემნა?-გაკვირვებულმა მკითხა
-ხო
-რავი,კარგით - მხრები აიჩეჩა
-ძალიან კარგი, ალბათ გგავს 
-კი ძალიან , ზუსტად ჩემნაირია ,ტყუპები ვგონივართ ხოლმე
-ხოო..უი , აი საბუთები-ხელში ქაღალდები მივაჩეჩე - ბუღალტერიაში ჩაიტან?
-კი რა თქმა უნდა - ქაღალდებს მართმევს , ყავას ვსვავთ და შემდეგ გადის...
-ბატონო დემეტრე 
-გისმენ ანა
-თქვენთან არიან
-ვინ არის ?
-გურამ დევდარიანი-გვარი მეცნო
-შემოუშვი - ვეუბნები და ფეხზე ვდგები, ოთახში ჭაღარა ,ცისფერთვალება კაცი შემოდის ,ამაყად ,ცივი გამოხედვით მოაბიჯებს ,ხელს მართმევს და დაუკითხავად მიჯდება წინ 
-მე ბარბარეს მამა ვარ-იძახის და ახლა ვხვდები ვის ვამსგავსებდი
-სასიამოვნოა -მეც სავარძელში ვჯდები-რამ შეგაწუხათ?
-მინდა გითხრათ ,რომ ძალიან მიხარია თქვენი ურთიერთობა
-ბატონო?-გაკვირვებული ვკითხულობ
-ძალიან გამიხარდათქო-იძახის და ჟურნალს წინ მიდებს , წარწერას ვაკვირდები ,,ქართველ გულთამპყრობელ დემეტრე ჯაყელისა და ბარბარე დევდარიანის საიდუმლო რომანი " 
-ეს რაარის?
-ეს სტატიაა თქვენზე 
-მაგრამ ეს სიცრუეა ,მე დაბარბარეს არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს - კაცს სახეზე ირონიული ღიმილი ეხატება 
-მაგრამ აქ ფოტოებიცაა
-ხო ვემშვიდობებოდი და მეგობრულად ჩავეხუტე -ვცდილობ თავი გავიმართლო
-ხოდა პრესამ ეს სულ სხვანაირად აითვისა,ახლა ცოლადაც უნდა მოიყვანო
-ბატონოო?
-რა ვერ გაიგე ,ჩემი ქალიშვილი ცოლად უნდა შეირთო
-გითხარით ჩვენ არანაირი ურთიერთობა არ გვაქვსთქო
-ნუ სულელობ შვილო, ეს ორივეს გვაწყობს ,ჩვენს კომპანიებსაც ,მეტ შემოსავალს მოგვიტანს ,ერთგვარი გარიგებასავითაა ..
-თქვენ რა გინდათ თქვენი ქალიშვილი ფულზე გაყიდოთ?-ვხვდები ,როგორ მაწვება სისხლი
-ეს მხოლოდ გარიგებაა, თან ბარბარე წინააღმდეგი არაა,მისთვის ეს ფუფუნებაში ცხოვრების ტოლფასია
-თქვენ რა მას ელაპარაკეთ?
-კი და თანახმაა
-ახლავე გადით!
-რა?
-წადით აქედან !!- დავიღრიალე ,კაცი ადგა ,ოდნავ ჩაიცინა
-დაფიქრდი-თქვე და წავიდა 

*****ბარბარე*******
-ბარბი სად იყავი, დემეტრე გეძებს?
-ბუღალტერიაში,რა მოხდა?
-არ ვიცი,გეძებს ..
მისი კაბინეტისაკენ მივდივარ,ვაკაკუნებ და კერებს ვაღებ,ფეხზე დგას და ფანჯარაში იყურება
-მეძახდით?
წამში ბრუნდება ,კისერზე ძარღვები დაჭიმული აქვს ,შეშლილი სახით მიყურებს ,საშინლად გაბრაზებული,ნაპერწკლებს ყრის თვალებიდან ..მის დანახვაზე შიშის გრძნობა დამეუფლა 
-ეს რა ჯანდაბას ნიშნავს !! -დაიღრიალა და ხელში ჟურნალი ააფრიალა
-რაა?
-აი ეს , საიდან მოიტანა მამაშენმა რომ ვქორწინდებით?!
-ვერ ვხვდები რას ამბობთ
-თავს ნუ იშტერებ!-ჟურნალს მაგიდაზე ხმაურიანად ახეთქებს -ახლა კიდევ მეტყვი ,რომ შენთვის ფული მთავარი არ არის? ,ისევ იტყვი რომ ის ფული მაშინ სხვისთვის გჭირდებოდა?
-დემეტრე ზედმეტი მოგდის !-ვხვდები რგორო მიპყრობს ბრაზი
-კიდევ მე მომდის ზედმეტი?-ჩემს წინ ჩერდება -შენ მე გამომიყენე ,დამიახლოვდი და როგორც კი გენდე შანსი ხელიდან არ გაუშვი პრესის ყურადღება მიგექცია , ყოჩაღ,კარგად ითამაშე უბრალო გოგოს როლი , მაგარი ხარ
-რა სისულელეა ,არაფერსაც არ ვთამაშობდი
-მაშინ როგორ ახსნი იმ ფაქტს ,რომ ყველა ჩვენს მოსალოდნელ ქორწილზე ლაპარაკობს?
-რა?!-გაოგნებულმა წამოვიძახე 
-ვითომ არ იცი ხო,ყოჩაღ,კარგად დაგიგეგმავთ ყველაფერი..მაგრამ იცოდე ,შენს ცოლად მოყვანას ამ სულელური ჭორის გამო არ ვაპირებ -ხმა გაებზარა
-თქვენი ცოლობა სულაც არ მინდა ,როგორ იფიქრეთ რომ ფულის გამო გავთხოვდებოდი!
-მართლაა- გაეცინა ,შემდეგ გაბრაზებული თვალები მომაპყრო- ფულის გამო თუ ჩემთან წვებოდი ,ვითომ გათხოვებას რატომ არ დასთანხმდებოდი,ეს ხომ უკეთესია ,ერთ ღამეში აღებული ფული მალე დაიხარჯება ,მაგრამ მდიდარი ქმარი..სამუდამოდ კარგი ცხოვრებისა და სახელის გარანტია ,ხომ ასეა..სწორედ ასე იქცევიან შენნაირები - მისი ნათქვამი იმდენად მომხვდა გულზე გავმწარდი და სილა გავარტყი
-როგორ ბედავთ !!- არ გაბედოთ ჩემთან ასე ლაპარაკი, მე არავის ვაბამ , არასოდეს ვყოფილვარ ფულის ხამი, არასოდეს!
-ხო აბა რა ,ჩემს თავზე მაინც არ მქონდეს გამოცდილი ! 
-მაშინ თქვენთან იმიტომ მოვედი რომ ჩემი ძმა კვდებოდა !!!-დავიღრიალე -ჩემი დემნე კვდებოდა ,სიმსივნე ჰქონდა ! 
სახე შეეცვალა ,მე ცრემლები წამომივიდა
-რა?
-ხო,ფული მისი ოპერაციისათვის მჭირდებოდა..ჩემი ძმა კვდებოდა ,არავინ მაძლევდა ფულს ,ამიტომ დავთანხმდი თქვენს შემოთავაზებას ,მხოლოდ ამიტომ !,მაგრამ თქვენ ,თქვენ საერთკდ ვერ გამიცანით,რა აღარ იფიქრეთ იმის გარდა რომ ეგ ფული საყვარელ ადამიანს დავახარჯე ,ასე რა უფლებით მელაპარაკებით, მე ის ვარ რაც საფრანგეთში ვიყავი,ის ვარ რაც მანამდე ვიყავი..მე არ ვთამაშობ!!
-ანუ,ის ფული,მაშინ შენი ძმისთვის მთხოვე?- ხმა გატეხილმა მკითხა 
-ხო
-მაშინვე რატომ არ მითხარი?
-რა მინდოდა , მერჩივნა ისე დამეტოვებინა როგორც იყო..ეს ამბავი ტკივილს მაყენებდა
-ჯანდაბა ბარბარე !- ხელები თავზე გადაისვა -რამდენი საშინელება გითხარი იმ დღის შემდეგ ,ასე ჩუმად როგორ იყავი ,როგორ!
-ასე მოხდა -ოდნავ დამშვიდებულმა ვუთხარი-თქვენ კი, თქვენ რა გააკეთეთ ,ამ სულელ სტატიას და სხვებს ენდეთ, ასეთი რამ როგორ იფიქრეთ ჩემზე ,ასეთი როგორ გამომიყვანეთ..რამდენჯერ გითხარით ,რომ ის ფული პირადი მიზეზებისათვის მინდოდა,რამდენჯერ გთხოვეთ ეს თემა არ განგეხილათ ,დაგევიწყებინათ!
-ვიცი,მაგრამ ვერ შევძელი..ვხვდებოდი სხვანაირი იყავი, ჩემს თავს ვებრძოდი,ერთ დღეს ასე იქცეოდი,მეორე დღეს ისე , ძალიან მაბნევდი..
-ახლა იცით მიზეზი,იმედი მაქვს დამშვიდდებით - ნაწყენამა ჩავილაპარაკე , აცრემლებული თვალები მივანათე და წასასვლელად მოვემზადე 
-არ იტირო - მითხრა აღელვებულმა 
-თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს -კბილებში გამოვცერი
-აქვს! 
-კარგად იყავით - კარებისკენ ავიღე გეზი, უნდა გამეღო მაჯაში ხელი რომ ჩამავლო, თავისკენ შემატრიალა ,ტანზე ამიკრა და მაკოცა ... 


თავი 14

-მერე რა ქენი?
-წამოვედი
-ასე უბრლოდ?
-ხო მარი ,ასე უბრალოდ..წამოვედი და ორი დღით დასვენება ვითხოვე ,ხვალ დრო ამოიწურება და ისევ უნდა მივიდე 
-მაგრამ რატომ,შენ ხომ მოგწონს ის
-არ ვიცი რატომ,თვითონაც არ ვიცი,ეს იმდენად მოულოდნელი იყო,იმდენად რომ..დავიბენი- ღონემიხდილი დავეშვი საწოლზე,თავი ხელებში ჩავრგე..
-მამაჩემმა ეს როგორ გააკეთა ,ახლაც არ მჯერა
-არ ვიცი,მართლა არ ვიცი
-ამდენი საშინელების შემდეგ,კიდევ იგივეს იმეორებს ,რატომ სიამოვნებს ამ ადამიანს ჩემი ცხოვრების დანგრევა?
-დამშვიდდი
-ვერ დავმშვიდდები,ვერა სანამ არ დაველაპარაკები
-არ გირჩევ,ახლა გაღიზიანებული ხარ
-ძალიან დავიღალე
-იქნებ სჯობს სადმე წახვიდე ცოტახნით
-ეს პრობლემებისგან გაქცევა გამოდის ,მეკი არ ვარ ამდენად სუსტი
-ხო,მართალი ხარ
-უნდა წავიდე -ღრმად ამოვისუნთქე და ფეხზე წამოვდექი
-სად მიდიხარ?
-გურამ დევდარიანთან
-დარწმუნებული ხარ?
-ისე როგორც არასდროს-ღიმილით ვეუბნები და ჩანთას ვიღებ-უი ხო,დემნა დღეს თავის ძმაკაცთან რჩება 
-რომელთან?
-გიოსთან
-კარგია..-გამიღიმა,მერე ცოტახნით ჩაფიქრდა -ბარბი რაღაც უნდა გითხრა
-საღამოს ,ახლა უნდა წავიდე
-კარგი
************
-ბალბალე-სიხარულით მეუბნება გიორგი და კისერზე მახტება
-ჩემო საყვარელო,როგორ მომენატრე
-იტყუები,სენ მე აგალ მნახულობ უკვე დიდი ხანია
-მაპატიე ჩემო პატარა,გპირდები დღეიდან ხშირად გნახავ-ვეუბნები და ფუმფულა ლოყებზე ვკოცნი,ისე ჰგავს მამას , მასავით ცისფერი თვალები აქვს,დედამისს მხოლოდ შავი თმებით ჰგავს ,ისიც მკოცნის 
-ბარბარე რა პატივია , მიხარია რომ მოხვედი -ყალბი ღიმილით გვიახლოვდება მაია, მკოცნის და გიორგის ძიძას ატანს
-გურამთან მაქვს საქმე
-ისევ რამე დააშავა?-ეგრევე მეკითხება, მის პასუხზე წარბებს გაკვივებისგან ვწევ, მას ყოველთვის მამა მიაჩნდა მართალი
-როგორც ყოველთვის
-ის არ იცვლება ..მიხარია შენი ამბავი
-რა ამბავი?
-ქორწილი ,იმედი მაქვს დამპატიჟებ
-არანაირი ქორწილი არ იქნება მაია, ეს ტყუილია
-აბა გურამმა..
-მან მოიტყუა -არ ვაცადე დამთავრება , გაოცებისგან თვალები უფართოვდება 
-გასაგებია..ის თავის კაბინეტშია ,შეგიძლია შეხვიდე
-გმადლობ რომ ნება დამრთე-ირონიით ვუთხარი
-შენ ისევ ვერ მიტან
-შენ და მამა დედას ღალატობდით , როგორ შემიძლია მომწონდე
-მესმის,კარგი წავალ გიორგის მივხედავ-ეღიმება და მიდის ,იმაზე უხასიათო მეჩვენა ვიდრე ადრე ,ალბათ რაღაც მოხდა ..
კაბინეტისაკენ მივდივარ ,დაუკაკუნებლად ვაღებ კარებს , გურამი ისევ სავარძელშია გადაწოლილი 
-რა ჯანდაბას აკეთებ?-მაშინვე შეტევაზე გადავედი-რის მიღწევას ცდილობ
-არ მითხრა რომ არ გინდა იმ კაცზე დაქორწინება
-მაგას რა აზრი აქვს შენთვი,როდის ფიქრობდი იმაზე მე რა მინდოდა !
-მე ყოველთვის ისე ვიქცეოდი როგორც შენთვის სჯობდა!
-და რას ეძახი ამას ,როდის გაგიკეთებია ის რაც უკთესი იყო,შენს გამო ყოველთვის მე რატომ უნდა ვიყო უბდური?!
-შენ თვითონ იუბედურებ თავს შვილო
-სისულელეა, შენ გამაუბედურე მე , შენ დამინგრიე ცხოვრება ჯერ კიდევ თვრამეტი წლის ასაკში!!
-მაშინ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი, პატარა იყავი ოჯახისთვის
-მაგრამ მე ის მიყვარდა მამა!
-არ გიყვარდა , გაიზრდებოდი,შვილი გეყოლებოდა და მიხვდებოდი რომ დაიღალე , რომ შენც გინდა სტუდენტობა ,გართობა შენი თანატოლების მსგავსად ,მაგრამ ბავშვი გეჭირებოდა ხელში
-ეს გაქვს გასამართლებელ მიზეზად,ამით იმშვიდებ ხოლმე თავს როცა სინდისი გაწუხებს , როცა გახსენდება ,რომ შვილიშვილი მოკალი,მე შვილი წამართვი ,ქმარი წამართვი ,ოჯახი წამართვი ,მითხარი ეს გამშვიდებს?! -ავღელდი,წარსულის გახსენებამ უარესად გამომიყვანა წყობიდან
-არა-იმ წუთას იმაზე გულწრფელი მომეჩვენა ვიდრე არასდროს-არ მამაშვიდებს , ყოველ დღე ვნანობ, მაგრამ მჯერა რომ სოწად მოვიქეცი,მე მამა ვარ და არც ერთი მამა მისცემს ქალიშვილს უფლებას ცხოვრება დაინგრიოს
-მართალია არ მისცემს , მაგრამ შენ თავად უნგრევ შენს შვილებს ცხოვრებას
-ასე არაა 
-ასეა , შენ მამა არ ხარ ,შენ ადამიანი ხარ რომელიც მხოლოდ ფულზე და საკუთარ თავზე ფიქრობს ,შენ შვილები არ გიყვარს!-მივაძახე ,ჟურნალი მაგიდაზე დავაგდე და გარეთ გამოვვარდი , კარებში მაიამ გამაჩერა
-ეს წაიღე , გუშინ გადააგდო -ხელში ჩვენი საოჯახო პორტრეტი უჭირავს 
-გმადლობ-ვართმევ და გარეთ გამოვდივარ..
უკვე გვიანია ,პირდაპირ სახლში მივდივარ ,კარგიც არის ამაღამ მარტო თუ ვიქნები ,კარებს ვაღებ ,ოთახში შევდივარ და ფეხსაცმელებს იქვე ვიძრობ, ვიცვლი,დივანზე ვეშვები, წიგნს ვიღებ ,წაკითხვას ვცდილობ მაგრამ გულს ვერ ვუდე..სურათს ვაკვირდები, იმდენად ბედნიერები ვართ,ახლაღა ვამჩნევ დედაჩემის სახეზე ყალბ ღიმილს, აქამდე ეს არასოდეს შემიმჩნევია,ყოველთვის მეგონა ,რომ ბედნიერი ოჯახი მყავდა , მაგრამ ვცდებოდი, თავს სავარძლის საზურგეს ვადებ, ოთხად ვიკუნტები და ფიქრებში მივდივარ :
,, -რა მოხდა ?- ძალამიხდილი ვეკითხები ჩემს თავთან მდგარ ექთანს
-დამშვიდდით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა,ყველაფერი რიგზეა 
-რა,რა ოპერაციამ, სრულიად ჯანმრთელი ვიყავი- ანერვიულებული ვცდილობ საწოლზე წამოჯდომას,მაგრამ შეერთებული წვეთოვანის გამო ვერ ვახერხებ 
-დიახ ვიცი რომ სრულიად ჯანმრთელი იყავით
-მაშინ რა ხდება ,რა ოპერაცია გამიკეთეთ - მუცელში დიდ ტკივილს ვგრძნობ ,იმდენად დიდს რომ ვკივი-რა ჯანდაბა მჭირს ,რა გამიკეთეთ!!
-დამშვიდდით,ექიმს დავუძახებ ახლავე -იძახის და პალატიდან გარბის,ცოტა ხანში თეთრხალათიანი ექიმი შემორბის და წვეთოვანში ნემსით რაღაცას უშვებს
-რას მიკეთებთ! -ვყვირივარ განწირული -რას მიკეთებთ, მე ორსულად ვარ, ორსულად ,ძალიან მტკივა,რატომ მტკივა !!
-გოგონა თქვენ ორსულად აღარ ხართ
-რაა ,რას ბოდიალობ ,მე ორსულად ვარ!!
-თქვენ აბორტი გაგიკეთდათ - მინდა ვიყვირო,ყველაფერი დავლეწო ,მაგრამ წამალი მოქმედებს და მეძინება" 
თვალებს ვახელ და ობლად ჩამოვარდნილ ცრემლს ცერა თითით ვიწმენდ ,ხელს მუცელზე ვიდებ , ახლა ალბათ ჩემი პატარა ორი წლის იქნებოდა , ლამაზი ცისფერი თვალები ექნებოდა და მამამისივით შავი თმა..

*************
სწრაფად მივაბიჯებ ოფისის ფოიეში, მხოლოდ ჩემი ფეხსაცმელების ხმა მესმის ,დემეტრესთან მოსალოდნელი შეხვედრით გამოწვეული ნერვიულობა იმდენად მეტყობა ანაც კი ამჩნევს , არ მინდა უფროსის ნახვა ,ამიტომ კაბინეტში ჩანთას ვდებ და ანასთან შევდივარ..
-რა გჭირს,რაღაც ძალიან ღელავ
-სულაც არა,უბრალოდ გეჩვენება
-ისე ,არ უნდა გეთქვა ერთად თუ იყავით შენ და დემეტრე?-ცოტახნის დუმილის შემდეგ მეკითხება
-არ ვართ ერთად, პრესამ შეცდომით დაწერა ყველაფერი
-აა,მე მეგონა..კაი არაუშავს -ხელს იქნევს და სავარძლის საზურგეს ეყრდნობა-ბატონი ილია რამდენიმე დღეა არ გამოჩენილა 
-ხო, მივლინებაშია წასული
-საად?
-გერმანიაში
-არ ვიცოდი, მეც არ გამიკვირდა რატომ არის ოფისსში მოწყენილობათქო
-ხო, ილია ძალიან პოზიტიური ადამიანია 
-თქვენ ძალიან ახლოს ხართ ხომ ერთმანეთთან ?
-კი, ვმეგობრობთ
-მხოლოდ მეგობრობთ?
-რა თქმა უნდა , სხვა რა უნდა იყოს
-არა მე მეგონა ერთმანეთი მოგწონდათ-უხერხულად იშმუშნება ,თან ჩემს გამომეტყველებას აკვირდება ,სიცილი მივარდება 
-არა რა სისულელეა , მე და ილია? -ისევ ვიცინი- დამშვიდდი მხოლოდ მეგობრები ვართ - მეჩვენება თითქოს შუბლი ეხსნება , ეღიმება ,შემდეგ სიცილში მყვება 
-ხო,რავიცი-თვალებმოჭუტული ვუყურებ 
-შენ რა ილია მოგწონს? - სახეზე აშრება ღიმილი,ახველებს და მერე ეღიმება ,მის გამომეტყველებაზე ვხვდები მართალი ვარ- აქამდე რატომ არ მითხარი?
-მეგონა შენ მოგწონდა - მხრებს იჩეჩს
-ოხ ანუშკი, ანუშკიი, რა სულელუკა ხარ- ვიცინი ,კიდევ ბევრს ვსაუბრობთ ,შემდეგ ვკადრულობ კაბინეტში დაბრუნებას ..
შესვლა და დემეტრეს მზერასთან გადაყრა ერთია , თვალს ვარიდებ და კომპიუტერში ვცდილობ საქმის გამონახვას , მანიშნებს შემოდიო ,მეც ფეხს ვითრევ შემდეგ კი უხმოდ შევდივარ
-გნებავთ რამე?
-კი - ისე მეუბნება არც წევს თავს
-რა?
-შენთან საუბარი
-ახლა არა
-რატომ? 
-სამუშაო საათებია-
-მაშინ სამუშაო საათების შემდეგ - კბილებიდან სცრის
-სახლში უნდა წავიდე ,დემნას უნდა მივხედო
-დავიჯერო ხუთი წუთი არ გაქვს?- უტეხად ვუყურებ თვალებში , თვითონაც მიყურებს ,შემდეგ თვალს მარიდებს -კარგი გადი- მეუბნება და მეც მაშინვე ვასრულებ მის მოთხოვნას ...
****
-გიყვარს?-
-არ ვიცი
-გინდა მასთან საუბარი?
-არ ვიცი
-სხვა ქალთან ,რომ დაინახო რას იზამ?
-არ ვიცი
-აბა რა იცი ბარბარე?-გაღიზიანებული მეკითხება
-მეშინია 
-რისი?
-ისევ გულის გატეხვის 
-დემეტრე ეგეთი არ ჩანს 
-არც ნიკა ჩანდა 
-უნდა სცადო
-ვიცი
-მერე რა გიშლის ხელს ?
-შიში
-შენ მშიშარა არასოდეს ყოფილხარ
-ახლა გავხდი
-უნდა დაამარცხო შიში
-ვიცი,მაგრამ არ გამომდის 
*****
ერთი კვირა ისე გადის ტირანთან მხოლოდ საქმიან თემაზე ვსაუბრობ, მას რა თქმა უნდა სურს ჩემთან საუბარი მაგრამ თავს ვარიდებ ,ამაზე კი ძალიან ბრაზდება..ხვალ შაბათია ,წესით უნდა ვისვენებდე ,თუმცა პროექტი მაქვს მასთან ერთან განსახილველი, მასთან უნდა მივიდე სახლში, ვგრძნობ ყველაფერს იზამს იმ თემაზე მელაპარაკოს, ამისთვის მზად ვარ ..არა არ ვარ, ძალიან ვღელავ ..
******
კიბეებზე ავდივარ, კარებზე ვაკაკუნებ ,მაგრამ არავინ მიღებს ,სახელურს ვაწვები, ღიაა ,შიგნით შევდივარ
-ბატონო დემეტრე ! -ვყვირივარ, ხმას არავინ იღებს - დემეტრეე!!-კიბეებზე ნაბიჯების ხმა ისმის ,უფრო ქუსლების ,ნუთუ ქალი ჰყავს სახლში,ვგრძნობ როგორ იმატებს პულსაცია ,ისევ ის ქალი, მართა თუ მარტა , ალბათ ისევ ისაა ,მაგრამ ვცდები, ახალგაზრდა შავგვრემანი ქალია ,ძალიან ლამაზია უნდა ვაღიარო, ეს კიდევ უფრო მძაბავს , თვალს მიკრავს და გვერდს მივლის ,ქურთუკს იღებს და მიდის..
ხუთი წუთი გაშტერებული ვდგავარ კარებთან, გული მტკივა ,წესით არ უნდა მტკიოდეს ,ცრემლები მაწვება,ვტრიალდები რომ წავიდე 
-ბარბი - დემეტრეს ხმა მაჩერებს ,შეტრიალებას ვერ ვბედავ ,არ მინდა აცრემლებული დამინახოს-რატომ მიდიხარ?
-....
-ბარბი, შემომხედე - ვგრძნობ როგორ მიახლოვდება, მხრებში ხელს მკიდებს და მისკენ მაბრუნებს , თვალები დაბლა მაქვს დახრილი,არ მინდა ავხედო,ვიცი მის მზერას ვერ გავუძლებ..
ხელს მკიდებს და თავს მაწევინებს - რა გჭირს ,შენ რა ტირი? - ვხედავ ,როგორ ეღიმება 
-არა - ძლივს ვიღებ ხმას 
-კი,აცრემლებული გაქვს თვალები ,მითხარი რა გატირებს !
-არ ვტირი !-უხეშად ვეუბნები ,თან მის ხელს ვიცილებ 
-რა სულელი მყავხარ - იძახის და ცდილობს გულში ჩამიკრას ,მაგრამ ვიშორებ - შენ რა ეჭვიანობ?
-სულაც არა 
-კი ეჭვიანობ -ეღიმება 
-არა!
-კი
-არა!
-კი!
-ააარაააა!!
-არ გიყვარვარ?
-კი -მოულოდნელად ვიძახი და სახეზე ღიმილი ეხატება 
-მეც 
-გეტყობა 
-რა?
-როცა ვინმე უყვართ სხვა ქალებთან არ ერთობიან 
-რას ამბობ?-სახე უსერიოზულდება
-იმ ქალს ...ისე ის მარტინი სად არის, უკვე მოგბეზრდა?-ვცდილობ გაღიზიანება არ დამეტყოს ,დემეტრეს ეცინება რაც უფრო მაღიზიანებს 
-ჩემი ეჭვიანი -ლოყებს მიწელავს , წარბშეკრული ვუყურებ - რა გაქვს საეჭვიანო, პატარა სულელუკა ..ეს ლამაზი გოგონა
-აჰ ესეიგი ლამაზი ხო?
-რა არ იყო ლამაზი?
-კი- ჩავიბურტყუნე 
-ხოდა მაცადე -იცინის-ეს ლამაზი გოგონა ჩემი დეიდაშვილია,წუხელ ჩემთან დარჩა ,მოსკოვში ცხოვრობს და ჩამოვიდა ერთი კვირით
-დეიდაშვილი?
-ხო ,დეიდაშვილი..მართა ,ნუ შენ როგორც ეძახი ქალბატონი მარტინი -იცინის-დიდი ხანია აღარაა ჩემს ცხოვრებაში
-მარტო დარჩი?-ეშმაკური ღიმილით ვეკითხები
-არა ,შენ მყავხარ- მეუბნება და გულში მიხუტებს -ჩემი ეჭვიანი ეკალი ..


თავი 15

-ჯერ არ წახვიდე რა - მეხვეწება და ხელებს უფრო მაგრად მხვევს , მეც უფრო ვინაბები მის მკლავებში და თავს უფლებას ვაძლევ მოვდუნდე , ცხვირს კისერზე ვუხახუნებ, როგორი ძლიერი და დაკუნთულია,კისერზე ძარღვები ეჭიმება რაზეც მეცინება - რა გაცინებს?
-არაფერი - ვეუბნები და კიდევ უფრო ვეკვრი გულზე ,ცხვირს თმაზე მისვავს ,მკერდის მოძრაობით ვხვდები რამდენად ხარბად ისუნთქვას ჩემს სურნელს და მეღიმება
-ეს სუნი მაბრუებდა მეთელი სამი თვე - თვალდახუჭული მეუბნება,მეცინება ,თან ბედნიერებისგან ვივსები
-იმიტომ დადიოდი ტირ..მკაცრი სახით?
-ხო, ვცდილობდი არ შემტყობოდა - მიცინის და თვალს მიკრავს ,მეც ვუცინი ..ცოტახანს ასე ერთმანეთზე აკრულები ვზივართ ,შემდეგ მისი მარწუხებიდან ვინთავისუფლებ თავს და ფეხზე ვდგები, გაბრაზებული მიყურებს მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ
-უნდა წავიდე - ვიძახი თან საათს ვუყურებ -უკვე ძალიან გვიანია ,მთელი დღეა აქ ვარ
-ხოო,მეგონა მხოლოდ ხუთი წუთის მოსული იყავი -საათს უყურებს ,ჩანთას ვიღებ და შემოსასვლელისკენ ვიღებ გეზს - არ წახვიდე რა ,დარჩი კიდევ ცოტახანს - მეხვეწება ,თან კარებთან იჭიმება ,მეცინება
-არა უნდა წავიდე - ჩემთან ძალიან ახლოს მოდის ,თვალებში მიყურებს ,შემდეგ მზერა ცუჩებზე გადააქვს ,მომენტალურად მკიდებს წელზე ხელს და სხეულზე მიკრავს ,დაბნეული ვუყურებ,ცალი ხელით სახეზე მეფერება რაც მთელ სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელს მგვრის ,ავტომატურად ვხუჭავ თვალებს და მეთელ მის შეხებას შევიგრძნობ
-შეიძლება გაკოცო?- თვალებს ვახელ და გაკვირვებული მივჩერებივარ ,ხო გამიკვირდა ,კოცნაზე ნებართვას ვინ ითხოვს
-მე ...-დამთავრებას არ მაცდის ისე მკოცნის , ბაგეებზე მახებს თავის ტუჩებს , ნაზს და ტკბილს ,ბამბასავით ნაზია , შემდეგ ჩერდება და ბენიერი მიყურებს
-ეგრეც ვიცოდი რომ კის მეტყოდი - იცინის ,მეც მეცინება ,შემდეგ ხელიდან ვუსხლტები და ისევ კარისკენ მივდივარ
-მაინც მიდიხარ? -თავს ვუქნევ,ნაზად ვუღიმი და კარს ვაღებ - ბარბი -მეწევა მისი ხმა ,ნელა ვტრიალდები - მაშია - საწყალი თვალებით მიყურებს ,იმდენად საწყალით რომ მეცინება
-ჭამე მერე
-კეთება არ ვიცი დაგავიწყდა?- თვალებში ჭინკები უთამაშდება , მხრით კედელს ეყრდნობა და მიცინის
-აუ დემეტრე უნდა წავიდე , ნუ მაიმუნობ
-ხო წადი არც გაკავებ, მე ვიქნები აქ მშიერი ..წადი წადი - ისე მეუბნება ვითომც არაფერიო
-მართლა უნდა წავიდე ,დემნა ინერვიულებს - საბრალო თვალებით შევხედე
-ხო მესმის ,წადი - ხელს იქნევს და მიღიმის
-კარგად -ვემშვიდობები და გარეთ გამოვდივარ..

*****დემეტრე*****

წავიდა ,წავიდა და ჩემი კარგი განწყობაც წაიყოლა , მართლა მშიოდა , მაგრამ ვაღიარებ მისი აქ დარჩენა უფრო მინდოდა ..რა გაძლებს ახლა დილამდე , სამზარეულოში შევედი ,პური ავიღე და ჭამა დავიწყე,საჭმლის გაკეთება ვიცოდი, მაგრამ დამეზარა ..
-დემეტრე!!- მომესმა წკრიალა ხმა ,გაკვირვებული შევტრიალდი და კარებში ჩემი წითელთმიანი ანგელოზი დამხვდა ,თვალებგაფართოებული მომჩერებოდა ,ხმამაღლა სუნთაქავდა , მივხვდი მორბოდა

*****ბარბი*****
კარები შევაღე და პირველი რაც გავაკეთე მისი სახელის დაძახება იყო,სამზარეულოში იდგა ,გაფართოებული თვალებით შემოტრიალდა , ისე საყვარლად და საწყლად ჭამდა პურს გამეცინა ,მაშინვე დადო პური დახლზე ,ჩემსკენ წამოვიდა და გულში ჩამიკრა
-დაბრუნდი?-ყურში მიჩურჩულა
-თავს უფლებას ვერ მივცემდი ჩემს გამო შიმშილით მომკვდარიყავი-მეც გავიცინე, უფრო მაგრად მომიჭირა ბეჭებზე მკლავები
-ჩემი კეთილი წითური -ჩაილუღლუღა .
ცოტახანში ბართან ვიჯექით,იდაყვით მაგიდას ვეყრდნობოდი ,თავი კი მტევნებზე ჩამომედო,ბედნიერი ვუყურებდი ტირანს ,რომელიც ჩემს გაკეთებულ ვახშამს მიირთმევდა
-გამრიელია - მითხრა მას მერე რაც ბოლო ლუკმა გადაყლაპა
-რამდენი ჭამა გყვარებია
-ხოო, არ იცოდი ტირანი რომ ბევრს ჭამს?- გამომცდელად შემომხედა , სახეზე შემატყო როგორ დავიბენი და სიცილი აუტყდა -ხო რა გეგონა ვერ ვხვდებოდი?-მორცხვად ჩავხარე თავი,მართლა შემრცხვა -კაი ნუ დაიმორცხვე , რაც არ უნდა შემარქვა მაინც მეყვარები - ბოლო სიტყვა იმხელა სინაზით თქვა ლამის მოვკვდი
-კარგი ახლა წავალ -ფეხზე წამოვდექი მაგრამ მაჯაში მომკიდა ხელი
-გვიანია ,ვეღარ გაგიშვებ
-დემეტრე გეყოფა ,უნდა წავიდე
-მაგრამ ვერ გაგიშვებ ,გვიანია -ფეხზე წამოდგა - მე წაგიყვან,ან შეგიძლია აქ დარჩე
-წამიყვანე - ვუთხარი და ჩანთას მოვკიდე ხელი,ჯუჯღუნით გამომყვა და სახლამდე მიმაცილა , შემდეგ ნაზად მაკოცა და დამემშვიდობა ..

****დემნა ****
-სად იყავი?- მაშინვე ვკითხე რაც კარები შემოაღო
-ტირანთან - ორაზროვნად მიპასუხა და ფეხსაცმელები ისე მიყარა როგორც ჩვეოდა
-კარგი,ასე გვიან?- ვცადე მკაცრად მეთქვა
-ხო, გაგვიგრძელდა - თვალი ამარიდა
-ბარბარე დევდარიანო ,ნუთუ დაგავიწყდა შენი ძმა პროფესიით ვინ არის ?
-რა შუაშია?
-იმ შუაშია რომ ვერაფერს გამომაპარებ -ისევ მკავრად ვუთხარი
-რა გნებავთ ბატონო იურისტო?- ახლა თვითონ დაისერიოზულა სახე და დივანზე მოკალათდა
-ის რომ ჩემი და არაფერს მიმალავდეს -მის წინ ჩამოვჯექი
-აჰ და ძმა რომ მიმალავდეს ეგ შეიძლება ხო?
-კითხვებს აქ მე ვსვავ -საჩვენებელი თითი მკერდთან მივიტანე
-წესით ,უნდა იცოდე ,რომ მეც მაქვს უფლება ხმა ამოვიღო
-მართალია გაქვს ,ხოდა მითხარი ახლა რაც გკითხე იმის პასუხი
-თავად მიხვდი - მორცხვად დახარა თავი
-გიყვარს?- გავბედე მეკითხა ,თან მისი რეაქციის შემეშინდა ,მეგონა აფეთქდებოდა და ისევ ნიკას ახსენებდა მაგრამ შევცდი ,ლოყები აუწითლდა და ჩაეღიმა,შემდეგ თავი დამიქნია -ძალიან?- მეც გამეღიმა ,ისევ თავი დამიქნია - რა არის ,ახლა სულ თავი უნდა აქნიო?
-რა გინდა?- გაბრაზებულმა შემომხედა
-ერთი სიტყვა
-კი,მიყვარს ,მიყვარს ,კმაყოფილი ხარ?
-ეგ ერთი არ იყო -ჩავიდუდღუნე
-ახლა მე მიპასუხე -ჭინკები აუთამაშდა თვალებში -მალე !
-რა გაინტერესებს?
-შეყვარებული ხარ? - პირდაპირ მაჯახა , ცოტა დავიბენი -დემნა მიპასუხე!
-საიდან მოიტანე?
-იქედან
-იქედან საიდან ?
-აუუ ჩემი..იურისტის და ვარ
-მერე რა
-კაი თემიდან ნუ უხვევ ,მიპასუხე!
-კი
-ძალიან კარგი , ვისზე?
-ზე
-რა ზე ?
-ვიღაცა-ზე - გავუღიმე
-ნუ მაბრაზებ !-წარბები შეკრა
-თორემ?
-ბალიშს გესვრი - სიცილით მითხრა და ბალიშს დასწვდა
-ეგ მარიამის ბალიშია -ვუთხარი ორაზროვნად
-უი ხო, მარიამზე გამახსენდა -თავში შემოირტყა ხელი-რა ქნა ნეტავ, შეხვდა?-წამში შევაგებე თვალები
-ვის?
-იმას
-ვინ იმას ?- უკვე ნერვები მეშლებოდა
-რა ქვია კაცო, აი იმას - შუბლი შეჭმუხნა
-გოგას?-მშინვე ვკითხე ,სახე გაებადრა
-ხო აი მაგას
-მოიცა ,მაგას კიდევ ხვდება , ხომ ავუკრძალე! - სკამიდან წამოვდექი
-და რატომ არ უნდა შეხვდეს?!
-არ შეეფერება ეგ ბიჭი -
-რატომ,ძალიან კარგი ბიჭია
-სულაც არა ,სულ ნერვებს უშლიდა ,ძალიან არ მომწონს
-ეგ შენ არ მოგწონს ,მარი რა შუაშია ?
-ხვალ დაველაპარაკები, არ უნდა შეხვდეს !
-შენ რას გიშლის - გაბრაზებული წამოხტა ფეხზე
-როგორ თუ რას მიშლის!
-ხო,აი შენ რაში გადარდებს ვისთან ივლის?!
-ჩემთან ერთად გაიზარდა და იმაში! -წამოვიყვირე
-მერე,ამის გამო რა გაბრაზებს?
-მიყვარს და ის ! - წამოვიძახე ,წამში გაებადრა სახე , ეშმაკური ღიმილით შემომხედა და წარბები ისე აათამაშა როგორც ბავშვობაში სჩვეოდა
-ეჰ ძმაო, იურისტი კი არა კამეჩი ხარ - მითხრა და დივანზე დაეშვა
-რატომ ვითომ ?
-აბა რას უყურებ ,ვერ ეტყვი რომ გიყვარს?
-რას ამბობ, მას არ ვუყვარვარ,არ მინდა მეგობრობაც დავანგრიო
-ეს მამრობითი სქესი მართლა ასეთი მიუხვედრელები ხართ თუ თავს იშტერებთ?-სერიოზული სახით შემომხედა
-რას გულისხმობ?
-თავად მიხვდი - მითხრა და ოთახში შევიდა ..

თავი 16


-მოვდივარ ,მოვდივარ !! - სწრაფად გავარდა საძინებლიდან კარების გასაღებად -დემნა? 
-შემომიშვებ?,თუ მარტო ხარ
-კი რას მეკითხები შემოდი..რატომ მოხვედი ,რა ბულიონი მოგენატრა?-ირონიით ჰკითხა ,თან მისაღებში შეუძღვა 
-ჰაჰა,ხო 
-კაი მართლა ,რა ხდება ?
-რამდენჯერ გითხარი მარიამ ,რამდენჯერ გაგაფრთხილე ,რამდენჯერ დაგიცავი ვიღაც იდიოტებისგან ,მაგრამ შენ ისევ იგივეს იმეორებ !
-დემნა წესიერად ამიხსენი ,რა ხდება ?
-რატომ არ მითხარი ,რომ გოგას ისევ ხვდები?!
-არ ვხვდები ერთხელ ვნახე 
-რატომ, რატომ შეხვდი მას მერე კიდევ იმას ,რატომ ,ხომ გაგაფრთხილე არ გენახა, ხომ გაგაფრთხილე !!-მრებში ჩააფრინდა 
-ხელი გამიშვი! -წამში შეასრულა მისი მოთხოვნა - რა უფლებით მიბრძანებ ვის შევხვდე და ვის არა ,ან რა წესია ასე ყვირილი ,გამაგებინე ერთი რა გინდა!
-როგორ თუ რა მინდა ,ამდენი წელია გიცნობ ,შენზე ვზრუნავ ,არ მინდა ვიღაც იდიოტს გადაეყარო ! 
-ანუ სულ ეს არის მიზეზი?- ჩახლეჩილი ხმით უთხრა ,სევდიანი თაფლისფერი თვალები მიანათა და სუნთქვაშეკრული დაელოდა მის პასუხს 
-ხო, ხო აბა სხვა რა უნდა იყოს?
-არაფერი - მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი - წადი !
-რა?
-წადი ,მეც გასასვლელი ვარ
-კარგი..სად მიდიხარ?-თან უთხრა თან კარებისკენ წავიდა 
-ეგ ჩემი საქმეა ,შენ კი აღარასოდეს ჩაერევი მასში!-საჩვენებელი თითი დაუქნია და კარები ცხვირწინ მიუხურა..

*******
ისევ ნაცნობი კარების წინ ვდგავარ ,პერანგს ვისწორებ და ვაკაკუნებ 
-შემოდი ! - მესმის შიგნიდან ნაცნობი ხმა ,მეც თამამად ვაღებ კარებს და შიგნით შევდივარ მაგრამ ტირანს ვერსად ვხედავ 
-დემეტრე ,დემეტრე სად ხარ? - აქეთ -იქით ვიხედები ,უცებ ვიღაც მაგრად რომ მეკვრის უკნიდან და ცხვირს კისერში მირგავს -შემაშინე 
-მომენატრე - უფრო მაგრად მიკრავს სხეულზე ,შემდეგ თავისკენ მაბრუნებს ,საჩვენებელ თითს სახეზე ნაზად მისვავს და აი ისევ ბრუნავს მუცელში რაღაც 
-გუშინ ხომ გნახე 
-რა კარგად ხუმრობ 
-ვინმე არ შემოვიდეს -უხერხულად ვიწურები როცა კისერში ნაზად მკოცნის -დემეტრე სერიოზულად გეუბნები!
-მაგაზე არ იდარდო -თვალს მიკრავს და ისევ თავის ადგილს უბრუნდება მაგიდასთან -მისმინე ,არ გინდა სამი დღით დასასვენებლად წავიდეთ?
-დასავენებლად,სად,მხოლოდ ჩვენ?
-რამდენი კითხვაა - სიცილი აუტყდა -კი დასასვენებლად , წყნეთში აგარაკზე , მხოლოდ ჩვენ არა შენებიც წამოიყვანე ,მინდა გავიცნო
-ანუ დემნას და მარიამსაც ვუთხრა?
-მარიამი?-გაკვირვებისგან წარბებს ზევით სწევს 
-ჩემი საუკეთესო მეგობარია 
-კაი უთხარი..
-კარგი,როდის მივდივართ?
-ხვალ -კალამს იღებს და ხელში ათამაშებს 
-ხვაალ,ასე მალე?
-ხო ,მიდი დაურეკე შენს ძმას და მეგობარს ,წავიდეთ დილით
-მოდი მაშინ ანა და ილიასაც ვუთხრათ- წინ ჩამოვუჯექი , სიტყვა არ მქონდა დამთავრებული ეგრევე მწვანე თვალები რომ შემომანათა
-ილია?
-ხო,იცი ანას ილია მოსწონს და ვიფიქრე...
-კარგი ,დიდად არ მომწონს ილია ,მაგრამ შენ რადგან უგებ - მასთან მივედი და ლოყაზე ნაზად ვაკოცე ,შემდეგ ზურგიდან მკერდთან ხელები შემოვხვიე 
-ოხ ,როგორ მიყვარს შენი სურნელი, ნაზი ხელები და ტუჩები -ნელა გადამისვა ხელზე თითები -ვერც ვხვდები ამის გარეშე როგორ ვცოცხლობდი -თავი მხარზე ჩამოვადე და ისე გავჩუმდი როგორც ლეკვი პატრონის ხელში..

*******
დემეტრემ მანქანა დიდი ორსართულიანი სახლის წინ გააჩერა ,უკან კი ილიას და ანას მანქანა გაჩერდა,ყველანი სწრაფად გადმოვედით ბარგი გადმოვიტანეთ და სულ რაღაც ერთ საათში დავბინავდით..
-იცით ცოტა მომშივდა -წუწუნით ჩავედი მისაღებში
-მოგიმზადებ რამეს -წელზე ხელები მომხვია დემეტრემ 
-მოიცა შენ ხომ მზადება არ იცი -წარბაწეულმა შევხედე
-ნუუ..ცოტა ვიცი - მორცხვად გამიღიმა და ცალი ხელით კეფა მოქექა
-მატყუარა ტირანი - მხარში ვუთავაზე ხელი
-ჰეი ჩვენც აქ ვართ - გაბრაზებულმა გადმომხედა მარიმმა - და მეც მშია 
-ხოდა მოგიმზადებთ -ხელები მოიფშვნიტა დემნამ ,ტირანს მხარში ხელი გაჰკრა,ილიასაც გადახედა და სამივე ერთად შევიდნენ სამზარეულოში
-ამას რას მოვესწარი - კმაყოფილი ვკალათდები დივანზე , ანა და მარი ჩვენს წინ თავსდებიან-ლამაზი სახლია ხო?
-კი ძალიან -აღბრთოვანებული ათვალიერებს ოთახს ანა
-მარიამ რა გჭირს?-ჩაფიქრებულ დაქალს გადავხედე
-არაფერი 
-ნუ მიმალავ !
-არაფერითქო ვა - გაღიზიანებული მეუბნება ,დგება და გარეთ გადის
-ახლავე მოვალ -ანას ვუღიმი და მას მივყვები

-------
-შემახსენე რამდენი ხანია გიცნობ?- ეზოში ჰამაკში ჩამჯდარ მარიამს ვეუბნები
-თხუთმეტი წელია -არც მიყურებს ისე მეუბნება
-მერე ,ამდენი წელია გიცნობ და შენი აზრით ვერ მივხვდები რაღაც, რომ მოხდა?
-ხო,ვიცი პროსტა ანასთან არ მინდოდა მოყოლა 
-ხოდა ახლა მოყევი-ცოტახანს ჩუმად არის ,შემდეგ მიყვება როგორ მივიდა დემნა მასთან ,როგორ იჩხუბეს და საერთოდ ყველაფერს
-ბოლოს კარები მივუჯახუნე ..ხო აბა რა მექნა გავბრაზდი
-და ვერ ვხვდები რამ გაგაბრაზა ,სულ გიცავდა ხოლმე ,პირველი არ ყოფილა - ვცდილობდი ღიმილი არ შემპარვოდა
-რამ და..-თვალი თვალში გამისწორა -მეწყინა რომ მითხრა ჩემთან ერთად გაიზარდეო,ფაქტიურად დასავით ხარო
-ხომ იცოდი რომ დასავით გიყურებდა?
-კი, მაგრამ მისი პირიდან ეს ცუდად ჟღერდა 
-რატომ?
-მიყვარს და იმიტომ -დაიჩურჩულა 
-ვერ გავიგე ?-ღიმილით ვკითხე
-მიყვარს -ოდნავ აუწია ხმა
-მაინც არ მესმის ცოტა ხმამაღლა
-მიყვარსსს!!-დაიყვირა და გაბრაზებულმა შემომხედა 
-ხოდა ეგრე -ხელები გულზე დავიკრიბე და ხეს მივეყუდე -ახლა აწვალე ცოტახანს 
-რა?
-ხო არ მიაქციო ყურადღება - გაკვირვებულმა შემომხედა- რას მიყურებ ძმაა ,მაგრამ ეგ ძმაც ხომ ბიჭია 
-კარგი,ეგრე ვიზამ -ფეხზე ადგა და თავი მხარზე ჩამომადო -მიყვარხარ
-ეგ ჩემს ძმას უთხარი -ენა გამოვუყავი
-გველო - თვითონაც დამეჭყანა ,შემდეგ ორივეს სიცილი აგვიტყდა 

*****
-გეუბნები ჯერ ხახვი უნდათქო
-არა ,ჯერ ბულგარული უნდა დავაჭრათ,შემდეგ სუნელები და ამასობაში ხახვი მოვთუშოთ
-ბულგარული უნდა ბოლოს დემნა ,ჯერ ხახვი 
-არა ,მილიონჯერ მაინც გამიკეთებია დემეტერე , ჯერ ბულგარული უნდა - ჯიუტობდა ,თან მწვანილს ჭრიდა
-აი თურმე ვის ჰგავს ბარბარე -თავისთვის ჩაილაპარაკა ტირანმა 
-ბარბარე მე არ მგავს ,მამას ჰგავს , ჩემზე ჯიუტია
-კი ეგ ნამდვილად -კვერი დაუკრა 
-ხორცი მზადააა ,ახლა გრილზე დავდებ -სამზარეულოში შემოვიდა ილია ,თან ხელში ჯამი ეჭირა 
-ძაან კარგი ,მეც მოვრჩი მწვანილს -ხელები დაიბანა დემნამ
-ილია ამას ვეუბნები ჯერ ხახვი უნდათქო მარა ჯიუტობს არა ბულგარულიო -პატარა ბავშვივით ჩაუშვა 
-ერთად უქენით ორივე - ვითომ საქმე გადაჭრაო ისე გაიკრიჭა ,დემნამ და ტირანმა ერთმანეთს გადახედეს ცოტახანში კი სამივეს სიცილი აუვარდა
-თავი ქალი მგონია -მაგიდას დაეყრდნო ტირანი 
-მეც -კვერი დაუკრა დემნამ 
-მე არა - ხორციანი ჯამი მაგიდაზე დადო ილომ 
-რაარის ეს ,რას დაამსგავსეთ სამზარეულო!-გაოგნებული შევიდა ბარბარე
-კაცებს გვანდე და რა გეგონა ?
-შენ სახლში ასე არ იქცევი ხოლმე დემნა !-წარბაწეულმა გადახედა ძმას
-უმცროსმა დამ უფროსობა ითავა -ენა გამოუყო დას
-მალე ცოლის მოვალეობასაც შეითავსებს -თვალი ჩაუკრა ილიამ დემეტრეს
-გაჩუმდით ! -დაიბობინა ბარბარეს ხმამ - იცოდეთ ორ წუთში ყველაფერი მილაგებული იყოს -საჩვენებელი თითი დაუქნია 
-ეს შენი გათამამებულია ხო?-ტირანმა დემნას წარბაწევით გადახედა 
-ხო, აბა რა გგონია, ტირანებს როგორ აჩუმებს? - არც ის დარჩა ვალში
-ხო აბა რა ,ეგრე უნდა მიდით, იჭორავეთ ჩემზე -გაბრაზებულმა გადახედა ორთავეს 
-გამიბრაზდა ჩემი ჩიტი -ახლოს მივიდა და წელზე ხელები მოხვია -აბა გამიღიმე 
-ხახვის სუნი აგდის -ფაიჭყანა და დემეტრეს სახეზე სიცილი ატეხა-კაი ხო გეხუმრე
-მეწყინა -ხელები გულზე დაიკრიბა
-კაი რა ..რომელ ტირანს არ ასდის ხახვის სუნი?
-ხოდა ტირანის სატრფოსაც უნდა სდიოდეს თუ ასეა -ენა გამოუყო და ხახვიანი ხელები ახლოს მიუტანა სახესთან
-დემეტრე იცოდე მაგ ხელებს შემახებ და პასუხს არ ვაგებ !-უკან იხევდა
-ვერ გაძვრები ..-ღიმილით მიიწევდა წინ 
-ჰეი ტირანო!
-მაცადე საცოლეს ძმავ - ზურგიდან გადახედა დემნას
-კი გაცდიდი, მაგრამ კერძი გეწვება 
-კაი..რაა , ვაიმე ამოსარევია -მეოჯახე ქალივით მივარდა ქვაბს ,დემნამ ბარბარეს თვალი ჩაუკრა და ეშმაკურად გაუღიმა
-წადი შენ გოგოებს მიხედე ,მიდი მიდი, სამზარეულოში ყოფნა გვაცადე ბემბი კაცებს -ხელი მაჯაში ჩაავლო და გარეთ გააგდო
*****
ექვსივემ გემრიელად ისადილეს ,შემდეგ ერთად მიალაგეს ,ტელევიზორს უყურეს და საძინებლებიც გადაინაწილეს ..

***ბარბარე *****
ახალი დაწოლილები ვიყავით, მე და მარიამს ერთი ოთახი შეგვხვდა ,უკვე ძილში მივდიოდი კარზე ფრთხილი კაკუნი ,რომ გავიგე ,თავიდან მეგონა მომეჩვენა მაგრამ ხმა კიდევ ორჯერ განმეორდა..ფრთხილად წამოვდექი საწოლიდან ,კარები გამოვაღე და იქ მდგარი ,ყურებამდე გაკრეჭილი ტირანი დავინახე 
-აქ რა გინდა?-ვეცადე რაც შეიძლება ხმადაბლა მეთქვა,თან უფრო მაგრად მოვიხვიე ტანზე ხალათი
-წამომყევი რა 
-სად წამოგყვე ,შუაღამეა 
-ვიცი,წამო ,წამო -ხელი მომკიდა და ძალით გამათრია ...
ცოტახანში სახლის სახურავზე ვიდექით ..
-დემეტრე ,ხომ იცი რომ სიმაღლის მეშინია ?-გაბრაზებულმა გადავხედე და კიდევ უფრო ავეკარი
-ჩემთან არაფრის არ უნდა გეშინოდეს 
-ხო მაგრამ
-ჩჩჩ-საჩვენებელი თითი ტუჩებთან მომიტანა - მოდი აქ დაჯექი,ნურაფრის გეშინია - იქვე დაფენილ პლედზე ჩამომაჯინა ,თვითონაც გვერდით მომიჯდა -ნახე რა ლამაზია ცა 
-ხო,მართლაც ძალიან ლამაზია -მონუსხულმა ავხედე
-პატარა რომ ვიყავი დედა მეუბნებოდა ,რომ თუ ვარსკვლავებს დვითვლიდი მეჭეჭები გამიჩნდებოდა - თქვა და სიცილი აუტყდა ,მის შემყურეს მეც გამეცინა-მაგრამ ჯერ არ ამომსვლია
-ხო ,მეც მეუბნებოდნენ მსგავს რაღაცეებს ..კიდევ იმას ,რომ გარდაცვლილი სულები არიან ვარსკვლავები..თავიდან მეჯერა და მეგონა ეს მარტო მე ვიცოდი, თუმცა მას მერე ცხრაას ფილმში ვნახე მსგავს რამეს რომ ამბობდნენ
-ღამით აქ წოლას ,ზაფხულში,არაფერი სჯობს 
-და მაინც ,რატომ ამომიყვანე აქ?
-მინდოდა ეს სილამაზე შენც გენახა ..
-ხოო..ლამაზია აქაურობა
-მართლა მოგწონს?-გახარებულმა გადმომხედა
-რა თქმა უნდა 
-რომ დავოჯახდებით ხშირად ამოვალთ ხოლმე აქ
-დავვოჯახდებით?-გაკვირვებულმა გადავხედე
-ხო,რა იყო არ გამომყვები ცოლად?-იმედიანი თვალები მომანათა ,გული მომიკვდა ,მართლა, მან ხომ არ იცოდა 
-დემეტრე მე ...
-მესმის,მესმის ჯერ ახალი დაწყებული გვაქვს ურთიერთობა ,მაგრამ ..
-არა საქმე იმაშია რომ..
-გეშინია?-სიტყვის დამთავრება არ მაცადა
-არა
-არ მენდობი?
-არა ,როგორ არა შენ თუ არა სხვას ვის ვენდობი?
-მაშინ?-მხრები აიჩეჩა
-მე გათხოვილი ვარ დემეტრე -ორი წამით ვაკვირდებოდი თვალებში,სულ რაღაც ორი წამით და ამ დროის განმავლობაში მე იქ დაბნეულობა ,იმედგაცრუება ,ტკივილი და ისევ დაბნეულობა წავიკითხე
-რა?-ხმა ჩაუწყდა -რა თქვი?
-ხო,მე დაქორწინებული ვარ 
-მაგრამ,შენ..შენ ეს არასდროს გიხსენებია, ნუთუ ოჯახი გყავს -მწვანე თვალები შემომანათა-ოჯახი გყავს და ...არ მჯერა 
-არ მყავს -ვცადე დამემშვიდებინა -ოჯახი არ მყავს ,ჩემს ქმართან არ ვცხოვრობ 
-მაბნევ 
-აგიხსნი,ოღონდ მომისმინე კარგი?-თავი დამიქნია -მოკლედ როგორც გითხარი 14 წლის ვიყავი დედა ,რომ დავკარგე ,ძალიან მარტოსულად ვგრძნობდი თავს ,დემნა კი მედგა გვერდზე მაგრამ თითქოს მაინც მაკლდა რაღაც...ერთი მეგობარი მყავდა სკოლაში- ნიკა აფციაური,ძალიან სიმპატიური და ჭკვიანი ბიჭი იყო ძალიან დამიდგა გვერდში იმ პლერიოდში.. არც ვიცი ეს სიყვარული იყო თუ მადლიერება რასაც მის მიმართ ვგრძნობდი, მაგრამ ფაქტია ცოლად გავყევი, მართლა ბედნიერი ოჯახი გვქონდა ,მამაჩემი წინააღმდეგი იყო მისი ,რადგან ნიკას ოჯახი ჩემივით მდიდარი და სახელგანთქმული არ იყო..მოკლედ მალე აღმოვაჩინე რომ ორსულად ვიყავი, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო
-შვილი გყავს?-ოდნავ ჩაეღიმა 
-არა..ნიკა ჯარში გაიწვიეს ,მე მამაჩემთან ვცხოვრობდი ,ერთ დღეს თავბრუ დამეხვა და ცუდად გავხდი,საავადმყოფოში გამაქანეს ,მერე გავიგე რომ მამაჩემმა ..მან..-ცრემლები ვერ შევიკავე , დემეტრე გვერდით მომიჩოჩდა და მაგრად მომხვია ხელები -ბავშვი მომიკლა დემეტრე ,მან მე დედობის უფლება წამართვა ,ჩემი გოგო მოკლა 
-დამშვიდდი, ჩუმად -თავზე მისვავდა ხელს
-ჩემი ბრალია, ვერ დავიცავი საკუთარი შვილი, ვერ დავიცავი
-შენ არაფერ შუაში ხარ,ვერაფერს გააკეთებდი-მამშვიდებდა ,თან სახეს მიკოცნიდა
-მერე ,ნიკა ჩამოვიდა ,წესით უკვე ნამშობიარები უნდა ვყოფილიყავი, რა თქმა უნდა მამაჩემთან ვერ გავჩერდი ,იქ გადმოვედი სადაც ახლა ვცხოვრობთ..ჩემთან მოვიდა ,მეჩხუბა ,გამლანძღა ,მითხრა ვერ გაპატიებ ჩემი შვილი რომ მოკალიო
-შენ რა შუაში იყავი?-გაბრაზებულმა გახედა სივრცეს -როგორ გაბედა შენი დადანაშაულება 
-მართალი იყო,ვერ გავუფრთხილდი
-მომისმინე -სახეზე მომკიდა ხელები და თავისკენ მიმახედა -მეორედ არ გაიმეორო ეგ გაიგე?! შენ არაფერ შუაში ხარ,რა იცოდი მამაშენი მსგავს საზიზღრობას თუ ჩაიდენდა , არ ხარ პასუხისმგებელი მის საქციელზე ..გაიგე ,არ ხარ!-თავი დავუქნიე
-მას მერე ნიკა აღარ გამოჩენილა, ერთი წელი გავიდა თითქმის მისი წასვლიდან ..
-მასზე ისე ლაპარაკობ თითქოს....
-რა?
-არაფერი..მე შენ ძალიან მიყვარხარ ,ეს გახსოვდეს - ხელები მომხვია და გულზე ამიკრო 
-მეც ..მეც მიყვარხარ

******მარიამი*****
გვიან გაეღვიძა ,ბარბარე ოთახში რომ არ დახვდა ,ინერვიულა ,სწრაფად წამოდგა ფეხზე ,ხალათი მოიცვა და ქვევით ჩავიდა..
არც იქ დახვდა ,ბარემ დაბლა იყო წყალი დაისხა და აივანზე გავიდა..ხედი მართლაც შესანიშნავი იყო,ერთ რამედ ღირდა ამის ნახვა,მოაჯირს გადაეყუდა და ფიქრებში წავიდა ,უცებ მხარზე შეხება რომ იგრძნო
-შემაშინე - გულზე მიიდო ხელი
-რატომ არ გძინავს ?-გვერდით ამოუდგა დემნა
-რა იყო ,ეგეც უნდა ამიკრძალო?-ირონიით ჰკითხა
-რა გწყინს მარიამ, რაც თავი მახსოვს სულ შენზე ვზრუნავ!
-ხო დემნა ,ზრუნავ, მაგრამ ზედმეტში გადაგდის ,ერთია იზრუნო ჩემზე და მეორეა ამიკრძალო ვინმესთან შეხვედრა 
-შენ მოგწონს ის ბიჭი?
-რას ერჩი გოგას?
-კითხვაზე მიპასუხე მარიამ!
-არა ,არ მომწონს ..მაგრამ ძალიან კარგი ადამიანია და ვმეგობრობთ
-მეგობრობიდან იწყება სიყვარული მარი
-შენ რა იცი
-ძალიან კარგად ვიცი !
-არ გეტყობა
-სულ რატომ მეჩხუბები?
-ეს შენ მეშარები სულ!
-არ შეხვდები გოგას!
-შენ არავინ გეკითხება!
-მეკითხება!
-ვინ გეკითხება ?
-ჩემი თავი და გრძნობა შენს მიმართ!
-მაინც რას გრძნობ! -ერთიანად დაეჭიმა სხეული,როცა დემნამ ცისფრი თვალები შეანათა ,ცოტახანს გაჩუმდა 
-არაფერს ,რას უნდა ვგრძნობდე ,ჩემი მეგობარი ხარ და მიყვარხარ -არ მოელოდა ამას მარიამი,ეგონა ახლა მაინც ამოთქვამდა სათქმელს ,მაგრამ ის ისევ გაურბოდა 
-მაშინ იცი რას გეტყვი დევდარიანო-მისი ხმა ძალიან კატეგორიულად ჟღერდა -ჯერ წესიერად ჩამოყალიბდი შენს გრძნობებში და მერე გადაწყვიტე უნდა იეჭვიანო სხვებზე თუ არა !- ჭიქა ხელში მიაჩეჩა და მარტო დატოვა აივანზე ..
-ხომ გითხარი კამეჩი ხართქო -სახურავიდან გაისმა ბარბარეს ხმა ,ამას ტირანის სიცილიც მოჰყვა 


თავი 17 

დილით დემეტრეს მკლავებში გაჩხერილს გამეღვიძა ,არც მახსოვს როგორ ჩაგვეძინა სახურავზე ,მხოლოდ ის მახსოვს რომ დემნამ ერთი კარგად მიმალანძღა მათი მოსმენის გამო,მერე კი ვარსკვლავებს ვუყურებდით..აი ახლა კი ტირანს ცალი ხელი ჩემს წელზე აქვს მოხვეული და ისე ვყავარ აკრული ტანზე ,მეორე კი ჩემს მარცხენა ხელზე ჩაუკიდია და ასე ტკბილად სძინავს ..
-დემეტრე -ფრთხილად ვადებ მხარზე საჩვენებელ თითს ..-დემეტრე გაიღვიძე -კიდევ ერთხელ ვცდილობ,თუმცა უშედეგოდ -დემეტრეეე!!-უფრო ვანჯღევ ,ოდნავ ირხევა ,მაგრამ იმის მაგივრად გაიღვიძოს და ადგეს ,უარესად მიკრავს ტანზე -ღმერთო ჩემო -ამოვიოხრე -ტირანოო! -რაც შეიძლება ხმამაღლა დავიყვირე ,ისიც წამში აჭყიტებს თვალებს და ჯდება 
-რა ხდება ?-თვალებს ისრესს და მიდამოს ათვალიერებს 
-ტირანზე გაგეღვიძა და დემეტრეზე არა - სიცილით ვეუბნები
-ხოო? აი ხომ ხედავ ,იმდენი მოახერხე მიმაჩვიე მაგ სახელს
-კიდევ ბევრ რამეს მიგაჩვევ - ცალ წარბს ვწევ 
-ჰმ..ვნახოთ ,ვნახოთ 
-სხვათაშორის აქ ჩაგვეძინა..-თვალს ვავლებ გარემოს
-ვიცი,მე არა შენ ჩაგეძინა -ფეხზე დგება და ზევიდან დამყურებს
-მოიცა და არ გამაღვიძე?!
-ოო,ისე გეძინა შემეცოდე ,პატარა წითელ ჭიაყელას ჰგავდი 
-ჭიაყელას არა?-გულზე ვიკრებ ხელებს 
-დიახ ,ჭაყელას ..ხომ გიყვარს ჭიაყელები?- თვალებში ჭინკები უთამაშება 
-არა!-კბილებს შორის ვცრი ,ფეხზე ვდგები და ჩასასვლელისკენ მივიწვე 
-უპს -პირზე იფარებს ხელს -კაი რა ,რას იბუსხები,ბარბიი!!
-არ ვიბუსხები კაცო,მშია უბრალოდ -ქვევით ჩავდივარ,ისიც მომყვება 
-მმ..მეც ,რას მომიზადებ? -უკნიდან მიახლოვდება და წელზე მხვევს ხელებს 
-ჭიაყელებს შეჭამ? -ვცდილობ სერიოზული ხმით ვუთხრა,თუმცა მაინც მივარდება სიცილი
-მოდი დავფიქრდეთ ...მმმ..მე ეს მირჩევნია -წამში მატრიალებს თავისკენ და სწრაფად მაცხრება ბაგეებზე ,შემდეგ ნელა ილოკავს ტუჩებს -ძალიან გემრიელია ,უბრალოდ რაღაც დამაკლდა..
-ხოო,მაინც რაა? -წარბებს ზევით ვწევ 
-არ ვიცი,კარგად ვერ შევიგრძენი -თვალ მიკრავს და ისევ მკოცნის ,ამჯერად მეც ვყვები ,მომენტალურად ხელს თმაში ვუცურებ და უფრო ვეკვრი სხეულზე 
-აი ეს სულ სხვა იყო,მაგრამ მაინც დამაკლდა რაღაც -ისევ მეუბნება 
-ხო ჩემი მუშტი -ქვევიდან გვესმის დემნას ხმა და დენდარტყმულებივით ვცილდებით ერთმანეთს -ჩამოდით სუფრა გაშლილია-ისევ იძახის და მიდის
-ის ჩვენზე ისევ ბრაზობს ხომ?-ყურში მიჩურჩულებს დემეტრე,მეც თAნხმობის ნიშნად თავს ვუქნევ - მოდი დავაზუსტოთ,ჩვენზე თუ შენზე?-ახლა გამომცდელად მიყურებს 
-ორივეზე -მეც ჩურჩულით ვეუბნები და საძინებელში შევდივარ გამოსაცვლელად..
****
-დახმარება ხომ არ გინდათ ?-მორცხვად უახლოვდება ანა ,გრილთან მდგარ ილიას
-არაა,მადლობა ანუშკი ,არ შეწუხდე
-რა შეწუხებაა ..მითხარით თუ დაგჭირდეთ-მხრები აიჩეჩა და წასასვლელად მოემზადა
-ან,დარჩი,ვილაპარაკოთ
-რაზე?- თან მოტრიალდა ,თან შეეკითხა
-რავი..შენზე მელაპარაკე ,მე მწვადს შევწვავ,თორემ მოვიწყინე
-რა გითხრა აბა? ბათუმში დავიბადე და გავიზარდე ,სკოლაც იქ დავამთავრე ,შემდეგ აქ ჩავირიცხე უნივერსიტეტში და ცოტახანში მუშაობაც დავიწყე თქვენთან..
-ბათუმში თუ გაიზარდე არ მეგონა - იქვე ჩამოჯდა ილიაც
-დედაა ბათუმელი და ..
-აა ..ისე რა ხარ პროფესიით ? ჩვენთან მდივნად მუშაობ და 
-ფსიქოლოგი ვარ ..
-ხოო ?-წარბები აზიდა -მიმიღებ კურსებზე ? -სიცილით უთხრა
-ჩემს პროფესიას არ ვიყენებ ,თუმცა თქვენთვის დავუშვებ გამონაკლისს -თვალი ჩაუკრა და ჭიქიდან წვენი მოსვა
-შენ
-ბატონო?
-შენობით მომმართე , -თ არ გამაგონო !
-კარგით...კარგი 
-რაღაცეები გავიგე ..ახლა ზოგადი კითხვები, რომ დაგისვა?
-კი ,მაგრამ რატომ?
-მაინტერესებს -წამოაყრანტალა-ვინ არის ჩემი ბოსის მდივანი -სიცილით დაამატა
-გასაგებია,მკითხეთ -ნაზად გაუღიმა 
-საყვარელი ფერი?
-ყვითელი და შავი -მალევე უპსუხა 
-საყვარელი წიგნი?
-ჯინსების თაობა
-საყვარელი ფილმი?
-შუაღამის მზე და უკვდავი სიყვარული
-კიდევ?
-თანაკლასელები
-ეგ მეც მიყვარს -სიცილით თქვა -საყვარელი მომღერალი ან სიმღერა?
-თავი დაკითხვაზე მგონია -თვალები აატრიალა
-კაი რა ,ცოტა დარჩა..მიდი მიპასუხე
-არ მაქვს გამორჩეული,ხასიათის მიხედვით ვუსმენ
-გასაგებია..ყვავილი?
-ყვითელი ვარდი მიყვარს ძალიან..მორჩა?
-კი..მოვდივარ
-სად?
-შენთან კურსებზე,ხვალიდან ყოველ დღე მოგიწევს ჩემი ატანა -თვალი ჩაუკრა და ხორცს მიუბრუნდა 
-სიამოვნებით -თავისთვის ჩაილაპარაკა კმაყოფილმა -ახლა ჩემი ჯერია
-გისმენ
-საყვარელი ფერი
-შავი 
-საყვარელი წიგნი?
-არ მიყვარს კითხვა -ოდნავ დაიჭყანა
-კაი რა ,რაღაც მაინც გექნება წაკითხულიი
-მმ..-ჩაფიქრდა -ლაბირინთში მორბენალი-ოდნავ გაიკრიჭა
-ვაა მაგას თინეიჯერები კითხულობენ -თვალები შუბლზე აუვიდა,მერე სიცილი აუტყდა
-ხო,ჩემი დიშვილი კითხულობდა დიდი ინტერესეით და..
-გასაგებლარია..საყვარელი ფილმი?
-wonder woman 
-ოჰო..სიმღერა და მომღერალი?
-k.flay და სიმღერა-Warriors imagine dragons 
-აა ,ხო ..და ბოლოს ,ბიჭებს არ ეკითხებიან, მაგრამ ყვავილი?
-რავიცი,ამას არ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას ,მაგრამ თუ მაინც და მაინც მაშინ ტიტა
-ტიტა?
-ხო,დედაჩემს უყვარს ძალიან და
-ხო..გასაგებია -ოდნავ ჩაეღიმა
-მგონი გავუგებთ ერთმანეთს -ილიასაც გაეღიმა და ხორცი ჯამში ჩაალაგა -გასინჯავ?
-კიი ,მშია
-მოდი მერე ანუშკი,რას ელოდები ,პირველი ნაჭერი შენ ჩემგან -სიცილით მიაწოდა
-მადლობა 

****
საუზმე ბარბარემ და მარიამმა მოამზადა ,სუფრა ანამ გაშალა ,წვენები ტირანმა ჩააცივა ,ხილი დემნამ მოკრიფა ,ხორცი ილიამ ..მოკლედ ყველა რაღაცას აკეთებდა ,ბოლოს მშივრები და კმაყოფილები მიუჯდნენ სუფრას ,ბარბარეს მოთხოვნით ილია და ანა გვერდიგვერდ დაჯდნენ, მარიამი და დემნა ერთმანეთის პირდაპირ ,სუფრის თავში,ხოლო დემეტრე და ბარბარეც გვერდიგვერდ ..
-ჭამას რომ მოვრჩებით მდინარეზე წავიდეთ ,არ გინდათ?-სათითაოდ ყველას გადახედა დემეტრემ
-აუუ,კიი რა ,ძალიან მინდა ,წავიდეთ ხო?-თვალები გაუბრწყინდა ბარბის
-მე არ მინდა ,თქვენ წადით -თავისთვის ჩაიბურდღუნდა მარიამმა
-მეც არ მინდა -არც დემნა ჩამორჩა
-მაშინ მე წამოვალ -ხელები გულზე დაიკრიბა მარიმ
-მაშინ მეც - ნიშნის მოგებით გადახედა
-შენ თუ წახვალ მე არ წავალ !
-არ მადარდებს -მხრები აიჩეჩა
-გეყოთ ახლა !-ბარბარეს ყვირილმა ყველა შეაშინა - რა პატარა ბავშვებივით იქცევით, არ გრცხვენიათ?კაი მარიამ გავიგეთ ,რომ ეს კამეჩია მაგრამ შენ? რა დაგემართა ,ან შენ დემნა ,ტვინი სულ გადაგიტრიალდა ,თუ აღუა ხარ?! არც ერთმა ამოიღოთ ხმა ,ორივე მოდიხართ!
-მაგრამ ,ბარბი !-მუდარით გადმოხედა მარიმ
-ჩუ ! წამოხვალ და ვსიო -არ დაამთავრებინა 
-აი ეს მესმის,ყოჩაღ საყვარელო ,ყოჩაღ - ღიმილით გადახედა დემეტრემ ბარბის ,მაგრამ მის მკაცრ მზერას რომ წააწყდა მაშინვე დასერიოზულდა
-აი ეს მესმი, ჩემი და შენ დაგემსგავსა დემეტრე
-ჯერ სად ხარ -ამაყად აწია თავი -ცოლად რომ მოვიყვან მერე ნახე შენ -თვალი ჩაუკრა,ბარბარეს კი წყალი გადასცდა და ხველა აუტყდა 
-რამე გამოვტოვე?-თავი წამოსწია ილომ
-არაა არაფერი -ხელები გაასავსავა ბარბარემ ,თუმცა დემეტრემ გააჩერა
-კი,გამოტოვე ,გუშინ მე და ბარბიმ ვილაპარაკეთ,ხოდა ცოლად მომყავს
-დემეტრე!-თვალები დაუბრიალა
-ვაა ,მაგარია ,ასე მალე?
-არა ,ჯერ არა ,მაგრამ ამის გარდა არავის მოვიყვან !
-ტირანს მე ცოლად არ გავყვები -წარბები აზიდა 
-შენ მე გული მატკინე -არარსებული ცრემლი მოიწმინდა დემეტრემ
-მიეჩვევი ,ხშირად გვტკენენ საყვარელი ადამიანები გულს -თავისთვის ჩაულაპარაკა დემნამ და მარიამს მიანათა თვალები
-თქვენის ნებართვით -ფეხზე წამოდგა ეს უკანასკნელი და ოთახში ავიდა
-რა დაემართა?- ამოიღო ხმა ანამ
-კამეჩები ეზიზღება -კბილებში გამოსცრა ბარბარემ და მკვლელი თვალებით გადახედა ძმას
-თქვენ წადით მდინარეზე ,მე გავისერინებ -თქვა დემნამ და ეზოში გავიდა
-რაღაც არ მაქ მდინარეზე წასვილის სურვილი- ხელები გულზე დაიკრიფა და გაბრაზებული მიეყუდა სკამის საზურგეს 
-აუუ,არადა მინდოდა 
-ჩვენ წავიდეთ ანკა ,თუ გინდა -ღიმილით გადახედა ილიამ გოგოს
-რავი,კარგი -მხრები აიჩეჩა ..
-მე ჩემს კნეინასთან დავრჩები -დემეტრემ ბარბარეს გადახედა და თვალებით ანიშნა არ იდარდოო..
****
სამზარეულოში ჭურჭელს ვრეცხავდი,ფიქრებით კი დემნასთან და მარიამთან ვიყავი, მიყვარდა ორივე ,ძალიან ,მათ კი ერთმანეთი უყვართ,ამის წინააღმდეგი არ ვარ ,მაგრამ ასე თუ უნდა იყვნენ ერთმანეთთან რა თქმა უნდა პრეტენზია მექნება ..რამე უნდა მოვუხერხო,თორემ ასე მათი სიყვარული სხვა რამეში გადაიზრდება ,რაც ნამდცილად არ მინდა..
ფიქრებში ვიყავი გართული წელზე თბილი ხელების შეხება ,რომ ვიგრძენი, ზურგზე ამეკრო დემეტრე ,ნიკაპი კისერში ჩამირგო და მაგრად მომიჭირა წელზე ხელები 
-რაზე ფიქრობ?
-იმ ორ კამეჩზე -მოკლედ ვუპასუხე
-მოგვარდებიან 
-ძალიან ჯიუტები არიან 
-ჩვენც ვიყავით..-მითხრა და კისერზე სველი კოცნა დამიტოვა -არ გიხდება მოწყენა 
-კაი ერთი
-მართლა ,ვერ ვიტან ეგეთს რომ გხედავ..თითქოს ჩემი როლი მოირგე
-ანუ ღიარებ რომ უჟმური ხარ
-მოიცა აქამდე არ მიღიარებია?-თავისკენ შემაბრუნა 
-არა 
-ეგ როგორ გამომარჩა?-დაბნეულმა შემომხედა ,შემდეგ გამიცინა ,მეც გამეცინა ,მწვანე თვალებში ვუყურებდი და სითბოთი ვივსებოდი, რაც დრო გადიოდა მით უფრო მიყვარდებოდა ეს ადამიანი,მომწონდა მისი ორნაირი ხასიათი,მისი მკაცრი და ღიმილიანი მზერა ,ბოხი ხმის ტემბრი, ჩაცმის სტილი და იუმორის თავისებური გრძნობა 
-რაზე ფიქრობ?-ისევ გამიმეორა კითხვა
-შენზე -არ მოვატყუე
-ხოო..რა დამთხვევაა-მაგიდაზე შემომსვა ,თვითონ კი ჩემს ფეხებს შორის მოექცა
-შენც შენზე ფიქრობდი?-ვცადე მეხუმრა 
-ნწუ ,შენზე- ნელა ამისვა ხელი კისერზე ,რამაც დენის დარტყმა გამოიწვია ორგანიზმში -შენს თვალებზე -ცერა თითი თვალზე გადამისვა -ცხვირზე -ახლა ცხვირს ჩამოყვა და ბოლოს ტუჩებზე შეჩერდა -და ტუჩებზე ,რომელიც მიხმობს - ორაზროვნად ჩაილაპარაკა და ნელა წაეტანა ჩემს ბაგეებს ,მარჯვენა ხელი ზურგზე ჩამომისვა ,მაისურს შიგნით შეაცურა და ნაზად დაიწყო დასმა ,ერთიანად მომიცვა სიამოვნების გრძნობამ, ავტომატურად მოვხვიე ხელები კისერზე და თვალები დავხუჭე ,ტუჩებიდან ყურთან გადაინაცვლა ,შემდეგ კისერზე დაიწყო ნელა კოცნა ,ერთი წამში ამიკრა ტანზე ,კისრიდან ლავიწებს დაუარა ,აი აქ კი ლამის თავი დავკარგე ..-მაგიჟებ -ჩუმად მიჩურჩულა ყურში -თავს მაკარგვინებ..შენი სურნელი მაგიჟებს -ხელი თმაში შემიცურა 
-გეყოფა ,გთხოვ -ძლივს ამოვიკვნესე
-ცოლად გამომყევი .
თვალები გავახილე და პირდაპირ მას მივანათე -რა?
-გამომყევი ცოლად ..მინდა შენთან ერთად ვიძინებდე და ვიღვიძებდე,მინდა მაშინ გეხებოდე როცა მომინდება ,მინდა მიყვარდე და ვზრუნავდე შენზე..მინდა ჩემი ცოლი გერქვას
-დემე..ჩვენ ხომ ვისაუბრეთ გუშინ ამაზე
-არ მადარდებს ნიკა..
-მაგრამ მე ხელი მაქვს მოწერილი ,ჯვარი დაწერილი
-ქმარი კი არ ჩანს ..
-ხო..
-რამეს მოვახერხებ , მე მიყვარხარ ,სულაც არ მჭირდება ეს ფორმალობები -მომშორდა და ფანჯარასთან დადგა
-მე მჭირდება ,ეს ჩვენი ტრადიციაა ,მინდა ღვთის წინაშეც მართლები ვიყოთ- ნელა მივუახლოვდი და წელზე მოვხვიე ხელები..
-შენი მესმის -შუბლზე მაკოცა - ყველაფერი კარგად იქნება
-მიყვარხარ
-მეც..მინიმუმ სამი შვილი მინდა
-აუფ,სამ ტირანუკას და ერთ დიდ ტირანს რა აგიტანთ
-პლიუს ძაღლი
-ხო და კიდევ ერთ ცხოველს
-რას ვიზამთ ასეთ ბიჭს მოყავხარ,უნდა აიტანო
-იცოდე გადავიფიქრებ 
-არ გადაიფიქრებ 
-რა დარწმუნებული ხარ 
-დიახ ვარ -წელზე მომხვია ხელი
-ხოდა იყავი..

*****
იმ საღამოს ყველანი თბილისში დაბრუნდნენ..ბედნიერები და დასვენებულები, გარდა ორისა..
------
-ბარბიი !!-ყვირილით გამოვიდა ოთახიდან დემნა 
-აქ ვარ ,რა გაყვირებს
-ხვალ თამაში მაქვს 
-რისი?
-რა რისი გოგო ,კალათბურთის
-აა ხო ,მერე
-ხო მოხვალ?
-კი
-დემეტრეც წამოიყვანე,ილიაც , ანაც და..
-და?
-თუ წამოვა ისიც 
-ვინ ის?
-მარი
-ვეტყვი..-ოდნავ გაუღიმა ,მანაც გაუღიმა და ოთახში შევიდა..
-----
-მარ ,ბარბარე ვარ 
-ხო ბარბი რა ხდება ?
-ხვალ დემნას თამაში აქვს ..
-ვიცი, ერთი თვის წინ დამპატიჟა -ოდნავ ჩაეცინა
-ხოდა დღესაც დაგპატიჟა 
-ხოო..არ ვიცი წამოვალ თუ არა
-უნდა წამოხვიდე ,გოგაც წამოიყვანე 
-გოგა?
-ხო გოგა
-გადაირევა გოგო შენი ძმა 
-მაგიტომაც გეუბნები წამოიყვანეთქო- ეშმაკურად ჩაეღიმა
-ვითომ გაჭრის?
-კი..გააკეთე რასაც გეუბნები
-კაი
-ჩაო 
-ჩაო - ტელეფონი გათიშა და იქვე მიაგდო,თვითონ ტელევიზორთან ჩამოჯდა ,თან ბუტერბროდს მიირთმევდა..
უკვე ღამის თორმეტი ხდებოდა , ის კი კვლავ განაგრძობდა ყურებას ,არადა ამ დროს ლოგინში უნდა ყოფილიყო,ტელევიზორი გამორთო,ტელეფონი აიღო და ოთახში შევიდა, ფიქრებში იყო გართული ზარმა რომ გამოაფხიზლა ,უცხო ნომერი იყო
-გისმენთ
-მიცანი? -მოესმა ნაცნობი ,მაგრამ ამავდროულად დავიწყებული და მონატრებული ხმა 
-ნიკა?
-არ დაგვიწყებივარ -იგრძნო როგორ ჩაეღიმა -მომენატრე ..ბარბი


თავი 18 

სულ შავებში გამოვეწყვე ,რატომ თავადაც არ ვიცი, შავი სათვალე გავიკეთე ,კარები ჩავკეტე და ნელა დავუყევი სადარბაზოს კიბეებს ..არ მეჯერა ,არ მეჯერა რომ კვლავ ვნახავდი, ჯერაც სიზმარში მეგონა თავი, გული ცუდად მიფართხალებდა ,ეს ყველაფერი ხუმრობა მეგონა,მაგრამ მაინც მივდიოდი,მივდიოდი კი არა მივქროდი, მივხტოდი..
აი ისიც ,აქ იყო, შორიდანვე შევამჩნიე ,ისევ ისეთი იყო :მაღალი,მხარბეჭიანი,წვერი ისევ დაბალზე ჰქონდა ,თმა კი მარჯვნივ გადავარცხნილი,ხელში სიგარეტი ეჭირა და ნერვიულად მოძრაობდა ..მანაც შემამჩნია ,მოტრიალდა და წამში შემომანათა თაფლისფერ თვალები,თბილი თვალები,დავინახე როგორ ჩაეღიმა ,ერთი ამათვალიერა და ჩემსკენ გამოექანა ,არ ვიცი რა დამემართა მაგრამ ნაბიჯის გადადგმა ვეღარ შევძელი,ვიდექი ქანდაკებასავით გაქვავებული და ველოდი როდის მოვიდოდა..
-ბარბი ! -ერთი დაიძახა ,წამში ჩემთან გაჩნდა და გულში ჩამიკრა ,ისევ ის სურნელი ასდიოდა ,ისევ ისეთი ნაზი კანი ჰქონდა ,ისევ ვიგრძენი საშინელი მონატრება -ბარბო,ჩემო ბარბარე ,ჩემო ერთადერთო ..ძალიან მომენატრე - მაგრად მომიჭირა მკლავები და კისერში მაკოცა რამდენჯერმე ..შემდეგ ხელი შემიშვა და უკან დაიხია ,ჩემს წინ შედგა ,დაბნეული თვალები მომანათა -რა გჭირს ,შენ არ მოგენატრე? 
ხმას ვერ ვიღებდი, ან რა უნდა მეთქვა ,ვუყურებდი და ვერ ვიაზრებდი რომ ამდენი წელი გავიდა ,სულ მინდოდა მისი ნახვა ,როგორი არ წარმომედგინა ჩვენი შეხვედრა ,მაგრამ ახლა როცა ფაქტის წინაშე დავდექი ბევრად უარესად ვიგრძენი თავი..ვერ შევაჩერე ,როგორ არ ვცადე მაგრამ მაინც ვერ შევიკავე ცრემლები
-რა გატირებს ,ჩემო ფერია ,ცრემლი არ დამანახო -ჩემი სახე ხელებში მოიქცია და შუბლი შუბლზე მომადო -ამიერიდან აღარასოდეს იტირებ, მე დავბრუნდი!-
დაბრუნდა ,ის დაბრუნდა ,ის აქ იყო, ჩემს წინ იდგა ,ისევ მეხებოდა ,ისევ ვუყვარდი,ისევ უნდოდა ჩემთან ..
-ცოტა ხომ არ დაგაგვიანდა?-ჩახლეჩილი ხმით ვუთხარი და მისი ხელები უხეშად მოვიშორე 
-ბარბი..მე -დაბნეულმა შემომხედა
-რა შენ ნიკა ,რა შენ ?! რატომ გამოჩნდი ,რატომ მოხვედი,რა გინდა..ძლივს დავლაგდი, ძლივს დამიბრუნდა ხალისი, მაინც და მაინც ახლა რატომ მოხვედი?!
-ვერ გავძელი ბარბარე ,ეს ერთი წელი უშენოდ..-თავი გააქნია -ჯოჯოხეთში ვცხობრობდი, ყოველ დღე მინდოდა მენახე ,მაგრამ ვერ გპატიობდი,არ შემეძლო
-მაინც რა მქონდა საპატიებელი ?! მაინც რა მიჭირდა ,შენ ხომ არც მომისმინე ,არცკი დამელაპარაკე ,მეჩხუბე ,ცილი დამწამე ,დამადანაშაულე და წახვედი!!
-ვიცი,ვიცი ,ხო..მაპატიე ,გთხოვ 
-შვილი მომიკლეს ,მამაჩემმა შვილი მომიკლა ,მუცლიდან გამომგლიჯა და სანაგვეზე გადააგდო, ჩემი გოგო ,ჩემი ანგელოზი მომიკლა !
-გოგო იყო?-სახე გაებადრა 
-ხო..გოგო იყო,ჩვენი გოგონა ,პატარა ლამაზი გოგო,მაგრამ ჩამოყალიბებაც არ აცადა ბატონმა გურამმა ,ეგრევე მოკლა-ზიზღის გრძნობა დამეუფლა
-ბარბი,გეფიცები,დედაჩემის სიცოცხლეს ვფიცავ არ მინდოდა ,არ მინდოდა ასეთი განადგურებული დამეტოვებინე..დავინახე ,შენს თვალებში ტკივილი დავინახე ,მაგრამ მეც მტკიოდა ,მტკიოდა ჩვენი შვილი,ჩვენი გოგო მტკიოდა..
-შენ წახვედი ნიკა ,დამტოვე ,ახლა ესაა მთავარი..რატომ დაბრუნდი? -ისევ შემომანათა თაფლისფერი თვალები,ცრემლები ჩამდგარიყო მასში, ტკივლი დავინახე ,დიდი ტკივილი და მეც მეტკინა ,გული ჩამწყდა ..,
-უნდა დაგიბრუნო ,უნდა მაპატიო- ჩემი ხელები თავისაში მოიქცია
-არ გამოვა - მოვშორდი და უკან წავედი -დაგაგვიანდა ,ძალიან დაგაგვიანდა !
-ამას ნუ ამბობ
-მე დავინიშნე -დაბნეულმა შემომხედა ,განადგურებულმა ,სახეზე აესახა რაც გაიფიქრა
-რა? არ მჯერა ,მატყურბ
-ეს სიმართლეა ,მე დანიშნული ვარ ჩემს უფროსზე ,ძალიან მიყვარს ის და არ მოგცემ ჩვენი დაშორების უფლებას !
-მაშ დაინიშნე არა? -ნელა მომიახლოვდა -ესეიგი ძალიან გიყვარს ის შენი ბოსი და ბედნიერი ხარ ხო?
-კ..იი -ენა დამება ,ის კი უფრო მომიახლოვდა
-მაშინ მითხარი,მითხარი რატომ თრთი ისევ ჩემი დანახვისას,რატომ ვხედავ შენს თვალებში ისევ სიყვარულს ..რატომ ?
-თავი დამანებე ნიკა ,წადი,დაბრუნდი იქ სადაც იყავი,შემეშვი გთხოვ - მუდარით შევხედე და წამოსასვლელად მოვტრიალდი
-კარგი ,შეგეშვები - უკან დამეწია მისი სიტყვები -ოღონდ ორ კვირაში
-რა?- წამში შემოვტრიალდი
-ხო,მომეცი უფლება ორი კვირა შენთან ვიყო,თუ დავრწმუნდი ,რომ აღარ გიყვარვარ ,შეგეშვები -ორი წუთი სახეზე დავაკვირდი,სრულიად სერიოზული გამომეტყველებით იდგა და მიყურებდა 
-რას ბოდავ ?-ამოვიოხრე -სისულელეა ,აქვე მოვგვარდეთ 
-არა! -ხელები გულზე დაიკრიბა -ან ორ კვირას მომცემ ,ან არასდროს მოვაწერ განქორწინებას ხელს ! -ირონიულად გაიღიმა და თვალებში მომაჩერდა..
-კარგი - ცოტახნის ფიქრის შემდეგ ვუთხარი -ჯანდაბას ,იყოს ეგრე ..
-ძალიან კარგი..ხო და შენთან უნდა ვიცხოვრო
-რაააა ! შანსი არაა ,არ გამოვა ,დაივიწყე ,დემეტრე გაგიჟდება 
-დემნასთან კარგი ურთიერთობა მქონდა ,დაგავიწყდა?
-მაგაზე არ ვიძახი,მე ჩემს საქმრო ,დემეტრეზე ვიძახი
-ოჰო,სეხნიები აგირჩევია ,სად მოძებნე ?-ირონიულად ჩაიცინა ,რაც უფრო მაღიზიანებდა
-ჩემს საქმროზე წესიერად ილაპარაკე -საჩვენებელი თითი დავუქნიე 
-თორემ?
-განანებ ! -გაბრაზებული შემოვტრიალდი -წავედი ,სადაც გინდა იქ დარჩი ღამე ,მე არ დამიბარებიხარ აქ! 

****
იქედან პირდაპირ დემნას თამაშზე წავედი, მართალია ახლა ამის ხალისი არ მქონდა ,მაგრამ ძმას გვერდით უნდა დავდგომოდი..დემეტრესთვისაც დროზე უნდა მეთქვა ნიკას ჩამოსვლის ამბავი,არ მინდოდა სხვისგან გაეგო..
-ვახ,ვახ ,მიხარია რომ მოხვედით -გახარებული გამოემართა დემნა ჩემსა და დემეტრესკნ 
-რა სიმპატიური ხარ ძმაო - სიცილით ავათვალიერე , მოკლე შორტი და სპორტული მაისური ეცვა ,ძალიან უხდებოდა ფორმა 
-of course baby -თვალი ჩამიკრა ,ახლა თვითონ ამათვალიერა - და შენ რა არის ,გასვენებაში მოხვედი ,თუ გლოვობ ,რა შავები ჩაგიცვავს?
-ასეთ ხასიათზე ვიყავი 
-ხო,დღეს რაღაც ვერ არის -წელზე მომხვია ხელი დემეტრემ და თავისკენ მიმიზიდა 
-რამე მოხდა?-სერიოზული სახით შემომხედა ,მივხვდი იგრძნო რაღაცას რომ ვუმალავდი
-არაა,არაფერი -თავი გავაქნიე და გავუღიმე -აბა შენ იცი,უნდა მოიგო იცოდე 
-აბა რა -მანაც გამიღიმა და გადამეხვია -საღამოს ყველაფერს მომიყვები იცოდე !-ჩუმად მიჩურჩულა ყურში ,შემდეგ ხელი შემიშვა და გასახდელში შევიდა..
-წავედით?
-ხო ტირან ,წავედით 
-ნუ მეძახი ხალხში მაინც მაგ სახელს-სახე დამანჭა 
-კაი ხო -ხელი ავიქნიე და დარბაზში შევედი..

მატჩი ძალიან კარგად ჩატარდა ,ჩვენები იგებდნენ, დემნაც არაჩვეულებრივად თამაშობდა ,როგორც ყოველთვის ..მარიამი და გოგა გადამწყვეტი წითის დროს მოვიდნენ ,გვერდით დაგვიჯდნენ და ჩვენთან ერთად უყურებდნენ თამაშს 
-აქ კარგი არაფერი მოხდება -ყურში მიჩურჩულა ტირანმა
-დამიჯერე ,ასეა საჭირო -ჩურჩულითვე ვუპასუხე და ყვირილით წამოვვარდი ფეხზე ,როდესაც ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთი ქულა მოიპოვა ..-იესს,გავიმარჯვეთ ,უუუ !-ბოლო ხმაზე ვყვიროდი
-არ ვიცოდი ჩემი საცოლე ასეთი აზარტული თუ იყო - ღიმილით ამომხედა 
-შენ კიდევ ბევრი რამ არ იცი ჩემზე ჯაყელო
-ოჰ, მერე წინ მთელი ცხოვრება მაქვს ,გავიგებ როგორმე -თვალი ჩამიკრა ..

-აი ისიც -სიხარულით შევეგებე ჩემს ძმას -გილოცავ ლომო -კისერზე მოვეხვიე და მაგრად ვაკოცე ლოყაზე
-ოჰ ,კამეჩი აღარ ვარ?-ცალი წარბი ასწია 
-ვნახოთ როგორ მოიქცევი 
-გილოცავ -ხელი ჩამოართვა დემეტრემ
-გმადლობ - ღიმილით უპასუხა და ჩვენს უკან ,გარემოს მოავლო თვალი -მარი,არ მოსულა?
-კი, აი ისინიც - ხელი მის ზურგს უკან გავიშვირე ,ისიც წამში შეტრიალდა და ჩვენსკენ მომავალი დაინახა ,გოგასთან ერთად 
-გილოცავ დემნა - მშვიდად მიუახლოვდა და ლოყაზე აკოცა 
-ეს ვინ არის?-კბილებში გამოსცრა ,თუმცა პასუხი თავადაც იცოდა , მაშინვე ხელი დაავლო მარიამს და სადღაც გააქროლა
-სად მიგყავს! -წამოენთო გოგა ,მათკენ უნდოდა წასვლა ,თუმცა გზა გადავუჭერი
-აცადე ,ილაპარაკებენ და მოვლენ..ისე შენ ჯობია წახვიდე ! 
-რა? შენ გოგო თავი ხომ არაფერს მიარტყი ,სად უნდა წავიდე -ხელი ამიქნია 
-ჰეი ,ძმაო, ცოტა კორექტულად -წამოენთო დემეტრეც
-თორემ ! -არც გოგა ჩერდებოდა
-ძვლებს შეგიმოწმებ -კბილებში გამოსცრა დემეტრემ ,ხელი მომკიდა და გვერდით გამიყვანა ,ცოტა რომ დამშვიდდა იქვე ჩამოჯდა ,მეც გვერდით მივუჯექი 
-კარგია ,რომ თავი აარიდე -მხარზე ჩამოვადე თავი
-შენ გეცი პატივი,თორემ ძვლებში დავშლიდი ,როგორ გაგიბედა ასე მომართვა
-კაი,დაივიწყე , არ ღირს გახსენებად - ჩემი ხელი აიღო და თავისაში მოიქცია 
-როგორი ნაზი ხარ - ნელა გადაუსვა ცერა თითი კანს -და თან ალქაჯი -დაამატა ბოლოს
-ნუ ახლა ,ტირანთან ვერ მივალ მაგრამ...-არც მე დავაკელი სარკაზმი და უფრო ავეკარი მხარზე -დემეტრე ,რაღაც უნდა გითხრა 
-გისმენ 
-იცი,გუშინ საღამოს ტელევიზორს ვუყურებდი ,როცა დამირეკეს და ..
-ერთი წუთით -შემაწყვეტინა ,ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და უპასუხა - დიახ..დიახ გისმეთ...დღეს?..ალბათ ჩემს მდივანს დაავიწყდა გაეხსენებინა...კარგით..მოვალ-ტელეფონი გათიშა და გაბრაზებულმა გადმომხედა -რატომ არ ვიცოდი დღეს შეხვედრა თუ მქონდა?
-ვაიმეე ,სულ დამავიწყდა -თავში წამოვირტყი ხელი -ბოდიში უფროსო
-რაზე ფიქრობთ ბარბარე ,შემთხვევით შეყვარებული ხომ არ ხართ?-ეშმაკურად გამიღიმა
-არაა ,საიდან მოიტანეთ -იგივე ეშმაკობით მივმართე
-რავიცი ,რავიცი - ხელი დამავლო და ტანზე ამიკრა 
-რაღაც უნდა მეთქვა ,მგონი - თვალი თვალში გავუყარე 
-მოიცდის - ნაზას მაკოცა,შემდეგ ხელი შემიშვა და ხარბად ჩეისუნთქა ჰაერი-უნდა წავიდე 
-ვერ დაიცდი?
-ვერა ,მაგვიანდება ..
-კარგი მაშინ..
-კარგად - კოცნა გამომიგზავნა და წავიდა 

***
-გამიშვი დემნა ,სად მიმათრევ !- ბოლო ხმაზე ყვიროდა ,დემნამ გასახდელის კარები შეაღო, შიგნით შევიდა და მაშინვე გაუშვა ხელ
-რა გაყვირებს?
-ეს რა საქციელი იყო,სად მომათრევდი!
-რატომ მოხვედი აქ ,მასთან ერთად?!
-შენ დაგვპატიჟე იდიოტო!
-მე შენ დაგპატიჟე და არა ის ! -ბოლო ხმაზე დაიღიალა
-მე გამომყვა,დიდი ამბავი !
-არ მომწონს ეგ ტიპი,არ მსიამოვნებს მასთან ერთად რომ ხარ!
-რატომ!
-იმიტომ რომ შენ ჩემი ხარ ! მხოლოდ ჩემი,გაიგე? - იღრიალა და კარადას მუშტი გასცხო
-რა?
-ხო,მე ..მიყვარხარ მარიამ ,ძალიან და ვერ ვიტან ასეთ ს**ებთან რომ გხედავ !
-გაიმეორე - დემნას სახე მის ხელებში მოიქცია
-მიყვარხარ !- ამ უკანასკნელმაც გაიღიმა და იგივე გაიმეორა -ძალიან ,ძალიან მიყვარხარ
-მერე შე მართლა კამეჩო,აქამდე სად იყავი?-სიცილით უთხრა
-გაჩუმდი და მაკოცე - გააჩუმა წამში და ხარბად დაეტანა მის ბაგეებს ,ხელი მაჰრად მოხვია წელზე და მთელი სხეულით აიკრა ..

****
- აჰ ძმაო, ძლივს მოგემატა ტვინი -ბედნიერმა გადავხედე ძმას და მასზე მიხუტებულ მარიამს 
- ტვინი არა ,გამბედაობა 
- გეყოთ ახლა დაქალებს ჩემი გაჭორვა 
- გაჩუმდი შენ! - იდაყვი ვკარი -მიდი კარი გააღე
- აუუ,შენ გააღე რა
- ოფ,მეზარება ,მიდი რა, ძმა არ ხარ?
- რა შუაშია?
- თავშია !
- ოხ,კაით მე გავაღებ -ბუზღუნით წამოდგა მარიამი ფეხზე და კარის გასაღებად წავიდა 
- შეყვარებულთან ნუ მეპასუხები ხოლმე -ბავშვური გაბრაზებით მითხრა დემნამ 
- ეგ შეყვარებული ჩემი ბავშვობის მეგობარია ,ნუ მასწავლი რა ვქნა და რა არა-ენა გამოვუყავი -მარიამ ,გოგო ,ჩამოდნი კარებთან თუ რა ხდება?!-გავძახე დაკარგულ მეგობარს -ძმაო მგონი საცოლე მოგტაცეს 
- ჰაჰა,კარგად ხუმრობ - დემეტრეც კარებისაკენ წავიდა 
- სად გაქრით ხალხო, ვინ არის ასეთი -გაბრაზებული გავვარდი ,მაგრამ ზღურბლზე ნიკა რომ დავინახე წამში გავშეშდი -აქ რა გინდა?!
- ცოლთან მოვედი -ღიმილით შემოვიდა ნიკა სახლში,ჩემოდნები იქვე დააწყო, გაშტერებულ მარიამს და დემნას მიესალმა და ჩემსკენ დაიძრა
- ხომ გითხარი ჩემთან არ იცხოვრებ !-გაბრაზებულმა შევუღრინე
- ერთი წუთით -საუბარში ჩაება დემნა -რა ხდება აქ ?!
- ცოლის ძმავ ,მე დავბრუნდი ,როგორ მომენატრე -ღიმილით მიუბრუნდა
- კაი ერთი -ირონიული ღიმილით გახედა - წადი ახლავე! -ხელი კარისკენ გაიშვირა
- რა?
- წადი,გაეთრიე აქედან სანამ ძალით არ გამიყვანიხარ ! -ხელები მუშტებად შეკრა 
- რა გჭირს ,მეგონა ვძმაკაცობდით
- ხო,ეს მანამ სანამ ჩემი და არ დააგდე აქ ,სანამ არ გაანადგურე და გააუბედურე !
- აგიხსნით 
- ნიკა წადი ! შენი ცემა არ მინდა -კატეგორიულად მოსთხოვა 
- კარგი -ერთი ამოიოხრა ,შემდეგ მე მიჩურჩულა - აღარ იფიქრო განქორწინებაზე - მერე დემნას გახედა ,ერთი ჩაეღიმა და ნელი ნაბიჯით წავიდა კარისაკენ..წამში დამიდგა დემეტრეს სახე თვალწინ, ნიკას თუ არ გავშორდებოდი მას ვერ გავყვებოდი,საწყალი თვალებით გადავხედე ,მანაც მომაგება თავფლისფერი სფეროები,შემდეგ შებრუნდა და სადარბაზოში გავიდა 
- მოიცა! -წამოვიყვირე უცებ ,წამში ვიგრძენი ექვსი თვალი ჩემზე
- ბარბარე!-თვალები დამიბრიალა დემნამ -რას !
- გთხოვ ძმაო,ცოტახნით დარჩეს ,სულ ცოტახნით-მუდარით შევხედე
- გააფრინე?! -გაოგნებულმა შემომხედა მარიამმა
- ვიცი რასაც ვაკეთებ,გთხოვთ
- რაც გინდა ის ქენი,მერე არ ინანო - ხელი ჩაიქნია დემნამ და მარიამთან ერთად დატოვა ოთახი
- მე შენთან ვწვები? -ირონიული ღიმილით გადმომხედა
- არც იოცნებო, დივანზე დაწვები -ერთი შევუღრინე
- ეგეც მაწყობს -მხრები აიჩეჩა და ოთახში შევიდა.
-მოგიშორებ ორ კვირაში -ჩემთვის ამოვიოხრე და მას შევყევი 
თავი 20
მთელი ღამე არ მეძინა ,არც არავის შემოუხედავს ,დილას თითქოს თავს ძალა დავატანე ფეხზე ავდექი და სააბაზანოში წყალი შევისხი სახეზე ,ძალიან სუსტად ვგრძნობდი თავს ,სარკედან სულ სხვა ადამიანი მიმზერდა ,რომელსაც თვალები ჩასწითლებოდა ,თმა ერთმანეთში აბურდვოდა ,განადგურებული იყო ..ჩემდაუნებურად წამომივიდა ცრემლები,ვერ ვეგუებოდი საკუთარ თავს ასეთს ,სად გაქრა ძლიერი ბარბარე ,ის რომელიც ყველა პრობლემას უმკლავდებოდა და ყველაფერს ღიმილით ხვდებოდა..ცრემლები შევიწმინდე ,თვალები ამოვიბანე სავარცხელი ავიღე და თმის დავარცხნა დავიწყე,შემდეგ კი მისაღებში გავედი ,დემნა შეშინებული შემეფეთა კარებში
-ბარბი,ისე შემეშინდა ,ამდენი ხანი აბაზანაში რომ ჩაიკეტე ,მეგონა რამე დაგემართა -ხელი მომხვია და მაგრად მიმიხუტა
-კარგად ვარ,უბრალოდ ჩემი თავის ყურებით ვტკბებოდი -ირონიულად ჩავიღიმე
-ჩემი პატარა,ხომ გითხარი ის არ შემოგეშვა სახლში-კბილებში გამოსცრა
-არ გვინდა რა ამაზე დემნა ,გთხოვ -ღონემიხდილმა გავინთავისუფლე მისი მკლავებიდან თავი და თვალებში ჩავხედე -ვშორდებით ჩვენ მალე 
-რა? ის თანახმაა?
-კი,ამიტომ შემოვუშვი,მთხოვა ორი კვირით დარჩენილიყო და მერე სამუდამოდ წავა
-დემეტრემ ეს არ იცოდა ხო?
-არა- დივანზე ჩამოჯდა
-ისე ,არ გეწყინოს მაგრამ ძალიან არასწორად მოიქცა ,უნდა მოესმინა მაინც -გაბრაზებული მიუჯდა გვერდით
-კარგი რა დემნა ,შენ რომ მარიამი გოგასთან ჩახუტებული გენახა ,მის სახლში,მისსავე ოთახში რას იფიქრებდი?
-ხო,მაგრამ მოესმინა!
-ტირანია დემნა ,ტირანიი -გაეცინა -ტირანებმა კიდევ ,მოსმენა არ იციან 
-ხო,ეგ აღარ გამხსენებია -დემნასაც გაეცინა -კარგი,ახლა უნდა ჭამო
-რა გვაქ?
-მარიამის გაკეთებული წვნიანი -სიცილით მითხრა
-აუუ,მარიამის საფირმო წვნიანებს რა გამოლევს -სახე დავმანჭე
-ბუტერბროდს გაგიკეთებ თუ გინდა 
-აუ კიი რა ,გთხოვ -ორი თითი მივიდე კისერთან
-კაი,ისე ასე ადრე რამ გაგაღვიძა შვიდი საათია ჯერ -სამზარეულოდან გამომძახა
-არც მძინებია -ჩემთვის ჩავილაპარაკე..ცოტახანში დემნამ ბუტერბროდი შემომიტანა ,გემრიელად მივირთვი ,შემდეგ ჩვენს ოთახებში შევიკეტეთ...
***
ლოგინზე იწვა და ფოტოაპარატში ფოტოებს ათვალიერებდა ,ცდილობდა თავი როგორმე გაერთო ,უცებ დემეტრეს ფოტოს გადააწყდა ,აი იმას პარიზში რომ გადაუღო ჩუმად ,აკვირდებოდა და ეღიმებოდა ,საოცრად მოენატრა ეს ადამიანი,ძალიან ..აქამდე იმით იყო რომ ერთ ჰაერს მაინც სუნთქვდნენ ,ერთ ქალაქში იყვნენ ,მაგრამ დღეს ,დღეს დემეტრე სამუდამოდ წავიდოდა და დქტოვებდა ამ ქალაქში მარტო,ობლად წამოსული ცრემლი მოიწმინდა 
-ბარბი,გღვიძავს ?- კარებზე დააკაკუნა ნიკამ
-ხო,შემოდი - ცრემლები შეიწმინდა ,ისიც უხმოდ შემოვიდა და საწოლთან ჩამოჯდა
-ილაპარაკეთ?-ბარბარემ თავი დაუქნია -მერე?
-მიდის
-რა?
-ხო,მიდის ,მტოვებს -ისევ ვერ შეიკავა ცრემლი
-და შენ აქ ასე ზიხარ?-გაკვირვებულმა ჰკითხა
-აბა რა უნდა ვქნა?-მხრები აიჩეჩა
-უნდა წახვიდე და დაელაპარაკო,არ უნდა მისცე უფლება წავიდეს
-არ მისმენს ,არ აქვს აზრი
-ბარბარე ! ახლა ყურადღებით მომისმინე -კატეგორიული ხმით თქვა -ეს ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა,მე ვხედავ როგორ გიყვარს დემეტრე ,როგორ გტკივა უმისობა ,არ მოგცემ უფლებას მეორედ დაინგრიო ცხოვრება ,მითუმეტეს მეორედაც ჩემს გამო
-მაგრამ 
-არავითარი მაგრამ, წუწუნი არ გამაგონო ! შენ რა ,ასე იჯდები და უფლებას მისცემ წავიდეს? ასე უშვებ შენს სიყვარულს?-საყვედურით სავსე თვალები მომანათა - იცი,მე რომ წავედი ,როგორ ვინანე შემდგომ ეს ,რამდენჯერ მინდოდა მოსვლა ,მაგრამ შენი შემეშინდა ,მეშინოდა რომ ზიზღით სავსე თვალებით შემომხედავდი. ჩემს თავს ვწყევლიდი იმის გამო,რომ ასე გაგიშვი, ასე უბრალოდ ,ერთ წამში.. ბარბარე - ხელი ხელზე მომკიდა - ნუ ტირი გთხოვ,ახლა ძლიერი უნდა იყო..წადი,წადი და იბრძოლე შენი სიყვარულისთვის!
-რომ არ დამიბრუნდეს
-მაშინ ყველაზე სულელი ადამიანი იქნება ქვეყანაზე ,თუ არ დაგაფასა ..
-გმადლობ,ნიკა -გავუღიმე. ჩემი ხელი აიღო და ნაზად აკოცა
-იცოდე ,ბედნიერი უნდა იყო
-შენც უნდა იყო ! -ხელი აიქნია და გაეცინა
-კაი რა ,მე ვიზამ რამეს ,ახლა ადექი ,მოწესრიგდი და წადი-თავი დავუქნიე ,წყალი გადავივლე ,სადად ჩავიცვი ,ჩანთა ავიღე და წასვლას ვაპირებდი კარებში ნიკამ რომ შემაჩერა
-ბარბი,ხვალ წავიდეთ და გავეყაროთ - სევდიანი თვალები მომამათა ,ჩამეღიმა ,მივუახლოვდი და ნელა ვაკოცე ლოყაზე ,ხელები მომხვია და მაგრად მიმიხუტა -მომენატრები შე გიჟო -ჩუმად ჩამჩურჩულა ყურში
-მეც -განვეთავისუფლე და ქვევით ჩავედი..ტაქსით დემეტრეს სახლს მივადექი, ძალიან ვნერვიულობდი,ხმამაღლა დავაბრახუნე ორჯერ ეზოს კარებზე 
-გისმენთ - დაცვამ გამიღო
-დემეტრესთან ლაპარაკი მინდა 
-წავიდა ქალბატონო
-სად წავიდა ?
-აეროპორტში -უცებ დამეხვა თავბრუ და იქვე კედელს მივეყრდენი-კარგად ხართ ქალბატონო?-ხელი შემაშვლა
-კი,რომელზე მიფრინავს,ან სად?
-სამზე,საფრანგეთში -თავი დავუქნიე,საათს დავხედე ჯერ კიდევ მქონდა დრო, სწრაფად ჩავჯექი ისევ ტაქსიში და პირდაპირ აეროპორტისკენ ავიღე გეზი

***
ამდროს ნიკა ბარში იჯდა ,ტკიოდა ,როგორ არ ტკიოდა ,მიუხედავად იმის რომ ბარბარე თავისი ნებით გაუშვა ,მისი ბედნიერებაც უხაროდა ,მაგრამ მაინც ტკიოდ გული..
კიდევ ერთი ჭიქა დაასხმევინა და სწრაფად გადაჰკრა 
-კაი რა ,ლარი რა არის -მოესმა გვერდიდან ქალის გაღიზიანებული ხმა ,იქით მიიხედა და დაინახა ახალგაზრდა სადად ჩაცმული ,შავგვრემანი გოგონა როგორ ეჩხუბებოდა ბარმენს
-რა ვქნა გოგონა ,ჩემი ხომ არაა ეს ბარი, უნდა გადაიხადოთ -არც ბარმენი თმობდა
-რა ხდება?-რატომღაც საქმეში ჩაერია ნიკა ,გოგომ უნდობლად გადმოხედა და ერთი აათვალიერა
-ფული აკლდება ,მეკი ვუხსნი რომ ბოლომდე უნდა გადაიხადოს
-ვაიმე,არ მაქვს და საიდან მოვიტანო?-გაღიზიანებულმა თქვა და შავი თვალები შეანათა
-რამდენი გაკლდებათ?-იკითხა ნიკამ
-სამი ლარი -ისე უთხრა არც შეუხედავს 
-მე გადავიხდი -ბარმენს გახედა 
-არ არის საჭირო ,თვითონ მოვგვარდებით -უხეშად უთხრა გოგომ
-არა,გადავიხდი და მერე დამიბრუნეთ -გაეცინა მის ბავშვურობასა და უხეშობაზე ერთად ,ჯიბიდან ფული ამოიღო და ბარმენს მიაწოდა
-გმადლობთ - ცოტა ტონი შეურბილდა -აუცილებლად დაგიბრუნებთ
-დამეწვევით?-ვისკით სავსე ჭიქაზე ანიშნა 
-არ ვსვავ-ხელი აიქნია 
-აბა აქ რა გინდათ?
-მეგობრებს გამოვყევი, ზოგადად არ მიყვარს ბარები და კლუბები ,მერე აქ დამტოვეს და წავიდნენ
-უიი..ცუდია ,რა გქვიათ?
-თქვენობით ნუ მომმართავ რა ,თავს უხერხულად ვგრძნობ ,არც ეგრე დიდი ვარ 
-რამდენის ხარ
-22 წლის 
-ვაა ,სახელი?
-ნიკის მეძახიან მეგობრები -ღიმილით უთხრა
-სასიამივნოა ნიკი,მე ნიკა მქვია
-ჩემთვისაც..კაი ჩემი დაქალები შერეკილები არიან,მაგრამ თქვენ რაღა გინდათ დღისით ბარში?
-ამ დღეებში ცოლს ვეყრები და - ისე უთხრა ვითომ არაფერიო
-ცუდია..
-მთავარია ის იყოს ბედნიერი
-ძალიან გიყვარს ხო? არა უბრალოდ თვალებში გეტყობა ,ისე გიბრწყინდება როცა მას ახსენებ
-კი,ძალიან,ჩემი პირველი სიყვარულია..
-ოო,პირველი სიყვარული არასდროს ავიწყდებათო ამბობენ
-ამბობენ? მოიცა შენ არ გყვარებია?
-არა -მხრები აიჩეჩა და მხიარული სახით შეხედა -კარგი მე წავალ, თქვენი ნომერი მომეცით ,ფული რომ დაგიბრუნოთ
-თვითონ მთხოვე და ახლა შენ მომმართავ თქვენობით-სიცილით უთხრა ,გოგოსაც გაეცინა -არ არის საჭირო დაბრუნება ,მართლა
-არა,სინდისი არ მომასვენებს 
-კაი მაშინ -ტელეფონის ნომერი მისცა,შემდეგ ერთმანეთს დაემშვიდობნენ 

***
მოწყვეტით გადმოვვარდი ტაქსიდან,ფული მივაჩეჩე და სწრაფად შევვარდი აეროპორტში,მაშინვე კომპიუტერთან მჯდომ გოგონას მივვარდი
-სასწრაფოდ მითხარით საით არის საფრანგეთისკენ მიმავალი თვითმფრინავი
-იქეთ წადით და შემდეგ მარჯვნივ შეუხვიეთ,მაგრამ უკვე ასაფრენად ემზადება -დაბნეულმა მითხრა
-მადლობა -მივაძახე და სწრაფად გავიქეცი იქეთ საითაც მასწავლა ,ხალხი უკვე ჩამსხდარიყო,კარებიც დაეკეტათ ,უზარმაზარ გასასვლელში ფორმაში გამოწყობილი კაცი იდგა 
-შემიშვით გთხოვთ
-სამწუხაროდ ვერ შეგიშვებთ,უკვე უნდა აფრინდეს -უხეშად მეუბნება კაცი
-როგორ თუ უნდა აფრინდეს ,გეუბნებით შემიშვით, საქმე მაქვს !-გაღიზიანებულმა ვუყვირე
-ვერა
-უნდა დაველაპარაკო,გთხოვთ,აუცილებლად უნდა შევიდე ! - ვედრებით შევხედე ,უცებ გვერდითა მხრიდან დავინახე როგორ დაიძრა უზარმაზარი თვითმფრინავი ..მიდიოდა ,ჩემი ტირანი მიდიოდა და ვეღარ ვნახავდი
-დემეტრე ,დემეტრე.. გამიშვით გთხოვთ!! -ყვრილი დავიწყე ,ტირილიც ამივარდა 
-რა ხდება?-მეორე ფორმიანიც მოვიდა
-ქალბატონი შეშვებას ითხოვს
-ძალიან გთხოვთ,იქ ჩემი საქმრო ზის ,სასწრაფოდ უნდა ველაპარაკო! -ახლა მეორე კაცს მივვარდი
-არ შეიძლება გოგონა ,რა ვქნა 
-რატომ არ შეიძლება ,იქნებ რა ხდება ,ადამიანი რომ გთხოვთ არ უნდა გაგოთ?!-ყვირილზე გადავედი
-თვითმფრინავი უკვე აფრინდა - უხეშად მითხრა ფორმიანმა ,ფანჯარაში გავიხედე ,მართლაც უკვე კარგ სიმაღლეზე ასულიყო,უარესად ამივარდა ტირილი
-თქვენ რა ხალხი ხართ, ამდენი მახვეწნინეთ,აქამდე ხომ მოვასწრებდი !
-დამშვიდდით
-როგორ დავმშვიდდე, ჩემი ცხოვრება წავიდა ,მორჩა დავკარგე , რა დამამშვიდებს!-ვუყვიროდი
-ბარბარე - ვიღაცამ დამიძახა უკნიდან
-მაცადე ,-უხეშად მივაძახე ,ისე არც გამიხედავს -თქვენ იცით რას ნიშნავს როცა შენი საქმრო გტოვებს და მიდის?!-ისევ ფორმიანს ვუყვიროდი -ერთი შენი შეყვარებული იჯდეს იქ ,მაშინ აქ ასე მშვიდად მუდო სახით კი არ იდგებოდი!
-ბარბარე გეყოს ! -ისევ გაისმა 
-რა გინდა ,შენ ვინღა ხა.. -სიტყვა ენაზე შემაშრა ,ჩემს უკან დემეტერე იდგა ,თვალებგაბრწყინებული მიყურებდა და სიცილს ძლივს იკავებდა
-ტირანო ! -დავიძახე და მისკენ გავიქეცი ,ხელები მოვხვიე ,მაგრად მივიკარი გულზე -შენ აქ ხარ ,არ წახვედი - სახეზე შევახე თითები,რათა დავრწმუნებულიყავი ნამდვილი იყო, ახლოს მივუტანე ტუჩები და მთელი სახე დავუკოცნე ,გიჟივით ვუცინოდი და ვეხუტებოდი ,ხალხი გაშტერებული გვიყურებდა -შენ არ წახვედი
-ხო, ვერ წავედი ,მივხვდი ასე ვერ დაგთმობდი ჩემო ქაჯო - წელზე მაგრად მომხვია ხელები - დალაპარაკების გარეშე ვერ წავიდოდი ,მაპატიე გთხოვ - თავი დავუქნიე ,ხელი მომკიდა და სწრაფად დაეძგერა ჩემს ბაგეებს ,ხელი კისერზე შემოვხვიე და თმაში შწევუცურე
-უკაცრავად ,იქნებ გარეთ გექნათ ეგ - ჩაახველა ფორმიანმა
-მაცადე შენ ! -ერთი შწვუბღვირე და ახარხარებულ დემეტრეს მივუბრუნდი -წავედით? -ხელი გავუშვირე 
-წავედით - ხელი ჩამკიდა და აეროპორტიდან ერთად გამოვედით -რა გიჟი მყავხარ რა ,რანაირად ეჩხუბებოდი იმხელა კაცს -სიცილით მეუბნებოდა
-არ მიშვებდა და -მხრები ავიჩეჩე 
-ხო.. ტუტუცი ეგ,-შემდეგ ერთი ამათვალიერა -რა არის გოგო ,როგორ გამხდარხარ ,ქმარი არ გივლიდა?-ირონიით მკითხა 
-აჰამ..-მეც ირონიით გადავხედე - სხვათაშორის ,ყოფილი ქმარი - ამაყად ვუთხარი და მის გაოგნებულ სახეზე სიცილი ამივარდა
-დაშორდით?
-ხვალ ვშორდებით -წარბები ავწიე .
სახე გაუნათდა ,გაბრწყინებული თვალებით შემომხედა და ნაზად მაკოცა 
-მოიცა-თვალებში ჩამაჩერდა - ანუ ,ხვალიდან თავისუფალი ქალი იქნები?
-დიახ ,რასაც მინდა იმას ვიზამ - დავამატე სიცილით
-მხოლოდ ერთი დღით -წამში ჩამაშხამა 
-რატომ?
-იმიტომ ,რომ ზეგ ვქორწინდებით
-ჰმ..ვინ მოგყვება ერთი 
-შენ 
-რა დარწმუნებული ხარ ? ძლივს ერთ ქმარს ვეყრები და ახლა კიდე გავთხოვდე?
-მე ჩვეულებრივი ქმარი არ ვარ საყვარელო -მისკენ შემაბრუნა და თვალი ჩამიკრა
-აბა რა ხარ ?
-მე ტირანი ვარ,დაგავიწყდა?
-მართალია, შენ ჩემი ტირანი ხარ - გავუღიმე ,მანაც მაშინვე ამიკრა მკერდზე ,ხელი კეფაზე მომხვია და ნაზად მაკოცა..დღეიდან ის ჩემი იყო ,მხოლოდ ჩემი ,,ტირანი "


დასასრული..



№1 სტუმარი სტუმარი მაშო

როგორ მიყვარს ეს მოთხრობა <3

 


№2  offline წევრი teengirllove

სტუმარი მაშო
როგორ მიყვარს ეს მოთხრობა <3

მიხარია თუ გიყვარს :))

 


№3  offline წევრი teengirllove

ლათინო
იიიიიი ჩემი ისტორიაა. როგორ მიყვარს შენი ჩემი ტირანი. რო არ მეზარებოდეს თავიდან წავიკითხავდი :დდ მაგრამ მეზარება და თან მახსოვს ყველაფერი. რო დამავიწყდება მივუბრუნდები ისევ ვფიცავ! ♥♥♥♥♥

არ მიკვირს ,რომ გეზარება :)))) ვიცი და მჯერა შენი, მეც მიყვარს ჩვენი ტირანი ;))

 


№4  offline მოდერი Nanaga

მეორე ნაწილლი მინდა :D

 


№5  offline მოდერი ბელუ შეროზია

ძალიან ტკბილი ისტორიაა და ძალიან ვისიამოვნე კითხვისას heart_eyes
მადლობა შენ ამისთვის...

 


№6  offline წევრი black angel555

ძალიან საიტერესო და სასიამოვნო წასაკითხიბიყო

 


№7  offline წევრი teengirllove

ბელუ შეროზია
ძალიან ტკბილი ისტორიაა და ძალიან ვისიამოვნე კითხვისას heart_eyes
მადლობა შენ ამისთვის...

პირიქით მადლობა შენ კომენტარისთვის :)))

Hermann
მეორე ნაწილლი მინდა :D

ვიფიქრებ :)

black angel555
ძალიან საიტერესო და სასიამოვნო წასაკითხიბიყო

მიხარია ;)

 


№8 სტუმარი teo

turquli filmebidan da serialebidan igrbt scenars? :-)))))

 


№9  offline წევრი teengirllove

teo
turquli filmebidan da serialebidan igrbt scenars? :-)))))

ratom vuaryo? diax iq ra momentebic momwons imit vajereb ,magram yvelaferi ra tqma unda iqedan araa :))

 


№10  offline წევრი Ninuca)

Dzalaaan kargi iko nu tiranze rom vgijdebi ukve amas tkmac ar schirdeba:D au tu gaagrdzleb da meore nawilsac dadeb uketesi ikneba❤

 


№11  offline წევრი teengirllove

Ninuca)
Dzalaaan kargi iko nu tiranze rom vgijdebi ukve amas tkmac ar schirdeba:D au tu gaagrdzleb da meore nawilsac dadeb uketesi ikneba❤

დავფიქრდები,მაგრამ მეორე რაღაზე უნდა იყოს :)))

 


№12 სტუმარი სტუმარი თეო

teengirllove
teo
turquli filmebidan da serialebidan igrbt scenars? :-)))))

ratom vuaryo? diax iq ra momentebic momwons imit vajereb ,magram yvelaferi ra tqma unda iqedan araa :))

teengirllove
teo
turquli filmebidan da serialebidan igrbt scenars? :-)))))

ratom vuaryo? diax iq ra momentebic momwons imit vajereb ,magram yvelaferi ra tqma unda iqedan araa :))

კი, კითხვა დავიწყე და ერთ ერთი თურქული სერიალის სცემარი იყო პირდაპირ .....

 


№13  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ძააან მაგარია წარმატებებიიი

 


№14  offline წევრი teengirllove

სტუმარი თეო
teengirllove
teo
turquli filmebidan da serialebidan igrbt scenars? :-)))))

ratom vuaryo? diax iq ra momentebic momwons imit vajereb ,magram yvelaferi ra tqma unda iqedan araa :))

teengirllove
teo
turquli filmebidan da serialebidan igrbt scenars? :-)))))

ratom vuaryo? diax iq ra momentebic momwons imit vajereb ,magram yvelaferi ra tqma unda iqedan araa :))

კი, კითხვა დავიწყე და ერთ ერთი თურქული სერიალის სცემარი იყო პირდაპირ .....

pirdapir eg scenari ar aris ,bolomde tu waikitxav mixvdebi ,rom konkretul serials ar efudzneba ,ubralod nakrebia sxvadasxva..sanam am istorias davwerdi eg vtqvi kidec ..sulac ar mimachnia es tagizmad ,rom chemi sayvareli momentebi chavsva sxvadasxva serialebidan ;)))

uchveulo
ძააან მაგარია წარმატებებიიი

madlobaa :))

 


№15 სტუმარი სტუმარი თეო

teengirllove
სტუმარი თეო
teengirllove
teo
turquli filmebidan da serialebidan igrbt scenars? :-)))))

ratom vuaryo? diax iq ra momentebic momwons imit vajereb ,magram yvelaferi ra tqma unda iqedan araa :))

teengirllove
teo
turquli filmebidan da serialebidan igrbt scenars? :-)))))

ratom vuaryo? diax iq ra momentebic momwons imit vajereb ,magram yvelaferi ra tqma unda iqedan araa :))

კი, კითხვა დავიწყე და ერთ ერთი თურქული სერიალის სცემარი იყო პირდაპირ .....

pirdapir eg scenari ar aris ,bolomde tu waikitxav mixvdebi ,rom konkretul serials ar efudzneba ,ubralod nakrebia sxvadasxva..sanam am istorias davwerdi eg vtqvi kidec ..sulac ar mimachnia es tagizmad ,rom chemi sayvareli momentebi chavsva sxvadasxva serialebidan ;)))

uchveulo
ძააან მაგარია წარმატებებიიი

madlobaa :))

:-D

 


№16  offline წევრი teengirllove

Hela
ძალიან ძალიან კარგი იყო

madloba

 


№17 სტუმარი სტუმარი ნინია

ბანალურია... ბათ წარმატებები დროთა განმავლობაში დაიხვეწები <3

 


№18  offline წევრი teengirllove

სტუმარი ნინია
ბანალურია... ბათ წარმატებები დროთა განმავლობაში დაიხვეწები <3

madloba ,ra tqma unda davixvewebi :)))

 


№19 სტუმარი სტუმარი ანი

მეგონა ათასერთ გამეს ვუყურებდი მაგრამ კარგი იყო ძალიან❤❤

 


№20  offline წევრი teengirllove

სტუმარი ანი
მეგონა ათასერთ გამეს ვუყურებდი მაგრამ კარგი იყო ძალიან❤❤

ბევრს ეგონა smile მიხარია თუ მოგეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent