შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იღბლიანი შეცდომა (თავი მეორე)


1-10-2017, 14:40
ავტორი sofikela
ნანახია 3 613

ქართული ფილოლოგია რომ დავამთავრე, ისევ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე მაგისტრატურაზე, განათლების მეცნიერებების მიმართულებით. საოცნებო სამსახურს რომ წარმოვიდგენდი ხოლმე, ყოველთვის უნივერსიტეტის კედლები წარმომიდგებოდა თვალწინ, ყველაზე კომფორტულად აქ ვგრძნობდი თავს და ალბათ, მაგიტომ. და ახლა, მე, 24 წლის სოფიო იაშვილი, პირდაპირ იქ აღმოვჩნდი, სადაც, ვიცოდი, ბევრი საინტერესო ამბავი გადამხდებოდა თავს. ამაზე ფიქრის ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, ერთია იყო ლექტორი და მეორეა იყო საინტერესო ლექტორი. სწორედ მეორეს ვუმიზნებდი მე.
ისე ველოდი ორშაბათის მოსვლას, როგორც უმნიშვნელოვანეს დღეს ჩემს ცხოვრებაში.
კვირა დღე სახლში გავატარე, უცნაური და ამავდროულად ამაღლებული განწყობა მქონდა. გული ვერაფერს დავუდე. გონებაში ერთი და იგივე სურათი ჩნდებოდა. წარმოვიდგენდი, როგორ შევდიოდი აუდიტორიაში და სტუდენტების წინაშე წარმოსათქმელი სიტყვაც კი შევთხზე რამდენჯერმე : - გამარჯობა, მე სოფიო ვარ, თქვენი ახალი ლექტორი განათლების მენეჯმენტში. დიდი იმედი მაქვს, ვიმეგობრებთ. ვჯდები და ვუღიმი აუდიტორიას. ეს სიტუაცია რამდენჯერმე წარმოვიდგინე, ყოველ ჯერზე სხვადასხვა დეტალს ვუმატებდი, თუმცა ღელვა -ღელვად რჩებოდა. კარგა ხანს ვერ დავიძინე, ბოლოს, ნერვიულობით დაღლილს ჩამეძინა და მეგონა სულ რაღაც 5 წუთის დახუჭული მქონდა თვალები, როცა მაღვიძარას ხმა ჩამესმა.
ისევ ნაცნობი ღელვის შეგრძნებით წამოვჯექი საწოლში. მივხვდი, რომ ის, რაც ჩემ ირგვლივ ხდებოდა , სულაც არ იყო ჩემივე წარმოსახვის ნაყოფი და ნერვიულად შევიცურე ხელი თმაში.
ავდექი, ქურაზე ჩაიდანი დავდგი ყავისთვის და წინა დღით შერჩეული ტანისსამოსი უკან შევაბრუნე კარადაში, აღმოჩნდა, რომ სულ სხვანაირი განწყობით გამეღვიძა ამ დილით.
არჩევანი თეთრ პერანგსა და შავ, კლასიკურ შარვალზე შევაჩერე. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ვერც ამჯერად მოხვდა ჩემს ჩაცმულობაში, თანაც, არ მინდოდა ზედმეტად გაპრანჭული ვყოფილიყავი.
შემოდგომის უჩვეულოდ თბილი და მზიანი დღე თითქოს რაღაც კარგისა და წარმატებულის საწინდარი იყო ჩემს ცხოვრებაში. ღრმად ჩავისუნთქე და გაბედულად შევაღე მშობლიური უნივერსიტეტის კარი.
- სოოფ, დამელოდე. უკნიდან გავიგონე ჩემი უახლოესი მეგობრის, სალომეს ხმა, რომელიც უნივერსიტეტში მუშაობის რამდენიმეწლიან სტაჟს ითვლიდა უკვე.
- უკან მოდიოდი? ისეთი დაბნეული და ანერვიულებული ვარ, ვეღარავის ვამჩნევ. გავუღიმე და ჩავეხუტე სალომეს.
- კარგი, რა, რა განერვიულებს. ყოველთვის ხდება რაღაც პირველად, მაგრამ შენ პირველივე ჯერზე გამოგივა, დარწმუნებული ვარ - მითხრა ღიმილით.
- შენს პირს შაქარი - ვუთხარი და თითებით ეგრეთ წოდებული „ნიჩურიტები“ გავაკეთე.
გამოცდილი მეგობრისგან კარგა ხანს ვისმენდი რჩევებს, მარიგებდა, მეუბნებოდა, რომ უკეთესი იქნებოდა თუ სტუდენტები ნერვიულობას ვერ შემამჩნევდნენ,სჯობდა, რაც შეიძლებოდა თავდაჯერებული ვყოფილიყავი.
11ს რამდენიმე წუთი აკლდა ჩემთვის ნაცნობი და საყვარელი 106-ე აუდიტორია რომ შევაღე და წინა საღამოს შეთხზული ტექსტი უცებ გაქრა ჩემი გონებიდან.
- გამარჯობა - ვუთხარი ჩემზე მეტად დაბნეულ პირველკურსელებს, ის დღე გამახსენდა, მათსავით დაბნეული რომ შევედი პირველ ლექციაზე და გამეღიმა.
- მე სოფიო ვარ, თქვენი ლექტორი, საგნის დასახელება, ალბათ, უკვე იცით, მაგრამ შეგახსენებთ, რომ განათლების მენეჯმენტი უნდა წაგიკითხოთ. - განვაგრძე შედარებით უფრო გაბედული ტონით. - ვეცდები, ჩვენი სამომავლო ურთიერთობა ნაყოფიერი და ამავდროულად საინტერესო იყოს. ვსაუბრობდი და მოლოდინითსავსე თვალები მეტ გამბედაობას მმატებდა. ვიცოდი, პირველი შთაბეჭდილება უმნიშვნელოვანესი იყო და ამიტომ, ვცდილობდი, ღელვა სადღაც უკანა კუთხეში მიმემწყვდია და მაქსიმალურად გამომევლინა ჩემი შესაძლებლობები.
პირველმა ლექციამ მშვიდობიანად ჩაიარა. გავიცანი ჩემი სტუდენტები, მოვისმინე მათი მოლოდინები, ჩავიწერე ელექტრონული ფოსტის მისამართები, დავპირდი, რომ მომდევნო ლექციის მასალას ყველას გავუგზავნიდი და ღიმილით დავშორდი მათ.
- აბა, როგორ ჩაირა? ოთახში შესვლისთანავე მკითხა სალომემ
- ვფიქრობ, არაუშავდა - ვუთხარი ღიმილით
- აბა, რა, ყველაფერი გამოვა, ორივემ ვიცით, მეც შენსავით ვღელავდი პირველი ლექციის წაკითხვისას და ახლა, ხომ მხედავ - მითხრა და თავის საქმეს მიუბრუნდა.
- ჰო, ეს ნამდვილად ის საქმეა, რისი კეთებაც მომწონს - ვთქვი და მობილურზე მოსული შეტყობინება გავხსენი : - ჰეი, პატივცემულო ლექტორო, არ აღვნიშნოთ დღევანდელი დღე? მწერდა ნინა : - აბა, რა , პატივცემულო მასწავლებელო - დავუბრუნე პასუხი. – „ოქეი“, გამოგივლით საღამოს .
- საღამოსთვის არაფერი დაგეგმო - ვუთხარი სალომეს და ინტერესით შევუდექი იმ ადმინისტრაციულ მოვალეობათა გაცნობას, რომლებიც უნდა შემესრულებინა.
საღამოს სასიამოვნოდ დაღლილმა გამოვიხურე უნივერსიტეტის კარი და ჩემს გოგონებთან შესახვედრად წავედით მე და სალომე. ასე ხდება ხოლმე, როცა ერთ კონკრეტულ ადგილზე ვერ ვთანხმდებით, რუსთაველის „ვენდისს“ მივაშურებთ, ჰოდა, არც დღევანდელი დღე აღმოჩნდა გამონაკლისი. ჩემი პირველი სამუშაო დღის გარდა ნინას წასვლის თემას განვიხილავდით კარგა ხანს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ყოველდღიური შეხვედრების საშუალება არ იყო, თითოეულის დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, ასე დიდი ხნით არ დავშორებულვართ ერთმანეთს.
- ნინა, იცოდე, წესიერად ჩაიცვი, თან მასწავლებლობას და თან სვანეთში ნუ ეხუმრები, გაფრთხილებ - დაიწყო ანამ ნინას დარიგება და სიცილით გადავხედეთ ერთმანეთს.
- გპირდები - აწია ნინამ ორივე ხელი.
- აუ, ნინა, იპოვი მერე ვინმე კარგ ბიჭს მესტიაში და გათხოვდები იქ - თქვა მარიმ და განაგრძო ვანილის ფროსტის ჭამა
- უჰ,უჰ, თან რა კუბდარი იციან სვანეთში, ისწავლე და დიეტას რომ მოვრჩები, გამიკეთე - ნაღვლიანი თვალებით გადავხედე ნინას.
- ჰო, ფისო, აბა, რა .. თვალი ჩამიკრა ნინამ და ის იყო მარი და ანა კიდევ ერთი ბურგერის მოსატანად უნდა წასულიყვნენ, უცებ წამოიძახა - ვაიმე, რომელი საათი ყოფილა ?! ვიჩქაროთ, თორემ ვეღარ წავალთ რუსთავში.
- აუ, კარგი, ნინა, რა - მოვიწყინე მე, ჩანთას დავწვდი ასაღებად და შეტყობინებაც მივიღე , უცხო ნომერი იყო - „თქვენ ჩვენი სატრანსპორტო კომპანიის მეათასე მომხმარებელი აღმოჩნდით და საჩუქრად მიიღეთ უფასო მგზავრობას ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მიმართულებით. „



№1 სტუმარი gggg

Magariaa<3

 


№2 სტუმარი სტუმარი Lia

S o f i k e l a
Ratom agar agrzeleb am istorias
Gaagrzelet......
Zalian momwons ...mainteresebs❤❤❤

 


№3  offline წევრი sofikela

სტუმარი Lia
S o f i k e l a
Ratom agar agrzeleb am istorias
Gaagrzelet......
Zalian momwons ...mainteresebs❤❤❤

გავაგრძელე და შეგიძლიათ, ნახოთ ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent