შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იმედი


11-07-2018, 13:29
ავტორი s135
ნანახია 984

თენდებოდა, იქნებოდა სადღაც შვიდი საათი, როდესაც მზემ შემოანათა ფანჯარაში და გაანათა ოთახი. ღია ნაცრისფერ კედელს მოეფინა ნათელი, სარკემ აირეკლა მზის სხივები და მიწვდა თეთრ უზარმაზარ საწოლს, ასევე მიაღწია გოგონამდე. ფხიზლად ეძინა, საოცრად ესიამოვნა მზის “მოფერება” სახეზე, ხელები გადაისვა ქერა კულულა თმებზე, რომელიც ღამის განმავლობაში არეოდა და უსწორმასწოროდ ეყარა მკერდზე. წამოჯდა და საწოლის საზურგეს მიეყრდნო ტელეფონი აიღო ხელში, საათს რომ დახედა ჯერ ძალიან ადრე იყო სამსახურში წასასვლელად. სიმღერები ჩართო და ღიმილით წამოდგა, შევიდა სააბაზანოში და წყალი მოუშვა. ატლასის თეთრი პენუარი მხრებზე ჩამოიწია, ამანაც არ დააყოვნა და სხეულზე ჩასრიალდა, მოწყვეტით დაეცა დაბლა. თხუთმეტ წუთიანი შხაპის შემდეგ პირსახოც შემოხვეული ფეხის წვერებით გამოვიდა ოთახში, მივიდა უზარმაზარ გარდერობთან და დაიწყო ტანსაცმლის ამორჩევა. დიდიხანი არ უფიქრია, შავი შარვალი თეთრი პერანგი, ფეხზე თეთრი ფერის კედები (ოდნავ მაღლები). ამის შემდეგ სარკესთან გადაინაცვლა. მსუბუქი მაკიაჯი,ხელზე საათი გაიკეთა და თავისი თავი შეათვალიერა. საკუთარ გამოსახულებას გაუღიმა და სამზარეულოში გავიდა კუსკუსით. ჩაიდანი გაზქურაზე დადგა და ადუღებას დაელოდა, ყავა მოიმზადა და აივანზე მოთავსდა სავარძელში. სოციალურ ქსელში შევიდა ათვალიერებდა თუ რახდებოდა.. ამდროს შეტყობინება მოუვიდა გიორგისგან:
- რას შვები ნენე?
-რავიცი არაფერს შენ რასშვები?
-არც მე. დღეს საღამოს თუ გცალია გნახავდი

ნენემ თვალები აატრიალა გაიფიქრა “რით ვეღარ მომშორდაო ან ამ დილაუთენია რამ გააღვიძაო” არ გაუხსნია შეტყობინება ყავის სმა გააგრძელა თავისთვის მშვიდად სიგარეტს მოუკიდა, ისევ შეტყობინების ხმა იყო, უფრო გაღიზიანდა ცაში აიხედა და ღმერთო რა შევცოდე ესეთიო თქვა ისე რომ არც უნახავს ვინ წერდა.. სიგარეტი ჩააქრო, ფინჯანი სამზარეულოში გაიტანა და ნიჟარაში ფრთხილად ჩადო, გავიდა ისევ აივანზე და ტელეფონს დახედა, დახედვა და შოკში ჩავარდნა ერთი იყო. ირაკლი წერდა. გამოშტერებული სახით უყურებდა მობილურის ეკრანს და არ სჯეროდა რო ეს ის ირაკლი იყო. თავისი უბნელი, რომელიც ერთი წელია მოწსონდა კიარადა უყვარდა მემგონი. პირველივე დანახვით მოიხიბლა მისით, ისეთი მამაკაცური იყო დასტოინი სახით, მაღალი, ღია ყავისფერი თმებით, მუქი წაბლისფერი თვალებით, პატარა ოდნავ კურნოსა ცხვირით, დიდი ტუჩებით, შეთხელებული წვერით სულ ერთ ზომაზე რომ ქონდა. მაღაზიასთან შეხვედრია ხშირად და ერთმანეთს სულ თვალებში უყურებდნენ არ აცილებდნენ თვალებს ერთმანეთს, მაგრამ რათ გინდა ამ ერთი წლის განმავლობაში ინიციატივა არ გამოუჩენია. ძლივს გაიგო ნენემ სახელი და გვარი. მისი სოციალური ქსელი ზეპირად იცოდა რა რის შემდეგ დადო და ასე შემდეგ. ერთხელაც მის გვერძე იყო გადასული და შემთხვევით დაიმატა, მაშინ უნდა გენახათ მისი სახე. თავის თავს ლანძღავდა და სანამ თავისი თავის ლანძღვაში იყო ირაკლიმ დაუდასტურა. დამამშვიდებლები დალია და იმის იმედით რომ რამეს მაინც მიწერდა “თავისი სატრფო” მთელი ღამე გაათენა, მაგრამ სულ ტყუილად. ერთი კვირის წინაც დაინახა ირაკლი და ისევ ისე უყურებდნენ თვალებში ერთმანეთს ყველაფერი იგრძნობოდა მათ გამოხედვაში, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ფლირტი, შემდეგ ვნებით აკიაფებული თვალები, ლტოლვა, მოწონება.. მის დანახვაზე ყოველთვის ჯრუანტელი უვლიდა ნენეს, ლამის გული ამოვარდნოდა ისე იყო.. ეხლაც ისე გაუკვირდა, გაუხარდა არ იცოდა რა ექნა.
-ამ დილაუთენია აქ რას აკეთებ? რატომ არ გძინავს?
-სამსახურში წასასვლელად ვემზადები, შენ რა გინდა აქ ამდროს?
-მანქანა გამიფუჭდა და ადრე უნდა მივიყვანო ხელოსანთან.. მალე რო გააკეთონ მერე რაღაც საქმეები და სარბენი მაქვს.. ვიბრიდები ისე მეძინება.. შენ არ გიჭირს ყოველდღე ესე ადრე გაღვიძება?
-როგორი საქმიანი ყოფილხარ (აქ გაუცინა, ხუმრობით უთხრა რათქმაუნდა) რავიცი არა მიჩვეული ვარ, თან კაი ამინდი რომ არის უფრო არ მიძნელდება.
უნდა მიეწერა შენც რო ივლი შენ კომპანიაში მერე შენც შეეჩვევიო მაგრამ აღარ მიწერა მერე მიხვდებოდა რომ ნენემ ყველაფერი იცოდა მის შესახებ.
-ხო რავიცი აბა ვცდილობ რო საქმიანი ვიყო.. შენ სად მუშაობ?
-ერთ-ერთ ჟურნალში ვმუშაობ. ჟურნალისტი ვარ და თან უფროსის ასისტენტადაც ვითვლები სულ ვეხმარები.. ძალიან კარგი ადამიანია. თან ჩემთვისაც ვწერ რაღაცეებს თუ მოსწონთ მერე მიბეჭდავენ. მარა რაც დამიწერია ყველა დაუბეჭდავთ.
-კარგი გოგო ყოფილხარ შენ.. ეხლა გავიქეცი ჩემი ძმაკაცი მოვიდა და საღამოსკენ შეგეხმიანები..
-კარგი დროებით
-ჭკვიანად იყავი..

აი ხოარაფერი ისეთი საუბარი არ იყო მაგრამ ნენესთვის რო შეგეხედათ გეგონება მერვე საოცრება მოხდა, გამოშტერდა არიცოდა რა ექნა ან რა ეფიქრა. მაგრამ იმაში იყო დარწმუნებული რო ეს ბიჭი ძალიან ჩაითრევდა და შეუყვარდებოდა. ამ ერთი მოწერილით არ დარწმუნებულა თავიდანვე იცოდა, რომ ადრე თუ გვიან რაღაცა იქნებოდა და აჰა ფაქტი სახეზეა.. იმდენს ფიქრობდა დრო სულ აღარ ახსოვდა საათს დახედა და ფართხაფურთხით გავიდა სახლიდან. ჩახტა მანქანაში ჩართო მუსიკები და სწრაფად მოწყდა ადგილს. სამსახურში მისული ყველას მიესალმა და თავისი ადგილი დაიკავა.. საქმე ისეთი არაფერი არ იყო ამიტომ ყავა მოიმზადა და თავისი სტატიის წერა გააგრძელა.. ანკაც მოვიდა ამასობაში.. ანკა და ნენე ბავშვობის მეგობრები იყვნენ. ყველაფერი ერთად აქვთ გამოვლილი, ჭირი თუ ლხინი. გულამოვარდნილი არაბული სუნთქვას ირეგულირებდა და ნერვიულად აცეცებდა თვალებს. ნენემ კითხვის ნიშნიანი მზერა მიაბყრო დაქალს, რომელმაც ერთი ამოსუნთქვით დალია სამი ჭიქა წყალი, შემდეგ მაგიდაზე შემოუსკუპდა ბაგრატიონს და ფეხი ფეხზე გადაიდო კმაყოფილი სახით გაუღიმა.
-არაბული დამტანჯე უკვე აღარ იტყვი რამოხდა?
-აბა თუ გამოიცნობ..
-არ არსებობს
-რსებობს.. და გადაიხარხარა
-მომიყევი მალე ეხლა თუ უნდა გეხვეწო?!
-წამო მოსაწევად გავიდეთ და მოგიყვები..
-წამოდი ხო წამოდი.
აიღო სიგარეტი სანთებელა და აივანზე გავიდნენ.
-მოკლედ გუშინ რო ვნახე ჩემი რეზი ბანალურად არც ღამის თბილისი დამათვალიერებინა, არც რესტორანში დამპატიჯა როგორც ყველას ჩვევია. არ დაიჯერებ ბილიარდის თამაში მასწავლა. რაღაც ისტორიებს მიყვებოდა ენა არ გაუჩერებია. ესეთ ბიჭს პირველად შევხვდი ისეთი საყვარელია ლამის ჩავყლაპე.
-უკვე შენი გახდა ხო? - გაიცინა ნენემ - შენ მოდი ფრთხილად იყავი არ შეგიყვარდეს!
-შენ რო გიყვარს შენი ირაკლი უკვე ერთი წელია ჩუმად ეტრფი ეგ ხო კაია? შემიყვარდება და შემიყვარდეს მარა ვგრძნობ რო ჯერ იმას შევუყვარდები.
-გოგო ეგ რა შუაშია. ჩემი ვაბშე სხვა პონტია. თან მომწერა დღეს დილით..
-რა ქნაააა?? -თვალები შუბლზე აუვიდა - შენ ნორმალური თუ ხარ? ეხლა უნდა მეუბნებოდე?
-გოგო ისეთი არაფერი დილით მომწერა რვა საათზე აქ რას აკეთებო რატო არ გძინავსო, მალევე დამემშვიდობა მანქანა მიყავდა სახელოსნოში. ჭკვიანად იყავი და საღამოს შეგეხმიანებიო..
-არ არსებობს, ღმერთო ჩემო როგორც იქნა მივიდა მაგ დეგრადირებულის ტვინამდე რო რაღაც უნდა ექნა.. ნეტა საღამოს რას გეტყვის??..
-არვიცი მე მგონია რო არაფერს არ მომწერს, მგონია რო არ ვარ მაგისთვის საინტერესო საერთოდ სხვა ტიპია რა. - და ღრმა ნაპასი დაარტყა სიგარეტს -
-მოკეტე, მაშინ დღესაც არ მოგწერდა.
-ხო არვიცი, არ მინდა ჩემი თავი დავაიმედო და მერე ცუდად ვიყო მაგის გამო.. აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. რაო კიდე რეზიმ?
-ხანდახან როგორი უჟმური ხარ მინდა რო გადაგაგდო ამ მეოთხე სართულიდან. არაფერი არც უკოცნია არც ხელი გადაუხვევია, ძაან დასტოინად იყო. სახლამდე მიმაცილა.
-კიდე კაი საბილიარდოში არ დაგტოვა - გაუღიმა
-დღეს სახლთან დამხვდა და წამომიყვანა, იმიტომ დავაგვიანე. არც უთქვამს მოვალო აი ესე რომ ჩამოვედი სადარბაზოს წინ ასვეტებული დამხვდა, გადამკოცნა მანქანის კარები გამიღო და ყავაზე დამპატიჟა და მერე მოვედით. ვიცი რო ძალიან შემიყვარდება - ტუჩები გამობუშტა და ბედნიერებისგან ჩაეღიმა.
-მინდა რო ბედნიერი იყო, იმედია შენ მაინც გაგიმართლებს.
-ორივე ვიქნებით ბედნიერები აი ნახავ - გაუღიმა.
ნიკომ(უფროსმა) ნენეს დაუძახა რაღაცაში დახმარება ჭირდებოდა.
-წავალ ვნახა რაუნდა - უთხრა ანკას და კუსკუსით გაემათა ნიკოსკენ. რაღაც ფაილების დაწყობაში მიეხმარა, ნიკო კი თვალებ გაბრწყინებული უყურებდა მის საქმიანობას. ნიკო ძალიან თბილად იყო განწყობილი არა მხოლოდ ნენეს მიმართ, არამედ ყველა მისი თანამშრომლის მიმართ, იგი ძალიან უშუალო და კეთილი ადამიანი იყო. ნენე როდესაც მორჩა ფაილების გადახარისხებას, თავისი ადგილი დაიკავა ანკას გადახედა რომელიც ღრუბლებში დაფრინავდა. ნენემ ჩაიღიმა და თავისი სტატიის წერა განაგრძო. როგორც იქნა მოვიდა საღამოს ექვსი საათი და ამოიწურა მისი სამუშაო დღე, არა კიარ იღლება სამსახურში პირიქით ძალიან უყვარს თავისი პროფესია და არასდროს არ წუწუნებს დავიღალეო, უბრალოდ დღეს საშინლად გაიწელა დღე და ამ გარემოდან გასვლა უნდოდა.
-ანკა, წამოდი მე გაგიყვან მაინც უმანქანოდ ხარ.
-კაი წამოდი, აუ არ მოგშივდა? წამო სადმე დავჯდეთ პიცა მომინდა უცბათ.
-წავედით - გაუღიმა დაქალს და მანქანისკენ გაემართნენ. თითქმის მისულები იყვნენ უკვე დანიშნულების ადგილამდე შუქნიშანზე რო გაჩერდნენ. უკმაყოფილოდ გამობერა ტუჩები ნენემ და გვერდით გაიხედა, ჯობდა სულ არ გაეხედა. გვერძე ირაკლის მანქანა იყო და მას უყურებდა.
გონებაში გაიფიქრა "ღმერთო რა დაგიშავეო" დააიგნორა მისით გამოწვეული ჟრუანტელი აჩქარებული პულსი და ისევ გზას გახედა, აინთო თუ არა მწვანე ადგილს მოწყვიტა მანქანა.
- რა დაგემართა გოგო ნელა ატარე, იქნებ ამლეწო სადმე
- ირაკლი იყო..
-სად? მე რატო არ მითხარი რო შემეხედა?
-ჩვენ გვერძე შუქნიშანზე.. ისე მიყურებდაა..
-გიყუროს შორიდან და იყოს - თვალები აატრიალა და გზას გახედა - არა რა ადამიანი როგორ ვერ უნდა მიხვდე რო გოგოს მოსწონხარ?!
-შეიძლება ხვდება, მაგრამ არ იმჩნევს.. ან იქნებ საერთოდ არ მოვწონვარ? იქნებ ვინმე ყავს? - აღარაფერი აღარ მითხრა ვსო აღარ მინდა მაგ თემაზე ლაპარაკი..
-კარგი როგორც გინდა, მაგრამ იცოდე რომ ადრე თუ გვიან მაინც მოვა ეგ ბიჭი შენთან..
-მოვედით.
მანქანა დააპარკინგა შევიდნენ პიცერიაში, პიცა და წითელი ფორთოხლის წვენი შეუკვეთეს. ერთი საათის შემდეგ გამოვიდნენ. ნენემ ანკა დატოვა და თვითონაც სახლში წავიდა. შხაპი მიიღო, მოკლე თეთრი შორტი და შავი ტოპი ჩაიცვა და ყავასთან და სიგარეტთან ერთად თავის საყვარელ აივანზე მოთავსდა...



№1 სტუმარი სტუმარი ნათია

საინტერესოაა.????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent