შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემომიყვარდი (თავი 6)


13-07-2018, 10:05
ავტორი naattii
ნანახია 2 280

ხედავდა ანიტა მის თვალწინ ეს ორი დღითი-დღე როგორ ახლოვდებოდა, მაგრამ არაფერს აკეთებდა, ახსენდებოდა როგორი თავისუფლები იყვნენ იმ საღამოს გორის პარკში, როგორ ჯიუტად ცდილობდა ბიჭი დაახლოებას და თითონაც ვერ გაეგო რას გრძნობდა, სახლში ჩაიკეტა, არც აქამდე იკლავდა სადმე სიარულით თავს და ახლა სულ არ გადიოდა, მხოლოდ სოფი ყავდა, ზოგჯერ ნინაც შემოუვლიდა, მარიტა უკვე განძრევასაც ვეღარ ახერხებდა.
-დედიკო, შეიძლება ხვალ მეგობრები დავპატიჟო?_თავზე წამოადგა ერთ საღამოს სოფი
-რა თქმა უნდა საყვარელო, რა მოგიმზადოთ?
-აუ დე შენი პიცა რა, კიდევ ლიმონათები, კამფეტები_ნელნელა თვალები უდიდდებოდა და უბჭყვიალებდა ბავშვს.
-კარგი, კარგი_გაეცინა ანიტას_ ძალიან ოცნებებშიც ნუ წახვალ, დაგახვედრებთ რაც საჭიროა, თქვენს მასწავლებელს დავურეკავ და ვისზეც ეტყვი მშობელს გააგებინებს, თან იქნებ რომელიმემ აქამდე მოგიყვანოთ და მე ყველაფრის ყიდვას და გაკეთებას მოვასწრებ.
-კარგი დედიკო ძილინების_ლოყაზე აკოცა და ოთახში შეფარფატდა.
ბედნიერმა გააყოლა თვალი სოფიოს და ინანა მისი დაბადების შემდეგ თავს რომ იცავდა, მეორეც უნდა გაეჩინა, ყოველთვის დიდ ოჯახზე ოცნებოდა და ახლა მხოლოდ სოფიო ყავს, ვერ იმეტებდა დედისერთობისთვის, გამოცდილებით იცოდა რა ედნიერება იყო დედმამიშვილი.
ადრიანად ადგა, ცომი მოამზადა, პროდუქტების სია გაამზადა და სოფიოსაც ჩაკიდა ხელი. ლექციას ვერ გააცდენდა, ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვდა, თავის საქმეს მორჩა და სახლისკენ წამოვიდა, ბაღის მასწავლებელს უკვე ცხრჯერ დაურეკა და მააც მოთმინებით გაუმეორა უკვე ვესაუბრე იმ მშობელს რომელიც მოიყვანს და ყველაფერი კარგადააო, პიცის დაცხობას ასრულებდა კარზე ზარი რომ დარეკეს, გაღება და ბავშვების ყიჟინით შემოვარდნა ერთი იყო, სიცილით გააყოლა ქალმა თვალი და კარებს გამოხედა დასაკეტად ხელი რომ გაუშეშდა.
-მაპატიე, მე... ამ მე არ ვიცოდი ვისთან მივდიოდით_დაბნეულმა ამოხედა გაბრიელმა
-რა პრობლემაა, მობრძანდით_ გახარებულმა დაუთმო ბიჭს ადგილი და შეატარა. კიდევ ერთი საღამო მასთან ერთად თავისუფლად, ბედნიერებამ გაკრა მკერდში.
ბავშვები სათამაშოებთან დატოვა და თვითონ ისევ სამზარეულოში გაუჩინარდა, პიცა მზად დახვდა. გამოიღო და ფანჯარასთან ახლოს დადო გასაგრილებლად. ამჯერად ჯამი გამოიღო ფქვილთან ერთად.
-შევძლებ დახმარებას?_კარში გაჩხერილიყო ბიჭი.
-კი როგორ არა, პიცა დავაცხვე, შეგიძლია მაცივრიდან წვენები გამოაღო და ჭიქებში გადმოასხა, თორემ ამათი ამბავი რომ ვიცი ყველაფერს გაწუწავენ_ სიცილით მიუთითა მაცივარზე და არც დაუმალავს კმაყოფილება მის სამზარეულოში მყოფი ბიჭისკენ.
-სხვათაშორის მაფინების კეთებაც ვიცი_ ინგრედიენტებზე მიუთითა ბიჭმა და სათქვეფი გამოართვა, -ბარბარე ჩემი გაზრდილია_მხრები აიჩეჩა და მორევა განაგრძო -შენ მასალა მომიმარაგე და მე ავთქვეფ.
ფქვილით ხელში მოდიოდა ანიტა ფეხი რომ დაუცდა და ცოტა ფქვილი ბიჭს რომ შეაყარა.
-ესეიგი თამაში გინდათ არა ქალბატონო ლექტორო_ ცბიერად გაიღიმა ბიჭმა და რადგან ფქვილი ქალს ეკავა თითონ შაქარს სტაცა ხელი -ნება თქვენია_ნაზად მოაფრქვია თავზე.
-ლაწირაკოოოო, მე ხომ შემთხვევით მომივიდა_გააფთრებული ყვიროდა ანიტა და ახლა უკვე მუჭით შეაყარა საასუხოდ გაბრიელს.
-ესეც შემთხვევით გინდოდა ხომ_ისევ შაქარს მიუბრუნდა ბიჭი, ბოლოს ამ სიცილ-კივილში ზუსტად იქ დაუცდა ფეხი სადაც ანიტას და ძირს აღმოჩნდა, ქალიც გაიყოლა და ახლა კაფელზე დაყრილები განაგრძობდნენ სიცილს.
-დედიკო შენ გაბლიელი გიყვარს?
-რაა?_ორივე გაშეშდა კარებში გაჩხერილი სოიოს კომენტარზე.
-ხო, ფილმებში ასეთ სცენებს ყოველთვის შეყვალებულები აკეთებენ ხოლმე და გაბლიელი შენი შეყვალებულია?
-ღმერთო ჩემო, კი მაგრამ ასეთ ფილმებს როდის უყურებ შენ? _გაბრიელს გაეცინა როგორ ოსტატურად აიცილა ანიტამ პასუხი.
-ისა, მამასთან და დეიდა ნატალისთან ერთად, მაგრამ მთხოვეს არ გაგვამხილოო.
-ესეიგი მამასთან არა? მამას დიდი საყვედური ელოდება ქალბატონო_თითი დაუქნია და ფეხზე წამოდგა. მიხვდა გაბრიელი და მანაც იგივე გაიმეორა, ორივე ისე იყვნენ ამოგანგლულები ძლივს იხედებოდნენ, ისევ ბავშვებივით გავარდნენ სააბაზანოსკენ, მხოლოდ იმიტომ მიასწრო ანიტამ, რომ გზა იცოდა, გაბრიელი კი მას მიყვებოდა. სარკეში ჩახედვისას ავარდისფრებული ლოყები, გაბრწყინებული თვალები და ბედნიერი ღიმილი მოხვდა თვლში. რას აკეთებს? ჯანდაბა, ის 28 წლის შვილიანი ქალია, რა 15 წლის გოგოსავეთ თამაშობს? ეს ბიჭი სულ ურევს გონებას, წამში წაეშალა სახიდან ემოცია და ისევ ნიღბით გავიდა გარეთ.
-ვინ არის ლაწირაკი ქალბატონო ლექტორო?_ ღიმილით გააჟღერა ქალის ფიქრები გაბრიელმა და სააბაზანოში შევიდა.

მულტფილმს უყურებდნენ ანიტას მობილურმა რომ დაიწყო რეკვა.
-რას ამბობთ _სამზარეულოდან მოესმა ბიჭს შეშფოთებული ხმა და მაშინვე წამოდგა.
-ანიტა? რა მოხდა?
-დათო ავარიაში მოყვაო_აცრემლებული თვალებით ამოხედა ბიჭს.
-წადი._ბეჭეებზე დაადო ბიჭმა ხელი -ოღონდ დამშვიდდი, ასე მანქანას ვერ მართავ.
-კი მაგრამ ბავშვები?
-მე არ ვარ აქ? ყველას მივხედავ და მშობლებსაც ჩავაბარებ რომ მოაკითხავენ. არ ინერვიულო, წადი, შეიძლება ყოფილი ქმარია, მაგრამ იქ უნდა იყო.
-მადლობა_თავი დაუქნია ქალმა და ზუსტად ისე აკოცა გასვლისას ბიჭს ტუჩის კუთხეში როგორც გაბრიელმა იცოდა.

ანერვიულებული შევიდა კლინიკურ საავადმყოფოში და ატირებულ ნატალის მიუახლოვდა.
-ნატ.
-ანიტა, რა კარგია რომ მოხვედი_მორიგი ცრემლების ნაკადი გადმოუშვა და თან ანიტას ეხუტებოდა -ასე თქვეს შინაგანი სისხლდენა აქო და საოპერაციოში ყავთ.
-აი ექიმი_უცებ წამოიძახა ანიტამ და ორივე წამოდგნენ.
-გიორგაძის ახლობლები თქვენ ხართ?
-დიახ, მე ყოფილი ცოლი, ეს ახლანდელი, როგორაა? _ექიმის გაოცებული სახე დააიგნორა და პირდაპირ იკითხა.
-კარგად, ოპერაციამ კარგად ჩაიარა, დილით გაიღვიძებს, ფეხი აქვს მოტეხილი და ერთი თვე უბრალოდ წოლა მოუწევს.
-ანუ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება არა?
-არა, არანაირი საფრთხე, უბრალოდ ნარკოზის შემდეგ კიდევ დაიძინებს და დილით მოხვიდეთ ჯობია._თავი დაუკრა ქალბატონებს და გაეცალა სულ გაგჟდნენის ბურტყუნით.

ღამის სამი იქნებოდა ძლივს რომ დაითანხმა ნატალი სახლში წასვლაზე, ჯერ ის მიიყვანა, შემდეგ თითონ წავიდა სახლისკენ, ჩუმად შეაღო კარი, ეგონა ყველას ეძინა და ფრთხილობდა, მაგრამ საკეტის ხმაზე მაშინვე შემოხვდა გაბრიელი.
-როგორაა?
-კარგადაა, ოპერაციამ კარგად ჩაიარა, ფეხი აქვს მოტეხილი და დილამდე არ გაიღვიძებსო, ამიტომ წამოვედით.
-მოდი დაჯექი.
-აჰ, ლაწირაკო შენი სასმელი იპოვე_ სიცილით დახედა ბიჭის ატმის წვენის ჭიქას.
-როგორ ახერხებ ყოფილ ქმართან ასეთ ურთიერთობას?_კითხვა დააიგნორა ბიჭმა.
-ჩვეულებრივად_თავადაც აიღო წვენი და გვერდით მიუჯდა
-ახლა ვინაა ლაწირაკი_ჭიქაზე დაახედა და გაეცინა გაბრიელსაც- არა, მართლა გეკითხები.
-მეც მართლა გპასუხობ, დათოს მთელი ცხოვრებაა ვიცნობ, პატარები ვიყავით ერთად გადასვლა რომ გადავწყვიტეთ, ორი წელი უბედნიერესები ვიყავით, თანაც სოფიო შეგვეძინა, მერე დაქორწინება შემომთავაზა და აქედან დაიწყო ყველაფერი, მიხარია ჯვარი რომ არ დავიწერეთ, ჩემთვის ჯვრისწერა ყველაზე დიდი სიწმინდეა და არ მჯერა ჯვრის აყრის მსგავსი სისულელეების, როცა უფალი დაგლოცავს ის სამუდამოა. შემდეგ მივხვდით, რომ მეგობრობა უფრო გამოგვდიოდა ვიდრე ცოლ-ქმრობა და სანამ ისეთებს ვეტყოდით ერთმანეთს რასაც ვეღარ ვაპატიებდით, მშვიდობიანი დაშორება ავირჩიეთ ორივემ.
-მერე სოფიო?
-სოფიო ძირითადად ჩემთანაა, მაგრამ კვირაში 2-3 დღით სულ მიყავს ხოლმე, სხვა დროსაც ნახულობს, ურეკავს, იგი არაჩვეულებრივი მამაა, სულ სახლში კამათს და ჩხუბს ასე ჯობდა.
-კარგია რომ ასე ცივილური ურთიერთობა შეინარჩუნეთ.
-ხო, არამარტო, დღემდე ვმეგობრობთ, ცოლი რომ მოყავდა პირველად ჩემთან მოვიდა და გამაგებინა, ნატალი კარგი ადამიანია, სოფიოს საკუთარივით უვლის, ერთადერთი რაზეც ნერვიულობს შვილის არ ყოლაა, თუმცა მჯერა ამასაც ეშველება. ახლა შენი ჯერია.
-ჩემი? რა გაინტერესებს?
-ბარბარეზე მომიყევი.
-ბარბარე ნახევრად ჩემი შვილია_გაეცინა გაბრიელს_ ხო მამაჩემს ვეცილები, მაგრამ თავიდანვე ჩემი გაზრდილია, ჩემთან ეძინა და პამპერსებსაც მე ვუცვლიდი, მშობლები მუშაობდნენ და მე მყავდა ხოლმე.
-მხოლოდ ბარბარე გყავს?
-არა, კიდევ ნიკოლოზია, 13 წლისაა და სკოლაში სწავლობს, დედა ჯერ 38 წლისაა, საკმაოდ ახალგაზრდები დაქორწინდნენ და ვეხვეწები მეოთხეც გააჩინე და სულ მე გავზრდითქო_სიცილი აუტყდათ ორივეს -მინდა დიდი ოჯახი მყავდეს, სულ მხიარულება და ჟრიამული რომ იყოს, ვერ ვიტან ცარიელ კედლებს.
-შენ წარმოიდგინე და მესმის. მშობლები?
-მშობლები 17 წლის იყვნენ ჩუმად რომ დაიწერე ჯვარი, კარგა ხანს უჭირდათ, მაგრამ არცერთს დაუწუწუნია, ასე გადავწყვიტეთ და გავუძლებთო, ასეთმა ცხოვრებამ დედა საკმაოდ გაამკაცრა და დღემდე ინარჩუნებს, აი მამა კი ჩემთვის ყოველთვის სამაგალითოა, მისნაირი კაცი არ მინახავს, სამსახურიდან მოსული დაღლილიც კი ცდილობს ჩვენთან გაატაროს დრო და ბავშვებთან იყოს, ხშირად ხუმრობს და ასე მაიმუნობებით დედას ნერვებს უშლის, მერე მეც ავყვები და დედას ვაგიჟებთ. სამწუხაროდ ეს ყოველდღე არ ხდება, მეტრომარტში ვმუშაობ საღამოობით, შეკვეთების მიტანაში ვეხმარები ხოლმე და ძირითადად შუაღამეს შევდივარ, ასე დასვენების დღეებში ვახერხებთ. ახლა შენ ოჯახზე მოყევი, შენი ჯერია_ღიმილით გადმოხედა გაღიმებულ ქალს.
-ასეთი ამბების ემდეგ, მცხვენია ჩემის მოყოლა, 15 ვიყავი დედა საზღვარგარეთ რომ წავიდა, როგორ გგონია ამ მანქანას და სახლს ჩემი ლექტორის ხელფასი ეყოფა_სიცილით მოსვა მორიგი ყლუპი -13 წლია არ მინახავს, რაც საზღვრები გახსნეს, ფულს ვაგროვებ და მინდა ზაფხულში სიურპრიზი გავუკეთო და ჩავაკითხო. შენ წარმოიდგინე და 5 თვის შემდეგ ბილეთის ფული მაქვს_ სიცილი აუტყდათ ორივეს. -მამა არც მახსოვს, პატარა ვიყავი რომ გარდაიცვალა, ჩემი და დაქორწინებულია და ახლა მეორე შვილს ელოდება. მგონი ახლა ჯობია დავიძინოთ, ხვალ ორივეს ლექციები გვაქ.
-კარგი, თუარ შეგაწუხებ აქვე დავიძინებ დივანზე, ბარბარეს სოფიოსთან ძინავს და გასაღვიძებლად მეცოდება.
-რას ამბობ, თქვენ გაშვებას არც ვაპირებდი, ბალიშს მოგიტან და თეთრეულს. მალევე გაუმზადა დივანი და თითონ ოთახისკენ დაიძრა.
-ანიტა.
-გისმენ
-ტკბილი ძილი_ჩვეულ აკოცა ტუჩის კუთხეში და დივანზე ჩამოჯდა.
-შენც ასევე_ ბედნიერი ღიმილით ჩაეძინა ანიტას ოთახში.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ოჰ როგორ მოხდა ქალბატონ ანიტას სიუხეშე არ გამოუჩენია...

 


№2  offline მოდერი naattii

mirandaa31
ძლივს ცივილურად დაილაპარაკეს. კარგი თავი იყო <3

მადლობა ❤ მიხარია ჩემი ერთგული მკითხველი რომ ხარ ❤

 


№3  offline აქტიური მკითხველი grafo

აჰა. მე რატომღაც სხვანაირად წქიყვანდი მეგონა ისტორიას. ანუ დასაწყისიდან სხვანაირი მოლოდინი მქონდა. არაფერს ვუწუნებ ისტორიას.
ასე მშვიდად თუ აპირებდი სიტუაციის შეტრიალებას არც ვიფიქრებდი:)).

 


№4  offline მოდერი naattii

grafo
აჰა. მე რატომღაც სხვანაირად წქიყვანდი მეგონა ისტორიას. ანუ დასაწყისიდან სხვანაირი მოლოდინი მქონდა. არაფერს ვუწუნებ ისტორიას.
ასე მშვიდად თუ აპირებდი სიტუაციის შეტრიალებას არც ვიფიქრებდი:)).

მშვიდად რას ნიშნავს???

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

naattii
grafo
აჰა. მე რატომღაც სხვანაირად წქიყვანდი მეგონა ისტორიას. ანუ დასაწყისიდან სხვანაირი მოლოდინი მქონდა. არაფერს ვუწუნებ ისტორიას.
ასე მშვიდად თუ აპირებდი სიტუაციის შეტრიალებას არც ვიფიქრებდი:)).

მშვიდად რას ნიშნავს???


არ ვიცი როგორ ავხსნა. მართლა და რა გითხრა :D. რატომღაც უფრო ჩახლართულობას ველოდი, რომ გეწერა პირველ თავში სულ მინდოდა ამ თემაზე დამეწერაო და იმედია არ გამაკრიტიკებთო(იმედია სწორედ მახსოვს:))) ). ხოდა, აქ კიდევ ყველაფერი მშვიდად არის. გადამეგობრებული ქმარი, პასიური გეგა და აქტიური გაბრიელი. ასაკობრივი სხვაობაც მინომალურია და შესაბამისად მივიღე მშვიდი, გამართული და წასაკითხას სასიამოვნო სასიყვარულო ისტორია.

 


№6  offline მოდერი naattii

grafo
naattii
grafo
აჰა. მე რატომღაც სხვანაირად წქიყვანდი მეგონა ისტორიას. ანუ დასაწყისიდან სხვანაირი მოლოდინი მქონდა. არაფერს ვუწუნებ ისტორიას.
ასე მშვიდად თუ აპირებდი სიტუაციის შეტრიალებას არც ვიფიქრებდი:)).

მშვიდად რას ნიშნავს???


არ ვიცი როგორ ავხსნა. მართლა და რა გითხრა :D. რატომღაც უფრო ჩახლართულობას ველოდი, რომ გეწერა პირველ თავში სულ მინდოდა ამ თემაზე დამეწერაო და იმედია არ გამაკრიტიკებთო(იმედია სწორედ მახსოვს:))) ). ხოდა, აქ კიდევ ყველაფერი მშვიდად არის. გადამეგობრებული ქმარი, პასიური გეგა და აქტიური გაბრიელი. ასაკობრივი სხვაობაც მინომალურია და შესაბამისად მივიღე მშვიდი, გამართული და წასაკითხას სასიამოვნო სასიყვარულო ისტორია.

დამიჯერე მოვლენებს უსწრებ :D უბრალოდ არ მიყვარს სულელური ორ დღეში და ერთ ნახვაში გაგიჟებული შეყვარება და სანამ ანიტას შეუყვარდებოდა მინდოდა ერთად გატარებული დრო და მოგონებები ქონოდა. შემდეგი თავიდან ცოტა შეიცვლებქ და იმედია გაწელილად არ ჩამითვლით :(

 


№7  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

კაიბიყო ძალიან მომეწონაა ველოდები ახალ თავს

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

კარგი თავი იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent