შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბნელი ლორდი [ნაწილი 7]


10-07-2018, 21:08
ნანახია 1 050

თვალები გავახილე თუ არა,ეგრევე მეცა,დამწვარი კერძის სუნი. ფაფუკ საწოლში, გაფუფუნებულ ბალიშზე მედო თავი,ნეტა სილიკონია?თუმცა,რა მნიშვნელობა აქვს,კარგად კი მძინავს და რას დავეძებ. სასწაულია,მაგრამ ჩემს ოთახში ვწევარ.
მეორე ოთახიდან კი საშინელი დამწვრობის სუნი გამოდის,წამოვდექი,მოიცა რა? უკვე ზამთარია? კი,მაგრამ როგორ? რა ჯანდაბა ხდება გამაგებინებს ვინმე?ან ზამთრის ჩუსტები რატომ მიდევს ძირს? რა მაცვია?
სარკეში ჩახედვისას ჩავისვარე...
რას ვგავარ ხალხნო?
ბაბუაჩემის ხნის ზოლიანი სპორტული რატო მაცვია?
ან ეს კოსტუმი?
სუნი უფრო და უფრო შემოდიოდა ოთახში.
მუშტები შევკარი და გავემზადე გასასვლელად,როცა მეზობლის კივილმა გამაჩერა. მივვარდი ფანჯარას,თან ვფიქრობ,რა მოუვდა იმ ქალს ხანძარი ხო არაა? ნეტა განახათ რა სურათი მიდგას წინ. ეს მოხუცი ქალი მგონი უბერავს. ჩემი ხნის ახალგაზრდა,წელში მოხრილ ბიჭს კოცნის,ვაიმე ვინმემ წყალი შემასხით,გავფშიკავ ფეხებს მგონია.
ტვინის შერყევა მაქვს?
იქნებ მოვკვდი?
ფუუუ,რისი სუნია?
მეც კარგად ვერ ვარ რა,თქვენ საიდან უნდა იცოდეთ,სჯობს გავიდე და შევამოწმო.
აქ უფრო საოცრებაა. სამზარეულოში კახი ტრიალებს,გაუკეთებია შპინგალეტკასავით წინსაფარი და გამწარებული ეხანჯლავება პურს დანით. მის წინ დიანა ზის და იკრიჭება.
-ხალხნო, აე რახდება?-ჩემი სიტყვის ერთი თქმა იყო და წამში იოანე შემომახტა. ამხელა გვაჯო კაცი თავზე დამახტა. ამ ხალხმა სულ მთლად გაუბერა იცით?-ვაიმე,ღმერთო,ჩემი ნეკნები.
-შე*ემის ტრულაილა,ადე ფეხზე გილოცავ ახალ წელს-გამეკრიჭა იოანე,ცხენის კბილები აქვს ამას,ახლა დავაკვირდი.
-რა ახალი წელი ხო,არ უბერავთ?-გავოგნდი.
სუყველამ პირდაღებული შემომხედა,ეს უფრო მიშლის ნერვებს.
კახიმ,როგორც იქნა მოიხსნა წინსაფარი,სუფრასთან მიმაცილა და დამაჯინა,ახალი წელიაო და დამწვარი შავი შემწვარი კარტოფილი დამიდო წინ,არა ეს ხალხი ძალიან ცუდად მეხუმრება!დიანამ სტაცა ჩანგალს ხელი და პირველმა იტაკა პირში,შავი ტყლაპოსფერი კარტოფილი,ნასიამოვნები მიმიკა აქვს.
-აი რა ხელი აქვს ჩემს ბიჭს მიყვარხარ ძვირფასო-მადლიანმა კახის გაუღიმა,ჩემმა ძმამ კი არა ნაკლებ ბედნიერმა მოწყვეტით აკოცა.
ჰაიმეე,ძალიან ცუდად ვარ.
კი,მაგრამ გუშნ იყო და ერთმანეთს ხოცავდნენ და დღეს ეალერსებიან?
უიმე,ამბორზე გამახსენდა,ლორდი,მარი.
-მარი,მარი სადაა?
იოანემ გაბრაზებული მზერა მესროლა სახეში,რა იყო ერთი საუკუნე გავიდა,რაც მძინავს?
-ბებიამისთან სოფელში-მითხრა ბოლოს.
-ამიხსნის ვინმე რა ხდება თუ გავაფრინო?
-დამშვიდდი ძმაო,ახალი გამოსული ხარ კომიდან,ნეტა იცოდე რა ამბები მოხდაა.
-რა ამბები?-გაოცებას ვერ ვმალავ.
-ჯერ მიდი იბანავე და შემდეგ მოგიყვებით-თბილი ხმით ჩაერთო დიანა.
-ეს ძონძები რატო მაცვია?-გავაპროტესტე.
-რაგინა ბიჭო,ჩანჩურას გავხარ-ტუჩის კუთხე მოტეხა იოანემ,დაბღვერილი მზერა გავუგზავნე საპასუხოდ.
ანუ რა გამოდის?მე ცოცხალი ვარ და ის ლორდი?
რა ხდება,თუ ამიხსნიან დროზე კარგი იქნება.
***
წამში გადავივლე ტანზე და გამოვვარდი,როგორც იქნა ის ძონძები მოვისროლე და ჩემი დახეული ჯინსი,ასე ძალიან რომ მიყვარს ჩავიცვი.
კარში,როგორც კი გამოვედი ის ხორბლისფერა და ნინი დავინახე,ჩამომსხდარან ყველასთან ერთად მდივანზე და მხიარულად კისკისებენ. ჩემს დანახვაზე ნინის მზერა ეძაბება და მარიდებს,აი ის ტიპი კი მხიარულად შემომციცინებს თაფლისფერ თვალებს.
-გამარჯობა ლუკა,მიახარია,რომ ფეხზე ხარ-მითხრა და თავიც დამიკრა,რაო რაო? რა უფლებით მელაპარაკება?საპასუხოდ თავი დავუკარი მხოლოდ.
-მოდი ძმაო,დაჯექი-ხელით მომითითა კახიმ თავის გვერდით,წამში იქვე ჩამოვსკუპდი.
უკვე ძალიან მაღიზიანებს ეს გაურკვევლობა,ალბათ თქვენც ხო? მოდი ერთად გავიგოთ, ძალიან დავიბენი.
-აბა გისმენთ,ამიხსენით-ჩემს ნათქვამზე ღრმად ჩაისუნთქეს.
-ლუკა იცი-დაიწყო ხმის კანკალით დიანამ-პირველ რიგში,დაუჯერებელი ამბავი გადაგვხდა თავს და იმედია არ გეგონებით გიჟები.
-თქვენზე უკეთ ვიცი,რაც ხდება,მოდით ის მითხარით რა დაემართა ბნელ ლორდს?
ხუთივემ ამარიდა მზერა,შეკითხვა კიდევ ერთხელ გავიმეორე და როგორც იქნა იოანემ ამოილუღლუღა მოკვდაო.
მოკვდაო?
არა უდნა დავიძნო,იქნებ გამახსენდეს.
***
-ლუკა,ლუკა გაიღვიძე!ლუკაა-თავზე დამჩხავის ყვავით მარი,თვალები მოვხუჭე და დავამთქნარე.
-რაო რა გითხრა ლორდმა?-განაგრძო ისევე.
ერთი წუთი დამჭირდა იმის გასააზრებლად,თუ,რა ხდება ჩემს თავს. მომავალიდან ისევე აქ დავბრუნდი? ხო,ცოტა კარგად არ ვარ,ცოტა არა,ძალიან.
-რაღაც ამბორიო ახსენა და მერე გაქრა.
მარიმ სახე მოჭყანა,სასაცილოა,მაგრამ ასეთი ჩაფიქრება იცის,მოჭყანავს მიმიკას და თავში აზრებს ალაგებს შესაბამისად,შემდეგ,როცა დააწყობს ცდილობს საუკეთესო ამოარჩიოს მათგან.
-კი,მაგრამ რას უნდა ნიშნავდეს ეგ?-თქვა ბოლოს.
-აზრზე ნამდვილად არ ვარ ამწამს.
მიმოვიხედე,გია ყბა დარებული შემოჰყურებს მარის,ალბათ ახლა მისი თვალებიდან ჩანს გოგონა,რომელიც სკამს ელაპარაკება,მეტად აღშფოთებულია ჩემი ძმა და დიანა,ხოლო სანდრო კი საოცარი მზერით მოგვჩერებია.
-რაო რას ამბობს ლუკა?-შეეკითხა ჩემი ძმა.
-ლორდმა ამბორი ახსენაო და მერე გაქრაო,რა უცნაურია არა?
გიამ ახლა უფრო დააღო პირი,მისი შემხედვარე სულ დამავიწყდა ახლახან მომავლიდან,რომ მოვედი და მის მიმიკაზე გამეღიმა. მთავარია,ვიცი,რომ გადავრჩი და ნელ-ნელა გავიგებ,
იმედია,რა მოუვიდა ლორდს.
-ამბორიო?აგე დიანა ხედავ?-კახი მოიბრუნდა მას.
-რას ბიჭო?
-ჩემმა ძმამაც კი იცის,ამდენი ხანია გიცნობ და ერთხელაც არ გვქონია ამბორი!-დოინჯი შემოირტყა და კოპები შეკრა.
-შენც არ გაწყენს სუფთა ჰაერი კახი-არ დააცადა მარიმ დიანას რაღაცის თქმა.
-არა გმადლობ.
გიამ ჩემსკენ გამოიხედა,მგონი შოკშია,ვერ გაეგო მისთავს რა ხდება,რაღა დაგიმალოთ და მეც ვერ გამიგია.
-ჩემი წასვლის დროა-თქვა გიამ და კარისკენ გაექანა სწრაფი ნაბიჯებით.
***
ამათი დუმილი ჭკუიდან გადამიყვანს,ზუსტად ერთი საათია,მსჯელობენ რას უნდა ნიშნავდეს ეს ამბორი,ამასობაშო ჩემი სიცოცხლის ოთხი დღეც,მალე გავა და გავიგებ საბოლოო ჯამში,რა მოხდა.
იოანე ჯიუტად რჩება თავის პოზიციაზე,ამტკიცებს,რომ მარი ყალთაბანდია და არანაირი სული(მე)არ არსებობს მათ ირგვლივ.
ყველას თავისი აზრი აქვს ამ საკითხთან მიმართებაში.
-მარი-როგორც იქნა,ამოიღო ხმა სანდრომ-როგორც თქვი, ლორდი პირველად,როცა გამოეცხადა ლუკას ერთ კვირიანი სიცოცხლის ვადა მისცა ხომ?
-კი,მასე იყო.
-ლოგიკურად,რომ ვიმსჯელოთ,ანუ ეს რაღაც ისეთს უნდა მიშნავდეს,რომელიც ლუკას ეხმარება,მაგრამ რა შეიძლება იყოს ეს?ნუთუ ვინმეს უნდა ეამბოროს?ან რაში სჭირდება ეს ამბორი?
ყველამ ერთმანეთს გადახედა და გაურკვევლად შეიშმუშნენ.
***
საბოლოოდ ყველა დაიშალა,გარდა სანდროსა და კახის. ისინი აივანზე ისხდნენ, უკუნითმა ღამემ დაისადგურა,მთვარე თითქოს მოაჯადოვეს,შავ ღრუბლებში გახვეულიყო,მის ირგვლივ რამდენიმე ვარსკვლავი ატუზულიყო,თითქოს თაყვანს სცემდნენო.
-აბა კახი,რას მეტყვი შენსა და დიანაზე?-მთვარეს თვალს არ აშორებდა სანდრო.
ჩემმა ძმამ უხერხულად ამოიხვნეშა და ნიკაპი ჩამოდო აივანის კიდეზე.
-ეჰ,ძმაო,ნეტავ ვიცოდე რა უნდა,ღმერთმანი ამისთვის ყველაფერს ვიზავ,ოღონდაც გავიგო.
-იცი რა,გინდა მამაკაცურ რჩევას მოგცემ-კახიმ თავი დაუქნია და მიაშტერდა სანდროს-იცი დღევანდელი ახალგაზრდობა ძალიან გადაგვარდა ჩემო ძმაო,ქალებს კერავენ,ერთობიან და მერე ვითომც არაფერი,ნაგავსაყრელზე მოისვრიან ხოლმე. ქალი,ეს ხომ, თავად ღვთის მიერ შექმნილი პირველი სასწაულია,მათ გარეშე დავიბრიდებით ძმაო,დავიბრიდებით. თუ შეგხვდება ასეთი ქალი,რომელიც შენზე ჭკვიანია,რადგან ყოველი წარმატებული მამაკაცის უკან ძლიერი ქალი დგას,მათ გარეშე ეგოისტები ვიქნებით მეტი არაფერი,ასევე ქალი,რომელიც ლამაზია არა,როგორც ფიზიკურად,არამედ სულიერად,მათი სილამაზე თვალებში იმალება,ეს ხომ სარკეა ადამიანის ბუნებისა,მთავარია,როგორ ჩაიხედები ამ სარკეში!ასევე,ქალი,რომელიც გულის სიღრმემდე უყვარხარ,შენს გამო შეუძლებელს შეძლებს!თუ საჭირო,გახდება ვულკანს ყინულად აქცევს,მთებს მდინარედ,მხოლოდ იმისთვის რომ ბედნიერი იყო,აი ასეთი ქალები ალამაზებენ თავად სამოთხეს,მე კიდევ არ მეყოფა სიტყვები სხვა თვისებების ასაღწერად,მაგრა მეს ძირითადია.
კახი გაოცებული შესცქერის მას,რადგან ასეთი სანდრო ძალიან იშვიათია. მასში იმალება, ისეთი რაღაცეები,რასაც თქვენც კი ვერ იპოვით,რომც ცადოთ,უბრალოდ მიუწვდომელია.
-საოცარი რჩევაა ძმაო,მაგრამ ქალები სულ იბუტებიან და მირბიან!ეს გამაღიზიანებელია!
სანდროს ჩაეცინა და მხოლოდ ახლა შეხედა კახის.
-მაგას ჩემზე უკეთ ვინ მიხვდება კახი,აუ იცი,როცა ვაბრაზებდი ხოლმე,ისე ბრაზდებოდა და ცოფთებოდა,რომ ერთი სული მქონდა შემეჭამა იგი,ახლაც სისხლი მიდურს,რომ მახსენდება,საოცრებაა ჩემი...
აღარ დაუსრულებია მას,სახე მიეყინა ერთ ადგილას და გაშტერდა. მას უნდოდა ეთქვა "ჩემი გოგო,ჩემი სიცოცხლე,ისეთი საყვარელია..."მაგრამ სიტყვა "ჩემი",მიეყინა პირზე, ალბათ ფიქრობდა იყო კიდევ თავისი?!
-მაპატიე სანდრო,მე ურბალოდ...
-არა, არაუშავს,ხშირად ადამიანები ვერ ვხვდებით,რას ნიშნავს საყვარელი ადამიანი ჩვენთვის,სანამ მათ არ დავკარგავთ,მაგრამ რომ იცოდე ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის,ადამიანი მაშინ კარგავს ყველაფერს,როცა კვდება,მე კიდე შემომხედე ცოცხლაი ვარ,ასე რომ ვიბრძოლებ მისთვის,კარგი უკვე გვიანია დავიძინოთ...
***
ღამე ისე მიილია,მხოლოდ სანდროს გიტარის ხმას ვუსმენდი,რომლიც უკრავდა,უკრავდა და უკრავდა...
***
ისე მართალია,ჩვენი მთავარი ამ თაობის პრობლემა იცით რაშია? ცნობილ ციტატას დავიხმარ "წარსულს ვერ ვიტანთ,აწმყოს ვგმობთ,მომავალი კი სულერთია,აი ამას კარგი დასასრული არ ექნება"
***
მეოთხე დღეც მიიწურა,დილა უთენია წამოვხტი,ირგვლივ ყიჟინა გაებათ ხალხს,მთელი სასტუმრო ყვიროდა. დავიწყე მარის ძებნა ჩემთვის,რომ ეთქვა,მაგრამ ვერ მივაგენი,ირგვლივ ყველა ირეოდა. ბოლოს ტერესაზე ვიპოვე,იოანეს ეჩხუბებოდა კვლავ,დანარჩნები კი უსმენდნენ.
-დამიჯერე ეს მან ქნა,მე დავინახე იგი ხალხნო-ყვიროდა გამწარებით მარი.
-გეყო ტოო,გეყო რა ამდენი სისულელე,უბრალოდ კმარა მარი!კმარა!-არც იოანე აკლებდა.
-შენ არასდროს გჯერა ჩემი იოანე!მან მოკლა გია,ლორდმა მოკლა იგი,დამიჯერეთ!
რაო?არა ვსო,ღამეც უნდა ვიყო ფხიზლად.
სასტუმროს ცეცხლი ეკიდა,ირგვლივ ისმის განწირული ხალხის კივილი.
ბოლში ჩაშავებული ახალგაზრდები ახველებენ,ზოგიც დამწვარ ხელ-ფეხს იხვევს.
-მარი რა მოხდა აქ?
-ლუკა,ლორდი დაგვხოცავს,გეფიცები მე ის დავინახე...
არა...
ის სუნი ისევ აქ არის...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent