შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბნელი ლორდი [ნაწილი 8]


13-07-2018, 18:43
ნანახია 1 091

-ლუკა,ლორდი დაგვხოცავს,გეფიცები მე ის დავინახე...
არა...
ის სუნი ისევ აქ არის...
უკან გავიხედე თუ არა,თვალებში მომხვდა გიას ცხედარი. დიდი ბრიტანეთის პოლიციას გააჩნია 45 სტრუქტურული დანაყოფი,რომლებიც მის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფენ, მათ შორისაა ქუჩის პატრულირება,ანტისოციალურ ქმედებებთან ბრძოლა,გამოძიება, ორგზანიზებულ დანაშაულთან,ნარკოდანაშაულთან და ტერორიზმთან ბრძოლა.
მაგრამ ამ შემთხვევაში? დაიჯერებდა პოლიცია გიას მკვლელი სული როა?ანდაც ეს ხანძარი მის საქციელს რომ უკავშირდება?
დავინახე,როგორ ბრთხილა აწიეს ცხედარი და სასწრაფო დახმარების მანქანაში მოათავსეს. ნუთუ არის იმის შანსი,რომ გაცოცხლდეს?
არა მგონია...
სანამ,მარი არწმუნებდა ირგვლივ შეკრებილებს,რომ ლორდმა ქნა ეს,ჩვენს წინ გაჩნდა მაღალი,საპატრულო ფორმაში გამოწყობილი ხნიერი მამაკაცი,ქერა თმითა და ღაჟღაჟა ცისფერი თვალებით.
გაინტერესებთ ვინ არის?
გეტყვით.
ლონდონის პოლიციის უფროსი,ინგლისის პოლიციის კონსტაბლი და კომისარია ბერნანდ ჰოგანი,რომელიც პოლიციაში მუშაობს 1979 წლიდან (37 წლის სტაჟით).
-please,calm down(გთხოვთ,შეინარჩუნოთ სიმშვიდე)-თქვა დაძაბული მზერით.
თუმცა,მარის ნერვიულობამ პიკს მიაღწია,უკვე კონტროლს კარგავდნენ თავისი რეფლექსები, ძალაუნებუღად ბერნანდს ჩაებღაუჭა,თუმცაღა მას ქართული არ ესმის,ამიტომაც აქვს შეწუხებული მზერა.
-გეყოფა გოგო-მარის დამშვიდებას შეეცადა დიანა-წამოდი.
-არა,თქვენ არ გესმით!განწირულები ვართ!ლუკა,ლუკა უნდა დაიძნო.
***
თვალები დავხუჭე,თუ არა ეგრევე მოვდუნდი,ის საზიზღარი ხმა,რომელსაც ფეხების ბაკუნს ვუწოდებ სულაც არ ყოფილა,ის,რასაც მე ვფიქრობდი. ჩემს თვალწინ მოხუცი კაცი ზის, თვალებზე სათვალე უკეთია,მოიცა არა ცხვირზე უფრო,მისი კანი აქერცლილ ნიანგის კანს გავს,ერთი თვალი ამოთხრილი აქვს და ჭიები ბუდობენ მასში. მეორედან კი შავი გუგით მიმზერს. ხელებზე კლანჭები აქვს ამოსული,ერთი ხელით ჩაქუჩს ურტყავს მაგიდაზე ნერვიულად,მეორეთი კი სკამს ფხაჭნის. აი ეს ხმები იმდენად მოქმედევს ჩემზე,სურვილი მიჩნდება,ბოლო ხმაზე ვიღრიალო.
მოულოდნელად ბნელ დერეფანში აღმოვჩნდი,რომლის ბოლოდანაც ეს უცნაური კაცი მიმზერს.
რა გავაკეთო?
რაც მოსახდენია,მოხდეს!
ნაბიჯი გადავდგი,თუ არა წამით ხმები შეწყდა. მადლობა ღმერთს,მომეშვა.
ღრმად ამოვისუნთქე და იმ კაცისკენ გადავდგი ნაბიჯი.
და აჰა,როგორც იქნა წინ დავუდექი. ერთი თვალით ამომხედა,მარჯვენა კლანჭით მიმითითა სკამზე.
ვა ყოჩაღ,ჯოჯოხეთშიც სცოდნიათ ზრდილობა,გავიფიქრე ჩემთვის.
კაცმა ჩაიცინა.
-ზრდილობა ყველგან ფასობს ჩემო ბიჭო-ამოიროხროხა მან.
-თქვენ რა,აზრებს კითხულობთ?-გაოგნებული ვარ,არმჯერა.
მან თავი დამიქნია. ჩიბუხი ჩაიდო პირში და ნაპასი დაარტყა.
-აბა,რამ მოგიყვანა ჩემთან?-თქვა ბოლოს.
-იცით,მე უბრალოდ თვალები დავხუჭე და აქ აღმოვჩნდი.
რატომღაც ეს მოხუცი კაცი,ჩემს ნათქმზე სულ იცინის,სურვილი მიჩნდება ავდგე და ეს ჩაქუჩი ვურახუნო ამ მოკუზულ ცხვირში.
-ახალი სული ხარ ბიჭო?
-სული არ ვარ,ნუ ჯერჯერობით მაინც!-საოცარია,ანუ მჯერა,რომ მოვკვდები?კიდევ კაი,მომავალში,რომ ვიყავი და ვიცი ცოცხალი ვარ.
-ჩემო ბიჭო,შენ ახლა ჩიკატელოს კაბინეტში იმყოფები იცი-პირიდან გამოაბოლა ბოლი და პირდაპირ სახეში მომხვდა.
მოკლე ამბავი ამ კაცის შესახებ,რომლის სახელიც არის ცნობილი,ალბათ,ყველა მაცხოვრებლებისთვის ყოფილ საბჭოთა კავშირში. 1978 წლიდან 1990 წლამდე,ჩიკატელომ მოკლა სულ მცირე 53 ადამიანი,მათგან 35 ბავშვი იყო. ის თავად საუბრობდა კიდევ ბევრი მსხვერპლის შესახებ. ჩიკატელო დააკავეს ორჯერ. თუ ის 1984 წელს გამოუშვეს არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, მაშინ 1990 წელს მიუსაჯეს სასიკვდილო განაჩენი. 1994 წლის 14 თებერვალს განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი - ჩიკატელო დახვრიტეს.
ძნელია მას ადამიანები უწოდო,რადგან ეს სრული რეალობაა.
ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანის სიკვდილი დიდი ტრაგედიაა,მაგრამ ზოგჯერ ჩნდებიან (მე არ მინდა, რომ გამოვიყენო სიტყვა "ადამიანი") პირები,რომლებიც ხელს უწყობენ ასეთი ტრაგედიების წარმოშობას/გაჩენას.
-ვიცი თქვენზე ყველაფერი,მაგრამ მე აქ იმიტომ არ ვარ,რომ თქვენ გისმინოთ!ჩემს კითხვებზე მჭირდება პასუხი!
ჩიკატელომ ჩიბუხი უცნაურად აათამაშა პირში და მზერა ამარიდა.
-ვინ არის ბნელი ლორდი და რა ესაქმება ჩემთან?
-ვფიქრობ მასზე იცი,ის რაც საჭიროა ჩემო ბიჭო.
ვეღარ მოვითმინე და მაგიდაზე ხელი,რაც ძალა და ღონე მაქვს დავარტყი.
მაგრამ სანამ რაიმეს თქმას დავაპირებდი,სიბნელე გაზეთებნა შეცვალეს,უზარმაზარი ფურცლები,რომელზეც ჩიკატელოს პორტრეტია,წარწერებით,"კაცი-ჭამია","დემონი" და ამდაგვარები... ერთერთ ფოტოზე კი ნათლად გამოჩნდა ბნელი ლორდის ფოტო.
"არსება,სულების ქურდი,კაბინეტი ოთხმოცდა მესამე,სართული მეხუთე"
-ბიჭუნავ,აქ უამრავ არსებებს გაიცნობ,სამი დღეც და შემომირთდები.
-არა!-შევყვირე,მაგრამ უკვე გვიანი იყო,სიბნელე გაქრა და მხოლოდ საშნელი ჩაქუჩისა და ფხაჭუნის ხმაღა დარჩა.
თითქოს,რაღაც ფურჩულებს,მამაკაცის ხმას გავს. ჩემს წინ გია დგას,თავის შვილისკენ იქაჩება. გავძახე,მაგრამ უშედეგოდ,ის მაინც თავისას აგრძელებს.
ჯანდაბა!ლუკა მოიფიქრე რამე!მოიფიქრე!
-გია!-წამიერი დუმილის მერე,შემომხედა.
-ვინ ხარ?-ამოისლუკუნა.
-რა დაგემართა?ეს მან ქნა?ლორდმა მოგკლა?
სლუკუნი უფრო გაუხშირდა,ნერვულად აუტყდა კანკალი,ვცადე ხელის შეშველება,თუმცა ამიცილა თავიდან.
-ის კიდე ბევრს მოკლავს-თქვა ბოლოს.
-რა შეაჩერებს მას?
თვალები დაქაჩა,ტუჩები მოკუმა და წამოისროლა სიტყვა"ამბორი".
-ვისი ამბორი?-უკვე პიკზე ვარ,ლამისაა გავიგუდო ისე მცხელა.
-იმ ადამიანის,ვინც სიცოცხლეზე მეტად გიყვარს!მან უნდა გაკოცოს და...
არა,მოიცა...
არა...
***
"სული" ებრაულად სიტყვა სიტყვასიტყვით ნიშნავს „ქმნილებას, რომელიც სუნთქავს“, ხოლო ბერძნულად კი — „ცოცხალ არსებას“. აქედან გამომდინარე, სული არის თავად ქმნილება, და არა რაღაც ძალა,რომელიც სხეულის სიკვდილის შემდეგ განაგრძობს არსებობას.
თუ იგი ცოცხალია გამოდის,რომ მე ჯერ კიდევ ვსუნთქავ,მაგრამ უკვდავია სული?
არა,რადგან სული კვდება.
საიდან იღებს სათავეს სულის უკვდავების შესახებ სწავლება?
ძველი ბერძნული ფილოსოფიიდან. ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“ ვკითხულობთ: "ბიბლიური ნაშრომების თანახმად, სიტყვა „სული“ გაიგივებულია სუნთქვასთან და არანაირ განსხვავება არ კეთდება უსხეულო სულსა და ხორციელ სხეულს შორის. სწავლებას იმის შესახებ, რომ სული სხეულის გარეშეც არსებობს, ძველ საბერძნეთში ჩაეყარა საფუძველი."
გამოვიღვიძე,თუ არა,მარის ძებნას შევუდექი,თუმცა ნახევარი საათი იმაში დავხარჯე,რომ ჩემი ძმისა და დიანას დიალოგს ვუგდებდი ყურს. კახი ამბობდა,რომ ბერნანდ ჰოგანი მარის საგიჟეთში უპირებს გადაყვანას,დიანა კი ლაპარაკობდა იოანეზე,რომელიც ამის სასტიკი წინააღმდეგია,თუმცა მაინც არ სჯერა მარისიო.
-კახი,როგორ ფიქრობ მარის რა ბედი მოელის?
-არ ვიცი,დიანა,ნაღდად არ ვიცი.
დაღონებულები ისხდნენ,ჩემმა ძმამ,როგორც ყოველთვის,ისარგებლა ამ მომენტით და მხარზე მოხვია ხელი,დიანამ არ იცოდა რა ეპასუხა ამ ქმედებისთვის,ამიტომაც მისცა ნება ჩახუტებულიყო კახის.
ცოტახანში სანდრო და ნინიც გამოჩნდნენ,მათ უკან იოანე შემოლასლასდა. მოწყვეტით დაეშვა სავარძელში და ამოიხვნეშა. ნეტავ რა მოუვიდა მარის?
საოცარია,ნინი ჩემს გვერდით ჩამოჯდა,ნეტავ იცოდეს მის გვერდით რომ ვზივარ.
-გია გარდაცვლილა-ამოიღო ხმა სანდრომ-მარი ცუდ დღეშია,რაიმე უნდა ვიღონოთ.
-რა უნდა ვიღონოთ ტო?-აენთო იოანე-გიჟია,შეშლილია!
-ძმაო,შენ არ იყავი,იმ პოლიციელს რომ ეუბნებოდი ნუ მიგყავთო?-ჩაეჭრა დიანა,იოანემ მას სევდა ნარევი მიმიკა ესროლა საპასუხოდ.
-შემეცოდა და იმიტო!-თქვა ბოლოს.
თუმცა,არა მგონია ეს ეგულისხმა.
-შეგეცოდა,თუ შეგეშინდა მისი დაკარგვის?-თბილი მზერით აუციმციმდა თვალები ნინის.
სანდრომ მას გაუღიმა,რაც იმას ნიშნავს,რომ იციან იოანეს გრძნობები მარისადმი.
ცხადია,რა თქმა უნდა,მოსწონს.
-არა ტო,რა დაკარგვის ღადაობ?-შეიშმუშნა იოანე.
-ნუ,როგორცაა,ფაქტია,რომ ლუკასთან მეკონტაქტე აღარ გვყავს მეგობრებო-პირვანდელ პოზიციას დაუბრუნდა სანდრო,მას თავი დაუქნია ყველამ,მათ შორის მეც-რა თქმა უნდა,მარის დავეხმარებით გამოსვლაში,მაგრამ არ დაგავიწყდეთ მხოლოდ სამი დღეღა დარჩა,ლუკას გარდაცვალებამდე,აბა ვის რა გეგმები გაქვთ?
-სანი-დიანას მხარიდან მის წელზე გადაიტანა ხელი კახიმ,თან პროფერორივით ალუღლუღდა-მე ვფიქრობ,რომ მე შემიძლია მასთან დაკონტაქტება.
ოჰ,კარგი მცდელობაა ჩემო ძმაო,ნეტავ შენ როგორ უნდა დამეკონტაქტო,მხოლოდ მასხრობა იცი.
-წავიკითხე,რომ დემონები,მარჯვედ ცდუნების მიზნით,ადამიანებს უმეტეს შემთხვევაში ნათლის ანგელოზების სახით ევლინებიან და ზოგჯერ იმასაც ცდილობენ,ადამიანად მოაჩვენონ თავი. ეშმაკები ხანდახან მომავალსაც კი წინასწარმეტყველებენ და ზოგჯერ საიდუმლოებსაც ხსნიან,მაგრამ მათი ნდობა არაფრით არ შეიძლება. მათ ჭეშმარიტება სიცრუეში აქვთ არეული. ყველა ადამიანისთვის საზოგადო წესია,რომ არაფრით არ ენდოს სულებს,როდესაც ისინი გრძნობადი სახით ევლინებიან,რომ მათთან არ ისაუბროს და არავითარი ყურადღება არ მიაქციოს.
ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს.
-მერე?-დაინტერესდა სანდრო.
-მერე ის,რომ აბა დავაკავშიროთ,მარის ელანდება ლუკა,ის გოგ ოხომ ჩვენსავით ჩვეულებრივი მოკვდავია არა?ჩემი აზრით,რადგან იმას შეუძია სულის დანახვა ჩვენც შევძლებთ.
იოანემ მჟავედ ამოიხვნეშა და ოთახში წინ და უკან დაიწყო ბოდიალი,რაც შეეხება ნინის,იმდენად ახლოს ჩამოიწია,რომ ჩემი რეცეპრორები,ალბათ მალე ნერვულ იმპულსის წარმოქმნას დაიწყებენ.
-ეგ ცოდვაა ტო,ქრისტიანი ხარ და ნუ ბოდავთ რაღაცეებს!-არ აყოვნებდა იოანე.
-მაგრამ...
-კაი კმარა-შეაჩერა სანდრომ-მარის გარეშე დაბრკოლებულები ვართ,იოანე წახვალ და ციხიდან გამოიპარებით.
-რა?-შეიცხადა.
-არავითარი არაფერი!
-არა!არ წავალ.
-მაშინ დამკარგავ.
იოანემ ცხენივით ამოიკვნესა და დავარდა ოთახიდან.
***
და აჰა,უკვე ციხის კარებთან ვართ,ნუთუ შეძლებს მის გამოყვანას? პოლიციამ რომ დაიჭიროს?ვნახოთ აბა რა იქნება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent