შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე,შენ და წვიმა..(7)


3-04-2015, 18:05
ავტორი American angel
ნანახია 2 839

7 საათამდე სულ ცოტა იყო დარჩენილი..
არაფერი განსაკუთრებული..
ისე ჩავიცვი,როგორც ყოველ დღე მაცვია..
გასასვლელად ვემზადებოდი დედაჩემმა რომ დარეკა.
მოვბრუნდი და მონატრებული დედის ხმა რომ გავიგე,კინაღამ ამეტირა.
მეგონა რამე სერიოზული უნდა ეთქვა,დაიწყო როგორც ჩვევია..
-ჩემო პატარავ,ჩემო ანგელოზო ,ლამაზო,დახატულო..
3 საათი ვუსმენდი მის რჩევა,დარიგებას..
ინსტიქტურად საათს დავხედე 7-ის 10 წუთი იყო..არმახსოვს როგორ გავუთიშე ტელეფონი და გავვარდი..
კიბეები სწრაფად ჩავირბინე და ჩემი კორპუსის ზუსტად წინ შავი მერსედესი რომ დავინახე,დავწყნარდი..
ეგრევე ჩავჯექიი..
როგორ მინდოდა მეკითხა რა სუნამოს ხმარობდა ნიკუშა,მაგრამ ასე უადგილოდ ვერ ვკითხავდიი..
-მაკოცე რა.
სიგიჟემდე მინდოდა მეკოცნა,მაგრამ უარის ნიშნად თავი გავაქნიე და რეაქციას დავაკვირდი..
ისე სასაცილოდ შემომხედა,ისეთი საყვარელი იყო,ვეღარ მოვითმინე და ვაკოცე..
ჯერ კისერში,მერე ლოყაზე და ისევ დავჯექი,ღვედი გავიკეთე და დაველოდე რას იზამდა..
-სად წავიდეთ ?
-სადაც გინდა.
სადღაც ლამაზ ადგილას ვიყავით..
ბევრი კოცნის,ცოტა ალკოჰოლის,ცოტა სიგარეტის მერე სახლში მომიყვანა..
კიბეებზე ბარბაცით ავედი,ეს არ იყო ალკოჰოლის ბრალი,ეს იყო სიყვარულის და სიხარულის..
კარები რომ გავაღე ტკბილი სუნი მეცა,რაღაც ნამცხვრის..
ნეტა მარი იყოს აქ,ყველაფერს მოვუყვებოდითქო..
პირველად ვინატრე მარი ესე ძაან,მაგრამ არაუშავს ნანიკო მყავდა..
-ოოო ნანიი რა სუნებიაა..
სამზარეულოში შევედი..
მარი და ნანი ერთად ფუსფუსებდნენ..
სიტყვებით აუღწერელი ბედნიერება ვიგრძენი..
საოცარი ღამე იყო..
მარის და ბებოს გაკეთებულ ნამცხვარს სამივე ვჭამდით, არაყს ვწრუპავდით და მე უსასრულოდ ვყვებოდი ამბებს..
ჩემზე და ნიკუშაზე..
ჩემ სიყვარულზე...
იმაზე რომ სიყვარულზე მაგარი გრძნობა არ არსებობს..
ვუყურებდი ბებოს გაბრწყინებულ თვალებს..
ამ ორს ჩემი ბედნიერება რომ უხაროდათ,ეს ყველაზე მეტად მახარებდა..
მერე მარიმ ბებოს სთხოვა,რომ თავის პირველ სიყვარულზე მოეყოლა..
ნანის ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი რომ დავინახე,ტანში ჟრუანტელმა დამიარა,საოცრება მოყვა,ისს რაც ცხოვრებაში პირველად გავიგე მაგრამ არასოდეს დამავიწყდებოდა.
-მე მეათე კლასში ვიყავი,დემე მეთორმეტეში...ხო დემე,დემეტრე ერქვა..ჩემ კლასში ერთი გოგო მოწონდა,აკითხავდა ხოლმე,მაგრამ არასოდეს არ მემთხვეოდა,ხან გარეთ ვიყავი და ხან სადმე სხვაგან..ჩემი დაქალები სულ მეუბნებოდნენ დღეს დემემ თამუნას მოაკითხაო..რიცხვიც მახსოვს სიხარულებო,10 მარტი იყო..პირველად დაემთხვა მისი მოსვლა,ჩემ კლასში ყოფნას..დავინახე და თითქოს მთელი ცხოვრება შეიცვალა..თითქოს კი არა,მართლა შეიცვალა..დაჟინებული მზერა მეც ეგრევე ვიგრძენი,ვუყურებდით ერთმანეთს ..გოგოებო,ქალი ყოველთვის გრძნობს მზერის შინაარს.მე ზუსტად ვიცოდი,თვითონაც ზუსტად იგივე იფიქრა რაც მე..მერე გავიცანი,შემიყვარდა,შევუყვარდი და 2 წელი ჩვენზე ბედნიერი არავინ იყო..ერთად ყოფნის მესამე წელი რომ იწყებოდა,მანქანა დაეჯახა.ვერ გადავარჩინეთ..ხელებში ჩამაკვდა და დღესაც მახსოვს,მისი ბოლო სიტყვები:” მე ყოველთვის მეყვარები”ვიცი რომ ვუყვარვარ,მეც იგივე დავპირდი და ვასრულებ,ახლაც მიყვარს..
რომ დაამთავრა,სამივე ვტიროდით..
ნანი ბებოს თავის ოთახში პატარა ზარდახშა ედო,რომელსაც შვილივით უვლიდა..
რაღაცას ნახულობდა და მერე ისევ კეტავდა ხოლმეე..
ადგა და ზარდახშა მოიტანა,კრემისფერი იყო,გასაღებით გახსნა და შიგნიდან პატარა ბალერინა ამოვიდა,რომელიც სასიამოვნო მელოდიაზე ცეკვავდა..
ზარდახშიდან ყელსაბამი ამოიტანა და მომაწოდა..
-ეს დემემ მაჩუქა.
ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა..
-ნინა,მე რომ მოვკვდები ეს ზარდახშა შენი უნდა იყოს,ეს ყელსაბამიც და დამპირდი,რომ მთელი ცხოვრება გაუფრთხილდებიი..
ბებოს ხელი დავადე და მარის წინაშე პირობა დავდე..
ზუსტად ვიცოდი რომ ამ პირობას შევუსრულებდი..მაგრამ ნანიკოს სიკვდილზე წამითაც არ ვფიქრობდი..
იმ ღამეს ნიკუშა დამესიზმრა,რომ გამეღვიძა შუა ღამე იყო,დაახლოებით 4 საათი..
წყლის დასალევად ავდექი,სამზარეულოში ფეხშიშველა გავედი და ცივმა იატაკმა ჟრუანტელი მომგვარა..
წყალს ვსვამდი,უცბად ღრიალი რომ გავიგე..
ფანჯარას გიჟივით მივვარდი და გამოვაღე..
სკვერთან დაახლოებით 5 ბიჭი იდგა,ჩხუბობდნენ და ვხედავდი სისხლის წვეთებს..
სიბნელე იყო, თვალები გავაფართოვე ისე როგორც შემეძლო და ძლივს გავარჩიე ნიკუშას ძმაკაცის სახე..
ტელეფონით სასწრაფოდ ავკრიფე ნიკუშას ნომერი,მაგრამ გამორთული იყო..
მეორეჯერ რომ ვრეკავდი,ზუსტად იმ დროს ორმაგად უფრო ძლიერი ღრიალი გავიგე და დავინახე ბიჭი,რომელიც ძირს ეგდო..და სისხლის გუბეში ბანაობდა..
სახე ვერ გავარჩიე,მაგრამ კარგად ჩანდა თეთრი საროჩკა,რომელიც ნელ-ნელა სისხლისფრად იღებებოდა..
არაფერზე არ მიფიქრია,რაც პირველად მომხვდა ხელში ის მოვიხურე და გიჟივით გავვარდი სახლიდან...
კიბეები სწრაფად ჩავირბინე და სკვერთან გავჩერდიი........................
***********************



№1  offline წევრი nineli

ასეთ დროს გაწყვეტა როგორ შეიძლებოდააა? :XX რა პატარა თავი იყოო,,, belay

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent