თბილისელები ფერადდებიან [ნაწილი პირველი]
პირველი თავი-[პირველი შეხვედრა] "ლაfლოუ" ყველასთვის საყვარელი და მყუდრო კაფე იყო, საოცარი ხედით. ნაოს თბილისის გაგონებაზე, ჯერ მთაწმინდა და შემდეგ "ლაfლოუ" ახსენდებოდა. --- ერთ დღეს, როდესაც MacBook-ით ხელში კაფუჩინოს სვამდა და გაყინულ თბილისს გადაყურებდა, კაფის კარი თითქმის შემოანგრია უცნობმა ტიპმა და მისი ყურადღება მიიპყრო. ცხვირი და ღაწვები გაწითლებოდა ყინვისგან და ყვრიმალები, რაღაც საოცარი სიმკაცრით გამოკვეთოდა. ნაოს წინ, ცარიელ მაგიდაზე დაჯდა და ვისკი შეუკვეთა. პირველი ჭიქის შემდეგ, თითქოს გამბედაობა მოიკრიბაო, ნაოს წინ სკამი გამოსწია და იქ გადაჯდა. -ძაან გულწრფელად რომ გითხრა, საოცარი თვალ-წარბი გაქვს.-იმდენად ბოხი ხმა წაცდა ბიჭს, რომ თითქოს გამიზნულად ნაომ თვალები რამდენჯერმე დახუჭა და გაახილა. -მადლობა-ჩაიჩურჩულა გაკვირვებულმა და პრეზენტაციის გასწორება გააგრძელა. -რა გქვია?-თლილი თითები მაგიდაზე აათამაშა და როგორც ნახატს ისე დააკვირდა გოგოს. -ნანა, ან ნაო -ან, ნანოე.-ხავერდოვნად წარმოთქვა და ისე დააბნია ნაო, დაეჭვდა რამეს ხომ არ მაბრალებენო. -ხოო...ალბათ. -მე ალექსანდრე, ალექსი. -სასიამოვნოა სანდრო, მაგრამ ახლა არ მცალია, ხვალინდელი ლექციისთვის ვემზადები.-სანდრო მაინც არ ამდგარა, ნაოს აკვირდებოდა და ეღიმებოდა, რაც გოგოს აბნევდა და საშუალებას არ აძლევდა პრეზენტაცია დაესრულებინა, როდესაც ტელეფონს უპასუხა და ქეთისთან ლაპარაკს შეყვა, გამოფხიზლებულს სანდრო იქ აღარ დახვდა. ეწყინა ასე რომ გაქრა, ამიტომ გადაწყვიტა დაევიწყებინა. --- ლიაკოს ლიფტი ეზიზღებოდა, სწორედ ამიტომ მისი ბინა მეორე სართულზე მდებარეობდა. ბინის კუთხეს დიდი ვერანდა გაყვებოდა, რომელიც ნაოს აგიჟებდა. ზამთარ-ზაფხულ შეეძლო დამჯდარიყო და ცაზე ეყურებინა. მოაჯირზე დაყრდნობილმა მოწევა დაიწყო. -ერთ ცალს ჩამომიგდებ?-ქვევიდან, ამოსძახა ბიჭმა, რომლის ხმის ტემბრმაც ჟრუანტელი მოჰგვარა ნაოს. მხოლოდ სილუეტი ჩანდა ლამპიონების ფონზე. -დაიჭირე-თქვა და კოლოფი ჩაუგდო. -ხშირად ეწევი? -როცა მარტო ვარ. -იმედი აღარ მოწევ-ცეცხლმა მისი ხელები და ტუჩები გაანათა-მე არ მევასებას პონტში არა, - ნაომ ნახა კვამლმა როგორ გაიკვალა გზა-შენს პონტში. -შენ, თუ აღარ მოწევ, სანდრო, არც მე მოვწევ-ეცნო "ლაfლოუს" ბიჭი ნაოს და გაუაზრებლად წაცდა სიტყვები . დასამტკიცებლად სიგარეტი მოაჯირს მიაწვა. -დაე სინდისმა შეგვაწუხოს. პასუხის გაცემა უნდოდა ტელეფონმა რომ დარეკა. მაშინ ნამდვილად შესძულდა მობილური, როგორც კაცობრიობის გამოგონება. დაბრუნებულმა ქვევით ჩაიხედა, მაგრამ არავინ დახვდა. გაუკვირდებოდა, რომ დახვედროდა. --- უნივერსიტეტიდან გამოსული, გოგონებს ელოდებოდა ნაო, კიბეებზე გაქვავებულიყო ყინვისგან. ჯერ კიდევ შორიდან ესმოდა, როგორ ხმამაღლა საუბრობდა თეაკო და გაეცინა. -ახალი ამბავი არ გაგიგია ხო?-პირდაპირ ეცა ქეთი ნაოს. -ცოტა ტვინი მეყინება ახლა და თუ, სადმე არ დავსხდებით, აქვე გავიშხლართები. -ღმერთო, როგორი მცივანა ხარ-თვალებატრიალებულმა თქვა თეაკომ. -წამო პიცა ვჭამოთ და იქ გეტყვი ახალ ამბავს-ჭავჭავაძეს გაუყვნენ და პიცის რესტორანში შევიდნენ. -თქვი, რა ხდება, ქეთო?!-ჰკითხა თეაკომ. -ჩემო თეო, ჩემი ერთი დაქალი,-ისე უყურებდა თეაკოს და ელაპარაკებოდა, თითქოს ნაო იქ არ ყოფილიყო-ჩემს უსაყვარლეს კურსელს, ლაfლოუში, ალექსი ყიფშიძესთან ერთად დაუნახავს, ბაასობდნენ თურმე გვრიტები. -მოიცა რა?-ელდანაცემმა გახედა ქეთის-ჩემზე ამბობ? -ამას მალავდი?-შოკში მყოფმა თეამ სიტყვები ძლივს ამოთქვა. -არა, რას ვმალავდი, ხომ არ გააფრინეთ? მარტო ის ვიცი, რომ სანდრო ჰქვია და გუშინ ვნახე, პირველად. -მეტი არაფერი?-თვალებდაწვრილებულმა გახედა ქეთიმ. -მოწევას თავი დავანებე-ვითომც არაფერი, ისე ჩაილაპარაკა და პიცის პირველი ნაჭერი გადმოიღო. -ესეც ასე, დაიწყო-თქვა სიცილით თეაკომ და წვენი მოსვა. -რა დაიწყო?-პირგამოტენილმა ამოილაპარაკა ნაომ და გოგონების სიცილიც დაიმსახურა. --- ნაო საძინებლის ფანჯარაზე იჯდა და მუსიკებს უსმენდა. თითქოს ამინდი ფიქრის საშუალებას აძლევდა. ყოველი თვალის დახუჭვისას სანდროს თითები ელანდებოდა. დიდი სიამოვნებით დალევდა სკოჩს და სიგარეტს მოწევდა, მაგრამ წარმოდგენასაც ვერ ასწრებდა, ყურებს სიოსთან ერთად მისი სიტყვებიც რომ ელამებოდა ("დაე სინდისმა შეგვაწუხოს"). რამდენიმე წუთში Macში შეტყობინება მოუვიდა. <საბა და ვაჩესთან ავდივართ, წამოხვალ?>-თეაკო <მეზარება, ცივა> <დაჩაზე არა, ბინაში. ვაჩე გამოგივლის, ათ წუთში მზად იყავი!!> იმავე წამს თეაკოს offline დაეწერა, რაც ნიშნავდა, რომ შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა. ძალიან თბილი დუტით და მუხლებამდე ჩექმებით შეიარაღებული სამზარეულოში გავიდა და ნინას უთხრა. -ნინა, დე, ძმებთან ავდივართ.-ნინამ, შვილი აათვალიერ-ჩაათვალიერა და გაიცინა. -ჯერ მხოლოდ ნოემბერია! არ ცივა ნაო ასე! -ნინა, რანაირი დედა ხარ?! უნდა მეუბნებოდე ჩაიცვიო და ნაცვლად ამისა მეუბნები გაიხადეო. -ეჰჰ! -წავედი და არ დავიგვიანებ. --- მანქანაში რომ ჩაჯდა, შენიშნა ვაჩეს გვერდით ვიღაც რომ იჯდა, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია. -ნაო, როგორ ხარ, რას შვრები? -რავი ვაჩე, ვებრძვი სიცივეს და ვარ, შენ? -რავი ტო, ძველებურად. გაიცანი, ჩემი კურსელი ალექსი ყიფშიძე.-ნაცნობი სახელის გაგონებისას ნაომ ღიმილი ვერ შეიკავა. -სასიამოვნოა-თქვა ირონიულად და ხელი გაუწოდა-ნანოე ლიპარტელიანი.-სახელის გაგონებაზე, ვაჩემ უცნაურად გახედა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. სამაგიეროდ, სანდროს გაეცინა და გაწვდილ ხელს თავისი შეახვედრა. -ჩემთვისაც ნანა-გაგონება და მთლიანი სხეულის გაშეშება ერთი იყო. ეგონა მოესმა, მაგრამ იმდენად ნათლად მეორდებოდა მის ტვინში სახელი-ნანა, რომ რთული იყო არ დაეჯერებინა. -ვაჩეე-დუმილის შემდეგ თქვა ნაომ. -ხო! -მაღაზიასთან გამიჩერე რა, სკოჩი უნდა ვიყიდო. -ნაო, სახლში საუკეთესო ხარისხის ვისკი მიდევს.-გაეცინა ვაჩეს მობეზრებულ ხმაზე და ჰკითხა: -სადაურია? სად დაამზადეს? -ეგ რა შუაშია ვაფშე, ნაო? -იმ შუაშია, რომ სკოჩი შოტლანდიურია და ამერიკული ან ირლანდიური ვერ იქნება.-თქვა სანდრომ. და მაინც, რამდენად მონუსხა მაშინ ნაო? როგორ ესიამოვნა მისი სიტყვები.-აბაშიძეზე შედი და მერე გავიდეთ მარჯანიშვილზე. -პროსტაა რა, მხოლოდ იმიტომ უნდა დაიწუნო ჩემი ვისკი რომ შოტლანდიური არაა?-გაოგნებულმა გახედა ვაჩემ ორივეს. -ვაჩე, ნებისმიერი სკოჩი ვისკია, მაგარამ ნებისმიერი ვისკი სკოჩი არაა! -ხარაშო-ორივე ხელი მაღლა აწია დანებების ნიშნად. --- ვისკის სახლში, ნაომ პირდაპირ მისი საყვარელი ბოთლი აიღო და სალაროსკენ წავიდა, როდესაც სანდრომ უთხრა: -ვაჩეს აინტერესებს რაღაც და გეძახის-ბოთლი გამოართვა და ხელით ანიშნა, სადაც ელოდებოდა. -რომელი ბრენდი გიყვარს?-ჰკითხა ვაჩემ. - გლენფიდიხი. -გასაგებია-ჩაიცინა. -ეგეც სკოჩია, შოტლანდიური, ირმის ნახტომს ნიშნავს სახელი, სწორედ იმ ხეობაში მდებარეობს ბრენდის ქარხანა. დააკვირდი, ბრენდის ლოგოც ირმის თავია. ჩემთვის საუკეთესოა. -ღმერთო, რატომ იცი ამდენი? -რაც უფრო მეტი იცი, მით უფრო გემრიელი გეჩვენება და დალევისგანაც სიამოვნებას იღებ. -წავედით?-იკითხა სანდრომ, რომელსაც ხელში პარკში ჩალაგებული სასმელი ეჭირა. -კი,მაგრამ-გაოგნებულმა დახედა ხელზე.-მე ხომ... -მეორე ბოთლიც დევს-გააწყვეტინა სანდრომ-როცა დრო გექნება, გასინჯე, იქნებ ვისკზე უკეთესი წარმოდგენა შეგექმნას?! -მადლობა სანდრო-უთხრა ბიჭს და გაუღიმა. --- -ნაომ თავისი გლენდიფიხი თუ რაღაც დაითრია და გასწორებულია ხომ?-ჰკითხა თეაკომ ვაჩეს და სამზარეულოსკენ მიმავალ ნაოს თვალი გააყოლა. -რაღაც მაგდაგვარი. -ვაა, ალექს-ოთახში შემოსულს მიესალმა საბა. -გაიცანით გოგონებო, ალექსი ყიფშიძე.ალექს, ქეთი დადიანი და თეაკო წერეთელი.-ბიჭის სახელის გაგონებისას, გოგონებმა ერთმანეთს გაოცებული თვალებით შეხედეს.თან ერთი სული ჰქონდათ ნაოსთან მარტო როდის დარჩებოდნენ. -სასიამოვნოა-თქვა ბიჭმა და დივანზე დაჯდა. --- -მართვის მოწმობის აღება მინდა-რამდენიმე ყლუპის შემდეგ თქვა ნაომ. -რამის აზრზე ხარ?-ჰკითხა საბამ და გაიცინა. -თუ მოვინდომებ ვისწავლი. -მე ჩემ მაქანას ნაოს სასწავლად არ დავკაწრ-გამოვკაწრავ.-თქვა ვაჩემ და გასაღები ხელში დაატრიალა. -არაა საჭირო თქვენი შეწუხება-სიცილით თქვა ნაომ. ძმებს გაუკვირდათ, მაგრამ მიხვდნენ, რომ ნაო რაღაცას გეგმავდა... --- აივანზე იყო გამოსული ნანოე, კურსელს ელაპარაკებოდა, როდესაც ალექსი გვერდით დაუდგა. -ნათი, გოგოებს ვკითხავ და მოგვიანებით დაგირეკავ.-ტელეფონი გათიშა და ჯიბეში ჩაიდო. -ნანა-კვლავ მისი ტემბრი.გასაგიჟებელი. -ღმერთო-კბილებს შორის გამოსცრა ნაომ და თავი ასწია.-რა? -არა მხოლოდ თვალ-წარბი, მთელი სახეც.-უცებ ყველაფერი დატრიალდა ნაოსთვის. არ ელოდა. -სანდრო... -სკოჩზე დამეწვევი? -იცი რომ ხშირად არ ვსვამ?-ჩაიჩურჩულა და თვალებში ჩახედა. -თუმცა იშვიათად კი. მოგწერ და გამოგივლი.-უნოდა ეკითხა ნომერი საიდან ჰქონდა, მაგრამ მიხვდა, სანდროსთვის ეს არ უნდა ეკითხა. -უაზრობაა ყოველიდღე სკოჩის დალევა. -ასე იყოს.-თქვა და აივანი დატოვა. მაშინ მიხვდა ნაო, თუ როგორ გაყინულიყო... აი, რა იყო სანდროსეული. ის სიმარტივე და ურეაქციობა, ყველაფრის მიმართ. ეს აგიჟებდა ნაოს, ლაfლოუდან მოყოლებული... ^^^ ვღელავ, როგორც არასდროს. მინდა გითხრათ, რომ ამ თავით დავასრულე იმის მომზადება, რისი გაკეთებაც მინდა დავიწყო... იმედია გამომივა და არ გავიცრიცები. მადლობა მხარდამჭერისთვის ♡♡♡ გელოდებით ♡ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.