შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემომიყვარდი (თავი 5)


12-07-2018, 00:18
ავტორი naattii
ნანახია 2 367

გვერდიდან არ ცილდებოდა მარიკა, ცდილობდა ბიჭი გაემხიარულებინა, თავიდან ყურადღებას არც აქცევდა გაბრიელი, შემდეგ შეეჩვია. ხუთშაბათს, დერეფანში იდგნენ სტუდენტები ერთ ჯგუფად და რაღაცაზე იცინოდნენ ნაცნობი ხმა რომ გაიგონა გაბრიელმა და ვერ მოუთმინა გულმა რომ არ გაეხედა. ნეტა არ გაეხედა. ისევ ამაყად მოაბიჯებდა მათი ლექტორი, ოქროსფერი თმა გაეშალა და მხრებზე მოეფინა, ფრიალა კაბა მის ტანს ისე უხდებოდა თვალებ დახუჭულმა გაიხედა გაბრიელმა გვერდით. გაისმა კიდევაც რეაქციები, ზოგმა დაუსტვინა, ზოგმა დალენჩებული სახით მიაცილა აუდიტორიამდე, მაგრამ ორის საქციელმა ყოველგვარი საზღვარი გადაკვეთა, იმ წამის ჩავლილი ექნებოდა ანიტას ბოხი ხმები რომ გაიგონა:
-არა ძმაოო, მარტო ასეთი ნაშის ხათრით ღირდა იმ უნივერსიტეტიდან გამოგდება და აქ მოსვლა, აი ნახავ თუ ეს ქალი არ ჩავიწვინო რა._გაბრიელი უკვე გამწარებული ფიქრობდა მათი დასჯის მეთოდებზე, თან გონებას ყურადღების მიქცევის უფლებას არ აძლევდა, რომელიც ჩასძახოდა რომ ეს მისი საქმე უკვე აღარ იყო. წამიერად გაირინდა და გაშეშდა მთელი დერეფანი ანიტა რომ შეჩერდა. გაღიმებული მობრუნდა ქუსლებზე და იმ ორი ბიჭისკენ გაემართა. ხელით იქვე ცარიელი აუდიტორიისკენ უბიძგა და ბოროტი ღიმილით შეყვა, როგორ გაუმართლა? ნერვების დასამშვიდებელი მშვენიერი საშუალება ეახლა საკუთარი ფეხით. ხმას არავინ იღებდა და ისევ იგივე მდგომარეობაში იდგნენ და ელოდნენ მოვლენების განვითარებას. რამდენიმე წუთში კარები გაიღო და ორი აპილპილებული ბიჭი ერთმანეთს ასწრებდნენ დერეფნიდან გაქრობას. მათგან განსხვავებით საოცრად მშვიდი სახით გამოვიდა ანიტა და წამით მოავლო თვალი გაშეშებულ სტუდენტებს, გაბრიელსაც გადაწვდა და ჩვეულებრივი ხმით წარმოთქვა:-ნუთუ ზარის დარეკვა არავის გაუგია? ყველა წამიერად გამოფხიზლდა და კუთვნილი აუდიტორიებისაკენ გაიშალნენ, ანიტას თავისი სტუდენტები წამოყვა და მაინც მოკრა ყური უკნიდან წამოსულ ხმას: -დედას გეფიცებით ქალის ეტალონია. ხმის მიხედვით გაბრიელის მეგობარი ამოიცნო და მაშინვე მოყვა ბიჭის ხმას გაბრიელის კომენტარიც: -ენა ბიჭო. გაღიმებულმა დაიწყო ლექციის ახსნა ანიტამ.

აპრილის ბოლოსთვის შეუფერებელი სიცხე იყო გუგუნავაზე, როგორც კი მოსაღამოვდა სოფი სასეირნოდ გამოიყვანა ანიტამ. იმდენად ესიამოვნათ გრილი ნიავი ვერც მიხვდნენ ისე მიადგნენ პიონერთა პარკს. სოფი აცანცარდა ვისრიალებო და დედაც წაიყოლა. თითქმის მისულები იყვნენ კარუსელებთან ანიტას თავისი სახელი რომ მოესმა.
-საღამო მშვიდობის პატივცემულო._ხელს უქნევდნენ მისი სტუდენტები.
-გამარჯობათ ბავშვებო, სიგრილე იპოვეთ?_გახარებულმა გადახედა გაბრიელის კურსელებს ქალმა და კიც ეწყინა ბიჭის არ ყოფნა და კიც გაუხარდა.
-დიახ, ეს ალბათ ქალბატონი სოფიოა არა? _მაშინვე მოფერება მოუნდათ ხუჭუჭას დანახვაზე ბავშვებს, მაგრამ პატარამ არცერთი გაიკარა გვერდი აუარა ყველას და პატარა ბილიკისკენ გაიქცა:
-გაბლიეეეელ.
-გამარჯობა პატარავ, შენ აქ საიდან?_მაშინვე ხელები შეაგება ბიჭმა ბავშვს და შეკრებილებისკენ წამოვიდა.
-მე და დედა ვსეირნობდით, ბალბალე როგორაა?
-კარგად პატარავ, ხვალ ნახავ, უკვე კარგადაა._ადგილზე მოსულებს ანიტამ კითხვის ნიშნით სავსე თვალები მიანათა.
-გამარჯობათ ქალბატონო ანიტა.
-გაგიმარჯოს გაბრიელ, სოფიოს იცნობ?
-დიახ, ჩემი და ცოტა ხნის წინ სოფიოს ბაღში გადავიყვანეთ და იქ გავიცანი.
-რატომ შეუცვალეთ ბავშვს ბაღი თუ საიდუმლო არაა?
-უბრალოდ უნივერსიტეტთან ახლოსაა და უფრო იოლად ვაქცევდი ყურადღებას_თვალი აარიდა გაბრიელმა ქალს და სოფიოსთან ერთად სასრიალოებისკენ წავიდა. გაოცებულმა გააყოლა ანიტამ თვალი, მან რა მასთან დასაახლოვებლად ბავშვს ბაღი შეუცვალა? კი მაგრამ, ამდენ რამეს ერთი ღამისთვის აკეთებს? იქნებ მართლა უყვარს?რა სისულელეა, ეს ხომ შეუძლებელია, არა ნამდვილად სისულელეა, მასაც ის ჟინი ამოძრავებს რაც სხვებს, სხვანაირად არ იქნება, ვერ იქნება. ერთმანეთში ერეოდა ანიტას აზრები და გაორებას გრძნობდა. ძლივს დაითანხმა სოფი სახლი წამოსვლაზე, უკვე გვიანი იყო და ქალბატონს დაძინება არ უნდოდა. გამოსასვლელიდან ბოლოჯერ გახედა ანიტამ ახალგაზრდებს და მწარედ გაეღიმა, კიდევ ერთხელ დარწმუნდა მისი გადაწყვეტილების სისწორეში თანატოლებთან ბედნიერად მომღიმარი გაბრიელი რომ დაინახა.

ორი კვირა თითქმის შეუმჩნევლად გავიდა, თუმცა რაღა შეუმჩნევლად, ადგილს ვერ პოულობდა გაბრიელი ისე ენატრებოდა ქალი, სამსახურის გამო რამდენიმე დღე გაუცდა და ისე მოხდა რომ მთელი კვირა ვერ ნახა, აქამდე შორიდან მაინც ტკბებოდა ხოლმე. დიდად ბედნიერი არც ანიტა დადიოდა, ბიჭის მწველი გამოხედვა ისე აკლდა ლამის ფარხმალი დაეყარა, მაგრამ არა, ანიტა რისი ანიტაა მისი სიჯიუტე არ დაეყენებინა წინ. მთელი დღეები ეძებდა თვალებით, მაგრამ არაფრით აღიარებდა, ნინამაც კი შეატყო მეგობარს უხასიათობა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია, ხმაც არ გაუღია, ელოდა სანამ ანიტა თითონ მიხვდებოდა მიზეზს.

სწრაფად ჩაკეტა მანქანა და ბაღისკენ გაიქცა, ვერ იტანდა სოფისთან დაგვიანებას, შესასვლელთან ბიჭს შეასკდა და დაბნეულმა ახედა.
-უკაცრავად, ვერ დაგინახეთ პატივცემულო_მორიდებით მოუბოდიშა გაბრიელმა და ქალის ნახვით გამოწვეული ბედნიერება ვერ დამალა. უნებურად გაეღიმა ანიტას.
-არაუშავს, ჩემი ბრალია, ესენი?_გაკვირვებით დახედა გაბრიელის ფეხებზე შემოხვეულ ბავშვებს.
-დღეს ძიძა ვარ, შეთავსებით_ გაეცინა ანიტას სახეზე.-ეს ჭინკა კისერზე ჩემი და ბარბარეა, ეს კი ჩემი ნათლული დემეტრე და მისი ტყუპი დამიანე. დიდი ხანია დავპირდი გორის პარკში აყვანას და სანამ არ დამითანხმეს არ დამანებეს თავი.
-აუ მეც მინდა გოლაზეეეე_ აჭყლოპინდა არსაიდან მოსული სოფიო.
-სოფიო დღეს მამასთან მიდიხარ დაგავიწყდა?
-აუ დე გთხოვ რაა, დაულეკოთ მამას და უთხალი, გაბლიელთან მინდაა_ ნიანგის ცრემლები მოამზადა ბავშვმა და ისე ახედა დედას.
-კარგი წავიდეთ ჩვენც_დანებდა ანიტა და მანქანისკენ წავიდნენ.

ბილეთები გაბრიელმა აიღო თავის თავზე და 50 ლარის კუპონები დაყარა სკამზე.
-აბა, რითი ვიწყებთ?
-ცხენებიიი_ერთხმად დაიხუვლა ოთხივე ბავშვმა და უფროსებმაც ღიმილით შემოსვეს ცხენებზე, ამას მოყვა მატარებელი, ეშმაკის ბორბალი, გემები, მანქანები, ავტომობილებით შეჯიბრება. მანქანებზე ძმები ცალკე დასვა გაბრიელმა, თითონ ბარბარეს მიუჯდა, ანიტა სოფიოს. ბავშვებივით გაერთნენ, ორივემ დაინახა მეორეს ნამდვილი სახე, პატარებთან ერთად ერთობოდნენ, უხაროდათ, იცინოდნენ, ერთმანეთს ეჯახებოდნენ და ნიშნისმოგებით უცინოდნენ მოიცა შურს ვიძიებო, არასდროს ენახა გაბრიელს ასეთი თავისუფალი ანიტა, ისე უბრწყინავდა თვალბი, რომ არ ყვარებოდა, ამ წამიდან მაინც ვერ ამოიგდებდა თავიდან. ნაყინებიც მიირთვეს და შემოაღამდათ კიდევაც. ყველა ჩამოარიგა ანიტამ სახლში და თითონაც წავიდა. ბედნიერი ღიმილით შეაღო სახლის კარები და ვერც დაძინებისას ჩამოირეცხა სახიდან ეს ბედნიერება.

მეორე დილით ისევ მოირგო მისი ყოველდღიური როლი და უნივერსიტეტისკენ დაიძრა. პირველი ლექცია გაბრიელის ჯგუფთან ქონდა, კარგად დაინახა დერეფანში ფანჯარასთან მდგომი გაბრიელი, რომელსაც გვერდიდან მარიკა ეტმანებოდა და გამწარებული ცდილობდა ყურადღება მიექცია, თითქოს გაბრაზდა, მაგრამ წამშივე უკუაგდო ეს ფიქრები, ესღა აკლია ღლაპზე ინერვიულოს. ფრუტუნით მიუჯდა აუდიტორიაში სკამს და გამოკითხვა დაიწყო, როგორც ყოველთვის გაბრიელი პირველი. მეორე ლექციაც ანიტასი ქონდათ, ამიტომ შესვენებაზე არც გასულან. უნდოდა თუ არა მაინც გაურბოდა თვალი უკანა რიგში მსხდომი წყვილისკენ და უკვე მართლაც უტევდა ემოციები მარიკას საქციელებზე, მართალია ხედავდა გაბრიელს დიდად არ სიამოვნებდა, მაგრამ არც უარის ეტყობოდა რამე. ბოლოს ვეღარ მოიტმინა:
-გაბრიელ და მარიკა, გარეთ.
-კი, მაგრამ რატო?_გაოცებულმა შეუბრუნა კითხვა ბიჭმა.
-ერთმანეთის დაკერვა თუ შეიძლება დერეფანში განაგრძეთ, მე ფსიქოლოგიის ლექცია მაქვს.
-როგორც იტყვით_გამწარებულმა სტაცა რვეულს ხელი და გარეთ გავარდა, მარიკაც სირბილით მიყვა უკან. როგორ იკადრა, მართალია სწორი იყო, მაგრამ ამდენი კურსელის თვალწინ არც ის და არც მარიკა ასე არ უნდა დაემცირებინა, კარგი თითნ ბიჭია ჯანდაბას, მაგრამ მარიკაზე რაღას იტყვიან? ასე რამ გააგიჟა? ქონდეს იმედი რომ იეჭვიანა? არა, მისი სიამაყე და სიჯიუტე არ მიცემდა ამის საშუალებას, ტყუილა ოცნებობს მისი გულის მოგებაზე, დროა გაჩერდეს და ცხოვრება გააგრძელოს, თუნდაც სხვასთან ერთად.
-ნეტას ჰამბურგერი მომენატრა_კითხვით გადმოხედა გოგოს. მანაც ხელი მოხვია და გახარებულმა დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ძაან კარგად.. ახლა ისწავლის ანიტა ჭკუას ... რაარის ამდენი სიჯიუტე ბოლო ბოლო ამ ბიჭსაც ხოაქ თავმოყვარეობა... ყურადღებას რომ აღარ მიაქცევს მერე ნახოს მაგან... უჰ რას ვიხალისებ მაგის რეაქციებზე...მალე დადე შემდეგი

 


№2  offline წევრი tamuna.s

ნუ გაბრიელსაც ისეთი არაფერი გაუკეთებია მისი გულის მოსაგებად. ზაან ადვილად დაღმო პოზიციები. ასეთი სუსტი არ მეგონა

 


№3 სტუმარი crazy girl

ვაიჰჰ ძაან მაგარიააა ????????ველი შემდეგ თავს

ვაიჰჰ ძაან მაგარიააა ????????ველი შემდეგ თავს(პ.ს ეს კითხვის ნიშნები ჩემი ბრალი არაა :)) )

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

გაბრიელ რა დროს ჰამბურგერია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent