შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიში პატივისცემა და სიყვარუილი {13/14}


11-07-2018, 17:45
ავტორი lile-eli
ნანახია 6 181

13.

დილით, სანამ თორნიკე კომპანიაში წავიდოდა, სამზარეულოში ყავას მიირთმევდა, როცა ნიცა შევიდა სახლში ჟურნალებით ხელში სადაც წყვილის ფოტოები იყო.
-დილამშვიდობისა სიძე კაცო.
-გამარჯობა. ეგ რა გაქვს?
-თქვენი „სიყვარულის ამბავი“! ასეთი რომანტიკოსები თუ იყავით მე რატომ არ ვიცი?...
მაგიდაზე დაუდო რამდენიმე ჟურნალი, რომელის პირველ გვერდს მისი და ანასტასიას ფოტოები ამშვენებდა, სხვ და სხვა მომენტი იყო გამოსახული და ყველაში საოცარი მუხტი იგრძნობოდა, მთელს სხეულს სასიამოვნოდ მოედო ნანახი ფოტოები, რომელებიც მაღაზიასთან მომხდარს აღწერდა, წარწერებიც იგივე შეგრძნებებს უჩენდა დადიან: „როგორ ერთობიან დადიანები“.. „დადიანის რჩეულის იუბილე მარტო აღნიშნეს“, „ საოცარი ქალი და თან ბავშური“ „სიყვარულით სავსე მზერა“ და სხვა ..
-უკვე იცი.
ლურჯი თვალები მიანათა, ნიცას.
-ვიცი, მაგრამ უჟმურების მეფე-დედოფალისგან მიკვირს!
ცხვირი დაუმანჭა.
-ჯერ ფხიზელი ანასტასია ნახე და გაკვირვებაზე მერე ვისაუბროთ.
-ააა, მთვრალი იყო? ჩემი კნუტი. უნდა ვნახო!
დაიძრა წასასვლელად, მაგრამ სანამ გავიდოდა თორნიკეს მიუბრუნდა:
-ჯერ ხომ არ მიდიხარ?
-არა.
-მქონდეს შენი იმედი? თუ მოკვლა დამიპირა..
-....
თავი დაუქნია ღიმილით.. ნიცა ოთახში ფეხაკრეფით შევიდა და ბალიშებში ჩაფლულს გაუღიმა, ლოყაზე აკოცა..
-მმმმ...
-როგორ ხარ?
-მეძინება.
-კარგი, მერე მოვალ.
ნიცა სწრაფი ნაბიჯით ჩავიდა სამზარეულოში, თორნიკემ წაბები აუწია ისე შეხედა:
-ტყუილა „მეკითხები“, არ ამქვეყანაზე და მე უნდა მოვიყვანო, თორემ დიდი ხანი იქნება იმ ქვეყნად.
-გაიღვიძა?
-არა, ამოისმუვლა!
-კარგი მე წავალ და სახლი არ გადაწვათ, ნიკაც აქ არის!
-მერე სად არის, ჩემი ბიჭი ამდენ ხანს?.
-მოვედი! რამე უნდა მაჭამო?
-ანას წვნიანი უნდა გავუკეთო, გინდა?
-რისი?
-ქათმის ბულიონი და პელმენის, რომელიც მოეწინება.
-რაღას მეკითხები?
-რომელი გინდა?
-ორივე.
-თინა, მოდი მიხედე ამათ, მარტო არ დატოვო გაზთან!
გასასვლელში მდგომმა თორნიკემ, თინას თავზე აკოცა და გავიდა. სამსახურში მისულმა კი თომა სახლში გაუშვა ტასოს რამე რომ დასჭირდეს შენ მიხედეო, ერეკლემ ყველაფერი არ იცის და მე მეყოლებაო. ისიც სახლში შევიდა თუ არა, სამზარეულოში მოფუსფუსე ნიცას მოკრა თვალი..
-ოხ თორნიკე, შენი..
ნიკამ როგორც კი დაინახა თომა, სამზარეულოდან გამოვიდა და შეიყვანა:
-ისეთ რაღაცეებს აკეთებს, ეს თითის ტოლა გოგო შეჭამ!
-მე რატომ უნდა შემჭამოთ, ეს საკმარისი არა?
-მე არც ვაპირებ!
წარბები აუთამაშა ნიკამ, გოგონას და ჩვარიც მოხვდა სახეში, რომლიც ნიას ეჭირა. შემდეგ ნიცამ აიძულა ორივე მისაღებში გასულიყვნენ და დაპირდა, რომ მორჩებოდა სუფრას გაშლიდა..
მისაღებში მყოფი თომა და ნიკა საუბრობდნენ თომა კი, სამზაროლოდან სასადილო ოთახსი მოფუსფუსე ნიცას, თვალს არ აშორებდა და გული სითოთი ევსებიდა. წამით ისიც კი ინატრა, რომ მისი სახლის დიასახლი ყოფილიყო და სტუმრად მოსულ ნიკოლზს უმასპინძლდებოდეს, ეს პატარა ქალბატონი. თავის ფიქრებზე გაეცინა გასვიანს. არ ემტებოდა საკუთარი თავისთვის ნიცა აბაშიძე, არც მისი ასასკი და არც მისი სილაღე. მისთვოს მხოლოდ ბედნიერბა სურდა და ეს ბედნიერება, რომ თვითონ იყო ვერაფრით იჯერებდა. გრძნიბდა, მაგრამ იმდენად პატარა იყო ნიცა, რომ გასვიანის აზრით, სიყვარულსა და გატასებას შორის განსხვაება უნდა ესწავლა ჯერ აბშიძეს!..
-თომა!
-რა გინდა?
-სად დაფრინავ?
-არსად.
-აბა რა გჭირს?
-არაფერი, შენ და ანდრიამ როგორ გაიცანით?
-ბარში ვიყავით, ეს თავის კალასელებთან იყო, როგორც ჩანს მხოლოდ გოგნები იყვნენ..
-ნიცამ თქვა:- ხომ ვთქვი ბიჭების გარეშე არ ღირს შემოპარვაო! მის კლასელს ვიღაც ტიპი აეკიდა ცუდად და ანდრიამ მიბეგვა, ნიცამ მადლობები უხადა, მერე უკან მობრუნდა ის და სანამ ანდრიას დაარტყამდა, ბოთლის ნახევარს, ნიცამ ისეთი „ხია“ მეც მეტკინა.. უცებ პოლიცის ხმა გავიგეთ და ყველა აირია. ამის გოგონები დაიბნენ და ნიცას ეკითხებოდნენ რა ვქნათ დაგვიჭერენო.. ამან ბრძანება გასცა -სამზარეულოში ჩქარა! ისინიც ყველნი ისე დატყდნენ, რომ მთელი წელი ვეძებდით.. ანდრია დიდიხანი იდგა და უყრებდა პოლიციამ გამოაფხიზლა, როგორც ახლა გავიგე, კლასელს მოუწყვეს გაცილება და იქ ვისი მანქანითაც იყვნენ კლასელის იყო და გაუყიდიათ, იცი ვიდეოში კარგად ჩანდა, როგორ მოხერხებულად მოტეხა თავისი სასტავი. გიჟია რა..
-ბიჭებო მოდით!
ღიმილით შეხედა ბიჭებს და თომას ბედნიერების ღიმილმა გადაურბინა სახეზე, მაგრამ უცებ გაახსენდა ანდრია ახვლედიანი მისი მეგობრის შვილი. მოღუშული სახით წამოდგა და ნიკას შეხედა, როგორც კი ნიცა გავიდა ოთახიდან.
-არ გითქვამს ანდეათვის?
-არა.
-მოგკლავს!
-ვიცი, მაგრამ თუ ბედია თვითონ გაიგებს.
-როდე მერე გაიჩითე მჩხიბავი ნიკა?..
-ეგ რა შუაშია?
-აბა რა ბედი და რას ბოდავ?!
-სიყვარული და ბედი პირდაპირ კავშირშია, რომ იცოდე!
თავი გააქნია თომამ და სასადილო ოთახში შეიდა. ნიცამ ყელაფერი დაულაგა შემდეგ თინა დედიას სინი მოსთხოვა და ანასტასიას ოთახისკენ დაიძრა:
-ბიჭებო წარმატებები მისურვეთ რა..
-რატომ სად მიდიხარ?
თომას სურდა ისიც მათთან ერთად დამჯდარიყო.
-უჟმურეთის დედოფალს უნდაავაკითხო და შევირიგო.
სიმწრით გაიცინა.
-ტასიკოსი ასე გეშინია გოგო? თუ რამეა დამიძახე.
თვალი ჩაუკრა ნიკამ, ისიც აუყვა კიბეს ფრთხილი ნაბიჯებით და ოთახში შესულს თავზე ხელებ შემოლაგებული ანა დახვდა. სინი ტუმბოზე დადო და საწოლზე ჩამოჯდა:
-ანა.. როგორ ხარ?
-ცუდად.
ჩამწყდარი ხმით ამოთქვა.
-მაპატიე ან..
მზერა მხოლოდ მაშინ გაუსწორა ნიცას.
-რა გაპატიო?
-ყველაფერი. მე მხოლოდ შენი დაცვა მინდოდა.
-ვაიმეეე. ნიცა გუშინ.. ვაი თავი! მე თორნიკე ძალიან გავაბრაზე?!.. ვაი დედა, თავი მტკივა..
-ვიცი ანა და მალე გიშველი!
-ვაიმე ნიცა აბაშიძე შენ თუ ყოველთვის ასე ხარ და მაინც სვამ, მოსაკლავი ხარ!
-ანა, ამას თუ შეჭამ გაგივლის.
-რას?
წამოჯდა და მუხლებზე დადებულ თეფშებს დახედა.
-წვნიანია, შენ რომ გიყვარს! რომელიც გინდა.
-აუ გული მერ..
ხელი აიფარა და რამდენიმე წუთში აბაზანიდან დაბრუნებულმა, ნიცას თხოვნით მიირთვა..
-ცოცხლები ხართ? რა სიჩუმეა?
კარში მდგომი ნიკა იცინოდა.
-კი დღეს არ მაქვს ჩხუბის თავი!
-კარგი რა ტასიკო! იცი მე საჩუქარი მოგიყვანე.
-რა საჩუქარი?
-გუშინ უნდა მომეცა, მაგრამ ისე დატყდი ვერ გიპოვეთ.
ყავის მაგიდასთან მუხლებზე მჯდომი ანა პატარა ლეკვის ხმაზე შეხტა და კარისკენ შეშინებულმა გაიხედა..
-არ მითხრა, რომ.... ააა მიშველეთ! ჩემთან მოდის.. ვაიმე ნიცა მიშველე გაიყვანე მიკბენს.
წამოხტა შეშინებული ჯერ მაგიდაზე ახტა, შემდეგ მანძილის მიუხედავად საწოლზე აღმოჩნდა ორ ნაბიჯში და იქედან ყვიროდა. ნიცა კი ისეთი კმაყოფილი იყო, ზაღლის სილამაზითა და ბანტით, რომ ანა საერთოდ არ ახსოვდა.
-ნახე რა სიცოცხლეა, როგორი საყვარელი ხარ. მეც მინდა ნიკოლზ ასეთი!
-შენთვისაც არის!
მეორე პატარა ლეკვიც შეცუნცულდა ოთახში და ყველაზე სასიამოვნო ის იყო, რომ ეს პატარა საყვარელი ლეკვები: ერთი ანასტასიას თმის ფერის იყო და დავარცხნილი მოგრძო თმით თავს იწონებდა, მეორე ლეკვი კი ისეთივე ღია ფერის, როგორიც ნიცა და მასაც მოზრდილი დავარცხნილი თმა ჰქონდა ნიცამ კივილი დაიწყო.
-ან ნახე რა, ერთი შენ გგავს მეორე მეე. რა მაგარია. ეს ჩემია ხომ?
-შენია და ვატყობ ტასიკოც შენი მოსავლელია.
-ვაიმე რა მაგარია. ტასიკო ჰქია? ჩემსას?
-გიჟ ქალა.
სიცილით პასუხობდა ნიკა, აღფრთოვანებულ და შეშინებულ აბაშიძეეს.
-მადლობა ნიკუშ.
ჩამოეკიდა კისერზე და ორივე ლეკი ხელში აიყვანა. ანაც საწოლიდან ჩამოვიდა და შორიახლოს დადგა მისვლა უნდოდა მაგრამ შიშს ვერეფერს უხერხებდა..
-ტასიკო ნახე რა საყვარელია.
-არა ნიკა მეშინია, მე ვერ შევძლებ.
-სცადე მაინც.
-ცოტა მერე რა, როცა მე თვითინ დავძლევ შიშს.
-შენ რომ შიშს დაძლევ გათხოვდება ეს. პატარა ლეკვები ეყოლება და შენ აღარ დასჭირდები.
ენა გამოუყო და გულზე მიიხუტა ორივე. ნიკაც კმაყოფილი უყურებდა ორივეს და იცინოდა.
-ნიცა, ბახუსმა გაუარა ამას, შიშით ხომ?
-როგორც ჩანს კი. აი რა ხელი მაქვს რააა.
თავის ხელს აკოცა პატარა აბაშიძემ, კარში მდგომ თორნიკეს და თომას სიცილით გახედა. ანამ მათ დანახვაზე, სახეზე ხელები აიფარა და ზურგი აქცია სირცხვილით, ყველანი გავიდნენ, მხოლოდ თორნიკე და ანასტასია დარჩნენ. თორნიკეს ის აინტერესებდა თუ რატომ დაიმორცხვა.
-რა მოხდა ტასო?
უცებ მისკენ შებრუნდა და დარცხვენილმა ამოილაპარაკა.
-მაპატიე. გუშინ ძალიან ბევრი ვიგიჟე ხომ?
მამაკაცს გაეღიმა და ხელები სახიდან ჩამოაღებინა.
-ტასო რაც არ უნდა გააკეთო შენი საქციელის არ შეგრცხვეს. მითუმეტეს ჩემთან!
-კარგი მაგრამ.. ალბათ ყველა ჩემზე საუბრობს დღეს.
-ტასო ისაუბრონ!..
ტელეფონმა დარეკა ანას, ნატალია იყო მხირულად და ემოციებით სავსე საუბრობდა. ინტერნეტში თქვენი ფოტობეი ვნახე, რა კარგია, რომ აღნიშნეთ შენი იუბილეო, შემდეგ იოანეს ამბავი ახარა, მკურნალობას შედეგი ჰქონდა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი დრო სჭირდებოდა, ამიტომ რჩებოდნენ გერმანიაში..
თეკლა კი დილით, კმაყოფილი ადგა, რადგან ეგონა ანასტასიას და თორნიკეს პრობლემები სააშკარო გახდებოდა, მაგრამ ნანახი ფოტოებით ისე იყო გამწარდა, რომ არა ადეკვატური გახდა რამდენიმე რედაქციაში ჭორები გაავრცელებინა რომ დადიანების ოჯახში ანასტასია ბედნიერი არ არის და რეზიზე რამდენიმე მინიშნებაც გააკეთა..
ამას დიდი მითქმა მოთქმა მოჰყვა და ნატალია მალევე ჩამოვიდა, ამ ყველაფერს ისიც დაემატა რომ დაჩის მოშორება ღიად და დაუფარავად სურდა ნინო ჩიჩუას, დაჩი ბიზნესის იმ ნაწილს ჩაუდგა სათავეში, რომელიც მხოლოდ მამაისის იყო და კანონიერი, ბარებისა და ნარკოტიკების ბიზნესი ისე გადაულოცა სერგის, რომ ყველა გააოცა, ნინო ჩიჩუა კი გააბრაზა..
-დაჩი, აბა ვიწყებთ ერთად საქმიანობას დაჩი?
მხიარული იყო სერგი, შეხვედრისას.
-არა!
კატეგორიული იყო ნადირაძე.
-გადიხარ საქმიდან?
-არც ვყოფილვარ ამ საქმეში!
-მამაშენი იყო!
სერგისაც შეეტყო სიბრაზე.
-ურო სწორად, მამაჩემის ბიზნესს, ამოფარებული ბიძაშენი-ლევან ჩიჩუა იყო!
-ხომ იცი, ასე მარტივად ვერ გაძვრები ამ საქმიდან?!
-მე ამ საქმესთან არაფერი მაკავშირებს და გაძრომაც არ მომიწევს!
-ამას მარტო მე, არ ვწყვეტ და ეს უნდა იცოდე!
-ვიცი და შენ მოაგვარე ყველაფერი, მე მაგათთან არაფერი მესაქმება, მაგრამ იცოდე, რომ არ შეეხებით არავის! თორემ იცი რაც მოხდება?!
-რა მოხდება?
-თქვენზე ინფოპრმაცია იქ მივა, სადაც საჭიროა, ისედაც ბევრჯერ გადაიდო სასამართლო!..
ამ ყველაფერზე ისე იყო ქალბატონი ნინო გაბრაზებული, რომ პირად კონტროლზე აიყვანა დაჩი ნადირაძე, სერგიმ დაიყოლია ბებია, რომ თურქეთში მყოფი რეზი ბრეგვაძე სჭირდებოდა, მისი გაიძვერა ხასიათი მართლაც, რომ საჭირო იყო ნინოსთვისაც, ამიტომ ამის უფლება მისცა და თან სერგის დაავალა მოსკოვში წასულიყო, რადგან ნოდარ ნადირაძე მოინახულა ციხეში და უკვე გარდაცვლილის ძმის ერთადერთი შვილის ''ღალატი" უამბო. უფროსი ნადირაძე კი ძმებში ყველაზე უგულო და ცივსისხლიანი იყო, მაგრამ როცა დაჩის ეხებოდა საქმე, ის ყველაფერს კარგად გაიგებდა და დააკვირდებოდა, რადგან ციხეში იყო თავის ხალხს დაავალა ყველასთვის ეთვალთვალათ, მათ შორის დადიანებისთვისაც. ამ თვალთვალით კი ნინო ჩიჩუა ისარგებლებდა და როგორც კი შეხვდებოდნენ ერთმანეთს ბრძანება გასცა ესროლათ, ნინომ იცოდა, უფროსი ნადირაძე ვერ გაწირავდა საკუთარ სისხლს და ხორცს, მიუხედავად იმისა, რომ მის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა, დაჩი მაინც უყვარდა და ამაყობდა, მისი ჯიუტი ხასიათიც კი ეამაყებოდა. ბავშვობიდან ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ბიძას და მამას, როცა ვინმეს ჩაგვრაზე ან რაიმე ბოროტებაზე იყო საუბარი. ამდენი წინააღმდეგობის ბრალი იყო, რომ ისეთ წერში მოხვდა, ვისაც ვერ იტანდა და ვის გამოც ოჯახს ეწინააღმდეგებოდა. ჯერ ნამუსზე აგდებით დაიწყო წამლის გასინჯვა. შემდეგ გაბრაზებულ გულზე და ბოლოს ისეთი სახე მიიღო წამლის მიღებამ, რომ ერთ დილას მარის სახის ნახვაც მოუწია და საბოლოოდ შესძულა საკუთარი თავი..

მარის მუელი ეზრდებოდა და ტანსაცმელი სჭირდებოდა, ამიტომ საორსულო და ახალშობილის ტანსაცმელი უნდა შეეძინათ სავაჭრო ცენტრში, ანა და ნიცა ახლდა ნივთების საყიდლად. ბავშვების მაღაზიაში რომ შევიდნენ ნიკა და ნიცა ისე იქცეოდნენ მარი კი არა, ორსულად ნიცა გეგონებოდათ და ნიკა კიდე პრეტენზიული ცოლის ამტან მეუღლეს ჰგავდა.. მარის დაბნეულობა ანას არ გამოჰპარვია. აბა ორ გადარეულს სპექტაკლი ჰქონდა დასადგამი მაღაზიაში. ანა მარის შორი ახლოს დაუდგა ისე, რომ ეფიქრა მე არ მიყურებსო და საბას სმს მისწერა.
-საბა ჩვენთან ახლოს იყავი რა.
საბაც სწრაფად მიუახლოვდა და თვალიერებით ჰკითხა ანას:
-რა მოხდა?
-არაფერი, რატომღაც მარი დაბნეული მეჩვენება.
საორსულო მაღაზიაში შესულებს რამდენიმე ზედა და შარვალი ეჭირათ ხელში და მარი აიძულეს, რომ შესულიყო გასახდელში. ნიცა და ნიკა ისევ არჩევდნენ ტანსაცმელს:
-ჩემს ოლს ლამაზად უნდა ეცვასო
ყვიროდა ნიკოლოზ დადიანი, ანა და საბა იდგნენ შორიახლოს, უცებ გასახდელიდან ხმა მოესმათ.
-გადი თორემ ვიყვირებ!
-მარი, გთხოვ დამშვიდდი და აგიხსნი, მხოლოდ საუბრის უფლება მომეცი...
-არა!
-ეს...
-ეს, რა არის მარი?
მამაკაცის ხმა იმდენად მკაცრი იყო, რომ ანა და საბა ორივე გასახდელში აღმოჩნდნენ. მარის ნერვიულობსაგან აფარებული ზედადაუვარდა და დაჩიმ მუცელი შეამჩნია, რომელიც მხოლოდ შიშველზე თუ ეტყობოდა. ისიც იმიტომ დაინახა, რომ მის სხეულს ხარბად ათვალიერბდა, მარის ვერ ივიწყებდა, იმ დღის შე მდეგ მარის ნახვის სურვილით ცდილობდა მკურნალობის კურსი ბოლომდე გაევლო და შეძლო კიდეც..
-დაჩი აქ რა გინდა?
ფერ დაკარგული დაჩი, გაქვავებული იდგა და ხან მარის უყურებდა ხან მუცელს, მარიც ანერვიულებული ცდილობდა ზედა გადაეცვა.
-საბა, შენ მაინც იცი რა მინდა და ახლა მითუმეტეს!
მარისთვის თვალი არ მოუშორევბია ისე თქვა..
-აქ რა ხდება, რამეს არიგებენ?
ნიცა ცდილობდა გასახდელში მოხვედრას, ბიჭები მალევე გამოვიდნენ და გარეთ გამოსულები ნიკამაც დაინახა, მთელი სისწრაფით მივიდა დაჩისთან და დაარტყა, რატის არაფერი უთქვამს, იმდენად იყო გაოგნებული, რომ ჯერ კიდევ მარიზე ფიქრობდა.
-ნიკა გაჩერდი სხვაგან გავარკიოთ.
საბა ცდილობდა დადიანის შეჩერებას, მარიც გარეთ გამოვიდა და ცრემლებით ცდილობდა მის შეჩერებას, ნიკასთან ვერაფერს გახდა და დაჩის მიუბრუნდა:
-დაჩი წადი, გთხოვ..
-მხოლოდ შენს გამო მივდივარ!
სახეზე ხელი ჩამოუცვა და ზურგი აქცია ყველას.
-გაა*ი და არ დამენახო იცოდე!
ყვიროდა დადიანი და როგორც კი თვალს მოეფარა ნადირაძე, მარის მიუბრუნდა.
-რა გატირებს გოგო, შენი ნერვიულობა არ შეიძლება, ხომ გითხარი არა?
-რატომ მანერვიულებ მერე?
-ვახ ჩე*ი შეგეცოდა კიდეც ტო?...
-არა.
-აბა შეხვედრა ჩაგიშალეთ?
-ნიკა!
ანასტასიამ უჩქმიტა დადიანს და მარის ცრემლები უფრო მეტად მოაწვა, იმედგაცრუებულმა თავი გააქნია, გასასვლელისკენ წავიდა:
-მარი მოიცა, გეხუმრე. მარი...

გარეთ გასული დაჩის დანახვაზე დაცვის ბიჭი შეშინებული მივიდა:
-რა მოხდა ბატონო დაჩი, სახეზე რა გჭირს?
-არაფერი ნუკრი.
მანქანასთან გაჩერდა, თმაში ხელი შეიცურა, სახეზე ჩამოისვა და ღიმილით ჩაილაპარაკა:
-მარი.
-რა მითხარით ბატონო დაჩი?
-მარი, ბავშვს გამიჩენს ნუკრი!
სახეზე ჩამოისვა ხელის გული ისევ, ბედნიერებით ევსებოდა სხეული და უნდა დამჯდარიყო, გარეთ გამოსული მტირალი მარი რომ დაინახა:
-მარი? მარტო რატომ არის?
სწრაფად გადმოვიდა და მასთან მივიდა:
-არ მომეკარო! არ გაბედო და ხელი არ მახლო!
-რა მოხდა, მე შენი დახმარება მინდა და მომეცი ამის უფლება..
-რა უფლება? არანაირი უფლება არ გაქვს!..
-ერთი შანსი, რომ აგისხნა ყველაფერი, .... მარი მიყვარხარ!
უცებ ანასტასია გამოვიდა და ცდილობდა მის დამშვიდებას:
-მარი, რატომ გამოხვედი. უბრალოდ გეხუმრა და რატომ ბრაზობ, ხომ იცნობ ნიკას?...
ყველანი გარეთ გამოვიდნენ და ნიკამ ისევ ყვირილი დააპირა ნიცამ ხელი ააფარა პირზე:
-დაჩი წადი რა სანამ ვახერხებ ამის გაჩუმებას..
-კარგი.
შებრუნდა დაჩი და მანქანისკენ მიდიოდა, როცა ორი შავი მანქანა სავაჭრო ცერტრის ეზოში შევარდა და სროლა დაიწყეს, ნიკა ნიცას გადაეფარა, საბამ ანასტასიას მოყვანა შეძლო დაჩის მანქანამდე დაჩი და მარის დანახვა მხოლოდ ნიკამ მოახერხა, როგორ გადაეფარა და მძიმედ დაეცნენ ორივე.. მალევე იყო საპასუხო სროლა საბას, ერეკლეს და ნუკრის მხრიდან, მანქანებმაც სწრაფადვე დატოვეს ადგილი..
ყველანი გარეთ გამოვიდნენ და ნიკამ ისევ ყვირილი დააპირა, ნიცამ ხელი ააფარა პირზე:
-დაჩი წადი რა სანამ ვახერხებ ამის გაჩუმებას..
-კარგი.
შებრუნდა დაჩი და მანქანისკენ მიდიოდა, როცა ორი შავი მანქანა სავაჭრო ცერტრის ეზოში შევიდა და სროლა დაიწყეს: ნიკა, ნიცას გადაეფარა, საბამ, ანასტასიას მიყვანა შეძლო დაჩის მანქანამდე, დაჩის და მარის დანახვა მხოლოდ ნიკამ მოახერხა, როგორ გადაეფარა და მძიმედ დაეცნენ ორივე.. მალევე იყო საპასუხო სროლა საბას, ერეკლეს და ნუკრის მხრიდან, მანქანებმაც სწრაფადვე დატოვეს ადგილი.
ყველანი კარგად იყვნენ მხოლოდ მარი და დაჩი იწვა მიწაზე გაუნძრევლად, ნიკამ რომ ღრიალი მორთო და მხეცივით მივარდა ორივეს, შეშინებულმა გადმოაბრუნა დაჩი, რომელსაც სისხლით ჰქონდა დასვრილი ტანსაცმელი, მარის გონზე მოსვლა მალევე შეძლო, მაგრამ ნუკრი უშედეგოდ ცდილობდა დაჩის გონზე მოყვანას. მარი მხარში იყო დაჭრილი და მუხლებით მიხოხდა ბიჭტან რომწლმაც სიცოცხელე აჩუქა იმ წუთას, მას და მის პატარას.
-დაჩი... ღმერთო სისხლისგან იცლება.
-მარი არ შეხედო.
ნიკამ სცადა შეჩერება.
-მან მე მეორედ გადამარჩინა .. ნიკა გადაარჩინე გთხოვ.
-მიეცი უფლება ექიმებმა მიხედონ.
-დაჩი გონს მოდი გთხოვ.
-თქვენც უნდა წამობრძანდეთ ქალბატონო.
-ჩვენ გამოგყვებით ეს წაიყვანეთ.
-არა, მასთან მინდა!
-კარგად იქნება ნუ გეშინია, საშიში ჭრილობები არ არის ქალბატონო.
-მარი, მიეცი უფლება წაიყვანონ.
ჩაიხუტა გოგინა ნიკოლოზ დადიანმა. ყველანი საავადმყოფოში იყვნენ და ოპერაციის დასრულებას ელოდნენ. თორნიკე დადიანი შეშინებული თვალებით ძებდა ტასოს და როგორც კი დარწმუნდა, რომ კარგად იყო მთელი ძალით მოეხვია, შეშინებულ გოგოს. ექიმები მალევე გამოვიდნენ და საბოოლო პასუხითაც გაახარა ყველანი, მაგრამ რეანიმაციაში დატოვეს ისევ. მხოლოდ ერთი მნახველის ნახვის უფლება ჰქონდა და ისიც მარი იყო, მაგრამ ეძინა დამამშვიდებლების დახმარებით, ამიტომ ნიკა შევიდა:
-მარი როგორ არის?
როგორც კი ნიკა დაინახა პირველი კითხვაც დასვა ნადირაძემ, სვენბ-სვენებით.
-კარგად არის, ნუ ნერვიულობ შენს თავს მიხედე.
-ბავშვი, კარგად არის?
არ შეიმჩნია ნიკას რჩევა.
-ისიც კარგად არის. შენ ის მითხარი ამის უკან, ვინ დგას?
-ნინო ჩიჩია და სერგი. ვუთხარი მათი ბინძური საქმის გარეშე მივხედავ ბიზნეს მეთქი და რადგან არ მეშვებიან მვხედავ როგორც იმსახურებენ.
-გამოდის ორი კურდღლის დაჭერა უნდა ნინოს?
-რას გულისხმობ?
-ნადირაძის მოშორება მემკვიდრესთან ერთად და თორნიკესთვის ოჯახისწევრების?
წარბები შეკრა ჯერ კიდევ სუსტად მოსაუბრე დაჩიმ და დაეთანხმა. დადიანი გასვლისას დაემშვიდობა და კართან მდგომმა უკან მიიხედა:
-დაჩი.
-ბატონო.
-ჯანმრთელი ბიჭია, პატარა ნადირაძე.
-მადლობა ნიკა..
გაეღიმა დაჩის და საავადმყოფოს სურნელით გაივსო ფილტვები..

გონს მოსული მარი საწოლიდან წამოდგა და დივანზე ჩაძინებულ ნიკას თხელი პლედი დააფარა, რადგან გაღვიძებას არ აპირებდა დადიანი, რეანიმაციაში შეუმჩნევლად შევიდა. ძილში მყოფ დაჩის დააკვირდა და გაეღიმა, მისი სახის ნაკვთები ეგონა არ ახსოვდა, თურმე ცდებიდა ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ეჩვენებოდა ან ესიზმრებოდა ხოლმე, ფერმკრთალი იყო ნადირაძე, მაგრამ მამაკაცური სახე მაინც მიმზიდველი ჰქონდა. მუქი სწორი წარბები, ოდნავ კეხიანი ცხვირი, სახეს სიმკაცრეს მატებდა, მაგრამ ნაცრისფერი თვალები ჰქონდა, რომელიც მეტყველი იყო და მისი გაოცებული მზერე მუდამ ახსენდებიდა მარის, როცა მარტო რჩებოდა, ამის აღიარების ეშინოდა. „მოძალადე ნარკომანია და რატომ ფიქრობო” ხშირად საყვედურობდა თავს. ახლა კი ყველაფერი აშკარა იყო, მისი დაკარგვა როცა ასე ახლოს ჰყავდა არ სურდა..
-ყველაფრის მიუხედავად, შენზე ვფიქრობ. ნუთუ ასეთია სიყვარული?.. სასიამოვნო, მაგრამ რთული და შორი?!
გაეღიმა ისევ და ოთახი დატოვა, ფიქრებში გართული დაწვა საწოლზე და ნიკას გახედა, რომელმაც უკვე იცოდა სადაც იყო ქალბატონი და რაზე ისაუბრა. კითხვები არ დაუსვამს, რადგან გაოგნებული იყო იმით, რაც მარიმ თქვა. როგორ გამომეპარა და ვერ შევამჩნიეო? ამ კითხვას უსვამდა საკუთარ თავს..
საავადმყოფოდან მალევე გაწერეს მარი, მაგრამ გული იქ დატოვა სურდა დაჩისთვის მიეხედა, ნიკას გაბრაზების ეშინოდა და თავს იკავებდა.. უმცროსი დადიანი კი ხვდებიდა და სპეციალურად მის გასაგონად აძაგებდა დაჩის. უნდოდა მარი გამოტყდომადა, მაგრამ არა ვერ ბედავდა, მისგან იმდენად იყო დავალებული, რომ ვერ ეტყოდა ვერაფერს.

ქორწილისთვის მზადება დააჩქარა დადიანმა, მარი კი მეტად დაბმეული და განერვიულებული იყო. მაინც დაჩიზე ეფიქრებოდა. ერთადერთი იმედი მისი ძმა იყო, რომელმაც ყველაფერი იცოდა და იმედი ჰქონდა, რომ ცოტა ადრე ჩამოვიდოდა.. დაჩიც მალე გამოკეთდა, მაგრამ საავადმყოფოდან უწევდა საქმეების მოგვარება, უკვე დაცვაც აიყვანა და უფრო მეტად ფრთხილობდა ვიდრე აქამდე, რადგან თვლიდა, რომ მის ცხოვრებას აზრი მიეცა, ეს აზრი კი მარი იყო!..
ამიტომ ინფორმაცია მტკიცებულებებით რაც ჰქონდა თორნიკეს მისცა და ნინოს გამოჭერასაც ცდილობდა დადიანი, რადგან ის ყველაზე დაუნდობელი იყო, ამიტომ მხოლოდ შემსრულებლები არ ჭირდებოდა დადიანს, სწორედ ამ დროს გამოეპარათ მთავარი, თურქეთში მყოფი რეზი ბრეგვაძის გაქცევა და საქართველოში დაბრუნება..

რესტორნიდან იყვნენ ახალი დაბრუნებულები, გამოცდების დამთავრებას და თავდასხმისგან გადარჩენას აღნიშნავდნენ. თორნიკეს და ანასტასიას ცეკვაზე საუბრობდა ყველა, ჟურნალები სავსე იქნებაო ამბობდნენ. ასევე ბექას და ნიცას სიმღერაზე ემოციებს ვერაფერს უხერხებდნენ ბიჭები და გადაკვრით თომას თვალებს აგინებდნენ.. თითქმის ყველანი დაიშალნენ, მხოლოდ ბიჭები ისხდნენ მისაღებში და ყავას მიირთმევდნენ, ანასტასია ოთახიდან გასვლას აპირებდა, თორნიკემ ყავის ფინჯანის დადების დროს რომ შეხედა.
-არ გახვიდე. დაჯექი და მარიც მოვა.
-კარგი, დავუძახებ.
-შენ დაჯექი ტასიკო, მე დავუძახებ.
ნიკამ ოთახი დატოვა და ანას ტელეფონიც ამღერდა, უცხო ნომერი კი იყო, მაგრამ რადგან მისი მშობლები და და-ძმა გზაში იყვნენ მაშუნვე უპასუხა:
-გისმენ.
-ანნ.. როგორ ხარ?....
რეზის ხმაზე გული აუჩქარდა, ცივმა ოფლმა დაასხა და მძიმედ გადაყლაპა შიშის, გაკვირვების და სიბრაზის ბურთი..
-რომელი ხხხარ?
ძლივს მოახერხა კითხვის დასმა, იმდენად წარმოუდგენელი იყო, რეზი ბრეგვაძის ხმის გაგონება..
-რეზი ვარ ანა. შენი ნახვა მინდა და გთხოვ უარი არ მითხრა. ნებისმიერ დროს სადაც მეტყვი..
საუბრისას თორნიკესკენ მიბრუნდა გოგონა, ისიც ადგა და ანას მიუახლოვდა, რადგან ვერ გაიგო, რატომ დაკარგა ფერი ტასომ.
-რა მოხდა?
-ცოცხალია! რეზი ცოცხალია?.. იცოდი?
თორნიკემ წარბები შეკრა, მერამდენედ გააფრთხილა და ისევ ანასთან დაკავშირებას ცდილობს..
-ცოცხალია ხომ.
სიმწრის სიცილით იკითხა ანამ.
-კი და ვნანობ უკვე!!!
-ღმერთო რატომ არ..?
ანამ ცრემლიანმა ამოილაპარაკა და მოულოდნელობით გამოწვეულმა ემოციებმა თავბრუ დაახვია და გონება დაკარგა, თორნიკემ ხელში აიყვანა, სწრაფი ნაბიჯით აიარა კიბე, უკანვე მიჰყვებოდა მარი და თინა.. ცოტა რომ მოკეთდა, მაგრამ არ საუბრობდა, გაოგნებული იყო მიცვალებული ესაუბრებოდა ისეთი შეგრძნება ჰქონდა და სიბრაზემ ისე დაუბინდა გონება, რომ თორნიკეზე ვერ ფიქრობდა, დადიანს კი ეგონა რომ ისევ რზეი ჩადგებოდა მათ შორის, გაბრაზებული შევიდა მისაღებში და დაგდებულ ტელეფონს დაწვდა
-გისმენ ანა.
-სად ხარ? უნდა გნახო!
-დასმულ კითხვასა არ ელოდა რეზი, მაგრამ ახლა ძალაუფლება მისი იყო და ამიტომ უნდოდა ანასტასია. ეგონა მარტივი იქნებოდა ეს ყველაფერი.
-შენს სახლთან ახლოს და მოდი.
-კარგი.
ტელეფონი გათიშა, მისამართი მისწერა და გასვლისას დაიბარა:
-არცერთი არ გამომყვეთ!
ყველანი განერვიულდა, მაგრამ თორნიკეს ხასიათი იცოდნენ და როცა ბრაზობდა არ უნდა გაკარებოდა არავინ.. როგორც კი სახლიდან გავიდა, ყველანი გაყვნენ უკან, მათ შორის ეზოსში ახლად შესული თომაც, რომელმაც აბაშიძეები მიიყვანა სახლში თორნიკე ემოციებს პირველად ვერ თოკავდა და რეზის მისვლისთანავე დაარტყა, თითქოს წამზომი ჩაურთესო. და ისე სცემა, რომ შეიძლება მოეკლა კიდეც, ბიჭებს რომ არ გაეჩერებინათ.
უსულოდ დაგდებულ სხეულს ფეხი კრა და ისე წავიდა მანქანისკენ, საბარგულში ჩააგდეს რეზის სხეული. თორნიკე მძიმედ სუნთქავდა და როცა მოიხარა, რომ მანქანაში დამჯდარიყო მაშინ იგრძნო ტკივილი მარცხენა მუცლის არეში და მხოლოდ იმის თქმა მოასწრო..
-ნიკა, საავადმყოფოში არ წამიყვანო, ლაშას დაურეკე...
-რა გჭირს? ფუ შენი.... თორნიკე რა კაცი ხარ რა.. 20 წლის ბიჭივით მოგინდა ჩხუბები და გარჩევები.
-ბევრი სისიხლი სდის.
ბრაზობდა თომაც და თან თავის სახლში შეიყვანეს. საწოლზე დააწვინე და ლაშას დაურეკა ნიკამ, მაგრამ გამორთული ჰქონდა. ხმოვანი ტექსრით. საქართველოში არ იყო.
-ამის დედაც!...
მხოლოდ ერეკლემ შეძლო, ჭრილობის დამუშავება, თუმცა ამბობდა ნაკერი სჭირდებაო..
მეორე დღეს ანასტასიამ მოიკითხა თორნიკე, მასთან საუბარი სურდა და უნდოდა ყველაფერი გაერკვია დადიანთან, ისე რომ ერთხელ და სამუდამოდ დაესრულებინა ბერგვაძის საკითხი, მაგრამ ტელეფონი გამორთული ჰქონდა, ცოტა შეშინდა, რადგან ტელეფონს არასოდეს თიშავდა და ბიჭებს ჰკითხა, მათაც მივლინებაში წავიდაო დაამშვიდეს, თინამ არაფერი იცოდა დაჩაზე ისე წავიდა, გოგონები დაიბარა და რამდეჯიმე დღე იქ უნდა დარჩენილიყო. მარის და ანასტასიას ბიჭების ფაცი-ფუცი საეჭვოდ მოეჩვენათ, მაგრამ არცერთი არ ამბობდა არაფერს, ეს ყველაფერი მეორე დღესაც გაგრძელდა. ანას უკვირდა თორნიკე რატომ არ მირეკავს, რეზის გამო გამიბრაზდაო ფიქრობდა, მაგრამ რეზი ისე სძულდა, რომ შეხვედროდა შეიძლება მოეკლა კიდეც.. ამის თქმის სურვილი კლავდა გოგონას, მაგრამ დადიანი არსად ჩანდა.. ეჭვიანობდა კიდეც და ის თეკლა ახსენდებოდა სულ, სიბრაზეს ვერაფერს უხერცებდა ამიტომ სურდა გაეგო სიმართლე..

საღამოს მოსული ბიჭები ისევ წასვლას აპირებდნენ, როგორც წინაზე ახლაც ბარში მივდივართო, ერთმანეთს ენაცვლებოფნენ თითქოს, მაგრამ რაში ეს ვერ გაიგო და ანას ეჭვი ეპარებოდა, ამიტომ მარის დავალება მისცა, წასვლამდე ბიჭები უნდა გაეჩერებინა. აბაშიძე ბიჭებს დაემშვიდობა, საძინებელში შესვლისთანავე, კარი ჩაკეტა და მომზადებული ზეწარი აივანზე დაამაგრა, ოთახის ჩუსტებითა და ჟაკეტითვე ჩავიდა, რადგან უნდა მოესწრო ბიჭებისთვის.
სწრაფი ნაბიჯითა და მხრებში მოხრილი მივიდა, თომას მანქანასთან. დაკეტილი დახვდა და სიმწრით ერეკლეს მანაქასთან გადაინაცვლა როგორც კი გაიღო უკან სავარძელზე მოთავსდა, მაგრამ იცოდა შეამჩნევდნენ ბიჭები და სავარძლის შუა ნაწილში საზურგე გადმოწია, რომელიც საბარგულში გადასვლის საშუალებას აძლევდა. გადძვრა და ტელეფონის საშუალებით გაანათა კიდეც, ბნელი ,,ოთახი,, ბიჭებიც მალევე განაწილდნენ მანქანებში და საუბარსაც მოკრა ყური აბაშიძემ:
-ლაშა ისევ არ პასუხობს?
-არა ერეკლე.
-ასე თუ გაგრძელდა ნიკა, საავადმყოფოში უნდა მივიყვანოთ...
-საიდან ჰქონდა, დანა იმ ყ*ს, როგორ ვერ დავინახე.
ნიკას და ერეკლეს საუბარს უსმენდა გოგონა და ჰაერი აღარ ეყო, რადგან იმის გაგებამ შეაშინა, რომ ვიღაც ცუდად არის და ეს თირნიკეზე ფიქრობდა:
-არ უნდა იყოს!
ბრძანებას ჰგავდა მისი სიტყვები, ასე სურდა აბაშიძეს. მალევე მივიდნენ სახლში სადაც არაფერი ანათრედა გარდა ერთი ოთახისა, ანა დაელოდა ყველას როდის გადავიდოფნენ, თან ნატრობდა ერეკლეს ისევ არ ჩაეკეტა მანქანა. ამაშიც გაუმართლა და კარზე ზარი დარეკა..


14.

თომამ წარბები შეკრა გაოცებულმა:
-ვინ უნდა იყოს?
-მასპინძელი შენ ხარ და მე მეკითხები ბიჭო?
თორნიკეს ოთახიდან გამოსულმა ნიკამ დასცინა და სავარძელში ჩაეშვა. თომამ კარი გააღო და სიცივისგან მობუზული ანასტასიას ნახვამ ხმა დაუკარგა:
-ანა... ტასო.. აქ როგორ..
-არ შემომიშვებ?
სახლის სიღრმეში იყურებოდა გოგონა, რომ რამე დაენახა..
-ვინ არის ასეთი, რომ დაყ*დი და არ შემოხვე.. ტასიკო? აქ რა გინდა?
-ამ სახლის დათვალიერება.
წარბები მაღლა აზიდა ანამ. ერთმანეთს შეხედეს ბიჭებმა და ნიკამ ხელი გადახვია გოგონას, ისე შეიყვანა.
-არ ინერვიულო და გეტყვი სიმართლეს.
-გისმენ.
-თორნიკე არის ცოტა შეუძლოდ და..
-სად არის? იქ?
ხმა აუკანკალდა ისე იკითხა და პასუხს არ დალოდებია, ოთახში შევიდა.. ნახევრად ანთებულ ოთახში, ჟანგის სუნი იდგა და მამაკაცის მძიმე სუნთქვა ისმოდა, მთელი ძალა ერთად მოაგროვა ანამ, ისე მივიდა საწოლთან, სახეზე დააკვირდა მამაკაცს და შეცვლილი ეჩვენა, ყოველთვის სუფთა მოწესრიგებულ სახეზე ოდნავ წვერი ეტყობოდა, საბანი ნახევრად ეფარა და დასვრილ სახვევს დახედა, გულის რევას ვერფერს უხერხებდა, როცა ჭრილობას ხედავდა, მაგრამ ახლა ნახვის სურვილი მეტად ჰქონდა.. ჭრილობას სახვევი მოხსნა და ჟრუანტელმა დაუარა მთელს სხეულში:
-სად გაქვთ წამლები?
უკან არ მიუხედავს ისე იკითხა, ნიკამ მიუტანა და უხმოდ დაუდგა გვერდით. დიდი მონდომებით დაუმუშავა ჭრილობა, მაგრამ ნიკას დახმარებით, რადგან ძალიან უჭირდა მსგავსი რამის კეთება.
-ექიმთან რატომ არ მიგვყავს?
-მას არ უნდა. ლაშა კი აქ არ არის.
საქმე უხმოდ განაგრძეს და ბევრი შეფერილი ბინტის ბურთულა, მოაგროვა პატარა ჯამზე გოგინამ და შემდეგ შეუხვია ისევ, ნიკამ ოთახში მარტო დატოვა ანა, რადგან სიცხის საზომის ჩვენებას დაელოდა. მაღალი ჰქონდა, მაგრამ საგანგაშო არ იყო ჯერ-ჯერობით. ოთახიდან ისიც გავიდა
-ანა როგორ ხარ? ცუდი ფერი გაქვს.
თომას შეეშინდა მისი ფერმკრთალი სახის დანახვა..
-ნიკა სად არის?
-მარისთან. აუხსნის რომ აქ ხარ და მოვა.
-თომა, ჩემი ძმა უნდა მოვიყვანოთ!
-რატომ?
-ის კარგად მიხედავს.
-როგორ მამაშენი?
-მთავარია იცოდეს, რაც ხდება და თვითონ მოიფიქრებს რამეს.
-კარგი წავედი მე და მალე მოვალთ.
ერეკლეს მიუბრუნდა ანასტასია.
-ერეკლე, რეზი სად არის იცი?
-არა.
გაბრაზებული ტონით უპასუხა.
-ხო და გთხოვ რომ იპოვო.
-რატომ?!
კითხვას ნაკლებად ჰგავდა ერეკლეს ნათქვამი სიტყვა.
-ჯერ იპოვე და მერე მოვიიქრებ!
ირონია გაერია ხმაში ანას და ოთახში დაბრუნდა. რამდენიმე წუთში, რომელიც ანასთვის იმ დროს რამდენიმე საათს უდრიდა, თომა და ნიკა აბაშიძე მოვიდნენ. ძმას ისე მოეხვია ანა, თითქოს ენერგიას და იმედს მხოლოდ მისგან ელოდა..
-კარგი ანა, ჩემო ლამაზო ყველაფერს გავაკეთებ და გამოვძვრებით. ახლა გამიშვი ვნახო..
-კარგი.
ხმა ჩამწყდარმა ამოილაპარაკა. რამდენიმე წუთში ცხელი წყალი მოითხოვა და ხელსაწყოებიც ჩაყარა, რომელიც პრაქტიკებიდან ჰქონდა წამოღებული და სულ ინახავდა, სამეგობროსთვის... ნაკერის გაკეთებას შეუდგა, ანასტსასია რომ მის გვერდით იდგა და ეხმარებოდა, გაოცებას ვერაფერი მოუხერხა.. ღიმილით დახედა მის ხელებს, რომელიც კანკნალს არ ივიწყებდნენ, როცა სისხლს ხედავდნენ.. ნაკერის გაკეთებას მორჩა თუ არა ნიკა წამლების სია დაუწერა ბიჭებს და ისიც სწრაფად მოიტანეს. სინჯის შემდეგ ანტიბიოტიკის ნემსი გაუკეთა და ყველა კითხვაზემშვიდად პასუხობდა ანას. რას, რატომ აკეთებდა და რისთვის იყო საჭირო, ნიკაც მშვიდად უხსნიდა, ცდილობდა ნერვიულობა არ შეტყიბოდა, თორემ იციდა ანას შეეშინდებოდა..
მეორე ღამე გაათენა ანასტასიამ, თომას ძველებურ სახლში, მოუვლელობისგან გაცრეცილ კედლებსშორის და უგონოდ მყოფ თორნიკეს უვლიდა. ოთახიდან არ გამოდიოდა, ბიჭები უშედეგოდ ცდილობდნენ მის დაყოლიებას, რომ რამე ეჭამა და მხოლოდ მაშინ გადიოდა, როცა წყურვილი ძალიან აწუხებდა, რადგან ეგონა მარტო მისი დატოვებით მნიშვნელოვან დეტალს გამოტოვებდა, მართალია ფრთხილად უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ არც ისე, როგორც ანას ეგონა..
თვალი არ გაშრობია ისე ტიროდა, მთელი განვლილი დრო, რაც მოხდა სულ მის დაცვას მოანდომა კაცმა და ახლაც მის გამო ებრძვის სიცოცხლეს..
-როდის უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი?
ტირილით ამოთქვა და შუბლზე დადებული საფენი ისევ შეუცვალა, როცა ხმა მოესმა..
-ტასო, ჩემი ტასო..
-ღმერთო, გონს მოვიდა?
-წადი. არ უნდა მნახო.
-თორნიკე, როგორ ხარ?
-წყალი..
სურვილი აუსრულა ავადმყოფს და გახარებულმა, თორნიკეს სახეს თხელი თითები მოჰხვია და მთელი გრძნობით მიაკრა ტუჩები შუბლზე:
-მადლობა ღმეთო. მადლობა.
დადიანს ტუჩის კუთხე გაეხსნა, დაბინდული თვალები გაახილა, მაგრამ მხოლოდ სილუეტი დაინახა, სახეს კი ვერ არჩევდა.. ანასტასიამ კიდევ ერთხელ აკოცა და აჩქარებული ნაბიჯით გავიდა ოთახიდან, გახარებულმა ხმა ვერ გააკონტროლა იმხელაზე იყვირა:
-მოვიდა, ბიჭებო გონს მოვიდა..
ბიჭები ყველანი წამოიშალნენ და ოთახი გაივსო, მაგრამ ნიკა აბაშიძემ ექიმის მსგავსად მალევე გამოაბრუნა უკან. სიტუაცია დამშვიდებას იწყბდა, საკვების მიღებას უკვე ახერხებდა დადიანი, თუმცა ბუზღუნებდა, რომ ფაფები და ბულიონები არ უნდოდა, თან იმდენად წარმოუდგენელი იყო მისთვის ტასოს იქ ყოფნა, რომ ნიკას და თომას სახელით მიმართავდა ხოლმე ამაზე ღიმილით პასუხობდა ქალბატონი, რადგან იცოდა ბიჭებს მოხვდებოდათ მისი იქ ყოფნა რომ გაეგო დადიანს.. მთელი კვირა ანასტასია დასტრიალებდა დადიანს, აიძულებდა ეჭამა ის, რაც არ უყვარდა, ბოლოს კატლეტის გემოზე თომაც და ნიკაც შეაქო გემრიელიაო. ანამ ღიმილით დატოვა ოთახი, ვახშამი გაუმზადა ბიჭებს მხიარულად შეექცეოდნენ, აბაშიძე მაგიდიდან ადგა ძველი მაცივარი გააღო და წვენის ბოთლი აიღო, რომლის გახსნასაც იქვე ცდილობდა სამზარეულოს დახლზე, მაცივრის გვერდზევე იდგა, როცა დადიანის ხმა მოესმა და ბიჭებმაც გაოცებულები წამოდგნენ..
-თორნიკე რატომ ადექი?
თომას ნათქვამზე ანასტასიამაცივარსა და ძველისძველ კარადას შორის დადგა და სუნთქვა შეიკრა, თან ერეკლეს ხედავდა, ხელით ანიშნა არ ეთქვა ომ იქ იყო..
-ნიკა სად არის თომა?
ჩვეული ცივი ხმით იკითხა და თითქოს ვიღაცას ეძებდა, ნაცნობი სურნელი იგრძნო, მაგრამ მონატრებას დააბრალა. აშკარა იყო იქ სხვა არავინ ჩანდა..
-გასულია გოგონებთან.
ერეკლემ უპასუხა და თომაც მიხვდა, რომ ანასტა დამალვას ცდილობდა..
-წყალი მინდა.
-დაჯექი ფეხზე ნუ დგახარ.
-თომა, მარტო თქვენ ხართ?
ყურადღება არ მიაქცია, მითითებას.
-ბიჭები ახლა გავიდნენ გარეთ სიგარეტს მოიტანენ.
უკან მიჰყვა თომა წელში მოხრილ დადიანს. მოშორებით მოესმა ხმა ანას და უჟანგბადობა მხოლოდ მაშინ იგრძნო, ერეკლე ღიმილით დაეყრდნო მაგიდას.
-გადავრჩით?
-მემგონი კი.
-წამიყვან?
-დაწვეს და გავიდეთ.
-კარგი.

ბიჭებიც მალევე მოვიდენენ საბა, ნიკა და დაცვის ორი წევრი, ამით ანასტასიამ და ერეკლემ ისარგებლეს და სახლიდან შეუმჩნევლად გაიპარა. ყველანი ესაუბრებოდნენ თორნიკეს ის კი ჩვეული სიდინჯით უსმენდა და ფიქრობდა, რომ ანასტასია მოეჩვენა..
ნიკოლოზ დადიანი, ისე იყო გაბრაზებული მარიზე, ვერც კი შეამჩნია ანასტასია, რომ იმალებოდა.
-მიმალავს და ვერ ვიტან,
-შენი ერიდება და თუ ეტყვი, რომ არ გძულს ის ტიპი გეტყვის.
-ნერვები მეშლება, რომ მხოლოდ იმიტომ არ ამბობს, რომ მე არ მეწყინოს.
-რა უნდა თქვას ტიპს წუთში ათჯერ აგინებ.
-რა უნდა თქვას თომა და მიყვარს დაჩი ნადირაძე, ნუ ლანძღავ და დაიცვას თავისი სიყვარული, იბრძოლოს..
-მაგ გოგოს, ბრძოლა არ აკილა და ამ უაზრობით ტვინს ნუ უჭედავ. ისედაც ბევრი გამოიარა თან ორსულადაა.
-თომა, შენს პირადს რომ მივხედოთ არ გინდა?..
-მე შემეშვი და იმასაც.
-აი რომ გაგიფრინდება მერე მოგეშვები.
-რამე იცი?
-...... არაფერი.
ორაზროვნად გააქნია თავი პატარა დადაიანმა და ბიჭებმა სიცილი დაიწყეს, რადგან ანკესზე წამოეგო გასვიანი..

სახლში მისულს, ჯერ მარი მოეხვია, შემდეგ თინამ ჩაიკრა გულში, ორივემ იცოდა ყველაფერი, მაგრამ მკაცრად იყვნენ გაფრთხილებულები, რომ არავისთან არაფერი არ ეთქვათ. შემდეგ სახლში მისვლის მიზეზი უთხრა გოგონებს და თინამ ცრემლიანი თვალებით ანას მხრებში მოკიდა ხელები:
-როგორ მახარებ შვილო. ასე კარგად იცნობ და გესმის მისი. მას გული ძალიან კეთილი აქვს, ცხოვრებამ გახადა ცოტა უხეში..
-კარგი გოგოებო მე წავალ და საბას გამოვუშვებ, ან ნიკას.
გასვლისას ანამ ერეკლეს მადლობა გადაუხადა.
-ეგ რა სალაპარაკოა ანასტასია.
-მიხარია რომ გაგიცანი და შემიძლია გენდო.
სევდიანი ხმით გაუღიმა ანამ, გული ისევ იქ დატოვა სადაც დადიანი იყო. ინატრა თორნიკეს ეცნო როცა უვლიდა, მაგრამ ისევ ბიჭებზე იფიქრა გაუბრაზდებოდა და ჩემი სურვილების გამოო, პრობლემები არ უნდა შეექმნათო გაიფიქრა.
-ანასტასია, ასეთი საუბარი არ გვინდა, უხერხულად ვარ.
-კარგი ერეკლე.
გაეღიმა ორივეს. ანამ უკვე გარეთ გასულს კითხვა დააწია.
-ერეკლე თხოვნას ხომ შემისრულებ?
-რა თხოვნას?
-რეზის ნახვა მინდა!
ცივად შემობრუნებული, მამაკაცის თვალებში შემჩნეულ რისხვას ღიმილით უპასუხა ანამ.
-საბოლოოდ და ისიც შენთან ერთად!
გაეღიმა ერეკლეს, მაგრამ პასუხი არ უთქვამს, მხოლოდ თავი დაუქნია...
სახლში მისულს ჩაფიქრებული თორნიკე დახვდა მისაღებში.
-აქ რატომ ხარ მარტო?
-სად იყავი?
ყურადღება არ მიაქცია დასმულ კითხვას დადიანმა.
-გოგონებთან პროდუქტები უნდოდა თინას.
-ყველანი ნახე?
-კი ვნახე ანასტასია, დაკრგად არის.
ღიმილით უთხრა მეგობარს ერეკლემ.
-მარი?
-ეგეც, უძლებს შენს ძმას. არ დაწვები?
-მოგვიანებით.
-მე წავალ.
მიმავალ ერეკლეს, ჩაფიქრებულმა თორნიმემ ჰკითხა:
-აქ ბიჭების გარდა არავინ იყო?
დაბნეული შემობრუნდა ერეკლე, იფიქრა გაიგო და მცდისო, მაგრამ სახეზე ეტყობოდა, რომ პირველად დასვა ეს კითხვა და ისიც ერეკლეს მისამართით, დანარჩენთან არ იკითხავდა, ნიკა იხუმრებდა, თომაც და ერეკლე კი სიმართლეს ეტყოდა ყოველგვარი ხუმრობის გარეშე..
-ვის გულისხმობ?
წინ ჩამოუჯდა ერეკლე, ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და ჭრელ თაფლისფერ თვალებს, თორნიკეს სახეს არ აშორებდა.
-ბიჭებმა არაფერს ამბობენ, მაგრამ მე მახსოვს, მისი ხმა და სუნი..
ღიმილი მეტად შესამჩნევი გაუხდა ერეკლეს, რადგან პირველად ხედავდა მეგობრის, რომლის დაინტერესება პირველად იყო ქალი და ეს ქალი, მართლაც იმსახურებდა თორნიკეს სიყვარულს, ამაში კი რამდენიმე დღეში დარწმუნდა, როცა მის გვერდით იყო და ყველაფერს სიყვარულით აკეთებდა ანასტასია.
-ვის გულისხმობ?
-ამის პატრონზე.
ხელში ანას მოსაცმელი (ჟაკეტი) ეჭირა და გაუაზრებლად ცხვირისკენ წაირო..
-თორნიკე, ანასტსია აქ იყო და მთელი ეს კვირა ის გივლიდა.
-ვინ უთხრა?
-არავინ. ეჭვი ჰქონდა და როცა გვკითხა ყველამ დავუმალეთ, ამიტომ თვითონაც მოგვატყუა, რომ გვეგონა დაიძნა აივნიდან გადმოძვრა და მანქანას გამოჰყვა.
დადიანმა სიცილი ვერ შეიკავა, წარმოიდგინა როგორ ფრთხილად იმოქმედებდა ტასო.
-რატომ წაიყვანე?
ყველაფერს მიხვდა, როგორ მოხდა და მეტის გაგება სურდა დადიანს.
-ეგონა, ჩვენზე გაბრაზდებოდი. ძალიან კეთილი და ჭკვიანია ტასო.
ღიმილით უპასუხა მხოლოდ თორნიკემ.
-სახლში წავიდეთ!
-რაა?
-დარჩი, მე წავალ.
-შენ თუ წახვალ, აქ რა მინდა?
გარეთ გავიდნენ ორივე, მოსაცმელი ისევ ხელში ეჭირა, მანქანაში ფრთხილად მოთავსდა და ერეკლემ ანას თხოვნაზეც ჩამოაგდო საუბარი.
-ხო მართლა, რეზისთან შეხვედრა მოითხოვა.
სახე დაჭიმა უცებ თორნიკეს.
-რატომ?
-არ ვიცი. საბოლოოდ და შენთან ერთადო.
-მერე შეახვედრე.
-რაა? რატომ?
-ერთხელ მაინც უნდა შეხვდეს და ამას შენთან ერთად თუ გააკეთებს, მშვიდად ვიქნები.
-კარგი შევახვედროთ..

სახლში გოგონები ჩაის სმით იქცევდნენ თავს, მარის ანერვიულებულ სახეს, რომ შეხედა ანამ, ნიკას გაბრაზებული საუბარი გაახსენდა:
-დღეს რამე მოხდა?
-არაფერი.
სევდიანად უპასუხა, მარიმ და თავი დახარა. ცრემლებს ვერაფერი მოუხერხა და ოთახი დატოვა, გაკვირვებულმა გააყოლა თვალი ანასტასიამ.
-თინა დეიდა რა მოხდა?
-ნიკა რომ მოვიდა სახლში არ იყო, ისე წავიდა ჩემთვის არაფერი უთქვამს და მეგონა ოთახში იყო, ნიკამ მოიკითხა და სახლში მერე მოვიდა ძალიან გვიანი იყო, გაუბრაზდა სად იყავიო.
-ალბათ გაისეირნა რატომ ეჩხუბა.
-დაცვასაც გაეპარა.
-სად წავიდა?
წარბები შეკრა ანამ, ვერ გაიგო სად უნდა წასულიყო მარი, თან ისეთ ადგილას სადაც ნიკა გაბრაზდებოდა.
-არ ვიცი, როგორც ნიკამ თქვა დაჩისთან იქნებოდა და რატომ არ მეუბნებაო. არ ვიყავიო ამტკიცებს, მე კი მჯერა ამ გოგოსი არ იტყვის ტყუილს..
-პოლიციაში ვიყავი.
ნამტირალევი ხმით, სამზარეულოს კარის ჩარჩოს მიყრდნობილმა ამოილაპარაკა.
-რატომ მარი?
ფეხზე ადგა ანა და მოეხვია, მაგიდასთან დასვა და წყალი მიაწოდა..
-რეზი ბრეგვაძეზე საჩივარი შევიტანე და ვუთხარი, რომ ცოცხალია.
-ეს რატომ გააკეთე?
ანას შეეტყო, რომ არ სურდა მისი დაჭერა.
-იმიტომ რომ დამპალ სულთან ერთად ხორციც დაულპეს. ყველაფერი დასრულდეს და ყველგან სადაც გავიხედავ არ მახსენდებოდეს ის რაც მოხდა.
ანას კანკალი დაეწყო სხეულის, კიდევ ერთხელ და მრავალჯერ უხდიდა უფალს მადლობას, რომ თორნიკე დადიანი არსებობდა მის ცხოვრებაში და ახლა მარიზე უარესადაც შეიძლება ყოფილიყო..
-კარგი დაწყნარდი მარი, უნდა გეთქვა და აღარ გაგიბრაზდებოდა.
-არ მაცადა ისე დამიწყო ჩხუბი.
-ხომ იცი რომ ინერვიულებს, ამიტომ უნდა იცოდეს სად მიდიხარ და დაცვის გარეშე არ უნდა გახვიდე.
მარი დაამშვიდა საუბრით და უცებ კარზე კაკუნის ხმამ ყველა გააჩუმა, ანას ნიკა ეგონა და ჩხუბით აპირებდა კარის გაღებას.
-ნეტა ვინ უნდა იყოს? დაცვა რას აკეთებს ნეტა დაეძინათ?
-არა თინა დეიდა, ნიკა იქნება და მოვკლავ!... ახლა რა მოიფიქრე დადიანო?!... თორნიკე....
ხმა გაუწყდა ანას, სიხარულით პირი გაეხსნა და დაბნეულმა ისევ სახელი გაიმეორა, თან მორცხვად შენიშვნა მისცა:
-თორნიკე... შენი ფეხზე დგომა არ შეიძლება.
-არც პაციენტების მიტოვება, არ შეიძლება!

ღიმილით უთხრა თორნიკემ.
-მეგონა გაბრაზდებოდი..
დამნაშავესავით იმართლა თავი ანამ. თორნიკეს ისევ გაეღიმა გოგონას დაბნეულ თვალებს მზერა გაუსწორა. ანა ცდილობდა სხვაგან გეხედა, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან დადიანის თვალებში ყურების სურვილი მეტი იყო, ვიდრე სხვაგან გახედვის.
-არ შემომიშვებ?
-შემოდი. თინა დეიდას გაუხარდება..
-ჩემი ბიჭი მოვიდა. მადლობა ღმერთს კარგად ხარ, სულ კარგად მიმყოფოს შენი თავი გამჩენმა, შენ შემოგევლე..
აკანკალებული ქალი დადიანის მოხრილ სხეულს უვლიდა და მხოლოდ ხელის მტევანზე კოცნიდა, არ ვატკინო ჭრილობაო. თორნიკემ ხელი გადახვია და მკერდზე მიიხუტა.
-დამშვიდდი თინა ნუ ტირი.
მარი მოიკითხა და მუცელს, რომ დახედა თვალებში გამკრთალ სილურჯეს წააწყდა დადიანზე დაკვირვებული ანასტასია და მორცხვად დახარა თავი.. ჯერ კიდევ ვერ პატიობდა თავს, რომ ამდენი ხანი ზურგი აქცია მამაკაცს, რომელიც მზადაა მისთვის ყველაფერი გადადოს, სიცოცხლეც კი. ცრემლი მოერია და იქვე აბაზანაში შევიდა. ონკანის ხმამ ცრემლები მეტად ადინა აბაშიძეს, ბევრი რამ ატირებდა ანას..
-რა სულელი ხარ ანასტასია!
განაჩენი გამოუტანა თავს, თან სახეს იგრილებდა ცივი სითხით.
-როგორ სტკენდი და რამდენი ხანი. ახლა კი თვალებშიც ვეღარ შეხედავ ისე იქცეოდი...
კიდევ ბევრი იტირა და გარეთ გასულს, მისაღებში დივანზე დაწლილი თორნიკეს ნახვამ გააღიმა.
-დაიღალა..
მიუახლოვდა, ხელი მკერდზე დაადო და ფრთხილად შეარხია.
-თირნიკე. ადექი აქ წელიც და ჭრილობაც გეტკინება.
წამოდგა და კიბეს ერთად აუყვნენ.
-მოგეხმარები.
მხრებში მოხრილს ჯანმრთელი გვერდიდან ამოუდგა გოგონა და ისე ავიდნენ საძინებელში. დივნისკენ წასული დადიაი გააჩერა ანამ.
-მანდ არ დაწვე, აქ დავწვეთ.
თორნჯკემ გაკვირვებული თვალებით შეხედა და ანამაც დაბნეული, ხელების წვალებით განაგრძო შეთავაზება:
-თუ გინდა დივანზე მე დავწვები.
-ორივე დავეტევით.
დადიანი კმაყოფილი წავიდა აბაზანისკენ.
-კარგი.
ტაში შემოჰკრა გოგონამ. მამაკაცი შემობრუნდა და გაეღიმა ანას ბავშვურ ქცევაზე. აბაზანიდან გამოსულს ანა შეენაცვლა, ისიც მალე დაბრუნდა და ფრთხილად დაწვა საწოლში, რამე არ ვატკინოო, ან არ შეწუხდესო.
-ნაპირზე წოლით, ტკივილს ვერ გამიყუჩებ. აქეთ მიდი.
მძიმედ გადაბრუნდა გოგონასკენ და ხელი გადა ხვია დაძაბულ სხეულს და სისუსტის გამო მალევე დაეძინა თორნიკეს. ანას სხეულში დავლილმა შეგრძნებებმა, თვალები დაახუჭინა და ფიქრებში ჩაძირა, რომელიც სიზმრება შეცვალეს..

პოლიცია ისედაც ეძებდა რეზი ბრეგვაძეს, რადგან გარდაცვლილებში არცერთი მის დეენემ არ ადასტურებდა. მარის განცხადებამ კი ბევსრი კვანძი გახსნა და ეს ერთ-ერთი კვანძი იყო, დაჩი ნადირაძე. ისიც დაიბარეს დაკითხვაზე და საპატიმროშიც აღმოჩნდა, რადგან გაიგო რომ მარი წერდა საჩივარს, ყველაფერი აღიარა. რა სახის კითხვაც დასვეს და მისი ბრალეულობა იკვეთებიდა აღიარა, თუმცა არ იცოდა მარის ვენებით, რომ ის დაეხმარა გაქცევაში, მაგრამ ამას პოლიცია არ ამობობდა, ცდილობდა მეტი გაეგოთ ნადირაძისგან, დაჩი კი მასალის არსებობას აცხადებდა და დადიანის ადვოკატთან დაკავშირებას ითხოვდა..
ამ ამბავმა მოსკოვში, ნოდარ ნადირაძესთან ისე მიაღწია, როგორც ნინო ჩიჩუას სურდა. ნადირაძე საბოლოოდ გაბრაზდა დადიანებზე, რადგან ჯერ დაჭრეს დაჩი და მერე დაიჭირეს. სულ ცოტა რჩებოდა მისი ციხიდან გამოსვლამდე და მერე მართლა ომი იყო მოსალოდნელი, მაგრამ მისი ხალხისგან მიღებული ინფორმაცია ეჭვს უჩენდა და ამიტომ ყველასგან დამოუკიდებლად მოსკოიდან გამოგზავნაკაცი ომელიც უთვალთვალებდა თორნიკე დადიანს და მის ყველა გადაადგილებას..
როგორც კი ნიკამ დაჩის ამბავი გაიგო, პოლიციის განყოფილებაში ადვოკატთან ერთად გამოცხადდა, სიტუაცია არ იყო რთულად პროცედურას დრო სჭირდებოდა, მხოლოდ და ამიტომ რჩებოდა ისევ ციხის მიღმა დაჩი:
-როგორ ხარ?
-დაცულად.
ღიმილით უპასუხა დადიანებს დაჩიმ.
-ყელაფერი მოგვარდება საკმარისი მტკიცებულებები და ფაქტები გვაქვს, იმისთვის რომ გამოგიშვან მითუმეტეს მარიამ ჩოხელი საჩივარში უთითებს, რომ დაეხმარეთ.
ადვოკატის სიტყვებს ზრდილობის გამო უსმენდა და მარის ხსენებამ გაუაზრებლად დააშტერდა მოსაუბრეს.
-რა თქვით?
წარბები შეკრა და გაგონილის გააზრებას ცდილობდა.
-ამბობს რომ მისი ძმა დაადასტურებს, როგორ დაეხმარეთ მას გაქცევაში, დიმიტრი ჩოხელი ამჟამად ერაყში იმყოფება და მალე ჩამოვა..
გაოგნებული უსმენდა ადვოკატს ნადირაძე და გაგონილით გახარებულს, სუნთქვა აუჩქარდა. მარის დამოკიდებულება ახარებდა, იმედი გაუჩნდა, იმისა რომ საყვარელი ქალი ოდესმე მას მოუსმენდა.. ნიკოლოზ დადიანი საზურგეს მიეყრდნო და გართობა დაიწუო..
-რამ გაგახარა ნადირაძე? იმან რომ გაგიშვებენ, თუ იმან, რომ მარი არ გიჩივის?
-ორივემ.
-კაიიი. ცოლად მომყავს მარიამ ჩოხელი და რატომ?..
წარბეი აუწია და შეკავებული სიცილის დასაფარად ზედა ტუჩზე იკბინა. ნადირაძისა და დადიანების ადვოკატები ორივე გაოგნებული უყურებდნენ, ხან ერთს ხან კიდევ მეორეს.
-რა გინდა ნიკა?!
სიბრაზე შეერია ხმაში და რომ არა საკნის ოთახი, არავის მოერიდებოდა ნადირაძე ისე უნდოდა დაერტყა მისთვის.
-რა და მარიამ ჩოხელის ბედნიერება!
-მერე!
-მერე ის, რომ ვერ ავალაპარაკე და ახლა, რომ გაიგებს მის დაუფიქრებელ საქციელს, შენი პატიმრობა მოჰყვა, იმედია მიხვდება ყველაფერს!
-რას უნდა მიხვდეს?
-რომ უყვარხარ!
-ნიკოლოზ დადიანო რატომ ხარ ასეთი?!
-როგორი?
ვითომ გაიოცა და გაბრაზდა.
-ყოველ წუთს მაცვლევინებ გადაწყვეტილებას, ერთ წუთში მინდა გცემო, მეორე წუთში კი მადლობელი ვარ.
-ჯერ სად ხარ!... მოკლედ ჩიჩუასთან შეხვედრა მოგვიწევს და ალბათ ბიძაშენთანაც!
ნიკამ ღიმილით და მშვიდი ხმით თქვა.. საკნის დატოვების შემდეგ დაჩი დაფიქრდა ნიკას ნათქვამზე და ბდნიერმა ოცნებაც კი დაიწო იმაზე, რომ ოჯახი მარისთან ექნებოდა..
-დაჩი ნადირაძე!
-რა გინდა?
-რაზე ფიქრობ მეოცნებე ქალივით?
-გაა*ი
საკანში „მეწყვილს“ ბალიშის მინიატურა ესროლა და ღიმილით წამოჯდა..

მარიმ მართლაც ძალიან ინერვიულა დაჩის ამბავი, მაგრამ ანას გაუმხილა და დააფიცა, რომ არავის ეტყოდა, მისი გრძნობების შესახებ, ნერვიულობამ თავის გაიტანა და მარის ექიმთან დამატებითი კონსულტაცია დასჭირდა..
კონსულტაციიდან გამოსულებმა იქვე პარკში მოინდომეს დაჯდომა და ბიჭებიც შორი-ახლოს იყვნენ. მარის მუცელს ეფერებოდა აბაშიძე, პარკის ეზოში ისხდნენ, თეკლა მიუახლოვდათ, ისე დაუჯდა გოგონებს არცერთს არ შეუხედავს.
-ბედნიერი ხარ ანა?!
წელში მოხრილი გოგონა, გასწორდა და თეკლას გაბრაზებული მზერას შეხედა, მალევე იცნო..
-რა გნებავთ?
მარიმ გაოცებულმა იკითხა, აბაშიძემ გასცა პასუხი:
-ჩემთან აქვს პრეტენზია.
-რისი?
-თეკლა, მე შენთან სალაპაროკო, არაფერი მაქვს.
-მე მაქვს! შენ იმდენად შეუფერებელი და უგემოვნო ხარ, თორნიკეს არ იმსახურებ, შენს გამო, რამდენჯერ უნდა იყოს საფრთხეში და რამდენჯერ უნდა დაგიცვას? მას როდის უნდა დაანებო თავი?
ანას გული შეეკუმშა, ისედაც თავს დამნაშავედ გრძნობდა და თეკლას ნათქვამმა ყველაფერი გაუახლა, გაუმყარა აზრები და მეტად დაიძაბა, თვალზე მომდგარ ცრემლს ვერფერი მოუხერხა, მარიმ ვეღარ მოითმინა და ფეხზე წამოდაგა და თეკლა აიძულა გვერდზე გაწეულიყო.
-მომისმინე ქალბატონო. ის რაც თორნიკესთან უნდა არკვიო გაარკვიე და ქუჩის ქალივით ანასტასიას დევას თავი დაანებე, თორემ ეჭვი მაქვს თორნიკე ამას არ გაპატიებს!
დაავლო ხელი ანას და ისეთი სისწრაფით მივიდა მანქნასთან რომ ორსულს ნამდვიალდ არ ჰგავდა..

იმ დღის შემდეგ ანა ძალიან მოწყენილი და გულჩათხრობილი დადიოდა, ისეთი სევდიანი გახდა, თინაც კი ვერ იყოლიებდა საუბარში, თორნიკესაც მხოლოდ კითხვებზე პასუხობდა. ერეკლეს დანაპირების სესრულება გაახსენა თორნიკემ და მალევე გამოცხადდა სახლში ანასთან.
-ანა გცალია?
კაბინეტში მეცადინებდა გოგონა, ერეკლემ რომ შეაკითხა.
-რა მოხდა ერეკლე?
-წამოხვალ? „ვიპოვნე“ ბრეგვაძე, გინდა ნახო?
-მინდა. ეხლავე გამოვალ..

თორნიკე აივნიდან ადევნებდა თვალს აბაშიძეს, როგორ გავიდა სახლიდან ერეკლესთან ერთად, ოთახში დაბრუნდა და ყურსასმენი მოირგო..
რამდენიმე წუთიანი მგზავრობის შემდეგ, ანასტასია ხუთი საფეხურით დაბლა ჩავიდა და დარბაზივით ოთახში, კარგად დალურჯებული ბრევაძე ნახა სკამზე იჯდა..
ჩაეღიმა ანასტასიას, არც უფიქრია სეხვედრაზე, არც განუცდია, როცა ვინმეზე ბრაზობ ემოციები საერთოდ ქრება და ამიტომაც ვხდებით ადამიანები „დამნაშავეები“!..
-ანა?..
გაოცება ვერ დამალა რეზიმ.
-გამარჯობა რეზი.
დამცინავი ტონი ჰქონდა გოგონას.
-ანა ვიცოდი რომ მნახავდი, ვიცოდი რომ გამიშვებ...
სახეში გაარტყა ხელი აბაშიძემ. ერეკლეს მოულოდნელობისგან თვალები გაუფართოვდა.
-არასოდეს არ გაბედო მახსენო!
-რატომ ლამაზო მოგწონს დადიანებთან ყოფნა?
-მე იცი რა მომწონს რეზი?
-...
კითხვიანი თვალებით ამოხედა ბიჭმა.
-მე რომ ზემოდან დაგყურებ და შემიძლია გავაკეთო ის რაც მინდა, როდესაც მინდა და როგორც!
-რაას გულისხმობ? შენ ხომ გიყვარვარ ანა...
-საცოდავი ხარ და ნიკა მართალია „ღიმილიან ნიღაბს ამოფარებული ს...ი ხარ!“
ერეკლე შოკში იყო ანას ასეთი სახეცვლილებას ვერ წარმოიდგენდა..
-ხო და შენნარირები ხომ იცი რისი ღირები არიან? გაგიგია მაინც?
-არა! ამას შენ ვერ იზამ!
-მე არც ვაპირებ!
ფეხი კრა ბიჭის სკამს და საზურგეთი დაეცა, ანა შებრუნდა გასასვლელისკენ ერეკლემ კითხვა დააწია:
-ამას, რა ვუყოთ?
-მოკალით!
ისეთი ხმით თქვა ეჭვი არავის შეეპარებოდა მსგავსი ბრძანება რომ პირველი არ ანასთვის.
-არა ანა შენ ამას არ იზამ! ასეთი არ ხარ!
ღიმილით მობრუნდა უკვე გასწორებული იყო სკამი ბრეგვაძის ორი ბიჭი იდგა იქვე და იმათ ითავეს.
-არც ესენი იმსახურებენ შენს ბინძურ სისხლში და სულში, ხელების დასვრას, ამიტომ ერეკლე მხოლოდ ცემეთ და მერე პოლიციას დაეხმარეთ იპოვონ, მარიამ ჩოხელის საჩივრის საფუძველზე, დანარჩენს იქ გააკეთებენ!
-არა ანააა! ანა გთხოვ...
გარეთ გასულს ერეკლე დაეწია და მხარზე ხელი დაადო, მისი ცრემლიანი თვალები, რომ დაინახა დაიბნა ერეკლე.
-ანა...
-მარტო მინდა ყოფნა.
-არ შეიძლება..
-გთხოვ..
-გაუშვი!
ყურსასმენში გაიგო თორნიკეს ხმა ერეკლემ და მანაც უსიტყვოდ შესარულა მითითება..
ანასტასიამ ფეხით ძაიან ბევრი არა ერთ-ერთ პარკში იჯდა და ბავშვობას იხსენებდა, რადგან იქ მოთამაშე ბავშვების კისკისი ახსენებდა, ყველაზე ლამაზ დროს „ბავშვობას“...

სახლში მისულს თორნიკე სავარძელში დახვდა.
-სად იყავი?
-გავისეირნე. ბიჭებს არაფერი უთხრა მე ვთხოვე..
ნამტირალევი ხმით ჩაილაპარაკა, თორნიკესთვის არ შეუხედავს და საძინებლისკენ დაიძრა. დადიანი დაელოდა ანას როდის დაიძინებდა და მოგვიანებით ავიდა, საწოლში მყოფს დაუჯდა და სახეზე დააკვირდა, ცხვირი გაწითლებოდა ტირილისგან და ლოყებიც გაღიზიანებული ჰქონდა მარილიანი სითხისგან. თმაზე ხელი დაუსვა და შუბლზე აკოცა ისევ ისე....

პ.ს. იმედია აიტვირთება.. არ გამომდის ამ ბოლოს დროს.
ველოდები შეფასებებს. მადლობა ყველას.



№1 სტუმარი Mako

Momcons es istoria da moutmenlad velodebi xolme shwmdeg tavs.ar daagviano

 


№2 სტუმარი ნია

ვერ მივხვდი რის გამო ტიროდა ანა, დავიჯერო გულის სიღრმეში რეზისთანა ნაძირალა მაინც უყვარს??

 


№3 სტუმარი სტუმარი მარი

როგორც იქნა საოცარი იყო მაგრამ არ მეყო კიდე მმინდოდა მე მალე დადე რა შემდეგი გთხოვვვვვვვ <3

 


№4 სტუმარი Maco maco

უუხ როგორ ველოდებოდი კარგი იყო დათბა ცოტა ტასო-თოკო :) მაგრამ დიდი ხანი ველოდებით ხოლმე, ცოტა ნიცა თომასკენაც რო დაიძრას ყინული არაა?? ოღონდ ამრევების გარეშე:) ველოდებით მალე

 


№5 სტუმარი სტუმარი ნატალი

იცი რა როცა რამეს წერ უნდა გადაამოწმო ხოლმე, რაღაც ძალიან დაულაგებელი აზრებია, ამიტომ გადაიკითხე ხოლმე თორემ ნორმალური მკითხველი ვერ გაიგებს რას წერ, აბდაუბდაა

 


№6 სტუმარი Maco maco

და კიდევ ნიკოლოზ დადიანს ვისაც დაუკავშირებ მგონი ვხვდები :)

 


№7  offline წევრი დარინა

დავიტანჯე ამათი საცოდაობით ერთი ისეთი თაი მინდა სადაც ესენი თბილად და ტკბილად იქნებიან, სულ ამათზე მინდა ერთი თავიიი.

 


№8  offline წევრი lile-eli

სტუმარი ნატალი
იცი რა როცა რამეს წერ უნდა გადაამოწმო ხოლმე, რაღაც ძალიან დაულაგებელი აზრებია, ამიტომ გადაიკითხე ხოლმე თორემ ნორმალური მკითხველი ვერ გაიგებს რას წერ, აბდაუბდაა


მადლობა რომ წაიკითხე და დრო დამითმე.
ვეცდები გავითვალისწინო და დამავალებ თუ კონკრეტულ ''აბდაუბდას'' და დაულაგებელ აზრს მეტყვი რომელია.. სიამოვნებით ვნახავდი თქვენს შემოქმედებას, რომ მაგალითი მქონოდა.

დარინა
დავიტანჯე ამათი საცოდაობით ერთი ისეთი თაი მინდა სადაც ესენი თბილად და ტკბილად იქნებიან, სულ ამათზე მინდა ერთი თავიიი.

ვეცდები დავათბო დროა უკვე. მადლობა ერთგული ინტერესისთვის.

 


№9 სტუმარი სტუმარი ელენე

ძალიან კარგია მალე დადე ახალი

 


№10  offline წევრი lile-eli

Maco maco
უუხ როგორ ველოდებოდი კარგი იყო დათბა ცოტა ტასო-თოკო :) მაგრამ დიდი ხანი ველოდებით ხოლმე, ცოტა ნიცა თომასკენაც რო დაიძრას ყინული არაა?? ოღონდ ამრევების გარეშე:) ველოდებით მალე

Maco maco
და კიდევ ნიკოლოზ დადიანს ვისაც დაუკავშირებ მგონი ვხვდები :)

მახარებს ასეთი ინტერესი და ვეცდები გავითვალისწინო თონაც ნიცაც და ნიკოლოზიც.

ნია
ვერ მივხვდი რის გამო ტიროდა ანა, დავიჯერო გულის სიღრმეში რეზისთანა ნაძირალა მაინც უყვარს??

არანაირი რეზი. საკუთარი გულუბრყვილობა და მის გაომო შექმნილი პრობლემები. ალბათ ვერ გადმოვეცი კარგად.

Mako
Momcons es istoria da moutmenlad velodebi xolme shwmdeg tavs.ar daagviano

მადლობა დიდი შევეცდები, მაგრამ ჩემზე არ არის ბევრი რამ დამოკიდებული სამწუხაროდ და ამისთვის ბოდიში ჩემო კარგო.

 


№11  offline წევრი lile-eli

სტუმარი ელენე
ძალიან კარგია მალე დადე ახალი

დიდი მადლობა შევეცდები არ გალოდინოთ.

Daldoni Daldoni
კარგია როგორც ყოველთვის

დიდი მადლობა ჩემო კარგო, დილიდანვე გავიხარე.

 


№12 სტუმარი Qeti qimucadze

Ise gamixarda rom vnaxeee, moutmenlad velodebi momdevno tavsss, gtxov male dade raaaaa, movkvdi qali amati codvitt

 


№13 სტუმარი სტუმარი Lile-eli

Qeti qimucadze
Ise gamixarda rom vnaxeee, moutmenlad velodebi momdevno tavsss, gtxov male dade raaaaa, movkvdi qali amati codvitt

დიდი მადლობა, მახარებს შენი შეფასებები. ვეცდები მალე დავდო ჩემი სტიმულია თქვენი თითოეული სიტყვა და მოლოდინი.

 


№14 სტუმარი Mari

Dzalian momwons es istoria magram dzalian igvianeb dgeshi ramdenjer shemovdivar, rom vnaxo dade tu ara axali tavi, ukve agar vici. Gtxov male dade an is mainc dawere rodis dadeb

 


№15  offline წევრი lile-eli

Mari
Dzalian momwons es istoria magram dzalian igvianeb dgeshi ramdenjer shemovdivar, rom vnaxo dade tu ara axali tavi, ukve agar vici. Gtxov male dade an is mainc dawere rodis dadeb


მარი დიდი მადლობა მოთმინებისთვის, მახარებს ინტერესი ჩემი სტიმულია ხართ და დღეს დავდებ ახალ თავს. ფინალიც მალე იქნება.

 


№16 სტუმარი სტუმარი ლიკა

აუუუ გელოდებიიი ;((((

 


№17 სტუმარი Mari

lile-eli
Mari
Dzalian momwons es istoria magram dzalian igvianeb dgeshi ramdenjer shemovdivar, rom vnaxo dade tu ara axali tavi, ukve agar vici. Gtxov male dade an is mainc dawere rodis dadeb


მარი დიდი მადლობა მოთმინებისთვის, მახარებს ინტერესი ჩემი სტიმულია ხართ და დღეს დავდებ ახალ თავს. ფინალიც მალე იქნება.

Moutmenlad velodebi kargad wer martla tan dzalian erti ro agvianeb egaa tore istoria arachveulebrivia

 


№18 სტუმარი სტუმარი Lile-eli

Mari
lile-eli
Mari
Dzalian momwons es istoria magram dzalian igvianeb dgeshi ramdenjer shemovdivar, rom vnaxo dade tu ara axali tavi, ukve agar vici. Gtxov male dade an is mainc dawere rodis dadeb


მარი დიდი მადლობა მოთმინებისთვის, მახარებს ინტერესი ჩემი სტიმულია ხართ და დღეს დავდებ ახალ თავს. ფინალიც მალე იქნება.

Moutmenlad velodebi kargad wer martla tan dzalian erti ro agvianeb egaa tore istoria arachveulebrivia


მადლობა დიდი. ზაფხულმა ძალია დატვირული გრაფიკი გამოიწვია სამსახურში და იმიტომ ვერ ვახერხებ. ატვირთული მაქვს მალე დაიდება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent