შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული თუ გართობა (თავი 8)


9-11-2016, 00:58
ავტორი loveblee
ნანახია 1 748

ბექას მობილური უეცრად აწკრიალდა. აიდა ბექას მოშორდა და სავარძელზე წამოჯდა. ბექამ აკოს ნომერი რომ დაინახა აიდას შეხედა, ფეხზე წამოდგა და უპასუხა.
-ბექა ჩამოდი რა?
-მშვიდობა?_ბექა კარისკენ გაემართა.
-ბიჭო აიდას დაბადების დღე მოდის მალე და ადგილი შემარჩევინე რა.
-კაი ჩამოვდივარ._აიდა ბექას სიტყვებზე წამოდგა და ბექასთან მივიდა.
-ყველაფერი კარგად არის?_კითხა აიდამ.
-კი ყველაფერი კარგად არის, არ ინერვიულო._ბექამ აიდას შუბლზე აკოცა და სწრაფად ჩაირბინა კიბეები.

***
-ფუ შენი!_ევა დენდარტყმული მოშორდა ნიკას და მის მანქანაში ელვის სისწრაფიდ ჩახტა. ნიკამ გარშემო მიმოიხედა, შემდეგ კი კარებს იდაყვებით დაეყრდნო.
-მშვიდობა გაქვს?_გაეცინა ბიჭს.
-ჩემი ძმა და ბექა დგანან. რომ დამინახოს რომ სახლში არ ვარ გამწეწავს._ხელებს იქნევდა ევა. ბექას მის საქციელზე უფრო ეცინებოდა.
ევა დაელოდა როდის წავიდოდნენ ბექა და აკო. შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა და ხელები გადააჯვარედინა.
-როდის ეტყვი ევა?_გაბრაზდა ნიკა._თუ ასე მანქანაში უნდა დაემალო რო დაინახავ შენ ძმას?
-დღეს ვეტყვი ოღონდ შენ არ იბუზღუნო._ხელი ჩაიქნია ევამ.
-დებილი._ჩაიცინა ბექამ.
-იდოტი._ენა შეუბრუნა ევამ._შემდეგ ბექას ლოყაზე აკოცო. ბექა გოგოს ჩაეხუტა. ევა საჯდომის ქნევით წავიდა და ბექას სიცილი რომ ესმოდა კოცნა გაუგზავნა და კიბეებს აუყვა.
-აიდა მოვედი აქ ხარ?_ფეხსაცმელები გაიხადა, აბაზანაში ხელები გადაიბანა და მისაღებში შევიდა სადაც დეა და აიდა ისხდნენ.
-მერე მითხრა აღარ მინდა წასვლაო._ელაპარაკებოდა აიდა დეას.
-ვინ? როდის?_ევა დას გვერდით მიუჯდა.
-ვინ და ბექამ.
-რააა?? ჰააა??_ფეხზე წამოხტა ევა.
-რა და ბექას მოწონს თუ უყვარს აიდა და აიდასაც უყვარს._უთხრა დეამ.
-ვაიმე რა მაგარიაააა._სიხარულით ჩაეხუტა ევა დას.
-მერე მაკოცა._ჩუმად თქვა აიდამ.
-არარსებობს!_ყვიროდა ევა.
-არ არის ძალიან გასახარებელი._წარბები შეკრა აიდამ.
-ვითომ რატომ?
-რატომ და აკო და ბექა მეგობრები არიან. მე სიმართლე გითხრა არ მაინტერესებს მაგრამ აკოს ყვირილს რა გაუძლებს.
-ფუ შენი, მეც უნდა დაველაპარაკო ნიკაზე._მოიწყინა ევამ და სავარძელს მიეყრდნო.
-კარგი ბიჭია ნიკა._თქვა დეამ.
-ჰო._დეას სიტყვებზე ევას გაეღიმა.

***
დეა მალევე წავიდა სახლში. აიდა და ევა ფიქრობდნენ როგორ ეთქვა ევას ნიკაზე. ევამ ერთი ჭიქა არაყიც დალია უფრო გავიხსნებიო. ათი საათისთვის აკო და ნუცა ერთად მოვიდნენ სახლში. ორივე რომ მოწესრიგდა ევამ მოუთმენლად წამოიყვირა.
-სალაპარაკო მაქვს!_ევამ საცოდავად დაჭყანა დახე და თავში ხელები შემოირტყა.
-ვიზიარებ!_აიდა ვითომ ამხნევებდა.
-მომშორდი!_გაუბრაზდა ევა.
-რა ხდება?_ნუცა მისღებში შემოვიდა და აკოც ჩუმად შემოყვა. დედა შვილი დების წინ დასხდნენ და დაელოდნენ როდის დაიწყებდა.
-მოკლედ... მოკლედ...მოკლედ შეყვარებული ვარ.
-რაა?_წამოხტა აკო.
-რა გაგიჟებს თვრამეტის წლის ვარ._ქვემოდან ახედა ევამ ძმას.
-დედა ეგ რა მითხარი... ვიცი რამდენი წლისაც ხარ! რა შეყვარებული?
-აკო შვილო დამშვიდდი. აღარაა პატარა უკვე._ნუცა ამშვიდებდა აკოს.
-ვინ არის! სად ცხოვრობს!
-ვაიმეეე. ნიკა ქვია და ჩემი პარალელ კლასელია.
-რა ვუყო ეხლა?_გაბრაზებული დადიოდა აკო.
-რა უნდა უყო, შენ ხო არ მიარტყი თავი რამეს! ძალიან კარგი ბიჭია და ძალიან მიყვარს და ვერავინ ევრ ამიკრძალავს მასთან ურთიერთობას და სიყვარულს._ წამოფრინდა ევა.
-არავინ გიკრძალავს ევა._ნუცა შვილს მიუახლოვდა.
-ეს მიკრძალავს!_ხელი გაიშვირა აკოსკენ._ყველას ცემს ვინც გვერდზე გამივლის! აღარ ვარ პატარა ვერ გაიგე შენ და ვერ შეუშვი მაგ უტვინო თავში?!
-წესიერად მელაპარაკე გოგო თორე გაგაგებინებ ვის აქ უტვინო თავი!
-ხო და თუ გინდა რომ წესიერად გელაპარაკო, შენც უნდა დამიდგე გვერდში და არა გიჟივით წამოხტე._ ევა ოთახში გავარდა და თავისი დაც უთქმელად გაჰყვა.

***
გადიოდა დღეები. ევა და ნიკა ერთმანეთს ხვდებოდნენ. აკომ რამდენიმეჯერ მოკრა თვალი ნიკას ბინის წინ რომელიც ევას ელოდებოდა. აკო და ევა თანდათან რიგდებოდნენ. რაც შეეხება აიდას და ბექას, აიდას უფრო გაუქრა სურვილი რომ თავისი ძმისთვის ეთქვა ბექაზე იმის მერე როცა ევას და მის ძმას მოუვიდა ჩხუბი.
აიდა და ბექა ჩუმად ხვდებოდნენ ერთმანეთს. აიდას ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. ხშირად ნანობდა რომ ბექას მიმართ გრძნობები არ დამალა მაგრამ ისე თბილი და მოსიყვარულე იყო ბექა აიდას მიმართ, აიდა სამყაროს ეთიშებოდა როცა მასთან ერთად იყო ან მასზე ფიქრობდა.

------
ბიდიშით, ძალიან პატარა გამოვიდა. შევეცდები ხვალ დიდი ტავი დავდო. <3



№1  offline წევრი LoNdA DM

მომწონს მაგრამ რატო აჩქარებ მოვლენებს . ველოდები შემდეგ თავს. მეტი ბექა და შიდა მინდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent