შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მივიწყებული გრძნობა (სრულად)


13-07-2018, 17:06
ავტორი winter girl
ნანახია 8 722

თბილი სიო ნელა არხევდა გამჭირვალე,აბრეშუმის ფარდებს.სადღაც შორიდან კი გარკვევით მოისმოდა არეული ხმები.ალბათ ვიღაც ნასვამია,ჩავიბურდღუნე და უკვე მეასედ გადავტრიალდი,თან ბალიში ერთი ხელის მოსმით მოვითავსე თავზე.ხმა უფრო ძლიერდებოდა.გაურკვეველ ბოდვას კი უნიჭო ღიღინი ემატებოდა,რომელიც ღრიალს უფრო მოგაგონებდათ.
-მოკეტოს რაა,მეძინება!-თათული,ჩემი დაქალი, შევაჯანჯღარე და გასაქცევად მოვემზადე.
-გოგოო შენ სიცხეე ხო არ გაქ რატო მაღვიძებ-დამიკივლა, მე კი უფრო მოშორებით გავიწიე.
-მე არ მეძინება და შენ რატო უნდა გეძინოს???-ენა გამოვუყავი და ყველა ნათურა ავანთე-შენი გიჟი მეზობლები არ მასვენებენ ადექი და გამართე
-ნუ ხარ ეგოისტი,მეძინება შენ კიდე არ მასვენეებ.დამაძინეე რა
-არამეთქი ადექი და შენი მეზობლები გააჩუმე,სანამ მე ავუვარდი და ავკუწე ყველა.
-მიდი მაარ ძაან მაინტერესებს როგორ აკუწავ ორმეტრიან ბიჭებს,პატარა,წრიპა გოგო.
-აბაა კიი ავკუწავ კი არა გავგლეჯ შუაზე,არავის მივცემ ჩემი ძილის დაფრთხობის უფლებას.
-აი,მაგ ლოგიკით მართლა ხო უნდა დაგანაკუწო შეგწვა და შეგჭამო???-უცებ გავინაბე, თვალები ავაფახულე და ხმა დავინაზე
-არაა თაათ, ჩვენ ხო ფაქტიურად დები ვართ.ხო იცი როგორ მიყვარხაარ, ჩემო პინგვინო-თათული ეშმაკურად მიყურებდა და კუთხეში იღიმოდა,ბოლოს კი მითხრა
-კაი წიწილ,მოიტა ლეპტოპი და რამე ფილმს ვუყუროთ ესენი მაინც არ გაჩერდებიან.
ნელა მივუახლოვდი საწოლს და ასევე ფრთხილად ჩამოვჯექი.მეშინოდა თათოს შური არ ეძია და როცა თავი უსაფრთხოდ ვიგრძენი სწორედ მაშინ მომხვდა რაღაც ძლიერი თავში.
-ვაი,მეტკინაა-ამოვიგმინე და გასაქცევად მოვემზადე,თუმცა ალქაჯი თმებში მწვდა და მთელი ძალით დამახეთქა.
-ვინ გააღვიძე გოგო შეენ-მთელ ხმაზე იღრიალა და მეზობლის მუსიკაც შეწყდა
-თათ მგონი შეეშინდათ შენი კივილის და დაგვნებდნენ,ეგ რომ მცოდნოდაა აქამდე მცემოდი-გახარებული ვკისკისებდი,იმის პერსპექტივით რომ მალე ტკბილად დავიძინებდი.თათულიც თვითკმაყოფილი ღიმილით მომშორდა და ის ის იყო გამარჯვების აღსანიშნავიი ცეკვა უნდა დაეწყო,მუსიკის ხმა ორმაგად გაძლიერდა.მე კი თათოს იმედგაცრუებულ სიფათზე უფრო ავხარხარდი.
-მაგარი ვირი მეზობლები გყავს თათ
-აუ ამათ მუხლზე გადავიმტვრევ
-ერთი საათია მაგას გეხვეწები, ავჯანყდეთთქო და ვერ დაგძარი
-გოგო რანაირად უნდა აჯანყდე რა სისულელეებს ამბობ
-ჩაიცვი მხეცო, მაგათ ვუჩვენებ სეირს,მე არ ვიყო მარიამ ბრეგაძე ეგენი თუ არ დავაჩოქო.
ზუსტად 15 წუთში მე და თათული მაღლა სართულზე მეზობლის კარებთან ატუზულები,მამაცურად ვაბრახუნებდით.მალევე მუსიკა გაჩერდა და კარები გაიღო.წინ უზარმაზარი არსება აისვეტა.მის მკერდს მივჩერებოდი და მხოლოდ მაშინ მივხვდი რომ მაღლა უნდა ამეხედა, როცა თათულიმ ზურგზე მიჩქმიტა.ჩემი შემართება სადღაც გაქრა,როცა მივხვდი,აჯანყების გეგმა არ გაამართლებდა. ჩემ წინ მდგარი ახმახი რომ მოენდომებინა ერთ დასლოკინებაში გადამსანსლავდა.
-მგონი აქ წითელქუდას და მგლის ამბავი გათამაშდება-წამჩურჩულა თათულიმ,მე კი უფრო გავინაბე.
-იციით ბატონოო,ძალიან გვინდაა დაძინება და თუ არ შეწუხდებიით,დიდად დამავალებთ თუ ცოტათი მუსიკას დაუწევთ,ცუდად არ მიიღოთ ბატონო,არ გაბრაზდეთ თუ გინდათ ნუ ჩაუწევთ უბრალოდ დიდი ხმა აქვს დაა არ გვეძინება მაგრამ არ გეწყინოთ,ისე ძალიანაც არ გვეძინება და…
- ჩემ დაბნეულობაზე ორმეტრიანს გაეღიმა და მარგალიტის კბილები ერთმანეთის მიყოლებით გამოაჩინა
-ნუ ღელავ,პირიქით ბოდიშს გიხდით,მაგრამ ბატონოთი არ მომმართოო ჯერ საკმაოდ ახალგაზრდა ვარ.
-კარგით ბატ…
-გიორგიი მქვია
-კარგი გიორგი,მადლობ-აშკარად ვგრძნობდიი როგორ ამიხურდა სახე თითქოს ცეცხლი წამეკიდაო,უცებ შემოვტრიალდი და კიბეებზე დავეშვი
-ნახვამდიის,მაგრამ სახელი არ გითქვამს-უკნიდან ხმა მომესმა
-მარიამი და თათული,ნახვამდის.-ვგრძნობდი თათული როგორ ფხუკუნებდა და ნერვებიი მეშლებოდა-უბრალოდ არ მინდოდა შენ მეზობლებთან ურთიერთობა გამეფუჭებინა და იმიტომ მოვიქეცი ასე -თავი გავიმართლე და ალმაცერად გავხედე
-ხო აბა რა მარ,მჯეერა-ვიცოდი არ ჯეროდა თუმცა არც მართლების თავი მქონდა.როგორც კი სახლში შევედი,ემოციებისგან დატვირთული საწოლზე გავიშოტე და გავითიშე

ისევ ვგრძნობდი ფარდის ნაზ რხევას,მზის სხივების ათინათი კი ერთმანეთის მონაცვლეობით მეცემოდა სახეზე.თვალები ნელა გავახილე და აღმოვაჩინე რომ მარტო ვიყავი,სწორედ მაშინ გავიგონე კარების ხმა და ფეხის ფლატუნით თათული შემოლასლასდა.
-სად იყავი ამ დილაუთენია?
-ჰო აბა დილაუთენია, ორისნახევარზე
-აუუ,ამდენი ხანი მეძინაა?!სად იყავიი შენ?
-საჭმელები მოგიტანე,აბა შენ ვინ გაგაძღებს-ენა გამომიყო მე კი მთელი ძალით ბალიში ვესროლე
-ნელა მარ თორე ბატონი ორმეტრიანი ჩამოვა და დაგტუქსავს-ხარხარს უმატაა და სავარძელში ჩაეშვა
-ნუ ხარ ბოროტი,ხო აგიხსენი რატომაც მოვიქეცი ეგრე
-კაი,კაი როგორც იტყვი.თეკლემ დამირეკა, ჩამოვედი სოფლიდან,გამოგივლითო
-ოხხ თეკლუნა, რამდენი ხანია აქეთ არ ყოფილა,სულ დაგვივიწყა და ზაფხულის დაქალებში გაგვცვალა-თეკლუნა,ჩემი და თათოს ძალიან მაგარი მეგობარი იყო.იმ დღეს ჩამოვიდა სოფლიდან დასვენებული, ცხელ-ცხელი ამბებით.როგორც კი სახლში შემოვიდა ყველაფერი დადებითად დაიმუხტა.ის ხომ გოგო პოზიტივია.
-ჰეიი გიიირლზზ რას შვებოდით უჩემოდ,ხო ჩამოგიდნათ ისედაც ჩამომდნარი ლოყები მოწყენილობით-როგორც ჩვეოდა პირი დააღო და თვალი ჩაგვიკვრა.ჩვენ კი ხითხითით გადავეხვიეთ მონატრებულ მეგობარს.
-რას ვშვებოდით კი არაა რას არ ვშვებოდით.ჯერ შენ მოგვიყევი ამბები და მერე მე მოგიყვები წიწილას კოდევ ერთი შერცხვენის ამბავს-ახარხარდა თათო
-ჭიჭილას კიდევ ერჩი შერჩხვენიშ ამბავს-გაბრაზებულმაა გავაჯავრე და მთელი ძალით ვუჩქმიტე.
-ნუ ხარ ბუზღუნა,წამო ყავა გაგიკეთოთ-მითხრა თათომ და მეც,კმაყოფილი სახით,უკან ავედევნე.

დილით ტელეფონის ზარმა გამომაღვიძა.გულში ვიწყევლებოდი,ხმა რატომ არ გამოვურთეთქო მაგრამ რაღას შევცვლდი.ყურზე ცივი მობილური დავიდე და ამოვიბურტყუნე
-რომელი ხარ-ხმას არავინ იღებდა-თქვენი ხმა არ ისმის რომელი ხართ?ვინ გნებავთ?-თუმცა უშედეგოდ, ყურმილში მხოლოდ სუნთქვის ხმა ისმოდა,ცოტა არ იყოს შემეშინდა და სწრაფად გავთიშე. ძილის შებრუნება ვცადე,მაგრამ ისევ გაისმა ზარის ხმა.მეც გაშმაგებული ვეცი ტელეფონს.ბოლოს და ბოლოს ხმას ამოიღებ თუ არათქო.ამჯერად თათული აღმოჩნდა.
-რა გაღრიალებს გოგო,ომი დაი წყო და მე არ ვიცი?
-ჯერ არ დაწყებულა მაგრამ მე დავიწყებ ცოტაა ხანში წესიარად ძილს თუ არ მაცდით
-რა დღეში გაქვს ნერვები.ნწნწ,ვინ გაგიბედა დილის პირველის ნახევარზე გაღვიძება ჰაა?
-ვიღაც დეგენერატმა დამირეკა და ხმას არ იღებდა.შენ ვინ წამოგაგდო გეხვეწები
-დილით საყიდლებზე გავედიი.დღეს დედა და სალო ჩამოდიან. ვიფიქრე რამეს დავახვედრებდი და არ გაინტერესებს ვინ ვნახე???
-ვინ ნახე??-ინტერესისგან ფეხზე წამოვხტი და აქეთ იქით სიარული დავიწყე.
-ვერც კი წარმოიდგეენ.აი,იდეაშიც კი არ მოგივა
-დროზეე თქვი გამძვრა სული
-ვინ და..ნიკა
-ვინ ნიკა
-ვინ და სკოლაში რომ მომწონდა მე გამოშტერებულს,ნიკა ნემსაძე.
-არ არსებოობს,ეგ ვაფშე ცოცხალიაა??მერე, მერე რა მოხდა
-მერე და მერე, არაფერი ისეთი,თვალი ავარიდე მაგრამ მგონი მიყურებდა
-კაიიიი,ძველმა გრძნობებმა ხო არ გაიღვიძეს შენში ცუნცუუულ.
-ძველმაა გრძნობებმა არა კვახი.ვერ ვიტან მაგ ბიჭს,წავიდეს,მოშორდეს.
-კაი,კაი საღამოს როგორც შევთანხმდით ბაღთან შევხვდეთ და ერთად მივიდეთ კლუბში.შეურჩიე საჩუქარი ქეთის?
-არაა ახლა გავივლი და ავარჩევ რამეს
-კაი მეც მოვწესრიგდები და გავალ.7ზე გელოდები,გაკოცე
-მეც,აბა ჰე
როგორც მიხვდით ნიკა ნემსაძე თათულის პირველი სიყვარული იყო.მართალია ამას უარყოფს თუმცა მე ვერ მომატყუებბს.ვიცი რომ მართლა მოსწონდა,ასაკის სხვაობის გამო კი მათი ურთიერთობა ვერ შედგა.მარტივად რომ ვთქვათ ეს იყო შორიდან ტკბობა ერთურთისა.
საჩუქარი მალე შევარჩიე.სახლში წავედი და მოვწესრიგდი,შემდეგ კი გოგოებს დათქმულ ადგილას შევხვდი.კლუბში მალე მივედით.უამრავი ნაცნობ თუ უცნობ გოგო-ბიჭს მოეყარა თავი.იუბილარი დიდი ხანი არ გვენახა ამიტომ საერთო მეგობრების გარდაა,სხვა საკმაოდ დიდი სანაცნობო ყავდა.ქეთი ხეცურიანი,ცანცარა და ძალიან საყვარელი გოგონა ჩემი თათულისა და თეკლეს საერთო მეგობარი იყო.ადგილები დავიკავეთ და აქეთ_იქეთ ხალხის თვალიერება დავიწყე, თან წვენს ვწრუპავდი.უეცრად ისეთ ვიღაცას მოვკარი თვალი, სულ დამავიწყდა რომ პირი სავსე მქონდა.ჩემი წამოძახილი და პირიდან ფორთოხლის შადრევანიი ერთი იყო.გადავრჩი დაა გოგოების გარდა ვერავინ შეამჩნია.
-გოგომ რა იყო გველეშაპი ხო არ დაგინახავს-გაკვირვებული სიცილნარევი ხმით მკითხა თეკლემ
-ვაიმე ხო ჯობდა გველეშაპი დამენახა. ჩემთვის კი არა, თათულისთვის ნამდვილად აჯობებდა
-რაა?-თვალები დამიქაჩა თათომ
-ხო გეუბნები შენი ბედიათქო და არ გჯერა!წინ გაიხედე,ოღონდ ნელა.-მანაც ჩემს მითითებას დაუჯერა და ყბა ჩამოუვარდა.იქ ნიკა იჯდა, ვიღაც ბიჭთან ერთად რომელიც ძალიან მეცნობოდა
-ამას აქ რა ჯანდაბა უნდა-გაცეცხლდა და ფეხზე წამოიჭრა.იმხელა ნაბიჯებს ადგამდა ძლივს დავეწიე.
-არა კაცმა რომ გკითხოს არ გაინტერესებს,მაგრამ ახლა კი მირბიხარ მათრახდარტყმული ცხენივით.-უცებ დაასტოპა და ჩემკენ შემოტრიალდა.სახეზე ირონიული ღიმილი ჰქონდა აკრული,რაც ნამდვილად არ მომეწონა.-იცი რას გეტყვი, ქალბატონო,თავს ნუ აჩვენებ თითქოს მარტო მე ვიყო ცუდ დღეში.მის გვერდით რომ ბიჭი იყო წამოჭიმული,ის ხომ არ გავიწყდება??
-ეგ ჩემთან რა შუაშია
-შუაში კი არაა თავშია.ის საღამო გაიხსენე,ლამის ხელებში რომ ჩააკვდი:ბატონო,თუ შეიძლებაა მუსიკას ჩაუწიეთ მაგრამ თუ გინდათ იყოს. ხელს არ მიშლის-ჩემი გაჯავრება დაიწყო და თვალები ამითამაშა.უცებ ყველაფერი გამახსენდა და თავში სისხლი ამივარდა.აღარ მინდოდა შიგნით შესვლა,კიდევ ერთ შერცხვენას ვეღარ გადავიტანდი.თათულის წასვლა შევთავაზე და ისიც დამთანხმდა. ამ დროს თეკლა გამოჩნდა.რა თქმა უნდა დაგვტუქსა,ლექციები წაგვიკითხა და კლუბში უპატრონო ცუგებივით შეგვყარა.
-მგონი აქეთ იყურებიან,ამათ ცხელი ტაფა ხო არ უნდათ სიფათზე.აბა,მიდი კითხე-წაიჩურჩულა თათომ
-მემგონი თავზე ქვაბი ჯობს-თვალებმოჭუტულმა ვუპასუხე
-აბა ეხა ორივეს გეყოფათ.წესიერად მოიქეცით და არაფერი არ მოხდება და თუ ამ ეჭვმიტანილის როჟებს მოიშორებთ კანფეეტ.
სახეები დავილაგეთ და როცა მათთვის უნდა ჩაგვეარა ორივე ფეხზე წამოდგა
-ვააა,თეკლააა, როგორ ხაარ?-წამოიძახეს და ერთმანეთის მიყოლებით თეკლას გადაეხვივნენ
-ეს ბავშვი გამაგიჟებს,ყველას როგორ იცნობს-გადმომიჩურჩულა თათომ
-გიოო, ნიკა,რამდენი ხანია არ მინახავხაართ,სად დაიკარგეთ.
-რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი.ძმაკაცებმა ველქამ ფართი მომიწყვეს და მგონი შენი მეგობრები შევაწუხეთ-თქვა გიორგიმ და ღიმილით გადმოგვხედა.
-არაა რას ამბობ- წამოვწითლდი და დაბნეულობისგან რა მექნა ვერ მოვიფიქრე.
-კარგი მაშინ თუ შევრიგდით,აქ არავის ვიცნობთ და თქვენკენ გადმოვალთ.თან ნიკა მიყვებოდა რომ ძველი ნაცნობები ხართ.
-კაი, კაცო,საიდაან??-ვითომ გაუკვირდა თათულის,მე კი სიცილს ვეღარ ვიკავებდი.იმ წამს ყველაფერს დავთმობდი ოღონდაც ერთი კარგად გადამეხარხარა.ვიცოდი სიბრაზისგან ცოტაც და აფეთქდებოდა.
თეკლამ სიტუაციის განმუხტვა სცადა და ბიჭებს ჩვენი ადგილებისკენ მიუთითა. მერე კი თვალები დაგვიბრიალა, წესიარად მოიქეცითო.ნიკა თათულის მომღიმარი სახით წამოუსკუპდა მე კი გოგონების შუაში, თავს დაცულად ვგრძნობდი.თავიდან ხმას არ ვიღებდი შემდეგ კი, როცა მივხვდი გიორგი არ გადამყლაპავდა, საუბარში ჩავერთე.ნიკა მთელი დღე ისევ თათულის უჟუჟუნებდა თვალებს,ის კი ებღვირებოდა.მალევე სიმღერა ჩაირთო,ისევ თეკლემ იმძლავრა და ყველა ფეხზე წამოგვყარა.ბევრი ვიცეკვეთ ვიმხიარულეთ და 2საათზე მივხვდით რომ სახლში დაბრუნება ჯობდა.ბიჭებმა წაყვანა შემოგვთავაზეს, წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად მაინც დაგვითანხმეს.
მანქანაში ჩაჯდომისთანავე,თვალდახუჭულმა ფანჯარას თავი მივადე.შუაში თათული დაჯდა.საჭესთან კი ნიკა.სიჩუმე სწორედ მან დაარღვია.სკოლის წლებს გვახსენებდა.ჩვენც საკმაოდ კარგად ვახსოვდით.
-თათული ხმას რატომ არ იღებ?
-იმიტომ რომ არ მინდა, შენ რა პრობლემა გაქვს?
-არანაირი უბრალოდ სხვანაირი მახსოვხარ
-ვა დაჟე გახსოვარ?რა კარგი მეხსიერება გქონია!წარმომიდგენია სხვები როგორ კარგად გემახსოვრება-ცეცხლდებოდა თათო
-მე შენ ყველაზე კარგად მახსოვხარ.-დაბალი ხმით ჩაილაპარაკა ბიჭმა,თათო კი დამუნჯდა.გამეღიმა და თვალები დავაჭყიტე,სარკეში კარგად ვხედავდი გიორგის სახეს.ბიჭმაც შემამჩნია და თვალი ჩამიკრა.მივხვდი,ისიც იმავეს ფიქრობდა რასაც მე და კიდევ უფრო დიდზე გამეღიმა.რა თქმა უნდა, ნიკა არ იყო გულგრილი თათოს მიმართ.ისევ დავხუჭე თვალები და თავი მეგობარს დავადე.წინ ძალიან საინტერესო თავგადასავალი გველოდა,ძალიან საინტერესო და მე ამას ვგრძნობდი…
2დღეში ზღვაზე წავედი ბებოსთან და ბაბუსთან ერთად.მათთან ერთად ყოფნას არაფერი მერჩივნა.
-ბები წამო საჭმელი ჭამე არ დაიღალე ზღვაში ყოფნით?-უკვე მესამედ მეძახდა ბებო
-ქალბატონო თამარ, ასეთი ტემპით თუ გააგრძელებთ ჩემს გამოკვებას,ცოტა ხანში ბეჰემოთს დავემსგავსები და დავრჩები გაუთხოვარი.მერე ამიტანე მთელი ცხოვრება ჭირვეული და კუჭის მონა
-ზუსტადაც ეგ მინდა,არავის გავატან შენ თავს.ამოდი,ამოდი ნუ იზმორები-მეც დავნებდი და წყლიდან ამოვიზლანტე.მართლა მშიოდა,უბრალოდ წუწუნი ჩემი ჰობია.როცა სახლში დავბრუნდით ბაბუს შევჩივლე
-ბაბუუ,იცი ბებომ რა მითხრააა?
-რაო,ბა,რა გითხრა
-რა და უნდა გაგასუქოო და არავის გავატან შენ თავსო
-ჩემი ბავშვი არ გაასუქო კატუნა.გატანით კი არც მე ვატან ვინმეს-გამეცინა და ლოყებზე ვუჩმიტე.
ყოველ დღე ჩავდიოდი ზღვაზე და თითქმის ყოველდღე ერთი და იგივე მეორდებოდა.ბოლოს გადავწყვიტეთ დავბრუნებულიყავით და ზუსტად ერთი კვირის თავზე ბარგი ჩავალაგეთ.როცა ყველაფერი მანქანაში ჩავალაგეთ,გავიგონე,ვიღაც მეძახდა.
-ვაა დათოო შენ აქ საიდან-ჩემი უნივერსიტეტის მეგობარი ამოვიცანი და გადავეხვიე
-რავი, ბიჭები დასასვენებლად ჩამოვედით,ახლა არ მითხრა რომ უკვე მიდიხარ
-აუ ხოო ერთი კვირაა აქეთ ვარ და მივდდივარ უკვე.სად დაიკარგე რაც დასვენება დაიწყოო სულ აღარ მინახიხარ
-აუ მაგრად გამიტყდა.ისეთი გადარბენები მქონდა არაფრისთვის მეცალა.მერე ძმაკაცს გავყევი თავის სოფელში და იმენა სამყაროს მოწყვეტილი ადგილი იყო.ტელეფონიც კი არ იჭერდა.-როგორც ჩვეოდა ხელების ქნევით მიყვებოდა ამბავს,მე კი ცოტაც და ავხარხარდებოდი.უკან გვერდიგვერდ მდგარი ბებო და ბაბუ დათოს ისეთი თვალებით უყურებდნენ თითქოს სხვა პლანეტიდან ყოფილიყო.ერთმანეთს რაღაცას ეჩურჩულებოდნენ და დრო და დრო კითხვისნიშნიანი მზერით მეც გადმომხედავდნენ
-აამ მეც მაქვს ეგეთი სოფელი ეგ არაუშავს
-ისე კარგი კია დასასვენებლად.კაი,მაშინ თბილისში რომ ჩამოვალ გნახავ, თან რაღაც საქმეები მაქვს და არამგონია დიდხანს დავრჩე-გადამკოცნა და უკან დაბრუნდა.
-აბა,კარგ დასვენებას გისურვებ- ხელი დავუქნიე მას და მოშორებით მდგარ ბებია-ბაბუას გავხედე-რა დაგემრთათ ხალხო?
-ბაბუ სულ იმას გასწავლიდი ბიჭს ორ მეტრზე ახლოს არ დაუდგეთქო და შენ რას აკეთებ?
-არა, სულ შეიცვალა ეს თაობა-სინანულით აღნიშნა ბებომ და მერე მე მომიტრიალდა-ვინ იყო ეს ბიჭი?
-ჩემი მეგობარი იყო,მნიშვნელოვანი არავინ
-მეგობარი-ამოიოხრა ბებომ-საერთოდ აღარაფერს არ მიყვები,განა მე ვის ვეტყვი
-რა უნდა მოგიყვე, როცა მოსაყოლი არაფერია-გამეციანა მის ბუზღუნზე და ლოყაზე ვაკოცე
-გადი, აფერისტო,ვინ იყო ის ბიჭითქო
-მართლა არავინ,მეგობარია ერთად ვსწავლობთ ესაა და ეს-ერთსაათიანი მტკიცების შემდეგ,ძლივს დავაჯერე რომ არავინ იყო.შემდეგ კი კომფორტულად მოვკალათდი უკანა სავარძელში და თავს უფლება მივეცი დამეძინა
მეორე დღეს ისევ ზარმა გამომაღვიძა
-ამ ხალხს დაფიცებული აქვთ რომ დილაუთენია უნდა ამაგდონ თუ რა მაფიაა-გამწარებული ვბურდღუნებდი-გიისმეენთ
-ვაიმეე ნერვები მაქ დაწიწკვნაზე და ახლა არ მეწუწუნო რატო გამაღვიძეო, თორე ვერ გადამირჩები-ბოლო ხმაზე წიოდა თათული
-რა გჭირს,გოგო,კარგად ხარ?
-კარგად კი არაა უიღბლო ვარ,დაწყევლილი ვაარ პირდაპირ.არაფერი არ მეშველება
-კაი დაწყნარდი და მითხარი რა მოხდა-გული ამოვარდნას მქონდა
-რა და ის ბინა,მე და შენ რომ ხმაურზე ავაკითხეთ იცი ვისი ყოფილა?
-გიორგის არ იყო?
-არაა ნიკას სახლი ყოფილა,ახალი ნაყიდი აქვს და გიორგის წვეულება მოუწყვეეს .რა დავაშავეეეე-უეცრად სიცილი ამიტყდა,ვგიჟდებოდი თათულის ჭირვეულობაზე
-რა გაცინეებს ?!ნეტა აქეთ მაინც იყო-მითხრა მან და სწორედ მაშინ გამახსენდა რომ ჩამოსვლის ამბავი არ მითქვამს
-და რომ გითხრა,ჩამოვედითქო,რას იზამ?
-გაგატყავებ.რას ქვია არ მითხარი
-კაი მაშინ არ ჩამოვსულვარ
-რა არ ჩამოსულხარ,რატო არ მითხარი?ვაფშე ხმა არ გამცე
-კაი, მაშინ მიდი თეკლას დაურეკე და ჩვენ კაფეში შევხვდეთ
-კაი, ძროხა
-მეც მიყვარხარ, თათუ-გამეცინა,საწოლიდან სწრაფად წამოვხტი და გავემზადე.
მისაღებში გასულს დედა დამხვდა
-გაიღვიძე დეე?გელოდებოდი.ჩვენ სტუმრად წასვლას ვაპირებთ და შენც წამოდი არ გინდა?
-ვისთან მიდიხართ ან როდის-გვერდით ჩამოვუსკუპდი და ლოყაზე ვაკოცე
-ჩვენი მეგობრის შვილი ჩამოვიდა ამერიკიდან და დაგვპატიჟეს.შენ არ გემახსოვრება.პატარები რომ იყავით,უერთმანეთოდ ვერ ძლებდით
-კაი რა,მაგის მერე იმდენი დრო გავიდა,არცერთი აღარ მახსოვს.
-ხო იცი როგორ უყვარს მამაშენს ყველა რომ მივდივართ.თან საგანგებოდ მითხრა, ირინამ,შენი გოგოც წამოიყვანეო
-კაი რავი მაშინ იქ მოვალ პირდაპირ,მისამართი მითხარი და..
-მოდი ჭამე და გავიდეთ ერთად

-ახლა სადღა მიდიხარ
-საჩუქარი და სახლისთვის რაღაცები მაქვს საყიდელი
-ოხ მოკლედ სულ არ გცალია საკუთარი შვილისთვის
-ნუ ხარ ეგოისტი-გაეცინა დედას-ვითომ შენ არ მიდიოდე ახლა სადმე
-კაი ხო მოდი გამოკვებე შენი საყვარელი შვილი თორე წაუვიდა გული-სათნო სახით გავხედე დედაჩემს
-რა გეშველება?!
-არც არაფერი-ვუპასუხე და სკამზე მოვკალათდი
როგორც კი კაფეში შევედი გაცხარებულ თათულის მოვკარი თვალი,აქეთ იქეთ იყურებიდა.ვიცანი ეს მზერა,ვინმეს ეძებდა რომ ხელში ჩავარდნოდა და კარგად მიეცოფა.შევეცადე. არ გამცინებოდა თორემ ეს უკანასკნელი მე აღმოვჩნდებოდი.
-ჰეიი როგორ მომენატრეე პინგვიინ-გადავეხვიე მას
-ჰო ისე მიგენატრე ისიც კი არ იკადრე მოგეწერა, ჩამოვედიო
-კაი ახლა არ დაიწყო,თეკლა არ მოსულა?
-არა,ალბათ გზაშია-სწორედ ამ დროს გაიღო კარები და ჩვენი მეგობარი ქოშინით შემოვარდა
-რა გჭირს რამე მოხდა?-ვკითხეთ ორივემ
-ცუდ დღეში ვარ.ჩემს ნათესავს დავუდექი შუამდგომლად ბანკში.რაღაც შარში გაეხვა და ახლა სასამართლოში მიბარებენ და მგონი ბინას მე მართმევენ.შენ მოშველო იქნებ მარიამ თორე ჩემი საქმე წასულია.იქნებ იცნიბ ვინმე კარგ იურისტს
-კაი დაწყნარდი,ბევრს ვიცნობ მაგრამ მოდი ახლა ჩემს ნაცნობს დავურეკავ,ძალიან კარგი სამეგობრო წრე ყავს და საუკეთესის მირეჩევს. მოკლედ შენ არ ინერვიულო-დავამშვიდე და დასარეკად გარეთ გამოვედი.დათოს ნომერი ავკრიფე.საკმაოდ დიდხანს ვისაუბრეთ,ავუხსენი სიტუაცია და გოგოებთან გახარებული დავბრუნდი.
-მოკლედ ისეთი მაგარი ადვოკატი გიშოვე ბანკიც რომ გაგეძარცვა მაინც დაგაძვრენს. არ ვიცნობ მაგრამ მსმენია ძალიან ნიჭიერია.ჩემი მეგობარიც მოგაქცევს ყურადღებას და მოკლედ თავი ქუდში გაქვს რა.
-ვაიმე შენ გაიხარე,უკვე ნერვიულობისგან აღარ ვიცოდი რა მექნა
-კაი ვსო აღარაფერია სანერვიულო.ხვალ ჩამოვლენ ბათუმიდან და შევხვდეთ.
-კაი, წავალ მე რაღაცებს მოვაგვარებ და დრო გამაგებინე რა
- მიდიი თუ რამე გჭირდება გამოგყვებით
-არა,არა მადლობა-ორივე გადაგვკოცნა და კაფიდან გავიდა
-აუ რა ცოდოა,ახლა ინერვიულებს ხო იცი და არ გვაგრძნობინებს-შეწუხებული სახით მითხრა თათულიმ
-ჰო. ვიცი,მართლა კარგი ადვოკატია მოაგვარებს მაგ საქმეა.
ისე მიკვირს,დათოს კი შევხვდი და უკან რომ იდგნენ ბიჭები ალბათ რომელიმე იქნებოდა
-ეე რაღაც ცუდად ჭუკჭუკებ შენ და ჭკვიქნად-თვალებმოჭუტულმა გადმომხედა
-ეს ის არ არის რასაც შენ ფიქრობ ცუნცულ.მიდი,მიდი შენ ჯობს ნიკაზე მომიყვე-ჭორაობაში ვიყავით გაქაფულები, ტელეფონმა რომ დამირეკა.უცნობი ნომერი იყო,ავიღე და გაკვირვებისგან ყბა ჩამომივარდა…
-რა დაგემართა ფერი დაკარგე ლამის-თათულიმ გაკვირვებულმა შემომხედა
-იცი ვინ იყო?
-ვინ?
-გიორგი და შეხვედრა მთხოვა
-ვააა
-არ ვიცი,მნიშვნელოვანი საქმე მაქვსო.შევხვდები ალბათ
-როდის?
-გავალ ახლავე,ნეტა რა მოხდა მაინტერესებს-თათული გადავკოცნე და დათქმული ადგილისკენ გავემართე
ბიჭი ადვილად ვიპოვე მივესალმე
-მოდი სადმე დავსხდეთ და იქ ვისაუბროთ
-კარგი,როგორც იტყვი.-მანქანაში ჩავსხედით და უხმოდ დავიძარით.უხერხული სიჩუმე გამეფებულიყო რომელიც გიორგიმ დაარღვია
-ერთი კარგი ადგილი ვიცი,იმედია ჩაი გიყვარს-
ალმაცერად გავხედე.მე მეგონა ერთადერთი ადამიანი ვიყავი,ზაფხულში ჩაით რომ სკდება.
-ჩაი ყველაფერს მირჩევნია.აი, მოვედით კიდეც
-მოიცა,შენ ჩემ აზრებს კითხულიბ თუ რა ხდება,ყოველ კვირას აქ დავდივარ.უგემრიელესი ჩაი აქვთ
-აი ეს მესმის,ანუ კარგი ადგილი შევარჩიე
-თან ძალიან კარგი.-შიგნით შევედით,როგორც ყოველთვის საოცარი სიმყუდროვე სუფევდა,ჰაერში კი სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა.დავსხედით,შეკვეთა გავაკეთეთ და სასაუბროდ მოვემზადეთ
-მოკლედ,ძალიან მეუხერხულება და უცნაურია რომ ამ თემაზე ლაპარაკი მიწევს.სხვანაირად არ შეიძლება უბრალოდ.
-სულით და გულით გისმენ.
-მიხვდი ალბათ ნიკას გრძნობებს და როგორმე უნდა ვუშველოთ
-მოიცა,თათულიმ რომ გაიგოს რომ ნიკაზე გელაპარაკები შეიძლება სამუდამოდ დამკარგოს.მითუმეტეს მის ზურგს უკან რამე რომ ჩავხლართო გაგიჟდება
-ვიცი, ვხვდებიი,მაგრამ აშკარაა არცერთი არაა ერთმანეთის მიმართ გულგრილი.უბრალოდ შენი მეგობარი ზედმეტად ამაყია,ნიკა კი ვერ ხვდება,გამოიჩინოს შემტევი ხასიათი თუ არა. არ უნდა ისევ გული ატკინოს.
-გული ატკინა უკვე დიდი ხნის წინ და ახლა მაგაზე არ უნდა ვლაპარაკობდეთ.არ აპატიებს თათული.განა იმიტომ რომ ისევ ნაწყენია,უბრალოდ ჯიუტია,რასაც დაიჩემებს არ გადავა
-შენს აზრს ხო ითვალისწინებს
-ითვალისწინებს მაგრამ სიტუაციას გააჩნია.ძალიან რთული ხასიათი აქვს.
-ხოდა ზუსტად მაგიტო უნდა შევუწყოთ ხელი,ამდენი ხანი რომ გაგრძელდა გრძნობა ესეიგი ნამდვილია და სიჯიუტის გამო არ უნდა დაიკარგოს-გამეღიმა მის სიტყვებზე,ზუსტად იმავეს ფიქრობდა რასაც მე, მაგრამ თათულის დაყოლიება არც ისე ადვილი იქნებოდა
-კარგი დაგეხმარებით.იმაზე მეტად არაფერი მინდა რომ თათული ბედნიერი იყოს,მაგრამ უნდა ამიხსნა რატო აქამდე არაფერი მოიმოქმედა
-სკოლაში არც ისე ჩამოყალიბებული იყო თავის გრძნობებში.მოსწონდა,თუმცა თავს იკავებდა,თან ასაკის სხვაობა.რამდენჯერაც გადაავიწყდა იმდენჯერ სადღაც გადაეყარა მაგრამ ისევ ვერ გაბედა.ეს ბოლო შემთხვევა კი გადამწყვეტიი აღმოჩნდა.იცი რა სასაცილოა?ღამით მირეკავს და ერთად ვლაპარაკობთ ჩვენ სიყვარულზე-ესეიგი ამასაც უყვარს ვიღაც,გავიფიქრე გულში.
-მოკლედ დაველაპარაკები თათულის და შევახვდროთ ერთმანეთს.
-აუ ძაან მაგარი გოგო ხარ! შენ არ იცი როგორ გამახარე-მითხრა სახეგაბადრულმა.
კიდევ დიდი ხანი ვისაუბრეთ,უფრო კარგად გავიცანით ერთმანეთი.ძალიან კარგი ბიჭი აღმოჩნდა და დავმეგობრდით.
საღამოს მშობლების მეგობრებთან გავატარე, როგორც აღმოჩნდა,ის ახლადჩამოსული ბიჭი გიორგი იყო.შემდეგ გავიხსენეთ ძველი მოგონებები.მართლაც ძალიან ახლოს ვიყავით ერთად.მაგრამ რაც მთელი ოჯახი ამერიკაში გადავიდა,კონტაქტი შევწვიტეთ.ქალბატონი ირინა უსაყვარლესი ქალი,მერაბი,გიორგის მამა,კი დინჯი,მაგრამ მხიარული კაცი იყო.საღამო საკმაოდ მხიარულად გავატარეთ,შუაღამით კი სახლში კმაყოფილები დავბრუნდით.
მეორე დღეს თეკლასთან ერთად, დათოსთან შესახვედრად გავემართე.ის და მისი მეგობარი ერთ მყუდრო კაფეში გველოდებიდნენ. სახელგანთქმული ადვიკატი უფრო ასაკიანი და ჯმუხი წარმომედგინა თუმცა პირიქით აღმოჩნდა.ალქსანდრე მჭედლიძე,მართლაც უზომოდ ჭკვიანი იურისტი გამოდგა.თითქმის ნახევარ საათში გეგმა დასახა თუ როგორ დაგვეძვრინა თავი და თეკლეც დამშვიდდა.
-ძალიან დიდი მადლობა ყველას,მართლა არ ვიცი თქვენ რომ არ ყოფილიყავით რა მეშველებოდა-თქვა თეკლამ და მადლიერი თვალებით გადმოგვხედა.
-არაფერი არ არის სანერვიულო მთავარია ახლა პროცესი მშვიდობიანად ჩატარდეს-ვთქვი მე და დათოს უცნაურ სახეს დავაკვირდი.თითქოს ძილბურანში წასულიყო,ხმას არ იღებდა.ეს მისთვის უჩვეულო ამპლუა იყო რადგან ლაპარაკის გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო.მის მზერას თვალი გავაყოლე და მივხვდი,ჩემ დაქალს აშტერდებოდა.მაგიდის ქვეშ ფეხი მივარტყი და გამიფხიზლებულს თვალი ჩავუკარი.
-ხოხო ყველაფერი კარგად ჩაივლის-ჩაილაპარაკა დაბნეულმა.
-კარგი მაშინ დავიშალოთ-ხმა ამოიღო ალექსანდრემ
დათომ გაყვანა შემოგვთავაზა,ალექსანდრე თავადაც მანქანით იყო ამიტომ დათოს და თეკლეს მარტო დარჩენის მიზნით,დარჩენა ავიტეხე.დათო მიმიხვდა ჩანაფიქრს და მთელი ძალით გადამეხვია.ნელა გავუყევი ქუჩას,ყურსასმენების გაკეთება გადავწყვიტე,თუმცა გიორგიმ დამირეკა.დარწმუნდა რომ გეგმა ისევ ძალაში იყო და მალევე გამომემშვიდობა.პირდაპირ თათულისთან წავედი.ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე და თან გეგმის შესრულებას შევუდექი.
-მოკლედ რაა გარიგების დედოფალა ხარ-მითხრა თათულიმ,გულში კი გავიფიქრე,ჯერ სად ხართქო
-ნეტა გენახაა რა თვალებით უყურებდა,მე დავდნი თეკლეს ნაცვლად
-მართლააა, საყვარლებიი-გაინაბა თათო და მეც მეტი რა მინდოდა წამოვეკიდე
-საყვარლები არა??სულ სხვის სიყვარულებზე რომ დნები,შენი რომ მოძებნო არ გიფიქრია?
-შენ ხო რას ამბობ მეათე სიყვარულს იცვლი?ხო არ გავიწყდება რომ არცერთი შეყვარებული არ გყოლია-სიტყვა არ შემარჩინა და თავში ხელის შემორტყმა მომინდა.სტრატეგიული უკან დახევა განვახირციელე და მოვლბი.
-კაი ვიხუმრე, რა იყო.უბრალოდ მშვენიერი გოგო ხარ და ვისაც უყვარხარ კარგად უნდა მოექცე,ცოტა დათმობაც საჭიროა გენაცვალე
-გშია შენ მემგონი,წამო გაჭამო-წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა
-არა კი მშია მაგრამ მე სხვა რაღაცას გეუბნები
-პირდაპირ მითხარი მარიამ
-ნიკაზე იფიქრე
-აიეხლაა მოიცააა-წამოენთი თათო-რაც მაგან გამამწარაა,ვიფიქრებ კიარა დასანახად ვერ ვიტან
-ვიცი რომ იტან,თან უფრო მეტიც და არ არის საჭირო ჩემთან თამაში.შენთვის ცუდი არასდროს მირჩევია და არც ახლა გეუბნები რამე არასწორს,უბრალოდ დინებას მიყევი.ნურც შეეწინააღმდეგები ნურც დიდზე შეტოპავ და დრო გიჩვენებს როგორ მოიქცე-მისმინა,ხმა არ ამოუღია.დაჯდა და ფანჯარაში ყურება დაიწყო.მივხვდი რომ გაჩუმება ჯობდა,ამიტომ ყურადღება საჭმელზე გადავიტანე.
ცოტა ხანში გიორგიმ წერილი გამომიგზავნა
-თუ ხვდები რომ დროა გამოდი,გარეთ გელოდები
-კარგი მოვდივარ.
თათუს ვუთხარი რომ მაღაზიაში რაღაც მინდოდა და სახლიდან გავედი.სადარბაზოსთან ნიკა და გიორგი მელიდებოდნენ
-აბა რა ხდება-აღელვებულმა ნიკამ მკითხა
-დაველაპარაკე და ვნახოთ რა იქნება.რა გეგმა გვაქვს?
-მოკლედ მივა თათულისთან, მოიკითხვას და სადმე წასვლას შესთავაზებს.თუ არ გაჭრა ოთხივე წავალთ და თუ ამანაც არ გაჭრა ერთი გოგო გაიტყიპება-სიცილით გადმომხედა გიორგიმ და როცა გავიაზრე რომ ეს გოგო მე ვიყავი წუწუნი დავიწყე.თან კიბეებს ავუყევით.-კარგი ახლა ჩუმად,ნიკა შენ მიდი ჩვენ აქედან გიყურებთ-გაამხნევა გიორგიმ
ნიკაც ნელა აუყვა კიბეებს და იმის მაგივრად რომ დაეკაკუნებინა პირდაპირ შეალაჯა.
-რა ჯანდაბას აკეთებს,რატო არ დააკაკუნა-გადავუჩურჩუნე გიორგის
-ეს ბიჭი სულ გამოაშტერა სიყვარულმა.ნიკაა ნიკაა-ჩურჩულით ეძახდა გიორგი,თუმცა რაღას გაიგონებდა,კარები მოგვიჯახუნა
-დავიღუპეთ,ეს ჩემი ბრალი ნაღდად არ არის და ნიკა უნდა გაიტყიპოს,მე კი არა.-წარბებშექმუხნულმა ვუთხარი ბიჭს,გიორგიმ კი გამიცინა.
-ვნახოთ,ვნახოთ-გამომცდელად მომიგო და გამწარებულმა მთელი ძალით ვუჩქმიტე
-ააააა
-რა გაღრიალებს ეგრეც არ მიჩქმეტია
-მე კი არაა ნიკა ღრიალებს-წამოხტა გიორგი და სახლში შევარდა.
ასეთი სანახაობა პირველად ვნახე.თათული ცომის გასაპრტყელებლით ურტყავდა ძირს დამხობილ ნიკას
-აიტ შე უნამუსო,ჩემს სახლში შემოპარვაა გინდოდა??ახლავე პოლიციაში ვრეკავ არ გაინძრე-ქოთქოთებდა თათო და გასაპრტყელებელს ენერგიულად იქნევდა
-არა, არა ნიკა ვარ, ქურდი კი არა-წამოიბღავლა ნიკამ
-გოგო გაუშვი, მეზობელი ნიკაა-მეც ხარხარისგან იატაკზე გაწოლილმა ძლივს ამოვიხავლე.მერე კი სიცილისგან ცუდადმყოფ გიორგის გადავუჩურჩულე
-აი ახლა ორმაგად დავრწმუნდი რომ მაგარი წყვილია.
როგორ დავწყნარდით აღარ მახსოვს.მე და გიორგი ერთმანეთს ვაკვდებოდით.ნიკა სავარძელში მოკრუნჩხული იჯდა თათული კი ნერვიულად დატრიალებდა თავს.
-მართლა ქურდი მეგონე თორე გიჟი კი არ ვარ რომ მეცემე,არა ისე კი ხარ ღირსი მაგრამ ეგეთი სასტიკიც არ ვარ.-სიტყვებს ერთმანეთს ძლივს აბამდა და ეს ნიკამ თავის სასარგებლიდ გამოიყენა.
-თუ გინდა რომ ძალადობისთვის არ გიჩივლო, ერთი სურვილი უნდა შემისრულო
-შენ შემოიპარე სახლში და მე უნდა მიჩივლო?
-მე კარგი იურისტები მყავს-მეტიჩარა ბავშვივით უთხრა ნიკამ
-მე დაქალი მყავს იურისტი-არ დანებდა თათო
-ეგ დაქალი ჩემკენაა,არა მარიამ?-ყველამ მე შემომხედა.
-მეე…
-კიკი ჩვენკენ ხარ მარიამ თორე ხო იცი გაიტყიპები-თითი დამიქნია გიორგიმ
-ჰო აბა რა-მეც დავნებდი და თათულის მკვლელი მზერა გიორგის ზურგსამოფარებულმა ავიცილე
-ეგრე არა??კი ბატონო.მხოლოდ ერთი პირობით.მარტო მე და შენ არაა, ოთხივე უნდა წავიდეთ-ერთმანეთს გადავხედეთ და რადგან თანხმიბა მივიღეთ იმწამსვე დავნებდით
-ძალიან კარგი-გაუღიმა ნიკამ და გადასაკოცნად გაიწია
-ეი მალჩიკ ოცნებებში ხო არ გადაეშვი-ხელით უკან გაწია
-კარგით წავედით ახლა-წამოიძახა გიორგიმ და კარებისკენ გაემართა
-ჰო წავედით-უკან მივყევი მეც მაგრამ თათულის ძახილმა გამაჩეერა
-სად მიდიხარ ქალბატონო??
-დედამ დამირეკა სასწრაფო საქმე აქვს ჩემთან-ვუთხარი თუ არა კარებში გავვარდი.
-კარგი ახლა დამიძვერი ხელიდან მაგრაამ გნახავ მე შენ-მომაძახა კიბეებზე და მივხვდი მაპატიებდა.სხვა შემთხვევაში ნიკასთან ერთად მარტო წასვლა მოუწევდა..

მე, გიორგიმ და ნიკამ,ჩემს სახლამდე ფეხით წასვლა გადავწყვიტეთ.გზაში ბევრი სალაპარაკო გვქონდა.გეგმა ზუსტად გავწერეთ.თუ ყველაფერი ისე წავიდოდა როგორც ველოდით მაშინ მიზანს თუ არ მივაღწევდით,მივუახლოვდებოდით მაინც.
-შენი დაქალი ქარბოლბალასავითაა-წამოიძახა გიორგიმ,ნიკას კი სახე შეეცვალა
-რას ნიშნავს ქარბოლბალასავითაა??უბრალოდ როგორც საჭიროა ისე იქცევა,მეტის ღირსი ვარ.ძალიან გავამწარე.
-კაი შე*ემა რას მეცი,ცუდად კი არ მითქვამს
-აბა ეხა სტოპ-გავაჩუმე ორივე-წარმოსახვითი მანდილი ჩავაგდე თქვენ შორის და. ხმა არ ამოიღოთ.-მერე ნიკას ლოყაზე ვუჩქმიტე-სასიძო მომწონხარ,ეგრე გააგრძელე-და სიცილით გავაგრძელე გზა
-აი,პირის შეკვრა მესმის.ახლა დავუძახო ჩემ შეყვარებულს და ვაცემინო თქვენი თავი?-გიორგიმ ვითომ გაბრაზებით ჩაიფრუტუნა
-მოვედით-ყურადღება არ მიმიქცევია მისი სიტყვებისთვის ისე წამოვიძახე
-სად გყავს შე უბედურო შეყვარებული თორე კი…-ჩაიქირქილა ნიკამ
-რატოა ვითომ საციდავი თუ შეყვარებული არ ყავს.-კოპები შევკარი
-აუ თქვენ რა უგულოები ხართ.არავინ როგორ არ გიყვართ
-არ ვარ უგულო-მე და გიორგიმ ერთად წამოვიძახეთ და გაგვეცინა
-ხო უბრალოდ ყველაფერს თავისი დრო აქვს-გავაგრძელე,ის კი თავის ქნევით მეთანხმებოდა..მერე ორივეს დავემშვიდობე და სახლში ავედი.
-დედიი მოვედი-სახლში ასვლისთანავე დავიღრიალე
-რა გაყვირებს, გოგო,შენ დღითი დღე უფრო გიჟდები ხო?-გამიცინა და ლოყაზე მაკოცა
-მააშ..როცა საჭიროაა წყნარიც ხო ვარ,ახლა მაცადე ჩემ ტერიტორიაზე ვარ.ისეთი ამბები უნდა მოგიყვე შენც გაგიჟდები-მე და დედა საჭორაოდ დავსხედით,ორი საათი ვლაქლაქებდით.ამასობაში მოსაღამოვდა და ჩემს ოთახში გავედი.ტელეფონი ისე მქონდა მიგდებული ძლივს ვიპოვე.თათულის ორმოცამდე წერილი გამოეგზავნა,მლანძღავდა,მწყევლიდა,მცოფავდა და ბოლოს მთხივდა მარტო არ დამტოვოო.გამეცინა და მივწერე
-ჩემს ხელში ხარ ცუნცულ,დღეიდან მე მემორჩილები!
-ოხ მარიაამ როგორ არ ჩავარდები ჩემ დღეში და მერე ვნახოთ
-ვერ გავიგეე???
-არის უმფროსო
-ჰოდა ეგრე.წავედი ახლა გაკოცე
-კაი მიდი მეც
დილის რვის ნახევარი იყო ტელეფონის ხმამ რომ გამომაღვიძა.გონებაში ყველა სალანძღავი სიტყვა მომაგონდა და მათ გადმოსაფრქვევად მოვემზადე.
-ალიო,სახლში საათი არ გაქვს???
-აუ წიწილ თათო ვარ და არ მეჩხუბო რაა-უცებ გამოვფხიზლდი და საწოლიდან წამოვფრინდი
-რა იყო რამე მოხდა??-მისგან ასეთი სირბილე მეუცნაურა.
-აუუ ვნერვიულოობ,მთელი ღამე არ მიძინია.არა გაბრაზებული კი ვარ მაგ დამპალ ადამიანზე, მაგრამ მაინც მენერვიულება.
-გადამიტრიალდა შე ქალო გული.აბა შუბლზე ხელი მიიდე
-მარიი გეყო,არ მაქვს სიცხე!უბრალოდ განვიცდითქო
-კაი ხო ნუ ჩხუბობ.ვალერიანი არ გაქვს სახლში??
-წამლებს არ ვსვამ
-რა არის გეხვეწები სანერვიულო,ნიკას აქვს სანერვიულო თუ აქვს.შენ ხელში ჩემი მტერი ჩავარდა.
-რა თქვიი??
არაფერი,არაფერი,ვიხუმრე უბრალოდ
-მონსტრი ნუ გამოგყავარ, არ ვარ ეგეთი ალქაჯი
-ვიციი, პინგვიიინ,ვიცი უბრალოდ ვიხუმრე.გულჩვილი ხარ სინამდვილეში და დამთბობიც,არ ხარ ალქაჯი… მე რა გავაკეთო რომ გეშველოს.
-რა და ჩემები გასულები არიან,მარტო ვარ და გამო-ვგრძნობდი როგორ ისაწ....ბდა თავს და მეცინებოდა
-აბა კარგად-ვუთხარი და გასათიშად მოვემზადე
-იცოდე არ გამითიშო თორე არ გაპატიებ.გამოდიი, რა დაგემართა,ტანსაცმელი ამარჩევინე ვიჭორაოთ და ყურადღებას გადავიტან
-კაი ხო ჯანდაბას, მეც მანდ მოვემზადები -გავუთიშე,წყალი გადავივლე,ტანსაცმელი ჩავალაგე და სახლიდან ჩუმად გამოვიპარე.
15წუთში თათულის კარებთან ვიყავი ატუზული და ენერგიულად ვაბრაგუნებდი.კარი გამიღო და გაბადრული სახით დამხვდა
-რა კარგ დროს მოხვედი,ახლა შევარჩიე ტანსაცმლის რამდენიმე ვარიანტი და უნდა გაჩვენო
-შვილო შენ ხო კარგად ხარ.გახედე რომელი საათია.6ზე მივდივართ შესახვედრად.
-ოოო ნუ წუწუნებ წამოდი,შემარჩევინე და გემრიელობებს გაჭმევ-მეც მეტი რა მინდოდა,სავარძელში მორჩილად ჩავემხე.
-აჰა მიდი ჩაიცვი, გიყურებ-ორსაათნახევარი,ზუსტად ორსაათნახევარი არჩევდა ტანსაცმელს და ძლივს სასურველ ვარიანტზე შეჩერდა,მერე კულულების დასწორება გადაწყვიტა და საათნახევარი თმებს ილაგებდა.მე კი შიმშილისგან ცუდად ვხდებოდი.თათული თავის თავს აღარ გავდა.ამდენ დროს ტანსაცმლის არჩევას და თავის მოვლას თითქმის არასდროს ანდომებდა.ამიტომ მეც წყნარად ვიჯექი და არაფერს ვეუბნებოდი
-მოდი ფრჩხილები გამიკეთე-თმების მოწესრიგებას რომ მორჩა მე გადმომძახა.-ვაიიმეე ეს რა დამემართა
-რა დაგემართა-შეშინებულმა წამოვიძახე
-მანიკური-წამოიკნავლა
-რა მანიკური
-გათავდა მანიკური,ჩასქელდა და ჩაძროხდა.ფუ დებილი მანიკური,ჩემი ბედის რა ვთქვი
-კარქიიი გოგო ნუ მოთქვამ ჩავალ და გიყიდი,ოღონდ მერე უნდა მაჭამო-თითი დავუქნიე და წასასვლელად კარებისკენ გავემართე
-ჰოჰო გაჭმევ, აბა რა-კიბეებზე მომაძახა და კარები დახურა.არც ისე ადვილი საქმე აღმოჩნდა ისეთი მაღაზიის პოვნა სადაც მანიკური იყიდებოდა,აფთიაქი კი ახლომახლოს არსად იყო.უკვე დაბნეულობისგან საით წავსულიყავი არ ვიცოდი.ჩემ გასაკვირად, ვიღაცამ დამისიგნალა.გავიხედე და მანქანაში მჯდომი დათო დავინახე.თბილად მოვიკითხეთ ერთმანეთი და ჩემი გასაჭირი გავანდე.მან კი გაყვანა შემომთავაზა,რაც გინდა ერთად მოვძებნოთო.
-შენი მეგობარი როგორაა?-მკითხა მან
-ოხ შე ცუღლუტო,კარგად არის მაგრამ თავად რატომ არ კითხავ??
-იციი,იმ დღეს ნომერი გამოვართვი, მაგრამ დამეკარგა,ჩემ ტელეფონს რაღაც დაემართა-მე ვგიჟდებოდი თუ ჩემი ყველა მეგობარი ერთად,ვეღარ ვხვდებოდი.დათო ის ბიჭი იყო სერიოზულად არცერთ გოგოს რომ არ უყურებდა.ახლა კი ჩემ წინ სულ სხვა ადამიანი იდგა.ტელეფონი მოვიმარჯვე და ნომერი ვუკარნახე.მალე მანიკურიც ვიშოვნე ,სახლში კი გახარებული დავბრუნდი.თეკლეს დავურეკე და ყველაფერი ჩამოვუკარკლე.ის თავისას არ იშლიდა.კარგი მეგობრები ვართ,ერთმანეთს გავუგეთო.აღარაფერი მითქვამს უბრალოდ მოვლენების განვითარებას დაველოდე.
როგორღაც მალე მოვიდა 6საათი და კარებზე კაკუნი გაისმა.სადარბაზოში ყვავილებით ხელში გაჯგიმული ნიკა იდგა.ცოტაც და ხარხარს დავიწყებდი.
არა,მართლაც აგიჟებს ეს სიყვარული-გულში გავიფიქრე და გიორგის ნათქვამი გამახსენდა.,,ნიკა ქალების მუსუსი იყო,არც ისე დამთმობი და ბუნჩულა, როგორიც ახლა ჩანს.ძალიან შეიცავალა,თათულიმ შეცვალა” მეც რა თქმა უნდა მჯეროდა სიყვარულის ძალის,ვოცნებობდი მეპოვნა ის,თუმცა ნამდვილი სიყვარულის ტკბილი გემო არასდროს შემეგრძნო.თითქოს ჩემთვის ეს გრძნობა რაღაც მიუწვდომელი მწვერვალი იყო, რომელსაც ვერასდროს მივაღწევდი.უბრალოდ ჩემი მეგობრების ბედნიერებით ვხარობდი,რაც ჩემთვის სრულიად საკმარისი იყო.ამ ფიქრებში ვიყავი გართული გიორგის ხმამ რომ გამომაფხიზლა
-ჰა წამოხვალ თუ გეგმა შევცვალოთ და ცალ-ცალკე წავიდეთ.
-მარტო დატოვებას თათული არ მაპატიებს,ამიტომ მოვდივარ.-კარები ჩავკეტე და კიბეებზე დავეშვით.მანქანაში მე და გიორგი წინ ვისხედით.ნიკა და თათული კი უკან,მეზობელი ბავშვებივით დამსხდარიყვნენ.მეღიმებოდა თათულის დაბნეულობაზე და თვალების ცეცებაზე.ნიკას კი მეტი თავდაჯერებულობა შესძენოდა.ისინი რაღაცაზე საუბრობდნენ ჩვენ კი მუსიკას ვუსმენდით.ცოტა ხანში ნიკა წინ წამოიწია და ყველას გასაგონად თქვა
-გიორგიმ აიჩემა მთაწმიმდაზე წავიდეთო, მე რესტორანში მინდოდა,ამიტომ ჯერ მთაწმიმდაზე ავალთ მერე კი რესტორანში წავალთ.
-ეეე რა მაგარიააა-ბავშვივით წამოვიძახე.მართლა გამიხარდა ბომბორას პარკში დიდი ხანი არ ვყოფილიყავი,ამიტომ ბედნიერებისგან ვცქმუტავდი და ერთი სული მქონდა როდის მივიდოდით.ყველას გაეცინა ჩემ რეაქციაზე მე კი მუსიკას უფრო ხმამაღლა ავუწიე და გავიტრუნე.
ჩვენ წინ საყვარლად მიმავალ თათულისა და ნიკას ყურებისას მთაწმინდაზე მალევე ავედით.გული სიხარულისგან მიფართხალებდა,ვგრძნობდი ყველაფერი მალე დალაგდებოდა და უკვე ქორწილში რა ჩამეცვა იმაზე ვფიქრობდი.უცებ ნიკას ხმამ გამომაფხიზლა.
-ეშმაკის ბორბალზე დავსხდეთ-ყველა დავეთანხმეთ.ესეც წინასწარ იყო დაგეგმილი.იმისთვის რომ წყვილი მარტო დაგვეტოვებინა,მე და გიორგი ჩამოვრჩით. კაბინაში შემხტარ ნიკას და თათულის ხელი დავუქნიეთ.უაზროდ ვკისკისებდი მეგობრის განწირულ სახეზე და ნიკას მადლიერ გამომეტყველებაზე
-აი, ამათ თუ ეშველებოდათ ნაღდად არ მეგონა-მითხრა გიორგიმ
-მე კი დარწმუნებული ვიყავი რომ ნამდვილი სიყვარული არასდროს იკარგება-მისკენ არ გამიხედავს ისე ვუპასუხე
-მოიცა ამას თვით მარიამი ამბობს??არადა ვიცოდი რომ სიყვარულის არც ისე დიდი ფანი ხარ
-და შენ საიდან იცი მე რისი ფანი ვარ-გაკვირვებულმა ვკითხე
-რავიცი,რავიცი ნაცნობები აღმოგვაჩნდა და გავიკითხ გამოვიკითხე-ცოტა არ იყოს დამაბნია და გამაბრაზა მისმა ნათქვამმა
-და რას ქვია გაიკითხ გამოიკითხე???თუ რამე გაინტერესებს მოდი და მკითხე.სხვის ნათქვამს რატომ უჯერებ?
-და რატომ ბრაზობ ვერ ვხვდები.უბრალოდ მითხრეს და მორჩა.დროთა განმავლობაში მე თვითონ მივხვდები,კითხვა არ დამჭირდება, ნუ დარდობ
-არც ვდარდობ-კოპები შევკარი და ხელები გადავაჯვარედინე
-აი,ახლა კი მართლა ბავშვობ
-არაა არ ვბავშვობ.საერთოდაც შენ დაიწყეე და ნუ მედავები
-მარიაამ!-დასერიოზულდა ის.უცებ ჩამოვუშვი ხელები და შუბლიც გავხსენი.-არა მართლა ბავშვი ხარ ამხელა გოგო-გამიცინა გიორგიმ და ლოყაზე მიჩქმიტა,მე კი ისევ გავუბრაზდი
-ნუ მჩქმეტ თორემ კუბიდონი მეგობრები აღარ ვიქნებით-ენა გამოვუყავი და ორივემ გავიცინეთ.ამ ჩვენ ბუტიაობაში თათო და ნიკაც გამოვიდნენ.აშკარად არც ისე კარგი მდგომარეობა ქონდათ.ნიკა ხელებს იქნევდა თათული კი წიოდა.ჩვენ დამფრთხალი თახვებივით, გაშეშებულები, ავიტუზეთ და მოვლენების განვითარებას დაველოდეთ.
-და რა ჩემიი ბრალია ვერ გავიგე-ეუბნებიდა თათული
-თათული მილიონჯერ აგიხსენი უკვე რომ არ აქვს გამართლება ჩემს საქციელს, მაგრამ ახლა თვითონ იქცევი ცუდად
-კიდევ მე ვიქცევი ცუდად?სასაცილოა პირდაპირ
-დიახ შენ.ამდენი ხნის განმავლობაში ხმას არ ვიღებდი უკანასკნელი ქალაჩუნასავით ყველაფერზე თავს გიქნევდი.იმედი მქონდა რომ დაივიწყებდი,მაგრამ შენ არაააა.შეჯექი ჯორზე და აღარ გინდა ჩამოსვლა.მეც მაქვს თავმოყვარეობა და თუ არ გინდა ჩემთან ურთიერთობა მაშინ თქვი და შეგეშვები.ძალიან მომწონხარ მართლა მაგრამ თუ შენ ჩემი სიახლოვე გაღიზიანებს მაშინ აღარ მიგაბეზრებ აღარასდროს თავს
-მე ეგ არ მითქვამს
-ხო პირდაპირ არ გითქვამს მააგრამ მითხარი რომ შენ დამაძალე აქ წამოსვლა თორემ შენთან ერთად არასდროს არსად წამოვიდოდიო. ამ სიტყვების შემდეგ რაღა უნდა ვიფიქრო.-თათული დაიბნა,ხმას აღარ იღებდა. ამ დროს ვიღაც მშვიდობის მტრედი მოფრინდა მასთან და თავისი ჭკუით გოგონა დაიცვა
-ეი ბიჭო,ამ გოგოს. რომ უყვირი არ გასწავლეს რომ ქალს წესიერად უნდა მოექცე?-ნიკას გაეჭიმა.
-შენი ჭირიმე, წადი შენ თავს მიხედე რა-ჯერ მოჩვენებითი სიმშვიდით უთხრა ნიკამ
-და შენ ვინ ხარ რომ მეუბნები სად წავიდე და სად არა,ბიჭო-ბოლო სიტყვა გამოკვეთა უცნობმა და ნიკასთან ახლოს მიიწია
-გითხარი წადიმეთქი თორემ ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ-დაიძაბა ნიკა და ხელი საყელოში წაავლო
-მიდი აბა შე ჩმორო-არ დანებდა უცნობი, იმის იმედით,ახლოს პოლიციელები არიან და ვერაფერს მიზავსო.თუმცა შეცდა.თვალის დახამხამება ვერ მოვასწარით უცნობი მიწაზე იყო გაწოლილი,ტუჩიდან სისხლი სდიოდა,გიორგი კი მათ შუაში იდგა.თათულიმ გაცეცხლებული ბიჭი ძლივს დააწყნარა,მალევე გონს მოსულმა ნიკამ მოგვიბოდიშა რომ ასეთი რამის ყურება მოგვიწია.სამმა რესტორანში წასვლა გადავწყვიტეთ,მხოლოდ გიორგი იყო წინააღმდეგი.
-მოიცა ამერიკულ მთებზე არ დავსხდეთ?-გაკვირვებულმა იკითხა გი
-კი აბა რა…ჩემი სიკვდილის შემდეგ-შეშინებულმა ვუპასუხე,იმაში დარწმუნებულმა რომ აღარ შემედავებოდა და გზა გავარძელე
-მიოიცა ახლა არ მითხრა რომ გეშინია
-არა,არ მეშინია უბრალოდ ფრთხილი ვარ
-დიახაც მე და მარი ფრთხილები ვართ-დამემოწმა თათო,გიორგიმ და ნიკამ კი ხარხარი ატეხეს.
-ჩვენ არ წამოვალთ თქვენ ადით და მერე წავიდეთ.-ვუთხარი მე
-კარგი როგორც გინდათ.-თაგვეთანხმნენ და წასასვლელად შეტრიალდნენ.
-გოგო რაღაც საეჭვოდ ჩურჩულებენ და ნელა მიდიან.-გადმომილაპარაკა თათულიმ
-არა გოგო ალბათ რესტორანზე ლაპარაკობენ-ამის თქმა ვერ მოვასწარი ჰაერში რომ აღმოვჩნდი.გიორგის მხარზე გადაკიდებული,უშედეგოდ ვფართხალებდი.დავინახე თათულიმ გაქცევა რომ მოასწრო,უკან კი ნიკა დაედევნა.მათი შემყურე აუცილბლად გამეცინებოდა იმ მდგომარეობაში რომ არ ვყოფილიყავი
-გიორგი დამსვი თორე გეფიცები ხმას არასდროს გაგცემ
-არა-მოკლედ მიპასუხა მან
-გიორგი
-არა
-გიორგიმეთქი
-არამეთქი
-კი
-არა
-კი
-არა
შესასვლელთან როგორ აღმოვჩნდი ვერ გავიაზრე..ძირს დამსვა და მხრებზე ხელი წამიჭირა რომ არ გავქცეულიყავი.
-არაფერი არაა საშიში დაწყნარდი და უბრალოდ მენდე მე შენს გვერდით ვარ-თავისი ეკუით დამამშვიდა
-გული დამარტყამს მივკვდები და მერე ჩემი კუბო დაამშვიდე-არ ვჩერდებოდი მე-იცოდე ტირილს დავიწყებ
-ჰოდა ბავშვი იქნები
-არა, არ ვიქნები
-იქნები
-არა, არ ვიქნები
-კი იქნები
-არა
-კი
-არა
-კი
ამის მტკიცებაში გართული, მოხერხებული მოძრაობით, ატრაქციოზე სწრაფად დამაბა.სვლა რომ დაიწყო,ყველასთან გამომშვიდობება დავიწყე და ჩემი ქონებაც დავანაწილე.
-არ შეგეშინდეს,დამიყვირა გიორგიმ-თვალები დავხუჭე,ვგრძნობდი როგორ მიიწევდა მაღლა,მერე კი უეცარად დაბლა დაეშვა.განწირუი ვკიოდი,გიორგი კი მთელი ძალით ხარხარებდა.გულში ვწყევლიდი აქ რომ მომიყვანა.მალე თავდაყირა აღმოვჩნდი.მეგონა მუცელში ყველაფერი ამომიტრიალდა. გამწარებული ბიჭს მივწვდი და მთელი ძალით ვუჩქმიტე.
-კარგი შეგრძნებაა მაგრამ ღირსი ხარ ძალით არ უნდა ამოგეყვანე-დავუყვირე და მივხვდი,რომ უკვე ყველაფერი სრულდებოდა.თავბრუსხვევით ჩამოვედი და ბანცალით გავუყევი გზას.
-აბა როგორი იყო-გაღიმებული წინ გადამიდგა
-აუ ძაან მაგარი იყო მაგრამ შენ მაინც საზიზღარი ხარ
-ვიცი-თავდაჯერებულმა მითხრა და თვალი ჩამიკრა-წამო ეხა ჩვენი გვრიტები მოვძებნოთ-მითხრა და ხელი გადამხვია
-ოპ ოპ ვერ ვიტან ხელს რომ მხვევენ-თავის დაძვრენა ვცადე და მთელი ძალით ვუჩქმიტე.
-არაუშავს მიეჩვევი
-ძალიანაც ნუ ეცდები, თორემ ერთხელაც ხორცს ამოგიღებ
-მაგასაც ვნახავთ-მითხრა თავდაჯერებულად.
-დიახაც ვნახავთ-დავეთანხმე და გზა გავაგრძელეთ
როგორც აღმოჩნდა თათოს და ნიკას ბევრი ურბენიათ.იქამდე ურტყეს წრე პარკს სანამ ძალაგამომცლილები ლამის მიწაზე გაიშოტნენ.ბოლოს დანებდნენ,მოსულიერდნენ და საშიშ ოთახში შესვლა გადაწყვიტეს.ნიკა ამ ყველაფერს ჩუმად გვიამბობდა,არ უნდოდა სიხარული თათოსთან შეემჩნია.
-და რამ გაგახარა ასე ძალიან-ვკითხე
-შიგნით რომ შევედით ჯერ არაფერი მაგრამ ერთგან ძალიან შეეშინდა და თითქმის ჩამეხუტა-მის მონაყოლს ვუსმენდი და სიცილს ძლივს ვიკავებდი
-და თითქმის ჩამეხუტა რას ნიშნავს-გაკვირვებულმა შეხედა გიორგიმ
-ანუ კი არ ჩამეხუტა მაგრამ ვიგრძენი რომ აპირებდა
-ააამ შენ თუ იგრძენიი მაშინ ხო…-სერიოზული სახით ვუთხარი,ნიკა კი უცებ მოიღუშა
-ხუმრობს მარიამი, მართალი ხარ შენ-დაამშვიდა გიორგიმ და მანიშნა სიყვარული მართლაც აშტერებსო.
მალე თათოც შემოგვიერთდა.
-სად იყავი აქამდე,ვიფიქრე შევეცოდე და გაიქცათქო-გაეცინა ნიკას
-შესაცოდი აქ მარტო მე ვარ, ვაჟბატონო
-ჰო აბა სულ ცომის საბრტყელებელით გცემე და მერე ეშმაკის ბორბალზე მოგიშალე ნერვები
-ბოდიში მოიხადე,შენ თვითონ დაიწყე ნამიოკები და ახლაც შენ იწყებ
-არაფერსაც არ ვიწყებ,უბრალოდ ვიხუმრე და შენ ყველაფერი გწყინს
-რას ქვია ყველაფერი მწყინს??თავსაც ხო არ გაბეზრებ ერთი-არ ცხრებოდა თათული
-აი, ეგეთი დასკვნა საიდან ვგიჟდები,იმენა ფილოსოფოსობას აწვები-უკვე ნიკაც ბრაზდებოდა.ბოლოს გადავწყვიტე ჩავრეულიყავი
-ჰეი ხალხიიი,რა დღეში გაქვთ ნერვები.ბოლოს და ბოლოს მომავალი მშობლები ხართ და მაგალითი უნდა მისცეთ შვილებს
-მარიამ თუ გწყვიტე მერე ნახე შვილები და ჩიტები სამოთხეში-შემომბღვირა თათომ და მეც ხმა ჩავიკმინდე.არა მარი სულელი ხარ, აბა რა ხარ!ხუმრობა შენ არ იცი,რა სად უნდა თქვა ის არ იცი, წადი დაიძინე,ჩემ თავს ვეჩხუბებოდი და ასპარეზი გიორგის დავუთმე.მან უფრო ცივილურად და წყნარად მოახერხა სიტუაციის დარეგულირება.მოკლედ, გავემართეთ რესტორნისკენ.საკმაოდ მყუდრო ადგილი ჩანდა.თათულის სახეზე ეტყობოდა რომ კმაყოფილი იყო,ნიკა კი ამით ხარობდა.
-მოკლედ რა შევუკვეთოთ?-იკითხა ნიკამ
-აი,ახლა აცადე პაპს-თქვა დამაჯერებლად გიორგიმ და იმდენი რაღაც შეუკვეთა ვერც კი დავიმახსოვრე
-მოკლედ თქვენ სულ ერთნაირები ხართ ხო?-მე დ გიორგის გადმოგვხედა თათომ.
-კუბიდონი მეგობრები,კუჭის მონობაში ეცილებიან ერთმანეთს-ჩავიხითხითე.გიორგიმ კი დასარტყმელად ხელი გამომიშვირა.
ცოტა ხანში ორივე რესტორნიდან გამოვიპარეთ.ფაქტობრივად არაფერი გვიჭამია.
-ამ მსხვერპლისთვის დაქალობის პრემიას ვიმსახურებ
-მე გაღიარებ,მარო
-მაროს კიდევ ერთხელ დამიძახებ და დაგკარგავ სამუდამოდ
-ადრე სულ ეგრე გეძახდი და არასდროს გწყინდა
-ეგ სულ დამავიწყდა
-საერთოდ არ გახსოვარ ხო?
-ანუ კი როგორ არა,მახსოვს,ბავშვობაში შენთან ხშირად მოვდიოდით ხოლმე .ირინა სულ გემრიელობებს მახვედრებდა და შენ კიდე ყოველთვის მართმევდი-წარსულის გახსენებამ ღიმილი მომგვარა.გონება კიდევ უფრო დავძაბე და მოგონებებიც თითქოს თავისთვის ამოტივტივდნენ.მუცელში წარსულის დროინდელი პეპლები ვიგრძენი.თითქოს ამ დროის განმავლობაში,იქ იმალებოდნენ და მხოლოდ ახლა მოახერხეს გათავისუფლებაო.
-მე მეგონა კარგად გახსოვდი.-ვიგრძენი რომ ხასიათი გაუფუჭდა
-კარგიი რა გიო,ეგ რამდენი წლის წინ იყო.დარწმუნებული ვარ არც შენ გაგხსენებივარ სანამ შენთან არ მნახე
-შენ დამპირდი, რომ არასდროს დამივიწყებდი.
-გიორგი
-ირინას მე ვუთხარი რომ შენთვის დაერეკა.
-რა?
-ჰო,იმ დღესაც გიცანი,სახლში რომ ამომაკითხე.
-მართლა მახსოვხარ,არ გატყუებ! უბრალოდ იმდენი წელი გავიდა.ამერიკაში რაც გადახვედით,კონტაქტი აღარ გვქონია.მითუმეტეს შენ შენს მშობლებზე უფრო დიდი ხნით დარჩი.
-კარგი,კარგი დაივიწყე, მარო
-მაროს ნუ მეძახითქო
-ჩემთვის შენ მარო ხარ და მაროდ დარჩები!ჩემს ეზოში რომ მარო ბებო შოკოლადებს და ტკბილეულებს ყიდდა,ხომ გახსოვს?
-მაგ ქალს რა დამავიწყებს,ჩემით სულდგმულობდა მგონი-მოხუცის გახსენებაზე გულიანად გადავიხარხარეთ.როცა გიორგისთან სტუმრად მივდიოდით,საგანგებოდ გადანახული ფულით, მარო ბებოსთან ჩემ საყვარელ ტკბილეულობას მყიდულობდა.
-ჰოდა მაგ ქალს გაუმარჯოს და მის საპატივცემოდ შენ ახალ სახელ,მაროს
-ასაკში მეც ეგეთ მომავალს მიწინასწარმეტყველებ თუ რა მაფიაა
-არა უბრალოდ,ეგ ქალი რომ არ ყოფილიყო,ალბათ ჩემთან არ მოხვიდოდი ხოლმე,მერე რაღა უნდა მექნა.შოკოლადის ჭამისას შენ ბედნიერ სახეს ხომ ვეღარ დავაკვირდებოდი.-ნელ-ნელა ვგრძნობდი სახე როგორ ამიხურდა,მაგრამ არ მინდოდა გიორგის შეემჩნია.
-შენც მოგცლია რა.რაზე მელაპარაკები-თემის შეცვლა ვცადე
-კარგი ხო დღეისთვის საკმარისია.ჩვენც დავსხდეთ სადმე და ვივახშმოთ-გიორგი თითქოს სადღაც დაფრინავდა და ახლა გამოერკვაო,ისე გააქნია თავი
-კარგი,წავიდეთ.
დრო ისე გავიდა ვერც კი შევამჩნიეთ.ისევ ბავშვობის სასაცილო მომენტებს ვიხსენებდით და სიცილისგან მუცელი გვტკიოდა.
იმდენი ვიარეთ და ვილაქლაქეთ დაქანცულები ძლივს მივბრუნდით უკან,მანქანაში ჩავსხედით და გვრიტებს გავუარეთ.
როგორც ჩანს ისევ იჩხუბეს.არცერთი ხმას არ იღებდა.დროდადრო თუ ჩაიბურდღუნებდნენ
-ხეპრე
-ალქაჯი
-თვითკმაყოფილი იდიოტი
-სწერვა
და ამას მოყვებიდა მთელი გარჩევები და ბოლოს მაინც რამდენიმე წლის წინანდელ უყურადღებობას ვუბრუნდებოდით.
თათული ჩემთან დარჩა.მთელი ღამე ვილაპარაკეთ.სულ სხვანაირი იყო,ყურებამდე შეყვარებული .ნიკას ხსენებაზე ფეხის თითიდან თმის ღერამდე რომ წითლდებოდა.
-თათ მგონი თანდათან მემსგავსები-გავეკრიჭე და წარბები ავუთამაშე
-ნუ აკეთებ ეგრე,ნერვები მეშლება.არც მიყვარს არც მომწონს
-არა კაცოო რა მიგწონს,რა გიყვარს,ხო არ ღადაობ
-მარიამ!იციი მითხრა რომ მიყვარხარო.
-რა??
-ჰოო
-მერე?
-ყველაფერს ვნანობ,რაც წარსულში მოხდა.ვერ ვხვდებოდი რამდენად ბევრს ნიშნავდი ჩემთვის და მინდა ყველაფერი თავიდან დავიწყოთო.
-აუ,ძალიან მაგარი ბიჭია რა.გიჟდება შენზე!და რა უთხარი?
-გავლანძღე
-რა ქენი?
-ვერ გაპატიებ,არც ახლა მჯერა შენი,მატყუებ და ჩემი გასულელება გინდათქო.
-ვაიმე დედა.შენ გოგო ნომრალური ხარ?ბიჭს უყვარხარ,შენც გიყვარს.ყველაფერს აკეთებს რომ როგორმე აპატიო და ბავშვობის სიცანცარე ვერ დაივიწყე..გაიზარდა უკვე,თათული,გაიზარდა და შეცდომას მიხვდა.უბრალოდ რატო არ გინდა გაუშვა წარსული და მომავლის ბედნიერება მიიღო.
-არ ვაპატიებ და მორჩა.
იმდენად კატეგორიული იყო,დავნებდი.თემის შესაცვლელად ფილმის ჩართვა შევთავაზე.რაღაც მელოდრამა მოვძებნე და მის კი არა თათულის რეაქციების საყურებლად მოვკალათდი. სევდიან ფილმებზე არასდროს ტიროდა,მაგრამ ამჯერად დანებდა და ისე გამეტებით აქვითინდა,სერიოზულად გადავწყვიტე 112ში დამერეკა.
-აუუ რატო ვტირი
-მე კი ვიცი რატომაც ტირი მაგრამ ხმა რომ ამოვიღო ან მომკლავ ანდაც ფანჯრიდან მისვრი.მოკლედ სამარე ვარ
-იმიტომ რომ შენ სულ სისულეებს მეუბნები-ამოისრუტუნა და საწყლად გამომხედა.მივხვდი შესატევად კარგი დრო იყო.
-სიმართლეს თუ დღეს სისულელეს უწოდებდნენ არ ვიცოდი,გავითვალისწინებ-თვალები მოვჭუტე და მის პასუხს დაველოდე
-რა გიინდაა-ძალაგამოცლილმა ამოიხავლა
-რა და სიმართლე უნდა თქვა,ნუ აწამებ იმ ბიჭს,ნურც შენ თავს.რატომ არ გინდა უბრალოდ ყველაფერი დაიკიდო და ცხოვრება შეირგო.ყველაფერში პრობლემას რატომ ხედავ
-არა,არ შემიძლია
-რატომ?რატომ არ შეგიძლია,ამიხსენი!
-არ ვიცი…უბრალოდ..
-უბრალოდ რა??-მკაცრად ვუთხარი
-უბრალოდ მეშინია-ჩუმად ჩაიბურტყუნა და თავი დახარა.აღარაფერი მითქვამს,რაღა უნდა მერჩია.ნაცნობი გრძნობა იყო.შიში რომ გიღალატებენ,შიში იმისა რომ არ დაგაფასებენ,უბრალოდ შიში რომ არ ეყვარებით.სიყვარულის შიში რომელიც მეც მთელი ცხოვრება თან მსდევდა და საგულდაგულოდ ვმალავდი.რა უნდა მერჩია…არ ვიცოდი…ამიტომ გავჩუმდი…და ყველა გამოუთქმელი გრძნობა ისევ გულში ჩავიხვიე…ერთხელ რომ გატკენენ,მერე ნდობის დაბრუნება თითქმის შეუძლებელია,ჩემთვის ჩავიბურტყუნე.ჩემთვის და კიდევ უჩვეულოდ მოკაშკაშე მთვარისთვის რომელიც გამეტებით ანათებდა გაღებულ ფანჯარას…როგორც ყოველთვის,ისევ დუმდა ერთგული მთვარე..სიჩუმე ხომ ზოგჯერ საუკეთესო გამოსავალია.ხოდა მეც გავჩუმდი,არაფერი მითქვამს...ან რაღა უნდა მეთქვა..

იმ დღის შემდეგ ფიქრები აღარ მასვენებდა.პატარა თინეიჯერი ბავშვივით გრძნობები ერთმანეთში მერეოდა.ყოველთვის სიყვარულზე ვიყავი შეყვარებული,თუმცა თავად არასდროს აღმოვჩენილვარ ამ ქარცეცხლში.ვბრაზობდი რომ მეგობრის დამშვიდება არ შემეძლო და სწორედ მაშინ,პირველად,მეც მომინდა სიყვარულით შევპყრობილიყავი.ისეთი სიყვარულით სადაც ღალატის,უყურადღებობის და უემოციობის საფრთხე არ დამემუქრებოდა.შევხვედროდი ისეთ ადამიანს ვისთანაც თავს ბოლომდე ლაღად ვიგრძნობდი.ჩემს საყვარელ მეგობარს კი მაგალითად სწორედ მას მოვუყვანდი.ჩემს მეორე ნახევარს გავახსენებდი და ყოველგვარ შიშს გავუფანტავდო.დავუმტკიცებდი რომ ამ სამყაროში ისევ არსებობდა წრფელი გრძნობები,დავუმტკიცებდი რომ ნამდვილი სიყვარული ისევ არსებობდა,და დავუმტკიცებდი რომ ნამდვილი სიყვარული ღალატისგან,გრძნობების დაუფასებლობისგან და ყოველგვარი უწმინდური ქმედებებისგან შორს იყო.მაგრამ ეს არ შემეძლო.არ შემეძლო არათუ მისი დამშვიდება არამედ არც საკუთარი თავის.გარშემო ვიხედებოდი,ვიხსენებდი ყველა სიყვარულის ისტორიას, რაც ჩემს ნაცნობ-მეგობრებს გადახდენოდათ თუმცა ნამდვილი სიყვარულის მაგალითად არცერთი შეიძლებოდა განხილულიყო.იმედი თითქმის გადაწურული მქონდა,იმედი იმისა რომ ამ დამპალ სამყაროში კიდევ არსებობდა რაიმე წმინდა…ისეთი რამ რისგანაც თავის დაცვა სიყალბით არ მოგიწევდა..ისეთი რამ რისი შეგრძნობის შემდეგაც იქნებოდი ნამდვილი მე და არა ყოველდღიური ნიღაბაკრული არარაობა..ნეტავ არსებობდეს..ეს ფიქრები მტანჯავდა და თითქმის მთელი წარმოდგენები თავზე მემსხვრეოდა.თვალი გავუსწორე სინამდვილეს და გული ერთიანად დამემსხვრა..მე ხომ მიყვარს დედა,დაუზოგავად უანგაროდ,მიყვარს ჩემი მეგობრები,მიყვარს ნათესავები…რატომ არ შეიძლება არსებობდეს ერთი ჩემთვის შექმნილი მეორე ნახევარი..ვეკითხებოდი ჩემ თავს,თუმცა პასუხი არ მქონდა…არ მქონდა და უფრო და უფრო ვბრაზობდი…ყველაფერი უაზრობაა,აბსოლუტურად ყველაფერი,ჩავიფრუტუნე და თავი გავაქნიე.აღარ მინდოდა ფიქრი,უბრალოდ ყველაფერმა აზრი დაკარგა...
რამდენიმე დღიანი დუმილის შემდეგ,გიორგიმ დამირეკა.
-ჩვენი გეგმა როგორ მიდის,თათულის რამე ხომ არ უთქვამს?
-არა გიორგი,მორჩა აღარანაირი გეგმა აღარ არსებობს
-რა ხდება მშვიდობაა??რა დამეგართა-ხმაში აღელვება დაეტყო,მე კი ცოტაც და ტირილს დავიწყებდი.რა მეპასუხა მე თვითონაც არ ვიცოდი რა მჭირდა ან რა მინდოდა.უბრალოდ ვიცოდი რომ კარგად არ ვიყავი და მორჩა.ხმას ვერ ვიღებდი.მრცხვენოდა,ამიტომ თავს შემოვიძახე რომ გრძნობები უნდა მეკონტროლებინა.როგორც იქნა ხმა დავიმორჩილე და პასუხი გავეცი
-არა კარგად ვარ.არაფერი მომხდარა,უბრალოდ არ შემიძლია ადამიანს ის ვუმტკიცო რისიც მე თვითონ აღარ მჯერა
-ამიხსენი რა ხდება-ხმა გაუმკაცრდა
-არაფერი გიორგი,ახლა ვერაფერს აგიხსნი დაგირეკავ ცოტა ხანში-სწრაფად მივაყარე.პასუხს არ დავლოდებივარ ისე გავუთიშე და საწოლზე გადავემხე.რა გემართება მარიამ ჩემ თავს ვეკითხებოდი.არაფერი ისეთი არ უთქვამს თათულის ასეთი რეაქცია რომ გამოეწვია,თუმცა არა ყველაფერმა ერთობლივი ძალებით იმოქმედა და შედეგიც შესაბამისია,ვფიქრობდი მაგრამ ეს არ იყო საკმარისი.რა მინდოდა?არ ვიცოდი..რას განვიცდიდი?არ ვიცოდი…არაფერი ვიცოდი...სახლში მარტო ვიყავი..ვნატრობდი ვინმე მყოლოდა რომ გული გადამეყოლებინა..თუმცა ზარებს არ ვპასუხობდი…რეალურად არავისთან ლაპარაკი არ მინდოდა..რაღაც მემართებოდა…რაღაც უჩვეულო,რასაც ამდენი ხანი ჩემ თავსაც ვუმალავდი…თათულის ნათქვამმა კი უბრალოდ ყველაფერი დააჩქარა...
უკვე მარამდენე ზარი შემოდიოდა,არ ვიცოდი ამდენს ვინ რეკავდა და როგორც იქნა ვიკადრე,ტელეფონს დავხედე.გამოტოვებული ზარები იყო გიორგისგან მერე თათულისგან და კიდევ უცნობი ნომრისგან.ბოლოს წერილი იყო თათულისგან,რომელიც მემუქრებოდა,თუ ტელეფონს არ ავიღებდი ჩემებს დაურეკავდა.არ მინდოდა ენერვიულათ ჩემი უაზრო ხასიათის გამო,ამიტომ მივწერე რომ კარგად ვიყავი და მოგვიანებით მივწერდი.შემდეგ ტელეფონი გამოვრთე,იმ მომენტში მხოლოდ ძილი მინდოდა და გამოვკეთდებოდი.მართლაც მალევე გავითიშე,ალბათ კიდევ დიდხანს ვიძინებდი კარებზე ბრახუნს რომ არ გამოვეფხიზლებინე.გაბრუებული ძლივს წამოვდექი და კარები დაუფიქრებლად გავაღე.გიორგი იყო..გაფითრებული,გაცეცხლებული სახეალეწილი გიორგი…დამინახა თუ არა სახლში შემოვარდა და ყვირილი დაიწყო.
-შენ ნორმალური ხაარ?რას ნიშნავდა ეს ყველაფერი??ტელეფონი გამორთე ერთი საათია კარებზე ვაკაკუნებ არ აღებ-გავოგნდი,ასეთს პირველად ვხედავდი და თავი დამნაშავედ ვიგრძენი
-მეე უბრალოდ ჩამეძინა-ძლივს ამოვილუღლუღე
-რა??- ცოტაც და ორი წლის ბაღის ბავშვივით ტირილს დავიწყებდი
-ჩამეძინა-ტუჩი გადავატრიალე და ცრემლებს გასაქანი მივეცი.შევამჩნიე სახე როგორ შეეცვალა,ისეთი გაბრაზებული აღარ ჩანდა,დაიბნა
-მოიცა ეხა არ იტირო,მოიცა ბოდიში,გამოქლიავებული ვარ,ყველაფერი ცუდი ვარ ოღონდაც არ იტორო-სასაცილოდ მამშვიდებდა,მე კი მაინც ვერ ვჩერდებოდი-ძალიან გთხოვ არ იტირო რაა...ასე ხმამაღლა იმიტომ გელაპარაკე რომ უბრალოდ,არ ვიცი უბრალიდ ვიფიქრე რამე დაემართათქო და უბრალოდ ხომ გესმის ვინერვიულე-ეს თქვა თუ არა ვიგრძენი მხრებზე როგორ შემომავლო ხელები და თავი მის მკერდში ჩავრგე…თავს მშვიდად ვგრძნობდი..თითქოს არაფერი მანაღვლებდა…თუთქოს დედამიწამ ბრუნვა შეწყვიტა და ქვეყნად მხოლოდ მე დავრჩი..მე და გიორგი..გონება მინათდებოდა და ნელ-ნელა აზრები,ფიქრები,გრძნობები პაზლივით თავისთავად იწყობოდა..ყველაფრის მიზეზს თანდათან ვხვდებოდი…თითქოს ასე მარტივი პასუხი არსებობდა მაგრამ ამავდროულად ასე რთული…მე შებყრობილი ვიყავი…შებყრობილი ვიყავი გიორგით..და ამას ვერ გავექცეოდი…

მას შემდეგ რაც ყველაფერი გავიაზრე და ჩემი სასოწარკვეთის მიზეზიც დავადგინე,ვცდილიბდი გიორგის აღარ გავკარებოდი.არ
მინდოდა თავი უსაფუძვლოდ დამეიმედებინა თუმცა ეს არც ისე ადვილი იყო.მინდოდა ეს თუ არა,მისი ნახვა მაინც ხშირად მიწევდა.გეგმა ისევ განვაახლეთ.ნიკას თათულის შიშებზე ვუამბე და ამ საკითხს ისიც უფრო გაგებით მოეკიდა .ამის მიუხედავად, მათი კინკლაობა არ მთავრდებოდა და ეს პირიქით წყვილის დაახლოებას უწყობდა ხელს.რაც შეეხება ჩვენი მივიწყებული თეკლეს და დათოს ამბავი უფრო მარტივად,ნელი ტემპით მიედინებოდა.გოგონა ხომ ურთიერთობებში ყოველთვის გახსნილი იყო თუმცა ზედმეტი არასდროს მოსდიოდა.ასეთივე იყო დათოც და ერთმანეთს ზედმეტად კარგად და მარტივად რომ ვთქვათ ,,ჯიგრულად”გაუგეს.ერთხელ მათ კაფეში წავაწყდი,შორიდან ისე საყვარლად ჟღურტულებდნენ, ხელის შეშლა არ მინდოდა მაგრამ თეკლემ დამინახა და დამიძახა.
-ჰეიი ბავშვებო აქ არ გელოდით-გაბადრული ჩამოვჯექი სკამზე.მათ მოსმენას არაფერი ჯობდა.ვგიჟდებოდი როგორ შეიძლებოდა ყველაფერი ასე მარტივად აწყობოდათ, თან სიხარულისგან გული მიფართხალებდა.ჩემ მეგობარს მოწყენილს თითქმის არასდროს ვხედავდი, თუმცა ასეთი ბედნიერი არადროს მინახავს.თითქოს ერთიანად განათდა და გაბრწყინდა.შინაგანად სავსე,ლაღი და სრულყოფილი იყო.
მალევე დავტოვე წყვილი და თეკლეს დავუბარე მოგვიანებით ჩემთან ამოსულიყო.მარტო ვიქნებოდი და მინდოდა ჩემი გოგოები ჩემთან დარჩენილიყვნენ.
-გოგოების საღამო-წარბები ავათამაშე და ტაში შემოვკარი
-ეიი, მეც წამიყვანეთ,მინდა გოგოების საღამო-ვითომ გული დასწყდა დათოს
-არა ვაჟბატონო,იქ შენ არაფერი გესაქმება-ენა გამოვუყავი და თმა ავუჩეჩე
-ქალბატონებო,მაინც რა ხდება გოგოების საღამოზე,განმანათლეთ
-რა ხდება და გოგოები პიჟამებში,ბევრი სასუსნაოებით საყვარელ ფილმებს ვუყურებთ,ვცეკვავთ,ვმღერით ვთამაშობთ,ვჭორაობთ ყველაზე და ყველაფერზე და კიდევ ათასი რამ რაც თავში მოგვივა-აუხსნა თეკლემ,მე კი დათო გადავკოცნე და სასწრაფოდ გამოვედი გარეთ.ქუჩას გავუყევი,ვიგრძენი როგორ დამეცა სახეზე წყლის წვეთი და ნაზად ჩამოცურდა.
-წვიმს-ბედნიერმა ამოვიჩურჩულე და ქუჩაში მორბენალ ხალხს თვალი გავაყოლე.მე ხომ ვგიჟდებოდი წვიმაზე,ამიტომ არ ვჩქარობდი.უფრო ნელა ვმოძრაობდი და თამამად ვუშვერდი ნაცრისფერ ცას სახეს.ჯერ თითქოს შეპარვით ჩამოცვივდნენ წვეთები მიწაზე შემდეგ კი უფრო გათამამებულნი სწრაფად იწყეს დენა.უეცრად ჩემი სახელი გავიგონე.ვიცანი,გიორგი იყო ამიტომ ნაბიჯს ავუჩქარე.მეგონა შემეშვებოდა მაგრამ შევცდი.მალევე, გაბადრული სახით,წინ ამესვეტა,
-გეძახდი,ალბათ ვერ გაიგე,წამო გაგიყვან,წვიმს და გაცივდები
-მადლობა გიო მაგრამ ფეხით მირჩევნია-დარწმუნებულმა მივუგე და თამამად ავუარე გვერდი.უკან მაინც მესმოდა ნაბიჯების ხმა,შევჩერდი და გავხედე
-რატომ არ მიდიხარ?
-და შენ რატომ არ მომყვები?
-მე ესე მირჩევნია
-ხოდა მეც ესე მირჩევნია-აღარაფერი მითქვამს და გზა გავაგრძელე,მალევე საუბარი მანვე წამოიწყო და გვერდით ამომიდგა
-მარიამ, რა გემართება,შეგიძლია მითხრა,რაც არ უნდა იყოს ყველანაირად დაგეხმარები
-გიორგი ხომ გეუბნები არაფერი მჭირს უბრალოდ ესეთი ხასიათი მაქვს
-ესეთი ხასიათი მაშინ გაქვს როცა რაღაც გაწუხებს,არავის ეუბნები და შენში მალავ.ამიტომ ჯობს გამიზიარო,ერთად გავუმკლავდებით ყველაფერს-ისევ არაფერი მითქვამს,უბრალოდ გზა გავაგრძელე.
-იციი,წვიმა ძალიან მიყვარს-ბოლოს ხმის ამოღება გადავწყვიტე
-მართლა?მე იცი რა მიყვარს?
-აბა რა გიყვარს-ხასიათი გამომიკეთდა და ეშმაკურად გადავხედე
-რა და…წვიმაში სირბილი და ცეკვა-ხელი სწრაფად ჩემავლო და მთელი ძალით გამაქანა.მოულოდნელობისგან ერთხანს უაზროდ მივრბოდი,მერე კი კისკისი დავიწყე.
-აიი,ასეთ მარიამს ვიცნობ მე-გადმომძახა გიორგიმ
-ცუდად იცნობ-პასუხი არ დავაყოვნე და თან ჰაერში ავხტი-უჰუუუ
-აბა ახლა უნდა იმღერო და ვიცეკვოთ
-დაყრუება თუ გინდოდა აქამდე გეთქვა.მოდი ეგ სხვა დროისთვის გადავდოთ ახლა მგონი მართლა ვცივდები.-ამის თქმა დასრულებული არ მქონდა რომ დავაცემინე
-აი ხომ გითხარი-შეწუხებული სახით გადმომხედა და ტაქსი გააჩერა
-კაიი რა აქვეა ჩემი სახლი
-ჩუუ ნუ მეწინააღმდეგები
მალევე ჩემს ბინასთან აღმოვჩნდი და შევამჩნიე ნიკამ თათული როგორ მოიყვანა.
-აი ესენი თუ კიდევ არ ჩხუბობდნებ ნახე-მითხრა გიორგიმ და ორივე გაფავიცებით დავაკვირდით გაცხარებით მოლაპარაკე წყვილს
-აი ისევ იწყებ-ეუბნებიდა ნიკა
-არაფერსაც არ ვიწყებ.უბრალოდ სიმართლეს გეუბნები და არ მოგწონს
-ნუ მაგიჟებ თათული,გოგომ უბრალოდ ხელი დამიქნია.ჩემი ნაცნობია და რა მექნა თვალი ამერიდბეინა?
-დიახაც უნდა აგერიდებინა.მე მეუბნები რომ გიყვარვარ და მერე ვიღაცებს უქნევ ხელს და კოცნი
-შენ რომ მეგობარ ბიჭს მიესალმები მეც ეგრე უნდა ვიჩხუბო?
-იჩხუბე,ბატონო!დაგიშალე?
-თათული თავი აკონტროლე.შენ თუ ჩხუბის ხასიათზე ხარ ეგ იმას არ ნიშნავს რომ თავს დაგიხრი და უაზროდ უნდა შემჭამო
-აჰა ესეიგი მე გჭამ?
- ისევ ისე აკეთებ.სიტყვებზე მიჭერ და უაზრო ახსნებს უძებნი
-ანუ მე უაზრო ვარ?
-თათული საკმარიასია,გეყოფა-ნიკამ იმხელაზე იღრიალა, მე გიორგი და ტაქსისტი ერთდროულად შევხტით
-რა უფლებით მიყვირი-არც თათულიმ დააკლო კივილი
-იმ უფლებით რა უფლებითაც შენ ნერვებს მიშლი!
-ბატონოოოო???მე გიშლიი ნერვებს?მე ხომ არ შეგეხვეწე შემთხვევით ჩემთან მოდითქო
-რომ შემეხვეწო აღარ მოვალ-მტკიცედ უთხრა ნიკამ და მანქანა დაქოქა
-ხოდა ძალიან კარგი-მანქანიდან თათული თავდაჯერებულად გადმოვიდა.მეც დავემშვიდობე გიორგის და მეგობრისკენ გავექანე.თათული ისე იცოფებოდა, ვერც კი შემამჩნია გვერდით როგორ დავუდექი.
-არა როგორ მაკადრა.ნერვებს მიშლიო.მე ვუშლი ნერვებს თუ პირიქით ის.დამპალი მოღალატე!!
-კაი რა თათ,შენც ყველაფერზე როგორ ეჭვიანობ ნუ გამაგიჟე
-მე ვეჭვიანობ ყველაფერზე?შენი დაქალი მე ვარ თუ ნიკა ვერ გავიგე!იმის ნაცვლად რომ გაამტყუნო მე მადანაშაულებ
-არ გადანაშაულებ ეხა გაბრაზებული ხარ და ცხელ გულზე ვერაფერს იაზრებ
-არ ვარ გაბრაზებული და გულიც საკმაოდ ცივი მაქვს.ჩავსვამ ნიკას და გავყინავ.მერე ხო ვეღარ მაეჭვიანებს-ვერ ცხრებოდა თათო და ხელებს იშველიებდა
-მგონი უკვე მანდ არის და მაგიტომაც გეეჭვიანება-ნაღვლიანად ვუთხარი და მისი სახის დანახვის შემდეგ ვინანე
-არ უნდა იყოს,არ მინდა რომ იყოს-ტირილი დაიწყო და მომეხვია.
-ეგ არაფერი.თუ საჭირო გახდა,როგორც ჩავიდა ისევე ლამაზად ამოვა,ახლა კიდე წამო და ისეთ ჩაის დაგალევინებ გულს კი არა აისბერგსაც გაალღობს-იმის მიუხედავად რომ სულაც არ მეცინებოდა მაინც გავუღიმე და სადარბაზოში შევიყვანე.
ორივე ერთმანეთზე უფრო სევდიანები,საყვარელ ჩაის უხმოდ მივირთმევდით.მალე თეკლეც შემოგვიერთდა.რა თქმა უნდა ჩვენი გამხიარულება ადვილად შეძლო.
-თათო მგონი ტელეფონი გირეკავს-დავუძახე სამზარეულოში გასულ მეგობარს
-ვიცი,ნიკაა და არ ავიღებ
-რას ქვია არ აიღებ.უპასუხე და მოუსმინე ბიჭს,რა იცი ეს გადარევა და აფეთქება
ისიც დაფიქრდა და ბოლოს გადაწყვიტა ეპასუხა.ხმას აუწია და ნიკას სიტყვები ჩვენც გვესმოდა.
-კიდე მიბრაზდები?
-დიახ და აღარ შეგირიგდები
-აღარასდროს?
-აღარასდროს!
-აბა კარები გააღე-თათულიც კარებისკენ მორჩილად გაემართა და წარბშეკრულმა გააღო.ფეხის საწმენდზე შოკოლადით სავსე კალათი იდგა.ჩემმა პინგვინმა კი სიხარულისგან ლამის კივილი დაიწყო.ი ხომ შოკოლადისთვის ყველაფერს დათმობდა
-არც ახლა თათ?
-არ ვიციი-თავი დაიფასა და სიტყვა გაწელა
-მე შენ გარდა არასდროს არავის შევხედავ.უამრავი გოგო ნაცნობი მყავს მაგრამ გპირდები ვისთანაც ურთიერთობა მექნება ისინი მხოლოდ მეგობრები იქნებიან.ჩხუბში რა სისულელებიც გითხარი,არაფერი არ არის სიმართლე!ყველას და ყველაფერს მირჩევნიხარ-ამით დაასრულა და გაჩუმდა
-მადლობა-ათასი ვარიანტი შეიძლებოდა ეთქვა ასეთ მომენტში მაგრამ ყველაზე აბსურდული სიშტერე აარჩია.ნიკას გაეცინა
-კარგი მაშინ ხვალ დამირეკე და მოგაკითხავ,წაგიყვან
-კარგი-მორჩილად უპასუხა და სანამ გათიშავდა სწრაფად მიაძახა-მეც მიყვარხარ-და ტელეფონი გათიშა.მე და თეკლა ხარხარისგან იატაკზე გავიშხლართეთ. ამდენი ხნის განმავლობაში თათულის მისთვის სიყვარული არ აეხსნა და მაინც და მაინც ასეთი არაორდინალური მომენტი აარჩია.ტელეფონი გაუჩერებლად რეკავდა.კიდევ უნდოდა ნიკას ნანატრი სიტყვების მოსმენა თუმცა აღარ გაუმართლა…

დღეები გადიოდა,თათულის და ნიკას ყველაფერიი კარგად ქონდათ.კამათობდნენ და რიგდებობდნენ.ზოგჯერ ვფიქრობდიი რომ სწორედ ეს იყო მათი ურთიერთობის მთავარი კოზირი.ამით დაიმედებულმა,რომ ჩემი მაჭანკლობა საჭირო აღარ იყო,ქალაქს გაცლა გადავწყვიტე.ვფიქრობდი,ასე მაინც შევძლებდი გიორგისგან თავი შორს დამეჭირა.როგორც კი თათოს ჩემი გადაწყვეტილება გავუზიარე გახარებულმა გეგმების დაწყობა დაიწყო
-ეეეე ზუსტად მეც მინდოდა დასვენება,ქალაქიდან არ გავსულვარ ნიკას გადამკიდე, ხოდა სადმე დავაწვეთ-უარი ვეღარ ვუთხარი,მეც მინდოდა მასთან ერთად სადმე წასვლა,მაგრამ ბიჭების გარეშე.ჩემდა, საბედნიეროდ, თითქოს ფიქრები წაიკითხაო,უცებ დაამატა-ოღონდაც მარტო ჩვენ დაა თეკლე.
-უფ შენ გაიხარე ეგრე ვქნათ,არა ბიჭებს!
ორ დღეში,მომზადებულ,მოწესრიგებულ გადაპრანჭული ჩვენ,ნიკას მანქანაში მსხდომი რიგით მემილიონე დარიგება-შენიშვნას ვუსმენდით.
-ვინ გაიგონა სამი გოგოს მარტო წასვლა მთებში-არ ცხრებოდა ნიკოლოზა(ასე ვეძახდით მას ხუმრობით)
-რას ნიშნავს ვინ გაიგონა,ვერ გავიგე???-არც თათული რჩებოდა ვალში
-რას ნიშნავს და მემგონი გყავს შეყვარებული და მარტო არ უნდა მიწანწალებდე!
-მივწანწალებდეე???
-დიახ! უნდა შეგეთანხმებინა ჩემთან და ისე უნდა წასულიყავი
-პატარა ბავშვივით ნუ მელაპარაკები.მემგონი ჩემითაც შემიძლია გადაწყვიტილებების მიღება-აშკარად ეწყინა თათულის და სახეზე აწითლდა,ნიკა ამას მიხვდა და ცოტა მოლბა
-ვიცი და ვცემ შენს გადაწყვეტილებას პატივს,მაგრამ შენგან ამას ვერ ვგრძნობ.ელემენტარულად ჩემი აზრიც უნდა გაგეთვალისწინებინა.რაც არ უნდა გითხრა თითქოს ჯიბრში მიდგები.მე კი უბრალოდ ვცდილობ უსაფრთხოდ და ბედნიერად იყო.
-კარგად ვიქნები
-კარგი
-სხვა დროს გაგაფრთხილებ ხოლმე,გპირდები
მთელი გზა ხმა აღარ ამოუღიათ.ნიკამ მაინც თავისი გაიტანა და თვითონ წაგვიყვანა.სამ საათ ნახევარში გადაქანცულები პატარა ულამაზესი სახლის წინ ვიდექით.მეპატრონეს შევუთანხმდით და ქირა გადავუხადეთ.იმ ადგილის სილამაზით დამუნჯებული თვალებს აქეთ-იქეთ ვაცეცებდი.ირგვლივ მწვანეში ჩაფლული მდელო გადაჭიმულიყო.აქაიქ ფერად ფერად ყვავილებს მოკრავდი თვალს,გარშემო კი ზვირთებივით წამოჭიმული მთები თითქოს ლაპლაპაბდნენ.მოშორებით ის ნეტარი ტბა მოჩანდა რომლის გამოც აქ წამოსვლა გადავწყვიტეთ.
-აი,ეს მილიონჯერ ჯობს ზღვას-ვუთხარი თეკლეს
-იმედიაა ახლომახლო ხალხი იქნება და არ მოვიწყენთ.
-ვიციი შენ ხალხის გარეშე რომ არ შეგიძლია და შემიძლია დაგამშვიდო,აქაურობა ახალგაზრდებითაა სავსე-ამის გაგონებაზე ნიკამ თვალები ჭყიტა
-ბატონო??არა ხო ვამბობდი მარტო არ უნდა დარჩეთ.გიორგისთვის უნდა დამეჯერებინა-გიორგის გაგონებაზე ახლა მე დავქაჩე თვალები,მაგრამ თათომ დამასწრო
-მოიცა გიორგის რაღა უნდა.ორი შეყვარებული მყავს და არ ვიცი??
-შენ რა შუაში ხარ-დაუფიქრებლად წამოაყრანტალა და შემცბარმა უცებ სხვა რამეზე გადაიტანა თემა.-მოკლედ მე წავედი სამსახურიდან მეხუთედ დამირეკეს უკვე-თათულის მოეხვია. მე და ჯანო კი იქაურობას გავეცალეთ,ხელი რომ არ შეგვეშალა.
რამდენიმე დღე იყო გასული რაც დასასვენებლად ვიყავით წასულები.ვცდილობდი ყურადღება გასართობებზე გადამეტანა და გამომდიოდა კიდეც.არაჩვეულებრივ დროს ვატარებდით.ყოველ დღე მდინარეზე დავდიოდით. საღამოობით, ახალ ნაცნობებს ვსტუმრობდით და ვერთობოდით.მოკლედ უკეთეს ზაფხულს ვერსად გავატარებდი.თითქოს ყველაფერი მიწყნარდა, მაგრამ ერთი რამ მაინც მაწუხებდა.გიორგი ყოველდღე მირეკავდა და ყოველჯერზე ვთიშავდი.ვიცოდი არასწორად ვიქცეოდი თუმცა ვფიქრობდი,რომ ასე ჯობდა.ერთ დღესაც სახლში დაღლილები დავბრუნდით,არაფრის თავი არ გვქონდა და შიმშილისგან კუჭებიი გვიღმუოდა.
-ვაიიიმეეე ხალხოიიო მიშველეთ-ზმუოდა თეკლე
-მაცივარში ახლა რამე რომ არ იდოს, გული მგლეჯს-აყვა თათული,მე კი დამუნჯებულმა სწრაფად შევვარდი სამზარეულოში.გაგვიმართლა და ისევ გვქონდა სალათი და პიცა შემორჩენილი. ნეტარი სახით შევექეცით სანატრელ საჭმელს.ცოტა ხანში გამსკდარები საწოლებზე დავემხეთ,მე კი იმწამსვე ჩამეძინა.
ზაფხულისთვის შეუფერებელმა სიომ დაკრა.საშინლად შემცივდა თუმცა გაღვიძება არ მინდოდა.
-ფანჯარა დახურეთ-ამოვიზმუვლე და ემბრიონის ფორმა მივიღე.ჩემი წუწუნი უშედეგო გამოდგა,თათულისაც და თეკლესაც ღრმად ეძინათ.წამოვდექი და საათს დავხედე,ღამის 3ის ნახევარი იყო.ნელა დავხურე ფანჯარა და წყლის დასალევად ოთახიდან გავედი.უეცრად კარზე ბრახუნი გაისმა,შიშისგან ყველა ჩემმა ორგანომ მუშაობა შეწყვიტა და მხოლოდ გულის ცემის ხმა მესმოდა.ხელები ამიკანკალდა და წამში ათასი ვარიანტი განვიხილე,ვინ შეიძლება ყოფილიყო.დედიკო მიყვარდი ჩავიჩურჩულე და სამზარეულოს ყველაზე დიდ დანას ვეცი.ნელა მივუახლოვდი კარებს და როცა ნაცნობი ხმა მომესმა, მოვდუნდი.
-აქ რაა უნდა?-თავში ერთადერთი კითხვა მიტრიალებდა და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.-იქნებ მეშლება??არა,არა მის ხმას მილიონში გავარჩევ-საბოლოოდ გადავწყვიტე და კარები გავაღე.ხმას ვერ ვიღებდი,ვიდექი და გიორგის ვუყურებდი,ისიც დამუნჯებულიყო და ჩასისხლიანებულ თვალებს არ მაშორებდა.თავი დამნაშავედ ვიგრძენი და გვერდით გავიხედე.
-მეგონა რამე დაგემართა-ხმაჩამწყდარმა მომიგო.მძაფრი ალკოჰოლის სუნი ვიგრძენი.
-ნასვამი ხარ?-ხმა ამიკანკალდა და მოვიბუზე
-ძალიან გადარდებს?-ირონიული სახით მიპასუხა
-გიორგი!
-რა გიორგიი,რა გიორგი?ხუთი დღეა გირეკავ და ტელეფონს არ იღებ,ეგეც არ იკმარე და დღეს შენმა დაქალმაც გამორთო მობილური.რა უნდა მეფიქრა,მიპასუხე!
-ნუ მიყვირი-გავბრაზდი,ასეთ რამეს მისგან არ ველოდი
-არ გიყვირი,უბრალოდ გეკითხები და მიპასუხე
-და შენ ასე რატომ გაინტერესებს ჩემი ბედი?მე შენთვის არავინ ვარ-გიორგიმ ჩაიცინა შეტრიალდა-მოიცა სად მიდიხარ?
-და რატომ გაინტერესებს?მე შენთვის არავინ ვარ
-გიორგი ნუ სულელობ,ნასვამი ხარ და ახლა ვერსად წახვალ
-და შენ რაში გაინტერესებსთქო
-ნუ ბავშვობ,რა ცუდი სიმთვრალე გქონია-სწრაფად მიმავალს უცებ დავეწიე და წინ გადავუდექი-ახლა ვერსად წახვალ,მისაღებში დაიძინებ და ხვალ შეგიძლია დაბრუნდე
-მანქანით ვარ,ამიტომ პრობლემა არ მაქვს
-მოიცა,რას მეუბნები,ნასვამი ს აჭესთან იჯექი??
-ძალიან გადარდებს?-საწყლად გადმომხედა,
-კი ძალიან-გამეღიმა და მკლავი მკლავში გავუყარე.ნელ-ნელა გავემართეთ სახლისკენ.ვგრძნობდი როგორ ბარბაცებდა და მეშინოდა არ წავქცეულიყავით.საწოლი მისაღებში გავუშალე და დახმარებით მივაცილე.ოთახიდან გასვლას ვაპირებდი როცა მკლავში ხელი ჩამავლო და თავისკენ მიბიძგა
-რატომ მაინტერესებს შენი ბედი?-გამახსენდა რომ წეღან ზუსტად ეს კითხვა დავუსვიდა გავწითლდი
-მე მნიშვნელოვანი არაფერი მიგულისხმია,ცუდად არ გამიგო..- თავის მართლებას კიდევ გავაგრძელებდი, გიორგის სიტყვებს რომ არ შევეჩერებინე
-მარიამ მიყვარხარ
გქონიათ ისეთი მომენტი როცა სიხარულისგან მუნჯდები,გინდა იფრინო მაგრამ ფრთები არ გაქვს,გინდა იხტუნო მაგრამ ძალა არ გყოფნის,გინდა იყვირო მაგრამ თითქოს ხმა დაგეკარგა.სწორედ ამას ვგრძნობდი მაშინ,თუმცა ყველაზე სულელური გადაწყვეტილება მივიღე.ავდექი და ყველაფრის უთქმელად წამოვედი..წამოვედი და დავტოვე...
მთელი ღამე საწოლში მოუსვენრად ვტრიალებდი.ჩემთავს ვლანძღავდი უაზრო საქციელისთვის.არ ვიცოდი რა მექნა.ბოლოს გადავწყვიტე გათენებას დავლოდებოდი და დავლაპარაკებოდი.
თვალი გავახილე თუ არა იმწამსვე წამოვხტი და მოწესრიგება დავიწყე.შევამჩნიე რომ გოგონები თავიანთ საწოლებში აღარ იყვნენ და ავნერვიულდი.სწრაფად გავედი მისაღებში და ყველაფერი მილაგებული დამხვდა.დივანზე კი თათო და თეკლე წამოსკუპებულიყვნენ
-გიორგი სად არის?-ვკითხე აფორიაქებულმა
-ვინ გიორგი?რა უნდა აქ გიორგის?-გაიკვირვა თათომ
-მოიცა ჯერ კიდე ძინავს ამას-წამოიძახა თეკლემ და გამაჯავრა.
დავიბენი,ვიფიქრე ალბათ დილით წავიდათქო და მეწყინა.
-რას ელოდი მარიამ ფეხებს დაგიკოცნიდა და დაგიჩოქებდა?ნურას უკაცრავად-ჩემი ერთი ნაწილი მამტყუნებდა.მეორე კი მეწინააღმდეგებოდა-დიახაც ბიჭიაა და უნდა დამიჩოქოს თუ საჭიროაა.
ამ ფიქრებში გართულმა ვერც კი შევამჩნიე როგორ დაურეკა თათოს ტელეფონმა.ფერი დაეკარგა და ნერვიულად აცქმუტდა.ვერ გავარკვიეთ რა ხდებოდა.გული ცუდს მიგრძნობდა,მივხვდი რაღაც მოხდა.გულში ვნატრობდი რომ გიორგი კარგად ყოფილიყო.გონება დამებინდა.აღარ ვიცოდი რას ჩავდიოდი.
-გიორგი ავარიაში მოყვა-გაისმა ჩემთვის ყველაზე შემზარავი სიტყვები და ჩავიკეცე.
ჩემი ბრალიაა-ბოლო ხმაზე ავბღავლდი და ცრემლებს გასაქანი მივეცი.იმ მომენტში ყველაფერს დავთმობდი,ოღონდაც ის ყოფილიყო კარგად,მაგრამ დამამშვიდებელს ვერაფერს მეუბნებიდნენ.მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.გიორგი სიკვდილს ებრძოდა.
აღარ მახსოვს თბილისში როგორ წამოვედით.მხოლოდ სავაადმყოფოს საშინელი სუნი,თეთრი კედლები და აქეთ-იქეთ მოსიარულე ექიმები მაგონდება.4საათის განმავლობაში მას ოპერაცია უტარდრბოდა,შემდეგ კი ღვთის იმედად დარჩენილებს უნდა მოგვეცადა.არავინ იცოდა მისი ორგანიზმი ამ ყველაფერს რამდენად გადაიტანდა.ეს იყო ყველაზე გრძელი ოცდაოთხი საათი თითოეული ჩვენგანისთვის.ვუყურებდი ჩემი მეგობრების ჩამომტირალ სახეებს და ჩემი თავი მეზიზღებოდა,მეზიზღებოდა ის დღე და მეზიზღებოდა ყველაფერი.უბრალოდ ერთ წერტილს მივჩერებოდი და ვლოცულობდი…სხვა იმედი ხომ აღარ დამრჩენოდა..
დილის 7საათზე შეგვატყობინეს რომ გიორგი გონს მოვიდა.იმედი მომეცა რომ გამოკეთდებოდა და ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებოდა.ნიკას ინიციატივით მასთან პირველი მე უნდა შევსულიყავი.ხელის ცახცახით შევაღე კარები და დალურჯებული გიორგის შემყურე,გული შემეკუმშა.თვალებიდან ჩემდაუნრბურად ცრემლები გადმომცვივდა.
-გიორგიი მაპატიე,ჩემი ბრალია-ამოვისრუტუნე და ხელი ხელზე მოვკიდე
-ჩუ,ნუ ამბობ მაგას.სიყვარულს ვერავინ დაგაძალებს
-არაა,შენ ვერ გამიგე,მაგაში არ ვარ დამნაშავე
-მე ჩემი ნებით წამოვედი და შენ ვერ გამაჩერებდი
-მომისმინე,უბრალოდ,არ ვიცი ალბათ კარგად მამჩნევდი როგორ შევიცვალე,ის დღე გაიხსენე ტელეფონი რომ გამოვრთე,ქალაქიდან გასვლაც ჩემი გადაწყვეტილება იყო,იმისთვის რომ შენგან თავი შორს დამეჭირა.არ ვიცოდი რა მემართებოდა და შემეშინდა.ჩემს თავში გარკვევა მინდოდა,მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ძალიან კარგად ვიცოდი.გიორგი,შემიყვარდი...არ მინდოდა,არც მიფიქრია,უბრალოდ ასე მოხდა და ამაში თანდათან უფრო ვრწმუნდები.აი,რატომაა ჩემი ბრალი.იმ დღეს უნდა მეთქვა მაგრამ ვერ შევძელი და მაპატიე.-ემოციებისგან დატვირთულმა თავი ვეღარ შევიკავე და ისევ ავტირდი.
-მოდი ჩემთან-მითხრა მან,მერე კი შუბლზე მაკოცა და ხელები შემომხვია-მე პირველივე წამიდან მიყვარხარ,მარო.სულ პატარა ჩემს ოთახში,რომ შემობაჯბაჯდი და მოსვენება დამიკარგე.მაშინაც მიყვარდი ჩემ ნაყიდ შოკოლადებს მადიანად რომ შეექცეოდი.მაშინაც თვალცრემლიანი აეროპორტში რომ მაცილებდი და კიდევ უფრო ორმაგად შემიყვარდი,დაბნეული ბატონოთი რომ მომმართავდი...თითოეული წამი,შენთან გატარებული თითოეული წამი მიყვარს,მარიამ!
მისმა სიტყვებმა ყველა ცუდი დამავიწყა.თავს ჰაერში მოფარფატე მსუბუქ ფრინველად ვგრძნობდი.გიორგის მე ვუყვარდი,ჩემთვის მხოლოდ ეს იყო მნიშვნელოვანი და არაფერი სხვა.

საოცარია როგორ შეიძლება ერთმა წამმა,ქმედებამ თუ სიტყვამ მთლიანად შეცვალოს თითოეული ადამიანის ცხოვრება.ჩემ ცხოვრებაშიც გარდამტეხი მოვლენა სწორედ ეს აღმოჩნდა.ცოტა ხნის წინ რომ გეკითხათ არსებობს თუ არა სიყვარულიო, უთუოდ დავფიქრდებოდი.ახლა კი იმწამსვე გიპასუხებთ,რომ ნამდვილად არსებობს და თითოეულ ადამიანს თავისი წილი სიყვარული ყოველთვის ერგება,მე ასე მწამს და მჯერა.
დასასრული...

----------
ვიფიქრე,კარგი იქნებოდა თუ მოთხორბას სრულადაც ავტვირთავდი.მადლობა თითოეული კომენტარისთვის <3 ამ მცირე ხნის განმავლობაში ძალიან შემაყავრეთ თავი <3 იმედია ისიამოვნებთ <3



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ამდენი ისტორიაზე ჯერ არ მიცინია ძალიან სახალისო იყო და მადლობა ამ ისტორიისთვის ძალიან ვისიამოვნე <3

 


№2  offline წევრი winter girl

ანი ანი
ამდენი ისტორიაზე ჯერ არ მიცინია ძალიან სახალისო იყო და მადლობა ამ ისტორიისთვის ძალიან ვისიამოვნე <3

პირიქით მადლობა შენ ამ კომენტარისთვის და მადლობა რომ წაიკითხე❤️მიხარია ძალიან რომ მოგეწონა

 


№3 სტუმარი ეკა

გაიხარეთ! მიყვარს კარგი დასარულიიიი!❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent