იისფერი სიყვარული +18 #10
სახლში დაბრუნებულმა კესომ, ბევრი იფიქრა საკუთარ ნათქვამზე და ერთი პერიოდი თავი უხერხულადაც კი იგრძნო, ასე არ უნდა ეთქვა დემეტრესთვის, თუმცა თავს იმით იმართლებს, რომ ურთიერთობა ორი ადამიანისგან შედგება და ორივეს ერთად უნდა გადაეწყვიტათ ეს პრობლემა, ან გამოსავალი მოეფიქრებინათ. ნუ ყოველ შემთხვევაში სამართლიანად ბრაზდება, უბრალოდ გამოხატვასაც ხომ გააჩნია, არა?! იცის, რომ დემე ისედაც განერვიულებულია, არ უნდოდა დაემატებინა. თუმცა მოდით ორსულობას და ჰორმონებს მივაწეროთ. სამსახურს დაუბრუნდა, სახლში ჯდომით და გოდებით არაფერი გამოვა. მითუმეტეს ყველაფერი გაირკვა. ურჩევნია სამსახურში იყოს, დრო გაიყვანოს და თანაც ვიღაცამ ხომ უნდა არჩინოს? ვის შეეკედლოს ან ვის კისერზე იყოს? სადამდეც გაქაჩავს დარჩება, თან ჯერ ორსულობა არ აწუხებს. არც ტოქსიკოზი აქვს და იმედი აქვს, ასე ჩაივლის ბოლომდე. *დემეტრე* კესოს შემართებამ და სიტყვებმა მთლიანად მოუღეს ბოლო. მართალია ეს იმპულსური საქციელი იყო მისი მხრიდან, ვერც ამტყუნებს კესოს. სჯობდა ერთად გადაეჭრათ ეს საკითხი.. თანაც ძლივს მოიპოვა კესოს ნდობა, არც ის იცის რა უნდა ქნას, როგორ უნდა მოაგვაროს ეს ამბები საერთოდ.. იქნებ არც არაფერი გამოვიდეს? საკუთარ მშობლებზეც ეშლება ნერვები, არ სჯობდა ღარიბები ყოფილიყვნენ, ეშრომათ ისე რომ დასამადლებელი არავისგან ჰქონოდათ? ახლა კი ასეთი დილემის წინაშე დგანან. ახლა კი ზის მდიდრული რესტორნის მაგიდასთან და ელოდება მისი ცხოვრების დამანგრეველს. დიდი იმედი აქვს, რომ ეს გოგო მაინც იქნება ნორმალური და უცხო ადამიანზე დაქორწინება არ მოუნდება. რატომღაც ელოდებოდა, რომ მდიდრულად ჩაცმული გოგო შემოვიდოდა, რომ შეხედავ და ეტყობა, ვინ არის და რას წარმოადგენს. სპეციფიური მანერები რომ აქვს. იმის ნაცვლად კი ძალიან უბრალო, ყვავილებიანი კაბით შემოვიდა ახალგაზრდა გოგო, რომელიც ძალიან ხალისიანი და ენერგიული ჩანდა. მაშინვე შენიშნა დემეტრე და სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა. ფორმალურად მიესალმა და ხელი ჩამოართვა. ვიზუალურად ვერ იტყოდი რომ ძალიან ლამაზი იყო, თუმცა უდაოდ საყვარელი იყო, რაღაცნაირი ბავშური. ღვარძლიანი მამამისის არაფერი ეტყობოდა.. - სიმართლე რომ გითხრა, ცოტა სხვანაირს გელოდებოდი - გულწრფელად ჩაილაპარაკა თამუნამ და ცალ ხელს დაეყრდნო, თორნიკეს ცოტა გაუკვირდა მისი ასეთი პირდაპირობა - მაინც როგორს? - ინტერესით შეავლო მზერა - აი თმაზე ჟელე რომ უსვიათ ხოლმე, დაახლოებით მასეთს - გადაიკისკისა და საწრუპი ჭიქაში აათამაშა - ხო მეც სხვანაირს გელოდებოდი, უფრო ძერსკ ტიპშას, ხომ ხვდები რა. რომ ეტყობათ რომ გასულები არიან - გაეცინა თორნიკესაც და გოგონაც აიყოლია. - ხომ ხვდები, რომ ჩვენი მოლოდინების გამართლება არ გამართლება, ვერ გვიშველის? - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და სივრცეს თვალი გაუსწორა. - რაღაც ვერ გატყობ წინა საქორწილო განწყობის ქონას ან აღფრთოვანებას? - ეჭვმორეული მზერით ჩაილაპარაკა და საზურგეს მიეყრდნო - და რა უნდა მქონდეს? დასამალი რა გვაქვს ერთმანეთთან? - გაიოცა თამუნამ - ერთადერთი რასაც ვფიქრობ, ისაა როგორ დავაღწიო თავი ამ ყველაფერს - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა - მამაშენს ელაპარაკე? - ველაპარაკე მაგრამ არაფრის მოსმენა არ უნდა, საერთოდ მამაჩემი რადიკალურად განსხვავებულია. აინიჟა რასაც ქვია და ვეღარ გადავათქმევინე. არადა მე ეს ოჯახური ძალადობები და რაღაცები არ მომწონს, ან რომელი საუკუნეა ასე მოგიხუშტურდეს და ამას გააყოლო ან ის შერთო შენ შვილს? გავგიჟდი რა. - გაცხარებული საუბრობდა გოგონა და დემეტრე უფრო მშვიდდებოდა. - ხო მართალი ხარ, რაღაც უნდა მოვიფიქროთ - ორაზროვნად ჩაილაპარაკა - გყავს ვინმე? - სრულიად მოულოდნელად იკითხა გოგონამ - კი. თუ შემოვირიგე გაგაცნობ აუცილებლად, შენ გყავს ვინმე? - კი მეც მყავს, სამი წელია ერთად ვართ. შემოირიგებ რატომ, იჩხუბეთ? - არა ნუ ცოტა რთულად არის ჩვენი საქმე, სიმართლე არ ვუთხარი დავშორდი და მოგვიანებით როცა გაიგო ძალიან გაბრაზდა.. ისე შეყვარებული თუ გყავს მამაშენს რატომ არ ეუბნები? - გაუკვირდა დემეტრეს - იცის მამაჩემმა, უბრალოდ ის ჩვენი წრიდან არ არის.. მისგან სარგებელს ვერ ნახავს და ამიტომ არ აინტერესებს ის, არადა მე მართლა მიყვარს. ძალიან სხვანაირია. ყველაფერი ფული და ქონება ხომ არ არის არა? როცა მოვკვდებით ხომ ვერ წავიღებთ ამ ფულს, თუმცა მამაჩემს არაფერი არ ესმის. მე და გოგა ვფიქრობდით, რომ გავპარულიყავით, მე მაქვს ფული ჩემი, დროებით არაფერი გაგვიჭირდება და იქნებ მერე რომ დაწყნარდება ყველაფერი, მერე ჩამოვიდეთ - სულმოუთქმელად ჩაილაპარაკა - მე ყველაფერში დაგეხმარებით, ფინანსურადაც თუ დაგჭირდებათ. ეს უკვე ჩვენი ყველას პრობლემაა და როგორღაც ეს ქორწილი უნდა ავირიდოთ თავიდან. - ისე რატომ დათანხმდი ამ ქორწილს? - მაინც ვერ მოითმინა და კითხა - ოჯახის გამო, რაც არ უნდა იყოს ისინი ჩემები არიან, პატარა და მყავს და ვერაფრით დავუშვებ უყუროს ამ ყველაფერს. თან ვიცი რომ რაღაცას მოვიფიქრებთ, აბა რომ მეთქვა არა თქო და ბავშვივით ფეხები გამესავსავებინა რას შევცვლიდით? ასე დროს მაინც მოვიგებთ. - და მეც რომ მდომნოდა ქორწილი და ეს მასკარადი მერე რას იზამდი? - ამჯერად გაეცინა - არ ვიცი, ისე მოვიქცეოდი რომ თავად მოგინდებოდა გაშორება - პირდაპირ მიახალა. კიდევ ბევრი ისაუბრეს, გაიცნეს ერთმანეთის ინტერესები. როგორც დემეტრე ფიქრობდა, ძალიან საყვარელი გოგოა, ბუნებრივი და უშუალო. დიდი იმედი აქვს, რომ მართლა მოიფიქრებენ რამეს, თორემ უკესოობა უკვე ყელში და მთლიან ორგანიზმში უფრო და უფრო იჭრება. თან როგორი გაბრაზებული იყო იმ დღეს? სასწაული. საბოლოოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ თამუნას მამამისის საბუთებში უნდა ენახა, რამე ისეთი რაც ხელმოსაჭიდი იქნებოდა.. იქნებ ასე მაინც გამოსვლოდათ რამე. * კესო * რამდენიმე დღე გადაბმულად მუშაობდა, საერთოდ აღარ ახსოვდა დემეტრე, პრობლემები და ამ სამყაროს არსებობა. უფრო სენტიმენტალური და მშვიდი გახდა, უკვე ნანობს, ბავშვის მოშორებას რომ გეგმავდა. კი ყველანაირად რთულია ასეთი სიტუაცია მაგრამ ბავშვი არაფერ შუაში არ არის, მითუმეტეს არც გართობის შედეგია, არც ერთი ღამის და არც სიმთვრალის ან კაიფის. რაც არ უნდა იყოს, ის მაინც სიყვარულით შეიქმნა.. თანაც, დემეტრე არასდროს აპატიებს ამას, მოკლა შვილი ისე, რომ არც უთხრა მამას არსებობის შესახებ. დემეტრე კი არა, საკუთარ თავს თვითონაც არ აპატიებს და კიდევ კარგი გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვა. სამსახურში არ წავიდა, რადგან დღეს ყველანაირი გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს და აღრიცხვაზე დადგეს, ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ შეავსო საბუთები, რომ პროგრამაში მოხვდეს და როგორც იქნა დროც მოვიდა. საავადმყოფოში ამდენი ორსულის და გაბერილის დანახვისას, თვალები სიხარულით აემღვრა. ყველა აქეთ იქით დააბიჯებდა, ზოგი უკვე მშობიარობდა და ექთნებს მამები აჰყავდათ, ბავში დაიბადაო. ეკრანზე გამოსახულმა მისმა პატარა, უკვე ადამიანის ფორმის მქონემ, უზომოდ გაახარა. ყველაფერი შეუმოწმეს, კისრის ნაოჭით დაწყებული ანალიზებით დამთავრებული. ეხოსკოპიაზე ისე კარგად ჩანდა უკვე პატარის ფეხები და ხელები, თან ნათლად დაინახა როგორ მოძრაობდა და როდესაც ექიმმა აუხსნა, რომ ბავშვები ისედაც მოძრაობენ ოღონდ ვერ გაიგებ შენ სანამ 20-22 კვირის არ იქნებიო, სულ მთლიანად გააბედნიერა. ახლა იდეაში მაინც იცის, რომ მოძრაობს პატარა. თუმცა ერთი სული აქვს როდის იგრძნობს. იდეალური კადრი დაიჭირეს ეხოზე და მაშინვე დაბეჭდეს სურათიც, მთელი დღე საავადმყოფოში გაატარა, საბოლოოდ ექიმთან ვიზიტით დაგვირგვინდა ყველაფერი. ანალიზებიც იდეალურადაა და ბავშვიც, თვითონაც არაფერი აწუხებს საერთოდ, ექიმმა რუტინული გრაფიკი მისცა, მეორე ვიზიტი უკვე 16 კვირაზე უწევს. მანამდე იმედია კარგად იქნება, თუმცა უკვე ფიქრობს, რამე რომ მოხდეს მე როგორ გავიგებო.. მგონი ეს კი ყველას გამოუცდია. ბედნიერი მივიდა სახლში და სურათი, რომელიც მისცეს მაშინვე სამზარეულოსთან, კედელზე ორმაგი წებოვანი ლენტით მიაწება. თან თითებით და ტუჩებით ეფერებოდა, უკვე უზომოდ უყვარს! მთელი საღამო ნაყინებთან და კრუასანებთან გაატარა, ჯერ უბის წიგნაკს უყურა და გასკდა ტირილში, უზომოდ მოენატრა დემეტრე და სასტიკად უნდოდა მისი შეხება, თმებში ბოდიალი და უბრალოდ ჩახუტებული ძილი. თუმცა მაშინვე გაიხსენა, რომ მისთვის არ შეიძლება ცუდი ემოციები, ამიტომ კარგი კომედია თან მისი მდგომარეობის შესაბამისი ფილმი (რას უნდა მოელოდო, როდესაც ფეხმძიმედ ხარ) აირჩია, ძალიან დაეხმარა და თან ბევრი იცინა. ბოლოს კი უკვე ეკრანთან ეძინებოდა, მაგრამ მაინც უყურა და საბოლოოდ ლოგინში გადაინაცვლა. დეჟავუს მსგავსმა გრძნობამ გამოაღვიძა, ცოტა აზრზე რომ მოვიდა და საათს შეხედა, 3 ს უჩვენებდა. თუმცა კარებზე კაკუნი და ცოტა ბრახუნი მაინც არ წყდებოდა. ას პროცენტიანი იცის, რომ დემეტრე იქნება. უბრალოდ იმდენად გრძნობს მის აქ ყოფნას, თითქმის სურნელიც კი იგრძნო. თან ასეთ დროს მხოლოდ დემეტრე თუ იქნება. კარები გამოაღო და მართლა დემეტრე შერჩა კართან აყუდებული. რამდენიმე წამი აშორებდა სანამ ბოლო ხმაზე ქვითინს მოჰყვებოდა. - სანამ ჩხუბს დაიწყებ, მინდა უბრალოდ ჩაგეხუტო - მოულოდნელად გამოუწია ხელები და პირდაპირ აიკრა, თან თავი მის თმებში ჩარგო და რაც ძალი და ღონე ჰქონდა ძლიერად უჭერდა. - უზომოდ მენატრები - ნაღვლიანმა დაიჩურჩულა და კიდევ უფრო ძლიერად, ლამის გაგუდვამდე მოუჭირა ხელები. კესოს კი საცოდავი ცრემლები ობლად გადმოსცვივდა. - მეც მომენატრე - ანალოგიური ტონით ჩაილაპარაკა, დემეტრემ მაშინვე გასწია მისი სახე უკან და ცრემლები ცერა თითებით შეუმშრალა, შემდეგ ოდნავ, ძალიან ნაზად შეახო ტუჩებზე ტუჩები და თითქმის დაიჩურჩულა - მაპატიე კარგი? - მისი ტუჩებით მონატრებული უფრო გამოცოცხლდა და თითქოს სულ ოდნავ ბიძგმა აიძულა წინ ოდნავ გადახრა და კოცნა, ალკოჰოლის ოდნავი სუნი კიდევ უფრო თავბრუს ახეხვდა და სურვილს უღვიძებდა. ნელა ჩაასრიალა დემეტრემ ტუჩები მის ყელთან და სველი კოცნა დაუტოვა. სურვილი, რომელიც ორივე მათგანს ჰქონდა ერთმანეთის მიმართ და ლტოლვა, რომელიც აიძულებდათ ისევ ერთმანეთთან მაგნიტივით დაკავშირებულიყვნენ, არც ახლა გამქრალიყვნენ არსად და მათ შორის ნაპერწკალს ბოროტი თვალებით აღვივებდნენ. მამაკაცი ოთახში ოდნავ შემოვიდა და კარები მოუხედავად დაკეტა. თან რაღაცას ეჩურჩულებოდა ქალს და თან მის თმებში ხელებს აფათურებდა, მთელი სინაზით კოცნიდა ბაგეებზე და ყელიდან ქვემოთ მისრიალებდა. ოთახში მხოლოდ სიამოვნების ამოძახილები ტრიალებდა. - რატომ.. ვერასდროს.. გეუბნები.. უარს - თავისთვის ჩაილაპარაკა კესომ, თუმცა საკმაოდ გასაგებად, ეს უფრო ვნების ბურუსიდან გამოძახილი იყო. კერტებზე სისველის შეგრძნებამ საერთოდ დაავიწყა თავიც და ყველაფერიც. - იმიტომ რომ გიყვარვარ - იყო პასუხი და სიმართლე, რომელმაც გაიჟღერა. მთელი ღამე გრძნობდა დემეტრეს სხეულზე როგორ იყო აკრული, ხან ვერ იგებდა სიზმარში იყო თუ ცხადში, გამოფხიზლება არ უნდოდა.. მამაკაცი კიუფრო და უფრო იკრავდა ქალის სხეულს, სიშიშვლე არასდროს ყოფილა უფრო სასიამოვნო, ვიდრე ახლა როდესაც გრძნობდა საპირისპირო სქესის გავარვრებულ სხეულს, მასზე აკრულს. მერე კი ძალიან ღრმა ძილში გადავიდა. დილით გამოღვიძებულს თავიდან ეგონა, რომ დაესიზმრა. თუმცა მალევე აღიდგინა მომხდარი და ბედნიერებისგან ისე ჩაიღიმა, ლოყებიც კი ეტკინა. ფეხზე წამოდგა და სამზარეულოში გავიდა, სადაც მაშინვე დალანდა დემეტრე. მამაკაცს ცალ ხელში ის პასუხები და ფურცლები ეჭირა, სადაც კესოს ორსულობის მდგომარეობა იყო აღწერილი და რომელიც კესომ წინა დღეს დატოვა, მეორე ხელით კი სურათი, რომელიც შუშაზე იყო მიკრული. სახეზე ჩანდა უამრავი ემოცია, გაურკვევლობის და ბედნიერების. კესომ მაშინვე ინანა, რომ აქამდე არ უთხრა ეს ყველაფერი და არ მისცა უფლება სიხარულის, ბედნიერების.. თუმცა სანახაობა, რომელსაც უყურებდა ყველაზე ლამაზი იყო და მგონი ყველაზე შესაფერისიც. ____ მაპატიეთ მეგობრებო, ვიცი გამართლება არ მაქვს ამიტომ ეს ბოდიშიც უადგილოა. მქონდა ფინალური გამოცდები და მოკლედ ერთი გაწამაწია მქონდა, რათქმა უნდა ასეთ დროს არც მუზა მქონდა და ასჯერ დავიწყე და ასჯერ წავშალე. ამიტომ ახლა ჩვეულებრივად შემოგიერთდებით და უფრო ხშირ-ხშირად დავდებ <3 მადლობა რომ კითხულობთ.. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.