შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*სისხლიანი პაემანი* (თავი 1)


12-07-2018, 18:19
ავტორი Queenofmoon
ნანახია 6 460

თბილისი.. ქალაქი,სადაც არავის,არასდროს წარმოუდგენია,რა შეიძლება მოხდეს გვიან ღამით,შებინდებისას,როცა არავინაა გარეთ და სიჩუმის წყვდიადშია გახვეული არემარე.
იქ,სადაც გვგონია,რომ არაფერი ცუდი არ ხდება,ჯობია ბარგი ჩაალაგო და ადგილს მთელი სისწრაფით მოშორდე.
ანასტასია,ახალგაზრდა,ლამაზი და ჭკვიანი გოგონა,მშობლების იმედი და მათი სიამაყე,რომელმაც 18 წლის ასაკში დაამთავრა სკოლა,ორი წელი ინგლისში დაჰყო სასწავლებლად,ახლა კი იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში,ჰყავს სამი ყველაზე ახლო მეგობარი,ლილე,მართა და სანდრო.
დედა ყოფილი ადვოკატია,ხოლო მამა კი - ცნობილი ბიზნესმენი,განთქმული მექალთანე და ბინძურ საქმეებში გარეული მამაკაცი. მშობლები ანასტასია დის - მარიამის დაბადების შემდეგ,მალევე გაშორდნენ ერთმანეთს.
მზის სხივები ანასტასიას მძინარე თვალებს ურცხვად ელამუნებოდა,ხელები ავტომატურად თვალებისკენ აიფარა და თვალდახუჭული მიემართა სააბაზანოსკენ.
ხელებში ცივი წყალი ჩაიგუბა და მხოლოდ რამოდენიმე შესხმის შემდეგ გამოფხიზლდა.
დიდრონი შავი თვალები მიაპყრო სარკეს,ოდნავ აპრეხილი ცხვირი და სქელი,წითელი ტუჩები.
გრძელი თმა გვერდით ჩამოიყარა,მუქი წაბლისფერი,ოდნავ დატალღული თმა,რომელიც მის სილამაზეს განსაკუთრებულ ეშხს სძენდა.
კანი კი,თოვლივით თეთრი ჰქონდა,მის გამხდარ და სიფრიფანა სხეულს ლერწამივით რომ დაარხევდა აქეთ-იქით.
მისი გარეგნობა,არასდროს რჩებოდა შეუმჩნეველი,ყოველთვის იღებდა ისეთ კომპლიმენტებს,რომელზეც ყველა ქალი იოცნებებდა.
ყველა,აბსოლიტურად ყველა თვლიდა,რომ მას უნდა ჰყოლოდა ჭკვიანი,შეძლებული და ძლიერი ოჯახის შვილი გვერდით.
თუმცა,ყველაფერი შეიცვალა ღამეს,იმ დაწყვევლილ ღამეს,თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე.
ნელი ნაბიჯებით ჩაუყვა ანასტასია კიბეებს,მანქანის კარი გააღო და მალევე მოშორდა უბანს.
შუქნიშანზე წითელი აინთო,ინსტიქტურად ტელეფონს დახედა და ისიც მაშინვე აწკრიალდა.
-აუ ტაას,სად ხარ?
-ლექციაზე მაგვიანდება მარი,შენ?
-აუ ლექცია დაიკიდე რა,მაქსიმესთან ვართ ყველანი.. აქ ამოდი რაა..სახლში ვერ მივდივარ...
-რა ხმაურია,რა ხდება?!
-მაქსიმესთან ვააართ... ძააან ბევრი დავლიე.. მგონი..და მგონი.. ცუდად ვარ..
-რა?? დალიე??მომისმინე! ახლავე მოვალ და წაგიყვან სახლში.. გაიგე?! ალოო.. მარიამ??
ფუ შენი..
მთელი სისწრაფით მოუხვია უკან და მაქსიმე ავალიანის მისამართს მიეშურა.
ჩამწკრივებულ კერძო სახლებს გახედა რიგრიგობით,ხმამაღალი მუსიკის ხმა გაიგო თუარა,მაშინვე გეზი აიღო სახლისკენ.
მანქანიდან გამოვარდა,კარი დაკაკუნების გარეშე შეაღო,სახლი კვამლში იყო გახვეული,საშინელი სასმლის სუნი ტრიალებდა და სუთქვა საგრძნობლად ჭირდა,მძიმე ჰაერს როგორმე უმკლავდებოდა და ხელებს სახის წინ იქნევდა, თვალებს აცეცებდა აქეთ-იქით,ზოგს ეძინა,ზოგი ჯერ კიდევ სვავდა,ზოგი ვის ეზასავებოდა.. მეორე სართულის კიბეებს აუყვა თუარა, მაშინვე მარიამს შეხედა,მხეცივით მივარდა და სიგარეტი გააგდებიდან ხელიდან..
-ადექი მარიამ!!
-გთხოვ არ უთხრა დედას,შენთან წამიყვანე ასე ვერ მივალ..
-ნუ ბლუყუნებ! ჩემთან მიმყავხარ ისედაც! ამ ბინძურებთან რა გინდა?! ჰა?!
-აუ შემეშვი რაააა...
-ხელი მომკიდე!!
***
-ოხ,გაიღვიძა ქალბატონმა!
დოინჯშეკრული ანასტასია თავზე ედგა დას,რომელიც სახეს მანჭავდა და ხელს მაგიდაზე აფათურებდა თვალდახუჭული..
-აუ,წყალი მომიტანე რა..
-იცი რომ შენთვის დალევა,მოწევა და მსგავსი საშინელებების კეთება არ შეიძლება?!!ჯერ კიდევ ბავშვი ხარ მარიამ!
-აუ ტასო,დაახვიე
-იცოდე ერთ დღესაც ხელს აღარ დაგაფარებ და ყველაფერს მოვუყვები მშობლებს!
-აუუუ,ტვინს მიბურღავ უკვე. მგონი ჯობდა დედასთან წავსულიყავი!
-მარიამ იცოდე!!
-ტას.. გული მერევა..
-მართლა?!! ნეტა რატო? უხ!... წავალ აფთიაქში! ჯანდაბა!! რომელი საათია!
-მაპატიე..
-იწექი,ამოგიტან წამლებს.
კიბეები სწრაფად ჩაირბინა ანასტასიამ,სახლთან ახლოს მდებარე აფთიაქთან მივიდა და თავის რიგს დაელოდა.
საფულეში ჩხრეკვა დაიწყო,ხურდების ხმაურში ვერც კი გაიგო ნაბიჯების ხმა,სანამ უკნიდან საშინელი სიცივე არ იგრძნო.
ნელნელა მიტრიალდა და მის წინ მდგარი მაღალი ახალგაზრდა დაინახა,შავი სამოსით,კაპიშონი ბოლომდე ჩამოჰფარვოდა,ისე,რომ სახე არც კი უჩანდა.
მხოლოდ მისი ნიკაპი და სისხლისფერი ტუჩები მოჩანდა ღამის სუსტ განათებაზე.
გოგონას წინ დადგა და მისი რიგი დაიკავა,ანასტასიას ბრაზი მოაწვა და მაშინვე შეტევაზე გადავიდა.
-რას აკეთებ?!ვერ ხედავ რომ რიგში მე ვიდექი?!! მხედველობასთან რაიმე პრობლემა გაქვს?!
პასუხის მოლოდინში მყოფს გული საშინლად აუჩქარდა,მხოლოდ მას შემდეგ ჩაუვარდა ენა,როცა მისი ხელიდან დანის გადატრიალების ხმა იგრძნო,მაშინვე იქვე გაიყინა,თვალები დაქაჩა და პარალიზებული გახდა.
გრძელი,ვერცხლისფერი დანა შუქს ირეკლავდა და თვალს ჭრიდა.
ახალგაზრდა ოდნავ მოტრიალდა მისკენ, კმაყოფილებით აევსო სახე,როცა შეშინებული ლამაზმანი დაინახა,რომელმაც ეს უკანასკნელი წამიერად დაიკივლა,საფულე ხელიდან გაუსხლტა და ადგილს მთელი სისწრაფით მოშორდა.
სახლში გულამოვარდნილი შევარდა,კარები რამოდენიმე გასაღებით გადაკეტა და ასე იდგა,სანამ მარიამის ხმამ არ მოიყვანა გონს.
-ტასო?კარგად ხარ?რა გჭირს მოჩვენება ხოარ დაინახე?
ჩაიცინა და დის გამომეტყველებაზე სიცილი ძლივს შეიკავა.
-ნუ ბოდიალობ...
-წამლები მომიტანე?
-ვაიმე,ჩემი საფულე!
-ანასტასია აფთიაქში იყავი და წამალი არ მომიტანე? მერე მე მეტყვის,იდიოტი ხარო..
-მოგიტან! ოღონდ დილით. ეხლა ვერ გავალ.
-კარგი,კარგი..წავალ დავწვები.
-ძილინებისა.
-ძილინებისა.
***
დილით ისევ მზის სხივებმა გააღვიძა ანასტასია,უჩვეულო გრძნობა დაეუფლა მთელს სხეულში,თვალები სწრაფად გაახილა და საწოლიდან წამოხტა,ტელეფონს დახედა,მისაღებში შევარდა და მარიამის მიერ დატოვებული ფურცელი ხელში აიღო.
"ტას,დედამ დამირეკა,მე სახლში წავედი,გკოცნი და რაც გთხოვე არ დაგავიწყდეს,დაელაპარაკე ჩვენებს რომ შენთან ერთად ვიცხოვრო. მიყვარხარ"
ფურცელი ერთხანს ეჭირა და უსასრულობაში აყოლებდა მზერას, ისევ იმ ღამეს უტივტივებდა გონება,აფთიაქთან,უჩვეულო ტიპთან ერთად რომელსაც დანა ეჭირა ხელში,ტანში ისევ შიშმა გასცრა მის გახსენებაზე. ფურცელი სწრაფად აქცია ნაკუწებად და სავარძელში მსუბუქად ჩაეშვა.
კარზე კაკუნმა კვლავ შიშის ნაპერწკალი გაუღვივა,შემოსასვლელში ფრთხილად გავიდა,ჩუმი ნაბიჯებით,გარეთ გაიხედა თუარა მართა და სანდრო დაინახა,ფილტვებიდან ბლომად დაგროვილი ჰაერი ბოლომდე ამოუშვა და კარი გააღო.
-რა გჭირს? იკითხა სანდრომ და შუბლზე აკოცა.
-არაფერი,ეხლა გავიღვიძე..
-აუ გთხოვ რა ყავა დამალევინე,რაც შეძლება ბევრი ყინულით! თქვა მართამ და დივანზე ხელებგაშლილი დაეხეთქა..
-სან,შენც გინდა?
-აუ კი რაა... თვალები დააწვრილა სანდრომ და მავედრებელი სახით გახედა.
-მაგარი ამბავი გვაქვს!
-რა ამბავი? ინტერესით სავსე თვალებით გახედა ანასტასიამ და ცივი ყავა მაგიდაზე დადო.
-ყველანი ერთად მივდივართ დასასვენებლად, გამოცდები არ მოიმიზეზო,იცოდე!მაინც წამოხვალ ანასტასია. თქვა სანდრომ თითის ქნევით და თვალი ჩაუკრა.
-ტას,საქმე მაქვს,წამო ერთ წუთს
-მოიცა მოიცა,მე რამე უნდა გამომაპაროთ?
-სანდრო,ტრ*კი დააყენე და ყავა დალიე,თქვა მართამ და ტასო სამზარეულოსკენ გააქანა.
-რა არის,რა ხდება?
-ჩშშ! თითი ტუჩთან მიიფარა მართამ და ტასოსთან უფრო ახლოს მიიწია.
-მაქსიმე,მაქსიმე დაჭრეს!
-როდის?
-გუშინ დილით..ვიღაც მანიაკები შეიჭრნენ,ძალიან ბევრი ფული აიღეს,მაქსიმე პოლიციაში დარეკვას ცდილობდა,როცა ვიღაცამ უკნიდან დანა ჩაარტყა.. ეხლა მაქსი საავადმყოფოშია..ცუდად არის..
-მართა! მის ნახვას აპირებ?!
-ტასო რა ვქნა? მიყვარს გესმის? მიყვარს...
-ისევ იდიოტობის გაკეთებას აპირებ.. იცოდე,გამოჯანმრთელდება და ისევ გულს გატკენს!
-ტასო! ჩუმად! სანდრო გაიგებს!
მე უნდა წავიდე,ოღონდ ამ ამბის შესახებ არავის უთხრა,არც ლილეს!
-კარგი,არ ვეტყვი.
-კარგი,წავალ.
-წაბრძანდა ქალბატონი? თქვა სანდრომ და ნიჟარაში ჭიქები ჩაალაგა.
-ხო,საქმე ჰქონდა რაღაც..
-გგონია,არ ვიცი?!
-რას გულისხმობ?
-ისევ იმ მაქსიმეს ხვდება ხო?მოვკლავ იმ ნაბი*ვარს...
-არა,სან.. მასთან არ წასულა.. სანდრო.. მოიცადე სად გარბიხარ?
სანდრომ კარი მოიჯახუნა და ტყვიასავით გავარდა.
ანასტასია,ისევ მარტო დარჩა.
მარტო,თავის ფიქრებთან.
დივანზე წამოწვა და ტელევიზორის არხების გადართვა დაიწყო უაზროდ,ერთ არხზე გაჩერდა,სადაც ნაცნობ სახლს აჩვენებდნენ,გოგონამ თვალები უფრო მეტად დაძაბა და მაქსიმე ავალიანის სახლი შეამჩნია.
"გუშინ დილით გამთენიისას,მ.ა.-ს სახლში შეიჭრნენ მძარცველები,ძვირფასეულობა და ფული წაიღეს, მ.ა და მისი რამოდენიმე მეგობარი მძიმედაა დაჭრილი ისინი გადაყვანილები არიან საავადმყოფოში,ექიმები ჯერ ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ".
-ღმერთო...არ არსებობს.. ანუ მოვასწარი მარიამის წამოყვანა..ტუჩებზე ინსტიქტურად ხელი აიფარა და ტელეფონს დასწვდა.
-ახლა სადღა ხარ.. აიღე მარიამ!
აქეთ-იქით დაიწყო სიარული გაუჩერებლად,თუმცა პასუხი არ გაუცია მარიამს მისი ზარისთვის. ღამის ორი საათი იყო,როცა ანასტასიას დედამ დარეკა და მარიამი იკითხა.
ტასოს როგორც ყოველთვის დისთვის ხელის დაფარება მოუხდა და მოიტყუა,რომ მასთან იყო.
სწრაფად ტანსაცმელი გადაიცვა და კიბეებს ჩაუყვა,მანქანამდე მისვლისას კი სიბნელეში ვიღაცის ნაბიჯების ხმა გაიგონა.
გოგონას სხეული ადგილზე გაიყინა,რადგან სიბნელეში ვერ გაერჩია ვინ იყო გვერდით.
სწრაფად მანქანის გასაღების ჩხრეკვა დაიწყო ჩანთაში და თვალებიდან ცრემლები ნელნელა სკდებოდა.
აკანკალებული ხელებით ძლივს ცდილობდა გასაღების აღებას,მომენტში ხელიდანაც კი გაუსხლტა და ვეღარ აკონტროლებდა შიშს.
მანქანის კარის გაღებას აპირებდა,როცა უკნიდან იგრძნო ვიღაც,რომელიც მასთან ძალიან,ძალიან ახლოს იყო..
ყელზე ძალიან ცივი და ძლიერი რამ იგრძნო,რის შემდეგაც გაანალიზა,რომ მას უკვე დანა ეჭირა ხელში.
გოგონამ დაიკივლა,უცხომ კი პირზე ხელი ააფარა,მომენტალურად შემოატრიალა მის წინ და დანა უფრო მეტად მიაჭირა არტერიაზე.
-შენ რომ ჭკუა გქონდეს,მეორედ აღარ გამოხვიდოდი ასე გვიან გარეთ.
ანასტასიას თვალები გაუფართოვა,გაახსენდა რამოდენიმე კვირის წინ მომხდარი ინციდენტი,შავებში გამოწყობილი ახალგზარდა ცივი იარაღით. მის წინ იმ მომენტებმა უცბად დაუარა გონებაში და ყელში დიდი ბურთი გაეჩხირა.
-ჩანთა დააგდე! ჩასჩურჩულა ყურთან და ხელი ძლიერად მოკიდა.
მის სურვილს დაჰყვა და ჩანთა სწრაფად დააგდო.
-აქ ფული არ არის! ვის ატყუებ შენ?!
-თან,თან არ წამომიღია.. გეფიცები.. აი,ტელეფონი აიღე,ეს ოქროს სამაჯური..წაიღე ყველაფერი რაც გინდა
-მე ფული მინდა გაიგე?!! ფული!!!
-არ მაქვს.. არ მაქვს...გთხოვ გამიშვი,მართლა არ მაქვს ფული
-სახლში ავდივართ,დროზე გადაადგი ფეხი თორემ გულში გაგიყრი დანას!
ფეხების კანკალით აუყვებოდა კიბეებს ანასტასია,უცხო კი მის მკლავს ჩაბღაუჭებოდა ძლიერად და ყოველ წამში მზად იყო,ადგილზე მოეკლა არასწორი ქმედებისთვის.
ანასტასიამ კარები ძლივს გააღო,მამაკაცმა ხელი ჰკრა და კარები სწრაფად გადაკეტა,გასაღები წაართვა და ყველა შესაძლო ადგილს დასწვდა,სადაც კი ფულის შოვნა შეიძლებოდა.
-მანდ დაჯექი!! დაიღრიალა ახალგაზრდამ და ანასტასიას უბრძანა,დივანზე დამჯდარიყო.
-ნუ მიყურებ!!! გასაგებია?!!!
-გასაგებია...
ვირტუოზივით ტრიალებდა მძარცველი აქეთ იქით,იმის გაანალიზებასაც ვერ ასწრებდა ანასტასია,რა ხდებოდა მის თავს,იმდენად შოკურ მდგომარეობაში იყო,მაგრამ ეს დაძაბულობა უფრო მეტად იგრძნობოდა,როდესაც ტელევიზორმა ახალი ინფრომაცია გააჟღერა.
"-დამიანე მეტრეველი,დემეტრე ტვილდიანი და ნიკუშა დიასამიძე,მძარცველები,რომლებმაც ფიზიკური ზიანი მიაყენეს საქართველოს მოქალაქე მ.ა -ს , კ.დ-ს და კიდევ რამოდენიმე ახალგაზრდას,ისევ იძებნებიან, გთხოვთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და გვიან ღამით სახლი არ დატოვოთ."
ანასტასიამ ცრემლებით სავსე თვალებით გახედა მძარცველს,რომელსაც დანა მჭიდროდ ეჭირა და სხეულზე ეტყობოდა,როგორ იძაბებოდა,ის ნელნელა მოტრიალდა,კაპიშონი უკან გადაიგდო,მკაფიო განათებაზე კარგად გამოჩნდა მისი სახე,რომელიც სისხლით იყო დასვრილი. ის ნელი ნაბიჯებით დაიძრა ანასტასიასკენ და....


როგორც იქნა,დაგიბრუნდით :დ <3 არ ვიცი,ეს ისტორია რამდენად დაიმსახურებს თქვენ მოწონებას,მაგრამ ყველანაირად ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ. იმედი მაქვს,მოგეწონათ,თქვენი აზრი დამიფიქსირეთ კომენტარებში,როგორც დადებითი,ასევე უარყოფითი,არ აქვს მნიშვნელობა. <3



№1 სტუმარი Mzikomziko22

Me velodebodi msgavsi istorias shengan da imedia uprobdadzabav situaciebs rogorc Shen ici ABA warmatebebi veli shemdeg tavs

 


№2  offline მოდერი Queenofmoon

Mzikomziko22
Me velodebodi msgavsi istorias shengan da imedia uprobdadzabav situaciebs rogorc Shen ici ABA warmatebebi veli shemdeg tavs

დიდი მადლობა,საყვარელო! <3 <3

 


№3 სტუმარი უცნობიგოგონა

აი ძალიან მაგარიაა..პირდაღებული ვკითხულობდი❤️გთხოვ შემდეგი დღეს დადე ❤️❤️❤️

 


№4  offline მოდერი Nanaga

ძალიან კარგია, მომწონს წერის სტილიც

 


№5  offline მოდერი Queenofmoon

უცნობიგოგონა
აი ძალიან მაგარიაა..პირდაღებული ვკითხულობდი❤️გთხოვ შემდეგი დღეს დადე ❤️❤️❤️

მადლობა დიდი heart_eyes შემდეგ თავს ხვალ დავდებ,აუცილებლად heart_eyes kissing_heart
Hermann
ძალიან კარგია, მომწონს წერის სტილიც

ძალიან დიდი მადლობა blush kissing_heart

 


№6  offline წევრი ყვითელგულა

კარგია ძალიან მომეწონა❤იმედია შემდეგს მალე დადებ ❤

 


№7  offline მოდერი Queenofmoon

ყვითელგულა
კარგია ძალიან მომეწონა❤იმედია შემდეგს მალე დადებ ❤

დიდი მადლობაა heart_eyes შემდეგ თავს ხვალ დავდებ აუცილებლად heart_eyes kissing_heart kissing_heart

 


№8  offline წევრი .M.A.R.I.

აი სადაც უნდა დაწყებულიყო მთავარი
აი ზუსტად მანდ დამთავრდა
ნერვი ამიტოკდა ამაზე :დდ
ემოციებში ვარ ძალიან მაგარია
ძალიან მომეწონარაღაც სხვაა
საინტერესოა ეს ბიჭი ვინაა
ნაცნობი, უცნობი თუ საერთოდ მერე გამოსწორდება და
მისი მომევალი სიყვარული გახდება :დდდდდდდდდდ
ანუ მარიამზე ვღელავ :დდდ
და მაინტერესებს სად არის:((
და ჰო კიდევ ერთხელ გეუბნები
რომ ძალიან მაგარია
და ჰოომნ
წარმატებები <33

 


№9 სტუმარი სტუმარი ანი

როგორც ყოველითვის, ძალიან კარგი და საინტერესო დასაწყისია. წარმატებები... გულითა და სულით გგულშემატკივრობ!!!!

 


№10  offline წევრი Aliengirlarea51

Au dzaan magaria dzaan damainteresa ^^♥ yochag moutmemlad velodebi shemdegs ...♥♥♥

 


№11  offline მოდერი Queenofmoon

.M.A.R.I.
აი სადაც უნდა დაწყებულიყო მთავარი
აი ზუსტად მანდ დამთავრდა
ნერვი ამიტოკდა ამაზე :დდ
ემოციებში ვარ ძალიან მაგარია
ძალიან მომეწონარაღაც სხვაა
საინტერესოა ეს ბიჭი ვინაა
ნაცნობი, უცნობი თუ საერთოდ მერე გამოსწორდება და
მისი მომევალი სიყვარული გახდება :დდდდდდდდდდ
ანუ მარიამზე ვღელავ :დდდ
და მაინტერესებს სად არის:((
და ჰო კიდევ ერთხელ გეუბნები
რომ ძალიან მაგარია
და ჰოომნ
წარმატებები <33

ძალიან დიდი მადლობა,ჩემო კარგო <3 მიხარია ძალიან თუ მოგეწონა <3
სტუმარი ანი
როგორც ყოველითვის, ძალიან კარგი და საინტერესო დასაწყისია. წარმატებები... გულითა და სულით გგულშემატკივრობ!!!!

დიდი მადლობა,ჩემო გოგო! <3
Aliengirlarea51
Au dzaan magaria dzaan damainteresa ^^♥ yochag moutmemlad velodebi shemdegs ...♥♥♥

mirandaa31
კარგია, გააგრძელე, დამაინტრიგა ..

უღრმესი მადლობააა! მაბედნიერებთ თქვენი კომენტარებით ძალიან <3 <3

 


№12  offline წევრი Avrora-Gallagher

ძალიან საინტერესოა
და იმედია გაგრძელებაც საინტერესო იქნება თუ რათქმაუნდა მალე დადებ:))❤️❤️

 


№13  offline მოდერი Queenofmoon

Avrora-Gallagher
ძალიან საინტერესოა
და იმედია გაგრძელებაც საინტერესო იქნება თუ რათქმაუნდა მალე დადებ:))❤️❤️

მადლობა ჩემო კარგო<3იმედი მაქვს გაგრძელებაც მოგეწონებათ ❤❤ მალე დავდებ<3

 


№14 სტუმარი ღამის სტუმარი

ამ დაზაფრულმა გოგომ ტელევიზორის ჩართვა როდის მოასწრო ნეტავ .ნუ ჰო კარგი გააგრძელე ვნახოთ.

 


№15  offline მოდერი Queenofmoon

ღამის სტუმარი
ამ დაზაფრულმა გოგომ ტელევიზორის ჩართვა როდის მოასწრო ნეტავ .ნუ ჰო კარგი გააგრძელე ვნახოთ.

ტელევიზორი იქნებ აქამდეც იყო ჩართული?:)
მაგ მომენტში ლოგიკურია,ტელევიზორის ჩასართველად ან ლეპტოპის ასაღებად ვერავინ მოიცლიდა. :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent