შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დემონის პატარა ანგელოზი [3]


10-07-2018, 19:02
ავტორი KATIE ♥12
ნანახია 3 332

-რა გაარკვიე?- ზენონმა ჰკითხა კაბინეტში შემოსულ დემეტრეს და ინტერესიანი თვალები მიაპყრო.
დემეტრე მაგიდის წინ დადგა, ზენონს სწრაფჩამკერი დაუდო გოგონას სურათებით და ინფორმაციით სავსე.
-ლილე ლომიძე, 22 წლის. დაიბადა 29 მაისს. ცხოვრობს დაქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში. სკოლა წარმატებით აქვს დასრულებული. უნივერსიტეტი ექსტერნით დაასრულა და სრული ოთხი წელი არ უვლია. ფილოლოგიურზე სწავლობდა. ამჟამად მუდმივი სამუშაო არ უჩანს, მხოლოდ ის გავიგე, რომ კაფეში მუშაობს უკვე წლებია...- დემერემ ტუჩზე იკბინა და გააგრძელა- მამა უცნობია... დედა კი ხუთი წელია საზღვარგარეთ ცხოვრობს და ლილესთან კონტაქტი არ აქვს. ნათესავებით უცნობია...
-უცნობი, როგორ უკვე მოკვდნენ თუ უცნობი როგორც დაფარული ინფორმაციაა- ზენონმა თვალი გაუსწორა.
-არ მინდა თავხედობაში ჩამითვალოთ, მაგრამ არა მგონია ეს გოგო სანდო იყოს- დემეტრემ თავი დახარა.
-ესე იგი დაფარული ინფორმაციაა- ზენონმა თმებში ხელი გაღიზიანებით შეიცურა. ვერ წარმოედგინა, რომ ის ანგელოზი რაიმე შარში იყო გახვეული.
იმედგაცრუებულმა ამოიოხრა. დემეტრეს მომლოდინე სახეს შეხედა და გადაწყვეტილება მიიღო. თავის ბედს გამოცდიდა. თუ გარდაუვალი იყო მათი შეხვედრა, გოგონა კვლავ გამოჩნდებოდა მის გზაზე პირვანდელი შეხვედრის მსგავსად. მეორედ კი ამ საშუალებას ზენონი ხელიდან აღარ გაუშვებდა და ლილეს თავის მარწუხებში სამუდამოდ მოამწყვდევდა.
-კარგი, დღეს რა გეგმები გვაქვს?- იკითხა და გოგონას ინფორმაცია თვალის დახამხამებაში მაგიდიდან მოაცილა.
დემეტრე მისი საქციელით დაიბნა. არ ეგონა ზენონი ასე დვილად თუ დანებდებოდა და ხელიდან გაუშვებდა იმას რაც სურდა. მითუმეტეს მაშინ, როდესაც მაფიის მთავარი ფრაზა განაგებდა, რომ რაც გსურდა ძალით უნდა ჩაგეგდო ხელში.
-თქვენს ძმას შეხვედრა სურდა...- დემეტრეს სიტყვა გააწყვეტინა.
-ძმას?- შიშის აღმძვრელი სიცილი გაისმა- მეგონა ჩემთან საკმაოდ დიდიხანს მუშაობდი, მაგ ნაბი.ვრისთვის „ძმა“ არ გეწოდა... შევცდი- თვალები აარიდა ზენონმა, სავარძელი უზარმაზარი ფანჯრებისკენ მიატრიალა და მზერა ცას მიაპყრო- იმედებს მიცრუებ ვირთხა.
დემეტრე შეკრთა, ხელები დამუშტა და წყენა არ შეიმჩნია.
-მაპატიეთ- ბიჭმა დაუჩოქა, მიუხედავად იმისა, რომ ზენონი მას არ უყურებდა- ახლავე გავაგებინებ რომ შეხვედრას არ ისურვებთ.
-სხვა არაფერი თუ არ გაქვს სათქმელი წადი- არ შეტრიალებულა ზენონი.
-მამათქვე...-დემეტრე კვლავ შეჩერდა და სიტყვა ჩაასწორა,- ყოფილ ლიდერს სურს საღამოს შეხვედრას დაესწროთ სასტუმრო იმპერიაში... ყოფილი ლიდერი თვლის, რომ უკვე დრო მოვიდა თქვენი გამოჩენის სხვა მაფიის ლიდერებთან.
-ჩემი? მისი შვილის, რომელიც მისი საყვარელი ვაჟის მაგიერ შესწირეს „შავი ვარდის“ მაფიის ჯგუფს?
დემეტრემ არაფერი უპასუხა, რადგან ყველამ იცოდა, რომ ნამდვილი ლიდერი ზენონის უფროსი ძმა, ანდრია, გახდებოდა, რომელიც ქორწინების შემდეგ გაჩნდა და არა ღალატით ზენონის შემთხვევაში. მას ლიდერობა მოკლე ვადით მისცეს, რომ აურზაური დაეხშო და სიცოცხლე შეეწირა ამის გაკეთების დროს. ბოლოს კი ადგილი ძმისთვის დაეთმო.
-წადი.- ზენონმა წარმოთქვა დუმილის შემდეგ. მარტო დარჩენილმა ჯიბიდან ყვავილებიანი სანტავიკი ამოიღო და ყავისფერი თვალების მოგონებებში ჩაიძირა.

-

-რა ჯანდაბა მოგივიდა?- შეჰკივლა სახლში მისულმა თიკომ ტახტზე წამოწოლილი დაქალის დანახვისას, რომელსაც სისხლიანი ბამბები გვერდით ეყარა.
-წავიქეცი- ჩაიდუდღუნა ლილემ.
-როგორ წაიქეცი? გზაზე მიდიოდი და ფეხი რამეს წამოკარი თუ ვინმეს აუშარდი და ცემის დროს წაიქეცი?- ირონიით კითხა დაქალს.
-აშარება მე როდის ვიცი?!- წამოიყვირა ლილემ და ანკესს წამოეგო.
-ესე იგი არ წაქცეულხარ...- ამოიოხრა თიკომ- რა მოხდა? სამსახურში ვინმემ გაგაბრაზა?
-იცი, გონი დღეს მილიონრობას ვაქციე ზურგი...
-რას ბოდიალობ?
-რომ დავთანხმებოდი გამომწვევ ფოტოსესიაზე ბევრი კლიენტი გამომიჩნდებოდა- ლილემ თავი თოჯინასავით გადააქნია გვერძე.
-გამომწვ...
-ნუდები!- ჩაასწორა ლილემ და თიკოს შეძრწუნებულ სახეზე სიცილი დაიწყო.
-არა, ახლა რომ ვიხსენებ მეცინება. წავედი დიდის ამბით გადაღებებზე, მეთქი იეს ამირჩიეს. კაბაც კი ჩავიცვი და თუმე ჩაცმა საჭირო არც ყოფილა. მხოლოდ მე გადამხდებოდა ესეთი რაღაცა.
სულელივით სიცილი აგრძელებდა ლილე და შეშინებული დაქალის დაწყნარებას სცდილობდა, რომელიც ვერ ამჩნევდა ლილეს შინაგან შიშს. ტირილი სურდა მაგრამ თიკოს შეშინება არ უნდოდა უარესად და თვალებს მაგრა ხუჭავდა. ისე, როგორ პატარაობაში სჩვეოდა.
-მეორედ აღარ წახვიდე ასეთ სამუშაობეზე გაიგე? არც კი გაბედო და.... და ის ნაგვები უნდა ვიპოვნოთ და ციხეში ამოვალპოთ!
ლილემ გაუღიმა და დაუმალა ის ფაქტი, რომ პოლიცია არაფრის გამეკთებელი იყო. ბევრჯერ უნახავს როგორ ხუჭავდნენ ისინი თვალებს დანაშაულზე და ხშირად მათი მონაწილენიც ხდებოდნენ. ამიტომ ისღა სურდა, რომ წარსულის უბედურებები აღარ განმეორებულიყო და ბნელი სამყაროსგან თავი შორს დაეჭირა.
-ჯერ სანტავიკები მიპოვნე! შეხედე არს მიგავს ფეხები, ხელებს კიდე არაუშავს- დაიწუწუნა ლილემ ყურადღების სხვა თემაზე გადასატანად.
-შენ არ გაქვს ხოლმე სანტავიკების დასტა?
-ერთი მქონდა და სხვას მივეცი.
-ვინ სხვას?
-ლამაზ ქანდაკებას მივაკარი- ჩაიბუტბუტა გოგონამ და უნებლიედ თავის თითებს დახედა, რომლითაც მამაკაცის ლოყას შეეხო.
-რას?- გაიკვირვა თიკომ.
-ვაიმე! უბრალოდ იპოვნე სხვა სანტავიკები- შეუბღვირა ლილემ და უცნობის მზერის ამოგდება სცადა თავიდა.
-ენა რატომ არ მოგაცალეს ერთი!- გამოსძახა დაქალმა სამზარეულოდან.
-მე ვთხოვე პირადად!- გაიცინა გოგონამ და ტელევიზორის არხების შეცვლა დაიწყო უაზროდ. მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც თიკა დაბრუნდა ახალი ბამბით და სანტავიკებით. ტელევიზორს ყურადღება მაშინ მიაქცია, როდესაც ნაცნობი ქუჩის სახელი გაიგო.
-დღეს ქუჩაში ოთხი მამაკაცი იყო ნაპოვნი. სამი ახალგაზრდა საშინლად იყო ნაცემი და გაურკვეველია ცოცხლები დარჩებიან თუ არა...
-შეხედე- ჩაიბუტბუტა ლილემ- ისინი არიან.
თიკო მაშინათვე მიტრიალდა. ნანახმა შეაძრწუნა. ტელევიზორი მაშინათვე გამორთო და ლილეს ახედა.
-ღირსები იყვნენ და დაისაჯნენ კიდევაც, მაგრამ...- თვალები დახარა, - გგონია ეს ‘მან’ გააკეთა?
-არა - ლილემ უპასუხა და სანტავიკებს წვალება დაუწყო- ჰგონია იმ ქალთამ ვარ საზღვარგარეთ, ასე რომ... არა- გაიღიმა ბოლოს.
თიკამ შიში დამალა, დაქალს თმებზე მოეფერა და გადაწყვიტა ტავისი დღის შესახებ მოეყოლა.
-დღეს... ლექტორმა მითხრა, რომ ჩემი წინსვლა შეამჩნია და ამიტომ დამხმარედ ამიყვანა რესტორან „იმპერიაში“ დესერტების მოსამზადებლად დღევანდელი საღამოსთვის.
-რა?- შეჰკივლა გახარებულმა ლილემ- როგორც იქნა შეგამჩნია მაგ მოხუცმა! როგორ მიხარია!
-თან მითხრა ფულიანი ხალხი იქნება საღამოზეო, მაღალი „ელიტა“- თქვა და ხელებით ბრჭყალები გააკეთა- იქნებ რომელიმე ჩემი საჭმლით მოვინადირო!
-ვაიმე! ნახე ამას რა გეგმები ჰქონია! მე მეგონა ანეგლოზი მყავდი- შეიცხადა ლილემ და დაქალს ზევიდან დაახტა.
-არა საყვარელო, ანგელოზი შენ ხამ იმ იდიოტ ლექტორს , რომ მისტირი- ხმაში გაღიზიანება შეჰყვა და ლილემ ტკივილი მაშინათვე დამალა.
-არავისაც არ მივტირი! უბრალოდ არავინ გამოჩენილა ჰორიზონტზე.
-რას გამოჩნდება, ვიღაცას გიჟი ეგონებოდი, რომ დაგინახავდა ქანდაკებას სანტავიკს აკრობდი.
-ლამაზ ქანდაკებას- გაიმეორა ლილემ და დაქალს სიცილში აჰყვა.

-

-ყველაფერი კარგად ჩაივლის თუ არ ანერვიულდები და წესებს დაიცავ- უხსნიდა კაცი თიკოს და სასტუმროში გზას უკვლევდა- შეხვედრა მეოთხე სართულზე იმართება, საჭმლისთვის კუთხეებში ადგილია გამოყოფილი. დესერტის მაგიდაზე შენს ნახელავს განათავსებ და აუცილებელია შენც, რომ იქ იყო. მისულებს შესთავაზო გასინჯვა და კითხვებზე უპასუხო. ვისაც ნეკა თითზე ოქროს ბეჭედი ეკეთება, ეგენი ყველა ფულიანი „ელიტა“ არის, ამიტომ ჯობია არ მიუახლოვდე. ძალზედ არასასიამოვნოები არიან.
დაამთავრა კაცმა და გოგონა იქ მომუშავეთა გამოსაყენებელ ლიფტთან დატოვა ანერვიულებული. დიდი ხანი ლოდინის შემდეგ გადაწყვიტა ფეხით ასულიყო, თუმცა სტუმრებისთვის გამოყოფილ ლიფტში შეამჩნია შავთვალება მამაკაცი როგორ უცდიდა. თიკომაც წესები ფეხზე დაიკიდა და მადლიერი მზერით შევიდა ლიფტში. ტელეფონი ამოიღო და ლილეს დაურეკა.
-სასტუმროში ვარ და ვკანკალებ! იმ დამპალმა მოხუცმა დამაშინა და ყველაფერი გააბუქა. მგონი საჭმლით მდიდრის დაპყრობის გეგმაც გადაიდო!
-რატო, რა გითხრა?
-რაო და ყველა ელიტას თითზე ოქროს ბეჭედი ეკეთება და რომ დაინახავ ჯობია დაახვიო, რადგან არასასიამოვნო ხალხიაო!
-როგორ გგონია ეს კოდი იყო იმისთვის, რომ მიეხვედრებინა მათი დესერტი შენ იქნებიო?- ლილემ ყურმილში გაიცინა.
-გოგო მოკეტე! ჩემი შეჭმა რათ უნდათ! რა ვარ ასეთი არაჩვეულებრივი.- დაიკნავლა შეწუხებულმა, - მითხრა, რომ მეც იქ უნდა ვიყო და...
-გინდა რამე სამკაული მოგიტანო?- არ დააამთავრებინა ლილე,
-ხო, თუ შეძლებ მოსვლას. არ მინდა იმ ნაგავ სალოს ფონზე ცუდად გამოვჩნდე, ხო იცი სულ დამცინის- თანაკურსელის ხსენებამ გააჯრჟოლა.
-კარგი, ვეცდები მალე მოვიდე.
-მშვენიერია, მადლობა!- კოცნა გაუგზავნა თიკომ და ამოისუნთქა.
ლიფთის გაჩერებისას, შავთვალება მამაკაცმა ნეკა თითი ასწია. ოქროს ბეჭედი დაანახა გოგონას და წარმოთქვა- არ ინერვიულოთ, მე პირადად ხორცი არ მიყვარს.
თიკო პირდაღებული მიაჩერდა მიმავალ მამაკაცს და სახეში ხელები გაირტყა.
-იდიოტი ვარ!

-

-ყველაფერი შეამოწმე?- იკითხა ზენონმა და დარბაზი შეათვალიერა.
-დიახ- დემეტრემ უპასუხა და გოგონას სასაცილო სახის ამოგდება სცადა გონებიდან- საეჭვოდ არაფერი ჩანს და არა მგონია აქ ვინმემ საფრთხეში ჩააგდოს თქვენი ცხოვრება.
-მაგასაც ვნახავთ- ამოიოხრა ზენონმა და მისკენ მომავალ მომღიმარ სახეს ზურგი აქვია. სასმელებისკენ წავიდა. თუმცა, მის დიდ ძმას ვინ შეაჩერებდა.
-ძამიკო! არ გიხარია ჩემი ნახვა?- აროხროხდა ანდრია და ზენონს მხარზე დაადო ხელი.
-მომშორდი- მკაცრი ხმით მოიშორა ხელი და ვისკის ჭიქა აიღო. მათთან მოახლოებული წითელკაბიანი არსებაც დააიგნორა ზენონმა და სკამის ძებნა დაიწყო.
-ზენონ! ჩემს საცოლეს მაინც მიესალმე.
ბიჭმა „საცოლეზე“ თვალები აატრიალა და ქალის გამომწვევ მზერას შეუბღვირა.
-კარგი საცოლე გყავს. მზად არის აქვე შემომაჯდეს თავისი გადმოყრილი მკერდი ზიზღით წარმოთქვა.
ანდრია წარბიც კი არ შეუხრა, თითქოს თვითონაც იცოდა მისი საცოლის სიმსუბუქის შესახებ.
-შეიძლება ჩემი ერთგული არ იყოს,მაგრამ ვიცი რომ ნასროლ ტყვიაზე გადამეფარება. შენ კი გონზე მოსვლასაც ვერ მოასწრებ ისე დალევ სულს მაგ ტყვიით.
ზენონს გული საზიზღრად შეეკუმშა ნათქვამ სიმართლეზე, მაგრამ მანაც იცოდა, რომ მის დასაცავად თითს არავინ გაანძრევდა და მოკვდებოდა როგორც ძაღლი, რომელსაც არავინ გაიხსენებდა.
დემეტრე შეიშმუშნა და უნებლიედ ზენონს გადაეფარა. საპასუხოდ კი თავზე ხელის მოსმა დაიმსახურა ფრაზით- კარგი ბიჭი ხარ, ახლა კი წავიდეთ სახლში.

-

„სასტუმროში ვარ, მეოთხე სართულზე ამოვალ და დამხვდი“ მისწერა ლილემ და ლიფტის შიშის გამო კიბეებს აუყვა. არ მოელოდა , რომ მის მსგავსად ვინმე კიბეებით ისარგებლებდა. შავებში ჩაცმული უცნობი კი იქ დახვდა, რომელიც ნელა მიაბიჯებდა. ლილეს შიშის გრძნობა დაეუფლა და კაცს თვალი აარიდა. თვალები წამიერად მოჭუტა. ნაცნობი ფრაზა გულში გაიმეორა „არაფერი დამინახავს, არაფერი გამიგია“.
ასვლისას თიკო დახვდა, მოტანილი სამკაულები დაქალს გადაულოცა და კვლავ კიბეებისკენ წავიდა , როდესაც საუბარს მოჰკრა ყური.
-ახლახანს წავიდა ლიფტით. ავტომობილში ჩაჯდომისას ესროლე. ვერ შეამჩნევს. დარწმუნებულია , რომ ამდენ ხალხში მასზე თავდასხმას არავინ გაბედავს.
ლილემ თვალები მაგრად დახუჭა. „არაფერი დამინახავს, არაფერი გამიგია“,“არაფერი დამინახავს,არაფერი გამიგია“, „არაფერი დამინახავს, არაფ...“ ადგილს მაშინათვე მოსწყდა და კიბეებზე სწრაფად დაეშვა. თუ გაუმართლებდა შეამჩნევდა მათ მსხვერპლს და გადაარჩენდა, თუ არა კიდევ ერთი რამ ექნებოდა სანანებელი ამ ცხოვრებაში.
ბოლო საფეხურიდან დაინახა, როგორ გამოვიდა ლიფტიდან ორი მამაკაცი და მათკენ გაიქცა, თუმცა ვერ ეწეოდა. ერთ-ერთი ბიჭი უკან მიტრიალდა და მისი სახე, რომ იცნო ლილემ ბოლო ხმაზე დაიყვირა.
-ეი, ლამაზო ქანდაკებავ გაჩერდი!
გოგონას კივილმა ზენონი შეაჩერა, ლილესთვის შეხედვაც ვერ მოასწრო ისე დაეცა გოგონა ზევიდან. მათი წაქცევა და გასროლის ხმა ერთი იყო. მის მკერდზე დაცემული, თვალებდახუჭული ანგელოზი კანკალებდა. ზენონი კი ანდრეას ნათქვამს იხსენებდა, რომელიც უმტკიცებდა რომ მას არავინ გადაეფარებოდა ტყვიის სროლის დროს.
ზენონმა უეცრად გაიღიმა. გადამრჩენელ ანგელოზს ხელები მოხვია და განიზრახა, რომ მისი მარწუხებიდან გოგონა არასდროს აღარ გაეშვა.


-
შედარებით დიდი თავი გამოვიდა და იმედია მოგეწონათ, მე პირადად დიდი მონდომებით ვწერდი რადგან თქვენმა კომენტარებმა გამახარეს <3 დიდი მადლობა ყველას წაკითხვისთვის და გამიხარდებოდა კვლავ თუ დამიწერთ თქვენს აზრებს და ემოციებს^^



№1 სტუმარი სტუმარი Salome

ძალიან კარგი თავი იყო. ! ველი მომდევნო თავს მოუთმენლად... :*:*:*

 


№2 სტუმარი sali

gtxov male dade ra shemdegi tavi

 


№3  offline წევრი ვარა შველიძე

კარგი იყო ველი მომდევნო თავის

 


№4 სტუმარი სტუმარი სოფო

ძალიან ძალიან მომწონსსს

 


№5  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მომეწონა???? მომეწონა კიარა გადავირიე... ღმერთო ბოლო მომენტმა არ ვიცი გამაგიჟა.... თიკუნიაზე მაგრად ვი ალისე....
ბოლო მომენტი მაინც სასწაული იყო მალე დადე რა შემდეგი

 


№6  offline წევრი KATIE ♥12

სტუმარი Salome
ძალიან კარგი თავი იყო. ! ველი მომდევნო თავს მოუთმენლად... :*:*:*


დიდი მადლობა <3
sali
gtxov male dade ra shemdegi tavi

ვარა შველიძე
კარგი იყო ველი მომდევნო თავის

ყოველ მეორე დღეს ვდებ თავს და ყველანაირად ვცდილობ ამ ვადას არ გადავაცილო <3 დიდი მადლობა ლოდინისთვის და კომენტარისთვის^^
სტუმარი სოფო
ძალიან ძალიან მომწონსსს

მეკი შენი კომენტარი ძალიან ძალიან მახარებს <3
ანი ანი
მომეწონა???? მომეწონა კიარა გადავირიე... ღმერთო ბოლო მომენტმა არ ვიცი გამაგიჟა.... თიკუნიაზე მაგრად ვი ალისე....
ბოლო მომენტი მაინც სასწაული იყო მალე დადე რა შემდეგი

აწ, დიდი მადლობა რომ დააფასე იუმორი :დდ მინდოდა ცოტა ხალისიანი ნოტი შემეტანა ისტორიაში.
--------------------
-K

 


№7 სტუმარი A

Vau magari tavi iyo. Gansakutrebit bolo momenti momewona. Moutmenlad veli axal tavs....

 


№8 სტუმარი სტუმარი ნატალი

ძალიან მაგარია, ლილე რა ყოჩაღი გოგოა, ძალიან დამაინტერესა მომალმა მოვლენებმა და მალე დადე რააა

 


№9  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მალე დადებ?!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent