სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 22.
როდესაც გტკივა,მაშინ გიყალიბდება სხვების მიმართ თანაგრძმნობის აუცილებლობა.ადამიანის გული იმ სადგურს გავს,სადაც სხვადასხვა მიმართულებით მოძრავი ადამიანები იცდიან.ამავე დროს ამ სადგურს ჰყავს ისეთი მგზავრები,რომლებიც სარგებლობენ,არა როგორც გამვლელები,არამედ სისტემატიურად მომხმარებლები.ამ სადგურში აქ ყველა ნივთი შენი საკუთრებაა და ზეპირად იცი ყველა მგზავრის განრიგი ვინ როდის მოვა,ვინ როდის წავა და ვინ საით მიდის.ბედნიერებას სანამ შეიგრძნობ,მას წინ ტკივილი რომ არ უსწრებდეს ვერ გავიგებდით რომ გვეწვია.სული,გული და გონება ეს სამი ავტონომიაა რომელიც ერთ ადამიანშია მოთავსებული.ალბად კაცობრიობის ისტორია ამ სამ სივრცეში გაილია.გიორგისაც დაელია სული ლოდინით და ერთ დილით ბექას დაადგა თავზე. -რა გინდა,რატომ გამაღვიძე.შეუბღვირა ბექამ. -ადექი სასწრაფოდ. -რატომ?კომპანიაში მოდიხარ?გაუხარდა ბექას. -არა,ადექი ლუკას ჩააცვი ან რუსოს გაუყვანე ის მიხედავს და მონასტერში მივდივართ. -რა გეტაკა,სიზმარი ნახე?გაკვირვებული წამოჯდა საწოლზე ბექა. -ბექა საზღვარი აქვს მის მეტიჩრობას,ნებით თუ არ წამოვა,ძალით წამოვიყვან იქედან. -ოჰ,გამოფხიზლებულა ბიჭი.ჩაიბურდღუნა ბექამ და გულში უხაროდა,მაგრამ არ იმჩნევდა. -გავიგონე,ბურდღუნს თავი დაანრბე და ადექი.შეუბღვირა გიორგიმ და ოთახიდან გავიდა.ბექა წამოფრინდა და რუსოს სიხარულით უთხრა მომხდარი,ისიც გახარებული შეუდგა ბავშვების მომზადებას.გიორგიმ მოწესრიგდა,წვერიც გაიპარსა დაბალზე დაიყენა,შეხედა როგორ დაბაჯბაჯებდა ლუკა ხელში აიყვანა აკოცა და უთხრა. -დედას ვნახავთ საყვარელო.ლუკამ თავი დაუქნია და გიორგის ლოყაზე აკოცა რაზედაც გიორგის ტანში ჟრუანტელმა დაუარა.ცივი იანვრის კვალობაზე,მანქანაში სითბოა და ლუკას ტიკტიკი მხიარულ გარემოს უჰქმნით.მარიამი რუსოს ჰყავდა კალთაში და მოულოდნელად ლუკას ხელი წაავლო თმებში და თან კიოდა ლუკას ყვირილზე,ლუკამაც გაბრაზდა წარბები შეჰყარა და გაშლილი ხელი სახეში ჩაანათა მარიამს,რომელმაც იმ წუთში დაუბრუნა პასუხი უკან.გაოცებულმა გააჩერა მანქანა ბექამ და უკან მიიხედა რა ხდებაო და შემდეგ გიორგის გახედა და ორივეს თვალწინ გაიარა ბედნიერმა კადრებმა გიორგის და ანას სისულეებით სავსე და ორივეს გაეცინა.მონასტერსაც მიუახლოვდნენ,უკვე ორი თვეა გასული და გიორგის დიდი იმედი აქვს ანას კარგად გაანალიზებული ექნება რა უნდა გააკეთოს.მონასტრის ეზოში შევიდა და იქვე მოფუსფუსე ანა დაინახა,გული აუჩქარდა თურმე როგორ მონატრებია მისი ჯერი,მისი ნერვების კიბო და თბილად გაეღიმა,შემდეფ კი ფრთხილად და გაუბედავად დაუძახა. -ანა.მოესმა ანას მონატრებული ხმა,უცებ შებრუნდა და მის წინ გიორგი იდგა,ძველი გიორგი ოდნავ შეცვლილი იმიჯით,მაგრამ თვალებში ჩამქვრალი სინათლით რომლებიც დიდ ტკივილს ასხივებდნენ. -ანა მომენატრე,მაგრამ ჩემი მონატრება არაფერია იმასთან,რომ ოჯახს სჭირდები,შენს ქმარს,შენს შვილს. -არ ვარ მზად დასაბრუნებლად.უპასუხა ანამ და თვალებში ვერ უცქერდა გიორგის. -რა მომზადება გინდა სახლში დასაბრუნებლად,საკმარისია უკვე ოჯახიდან შორს ცხოვრება. -გიორგი ჩიტი დაფრინავს,დრო იცვლება და შენ უკვე რამდენი თვეა სახლში ზიხარ ერთ ოთახში გამომწყვდეული და შუქსაც კი არ ანთებ.რამდენი ხანია დღის სინათლეც არ გინახავს,შენ ყველა და ყველაფერი დაივიწყე.მოსაწყენია ასეთი ცხოვრება? თუ უკვე მზად ხარ დაუბრუნდე საზოგადოებრივ ცხოვრებას და ხალხმა დაგინახოს რომ ცოცხალი ხარ. -მე ასე ჩემს ტკივილს ვიკლავ ანა. -მართალი ხარ,შენ მხოლოდ შენს თავს ხედავ,რადგან გგონია მხოლოდ შენ გტკივა.ერთხელ მაინც შეეკითხე რომელიმეს როგორ არის? -რატომ არ მელაპარაკებოდი,რომ გირეკავდი. -არ იყავი ღირსი.შეუღრინა ანამ.-შენზე ნაკლებად არ განგვიცდა ჩვენ მარიამის დაკარვგა,ის ყველას გვიყვარდა. -ანა,ანაბელ ჩემი გული ფეთქავს მაგრამ სულის გარეშე,მე ის თან გავაყოლე მარიამს. -არა გიორგი აი აქ სცდები,შენ მან დაგიტოვა ყველაზე ძვირფასი,ყველაზე ძვირადღირებული სამკაული მისი სახელით და შენ ვალდებული ხარ მიიღო ის და შეიყვარო.ის ხომ თქვენი სიყვარულის ის დიდი მედალიონია,რომელშიც დევს თქვენი ყველა საიდუმლო.როგორ შეგიძლია იმ უსუსურ არსებას ხელი კრა. -ხელს არასოდეს არ ვკრავ ანა მარიამს მაგრამ არ შემიძლია ხელში ავიყვანო,ერთხელ შევხედე მას მარიამის თვალები აქვს,მასავეთ კისკისებს და შიგ გულში მომხვდა.არ შემიძლია,ჯერ ვერ ავიყვან ხელში,მაგრამ გპირდები რომ პატარა მარიამის გარდა ჩემს გულში ქალი ვერ შეაღწევს და ვერ დაისაკუთრებს მას.წამოდი სახლში,ყველას მოგვენატრე. -არა,სანამ იმას არ გაითავისებ,რომ ჩვენ ყველას გვვტკივა შენი ტკივილი,ყველა განვიცდით უმარიამობას არსადაც არ წამოვალ.შენ ვერ ხვდები ჩემთვის რა ძნელი იყო ამ ყველაფრის გადატანა,სიკვდილმა ახალგაზრდა 22 წლის ბიძაშვილი ხელიდან გამომტაცა და მე მისმა სიკვდილმა ისე არ გამანადგურა როგორც შენმა ეგოისტობამ.შენ მხოლოდ შენს თავს ხედავ და შენს ირგვლივ ვერ ხედავ როგორ ვიტანჯებით ყველა და გვტკივა მარიამის არ ყოფნა.თავდავიწყებით მიექანები სიკვდილთან შესახვედრად,რატომ იკლავ ძალით თავს.ვერ ხვდები იმდენს რომ შენს თავსაც ინადგურებ და შენს ირგვლივ მყოფ ახლობლებსაც ანადგურებ.შენ მარიამთან შეხვედრას ნატრობ და ამ უსუსურ მარიამს რას უშვები,რომელიც სახლში გყავს სულ პატარა და დაუცველი.გული ეწურებოდა რომ უყურებდა მის წინ დარდისაგან,ფიქრისაგან,ტკივილისაგან და უძილობისაგან გატეხილ გიორგის.ისიც იდგა და უხმოდ უსმენდა,მაგრამ სიგარეტი რომ ამოიღო და მოუკიდა ნიკოტინი ღრმად შეისუნთქა ანას თვალები გაუფართოვდა. -მოწევაც დაიწყე? -ეს რომ არ დამეწყო,ალბად ჭკუიდან ავიჭრებოდი. -არც არასდროს ყოფილხარ დადგენილი ჭკუის.გიორგის ტუჩის კუთხეში ჩაეცინა და თვალები წამიერად ძველებურად ბედნიერებით სავსე გაუხდა,ანას ზემოდან დააჩერდა და თხოვნით უთხრა. -ანა თუ გიყვარვარ წამოდი რა სახლში,უშენობით ტკივილს ნუ მომიმატებ.გეყოს ეს ორთვიანი სასჯელი რაც მომისაჯე და დაასრულე ჩემი დასჯა,ვიცი რისთვისაც გააკეთე ეს და შენ მართალი ხარ.გთხოვ,გარეთ დაგელოდები.ლუკაც აქ მყავს და მარიამიც ერთი დედას ელოდება გარეთ და მეორე მის ალქაჯ დეიდა-მამიდას.თავზე აკოცა ანას და მონასტრის ეზოდან გავიდა.ანამ ღიმილით გააქნია თავი და თვალი გააყოლა მიმავალ გიორგის.ფრთხილად მიუახლოვდა დედაო და წყნარად უთხრა. -ანა ეს ტკივილი არასოდეს არ განელდება შვილო,ფიზიკურადაც ეტყობა როგორი განადგურებული არის,მაგრამ ვხედავ პირველად რომ ვნახე შედარებით უკეთესადაა და ცდილობს დაუბრუბდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს და სწორედ ახლა სჭირდები შენ მას გვერდით.გიყვარდეს ეს იმას ნიშნავს ტკივილი უნდა აიტანო,შენ კი იმალები ყველაზე ახლობლებისგან.წადი ანა ცხოვრება გრძელდება ტკივილთან ერთად და უფრო ძლიერი ხდები.უფლის ნებაა გიყვარდეს,იცოცხლო და აიტანო ეს ტკივილი.აი ეს შენი ნივთებია,იქ რაც გქონდა ყველაფერი ჩავაწყვე,წადი შვილო გელოდებიან.დედაომ ჯვარი გადასახა ანას და დატოვა მონასტრის ეზოში,ისიც ნელა-ნელა დაიძრა იქ სადაც გიორგი იდგა.ბექას ანას მონატრებით გული უფრიალებდა,ორი თვე დასჭირდა გიორგის აზრზე მოსაყვანად და არ ნანობდა ამ ორ თვეს ანასგან შორს გატარებულ დროს, რადგან მიხვდა რომ ნელა-ნელა იბრუნებდა მეგობარს და ეს ორი თვის სიშორე საყვარელ ქალისგან ამად ღირდა.გიორგიმ ფეხის ხმა გაიგონა,ჩაიცინა და შემდეგ უკან მიიხედა მის წინ იდგა მასავით განადგურებული და დარდებისაგან,ტკივილისგან და მონატრებისგან ჩამქრალი ანა. -ჯერი გამარჯობა,მოგესალმები ჩემებურად.გაეღიმა გიორგის. -გამარჯობა ჩემო ტომ.ღიმილი დაუბრუნა პასუხი ანამაც. -კიდევ ერთხელ გთხოვ მაპატიო ჩემი ეგოისტობა და ვიმეორებ,რომ შენ მართალი ხარ.სერიოზული გაუხდა ხმა გიორგის. -ჩუუუუ,მე შენ გელოდი.გიორგი ვიცოდი რომ ერთ დღეს შენ გონს მოეგებოდი და ჩემს არ ყოფნასაც შეამჩნევდი.მე ვიცოდი,დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემი გიორგუნა დამიბრუნდებოდა,ჩემი ტომი. -ვაპატიოთ ერთმანეთს მიყენებული ტკივილი. -ვაპატიოთ,ეს ხომ გამგებ არც შენ გინდოდა და არც მე. -იმედია ისევ დამიბრუნდება ძველი ანა,გიჟი ანა მისი ახალი გეგმებით და ისევ მხიარული დღეებით. -თუ დამპირდები,რომ შენც იგივეს იზამ მე თავს არ დავზოგავ რომ სიცოცხლე გაგიმწარო ჩემი მოფიქრებული შედევრებით.გიორგიმ ხელები ასწია,ანამაც იგივე გააკეთა მათმა ხელებმა ერთმანეთი მოძებნეს და ერთმანეთს გადაეხვივნენ,ორივე ატირდა და ცრემლებს ერთმანეთის მხარზე აფრქვევდნენ. -რუსო მგონი შერიგდნენ,მგონი გეგმამ გაამართლა და გიორგი დავიბრუნეთ. -ანას უნდა ვუმადლოდე მისი დეპრესიდან გამოყვანას ბექა. -ორი თვე დაჭირდა გონზე რომ მოსულიყო,მაგრამ ბედნიერი ვარ ეს რომ შეძლო ანამ. -ლუკა ბებო გაიხედე იქ დედა დგას.ითხრა რუსომ.ლუკამ გაიხედა და სიხარულით ათებულმა დაუყვირა ანას. -დედაააააა.ანამ უკან მიიხედა და ბექას ლუკა ეჭირა ხელში,რუსოს კი მარიამი.ანამ გაიქცა და გულში ჩაიკრა ორივე პატარა,ეფერა და შემდეგ გიორგის შეხედა იმედით სავსე თვალები.გიორგიმაც ნელა ნელა მიუახლოვდა და პირველად დააკვირდა პატარას ასე ახლოდან,ხელი გასწია და აუკანკალდა,მაგრამ ძალა მოიკრიბა და 7 თვის შემდეგ პირველად დაიჭირა მარიამი და პირველად შეისუნთქა მისი ტკბილი ყელის სურნელი.ტიროდა რუსოც და ტიროდა ანაც თვით გიორგისაც ცრემლი ჰქონდა თვალებში,ბექა კი არ იმჩნევდა.დარწმუნებული იყო ანაც და რუსოც რომ მარიამი ამ წუთში მათ ხედავდა და ისიც ხარობდა მათთან ერთად და უხაროდა გიორგის შემობრუნება სიცოცხლისკენ. -წლები გაივლის, მაგრამ მე ყოველთვის ნათლად მემახსოვრება ის დღეები და წუთები მეხის გავარდნასავით რომ დამატყდა თავს და ყველაზე ღრმა ძილისგან გამომაფხიზლა. თვალებში ვაკავებ ტკივილს, გულში ვაკავებ, სულში ვაკავებ და ტკივილით ვივსები.უფალმა მაჩუქა მისი თავი და მხოლოდ მანვე წამართვა,გაივლის წლები და როგორ შორსაც ან როგორ ახლოსაც არ უნდა ვიყო მასთან, ყოველთვის შევთხოვ უფალს, თავის მფარველობა არ მოგვაკლოს, რადგან ის არის ერთადერთი ყოვლისმოქმედი.დღეს კი გილოცავ შენ გაიმარჯვე და მადლობა ჩემთვის რომ საყვარელი ადამიანები გასწირე,მე კი ცხოვრების აზრი დამიბრუნე. -ასეთია ნამდვილი მეგობრები გიორგი.უთხრა ბექამ და მხარზე ხელი დაარტყა გიორგის მსუბუქად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.