შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თბილისელები ფერადდებიან [პროლოგი]


10-07-2018, 13:11
ავტორი perelmanina
ნანახია 1 472

თბილისში ვართ.
იქ, სადაც იწყება და მთავრდება ყველაფერი.
თბილისში, სადაც სიყვარული აფერადებს ქალაქს.

თბილისში, თბილისელები ფერადდებიან.
---
ნაოს, ჰქონდა მთაწმინდა.
ნაოს, ჰქონდა ცა.
ცა-ცარიელი,
ცა-მოჭედილი.
ამბობდა:
'მზე, თუ, ჩავა, მთვარე ამოვა,
მთვარე, ვარსკვლავებთან ერთად'.


მთა, იყო წმინდა,
ცა, იყო წმინდა.
---
ცხელა.
უფრო უყვარდება ღამე და მთვარე.
6-ის ნახევარია და "ლაfლოუდან" ჯერ კიდევ შორს არის. ტელეფონს იღებს და თეაკოს ურეკავს.
-15 წუთი დამაგვიანდება, მაგრამ შეუკვეთეთ, შემოგისწრებთ.
მობილურიდან სიცილის ხმა ისმის და ითიშება. დაგვიანება მისი ჩვევაა, თითქმის რუტინაც. თეაკოს რომ ეჩქარება, თორმეტი საათის მისასვლელზე, თერთმეტს ეუბნება. იცნობს და ხალისობს ამით.
---
"ლაfლოუს" დაკეტვამდე გამოუსწრეს. ყველას თითო ჭიქა გადაკრული ჰქონდა, ერთი ქეთი იყო საღი და მანვე იკისრა მათი დარიგება. გზაზე გადავიდა ტაქსის გასაჩერებლად. თეაკო კუპერს მიაწვა, როდესაც ნაომ უთხრა:
-მე ფეხით გავივლი, ლიასთან დავრჩები.
-რაო ნაოო, მთვარე მოგენატრა?-სიცილით უთხრა თეომ.
-თეაკოო, ცა'წმინდაზე, ცა ყოველთვის წმინდაა!
-ხოო, შენსავით, სიხარულო.- ქეთიმ დაუძახა, კარი მიხურა და ხელი დაუქნია. ნაოს გაეცინა, ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და თეაკოს თავით აჩვენა, ტაქსი დაიჭირაო.
-აგეღოთ 'პრავა' და გასესხებდით მანქანას.
-მერე შენ რისთვის დაგვჭირდებოდი?-გამოსძახა თეაკომ.
-არც არაფრისთვის-ენა გამოუყო და წამოვიდა.
სადარბაზოსთან გაჩერდა და ლიაკოს ფანჯარას გახედა, შუქი ენთო, ამიტომ არც გაუფრთხილებია ისე შეიჭრა ბინაში.
-ლიაკოო! ლიაკოო, აქ ხარ?-დივანზე წამოწვა და დაელოდა.
ლია აბაზანაში იყო, გამოსულს ნაო ჩაძინებული რომ  დახვდა, შუბლზე აკოცა და გასაღებთან ერთად წერილი დაუტოვა:
"ნან, იტალიაში მივფრინავ, იმაზე მოულოდნელი ფრენაა, ვიდრე ველოდი. ერთი თვე იქ ვიქნები, არ მოიწყენ შენს გოგონებთან ვიცი...
ჩემი ყვავილების უყურადღებოდ დატოვება რომ არ  მიყვარს, ეგეც იცი...
შეგიძლია ჩაიბარო ჩემი სახლი?!
პ.ს შენი წითელი კომპოტი მაცივარშია ჩაციებული.
ბედნიერ ზაფხულს გისურვებ საყვარელო!"
---
დილით,
თუმცა, რაღა დილით.
შუადღეს, ქეთის ზარმა გააღვიძა. იმდენად ბნელი იყო ლიაკოს ბინა, რომ კიდევ შუაღამე ეგონა, ამიტომ გაბრაზებულმა აიღო ყურმილი.
-დღეს ბიჭებთან  დაჩაზე რომ ავდივართ დაგავიწყდა ნანაა?-სიცილნარევი ხმით ჩააფრინდა.
-ქეთევან იცი რომელი საათია?
-არ თქვა გამაღვიძეო!-უკვე იცინოდა ქეთო.
-ღადაობ? პროსტა, ლიაკოს მისაღებში  საათი არ უკიდია და...-ტყუილებში, თავის თავს თვითონ წვავდა ნაო, მარადჟამს.-ხოო, ახლა გავიღვიძე,-თვალები მოისრისა და დაამთქნარა.-რა დაჩაზეო, რას ამბობდი?-თემის გადატანაც მოასწრო.
-თუ ოდესმე რამე გეშველოს. ძმებთან ავდივართ გასაგრილებლად, გამომივლი შენი ლამბორჯინით?
-კუპერს მეორეჯერ შეეხები, ქეთო და ჩემთან გექნება საქმე!-ხუმარა ტონით უთხრა-გუშინ დავტოვეთ კაფესთან ხომ?-უსიამოვნოდ თქვა და თან ტელეფონში დროს დახედა-2 საათში შენთან ვარ, ყველანაირი დაგვიანების გარეშე!
-დაგვიანების გარეშე-გააჯვრადა დაუკიდა.
ლიას წერილი ხელში აიღო და საყვარელი კომპოტი ჭიქაში ჩაასხა, თან ირაკლის დაურეკა.
-მამა, ლიას ამბავი იცი ხომ?
-კი, საყვარელო, იყავი იქ ერთი თვე. მე და დედაშენი არ მოვიწყენთ, ხომ იცი?
-რა თქმა უნდა-გაეცინა-დედაჩემს თხოვე ჩემს ნაცვლად ჩაალაგოს ჩემი რაღაცეები და დღეს საღამოს წამოვიღებ.
-საღამოს რესტორანში ვიქნებით, კოლეგის დაბადების დღეა და კარი შენი გასაღებით გააღე. გკოცნი და ჭკვიანად!
-ჭკვიანად, თქვენც!-გაიცინა და აბაზანაში შევარდა.
---
-კუპერიც მოსულა!-ქეთის სადარბაზოსთან, ქეთი და თეაკო ელოდებოდნენ.
-ამ კუპერის გარეშე რა გეშველებოდათ, ნეტავი?
-მერე? ვის არ უყვარს კკ?
-კკ? ეს რამე ახალია?-გაკვირვებულმა გახედა თეაკოს.
-კაბრიოლეტი კუპერი-სიცილით უპასუხა სხარტად.
სიჩუმის შემდეგ, რომელიც კარგა ხანს იყო გამეფებული მანქანაში, თეაკომ ჰკითხა:
-წარსულზე ხშირად ფიქრობ?-ასეთ შემობრუნებას ნაო არ ელოდა და დაიბნა.
-როცა დრო მაქვს კი.
-რას ფიქრობ?
-რომ, პირველ რიგში არ უნდა ვინანო.
-ნანოე...-დაიწყო ქეთიმ.
-არა, ქეთ, არ თქვა! ოღონდ ნანოე არა...
-დრო გავიდა, ამოიწურა.
-დრო სულ გავა!
-არა, ნაო, ვერ მიმიხვდი.
-რა გინდათ?-გაკვირვებულმა გახედა გოგოებს.
-დრო ამოიწურა, დამთავრდა-კვლავ იმეორებდა ქეთი, პირდაპირ თქმას ერიდებოდა.-აწი, ვიღაცამ ნანოე ხომ უნდა დაგიძახოს?
-არა!
-მოკლედ-ნერვები მოეშალა თეას-ჩამოვიდა ალექსი!

ტორმუზს დაარტყა.

შუა ქუჩაში,
მანქანა გააჩერა.
არ ელოდა.
სანდროს თბილისში?
სანდრო თბილისში?
შუა ზაფხულს?!


სანდრო ჩამოვიდა,
ნანოე,
ჩამოვიდა!

შოკში იყო და არ სჯეროდა, რომ მალე მთა'წმინდაზე, ვიღაც 'ნანოეს' დაუძახებდა.


რთულია ემალებოდე, გარბოდე და უცებ, მთელი ენერგიით ეჯახებოდე.

-სადაა?
-დაჩაზე-ერთდროულად უპასუხეს და აფეთქებას დაელოდნენ.
-მეღადავებით?-უკვე ვეღარ აზროვნებდა.
-არა-ჩაიბუტბუტა ქეთიმ.
-როდის?
-დღეს დილით.
-დაგტოვებთ და წამოვალ-მხრების აჩეჩვით თქვა და გაზს მიაწვა.
---
გოგონები წუწუნით გადავიდნენ, ასე რატომ იგოიმებ თავსო, ხო ყველამ იცის შენ რომ უნდა მოგვიყვანოო, მაგრამ ნაო არ უსმენდა, ურჩევნოდა ეშმაკს დალაპარაკებოდა, ვიდრე სანდროსთვის გამარჯობა ეთქვა, ახლა.
-აქეთობისას ბიჭები წამოგიყვანენ ალბათ-თემის გადაგდება ისურვა.
-არ მოგვაკითხავ?-გაოგნებულმა გახედა ქეთიმ.
-თავი დაანებე, სანამდე დაიმალება ვნახავთ-უპასუხა თეაკომ და სახლში შევიდა.
-ნაო?!
-არაააა!-მანქანა ქოქავდა, როდესაც დალანდა აუზთან, როგორ გამოვიდა ნაცნობი სილუეტი და ტელეფონზე ლაპარაკი დაიწყო.
ჟრუანტელმა არათუ დაუარა, არამედ კანიც კი დაუწვა.
მონატრება ერთიანად შეეპარა თვალებში და ცრემლად იქცა.
სურდა გაპარულოყო, მაგრამ მოქმედების თავი დაკარგული ჰქონდა.
-ხედავ?-ჩაიჩურჩულა ქეთიმ.
-ჰოო...
ალექსი შემოტრიალდა, გაღიმებულმა გამოხედა და ხელი დაუქნია.
ჰო,
ასე
მარტივად.
-სანდროსეულად-




^^^
მოგესალმებით!
მოთხრობის პროლოგი თქვენს წინაშეა♡
ყველფერი კი ახლა იწყება...



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian kargad cer, yochagg, martalia jer bevri veraferi gavigeee, magram cinaa yvelafeeii, mtavaria ceris stili kargi gaqvsss, aba gelodebittt

 


№2 სტუმარი სტუმარი ირმა

იმედია არ დაიგვიანებ და მალე დაგვიბრუნდები!
მე მომეწონა, ლაღი იყო
და ჰო, ასე გააგრძელე რა
შენებურად, არავის უსმინო!
განსხვავებულად...

 


№3  offline წევრი ბიბი

მომოწნს ეს სტილი, რაღაც ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ისტორიებია ხოლმე, ესეც განსხვავებული და საინტერესო ჩანს, მაგრამ ცოტა გაზარდე თავები. ერთი ამოსუნთქვით წასაკითხიათქო კი ვთქვი და ნუ გამაწყვეტინებ სუნთქვას.
წარმატებები heart_eyes

 


№4  offline წევრი perelmanina

ელპინი

ელპინი
:)

ელპინ, არანაირი სურვილი არ მაქვს, იმის რომ გავაბანალურო.
ყველანაირად ვეცდები იმედები არ გაგიცრუო, მაგრამ ეს საკმაოდ რთული იქნება :დ
წარმატებები მართლა მჭირდება, yum
მიხარია, რომ კითხულობ ♡


Qeti qimucadze
Qeti qimucadze

მადლობა ქეთი ♡
მომდევნო თავებში უფრო ნათელი გახდება ყველაფერიი.

სტუმარი ირმა
ირმა

მიხარია რომ მოგწონთ, ეს თითქოს სტიმულიცაა ჩემთვის♡
ვეცეები ჩემი ხელწერა დავტოვო წერისას♡♡


ბიბი
ბიბი

ბიბი, ეს პროლოგი იყო, სწორედ ამიტომ ჰქონდა ეს მოცულობა, ვეცდები შემდეგი (და დარწმუნებული ვარ) უფრო დიდი იყოს ♡
მადლობა კომენტარისთვის ♡♡


mirandaa31
mirandaa31

მირანდა ვეცდები იმედები არ გაგიცრუო ♡♡

 


№5  offline წევრი ჟიზელი

ვაჰ, ველოდები გაგრძელებას

 


№6  offline წევრი perelmanina

ჟიზელი
ჟიზელი

მიხარია ♡♡

 


№7 სტუმარი სტუმარი Ketato

Tavidan niaakos xeltseras dzalian mivamsgavse:)
Ps: vints niakvaracxelia icoda isini mixvdebian

 


№8  offline წევრი perelmanina

სტუმარი Ketato
Ketato

ქეთათო, არ ვიცი, იცი თუ არა, მაგრამ საიტზე ძალიან ახალი ვარ. სრული სიმართლით გეუბნები, რომ ელპინის გარდა, არც ერთი მოღვაწე მწერლის სახელიც კი არ ვიცი, არათუ ნამუშევარი.
შეიძლება იყოს მსგავსება, ამას ვერ ვუარყობ რადგან არ მაქვს წაკითხული მისი მოთხრობები, მაგრამ თუ იმაში მდებ ბრალს, რომ იდეა მოვიპარე და პლაგიატობას გავკარი ხელი, ძალიან ცდები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent