შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,, რაც არ მითქვამს" (1)


13-07-2018, 22:19
ავტორი gvanc(a) 15
ნანახია 1 305

სამსახურში ენით აუღუწერელი ხმაური დამხვდა. ყველა თავის ანდროიდში იყო ჩამძვრალი, კლავიატურას აწკაპუნებდა და ყავას ხვრეპდა.
მშვიდად მივუახლოვდი ჩემ მაგიდას, ლეპტოპი გავხსენი და ,,დისკორდზე“- შესვლის შემდეგ გავიაზრე რომ ამ ყველაფრის ნაწილი მეც ვიყავი. სამწუხაროდ სხვანაირად არ გამოდიოდა, ჩეთს გადავხედე და მივხვდი რომ სიმშვიდის ილუზია, რომელიც ჩემი ყოველდღიური რუტინის შემადგენელი ნაწილი იყო,რატომღაც დამირღვიეს.
ყველა რაღაცნაირად, ქაოსურად მეტყველებდა და ვერ მივხვდი რამ გამოიწვია ასეთი ხმაური, კითხვაც მერიდებოდა, ახალი მისული ვიყავი და ჯერ ეს გარემო ჩემთვის უცხო იყო. ის საშინელი ჩვეულება,რასაც გვიანობამდე ძილი ჰქვია, ერთი თვის თავზე მივივიწყე და ვცდილობდი სახე,რომელიც მაგიდისკენ მექაჩებოდა, სულ რამდენიმეწამიანი მიძინების დაპირებით, როგორმე მიმეგდო და ჩემი საყვარელი- ახლად აღმოჩენილი სამსახურისთვის მიმეხედა.

არ გამოვიდა.
თავი მკლავებში ჩავრგე და იმის შიშით რომ გავითიშებოდი, მალევე გავსწორდი წელში.
ყავა მინდოდა, ძალიან ძლიერი ყავა.
გონებაში შევიგინე, სკამიდან ძლივს წამოვდექი და საპირფარეშოში შევედი ცივი წყლის შესასხმელად.
უნიტაზი იმდენად ლამაზი მეჩვენა, ზედ მოვთავდი, თავი უკან გადავხარე და ჩემდაუნებურად თვალები მიმეხუჭა. აქ მაინც ვერ დაინახავდნენ რომ მეძინებოდა და ვერც იმას რომ გუშინ - დილის ხუთ საათამდე ჩემ ავადმყოფ მეგობარს ვწერდი.
დიალოგები გუშინდელი საუბრიდან, ციტატებივით ირეკლებოდა, ხან გამაღიმებდა და ხანაც დამამწუხრებდა.

ვერ მივხვდი როდის დამეძინა, ალბათ ვერც მერე მივხვდებოდი.
- განო, კარგად ხარ?- სუსტმა, წრიპინა ხმამ, ლამის უნიტაზიდან გადმომაგდო.
წამოვვარდი,(ფანტაზიას მოვუხმე და ჩავრეცხე როგორც ფილმებშია), ონკანი მოვუშვი და ცივი წყალი შევისხი.
მე კარგი გოგო ვარ. ფხიზელი და კარგი გოგო - ვიმეორებდი ჩურჩულით და გათხაპნილ, ამღვრეულ მაკიაჟს, დანანებით ვიშორებდი.
ყველას ვურჩევდი სამსახურში, დიდად არ ეცადათ ლამაზად ყოფნა.
ამ დროს შენი მცდელობა, კარგად გამოიყურებოდე, რამდენიმე ცივი წყლის შხეფით ნადგურდება და ეს ძალიან მტკივნეულია.

მენატრებოდა ძილი, ძალიან მენატრებოდა.
აი ისეთი ძილი მენატრებოდა, შუადღის სამამდე რომ მიგთიშავდა და მერე რაღაცნაირად,უსინდისოდ შეგაწუხებდა.
გაგეფიქრებოდა რომ ადამიანები დილაუთენია დგებიან, იცვამენ, კბილებს იხეხავენ და ცდილობენ იშრომონ, ამ დროს კი შენ...

- განო , განო - ისევ კაკუნი.
- ნუცა გამოვდივარ... - შეძრწუნებულმა გავაღე კარი და ხელებში შემოჩეჩებულ ანდროიდს დავაკვირდი.
- რა ხდება?-
- როგორ რა ხდება? არაფერი არ იცი გოგო? - შავი, წვრილი წარბები,რომელიც საშინლად მაღიზიანებდა ზემოთ ჰქონდა აზიდული.
ვეცადე ადეკვატური სახე მიმეღო და თან მივახვედრე რომ არაფრის აზრზე არ ვიყავი.
- ჰო,გამახსენდა, შენ ხომ არ იწერ აპლიკაციებს-
- მე მობილური საერთოდ არ მაქვს- შევუსწორე- უფროსწორედ მაქვს მობილური, უბრალოდ არაფერს არ ვიწერ, არათუ აპლიკაციებს... მაჩვენე მიდი-
ისევ დავხედე ეკრანს და თვალები მოვჭუტე.
- ახალი რამეა? ჩვენია?-
- არა რა ჩვენი... - გადაიკისკისა- სად აქვთ ამხელა ფანტაზია ამათ. მოკლედ ვიღაც ტიპმა გააკეთა რა, მემგონი მარტომ, აზრზე არ ვარ... მარტო ჩალიჩობდა მემგონი. ყველანაირად, ვიზუალურად, პროგრამულად, მისი გამართულიაო... ანუ ის თემაა რომ მე ძალიან მეეჭვება,ერთი ადამიანის გაკეთებული იყოს მაგრამ მასე ამბობენ.
- გასაგებია, გასაგებია - ვეცადე გამეჩუმებინა და აპლიკაციის დიზაინს დავაკვირდი. საკმაოდ სადა და დახვეწილი იყო, ღია ჩალისფერი და იასამნისფერი შუქჩრდილებით.
- შენ როგორც დიზაინერი, რას იტყვი ჰა?-
- რავიცი ნუცა, მშვენიერია.- ახლა ვეცადე მისი შინაარსი ამომეცნო, მაგრამ აი მაგის თავი აღარ მქონდა.
- მოკლედ მითხარი რა რას შვება...- მობილური ხელებში ჩავუგდე, ორივე საპირფარეშოს კარებს ვიყავით ატუზულები.
- ეროვნული დღიურია რა, ვინც გადმოწერს, რასაც მოეპრიანება, რაც მოუნდება, რაც სჭირს, კრეფს- ჩვეულებრივად ტვირთავს და ჩვენ ყველა ვნახულობთ.
- ეგაა სულ?- ცოტა იმედგაცრუებული ვიყავი.
- არ ჩერდება - ისევ თვალებში შემანათა მობილური - ყველა რაღაცას წერს.
- აიღონ ფურცელი,კალამი და...- ვეცადე თავი დამეღწია მაგრამ მესამედ შემაჩეჩა მობილური ხელში.
- რაღაცების დაწერა სულ შეიძლება, მაგრამ როცა ათასობით ადამიანი ანონიმურად გკითხულობს, უფრო მეტად ცდილობ. აი სულ არ მიზიდავს მე დღიურები, არც გადმოცემის უნარი მივარგა, არც ხელწერა მაგრამ ეს აპლიკაცია არის საჩემო.
- ხო გაქვს მერე - ისევ ვეცადე თავი დამეღწია მაგრამ უშედეგოდ.
- შენც უნდა გადმოწერო რა.
- გადმოვწერ ბატონო, იქნებ მეც მთელი ქვეყნის წასაკითხი გავხდე და მომეწონოს.
- მოგეწონება.

თვითონვე გამეცალა.

უკვე გამოფხიზლებულმა, ოთახის კარი შევაღე და დისკორდი გავხსენი ჩემი დავალების სანახავად.
ჩეთი არ წყდებოდა, ყველა რაღაცას სქრინავდა, რაღაცას ამბობდა და ყველა სიტყვა ამ აპლიკაციით იყო გამოწვეული.
ამოვიხვნეშე და ,,ფლეი სთორი“-ში შევედი.
პირველივე ამომიგდო.
,, ხალხმა აღარ იცის სიტყვები სად წაიღოს“- ვთქვი ზიზღით და აპლიკაციის სახელს მივაშტერდი.
,,ის რაც არ მითქვამს“- სახელიც ბანალურად შეურჩევია, არადა დიზაინს არაუშავდა. იმედია გამართულად მუშაობს და ხალხს თვითგვემაში ხელს არ უშლის.

გაღიზიანებულმა გავთიშე მობილური და ჩანთაში ჩავაგდე.

<<

სამსახურიდან რომ გამოვედი, წვიმდა, ნესტის სუნი იყო ყველა მხრიდან. ოდნავ ჩაბურული ღრუბლები, დიაგრამასავით იკვეთებოდნენ, ქუხილს აპირებდა.
ძალიან თხლად მეცვა და შემამცივნა. ხელები მკლავებზე მივიკარი და გაწუწული თმა ჩამოვიშალე.
ისეთი ნოსტალგიური, წვიმისთვის არაშესაფერისი სუნი იყო,რომ დავითგრუნე, რაღაცები გამახსენდა. ეს ამინდი, ეს თითქოს უწყინარი, მელანქოლიური - ჩემში ძველ შეგრძნებებს აღვიძებდა, რაც ჩემი ღრმა რწმენით იქვე დარჩა, რომელიც აღარ გამომყვებოდა, გამიშვებდა, მომცემდა საშუალებას ჰაერი ჩამესუნთქა და ეს მეგრძნო.
ვფიქრობდი რომ თუ საკუთარ თავზე სათანადოდ იმუშავებ, რაღაცებს ჩამოშლი, ააწყობ, ერთმანეთზე დაალაგებ, კარგი შედეგის მიღება შეიძლება.

ავტობუსში ავედი, თმა გავიწურე და ნახევრად ცარიელ სივრცეში, სავარძელი მოვნახე. ფანჯარაში გავიხედე და მინაზე აკრულ წვეთებს მივაშტერდი.
მომწონდა, ძალიან ლამაზი იყო, მრგვალი, უფერო და თავისებური.
ვეცადე ნოსტალგიის ცრემლები ქუთუთოებთან შემეკავებინა, მაგრამ მაინც დაეცნენ ჩემი თეთრი მაისურის საყელოს.
მოვიშორე და ისევ, მოვიშორე და ისევ.
არ მინდოდა ფიქრის საშუალება მომცემოდა. ამ სიტუაციაში კი, როცა ნახევრად ცარიელ ავტობუსში ზიხარ, სველ პეიზაჟს აკვირდები და ,,the moon song”-ს უსმენ, ჩემი საყვარელი ფილმიდან, რთულია გონების გათიშვა.
მაინც ვფიქრობდი რა იყო იქ, სადღაც ყოველდღიურობის იქით, ცალკე აღებულ სივრცეში.


წინ ერთი კოლოფი მარლბორო მედო, მაგიდის შუაში, კაკტუსის გვერდით. მხოლოდ ერთი ღერი იყო ამოცლილი, რამდენიმე თვეა მხოლოდ ეს ერთი ღერი იყო ჩემი ნიკოტინის დოზა, მორჩენილი სიბინძურე.
სიგარეტის გვერდით დედაჩემის მობილური, ჩაბურული ეკრანით, ძველმოდური, საგულდაგულოდ გაწმენდილი სენსორით.
ნანუკის ეძინა, დილის ხუთი საათი იყო, შიმშილმა გამაღვიძა. სამზარეულოში სიცხის ტალღები იყო, სინათლის სხივებად გარდაქმნილი, რაც რატომღაც ბევრს მოსწონს. ზაფხულის მწველი მზე აღიქმება სიამოვნებად,რასაც ალბათ ვერასოდეს მივხვდები...
ცივი წყალი მოვსვი და მაცივარი გამოვაღე.

დედაჩემი ათეისტი იყო,მაგრამ ყოველ შაბათს მიდიოდა ეკლესიაში,რადგან აღარ ახსოვდა მისი რწმენის წინაპირობა-ანუ ურწმუნობა.
მისი გულმავიწყობის სიმპტომები ვერ დამტკიცდა, დიაგნოზიც ვერ დაისვა მაგრამ მინდა მჯეროდეს რომ გარდაცვალებამდე, იცოდა ვინ იყო გაიანე, ვინ აღზარდა და ვის უყურებდა ყოველდღე სარეცელთან.
არ მინდოდა ეს ალცაიმერი ყოფილიყო და ალბათ ეს იქნებოდა, რომ არა უცაბედი გულის ტკივილი და მისი შეჩერება.
როცა დრო გავიდოდა, ის იმასაც ვერ გაიხსენებდა რომ ყოველი სადილის წინ ყავას იმზადებს და არასოდეს მოწევდა სიგარეტს, რაზეც ძალიან ავღშფოთდი როდესაც აივანზე დავინახე, ნახევრად ჩამწვარი ,,ბიჩოკით“.
მაშინ მივხვდი რომ სულ მალე, ვერც მე და ვერც ამ სამყაროს ვეღარ მისცემდა მატერიის სახეს,ამიტომ ჩუმად, უთქმელად ვაღიარებდი ჩემ თავთან რომ ასე უკეთესი იყო,აქედან იწყებოდა დანაშაულებათა სისტემა, როცა გრძნობ რომ ფიქრითაც კი შეურაცხყოფ მის ხსოვნას,იმის აღიარებას რომ თურმე იქეთ გადასვლა სჯობს, აქ იყოს... შენ გვერდით.

გახსნილ კოლოფს ვუყურებდი და მოწევის წყურვილით ვიხსენებდი რაღაცებს წარსულიდან.


- გინდა ვიქორწინოთ?- ბალიში თავზე გადავიფარე და ავხარხარდი.
- ეს არაა საკმარისი? - როცა მოვსულიერდი შევძელი პასუხის გაცემა- რატომ მირთულებ საქმეს?
- ფურცელია რა, ხელი მოვაწეროთ და... - აქ შეტორტმანდა- მერე რომელიმე პაბში დავკავდეთ აღვირახსნილი სექსით.
- ბოლოდან დავიწყოთ და გავყვეთ.
- გაიანე, მართლა არ გინდა ჩემი ცოლი იყო?
- მე უკვე შენი ცოლი ვარ, შენი საყვარელი და შენი მეგობარი. თუ ხელს მოვაწერთ აქედან მხოლოდ პირველი დარჩება.
- ანუ არ გინდა?
- მხოლოდ ცოლი ვიყო? არა.
- ეს სამომავლო ხელშეკრულებაა.-
- ეს არის ქაღალდი.
- ეს მტკიცებულებაა - არ ნებდებოდა- რომ გინდა ჩემი იყო და მე შენი.
- რატომ გინდა სახელის მითხაპნით, შენი სიყვარულის დამტკიცება?
- ეს თავისუფლებას წაგართმევს?

ფეხზე წამოვდექი, შიშველ ტანზე მაისური გადავიცვი და აივნის კარი გამოვაღე.
- დღეს ძალიან გრილა... გინდა სადმე წავიდეთ?
- ეს იმიტომ არ გინდა რომ თავისუფალი აღარ იქნები.- იმეორებდა უკვე კითხვის ნიშნის გარეშე.
- ჰო მე ეს შემზღუდავს, ეს არის ბარიერი, ღობე,რომელსაც გავავლებთ და მასიური თვითგვემის ნაწილი გავხდებით.
- ორი წელია ერთად ვცხოვრობთ.
- და მე არასოდეს ვყოფილვარ ასეთი თავისუფალი...

მივუახლოვდი, ტუჩებში ვაკოცე და სადმე წასვლის შემოთავაზება, უკვე მესამედ გაჟღერდა.
~
<<
სანამ ნანუკი კარგად იყო, არასოდეს რჩებოდა მობილური მაცივარში.
შევეჩვიე იმას რომ ცხელ წყალს უშვებდა ხოლმე სულ, ამიტომ ვუკონტროლებდი და ზოგჯერ თავად ვბანდი რაზეც ძალიან დამცინოდა ხოლმე.
ჭამაც ავიწყდებოდა ამიტომ სტიკერს ვუტოვებდი მაცივარზე, როდის უნდა გამოეღო მაცივარი და რა დროს,რა ეჭამა.
მერე სტიკერებსაც ვეღარ ცნობდა, ამიტომ თავად ვაჭმევდი.
მაგრამ მანამდე ასე თუ ისე, არ ვრთულდებოდით და რაღაცებზე შეგვეძლო შეთანხმება.
როცა გაზის გადაკეტვა დავიწყე გასვლამდე და ყველანაირი სახიფათო წყაროს აღმოფხვრა, ასე თუ ისე ვსაუბრობდით.
ვიჯექით მშობელ-შვილური ურთიერთგაგებით, ჩვენ პაწაწინა დივანზე და უკვე მოხდენილ დეტალებს ვატრიალებდით.
ესმოდა, იღიმოდა და ვუყვარდი.

მისი გაყინული ანდროიდი ჩავრთე, შევამოწმე ისევ მუშაობდა თუ არა, მის ,,მენიუს“ ჩამოვუყევი და პოპულარული აპლიკაციაც აღმოვაჩინე.
ისე გამეცინა, ხელები პირზე ავიფარე რომ ვერ გაეგო.
როგორ,რანაირად და რა ფორმით გადმოწერა, ეგ ჩემთვის დღემდე უცნობია, თუმცაღა ნაცნობია ის ფაქტი როგორ გამოიყენა დედაჩემმა ,,დღიური უკალმოდ“.
,,ზარდახშაში“-შევედი სადაც სქრინის დასაწყისში პატარა ციტატასავით იყო :
,,მიეცი ადამიანებს ლამაზი ყუთი და ისინი ყველაფერს შიგნით ჩატენიან“.

უკვე მეორედ ავიფარე ტუჩებზე თითები და უფრო ქვემოთ ჩამოვსქროლე სადაც დედაჩემის გაგზავნილი, ეროვნული ტექსტები შემხვდა.
ვიფიქრე, რა უსამართლობაათქო, ვიღაცა რომ შენ ფიქრებს ისრუტავს და ასე უტაქტოდ ეჩხირება, მაგრამ დიდად არ შევუჩერებივარ.
რამდენიმე მოკლე ტექსტის მერე, ძველი, ობმოკიდებული ჩანთიდან სიგარეტი ამოვაძვრინე და როგორც უკვე გითხარით მაგიდაზე დავდე, კაკტუსის გვერდით.

მოწევა იქნებოდა იმის აღიარება რომ დავნებდი.
რომ იმდენად ცუდად ვარ, მარტო ჩემი გამომუშავებული თავდაცვითი ჰორმონები ვეღარ მუშაობს და ნიკოტინიც აუცილებელია.
შევურევდი ბოლის წამბილწავ სუნს, ჩემ ხვნეშას, ჩემ დარდს და ვარამს. ბოლო ,,ნაპასის“ მერე კი, მიბნედილი, ხელებჩამოშლილი და დანებებული, დავეგდებოდი საწოლზე და ვეცდებოდი ეს თავბრუსხვევა ძილში ჩამეხშო.
ესე იქნებოდა ეს, მე რომ მალრბოროს გავკარებოდი, მაგრამ მაინც ვუყურებდი ჩემ წინ, თითქმის სავსე კოლოფს და ვნატრობდი მისი სუნი მეგრძნო, მისი ბოლი ჩემ ხროხში და მეყურებინა როგორ ამოვუშვებდი მას ჩემი ბაგეებიდან.
გავუკიდე.



№1  offline წევრი Kalina

აუ, რა კარგი გოგო ხარ:)))))
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent