შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემომიყვარდი (თავი 3)


9-07-2018, 22:28
ავტორი naattii
ნანახია 2 440

-მეგონა დღეს უკვე გავარკვიეთ ყველაფერი_ მალევე გადაკრა ხელში შერჩენილი სასმელი და ბიჭს გადმოხედა.
-არა, ეს შენ საუბრობდი და მე გისმენდი, რაღაც გარკვევა არ მახსოვს.
-მაშინ ახლა გავარკვიოთ_კარისკენ ანიშნა თავით და ძლივს შენარჩუნებული წონასწორობით გამოვიდა გარეთ. არტ-კაფესთან იმდენი ლამპიონი იდგა, წყნარად ვერ დაილაპარაკებდნენ, ამიტომ გზას გაუყვა და თეატრის გვერდით, ცოტა ჩაბნელებულ ადგილას გაჩერდა, ხელით მიეყრდნო რიკულებს და თვალების ბრიალით მოხედა ბიჭს უკან.
-როგორ ბედავ?
-დაწყნარდით ლექტორო, მემგონი ცუდი არაფერი მიკადრებია.
-შენ რა სულელი გგონივარ? შენი აზრით ვერ ვამჩნევ? როგორ გგონია ვერ ვხვდები როგორ მაშიშვლებ მზერით ლექციის დროს? როგორ მაკვირდები თითოეულ დეტალზე? ვერ ვამჩნევდი როგორ დამყვებოდი უკან ჩემი განრიგის შესასწავლად? მორჩი ამ აკვიატებას და შენს ცხოვრებას მიხედე ლაწირაკო.
-გგონია არ ვცადე?_ხელი მიარტყა რიკულებს და ქალს პირისპირ დაუდგა_შენი აზრით რატომ ავიღე აკადემიური შარშან? შენი აზრით აქამდე რატო ვიჯექი ჩემთვის და უბრალოდ ბიჭების ჩამოშორებით რატომ ვიყავი დაკავებული? მაგრამ არ გამომივიდა გესმის? არ გამომივიდა, ვერ ამოგშალე, სხვას ვერ შევხედე და სხვათაშორის მანამდე გაგაშიშვლებ მზერით სანამ ასეთი კაბების ჩაცმას არ შეეშვები, თუმცა არა, რას ვიტყუები, არ მგონია ოდესმე შევძლო და წყნარად გიყურო.
-ზედმეტი მოგდის გაბრიელ.
-მიხარია რომ ლაწირაკიდან სახელზე გადავედით, შეგიძლია ბოლომდე გამოთვრე, სამი წელია მაინც აღარ დადიხარ მარტო_ისევ ისე სწრაფად დაუტოვა კოცნა ნახევრად ტუჩზე და ნახევრად ლოყაზე და გაეცალა, ოღონდ ამჯერად სასტიკად აეწვა ტუჩის კუთხე ანიტას.
თვალი გააყოლა შუა ცენტრალურ გზაზე მიმავალ ბიჭს, არაფრით გამორჩეული გარეგნობა ქონდა ბიჭს, თაფლისფერი თვალები, ოდნავ კეხიანი ცხვირი და სქელი ტუჩები, გამხდარი, „აწოწიალებული“ და მუდმივად ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი დადიოდა. სწორედ ამაში იყო მისი ხიბლი, ასეთი არაფრით გამორჩეულობა ხდიდა სიმპატიურს და მიმზიდველს, არც გოგოების ნაკლებობას განიცდიდა, მაგრამ მას მხოლოდ ერთი სურდა და მანამ არ მოისვენებდა სანამ თავისად გაიხდიდა. წვავდა ანიტას მზერა უკნიდან და თავისთვის ეცინებოდა, მაინც შეაყვარებდა თავს, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, არ იცოდა გეგი თუ მოცილებული ყავდა, მაგრამ მისი არსებობა დიდად არც აწუხებდა.
ბუზღუნით შებრუნდა მეგობართან ანიტა და კიდევ ორი გადაკრა, ბუნდოვნად ახსოვს სახლში მისვლა და საწოლში მოხვედრა, დილით დალოცა ნაბახუსევის არ ქონა და ლექციებისთვის მოემზადა, ისე გამოიყურებოდა ვერავინ გაბედავდა გაფიქრებას გუშინ უგონოდ გამოტყვრაო. ტანსაცმლის შერჩევისას გაბრიელის სიტყვები გაახსენდა და ბოროტად გაიღიმა, ესეიგი ასეთი კაბებით გიჟდება არა? კარგი კარგი, ოდნავ უფრო მოტკეცილი ერთიანი კაბა გადაიცვა და ისეთი საცვალი შეუხამა, სულ ოდნავ რომ ეტყობოდა შიგნით ტანგა რომ ეცვა, მაგრამ იცოდა ის შეამჩნევდა.
როგორც ყოველთვის ამაყად ყელმოღერებული მიემართებოდა აუდიტორიისკენ და ისევ ექოდ გაისმოდა მისი ფეხსაცმლის კაკუნი დერეფანში. ღიმილით მიესალმა სტუდენტებს და თავს უფლება არ მიცა უკანა რიგებში გაქცეოდა მზერა, იმ დღეს სემინარი ქონდათ, როგორც ჩვეოდა თავიდან მოხალისეებით დაიწყო მასალის გამოკითხვა და არც გაკვირვებია პირველი გაბრიელი რომ აღმოჩნდა ხელ აწეული. სწორი იყო, უნივერსიტეტს გარეთ მომხდარის გამო აქ ვერ იძიებდა შურს, შესაშური აზროვნება ქონდა ბიჭს, ზოგი მისი შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე ნამდვილად აკვირვებდა ანიტას, უხაროდა, რადგან ზუსტად ქონდა ბიჭს პროფესია შერჩეული. ხედავდა, მისი მოყოლისას ზოგი სულ რომ არ იხედებოდა ზემოთ, სხვები ერთმანეთში საუბრობდა, ზოგი ტელეფონში იყო ჩამძვრალი, სხვა დროს ერთს კარგად დასჭექავდა და ყველას გამოაფხიზლებდა, ახლა შურისძიების დრო იყო, სანამ არავინ უყურებდა, ზურგით შებრუნდა გაბრიელისკენ, დაფას მიუახლოვდა და ვითომ გასაწმენდად აწია ხელი, კაბამ ზუსტად გამოკვეთა ტანგის ხაზები და გულში მთელი ხმით გადაიხარხარა ქალმა გაბრიელის აბნეული ლაპარაკი რომ გაიგონა. ბიჭი ლუღლუღით აგრძელებდა მოყოლას და რამდენჯერმე შეჩერდა აზრები რომ დაელაგებინა, ეს კი საკმარისი გახდა ანიტასთვის წამიერად მოგებულიყო გონს, სქელი წიგნი ხმამღლა დააგდო მაგიდაზე და ყველას ყურადღება მიიპყრო, ტელეფონიანი ხალხი გარეთ აღმოჩნდა, ერთმანეთში მოლაპარაკეები კი რიგში ჩამწკრივებულებივით აბარებდნენ მასალას.

რა ემართებოდა, როდის მერეა 15 წლის გოგოსავეთ რომ ცანცარებს? საჭიროა შეწყვიტოს ეს არანორმალური ქმედებები და ჩვეული ცხოვრება გააგრძელოს, ვინ აცლის?

„ამას გაგახსენებ“
აუდიტორიიდან გამოსვლისას კითხულობს და არც ჭირდება დაფიქრება ადრესატის ვინაობის მისახვედრად. მაინც ესიამოვნა, თავს ჩაუფიქრდა რატომ? პირველ რიგში ქალია და სიამოვნებს ყურადღება, მაგრამ აქამდეც ხომ გრძნობდა ამას? შემდეგ გაბრიელის სიტყვები გაახსენდა ბიჭების ჩამოშორებას რომ ახსენებდა და დაფიქრდა, უხამს სიტყვებს მხოლოდ პირველ კურსელებიდან გებულობდა, ისიც მხოლოდ პირველად, მეორე დღეს ან თვალს არიდებდნენ ან მორიდებით უკრავდნენ თავს, მოიცა მან რა მთელ უნივერიტეტს გააგებინა ყველაფერი? თუმცა რა ყველაფერი აქ ხომ არაფერი ხდება? ჯანდაბა, რამდენი წვალება დაჭირდა პატივისცემის მოსაპოვებლად და ახლა რა გამოდის? ჯანდაბა, ჯანდაბა, რა კარგ დროს გაიგო მისი ნომერი.
„სასამართლო დარბაზში, სასწრაფოდ“.
სასამრთლო დარბაზის იმიტირებული აუდიტორია ერთადერთი კაბინეტი იყო წერეთელში, რომლის კარიც იკეტება. ახლა კი ზედმეტი არავინ ჭირდება, 10 წუთში ლექცია აქვს, იმედია მოასწრებს. მალევე შემოდის თვალებ აციმციმებული გაბრიელი და კარს კეტავს.
-გისმენთ პატივცემულო.
-ახლა კარგად მომისმინე_ხელი კრა ბიჭს და კარებზე ააკრა
-ოჰოოს, ასე სწრაფადაც არ ველოდი_ჩაიხითხითა ბიჭმა და სახე მიუახლოვა.
-მომისმინეთქო_გაბრაზებულმა შეუბღვირა _ შენ რა მთელ უნივერსიტეტში ჩემზე ჭორაობ? რა ხმებს ავრცელებ? შენ თუ წარმოგიდგენია მაინც რას აკეთებ, გინდა ცხოვრება დამინგრიო?
-ახლა გასაგებია, _თვალები ჩაუქრა გაბრიელს_ შენი აზრით, როდესაც ადამიანი ამდენად მნიშვნელოვანია შენთვის ცუდ რამეს უსურვებ? როგორ გგონია რაიმე ისეთს გავაკეთებ რაც წინ დაგხვდება?
-მაშინ როგორ აკეთებ მითხარი, რა იგულისხმე ბიჭების მოშორებაში?
-არ ვაპირებ ჩემი საქმის გარჩევები შენ გაბარო, ეგ შენი საქმე არაა, შეიძლება არ მიცნობ, მაგრამ შეურაცყოფას ნუ მაყენებ.
-გამატარე_ რომ ვეღარაფერი მოიფიქრა ანიტამ კარებისკენ გაიწია, უცებ დაიჭირა ტანით ბიჭმა და ისევ წინიდან დაუდგა.
-სხვათაშორის, სხვა დროს ჩემზე შურისძიებას რომ გადაწყვეტ, გაითვალისწინე ჩემ გარდა ოთახში რამდენი ბიჭია და რამდენის ცემა მომიწევს საღამოს ამის გამო_ ნაზად გადააყოლა ცერა თითი კაბაში ოდნავ გამოკვეთილ ტანგის ზოლს თეძოზე და თავად გაუღო ეშმაკურად მოცინარმა წარბებ აწკეპილ ქალს კარი -მხოლოდ თქვენს შემდეგ პატივცემულო.

ასე ეგონა პირველად ატარებდა ლექციაზე ისე გონება გაფანტული საუბრობდა, ტეძოსთან მთელი ძალით ეწვოდა თით აყოლებული ხაზი და ვერაფრით ივიწყებდა. ბოლოს თავს შემოუძახა, ამ ლაწირაკს არ ქონდა იმდენი ძალაუფლება მთელი დღე მასზე ფიქრი ეიძულებინა. სწრაფი ნაბიჯებით დატოვა მეხუთე კორპუსი და სათვალე მოიმარჯვა. ეუცნაურა თითქმის ცარიელი ეზო და უკან გაიხედა, ბიჭები ფეხბურთში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, გოგოები გულშემატკივრობდნენ, ვერ მოითმინა და ჩუმად მიუახლოვდა მცენარეების მხრიდან რომ არავის შეემჩნია. თვალი ისე გაუშტერდა ნერწყვიც ვეღარ გადაყლაპა, პატარა სტადიონზე ხუთი-ხუთზე თამაშობდნენ, გაბრიელის გუნდს მაიკები გაეხადათ და ჯინსის უკანა ჯიბეში ჩაეჩურთათ, ქვემოდან ააყოლა მზერა ლექტორმა და ნამდვილად შეახურა, როგორ დაიყენა ამ ბიჭმა ასეთი ტანი, სად მუშაობს ასეთ ადგილას, არამგონია ქუთაისში ვინმე კუბიკების გამო დადიოდეს ტრენაჟორებზ, აი მას კი ზუსტად ექვსი კუბიკი ადევს და ოფლით დაცვარული დარბის წინ და უკან, გოლიც გაიტანა და გოგოების შეკივლებებიც გაისმა, გონს მოვიდა ანიტა და სასწრაფოდ მობრუნდა უკან. ვერ შემაჩნია როგორ გამოაყოლა გაღიმებულმა გაბრიელმა ეშმაკური მზერა და ჩაიცინა:
-გამოგიჭირე.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

გავაფრინეეეეეე.... სასწაულად მაგარი იყო რაააააა.. ასე გააგრძელე და მალე დადეე :დ

 


№2  offline წევრი ბიბი

ცოტა დაასერიოზულე ანიტა, ის უფრო ცანცარებს ვიდრე გაბრიელი. ამაყი ლექტორი ასე მალე არ დანებდება სტუდენტს

 


№3 სტუმარი სტუმარი nata

au ra magariaaa

 


№4 სტუმარი სტუმარი ნატალი

ძალიან მაგარია, მომწონს გაბრიელი, მალე დადებ ახალ თავს? არ გვალოდინო რააა

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

არ მომწონს ანიტა. კუროს მაძებარ ქალს ჰგავს. ის გეგი თუ გუგა მარტო იმიტომ მიატოვა თურმე, რომ ოჯახი მოინდომა. და გაბრიელზე დორბლებს იმიტომ ჰყრის, რომ ახალგაზრდა და დაკუნთულია. ტიპიური ა!

 


№6  offline მოდერი naattii

grafo
არ მომწონს ანიტა. კუროს მაძებარ ქალს ჰგავს. ის გეგი თუ გუგა მარტო იმიტომ მიატოვა თურმე, რომ ოჯახი მოინდომა. და გაბრიელზე დორბლებს იმიტომ ჰყრის, რომ ახალგაზრდა და დაკუნთულია. ტიპიური ა!

იმიტომ მიატოვა რომ იგივე შეცდომის გამეორება არ უნდოდა. შემდეგ თავში ამბობს რომ გეგისთან დანაწოლიც ერთხელ ძლივსაა. რადგან განათხოვარ ქალს შეყვარებული ყავს სულ სექს ხომ არ ნიშნავს. უბრალოდ საყვარელი კაცი უნდა რომ ყავდეს და არა სექსმანქანა

 


№7  offline აქტიური მკითხველი grafo

naattii
grafo
არ მომწონს ანიტა. კუროს მაძებარ ქალს ჰგავს. ის გეგი თუ გუგა მარტო იმიტომ მიატოვა თურმე, რომ ოჯახი მოინდომა. და გაბრიელზე დორბლებს იმიტომ ჰყრის, რომ ახალგაზრდა და დაკუნთულია. ტიპიური ა!

იმიტომ მიატოვა რომ იგივე შეცდომის გამეორება არ უნდოდა. შემდეგ თავში ამბობს რომ გეგისთან დანაწოლიც ერთხელ ძლივსაა. რადგან განათხოვარ ქალს შეყვარებული ყავს სულ სექს ხომ არ ნიშნავს. უბრალოდ საყვარელი კაცი უნდა რომ ყავდეს და არა სექსმანქანა


ხოდა, მაგას ვამბობ. თავის მეგობარს ხომ უთხრა წინა თავში მიზეზი. ამბობს გასაგებად, მეორეჯერ შეცდომის დამშვებს ვგავარო?! დაშორდა ტიპს იმიტომ რომ გაოფიციალურება მოინდომა. სექსის რაოდენობას რა მნიშვნელობა აქვს. ქცევაზე ვსაუბრობ მე. ვით იქცევა, რომელიც ახალ საკბილოს ეძებს!
მომდევნო თავზე მომდევნო თავის კომენტარებში ვისაუბრებ :D : D.

 


№8  offline მოდერი naattii

grafo
naattii
grafo
არ მომწონს ანიტა. კუროს მაძებარ ქალს ჰგავს. ის გეგი თუ გუგა მარტო იმიტომ მიატოვა თურმე, რომ ოჯახი მოინდომა. და გაბრიელზე დორბლებს იმიტომ ჰყრის, რომ ახალგაზრდა და დაკუნთულია. ტიპიური ა!

იმიტომ მიატოვა რომ იგივე შეცდომის გამეორება არ უნდოდა. შემდეგ თავში ამბობს რომ გეგისთან დანაწოლიც ერთხელ ძლივსაა. რადგან განათხოვარ ქალს შეყვარებული ყავს სულ სექს ხომ არ ნიშნავს. უბრალოდ საყვარელი კაცი უნდა რომ ყავდეს და არა სექსმანქანა


ხოდა, მაგას ვამბობ. თავის მეგობარს ხომ უთხრა წინა თავში მიზეზი. ამბობს გასაგებად, მეორეჯერ შეცდომის დამშვებს ვგავარო?! დაშორდა ტიპს იმიტომ რომ გაოფიციალურება მოინდომა. სექსის რაოდენობას რა მნიშვნელობა აქვს. ქცევაზე ვსაუბრობ მე. ვით იქცევა, რომელიც ახალ საკბილოს ეძებს!
მომდევნო თავზე მომდევნო თავის კომენტარებში ვისაუბრებ :D : D.

კი ბატონო, ყველა თავისებურად გაიგებს უბრალოდ წერისას ეგ აზრი არც დამიშვია :D მეცოდინება რომ ასე ჩანს და გავითვალისწინებ ❤

 


№9  offline აქტიური მკითხველი grafo

მივხვდი რომ გაუცნობიერებლად მოგივიდა. გეტყობა. მარტო იმიტომ დავწერე ასეთი კომენტარი, რომ კარგად წერ და ვიცი რომ ზუსტად და სწორედ გაიგებ ჩემს ნათქვამს.

 


№10  offline მოდერი naattii

grafo
მივხვდი რომ გაუცნობიერებლად მოგივიდა. გეტყობა. მარტო იმიტომ დავწერე ასეთი კომენტარი, რომ კარგად წერ და ვიცი რომ ზუსტად და სწორედ გაიგებ ჩემს ნათქვამს.

რა თქმა უნდა ❤❤❤ მადლობა ❤

 


№11  offline აქტიური მკითხველი terooo

აუ როგორ მომეწონა
..

როგორ უცებგაიზარდე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent