შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საგიჟეთი [თავი პირველი]


12-07-2018, 17:49
ავტორი Dead girl
ნანახია 5 304

შენობა,რომლისკენაც მივყავარ საშინლად გამოიყურება.თითქოს თვალები აქვს და მათ არ გაშორებს. წყნარად ვზივარ მანამ სანამ შენობას დავინახავ,მაგრამ მისი შემჩნევის წამიდან უცნაური გრძნობა მეუფლება,თითქოს ჩემს გონებაში ვიღაც ძვრება და ბინძურ ხელებს მოურიდებლად აფათურებს.
დედას ჩემი ხელი ძლიერად უჭირავს,თითქოს ეშინია,რომ გავექცევი.მამას თვალები ერთ ადგილას გაუშტერებია და ძლივსშესამჩნევად სუნთქავს.
- დედა,სად ვართ? - დაახლოებით ორსაათიანი დუმილის შემდეგ ვიღებ ხმას და მაშინვე ვნანობ,რადგან დედა საპასუხოდ უარესად მიჭერს ხელს,მეორე ხელით კი ჩემს ოქროსფერ კულულებს ასწორებს,მაგრამ თითქოს სიყვარულით კი რა,ზიზღითა და იძულებით აკეთებს ამას.
ეს სახლი ახლოდან მეტად საზარელი ჩანს.ამას ერთვის ქალის განმგმირავი ყვირილი და რკინების რახა-რუხი,რომელიც უწინდებურზე მეტად მაკრთობს.
შესასვლელში,კედელზე,თეთრად დაწერილ სიტყვებს ძივს ვარჩევ:
,, ეს სახლი ქვით ააშენეს.პირქუში მთებიდან ამოცლილი რუხი ქვით.ეს არის სახლი მათთვის,ვინც ვერ ზრუნავს საკუთარ თავზე,ვისაც ხმები ესმის,უცნაური აზრები აქვს და უცნაურ რამეებს სჩადის.სახლმა ასეთები უნდა შეიფაროს.ერთხელ აქ მოსულები,აღარასდოს მიდიან.’’
ბოლო წინადადებას ვკითხულობ და ვგრძნობ როგორ მაკანკალებს.
- დე,დედა... - მუდარის ნოტები ერევა ჩემს ხმაში,მაგრამ დედა ყურადღებას არ მაქცევს,ეს მაცოფებს და ყვირილს ვიწყებ.რაზეც,მეტად საშინელი,თეთრხალათიანი ქალი გამორბის ოთახიდან.
მეშინია.
გაურკვევლობაში ვარ და არ ვიცი რა შეიძლება გავაკეთო.
ქალი ხელს უხეშად მავლებს მხრებში და კარისკენ მიმათრევს. ვკივი,ვწივი,სახეს ვიხოკავ,მაგრამ ქალისთვის თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავია. დედა უკან აღარ მომყვება.ბოლოჯერ ვავლებ თვალს და ვამჩნევ,რომ სახეზე ირონიული ღიმილი აქვს აკრული და საშიშად მშვიდად გამოიყურება.
ეს ქალი დედაჩემს არ ჰგავს.
ცალი ხელით ჩემი ძმის სათამაშო მაქვს ჩაბღუჯული,მეორე ხელით კი ვცდილობ ქალს ხელი გავაშვებინო. საიდანღაც საშინელი,არაბუნებრივი და სასტიკი სიცილი ისმის. თითქოს სერიული მკვლელი იცინის,რომელიც საკუთარ მსხვერპლს კმაყოფილი დაჰყურებს.
ოთახში,რომელიც საკანს უფრო ჰგავს მამაკაცი შემოდის.მაღალი,ბოროტი გამომეტყველების მქონე,სათვალიანი კაცი.ვგონებ სწორედ მისი ხმა ისმოდა ორი წუთის წინ.
- ესეც ასე,პატარა არანორმალურო. - ხელს ნიკაპში მავლებს და თავს ზევით მაწევინებს.
- მომშორდი ! - ხელზე ვკბენ და წიხლს მოურიდებლად ვკრავ
აღარ მეშინია.
ვიცი,რომ მაინც აღარაფერი შეიცვლება. წარწერიდან ნაწყვეტი მახსენდება ‘’... ერთხელ აქ მოსულები,აღარასდროს მიდიან.’’
ქალი როგორც ვხვდები ანკეტაში იხედება.
,, ვალდეზი,ლუსი ებიგეილი
დთ : 7.15.1960.
წლოვანება : 8 ‘’
- წამომყევი. - ცივი,გამყინავი ხმით მეუბნება ქალი,რომელიც ჩაცმულობით ექთანს ჰგავს.უბრალოდ ბოროტ ექთანს.
ადგილიდან არ ვიძვრი.მხოლოდ ჭიქას ვუყურებ,რომელიც ჩემწინ დგას და დარწმუნებული ვარ,რომ ერთი ხელის გაწვდით მივწვდები.აღარაფერს ვუფიქრდები,უბრალოდ ელვის სისწრაფიდ ვიღებ ჭიქას და ქალის მიმართულებით ვისვრი. როგორც ყოველთვის მიზანს არ ვაცილებ და ქალს ჭიქა ზუსტად შუბლში ხვდება. შემდეგ ის იფშვნება და ქალიც კივილს იწყებს.
- პატარა ეშმაკუნა. - მამაკაცი ექთანს ყურადღებას არ აქცევს. ჩემკენ მოიწევს ირონიული ღიმილით და უფრო უფართოვდება ღიმილი იმაზე,რომ ხვდება არ მეშინია. ხვდება არ გავექცევი.
- პრობლემაა - ბიჭი ანერვიულებული შემორბის ოთახში და ბოროტ ექიმსაც ყურადღება უდუნდება.
- ამას მიხედეთ. - თავით ჩემზე ანიშნებს ბიჭს,მაგრამ აშკარად ხვდება,რომ მარტო ეს ბიჭი ვერ გამიმკლავდება და კიდევ სამ ადამიანს ეძახის.
ბოლოს მხოლოდ იმას ვამჩნევ,რომ ჩემს ვენაში წამალი შეყავთ
და
მეც ვითიშები.

_______________________________________________________
მოკლედ,ეს ისტორია ძალიან,ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის.
იმედი მაქვს მოგეწონებათ.
შთაგონების წყაროა მედლინ რუს ,,საგიჟეთი'',რომელმაც საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე რატომღაც...
იმედი მაქვს მოგეწონებათ <3



№1  offline წევრი .M.A.R.I.

ანუ წიგნი არ მაქვს წაკითუხლი და კაია:დ
წაკითხული რომ მქონდეს ალბათ ამას არ წავიკითხავდი
ისე კარგი დასაწყისი აქვს მომწონს <3
ჯერ-ჯერობით ამით შემოვიფარგლები
მაინც ახალი დაწყილი გაქვს
და ჯერ ბევრი არ გაქვს დაწერილი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent