შემომიყვარდი (თავი 4)
-გისმენ დავით_მანქანასთან მისულმა უპასუხა ყოფილ ქმარს. -კი, კი რა თქმა უნდა, ხომ იცი პრობლემა არ არის, ორი დღით? კარგი, ბაღიდან წამოიყვან თუ სახლში დაგახვედრო? გასაგებია, მაშინ დროებით. ახლა ორი დღით სოფის გარეშე რჩებოდა, ეს ყველაზე უარესი იყო, ახლა მარტო დარჩენა და ფიქრი არ იყო საჭირო. აჰა აი მშველელიც. -ნინა, უნდა მიშველო. ორ საათში ნინაც მივიდა მასთან და ცივი ყავის გაკეთება დაიწყო, ანიტას არაფრის თავი ქონდა, ნერვიულად დაიოდა წინ და უკან და ხელებს ისრესდა, ბოლოს მობეზრდა მეგობრის ასე ყურება და დივანზე კომფორტულად მოემზადა. -ჰე, სანამ გამსკდარხარ დაიწყე, რა ხდება? -არ ვიცი გესმის? მე 28 წლის შვილიანი ქალი ვარ, უკვე დიდი ხანია 15ს გადავაბიჯე, წარმატებული ლექტორი ვარ, ქმარიც მყავდა და ერთი შეყვარებულიც, სტუდენტები თან გიჟდებიან ჩემზე, თან პატივს მცემენ. არ ვიცი გესმის? არ ვიცი რა მჭირს, მირჩევნია აქ ამოვიფეთქო შენთან და უნივერსიტეტში ისევ ისე ამაყად თავ აწეულმა ვიარო, მაგრამ ამ ემოციებს ვერ დავმალავ. -ლაწირაკი არა? -არ ვიცი რა უნდა გესმის? თუმცა როგორ არ ვიცი, მასაც იგივე უნდა რაც ნახევარ ჩემ სტუდენტ ბიჭებს, მაგრამ ასე ახლოს ვერავინ ბედავდა მოსვლას, უკვე მის გასამწარებლად დავიწყე კაბების ჩაცმა გესმის ეს ჩემთვის რას ნიშნავს? -ოჰოჰ, ყოჩაღ ბიჭს. -გაბრიელი, გაბრიელი ქვია. -სახელსაც ვერ დაუწუნებ, კი მაგრამ ასე როგორ გადაგრია? -საქმეც მაგაშია გესმის? არ ვიცი, უფრო სწორედ ვიცი, ასე ნაგლურად და ჯიუტად არავინ ყოფილა, ყველას ერთი უარი და მეორედ მკაცრი სახის მიღებაც ყოფნიდათ, ეს კიდევ .... წარმოგიდგენია, დღეს ვუყურებდი ფეხბურთს როგორ თამაშობდა და ერთადერთი რასაც ვფიქრობდი ის იყო, როგორი შეგრძნება იქნებოდა იმ კუბიკებზე თითებით რომ მოვფერებოდი._სახე ხელებში ჩამალა ანიტამ და ამოიხვნეშა-ღმერთო, მე 28 წლის ვარ, ის 20ის, მე ლექტორი ის სტუდენტი, საერთოდ რაზე ვფიქრობ და ვლაპარაკობ. -ამდენს მართლა არ ველოდი, მიდი, ჯობია აქ ჩემთან დაიცალო და ხვალ ისევ შენი მედიდური ნიღაბი აიკრა ვითომ არაფერი. ისე, რა მოხდება ვნებებს რომ აყვე? შენ თავისუფალი, ახალგაზრდა, მიმზიდველი და სასიკვდილოდ სექსუალური ხარ, რა მნიშვნელობა აქვს სტუდენტია თუ არა, ყოველთვის ამბობდი უნივერსიტეტს გარეთ მათთვის ლექტორი აღარ ვარო. -კარგი რა ნინა, ბო*ად ნუ გამოგყავარ. -ეგ რა შუაშია? არ შეიძლება ქალს ცხოვრებაში პარტნიორი ყავდეს? ქმარი შენ არ გაწუხებს და არაფერი. -ხომ იცი რომ გეგის ჩემთან მოკარების უფლება არმივეცი, არც მას შემდეგ რაც მივხვდი რომ მომწონდა და მასთან დროის გატარება მსიამოვნებდა, ისიც კი მჯეროდა მიყვარსთქო, სანამ ცოლობა არ მთხოვა. -ხო და მითუმეტეს, სერიოზული ურთიერთობა შენ არ გინდა ასაკი და წარმომავლობა რომ დაუწუნო და გამოიძიო და რატომ არ გინდა თავს ცოტა მეტის უფლება მიცე? თავისუფალი ქალი ხარ ანიტა, თავისუფალი, მერამდენე საუკუნეა, სანამ დრო და შეძლება გაქვს გააკეთე ის რაც შენ გინდა, ცხოვრებაში პირველად მოიქეცი ისე, როგორც შენ გინდა დაარა ისე როგორც მეზობელ-ნათესავებს. ეგ ბიჭი მოგწონს, ასე ანერვიულებული დათოზეც კი არ მინახიხარ. -ასე მგონია მე მარჯვენა მხარეს მჯდარი ანგელოზი ვარ წესიერებისკენ რომ ვუხმობ თავს, შენ კიდე მარცხენა მხარეს მჯდომი ეშმაკი მრუშობისკენ რომ მიბიძგებს_სიცილი აუტყდა ქალს. -მრუშობას და კაცების ყოველ ღამე ცვლას არავინ გთხოვს ქალბატონო, განათხოვარ ქალს რომ პარტნიორი ყავდეს ცხოვრებაში მრუშობად არავინ ჩათვლის. რატომ არ გინდა დინებას მიყვე და ნახო რა მოხდება და რასთან მიგიყვანს? -არ ვიცი, ნინა, მართლ არ ვიცი, ხვალ ლექციები არ მაქვს, შეგიძლია გაეთავისუფლო? სოფი დათომ წაიყვანა და გთხოვ ერთი დღით ბათუმში წავიდეთ, ახლა ზღვა სასწაულად მჭირდება. -აუ ანიტა კარგი რა, ხომ იცი უჩემოდ ეს უთავბოლო კონსულტანტები მაიონეზის განყოფილებაში პურს დადებენ, ნუ მიყურებ მაგ თვალებით, ჯანდაბა შენი თავი კარგი, დავრეკავ. სამ საათში უკვე ბათუმში იყო და ხარბად ისუნთქავდა სანაპიროზე მჯდარი ზღვიდან მომავალ ჰაერს. თვალებ დახუჭული უსმენდა ტანლღების ხმას და ნეტარებას გრძნობდა, ყოველთვის უკვირდა. ჰოროსკოპით ლომი, რომლის სტიქიაც ცეცხლია, წყალი ასე რატომ მოქმედებდა, ალბათ, ამ აგიზგიზებულ ცეცხლს სწორედ წყალი აქრობდა და სიმშვიდის უფლებას აძლევდა, უფლება და შესაძლებლობა რომ ქონოდა, სამუდამოდ აქ დარჩებოდა, ამ ჰაერს ყოველ დილით შეისუნთქავდა და ცეცხლ დამცხრალი მშვიდად ცხოვრებასაც შეძლებდა. მერამდენე საათია ნინას ნათქვამ სიტყვებზე ფიქრობდა, თითქოს და მართლაც დაიღალა ამ ამაყი, უკარება, სასტიკი ნიღბის ტარებით, ისიც ხომ ქალია, მასაც უნდა გვერდით მზრუნველი ადამიანი ყავდეს, მართალია გეგის ახლახანს დაშორდა, მაგრამ უნდა აღიაროს მასთან არასდროს უგრძვნია თავი სრულყოფილ ქალად, ურთიერთობაც არ ქონდათ, ვერ გრძნობდა საჭირო ვნებას მასთან, ამიტომაც შეეშინდა ცოლის გაგონებაც კი და გამოიქცა, გაბრიელი კი მისი ჰორმონებით თამაშს ხელის მიკარების გარეშეც ახერხებს, საკმარისია წუთით ჩახედოს თვალებში და იმდენად ხედავს მის თავს ჩაშოშმინებული ცეცხლის გიზგიზი წვავს. არა, გაუძლებს, არ შეიძლება, ასე ვერ მოიქცევა, ხვალ საღამომდე დამშვიდდება და ზეგ ისევ მიუწვდენელი ლექტორი ივლის დერეფნებში, უფლებას არ მიცემს იმ პატარა ლაწირაკს სუსტი გახადოს, არ მიცემს და ვერც მიცემს. ლამის ამდენი დაწყობილი გეგმა წამში დაივიწყა გაბრიელის მოწერილი „მომენატრე“ რომ მიიღო ტელეფონზე. -ეს ბიჭი ბოლოს მომიღებს_ ამოიკვნესა და მაშინვე დაბლოკა ეკრანი პასუხის გაცემაზე რომც არ გაეფიქრებინა. იცოდა გაბრიელმა ოთხშაბათობით ანიტას რომ ვერ ხედავდა, მაგრამ ახლა სხვაგვარად მოენატრა. მას შემდეგ რაც თითქოსდა ყინული ოდნავ დაიძრა სულ მის გვერდით უნდოდა ყოფნა უფრო წინ რომ წასულიყო. ბოლოს ვეღარ მოითმინა და ტელეფონი მოიმარჯვა. არავინ იდგა ირგვლივ და ისარგებლა. -გისმენთ_ჯერ კიდევ ნამძინარევი ხმა ქონდა ქალს. გაეღიმა გაბრიელს, ნეტავ დილით ახალი გაღვიძებული როგორია? ყოველგვარი ნიღბის გარეშე, ნეტავ როგორია უბრალო ანიტა. -დილა მშვიდობისა მასწ. -გაბრიელ_წამიერი გამოფხიზლება დაეტყო ხმას. -სად დამემალეთ პატივცემულო? -გაბრიელ, არ ფიქრობ რომ უკვე საკმარისია? -კი, მაგრამ.. -არა გაბრიელ, არავითარი მაგრამ, საკმარისია, შეიგნე რომ ჩვენი ურთიერთობა ლექტორი სტუდენტისას არ გაცდება და თავი დამანებე, არ მცალია სათამაშოდ._მაშინვე გაუთიშა და გაბრიელმაც მთელი ნებისყოფა მოიშველია ტელეფონი არ მიეფშვნა სადმე. ასე რთულია გაიგოს, რომ უყვარს? ახლა რა ქნას? დანებდეს? თავი დაანებოს? იქნებ და მართლა ვერ მოაწონა თავი? თუმცა ვერც მოასწრებდა, როცა ასე კატეგორიულია ადამიანი ჯინაზე თქვას უარი შეიძლება. გაურკვევლობაში ჩავარდა ბიჭი, როგორ მოიქცეს? -გაბრიეელ_ჯგუფელის ხმამ გამოაფხიზლა-დაგაგვიანდება არ შემოდიხარ? -მოვდივარ მარიკა მოვდივარ, სხვა რა გზაა. -ხომ კარგად ხარ, მშვიდობაა?_ყურადღებით ამოხედა ბიჭს დიდი ცისფერი თვალებით. -წარმოგიდგენია? ისიც კი არ ვიცი რა გიპასუხო მაგაზე. -გაბრიელ, თუ დახმარება შემიძლია, აქ ვარ. -მადლობა, მაგრამ იმ ქალს ვერავინ დამავიწყებს, რომ გამოგიყენო ჩემ თავს ვერ ვაპატიებ, ჯობია ლექციაზე შევიდეთ არაკაცურად ვერ მოვიქცევი_ნაღვლიანად გაუღიმა გოგოს და აუდიტორიაში შევიდა. მოწყენილი მზერით შეაცილა ბიჭი და ლამის იქვე ატირდა, პირველივე კურსიდან მოწონდა გაბრიელი, ისე შეუყვარდა ვერც გაიგო, იქნებ ახლა აქვს შანსი? ვინ იქნება ისეთი რომ დავიწყება შეუძლებელია? ეს მისი ბოლო შანსია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.