შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 19


11-07-2018, 06:39
ავტორი zia-maria
ნანახია 2 834

მარიამის ავადმყოფობით გიორგის ცოხვრებაში კრიტიკული დღები დადგა,ბევრჯერ უხმოდ ამდგარა და ყველასგან განმარტოვებულად წასულა შორს და თავის სამყაროში ჩაკეტილა.ის უკვე მიეჩვია მაროტობას,ხშირი გახდა მელანქოლიური დღეები მისთვის,თითქმის ყოველდღიურობად ექცა სიმარტოვე და ის ერთ-ერთი წყნარი და ჩუმი სამყაროს მკვიდრი გახდა.აღარ შეეძლო,მაგრამ უძლებდა,უძლებდა და ელოდა კიდევ როდის გაახელდა მარიამი სოცოცხლე ჩამქვრალ თვალებს.აღარაფერი აღარ აინტერესებდა სხვა გარდა იმისა,სულ ექიმებში იყო და ეძებდა როგორ ეშველა მარიამისათვის.არანორმალური სიყვარული,არანორმალურ ტკივილად იქცა.დილა,შუადღე,საღამო იქ იყო მარიამის გვერდით და არ ტოვებდა შედიოდა და ელაპარაკებოდა,იმ დღესაც ჩვეულებრივად წყნარად ელაპარაკა.
-როგორ ხარ მარიამ უკვე ერთი თვე გავიდა რაც აქ წევხარ და მე ბავშვიც არ მინახავს,უშენოდ მისი არა თუ დანახვა,მისი ხმის გაგონებაც არ მინდა.ვისთვის ან რისთვის ვიცოცხლო უშენოდ,რატომ გამიმეტე ასე დაუნდობლად,რატომ გამწირე,ვისთვის ვიცოცხლო და ვისუნთქო,მარტო იმისთვის რომ გავიხსენიო ჩვენი სიყვარულით სავსე ლამაზი დღეები,რომელმაც ცხოვრება გამილამაზა? ჩემი ცხოვრება დასრულდა და დაცარიელდა უშენოდ,ის ცარიელია და მხოლოდ შენდამი ტკბილი მოგონებებით ვსუნთქავ ჯერ კიდევ რომ ვსუნთქავ.ჩემს გულში უშენობის სიცარიელით დიდი ტკივილი დარჩა მარიამ.ფრთხილად აკოცა გათეთრებულ,გაცრეცილ,თითქმის გაყინულ ბაგეებზე და ადგა,უხმოდ ცრემლიანი თვალებით დატოვა მარიამის პალატა.იქედან გასულს უნდოდა სადმე ისეთ ადგილზე წასულიყო,სადაც მარტო იქნებოდა.წუთიერად დაფიქრდა და ბავშვის სანახავად წავიდა,პატარა ჯერ კიდევ ინკუპატორსი იყო,გარედან დიდ სარკმელთან იდგა და უცქერდა მძინარე ლამაზ თოჯინას.ეგონა მის მიმართ რაიმე შეიცვალა მასში,მის გულში,მაგრამ არ უგრძვნია არაფერი ბავშვის მიმართ,ესე იგი ის ჯერ კიდევ გაბრაზებული იყო მასზე.სახლში მივიდა,არავის დაელაპარაკა გამოიცვალა და ისევ ეზოში გავიდა,იქ დაჯდა ჭადრის ძირში სადაც მარიამს უყვარდა ჯდომა და წიგნის კითხვა.
-გიორგი სად მიდიხარ შვილო.უთხრა ცრემლიანი თვალებით რუსომ.
-დააცადე,რაც უნდა მის გულს ის გააკეთოს.უთხრა გოგიმ და რუსოს ხელი მოხვია.ჭადრის ძირში დამჯდარმა სიგარეტო ამოიღო,ჯერ უყურა ხელში მოფშვნა რამოდენიმე ღერი და შემდეგ მოუკიდა,არ ესიამოვნა და გადააგდო.ფიქრებში ჩაიძირაუძილობისაგან დაღლილს ჩაეძინა და თითქოს ცხადში ესმოდა,მარიამის ხმა მოელანდა და გაოცებულმა მიმოიხედა.
-გიორგიიი გადაადე სიგარეტი არ გიხდება და მოდი ჩემთან.
-მარიამ,მარიამ დამელოდე მეც შენთან წამოვალ.
-სად ხარ,აქ რატომ არ ხარ მომენატრე.გიორგი მნახე,მხოლოდ ამ ერთხელ მნახე.თვალი გაახილა,ჩასძინებოდა დაღლილს და გაახსენდა მარიამი უხმობდა,წამოდგა წელში გასწორდა და ნელი ნაბიჯით დაიძრა მანქანისკენ,შემდეგ გაიქცა მანქანაში ჩაჯდა და გიჟივით გავარდა ეზოდან.საავადმყოფოში მისულმა მანქანა დააყენა და ასევე გიჟივით აიარა კიბეები,ბოლოს ძალა წაერთვა მარიამის პალატასთან ექიმები რომ დაინახა.ფეხები აუკანკალდა,სიმწრის ოფლმა დაასხა და სულ დასველდა,შეეშინდა და კედელზე ხელის გაყოლებით მივიდა მათთან.ყველა გიორგის უცქერდა და ყველას სევდა ჰქონდა თვალებში,მაგრამ სასწაულია?თუ ეჩვენება,არა ვერ უჯერებს თვალებს სიხარულის ცრემლები მის სახეზე იკვლევენ გზას.ვერ მიხვდა ცხადში იყო თუ სიზმარში და ისევ მარიამის ხმამ გამოიყვანა ბუსუსიდან და დააბრუნა რეალურ სამყაროში.
-ვიცი იქ წასულები უკან რომ არ ბრუნდებიან,მაგრამ მე ჯერ არსადაც არ წავსულვარ აქ ვარ და შენ გელოდები.ეს ბოლო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მწარე და ყველაზე ტკბილი ზღაპარია,ზღაპარი რომელშიც სიყვარული წარმატებულია შენს გულში რომ დარჩება სამუდამოდ ლამაზი მოგონებებით,ერთადერთი რაც მტკივა ჩემში,ჩემი ოცნებებია რომლებიც ფუჭად დარჩა,ოცნებებშიც არ მქონია ბედი.თითქოს გრძობდა მისი ცხოვრების ბოლო საათების მოახლოვებას და უფალმა შანსი მისცა გამომშვიდობებოდა საყვარელ ადამიანებს,მის თვალებში კი ფილმის კარდებად იშლებოდა ბოლო წუთების ფოტოები.დაიღალა,თვალები დახუჭა ენით გამომშრალი ტუჩები გაისველა და მკრთალი ღიმილი მოეფინა სახეზე,გიორგიმ ახლოს მივიდა გაცრეცილ სახეზე მოეფერა და ჩამწყდარი ხმით უთხრა.
-ნუ გამიმეტებ ამოდენა ტკივილისთვის,ნუ დამტოვებ უშენოდ აქ ამ სამყაროში.მარიამმა სუსტად მოუჭირა ხელი და უთხრა.
-მე ვიბრძოლე,მაგრამ ვერ მოვერიე გიორგი და დღეს ეს წუთები ვგრძნობ რომ ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთებია.ჩვენი ეს საუბარი საბოლოოა და გთხოვ,გთხოვ ნუ მიგლოვებ დიდი ხნით.შენ ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე მამაკაცი ხარ,დამპირი გიორგი რომ ცხოვრებას გააგრძელებ,რომ შენს თავს კიდევ მისცემ შანსს იყო ბედნიერი.
-მაპატიე საყვარელო,რომ ამ სურვილს ვერ შეგისრულებ.ხელები მოხვია და გულში ჩაიკრა მონატრებული,რამოდენიმეჯერ გამოტირებული საყვარელი სხეული.არ მჯერავს რომ ისევ აქ ხარ ჩემთან და მე შემიძლია შენ შეგეხო,თუნდაც წუთიერად მე ბედნიერი ვარ რომ შენ გხედავ,რომ ჩვენ ვსაუბრობთ,ჯანდაბა არეულად ვამბობ ყველაფერს.გიორგიმ მარიამთან საუბარით სიხარულისგან არ იცოდა რას ამბობდა.
-მესმოდა რასაც მეუბნებოდი,ყველაფერი მესმოდა.შენ ჩემს მაგივრად სუნთქავდი,შენი გული მთელი ეს დრო ჩემი გულისთვის სუნთქავდა,ჩვენ ერთად დავძლიეთ ეს დიდი გასაჭირი,მაგრამ საკითხავია დავძლიეთ კი?გიორგი ნუ შეიძულებ პატარას,ის არ არის დამნშავე რაც მოხდა.
-ნუ გადაიღლი თავს საყვარელო,ჯერ კიდევ სუსტად ხარ.ცრემლით სავსე თვალებით უთხრა გიორგიმ მარიამს და სახე დაუკოცნა.
-მოდი აქ დაწექი ჩემთან და ერთად დავიძინოთ,მეძინება საყვარელო,ალბად წამლების ბრალია.რომ გამოვიღვიძებ მარიამს ხომ მანახებ.
-აბსა რას ვიზამ,გინდა ახლა მოვიყვანო?
-მინდა,ძალიან მინდა რომ ვნახო.გიორგი წამოდგა და რამოდენიმე წუთში ბავშვით ხელში დაბრუნდა,მარიამს მის დასუსტებულ ხელებში ჩაუწვინა პატარა თავადაც მიუწვა და მისი ორი საყვარელი არსება გულში ჩაიხუტა.ამ მტანჯველი ერთი თვის მანძილზე პირველად დაიძინა გემრიელად,ვერც კი გაიგო როგორ შევიდა ექიმი პალატაში,ბექა,რატი,ალექსი გაოცებული უცქერდა ამ საოცარ კადრს და ბექამ ფოტო გადაუღო სამივეს,ფრთხილად და უხმოდ დატოვეს პალატა და გარეთ დაელოდნენ. რამოდენიმე საათში გიორგი სიცივემ გააღვიძა,მარიამს მის მკერდზე თავმიდებულს შეეწყვიტა გულის ფეთქავა.ფეხზე წამოდგა,სუნთქვას დააყურადა და რომ დარწმუნდა მარიამი აღარ სუნთქავდა მისმა ღრიალმა მთელი საავადმყოფო ფეხზე დააყენა.ყველაფერი რაც კი ხელში მოყვა დალეწა და დაამსხვრია,არავის ახლოს არ იკარებდა,მხოლოდ ბექამ მოახერხა და პატარა მარიამი გულზე აკრული გაარიდა იმ ადგილს.გიორგი კი გულში იხუტებდა მარიამის გაცივებულ სხეულს და ტოროდა მანამ,სანამ თავად არ დაიღალა.
-შენ მე გამიმეტე,მაინც გამიმეტე და მიმატოვე.გამიმეტე მწარე ტკივილისთვის და დამიტოვე შენი ცოცხალი სურათი ჩვენი პატარა მარიამის სახით.მხოლოდ ის დამრჩა შენგან სამუდამო საჩუქარი,სულში კი ,,სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ''.იწვა საავადმყოფოს თეთრ პალატაში და მისი შავი თვალები ერთი წერტილისათვის გაეშტერებინა,ფანჯრიდან კი ჩანდა როგორ ჩამოწვა უკუნი ღამე და ნელი წვიმა წამოვიდა,ნელა-ნელა კი წვიმა თავსხმა წვიმად გადაიქცა და თითქოს ისიც განრისხებული მარიამის სიკვდილით ეხეთქებოდა მთელი ძალით დედამიწაზე და იქვე ჭიჭყში ერეოდა.ეს ცხოვრებაც ხომ ჭუჭყია და მეტი არაფერი.გიორგი კი იჯდა ერთ კუთხეში და ბუტბუტებდა.
- ,,სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ''რომელიც მხოლოდ ჩემს სულს ეხება მტკივნეულად.შენ,შენი წილი სიცოცხლე იცხოვრე თუნდაც მცირე ხნით,მაგრამ იცოცხლე და იცხოვრე დიდი სიყვარულით.შენ მუდამ ჩემში იქნები,შენ ხომ ჩემი პატარა მარიამი ხარ რომელმაც ჩემი გული დაიკავე და წასვლისას კი თანვე წაიღე აქ უგულოდ დამტოვე გამოცარელებული,რადგან ვერ ვგრძნობ მის ფეთქვას.მშვიდობით საყვარელო,ჩვენ იქ ზეცაში შევხვდებით ერთმანეთს.აღარავინის დანახვა აღარ უნდოდა,აღარც ის პატარა უსუსური არსება რომელიც დედის სითბოს გარეშე დარჩა,აღარც მისი შეხედვა არ უნდოდა.ისე სწრაფად გავარდა და ჩაუქროლა გვერდი იქვე მდგარ ბიჭებს,რომ ვერცერთმა ვერ გაიაზრა რა მოხდა,მაგრამ როცა ბექა აზრზე მოვიდა უკან გაეკიდა გელსთან ერთად მაგრამ ვერ დაეწია,მანქანით გაყვა უკან და ისიც ტიროდა.
-არ გააკეთო სისულელე, გიორგი აზრზე მოდი.გიორგი კი ისეთი სისწრაფით მიდიოდა რამოდენიმეჯერ ამოტრიალდა ჰაერში და ორივე გაშეშებული უცქერდა ჰაერში მობრზიალე მანქანას და შიგ მჯდარ გიორგის.დავარდა თუ არა მანქანა,ბექა და გელა მივარდა და მკვეთრად გაიგონეს გიორგის ნათქვამი სიტყვები.
-მოვდივარ საყვარელო,ამიერიდან იქაც ერთად ვიქნებით.




ჩემო ძვირფასებო,პატარა თავია მაგრამ ვფიქრობ ემოციური.ახლა კი მაპატიეთ თუ გული გატკინეთ.მაპატიეთ, თუ რომელიმეს ტკივილი გაგიახლეთ,მაგრამ ამ ისტორიის დაწერა ორი წლის წინ დავიწყე და როდესაც საშინელად მტკივნეული დარტმა მივიღე ცხოვრებისგან შევწყვიტე წერა.მთელი ეს დრო თაროზე მქონდა შემოდებული და ბოლოს და ბოლს გადავწყვიტე მკითხეველისთვის გამეზიარებინა ეს ტკივილით სავსე სტრიქონები.მიუხედავად იმისა,რომ ბევრმა მთხოვა მარიამი დამებრუნებინა ვერ შევძელი, რადგან ჩანაფიქრი თავიდანვე ასეთი იყო.მადლობა ყველას და კიდევ ერთხელ ბოდიში თუ იმედი გაგიცრუეთ.გპირდებით მარიამი გააგრძელებს სიცოცხლეს,მაგრამ პატარა მარიამი იქნება აქ მთავარი პერსონაჟი,მისი ბავშვობა და მამასთან ურთიერთობა.



№1  offline წევრი მია15

კარგი იყო .მომეწონა ველი შემდეგ თავს

 


№2  offline მოდერი zia-maria

მია15
კარგი იყო .მომეწონა ველი შემდეგ თავს

მადლობა საყვარელო,გაიხარე. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№3  offline წევრი marikuna18

ძალიან ძალიან შემეცოდა გიორგი :((( მაგრამ რეალობა არის ალბად :( მაგარი გოგო ხარ და ასე გააგრძელე მალ-მალე დადე ხოლმე♡♡♡♡♡♡

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

მართლა მტკივნეული იყო, მაგრამ მარიამი რომ დავებრუნებინა ეს ისტორია უბრალოდ ვერ იქნებოდა ისეთი კარგი,როგორიც არის ახლა.მეც არ მინდოდა მარიამის სიკვდილი, მაგრამ ავტორი შენ ხარ და ეს შენი ნებაა.მართლა მთელი გულით ველი ახლა მარიამის და მამამისის ურთიერთობას,ცოტა რთულად დაიწყო, მაგრამ მჯერა გიორგის,რომ არ შეიძულებს მის პირმშოს.
--------------------
ლანა

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიამი

აუუუ რატო რატოო მარიამიიი გიორგის გული რატო ატკინეეე აუუუ

 


№6 სტუმარი მარიამ სიმსივე

რა საშინელებაა ,როგორ დამწყდა გული ვერც წარმოიდგენთ ის ხომ სულ ახალგაზრდა იყო ????ბევრი ვიტირე და უფროსწორედ ახლაც ვტირი ამ კომენტარს რომ ვწერ????გიორგიზე ცოტათი ვბრაზობ პატარა უსუსურ არსებაზე რომ ბრაზდება ,რომელიც დედის ზრუნვა მოკლებული გაიზრდება მაგრამ მაინც მესმის გიორგისი . რადგან მარიამმა დიდი სულის ტკივილი დაუტოვააა ვერ ვიჯერებ რომ მარიამი აღარ არის ????????????????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent