შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და თუკი ვცდები? ( სრულად)


10-07-2018, 03:06
ავტორი ანაკონდა
ნანახია 9 496

კიდევ ერთი გასაუბრება. ისევ უშედეგოდ. ერთობ აღშფოთებული მიიკვლევდა გზას ტროტუარზე მიმავალ ადამიანებს შორის. კოპებშეკრული არად დაგიდევდათ, გუბე-გუბე რომ მიაბოტებდა და საგულდაგულოდ გასუფთავებული ფეხსაცმელები ერთიანად ტალახში ამოესვარა. ამინდიც არ სწყალობდა იმ დღეს.
გადაწყვეტილების მიღების პირველი დღიდანვე ეწინააღმდეგებოდა მამა. ეუბნებოდა, სამსახურს მაინც ვერ იშოვი და არც ცოლად მოგიყვანენ მსახიობ ქალსო. მოკლედ, თავიდანვე მარცხი უწინასწარმეტყველეს. ჯიუტად იცავდა თავის მიზნებს და უნივერსიტეტშიც თეატრალურ ფაკულტეტზე ჩააბარა, მაგრამ ვერ იქნა და ვერ იშოვა სამსახური. უფრო სწორად, როგორც მსახიობი, ვერ დასაქმდა. უნივერსიტეტის დასმა სწორედ იმ წელს შეწყვიტა მუშაობა, როცა ჩააბარა. ახლა ცდილობდა, ნებისმიერ ადგილას დაეწყო სტაჟირება და პრაქტიკაში გამოეყენებინა ცოდნა. მამაჩემმა დამწყევლა და რა გასაკვირიაო, გაბოროტებული ფიქრობდა და მიაბიჯებდა.
მამის სტერეოტიპებს სძლია, თავი დააღწია მშობლიურ პატარა სოფელს, რომელიც დედის სიკვდილის შემდეგ მშობლიურად სულაც აღარ ეჩვენებოდა და ახლა, როცა სულ ცოტა აკლდა საბოლოო მიზნამდე, მარცხს მარცხზე ეჯახებოდა. არ ნებდებოდა, მაგრამ ამან დაღალა.
შინ მისულმა ფეხსაცმელები გაიხადა და საწოლზე დაემხო. ძილმა მალევე წაართვა თავი. ბავშვობიდან ასე იყო: როცა თავს ცუდად გრძნობდა, მაშინვე ძილი მოერეოდა ხოლმე.
საღამოს სამსახურში წასასვლელად მოემზადა. მეზობელი დაეხმარა და სახლთან ახლოს მაღაზიაში კონსულტანტად დააწყებინა მუშაობა. ღამით მორიგეობდა და საკმაოდ იღლებოდა. ყველაზე მეტად მაინც ის ფაქტი ქანცავდა, რომ ვერ ახერხებდა მსახიობობით იმდენად დაკავებულიყო, რამდენადაც სურდა. ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ ყველგან გამოცდილებას ითხოვდნენ და არავის უნდოდა, ეს გამოცდილება დამწყებისთვის მიეცა. მარტო ცხოვრობდა. ქირასა და კომუნალურებს როგორღაც უმკლავდებოდა. ზოგჯერ მამა საჭმელს უგზავნიდა. ზაფხულის მერე არ ენახა და ენატრებოდა, თუმცა სწავლასა და სამსახურს ვერ მიატოვებდა.
იმ საღამოსაც გადაიცვა მაღაზიის ლოგოიანი წითელი მაისური და დახლთან თავისი ადგილი დაიკავა. კლიენტებს ემსახურებოდა და მათი გასვლისთანავე კონსპექტებში იჭყიტებოდა. მეორე დღეს გამოცდა ჰქონდა.
კითხულობდა, როცა აღელვებული თანამშრომელი მიუახლოვდა:
_ დეა, სასწრაფოდ უნდა წავიდე. ჩემს დას მშობიარობა დაეწყო, საავადმყოფოში მიჰყავთ. სულ მარტოა. ხომ დამეხმარები? მიხედე მაღაზიას, გთხოვ, ეს სამსახურიც რომ დავკარგო, არ ვიცი, რა გვეშველება.
ხმა უკანკალებდა ბიჭს. დეა შეშფოთდა:
_ წადი, რა თქმა უნდა, მივხედავ და უფროსსაც ვეტყვი, რაც ხდება. ნუ ღელავ, არაფერი გაფუჭდება და არ დაგითხოვს.
_ ოქროს გოგო ხარ, დეა, ოდესმე გადაგიხდი._ მიაძახა და მაღაზიიდან გავარდა.
დეამ მიმოიხედა. უსაფრთხოების წესების მიხედვით, ნახევარ საათში კარი უნდა დაეკეტა და პატარა ფანჯრიდან მიეყიდა პროდუქტი ხალხისთვის. მერე შედარებით მშვიდად შეძლებდა, ემეცადინა. აი ძილი კი ნამდვილად არ ეწერა. ის ის იყო კარი ჩაკეტა, რომ გარეთ ხმაური ატყდა. სამუშაო წესდება იმ პერიოდში მაღაზიის დატოვებასაც უკრძალავდა და და არც მყიდველების შეშვება შეეძლო. ფანჯრიდან გაიხედა და თვალი მოჰკრა მამაკაცებს, საკმაოდ ბევრნი იყვნენ. წრე შეეკრათ და აგრესიულად იქცეოდნენ. დეა კარგად ვერ ხედავდა მათს სახეებს. მღელვარებამ შეიპყრო. გადაწყვიტა, რომ ჩხუბობდნენ და სწორედ მაშინ, როცა პოლიციის ნომერს კრეფდა, დაინახა, როგორ დაიჭირა ორმა მესამე, მეოთხემ კი ხელი მოუქნია, დანის ელვარებამ ლამპიონის სინათლეზე შორიდანაც კი თვალი მოსჭრა დეას, გოგონამ ერთი შეჰკივლა და დაჭრილი ბიჭიც მიწაზე დაეშვა. არამზადამ დანა კიდევ ერთხელ აღმართა და დეაც გავარდა მაღაზიიდან:
_ გაჩერდი! _ ისე იღრიალა, საკუთარი ხმა ეუცხოვა. კაცმა დაფანჩული წარბები მაღლა ასწია და მისკენ მოტრიალდა. ადამიანად წოდებული ცხოველების ბრბო კაფანდარა გოგონასკენ მოტრიალდა და უშვერმა სიტყვებმაც კიდევ ერთხელ დააბინძურა ჰაერი. პოლიციის სირენების ხმაც გაისმა და დამნაშავეები მიმოიფანტნენ. ბიჭი სისხლში ცურავდა. დეა მასთან მიიჭრა, გულზე ყური დაადო. სუსტად, მაგრამ, ჯერ კიდევ ფეთქავდა.
სასწრაფოს მანქანაში შეხტომას რომ აპირებდა, მოვალეობა მერეღა გაახსენდა, მძღოლს საავადმყოფოს მისამართი გამოართვა, უკან დაბრუნდა და მაღაზია დაკეტა. ტაქსიში ჩაჯდა და საავადმყოფოსკენ დაიძრა, თან უფროსს დაურეკა და შემთხვევის შესახებ უამბო. ყურმილში ერთხანს დუმილი ჩამოწვა, მერე კი მშვიდად აცნობეს სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ. დეას ბრაზმა გონება აურია. უნდოდა ,,ფულის ტომარა” თავის ადგილას მოესვა, მაგრამ მიხვდა, აზრი არ ექნებოდა რამის თქმას. ბოღმა გულში ჩაიკლა და უბრალოდ ტელეფონი გათიშა.
საავადმყოფოებს ვერასოდეს იტანდა.დედის დაღუპვის მერე პირველად შეაბიჯა საავადმყოფოში და მუხლები აუკანკალდა. ბიჭი მოიკითხა და მისი სახელიც შეიტყო: დემეტრე მანაგაძე. საოპერაციოდან გამოიყვანეს.მდგომარეობა სტაბილურიაო, უთხრა ექთანმა. დეამ შვებით ამოისუნთქა. როგორც აღმოჩნდა, ბიჭის სანახავად არავინ მოსულიყო. ეს ცოტა გაუკვირდა. პალატაში შესვლა დააპირა. ჯერ კიდევ ეძინა პაციენტს, როცა დეამ კარი შეაღო. დეას ყურადღება მაშინვე მისმა გრძელმა, ფერმკრთალმა თითებმა მიიპყრო. ათასგვარ მილში ახლართული ღრმად და მშვიდად სუნთქავდა, თითქოს დამღლელი დღის მერე ისვენებსო. ამან დეას ღიმილი მოჰგვარა. საწოლს მიუახლოვდა და სახეზე დააკვირდა. მაღალი შუბლი ჰქონდა, ოდნავ წამოზრდილი შავი წვერი ძალიან უხდებოდა. სწორი ცხვირი და თხელი ტუჩებიც ჰარმონიას ქმნიდნენ მის სახეზე. გოგონამ უნებურად წაიღო ხელი მისი სახისკენ და ლოყაზე ოდნავ შეეხო თითებით. წვერის სიუხეშემ შეაკრთო. ბოლოჯერ გამოხედა უდრტვინველად მძინარე მანაგაძეს, დარწმუნდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა და საავადმყოფო დატოვა.
შინ მისულმა ცხელი შხაპი მიიღო. მანამ იდგა წყლის ჭავლის ქვეშ, სანამ კანი მთლად არ ჩაუწითლდა. საყვარელი პიჟამა ჩაიცვა და საბანში გაეხვა. მისდა გასაოცრად, დაკარგულ სამსახურზე არ დარდობდა. ნერვიულობდა ბიჭზე, რომელსაც, ფაქტობრივად, არ იცნობდა და რომელიც ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს.


ცხოვრება დუნედ მიედინებოდა. დეა გამოცდებს აბარებდა და ყოველდღე უფროდაუფრო იშვიათად ახსენდებოდა კრიმინალური ინციდენტი, რომელსაც შეესწრო.
ერთ საღამოს ლექციები გვიან დაუმთავრდა და შინისაკენ გაეშურა. მთელი გზის მანძილზე ეჩვენებოდა, რომ ვიღაც უთვალთვალებდა. უცნაური შეგრძნება დაღლილობას გადააბრალა, მაგრამ მზერას ქუჩაში, ავტობუსსა და უკვე სადარბაზოშიც მაინც გრძნობდა. ჩვეულებრივ, ფეხით ასვლას ამჯობინებდა, მაგრამ ამჯერად უყოყმანოდ შეაბიჯა ლიფტში. მეათე სართულამდეც ააღწია. სადარბაზოში ჩამიჩუმი არ ისმოდა. უჩვეულო დაძაბულობამ აიძულა კარი მაქსიმალურად სწრაფად გაეღო და შიგნიდანაც დამატებითი გასაღებით გადაეკეტა. ფინჯანმა ყავამ და სიმყუდროვემ, რომელსაც არავინ ურღვევდა, შიში გაუქრო. გამოძინება მაკლია და გადავიღალეო, გადაწყვიტა საბოლოოდ.
მომდევნო დღეებშიც ეჩვენებოდა, რომ ვიღაც უყურებდა. შიშმა შეიპყრო, ხომ არ ვგიჟდებიო. გვიან თუ უწევდა გარეთ ყოფნა, ფეხს აუჩქარებდა ხოლმე და შინისაკენ, ფაქტობრივად, გარბოდა.
იმდღევანდელი სიახლით გახარებულს თავისი უცნაური შიშებიც კი გადაავიწყდა: საგამოცდოდ მის კურსს მარგარეტ მიჩელის ,,ქარწაღებულნი” უნდა დაედგა. კასტინგის შედეგად სკარლეტ ო’ჰარას როლზე დაამტკიცეს და ამის გაგებისას, მთელ სხეულში საოცარი იმპულსები იგრძნო. ეს წიგნი ბავშვობიდან ერჩივნა ყველა სხვას. აღმერთებდა რეტ ბატლერს, მამაკაცის იდეალად მიაჩნდა და უკვირდა, ბოლო გვერდებამდე, რომ ვერ აფასებდა სკარლეტი მის სიყვარულს. არ იცოდა, რეტის როლი ვის უნდა ეთამაშა, მაგრამ ახლა ამას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა. საგამოცდოდ პიესას ერთერთ თეატრში წარადგენდნენ. მაყურებლებიც დაესწრებოდნენ და, რაც ყველაზე მთავარია, ცნობილი რეჟისორი შეაფასებდათ. უფროსკურსელთა გამოცდილებით ამ დღეს რეჟისორს ყოველთვის მიჰყავდა თავის დასში მსახიობად სტუდენტი, რომელიც ყველაზე მეტად მოხიბლავდა. დეას იმედები ჩაესახა. მთელი მისი ბოლოდროინდელი პესიმიზმი უკვალოდ გაქრა და ქუჩას ამაყად ყელმოღერებული მიუყვებოდა. ბედნიერი იყო ახალი შესაძლებლობით, რომელიც ერგო და არაფრით აპირებდა ამ შანსის ხელიდან გაშვებას.
ავტობუსის გაჩერებასთან მისულმა აღმოაჩინა, რომ თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში უნდა დალოდებოდა. სიცივეს არ შეეპუა და სახლისკენ ფეხით დაიძრა. ერთი ჩვევა ჰქონდა, რომელსაც თავად ცუდს უფრო უწოდებდა: ერთ რომელიმე გზას ამოიჩემებდა და, რაც უნდა მომხდარიყო, მხოლოდ ამ გზით გადააადგილდებოდა ხოლმე. ხშირად ფიქრობდა, რომ კომფორტის ზონის სიყვარული მარცხის გარდა არაფერს მოუტანდა. იმ საღამოსაც სწორედ ეს გაიფიქრა და გადაწყვიტა, სიახლე ეცადა. გაუყვა გზას, რომელიც ხალხმრავლობით არ გამოირჩეოდა, ნაკლებად ხმაურიანი იყო და დეას უფრო მყუდროდაც მოეჩვენა. თუმცა ეს იქამდე, სანამ მათ დაინახავდა. ოთხნი იყვნენ. ჩაბნელებული სადარბაზოს წინ ისხდნენ და ხორხოცებდნენ. ყველა ფილმი დაუდგა თვალწინ, სადაც ასეთი (თუმცა ასეთში რას გულისხმობდა, წესიერად ვერც აგიხსნიდათ) ტიპები ვიწრო შუკებში მარტო მიმავალ გოგონებს აედევნებიან ხოლმე, ,,ბინდიც” გაიხსენა. სამწუხაროდ, ედვარდ კალენი ნამდვილად ვერ გამოჩნდებოდა ახლა თავისი ვერცხლისფერი ვოლვოთი. ჰოდა უკან დაბრუნება დააპირა. მერე საკუთარ თავზე გაბრაზდა, მართლა პარანოია მეწყებაო და მშვიდად ( როგორც შეეძლო!) განაგრძო გზა. ჯგუფს რომ ჩაუარა, მზერებიც იგრძნო და ხმამაღალი სიცილიც შემოესმა. ფეხს სულ ოდნავ აუჩქარა და საკუთარ თავს დაჰპირდა, აწი კომფორტის ზონიდან გამოსვლას სხვა ხერხებით ვეცდებიო. ცდილობდა უკან არ მიეხედა, ეგონა, სამშვიდობოს ვარო და ფეხის ხმაც შემოესმა. ყმაწვილები გარკვეული დისტანცით მიჰყვებოდნენ უკან. დეას ოფლმა დაასხა. უკანასკნელ იმედებს ებღაუჭებოდა, იქნებ უბრალოდ თავიანთ გზაზე მიდიანო, რომ ძახილიც შემოესმა. აი ეს კი ბოლო წვეთი იყო. სიმამაცის უკანასკნელი ნაგლეჯიც ჯანდაბაში მოისროლა და მთელი სისწრაფით გაიქცა. ფეხი რაღაცას წამოჰკრა და ძირს გაიშხლართა. ფილმებში სულ ბრაზობდა სცენარისტებზე, გაქცევისას პერსონაჟებს რომ უმოწყალოდ ანარცხებდნენ მიწაზე. იმ წამს მიხვდა, რომ რეალურად დაემართა ეს ,,სიბრიყვე”, ფეხზე წამოხტა და გზა კოჭლობით გააგრძელა. მგონი ფეხი იღრძო, ჯანდაბა. უკნიდან სიცილის ხმა ისევ შემოესმა და ერთერთის ამაზრზენი შეძახილიც:
_ გეყოფა, პატარავ, აქედან მაინც ვერსად გაიქცევი!
გააჟრჟოლა, მიმოიხედა. ყველგან კედლები ჩანდა. პირველივე გასასვლელში გაძვრა და კიდევ უფრო ვიწრო ჩიხში აღმოჩნდა. ამასობაში მთლად ჩამობნელდა და გზას საერთოდ ვეღარ არჩევდა. პოლიციის არსებობის შესახებაც, როგორც იქნა, გაახსენდა. ჯიბეები მოიქექა, ჩანთაც. ტელეფონი ვერ იპოვა. ეტყობა, გაქცევისას ამოუვარდა. ვეღარაფერი უშველიდა, ეს არამზადები ღმერთმა იცის, რას ჩაიდენდნენ. რომელიმე მათგანი რომ შეხებოდა მაინც, თავს არ იცოცხლებდა. მამა გაახსენდა, ვერ გადაიტანდა, მას რომ რამე მოსვლოდა. ამაზე ფიქრმა ცრემლები მოჰგვარა. მათი ხმები სულ ახლოს ისმოდა, ეძებდნენ. გადაწყვიტა, სიბნელეს მინდობოდა. იმათ ხელში ჩავარდნას, ჯობია სადმე გადავიჩეხოო და ბრმად განაგრძო გზა ვიწრო კედელთან ხელის ცეცებით. ფეხით ისევ რაღაცას წამოედო და თვალები დახუჭა დაცემის მოლოდინში. მისდა გასაოცრად, რაღაც რბილსა და თბილზე აღმოჩნდა მიკრული. წელზე ძლიერი ხელები მარწუხებივით შემოეჭდო, გონებამ განგაშის სიგნალები გაავრცელა. მგონი, გაება! დააპირა, უკანასკნელი ხერხიც ეცადა და მთელი ხმით ეყვირა, მაგრამ პირზე ხელი ააფარეს. შიშისგან გონება რომ არ დაკარგა, ესღა უკვირდა. უცბად შემოესმა:
_ ნუ გეშინია, გამომყევი!_ მოჩურჩულისადმი ნდობა დაუყოვნებლივ იგრძნო დეამ. მის სახეს ვერ არჩევდა, მაგრამ როცა პირიდან ხელი მოაშორა და მისი თითები მოძებნა, გოგონა მთელი ძალით მოეჭიდა გადამრჩენელს და აედევნა. ორივენი სიბნელემ შთანთქა.
საუკუნედ მოეჩვენა დეას გზა. ბოლოსდაბოლოს გამოაღწიეს და ლამპიონის მკრთალმა შუქმაც კი თვალი მოსჭრა. გვერდით მდგომის შეთვალიერება დააპირა, მაგრამ სახეს კაპიუშონი უფარავდა. როგორც იქნა, ენა ამოიდგა:
_ მე, მე არც კი ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ. თქვენ რომ არა, არ ვიცი, რა მეშველებოდა.
_ ჩავთვალოთ, რომ გავსწორდით, შინ წადი._ მიუგო უცნობმა და ზურგი აქცია.
დეა უყურებდა მის ზურგს, სანამ მთლად არ გაუჩინარდა. ცოტა ეწყინა კიდეც ,,მიგდება”. მერე საკუთარ თავს გაუბრაზდა უმადურობისთვის და პირველივე ტაქსიში ჩაჯდა.
ერთადერთი, რაც უნდოდა, ამ თავგადასავლის დავიწყება იყო. ცდილობდა, თავი ხელში აეყვანა და პანიკაში არ ჩავარდნილიყო. და მაინც, ვინ იყო მისი სუპერგმირი? რას აკეთებდა იმ უკუნეთში სწორედ მაშინ, როცა დეას საფრთხე ემუქრებოდა? შინ მისულმა ისიც კი გადაწყვიტა, ყველაფერი მომეჩვენაო, მაგრამ მობილური ნამდვილად დაეკარგა. მაშასადამე, ის ყველაფერი ნამდვილად გადახდა თავს. ღმერთს მადლობა შესწირა და კიდევ ერთხელ ინატრა, სცოდნოდა, ვინ იხსნა. ან რა ანგარიში ახსენა საუბრისას? დაბნეულ დეას დაწოლისთანავე ჩაეძინა.
ერთი კვირის შემდეგ სპექტაკლზე მუშაობა დაიწყეს. სტუდენტები შეგროვდნენ და ელოდნენ მსახიობს, რომელიც სპეციალურად მოიწვიეს მამაკაცის მთავარი როლის შესასრულებლად ერთერთი თეატრის დასიდან.
დეა ძალიან ღელავდა. გამოცდილ პარტნიორთან მუშაობის პერსპექტივა თან ხიბლავდა და თან აშინებდა. დარბაზის კარი ხმაურით გაიღო და ი ს შემოვიდა. დეას სუნთქვა შეეკრა. ახალგაზრდა არაამქვეყნიურად სიმპათიური იყო. დარბაზში მყოფთ მზერა სწრაფად მოავლო და ჯიქურ შეხედა დეას. შემდეგ ხელმძღვანელისკენ დაიძრა. მსახიობებმა ტექსტები დაინაწილეს. გოგონას ბატლერის როლის შემსრულებელი საიდანღაც ეცნობოდა. როცა მისი ხმა გაიგონა, კიდევ უფრო გაუმყარდა ეჭვი. თუმცა მაინც ვერ იგებდა საიდან. ფიქრებმა წაიღო.
_ ნიჟარაძე!_ შემოესმა საკუთარი გვარი და შეხტა_ აქ ვართ და შენ გელოდებით!_ ხმა აგრესიული გახდომოდა ხელმძღვანელს. გოგონამ უყურადღებობისთვის მოიბოდიშა და თავი ჩახარა სიწითლე რომ დაემალა. ქალი კი საუბარს განაგრძობდა:
_ როგორც ვამბობდი, თქვენთვის ეს სპექტაკლი საეტაპო მნიშნელობის მოვლენაა. ბატონმა დავითმა თავისი დასიდან მსახიობი გამოგზავნა, რათა დაგეხმაროთ და სპექტაკლის დღეს საკუთარი მაქსიმუმის ჩვენება შეძლოთ. გაიცანით, დემეტრე მანაგაძე. ის მთავარ მამაკაც პერსონაჟს, რეტ ბატლერს განასახიერებს. პარტნიორობას კი ქალბატონი დეა გაუწევს, რომელსაც ყურადღების მეტად მოკრება არ აწყენდა.
დეა საშინლად გაბრაზდა. შემდეგ მისმა გონებამ მოსმენილი გაანალიზა და გონება გაუნათდა. მანაგაძე, რა თქმა უნდა, ის იყო. როგორ ვერ იცნო. შემთხვევითობაც ასეთი უნდა. ესე იგი სრულიად გამოკეთდა და თავს მშვენივრად გრძნობს. გოგონა ამ აღმოჩენამ გაახარა. მანაგაძე თვალს არ აშორებდა. ეს ძალიან აბნევდა.
ის საღამოც დასასრულს მიუახლოვდა. გუნდის ხელმძღვანელმა ტექსტის თავიანთი ნაწილი ყველას მისცა და შემდგომი რეპეტიციის თარიღიც დანიშნა. გამოვიდნენ. დეა შენობის წინ შეჩერდა, სამგზავრო ბარათის პოვნა სურდა და ჩანთაში ჩაძვრა. მოულოდნელად უჩვეულო ჭრიალი შემოესმა, გაიხედა და თვალი მოჰკრა ველოსიპედისტს, რომელიც ტროტუარზე საოცარი სისწრაფით პირდაპირ მისკენ მოქროდა. შეშინებულმა ნაბიჯის გადადგმაც ვერ შეძლო და შეჯახების მოლოდინში თვალები დახუჭა. უცბად ხელზე დაექაჩნენ და მთელი ძალით უკან გადაქანდა. ვიღაცას დაეჯახა, მაგრამ ძირს არ დაცემულა. დაინახა, როგორ ჩაუქროლა ველოსიპედისტმა. არც კი შეუნელებია. ხმადაბალ გინებას მოჰკრა ყური და გადამრჩენელისკენ შებრუნდა. მანაგაძე მოღუშული უყურებდა, მერე მიახალა:
_ შემდეგში ცოტა უფრო ყურადღებით იყავი, ჩემნაირი რაინდი არცთუ ისე ბევრია!
ირონიულად გაიღიმა და ზურგი თავდაჯერებულადვე აქცია. დეა იმ წამს საბოლოოდ ჩამოყალიბდა საკუთარ გრძნობებში: ამ ბიჭს საშინლად ვერ იტანდა.

დეა ყოველდღე ფიქრობდა დემეტრეზე. როგორი შეუვალი იყო. მასთან მუშაობა ნამდვილად არ იქნებოდა სიამოვნება. თუმცა ვინ იცის. რეპეტიციის დღეს მღელვარებამ შეიპყრო. როგორც ყოველთვის , დარბაზში დროულად მივიდა. მანაგაძის გამოჩენისას ცოტა დაიძაბა, თუმცა ყველანი სწრაფად გადაეშვნენ სამუშაოში და სისულელეებზე ფიქრის დრო აღარც დეას დარჩა. სახლში წასვლას რომ აპირებდა, უკვე ნაცნობი ბოხი ხმა შემოესმა:
_ თუ გინდა, გაგიყვან!
თავდაპირველად მოუნდა, უარი ეტკიცა. მაშინდელ უხეშობას ჯერაც ვერ პატიობდა, მაგრამ რატომღაც სრულიად უბრალოდ უპასუხა:
_ კარგი!
მანაგაძე ჯენტლმენობის განსახიერება ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო. დეა სკამზე ერთ პოზაში მიყინული იჯდა. ორწუთიანი დუმილის მერე მანქანა ისევ იქ იდგა. მოულოდნელად დემეტრე მისკენ გადაიხარა. სასიამოვნო სურნელმა და თავდაცვის ინსტინქტურმა სურვილმა დეას თვალების დახუჭვა აიძულა. ტკაცანი შემოესმა და მიხვდა: მანაგაძემ ღვედი შეუკრა. ავტომობილი სწრაფად მოსწყდა ადგილს.
გოგონა ფანჯარაში იყურებოდა. თანდათან აღმოაჩინა, რომ ეს დუმილი აღარ აწუხებდა, პირიქით, სიმყუდროვე მოჰქონდა თითქოს.
_ ყავაზე დამეწვევი?_ დუმილი დაარღვია დემეტრეს თბილმა ტონმა. ეს რაღაც ახალი იყო. დეას ესიამოვნა. ყურებამდე გაღიმებული დაეთანხმა ბიჭს.
მანაგაძემ ერთერთ კაფესთან სწრაფად დაამუხრუჭა. დეა გარემოთი მოიხიბლა. ძველებურ ყაიდაზე მორთულ დარბაზში სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. გოგონა წინ წავიდა და კუთხის მაგიდასთან ამჯობინა დაჯდომა. დეამ ლატე შეუკვეთა,დემემ _ ჩაი.
საუბრის დაწყებას ისევ არ ჩქარობდნენ. დემე დაჟინებით უყურებდა, როგორ სვამდა ყავას. ბოლოს დეა მზერამ შეაწუხა და თვალი თვალში გაუყარა.
_ ვიცი, რომ მიცანი, თანაც პირველ დღესვე,_ მოულოდნელად ალაპარაკდა ბიჭი._ თუმცა გამბედაობა არ გეყო სათქმელად._ დაურთო ოდნავ ირონიით და სკამის საზურგეს მიეყრდნო.
დეა გაოცდა.
_ რა საჭირო იყო რამის თქმა? მიხარია, რომ კარგად ხარ, გადარჩი.
_ გადამარჩინე!
_ უბრალოდ შემთხვევით აღმოვჩნდი საჭირო დროს საჭირო ადგილას. ნებისმიერი იმავეს იზამდა.
_ რატომ აკნინებ საკუთარ საქციელს, მოდის ახალი ტენდენციაა ფსევდოთავმდაბლობა? _ ისევ გაისმა ირონიული ბგერები.
_ იქნებ იმიტომ, რომ არც შენ ჰგავხარ მადლიერ ადამიანს, უკაცრავად, უნდა წავიდე. _ ბრაზმა შეიპყრო გოგონა და სკამიდან წამოდგა.
_ როგორც ჩანს, დედიკოს ზრდილობაზე არ ულაპარაკია შენთან. _ თვალებმოწკურულმა ახედა დეას. მოულოდნელად კი სახე აუხურდა. დეამ მთელი ძალით გააწნა სილა.
_ დედა შარშან მივაბარე მიწას და სწორედ მან მასწავლა, როგორ ვუპასუხო შენნაირ ვაი-კაცებს. თუ სიტყვებზე თქმამდე არ ბევრს არ იფიქრებ, არასოდეს დამეზარება შენი ამ მეთოდით გამოფხიზლება.
ყველა მათკენ იყურებოდა. დარცხვენილი და ნაწყენი დეა კაფიდან გამოვარდა. მანაგაძე თავის სკამს მილურსმოდა.
ამ ბიჭის გამო სამსახური დაკარგა, ახლა კი, როცა მას მოუწევდა დეას დიდ მომავალთან შუამავლობა სპექტაკლში, მათმა ურთიერთობამ ასეთი საშინელი მიმართულება მიიღო. რა ჯანდაბა უნდოდა? ფიქრით თავი ასტკივდა და სწრაფად მიიწევდა წინ.
დემეტრე მანქანით მალევე წამოეწია. ოდნავ შეანელა. დეამ იფიქრა, მომობოდიშებს და მთხოვს, წაყვანაზე დავთანხმდე, მაგრამ კარგადაც ვუპასუხო. მანაგაძემ ნელა ჩაუარა, შემდეგ მაქსიმალური სიჩქარით ბორბლების ღრჭიალით მოსწყდა ადგილს და გზაზე ბუღი დააყენა.
დეამ საბოლოოდ დაასკვნა, რომ ამ ბიჭს ფსიქიკა მთლად წესრიგში არ უნდა ჰქონოდა.
ერთი კვირის შემდეგ დეამ მამის მონახულება განიზრახა. ხელმძღვანელი გააფრთხილა, რომ რეპეტიციებზე მისვლას ვერ შეძლებდა და შინ გაემგზავრა. იმ ღამით კიდევ ერთხელ უყურებდა მანაგაძე მის ფანჯრებს ეზოდან. მობოდიშებას აპირებდა. ამ გოგონასთან რაღაც ჯერ გამოლაპარაკებასა და დაახლოებას აიძულებდა, მერე კი ერთბაშად უნდებოდა, გამქრალიყო. უკანდახევას უხეშობით ავლენდა და ნორმალურად ურთიერთობის ყოველგვარ საშუალებას დასაწყისშივე სპობდა. ვერაფერს უხერხებდა ეჭვებს, რომ დეაც, როგორც ყველა, მხოლოდ შორიდან ჩანდა ისეთი,როგორიც ჩანდა: ბავშვური, გულწრფელი, სუფთა. ექვსი წლის მანძილზე ხვდებოდა მაკას. შემდეგ ცოლობაც უნდა ეთხოვა. რამდენიმე დღით მივლინებაში მოუხდა წასვლა, მაგრამ უკან დროზე ადრე დაბრუნდა და პირდაპირ ბავშვობის მეგობარს მიაკითხა. კარი საყვარელმა ქალმა გაუღო, ხალათი შემოეცვა და უტიფრად იღიმოდა, სანამ გააცნობიერებდა, ვინ იდგა მის წინ. არავინ იცის, რად დაუჯდა დუმილი და სიმშვიდე. ყოფილ სიყვარულს თვალი თვალში გაუყარა და პირი ისე იბრუნა, პასუხიც არ მოუთხოვია არცერთისთვის. პირველად რაც ხელში მოხვდა, იმით დალეწა მეგობრის მანქანა. ხმაურზე მასაც გამოეხედა გარეთ და ახლა ორივენი კართან იდგნენ, მიახლოებას ვერცერთი ვერ უბედავდა. ყოველი დარტყმისას უყურებდა მოღალატეებს და მზერას რომ მომაკვდინებელი ძალა ჰქონდეს, ორივენი სიცოცხლეს გამოესალმებოდნენ. როცა დაასრულა, ბრაზიც გაუნახევრდა. ერთი გადააფურთხა და სამუდამოდ დატოვა წარსულში ადამიანები, რომლებიც ერთ დროს ყველაფრად უღირდა.
ამდენი ხნის მერე დეა იყო პირველი, ვისი დანახვისთანავეც რაღაც უჩვეულო იგრძნო. მაშინვე შიშმა შეიპყრო, მაკას შემდეგ ყველა ქალში მოღალატეს ხედავდა. საავადმყოფოში გონსმოსულმა გაარკვია, ვინ იყო სუპერგმირი, რომელმაც სიკვდილს გადაარჩინა და მალევე მიაკვლია. დიდხანს დაჰყვებოდა უკან, მაგრამ საუბარს, გაცნობას გაურბოდა. შემდეგ იმ არამზადებისგანაც იხსნა. ხედავდა, რომ დეა საკმაოდ კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. როდესაც რეჟისორმა სტუდენტებთან მუშაობა შესთავაზა, სასწრაფოდ დათანხმდა: დეა უნდოდა გაეცნო. გოგონას მონდომება და მიზასწრაფულობა პირველივე დღეს მის თვალებში ამოიკითხა. ახლა ყველაფერი გააფუჭა და გამოსასწორებლად მიადგა მისი სახლის კარს. არავინ გამოეხმაურა. მანაგაძე შიშმა უნებურად შეიპყრო.
დეა მშობლიურ ეზოში აკანკალებული შევიდა. მამა კიდევ უფრო მობერებული მოეჩვენა. ქალიშვილის დანახვისას სახე გაუნათდა და გულში მაგრად ჩაიკრა, როგორც სჩვეოდა ხოლმე.
დემეტრემ მეორე დღეს უნივერსიტეტში გამოარკვია, სად იყო დეა. დამშვიდდა. შემდეგ კი მოუთმენლობა იგრძნო. ვერ დაიცდიდა მთელი კვირა მის უნახავად. უნდოდა, სასწრაფოდ ენახა და მოებოდიშებინა. თან ერიდებოდა, არ უნდოდა, გოგონა იქ მოულოდნელი გამოჩენით დაეფრთხო ან შეეწუხებინა.
დეამ საღამო მშვიდად გაატარა. მეზობელ ქეთინო დეიდასთან ჭორაობითაც იჯერა გული და გადაწყვიტა, რომ მეორე დღეს აუცილებლად წავიდოდა იქ, სადაც მისვლასაც უკვე წელიწადზე მეტია, თავს არიდებდა.
დილით ადრე გაიღვიძა. მთელი დღის მანძილზე რა საქმე აღარ გამონახა, თუმცა საბოლოოდ მაინც ვერ გაექცა საკუთარ გადაწყვეტილებას, მონატრებასა და სინდისის კარნახს. ჰაერიც საფლავის ქვებივით გაყინულიყო იქ. მამისთვის არ უთქვამს, რომ დედის სანახავად აპირებდა წასვლას. დედაზე საუბარს ორივენი შეთანხმებულებივით არიდებდნენ თავს. ამან თითქოს დააშორათ და გააერთიანათ კიდეც. ორივეს ეს უთქმელობა ღრღნიდა. დედა სახლიდან წავიდა და საყვარელთან ერთად ავტოავარიაში დაიღუპა. დეამ მამის შემდეგ წაიკითხა წერილი. კაცმა ცოლის დანატოვარი საძინებელში იპოვა და კითხვის დასრულებისას ღონეგამოცლილი მიესვენა სკამს. ფურცელი კი ძირს დაუვარდა. იმ ღამით დეას მამა მეზობლებმა მოიყვანეს უგონოდ მთვრალი. როდესაც დაწოლაში ეხმარებოდა, წერილიც მაშინ იპოვა და მიხვდა, რატომ არ ჩანდა დედა მთელი დღე. დილით კი ავარიის შესახებ გაიგეს.
ახლა საფლავებს შორის გზას მიიკვლევდა. დედის დაკრძალვაზე არ ყოფილა. დიდი ხნის მანძილზე მამასაც კიცხავდა, უთავმოყვარეოდ იქცევა, რომ მის საფლავს უვლისო. სინდისი და სიბრაზე ერთად შემოუტევდნენ ხოლმე. დედამ სწორედ მაშინ მიატოვა, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა. თანაც ორჯერ. ხასიათიც შეეცვალა, გაცივდა და გაუცხოვდა. მეგობრებს ჩამოშორდა. დედაქალაქში ჩაიკარგა და ეს სიამოვნებდა ხოლმე.
ბოლოსდაბოლოს მის საფლავამდეც მიაღწია. ერთხანს უძრავად იდგა და უყურებდა. დიდხანს იდგა და დუმდა. იქნებ მთელი საათიც. მერე თითქოს რაღაცამ თავის ზღვარს მიაღწიაო, საშინელი ხმით ამოიკივლა და მიწაზე დაემხო. ხელებით თხრიდა, გლეჯდა ყვავილებს, რომლებიც მამას დაერგო და სლუკუნებდა. ხმაწართმეულმა კიდევ რამდენჯერმე ამოიხავლა და იქვე მიესვენა.
_ რატომ... რატომ ქენი ასე... რატომ..._ ჩურჩულებდა შეუჩერებლად და ცრემლებს ვერ იშრობდა. იმ დაწყევლილი დღის შემდეგ პირველად ტიროდა. ისე შემოაღამდა, ვერც მიხვდა. ძალა არ ყოფნიდა ფეხზე წამოსადგომად. მოიკუნტა და ემბრიონის პოზაში გაწვა დედის საფლავის გვერდით. გრძნობდა, როგორ ეყინებოდა ძვლები და მაზოხისტურად სიამოვნებდა. ქუთუთოები დაუმძიმდა. სანამ გონება ბოლომდე გაეთიშებოდა, შეხება იგრძნო. ვიღაცა მის მორევიდან ამოთრევას ცდილობდა. მოქაჩეს და მალევე სიმსუბუქე იგრძნო. სითბოს წყაროს მთელი ძალით მიეხუტა. გაყინული ხელი ასწია და წვერწამოზრდილ თბილ ლოყას მიეფერა.
_ შენ მაინც... აღარ დამტოვო... _ ხმაჩახლეჩილმა ამოთქვა.
_არასოდეს! _ მოესმა პასუხად და შუბლზე იგრძნო თბილი ტუჩების შეხება. დემეტრე მტკიცედ და ფრთხილად მიაბიჯებდა საფლავის ქვებს შორის. მკლავებში კი თავისი ცხოვრების აზრი ესვენა.

დეამ დამძიმებული თვალები ძლივძლივობით გაახილა. დემეტრეს მანქანის უკანა სავარძელზე იწვა. წამოიწია. ისე გაუჭირდა, თითქოს წყლიდან ამოჰქონდა სხეული. მძღოლის ადგილას იჯდა მანაგაძე. თავი გვერდით გადაეგდო მძინარეს და მშვიდად სუნთქავდა. დეამ თითები ფრთხილად ჩამოუსვა სახეზე. პირველი შეხება გაახსენდა საავადმყოფოში. მაშინ რომ რაიმე ისე არ წასულიყო... დემეტრე გამოფხიზლდა. გოგონას კითხვით სავსე მზერა მიაპყრო.
_ კარგად ვარ... გმადლობ. რა დროა?_ პირი გაშრობოდა დეას და გაუძნელდა სიტყვის თქმა. მიმოიხედა. ბნელოდა. ბიჭმა საიდანღაც წყლის ბოთლი ამოაძვრინა და გაუწოდა.
_ ათი ხდება.
_ მამაჩემი. როგორ ნერვიულობს. გმადლობ._ წყალი მოსვა და ბოთლი დაუბრუნა, _ შინ უნდა წავიდე. სასწრაფოდ!
დემეტრემ მანქანა უსიტყვოდ დაძრა და მალევე მივიდნენ გოგონას სახლთან. დეამ კარი გამოაღო და სწრაფად გადავიდა. ერთ წამს შედგა. მიბრუნდა და მძღოლის მხარეს ფანჯარას მიადგა. დემემ სწრაფად ჩამოსწია მინა და ყურადღებით შეხედა.
_ მაპატიე. ეს დღე ნამდვილად არაა ჩემი საუკეთესო დღეთაგანი. იმისთვისაც ბოდიშს გიხდი, რომ შინ არ გეპატიჟები. ეს მამაჩემს არ მოეწონება. მას... ვერ ავუხსნი, ვინ ხარ. მე ხომ ეს ჯერ საკუთარი თავისთვისაც რიგიანად ვერ ამიხსნია. ყველაფრისთვის გმადლობ. არ ვიცი, აქ რატომ იყავი, მაგრამ თბილისში რომ დავბრუნდები, იმედია, ვისაუბრებთ და მიამბობ, რისთვის მოხვედი. მრცხვენია დღევანდელის გამო. ვწუხვარ. დროებით.
ზურგი სწრაფად აქცია და სიტყვაც არ ათქმევინა მანაგაძეს. დემემ დააპირა, დასწეოდა და მაგრად ჩახუტებოდა. უნდოდა ეთქვა, რომ სამარცხვინო სულაც არაა გრძნობების გამოხატვა. უნდოდა, დეას მოეყოლა თავისი ტკივილის შესახებ და ასე ცოტა მაინც შემსუბუქებოდა. უნდოდა ეთქვა, რომ მის გვერდით იქნებოდა სულ. ყოველთვის მოუსმენდა და მხარს დაუჭერდა. სურვილები გულში კიდევ ერთხელ ჩაიკლა. ავტომობილი დაქოქა და დედაქალაქში დაბრუნდა.
დეა შინ შევიდა. მამას დივანზე ჩასძინებოდა. ტელევიზორი გამორთო, პლედი ფრთხილად მიახურა და ერთხანს უყურებდა მძინარეს. მთელი გულით ებრალებოდა მამა, რომელსაც ცოლი სიგიჟემდე უყვარდა და არასოდეს არაფერი დაუკლია მისთვის. ნამდვილად არ იმსახურებდა იმას, რაც გადახდა. სამზარეულოში გავიდა ყავის მომზადება დაიწყო. მიხვდა, რომ თავს უკეთ გრძნობდა და იმასაც მიხვდა, რომ დედას ნაწილობრივ, მაგრამ მაინც, აპატია. თავისი ფინჯნით საძინებელს მიაშურა. დემეტრეზე ფიქრობდა. ვერ ხსნიდა, ეს ბიჭი რა მიზნით გამოჩნდა მის ცხოვრებაში. ყავა ნახევრად დალია და ძილმა თავი წაართვა.
მამას არ უკითხავს, შინ მისვლა რატომ დააგვიანდა. დეამ დივნის გვერდით წაქცეული ლუდის ბოთლი მეორე დილითღა იპოვა და მიხვდა, ისევ სვამდა. ამან გული ატკინა. ცოლის ამბის მერე კინაღამ გალოთდა და ექიმებმა მკაცრად აუკრძალეს ალკოჰოლის მიღება. დავითი ამან აშკარად ვერ შეაჩერა და მაინც წრუპავდა ხოლმე. საბოლოოდ დეამ გადაწყვიტა, დალაპარაკებოდა. მამა ეზოში ძელსკამს უტრიალებდა, როცა გოგონა მრისხანე გამომეტყველებითა და ლუდის ბოთლით ხელში მიუახლოვდა.
_ ხომ დამპირდი, მამა?
კაცმა ჯერ გაოცებით შეხედა, შემდეგ სინანული გაუკრთა თვალებში.
_ შენ არ გესმის...
_ მხოლოდ ის მესმის, რომ ვერ ვუყურებ, როგორ ისწრაფებ სიცოცხლეს. შენს დაკარგვას ვერ გადავიტან, ამას ვერ ხვდები?_ დეას უნდოდა სიმტკიცე გამოეჩინა, მაგრამ გუშინდელის მერე ემოციებს აშკარად ვეღარ უმკლავდებოდა.
_ მაპატიე, ჩემო გოგო, ვეცდები, მე ვეცდები, არ ინერვიულო._უთხრა და გადაეხვია. დეა მთელი ძალით მოეხვია მოხუცს.
_ შენი ბრალი არ ყოფილა, მამი. დედას უნდოდა ასე. მე და შენ ვერ შევაჩერებდით, მამი. დაივიწყე, გთხოვ. აპატიე, რომ გვიღალატა. ვაპატიოთ, მამი...
_ ვაპატიოთ, ჩემო პატარავ, მოვინდომებ... შენთვის ვაპატიებ, ჩემო სიცოცხლის წყაროვ..._ ეუბნებოდა და შუბლზე კოცნიდა ქალიშვილს. ორივენი ტიროდნენ.
ორი დღის შემდეგ დეა თბილისში დაბრუნდა. მამას შეჰპირდა, რაც შეიძლება მალე ისევ ჩამოვალო. თავად დავითს ჯანმრთელობის გამო მგზავრობა დიდად არ რგებდა და თავს იკავებდა ხოლმე.
თავის პაწაწინა ბინაში შებიჯებისას უჩვეულო სიამოვნება იგრძნო. გაახსენდა, დღეს კურსელები უნდა სწვეოდნენ. საგამოცდოდ პრეზენტაცია ერთად უნდა მოემზადებინათ. მაღაზიაში ჩაირბინა და სტუმრების დასახვედრად სასუსნავები იყიდა. გამოსვლისას მაღაზიის გვერდით კაფის კედელზე გამოკრულ ვაკანსიას მოჰკრა თვალი და შიგნით შევიდა. მენეჯერთან მოლაპარაკებამ საოცრად იოლად ჩაიარა და ნახევარგანაკვეთიანი სამუშაოც იშოვა. ოფიციანტობას, წესით, ალღოს იოლად აუღებდა. შინ გახარებული ავიდა. ცოტას ღელავდა. კურსელებთან დიდად ვერ მეგობრობდა. პირადი ტრაგედიის გამო ძალიან ჩაკეტილი გახდა და ურთიერთობებს ( გარდა საქმიანისა) გაურბოდა ხოლმე. ისინიც მალევე მივიდნენ. ორი გოგონა და ერთიც ბიჭი. თავიდან ცოტა დაძაბულობა იგრძნობოდა, მაგრამ დეამ მოინდომა და საღამომ ძალიან მხიარულად ჩაიარა. თემაც მშვენივრად მოამზადეს. სტუმრები რომ გააცილა, მიხვდა, რაღაც აკლდა. თავიდან ვერ გაიგო, რა დაავიწყდა. მერე გააანალიზა: დემეტრე მანაგაძე ენატრებოდა.
რეპეტიციაზე წასასვლელად განსაკუთრებით ემზადებოდა. უნდოდა, ლამაზი ყოფილიყო. ამაზე ფიქრისას ცოტა დაირცხვინა. უწინ არავის გამო სდომებია, სახლიდან ლამაზი გასულიყო. მერე თავი გააქნია ავი ფიქრების გასაფანტავად და მსუბუქი მაკიაჟითა და მუქი მწვანე კაბით გააბიჯა სახლიდან. კაბის ფერი მისი თვალების სიმწვანეს კიდევ უფრო გამოკვეთდა.
დარბაზში შესული თვალებით ეძებდა დემეტრეს. ის არ ჩანდა. მერე ხელმძღვანელს ვიღაცამ დაურეკა. ქალის სახე უსიამოვნო გამომეტყველებამ დაფარა. ტელეფონი გათიშა და სტუდენტებს მოუბრუნდა:
_ დღესაც ბატლერის გარეშე მოგვიწევს თამაში. ბატონი დემეტრე, სამწუხაროდ, დაკავებულია. ასე თუ გავაგრძელეთ, ვერაფერს მოვასწრებთ._ დაამატა გაღიზიანებულმა.
ეს ქალი სულ ნერვებდაწყვეტილი იყო, მაგრამ ამჯერად დეაც იზიარებდა მის განწყობას. უგემურად ჩაიარა დღემ. უგულოდ მუშაობდა და შენიშვნაც რამდენჯერმე მიიღო. როგორც იქნა, დასრულდა. კურსელებმა საუბარი გაუბეს და ცოტა ხანს გადაავიწყდა თავისი გაბრაზებაც. ავტობუსის გაჩერებაზე ბავშვებს გამოემშვიდობა. გადაწყვიტა ისევ ფეხით წასულიყო შინ. იმ ავბედით გადასახვევს რომ მიადგა, მხოლოდ მაშინღა გაახსენდა კაპიუშონიანი უცნობი და უცებ თავში გიჟური იდეაც მოუვიდა. რატომ არ უნდა დაეძლია შიში სწორედ ახლა? უბნის ხულიგნები ან იქნებოდნენ იქ, ან არა. ჩვეულებრივი გზა იყო, რომელსაც სახლში უნდა მიეყვანა და დიახაც, შიშს ახლავე დაამარცხებდა. ქუსლების კაკუნით ამაყად მიიწევდა ნახევრად ჩაბნელებულ ქუჩაში. ჯერ ვიღაც კაცმა ჩაურა, მერე მოზარდების ჯგუფმა გაუსწრო და მიიმალა. თითქმის გადაწყვიტა, რომ არანაირი საფრთხე აღარ ელოდა და თავსაც დასცინა სიმხდალისთვის, რომ ყაყანიც მოესმა. ჯგუფი ამჯერად ერთი სახლით ქვემოთ ,,აბირჟავებდა”. დეას გააჟრჟოლა, როცა ხმებიც შეიცნო. იქაურობა ლუდის სუნად ყარდა. ვინ იცის, იმათ რამდენად იცნეს, მაგრამ მათი ინტერესის ობიექტად დაუყოვნებლივ კიდევ ერთხელ იქცა.
ერთერთმა სხვებს ანიშნა და რამდენიმე წყვილი ავხორცი მზერა მისკენ აღმოჩნდა მიმართული. შიშისაგან სუნთქვა შეეკრა. ისტორია მეორდებოდა და ამჯერადაც მისი სიბრიყვის გამო. უკან ერთი ნაბიჯით დაიხია, მერე _ მეორით.
_ ნუ გეშინია, პატარავ, ცოტა ვილაპარაკოთ,_ ძმაკაცურად მოუღერა ერთერთმა ლუდის ბოთლი და ახარხარებული ერთი ნაბიჯით წინ წამოვიდა.
უცბად მანქანის ბორბლების ღრჭიალის ხმა გაიგონა. ფარებმა მიანათა და მის ფეხებთან გაჩერდა. მანაგაძე გადმოვიდა და კარი მიაჯახუნა. შვება, სიხარული, მონატრება, წყენა ერთბაშად შემოაწვა დეას. მერე კი ეს ყველა გრძნობა ერთმა შეცვალა _ შიშმა. დემეტრე არამზადების ჯგუფს მძულვარე თვალებით უმზერდა. ისინიც აგრესიულად უყურებდნენ. დეა ერთბაშად გონს მოვიდა და დენდარტყმულივით მივარდა ბიჭს
_ დემეტრე, დემე, შემომხედე!
რომ ვერაფერს გახდა, მისი სახე პატარა ხელებში მოიქცია და თავისკენ დაქაჩა.
_ გთხოვ, დემეტრე, წამიყვანე, წავიდეთ აქედან, გთხოვ!
ბიჭმა ცივად მოიშორა მისი ხელები. იმ ტიპებს თვალს არ აშორებდა.
_ დემეტრე! შენ ხომ დამპირდი! მეშინია..._ უკანასკნელად სასოწარკვეთილმა ამოიჩურჩულა დეამ და ტირილი წასკდა. მანაგაძე თითქოს გონს მოეგო. მანქანის კარი გამოუღო გოგოს.
_ ჩაჯექი!
ერთი კიდევ გახედა მოშორებით მდგომ არამზადებს, რომელთაც ვერ გაეგოთ, უნდა ეჩხუბათ, თუ არა. მერე თავადაც დეას გვერდით დაიკავა ადგილი და მანქანა ადგილს მოსწყვიტა.
დეას სიამოვნებდა უსაფრთხოების შეგრძნება. როგორც იქნა, ისიც ნახა...
_ რაზე ფიქრობდი?_ დემეტრეს ყვირილზე შეხტა._ რაზე ფიქრობდი, როცა იქ მეორედ გაისეირნე? გინდოდა, რამე დაგშავებოდა?
_ შენ იყავი მაშინაც..._ კითხვას თავად უპასუხა გოგონამ და გაოგნდა.
_ამას ახლა მნიშვნელობა აქვს? მიპასუხე, რას ფიქრობდი?
_ გთხოვ, მშვიდად ატარე, ნუ ყვირი.
_ ავარიის გეშინია, მე არ მენდობი ამ წამს და იქ ვის იმედად იყავი შუაღამისას? ჯანდაბა._ დემეტრემ მანქანა სწრაფად გააჩერა და საჭეს ხელები მთელი ძალით დასცხო._ სულ შემშალე ჭკუიდან. ეს რა მიყავი. რომ ვერ მომესწრო...
_ მაგრამ მომისწარი._ დასჯილი ბავშვივით ამოიბურტყუნა ხმაწართმეულმა. დემემ გადახედა. სკამზე მობუზული და ერთიანად აკანკალებული მართლა ბავშვს ჰგავდა. გაყინულ ბავშვს. გათბობა ჩართო და დეას თავისი ქურთუკიც მიაწოდა. გოგონას გული გაუთბა. მერე მიუბრუნდა და მხიარულად უთხრა:
_ აუხ, დემე, დღეს შენ ზუსტად ისე გადამარჩინე, როგორც ედვარდმა ბელა ,,ბინდში”. რა მაგარია!
დემემ ჯერ გაოცებულმა გადახედა გვერდზე მჯდომის გაცისკროვნებულ თვალებს, თავადაც ჩაეღიმა და გაეპასუხა:
_ მგონი იმაზე მეტად გადარეული ხარ, ვიდრე მეგონე.

მანქანის კარი არც ამჯერად გაუღია. გედეას თავის თავზე ეცინებოდა: ჯიუტად ცდილობდა დემეტრეში ჯენტლმენური თვისებების აღმოჩენას და ,,უმადურობდა”. ბოლოსდაბოლოს, ამ ბიჭმა რამდენჯერმე გადაარჩინა, თანაც ისეთ სიტუაციებში, შედეგს რომ წინასწარ ვერც კი განსაზღვრავ.
_ ყავას დაგალევინებ, თუ გინდა.
_ მხოლოდ ჩაის ვსვამ.
_ ხილის ჩაი მაქვს...
_ მხოლოდ შავი.
დეა გაჩუმდა და მრისხანებით სავსე მზერა მიაპყრო. დემემ გადაიხარხარა. როცა ასე იცინოდა, გოგონა გაბრაზების ყოველგვარ უნარს კარგავდა და ისიც კი ავიწყდებოდა, რაზე აპირებდა გაბრაზებას.
_ კარგი, რა, დეა, პირდაპირ მითხარი, რომ შინ მეპატიჟები.
_ არ გეპატიჟები.
_ ამას ასე პირდაპირ მეუბნები?_ ,,შეიცხადა” ბიჭმა.
_ დიახაც!_ მიახალა დეამ.
_ უზრდელი გოგოსავით იქცევი!
_ ჰოდა ,ვიყო!
_ უკვე ხარ!
_ ვიყო!
ისევ ახარხარდა დემეტრე. დეა მიხვდა, რომ პატარა ბავშვივით იქცეოდა და შეწუხდა.
_ ცივა, სახლში შევალ და გმადლობ.
_ ასე არ გამოვა, წეღან შინ მიწვევდი და ახლა მომავალ შეხვედრაზეც აღარ შევთანხმდეთ?
_ რავიცი, ჩემი ნახვა რომ გინდოდეს, ამდენ რეპეტიციას არ გააცდენდი._ წამოაყრანტალა და მხოლოდ მერე მიხვდა, რა თქვა. ენაზე იკბინა და ინატრა, დრო უკან გადაეხვიათ, რომ გამცემი წინადადება დემეტრეს არ მოესმინა. ბიჭმა თავი უკან გადახარა, თვალები ეშმაკურად აუციმციმდა და უთხრა:
_ ესე იგი, ყოველ რეპეტიციაზე ჩემს მოლოდინში ხარ.
_ ცხადია, შენ ჩემი მეწყვილე ხარ, მთავარი როლი გაქვს და კიდევ მინდა, კარგი შთაბეჭდილება დავტოვო შენზე, რომ რეჟისორმა თქვენს დასში გადმომიყვანოს.
_ ზოგჯერ ვერ გამიგია, მსახიობობა რატომ გადაწყვიტე, თუ სულ პატარა ტყუილიც კი ლოყების აწითლებად გიჯდება. _ ეს უთხრა და დასამტკიცებლად გრძელი თითები ოდნავ ჩამოუსვა ლოყაზე. ახლა თითქოს მართლა ცეცხლი წაეკიდა გოგონას. უკან დაიხია და ალუღლუღდა:
_ კარგი... ჰო... მე... ისა...
_ შედი და დაისვენე, ხვალ გამოგივლი და ერთად წავიდეთ რეპეტიციაზე.
_ რა საჭიროა...
_ ალბათ, არის. დროებით._ დემემ ზურგი აქცია. გოგონას მეტად დაბნევა აღარ უნდოდა და სწრაფად გამოეცალა.
უცბად მინა ჩასწია და მიაძახა_ ჰო, მართლა, ეგ კაბა შენს თვალებს ძალიან უხდება.
დეამ მადლობის თქმა, ვეღარ მოასწრო, დემეტრეს მანქანა ადგილს მოსწყდა, მაგრამ უსაზღვროდ ბედნიერი შევიდა სახლში. დიახ, მოსწონდა მანაგაძე, თანაც ძალიან.
მეორე დღეს უნივერსიტეტში მართლაც ერთად წავიდნენ. დემეტრე ცდილობდა, უშუალო ურთიერთობა ჩამოეყალიბებინა, ცდილობდა მაკასთან პარალელი არ გაევლო ხოლმე. დეა არაფრით ჰგავდა მის მოღალატე ყოფილს და ამას თავს გამუდმებით უმეორებდა. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ თავს ვერაფერს უხერხებდა და აღიზიანებდა დეას ნებისმიერი სახის კონტაქტი მამრობითი სქესის წარმომადგენლებთან. იმდენი ქნა, დეამაც შეამჩნია მისი უკმაყოფილო გამომეტყველება, როცა თანაკურსელმა ბიჭმა საერთო ფოტოს გადაღებისას მხარზე ხელი გადახვია. გოგონამ წუხილი და კმაყოფილება ერთდროულად იგრძნო. და, მაინც, ნუთუ მათი ნაცნობობის განმავლობაში ბიჭი ჯერ კიდევ ვერ დარწმუნდა, რომ დეასთვის სულერთი დიდი ხანია, აღარ იყო?
ბავშვობაში გოგონა ბევრს წერდა. ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა მამამ ექვსი წლისას პირველად მიუტანა პაწაწინა ბლოკნოტი, ყველაფერს იწერდა. ინიშნავდა, რას ჭამდა, როგორი ამინდი იყო, როგორ ხასიათზე იყო დედა. გაეგონა, რომ დღიურში საიდუმლოებები ინახებოდა, ჰოდა დაძინებამდე მარტო დარჩენილი წერდა ხოლმე, რაზე კამათობდნენ მისი მშობლები, როგორ დასდევდა მათი ძაღლი მეზობლის ქათმებს. მერე თემები შეიცვალა, გოგონამ თავის მომავალზე წერა დაიწყო. უნივერსიტეტსა და დამოუკიდებლობაზე ოცნებობდა. დედის დაღუპვის მერე ერთბაშად მოისროლა ფურცელი და კალამი. ემოციების გამოხატვა საბოლოოდ შეწყვიტა. ერთხელ სცადა და სამად სამი სიტყვა გადაიტანა ფურცელზე, რამაც საბოლოოდ ააღებინა ხელი ამ საქმიანობაზე. იმ დღეს კიდევ ერთი ტირილში მოსული განთიადისას დეამ ფურცელზე მიაჯღაბნა: ,,რატომ არ ვკვდები?”
ახლა მისი გონება მთლიანად მანაგაძეს შეეპყრო. მხოლოდდამხოლოდ მასსა და მომავალ სპექტაკლზე ფიქრობდა, რომელიც მის ცხოვრებაში რაღაც ახლის დასაწყისი შეიძლებოდა, გამხდარიყო.
იმ დილით საყვარელი ლატე გაიმზადა და მზით განათებული სამზარეულოს ფანჯარასთან ფანქრითა და ფურცლით დაჯდა. ამდენი ხნის მერე პირველად და მძაფრად იგრძნო, როგორ სურდა, ეწერა. ყავა მოსვა, მზის სხივებს სახე შეუშვირა, სითბო მუზად მიითვისა და ფანქარიც იდუმალი შრიალით დააკვდა მონატრებულ სუფთა ზედაპირს:
,,გამარჯობა, დღიურო? არა, ელენა გილბერტი მეშვიდე კლასში მოვიტოვეთ. მას მერე, რაც მან დეიმონი აირჩია, ,,ვამპირის დღიურებზე” გული ამიცრუვდა. როგორი არეული ვარ. სულაც არ ვაპირებდი საუბრის დაწყებას სერიალით, რომელსაც კარგა ხნის წინ ვუყურებდი. ვზივარ ჩემი სამზარეულოს მაგიდასთან. აბსოლუტური სიჩუმით ვტკბები. ეს დღე ჩემია. დღეს არც კაფეში მივდივარ, არც რეპეტიცია მაქვს, არც ლექცია. ასე რომ შემიძლია, მშვიდად ვწრუპო ჩემი ყავა და შევეცადო, იმ შეკითხვების ნაწილს მაინც ვუპასუხო, გონებაში რომ მიტრიალებს.
სადღაც წამიკითხავს, რომ გაღვიძებისას პირველად და დაძინებისას უკანასკნელად ვისზედაც ფიქრობ, შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანიაო. ვინაიდან ძილის წინ ვაანალიზებ, რომ საათში რამდენჯერმე დემეტრე მანაგაძესთან დაკავშირებული რომელიმე მოგონება და მისი ჩემდამი დამოკიდებულების შესახებ ახალი შეკითხვა მომდის თავში, მგონი თამამად შემიძლია, ვიფიქრო, რომ ყველაზე თუ არა, ძალიან მნიშვნელოვანი მაინცაა ჩემთვის.
ბოლოს ორი დღის წინ ვნახე. რეტ ბატლერს მართლაც ოსტატურად განასახიერებს. ვუყურებ, როგორც სკარლეტი და როგორც დეა და დემეტრეც მომწონს და რეტიც. ხანდახან ვეღარც ვიგებ სად იწყება და მთავრდება ჩემი პერსონაჟის მისი პერსონაჟისადმი გრძნობები. ასეთ წამებში ვამჩნევ, რომ მე ვუყურებ ადამიანს, რომელიც ჩემს საყვარელ წიგნის გმირს განასახიერებს და რომელიც, როგორც ნამდვილი პიროვნება, ჩემთვის უკვე ზედმეტად ძვირფასია.
ჩვენი გაცნობაცა და შემდგომი შეხვედრებიც უცნაურობებით იყო სავსე. მე ის გადავარჩინე, მან კი _ მე. მაგრამ ახლა თითქოს სადღაც გავიჭედეთ და ვერც წინ მივდივართ, ვერც უკან ვბრუნდებით. მისი არ ვიცი და მე ნამდვილად ვერ წავალ წინ, სანამ საბოლოოდ არ მივხვდები, რას განიცდის ჩემ მიმართ, (თუ საერთოდ განიცდის რამეს!) და, მით უმეტეს, უკან ვეღარ დავბრუნდები.
დროდადრო მრისხანება მიპყრობს. რატომაა, რომ ველოდები როდის იტყვის რამეს თავად? ხომ შემიძლია, ვიკითხო, ვცადო, ვიბრძოლო. მრცხვენია ამის აღიარებისა, მაგრამ მეშინია. ზუსტად ვერც ავხსნი, რის მეშინია. ალბათ, ყველაფრისა და არაფრის ერთდროულად. სარკეში ვიყურები და ვერ ვხედავ ვერაფერ გამორჩეულს საკუთარ თავში. ვერ ვხედავ ვერაფერს, რის გამოც ის ჩემს თავს ვინმე სხვას ამჯობინებდა. ვიცი, მესმის, რომ ეს თვითგანადგურებისკენ უმოკლესი გზაა, მაგრამ მეშინია და ეს შიში იმდენად ძლიერია, რომ დამალვისკენ მიბიძგებს, ზოგჯერ სულაც გაქრობა მინდება.
ამას წინათ ფოტოს გადაღებისას ლევანი გადამეხვია. მეგობრული ბავშვია და ეს ბუნებრივია, ჩვენ ხომ საერთო ფოტოს ვიღებდით. ი ს ცალკე იდგა და მიყურებდა. მზერა დაეძაბა და ამან დამაბნია. იმ საღამოს იმდენად ლაკონიური იყო, თითქოს ის ის იყო გამიცნო. არც ის აუხსნია, რატომ ჩამომაკითხა სოფელში. როგორ გაიგო, რომ იქ ვიყავი და რატომ იზრუნა ჩემზე, როცა სასაფლაოს ქვებს შორის დაცემული მიპოვა. სულელურად ჟღერს. მის ადგილას ნებისმიერი ადამიანი იმავეს იზამდა, ალბათ. მე არ მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი იმ დღეს მის მანქანაში, არ მახსოვს, როდის მოვიდა და ამის გამო ვწუხვარ. რომ შემეძლოს, აღვადგენდი სცენას, სადაც ის მპოულობს. არც იმას მიყვება, რატომ დამყვებოდა უჩუმრად უკან სულ თავიდან. ვწერ, ვწერ და შვებას საერთოდ ვერ ვგრძნობ. თითქოს ეს კითხვები მახრჩობს.
როგორ შეუძლია ასეთი ცვალებადი ხასიათი ჰქონდეს? ვერ გამიგია, რა ვქნა. თუმცა მგონი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ისევ ისაა, რომ საქმე ვაკეთო და ცხოვრების დინებას მივყვე. საკუთარი თავით დავიღალე.”
ბოლო სიტყვას გოგონამ ღრმა ამოოხვრაც მოაყოლა. გარეთ ისევ ისე აჭერდა მზე, თითქოს ამ წამს დეას სულში ქარიშხალი სულაც არ მძვინვარებდა. ამან ის ცოტა დაამშვიდა. სასიამოვნოა იმის შეგრძნება, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ შეიძლება ამოყირავდეს შენი სულიერი მდგომარეობა, რაღაც მყარად ინარჩუნებს დადებითს, რაღაც სითბო მაინც სითბოდ რჩება. ჩაეღიმა დეას თავის ბავშვურ აზრებზე.სარკიდან ახალგაზრდა ქალი უყურებდა ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ ეგონა, რომ ოდნავადაც არ გაზრდილა. ზოგჯერ უნდებოდა, ისევ შეძლებოდა ზაფხულობით თავისი სოფლის მინდვრებში მეგობრებთან ერთად სირბილი და დამალობანას თამაში. არა, აშკარად გაიზარდა. ის მეგობრები კი წარსულში დარჩნენ. უფრო სწორად, სხვა გზები იპოვეს მომავლისაკენ.
,,ჯანდაბა, ნუთუ ეს მზიანი დღეც ნეგატიური ფიქრებით დავიწყე? შეწყვიტე, დეა!”
დახედა მის წინ შევსებულ ფურცლებს და დაღლილობასთან ერთად საოცარი შვებაც იგრძნო.
მოულოდნელად მისი ტელეფონი ახმაურდა. ეკრანზე დემეტრეს სახელის ამოკითხვისას გულისცემა აუჩქარდა და ამან დააფრთხო. შეტყობინებაში ეწერა: ,, ხუთისთვის იმ კაფეში დაგელოდები. ვაპირებ, ვუპასუხო ყველა შეკითხვას, რომელსაც შენს თვალებში გამუდმებით ვკითხულობ. ( უნდა ვაღიარო, მთელი ორი დღე გავიდა და მომენატრა ,,კითხვა” ^^) თბილად ჩაიცვი, საღამოს აცივდება.”



დეამ კარადის წინ ჩვეულებრივზე მეტ ხანს დაჰყო. საბოლოოდ არჩევანი სადა მთლიან კაბაზე შეაჩერა და მაკიაჟითაც არ დაუმძიმებია სახე. გადაწყვიტა, რომ ბუნებრივობა საუკეთესო იქნებოდა მ ი ს მოსახიბლავად. საკუთარ ფიქრებზე გაეცინა: ,, ესე იგი, მინდა, მოვხიბლო?”
არაპუნქტუალური არასოდეს ყოფილა. ზუსტად ხუთი წუთი აკლდა ხუთს, რომ მიუახლოვდა იმ კაფესაც. დემეტრეს მანქანა გარეთ იდგა. ღრმად ამოისუნთქა და თავაწეულმა და წელში გამართულმა შეაბიჯა შენობაში. დემე მენიუს ჩაჰყურებდა. მისი შესვლისთანავე წამოსწია თავი და ფეხზე წამოდგა. დეა მიუახლოვდა. ბიჭი წინ გადაიხარა, ტუჩებით ოდნავ შეეხო ლოყაზე და სწრაფად გაშორდა. სკამი გამოუჩოჩა და კიდევ უფრო დაბნეულ გოგონას ანიშნა დაჯექიო. დეა გაშეშებული იდგა. დემეტრეს ეშმაკურმა ჩაღიმებამ მოაფხიზლა და ჩამოჯდა. დემემაც დაიკავა თავისი ადგილი.
_ რას მიირთმევ?_ ასეთი მხიარული ხმა, მგონი, ბიჭს არასდროს ჰქონია.
_ ლატეს.
_ისევ... ტკბილეული?
_ ალუბლის ნამცხვარს შევჭამ.
_ ორი ალუბლის ნამცხვარი, ერთი ლატე და ერთიც უშაქრო შავი ჩაი, გთხოვთ._ ღიმილით მიმართა დემეტრემ დეას უკან მოახლოებულ მიმტანს.მერე ისევ მას ჩახედა თვალებში და ჰკითხა:
_ აბა, როგორ გრძნობ თავს?
_ უცნაურად..._ ჩაიღიმა დეამ და მიხვდა, ყოველ ჯერზე ამ ადამიანთან საუბრისას ისეთი გულახდილი ხდებოდა თავისდა უნებურად, როგორიც არავისთან არასოდეს იყო.
_ გასაგებია. პირველ რიგში, მინდა, ბოდიში მოგიხადო.
_ რისთვის?
_ ყველაფრისთვის: დაგაკარგვინე სამსახური, ლამის პარანოია დაგმართე, როცა ჩუმად გითვალთვალებდი ( ბოროტულია, მაგრამ ისე, მიხაროდა კიდეც, როცა ვხედავდი როგორ მეძებდი უნებლიეთ, გრძნობდი ჩემს არსებობას!). მერე გაუგებარი მიზეზებით ვუხეშობდი და ესეც გაბნევდა და გაწუხებდა. სოფელში სწორედ ბოდიშის მოსახდელად ჩამოგაკითხე, რადგან მეჩქარებოდა ამის გაკეთება და ისე წამოვედი, არ მომიხდია. ვხედავ, ყოველდღე როგორ მელოდები და ცდილობ, მელაპარაკო და ამის საშუალებას არ გაძლევ._ თავი შეაბრუნა დემეტრემ და ისე განაგრძო, თითქოს ფანჯარაში ესაუბრებოდა ვინმეს_ საკმაოდ რთული ცხოვრება მქონდა. ჩემს მშობლებს ფინანსურად არასოდეს ულხინდათ, თუმცა ერთმანეთის სიყვარული ეხმარებოდათ, გაეძლოთ. მერე დავიბადე მე და, იმის ნაცვლად, ოჯახი გამეერთიანებინა, ერთმანეთის მიმართ გაცივდნენ. მატერიალურმა პრობლემებმა, რომლებიც მე გავაორმაგე, მათი სიყვარული ჩემკენ მომართა, ერთმანეთს კი ისე უყურებდნენ, როგორც ვუყურებთ უცნობ ადამიანებს ყოველდღე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას. არ მინდა, დაგღალო ჩემი დრამებით. მხოლოდ იმის თქმას ვცდილობ, რომ მერე კიდევ მოხდა რაღაც. მიღალატეს და ამან სერიოზული დაღი დამასვა. ორმა ყველაზე ახლო ადამიანმა ერთდროულად გამწირა. ამან შემცვალა. საბედნიეროდ, სამსახურში წარმატებები მქონდა და მშობლებს ვეხმარები. ყოველ ჯერზე, როცა მათთან მივდივარ და ერთმანეთს უწინდელივით თბილად უღიმიან, მგონია, რომ დანაშაული გამოვისყიდე. მსახიობობაზე არასოდეს მიოცნებია. არც შემეძლო, რამეზე მეოცნება მაშინ. გამოჩნდა სამსახური და მე ვცადე, ახლა კი აქ ვარ.
დეა მდუმარედ და ინტერესით უსმენდა. სკამზე გაუნძრევლად იჯდა და თვალებგაფართოებული უყურებდა ბიჭს, რომელსაც ამდენია არასოდეს ულაპარაკია. ის კი განაგრძობდა:
_ მოკლედ, სანამ ყველა პრობლემას თვალს გავუსწორებდი სწორედ ისეთი ვიყავი, როგორიც , ალბათ, უფრო მოგეწონებოდი: კეთილი, მზრუნველი, ყურადღებიანი, რომანტიკულიც, მომთმენი... _ ჩაეცინა_ თავს ვიქებ!
დეას მოუნდა ეთქვა, რომ ის ახლაც ძალიან, ძალიან კარგი იყო, მაგრამ დროულად დააჭირა ენას კბილი.
_ უბრალოდ ახლა გიყურებ, როგორ ზიხარ ჩემ წინ შენი გულწრფელობითა და სისუფთავით სავსე თვალებით და არ ვიცი, რისი შემოთავაზება შემიძლია შენთვის. არ ვიცი, რა შემიძლია გაგიზიარო, რომ ჩემთან ყოფნა და, მით უმეტეს, დარჩენა მოისურვო._ ხმა დაუმწუხრდა ერთბაშად. მზერა ჩაუქრა. თითქოს ერთბაშად ჩამობნელდა და გარეთ რომ მზიანი დღე იყო, ამანაც დაკარგა აზრი. სანამ საუბრობდა, დემეტრე წინ იყო გადახრილი. ბოლო სიტყვებთან ერთად ნელ-ნელა დაიხია უკან და აპირებდა, სკამის საზურგეს მიყრდნობოდა, მაგრამ დეას ხელებმა შეაჩერა. გოგონა ორივე ხელით ჩაეჭიდა მის დიდ მტევანს და მტკიცედ შეხედა. ბიჭი ამან აშკარად დააბნია.
_ ერთადერთი რამ მჭირდება შენგან, დემე, გადაწყვიტო, გინდა თუ არა ,,აქ” და თუ გინდა, დარჩი ისე, რომ აღარ წახვიდე._ ხმა უკანკალებდა, მაგრამ მაინც მტკიცედ მოისმოდა მისი სიტყვები. დემეტრე უყურებდა ამ გოგოს, რომელიც პატარა ხელებით ღონიერად ჩაჰფრენოდა და თავისკენ დიდრონი მწვანე თვალებით იზიდავდა. იმ წამს გააანალიზა, რომ ყველაფერს იღონებდა, მის გასაბედნიერებლად. ყველაფერს იღონებდა, რომ მასთან ერთად თავადაც ბედნიერი ყოფილიყო. ყურებამდე გაღიმებულმა ახლა თავად დაიჭირა მისი ხელები და ჯერ ერთზე, შემდეგ მეორეზე აკოცა.
სიტყვა აღარ გაუცვლიათ. უყურებდნენ ერთმანეთს. სვამდნენ ჩაისა და ლატეს და დროდადრო მრავალმნიშვნელოვნად უღიმოდნენ ერთმანეთს. ეს საღამო ახალი, სუფთა ფურცელი იყო, რომელიც ორივეს ცხოვრებას მალე საბოლოოდ შეცვლიდა.
დეას ეღიმებოდა, როცა დემეტრემ გაუღო ჯერ შენობის, შემდეგ მანქანის კარიც. ამას ისე ბუნებრივად, ძალდაუტანებლად აკეთებდა, თითქოს უწინ იკავებდა თავს, როცა ასეთ გალანტურობას არ ამჟღავნებდა. გოგონას სახლთან მისულები მიხვდნენ, რომ განშორება ჯერ არ სურდათ და გადაწყვიტეს, ცოტა ფეხით გაევლოთ. ნელი ნაბიჯით მიდიოდნენ ქუჩაში და გაზაფხულისთვის ესოდენ ნაცნობი აყვავილებული ხეების სურნელით სუნთქავდნენ. ხანდახან უნებურად ეხებოდნენ ერთმანეთს მხრით. ორივეს სიამოვნებდა.
_ შეიძლება, რაღაც გკითხო? _ დუმილი დეამ დაარღვია.
_ ცხადია!
_ რა მოხდა იმ დღეს... რა უნდოდათ შენგან, როცა პირველად გნახე?
დემეტრეს სახე დაეძაბა.
_ არ ვიცი. შინ ასვლამდე წვენის ყიდვას ვაპირებდი. თითქოს მელოდნენ. ერთერთმა სიგარეტი მთხოვა. ვუთხარი, რომ არ ვეწევი და წასვლა დავაპირე, მაგრამ შემაჩერეს. ბევრნი იყვნენ და..._ სახე დაემანჭა. თითქოს თავიდან იგრძნო ფიზიკური ტკივილი, რომელიც მაშინ დანით მიაყენეს.
დეა სწრაფად შეეხო მხარზე ხელით:
_ მაპატიე, დემე.
_ არაფერ შუაში ხარ. პოლიციამ ვერაფერი გაარკვია, ვერც კი დააპატიმრეს. კამერები ახლოს არ ყოფილა, რომ მათი სახეები გაერჩიათ. მე მგონია, რომ... არაფერი. მოდი, დავივიწყოთ. ნახე, რა კარგი საღამოა! _ დემემ მისკენ მიიწია და მხრებზე მოეხვია. გზა განაგრძეს. გოგონას ეს ჟესტი ესიამოვნა, მაგრამ მიხვდა, რომ ამით დემეტრე მანაგაძეს სითბოს გამოხატვაზე მეტად რაღაცის დამალვა სურდა.
მეორე დღემ ორივენი რეალობაში დააბრუნა. დეა დილით შეტყობინებამ გააღვიძა: ,,წარმატებულ დღეს გისურვებ, საყვარელო, რეპეტიციაზე შევხვდებით.” ყურებამდე გაეღიმა დეას. თბილი პასუხი დააბრუნა თავადაც და შხაპი მიიღო. აბაზანის სარკეში საკუთარ თავს უყურებდა. უწინ არასდროს არავის ჰყვარებია. არასოდეს მიუწერიათ დილით, რომ მასთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდნენ. რა უჩვეულო იყო და სასიამოვნო, მაგრამ... სარკიდან შეყვარებული ქალი უცქერდა, მოციმციმე თვალებით, რომელთაგანაც სიცოცხლე, ვნება იღვრებოდა და მათს უკან დეამ მაინც მოჰკრა თვალი რაღაცას, რაც ღრღნიდა და არ აცდიდა, მის თავს დატეხილი სასიამოვნო სიახლით დამტკბარიყო. ხალათით მიუჯდა მაგიდას სამზარეულოში. ახლადმოდუღებული ლატეს სუნი საამოდ ტრიალებდა. დეამ ფანქარი მოიმარჯვა და წერა დაიწყო:
,,არ უთქვამს, რომ ვუყვარვარ, მაგრამ მე მიყვარს. გუშინ ისეთი იყო... მოზომილი, თბილი, გრაციოზული. მიყვებოდა საკუთარ ტკივილებზე და სურვილი მიჩნდებოდა, ისე მაგრად მოვხვეოდი, რომ მათგან ერთიც აღარ ხსომებოდა. დილაც მისით იწყება. მე ხომ ამას ვნატრობდი ჯერ კიდევ გუშინ. მაშინ რა ხდება? რატომაა, რომ ჩემს ბედნიერებას ჩრდილი ისე ადგას, როგორც მზეს ღრუბელი? არ ვიცი... სულელი ვარ, მშიშარა. ვერ ვბედავ, უბრალოდ მიხაროდეს, რომ არის ადამიანი, რომელმაც ჩემნაირი უფერული შეამჩნია და შესაძლოა, შეიყვარა კიდეც. ვიცი, რომ ესეც სისულელეა, რატომ მჭირდება სიტყვა, როდესაც საქციელით ამას გამუდმებით ამტკიცებს? უაზროდ ავყოლილვარ სტერეოტიპებს და ჩვეულებრივი პანიკიორივით ვიქცევი. ალბათ, ისევ ჯობია, საერთოდ შევწყვიტო ფიქრი და საქმეს მივხედო. რამდენიც არ უნდა ვირწმუნო თავი, რომ ყველაფერი რიგზეა და ამაზე უკეთაც, უარყოფით შეგრძნებას ვერ ვიქრობ. თითქოს ვგრძნობ, რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს.”
წერა შეწყვიტა და ფანქარი საკუთარ თავზე გაბრაზებულმა ისე მოისროლა, მაგიდიდან გადავარდა. ნაწერს დახედა, თვალები ბრაზით დააკვესა და ფურცელი რამდენჯერმე გადახია და სანაგვე ყუთში უკრა თავი. საათს შეხედა. სამსახურში აგვიანებდა. საძინებელში გაეშურა და ჩართო სიმღერა, რომელიც ბოლო კვირის მანძილზე აკვიატებული ჰქონდა (Tawk ,,Deep in you”). მუსიკას აუწია და ტანიც ააყოლა. სიმღერის ბოლომდე არავინ და აღარაფერი აღარ ახსოვდა. მუსიკით მიღებული ენერგია მთელი დღის განმავლობაში ჰყოფნიდა ხოლმე. ბოლო ნოტიც წარსულში დარჩა. დეამ სწრაფად ჩაიცვა, რაც ხელში მოხვდა, საჭირო ნივთები მოაგროვა და თავქუდმოგლეჯილი გაეშურა კაფისაკენ. ყოველთვის უყვარდა, როცა იმდენად დაკავებული იყო, რომ უაზრობებზე საფიქრად დრო აღარ რჩებოდა. ხანდახან მაინც ახსენდებოდა, როგორ გაბრაზდა დემეტრე წინა საღამოს, როცა იმ ინციდენტზე დაუსვა შეკითხვა და თავი შეიკავა ემოციების გამოხატვისგან. დეას ახსენდებოდა, როგორ სწრაფად ეცვლებოდა ხასიათი მას, როგორი მონდომებით ებოდიშებოდა და მერე როგორ სწრაფად წაუხდა ნირი, როცა ეუბნებოდა, რომ მისთვის მისაცემი არა ჰქონდა-რა. დეა მორიგი კლიენტის მაგიდისაკენ გაეშურა და გზაში საბოლოოდ დაასკვნა, რომ მისი პირველი სიყვარული რაღაცას მალავდა.
იმ დღეს დემეტრე არ შეხმიანებია. ბავშვურმა სიჯიუტემ სძლია და თავადაც არ მისწერა. დღე იწურებოდა და სულელური იმედგაცრუება და დილანდელი ეჭვები ერთდროულად უმძაფრდებოდა. სამუშაო დღის ჩავლას მოუთმენლად ელოდა. გარეთ გამოსულმა დემეტრეს მანქანას მოჰკრა თვალი. წამით გული სიხარულისგან აუძგერდა: წარმოიდგინა, როგორ გაიქცეოდა მისკენ და მაგრად ჩაიკრავდა გულში. გადაღლილობაც ერთბაშად გაუვლიდა, მაგრამ მერე ისევ უპასუხო კითხვების გროვა ამოუტივტივდა გონებაში და შედგა. მანაგაძე იქვე ახლოს მაღაზიაში შესულიყო. ფართო მხრები სალაროს წინ დალანდა და გადაწყვიტა, სასწრაფოდ გაცლოდა იქაურობას. გაჩერებასთან ქუჩა გადაჭრა და ზუსტად მაშინ, როცა დემეტრე მაღაზიიდან გამოვიდა, დეა ავტობუსში შეხტა. ფანჯრიდან ბოლოჯერ თვალი მოჰკრა, როგორ იყურებოდა კაფისაკენ ბიჭი და ბოლთას სცემდა მანქანის წინ.
სახლის კარის გაღებაც ვერ მოასწრო, რომ დემემ დაურეკა. ერთხანს ნერვიულად დასცქეროდა მობილურს, მერე შინ შევიდა და ყურმილიც აიღო.
_ სად ხარ, დეა? _ მანაგაძეს ოდნავ განერვიულებული და დაღლილი ხმა ჰქონდა.
_ სახლში_ თითქოს ხმა ჩაუწყდა გოგოს.
_ სახლში? სამსახურთან გიცდიდი. ვერ დამინახე?
_ დღეს ადრე წამოვედი _ იცრუა და ტუჩზე იკბინა, იმდენად შეაწუხა ტყუილზე ტყუილის დამატებამ.
_ რატომ, ავად ხარ?
_ არა!
_ აბა?
_ ცოტა თავი მტკიოდა უბრალოდ.
_ ახლა?
_ დაძინებას ვაპირებ, დაღლილი ვარ…
_ რაღაცას მიმალავ, დეა!
_ რას უნდა გიმალავდე?
_ არ ვიცი, მაგრამ გავიგებ!
მობილური გაითიშა. ოცი წუთიც არ იყო გასული საუბრიდან, რომ დემე დეას კარზე რეკდა ზარს.
_ მოხვედი?
_ რა თქმა უნდა, შენი ნახვა მინდოდა, ჩემი გოგო მოწყენილი მომეჩვენა, _ გადაეხვია და ლოყაზე მაგრად აკოცა, რასაც დეას აწითლება მოჰყვა, _ აბა, მომიყევი, ვინ გაბედა შენი ხასიათის გაფუჭება.
დეამ გამოართვა პარკებში ჩაწყობილი სასუსნავები და სასტუმრო ოთახისკენ გაუძღვა შეყვარებულს.
_ რამეს დალევ, დემე?
_ კი, ოღონდ მომზადებაში მოგეხმარები.
გაუკვირდა დეას და ჩაეღიმა.
_ რა გაცინებს? იცი, რა გემრიელ ყავას ვამზადებ? _ პატარა ბიჭივით ამაყად გაჯგიმული დემეტრეს დანახვაზე მართლა ვეღარ შეიკავა სიცილი და გულიანად გადაიხარხარა. ამის შემხედვარე დემეტრეს მზერა ჩაუთბა, საფეთქელთან კოცნა დაუტოვა გოგოს, _ ასე, რა! ვერ ვიტან, როცა ცუდ ხასიათზე ხარ.
როცა გემრიელობები სასტუმრო ოთახში მოიმარაგეს და დივანზე მოკალათდნენ, უხერხული დუმილი ჩამოწვა. დემეტრე თანდათან დასერიოზულდა და ბოლოს ვეღარ მოითმინა, საკმაოდ ცივი ტონით მიმართა:
_ რა დაგემართა?
_ რამეს მიმალავ, დემეტრე? არის რაიმე, რაც მოსვენებას არ გაძლევს, მაგრამ არ გინდა, გამიმხილო?
ვაჟმა დეას მხარზე გადახვეული ხელი გამოსწია, ოდნავ ჩამოშორდა და თვალებში გამომცდელად ჩახედა:
_ რატომ მეკითხები ამას?
_ მე… არ ვიცი…_ თითებს იმტვრევდა და საკუთარ ხელებს დაშტერებოდა გოგონა. მერე უცებ ტირილი აუვარდა. ამან დემეტრე სულ გადარია.
_ რა მოხდა, ადამიანო, ასეთი? ვინმემ რამე გითხრა? გულს ნუ მიხეთქავ, რა გატირებს, ისევ ის იდიოტები ხომ არ შეგხვდნენ სადმე? დეა, ხმა ამოიღე, ვინმემ რამე დაგიშავა?
გოგოს ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა. დემეტრე დუმდა, მერე მისკენ მიჩოჩდა და თავისკენ მიიხუტა.
_ კარგი, შეწყვიტე, ვხვდები, უბრალოდ დაღლილი და განერვიულებული ხარ. არაუშავს.
უცბად გოგონამ მისი ხელებიდან თავი დაიხსნა და ფეხზე წამოხტა.
_მა-მაპატიე, რა, დემე, მე, მემგონი პარანოია დამეწყო. შენთან ერთად, მე, პირველად ვარ ასე ბედნიერი და ეს მაშინებს. მეშინია, რომ დამთავრდება. მეშინია, რომ ჩემს აუტანელ ხასიათს ვერ გაუძლებ. მეშინია, რომ სულს შეგიხუთავს ჩემი შენდამი გრძნობის სიღრმე. თავს შებოჭილად იგრძნობ და მიმატოვებ. კიდევ მეშინია იმისა, რომ არ ვიცი, ჩემამდე ვინ ან რამდენი გყავდა. ეს კი არაა პრობლემა, მგონია, რომ შეიძლება იმ ქალებიდან რომელიმე ბოლომდე ამოშლილი არ გყავდეს გულიდან და ზუსტად მაშინ გამოჩნდეს, როცა ყველაზე ბედნიერი ვიქნები შენთან. მე ვერ ვიბრძოლებ შენთვის, თუ შენ სხვასთან გენდომება. და მე საერთოდაც, სულაც არა ვარ იდეალური გოგო, სულაც არა ვარ ისეთი, როგორთან ერთადაც შენ მთელი ცხოვრების გატარება გენდომება, ალბათ.
_ახლა უკვე გეყოფა!_ ფეხზე წამოხტა ვაჟიც. მთელი ეს დრო გაოგნებული უსმენდა გოგოს ტირადას და მზად იყო ნებისმიერ წამს გაეწყვეტინებინა და გულში ჩაეკრა ეს სულელი, რომელმაც ასე ცოტა ხანში ასე მალე შეაყვარა თავი, მაგრამ ბოლო სიტყვებმა გააბრაზა. _ მას მერე, რაც ერთად ვართ, ოდესმე მიგრძნობინებია შენთვის, რომ არასაკმარისი ხარ? შენ საკმარისზე მეტი ხარ ჩემთვის და თუ ეს ვერ გაგიგია აქამდე, ეტყობა ნამდვილად გვაქვს რაღაც პრობლემა. მემგონი, ცოტა დაფიქრება არ გაწყენდა. ამის უფლება კი ნამდვილად გაქვს.
შუბლზე აკოცა, ქურთუკს ხელი დაავლო და სახლიდან გავიდა. ერთ წამს ინანა კიდეც, რომ ასე მოექცა და კიბის უჯრედთან შედგა, მაგრამ მერე თავი დაირწმუნა, რომ დეა უნდა მიმხვდარიყო, თუ რამდენად არასწორად ფიქრობდა და კიბეზე სწრაფად დაეშვა.
განცვიფრებული დეა ფანჯარას მიუახლოვდა. ბიჭის შეჩერების სურვილი კლავდა, მაგრამ ასე არ მოქცეულა. დემეტრე ზევით არ ამოუხედავს. ,,ასე ჯობია, წასვლა უნდოდა და ამის საშუალება მივეცი. მიხვდა, როგორი უაზრო ხასიათი მაქვს და დროულად დაიხსნა თავი. მეც ნაკლებად მეტკინება. არა, ვცრუობ, ამაზე მეტად ვერ მეტკინებოდა ვერანაირად. ასე მალე როგორ მიიღო წასვლის გადაწყვეტილება? დაფიქრება გჭირდებაო? რაზე დავფიქრდე? მეშინია-მეთქი და კარი გაიჯახუნა. ასე დამამშვიდა? ვბრაზობ, ო, როგორ ვბრაზობ. ვიცი, უაზროდ მოვიქეცი, მაგრამ ის ვუთხარი, რასაც ვგრძნობდი. მეგონა, საკუთარი აზრების აბსურდულობაში დამარწმუნებდა. ის კიდევ ადგა და. ჯანდაბა, მხოლოდ მე ვარ დამნაშავე და ახლა ვცდილობ, ის გავამტყუნო.” წერა შეწყვიტა და ბალიშში ჩარგო თავი. გულში საკუთარ თავს ათასგარად ,,ამკობდა”.
დემეტრე არ ეხმიანებოდა. გადაწყვიტა, შეეწყვიტა ლოდინი და თვითონ მისწერა. პასუხი ლაკონიური იყო. გულში რაღაც ჩასწყდა. მაინც გაიბრძოლა კიდევ ერთხელ და შეხვედრა შესთავაზა. ბიჭმა უპასუხა, არ მცალია, დიდი ხნის უნახავი მეგობარი ჩამომდის უცხოეთიდანო. კიდევ უფრო დაპატარავდა დეა. თავი უკაცრიელ კუნძულზე იგრძნო. დემეტრე უბრაზდებოდა და მართალიც იყო. მის სიყვარულს არ ენდო და უაზრო ეჭვებს აჰყვა. კარგიო, მისწერა და პასუხი აღარც მოსვლია. გადაწყვიტა, რომ მათ შორის ყველაფერი დასრულდა. ახლა როგორმე უნდა გაეძლო უნივერსიტეტის ფინალური დღეებისთვის და მერე მამასთან წავიდოდა. ან დასასვენებლად. როგორც იქნა, საამისოდ საკმარისი თანხა შეაგროვა. დემეტრემ თუ ასე იოლად თქვა მასზე უარი, არც თვითონ აპირებდა თავის გამოდებას. ამის გამო ერთ წამს თავი დამნაშავედაც იგრძნო, მაგრამ ეს დემეტრე წავიდა მისგან, სხვა რა გზა ჰქონდა?
გენერალური რეპეტიციაღა იყო დარჩენილი. გამართავდნენ სპექტაკლს და მეოთხე კურსიც ამით დასრულდებოდა. ეშლი უილკსის როლს დეას კურსელი ბაქარი თამაშობდა. დეა ბოლო დროს ამჩნევდა, რომ ბიჭი გადამეტებულ ყურადღებას იჩენდა მისდამი და ყველანაირად ცდილობდა, დისტანციის შენარჩუნებას. დემეტრე აგვიანებდა, როგორც ყოველთვის. აბეზარი თანაკურსელი გოგოს გვერდიდან არ შორდებოდა. დეა აშკარად შეწუხდა. ეს ბიჭი არ მოსწონდა, გრძნობდა, რომ მისი დამოკიდებულება ნამდვილად მოკლებული იყო ღრმა ემოციებს.
მანაგაძის შესვლა და დეას გულისცემის აჩქარება ერთი იყო. მუქი ლურჯი პერანგი უფრო აღრმავებდა მის თვალებს. ერთხანს უყურა, მერე მათი მზერები ერთმანეთს წააწყდა და გოგომ თავი დახარა. დემეტრემ ძლივს შეიკავა ღიმილი. სკარლეტისა და რეტის ცეკვის ბოლო დეტალებს ასწორებდნენ. დეა დაძაბული იყო. დემეტრემ ახლოს მიიზიდა წელზე მოხვეული ხელით და მის ყურის ძირთან აჩურჩულდა:
_ სულ არ მოვენატრე პატარა ქალბატონს?_ გოგოს გააკანკალა. დემეს ოდნავ ჩაეღიმა._ ჰოო, მეც მომენატრა, მეც!_ უკან გასწია და დააბზრიალა, ახლა უკვე დეასაც გაეღიმა. ერთი ბრუნი და ბაქარის მკლავებში აღმოჩნდა. ასეთი იყო სპექტაკლის ფინალი. ბატლერი ( დემეტრე) ზურგს აქცევდა სკარლეტს, როცა ის კვლავ ეშლის ეცეკვებოდა და სცენა ბნელდებოდა. გოგონა კი ვეღარ იპოვიდა რეტს, თუმცა ხმამაღლა ეძახდა. სრულ სიბნელეში მარტო დარჩენილი აანალიზებდა, რომ თავისმა ერთადერთმა ნამდვილმა სიყვარულმა საბოლოოდ თქვა მასზე უარი. ყოველ ჯერზე, როცა ეს მომენტი უნდა გაევლოთ, ხელმძღვანელი დეას თამაშს იწუნებდა, მეტი ემოცია მჭირდებაო, ეუბნებოდა ხოლმე. გოგოც უკვე წინასწარ იძაბებოდა ხოლმე და არასოდეს გამოსდიოდა ისეთი, როგორიც უნდა გამოსულიყო. ამჯერად მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ დემე წყენას ჰპატიობდა და, როცა ჯერ ბაქარი აესვეტა წინ, მერე კი სრულ სიბნელეში აღმოჩნდა, უნებურად წარმოიდგინა, რა იქნებოდა, დემეტრე რომ იმ სულელური გამოხდომის გამო დაშორებოდა და ტკივილმა ისე დაზაფრა, იდეალურად განასახიერა საკუთარი შეცდომების გამო დასჯილი და გამწარებული სკარლეტ ო’ჰარა. სცენა რომ დასრულდა ერთხანს ყველა დუმდა და გოგონას გაუკვირდა, მერე კი ერთბაშად იხუვლა ტაშმა. ხელმძღვანელი ღიმილით მიუახლოვდა და უთხრა:
_ შთამბეჭდავი იყავი, გოგონი. ხვალაც ასე ითამაშე და ადგილი დიდ დასში შენი იქნება.
დეა ოდნავ დაბნეული იღიმოდა. მერე დემეტრეს დაუწყო თვალებით ძებნა. ისიც ელოდა დეას მზერის დაჭერას. ანიშნა, გარეთ დაგელოდებიო და დეაც საგრიმიოროსკენ გაეშურა; უნდოდა, სწრაფად გამოეცვალა, დემეს ჩახუტებოდა და ბოდიში მოეხადა. კარის მიხურვაც ვერ მოასწრო, რომ ოთახში ბაქარი შეჰყვა. გოგონა შეცბა.
_ რა მოხდა, ბაქარ? მეჩქარება, სწრაფად მითხარი.
ბიჭი მოღუშული უცქერდა და ხმას არ იღებდა. დეას თანდათან ერეოდა ბრაზი.
_ ბაქარ?
_ ასეთი რა ნახე მანაგაძეში?
ჯერ განცვიფრდა გოგონა, მერე დოინჯი შემოირტყა და ბიჭს ჯიქურ შეხედა.
_ რაღაც არ მახსოვს, როდის დავახლოვდით ასე, რომ გიყვებოდე, რატომ მიყვარს ის, ვინც მიყვარს?
_ გიყვარს? სამაგიეროდ იმას არ უყვარხარ. გიამბო ყოფილის დასახვედრად რომ ბრძანდებოდა გუშინწინ აეროპორტში? იმ ქალმა რქები დაადგა, მაგრამ ჯერ კიდევ უყვარს და შენ? ნახმარი ჩვარივით მოგისვრის, როგორც კი მოუნდება. _ ეს იყო და დეას ხუთი თითი ბიჭის სახეს წითლად დაეხატა.
_ ეს რა მიქენი, გოგო? _ ბაქარი თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა_ სიკეთისთვის ასე გადამიხადე?_ ღრიალებდა და დეას კუთხეში იმწყვდევდა.
_ წაეთრიე!_ დაუწივლა გოგომ და ორივე ხელი ჰკრა. ამ დროს სხვა გოგონებიც შევიდნენ ოთახში მოსაწესრიგებლად. გაუკვირდათ მუშტებმოღერებული ბაქარის იქ დანახვა. ბიჭი დეას ყურისკენ დაიხარა:
_ ამით არ დამთავრდება, პატარა ძუკნა, ბაქარ დოლაბერიძე არავის შეარჩენს ასეთ შეურაცხყოფას. არადა, თითქმის მომეწონე, _ დამცინავი ღიმილით ჩამოშორდა და გავიდა.
წამები დასჭირდა დეას გამოსაფხიზლებლად. სწრაფად გამოიცვალა და გარეთ გავიდა. დემე მანქანასთან იდგა. ბაქართან საუბრამდე ერთი სული ჰქონდა მონატრებულს გადახვეოდა, ახლა კი სულ იმ ქალზე ფიქრობდა, ვერ გაეგო, როგორ ეკითხა ეს დემესთვის. ისედაც ძლივს შერიგდნენ. საბოლოოდ გადაწყვიტა, საგრიმიოროში მომხდარი დაევიწყებინა, რომ დემეს მობილურმაც დარეკა. დეამ შეამჩნია, წამით როგორ დაიძაბა ბიჭი. ეკრანზე დახედვა მაინც ვერ გაბედა. ერთი წუთითო, ანიშნა და მანქანის კარი გამოუღო. იძულებული გახდა, ჩამჯდარიყო. დემემ კარი მიუხურა და ტელეფონს მხოლოდ ამის მერე უპასუხა. დეა საკუთარ ეჭვებთან მარტო დარჩა. ცოტაც და გასკდებოდა. მანაგაძის მანქანაში ჩაჯდომამდე სულ რაღაც ორი წუთი გავიდა, მაგრამ დეასთვის ორ საუკუნეს უდრიდა.
_ ვის ელაპარაკებოდი?
დემეტრე გაოცებული მოუბრუნდა:
_ რა?
_ ვის ელაპარაკებოდი?_ მშვიდად გაიმეორა შეკითხვა.
_ დეა, რა გემართება? ხომ იცი, რომ ასეთ რამეებს ვერ ვიტან? ეჭვიანი ცოლის როლს ირგებ? არ გიხდება!
_ დემეტრე, უბრალოდ მაინტერესებს, ვის ელაპარაკებოდი.
_ ჩემს ერთერთ ძმაკაცს, სახელი რომ გითხრა, მაინც არ იცნობ და რა აზრი აქვს. _ მობეზრებულად მიუგდო.
_ აეროპორტში ვის დასახვედრად იყავი, დემე?
_ ახლა გავგიჟდები ნამდვილად, დაკითხვაზე ვარ? _ უკვე დაძრული მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა. ბიჭის გაბრაზებული მზერა რომ გადააწყდა დეას აცრემლებულ თვალებს, მთლად დაიბნა_დეა, ცუდად ხარ?
_ მითხარი, რომ მაკას დასახვედრად არ ყოფილხარ აეროპორტში.
ამას არ ელოდა მანაგაძე. სახე გაეყინა და ძარღვები დაებერა.
_ შენ ვინ გითხრა? _ თქვა ხმაჩამწყდარმა.
დეამ ღვედი შეიხსნა.
_ ანუ არც აპირებდი თქმას.
_ დეა…
პასუხად მანქანიდან გადასულმა კარი მოაჯახუნა, ჩანთა მოიკიდა და ფეხით განაგრძო გზა. დემეტრე ერთხანს მომხდარით გაოგნებული უძრავად იჯდა. ამასობაში დეა საკმაოდ შორს წავიდა და ფეხით ვეღარც დაეწეოდა. ავტომობილი დაძრა და გოგონას გაუსწორდა. დეა ზედაც არ უყურებდა.
_ ჩაჯექი, დეა, სახლში ვილაპარაკოთ.
_...
_ დეა-მეთქი!
_...
_ უნდა ვილაპარაკოთ, გეყოფა გაჯიუტება, არასწორად ფიქრობ!
დეა გზას განაგრძობდა. მანაგაძეს მოთმინების ფიალა აევსო. მანქანა გააჩერა. გადმოვიდა, გოგოს დაეწია და უხეშად შეაბრუნა თავისკენ:
_ წამოდი!
დეას სევდიანი გამომეტყველება მრისხანებამ ჩაანაცვლა:
_ ან გამიშვებ, ან დავიყვირებ.
დემეტრეს ჩაეცინა.
_ შენ აღარ ხუმრობ, პატარა ქალბატონო, ისე, ასეთი ბუტიაც არ მეგონე! _ ელვის სისწრაფით გადაიკიდა მხარზე ისე, თითქოს ადამიანი კი არა თოჯინა ყოფილიყო და ისე სწრაფად ჩასვა მანქანაში, რომ დეა გონს მხოლოდ მას მერე მოეგო, როცა კარის ჩაკეტვის ხმა შემოესმა. დეა გაპროტესტებას აპირებდა, მაგრამ დემეტრემ მისი სახე ხელებში მოიქცია, თვალებში ჩახედა და ძლივსგასაგონად ჩაიჩურჩულა,_ უბრალოდ საშუალება მომეცი, მშვიდად მიგიყვანო სახლში და თუ გინდა, ამ ღამით ნუ მომისმენ. უკვე გვიანია და შენ ლუკმაც არ გიჭამია. უბრალოდ შინ მიგიყვან.
დეა ერთბაშად მოადუნა დემეტრეს ტონმა. სისუსტეც ერთბაშად იგრძნო და საზურგეს უხმოდ მიეყრდნო. ვერც გაიგო, როგორ ჩაეძინა. შუაღამისას თვალები საკუთარ საძინებელში გაახილა. დემეტრე წასულიყო. ტელეფონს დასწვდა და მისწერა, მოსვლას სთხოვდა. კარზე ზარი ხუთ წუთში გაისმა. გაუკვირდა, თვალების ფშვნეტით დაიძრა კარისკენ, ფართოდ გამოაღო და შიშისგან შეხტა. სანამ დაყვირებას მოასწრებდა, დოლაბერიძემ პირზე ხელი ააფარა და ოთახში შეათრია, კარი კი მიხურა. დეამ ხელზე უკბინა და უწივლა:
_ რა ჯანდაბა გინდა აქ? წაეთრიე ახლავე, თორემ პოლიციაში დავრეკავ.
ბიჭი ამაზრზენად უღიმოდა და უახლოვდებოდა:
_ ო, როგორ მეზიზღებიან შენნაირი გოგოები. ჩამოეთრევით ხოლმე სოფლებიდან, მორიდებული ტიპების როლს თამაშობთ, მერე ვინმე მაყუთიანს გამოიჭერთ, გაინაღდებთ ხოლმე ,,გოროდში” ცხოვრებას და თან იმდენთან დაგულაობთ, რამდენთანაც გისწორდებათ.
_ რას ბოდავ, დოლაბერიძე, სრულ ჭკუაზე მაინც თუ ხარ?
დეა, კარისკენ გავარდა, მაგრამ კურსელი თმაში ჩააფრინდა და გოგონა წამში აღმოჩნდა იატაკზე. ხელი ცუდად მოჰყვა და ტკივილისგან დაიკვნესა. ბიჭი ზემოდან დააცქერდა, ისე დადგა, რომ გოგოს ადგომა ვერ მოეხერხებინა.
_ შენნაირმა ჩამიტარა სწორედ, უმწიკვლო და საყვარელი ჩანდა და ჩემ გარდა ორთან დაეთრეოდა, წარმოგიდგენია?
დეა უკვე ძალიან დაღალა ამ გაუგონარმა სიტუაციამ, წამოიწია, რომ თავისთვის ეშველა. ბიჭი ორივე ხელით ყელში სწვდა და იატაკს მიაკრა.
_ ჩემთვის სილა არ უნდა გაგეწნა, მაგას არავის ვაპატიებ, დეა.
დეა აშკარად ვეღარ სუნთქავდა, უმწეოდ ფართხალებდა ორჯერ უფრო დიდი ბიჭის სხეულქვეშ მოქცეული და რაც უფრო მეტად ცდილობდა თავის დახსნას, უფრო მეტად უჭერდა ბაქარის ხელები. უღონოდ შეუშვა ბოლოს ხელები, მოწყვეტით დაუცვივდა იატაკზე, ბრძოლა შეწყვიტა და საკუთარ ორგანიზმში არსებული ჟანგბადის უკანასკნელი ნაწილიც გამოიყენა…
მანაგაძე არსად წასულიყო. მანქანაში იცდიდა, იცოდა, დეა სამოსით დაძინებას მაინც ვერ მოახერხებდა და მის ფანჯარაში სინათლის ანთებას მოთმინებით ელოდა. აეროპორტში მართლა მაკას დახვდა, მაგრამ ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. ქალმა სთხოვა, მხოლოდ ერთხელ დალაპარაკებოდა, რადგან სამუდამოდ საზღვარგარეთ აპირებდა ცხოვრებას და მობოდიშება სურდა. თავიდან ბრაზობდა, მაგრამ მერე გადაწყვიტა, რომ ახალ ცხოვრებას მხოლოდ ძველი კარის ბოლომდე მიხურვის მერე შეძლებდა თან უკვე სრულიად გულწრფელად აინტერესებდა, რატომ უღალატა მაკამ. სწორედ ამის გამო შეხვდა ქალს. ახლა კი ცოტაც და დეას დაკარგავდა, რადგან ვიღაც არამკითხემ მოყოლა დაასწრო.
სუპერმარკეტიდან ენერგეტიკული სასმელით ხელში გამოდიოდა, რომ დეას შეტყობინებაც მოუვიდა. სწრაფად დაიძრა მისი ბინისაკენ. კიბეებზე ასულს სახლიდან უცნაური ხმაური შემოესმა. ზარის დარეკვას აპირებდა, რომ შენიშნა, ღია იყო და შეაბიჯა. ხმაური თითქმის მიწყდა. სწორედ იმ დროს შევიდა დეას სასტუმრო ოთახში, როცა გოგონას ხელები, მანამდე დოლაბერიძის მხრებს რომ ეჯაჯგურებოდა, უღონოდ ჩაცურდა იატაკზე. წამები დასჭირდა დემეს მომხდარის გასააზრებლად.
_დეა!_ დაიღრიალა და ბაქარი სწრაფად მოაშორა მის სხეულს. მუშტიც უთავაზა. და გოგონას მივარდა, პულსი თითქმის არ ესინჯებოდა,_ დეა, ამის დედაც, დეააა!_ ხელში აიტაცა და კიბეებზე დაეშვა.
დეას ბინაში იატაკზე ჩაკეცილიყო ბაქარი, საკუთარ ხელებს ნერვიულად დასცქეროდა და ცოტახანში თავში დაიწყო ცემა. ბაქარს ფსიქიკური აშლილობა ჯერ კიდევ სკოლის ბოლო წელს დაუდგინეს, მაშინ საკუთარი უმცროსი ძმა კინაღამ შემოაკვდა თამაშისას. იმკურნალა და ეგონა, რომ მოერია დაავადებას, მაგრამ დეასთან ჩხუბის მერე, აგრესიამ ისევ დაუბნელა გონება. ნაბიჯარეული დაეშვა კიბეებზე, ტირილით ჩურჩულებდა, მოვკალიო და სწრაფად შეერია სიბნელეს.

დეა გადარჩა. ექიმმა დემეტრეს უთხრა, რომ სულზე მიუსწრო. ამის გაგონებისას დემეტრეს შეაჟრჟოლა.
_ შეიძლება, მასთან შევიდე?
_ შედით, გონს ცოტა ხანში მოვა.
_ გმადლობთ.
საწოლთან სკამი მიაჩოჩა. პალატაში დეა კიდევ უფრო პატარა და უმწეო ეჩვენებოდა. მისი ხელი ფრთხილად აიღო და ტუჩებთან მიიტანა.
_ როგორ შემაშინე, პატარა ქალო, რა მეშველებოდა უშენოდ? არ მითქვამს აქამდე, რომ მიყვარხარ. მეშინოდა საკუთარი გრძნობების. შენში არ შევმცდარვარ! სიცოცხლედ მიღირხარ.
_ კიდევ ერთხელ, თუნდაც დროებით შემაქცევ ზურგს და ნამდვილად დაგისვამ სიცოცხლის ფასად, მანაგაძე!_ დეას მისუსტებული ხმის გაგონებისას დემეტრეს ბაგეები ღიმილმა გაუპო. დეას ხელის ზურგი ლოყაზე მიიხუტა:
_ ხვალიდან ყველაფერი სხვანაირად იქნება, გპირდები!


მოგესალმებით.ბოდიშს გიხდით ისტორიის მკითხველებს. სამწუხაროდ, რთულ დროს მომიწია წერა, ფიზიკურად ვეღარ ვასწრებდი ჩაჯდომას, მუზები ხომ მთლად დამიფრთხო ამ რეჟიმმა და ასე. როგორც კი მოვახერხე, დავუბრუნდი. ცოტა მეტად ვუპირებდი განვრცობას, მაგრამ ამ ეტაპზე იყოს ასე, იქნებ ოდესმე გაგრძელებაც დავუწერო. იმედია, ისიამოვნებთ. ველი თქვენს შეფასებებს და გმადლობთ, რომ კითხულობდით.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Kargi iyo, patara da siyvarulikooo, logikuri dasasrulittt, gagrzeelebasac aitanda ro rameeee

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან კარგია???? რაც აქ წამიკითხავს ერთადერთია, სადაც მსუბუქადაც კი არ კოცნიან ერთმანეთს, ერთადერთი პატიოსანი გოგოა დეა რომელიც არ ეწევა არ სვავს და კლუბებში არ დადის სხვა მოთხრობების ძაან პატიოსანი გოგოებისგან განსხვავებით???? სადაც არ მიდიან პარიზში ან ყაზბეგში ???? განსხვავებულია და სიყვარულიც ძალიან განსხვავებული აქვთ, ძალიან დიდი პატივისცემა და სიღრმეა ბიჭის ქმედებებში

 


№3  offline წევრი Crazy dreamer

Dzalian saintereso momentshi shewyvite wera gelodi magram bolos mec gavcherdi Ukve agarc velodi Istoriis gagrdzelebas magram rom davinaxe tanac srulad dzalian gamixarda... Iqneb meore nawilic dawero? Dzalian gamixarda meore nawilis xilva warmatebebii...

 


№4 სტუმარი სტუმარი ანაკონდა

Qeti qimucadze
Kargi iyo, patara da siyvarulikooo, logikuri dasasrulittt, gagrzeelebasac aitanda ro rameeee

მიხარია, რომ მოგეწონა ❤

სტუმარი ნინო
ძალიან კარგია???? რაც აქ წამიკითხავს ერთადერთია, სადაც მსუბუქადაც კი არ კოცნიან ერთმანეთს, ერთადერთი პატიოსანი გოგოა დეა რომელიც არ ეწევა არ სვავს და კლუბებში არ დადის სხვა მოთხრობების ძაან პატიოსანი გოგოებისგან განსხვავებით???? სადაც არ მიდიან პარიზში ან ყაზბეგში ???? განსხვავებულია და სიყვარულიც ძალიან განსხვავებული აქვთ, ძალიან დიდი პატივისცემა და სიღრმეა ბიჭის ქმედებებში

ძალიან სასიამოვნო კომენტარია. თუ განსხვავებულად მოგეჩვენა, სწორედ ეს მინდოდა მეც ❤

Crazy dreamer
Dzalian saintereso momentshi shewyvite wera gelodi magram bolos mec gavcherdi Ukve agarc velodi Istoriis gagrdzelebas magram rom davinaxe tanac srulad dzalian gamixarda... Iqneb meore nawilic dawero? Dzalian gamixarda meore nawilis xilva warmatebebii...

ვეცდები ❤❤❤ გმადლობ

 


№5  offline მოდერი abezara98

ნამდვილად საინტერესო და კარგი ისტორია იყო blush გამიხარდება, გაგრძელებას თუ დაუწერ, წარმატებები blush

 


№6 სტუმარი სტუმარი ანაკონდა

abezara98
ნამდვილად საინტერესო და კარგი ისტორია იყო blush გამიხარდება, გაგრძელებას თუ დაუწერ, წარმატებები blush
თუ მუზები საშუალებას მომცემენ ❤❤❤

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინო

ხო ნამდვილად განსხვავებულია სხვებისგან, აქ განსატვირთად შემოვდივარ ხოლმე, გადავხედავ რამდენიმეს დავარჩევ რომელი წავიკითხო, ვეძებ ლამაზ სიყვარულის ისტორიას, ძირითადად ყველა ერთმანეთს გავს, ბევრი ძალიან ბანალურია იგივე პარიზი და ყაზბეგი, ბევრი ფანტაზია, და სწარაფად განვითარებული სექსუალური მოვლენები ვითომ ძალიან პატიოსანი პერსონაჟებისგან და რატომღაც გიჟდებიან მაინც ასეთ ისტორიებზე არ ვიცი რატო :-) აქ კი ეს გოგო ნამდვილად იმას ვინც არის იდეაში, როგორიცაა იდეაში :-) და ბიჭსაც ყოჩაღ, რომ ასეთ პატივს სცემს საყვარელ ადამიანს :-)

 


№8  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ვკითხულობდი ამ ისტორიას და გული მწყდებოდა, რომ ვერ აგრძელებდი. მაგრამ დღეს სასიამოვნოდ გამაოცე, როდესაც სრულად ვიხილე ეს ისტორია. ყველაზე სუფთა და წრფელი სიყვარული დაგვანახე.

 


№9  offline წევრი ანაკონდა

სტუმარი ნინო
ხო ნამდვილად განსხვავებულია სხვებისგან, აქ განსატვირთად შემოვდივარ ხოლმე, გადავხედავ რამდენიმეს დავარჩევ რომელი წავიკითხო, ვეძებ ლამაზ სიყვარულის ისტორიას, ძირითადად ყველა ერთმანეთს გავს, ბევრი ძალიან ბანალურია იგივე პარიზი და ყაზბეგი, ბევრი ფანტაზია, და სწარაფად განვითარებული სექსუალური მოვლენები ვითომ ძალიან პატიოსანი პერსონაჟებისგან და რატომღაც გიჟდებიან მაინც ასეთ ისტორიებზე არ ვიცი რატო :-) აქ კი ეს გოგო ნამდვილად იმას ვინც არის იდეაში, როგორიცაა იდეაში :-) და ბიჭსაც ყოჩაღ, რომ ასეთ პატივს სცემს საყვარელ ადამიანს :-)

შევეცადე, რაც მე მიმაჩნია სიყვარულად, ის ჩამედო ამ მოთხრობაში და მიხარია, რომ თქვენამდე მომიტანია. დიდი მადლობა <3

Chikochiko
ვკითხულობდი ამ ისტორიას და გული მწყდებოდა, რომ ვერ აგრძელებდი. მაგრამ დღეს სასიამოვნოდ გამაოცე, როდესაც სრულად ვიხილე ეს ისტორია. ყველაზე სუფთა და წრფელი სიყვარული დაგვანახე.

უღრმესი მადლობა <3 <3 <3

 


№10  offline წევრი Hela

ძალიან კარგი იყო
თან ჩემი ფავორიტი წიგნია "ქარწაღებულნი" და ძალიან გამეხარდა
რაღაც განსხვავებული ისტორია იყო
გამეხარდება ძალიან გაგრძელებას თუ დაწერ

 


№11 სტუმარი სტუმარი მარიამო

რატომღაც ამას ,,შავი დღისთვის" ვინახავდი. რამდენიმე ნორმალური ისტორიის წაკითხვის შემდეგ რეალურად მოსაწონი რომ მეკითხა. ეს სწორედ ის ისტორიაა, სადაც სიწრფელე, სისპეტაკე და სხვა მრავალი გრძნობაა ასახული. იცი, ყველაზე მეტად დასაფასებელი სწორედ ის პატივისცემაა, რომელსაც ქმედებით გამოხატავენ შენი შემოქმედების გმირები. დღეს სწორედ ის ბედნიერი დღეა ჩემთვის, როცა ამდენი ხნის შენახულ სქრინს თვალი შევავლე და ვიგრძენი დრო იყო ტკბობის. გაგრძელებას რაც შეეხება, ჩემთვის საკმარისი იყო. თუნდაც იმიტომ, რომ არ ,,გაიწელოს". ბანალურობა საბედბიეროდ არაა შენი თანმდევი წერისას, სწორედ ამიტომ კიდევ ვისურვებდი, გისურვებდი შენი ემოციებითა და იმ მაგიით, რომელსაც წერის დროს ქმნი. პატივისცემით M.P

 


№12  offline წევრი ანაკონდა

Hela
ძალიან კარგი იყო
თან ჩემი ფავორიტი წიგნია "ქარწაღებულნი" და ძალიან გამეხარდა
რაღაც განსხვავებული ისტორია იყო
გამეხარდება ძალიან გაგრძელებას თუ დაწერ

გმადლობ❤❤ ვნახოთ, მუზებზეა დამოკიდებული ხომ იცი

სტუმარი მარიამო
რატომღაც ამას ,,შავი დღისთვის" ვინახავდი. რამდენიმე ნორმალური ისტორიის წაკითხვის შემდეგ რეალურად მოსაწონი რომ მეკითხა. ეს სწორედ ის ისტორიაა, სადაც სიწრფელე, სისპეტაკე და სხვა მრავალი გრძნობაა ასახული. იცი, ყველაზე მეტად დასაფასებელი სწორედ ის პატივისცემაა, რომელსაც ქმედებით გამოხატავენ შენი შემოქმედების გმირები. დღეს სწორედ ის ბედნიერი დღეა ჩემთვის, როცა ამდენი ხნის შენახულ სქრინს თვალი შევავლე და ვიგრძენი დრო იყო ტკბობის. გაგრძელებას რაც შეეხება, ჩემთვის საკმარისი იყო. თუნდაც იმიტომ, რომ არ ,,გაიწელოს". ბანალურობა საბედბიეროდ არაა შენი თანმდევი წერისას, სწორედ ამიტომ კიდევ ვისურვებდი, გისურვებდი შენი ემოციებითა და იმ მაგიით, რომელსაც წერის დროს ქმნი. პატივისცემით M.P

ვერ წარმოიდგენ, რამდენს ნიშნავს ამ წამს ჩემთვის შენი სიტყვები. გმადლობ, რომ ასეთი ბედნიერება მომანიჭე,.როცა მართლა მჭირდებოდა. ყველაზე დიდებული რამაა, ვიცოდე, რომ ასე ისიამოვნე ჩემი ნაწერით. ❤

 


ვაიმეე, ძაან მაგარი ისტორიაა

ვაიმეე, ძაან მაგარი ისტორიაა

 


№14 სტუმარი ნესტან

ძალიან მომეწონა საინტერესო და საოცარი იყო ძალიან საყვარელი წყვილით მადლობა დიდი წარმატებები❤️❤️❤️

 


№15  offline წევრი ანაკონდა

Qeti qimucadze
Kargi iyo, patara da siyvarulikooo, logikuri dasasrulittt, gagrzeelebasac aitanda ro rameeee


<3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent