შეცდომა {სრულად}
ჩემთან მხოლოდ ის სევდიანი სიმღერები არიან,რომლებიც ლეპტოპში მაქვს ჩატვირთული.ჩემთან კიდევ,ის დღიურია,რომელმაც ფოტოზე ყველაზე ადრე გაიგო,მაგრამ ჩემთან იყო და არ განვუსჯივარ,არ დაუცინია,არ დაუმცირებივარ,არ გავურიყივარ. ამიტომაც ვაფასებ ფურცლებს ადამიანებზე მეტად.შეგიძლია ელაპრაკო დაუსრულებლად,შემდეგ საიმედო ადგილას დადო და მათ ვერავინ იპოვის,ვერავინ წაიკითხავს და ვერავინ მოუსმშეცდომები. მათ ყველა ვუშვებთ,მაგრამ რამდენად ხდება ყველა ადამიანის შეცდომა განსჯადი ან განხილვადი?! ზოგს ფულიანი მამიკო და/ან დედიკო ჰყავს,ზოგი თავად უმკლავდება,ზოგს კი არ აქვს გამკლავების თავი,ნერვები,ფსიქიკა... ადამიანები.ანუ მეტად განვითარებული ცხოველები მხოლოდ იმიტომ განსჯიან სხვებს,რომ საკუთარი დანაშაულებები ან შეცდომები გადაფარონ. როდემდე?! კითხვაა : როდემდე? აქვეა პასუხიც: მანამ სანამ მსხვერპლი თავს არ მოიკლავს ან მონადირე ახალ სამიზნეს არ აირჩევს. ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივადაა. დასცინი,ამცირებ,რიყავ,შეურაწყობას აყენებ,განიხილავ,თავს იკლავს,შენ კი ახალს ირჩევ. ახალს,რომელიც იგივე ბედს გაიზიარებს და ეს არ გბეზრდება. ვერც კი ამჩნევ,რომ მკვლელი ხდები. პირველივე თვითმკვლელობის დროს მკვლელი ხდები.შენ მას კლავ.ფსიქოლოგიურად ანადგურებ,მაგრამ მაინც ურცხვად ჩნდები მის პანაშვიდზე,დაკრძალვაზე და ამბობ,რომ გიყვარდა,ამბობ,რომ დაგაკლდება. კოშმარი, დღე პირველი. საკუთარ საწოლში ვიღვიძებ.ვგრძნობ,რომ რაღაც ისე არაა.თავი მისკდება,ანუ,გუშინ აშკარად ბევრი დავლიე.ტელეფონი რეკავს და ვიღებ,მიუხედავად იმისა,რომ ნამდვილად არ მაქვს ამის თავი. ჩემი დაქალია. - ეს რა გააკეთე! როგორ გააკეთე? - ტირის და ამავდროულად იცინის. გაურკვევლობაში მყოფი ტელეფონს ვუთიშავ და სოციალურ ქსელს ვამოწმებ. ფოტოები,ფოტოები,ყველაფერი ჩემი ფოტოებითაა აჭრელებული. ათასი მესიჯი,მილიონი გამოტოვებული ზარი და მილიარდამდე პოსტი მხვდება საკუთარ კედელზე. ჩემი ძველი,საშინელი ფოტოს ნახვა თვალებს მიწვავს. იცით რას ვხვდები?! მაშინ,როცა ყველაფერმა ჩაიარა,უფრო სწორად,გგონია,რომ ჩაიარა ჯოჯოხეთი თავიდან იწყება,ისე,თითქოს არც დამთავრებულა. იმ დღეს საწოლში ვრჩები. არც ვტირი,არც ვიცინი,არც ისტერიკას ვაწყობ. უბრალოდ არაფერს ვაკეთებ. ვშეშდები. დედა. დედა იმედგაცრუებული შემორბის ოთახში და ამბობს,რომ სამარცხვინო შვილი ვარ.ამბობს,რომ რცხვენია,რადგან დედაჩემია. მარტო ამის მოსმენაზე მიტყდება ტირილი. უშედეგოდ ვცდილობ ავუხსნა,რომ ეს ყველაფერი ადრე იყო,რომ ამას უკვე დიდი ხანია გულით ვატარებ და მრცხვენია.მართლა მრცხვენია. ის არ მისმენს. ოთახიდან ისევე გარბის,როგორც შემოვიდა და თითქოს ჩემი რაღაც ნაწილიც მიაქვს. მტკივა. კოშმარი,დღე მეორე. მიუხედავად იმისა,რომ დედამ იცის,როგორ მდგომარეობაში ვარ,მაინც მთხოვს საწოლიდან ადგომას.მთხოვს სკოლაში წასვლას. ანუ იქ,სადაც ვიცი,მხოლოდ დამცინავი მზერა და გულისტკენა მელოდება. მეც მის ნებას ვმორჩილდები. ზლაზვნით ვდგები საწოლიდან,ჩანთას ვალაგებ.შავებში ვეწყობი და სახეს კაპიშონში ვმალავ. სხვა რა გზა მაქვს?! სკოლაში მივდივარ. ხომ გქონიათ მომენტი,როცა რაღაც დაზუსტებით იცით,მაგრამ მაინც გაქვთ იმედი,რომ ასე არ მოხდება.გაქვთ იმედი,რომ რაღაც სხვანაირად იქნება. სიმართლე თუ გინდათ... მეც მჯეროდა იმის,რომ ყველას არ ექნებოდა ფოტო ნანახი,ან ვინმე მაინც გამიგებდა. სისულელე. გაკვეთილები საშინლად იწელება.ზურგს უკან კი,მხოლოდ ჩურჩული მესმის.დამცინავ მზერას ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ,რომ ერთადერთი რაც მინდა აქედან გაქცევაა.გაქცევა სადმე უსაფრთხო ადგილას,მიუხედავად იმისა,რომ მსგავსი არაფერი არსად მეგულება. მსურს აქაურობას თავი დავაღწიო. ძლივს მთავრდება გაკვეთილები,მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს დაცინვა არასდროს დამთავრდება. ყველეფერზე მეტად,რაზე მეცინება იცით?! მიუხედავად იმისა,რომ სასაცილოდ ნამდვილად არ მაქვს საქმე?! იმაზე,რომ ზუსტად ისინი განმიკითხავენ ვისაც ზუსტად იგივე აქვთ გაკეთებული,მაგრამ მათი ისტორიები უკეთესად იმალება. საბოლოოდ,მთავარი ისაა,რომ ყველაფერი მჟღავნდება.არაფერი ელოდება. ეს კი იმ ძუკნებმა,რომლებმაც ზურგში დანა ჩამარტყეს არ იციან. საბედნიეროდ არ იციან. სახლში მისულს საწოლში წოლის მეტი არაფერი მინდა.საბოლოოდ კი მაშინ ვისვენებ,როცა ტელეფონს ფანჯრიდან ვაგდებ. ესეც მშვენიერი დღის მშვენიერი დასასრული. სრული კატასტროფა,ანუ კოშმარი,დღე მესამე. სკოლაში აღარ მივდივარ,რადგან ზუსტად ვიცი იქ უარესი კატასტროფა დამხვდება.ვიცი,ახლა ჩემი სიტუაცია სირაქლემას პოზიციას ჰგავს,მაგრამ თითქოს სხვა გზა არ მაქვს და ეს ერთადერთი საუკეთესო გამოსავალია. სახლში ვრჩები. დედის,მეგობრების,სკოლის და საერთოდ ყველაფრის გარეშე. ჩემთან ერთდა მხოლოდ სიბნელეა. სიბნელე და შიში. შიში იმისა,რომ ეს შეიძლება უარესში გადაიზარდოს. მტკივა,მაგრამ ახლა თითქოს იმაზე მსუბუქად,როცა ვცდილობდი ყველაფერი დამემალა. ყველას გვაქვს საიდუმლო. ისინი კი ყოველთვის გამოდიან მზის შუქზე. სამწუხაროდ. ენს. მეგობრები,რომლებსაც ვენდობოდი აღარ მწერენ,აღარ მოდიან,აღარ მკითხულობენ,ეს კი რატომღაც საერთოდ არ მტკენს. არა,გატყუებთ,სულ ოდნავ მტკენს. ხალხი ხომ ყოველთვის ვტოვებთ ერთმანეთს,მიუხედავად იმისა,რამდენი გვაქვს ერთად გადატანილი. ვუყურებ ფოტოებს და ვგრძნობ,რომ ყველაფერი ფარსი იყო.ყველა დაბადების დღე,ყველა სიხარული,ყველა ერთად დგომა. სამწუხაროა,როცა მეგობრებში ცდები, მაგრამ, უფრო სამწუხაროა,როცა ისინი ცდებიან შენში. სრული სიგიჟე.კოშმარი,დღე მეოთხე. ნელნელა ყველაფერი უარესობისკენ მიდის.ხმები მესმის.ხმები,რომლებსაც არავინ გამოსცემს.ისინი ჩემს თავში ისადგურებენ.ღრმად იდგამენ ფეხებს და დარწმუნებული ვარ ვეღარასდროს გავთავისუფლდები მათგან.ეს სიგიჟის ბოლო ზღვარია. ცუდია,როცა შენით სხვები არიან იმედგაცრუებულნი,მაგრამ ყველაზე რთულია,როცა საკუთარ თავს უცრუებ იმედებს და პატიება ძალიან გირთულდება. ვგრძნობ,რომ ვეღარ ვუძლებ. ვეღარ ვუძლებ დამცინავ ვიდეოებს,წერილებს,იმეილებს. ვგრძნობ,რომ მეყო. ვგრძნობ,რომ ეს ბოლოა. სწორედ ესაა სრული სიგიჟე,კოშმარი,დედამიწიელი ჯოჯოხეთი. მწარე და ყველაზე მტკივნეული. ყველა ადამიანს,რომ თან დასდევს და ცდილობს ჩაითრიოს. ჩემს შემთხვევაში მან გაიმარჯვა. ჩამითრია. მე კი ვერც გავაცნობიერე ისე შევაღე ჯოჯოხეთის კარი. ჯოჯოხეთის,რომელსაც ადამიანები ვუწყობთ ერთმანეთს.ეს სწორედ ის დროა,როცა სატანა იღვიძებს თითოეულ ჩვენგანში. არ ელოდოთ დედამიწიელი ეშმაკისგან რქებს ან კუდს. ის შეიძლება სწორედ ყველაზე ლამაზში იმალებოდეს.ის ხომ ღმერთის რჩეული იყო. რჩეული. ეს კი ცოტა არაა. ბოლო.კოშმარი,დღე მეხუთე. ხელები მიკანკალებს,რადგან ვხვდები როგორ ისადგურებს სიბნელე ჩემში.ან უარეს შემთხვევაში უკვე დაისადგურა. ვერც ვხვდები როგორ ვამზადებ ყველაფერს (თოკს,სკამს) აი ყველაზე მეტად კი იმას ვერ ვხვდები როგორ ვემზადები ამისთვის თავად. ეს რთულია. სხვები,რომლებსაც სიბნელე,სიგიჟე,არასდროს უგრძვნიათ იტყვიან,რომ ეს ადვილია,რომ ამას არაფერი უნდა,მაგრამ ნეტავ მართლა ასე იყოს. ეს ყველაზე რთული მაშინაა,როცა გინდა იცოცხლო,მაგრამ ამის საშუალებას არ გაძლევენ. გინდა შენც დატკბე თინეიჯეობით,ჩააბარო უნივერსიტეტში,გყავდეს შეყვარებული,შემდეგ ქმარი,შვილები,გყავდეს მეგობრები,მაგრამ ამის უფლებას გართმევენ. ამაზე მანამ ვფიქრობ სანამ პატარა სკამზე ავალ და თავს ერთი უბედურებიდან მეორეში გავყოფ. ერთი,ორი,სამი. ბოლოს,სკამის დავარდნის ხმა მესმის. მეღიმება. ეს უბრალო ხმაც კი ბედნიერებას მანიჭებს და მერე... აი მერე, ყველაფერი მთავრდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.