შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ბოროტი ტყუპი და თავი 2


12-07-2018, 20:27
ავტორი pakusuna
ნანახია 1 407

დილით ადრე გავიღვიძე.მინდოდა მალე წავსულიყავი.მაგრამ ჯერ დრო არ იყო. მანამდე ვისაუზმე და ეზოში გავედი.ექთანი მოვიდა ჩემთან და ყუთი გადმომცა.როდესაც ვკითხე თუ რა იყო ან ვისგან იყო მან არ მიპასუხა და წავიდა. ყუთი გავხსენი და გავოცდი.შიგნით მამაჩემის ნაჩუქარი კულონი იდო.ძალიან გამიკვირდა ვფიქრობდი ვის უნდა ეჩუქებინა.ჩემდა საბედნიეროდ შიგნით წერილი იდო.
„კატო
ვიცი რომ ეს კულონი შენ გეკუთვნის და ამიერიდან ჯობია შენთან იყოს ვიდრე იმ კარადაში.
დემეტრე“
გავიფიქრე ყველაზე მაგარი ფსიქოლოგი მყავსთქო.ძალიან გამიხარდა.ის დამიბრუნდა რაც მენატრებოდაა.ნეტავ ამ კულონივით შეიძლებოდეს ჩემი მშობლების დაბრუნებაც.მაშინვე კისერზე გავიკეთე.1 საათამდე ეზოში ვიყავი.შემდეგ ექთანი მოვიდა და წამიყვანა.როგორც კი კაბინეტში შევედი ვეღარ მოვითმინე და დემეტრეს კისერზე შევაფრინდი(მადლობის ნიშნად)
-ძალიან დიდი მადლობა.ვერც კი წარმოიდგენ ეს კულონი ჩემთვის რას ნიშნავს.
-აქამდე არ ვიცოდი.ეხლა კი ნამდვილად ვიცი.
ხელები მოვაშორე და სკამზე დავჯექი.
-მაპატიეთ ძირითადად ასე არ ვიქცევი ხოლმე.უბრალოდ გამეხარდა რომ კულონი დამიბრუნეთ.
-კარგი არა უშავს.დღეს მეორე შეხვედრაა.და უნდა გავაგრძელოთ იქედან სადაც გავჩერდით.თქვენ უნდა მომიყვეთ თქვენი დის შესახებ.
-კარგი.
-იქედან დაიწყე საიდანაც შენი და პირველად ახსენეს.
-ჩემი და პირველად დედამ მაშინ ახსენა როდესაც 8 წლის ვიყავი.მას მერე სულ იძახდა.რომ მე ტყუპისცალი მყავდა.მამა არ უჯერებდა.ეუბნებოდა:
-ნათია გეყოს.შენც კარგად იცი რომ მხოლოდ ერთი გოგონა გვყავს.და ისიც კარგად იცი რომ ეხოსკოპიაზეც ასე გითხეს.
-მეყოსს!!შენ რა გესმის.შენ ხომ ცხრა თვე მუცლით არ გიტარებია.შეიძლება ექოსკოპიამ და მშობიაობამ თქვა რომ ერთი იყო მაგრამ მე ვიცი რომ ორნი იყვნენ.და ერთი მშობიარობის დროს ექიმმა მომპარა.
--სასაცილოა.ექიმმა რომელმაც გამშობიარა ჩემი საუკეთესო და ბავშვობის მეგობარია.ასე რომ ვთქვათ ტრუსიკის ძმაკაციაა.და შენ გგონია ის ამას გააკეთებდა.არა არასოდეს.შენ ჩემი ძმაკაცები არასოდეს მოგწონდა და ამას ამიტომ ამბობ.ყველაზე მეტად კი ვა
-არაფერიც შენი ძმაკაცები მომწონს მაგრამ ვალე ნამდვილად არ მომწონს.მან ჩემი შვილი მოიპარა.
-კარგად იყავი.მე შენი მოსმენის ნერვები არ მაქვს.ხვალამდე სახლში არ მოვალ.
-რააა?!!
ყოველთვის მსგავსი დიალოგებით ჩხუბობდნენ.ამ ჩხუბს ხშირად ვუსმენდი.არ ვიცი რატომ მაგრამ თითქოს ამის მჯეროდა.ხშირად ჩმს ფიქრებში ათას ისტორიას ვთხზავდი სადაც მე და ჩემი ტყუპისცალი და ვმონაწილეობდით.ყოველთვის ვოცნებობდი რომ და მყოლოდა.და ეს ოცნება ამიხდა.დედას ნათქვამი მართალი აღმოჩნდა.მე და ნამდვილად მყავდა.
-და საიადნ გაიგეთ??
-ალბათ გახსოვთ.დაახლოებით 2 წლის წინ ****** საავადმყოფოში გინეკოლოგიაში ექიმი დააკავეს.რომელსაც ბრალად ბავშვების გაყიდვა ედებოდა.
-დიახ მახსოვს.
-სწორედ იმ კაცმა ამშობიარა დედაჩემი.ის კაცი მამაჩემის ძმაკაცი ვალე იყო.დედამ რაც ეს ამბავი გაიგო მამაჩემს უყვიროდა ხომ გეუნებოდი ის არისთქო..მამა მეორე დღეს სადღაც წავიდა. რომ მოვიდა დედას უთხრა რომ ციხეში იყო.კაბინეტში შეიყვანა.ალბაათ მე რომ არ გამეგო.მაგრამ ერთი საიდუმლო ადგილი ვიცოდი.კარადის უკან გამოჭრილი იყო კედელი და იქ დავიმალე და მათ ლაპარაკს მოვუსმინე.
-ნათია დღეს ციხეში ვიყავი და ვალე ვნახე.
-და რა გითხრა??
-რა მითხრა!!!!ამის კითხვას საერთოდ როგორ მიბედავ!!ამდენი წელი მატყუებდი!!
-რააა??!!საიდან მოიტანე რომ გტყუებდი.
-აბა კარგად დაფიქრდი იქნებ სანამ ცოლად მოგიყვანდი რაღაც ჩაიდინეეე
-არა მე არაფერი არ ჩამიდენია(დედა ტიროდა.ძალიან შემეცოდა)
-არ დაგიშავებია(მამამ ისე გადაიხარხა ძვლები გამეყინა შიშისაგან).სანამ ცოლად მოგიყვანდი ვალესთან გქონდა ურთიერთობა,მისგან დაფეღმძიმდი.იმ დროს სიღარიბეში ცხოვრობდა და ვერ გაბედა რომ ცოლად მოეყვანე.თან როცა გაიგე როგორც ცხოვრობდა სახეში შეგიფურთხებია და უშვერი სიტყვებით გილანძღია.შენ მაშინ გამიცანი ვალემ როცა ჩემთან მოგიყვანა.ერთ საღამოს კი ძალიან მთვრალი ვიყავი და საწოლში შემომიგორდი.1 თვის შემდეგ კი მითხარი რომ ფეღმძიმედ იყავი.ამიტომ ვერ იტანდი ვალეს.გეშინოდა რომ სიმართლეს იტყოდა.მე არ მწყდება გული რომ ამდენი წელი საკუთარ ძმაკაცის შვილის ვზრდიდი.მე ის ისე მიყვარს როგორც საკუთარი და მას მისი კახპა დედის შეცდომას არასოდეს ვეტყვი.და სხვათა შორის ისიც მითხრა რომ მეორე ქალიშვილი მართლა გყავდა.მაგრამ მან წაიყვანა.უნდოდა რომ ერთი ქალიშვილი მაინც გაზრდილიყო მასთან.
-დედა საშინლად ტიროდა.მუხლებზე დაეცა მთელი 20 წუთი ასე იყო.ძალიან შემეცოდა მინდოდა მასთან მივსულიყავი და მაგრად ჩავხუტებოდი.მაგრამ მე თვითონაც შოკში ვიყავი.გამოდის მამა რომელიც ამდენი წელი მზრდიდა ნამდვილი მამა არ არისს?მაგრამ ის მაინც ჩემი მამა იყო მან გამზრდა.როდესაც ვტიროდი ის მამხირულებდა.ამიტომ ის არის ჩემი ნამდვილი მამა და არა კაცი რომელმაც და მომპარა.ძია ვალე ყოველთვის მომწონდა როდესაც მდიოდა სულ ვეთამაშებოდი მაგრამ ეხლა ყველაზე მეტად მძულდა მან ჩემი და მოიპარა და მასთან დამაშორა.
-შენმა მშობლებმა თუ გააკეთეს რამე იმისთვის რომ შენი და ენახათ?
-მამა 2 კვირა ხმას არ დედას.დედა სულ ემუდარებოდა რომ შერიდებოდა.მაგრამ აბა როგორია როდესაც იგებ რომ საყვარელმა ქალმა მოგატყუაა თან ვისთან ძმაკაცთან.მაგრამ როორც ჩანს მამას მოწყინდა და დედას შეურიგდა.1 თვე ხმა არ ამოუღიათ ამ თემაზე არც ჩუმათ და არც ისე.შემდეგ კი მამა ჩემთან მოვიდა დასალაპარაკებლად.
-კატო,უკვე დიდი ხარ და შეიძლება ამის თქმა მაგრამ ახლა რასაც გეტყვი ძალიან გატკენს მაგრამ იცოდე რომ მე ყოველთვის შენ გვერდით ვარ და ყოველთვის დაგეხმარები.
-გისმენ მამა.მითხარი.
-ჯერ დაჯექი.
-კარგი ეხლა დაიწყე.
-კატო მომისმინე.ალბათ გახსოვს დედა რომ იძახდა კატოს ტყუპისცალი ყავსო.
-კი როგორ არ მახოსვ სულ ეჩხუბებოდი რომ ცრუობდა და ეჩვენებოდა.
-ვიცი მაგრა ვნანობ.რაც დედამ თქვა მართალია სენ ტყუპისცალი გყავს.
-ანუ ეს კარგი ამბავია და ამაში რა უნდა მეტკინოს.(თავს ვიკატუნებ თითქოს არაფერი ვიცი)
-კატო ძალიან გთხოვ აღარ შემაწყვეტინო.მომისმინე.იცი ამის ტქმა ცოტა რთულია მაგრამ მაინც უნდა გითხრა.
-ვიცი მამა შენ ჩემი ბიოლოგირუ მამა არ ხარ.ისიც ვიცი რომ ჩემი ბიოლოგიური მამა ძია ვალეა.
-მოიაცა შენ საიდან იცი??
-შენი და დედას ლაპარაკს მოვუსმინე.და მინდა იცოდე რომ შენ ხარ ჩემი ნამდვილი მამა და არ ის .
მამა ჩამეხუტა.სახე სულ დამიკოცნა.
-მიხარია შენგან ჩემო გოგო ამის მოსმენა.
-იცი რა მამაა.ისე ურიგორ არ იქნებოდა ჩემი და მოგვეძებნა და ერთად გვეცხოვრა.
-კარგი მაგრამ მან იცის რომ მისი მამა ვალეა.
-არა ავს როცა გაიგებს შენ როგორი ხარ შენც შეგიყვარებს.
-კარგი მოვძებნოტ შენი და.
იმდღიდან დავიწყეთ ჩემი დის ძებნა.5 თე არაფერი გამოგვივიდა ვერსად ვიპოვეტ.მამაჩემი ალბათ ვალეს სანახავად მილიონჯერ მაინც იყო მაგრამ ხელმოსაჭიდს არაფერს ეუბნებოდა.5 თვის შემდეგ კიგაგვიმართლა.ერთ-ერთმა ქუჩაში მყოფმა გვითხრა ჩემმნაირ გოგოს ხშირად ხედვდა** ხიდთან ახლოს.როგორც იქნა ვნახეთ.ერთმანეთს ძალიან გავდით გაჭრილ ვაშლზე მეტადაც კი.მაგრამ რაც ვნახეთ ყველასთვის შოკი იყო.ქუჩაში დაეხეტებოდა და მათხოვრობდა.ყველას ძალიან გაგვიკირდა რადგან იცოდით რომ ვალესთან იზრდებოდა და ის აქ არ უნდა ყოფილიყო.პირველი მასთან მე წავედი რადგან მას ვგავდი.როდესაც შემხედავდა გაუკვირდებოდა ასე ვეტყოდით ყველაფერს.მასთან მივედი.მივესალმე.
-გამარჯობა!!
-გაგიმარ....
ენა ჩაუვარდა როდესაც დამმინახა.მე კიდე ბედნიერი და გახარებული სახით ვუყურებდი.სულ მაინტერესებდა ის რომ ჭუჭყიანი იყო ავდექი და მთელი ძალით ჩავეხუტე.როგორც იქნა ხმა ამოიღო.
-მოიცა ეს რა ხუმრობაა..
-არა არანაირი ხუმრობა.
-აბა ერთმანეთს მართლა ვგავართ??
-რა თქმა უნდა.
-და ეს როგორ??ასეთი რაღაცეები ხომ შეუძლებელია.
-როცა ტყუპები არიან აიმაშინ შესაძლებელია.
-ანუ გამოდის რომ მე და შენ ტყუპები ვართ??
-ხო მე და შენ დები ვართ.ხო მართლა მე კატო მქვია და შენ?
-მე მარია მქვია.სასიამოვნოა შენი გაცნობა.
-ვერ წარმოიდგენ ეს როგორ მიხარია.ეხლა ადექი აქედან წავიდეთ.გზაში ყველაფერი მოვუყევით მაგრამ მან მამამისის ვალეს შესახებ არაფერი იცოდა.ერთარდე ის იცოდა რომ 5 წლის ასაკიდან ქუჩაში მათოვრობდა.სახლში მივედით თუ არა მაშინვე ჩემს ოთახში წავიყვანე.ჩემი ოთახი ძალიან მოეწონა.
-იცი რაა თუ გინდა შეგიძლია ამიერიდან აქ იცხოვრო.(ჩემს ოთახში)
-მართლა შემიძლია აქ ვიყო??
-რა თქმა უნდა.წყალი გადაივლე და საყიდლებზე წავიდეთ.შენთვის ახალი ტანსაცმელი უნდა ვიყიდოთ.მამა წავა და შენი ვინაობის საქმეს მოაგვარებს.
მალე გამოვიდა ჩემი ტანსაცმელი ვათხოვე და წავედით.არ ვიცი რამდენ ადგილას ვიყავით მაგრამ ბევრი რამ ვიყიდეთ.სახლში რომ მივედით მამამ ახალი ოთახი შეთავაზა მაგრამ ჩემმა დამ იუარა და ჩემს ოთახში გადმოვიდა.მეორე დღესვე მას ჩემ მეგობარი ნინა გავაცანი.ერთმანეთი ძალიან მოეწონათ ისე დამეგობრდენენროგორც მე და ნინა ვიყავით.ჩემს ძმასაც მოსწონდა ჩემი ტყუპისცალი.მართალია ვერ გვარჩევდა და ეს ნერვებს უშლიდა მაგრამ მაინც მოსწონდა.
-და ყოფილა როდესმე აგრესიული??
-არა არასოდეს.ეს მხოლოდ მკლელობამდე 2 დღით ადრე შეიცვალე.
-მაშინ მითხარი რა მოხდა.
-უნივერსიტეტიდან ვბრუნდებოდი როდესაც მანქანით ვიღაცა ამედვნა.ყურადღება არ მიმიქცევია.კუთხეში შევუხვიე და გზა გავაგრძელე.ისინი მანქანიდან გადმოვიდნენ და გამომყვნენ.დამეწიეს და ჩემი დაჭერა ცადეს.მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ 18 წლის ასაკიდა კრივზე და კარატაზე დავდივარ.ადვილად გავუსწორდი.მაგრამ ერთ-ერთმა კისერში რაღაც გამიკეთა და გავითიშე.მერე რაც მოხდა არაფერი მახსოვს.თვალი რომ გავახალი მხოლოდ სიბნელე იყო.კარი გაიღო და იქედან ვიღაც შემოვიდა.სინათლე აანთო.თვალები ძალიან მეტკინა.ამდენი ხანი ხომ სბნელეს ვიყავი შეჩვეული.თვალები კარგად გავახილე და შოკისგან გავიყინე.



№1  offline წევრი skida

საინტერესოა აუცილებლად გააგრძელე

 


№2  offline წევრი ნორმი

მალე გავაგრძელებ
--------------------
მორფეოსი

 


№3 სტუმარი მარ

სრულად იდო და რატო ვერ ვნახულობბ

 


№4  offline წევრი ნორმი

მარ
სრულად იდო და რატო ვერ ვნახულობბ


მარ ეს ისტორია თავიდან დავდე,მაგ როფილის პაროლი დამავიწყდა და აქ დავდე,მაგრამ მერე ბევრი შევდომა მქონდა და ეხლა თავიდან ვდებ,თავებად რა თქმა უნდა თუ გინდა შეგიძლია წაიკითხო.
--------------------
მორფეოსი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent