შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მივედი, ვნახე, შევიყვარე (სრულად)


12-07-2018, 23:28
ავტორი Nanaga
ნანახია 10 274

ადამიანის ცხოვრება შედგება რამდენიმე ეტაპისგან.
ცხოვრებაში ყველა ადამიანს აქვს თითო შანსი.
გახდეს მილიონერი, იყოს ბედნიერი, ჰქონდეს წინსვლა და ასე შემდეგ.
მთავარია ზუსტად დაიჭირო წამი და შემდეგ ცხოვრება იმ მთაზე აგიყვანს, საიდანაც ჩამოსვლა აღარ მოგინდება.
- შენ რომელი გამოიყენე?
ირონია იგრძნობა მოსაუბრის ხმაში, ზუსტად იცის რა პასუხსაც მოისმენს.
ადამიანის ბუნება ხომ ასეთი უჩვეულოა, მაინც უნდა იმ ადგილს დაუბრუნდეს, რაც უკვე დიდი ხნის წინ გაიარა.
წუთიერი პაუზის შემდეგ, რომელიც წუთად კი არა საუკუნედ უფრო გაიწელა ორივესთვის, როგორც იქნა ხმა ამოიღო.
- მე ვერცერთი.
___________

თავი პირველი
ფროილაინი

არაფერი ახსოვს წუხანდელი ღამიდან.
მხოლოდ გაფუჭებული და არეული კადრები მოძრაობენ ქაოსურად, ამ კადრებს კი ერთმანეთთან ვერ აკავშირებს, არაფერი გამოდის და საბოლოო სურათს ვერ იღებს.
ჯერ კიდევ შოკშია.
საკუთარ თმებს ხელით ათამაშებს და ფანჯრიდან ოდნავ შემოპარული შუქის ფონზე ათვალიერებს თმის ფერს, სპილენძი, ზუსტად სპილენძის ფერი, ბრჭყვიალა თმა აქვს.
ახსენდება როგორ ეხებოდა თმაში და ძლიერად ქაჩავდა.
ცდილობს წამოდგეს მაგრამ ჰგონია, რომ ყველამ ყველაფერი იცის.
შემოძარცვული და გაშიშვლებული დგას გრძნობების ამარა.
ახლა რა მოხდება
უსასრულოდ უტრიალებს ეს კითხვა თავში და თვალებს მტკივნეულად ატრიალებს.
ეს რა გავაკეთე ღმერთო
რომ ჰკითხოთ თვითონაც ვერ გეტყვით ვისი ან რისი შერცხვა.
ნუთუ მართლა რელიგიურ ასპექტში იდანაშაულებს თავს.
არც თვითონ იცის და ალბათ ვერც გაერკვევა.
_______________

ფერადი სამკუთხედი
ლანა კანდელაკი

ლანა კანდელაკი, რომელიც მთელი დღის მანძილზე მუშაობდა და ათასი რჯულის ადამიანთან მოუწია კონტაქტი, დაღლილი და შუბლზე ხელაფარებული, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ჩაესვენა სავარძელში. ფეხები სახელურებზე გადაჭიმა და მობილურში ნაცნობი ნომერი მოიძია.
- დი რას შვრები? - გაწელილი ალიოს შემდეგ ძლივს მოასწრო თქმა.
- მანქანა გავრეცხე და ახლა გამოვდიარ, მორჩი მუშაობას? - თითქოს მიუხვდა ჩანაფიქრს
- კი, ათასი ივენთი დავგეგმე ამ წუთას მოვრჩი ყველაფერს, ნახევარ საათში ვიქნები ჩვენს ადგილას, ირინკას გაუარე და წამოდით. გეხვეწები არ მალოდინოთ რა, ისედაც გადავიწვი ამდენი არაბის და თურქის შემყურე, დროით იცოდე. - სათქმელი ლექსივით ჩამოარაკრაკა, დაქალს დაემშვიდობა და თავისი ნივთები აიღო.
ნახევარი საათი არ დასჭირვებია ნაცნობ კლუბში მისასვლელად, ჯერ ხალხი არც იყო მოსული, მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი დადიოდა ალინთულ-დალინთული. ზიზღით გადახედა და ბარმენთან მაღალი ქუსლების კაკუნით მივიდა.
- ოხ, ლანაჩკაც მოსულა, სადარიან დაქალები? - გადაკოცნა ნაცნობი მეგობარი და იდაყვებით ბარს დაეყრდნო.
- მოვლენ, რას შვრები შენ? დღეს რაღაცა ხალხი არ ჩანს - თვალებით მოათვალიერა იქაურობა და კომფორტულად მოთავსდა სკამზე.
- დღეს გაჩასია ზავიდენია და ხალხიც მოვა. შენ რას დალევ? როგორც ყოველთვის? - ბარმენული მახსოვრობითა და სიამაყით წარმოსთქვა, თან ჭიქას დასწვდა
- არაყი დამისხი, დღეს შენი მაიმუნობების თავი არამაქვს - გაეცინა ლანას და დიანას მიწერა, აქ ვარ გელოდებითო
- მშვიდობა გაქვს? - კითხა წარბაწეულმა და არყით სავსე ჭიქა წინ დაუდო.
- კი უბრალოდ, გადავიწვი უკვე, ათას სი*ს ვუღიმი, ხან ეს არ მოსწონთ ხან ის, თავიანთი გოიმური ზამაშკებით თავი მომაბეზრეს, ვუხსნი ადამიანურად რომ მე უნდა დავგეგმო ივენთი და ეს ჩემი მოვალეობაა, ვეუბნები ასე არ გამოვა, ისე არ გამოვა, არ ესმით არაფერი, არ ესმით და რა ვუყო, მეორე ასეთი შემთხვევა აღარ მექნება, ახლა მიქარული მაქვს ნაღდად - საკუთარი რეპუტაციის დავარდნის შიშით გადაუშვა არაყი სასულეში და სიმწრისგან კბილები გააჭრიალა.
კარებში დალანდა დიანა და ირინკა, ბარმენს მაგიდაზე ანიშნა აქ ვიქნებითო, შეკვეთაც მისცა და გოგოებთან ერთად გადაინაცვლა.
- დღეს იმდენი უნდა დავლიო, ხვალ არაფერი აღარ მახსოვდეს, ორშაბათიდან ისედაც ყელამდე ნეხ*ში ჩავჯდები. - გაბრაზებულმა კიდევ ერთი ჭიქა გადაუშვა, რაზეც დაქალების თანხმობა და სიცილი მიიღო.
ხალხი ნელ-ნელა მართლა შემოიკრიბა, განათებაც უფრო გააქტიურდა და ახლა მხოლოდ ფერადი ხაზები ანათებდა იქაურობას, ათასმა გაურკვეველმა მოძრაობამ იმატა კლუბში, ზოგი გოგო ისე იყო მიწებებული პარტნიორს, ტანსაცმლის ბარიერი, რომ არა უეჭველი დაორსულდებოდნენ.
ჩანთიდან პატარა ცელოფანი ამოაძვრინა ირინკამ, გოგოებს გადახედა და ეშმაკურად ჩაიცინა.
- დიტომ დამითრია, ენის ქვეშ დაიდეთ და მერე საცეკვაო მოედანი კი არა, მთელი გალაქტიკა ვეღარ დაგიტევთ, მიდი მიდი ახლა ნუღა ზოზინობთ - თითებში გაუკვეხა გოგოებს ფერადი აბები.
- ენის ქვეშ რა უნდა გოგო ვალიდოლი კი არარის, გადაყლაპე პირდაპირ - გაიცინა დიანამ და დაქალს თვალებით ანიშნა რა გოიმკა ხარო.

ლანა
15 წუთი თუ იქნებოდა გასული, როცა იგრძნო როგორ მოემატა ტონუსი, იგრძნო როგორ დაუარა სისხლმა მთლიანად და როგორ მიაღწია ტვინს, შემდეგ კიდევ გააპო რაღაც უბანი და სადღაც ჩამრთველის ფუნქციაც შეითავსა, რაღაც აინთო. განათდა და გაფერადდა. ყველაფერს იმდენად დაკვირვებულად გრძნობდა, ეგონა დედამიწიდან ავმაღლდი და უეჭველი ღმერთი ვარო. ხალხი კი მისი ანგელოზები.
გრძნობდა როგორ ტრიალებდა ყველაფერი ფერად სამკუთხედში, ხან რგოლებად ხან ისევ სამკუთხედებად, ტრიალებდა და თან აბუჟებდა, ეგონა თვალებიდან ოფლი გადმოუვიდოდა.
ცეკვას და სასმელს უფრო უმატა, ვიღაც ეტმასნებოდა, ვიღაცას თვითონ ეტმასნებოდა.
ბედნიერების ზენიტში იმყოფებოდა და ერთადერთი რაც უნდოდა, არასდროს დასრულებულიყო ის რასაც განიცდიდა.
იგრძნო ვიღაც ეფერებოდა თმებში, მაგრამ საერთოდ არ ადარდებდა, პირიქით სიამოვნებდა და აღგზნებადობა უფრო მატულობდა, მზერა ებინებოდა და ახლა უკვე ყველაფერს კრისტალებში ხედავდა. თან იცინოდა და ელექტრონული მუსიკა კიდევ უფრო უსწორებდა.
ბიჭს, ვისთან ერთადაც ცეკვავდა და მთელი ერიტიული დილემა გადალახა, საერთოდ არ იცნობდა, უბრალოდ სიამოვნებდა მასთან ერთად ყოფნა, ცეკვა, სიგიჟე, განცდები და ყველაფერი.
ისეთ კაიფში იყო, მთელი 23 წელი რომ არ დაესიზმრებოდა.
ნელ-ნელა კაცების საპირფარეშოში გადაიწია, ნახევრად ბიჭის მაისურზე იყო ჩაბღაუჯებული, ბიჭი, რომლის სახელიც არ იცოდა, გამალებით კოცნიდა ყელში და თან შარვალს ხდიდა.
აშკარაც ეტყობოდათ რომ ორივე გათამამდა, ხელი ლაჯებს შორის შეაცურა და იგრძნო როგორ გამოჟონა ბლანტმა სითხემ, რომელმაც კიდევ უფრო გააცხელა მისი ორგანიზმი. ვნება მორეული კვნესა აღმოხდა, როდესაც ორი თითი ისე ტრიალებდა მის სა*ოში, როგორც მიქსერი. ფეხებს ვერ აჩერებდა და დაუოკებლად უკრთოდა მთელი ორგანიზმი. შემდეგ იგრძნო ენა და ამან საერთოდ შეშალა ჭკუიდან, ეჩვენებოდა თითქოს მის თავთან ანგელოზი იდგა და მხართან ეშმაკი ეჯდა. ბიჭმა, რომელიც ალბათ უფრო ისარგებლა ამ მდგომარეობით, ქამარი შეიხსნა და ხელის ერთი მოძრაობით გადაატრიალა, უკნიდან ისე მიუდგა როგორც ძაღლი და ცოტა ორმაგი ტკივილის შემდეგ, როგორც იქნა შეასრიალა დამბაჩა.
ორივეს ერთდროული კვნესა აღმოხდა.
დენდარტყმულივით იკლაკნებოდა ერთიც და მეორეც, სასწაული სანახაობა იყო.
წუთიერი მოძრაობების შემდეგ ორივემ ერთდროულად უმატა კვნესას და თეთრმა სითხემაც გააპო ლანას ორგანიზმი.
საპირფარეშოდან ისე გამოვიდა, საერთოდ არ ახსოვს სახლში როგორ მიიტანეს. თუმცა გრძნობდა მწვავე ტკივილს მუცლის არეში და ვარდისფერ სითხეს ფეხებზე. ფეხები ეწებებოდა ერთმანეთს, ალბათ ისე მოუსვა ძაღლის პოზის მოყვარულმა ბიჭმა, ხელსახოციც არ მიუწოდებია.

მთელი დღე უაზროდ გაიწელა ლანასთვის, არაფრის გაგონება არ უნდოდა და არც აპირებდა ვინმეს ნახვას. თავს ყველაზე უმწეოდ და უსუსურად გრძნობდა.
მთელი ცხოვრება რაც მისთვის ასე წმინდა და შესანარჩუნებელი იყო, ისე ხელაღებით დაკარგა არც დაფიქრებულა, არც სიამოვნება მიუღია და არც არაფერი ახსოვს ნორმალურად.
არადა ყველაფერი სხვაგვარად წარმოედგინა.
უნდოდა ეს ყველაფერი რომანტიულად და მისთვის საყვარელ ადამიანთან ერთად მომხდარიყო.
მთელი დღე პირი არაფრისთვის დაუკარებია, საწოლიდან არც ამდგარა, ხან ბალიშის ერთ მხარეს ასველებდა ცრემლებით, ხან მეორეს.
წუთიერად ითიშებოდა. ეგონა ეძინა თუმცა მხოლოდ ფიქრებში დაჰქროდა.
მობილური დილიდანვე გათიშული ჰქონდა, ამიტომ ზუსტად იცოდა ვერავინ შეაწუხებდა.
საღამოს 8 საათი იქნებოდა, როდესაც სახე ოდნავ ჩაუწყნარდა, მიმიკები შეატოკა, რაც იმის მანიშნებელი იყო რომ ღრმა ძილში ეპარებოდა.
კოშმარი ნახა მხოლოდ რამოდენიმე წამით, მას კი მთლიან საუკუნედ ეჩვენებოდა.
სისხლიანი ხელებით უდაბნოში იდგა და არ იცოდა საით წასულიყო.
ირგვლივ მხოლოდ ელექტრონული მუსიკის ხმა ისმოდა და ყურში ვიღაც ჩასცინოდა.
მოეჩვენა რომ ვიღაც აკაკუნებდა.
მერე ნელ-ნელა სიზმრიდან გამოვიდა და ოფლში გამოეღვიძა.
კარზე კაკუნი არ წყდებოდა, არ უნდოდა ადგომა, იფიქრა არ გავაღებ და წავა ვინც არუნდა იყოს, მთელი საღამო აქ ხომ არ დამიჯდებაო.
თუმცა კარზე კაკუნი არადა არ შეწყდა.
ზლაზვნით ადგა, ხალათი მოიცვა და კარისკენ გაემართა.
კარები უღიმღამოდ გამოაღო და სანამ გაიხედავდა ორივე დაქალი ერთად, ქოთქოთით შემოვარდა.
- შენ გოგო ნორმალური ხარ საერთოდ? - დაჰკივლა უაზროდ ირინამ და დივანში ჩაესვენა, - მთელი დღეა ენა გადმოგდებული, ძაღლივით დაგეძებთ, მობილური გამორთული გაქვს, სამსახურში არ იყავი, გადავდგით სამყარო და შენ აქ ხარ? - არ ცხრებოდა ირინა - რა გინდა, ნერვიულობით მოგვინელო ხო? უნამუსო - როგორც იქნა ჩაწყნარდა და ამჯერად სამზარეულოში ყავის გაკეთებას შეუდგა.
- მართლა რას გავხარ?! - ლექცია დიანამ ითავა. - რა დღეში გაქვს სახე? რა ხდება? მშვიდობაა?
- არა ამას არავინ ადარდებს საკუთარი თავის გარდა, ლამის მოვკვდი ნერვიულობისგან - შუბლზე ხელი მიიდო ირინამ და დაქალებს ზურგი აქცია.
ლანა გახევებული იდგა ერთ ადგილს, თავი დამნაშავესავით ჩაეხარა, მხოლოდ კარების დაკეტვა მოახერხა და იქვე მოიკუნტა. თავი მუხლებში ჩარგო და არაადამიანური ხმით აბღავლდა. დიანამ და ირინამ ერთმანეთს გაოგნებულებმა გადახედეს, ერთ ხანს ესენიც გაშეშებული რობოტებივით იდგნენ, მერე უცბად დიანა გონს მოეგო და ლანასთან ჩაიმუხლა, თან თმაზე ხელს უსვამდა
- დამშვიდდი, დაწყნარდი, ირა წყალი მოუტანე - მოკლედ მოუჭრა დაქალს მაგრამ საკმაოდ მკაცრად - რა ხდება ლანა? - ხმაში სითბო ჩამდგმარმა გულში ჩაიკრა დაქალი.
ირინა ჭიქით ხელში გამოვიდა და ისიც ფეხმორთხმით მიუჯდა გვერდით დაქალებს, თან თვალებით დიანას უყურებდა. ორივეს ერთგვარი შოკი ჰქონდა მიღებული ლანას ამ მდგომარეობაში ნახვისგან.
როგორც იქნა თავი ხელში აიყვანა ლანამ და ცრემლები მუჭით, ბავშვივით მოიწმინდა.
- ლანა, რა მოხდა გუშინ, რაღაც კარგი არ დაგმართნია. თქვი იქნებ რამე გიშველოთ - თვალებში ჩახედა ირინამ და ხელახლა წამოსული ცრემლები ამჯერად თავად მოწმინდა.
-მე, მე... - ლუღლუღებდა ლანა - გუშინ ქალიშვილობა დავკარგე. - კიდევ ერთხელ ამოიტირა.
- რაა? - შეიცხადა დიანამ, - მოიცა, შენ, შენ რა გაგაუპატიურეს? - ემოციებს თავს ვეღარ უყრიდა, სასწრაფოდ ფეხზე ადგა და სიგარეტს მოუკიდა.
- არა! როცა კაიფში ვიყავი...ვიღაც ტიპს გავყევი ტუალეტში და არ ვიცი რა დამემართა, ან ტუალეტში როგორ მოვახერხეთ საერთოდ არ მესმის... ეს საშინელებაა! - ბოლო სიტყვები ბუტბუტით ჩაილაპარაკა.
რათქმა უნდა ეს მძიმე მოსასმენი იყო ორივე მეგობრისთვის,
ისინი ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ და ერთმანეთის დარდს იზიარებდნენ.
სამწუხაროდ ცხოვრებაში ხდება ისეთი რაღაცებიც, რასაც ვერ დაგეგმავ.
ირინამ მეგობრის გამხნევების მიზნით დაიწყო საუბარი
- ეს საშინელებაა, მართლა. არ გეტყვი რომ ადვილი გადასატანი იქნება, მაგრამ ამის გამო სახლში ჩაკეტვა და ასეთ დღეში ჩავარდნა არარის სწორი. არარის იმდენად საგანგაშო ამბავი... - ვეღარ დაასრულა წინადადება როცა ლანამ იკივლა.
- როგორ არ არის საგანგაშო, ეს რომ ჩემი ნებით მომხდარიყო...ასე არ ველოდი მითუმეტეს მართლა ასე... ძაღლივით მი*ხმარა. გამ*იმა და სად გაქრა ისიც არ ვიცი. თავი უკანასნელი ბო*ი მგონია, ვიღაც ნა*ებს რომ ექცევიან, სწორედ ასე მომექცა. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მე არ შევეწინააღმდეგე. ეს ჩემი სურვილით მოხდა. მაგ ტიპს ვერაფერში დავადანაშაულებ. - ბოლოს შედარებით მშვიდად, დასევდიანებული ხმით ჩაილაპარაკა და სახე სატირლად დაბრიცა.
დიანამ, რომელიც ამ ყველაფერს გაჩუმებული ისმენდა, მკაცრი და გამაფრთხილებელი ტონით წარმოთქვა
- ახლა ადექი, დროზე, მეორედ არ მათქმევინო, ნერვები ისედაც მთელი დღე დაგლეჯაზე მაქვს შენი გაუაზრებელი და დეგენერატული საქციელის გამო, შედი სააბაზანოში, შხაპი მიიღე და გამოდი, ჩვენ აქ ვიქნებით.
ლანა თავჩაქინდრული წამოდგა, დაქალის ნებას დაჰყვა და სააბაზანოში შევიდა. დიანამ გამზადებული ყავა მისაღების ოთახში გამოიტანა.
- რა უნდა ვქნათ? - მტირალი ხმით ჩაილაპარაკა დიანამ, - როგორ უნდა ვუშველოთ?
- წარმოდგენა არ მაქვს, ჩვეულებრივად რომ მომხდარიყო არც ასეთი სატირალი და საგანგაშო არ იქნებოდა, ვის უკვირს ეგ, უბრალოდ ასე რომ მოხდა.. ძალიან ცუდია. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მდგომარეობიდან გამოვიდეს გაიგე დი? არაფერი არ უთხრა, არც უსაყვედურო. რამენაირად გამოვა მდგომარეობიდან და შემდეგ დაუბრუნდება ძველ ცხოვრებას, ახლა მთავარია ხელი შევუწყოთ. არ უნდა მივცეთ უფლება ჩაიკეტოს და ჩაჯდეს სახლში ასე, გოიმი გოგოსავით - მკაცრად წარმოთქვა ბოლო სიტყვები, თითქოს ხაზი გაუსვა იმას, რომ ლანას ნაირი გოგოები მართლა იშვიათად დადიოდნენ.
ლანა საკმაოდ ლამაზი ბავშვი იყო, ყველას აგიჟებდა მისი გარეგნობა.
მამამისი სიცილით ამბობდა ხშირად, დაცვით უნდა იარო თორემ შენ თავს აუცილებლად ისე ამაცლიან, ვერც მოვალ გონსო.
უბანში თითქმის ყველას მოსწონდა, ლანა არასდროს ინტერესდებოდა მაინც და მაინც ბიჭბუჭობით, თავის სილამაზეს კიდევ უფრო ამკობდა იმით რომ მუდამ სწავლობდა, პატიოსნად ინახავდა მშობლების სახელს, წარმატებით მოეწყო უმაღლესშიც და რა თქმა უნდა წყალში არ ჩაყრია ეს თავდადება, მშვენიერი სამსახური იშოვა, საკმაოდ პრესტიჟული და სტატუსიანი პიროვნება იყო. ყველამ ძალიან კარგად იცოდა, სადმე მაგარი ივენთი თუ ამოტივტივდებოდა, ეს ლანას დაგეგმილი იყო.
მეგობრები უყვარდა ყველაზე მეტად, მათთან ერთად ერჩივნა ყოფნა ყველგან, დასასვნებლად, სახლში, უბანში, გასართობად...
დიანა და ირინაც საკმაოდ მოწესრიგებული პიროვნებები იყვნენ,
რაც მთავარია სამივემ იცოდა ერთმანეთის ფასი და მათ სიახლოვეს ვერ ნახავდით ისეთ ტიპს, რომელიც არ გამოირჩეოდა ავტორიტეტით.
გოგოებმა ტკვილეული ამოიტანეს მაღაზიიდან, იცოდნენ ლანას სუსტი წერტილი და იმედი ჰქონდათ ხასიათზე მოიყვანდნე.
აბაზანიდან გამოსულ ლანას ადამიანური სახე არ ჰქონდა შერჩენილი.
თაფლისფერი თვალები, რომელსაც გარშემო მწვანე რკალი დაჰკრავდა, ჩამუქებულიყო. შუბლი ისე ეჭირა თითქოს ახალგაზრდა გოგოს ნაოჭები გაუჩნდაო.
ვარდისფერი სქელი ტუჩები, ფერმკრთალი და თხელი ჩანდა.
ალბათ მაინც გამოყოლილი ჰქონდა წინა ღამის ჩაკაიფებული სახე.
თუმცა წეღანდელთან შედარებით უფრო სუფთად და ლამაზად გამოიყურებოდა მაინც.
გოგოებმა დაიჟინეს ამაღამ შენთან დავრჩებითო.
ლანა მარტო ცხოვრობდა, საკუთარი ხელფასით იყიდა ბინა, მართალია მშობლები მაინც სთხოვდნენ შეინახე და რამეში გამოიყენე, ბინას ჩვენ გიყიდითო თუმცა ამაოდ. სურდა ყველაფერი საკუთარი შრომით ჰქონოდა მიღწეული, მანქანა, სახლი, ავეჯი, ყველაფერი ნელ-ნელა შეიძინა. პირიქით აქეთ ეხმარებოდა მშობლებს, მათ რა თქმა უნდა არ სჭირდებოდათ ეს, თუმცა ლანას მაინც სიამოვნებდა მშობლების განებივრება სხვადასხვა საჩუქრებითა და მოულოდნელი სიურპრიზებით.
მოკლედ გოგოებმა მაინც თავისი გაიტანეს, ჯერ ფილმს უყურეს ერთად, მერე ძველი ამბებიც გაიხსენეს, ლანა ხან ტიროდა ხან იცინოდა. ბოლოს ერთმანეთს ძალიან მშვიდი ძილი უსურვეს და სამივემ ერთ ლოგინში დაიძინა, როგორც ადრე, ბავშვობაში.
__________________________________________________

ალექსანდრე დევდარიანი.
ალექსანდრე დევდარიანი, 26 წლის. პროფესიით არქიტექტორი, წარმატებით დაამთავრა საფრანგეთის ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტი. სამწუხაროდ დედა მაშინ გარდაეცვალა, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა, 17 წლისას, თუმცა მაინც მოახერხა და მთელი ცხოვრება წარმატებით მოიწყო. ჰყავდა და, სახელად ანი, რომელიც ასევე საკმაოდ წარმატებული იყო, 23 წლის.
ალექსანდრე საკმაოდ სიმპატიური ბიჭი იყო, სვანური დამახასიათებელი იერით, სწორი ცხვირით და მუქი ყავისფერი თვალებით. ალბათ ყველა იოცნებებდა მისნაირ სიძეზე, გოგოები ხშირად ოცნებით აღსავსე თვალებით უყურებდნენ, თითქოს პრინცი ყოფილიყო, რომელსაც სადღაც სავარაუდოდ თეთრი ცხენით ეყოლებოდა, ალბათ სვანეთში.
თბილისში დაბადებული და გაზრდილი ბიჭი, საკმაოდ მძიმე ხასიათით გამოირჩეოდა. დედის გარდაცვალების შემდეგ 180 გრადუსით შემობრუნდა და ცხოვრებას უფრო დაემორჩილა, მიხვდა რომ ყველაფერს ვერ დაგეგმავდა.

შაბათს ძმაკაცს დაურეკა, შაკო ლორთქიფანიძეს და აუხსნა, სასწრაფოდ უნდა გნახოვო. შაკოც ცუდის მოლოდინში იმ დროს და იმ ადგილას გაჩნდა სადაც ალექსანდრემ დაუბარა.
მართალია ორივეს ჰყავდა ცალკე სამეგობრო წრეც და ერთი სამეგობრო წრეც, თუმცა იყო რაღაც დეტალები რასაც მხოლოდ ერთმანეთს უზიარებდნენ, ანუ ეს ორი მაინც სხვანაირად განუყრელი ძმაკაცები იყვნენ. ერთმანეთი სკოლაში გაიცნეს. შაკო 7 კლასში გადავიდა და მაშინვე ალექსანდრეს დაუმეგობრდა. წლებმა მათ მეგობრობას სილამაზის და დაფასების გარდა, ასევე ერთმანეთის გამძაფრებული სიყვარულისა და თავგანწირვის გარდა, ვერაფერი შემატა.
შაკოს მანქანამ როგორც კი დალანდა, მაშინვე შედარებით მშვიდად დაიწყო სუნთქვა ალექსანდრემ, რომელმაც წუთებში მესამე ჭიქა ვისკი გამოცალა.
ძმაკაცებმა ერთმანეთს დამახასიათებელი მოძრაობით მიესალმნენ და მაგიდას მიუსხდნენ.
- მშვიდობაა? თუ რამე თემაა ისევ იმ ს*რებთან, ხო იცი ისე მოვაგვარებ არც გახსენებ - თქვა შაკომ და მიმტანს ანიშნა მეც იგივე მინდაო.
- არა, ეგ არაფერ შუაშია. გოგოს თემააა - დანანებით ამოილაპარაკა ლექსომ და საზურგეს მჭიდროდ მიეყრდნო, სალაპარაკოდ მოემზადა. იცოდა შაკო ამ თემას სხვანაირად უყურებდა.
- რაიყო, ვინმე გიყვარს? - კაზანოვას ღიმილი აათამაშა სახეზე შაკომ.
- მაგარი, მაგარი ყ*ეობა გაავაკეთე. ამ მ**ნერიდან ვერასდროს ამოვალ. ალბათ - ბოლო სიტყვა ხაზგასმით და ნათლად, უფრო ხმამაღლა წარმოთქვა.
- თქვი რა მოხდა ბიჭო. რას მაწვალებ, ნუ წელავ და ამოღერღე დროით - თვალები დაუქაჩა ლოდინისგან შეწუხებულმა და დრამატიზმით მობეზრებულმა შაკომ.
- თავიდან ბოლომდე მოვყვები, არ შემაწყვეტინო. მერე თუ გინდა აქვე მცემე, ოღონდ მაცადე, რჩევა მჭირდება. - მაგიდაზე წამოიწია ლექსო და განაგრძო საუბარი. - წუხელ მე და ირაკლამ გაჩას ივენთზე დავგაზეთ, თავიდან ლაითად მისწორდებოდა მარა მერე მაგარი დაექსტაზებული გავიჩითე, ხოდა გოგო გაეძრო ჩემთან ერთად უბერავდა მთელი საღამო, გამაგიჟა ტიპმა, ჯერ რა ლაამაზი იყო ვერ აღგიწერ, მაგარი ტანი ხო ჰქონდა, ზმანი და მაგრად უწყობდა ცეკვას. მერე დავამუღამე რომ ისიც მაგარი დაექსტაზებული იყო, ამ ქვეყანაზე არ იყო. ვიცეკვეთ, ვიგიჟეთ, ერთად დავლიეთ ბარისტოიკაზე, მიმტანი მაგის მეგობარი იყო, მითუმეტეს ორივეს რო გაგვიხსნა ლაპარაკი დავიწყეთ გიჟებივით, კაროჩე როგორც არი ხოლმე რა ბედნიერების ზენიტში რო ვართ. ჯერ ლაითი ფლირტი გვქონდა, მერე მოვწიეთ, ვაბშე შოკი გაიჩითა, და კაროჩე მანდ მაგრად მივქარე. ტვინი ამიდუღდა, ასეთი გოგო არ მინახავს არსად, მთელი მსოფლიოს მაშტაბით. და დაექსტაზებულ დაბოლილმა, ისეთი სი*ობა ვქენი, აი რავი რა, ტუალეტში გავედით და როგორც ხდება ხოლმე, მაგრამ წინააღმდეგობა არ გაუწევია, პირიქით ისე იქცეოდა თითქოს მაგარი გამოცდილი ყოფილიყო, შეხებაზე ეგრევე ტაო აყრიდა, საქმის ბოლოს აღმოჩნდა რომ გოგო იყო ქალიშვილი, ჯერ თავიდან ვერ დავამუღამე მეთქი არარსებობს თქო რა, სიგარეტის ასაღებად გამოვედი ორი წუთი და რო მივბრუნდი გოგო იქ აღარ დამხვდა. ჯერ ეგ რამ მაქნევინა რო დავტოვე არ ვიცი, მარა აი ვაბშე მაგარ ცუდ პონტში გავიჩითე დილით ეს ამბები რომ გავიხსენე, ქალიშვილობაზე და არა ქალიშვილობაზე არარი ლაპარაკი, ჩემი თავის მცხვენია ასე რამ გამომა*ლევა რო ასეთი რაღაც ვქენი. მთელი დღე ვფიქრობდი რა ვქნა მეთქი, ეხლა იასნია ასე ვერ მივალ და ვერ ვეტყვი იცი რა ბოდიში გუშინ მაგრად რომ გიხმ*რე და მერე რო დაგაგდე თან პახოდუ ქალიშვილობაც რო ჩავიბარე თქო,.. ხო ხვდები შენთანაც როგორ მიჭირს მოყოლა. მითუმეტეს მერე რომ წარმოვიდგინე ანის ვიღაც ასე რო მოქცეოდა ხო ცარიელი ხელით მოვკლავდი წამებით, ეგეთ კაიფში არ გავჩითულვარ არასდროს რო ასე გამოვე*ლევებინე. აუ არ ვიცი რა ვქნა, ჩემი თავი მეზიზღება. - დაასრულა თხრობა ლექსომ და ალბათ უკვე მეათე ჭიქა გამოცალა.
შაკო იჯდა და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. ყბა გვერდულად დაღრიცა, ენის წვერით ეხებოდა კბილებს, ძარღვები დახეთქვამდე გამოებერა.
- კიდე კაი ხვდები რო ყ*ე ხარ. შენ ბიჭო ქალი გაკლია თუ სექ*ის ხამი ხარ? ჯერ რა ტუალეტი და რა ვაბშე რას მიყვები აზრზე ხარ საერთოდ? პროსტა სად უნდა მოყვე ეგ სირცხვილით? ის გოგო კიდე შენზე უარესი ხამი ყოფილა ქალიშვილობა თუ აესე ჩაგაბარა, ვაბშე მაგრად გაუბერე ხო იცი - გაბრაზებული ლაპარაკობდა და თან ხელებს შლიდა მეტი დამაჯერებლობისთვის.
- ეგ ყველაფერი ვიცი, მე რა გავაკეთო? - ნერვიულად ისრესდა ხელებს
- რავი, ვერ მიხვალ და მაგას ვერ ეტყვი. ერთი გამოსავალი რჩება რა, ხო თქვი ბარმენი მაგის მეგობარი იყოვო, კაროჩე გაიგე ეს გოგო ვინარის, შეხედე, მეეეჭვება ახსოვდე ვაბშე, შენ გახსოვს როგორია? - კითხა და როდესაც დასტური მიიღო ისევ ალაპარაკდა - ხოდა კაროჩე დაუსატკავე ამ გოგოს, გაიგე ვინარი რაარი, იქნება ვაბშე ბო*ია, რაღაც მაინც და მაინც პატიოსანი ქცევა არ ვლინდება, კაროჩე შეხედე, ხო შეატყობ რაცარი და ვინცარი, ბოლოს უთხარი რაც მე მითხარი რო ორივემ მაგრად მიქარეთ მარა შენ მაინც კაცი ხარ და უნდა დაგეზადნა. მითუმეტეს გამოცდილება არ გეკლდა და ქალი კიდე.
ლექსო ერთხანს ჩაფიქრდა, გონებაში გადახარშა
- იქნება სულაც არ ნანობს ის გოგო - ჩაილაპარაკა ნიშნისმოგებით, - პრე*ერვატივი მაინც გამოიყენე?
- არა შე*ემა იქ გოგოს დასაკერად კი არ წავედი, უბრალოდ ასე გამოვიდა - ახლა გაახსენდა და თითქოს თავი იმართლა. შაკომ თვალები კეფამდე გააფართოვა, ხელით შეიგინა და ცხვირი ხელებით დაიფარა, ფიქრის ინტერპრეტაციით.
- ეგ ვაბშე ცუდია, დარწმუნებული ხარ რო ქალიშვილი იყო და რამე ქალური ამბები არ ქონდა? - ჩუმად ჩაილაპარაკა
- აუ შე*ემა არაა მეთქი გეუბნები რაც იყო და როგორც იყო და რა ქალური ამბები შენ ხოარ გააფრინე? - სიბრაზე ვერ დამაალა. - აუ კაროჩე რა მინდა რო თავი დავიბრიდო, ეს როგორ დამემართა - სინანულით ლაპარაკობდა და თან თვალებს იმ იმედით აცეცებდა, იქნებ ვინმემ მესროლოსო.
- ან ის გოგო რამ გამოასულელა? ბაზარი არარი არ მიკვირს არც სექ*ი არც არაფერი მარა რომელ გოგოს უნდა ქალიშვილობის ასე დაკარგვა?
- ბიჭოოოო შენ არ გესმის მე რას გეუბნები თუ გააგიჟდი? გოგო იყო კაიფში, ამ ქვეყანაზე არ იყო ვაბშე, მერე მოვწიეთ ერთად და ის ფაქტი უფრო მაცოფებს მე რო თვითონ ვერც მიხვდა რას აკეთებდა და მე კიდე ავყევი ამ ყველაფერში, ფხიზელი რო ყოფილიყო კი მარა აესე რო მოხდა ეგ მაგიჟებს, ფხიზელზე ხმას არ ამოვიღებდი - სწრაფად და ნერვიულად ლაპარაკობდა - აუ იქნება ვაბშე თავის მოვკლის გზაზეც დგას ეგ საწყალი, რა გავუჩალიჩე რაა - ლაპარაკობდა დანანებით
- კაი გეყოფა მოთქმა და გოდება. ორივემ მაგრად გაიჩალიჩეთ, აი ძმაო მიყურე და ისწავლე, არც ვკაიფობ და არც არაფერი, ხო ხედავ ნარკოტიკს რა ზიანი მოაქ? აწი დაიმახსოვრებ თუ გამოძვერი - ბოლოს მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა - ხო იცი შენ გვერდით ვარ კარგშიც და ცუდშიც, მაგის დედაც მოვ**ან, ყველას მოგვდის შეცდომა, მთავარია დროულად გამოასწორო სანამ ძაან გვიანი არ იქნება, გვიანი კიდე ხანდახან არასდროს არ არი, მარა ამ შემთხვევაში იქნება თუ არ იმოქმედებ - მხარზე ხელი დაარტყა და მიმტანს რომელმაც იმ წამს საფერფლე გამოუცვალა, დაჟინებით მიაშტერდა.

მიუხედავად გრძელი და დეპრესიული უიქენდისა, ლანამ როგორღაც თავი ხელში აიყვანა. ბოლოს და ბოლოს მასზე ამდენი რამეა დამოკიდებული და ასე უნამუსოდ ვერ მოექცევა ხალხს, მითუმეტეს ზაფხული ახალი დაწყებულია და ჯერ ყველაფერი წინ აქვს, არ შეიძლება ერთი შეცდომის გამო ყველაფერზე უარის თქმა.
იცით მე რას ვფიქრობ?
ხანდახან ადამიანები ზედმეტად ვიტანჯავთ თავს.
რათქმაუნდა შეცდომას გააჩნია რას დავუშვებთ, ვისთან და როგორს მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და დასაწყისი.
როდესაც რაღაც ცუდი ხდება, ეს აუცილებლად შემდგომში კარგს მოიტანს. აბა უაზროდ სულ ცუდი ხომ არ განვითარდება?
ბორბალივით არის ცხოვრება, ტრიალებს, სასიამოვნოდ მაგრამ ხანდახან საშინლად.
ჩემი და ლანას მოსაზრება ერთმანეთს ემთხვევა, დეპრესია ადამიანს შეცდომის გამოსწორებაში ვერ დაეხმარება. მთავარია მოქმედება!
ორშაბათს დილით თავი მოიწესრიგა ლანამ და სამსახურში წასასვლელად მოემზადა.
ყველანაირად ცდილობდა ცუდი აზრები ჩაეხშო და საქმის მაქსიმუმი ეჩვენებინა დამკვეთებისთვის.
გოგობიც ყოველ წამს ურეკავდნენ, კითხულობდნენ.
უფროსმა შეუქო ასეთი მონდომება და შეპირდა იმდენად კარგად ახერხებ ყველაფერს, აუცილებლად იმსახურებ დაწინაურებას და უახლოეს მომავალში ელოდეო.
ეს ერთადერთი ნათელი წერტილი იყო რასაც ეჭიდებოდა.
მაგრამ ვინ იცის ბედი რას უმზადებს ადამიანს? ბედი ხომ ირონიულ ნიღაბს ატარებს და სულ დაგვცინის.
გადაწყვეტილი ჰქონდა რომ იმ ბარში აღარასდროს აღარ მივიდოდა. აღარ უნდოდა თავი დაეტანჯა წარსულით და ცუდი მოგონებებით, ეს შეცდომაც დაეხმარებოდა რომ რაღაც ესწავლა ცხოვრებაში.

_________

ალექსანდრე დევდარიანი.

ალექსანდრესთვისაც საკმაოდ მძიმე გადასატანი იყო ის რაც მოხდა, კიდევ იფიქრებდა გადაწყვეტილების სისწორეში. ისე არ გამოვიდოდა, მისულიყო და მოებოდიშებინა, ტყუილის თქმაც არ უნდოდა. არ შეეფერებოდა ეს მის საქციელს და გვარს, ეს კარგად იცოდა.
მამამისი მეტად სერიოზული კაცი გახლდათ, მისთვის მთავარი იყო კაცის ღირსება!
ყოველთვის ამბობდა, კაცმა თავის თავს არ უნდა გადააბიჯოს პირველ რიგშიო, ალექსანდრე კი ამაზეც წუხდა, მან საკუთარ თავს პირველად გადააბიჯა.
ორშაბათს, როდესაც სამსახურს მორჩა, ისევ იმ ბარში მივიდა. გაუმართლა და იგივე ბარმენი დახვდა როგორც მაშინ იმ დღეს. გადაწყვიტა ბარმენისთვის ეკითხა გოგონას ვინაობა. შემდეგ კი მოიფიქრებდა რა სჯობდა დანაშაულის გამოსასყიდად.
სკამზე დაჯდა და ბარმენს თავის დაკვრით მიესალმა, ბარმენმაც გამოხედა, თითქოს მიხვდა ვინც იყო და საუბარი წამოიწყო.
- მახსოვხართ, ივენთზე იყავით პარასკევს, ჩემს ახლობელთან ერთად - გაუღიმა და სასმელი დაუსხა, ეს ჩემგანო თითქოს ანიშნა.
ალექსანდრემ სიმწრით ჩაიცინა, დანაშაულის გრძნობამ ყელში წაუჭირა, თუმცა მალევე ჩაახშო დიდი ნერწყვის გადაყლაპვით.
- გამარჯობა, სწორედ მაგ გოგოზე სალაპარაკოდ მოვედი აქ - სათქმელს ძლივს მოუყარა თავი. თუმცა სიმართლის თქმას რა თქმა უნდა არ აპირებდა.
ბარმენმა წარბი ოდნავ აწია გაკვირვების მიზნით და მასთან ახლოს მიიწია.
- შეგიძლია მითხრა ვინ იყო ის გოგო? ვიცი რომ პირდაპირობა ცუდი არ არის და ამიტომ ვაძლევ თავს უფლებას ამ კითხვის დასმის. უბრალოდ მთელი საღამო ერთად ვიყავით, მერე ისე გაქრა საკონტაქტო ვერ გავცვალეთ და მოკლედ კაცურად რომ გითხრა მაინტერესებს ვინ იყო, საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, თან მახსოვს რომ მეგობრობთ - სიტყვით გამოსვლა დაასრულა ლექსომ და ოდნავ აღელდა, დაელოდა მის რეაქციას
- ოხ, კარგი ამბავი არ დაგმართნია ძმაო ჩემო - ბარმენს გაეღიმა - ვიცი მთელი საღამო რომ ცეკვავდით, ვერც მე შევამჩნიე მისი წასვლა, კი ვმეგობრობთ, მაგრამ იცოდე მაგ გოგოს ტყუილად გულში ნუ ჩაიგდებ, არც მასეთი გოგოა და თან ძალიან ბევრს მოსწონს - ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა ბოლო სიტყვა, მე, ავტორმა, რომ არ ვიცოდე მათი ამ მეგობრების შესახებ ვიფიქრებდი ამ კეკლუც ბარმენსაც მოსწონს ლენა თქო. - ეგ გოგო არის ლენა კანდელაკი, აქ კვირის ბოლოსკენ მოდის, მისი საყვარელი ადგილია, ეგ და თავისი დაქალები აქაურობაზე გიჟდებიან, ლანა ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი ადამიანია, დიდი ხანია ვიცნობ.
- ძალიან კარგია რომ არ მიმალავ, არა გულში ჩაგდებას ნამდვილად არ ვაპირებ, უბრალოდ ხომ გეუბნები წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა, მერე რაღაც ვაწყენინესავით და ასე ვირულად და ხეპრესავით არ მინდა რომ გამოვიდეს, მინდა მოვუბოდიშო, თან არც თვითონ იყო გულგრილი - გველურად გამოსცრა ბოლო წინადადება, თუმცა დანაშაულის გრძნობამ თავი შეახსენა და ნერვი დაიოკა.
- ოო ეგ ძალიან ცუდია, მე რა თქმა უნდა ზედმეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდი მასზე მაგრამ გეტყვი რომ ივენთ მენეჯერია, გაიკითხე მასზე და მიხვდები როგორც იპოვო.

ალექსანდრე იმითაც კმაყოფილი იყო რაც გაიგო, ლანა კანდელაკი. სულ ეს სახელი უტრიალებდა თავში. ვერაფრით აეხსნა რატომ აწუხებდა მაინც და მაინც მისი ეს სიტუაცია. რატომ განიცდიდა და რატომ სურდა ყველაფრის უკან დაბრუნება.
- შეგიძლია მოხვიდე და ნახო, აქ ყოველთვის მოდის. ხშირად აქაც აქვს ივენთები, რავიცი მე ძმაო მეტი ვერაფრით დაგეხმარები - მეგობრულად მხარზე ხელი დაჰკრა და შემდეგ საქმიანი პარტნიორივით ხელი ჩაომართვა.

ლექსომ მკაცრად გადაწყვიტა რომ აუცილებლად დაელოდებოდა ლანას ისევ ამ ადგილას. იქნებ გაუმართლოს და გამოელაპარაკოს კიდეც. ჯერ არ იცის რას ეტყვის, როგორ იმართლებს თავს თუმცა ყველაფრის მოსმენის შემდეგ შედარებით მშვიდად იგრძნო თავი.
ბარიდან გამოსვლის შემდეგ გეზი პირდაპირ სახლისკენ აიღო, შაკოს მიწერა ყველაფერი და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა გვერდში დგომისთვის.
შაკომაც მოუწონა იდეა რომ დალოდებოდა.

_________________

დღეები საკმაოდ ნელა გადიოდა, ერთიც და მეორეც დანაშაულის გრძნობას ვერაფერს უხერხებდა.
იმ შაბათს ალექსანდრე შაკოსთან ერთად მივიდა ბარში, ბარმენს ხელის აწევით მიესალმა. რა თქმა უნდა გაფრთხილებული ყავდა რომ ლანასთვის მათი საუბარი არ ეთქვა, თუ გამოჩნდებოდა. ისიც აუხსნა, რომ თვითონ მოაგვარებდა ყველაფერს.
კიდევ ერთხელ გადაამოწმა ბარმენთან გოგონა ხომ არ იყო გამოჩენილი ამ დღეების მანძილზე, მანაც უარის ნიშნად მხოლოდ თავი გააქნია და ქვედა ტუჩი მხართან ერთად დაბრიცა.
მთელი საღამო ელოდებოდა ლანას, ის კი არადა არ ჩანდა.
შაბათსაც და კვირასაც ელოდებოდა თუმცა მაინც არ ჩანდა.
არ იცოდა რას ეტყოდა, მაგრამ ფიქრობდა რომ დავინახავ მოვიფიქრებ მაშინო.
როდესაც ეს დანაშაულის გრძნობა მისთვის ზედმეტად აუტანელი გახდა, ბარმენს ნომერი დაუტოვა და სთხოვა თუ გამოჩნდება აუცილებლად შემატყობინეო.
იმედი ჰქონდა, რომ სადღაც აუცილებლად გამოჩნდებოდა.
ინტერნეტში ამოწმებდა მასზე ინფორმაციებს, იცოდა როგორი წარმატებულიც იყო.
იმასაც ფიქრობდა სამსახურში მივაკითხავო თუმცა თითქოს რაღაც აკავებდა,
ორივეს ზღაპარი ეგონა ეს ყველაფერი, ნუ რა თქმა უნდა ლანამ ხომ არაფერი იცოდა, მას უფრო კოშმარი ეგონა, ლექსოს კი ზღაპარი.
როდესაც დრო საგრძნობლად მიიწურა, ალექსანდრემ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ შეემოწმებინა ის ადგილი. ფიქრობდა თუ კიდევ არსად გამოჩნდება, აუცილებლად მივაკითხავ სადაც არ უნდა იყოსო.
თქვენ წარმოიდგინეთ და თითქოს ამ გოგოს მიმართ ერთდროულად სიბრალულს და მონატრების გრძნობას განიცდიდა.
______________________

დრო თუ ალექსანდრესთვის გავიდა, ლანასთვისაც არ ყოფილა ეს პერიოდი მაინც და მაინც ხანმოკლე. თითქმის მივიწყებული და სადღაც ტვინის ბნელ უბანში ჰქონდა ჩაკეტილი ეს ამბავი, აგრძელებდა თავის საქმიანობას და ბოლოს უკვე ნამდვილი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, რაც იმის მომასწავებელი იყო რომ დეპრესია მისი ცხოვრებიდან ქრებოდა და ცდილობდა საკუთარი თავისთვის ეპატიებინა.
საღამოს დივანზე მოკალათებული აპირებდა ფილმის ყურებას, არჩეულიც კი ჰქონდა რომ არა კარზე კაკუნი. მიხვდა, რომ გოგოები იქნებოდნენ და კარი სიხარულით გააღო.
- ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ - მიუსალმებლად დაიწყო დიანამ საუბარი - ხოდა რაღაც წინადადება გვაქვს შენთან, მინდა რომ დამთანხდე და არ შემეწინააღმდეგო, მითუმეტეს იცი რომ მე ფსიქოლოგი ვარ - პროფესია თითის აწევით აღნიშნა.
ირინაც და დიანაც დივანზე დასხდნენ, წინ ლანას მიუთითეს და ისე რომ მეგობარს ხმა არ ამოაღებინეს, პირდაირ დიანამ განაგრძო საუბარი.
- მე ვიცი შენთვის რამდენად რთულია ეს ყველაფერი, ვიცი რომ აღარ იმჩნევ თუმცა გულის სიღრმეში მაინც განიცდი ყველაფერს, ისიც ვიცი რომ გიჭირს შენი თავის პატიება მაგრამ ეს არ არის დასასრული. მინდა რომ ადგე და იმ ადგილას წამოხვიდე, ხო იმ ადგილას სადაც ასეთი ცუდი მოგონება დაგრჩა! მინდა წამოხვიდე, კარგად დააკვირდე იქაურობას და აპატიო შენს თავს! ღმერთს გეფიცები შენი ძალით წაყვანა რომ დამჭირდეს მაინც წაგიყვან, არ გეხუმრები - აშკარად არ ჰქონდა ხუმრობის დრო, ირინა ხელებით მუხლებს ეყრდნობოდა და სახე ხელებში მოექცია.
ლანა ფიქრობდა, სიტყვას ვერ ამბობდა. ფანჯარასთან მივიდა და ჰორიზონტს გახედა.
რამოდენიმე წუთში ნერვიულად შემოტრიალდა და ორივე მეგობარს შეხედა.
- გავაკეთებ ამას, მინდა როგორმე თავს ვაპატიო, ამიტომ გავაკეთებ ამას - სიამაყით მაგრამ ამავდროულად უაღრესად მწუხარე ხმით ჩაილაპარაკა და მოსამზადებლად ოთახში შევიდა.

___________________________

ალექსანდრეს თავი და ყურები გაბრუებული ჰქონდა ელექტრონული მუსიკის ფონზე.
უემოციოდ იჯდა მისთვის უკვე ამოჩემებულ პუფზე და სიგარეტს მშვიდად, მოლოდინში ეწეოდა.
მინდა რომ მისი სახე წარმოიდგინოთ, როდესაც კარებში შემოსულ გრძელ თმიან ლანას დაინახავდა.
თითქმის ახალ მოკიდებული სიგარეტის ღერი, ერთი ნაფაზით ბიჩოკამდე ჩაიყვანა, იქვე საფერფლეში ჩასრისა და ახლოს მიიწია.
გონს უმალ მოეგო და უკან დაბრუნდა, უნდოდა შორიდან დაკვირვებოდა მას.
ბარმენმა მაშინვე შეხედა ალექსანდრეს, მანაც თავი დაუკრა იმის მინიშნებით რომ დაინახა.
უნდოდა მასთან ახლოს მისულიყო და დალაპარაკებოდა, თუმცა იცოდა ეს სულელური საქციელი იქნებოდა.
მთელი საღამო აკვირდებოდა ლანას და კიდევ უფრო უმძიმდებოდა განცდები.
ხვდებოდა რომ ეს ყველაფერი ლანას ისევე აწუხებდა, როგორც მას.
გოგონა ხან იღუშებოდა და ხანაც ტუჩის კუთხეში ოდნავ შეუმჩნევლად იღიმოდა.
ხანდახან გაშტერდებოდა ხოლმე და ალექსანდრესთვის უცნობ, თანხმლებ პირებს უწევდათ ლანას ამ ქვეყანაზე დაბრუნება.
თითქოს მათი ისტორია ცაში იწერებოდა, დამთხვევას კიდევ დამთხვევა დაემატა.
მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე მხოლოდ შორიდან აკვირდებოდა ლანას, სურვილი ჰკლავდა რომ მისულიყო და წინ დაჯდომოდა, მოებოდიშებინა და მისი წვრილი და ლამაზი ხელი, საკუთარ ხელის გულში მოექცია, აეხსნა რომ ზედმეტად წუხდა იმის გამო რაც მოხდა.
ვერც თვითონ დაარქმევდა ამ გრძნობას ვერაფერს, ალბათ მხოლოდ იმას ფიქრობდა რომ ეს დანაშაულისა და სინდისის შერწყმის შედეგად წარმოქმნილი რაიმე ჰორმონი იყო.
დარბაზში მშვიდი, საცეკვაო მუსიკა გაისმა. ახალგაზრდების ნახევარმა უკმაყოფილოდ შებღავლა დიჯეის, წყვილები კი ფეხზე წამოიშალნენ და მშვიდი, მოსიყვარულე ცეკვა დაიწყეს.
რაღაც ზეციურმა ძალამ ალექსანდრესაც უბიძგა რომ ლანასთან მისულიყო,
ფიქრობდა ასე მაინც დავიწყებ რაღაც სახის კონტაქტსო, იქნებ ასე ცუდად არ ვიგრძნო თავიო.
ნელი ნაბიჯებით მივიდა მასთან და წინ აესვეტა. ლანამაც გაოცებულმა ამოხედა. მხოლოდ იმის თქმა მოახერხა რომ მარტო იყო და ძალიან უნდოდა მასთან ცეკვა, ლანამ ჯერ სარკასტულად შეხედა მას, შემდეგ დაქალებს გადახედა და მათაც თავი დაუკრეს რომ ერთი ცეკვით არაფერი დაშავდებოდა, თითქოს ელოდებოდა კიდეც მათგან ამ რეაქციას, სინდისის გრძნობამ შეაწუხა რომ ადამიანი ასე დააყუდა და გამოწვდილ ხელს ხელი შეაგება.
ალექსანდრემ ზუსტად იცოდა რომ ლანა მას ვერ იცნობდა, ალბათ ამიტომ გაბედა ამ ნაბიჯის გადადგმა.
გოგონას აშკარად ეტყობოდა სევდა თვალებში, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზი იყო მისი ეს სევდიანი გამომეტყველება, მოეჩვენა თითქოს მაშინდელზე მეტად უფრო გალამაზებულიყო.
წელზე ხელი ნაზად მოხვია და მშვიდ ტალღებში ჩაიძირა.
- რატომ მოგინდა ჩემთან ერთად ცეკვა? - გულის სიღრმეში გაუხარდა და ცოტა გაოცდა, როდესაც ლანასგან ეს კითხვა მოისმინა.
- იმიტომ რომ მთელი საღამოა გიყურებ - სიმართლე ურცხვად უთხრა.
- ძალიან ცუდია მერე - ახლა უფრო ინანა გადაწყვეტილება ლანამ და მიუხედავად ძველი განცდებისა, მაინც ძველი ისევ გაუახლდა.
- რატომაა ცუდი რომ გიყურებდი? - მაინც ვერ მოისვენა ალექსანდრემ და კითხა
- ადამიანზე მიშტერება ზოგადად ცუდია.
- მე ასე არ ვფიქრობ, ცეკვით რამე შავდება? - სიბრაზემ გაუელვა თავში ალექსანდრეს, უცბად იფიქრა ზედმეტი არ მომივიდესო
- ხანდახან - ორაზროვნად ჩაილაპარაკა ლანამ და ნელა დატრიალდა, ახლაღა შეამჩნია ალექსანდრეს სახე ოდნავ გამოკვეთილად. თითქოს საიდანღაც ეცნო ეს ადამიანი მაგრამ ვერ ხვდებოდა საიდან, ის იმდენ ადამიანს იცნობდა თუნდაც საქმიდან გამომდინარე, რთული იყო ყველას დამახსოვრება. - მე შენ საიდანღაც მეცნობი - ფიქრი გაუმხილა ლანამ.
- იმიტომ რომ მიცნობ - ურცხვად მოიტყუა და თან სიმართლე თქვა. ლანას თვალებში თითქოს სინათლის სხივი აკიაფდა.
- მართლა? საიდან? - ამასობაში სიმღერაც დასრულდა, ალექსანდრემ მანდილოსანი მის კუთვნით ადგილას მიიწვია და ბარმენს თვალი შეუმჩნევლად ჩაუკრა.
- შენ ლანა ხარ კანდელაკი.
ლანას ფერი შეეცვალა. უცბად გონებაში ისიც დაუშვა, ეს ხომ არ არის ის ადამიანი რომელთანაც...
- საიდან მიცნობ? - გაუთამამდა და ოდნავ ბრაზმორეული ხმით კითხა.
- ადრე შენ ჩემს მეგობარს ივენთი გაუკეთე, შენ არ მიცნობ მაგრამ მე გიცნობ - თვალი ჩაუკრა და ურცხვად ტყუილების კორეანტელის თქმას განაგრძნობდა.
ლანა დამშვიდდა, სიხარულით აღივსო რომ ეს ის ადამიანი არ იყო.
- ამიტომ მიყურებდი მთელი საღამო? - ცოტა გათამამდა
- ხო, ვიფიქრე მივალ თავს გავახსენებ თქო მაგრამ რომ ვერ მიხვდი, აღარ ჩავთვალე საჭიროდ - სიგარეტს მოუკიდა
- გასაგებია, კარგი გამიხარდა თუ გახსოვარ, მაგრამ ახლა უნდა წავიდე, მადლობა ცეკვისთვის, ნამდვილად კარგი პარტნიორი ხარ - ლანამ თავის დაკვრით დაემშვიდობა, გაუღიმა და მიტრიალდა.
- აქ კიდევ გნახავ? - სიტყვა დააწია მამაკაცმა
- არამგონია - მოუტრიალებლად თქვა და ისევ გაუჩინარდა.
- კარგი პარტნიორი ხარ.. - თავში გაუელვა ამ წინადადებამ ალექსანდრეს, ისევ სიმწრით ჩაეწინა და ლანას ნათქვამი ორაზროვნად გადააკეთა.

ლანა კანდელაკი

ლანასთვის მეტად უცნაური დამთხვევა იყო ამ მამაკაცის ნახვა.
მეგობრებსაც რა თქმა უნდა აინტერესებდათ ყველაფერი.
მანაც არ დააყოვნა და ყველაფერი ამცნო მათ.
ანალოგიურად გაუკვირდათ დიანას და ირინკას, თუმცა ეს მხოლოდ დამთხვევას მიაწერეს და მალევე დაივიწყეს ყველაფერი.
ლანას ერთერთმა ივენთმა წარმატებით ჩაიარა, დიდი ყურადღება და ათასი მადლობა დაიმსახურა. მისთვის ეს უცხო ხილი არ იყო, საკუთარი თავის იმედი ჰქონდა და ამას მოელოდა კიდეც.
საბოლოოდ ჩაება ცხოვრების უწინდელ რითმს.
ყველაფრის გადახარშვა მოახერხა და ასე თუ ისე შეძლო თავის პატიება.
მილიონში ერთხელ გაიხსენებდა ხოლმე ალექსანდრეს, არ იცოდა რატომ ფიქრობდა ასე, თუმცა რადგან ჩვენ ვიცით მათი ამბავი, შეიძლება ისიც ინსტიქტურად გრძნობდა ყველაფერს. მაშინდელი ცეკვაც ღიმილით ახსენდებოდა, ფიქრები კი იმდენად მოულოდნელი იყო მისთვის, ხანდახან გონებას ცეცხლი ეკიდებოდა.

__________________________

ალექსანდრე დევდარიანი

ალექსანდრე ბედნიერი იყო იმით, რომ ლანამ ის ვერ იცნო.
ასევე უხაროდა ისიც, რომ ჰქონდა შანსი კიდევ დალაპარაკებოდა მისთვის უკვე საყვარელ ადამიანს.
ახლა დარწმუნებული იყო იმაში, რომ ლანა არ ჰგავდა სხვა გოგოებს და ეს ერთჯერადი სექ*ი არ ყოფილა.
ეს მისთვისაც მძიმე იყო და ეს ნამდვილად შეცდომა იყო.
ყველანაირი ინფორმაცია მოიძია ლანაზე, ნაცნობს თუ უცნობს ყველას გიჟივით მასზე ეკითხებოდა.
ყველაფერი იცოდა თითქმის მის შესახებ.
ალექსანდრეს არ ჰქონდა იმის გაჭირვება, რამე ვერ გაეგო მითუმეტეს რასაც მოინდომებდა, თან ამას დავუმატოთ ფაქტი, რომ თბილისი ძალიან პატარაა და ყველა ყველას იცნობს.
ღამ-ღამობით ხშირად ფიქრობდა ლანაზე და იმ ცეკვაზეც, თუმცა თავს უფლებას ვერ აძლევდა ლანას ფიქრებში საბოლოოდ დაუფლებოდა.
არც ეს ურთიერთობა იყო ალექსანდრესთვის ერთჯერადი სექ*სი.
სურვილი რომ კიდევ ერთხელ დაუფლებოდა ქალის სხეულს, მოსვენებას არ აძლევდა.
თუმცა გული სწყდებოდა იმაზეც, რომ ქალს ასე უნამუსოდ მოექცა.
მოკლედ საკმაოდ შარში იყო გახვეული მისი გონებაც.
საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ სურდა ლანას კიდევ ერთხელ ნახვა.
ერთხელ და უსასრულოდ. უნდოდა მასთან საუბარი და მისი სურნელის, რომელიც ვანილისა და შოკოლადის სუნს წააგავდა, კიდევ ერთხელ შესუნთქვა.
მანქანა ლანას კორპუსის წინ გააჩერა, დიდ ხანს უყურებდა კორპუსს და გადაწყვეტილების სისწორეში რწმუნდებოდა, თუმცა რაც უფრო ბევრს ფიქრობდა, მით უფრო ერეოდა გონება გულს.
გაუაზრებლად აიღო ტელეფონი ხელში და ნომერი რომელიც უკვე ზეპირად იცოდა თითებმა თავისით აკრიფა.
გაბმული გრძელი ზუმერის შემდეგ, შეყოყმანდა უნდოდა გაეთიშა თუმცა სწორედ იმ მომენტში გაიგო ნაცნობი ქალის ხმა.
ხმა რომელიც არ ჰგავდა არავის ხმას და ზედმეტად დინჯი იყო.
- შენი ნახვა მინდა - პირდაპირ და ზედმეტი შესავალის გარეშე ამცნო ქალს.
- უკაცრავად რომელი ხართ? - დაიბნა ლანა, რადგან მან არც კი იცოდა ალექსანდრეს სახელი, თუმცა ხმით მიხვდა რომ ის იყო. ერთხანს მოეჩვენა ჩემი ფიქრები ხომ არ წაიკითხაო.
- შენი კორპუსის წინ ვდგავარ, ცოტახნით ჩამოდი და მერე ადი. - ტელეფონი გაუთიშა და დაელოდა როდის გამოვიდოდა ანთებული სადარბაზოდან ნაცნობი ქალი.
ლანამ იცოდა ვინც იქნებოდა, შეეძლო არც ჩასულიყო ან სულაც პოლიციისთვის გამოეძახებინა და ეთქვა ვიღაც გიჟი დგას და მითვალთვალებსო, თუმცა ეს არ გააკეთა რადგან სხეულის რაღაც ნაწილი ითხოვდა მის ნახვას და არ ჩასვლას აპროტესტებდა,
დენდარტყმულივით მოიცვა ქურთუკი და კიბეებზე კატის ნაბიჯებით დაეშვა.
მოეჩვენა რომ ის ერთი წუთი, რომელიც ჩასასვლელად სჭირდებოდა საათად გაიწელა.
გასასვლელში დაინახა ალექსანდრე, რომელიც ნერვიულად დააბიჯებდა და სიგარეტს ეწეოდა.
ქალის დანახვისას უმალ გადააგდო ახლად მოკიდებული სიგარეტი, მისკენ დაიძრა და წინ აესვეტა. რატომღაც მოუნდა გულში ჩაეკრა და ეკოცნა, თუმცა რაღაც ძალამ შეაკავა.
როგორ ხარ? - კითხა და ახალ ღერს მოუკიდა.
- კარგად ვარ, შენ? - ხელებ გადაჯვარედინებული, დაბნეული ლანას სახე ყველაფრად ღირდა.
- არამიშავს
არცერთს არ ამოუღიათ ხმა.
რაღაც შემაწუხებელი სიჩუმე ჩამოდგა.
ისევ ლანამ მოახერხა რაღაცის თქმა
- აქ რატომ ხარ, ან საიდან გაიგე ჩემი მისამართი?
ალექსანდრე შეყოყმანდა, მანქანას თავისუფლად მიეყრდნო და ცაში აიხედა, შემდეგ ისევ ლანას შეხედა და გაეღიმა.
- რომ გითხრა არ დამიჯერებ
- შენ სცადე და ამიხსენი - ლანას, რომელიც ცნობილი იყო ყველაზე მშვიდ და გაწონასწორებულ ადამიანად, ნერვები უკვე გიტარის სიმებად ჰქონდა დაჭიმული.
- მენატრებოდი - ისევ ურცხვად ჩაილაპარაკა ალექსანდრემ და ამჯერად გვერდით გაიხედა
ლანას თითქოს ცივი წყალი გადაასხეს და გამოაფხიზლესო
- მე არ მჯერა მაგ სისულელეების, რა გინდა ჩემგან პირდაპირ თქვი - ამჯერად შეუღრინა და უკან დაიწია
- აქ რატომ ხარ? - ამჯერად ალექსანდრემ შეუბრუნა კითხვა და გამომცდელი მზერით დააკვირდა
ქალი დაიბნა და გვერდით გაიხედა
- შენ არ გჯერა რომ მე მომენატრე, არადა ამ დროს ჩემს წინ დგახარ, მე შენთვის სრულიად უცხო ვარ, ან იქნებ სულაც არ ვარ უცხო, იქნებ შენც ისევე დაგამახსოვრდი როგორც მე შენ. არ გაქვს მიზეზი აქ იდგე, მაგრამ მაინც გიყურებ როგორ დგახარ ჩემს წინ, დაძაბული და ანერვიულებული.
ქალი დაიბნა, დაიმორცხვა და თავი ჩახარა.
იცოდა რომ ალექსანდრე სიმართლეს ამბობდა, მიზეზი კი არ იცოდა თუ რატომ იდგა აქ.
- უბრალოდ გამიკვირდა, მე შენ არც კი გიცნობ - თავი დაიძვრინა ლანამ და კიდევ უფრო შორს დაიჭირა.
- რომ დაინტერესებულიყავი იმდღეს, ალბათ გაიგებდი - ორაზროვნად ჩაილაპარაკა ალექსანდრემ. - მე ალექსანდრე ვარ დევდარიანი. - გაიღიმა და გამომცდელად შეხედა.
- სასიამოვნოა, ახლა რადგან გავარკვიეთ ყველაფერი და საქმე არ გაქვს ჩემთან, მე წავალ, ხომ დაიკმაყოფილე მონატრების შეგრძნება? ხოდა კარგად იყავი - ბოლო სიტყვები მკაცრი ტონით ჩაილაპარაკა, რაც იმის მანიშნებელი იყო რომ აღარ შემეხმიანოვო და სივრცეში ისე გაუჩინარდა როგორც სჩვევია ხოლმე.
ალექსანდრე დატოვა გახევებული, მალე მისწვდა მის ყურს თუ როგორ დაიჭრიალა ბორბალმა და სახლში დაფეთებული შევარდა, ფანჯრიდან გადაიხედა, დარწმუნდა რომ იქ არავინ აღარ იდგა და დივანზე მოიკუნტა.
რა უნდა ნეტავ, ღმერთო გამოცდას მიწყობ თუ რას გადამყარე ამ ადამიანს, რატომ ამირია ფიქრები ასე ძალიან.
თავისთვის იმეორებდა და დაბნეული აცეცებდა თვალებს.

_____________________

ალექსანდრე თავის თავზე ბრაზობდა, რას მოელოდა ქალისგან რომელიც არც კი იცნობდა ამ რეგვენს,
შეცდომას შეცდომაზე უშვებდა, მაგრამ როდესაც ახსენდებოდა ის ღამე, გული ცეცხლისგან ებუგებოდა, ვნებისგან და კიდევ.... კიდეც რაღაცისგან რაც თვითონაც არ იცოდა.
გადაწყვიტა რომ ეს სულელური გეგმა იყო და ქალს მეორედ არ ნახავდა.
გონებაში არ სურდა მისი დაკარგვა და საერთოდ ამოიგდო იდეა თავიდან, რომ ოდესმე ლანას სიმართლეს ეტყოდა.
საკუთარ თავზე გაბრაზებული მალევე გაითიშა და სიზმრების ქვეყანაში გადაეშვა.

____________________

გოგონები ლანჩზე ერთად გავიდნენ ნაცნობ კაფეში.
ლანამ გადაწყვიტა ყველაფერი ეთქვა მეგობრებისთვის და მათი აზრი მოესმინდა.
- გუშინ ჩემთან ალექსანდრე მოვიდა - უყოყმანოდ ჩაილაპარაკა.
ირინამ წარბი აწია და დიანას გადახედა, რომელსაც ლუკმა ყბაში გაუჩერდა.
- ვინარის ალექსანდრე? - ინტერესით იკითხა და ჩანგალი მაგიდაზე დადო.
- ბიჭი ბარიდან ვისაც ვეცეკვდე მაშინ. გუშინ დამირეკა და მითხრა რომ ჩემს კორპუსთან იდგა. ჩავედი და სრულიად უადგილოდ გამოაცხადა უბრალოდ მომენატრეო.
- და შენ რატომ ჩახვედი? - ირინამ იცოდა პასუხი მაგრამ მაინც აინტერესებდა თუ რას იტყოდა ლანა.
- იმიტომ, რომ მაინტერესებდა რას აკეთებდა ჩემს სახლთან - ჩაუჭრელი პასუხი გასცა
- იტყუები, შენ ეგ ტიპი მოგწონს. ბევრი დამთხვევაა - დაუფარავად ალაპარაკდა დიანა
- კარგი ახლა მომწონს არა ის, როგორ უნდა მომწონდეს ადამიანი რომელსაც არ ვიცნობ? ან რა მოწონებაზეა საუბარი, მგონი შეშლილია - ბოლო სიტყვები თვალმოჭუტულმა წარმოთქვა, გონებაში კი სერიოზულად შეეშინდა რომ ვინმე მანიაკი არ ყოფილიყო ალექსანდრე. - თანაც იმ ამბის შემდეგ... - ამჯერად ხმა დაუსევდიანდა
- ჩვენ შევთანხმდით, რომ იმ ამბავს არ გავიხსენებდით. ის ამბავი ძველია უკვე, შენ ახალი ცხოვრება გაქვს სადაც აუცილებლად იქნებიან ახალი კაცებიც! - გადაჭრით წარმოთქვა ირინამ.
- კიდევ თუ გამოჩნდება რას იზამ?
- აღარ ვნახავ, რა საქმე მაქვს მაგასთან? ისე სიმართლე ვთქვათ ერთი ორჯერ მეც ვფიქრობდი, არ ვიცი რატომ.
- იმიტომ რომ მოგწონს, როცა ლაპარაკობ ხმა გეცვლება და თვალებიც აგიციმციმდა - კიდევ ერთხელ ამცნო სიმართლე დიანამ.
- გეხვეწები რა ნუ სულელობ, არ მომწონს, არ ვიცნობ და როგორ უნდა მომეწონოს? - გაბრაზდა ძალიან მაგრამ უფრო საკუთარ თავზე რომ გრძნობა ასე ადვილად გამოეხატა
- კარგი შენი ნებაა.

__________________

კვირები ისე გავიდა, ალექსანდრე მის ცხოვრებაში აღარ გამოჩენილა.
გოგონები ადგენდნენ გეგმას თუ სად წასულიყვნენ დასასვენებლად.
ბევრი დრო არცერთს არ ჰქონდა თუმცა გადაწყვიტეს რომ ორი კვირა წასულიყვნენ ბათუმში, ვინაიდან საქმე თუ გამოჩნდებოდა მალევე ჩამოვიდოდნენ და თან სადაც არ უნდა წასულიყვნენ ერთად მაინც კარგად გაერთობოდნენ.

- საღამოს წავიდეთ თუ დილით? - განიხილავდნენ ერთად შეკრებილები.
- ღამით სჯობს, ჩემი მანქანით წავიდეთ და თუ დავიღლებით შევენაცვლოთ ხოლმე ერთმანეთს - აჟიტირებულმა ლანამ ჩაილაპარაკა და საზამთროს ნაჭერი გემრიელად გადაუშვა სასულეში.

გოგოებმა ყველაფერი მოაგვარეს, სასტუმრო დაჯავშნეს და წასასვლელად მოემზადნენ.
ლანა ძალიან ბედნიერი იყო რომ დროებით მაინც გაერიდებოდა სიტუაციას და დაისვენებდა, თან გოგონებთან ერთად, ეს იქნებოდა ნამდვილი სამოთხე.

ღამით მგზავრობა საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა, მაგისტრალი გადატვირთული არ იყო და თავისუფლად დადიოდა.
თან გზაში გეგმებს აწყობდა თუ რას გააკეთებდა იქ ჩასული. აუცილებლად დილიდანვე გადავიდოდა ზღვაზე და ძალიან ღრმად შევიდოდა წყალში.
თან საკუთარ თავზე ეცინებოდა რადგან ბავშვურად აჟიტირებული ლანა სულ სხვანაირი იყო, განსაკუთრებით როცა საქმე ზღვას ეხებოდა.

სასტუმროში პირდაპირ სანაპიროზე იყო.
გოგოებს მანქანაში ეძინათ მაგრამ მაინც აკლდათ გამოძინება და გადაწყვიტეს რომ პლაჟზე დილით გასულიყვნენ, ბოლოს და ბოლოს გამთენიის 4 საათი იყო და ძილის დრო ჯერ კიდევ ჰქონდათ.
ოთახებში გადანაწილდნენ.
ლანა დაღლილი შეწვა რბილ და მოწესრიგებულ საწოლში, თან ოთახს თვალი მოავლო და კმაყოფილმა ჩაიცინა.
ვერაფრით მოხუჭა თვალები, იწრიალა მაგრამ ვერ დაიძინა.
ცნება ძილი მისგან ამ საღამოს საკმაოდ შორს იყო.
საათს უსიამოვნოდ დახედა და ექვსი სრულდებოდა, გადაწყვიტა ბარგი ამოელაგებინა და შემდეგ საცურაოდ ჩასულიყო. გოგოების გაღვიძება აღარ მოუნდა რადგან ისინი საკმაოდ ღრმა ძილით ფშინავდნენ მანქანაშიც.
ყველაფერი მოაწესრიგა, საცურაო კოსტუმი ჩაიცვა და სარკეში საკუთარი თავი კმაყოფილმა აათვალიერა. ზემოდან მოსაცმელი გადაიცვა და კიბეებზე დაეშვა.
გადაწყვიტა, რომ ყავა დაელია და შემდეგ შეერთებულიყო ზღვის კამკამა ტალღებს.

_________________________

ალექსანდრე სასტუმროს ბარში იჯდა და საუზმობდა, თან შაკოს ელოდებოდა როდის ჩამოვიდოდა.
დახლთან საკმაოდ ლამაზი გოგონა დალანდა, რომელსაც გრძელი თმები ლამის უკანალამდე წვდებოდა, უცბად ლამის ბურგერის ლუკმა ყელში გაეჩხირა.
თვალები მოჭუტა და ქალის სხეულს დააკვირდა, პროფილში ამოიცნო რომ ეს ქალი ლანა იყო.
გონებამ და გულმა ერთნაირად შემოჰკრეს ტაში.
ეგონა მოეჩვენა, თვალები სწრაფად დაახამხამა და მოწყურებულმა წვენი დალია.
არა ნამდვილად ლანა იყო, არ ეჩვენებოდა,
რა ბედის ირონიაა! ფიქრობდა და თან უნდოდა ხმამაღლა გაეცინა.
'' ახლა კი აღარსად გაგიშვებ, საკუთარი ფეხით მოხვედი ჩემთან ''
ჩაილაპარაკა ბედნიერმა და ირონიულმა.
ფეხზე წამოდგა და გოგონასთან მივიდა, რომელიც ჯერ კიდევ ელოდებოდა ყავას.
- ყავაზე მე გეპატიჟები. - ჩაილაპარაკა და გვერდით დაუდგა.

_________

როდესაც მამაკაცის ხმა გაიგო, ყურებს არ დაუჯერა და დედნარტყმულივით შემობრუნდა. გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა, თუმცა ალექსანდრესგან განსხვავებით მალევე მოვიდა გონს და ეჭვნარევი მზერით შეათვალიერა იქაურობა, შემდეგ კაცს შეხედა და გველურად დაუსისინა.
- შენ რა მე დამდევ? - შეუღრინა და წარბები უფრო კუშტად შეკრა
- არა გეფიცები დამთხვევაა - გაიღიმა ალექსანდრემ და სივრცეს თვალი მოავლო.
- მერამდენე დამთხვევაა? მე არ მჯერა ასეთი დამთხვევების - გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა ლანამ
- შენ არაფრის არ გჯერა. შეგიძლია ადმინისტრაციასთან გადაამოწმო რომ მეხუთე დღეა აქ ვარ, ასე რომ შემიძლია ვივარაუდო ეს შენ დამდევ მე - სცადა გახუმრება თუმცა ლანას რეაქციაც აინტერესებდა.
ლანამ იწყინა და თან გაბრაზდა მის ნათქვამზე.
მართალია არ შეიმჩნია თუმცა მაინც გულს ესიამოვნა ალექსანდრეს დანახვა,
თან უკვირდა კიდეც რომ ამხელა ბათუმში მაინც და მაინც აქ შეხვდნენ ერთმანეთს.
თუმცა მაინც იფიქრა რომ დასდევდა.
- მერე რა რომ აქ ხარ მეხუთე დღეა, არ გაგიჭირდებოდა ჩემი გეგმების გაგება და ტვინში შემოძვრომა, როგორც ჩემი მისამართი და ტელეფონის ნომერი გაიგე მაშინ - გველურად წაუსისინა და უნდობლობის მანიშნებელი მზერა კიდევ ერთხელ ესროლა.
- აი მე კი ძალიან გამიხარდა შენი აქ ნახვა - გაუღიმა ალექსანდრემ.
- როგორც მაშინ მოგენატრე არა? - ირონიული ტონი გააპარა ხმაში, საკუთარი თავის თვითონვე გაუკვირდა. წესით თუ ენატრებოდა ალექსანდრეს ლანა, კიდევ უნდა ეთხოვა მისთვის შეხვედრა და ბლა ბლა ბლა. ქალების ცირკულაციური ლოგიკა ხომ მოგეხსენებათ!
- დიახ, აი შენ კი კარგად დაგიმახსოვრებია ჩემი ნათქვამიც- თვალი ჩაუკრა ქალს.
- კარგად ალექსანდრე - გაბრაზებულმა აიღო ყავა და სანაპიროსკენ გავიდა.

ალექსანდრე უზომოდ ბედნიერი იყო მისი აქ ნახვით, ქალის მომხიბლავ და მადის აღმძვრელ სხეულს თვალი გააყოლა, სასწაულ სილამაზეს აფრქვევდა ირგვლივ.
მითუმეტეს როდესაც იმ ღამეს იხსენებდა და მის მოღეღილ მკერდს, ტვინში სისხლი უდუღდებოდა.
იქნებ ეს ყველაფერი მხოლოდ ვნება იყო?
მაგრამ სადაც ამდენი ქნა ბედმა, ესეიგი რაღაც მეტი იყო ვიდრე ვნება!
ამჯერად უკვე ნათლად შეხედა ყველაფერს და მიხვდა, რომ ეს ქალი ბედის საჩუქარი იყო ალექსანდრესთვის.

ლანა კანდელაკი

როდესაც ლანამ ცურაობით გული იჯერა, სასტუმროში დაბრუნდა. თან ეჭვის თვალით ათვალიერებდა იქაურობას, ეშინოდა ალექსანდრე კიდევ არ შემომეფეთოსო და გულში ბედს წყევლიდა. რაღა მაინც და მაინც ერთ სასტუმროში მოვხვდითო.
სიბრაზე მთლიანად ეკიდებოდა, ასეთი რაღაც არასდროს დამართვნია.
ყოველთვის მშვიდად და აუღელვებლად უყურებდა მამაკაცთან ურთიერთობას, არც თაყვანისმცემელი აკლდა და მათაც ასევე მშვიდად იშორებდა. ვერაფრით გაეგო რატომ ემართებოდა პანიკა ამ კაცის დანახვისას და რატომ ვერ ისვენებდა გული.
იმ ამბის შემდეგ წიკები მაინც დარჩა, ჯერ ეშინია ურთიერთობების. თანაც ყველაფერზე გული აქვს აცრუებული.
მკაცრად გადაწყვიტა რომ სასტუმრო უნდა გამოეცვალა და ირინკას ოთახი კაკუნით აიკლო, თან დიანას ურეკავდა სასწრაფოდ გამოდიო.
- აუ კაი რა ლან, რომელი საათია რა უბედურებაა - საათს გახედა ირინამ რომელიც ჯერ კიდევ ვერ გამოფხიზლებულიყო ნორმალურად, საათი კი უკვე 11 ს უჩვენებდა.
- რა ხდება გოგო გაგიჟდი? - მოჭუტული და აბურძგნული თმით შემოვიდა დიანაც.
მის დანახვაზე ლანამ ჩაიხითხითა და ფანჯარა სასწრაფოდ გამოაღო.
- ის აქ არის - თქვა აუღელვებლად და სივრცეს გახედა, თან თავი დივნის საზურგეზე დადო და უმისაამართოდ გაშალა ხელები
- ვინ ის? - გაურკვევლად წარმოთქვა დიანამ და წყლის ჭიქა ბოლომდე ჩაცალა.
- ვინ და ალექსანდრე, აქ არის, წეღან შევხვდი ქვემოთ. - მისი სახელის ხსენებისას უაზროდ დაუარა ცხელმა ტალღამ მაგრამ სიბრაზე ისევ წინა პლანზე გადმოვიდა და დასახული გეგმის ასასრულებლად მოემზადა.
- მაგას რაღა უნდა აქ? - ამჯერად ლენკა ჩაერთო საუბარში, რომელიც არანაკლებ გაკვირვებული იყო
- ასე, შემთხვევით აქ არის. მეხუთე თუ მეოთხე დღეაო ზუსტად არ მახსოვს. მოკლედ სასწრაფოდ უნდა წავიდეთ აქედან - ამპარტავნულად ჩაილაპარაკა ლანამ და დაქალების თანხმობის მისაღებად მოემზადა.
- რატომ? რამე დაგიშავა? მანიაკია? გაწუხებს? - კითხვების კორიანტელი დააყენა ირინამ
- არა - წარბის აწევით უპასუხა დაქალს
- აბა მაშინ რატომ უნდა წავიდეთ? რადგან ეგ აქ არის? - შეტევას არ წყვეტტდა ირინა
- ლანა მომისმინე, ამ ბოლო დროს რაღაც ძალიან ქაჯური საქციელები დაგჩემდა - საუბარში უკვე დიანაც ჩაერთო, რომელიც მართლა შეწუხებული იყო ლანას წიკებით და უაზრო როშვებით - მერე რა რომ აქ არის? ჩვენ ყველაფერი დაგეგმილი გვაქვს, ფული გადავიხადეთ და რის გამო იხევ უკან რომ ვიღაც ბიჭი დაინახე, რომელიც კვირებია არ გამოჩენილა? იყოს მერე და რას გიშლის? შენ რა გემართება?
ქაჯობაო? ნერვი აუთამაშდა ლანას. არ ესიამოვნა რაც უთხრა დიანამ ალბათ უფრო იმიტომ, რომ ხვდებოდა მის სიმართლეში.
მართლაც კი რა ჰქონდა დაშავებული მამაკაცს რომ მისთვის ამხელა ყურადღება დაეთმო? ლანა ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი იყო, მაგრამ ახლა თვითონაც ვერ გაეგო რა აწუხებდა.
- უბრალოდ, არ მინდა ჩემს სიახლოვეს იყოს! აუ რა გავაკეთო - ღონებამიხდილმა ჩაილაპარაკა
- ვაიმეე ნუ გამაგიჟებ რა ძალიან გთხოვ, რა გინდა გოგო მაგ ბიჭისგან? შეეშვი რა. იყოს და გაისწოროს თავისი, ყოველ წუთს კი არ შეეჩეხებით ერთმანეთს, და საერთოდ დიანა მართალია, რას გაკაპასდი იმ ამბის მერე, შენ აქ ჯდომას და გამოყრუებას ხომ არ აპირებ? სადღა ნახავ მაქსიმუმ ერთხელ შეგხვდეს და ისიც შემთხვევით - გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა ირინამ და ბარგიდან საცურაო კოსტუმი ამოიღო, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ძილს აღარ აპირებდა და საცურაოდ გადიოდა.
- კარგი კარგი, ჯანდაბას ვიყოთ! მაგრამ არაფერი არ მითხრათ მაგ ადამიანზე - თითის აწევით გააფრთხილა ორივე - განსაკუთრებით შენ ქალბატონო, რომ ატყდი მოგწონსო მაშინ - დიანას მიუბრუნდა და თითი ცხვირთან დაუტრიალა.
დაქალებმა ხელი აიქნიეს მის უაზრო გამოხტომაზე და დიანაც მოსამზადებლად გავიდა.


_____________________________________

ალექსანდრე დევდარიანი.

მამაკაცი სიხარულისგან ლამის ხტოდა.
ღმერთო ამხელა კაცი რამ გამოასულელა? პატარა ბავშვივით აჟიტირდა. სასწრაფოდ დაურეკა შაკოს და სთხოვა, რომ ბარში ჩასულიყო. შაკომაც რა თქმა უნდა არ დააყოვნა და ფიქრებიდან გამოიყვანა ძმაკაცი.
- ლანა ჩვენთან ერთად არის - ამჯერად აუღელვებლად ჩაილაპარაკა და ცალყბა ღიმილით მოავლო არემარეს თვალი
- ხანდახან იმდენი დამთხვევაა, მგონია ერთმანეთისთვის ხართ გაჩენილები - შაკომაც შეამჩნია უჩვეულო მოვლენები.
- მაგაზე ფიქრი ადრეა, რადგან აქ გამომეცხადა თავისი ფეხით ესეიგი ღმერთიც ჩემ მხარესაა - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა
- მგონი შენ ეგ გოგო შეგიყვარდა!

შეგიყვარდაო? თითქოს თავში ფიქრები აირია, რა თქმა უნდა ვერც ალექსანდრე და ვერც შაკო ამას ვერ ხედავდნენ მაგრამ ალექსანდრე გრძნობდა როგორ მოძრაობდნენ ქაოსურად ტვინში ყველა ფიქრი რაც ლანას უკავშირდებოდა.

- მოიცა რა თუ ძმა ხარ, ისედაც არეულ გონებას ნუ მირევ - შეუღრინა ძმაკაცს
- ერთი დამანახე მერე ვინ არის ასეთი ეგ გოგო, შენი გული რომ წამებში დაიპყრო - არ ეშვებოდა ძმაკაცი და თან გულწრფელად აინტერესებდა ლანა, მითუმეტეს კარგად ატყობდა ცვლილებას ალექსანდრეს თვალებში და ქცევებში.

___________________

მწველი მზე საოცრად ეკიდებოდა ლანას სხეულს. იმდენად ლამაზი და ნაზი იყო, შეუძლებელი იყო ამდენ ხალხში არ შეგემჩნია. წყლიდან ამოსვლისას გრძნობდა როგორ უყურებდნენ მამაკაცები დაგეშილები, მისთვის კი ეს ყველაფერი უმნიშვნელო იყო და კუთვნილ ადგილს უბრუნდებოდა. გოგოები ერთმანეთის მიყოლებით იწვნენ და მზეს ეფიცხებოდნენ. როდესაც შუა დღეს მზემ იმატა და ხალხიც ნელ-ნელა დაიშალა, გადაწყვიტეს, რომ გამოეცვალათ და სადმე წასულიყვნენ.
- ჯერ ვჭამოთ გეხვეწები, მერე რაც გინდა ვქნათ - წუწუნებდა დიანა რომელსაც მეორე სახელი ''შიმშილა'' ბავშვობიდანვე უწოდეს.

საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ აჭარული ხაჭაპური აუცილებლად უნდა ეჭამათ და შემდეგ ქალაქი დაეთვალიერებინათ.

ყველაფერი მართლაც ისე წავიდა, როგორც დაგეგმეს. დიანა გემრიელად შეექცეოდა აჭარულს და იმდენად სიამოვნებდა, დაქალების რეპლიკებსაც კი აიგნორებდა მისი ტვინისა და ენის რეცეპტორები. შუადღეს ქალაქი დაათვალიერეს, უამრავი სურათები გადაიღეს, საღამომდე ინებივრეს, შემდეგ ეშმაკის ბორბალზეც იმხიარულეს. არცერთს აღარ ჰქონდა არაფრის თავი, თითქმის მთელი ქალაქი ფეხით მოიარეს. ღამით დაქანცულები დაბრუნდნენ სასტუმროში, ოთახებში გადანაწილდნენ.
ლანამ როგორც ყოველთვის ვერც ახლა მოისვენა და გადაწყვიტა პლაჟზე მარტო ჩასულიყო. სასწაულად მოუნდა დალევა.
პლედითა და ლუდით ხელში გაემართა სანაპიროსკენ. ხალხი საკმაოდ ცოტა იყო, მარტო არც არავინ ჩანდაა, აქეთ იქით მხოლოდ წყვილები ან მეგობრები ისხდნენ. უკან გამაყრუებელი მუსიკის ხმა ისმოდა და მთელი ცა ნათდებოდა ლაზერებით.
პლედი ქვებზე დააფინა, ლუდი მოიყუდა მოწყურებულივით და ფეხები გადააჯვარედინა. სასწაულად ესიამოვნა ზღვიდან მოტანილი სიო. თმები ლამაზად და გრაციოზულად ჰქონდა ჩამოშლილი და მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივი შორტი და მაისური ეცვა, მაინც ალბათ ყველა იქ მყოფ გოგონას აჯობებდა ვიზუალურად.

- რამოდენიმე წუთი გაჰყურებდა ჰორიზონტს, შემდეგ აქაიქა მიფანტულ ხალხს რომელიც ასევე პლაჟზე ნებივრობდნენ თვალი მოავლო და სევდიანად ამოიოხრა. გაახსენდა ის ღამე.
ალბათ ვერასდროს იგრძნობდა თავს სრულფასოვან ადამიანად.
შემდეგ ფიქრები მის და უნებურად ალექსანდრეზე გადაიტანა.
- რა დამთხვევაა - ჩაილაპარაკა თავისთვის.
მომენტალურად გაეღიმა როდესაც მამაკაცის გაოცებული და ბავშვური მზერა იგრძნო დილით.
- მარტო დალევა არ შეიძლება - ყურთან მოესმა ნაცნობი და ამავდროულად მონატრებული ხმა.
გულში გაიღიმა და გაიფიქრა '' აი კიდევ დამთხვევა ''
თავი არ მიუბრუნებია, მხოლოდ მხრები აიჩეჩა და უთხრა
- შემომიერთდი მერე რა პრობლემაა.

ალექსანდრესთვის მისი შემოთავაზება მოულოდნელი არ იყო, იცოდა რომ ლანასაც, მიუხედავად მისი ხანდახან ალეწილი სახისა და უხამსი გამოხტომებისა, მაინც სიამოვნებდა ალექსანდრეს სიახლოვეს ყოფნა. ამაში იმ ღამეს დარწმუნდა როდესაც პირველად ჰქონდა მასთან სე*სი. დანამდვილებით იცოდა ეს ქიმია მხოლოდ კაიფით არ იყო გამოწვეული.
- მარტო რას აკეთებ? - მეგობრული ხმით კითხა და გვერდით მიუჯდა.
- გოგოებს სძინავთ, მე კიდევ ვერაფრით დავიძინე
- მერე? მარტო რომ სვამ არ გეშინია? რამე ცუდი რომ დაგემართოს? - გამომცდელად დააკვირდა მის სახეს და არ გამოპარვია ლანას წამოწითლებული სახე, თითქმის ათასმა მიმიკამ ერთად იჩინა თავი
- თავს როგორმე თვითონ მოვუვლი, ძიძობა არ მჭირდება - კბილებში გამოსცრა და სიმწრისგან გააძაგძაგა
ალექსანდრე კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, რომ ქალი ნანობდა ყველაფერს და მისი ხასიათის ცვლილების მიზეზიც სწორედ ის ''უგრძნობი'' ღამე იყო.
- ხანდახან მგონია, რომ მართლა ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები - გაეღიმა ალექსანდრეს და ლანას ისევ დააშტერდა, აგიჟებდა ეს ქალი ამხელა კაცს. მისი ლამაზი ცხვირი და სუნი, რომელიც ყველგან იგრძნობოდა. ლანამ უცბად მოატრიალა თავი და მიხვდა რომ მამაკაცი დიდ ხანს და დაჟინებით აშტერდებოდა.
- რატომ? - მასაც გაეღიმა
- იმიტომ რომ ძალიან ბევრი დამთხვევაა, ვერც წარმოიდგენ იმდენი - თვალი ჩაუკრა
- როგორ ვერ წარმოვიდგენ, მეც შენთან ერთად ვეხვევი მაგ დამთხვევებში - დარწმუნებით ჩაილაპარაკა ლანამ
- რატომ ხარ ასეთი სრულყოფილი? - წინ დაუჯდა ალექსანდრე და მის თვალებს მიაშტერდა
- შენ ჩემზე ბევრი რამე არ იცი და მაგიტომ გეჩვენები სრულყოფილად - წარსული შეცდომა გაიხსენა ლანამ და თვალი აარიდა ალექსანდრეს
- მე ყველაფერი ვიცი ლანა და ამიტომ გეუბნები რომ სრულყოფილი ხარ.

ლანას ტვინი ადუღდა, ყურებიდან გადმოვიდა და ლავასავით ყველაფერი წალეკა.
უცბად გონებაში იფიქრა, რა იქნებოდა ალექსანდრემ მის შესახებ ის ამბავიც რომ იცოდეს რაც კლუბში მოხდა?
ღმერთო რა სირცხვილი იქნებოდა! გონებაში ფიქრობდა და თან მაქსიმალურად ცდილობდა ნერვები მოეთოკა.
მაგრამ რატომ ღელავს ასე. რაში აინტერესებს თუ როგორი გამოჩნდება ის ალექსანდრეს თვალში?

- და მაინც რა იცი ჩემს შესახებ? - თითქოს უნდოდა ალექსანდრესგან მოესმინა სიმართლე და დაენახა მისი ზიზღით აღსავსე თვალები.
- ის რომ სრულყოფილება ხარ - ისევ ჩაეღიმა და ღიმილში ლანაც აიყოლია.
- მოსაწევს მოწევ? - ურცხვად შესთავაზა და ჯიბიდან პატარა დაჭმუჭნული ფურცელი ამოიღო სადაც სავარაუდოდ მწვანე ფაქტი ჰქონდა შენახული, მეორე ჯიბიდან კი სიგარეტის კოლოფი ამოიღო და ქვაზე დადო
ლანას მის ნათქვამზე რეაქცია არ ჰქონია, პირიქით უფრო მეტად მოეწონა მისი პირდაპირობა და შემოთავაზება.
- შეაკეთე - თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოდგა
- სად მიდიხარ? - ალექსანდრეს გაოცებული სახე სანახავად ღირდა
- ლუდს მოვიტან, უჩემოდ არ დაიწყო იცოდე თორემ გავბრაზდები - გაეცინა გოგონას და გაუჩინარდა.
სულ მალე პარკით ხელ დამშვანებული წამოადგა ალექსანდრეს თავზე და ისევ ძველებურ პოზას დაუბრუნდა.
- დარწმუნებული ხარ რომ არ ინანებ და არ გაითიშები? - ალექსანდრემ თითქოს შეფარვით სცადა გაეხსენებინა წარსული ცოდვა
- დარწმუნებული თავის დროზე უნდა ვყოფილიყავი რაღაც რაღაცებში, ახლა არ მადარდებს - მოსაწევს მოუკიდა ლანამ და ღრმა ნაფაზი რამოდენიმე წამი გააჩერა ფილტვებში, შემდეგ გამოუშვა და ალექსანდრეს მიაწოდა.
- შენზე მომიყევი რამე - ფეხები აიკეცა და ხელებით დაეყრდნო ლანა.
- ხანდახან ჭკუიდან გადაგყავარ ხოლმე - გაიღიმა ისევ ალექსანდრემ და ლანას გადააწოდა
- როდისღა? თვეში ერთხელ გამოჩნდები ხოლმე, ისიც ორჯერ შემთხვევით - გაეცინა უკვე თვალებ ჩაწითლებულ გოგონას და ცოტა სითამამეც შეაპარა საუბარში, თან ყურებამდე გაიკრიჭა
- ვიცოდი მაშინ ბარში რომ იქნებოდი - მომგებიანი ღიმილი შეაგება ქალს
- ვხვდები რომ იცოდი, მაგრამ რატომ ამიკვიატე ასე ძალიან?
- მე რასაც ავიკვიატებ იმას სერიოზულად ვეკიდები - დარწმუნებით ჩაილაპარაკა.
- მე ასაკვიატებელი ადამიანი არ ვარ - ისევ შეახსენეს ძველმა ცოდვებმა თავი
- მე კიდე ვფიქრობ რომ ხარ!- მკაცრად ჩაილაპარაკა
- ხომ გეუბნები შენ მე არ მიცნობ - ამანაც არ დააკლო სიმკაცრე
- აუ რა გრუზი ლაპარაკი გცოდნია, არ დაგაბოლა? მოდი ცოტა ხასიათზე დაბალი ღობე ხომ არ ხარ თავს რომ იდანაშაულებ ყველაფერში? - მართლა მობეზრდა ლანას თვითგვემა, თან ზუსტად იცოდა რომ ლანა იმ ღამეზე საუბრობდა და იმაზე უფრო მეტად ბრაზდებოდა, რომ მისთვის სასურველი ადამიანისთვის არ შეეძლო ორიოდე სიტყვა შეეშველებინა ნუგეშის სახით, არ შეეძლო ეთქვა რომ ეს შეცდომა კი არ იყო, არამედ ბედის საჩუქარი.
უხ როგორ ბრაზდებოდა საკუთარ თავზე და ყველაფერზე! უნდოდა ეთქვა მაგრამ მაინც რაღაც ძალა აკავებდა, იცოდა რომ სიმართლით ქალს დაკარგავდა, ამიტომ მწარე ტყუილს ამჯობინებდა.
აგიჟებდა მისი კისკისი რომელიც ძალიან კარგად იცოდა რატომაც და საიდანაც იყო გამოწვეული. მოსწონდა მისი ლამაზი ნაკვთები, როგორ დაისერიოზულებდა სახეს და შემდეგ მეორე წამს როგორ ეცინებოდა ისევ. ღიმილით აკვირდებოდა მის თითოეულ მოძრაობას.
'' როგორ შემოიჭერი და დაატრიალე ჩემი ცხოვრება '' ფიქრობდა და ეღიმებოდა. უნდოდა ეს წუთები სამუდამოდ გაგრძელებულიყო.
- დაგაბოლა? - კითხა ლანამ მოურიდებლად, თითქოს თვითონ ზედმეტად გასული არ ყოფილიყო.
- საკაიფოდ, თუ გინდა დავამატოთ.
გადაწყვიტეს, რომ კიდევ მოეწიათ, პარალელურად ლუდს სვამდნენ და თანდათან თენდებოდა კიდევაც.
საიდანღაც გიგა მიქაბერიძის სიმღერის ხმა გაიგონეს.
- შენც გესმის თუ უბრალოდ მე ვარ ზედმეტად დაბოლილი? - იკითხა ლანამ და შორტისა და მაისურის გახდა დაიწყო. ზღვისკენ წავიდა, საერთოდ არ ადარდებდა რომ ნახევრად შიშველი, საცურაო კოსტუმში იდგა ალექსანდრეს წინ და მითუმეტეს ისევ კაიფში.
- მაგრად ხარ შენ უკვე - გაეცინა ალექსანდრეს
- ეს ზღვა რომ შავია დამნაშავეა? - იკითხა ლანამ და მასაც გაეცინა - წამოდი ვიცურაოთ, მაგრად ასწორებს. მიდი მიდი ჩამოდი ნუ გეშინია მე გადაგარჩენ - იცინოდა და ზღვაში ჩადიოდა.
- ლანა არ გინდა რა, ნასვამი ხარ - მზრუნველი ტონი იგრძნობოდა ალექსანდრეს ხმაში.
- ალექსანდრე, მოდიხარ თუ არა? - თქვა და წყალში დელფინივით გაცურა.
ალექსანდრესაც გაეცინა, მაიკა გადაიძრო და სირბილით გადახტა წყალში.
რამოდენიმე წუთში ორივე ტივტივასთან იყო და ეკიდებოდნენ.
- აუ რა მაგარია, ღმერთო რა მაგარია - იცინოდა ლანა და თან წყალში ხტუნაობდა
ალექსანდრე მის მოძრაობებს აკვირდებოდა და თან იღიმოდა.
- ალექს სიმართლე მითხარი, მაინც და მაინც ჩემთან რატომ მოხვედი საცეკვაოდ მაშინ, იმ დღეს?
- იმიტომ რომ მინდოდა კიდევ ერთხელ მეგრძნო შენთან სიახლოვე - თვალი ჩაუკრა და ნაპირისკენ გაცურა. - წავედით ლანა, წყალი ცივია და ახლა გარეთ გავაგრძელოთ საუბარი.

ორივე წყლიდან ამოვიდა, ლანა ვარსკვლავივით გაწვა და ხელები გაშალა.
- ჩაიცვი თორემ გაცივდები - ისევ მზრუნველი ტონი ჰქონდა ალექსანდრეს
- ის უფრო ცუდია ტანსაცმელს რომ დავასველებ და მერე შემაშრეს, ასე რომ მე დამიჯერე რასაც ვამბობ - აშკარად კარგად ჰქონდა სასმელი და მწვანე მოკიდებული.
- იცოდე შენი ლამაზი სხეული ჭკუიდან გადამიყვანს - ჩაეცინა ალექსანდრეს და ხელის ზურგი ბარძაყზე აუსვა.

ლანას დააჟრიალა სიამოვნებისგან, თითქოს ეცნო შეხება.
- ალექს არ გინდა - მუდარა ჩამდგარი ხმით უთხრა მაგრამ მამაკაცმა მისი მუდარა არაფრად ჩააგდო და ზემოდან წამებში მოექცა.
- არ შემიძლია - დაიჩურჩულა მის ტუჩებთან, თვალები ჩააყოლა მთლიან სახეზე და მკერდდთან გააჩერა. შემდეგ ძალიან ნაზად აკოცა ნახევრად შემშრალ ყელზე და ყურთან ისევ დაუჩურჩულა - ძალიან მომენატრე - ამჯერად მისი ტუჩები ლანას ტუჩებთან გაჩერდა და მოწყვეტით აკოცა. ხელით ლოყაზე მოეფერა და ცერა თითი თვალზე გადაატარა, კონტური მოხაზა თითქოს სურდა მისი სახის შესწავლა და სამუდამოდ დამახსოვრება.
ლანა რომელიც ამ დროის მანძილზე თვალ დახუჭული იყო, გრძნობდა ალექსანდრეს ადუღებულ და ტვინში მოწოლილ სისხლს, ძალიან უნდოდა კიდევ ერთხელ შეეგრძნო მისი ტუჩები.
ალექსანდრემ კი უკან დამნაშავესავით დაიხია და ირონიული მზერა ესროლა გოგონას, რომელიც წამოწითლებული და ამჯერად უკვე თვალ გახელილი აკვირდებოდა მის მოძრაობას.
- რატომ მაკოცე? - ხმა უკანკალებდა ლანას
- იმიტომ რომ მე ასე მინდოდა! - ვიბრაციასავით ისმოდა ალექსანდრეს ხმა, თითქოს მარტო ლანას კი არა ქვეყნიერებას ესმოდა
- შენ სულ იმას აკეთებ რაც გინდა?
- ყოველთვის, აი ახლაც - კიდევ ერთხელ დაიხარა და ამჯერად უფრო მომთხოვნად აკოცა. ხელი თმაში შეუცურა და ოდნავ მოქაჩა, შემდეგ დაიხვია და ტუჩებიდან ცხვირზე ნაზად ავიდა.
- მალე მზე ამოვა, გინდა ვუყუროთ თუ ავიდეთ სასტუმროში? - ჩვულ პოზას დაუბრუნდა და დამთბარი ხმით კითხა გოგონას, რომელიც ისევ იწვა და ემოციების ზღვაში ცურავდა.
- მოგვიწევს ვუყუროთ, ეს ხომ ასეთი ლამაზი სანახაობაა. - გაუაზრებლად ჩაილაპარაკა ლანამ და წამოდგა.
- დარწმუნებული ვარ შენი სილამაზით დაჩრდილავ აისს - ჩაიცინა ალექსანდრემ და ერთი მოძრაობით გოგონა ფეხებს შორის მოიქცია.

მიუხედავად იმისა, რომ ლანა არასდროს მალავდა ცხოვრებისეულ დეტალებს მეგობრებისგან, და ყოველთვის ერთმანეთს უყვებოდნენ ყველაფერს. მაინც გადაწყვიტა, რომ წინა ღამით მომხდარი დეტალები დაქალებისთვის არ ეთქვა.
არ ნიშნავს რომ მათ არ ენდობოდა, უბრალოდ არ უნდოდა საკუთარი თავისთვის ფუჭი იმედები მიეცა, რადგან ბოლომდე დარწმუნებული არ იყო საკუთარი თავის შესაძლებლობებში და ბოლომდე არც ნაპატიები ჰქონდა ყველაფერი. არ სურდა მეგობრების თვალში ცერცეტი და ქარაფშუტა გოგო გამოჩენილიყო, მიუხედავად იმისა, რომ ის ამბავი თვეების წინ მოხდა და მეგობრებიც კიარ გაკიცხავდნენ, პირიქით გაუხარდებოდათ მისი ბედნიერება.
საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ არაფერი შეემჩნია და უბრალოდ მოვლენების განვითარებას დალოდებოდა.
თანაც რატომღაც ტვინში ჩაიბეჭდა რომ დიანა მართალი იყო და მას ალექსანდრე მართლა მოსწონდა. არა კი არ მოსწონდა, აგიჟებდა მისი სიახლოვე და ასეთი შეგრძნებები არც მანამდე ჰქონდა გამოცდილი. თანაც ეშინოდა ალექსანდრეს რამე არ გაეგო მისი წარსულიდან. საბოლოოდ ხვდებოდა, რომ სჯობდა ყველაფერი თავის თავში ჩაემალა და გრძნობები სააშკარაოზე არ გამოეტანა, დაქალები ნამიოკებით მაინც მიახვედრებდნენ ალექსანდრეს ყველაფერს.

ნაშუადღევს ნაბახუსევმა და მოშიებულმა გაიღვიძა.
სარკეში დიდ ხანს ათვალიერებდა საკუთარ თავს, თითქოს ახლა უფრო ცდილობდა რომ ალექსანდრესთვის თავი მოეწონებინა, აღარ სურდა მისგან გაქცევა, პირიქით ფიქრობდა, რომ ალექსანდრე ერთადერთი ადამიანი იყო ვინც მას მდგომარეობიდან გამოიყვანდა და საკუთარი თავის ნდობას დაუბრუნებდა.
საფულე და ტელეფონი აიღო, კარები ჩაკეტა და ქვემოთ სასადილოდ ჩავიდა.
გოგოებს მიწერა, რომ პლაჟზე დარჩენილიყვნენ და ისიც მალე შეუერთდებოდა.
რამდენიმე ლუკმის შემდეგ ჩანგალი გვერდით გადადო, წვენი მოსვა და ნაცნობი ნომერი აკრიფა.
დედის ხმის მოსმენისას, სასიამოვნოდ დაუარა გრძნობებმა მთლიან სხეულში.
დედასთან ყოველთვის ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ბავშვობიდან მეგობრობდნენ და არაფერს უმალავდა, კარგად იცოდა, დედა ის ადამიანი იყო ვინც რაც არ უნდა მომხდარიყო მის გვერდში დადგებოდა, თუმცა წარსულის ცოდვის გახსენება და განხილვა ნამდვილად არ სურდა, იცოდა რომ დედას გული ეტკინებოდა და მაქსიმალურად თავს არიდებდა მასთან კონტაქტს.
ხმა აკანკალებულმა და აცრემლებულმა დადო ტელეფონი და ხელი თვალებზე აიფარა.
თითქოს მოსწყდა სამყაროს და ისევ კაიფში გადაეშვაო.
მოულოდნელად იგრძნო ვიღაც როგორ შეეხო მის კისერს და შემდეგ ცხელი ტუჩები როგორ მიაწებეს ლოყაზე.
თვალები დაფეთებულმა გაახილა და ხელთ გაღიმებული ალექსანდრე შერჩა.
ესიამოვნა მამაკაცის დანახვა, თუმცა მაინც და მაინც შესამჩნევად არ გამოუხატია.
- როგორ ხარ ალექს? - ღიმილით მოიკითხა მამაკაცი
- არამიშავს, როგორ გეძინა? არ მეგონა თუ ასე ადრე გაიღვიძებდი - ბარიტონი საკმაოდ დამთბარი და საოცრად მშვიდი ჰქონდა ალექსანდრეს.
- ხო, გვიან ვწვები და ადრე ვდგები - გაეცინა ლანასაც.
ალექსანდრე კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, როდესაც შემოსასვლელში შაკო დალანდა. უცბად თვალებში სიწითლემ დაუარა, არ უნდოდა შაკოს ლანასთან რამე შეემჩნია, მაგრამ მალევე დამშვიდდა და დარწმუნდა ძმაკაცის ნდობის ფაქტორში. ხელით ანიშნა რომ მათ მაგიდასთან მისულიყო.
შაკო ეჭვის თვალით უყურებდა წყვილს. თუმცა არაფერი შეიმჩნია და მხიარული ნოტით მივიდა მათთან
- გამარჯობა - ჩაილაპარაკა და ალექსანდრეს მიერ გამოწეულ სკამზე დაჯდა.
- შაკო, ეს ლანაა, ლანა ეს კი ჩემი ახლო მეგობარი და ძმაკაცი შაკოა, აქ ერთად ვისვენებთ - ღიმილით გააცნო ერთმანეთი.
- ძალიან სასიამოვნოა, სხვათაშორის შენზე მსმენია - ორაზროვნად ჩაილაპარაკა შაკომ და გოგონას თვალი ააყოლა, დარწმუნდა ალექსანდრეს მიერ აღწერილ სილამაზეში და კმაყოფილმა შეუქო მამაკაცს გემოვნება, ოღონდ რა თქმა უნდა გონებაში.
- მართლა? რას გიყვება ხოლმე ჩემზე? - სიცილით წარმოთქვა ლანამ და ლოგიკურად მიხვდა, რომ ალექსანდრესგან ექნებოდა რამე გაგონილი, თუმცა ის არ იცოდა, რომ მხოლოდ გაგონილი კი არა შაკო დეტალურად იყო ინფორმირებული ღამის შესახებ.
- მაგას თვითონ გეტყვის - გაიცინა შაკომაც და ალექსანდრეს დაძაბული გამოხედვა და მძიმე ამოსუნთქვა არ გამოპარვია.
ჰოლსა და კაფეტერიას შორის კარებში, ორი მომხიბვლელი გოგონა გამოჩნდა, რომელიც აშკარად მათი მაგიდისკენ მიდიოდნენ.
ლანამ თავი მიატრიალა და მონატრებული დაქალები რომ დაინახა, გულში ჩაიცინა.
გოგოები ჯერ ლანას უყურებდნენ მოჭუტული თვალებით, შემდეგ კი ორ ერთმანეთზე სიმპატიურ მამაკაცს.
- გამარჯობათ - ერთხმად ჩაილაპარაკეს და მაგიდასთან დასხდნენ.
- ესენი კი ჩემი მეგობრები არიან, დიანა და ირინკა.
გაცნობის ცერემონიამ წარმატებით ჩაიარა.
გოგოები რაღაცაზე ხითხითებდნენ, ლანას არ გამოპარვია მათი ხითხითის მიზეზი და თვალები ორივეს დაუქაჩა, მიანიშნა რომ უნდა გაჩერებულიყვნენ.
- დი, არ გინდა გავიაროთ ქალაქში? - მიუბრუნდა ირინკა დაქალს და თვალი ჩაუკრა, ლანას რა თქმა უნდა არც ეს გამოპარვია და უსიამოვნოდ გადაატრიალა თვალები. - შაკო წამოდი რა შენც, თან უკეთ გაგიცნობთ. ალექსანდრეს ასე თუ ისე ვიცნობთ - ისევ ჩაიხითხითა დიანამ.
- მოიცადეთ რა, ხომ უნდა გავსულიყავით პლაჟზე? - თავის დაძვრენის მიზნით ჩაილაპარაკა ლანამ
- ჩვენ უკვე ვიყავით, თან ახლა ცხელა და დავიწვებით. აი ალექსანდრე და შენ გადადით და რამდენიც გინდა ინებივრეთ - დაუფარავად ჩაილაპარაკა ირინამ და სამი ადამიანი სიმაღლის მიხედვით გაემართა კარისკენ.

ისევ მარტო დარჩნენ.
- სპეციალურად გააკეთეს - ჩაიცინა ლანამ და ხელით მაგიდას დაეყრდნო.
- ვიცი, მაგრამ მათ რა იციან ჩემს შესახებ? - ალექსანდრესაც ჩაეცინა
- არაფერი, ხომ არ დაგავიწყდა მათთან ერთად რომ ვიყავი როცა ვიცეკვეთ? - თითქოს ლანამ მიანიშნა, რომ წუხანდელი ღამის შესახებ არ იცოდნენ არაფერი და ალექსანდრეც დაამშვიდა.
- გავიდეთ საცურაოდ? - ალექსანდრემ დააიგნორა წინა მისივე კითხვა და ლანას პასუხი.
- გავიდეთ.

ერთად გადავიდნენ ახლო მდებარე პლაჟზე, ალექსანდრეს მაინც და მაინც არ სიამოვნებდა მამაკაცების მზერა, რომელიც ლანაზე იყო მიმართული და მიშტერებული თუმცა მაქსიმალურად ცდილობდა ნერვების მოთოკვას. ლანამ ხელით ანიშნა ჩავიდეთო, როდესაც ყველაფერი დააბინავა. ალექსანდრეც წამოდგა და თითქოს სხვის დასანახად ლანას წელზე ნაზად შემოხვია ხელი. არ გამორჩენია მისი აცახცახებული ორგანიზმი და ღიმილიანი სახე.

- ვგრძნობ რომ მიყურებ - ჩაილაპარაკა ალექსანდრემ, რომელიც მზეს ეფიცხებოდა და ცალი ხელით ლანას თმას ეთამაშებოდა.
ლანაც უცბად გასწორდა და თავი გაატრიალა.
- საიდან მოიტანე - ჩაიბუტბუტა თავისთვის და მუშტები სირცხვილისგან შეკრა.
- გინდა სადმე წავიდეთ? - მოულოდნელად მზე დაუჩრდილა ალექსანდრემ ლანას.
ისიც მონოტონურად წამოიწია და სათვალე შუბლზე აიწია
- სად? - იკითხა აჟიტირებულმა
- სადმე ლამაზ რესტორანში, ერთი ჭიქა ღვინო დავლიოთ, შემდეგ ვიცეკვოთ და მერე რაც გინდა გავაკეთოთ - დამთბარი ხმით საუბრობდა ალექსანდრე და თან მის მუხლზე წრეებს ხაზავდა.
ლანას ძალიან ესიამოვნა მამაკაცის შემოთავაზება, განსაკუთრებით სიამოვნებდა ფაქტი რომ საღამოს მასთან ერთად გაატარებდა, უკვე შეეჩვია მასთან ყოფნას და რაც მთავარია ამოუხსნელ ემოციებს იწვევს მასში ეს ადამიანი.
- კარგი, ოღონდ მოვემზადები - ჩურჩულით ჩაილაპარაკა ბედნიერმა ლანამ

წყალი სწრაფად გადაივლო, მოწესრიგდა და კაბების არჩევა დაიწყო, ბევრი არაფერი ჰქონდა წამოღებული თუმცა რადგან ის ბუნებით მდედრობითი სქესის იყო და გიჟდებოდა ქალურობაზე, რამდენიმე კაბა მოიძებნებოდა მის გარდერობში.
მაკიაჟს მკვეთრს არასდროს იკეთებდა, ქუსლებსაც მხოლოდ სამსახურეობრივი მოვალეობის გამო იცმევდა. ბათუმში არც კი ჰქონდა წამოღებული.
მალევე ნახა მისთვის შესაფერისი, შაბიამნისფერი კაბა რომელიც წელში გამოყვანილი იყო და მუხლს ოდნავ აცდენილი. განსაკუთრებით მოეწონა მისი ფეხები, რომელიც თავმომწონედ შეფერილიყვნენ ოქროსფრად. ფეხზე მხოლოდ კლასიკური კედები ჩაიცვა და კიბეზე ნარნარით დაეშვა.
ალექსანდრე უკვე ბარში იდგა და ლანას მოსვლას ელოდებოდა, თან უკმაყოფილოდ საათს უყურებდა.
- არადა ვცდილობდი მაქსიმალურად სწრაფად მოვსულიყავი - აფხუკუნდა ლანა და მხარზე ოდნავ შეეხო.
- სასწაულად ლამაზი ხარ - ჩვეული დამთბარი ხმით ჩაილაპარაკა ალექსანდრემ, რომელიც აშკარად კმაყოფილი იყო ლანას გემოვნებით და ვიზუალით. მანდილოსანი მსუბუქი ბიძგით წინ გაატარა, თვითონ უკნიდან კარგად შეათვალიერა და როდესაც მიხვდა, რომ მზერა საჯდომზე გადაიტანა, თავის ფიქრებზე და თავზე გაეცინა.

რესტორანი, სადაც მივიდნენ, ულამაზესად იყო მოწყობილი. ხედი პირდაპირ ზვღვაზე იშლებოდა, ვერანდა სულ სიმწვანეში ბიბინებდა. პერსონალი ოფიციალური ფორმებით დადიოდნენ, საზოგადოებაც საკმაოდ დახვეწილად და გემოვნებიანად იყო შემოსილი. წყნარი მუსიკის ფონზე ყველაფერი ბევრად ლამაზი ჩანდა, განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ზღვისგან მოტანილი სიო.
ლანას თითქმის ყოველთვის ლამაზ რესტორნებში უწევდა სიარული, უმეტეს შემთხვევაში სამსახურეობრივი საქმისთვის, თუმცა ასე არასდროს არცერთი მოსწონებია. ალბათ იმიტომ, რომ ის ალექსანდრესთან ერთად იყო.

- ყველაფერი როგორი ლამაზია - ჩაილაპარაკა აღტაცებულმა
- მიხარია, რომ მოგეწონა - ყურთან დაუჩურჩულა ალექსანდრემ და წყვილს მენეჯერი გადაეღობათ.

ალექსანდრემ მენეჯერს სახელი და გვარი უთხრა, მანაც მაშინვე მაგიდასთან მიაცილა. მოკლედ რომ ითქვას წყვილს თან გადაჰყვა ზრდილობით და ყურადღებით.

ლანას ისედაც ცეცხლ მოკიდებულ სხეულს, კიდევ უფრო სიამოვნებდა წითელი, ნახევრად მშრალი ღვინო. თითქოს დროის შეგრძნება დაკარგა, თითქოს სადღაც მიფრინავდა. უყურებდა ალექსანდრეს და სურდა მისი სახის თითოეული ნაკვთის დამახსოვრება, უნდოდა სულ ასე კარგად ეგრძნო თავი, გრძნობდა, რომ ზედმეტად ეჯაჭვებოდა მამაკაცს და ეს ერთდროულად ახარებდა და თან აგიჟებდა.

- იცი შენში რა მომწონს ყველაზე მეტად? - მომენტალურად ჰკითხა ალექსანდრემ დაუფარავად.
მომწონსო?! ეგონა მოესმა.
პატარა ბავშვივით დაიბნა და აჟიტირდა, რატომ ვერაფერს უხერხებს ეს გოგო ამ გრძნობებს?!
ნათლად გამოესახე სახეზე სიწითლე
- რა? - ჰკითხა ბავშვური აღტაცებით
- ის რომ ყოველთვის ასეთი გაწონასწორებული და მშვიდი ხარ, ერთ დროულად შეგიძლია იყო ქალურიც და თან ბავშვურიც. მომწონს როგორ ცახცახებ ჩემს შეხებაზე და როგორ გიკრთის თითოეული ნერვი. - ლანას ნერვებმა მართლაც რომ ''აიშვა'', თითქოს ჩაკეტილი სივრციდან გამოვარდნენ და აქეთ იქით ერთმანეთს დაეჯახნენ. გრძნობდა ალექსანდრეს გრძნობას მის მიმართ და საერთოდ არ თვლიდა ამ ყველაფერს უბრალო ფლირტად.
მთლიანად იცვლებოდნენ ერთმანეთთან.
- ალექსანდრე - ჩაილაპარაკა დარცხვენილმა და აწითლებულმა - მე არ მინდა რომ გული გეტკინოს - ალუღლუღდა და სივრცეს მოავლო თვალი
- მინდა რომ ვიცეკვოთ - დააიგნორა მისი პასუხი რადგან იცოდა რის თქმასაც აპირებდა, მაქსიმალურად აარიდა თავი ქალის თვითგვემას.

ფეხზე წამოდგა და ქალიც ნაზად წამოაყენა, წელზე ხელი მშვიდად მოხვია და გულზე აიკრა. იგრძნო როგორ ცახცახებდა მისი სხეული ერთიანად, შემდეგ ნიკაპ ქვეშ ორი თითი ამოსდო და თავი ააწევინა.
- მე გული იმით მეტკინება, თუ თავს რაღაც რაღაცებში დაიდანაშაულებ - ნაზად ეამბორა შუბლზე და ქალის სხეული კიდევ უფრო აიკრა გულზე.
ორივე დამშვიდებულები და ჩახუტებულები იდგნენ, თითქოს არც არავინ არსებობდა მათ გარშემო.
მათ ნაზ მოძრაობებს კიდევ უფრო ალამაზებდა ის წყნარი მუსიკის ფონი, რომელიც ექოსავით გაისმოდა.

ღამით ისევ სანაპიროზე გავიდნენ.
არ ლაპარაკობდნენ, უბრალოდ ტკბებოდნენ ერთმანეთის ყურებით და ერთად ყოფნით.
- გოგოები მომკლავენ მთელი დღეა არცერთი მინახავს ნორმალურად - ჩაიცინა ლანამ და თავი მუხლებზე დადო.
- ხო შაკოც დაინტერესდება, რატომ გავქრი - მიხვდა ლანამ რაც იგულისხმა
- მაშინ კორპუსთან რომ მოხვედი, იმის მერე რატომ აღარ გამოჩნდი? - კითხა ქალმა დანანებით და შეტრიალდა რომ კარგად დაენახა მამაკაცის რეაქცია
- ალბათ ოდესმე მაგას აგიხსნი - თქვა და ქალი უფრო ახლოს მიიზიდა სხეულისკენ. - ყველაფერს თავისი დრო აქვს - ყურთან უჩურჩულა და ტუჩები კისერზე მიაწება.
სასიამოვნოდ დააჟრიალა ლანას. ეს კაცი მასზე სერიოზულად მოქმედებს, ასე ჰგონია თითქოს მთელი სიცოცხლეა იცნობს.
- არასდროს მომატყუო კარგი? - ჩაილაპარაკა დანაღვლიანებულმა, თითქოს სურდა ალექსანდრესთვის თავისი დარდის მიზეზი გაემხილა, მაგრამ ეშინოდა იმ რეაქციის რასაც მიიღებდა.
თითქოს ალექსანდრეს ცხელი წყალი გადაასხეს. სული აუდუღდა და შეუწუხდა.
როგორ უნდოდა სიმართლის თქმა თუმცა ძალიან უჭირდა. იცოდა ამით ლანას მხოლოდ ტკივილს მიაყენებდა.
რატომ ფიქრობდა ასე ძალიან მის ტკივილზე?
იქნებ სჯობდა მაინც სიმართლის თქმა, მაგრამ ვერ აპატიებდა საკუთარ თავს ლანას დაკარგვას, რადგან გრძნობდა რომ ეს ქალი მის გონებაში, სულში და გულში უკვე ურცხვად დააბიჯებდა. დიახ უყვარდა ლანა და არ სურდა ოდესმე მისთვის სიმართლის გამხელა.
- არა ლანა, მე შენ არასდროს მოგატყუებ - ჩაილაპარაკა მის ტუჩებთან და ნაზად შეეხო მის ბაგეებს.
იგრძნო ქალის ათრთოლებული სხეული.
უფრო მომთხოვნი გახდა, თმაში ხელი ნაზად შეუცურა და კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა. მათ შორის მანძილი საერთოდ აღარ იყო. მიხვდა, რომ ლანასაც იგივე გრძნობა ჰქონდა. იწვოდა ისიც მისი სიყვარულით და ახლა მხოლოდ ერთმანეთით არსებობდნენ.
გრძნობა ვერაფრით დააკავა ლანამ.
სურდა რომ მის მკლავებში დამდნარიყო და ისევ ხელახლა აღმოცენებულიყო.
კაბის ქვემოდან იგრძნო როგორ შეუცურა ხელი, შემდეგ თამამად დაათამაშებდა წელზე. მთლიანად აღეგზნო, თვითონაც თამამად შეუსრიალა მაიკის ქვეშ ხელი.
- ალექსანდრე სირცხვილია, სანაპიროზე ვართ - აშკარა ვნება იგრძნობოდა ლანას ხმაში, ნელა მოშორდა მის ტუჩებს და მანძილი ოდნავ შესამჩნევად გაზარდა.
- მაგიჟებ და ჭკუიდან გადაგყავარ - ზემოდან მოექცა მამაკაცი და ისევ დაუნდობლად ეცა მის ტუჩებს. რომ არა სანაპირო, ალბათ ვერაფერი დააკავებდა ალექსანდრეს, შემდეგ ნაზად დაშორდა ქალს, ჯერ ცხვირზე აკოცა, შემდეგ თვალებზე და შუბლზე, გვერდით გადაწვა და ქალის თავი მკერდზე დაიდო.
ურცხვად დაათამაშებდა მის თმებში ხელებს.
ლანა კი იწვა გატრუნული და თითით მის მუცელზე წრეებს ხატავდა.

- იცოდე, შენსა და ალექსანდრეს შორის რაღაც უცნაურს ვამჩნევ, გირჩევნია შენთვითონ მოყვე რაც ხდება - ყურთან დაუსისინა წყლიდან ამოსულმა ირინკამ ლანას და გვერდით მიუწვა.
- ირა რა გჭირს? - ვითომ არაფერი მომხდარა ისე ჩაილაპარაკა - არაფერი არ ხდება, უბრალოდ ერთად თავს კარგად ვგრძნობთ - სათვალე ოდნავ აიწია - თქვენ რა ქენით შაკოსთან?
- არაფერი რა უნდა გვექნა? სპეციალურად დაგტოვეთ მარტო და იმედია მიხვდით რომ თქვენი გულისთვის გავაკეთეთ - უცნაურად გაბრაზდა ირინკა და თვალები დაქაჩა
- დი რა სჭირს დღეს ამას? - ჩაიქოთქოთა სიცილით ლანამ
- არ ვიცი გუშინდელიდან ასე გაგიჟებული დარბის - არც დაქალმა არ დააკლო სიცილი.
გოგონებს მეტი ამ თემაზე აღარ უსაუბრიათ.
მწველ მზეს, რომ ვეღარ გაუძლეს ისევ ნომრებში დანაწილდნენ.
გადაწყვიტეს, რომ მოწესრიგდებოდნენ და მერე ერთად მოიფიქრებდნენ რას იზამდნენ.

საოცრად ესიამოვნა ცხელი აბაზანა, გატრუნული იწვა და ფიქრობდა უცბად დატრიალებულ მოვლენებზე. მიუხედავად იმისა, რომ ლანას ერთფეროვანი ცხოვრება არასდროს ჰქონია და ყოველთვის ყველგან ახერხებდა თავის დამკვიდრებას, მაინც გრძნობდა, რომ ყველაფერი ალექსანდრესთან შედარებით ერთფეროვნად ეჩვენებოდა.
გრძნობდა რომ ეს არცერთ სხვა გარემოს არ ჰგავდა.
მასთან ერთად ბედნიერი იყო.
არ უჭირდა არც გრძნობების გამოხატვა მაგრამ რატომღაც ალექსანდრესთან ეშინოდა ურთიერთობა.
არა იმიტომ, რომ არ იყო საკუთარ თავში დარწმუნებული, უბრალოდ არ სურდა ფუჭი იმედები დარჩენოდა.
საკუთარ ფიქრებზე ეცინებოდა, როგორ შეიძლება ადამიანი ასე თბილად გექცეოდეს, შენს სიახლოვეს ეშვებოდეს და ანალოგიურად თრთოდეს, შემდეგ კი ადგეს და უბრალოდ მიგატოვოს.
არა, დარწმუნებული იყო რომ ალექსანდრე მას გულს არასდროს ატკენდა და სწორედ ის იყო ვინც სჭირდებოდა.
ბედნიერი და შიშველი გადაწვა საწოლზე.
'' ალექსანდრე, როგორ შეგეძლო ასე მალე ჩემი გაბრუება '' ფიქრობდა და ბაგეებს ღიმილი ეპარებოდა, თვალებს კი ძილი.

სიზმარშიც კი მამაკაცის სილუეტი ესიზმრებოდა, თითქოს მის შიშველ ზურგს ვიღაც ნაზად ეალერსებოდა. ოდნავ გამოფხიზლდა და გააცნობიერა რომ სულაც არ იყო სიზმარში. თვალები ნელა გაახილა, პირველი თვალში საკუთარი შიშველი სხეული მოხვდა. შემდეგ იგრძნო ვიღაც როგორ დააცოცავდა ხელებს მთლიან ზურგზე, ნაზად, აუღელვებლად და უზომო სიყვარულით.
თვალები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა და თავი ნელა მიატრიალა იმ ობიექტისგენ, რომელიც უკან ეგულებოდა.
სირცხვილის გრძნობამ ერთიანად აუწვა მთელი სხეული.
დენ დარტყმულივით წამოვარდა საწოლიდან და ხალათი წინიდან აიფარა.
- აქ როგორ შემოხვედი? - აფორიაქებულმა და სირცხვილისგან სასოწარკვეთილმა ჰკითხა ალექსანდრეს
- კარი ღია იყო - გაუღიმა ალექსანდრემ და ფეხზე წამოდგა.
ქალის წინ აისვეტა. არაფრის თქმა აღარ დააცადა ისე დააცხრა ტუჩებზე, თითქოს უდაბნოში მისი ტუჩები წყლის სახით გადმოსულიყო.
ნელა მოხვია წელზე ხელი, მეორეთი კი ხალათი ნაზად გააშვებინა ხელიდან.
- არ გინდა გთხოვ - ერთიანად აკანკალებულმა და ათრთოლებულმა ჩაილაპარაკა ლანამ და თვალები ერთმანეთს მაგრად დააჭირა.
- უბრალოდ მინდა რომ მენდო - ვნებიანი ხმით დაუჩურჩულა და წამში ისევ საწოლზე მოათავსა.
ნაზად ეფერებოდა ჯერ მის ყელს, შემდეგ კი ტუჩები ურცხვად მკერდზე ჩააცურა.
ლანას ერთიანად სიამოვნებისა და ვნების შეძახილი აღმოხდა. თვალებს ისევ არ ახელდა რადგან ეგონა რომ სიზმარში იყო და წუთი წუთზე გამოიღვიძებდა.
გათამამებულმა, ისე რომ კოცნა არ შეუწყვეტია, ალექსანდრეს მაიკა ერთი მოძრაობით იატაკზე მოისროლა.
ხელები კისერზე მოხვია და მთლიანად ვნების მორევში გადაეშვა.
იგრძნო როგორ მოურბილდა ლაჯები და როგორ გააპო სისველემ.
ფეხები ოდნავ განზე გაწია და ალექსანდრეც წამში შუაში აღმოჩნდა.
ქვედა ტუჩი კბილებში მოისრისა.
წამიერი ტკივილის შემდეგ იგრძნო როგორ დაეუფლა სიამოვნების მთელი ამალა. თითქოს ზეცაში ადიოდა და სული სხეულს ნელ-ნელა ტოვებდა.
ბიძგები თავიდან ნელი და რუტინული იყო, როდესაც შეამჩნია მამაკაცის გახშირებული სუნთქვა, თვითონაც უფრო მომთხოვნი გახდა და თმები ოდნავ მოქაჩა.
შემდეგ ნელ-ნელა მოემატა ბიძგებსაც და ვნების გამოძახილებსაც.
ლანას ყურთასმენას მხოლოდ ალექსანდრეს ჩუმი გამოძახილი ''მიყვარხარ'' მიწვდა.
ზენიტში ორივე ერთნაირად, თითქოს ხელჩაკიდებულები ავიდნენ.
ალექსანდრეს თავი არ აუღია ლანას მოშიშვლებული მკერდიდან, მთლიანად გადამხობილი იყო ქალის გამხდარ სხეულს.
ოთახში ორი გავარვარებული ადამიანის ტემპერატურა კარგად იგრძნობოდა. ორივე გაოფლილები იწვნენ და სიჩუმეს არცერთი არღვევდა.
- ახლა რა იქნება? - კითხა ლანამ და მამაკაცისგან თავი გაითავისუფლა.
- რაც შენ გინდა ის იქნება - აუღელვებლად ჩაილაპარაკა ალექსანდრემ და ქალს თითები სათითაოდ დაუკოცნა.
- მეგობრებად ვეღარ დავრჩებით - ხმაგაპარულმა ჩაილაპარაკა და სიგარეტს მოუკიდა.
- მეგობრები არც არასდროს ვყოფილვართ, თუ იმის თქმა არ გინდა რა თქმა უნდა, რომ შენ მეგობრებთან ასეთი ურთიერთობა გაქვს - ბრაზი ოდნავ მოეკიდა, მაგრამ თავი მალევე მოთოკა.
- უბრალოდ, არ უნდა გვეჩქარა - დამნაშავესავით ჩაილაპარაკა ლანამ
მამაკაცი მიუხვდა წუხილის მიზეზს და მასთან ნელი ნაბიჯებით მივიდა.
- დრო ალბათობითია. შეიძლება სექსი ერთი წლის მერე გვქონოდა და მეორე დღეს ერთმანეთი აღარ გვენახა, შენ თუ ამაზე წუხარ, მე შენ ჰაერივით მჭირდები, მინდიხარ და მაგიჟებ, მიუხედავად იმისა, რომ ასე ახლოს ხარ, მგონია რომ მაინც შორს ხარ და სადღაც გაქრები. - ვნებამორეულმა ჩაილაპარაკა ალექსანდრემ და ქალს ტუჩებზე ოდნავ შეეხო.
ლანა გახევებული და ბედნიერი უსმენდა მის სიტყვით გამოსვლას.
თავი დაბლა ჩაეხარა და დაგროვილი ცრემლების ნაკადს საშუალება მისცა ამოხეთქვის.
ეს იყო ვნება, სიყვარული და ემოციების მთელი კორიანტელი.
ატირებული მოეხვია ალექსანდრეს შიშველ სხეულს, გველივით მოიკლაკნა მის მკლავებში და ტუჩები ყელზე ნაზად შეახო.
- არასოდეს მიმატოვო კარგი? - ჩაილაპარაკა და შეკრული მუშტით ცრემლები მოიწმინდა.
- ნუ სულელობ - გაეცინა ალექსანდრეს - მე შენთან მოსასვლელად ბევრი გზა ვცადე, იქამდე ვიქნები შენთან, სანამ შენ ეს გენდომება და სანამ ჩემთან თავს ბედნიერად იგრძნობ.

მიუხედავად იმისა, რომ ლანამ მხოლოდ სექსის დროს გაიგო ალექსანდრეს ჩუმი გამოძახილი სიყვარულზე, მაინც გრძნობდა რომ მაინც და მაინც ''მიყვარხარ'' არ იყო გადამწვეტი ფაქტორი. როგორც ადრე ეგონა ყოველშემთხვევაში. გრძნობდა, რომ ყველაფერი რეალური იყო და ამ ნაბიჯებს არასდროს ინანებდა.
- მინდა, რომ ჩემზე რაღაც იცოდე - ჩაილაპარაკა ლანამ და დივანზე ჩამოჯდა
ალექსანდრე მიხვდა, რის თქმასაც აპირებდა ლანა. არ უნდოდა იმ ამბის მოსმენა მაგრამ წინააღმდეგობას ვერ უწევდა, მხოლოდ მის წინ ჩამოჯდა, თავით ანიშნა რომ უსმენდა.
- არ მინდა ჩემზე ისე იფიქრო როგორც ერთი უბრალო ქარაფშუტა გოგო, რომელიც სე*სის ხამია. ყოველთვის მინდოდა ეს სიყვარულით მომხდარიყო, ყველაფერი სხვანაირად წარმომედგინა, მაგალითად თუნდაც როგორც დღეს - სახეზე ფერები ერთიანად გადასდიოდა, გრძნობდა ალექსანდრეც როგორ იძაბებოდა მის მოსმენაზე და თავი გვერდით გაატრიალა, არ უნდოდა ალექსანდრესთვის თვალებში შეეხედა - სამსახურში ხშირად ვიღლები ემოციურად, რთული გრაფიკი მაქვს და თან მილიონობით ადამიანთან მიწევს ურთიერთობა. - მძიმედ ამოისუნთქა მცირე ხნიანი პაუზის შემდეგ
- ლანა, შეგიძლია არ მოყვე, თუ შენზე ასე ცუდად მოქმედებს - ჩაილაპარაკა ალექსანდრემ და მის წინ ჩაიმუხლა
ლანამ მისი ნათქვამი დააიგნორა და ისევ განაგრძო
- სამსახურიდან იმ ბარში მივედი სადაც შენ გნახე, მანდ ხშირად დავდიოდი. სასმელთან ერთად ექსტაზიც დავლიე. მაშინ იმ ქვეყანაზე არც კი ვიყავი, ხალხში გავერიე და ყველაფერზე ვცეკვავდი, ზუსტად არ მახსოვს ის ტიპი ვინ იყო მაგრამ მთელი საღამო იმასთან ერთად ვიყავი - მოწოლილ ემოციებს ძლივს ყლაპავდა, ცრემლად იღვრებოდა და თითებს ნერვიულად ათამაშებდა - მახსოვს რომ მე და მას... ჩვენ... მე პირველად მასთან მქონდა სე*სი და თან ტუალეტში, ამ ამბავმა მძიმედ იმოქმედა ჩემზე და წარსულის ეს ცოდვა მოსვენებას არ მაძლევს. ის ტიპი სადღაც აორთქლდა მაშინვე, რა თქმა უნდა მე მას არაფერს ვაბრალებ, ეს არ იყო გაუპატიურება და ძალადობა, სისულელეა ამაზე ლაპარაკი. ეს მოხდა ჩემი გაუაზრებელი საქციელის გამო - ლაპარაკობდა და თან ქვითინებდა.

ალექსანდრე, რომელიც ამ დროის მანძილზე ფანჯარასთან იდგა და უკვე კარგად ცნობილ ისტორიას ლანასგან პირველად ისმენდა, ახლა უფრო მეტად გრძნობდა თავს დამნაშავედ და ამავდროულად ბედნიერად. გული და სული ერთიანად უდუღდა როცა იხსენებდა, თუ რა ტკივილი მიაყენა ლანას. უნდოდა ეთქვა, რომ რაღაცები არასწორად ახსოვდა და არ მიუტოვებია არსად თუმცა ამას მართლა ერჩივნა მომკვდარიყო. ატირებულ ქალთან დაიხარა და მთლიანად გულში ჩაიკრა.
- ასეთი რაღაცები ხდება, მთავარია რომ ახლა შენთან ერთად მე ვარ. ჩვენ ამას ერთად გადავლახავთ, ოღონდ მთავარია შენ თავს აპატიო კარგი? - ეჩურჩულებოდა და თან მის თმას ეფერებოდა. - აღარავინ მოგაყენებს ტკივილის, ლანა! ჩემი ლანა - ჩურჩულებდა და კიდევ უფრო იკრობდა ქალის სხეულს.

გადაწყვიტა, რომ სიმართლეს ლანა ვერასდროს გაიგებდა!
იცოდა, სიმართლის თქმას რაც მოყვებოდა, მას კი არ სურდა ლანას დაკარგვა.
ახლა უფრო უხაროდა ამ ქალის პოვნა და მასთან ყოფნა.
ახლა ის გაიცნობდა სხვანაირ ალექსანდრეს და ვინ იცის იქნებ ოდესმე მოეხერხებინა მისთვის სიმართლის თქმა.
მაგრამ არა ახლა, მითუმეტეს არ უნდოდა ამ წუთების გაფუჭება.
- მიხარია, რომ გესმის - ბუტბუტებდა ლანა და მის თმებში თითებს ათამაშებდა. - ახლა ვიცი, რომ შენ ჩემი ერთადერთი სწორი არჩევანი ხარ - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და მამაკაცს ყელში ხმაურიანად აკოცა.

ალექსანდრე დევდარიანი

ალექსანდრესთვის ყველაფერი იმაზე ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა.
ერთი უბრალო ბოდიშის მოხდის ნაცვლად მთელი სასიყვარულო ციებ ცხელება დაემართა.
დარწმუნებული იყო იმაში, რომ ლანა სიმართლეს ვერასდროს გაიგებდა და ყველაფერს ჰეფი ენდი ექნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შაკო აფრთხილებდა და არწმუნებდა, სიმართლის თქმაში, ის იმდენად იყო გახარებული ყველაფრით, რომ მგონი თვითონაც მიივიწყა არსებული რთული ვითარება.
- და საიდანღაც რომ გაიგოს მერე რას იზამ? - არ ცხრებოდა შაკო
- და აი საიდან უნდა გაიგოს შე*ემა ნუ გადამრიე რა - ხელის აქნევით ანიშნა შაკოს რომ არ სურდა ამ თემაზე საუბარი
- აუ ბიჭო შენ მე გამაგიჟებ, ჯერ ეგ გოგო იმიტომ მოძებნე რომ სიმართლე გეთქვა, ეხლა შენ თვითონ ვერ გაგიგია რა გინდა, უყურებ როგორ იტანჯება ამ ამბით, დღითიდღე სძულდება თავის თავიც და ის ტიპიც და შენ კიდე დგახარ და სი*ივით უყურებ ამ ყველაფერს, მარტო შენ თავზე რატომ ფიქრობ? - ბრაზი ახრჩობდა შაკოს
- ეეე შენ რა გაახურე რა საქმე, საიდან უნდა გავახსენდე ბიჭო ამნეზია კი არ აქვს ჰოპ და გონზე მოვიდეს, მომისმინე! შენ არ გესმის, ეხლა მაგას მე რომ სიმართლე ვუთხრა მარტივად მომიშორებს გესმის? მე კიდე ეგ არ მინდა. ოდესმე მართლა ვეტყვი, ან არ ვეტყვი ვნახოთ. მანამდე კიდე ეცოდინება რომ მიყვარს და საჭირო აღარ იქნება მაგ ამბის გახსენება და ვსო. - მაინც თავისას აწვებოდა ალექსანდრე
- ეე ძმაო, შეცდომაზე შეცდომას უშვებ და მერე ხვდები რომ ეგრე არ უნდა გექნა. იცოდე რაღაც შარში არ გაეხვიო და ჯერ არ შემდგარი ურთიერთობა სამომავლოდ სამუდამოდ არ დაანგრიო - მეგობრული რჩევა ესროლა უკვე მობეზრებულმა
- იცოდე შენ არ შეიმჩნიო და არც დაგცდეს - გააფრთხილა ალექსანდრემ და თვალები დაბრიცა
- შენ ხო არ გაუბერე, მე რა უნდა შევიმჩნიო? როდის იყო მე რამეს ვიმჩნევდი? ნუ შეჭამდი მ**ერს დიდი კოვზით და არც სინდისი შეგაწუხებდა - გაბრაზებულმა ოთახი დატოვა

_______________

ლანა კანდელაკი

ლანასთვის დღე სასიამოვნოდ დაიწყო.
წვიმიანი ამინდი გარეთ, საუკეთესო მეგობრები გვერდით, ზღვა ახლოს და რაც მთავარია საყვარელი მამაკაცი ქვემოთ.
საწოლში გემრიელად გაიშხლართა და ზეწარი ცხვირამდე აიტანა.
წინა დღისით მომხდარმა მოვლენებმა, მასზე დადებითად იმოქმედეს და მთელი დღე ყურაბამდე გაკრეჭილი დადიოდა.
ზედმეტად ბედნიერი იყო იმით რაც მოხდა და სულაც აღარ ღელავდა ალექსანდრეს რეაქციაზე, უხაროდა ის რაც ხდებოდა და ახლა მისი მოვალეობა მხოლოდ ღვთისგან ნაბოძები ბედნიერებით ტკბობა იყო.
კაკუნის ხმა როგორც კი გაიგო, ბედნიერი წამოვარდა საწოლიდან და კარი გიჟივით გახსნა. ხელში ალექსანდრეს ნაცვლად მისი დაქალები შერჩნენ.
- რა იყო დილიდან რას იკრიჭები? - გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა ირინკამ და საწოლზე გადაწვა
- რა გჭირს გოგო ორი დღე რა გველივით დასისინებ? - სიცილით მიუწვა გვერდით ლანა და დიანაც ძალით წამოაწვინა
- არ ვიცი ძალიან აღრენილი ვარ და თქვენც ნუ იცინით - უმისამართოდ დაიწყო თვალების ცეცება
- ოჰ უმიზეზოდ შენ არასდროს იბღვირები და მოყევი ახლა რა ხდება - გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა ლანამ და დიანას მიუბრუნდა - რა სჭირს შენ იცი? - მანაც მხოლოდ თავი გააქნია და მზერა ირინკას მიაპყრო.
- მემგონი შეყვარებული ვარ - ჩაილაპარაკა მოწყენით
- რაო? ვისზე? - დენდარტყმულივით წამოვარდა დიანა, ლანამ კი მხოლოდ პირი დააღო და თავი ორჯერ გაასავსავა
- ვისზე და ალექსანდრეზე, ღმერთო როგორი მამაკაცურია, სიმპათიური და სექსუალური, არ შემიძლია მის სიახლოვეს ყოფნა - ჩაილაპარაკა ირინკამ და გაიკრიჭა - აუ ლან, შენ ხომ კარგი ურთიერთობა გაქვთ, თან მეგობრობთ - მეგობრობა გამოკვეთილად წარმოთქვა - ხოდა მიდი რა საქმე ჩამიწყე
ლანას ლამის მთელი ჭერი თავზე ჩამოემხო.
ცივი წყალი გადაასხეს და ფეხებიდან მიწა გამოაცალეს.
ყურებს არ უჯერებდა ირინკას ნათქვამს.
- რა.. რას ამბობ ირა? - ჩაილაპარაკა ხმა წართმეულმა და დივანზე დაემხო.
- რას ვამბობ ამისთანას? მომწონს ადამიანი და მინდა მასთან ურთიერთობა, რა იყო ვერ გავიგე? - გაბრაზებულმა წაუღრინა ირინამ და ფეხზე წამოდგა
ლანასთვის მეტად მძიმე აღმოჩნდა ირინკას განცხადება.
დაქალებსაც რა თქმა უნდა არ გამორჩენიათ მისი რეაქცია. ირინკამ კიდეც ბევრი ისაუბრა ალექსანდრეზე და თუ როგორ გიჟდებოდა მასზე, თან აღიარებდა რომ ეს ერთი ნახვით შეყვარებას ჰგავდა.
- გეყოფა ირინა - შეუღრინა ლანამ და დიანას მიუტრუალდა - გესმის რასაც ამბობს? რატომ არაფერს ეუბნები? - აშკარად სიბრაზე მთელ სხეულს მოედო და ახლა უკვე ცახცახებდა
- და რას ამბობს გასაკვირს? - შეიცხადა დიანამ - ორივე თავისუფალი ადამიანია, მშვენიერი წყვილი დადგებოდა - დაქალს ცერა თითი აუწია და საქციელი შეუქო.
- თქვენ ხომ არ გაგიჟებულხართ? - იყვირა ლანამ - როდის მოასწარი ალექსანდრეს შეყვარება? - ხმა გაუმკაცრდა
- და შენ რა გაწუხებს? არ გიხარია ჩემი ბედნიერება? - ცინიზმს არ წყვეტდა ირინა
- ძალიან კარგად იცი რაც მაწუხებს და შენგან ეს იმდენად არასწორი საქციელია, ბიჭი რომ ყოფილიყავი მისაღებზე დაგაყენებდი - გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და სივრცეს მოავლო თვალი.
- არ ვიცი, მითხარი - არ წყვეტდა ირინა შეტევას
- ის რომ ალექსანდრე მიყვარს - გაბრაზებულმა და დანებებულმა ხმამაღლა ლამის იკივლა.
უცბად სიჩუმე ჩამოწვა, ირინკას რეაქცია არ ჰქონია, მხოლოდ წარბი აწია და ტუჩები მოპრუწა
- ხო გეუბნებოდი წამებში გატყდება მეთქი - არხეინად ჩაილაპარაკა და დივანზე ისე წამოწვა, ფეხები დიანას გადაადო
- რაო? - გონებაარეულმა ორივეს შეხედა
- რა რაო, რაც ჩამოვედით ერთად არ ვყოფილვართ, მთელი დღე მაგასთან ერთად დადიხარ და მხოლოდ ის გამოგვიცხადე მეგობარიაო, ვითომ ვერ მივხვდით რომ გიყვარდა, უბრალოდ ჩვენ რატომ გვიმალავ? - ხასიათი წაუხდა დიანას
- მოიცა, ანუ, ანუ შენ ალექსანდრე არ გიყვარს? - ბედნიერი მიუბრუნდა ირინას
- არა ლანა არ მიყვარს ალექსანდრე და ეს ყველაფერი მოვიგონეთ რომ როგორმე სიმართლე გეთქვა, ახლა ან დეტალურად მოყევი ყველაფერი ან ნება იბოძე და ჩვენთან ერთადაც იყავი რა, დასასვენებლად ერთად ვართ მგონი შენ კიდე დადიხარ აქეთ იქით და სულ დაგვიკიდე - შეუღრინა დაქალს
- კარგი მაპატიეთ, თქმას ვაპირებდი მაგრამ შემეშინდა
- და რისი შეგეშინდა გოგო ნუ გადამრიე, პატარა ხომ არ ხარ რამეზე გაგკიცხოთ? - თვალები ლამის შუბლზე აუვიდა დიანას
- შემეშინდა ქარაფშუტა არ გგონებოდით - დანანებით თქვა
- ვაიმეე, არ შემიძლია შენი სენტიმენტალური და თევზური ხასიათი. მგონი ტვინის ანთება გაქვს, წესიერად მოყევი ყველაფერი ახლა თორემ აივნიდან გადაგაგდებ - ისევ შეუტია ირინამ და მოსასმენად მოემზადა.
- კარგი ხო დამშვიდდი, ალექსანდრეს ყველაფერი ვუთხარი, გამიგო და გვერდში მიდგას, თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ და ასე მგონია ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ, ძალიან თბილია ჩემს მიმართ, გრძნობებს არ მალავს და ღმერთო არ შემიძლია იმდენად კომფორტულად ვარ მასთან, მზად ვარ სულ მთელი სიცოცხლე ასე ვიყო - ჩაილაპარაკა და ხალიჩაზე წამოგორდა
- და მერე ჩვენ რატომ არაფერს გვეუბნებოდი? არ შეიძლება მასე, მე ვიცოდი რომ მოგწონდა და ახლა უკვე დარწმუნებული ვარ რომ გიყვარს, მიხარია ასეთი ბედნიერი რომ ხარ და დაანებე ცუდზე ფიქრს თავი, ხომ ხედავ ყველაფერი იდეალურად მიდის და ახლა სადავეები შენს ხელშია - თვალი ჩაუკრა ირინამ და სამივე ერთმანეთს ჩაეხუტა.
- აუ მართლა ისეთი ბედნიერი ვარ, აი ხანდახან მგონია რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს, ხო იცი ყველაფერი როგორ არის ხოლმე უცბად ბენდიერი ხარ და მერე ბრახ რაღაც ხდება, არ მინდა რომ დავკარგო. პირველად ვარ მგონი ასეთი შეყვარებული - თვალებამღვრეულმა და მონატრებულმა ჩაილაპარაკა
- და მგონი უკანასკნელადაც - დააყოლა ლანას ნათქვამს დიანამ
- ჰო... მგონი უკანასკნელადაც - ფიქრებში წასულმა დაასრულა სათქმელი.
რა თქმა უნდა ინტიმური დეტალები ხმამაღლა არ უხსენებია, ისე უბრალოდ არ უნდოდა ამის მოყოლა, ფიქრობდა ეს მხოლოდ ორი ადამიანის პირადი იყო და მითუმეტეს არ უნდოდა ალექსანდრეს თვალში ერთი ჭორიკანა გოგო გამოჩენილიყო და სხვა არაფერი.

დღე საკმაოდ მშვიდად მიმდინარეობდა, გოგოებთან ერთად გადავიდა დილით სანაპიროზე. ალექსანდრე დილით არ გამოჩენილა, არა და როგორ ელოდებოდა მის ნახვას. თვალებით სასურველს ეძებდა მაგრამ ამაოდ, ვერსად ვერ იპოვა. დიდად არ უნერვიულია, იფიქრა სძინავს და შუადღეს მაინც ვნახავო. ამიტომ ფიქრები უკუაგდო და ისევ გოგონებთან გააგრძელა ჭორაობა.
ნაშუადღევს აიტეხეს ბათუმი მოლში წავიდეთო, დავათვალიეროთ იქნება რამე კარგი ვიყიდოთო და სამი მუშკეტერივით შევარდნენ ცენტრში.
მართალია არც ერთს არაფერი აკლდა, მაგრამ სუსტი წერტილი როგორიც შოპინგია, უარს არ იღებს.
შუადღესაც არ გამოჩენილა ალექსანდრე, არც დაურეკავს, არც უნახავს.
უკვე გრძნობდა მის დანაკლისს თუმცა ვერ გაეგო სად შეიძლება წასულიყო, გოგონებთანაც არ იმჩნევდა უხასიათობას. არ უნდოდა თავი მოებეზრებინა ან უმიზეზო ეჭვებით შეეჭამა.
საღამოს ისევ პლაჟზე გავიდნენ. არც საღამოს გამოჩენილა და საერთოდ ნერვები უკვე პიკზე ჰქონდა.
მიმღებში იკითხა მაგრამ არაფერი იცოდნენ ალექსანდრეს შესახებ.
როგორ მოქმედებდა ეს ბიჭი ლანას ხასიათზე, როცა უნდა ამხიარულებდა და როცა უნდა ასევდიანებდა, არადა ვითომ დასასვენებლად წავიდა. სინამდვილეში ხვდებოდა, ალექსანდრეს გარეშე სრულ სიცარიელეს გრძნობდა.
გულში ბრაზობდა, მთელი დღე ისე როგორ წავიდა, არც უთქვამსო.
მერე ისიც გაიფიქრა, ჩემთან ურთიერთობა ხომ არ გადაიფიქრაო.
ღამით ძილი რომ არ გაეკარა, ლუდის ბოთლით ისევ სანაპიროზე გავიდა. წვიმიანმა ამინდმა იმოქმედა და ახლა უკვე საკმაოდ დიდი ტალღები იყო, თან კატასტროფულად ციოდა, თუმცა შეგრძნებები დააიგნორა და პლაჟზე ფეხმორთხმით დაჯდა.
ნერვები საბოლოოდ მოეშალა და ისე, რომ თვითონაც ვერ გაიაზრე ტირილი დაიწყო.
საბოლოოდ დარწმუნდა იმაში, რომ მამაკაცმა ის მიატოვა.
'' ღმერთო არ უნდა მეთქვა სიმართლე. რა სულელი ვარ '' ბუტბუტებდა თავისთვის და ტიროდა.
'' ეს ტყუილი გამხნევებები რაღა საჭირო იყო ''
იგრძნო როგორ შეერია მისი ცრემლები წვიმას, ხალხი, რომელიც სანაპიროზე იყო აიშალა და სრულიად მარტო დარჩა.
მკაცრად გადაწყვიტა, რომ ხვალვე თბილისში დაბრუნდებოდა.
დიდ ხანს იჯდა სანაპიროზე და ფიქრობდა ყველაფერზე, წვიმას ერთიანად ჩამოერეცხა მთელი ცა. სულ სველი ლანა კი საერთოდ არ ფიქრობდა სახლში წასვლაზე.
საათი უკვე დილის ოთხს უჩვენებდა.
საოცრად სიამოვნებდა ტალღების ხმა და ახლად გადაღებული წვიმის სურნელი.
თვალები დახუჭა და მთლიანად მოწყდა იქაურობას.
ერთადერთი რაც თავში უტრიალებდა იყო ალექსანდრე და მოგონებები რომელიც რამოდენიმე დღეში გზა და გზა აკრიფა.
'' ახლა რა ვქნა '' ჩაილაპარაკა ხმამაღლა და ჩამოგორებული ცრემლი მაჯით მოიწმინდა.
- შეგვიძლია გუშინდელი საქმე გავიმეოროთ, ან ახალი დეტალები შევძინოთ - ყურთან დაუჩურჩულა ნაცნობმა ხმამ და მთლიანად ჩაიკრა გულში.

ტვინი საერთოდ გაეთიშა.
მუცელში მთელი ტერარიუმი მოეწყო.
ლამის ტვინში სისხლი ჩაექცა სიამოვნებისგან.
მიხვდა, რომ ნებისმიერ კაიფზე და ბედნიერებაზე მაღლა დგას მონატრებული ადამიანის ხმა, თუნდაც ერთი სიტყვა.
ცრემლები უფრო მეტად მოაწვა და ალექსანდრეს გველივით შემოეხვია, ვერ დაიჯერა რომ მართლა მასთან იყო.
- რა გატირებს ამხელა გოგოს - ცხვირზე დაჰკრა თითი და საყვარელ ქალს უფრო ძლიერად მოეხვია.
გაყინულ წელზე ნელა შეუცურა ხელი და ისე მოუჭირა კინაღამ დაახრჩო
- მომენატრე - ჩახლეჩილი და ნამტირალევი ხმით ჩაილაპარაკა ლანამ და მამაკაცის ტუჩებს საკუთარი მიაწება.
კოცნიდა გამალებით, თითქოს ვინმე ეცილებოდა მის თავს.
- სიგიჟემდე მიყვარხარ - ტუჩებთან დაუჩურჩულა ალექსანდრემ და ქალს ზემოდან დააჩერდა. მისი გაყინული ფეხები წელზე შემოიხვია და კალთაში ჩაისვა.
ლანამაც ცხვირი მის ყელში ჩარგო და ახლაღა გაიაზრა თუ როგორ სციოდა.
ერთიანად გამთბარმა და ემოციებისგან დაღლილმა თვალები მინაბა და სიზმრების სამყაროში გადაეშვა.

დილით თვალები რომ გაახილა, დეჟავუს სასიამოვნო შეგრძნება დაეუფლა.
უკნიდან ვიღაცას ისე ჰყავდა ჩახუტებული, სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.
თავი მის კისერში ჰქონდა ჩარგული და სუროსავით იყო შემოხვეული ქალის ტანზე.
ნელა გადატრიალდა, ალექსანდრეს კი ისე გათიშულს ეძინა არც განძრეულა.
დიდ ხანს აკვირდებოდა მის სახეს, როგორი მშვიდი, ბავშვური და ამავდროულად მამაკაცური იყო.
სქელი ტუჩები ოდნავ გახსნოდა და სასაცილოდ ფშინავდა.
- მიყვარხარ - ჩაილაპარაკა ლანამ და ტუჩები ცხვირზე მიაწება.
როგორ არ იწრიალა, საიდან არ მიუდგა მაგრამ ალექსანდრე ვერაფრით გააღვიძა.
ბოლოს სხეულით მთლიანად ზედ გადაემხო მაგრამ არაფერი რომ აღარ გამოუვიდა, ისევ გვერდით მიუწვა და მის ხელს ჩაებღაუჯა.
- რატომ ხარ ასეთი მოუსვენარი? - ჰკითხა მოჩვენებითი აღელვებით ალექსანდრემ და ქალი კომფორტულად გაიწვინა ხელზე.
- აუ გაიღვიძე გთხოვ, ვეღარ ვისვენებ - მუდარა ჩამდგარმა ამოსძახა პლედიდან
- მე ვიცი შენ რაც გინდა - წამებში მოექცა ქალის ზემოდან და ყელში ნაზად ჩაეფლო
ლანაც გაიტრუნა და მოდუნდა.
გამხდარი ხელები უფრო მოხვია კისერზე და მთლიანად აეკრო შიშველ მამაკაცს.
შემდეგ ისევ ნელი მოძრაობებით გადაეშვნენ სიამოვნების სამყაროში...

- ალექს, სად გაქრი გუშინ? - განაწყენებულმა ჩაილაპარაკა ლანამ და მამაკაცის მკერდზე დადო თავი
- საქმეები მქონდა, თან მინდოდა დაფიქრებულიყავი და სწორად მიგეღო გადაწყვეტილება - ხელის ზურგით ეფერებოდა მუცელზე, ლანაც ჭკუიდან იშლებოდა და მის ყოველ შეხებაზე აკანკალებდა.
- გული გამისკდა, ვიფიქრე ალბათ ვერ გადახარშა ჩემი ნათქამი თქო - ტუჩები სასაცილოდ დაბრიცა
- ნუ სულელობ, ეგ მეორედ აღარ გაივლო გულში. მაპატიე რომ განერვიულე, მაგრამ კიდევ გიმეორებ დაანებე ცუდზე ფიქრს თავი, მოდუნდი და დატკბი. ახლა შენთან ვარ და შენ ჩემი ხარ - ვნება მორეულმა ჩაილაპარაკა და ლანას გავარვარებული სხეული ისევ აიკრა.
კიდევ რამოდენიმე წუთი იწვნენ ჩუმად, მაგრამ მოულოდნელად ალექსანდრემ ამოილაპარაკა
- არ გინდა ცოლად გამომყვე? - ალექსანდრეს წინადადებამ დაარღვია მთელი ოთახის სიჩუმე და ლანას თავში გრიგალივით შეიჭრა.

ლანა კანდელაკი.

დილიდანვე თუ მობილურის ზარი აღვიძებს, ის დღე უკვე საშინლად იწყება.
ზმუილით მოავლო თვალი ოთახს, შემდეგ მაჯის საათს დახედა და უკმაყოფილოდ გადააქნია თავი.
- გისმენთ - ჯერ კიდევ ძილ ბურანში მყოფმა, თვალებ დახუჭულმა და უკმაყოფილომ უპასუხა
- ლანა გძინაავს? - მობილურში გაისმა მისთვის ნაცნობი ხმა, თვალები უმალ გაახილა და ტელეფონს დახედა, გაკვირვების მიზნით ტუჩები გადმოაბრუნა და სწრაფად გასცა პასუხი
- უკვე აღარ, ხო მშვიდობაა ლაშა?
- კი მშვიდობაა, როგორ ხარ? - ჰკითხა უფროსმა მხიარული ხმით
- კარგად, შენ როგორ ხარ? არამგონია მაინც და მაინც რვა საათზე ჩემს მოსაკითხად დაგერეკა - ჩაიცინა ტელეფონში და საწოლზე წამოჯდა.
არა უფროსთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, უბრალოდ მოსაკითხად რვა საათს არ შეარჩევდა, მითუმეტეს იცის რომ დასასვენებლადაა
- მშვიდობაა მაგრამ აუ ერთი თხოვნა მაქ მაგრად მერიდება მაგრამ შენს გარეშე არ გამოდის საქმე - მის პასუხს ლანას უჟმური სახე და ამოხვნეშა მოჰყვა
- რა ხდება? ოღონდ არ მითხ - სიტყვა ვერ დაასრულა
- იაპონელი ინვესტორები არიან, ახალი ქალაქის მშენებლობა დაასრულეს და სასწრაფოდ ივენთი სჭირდებათ წარსადგენად, საკმაოდ დიდ თანხას იხდიან, ჩვეულებრივზე სამჯერ მეტს. ავუხსენი რომ დასასვენებლად ხარ და შენს შეწუხებას აზრი არ აქვს, რომ ფულზე არ გაიყიდები - ფულის თემას ხაზი სიცილით გაუსვა - მაგრამ შენს გარეშე არაფერი არ უნდათ, მარტო შენს თავს ითხოვენ, სამჯერ მეტს იცოდე - გაიცინა ლაშამ და თან დარწმუნებული იყო, ლანა უარს ვერ იტყოდა
- აუ კარგით რაა, ადამიანები არ ხართ? სამი დღე ვერ მოიცდიან? სამ დღეში ჩამოვალ ისედაც, გთხოოვ ლაშა - მუდარა აღმოხდა ლანას
- აი ბავშვს გეფიცები თუ ყველაფერი არ გამეკეთებინოს მაგრამ არაო, დაჟე დღესვე უნდათ რომ დაიწყო მზადება. გეხვეწები ლანა მიშველე რა. თან სამჯერ მეტს იხდიან და უარი არ თქვა, გთხოვ - შეეხვეწა უფროსი ბავშვურად და ლანამაც თავი გვერდზე მომაკვდავი ძაღლივით გადააგდო
- კარგი კარგი, მოვემზადები და შუადღეს თბილისში ვიქნები როგორმე, დაგირეკავ რომ ჩამოვალ მაგრამ იცოდე როცა მომინდება მაშინ ავიღებ შვებულებას, ვირივით დავრბივარ აქეთ იქით და ათი დღე არ დამასვენეთ - ბრაზმორეულმა ჩაილაპარაკა
- ამდენ წუწუნს ახლა რომ ადგე და მოემზადო ურიგო არ იქნება, მადლობა შენ ჩემი გადამრჩენელი ხარ გაკოცე და წავედი, გელოდები მთელი დღე აქ ვარ, მეც მოგეხმარები ფართს ვაჩვენებ ამათ და მოკლედ დაგაზე და აქ მოდი პირდაპირ. შენი მონა ვარ ამიერიდან - მხიარულად ჩასძახა და გაუთიშა
'' მასხარა '' გაიფიქრა ლანამ სიცილით და საწოლიდან წამოდგა.
თავი მოიწესრიგა და სანაპიროზე გავიდა, ერთს გაიცურავებს და გადმოვა.
ვინ იცის კიდევ როდის ეღირსება შვებულება?!
სასტუმროში დაბრუნებულმა, ბარგის ჩალაგება დაიწყო.
გოგოებს დაურეკა და აცნობა ახალი ამბავი მაქვს, მოდითო.

- აუ კაი რაა, ჯერ იყო და ალექსანდრეს შეალიე ეს დღეები და ახლა კიდე მიდიხარ? რა უნამუსობაა პროსტა არ მესმის - გაბრაზებულმა იკივლა ირინკამ
- აუ ჩვენც წამოვალთ, რა ვაკეთოთ? - დაამატა დიანამ, რომელიც აშკარად ნაწყენი იყო ნაადრევი წასვლისგან
- რა უნდა აკეთო და ის რასაც აკეთებდი როცა მე ალექსანდრეს შევალიე დრო - მონოტონურად გაიმეორა ირინკას ნათქვამი და ენა გამოუყო - დარჩით თქვენ რატო უნდა წამოხვიდეთ? დაისვენეთ ისედაც რაღა დარჩა და რომ ჩამოხვალთ გნახავთ
- აუ შენ არ გეწყინება? - ბავშვივით გაუხარდა ირინკას
- არა გოგო რა უნდა მეწყინოს? უნდა ვიმუშავო და დავგეგმო ყველაფერი, დრო სად მექნება საერთოდ.
კიდევ რაღაცის თქმას აპირებდნენ გოგონები, რომ კარზე კაკუნი გაისმა.
კარებში ალექსანდრე შემოვიდა, გოგონებმა უცბად მიესალმეს, ლანას დაემშვიდობნენ და გავიდნენ.

საყვარელი ქალის მოფერებით გული რომ იჯერა, საწოლზე ჩამოჯდა და ბარგს დააკვირდა.
- რა ხდება ლანა? - ფანჯარასთან დადგა და სიგარეტს მოუკიდა
- სამსახურიდან დამირეკეს, უჩემოდ არაფერი გამოსდით და უნდა წავიდე, ხომ იცი მე რა ყოვლის შემძლე ვარ, სადაც არ ვარ იქ ყველაფერი ირღვევა - გაეცინა ლანას და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა.
ამ ბოლო დროს თავს საერთოდ აღარ თვლის რამეში დამნაშავედ, პირიქით ძალიან გათამამებულია ალექსანდრესთან, არც გრძნობების გამოვლენა უჭირს და თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს საყვარელი მამაკაცის გვერდით.
- კარგი ავიღებ ჩემს ნივთებს, შაკოს გავაფრთხილებ და წაგიყვან - ცხვირი ყელში გაუხახუნა და უკნიდან მიეხუტა
- აუ არა ალექს რა არ მინდა შენი შეწუხება, გთხოვ დარჩი რატომ უნდა დაკარგო დღეები ჩემს გამო? - გულწრფელად შეშფოთდა ლანა
- მერე უშენოდ რომ აქ დავრჩე, შენ არ იეჭვიანებ? - გამომცდელი მზერით დააკვირდა ქალს და ბინგო, ასიანში გაარტყა. სახეზე ალმური მოედო ლანას
- მაქვს საქმე საეჭვიანოდ? - მალევე მიუხვდა ალექსანდრეს და ვნებიანად ჩაილაპარაკა, ხელები ნაზად აათამაშა მის სხეულზე და პერანგის ღილები ოდნავ შეუხსნა.
- პატარა მაიმუნი ხაარ - ჩაილაპარაკა ვნებამორეულმა და საყვარელი ქალის ყელს წაწვდა.
სიცილით მოიშორა ლანამ ალექსანდრე და ცხვირზე წაეთამაშა. თან ანიშნა მაგვიანდებაო
- მიდი ჩალაგდი და წავიდეთ. - უთხრა და გასვლა დააპირა - რაც შეეხება შენს კითხვას, საეჭვიანო არაფერი გაქვს, მთლიანად შენი ვარ - ჩაიილაპარაკა და სახელურს წაწვდა
- ალექსანდრე - დაუძახა ჩუმად, მამაკაციც შედგა და უკან მხოლოდ თავი მოატრიალა
- მიყვარხარ ძალიან - ტუჩებით კოცნა გაუგზავნა და გაიკრიჭა
- მეც მიყვარხარ მომავალო მეუღლევ - სერიოზული სახით ჩაილაპარაკა და გაუჩინარდა.

_____________________

მიუხედავად იმისა, რომ ლანა წინააღმდეგი იყო, მაინც მოახერხა ალექსანდრემ მისი დათანხმება და თბილისის გზას გაუდგნენ. მთელი გზა ელაპარაკებოდა თავის ისტორიებზე მაგრამ გრძნობდა რომ ალექსანდრე რაღაცნაირად მოღუშული იყო
- რა გჭირს? - ჰკითხა და ხელის ზურგი ლოყაზე გაუსვა
- ჩემს წინადადებაზე არც დაფიქრებულხარ არა? - კითხა ქალს ირონიულად
- ვიფიქრე მაგრამ მინდა ყველაფერი ოფიციალურად მოხდეს, მარტო ჩემზე არ არის გადაწყვეტილება, ჩვენს უკან ჩვენი მშობლები და ახლობლები დგანან - ალექსანდრეს რეაქციას დააკვირდა, მამაკაცმა მობეზრებულად გადააქნია თავი - ალექსანდრე მე შენ ძალიან მიყვარხარ, რა თქმა უნდა მინდა რომ შენი ცოლი ვიყო, გვყავდეს შვილები და ვიყოთ ერთად, ზღაპრულად. გვქონდეს ბედნიერი დღეები როგორც აქ, უკან - ხელით ანიშნა ბათუმზე - უბრალოდ ნაადრევი გადაწყვეტილება არ მინდა მივიღოთ, არ მინდა ჩემებს ან შენებს გული დასწყდეთ, გავაკეთოთ ოფიციალურად ყველაფერი, ჩვენ ერთმანეთი ისედაც გვიყვარს და მაინც ერთად ვიქნებით, ვიღაც კი რატომ უნდა დავტოვოთ ნაწყენი? ასე რომ დაფიქრდი და დამიჯერე, თან მზად ხარ ჩემი გამუდმებული წუწუნი აიტანო და ჩემი საშინელი ხასიათი შეისისხლხორცო? - გაეცინა და მამაკაცის ხელს ნაზად შეეხო ბაგეებით
- მე შენი ხასიათიდან დაწყებული, შენი ხალით დამთავრებული ყველაფერი მიყვარს. კარგი იყოს როგორც შენ გინდა მაგრამ მალევე მოვაბათ რა თავი - ჩაილაპარაკა პატარა ბავშვივით.
თბილისში ჩასვლამდე ბევრ თემაზე ისაუბრეს, ალექსანდრეც მოხასიათდა, დარწმუნდა, რომ ქალი არა მხოლოდ უაღრესად კეთილი ბუნების იყო, არამედ ანგარიშიანიც. უფრო დააფასა მისი თავდადება და მოთმინება. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლიათ ახლავე დაიწყონ ერთიანი თანაცხოვრება, მაინც სცემს პატივს საკუთარ და ალექსანდრეს მშობლებსაც.
გზა და გზა ერთმანეთს ეფერებოდნენ და სიყვარულ ჩამდგარი თვალებით უყურებდნენ.

- ალექს, - ჩაილაპარაკა ლანამ მოულოდნელად - შენი აზრით რა ფერია სიყვარული?
- ფერი? - გაიკვირვა მამაკაცმა
- ხო, აი ყველაფერს ხომ რაღაც ფერი აქვს, ხოდა სიყვარული რა ფერია შენი აზრით? - ფანჯარაში გაიხედა და თვალები მინაბა
- მწვანე ალბათ - გაეცინა ალექსანდრეს - შენ რას ფიქრობ?
- სიყვარული ყველა ფერია! - პასუხობს ღიმილით. - სიყვარულს შეუძლია სიბრაზე, რაც ჩემი აზრით ნარინჯისფერია, სევდა როგორც ნაცრისფერი, ბედნიერება როგორც იისფერი, მოულოდნელობა როგორც მწვანე. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ იისფერია. სიყვარული ბედნიერება და დაუგეგმავი თავგადასავალია.
- ჭკუიდან რომ გადაგყავარ და მაგიჟებ მითქვამს? - გრძნობით გამსჭვალულმა გადახედა ლანას და თითები დაუკოცნა
- კი გითქვამს, გზას უყურე - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა - ჩემს საყურებლად დრო მთელი ცხოვრება გექნება

თბილისში ჩასვლამდე ლანას ათჯერ მაინც ჩაეძინა და ალექსანდრემ ათივეჯერ გააღვიძა. არ შემიძლია უშენოდ და რა გავაკეთოვო. ლანაც მხიარული ხვდებოდა მამაკაცის პასუხებს და მთელი გზის მანძილზე არ აწყენდა.
სახლში შესვლის დრო არ ჰქონია, პირდაპირ სამსახურში დაატოვებინა თავი. ალექსანდრეც შეპირდა ცოტას გამოვიძინებ, მანამდე შენ იმუშავე და საღამოს გნახავ აუცილებლადო.

- ღმერთო რა ბედნიერებაა შენი ნახვა - მართლაც ბედნიერმა ჩაილაპარაკა ლაშამ და ქალი ისე ჩაიხუტა, ძვლების ხმაც კი გაიგო
- უჩემოდ ვერაფერს აკეთებ ჰო? - გაიკრიჭა ლანა და მაგიდას მიუჯდა

ლაშამ აჩვენა არჩეული ფართები, აუხსნა რომ უმეტესი საქმე მოგვარებული იყო.
ლანაც მთელი საღამო კმაყოფილი აკეთებდა ყველაფერს, რადგან ძირითადი და მოსაბეზრებელი ლაშას უკვე გაკეთებული ჰქონდა, თვითონ ისღა დარჩენოდა მარტივით დამტკბარიყო და სიამოვნება მიეღო.

საღამოს როგორც შეპირდა ალექსანდრემ დაურეკა.
- მინდოდა დარეკვა მაგრამ ვიცოდი დაღლილი იქნებოდი, რას შვრები? - ბედნიერმა ჩაილაპარაკა და წასასვლელად მოემზადა
- შენი სამსახურის ქვემოთ ვარ და შენ გელოდები, შენი ფანჯრიდან შუქი ჩაქრა ანუ გამოდიხარ. - იგრძნო როგორ ეღიმებოდა ალექსანდრეს და სიამოვნებისგან გააჟრიალა.
გიჟივით გავარდა შენობიდან და მანქანაზე მიყუდებულ ალექსანდრეს მთელი სხეულით აეკრო.
- ასე ძალიან მოგენატრე? - კითხა მამაკაცმა და მონატრებული ქალის სხეული უფრო ჩაიკრა
- ძალიან, უზომოდ, ულიმიტოდ - გაკრეჭილმა ამოიყვირა და მანქანაში შეხტა
- ოხ, მერე ეგ კარგია, ესე იგი საერთოდ ვეღარ ძლებ უჩემოდ - ნაზად წაეთამაშა ქალის თითებს - სად მივდივართ?
- სახლში წავიდეთ, ხომ დარჩები? - საკუთარმა კითხვამ შეაცბუნა, როდის მოასწრო ასე უპირობოთ წამოყრანტალება რაღაცების ვერ მიხვდა
- ჩემი მდგომარეობით სარგებლობ და სახლში გინდა შემიტყუო ხო? - კითხა ალექსანდრემ და ხმამაღლა გადაიხარხარა.
- დიახ, მინდა რომ ძალიან ძალიან შეგაცდინო - ვნება მორეული ხმით ჩაილაპარაკა ლანამ და ალექსანდრეს თითი ტუჩებთან მიიტანა.
- რა ცუღლუტი ქმნილება ხარ.

სახლში შესვლისთანავე შუქის ანთებაც არ დასცალდა ლანას, როცა იგრძნო როგორ დაეტაკა ალექსი მის სხეულს.
ტანსაცმელს გიჟივით ხდიდნენ ერთმანეთს, თან საძინებლისკენ მიდიოდნენ.
წამებში ააფრიალა ქალის შიშველი სხეული და ფეხები წელზე შემოიდო. საჯდომზე ხელი ძლიერად მოუჭირა და იგრძნო როგორ შეხტა ლანას სხეული სიამოვნებისგან.
საწოლზე ველურივით გადააწვინა, ზემოდან მოექცა და ქალის მკერდს ხარბად დაეწაფა. იგრძნო როგორ დაეჭიმა ლანას სხეული და მთლიანად მოემზადა სიამოვნებისთვის. ლანას გათამამებული ქცევა უფრო აგიჟებდა ალექსანდრეს, თავი ვეღარ შეიკავა და ყველანაირი სინაზე ჯანდაბაში მოისროლა. ახლა მხოლოდ დაუოკებელი სურვილი ჰქონდა საყვარელი ქალის მოფერების და მასში ნებივრობის.
რამოდენიმე წუთში ოთახში ორი ადამიანის ხმამაღალი ხვნეშისა და სუნთქვის ხმა ისმოდა. დაღლილებს კი ერთმანეთზე ჩახუტებულებს მალევე ჩაეძინათ.

მთელი სამი დღე მუშაობდა ლანა და საღამოს შესავლების გარეშე ალექსანდრესთან სიამოვნების მორევში შესვლით აგვირგვინებდა.
შემდეგ სიამოვნებისგან მიბნედილებს ერთმანეთზე ჩახუტებულებსა და ახლართულებს ეძინებოდათ.
იაპონელები აღფრთოვანებულები დარჩნენ ლანას გემოვნებით და სერიოზულობით.
ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს, შემდეგ ბარათი 5 ციფრიანი თანხით შეუვსეს და რა თქმა უნდა პირველი ორი მოსაწვევიც ლანას აჩუქეს.
რადგან ორი დღე კიდევ ჰქონდა გადაწყვიტა ერთი დღე შოპინგისთვის მიეძღვნა, მეორე კი ალექსანდრესთვის.
ივენთისთვის ძალიან ლამაზი კაბა შეარჩია. ფეხთან ჩახსნილი და წელ მოხსნილი. რადგან ფორმები საშუალებას აძლევდა ყველანაირი სტილი გაელამაზებინა, კაბაც ისეთი იყიდა, ყველას თვალი მასზე რომ დარჩენოდა.
კმაყოფილი დარჩა საკუთარი არჩევნით და ნამუშევრით.

- ლანა დავიგვიანებთ და ხომ არ გინდა მერე თქვან რა არაპუნქტუალურიაო? - ჩაილაპარაკა ალექსანდრემ და სიგარეტს მოუკიდა.
მოულოდნელობისგან პირი გააღო და სიგარეტი ფანჯრიდან ისროლა. აჩქარებული ნაბიჯით წავიდა ქალისკენ და წამებში მკლავებში მოიქცია.
- კარგია რომ ამ კაბაში არ მინახიხარ აქამდე, თორემ წამებში განადგურდებოდა - ვნებამორეულმა ჩაილაპარაკა და ქალის ტუჩებს დაეწაფა.
- მოგწონს? - გრძნობები დაიოკა ლანამ და მამაკაცის ტუჩებისგან თავი გაითავისუფლა
- მიყვარს. გიხდება, ლამაზი კი არა ულამაზესი ხარ. თან იმდენად სექსუალური, არ ვიცი თავს როგორ შევიკავებ
- რამოდენიმე საათი შეიკავე და ღამით თუ გინდა სადარბაზოშივე გაანადგურე - გაეცინა ლანას და საპასუხოდ მხოლოდ უკანალზე მსუბუქი წამორტყმა მიიღო.

მთელი ივენთის განმავლობაში ყველა აქებდა და ადიდებდა ლანას.
ყველა კმაყოფილი იყო, ლანაც გაკრეჭილი და ნასიამოვნები მადლობებს იხდიდა.
ბევრი სერიოზული კომპანიისგან მიიღო შეთავაზება, თუმცა საბოლოოდ მაინც ყველას უხსნიდა, რომ მისთვის მთავარი იყო ლაშა და ასე ვერ მოექცეოდა.
ალექსანდრე კმაყოფილი ადევნებდა თვალს საყვარელ ქალს და გულში ღმერთს ათას მადლობას სწირავდა.
არ შემცდარა არჩევანში! ლანა იყო გენიალური ქალი! სწორედ ისეთი, როგორიც ალექსანდრეს შეეფერებოდა.
უხაროდა ქალის თითოეული წარმატება.
საღამოს სახლში დაბრუნებულებმა რა თქმა უნდა სიყვარულით აღნიშნეს წარმატება, კაბა არ გახეულა და არ დაზიანებულა თუმცა ბევრიც არ ეკლდა მის განადგურებას.

ლანამ მალევე მიიღო ახალი შეთავაზება, ალექსანდრეც დაუბრუნდა სამსახურს. გოგონებიც ჩამოვიდნენ, შაკო დარჩა რადგან ვიღაც გოგოსთან საზაფხულო რომანით იყო დაკავებული.
ყველაფერი იმდენად ბედნიერად მიდიოდა, ლანას წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ მალე რადიკალურად შეიცვლებოდა სიტუაცია.

სამსახურიდან გამოსვლისას, ალექსანდრე რა თქმა უნდა დახვდა და ერთმანეთს ისე მიეწებნენ, დანითაც ვერ გაჭრიდით.
გადაწყვიტეს კლუბში წასულიყვნენ, გოგოები უკვე ელოდებოდნენ ამიტომ გეზი პირდაპირ დანიშნულების ადგილამდე აიღეს.
შენობაში ხელგადახვეულები შევიდნენ, ირინკა და დიანა რა თქმა უნდა უკმაყოფილოდ წუწუნებდნენ, თქვენ სულ როგორ უნდა აგვიანებდეთო.
მთელი საღამო ერთობოდნენ, შეამჩნია, რომ ალექსანდრეს ერთი და იგივე უცხო ნომერი ურეკავდა, შეწუხებულმა მამაკაცმაც ბოდიში მოიხადა და გარეთ გავიდა.
ლანა ბართან სასმელის მოსატანად მივიდა და თან მეგობარი ბარმენიც მოინახულა მარტომ.
- მიხარია, რომ შერიგდით - მოულოდნელად წამოროშა ბარმენმაც და ლანას ღიმილნარევ გაკვირვებულ სახეს წააწყდა
- რაო? ვერ გავიგე - მართლა დაიბნა ლანამ.
ბარმენმა ჩათვალა, რომ ელექტრონული მუსიკისა და ხმაურის ფონზე ვერ გაიგო მისი ნათქვამი და უფრო ხმამაღლა ყურთან გაუმეორა
- მიხარია, რომ შერიგდით მეთქი. ეგ ხო ის ტიპია გაჩას ივენთზე რო იყავით ერთად, ეგეც მაგარია, ეთქვა რომ შეყვარებულები იყავით რაღას მიმალავდა რა - ჩაიცინა ბარმენმა და გულწრფელად გაუხარდა მათი ამბავი.
ლანას სახეზე ათასი ფერი ერთად დაედო.
მომენტალურად დაეხვა თავბრუ და თითქოს ურო ჩაარტყეს თავში, ყველანაირი ფიქრი აერია. გული გამალებით უცემდა, სადაც იყო უნდა გამსკდარიყო.
- რას.. რასამბობ, რა გაჩას, პირველად მაშინ ვიყავით ერთად, კლასიკური მუსიკა რომ ჩართეს და ვიცეკვეთ - დენდარტყმულმა წამოროშა ლანამ და სცადა მოწოლილი სიბრაზე დაემალა
- შენ გოგო მე მადებილებ თუ რა გჭირს, გაჩასთან მეთქი, რო იცეკვეთ მაშინაც ეგ იყო მთელი საღამო რო დაექსტაზებულები და დაბოლილები იყავით სასტავი, გადამრევთ, რა ფხიზელი მე ვარ და მე მაბოლებთ - გაბრაზდა ბარმენი, წარმოდგენა არ ჰქონდა რას ლაპარაკობდა ლანა.
- დარწმუნებული ხარ რომ ეგ ტიპი იყო? - ცრემლებამდე მისულმა ჩაილაპარაკა ლანამ და მუშტი შეკრა
- კი ასიანი, დაჟე მერე იყო მოსული და გეძებდა, მეგონა იცოდი შენ, აუ არადა გამაფრთხილა არ თქვაო. შენ გელოდებოდა ხოლმე სულ აქ სანამ არ გამოჩნდი. იმ ღამის მერე ხო არ მოდიოდი შენ ხოდა ყოველ საღამოს აქ იყო და გელოდებოდა რა, რავიცი მე მინდოდა მომელოცა და ვერ გავიგე რა ხდება - ჩაილაპარაკა და მომენტალურად ინანა, როგორც კი ლანას სახეს წააწყდა.

ლანა ლამის მოკვდა.
უსიამოვნო ტკივილი და ღებინების შეგრძნება მთლიანად მოედო მის ტანს.
ლასლასით მივიდა გოგოებთან, ჩანთა და ტელეფონი აიღო და ხმა გამწყდარი, სრულიად შეცვლილმა ჩაილაპარაკა
- მივდივარ - თან კარებში შემოსული ალექსანდრე დალანდა - იცოდე უკან არ გამომყვეთ
- რა ხდება მშვიდობაა? - ფეხზე წამოდგა ირინკა
- ეგ ამ ნაბიჭ*არს კითხეთ - ბრაზმორეულმა წამოიყვირა რომ ალექსანდრეს კარგად გაეგო. მამაკაცის გაცოფებულმა მზერამ ყველაფერი ნათელი გახადა, ლანა გაგიჟებული გავარდა კლუბიდან. გოგოები კი გაოგნებულები იდგნენ და ვერც გაეგოთ რა მოხდა.
- ალექსანდრე რა ხდება? ბარმენს ელაპარაკებოდა და უცბად...- სიტყვის დასრულება არ დასცალდა დიანას
ალექსანდრეც ზუსტად მიხვდა რაც მოხდა
- მე ვარ ის ტიპი ვის გამოც ასეთ დღეში იყო მთელი ეს თვეები - ყველაფერს ნათელი მოჰფინა ალექსანდრემ და მშვიდი ნაბიჯებით გავიდა გასასვლელისკენ.

ადამიანები, რომელთაც ერთმანეთი უყვართ, ყოველთვის ტანჯავენ ერთმანეთს. (აკუტაგავა რიუნოსკოე)

ალბათ სჯობდა სიმართლე ეთქვა, თუმცა ამასაც გამბედაობა უნდა.
რა თქმა უნდა ლანასთვის უფრო მარტივი იქნებოდა ეპატიებინა მაშინ როდესაც სიმართლეს ალექსანდრესგან მოისმენდა. თუმცა ხანდახან ადამიანებს ჰგონიათ, რომ ტკბილი და შელამაზებული ტყუილით სიცოცხლეს უკეთესს ხდიან.
ალექსნდრესაც სწორედ ეს აიმედებდა, რა თქმა უნდა ბარმენზე არ ყოფილა ნაწყენი, მან ეს მოულოდნელად გააკეთა. დაისაჯა იმისთვის, რომ გეგმას გადაუხვია.
ხედავდა როგორ სტკიოდა საყვარელ ქალს მისი წარსული შეცდომა, თუმცა მაინც არ ეუბნებოდა სიმართლეს. არადა რა მარტივი იქნებოდა ყველაფერი, მივიდოდა აუხსნიდა და ისიც შეიძლება უფრო ბედნიერი ყოფილიყო ალექსანდრეს ამ სიმამაცით.
სიმართლის თქმა სიმამაცეა, დიახ მეგობრებო. მართალი ადამიანი ყოველთვის მეტად ფასობს.

ალექსანდრე დევდარიანი

- ცხოვრებაში ყველა ადამიანს აქვს თითო შანსი.
გახდეს მილიონერი, იყოს ბედნიერი, ჰქონდეს წინსვლა და ასე შემდეგ.
მთავარია ზუსტად დაიჭირო წამი და შემდეგ ცხოვრება იმ მთაზე აგიყვანს, საიდანაც ჩამოსვლა აღარ მოგინდება.
- შენ რომელი გამოიყენე?
ირონია იგრძნობა მოსაუბრის ხმაში, ზუსტად იცის რა პასუხსაც მოისმენს.
ადამიანის ბუნება ხომ ასეთი უჩვეულოა, მაინც უნდა იმ ადგილს დაუბრუნდეს, რაც უკვე დიდი ხნის წინ გაიარა.
წუთიერი პაუზის შემდეგ, რომელიც წუთად კი არა საუკუნედ უფრო გაიწელა ორივესთვის, როგორც იქნა ხმა ამოიღო.
- მე ვერცერთი.
- რამდენი ხანია არ გინახავს? - ეკითხება და ღრმა ნაფაზს არტყამს.
- ორი თვე, 11 დღე და - მომენტალურად გახედა საათს - 5 საათი
- მერე რას აპირებ? - ნერვიულობა ეტყობა შაკოს ხმაზე, განიცდის მეგობრის ამ მდგომარეობას.
- არაფერს, რა აზრი აქვს რამის გაკეთებას და ახსნას? შევპირდი რომ არასდროს მოვატყუებდი და არც მივატოვებდი, მე კიდე პრო#ულად მოვიქეცი და ორივე გავაკეთე - ჩაილაპარაკა და არაყი ბოთლიდან მოიყუდა.
- საერთოდ გებულობ მის ამბებს?
- არა, რამდენჯერმე შორიდან ვუყურებდი, ადამიანს აღარ გავს, სამსახურში იშვიათად დადის და ძირითადად სულ სახლშია.
- მერე არ ფიქრობ რომ შეცდომა უნდა გამოასწორო? - მომენტალურად ეკვრება მუშტები
- არა, კარგად ვარ ასეც - ირონიულად მოიტყუა და სასმელი ისევ მოიყუდა.
შაკო, რომელიც ამ დროის მანძილზე ეკლებზე იჯდა და ძმაკაცის დეპრესიულ გამოსვლას უსმენდა, წამოხტა და ალექსანდრეს პერანგის საყელოში სწვდა
- თავს ნუ ინადგურებ და იმ გოგოსაც ნუ ანადგურებ, შენ საქციელს ბო$ობა და ყ$%ეობა ქვია, დაელაპარაკე იქნებ სულაც გპატიობს, შენი უთქმელობით ისედაც ბევრს კარგავ, ერთხელ მიქარე რაც გააკეთე, მე შენ გაფრთხილებდი, ახლა კაცურად მოიქეცი, ადექი და მოიქეცი ისე როგორც შეგეფერება ბლიად, მორჩი ამ ქვითინს და დაელაპარაკე - გაბრაზებულმა შეუშვა ხელი და ადგილი დატოვა.

____________________

ლანა კანდელაკი

ასე
თენდება
დღეები
ჩვენთან,
და ღამეს
დილა
უდგას
თავდებად,
შენი
წასვლის
დროს,
ტკივილი
რჩება,
ჩემში
რომელიც
აღარ
მთავრდება.
(დ.გრძელიშვილი)

- არ გამოჩენილა არა? - ნაზად დაუსვა სახეზე ხელი ირინკამ და ლანაც მის მუხლებზე უფრო კომფორტულად მოთავსდა
- არა - უკვე ატირებულმა ჩაილაპარაკა, აღარც საუბრის თავი ჰქონდა და აღარც ტირილის - არც კი უცდია, არც აუხსნია, ალბათ არ იყო ეს გრძნობა ნამდვილი.
- გაჩერდი რა გთხოვ - გაბრაზდა დიანა - რას ნიშნავს არ იყო ნამდვილი? უჭირს მასაც და იცის შენი ხასიათი.
- რომ დაბრუნდეს აპატიებ? - ჩაეკითხა ირინკა და ღმერთმა იცის მერამდენე დამამშვიდებელი გაუწოდა
- არ ვიცი იცი?! რომ მოსულიყო და რამე მაინც ეთქვა, ოდნავ მწუხარება რომ დატყობოდა, ვაპატიებდი, აუცილებლად ვაპატიებდი, მაგრამ ახლა? ახლა არ ვიცი, ორი თვე გაძლო უჩემოდ, ხოდა მეც მალე გამოვალ ამ მდგომარეობიდან.
- ადექი და შენ დაელაპარაკე, კითხე ასე რატომ მოიქცა და საეერთოდ რა ხდება - საკუთარი იდეით აღტაცებულმა შეაპარა ლანას ნათქვამი
- არ უნდა ტიპს და შევეხვეწო? არ ჩნდება, არ უნდა ურთიერთობა - ბრაზობდა ლანა და თან ტიროდა
- ვაიმე, იმიტომ რომ იცის არ აპატიებ - მაინც იცავდა ირინკა ალექსანდრეს
- ირა რებს მეუბნები? არც უნდა ეცადა? დალაპარაკება არ უნდა ეცადა და ვსო ასე უნდა დაეკიდებინა? - ყელში ამოუვიდა გოგოების ლაპარაკი და უაზრო წამოროშვები

გოგონებიც მიხვდნენ რომ მასთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა.

დღეები ჩვეულებრივად გადიოდა, ლანაც აღარ აბეზრებდა გოგოებს ალექსანდრეზე ლაპარაკით თავს და მხოლოდ ღამ-ღამობით ტიროდა.
შეიცვალა, ვეღარ ხალისობდა ისე და ხვდებოდა, რომ აკლდა ალექსანდრე.
თუმცა ძალიან გაბრაზებული იყო.
როგორ შეეძლო ორი თვე ასე დაეტოვებინა ყველაფერი, აუხსნელად?! ეს ხომ ტრაგიკულია.
სამსახურშიც საკმაოდ დიდი წარმატება ჰქონდა, ყოველ დღე ახალი პროექტები შედიოდა და საფიქრად დრო აღარ რჩებოდა. დამატებით საათებს მუშაობდა, არ უნდოდა მარტო დარჩენა დიდ ხანს. სამსახურის მერე გოგოებთან ერთად ერთობოდა ან ძირითადად სულ მუშაობდა. რამოდენიმეჯერ მოეჩვენა თითქოს ალექსანდრე აკვირდებოდა, თუმცა ფიქრები უკუაგდო. ალექსანდრე ის ტიპი არ არის, შორიდან უყურებდეს. ბოლომდე მაინც არ ჰქონდა იმედი დაკარგული, ალექსანდრე აუცილებლად მივიდოდა და ყველაფერს აუხსნიდა. ან იქნებ სადმე შეხვედროდნენ ერთმანეთს, თბილისი ხომ ასეთი პატარაა. ან იქნებ სულაც წავიდა?! საკუთარი ფიქრები ტანჯავდნენ ლანას!

_______________

სამსახურიდან გვიან გამოვიდა ლანა, დიდხანს იყოყმანა წასულიყო თუ არა გოგოებთან ერთად, ბოლოს მაინც ცხელი შხაპი და თბილი საწოლი ამჯობინა.
- დი, მე სახლში ავალ პირდპაირ, დავიღალე და თან ხვალ ადრე უნდა ავდგე - ენერგია გამოცლილმა ჩააბარა აღსარება დიანას
- აუ ამ ბოლო დროს სულ მუშაობ, ჩვენც ვარსებობთ. კაი დაისვენე და შენი წუწუნი აღარ გავიგო - უკმაყოფილოდ გაუთიშა ტელეფონი.
სახლში ლასლასით ავიდა, კურტკა საკიდზე დაკიდა, ტანსაცმელი ლამაზად დაკეცა და სააბაზანოში შევიდა.
იქამდე იჯდა შპახის ქვეშ, სანამ სხეული არ დაუსკდა და არ დაურბილდა.
ერთი ორჯერ ლამის ჩაეძინა, წყლის წვეთები მომენტალურად რომ არ დასცემოდა სახეზე.
მიხვდა, რომ საწოლში ძილი ერჩივნა და ხალათი მოცვა.
მისაღებში გასვლისთანავე შეამჩნია ჩამქრალი შუქი, არადა ახსოვს ანთებული დატოვა. უცბად შიშმა აიტანა, რა თქმა უნდა პარანორმალური მოვლენების არ ჯერა მაგრამ მომენტალურად დაპანიკდა. შემდეგ დამშვიდდა და იფიქრა ალბათ ნათურა გადაიწვაო, ჩამრთველთან მივიდა და ნელა აკრა ხელი.
უკან შემობრუნებული ისე შეხტა, კარებს აეკრო.
- შენი შეშინება არ მინდოდა - ჩაილაპარაკა ალექსანდრემ ისე, რომ ლანასთვის თვალი არ მოუშორებია.
- როგორ შემოხვედი? - კითხა გაფითრებულმა და სრულიად წაშლილმა.
- კარი ღია დაგრჩა, უნდა შეამოწმო ხოლმე - არც წამომდგარა ფეხზე და თვალი სივრცეს გაუსწორა
- რას აკეთებ აქ? - ცრემლები ახრჩობს
- მენატრებოდი და მოვედი - ჩაილაპარაკა სრულიად უემოციომ
- ერთი სიტყვა არ მჯერა შენი, სულ ტყუილად მოხვედი - სიტყვის თქმა არ აცადა ალექსანდრემ ისე მოიქცია მონატრებული ქალის სახე ხელებში და ტუჩებზე გაშმაგებით დააცხრა. ლანასთვის იმდენად მოულოდნელი იყო ყველაფერი, ლოყებზე ცრემლები სიმწრისგან ჩამოუვიდა თუ ბედნიერებისგან, ვერ გაერკვა, მომენტალურად აყვა კოცნაში.
ტუჩებიდან ყელზე გადავიდა ალექსანდრე და ქალის სხეულს ისე მოშორდა, ლანა ჯერ კიდევ თვალდახუჭული და გაწითლებული ლოყებით იდგა.
- ესეიგი შენც გენატრებოდი - ჩაილაპარაკა დამთბარი ხმით და ადგილს დაუბრუნდა.
ლანას უნდოდა ხმა ამოეღო მაგრამ ვერ შეძლო.
მომენტალურად ჩაიმუხლა და კარებს ზურგით მიეყრდნო, ხელები ისე მოკუმა, ფრჩხილები კანში ჩაესო. თავი მუხლებზე დააჭირა და ჩუმი ტირილი დაიწყო.
- დამშვიდდი, ნუ ტირი გთხოვ - ამშვიდებდა ალექსანდრე და თან ქალის სხეულს იკრავდა ძლიერად.
რამოდენიმე წუთი უხმოდ ისხდნენ, თუმცა ლანას სიბრაზე შემოაწვა და ფეხზე აფრინდა.
- რა გინდა ალექსანდრე? რატომ მოხვედი აქ? - თითქმის კივილზე გადავიდა
- ხომ გითხარი, მომენატრე და მოვედი თქო - ტონს არ იცვლიდა მამაკაცი, ლანა კი მის სიმშვიდეზე ცუდად რეაგირებდა
- ისე ნუ იქცევი თითქოს ბოლოს გუშინ გნახე და არაფერი მომხდარა ჩვენს შორის - სიბრაზემ ყელში მოუჭირა და ბოღმა თვალებიდან ჩამოვიდა.
- მეც მიჭირდა უშენოდ, მინდოდა დრო გქონოდა რომ გეფიქრა, მაშინ დალაპარაკებას აზრი არ ქონდა. - მშვიდი ტონით გააკეთა განცხადება
- შენ.. შენ ხომ მითხარი და დამპირდი, არ მოგატყუებო? რატომ დამიმალე სიმართლე? საერთოდ რა მოხდა? - ალექსანდრეს სიმშვიდე ლანასაც გადაედო და მამაკაცის პირისპირ დაჯდა.
- ახლა ყველაფერს მოგიყვები, მშვიდად მომისმენ და დასკვნას გამოიტან კარგი? - ქალმა თავი დაუქნია და ალექსანდრეც მოყოლას შეუდგა - იმ ღამის დეტალების განხილვა არ მინდა, მეც კაიფში ვიყავი და ვწუხვარ რაც მოხდა, მაგრამ იმხელა შთაბეჭდილება მოახდინე ჩემში შენი სილამაზით და საერთოდ ყველაფრით, არ შემეძლო გაჩერება. მერე გადავწყვიტე მეპოვნე რომ სიმართლე მეთქვა და ვიღაც სი%ი არ გგონებოდი, მაგრამ რომ გიყურებდი ასეთ დღეში იყავი, ვერ შევძელი გაიგე? მაქსიმალურად ვწევდი დროს და საბოლოოდ ვთქვი რომ არ გეტყოდი არაფერს, ასე უკეთესად იყავი, თვალებში ბედნიერების ნაპერწკალი გქონდა, თან მეშინოდა შენი დაკარგვის იმიტომ რომ შემიყვარდი, მიყვარხარ და შენს გარეშე არაფერი არ არსებობს. გული მეთუთქებოდა შენი შემყურე მაგრამ ვფიქრობდი, ჩემთან კარგად იქნებოდი, ყველაფერს გამოვასწორებდი. მეგონა სწორად ვიქცეოდი. მაპატიე გთხოვ, ჩემთვის შენი ტკივილის სააშკარაოზე გამოტანა არ მინდოდა, გეხვეწები შემიბრალე და არ მომექცე ამაზე უარესად - მამაკაცი ლამის ატირდა, იგრძნობოდა მის ნათქვამში სიმართლე, მთელი სხეულით ცახცახებდა და თან უზომოდ ბედნიერი იყო ლანას ნახვით.
- შენ რომ სიმართლე გეთქვა, შენი პირით რომ გეთქვა, ღმერთო რა კარგი იქნებოდა! - ამოილაპარაკა მომტირალის ხმით - იცოდი როგორ მიჭირდა და მაინც მალავდი სიმართლეს, ან ეს ორი თვე რა გულმა გაგიძლო რომ ერთხელ არ მოხვედი? ნეტავ გენახე რა დღეში ვიყავი, ნეტავ გენახე - ლაპარაკობდა და თან ტიროდა.
- ვიცი, ხშირად გიყურებდი, უბრალოდ მინდოდა გეფიქრა, ვიცი რომ არამზადასავით მოვიქეცი მაგრამ არ მომიტყუებიხარ, მთელი გულით მიყვარხარ, ორი თვე საკმაოდ მძიმედ გადავიტანე, სულ ვსვამდი და ვცდილობდი არ მეფიქრა მაგრამ ყველა ფიქრი გაუაზრებლად თუ გააზრებულად შენთან მოდიოდა - ლანას წინ ჩაიმუხლა და ცერა თითით ცრემლი მოწმინდა, ლანას სახეს თითქოს სიცოცხლის ელფერი მომატებოდა - არ მინდა შენი გაშვება, არ შემიძლია უშენოდ, გეხვეწები მაპატიე, ვიცი რომ ყველაფერს ვიმსახურებ მაგრამ უშენობით არ დამსაჯო, ნუ დაისჯი თავს შენც. - ჩაილაპარაკა ქალის წინ ტირილამდე მისულმა ალექსანდრემ.

რამოდენიმე წუთი ისევ ჩუმად ისხდნენ, სახეზე ცრემლები შეშრობოდა ლანას.
სიმწარეს მაგრამ მაინც სიყვარულს გრძნობდა. რა სულელი ორგანოა გული!

- არ შემიძლია, ასე არ შემიძლია - სახე ისევ სატირლად დაბრიცა.
- გუშინ უშენობით მოვიწყინე,
მერე თეთრ ღამეებს მოვემატე.
აღარ ვიკამათოთ... მომისმინე...
უკვე უსაშველოდ მომენატრე.
როგორ მოწყენილი საღამოა,
რაღაც საწყალი და სევდისფერი.
წავა სიყვარული, აღარ მოვა,
მერე სინანული ვერ გვიშველის.
ჰოდა, სიყვარულსაც უნდა შველა,
ჰოდა, მეც ყოველდღე გინახულებ.
შენ არ მოიწყინო ჩემო ყველავ,
შენთვის ზამთარშიც კი ვიზაფხულებ

ტირილით უსმენდა მამაკაცს და საოცრად უჭირდა მასთან ასე ახლოს და ამავდროულად ასე შორს ყოფნა.
ალექსანდრე წასასვლელად მოემზადა, უკან ნელა დაიხია და ქალს შუბლზე ცხელი ტუჩები მიაკრა. შემდეგ კარები ნელა გააღო და სივრცეში გაუჩინარდა.
ლანა ხვდებოდა, რომ ეს ბოლო იყო!
ზუსტად იცოდა ან ეს შანსი უნდა გამოეყენებინა ან ყველაფერს წერტილი აქ დაესმებოდა.
გული მაინც სიხარულით ქონდა სავსე, რადგან ალექსანდრეს შეეძლო საერთოდ არ მოეძებნა ლანა და ერთჯერად სექ$ად აღექვა ყველაფერი.
მომენტალურად გაიაზრე ყველაფერი.
გულმა რამოდენიმე დარტყმა გამოტოვა. საკუთარი სისხლის მოძრაობაც კი გაიგო ყურებში, აეწვა ყველა ის ადგილი სადაც ოდესმე მამაკაცი შეხებია.
თითქოს არტერია გაუსკდა და სისხლი მთლიანად მოდიოდა.
გიჟივით წამოვარდა ფეხზე და რამოდენიმე საფეხურს გადაახტა.
ქოშინით ჩაირბინა მთელი საფეხურები, გარეთ გიჟივით გავარდა და სადღაც მოჰკრა ალექსანდრეს თვალი.
სირბილით გაიქცა მისკენ და მამაკაცის სახელი დაიყვირა, მომენტალურად ორივე შედგა. ნელა მოტრიალდა ალექსანდრე, სახეზე არც ფერი ედო და სიცოცხლის ნიშან წყალიც არ ეტყობოდა. ნელა მიუახლოვდა და ისე, რომ ცრემლები არც დაუმალია მამაკაცის წინ, ჩაილაპარაკა.
- კიდევ აპირებ რომ დამტოვო? - ატირებული ხმით კითხა და მის წინ აისვეტა
- შენ თუ ასე უკეთესად იგრძნობ თავს - აღარ დასცალდა სიტყვის თქმა, ისე შეაფრინდა გალეული ქალის სხეული, მანაც ერთი მოძრაობით მოხვია ხელი ქალის სხეულს და გულში ჩაიკრა.
- ალექსანდრე - მოგუდული ხმით ამოილაპარაკა ლანამ - ცხოვრებაში საუკეთესო რაღაცები სულ შემთხვევით ხდება!
- მოვედი, გნახე და შემიყვარდი!

დიახ ცხოვრებაში საუკეთესო რაღაცები სულ შემთხვევით ხდება!
შემთხვევითი იყო მათი შეხვედრაც.
ყველას ჰყავს მეორე ნახევარი, შეიძლება გვერდით შეიძლება შორს. ზოგჯერ ვერ ვამჩნევთ და გვიან შემთხვევით გავიგებთ ხოლმე, მაგრამ მთავარია დროულად ვიმოქმედოთ. გვიანი არასდროს არ არის.
ყველა ადამიანი იმსახურებს თავის წილ ბედნიერებას!
ყველაზე ბოროტ ადამიანსაც კი სახე უბრწყინდება, როდესაც ეუბნებიან რომ უყვართ!
ეს არის ცხოვრება!
ცხოვრებაში ყველაფრის შანსი ერთხელ გვაქვს, მთავარია დაიჭირო წამი და ეს შანსი სწორად გამოიყენო!

____________________

ეს ისტორია მიდევს თავებად, ახლა კი გადავწყვიტე მაინც დავდო სრულად <3
არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მიყვარს და იმედია თქვენც მოგეწონებათ ^_^



№1 სტუმარი ..

ლამაზი ისტორიაა ❤

 


№2 სტუმარი your fan ❤

კარგი იყო????????????

 


№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

აუუ როგორ მიყვარს ეს ისტორია. ერთ დროს როგორ ვგულშემატკივრობდი❤❤❤

 


№4  offline წევრი TamoTi

ძალიან საყვარელი ისტორიაა♥♥♥ადრე წავიკითხე და ისევ მინდოდა წაკითხვა მაგრამ სახელი აღარ მახსოვდა და გამეხარდა ეხლა შემთხვევით რომ აღმოვაჩინე ისევ♥♥♥სუპეერ!!!

 


№5 სტუმარი სტუმარი ნელი

კარგი იყო,ავტორს წარმატებები შემოქმედებით გზაზე, ველოდები შემდეგს.

 


№6 სტუმარი სტუმარი ელლი

კარგი ლამაზი ისტორიაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent