შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის ვინც არ უნდა მიყვარდეს(თავი 1)


12-07-2018, 17:11
ავტორი tusia_b
ნანახია 1 852

-ანი,გთხოვ არ მინდოდა ასე გამოსულიყო,ეს გოგო არ მიყვარს გეფიცები,მხოლოდ შენ მიყვარხარ.
-კიდევ რით იმართლებ თავს?იმასაც ხო არ მეტყვი,რომ ძალით დაგიწვა ეს გოგო საწოლში?
-მთვრალი ვიყავი და არ ვიცოდი რას ვაკეთებდი
-არ გინდა რა ეს იაფასიანი სიტყვები.ჩემს გაცნობამდე დღეში ას გოგოსთან იყავი,როგორ ვიფიქრე რომ ჩემს გამო შეიცვლებოდი.დანანებით ამოვილაპარაკე ბოლო სიტყვები და სახლიდან ჩქარი ნაბიჯით გამოვედი.სახეზე ჩამოსული ობოლი ცრემლი მოვიწმინდე და იქვე ტროტუარზე ჩამოვჯექი.
-რაიყო,ჩემმა ძმამ გიღალატა?სარკაზმით წარმოთქვა სიტყვები მათემ და ზემოდან დამცინავად გადმომხედა.
-ყოველთვის ასეთი უგულო ხარ?მართლა მაინტერესებს,ვიცი ვიცი რომ არ მოგწონვარ,შენი ძმისთვის მეტი გინდა თუ რაღაც ასეთი,მაგრამ იქნებ პატივი მცე და ამ სიტუაციაში მაინც გამოიჩინო ცოტაოდენი თანაგრძნობა?
-ჰმმ,ვწუხვარ,დანანებით ჩაილაპარაკა ბიჭმა და სახლისკენ გააგრძელა გზა.
-უზრდელო,მივაძახე მთელ ხმაში.რატომღაც გადავწყვიტე,რომ კლუბში მინდოდა წასვლა,ვინაიდან ამ საქმეში გამოცდილი საერთოდ არ ვიყავი გადავწყვიტე პირველივე ღამის კლუბში მივსულიყავი.გამიმართლა და გზად რაღაც ,,ბეისთი” შემხვდა.შესვლისთანავე ფერად-ფერადმა ნათებამ თვალი მომჭრა,მუსიკა ბოლო ხმაზე იყო აწეული და იმის მიუხედავათ რომ ჯერ საღამოს ათი საათი იყო უამრავ ადამიანს მოეყარა თავი უკვე.
-თუ შეიძლება ერთი ჭიქა არაყი,ვთხოვე საკმაოდ კარგად გამოწკეპილ ბარმენს და ჩამოვჯექი.ხომ გაგიგიათ სასმელი ტკივილის გიამებსო,არ დაუჯეროთ ამ სისულელეს,უკვე მეხუთე ჭიქა არაყს ვსამ თუმცა ისევ ვერ ვივიწყებ ირაკლის ნასიამოვნებ შემდეგ კი ელდანაცემ სახის გამომეტყველებას,შეიძლება მე არ ვარ საკმარისად მთვრალი იმისთვის რომ ტკივილმა აღარ შემაწუხოს.
-კიდევ ერთი თუ შეიძლება,ღონეგამოცლილმა ვთხოვე ბარმენს და ჭიქა გავუწოდე.
-რა ბანალურობაა,შეყვარებულმა გიღალატა ახლა კიდევ გინდა შენი შეყვარებული სასმლის დახმარებით დაივიწყო.
გაკვირვებულმა გავხედე ბიჭს და იმაზე დიდი დრო დამჭირდა მათეს ამოსაცნობად ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.
-შენ რა მითვალთვალებ?უკვე კარგად შეზარხოშებულმა ვკითხე ბიჭს და სახის წინ ხელების უმისამართოდ ქნევა დავიწყე.
-არაფერიც,შენ აქ ზიხარ და გლოვობ ჩემი ძმა კიდევ ალბათ უკვე სხვა გოგოსთან ერთად კოტრიალობს.
-ამას რატომ მეუბნები?უფრო რატომ მტკენ გულს?შენ არ იცი ეტყობა..არ გამოგიცდია,არც ის იცი რა არის სიყვარული.ასე რომ უფლება არ გაქვს ამ თემაზე მელაპარაკო.ამ დროს ხალხმა ჩოჩქოლი დაიწყო,ვერ მივხვდი რა ხდებოდა ამიტომაც ბარმენს ჭიქა გავუწოდე ისევ და მომლოდინეთ ველოდებოდი როდის შემივსებდა სასმისს.
-ფუ ამის,გემრიელად შეიკურთხა მათემ და მაჯაში მწვდა,გონზე ვერ მოვედი რა ხდებოდა ვერ ვხვდებოდი,თავბრუ მესხმოდა და თან ხელჩაკიდებული მივრბოდი მათესთან ერთად.
-გააღე,ვიღაცას უთხრა მათემ და იმანაც სწრაფად გაგვიღო კარები.მივხვდი რომ უკვე გარეთ ვიყავით,სახეში გრილი ნიავი მეცა და მეც ხარბად შევისუნთქე ნაკლებად სუფთა ჰაერი.
-ფეხი გამოადგი,მკაცრად მომახალა ბატონმა მათემ.
-გაგუა ვიმედოვნებ ვინმე გასწავლის ჭკუას ერთხელაც.
-მაგ იმედით იცოცხლე შენ
-ვიცოცხლებ კი არა ვიფრენ,ვგრძნობდი ადრენალინის მომატებას ორგანიზმში,თითქოს რაღაც ენერგიით ავივსე,წელში გავსწორდი და შუა გზაზე დავიწყე სიარული,თეთრ ზოლს მივუყვებოდი და თან ვმღეროდი.
-დადიანი,გადმოდი გზიდან ვერ ხარ მგონი შენ,მანქანამ რო დაგარტყას არცერთის საქმე იქნება კარგად.სწორედ ამ დროს დავინახე მანქანის თეთრი შუქი და სანამ მე მოვიფიქრებდი გადასვლას ვიღაცამ გადამთრია ისევ ტროტუარზე მთელი ძალით,ისე რომ ორივე წავიქეცით.გაგუას ზემოდან ვეწექი,ამაზე ისტერიული სიცილი ამივარდა და ფეხზე სწრაფად წამოვდექი,ვერ გეტყვით რამდენი ხანი ვიცინოდი,ვერც იმას რაზე ვიცინოდი რომ იტყვიან სიკვდილს თვალებში ჩავხედე.სიცილი ტირილში გადამეზარდა და თითქმის ხუთი წუთი ისტერიულად ვტიროდი.მათე კი იდგა და გაოგნებული მიყურებდა ალბათ ფიქრობდა რა მინდოდა რას გამოვიყვანე იმ კლუბიდანო ფიქრობდა.არაფერი უთქვამს როდესაც ავდექი უკან გამომყვ,ვგრძნობდი მის გამჭოლ მზერას და თავი ცოტა უცნაურად ვიგრძენი.
-ჰეი,ჩემი სახლის გზა აქეთ მხარესაა თითით ვანიშნე და გავიჯგიმე.
-ფსიქიატრიული კი აქეთ,თითით მანიშნა მათემაც და სახე დაასერიოზულა.
-რა სასაცილოა,პირდაპირ მოვკვდი სიცილით,ცოტა გამოფხიზლებულმა ვუთხარი და ჩემს გზას გავუყევი.
-უკვე ორი საათია მოვაბიჯებთ რა უბედურებაა ტრაპიზონში ცხოვრობ?
-თითქმის გამოიცანი,ნახალოვკაში.
-ტაქსი რატომ არ გავაჩერეთ?ახლაღა შენიშნა გაგუამ
-რავიცი მე.
-მათე
-რა გინდა
-ასეთი უხეში რატომ ხარ მაინც არ მესმის.
-ვერც გაიგებ
თითქმის ჩემ სახლთან ვიყავით როდესაც შევნიშნე,რომ ჩანთა და მოსაცმელი არ მქონდა თან.
-ვაიი,სასოწარკვეთილი ხმით შევკივლე
-ახლა რაღა მოხდა
-ჩემი ნივთები დამრჩა კლუბში შენს გამო
-ჩემ გამო რატო
-იმიტომ რო გიჟივით გამომაქცუნე.
-გიჟივით,რომ არ გამომექცუნებინე ახლა პოლიციაში იქნებოდი,არ ექნებოდა მნიშვნელობა სვავდი თუ ნარკოტიკებს ირჭობდი.
-არ მაინტერესებს ჩემი ნივთები ახლავე დამიბრუნე.
-მე როგორ დაგიბრუნო გოგო გიჟი ხო არ ხარ,ხმა უფრო გაუმკაცრდა ბატონს და თავის გზას დაადგა.
-უზრდელო მივაძახე დღეს უკვე მეორედ.ეზოში შესულს ოთახამდე ასვლა დამეზარა და გადავწყვიტე ეზოში,ჰამაკში დამეძინა.დაძინებამდე კი მათე გაგუას სახე გამახსენდა რომლის დათვალიერებაც მაშინ მოვასწარი მასზე,რომ ვიყავი გაშხლართული,ლურჯი თვალები,შავი წვერი და მუქი შავი თმა.მის უძირო ლურჯ თვალებში ჩავიძირე რამოდენიმე წამით.შემდეგ დავიწყე ფიქრი იმაზე,თუ როგორ უნდა მეთქვა მშობლებისთვის ირაკლისთან დაშორების შესახებ.გულში რაღაც მაინც მეუბნებოდა,რომ მისთვის უნდა მომესმინა,მაგრამ რაღა ჰქონდა სათქმელი განა რომ?უკვე ხომ მითხრა,მაგრამ არ დავუჯერე.ღმერთო რატომ ვერ ვბრაზდები მასზე როგორც საჭიროა?მახსოვს პირველად უნივერსიტეტის საპირფარეშოში შევხვდი,გიჟივით მივრბოდი ერთი ბიჭისგან და ვიფიქრე გოგოების საპირფარეშოში ვერ შემოვა მეთქი,ამ დროს ამერია და ბიჭებისაში შევედი,იქ კი ირაკლი დამხვდა რომელიც გაოცებული მიყურებდა და თან ხელებს იბანდა.იმ წუთას მინდოდა მიწა გამსკდარიყო და თან ჩავეტანე.მითუმეტეს იქ ხომ ირაკლი გაგუა დამხვდა,ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ბიჭი მთელს ფაკულტეტზე.
-რაო ჩიტო ბუდე შეგეშალა?
-ბოდიში არ დავკვირვებივარ სად შემოვედი.უკან გამობრუნებას ვაპირებდი ის ბიჭი რომ შემოვიდა ვისგანაც გავრბოდი.მოულოდნელობისგან ირაკლისთან მივვარდი და შემდეგი სიტყვები ვუთხარი.
-საყვარელო,ამ საღამოს არ შემიძლია,ხო იცი მამაჩემი მიფრინავს და უნდა გავაცილო,ბიჭი გაოგნებული მიყურებდა თავიდან, შემდეგ კი ისიც ამყვა და ბოლოს ისე დამთავრდა,რომ მაკოცა.
-რაო ბურდული,კიდევ დიდი ხანი უნდა გვიყურო?უხეშად მიმართა ბიჭს,მანაც არ დააყოვნა და “ჩიტები ბუდეში დაგვტოვა”.შემდეგ ყველაფერი თავისით აეწყო ,ნელ-ნელა მეც მომწონდა ირაკლი,მასაც და თავს ბედნიერად ვგრძნობდი,მანამ სანამ ეჭვი არ გამიჩნდა იმისა,რომ მღალატობდა და მხოლოდ სახელისთვის ვჭირდებოდი.დღევანდელმა დღემ კი ეს თეორია სინამდვილედ აქცია.
დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა.ხო,ჰამაკში დაძინება არც ისეთი იდეალური აღმოჩნდა.თავი ცალკე მტკიოდა და ტანი ცალკე.
კარები შევაღე თუ არა დედაჩემის სიცილის ხმა გავიგონე,რომელმაც გული გამითბო.
-ანი დე ნახე ჩვენთან ვინ არის,მხიარულად მომმართა სალომემ.მეც მისაღები ოთახისკენ გავიხედე სადაც ირაკლი,მამა და ჩემი ძმა გაბრიელი ისხდნენ.
არ ვიცი რატომ გამიხარდა ამ მოღალატის დანხვა,სულელი ხარ ანი ამჯერად აღარ აპატიებ,მკაცრად ვუთხარი ჩემს თავს და კიბეებზე ასვლა დავიწყე.
-ჰმ,წამოდი იკრაკლი ოთახში სალაპარაკო გვაქვს,ისე ვუთხარი მისკენ არც კი გამიხედავს.ამ ფაქტით აშკარად ყველა სახტად დარჩა ირაკლის გარდა.
ბიჭი უხმოდ გამომყვა.ეტყობოდა ნერვიულობდა არ ვიცი ან არც ნერვიულობდა უკვე იმაზე ფიქრს ვიწყებ,რომ ირაკლის არ ვიცნობ.
-კიდევ დიდხანს უნდა იყო ასე ჩუმათ?მობეზრებულად ამოვილაპარაკე და საწოლზე ჩამოვჯექი.
-მისმინე ანი,არ მინდა,რომ დავშორდეთ გესმის?ყველანაირად ვცდილობ რომ გამოვსწორდე თუმცა ეს ეს...ეს ყოველივე ცუდი ჩვევასავითაა და ამ ცუდ ჩვევას მიჩვეული ვარ ამიტომ ექვსი თვე არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის,რომგამოვსწორებულიყავი.
-ან შენი სიყვარული არ იყო ჩემს მიმართ ნამდვილი.როდესაც შეყვარებული ხარ ყველანაირ ზღვარს აბიჯებ,შენი თავისგან ისეთ რაღაცეებს ითხოვ რაც შეიძლება შეუძლებლად მოგეჩვენოს,მაგრამ სიყვარული ხომ ესაა რომ შეუძლებელი რაღაცეები გააკეთო მისთვის.არ ვიცი მე ასე მესმის ეს ყველაფერი.
-არა,არა,არა,მიყვარხარ იმაზე მეტად ვიდრე შენ წარმოგიდგენია,მაგრამ ღმერთო ჩემო სექსიც მიყვარს,კარგი რა ახლა ართქვა შეურაწყოფილად არ ვიგრძნობდი თავსო ჩემთვის ეგ რო შემოგეთავაზებინაო.რიგით ნაშად რომ გთვლიდე გიხმარებდი და გადაგაგდები.ძმაკაცებთან შენზე ვილაპარაკებდი და ვიცინებდი.
-გაეთრიე,ნორმალურად თავის გამართლება რო შეგეძლება მერე მომაკითხე.თითთ კარებისკენ ვანიშნე მანაც არ დააყოვნა და დამტოვა ოთახში მარტო.ამ უაზრო საუბრებით უკვე დავიღალე,არაფრისმთქმელი სიტყვები და სხვა არაფერი.დღის დარჩენილი ნაწილი ჩემი თავის მოწესრიგებას და ოჯახს დავუთმე.
-გუგააა
-გუგა არა ანი რამდენჯერ უნდა გითხრა მამა
-კარგი,მამა გარეთ გავდივარ ტობის გავასეირნებ.
-ფრთხილად იყავი და საწვიმარი წაიღე,წვიმაა დღეს გამოცხადებული,ხო კიდე სალომემ დაგიბარა ბებოსთვის საჩუქრის გაგზავნა არ დაავიწყდესო.
-კარგი,მივაძახე და გარეთ გავვარდი ჩემი საყვარელი ძაღლისკენ.
-წავედით ტობიას,ისე ვუთხარი გეგონება ჩემი ესმოდესო.
პარკში ბევრი ხალხი არ იყო,ღამის თბილისი ამ ადგილიდან მართლაც,რომ ულამაზესია,თავი გადავწიე და უვარსკვლავო ცას ავხედე,ვარსკვლავების გარეშეც ულამაზესია გავიფიქრე და ტობის გავხედე,რომელიც ვიღაც ძაღლთან ერთად გორაობდა.
-არა არა არა არა არა ტობი ახლა არ გინდა ვინმე რო დააორსულო.საყელური გამოვდე და უკან გამოვქაჩე.
-მგონი შენს ძაღლს ჩემი მოწონს,გავიგე ნაცნობი ხმა და ზემოთ ავიხედე.ო არა არა არა,კარგით რა.
-შენ რა დამცინი?ყოველდღე შენ რომ გნახო შეიძლება შენნაირი უჟმური გავხდე ღმერთო,მივმართე მათეს და წელში გავსწორდი.
-ღმერთმა დამიფაროს ყოველდღე შენ,რომ გნახო.
-უზრდელო
წინადადების თქმა არ დასცილდა როდესაც წვიმამ კოკისპირულად დასცხო.
-ხედავ,ზეცასაც კი მოაბეზრე თავი.გახარებულმა ამოვილაპარაკე და შეფარებული ადგილისკენ გავწიე.
-მერე კიდევ მე გამოვდივარ უზრდელი და უხეში,დანანებით ჩაილაპარაკა და უკან გამომყვა.დიდი ხანი ჩუმათ ვისხედით,ორივეს ჩვენი გასაჭირი გვადგა და ხმას არცერთი ვიღებდით.
-მე კარგად ვხატავ,მინდოდა ბრუკლინის აკადემიაში გამეგრძელებინა სწავლა,მაგრამ ჩემი ნახატების გაგზავნა ვერ გავბედე.რატომ ვებლუყუნებდი ამ იდიოტს არც კი ვიცი უბრალოდ ჩუმად ჯდომას ასე ვარჩიე.
-და მერე მე რა,მომინდომა მთვარეზე გაფრენა.
-მადლობა ასე რომ დამაიმედე მათე,ასე კარგად როგორ გამოგდის ეს ყოველივე?
ამაზე ორივეს გულიანად გაგვეცინა.მთლად მუტანტიც არ ყოფილა ეს ბიჭი,გარეგნულად კი იყო სიმპატიური და....ანი რეებზე ფიქრობ გამოფხიზლდი გთხოვ,ჩემს თავს შემოვუძახე.შევნიშნე,რომ წვიმას გადაეღო,წამოვდექით და ლაპარაკ ლაპარაკში სახლამდე ფეხით მივედით.
-იცი რა?არც ისეთი უჟმური ხარ როგორადაც თავი მოგაქვს.
-ვისთან როგორ გამიცინა და ტობის მოეფერა.
-კარგი კარგი კარგი,სიცილნარევი ხმაზე და ტაშის დაკვრაზე უკან მივიხედეთ ორივემ.
-ირაკლი?გაკვირვებულმა წარმოვთქვი ბოლო სიტყვები და მის ჩაწითლებულ თვალებს დავაკვირდი.
-ჩემი აწ უკვე ყოფილი შეყვარებული ანი და ჩემი უსაყვარლესი ძმა მათე,გუშინდელი თავგადასავალი როგორ მოგეწონათ?კარგად გაერთეთ?ან უი მოიცადეთ ახლაც კარგად ლაპრაკობდით გააგრძელეთ გთხოვთ,ვითომ მე აქ არცვარ.გული მერევა თქვენზე.ერთმანეთს ეარშიყებოდით ამ დროის მანძილზე მე უბრალოდ შუამავალი ვიყავი.
-კარგი მისმინე,ნასვამი და დაბოლილი ხარ მოდი სახლში წავიდეთ,თუ რამე გაქვს საგქმელი კიდევ როდესაც გამოფხიზლდები მერე თქვი,დარწმუნებული ვარ ამ სიტყვებს ინანებ ხვალ როცა გაიხსენებ.ჩვეული სიმშვიდით მიმართა მათემ ძმას.
-შენ ნუ მეხები იდიოტო,ძმას სახეში უთავაზა ირაკლიმ და თვითონაც ძირს გაიშხლართა.
-ღმერთო,გაკვირვებისგან შევძახე და მათკენ გავიქეცი.ირაკლი უკვე ფეხზე იდგა,მათე კი ტუჩიდან სისხლს იწმენდდა.
-ანუ ესაა შენი პასუხი ჩემს ქმედებაზე?ასე გააგრძელე ანი და რას მოიგებ ვნახავთ.უკანმოუხედავად გაიქცა და გული გამიტეხა ისევ.
- ისევ შენ მატკინე გული,მაგრამ ამიერიდან ყველაფერი სხვანაირად იქნება,ჩუმად ჩავილაპარაკე და მათეს დავეხმარე წამოდგომაში.
 



№1  offline მოდერი Nanaga

კარგია, გააგრძელე ^

 


№2  offline წევრი sali_cram

ვაიმეე ანუ მათეა ის ბიჭი ვინც არ უნდა შეუყვარდეს?აუ რამაგარია heart_eyes არ დააგვიანო და მალე დადე წარმატებები

 


№3 სტუმარი Nia

Dzaan magaria gaagrdzele imedia male dadeb momdevno tavs

 


№4  offline წევრი Mia_smith

heart_eyes ძალიან მომეწონა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent