სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 26
ყველამ ვიცით რა არის დრო,მაგრამ ცოტა რომ დავფიქრდეთ არ გვაწყენდა მივხვდეთ რა არის დრო სინამდვილეში.დრო სამყაროს უცვლელი სიდიდეა,ის ყოველგვარი გარე ზემოქმედების გარეშე მიედინება და ყველა დამკვირებლისათვის ერთნაირია.დრო სწრაფად გადის და ის რაც უკვე მოხდა არ შეიძლება დაბრუნდეს,ისე როგორც არ შეიძლება დაბრუნდეს განვლილი დრო.დრო არაა დამნაშავე იმაში რომ ადამიანი ასე სწრაფად იზრდება,ბერდება და კვდება.დრო და სამყარო ერთად დიდი ამოუცნობი სივრცეა,ის წააგავს მდინარეს რომელსაც ჩვენ მივყვებით ნავებით და ნიჩბებით.ასე გადიოდა დრო და დროს მიუყვებოდა გიორგიც.მარიამი კი იზრდებოდა და უფრო და უფრო მშვენდებოდა,აი დადგა სკოლაში წასვლის დღეც,დილით ადრე ადგა გიორგი და მარიამიც აყვა მას -მამიკო სად მიდიხარ ასე ადრე?კითხა მარიამმა. -მალე მოვალ მამი და მე წაგიყვან სკოლაში,მე და ბებო. -რატომ მოტეხეთ ბაბუ თქვენგან,თუ ისე დავბერდი სკოლის კარს ვერ მივაგნებ?თქვა ღიმილით გოგიმ და ამ დროს სახლის კარებიც გაიღო და სახლში ალექსანდრე შემოვარდა მხიარული სახით. -ნუთუ რომელიმე თქვენგანმა გაიფიქრა,რომ მე ჩემს დის-შვილს დღეს სკოლაში არ გავყვებოდი?დიდის ამბით მოემზადა მარიამი და ყველამ ერთად გავიდა სახლიდან,გიორგიმ დიდი წითელი ვარდების თაიგული იყიდა და პირველად საფლავზე მივიდნენ,სკოლის ფორმაში გამოწყობილი მარიამით.ცოტა ხანი უცქირა მარიამის ფოტოს,შემდეგ როგორც ყოველთვის ცივ ქვაზე თბილი ტუჩების კოცნა დაუტოვა და სკოლისაკენ გაუდგნენ გზას.უხაროდა მარიამს ყველასთან ერთად რომ მიდიოდა,მაგრამ არ იცოდა ეს პროცესი ყიველ დილით ადრე ადგომა,ყოველ დღე მეცადინეობა მოსაბეზრებელი გახდებოდა.მარიამი იზრდებოდა და გიორგის პრობლემებიც ემატებოდა,ყოველ დღე არა მაგრამ კვირაში ორჯერ სკოლაში იბარებდნენ,როგორც გიორგის ასევე ყველას.ლუკა და ვახო ყოველ დღიურად ტანსაცმელ-შემოხეული ბრუნდებოდნენ სახლში. -ვის ეჩხუბები ყოველ დღე,მე დავიღალე უკვე სკოლაში ყოველ დღე სიარულით და მრცხვენია სულ შენს გამო საყვადურები ვისმინო,რას ჰგავხარ რას.უყვიროდა ანა ლუკას და ის ხმას არ სცემდა,შემდეგ შეუბღვერდა დედას და ეტყოდა. -მარიამი დაარიგეთ,ნუ ჭამს ჩემს ნერვებს და წესიერად იყოს,აღარც მე და აღარც ვახო არ ვიჩხუბებთ.წარბებს შეყრიდა და ისე მიუხურავდა ოთახის კარს დედას. -ამიერიდან მშობელს როცა დაგიბარებენ,მამაშენი წამოვა.მე დავიღალე უკვე,დავიღალეეე.როცა ბავშვები სკოლის ასაკის გახდნენ და ბექა,ალიკა და ლაშა სკოლაში დაიბარეს,გიორგი იცინოდა მე გოგო მყავს და კიდევ კარგი არ მომიწევს ყოველ დღე სკოლაში სიარული და მასწავლებლებზე ბოდიშების ხდაო,მაგრამ ერთ დღესაც ადრე დაბრუნდა სამსახურიდან და რუსოს ყვირილს მოკრა ყური,ის ისეთი გაბრაზებული იყო ხმას ვერ აკონტროლებდა და გაუკვირდა გიორგის რაც ხნისაა რუსოს ხმამაღალი ხმა არ გაეგონა არასდროს,ამიტომ ჩუმად დაუგდო ყური და გაოცებული დარჩა. -რას ჰგავს შენი საქციელი მარიამ,მამაშენმა რომ გაიგოს ყოველ დღე სკოლაში დავდივარ და ყოველ დღე გალანძღული მოვდივარ სახლში როგორ ფიქრობ გაეხარდება?გოგო ხარ ბებო და შეინარჩუნე შენი სინაზე,ბიჭებს უნდა ეპრანჭებოდე 15 წლის ასაკში და შენ?რას აკეთებ შენ.აქამდე მოგიყვანე,ყოველთვის შენს სურვილებზე დავდიოდი,გაიზარდე და ვეღარ გერევი,ვერ გავიგე გოგო ხარ თუ ბიჭი.გიორგი თავზე დაადგა ბებია-შვილიშვილს და მარიამს პირველად შეეშინდა მამის. -რა ხდება აქ,რას მიმალავ დედა და რას არ მიმხელ წლებია. -არაფერს,არ მინდოდა შენ გაგეგო რატომ მოხვედი ასე ადრე. -რას მიმალავ დედა.გიორგი მშვიდად საბრობდა,მაგრამ მისი მტკიცე ხმა და მკაცრი გამოხედვა უკვე აშინებდა მარიამს. -იმედია მიხვდება,რომ გაიზარდა და ყველაფერი აღარ ეპატიება. -მარიამ გისმენ,არ მინდა გეჩხუბო მინდა მეგობრები ვიყოთ და არა მოსისხლე მტრები. -გიორგი შვილო............... -დედა დაგვტოვე მარტო მე და მარიამს როგორც ვხედავ სერიოზული სალაპარაკო გვაქვს,ამიტომ ოთახში წამობრძანდი,იქ გელოდები.გიორგიმ გვერდი აუარა იქვე მდგარ რუსოს და გოგის და მარიამის ოთახისკენ წავიდა,მარიამიც უკან გაყვა თავდახრილი.ასე თავდახრილი შევიდა ოთახში და გიორგის წინ დადგა,გიორგიმ თვალები მაგრად დახუჭა თავს სიმშვიდისკენ მოუწოდა და წყნარად უთხრა მარიამს. -დაჯექი,იმეცადინე და რომ დავბრუნდები ვისაუბროთ.არ შეეძლო იმ ცხელ გულზე წყნარად საუბარი და სახლიდან გავიდა.სად წავიდოდა თუ არა მარიამის საფლავზე, იქ იყო მისი სულის სიმშვიდე,მისი ცხოვრების აზრი,იქ ხომ ის გულღიად საუბრობდა რაც კი ჰქონდა გულში. -ოდესღაც ლამაზი ოცნების კოშკი ავაგე,მაგრამ დამენგრა და ჩემი ცხოვრების ლამაზი ზღაპარი წვიმამ წამიშალა,ჩარეცხა ქვიშასთან ერთდ.გული რომელიც სიხარულით ფეთქავდა მოკვდა და სულს არსებობაც შეძულდა.ცხოვრების დასაწყისის პირველი საფეხურები გავიარე ლამაზად,მაგრამ დასასრული არ ყოფილა ლამაზი,ლამაზად ზღაპრები მთავრდება.რელობა სულ სხვააა,რეალობა მწარეა.ის დრო მენატრება ძალიან ფურცლის კიდეში მე და შენ მზეს რომ ვხატავდით,ის დრო მენატრება როცა დარდად მხოლოდ ის მქონდა შენ როდის გნახავდი და როდის შევივსებოდი შენი სურნელით.მაგრამ დამთავრდა, ის დრო აღარასოდეს აღარ დაბრუნდება.ის დრო მხოლოდ უსაშველო ტკივილად დარჩა ჩემს გულში,რომელიც მხოლოდ ჩემი ცხოვრების თანამგზავრია.ყველაზე დიდი ტკივილი რაც დამაქვს მარიამ ეს შენი და ჩემი წარსულია,ჩემში ისეთი მოგონებები ცხოვრობს რომლის დავიწყება არ შემიძლია,რომლებსაც ვერც დრო დამავიწყებს და ვერც მომავალი.მიუხედავად ამ ყველაფრიდსა მე მაინც მიყვარს ჩემი წარსული,მე მაინც მენატრება ის დრო მხოლოდ შენთან ერთად.ჩვენმა სიყვარულმა ყველაზე ღრმა ჭრილობა დამიტოვა გულში,ეს ჭრილობა ისეთი ღრმაა რომ დღემდე ტორილამდე მივყავარ შენს მონატრებას.მერე რა რომ მას შემდეგ 15 წელი გავიდა და დრომ ვერ შეცვალა ეს გრძნობა,ვერც დრომ ვერ გაქრო ტკივილი.ალბად ვინმემ რომ მითხრას შენს წარსულში დაგაბრუნებ და რას გაიღებ ამისთვისო,დაუფიქრებლად ვეტყოვი რომ გავწირავ ჩემს სიცოცხლეს იმ ერთი წუთისთვის,მხოლოდ შენ შეგხედო,მხოლოდ შენ შეგეხო და შენ მოგეფერო მარიამ.მიყვარხარ ისე ძალიან რომ ვერ შევძლებ შენს გადაყვარებას.მერე რა რომ ის დღეები აღარ დაბრუნდება,მე მაინც მადლობელი ვარ უფლის რომ მარიამი მყავს სანაცვლოდ და თუ დღემდე ვცხოვრობ,ვცოცხლობ და ვსუნთქავ,ეს მისი არსებობით არის.მიუხედავად დიდი ტკივილისა,ჩვენი წარსული მაინც ყველაზე ლამაზი იყო.დღეს რომ აქ არ მოვსულიყავი და არ დაგლაპარაკებოდი,ვიცი მარიამს ვაწყენინებდი.ვეღარ ვერევით მარიამ და მაჩვენე გზა როგორ მივუდგე მის აღზრდას.გიორგიმ ამჯერადაც 15 წლის შემდეგ თვალცრემლიანმა დატოვა მდუმარე სასაფლაოს ეზო და სახლში დაბრუნდა,მისაღებში გოგი გაზეთს კითხულობდა და რუსოც იქვე იჯდა,შეხედა მშობლებს დედას დაუჯდა გვერდში ხელი მოხვია და გულზე მიიკრა. -გადაიღალე დე,არ გინდათ სადმე წახვიდეთ ორივემ? -არა,მარიამს ვერ დავტოვებ გიორგი. -აქ ანა და ბექა გადმოვლენ და არ ვიქნებით მარტო.წადი განტვირთვა გჭირდებათ ორივეს. -გიორგი არ უყვირო გთხოვ დედა. -რომ არ მეყვირა და არ მენახა ცრემლი მის თვალზე ამიტომ წავედი სახლიდან დედა,ახლა მშვიდად დაველაპარაკები.სად არის,არ ჩამოსულა? -მაღლა არის მეცადინეობს,ნიჭიერი არის მაგრამ ჯიუტი და ძალიან ცელქი. -არ ეტყობოდა თავიდან რომ ასეთი იქნებოდა?რა გიკვირს,ის ხომ ანას ასლია.გაეცინა გიორგის და წამოდგა,ფრთხილი ნაბიჯებით შევიდა მარიამთან და მარიამმა მიხვდა მის ჩაწითლებულ თვალებზე სადაც იყო,ამიტომ არაფერი შეეკითხა ახედა და სევდიანად უთხრა. -ახლა რაღა მოხდა,არაფერი გამიფუჭებია. -ვიცი,მაგრამ მინდა დაგელაპარაკო ვფიქრობ დროა უკვე ყველაფერი იცოდე მარიამ.დაჯდა მარიამის წინ,ჯერ თვალებში უცქირა და შემდეგ უთხრა. -ხშირად მიფიქრია,რა არის ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და ღირებულითქო.ამას ალბად არ შემეკითხები თუ რა იყო კი არა,არამედ ვინ იყო და ახლა ვინ არის.ყველაზე ღირებული ვინც გამაჩნია მარიამ ეს შენ ხარ.ცხოვრებას სანამ ისწავლი დიდი ბრძოლა უნდა გამოიარო,უნდა იბრძოლო შენი მიზნის მისაღწევად.მეც ვიბრძოდი ყოველთვის ადვილი არ ყოფილა წარმატების მოპოვება,ყველაფრისთვის ვიბრძოდი და ასე მოვედი დღემდე.მეც მქონდა როგორც ყველა თინეიჯერს ფერადი ოცნებები,მეც მინდოდა რომ ბედნიერი ვყოფილიყავი,ვიყავი კიდეც მაგრამ დროებით და ამ დროებითმა ბედნიერებამ დამიტოვა ჩემთვის ძვირფასი საგანძური რომელსაც ფასს ვერასოდეს ვერ დავადებ.როცა ჩემთვის დასრულდა ჩემი ბედნიერება ჩემს გარშემო ყველაფერი გაუფერულდა,ჩემს ირგვლივ თავდაყირა დადგა ყველაფერი,ის მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელი არსება ერთ მჩხავანა არსებად გადაიქცა და თვეების მანძილზე ვერ შევძელი მისთვის შემეხედა.შვიდი თვის იყავი როცა პირველად ხელში აგიყვანე და შენი სურნელი შევისუნთქე.შენმა პირველად დაძახებულმა მამამ მე სამყაროს შემომაბრუნა.რომ არა ჩემი მეგობრები,რომ არა შენი ძია ალექსანდრე,ბებო თამრო და ბებო ნაზი,ასევე ჩემი მშობლებიც მე დღეს არ ვიქნებოდი ეს რაც ვარ.ერთი პერიოდი შენს ტირილს გავექეცი,მივატოვე ყველა და ყველაფერი და ამის გამო განსჯის საგნი შევიქენი,ეს ნაკლებად მაღელვებდა,მაგრამ დავრწმუნდი რომ მე მათგან ზღვა სიყვარულს ვღებულობდი,მე მათ ვუყვარდი და ამავე დროს ვტკიოდი,მათ ჩემი ტკივილი დღემდე ტკივათ.მარიამ ცხოვრებაში უნდა შეიცნო ადამიანი და უნდა გწამდეს მისი მეგობრობის,წამი,წუთი,საათი გამოიყენე და დაანახვე ყველას შენი სიყვარული და კეთილი გული.უთხარი რასაც ფიქრობ სიტყვით და არა მუშტებით,უთხარი რომ გიყვარს ისინი და როგორი ძვირფასია მათი არსებობა შენთვის.მარიამ ჯერ შენი თავის ფასი იცოდე და მერე სხვასაც დააფასებ,დღეს ჩემთვის შენ ხარ ღირებული და ჩემი სამეგობრო,ჩემი ოჯახი თუ აქ და თუ იქ სოფელში.მინდა ისწავლო მეგობრის სიყვარული,რომ ჩემს შემდეგ ისინი დაგიდგნენ გვერდით. -მამა რას ამბობ,სად მიდიხარ ისევ უნდა წახვიდე?თვალები აუცრემლიანდა მარიამს. -ჩუუუუ,არ ვიცი რამდენად გამომდის შენთან საუბარი,მაგრამ ერთ რაღაცაში დარწმუნებული ვარ 1000%-ით რომ მე შენ სიგიჟემდე მიყვარხარ.მე შენ მეამაყები და ნუ მატკენ გულს,იყავი ჩემთან გულახდილი და მეგობრული.მარიამი ადგა გიორგის მოეხვია და კოცნით დაუფარა გიორგის სევდიანი სახე,შემდეგ კი უთხრა. -მამ დღეს შენთან მინდა დავწვე. -ჯერ იმეცადინე,რაღაც საქმე მაქვს და მოვალ მალე.მარიამის ტელეფონი რომელიც ვიბრაცაზე ჰქონდა დაყენებული არა და არ ჩერდებოდა გიორგიმ შეამჩნია და უთხრა. -ტელეფონი გირეკავს,ვინ არის რომ არ ჩერდება ან რატომ გაქვს ხმა გამორთული. -როცა ვმეცადინეობ ხმას უთიშავ რომ არ შემაწყვეტინონ მეცადინეობა. -ვინ არის რომ არ ჩერდება. -ვინ იქნება თუ არა ხისთავიანი ან ლუკა ან ვახო. -რატომ ჩხუბობთ, შეგიძლია მითხრა რატომ ვერ იტანთ ერთმანეთს? -ვინ გითხრა რომ ვერ ვიტან,ჩემი მეგობრები არიან,უფრო მეტიც ჩემი ძმები მაგრამ ხანდახან ზედმეტები მოსდით მამა. -რატომ,რა ხდება. -ვერავინი ვერ დამლაპარაკებია,ვერავის ვერაფერი უკითხია იმ წუთში მამლებივით წამოყოფენ თავს და ჩხუბობენ,მეც ვალდებული ვარ მათ შუაში ჩავდგე და დავიცვა ისინი ვისაც ტყუილად ხვდება ჩემს გამო. -გასაგებია,სხვა არაფერი არ ხდება? -არა,არაფერი მე უნდა ვისწავლო მამა და ზედმეტებისთვის დრო არ მაქვს. -კარგი,უპასუხე ახლა ტელეფონს.მარიამმაც აგრესიულად უპასუხა ტელეფონს. -რა გინდა,რა არ გასვენებს. -სად ხარ გოგო,რატომ არ პასუხობ რომ გირეკავ. -იდიოტი ხარ და იმიტომ არ გპასუხობ,არ მინდა შენთან საუბარი რა ვერ გაიგე. -მარიამ მოვალ ახლა მანდ და თმებიდან გაგცლი. -კი როგორ არა,რას ეტყვი მამიკოს რატომ ვცემე შენი ერთაო?გიორგის ჩაეცინა. -მაგის მოფიქრება გამიჭირდება? -წადი ახლა დამაცადე სახლში არ ვარ და ნუ დამირეკავ. -სად ხარ გოგო. -შენი საქმე არ არის,უთქვენოდ ვერ გამივლია ვერსად. -მარიამ სად ხარ,დაურეკავ ახლა მამაშენს. -დაურეკე,სანამ ის მოვა სახლში მეც სახლში დავხვდები და ვეტყვი რომ მოგატყულა სახლში ვიყავითქო. -დედაააა,დაურეკე ძია გიორგის და გაიგე სად არის.მარიამმა გიორგის შეხედა და გიორგიმ მიხვდა თამაშში უნდა აყოლოდა.სულ ცოტა ხანში კი გიორგის ტელეფონზე ბექამ დარეკა. -სად ხარ გიორგი. -სახლში ვარ,რა ხდება. -მარიამი სახლშია? -არა,ვიღაც მეგობარმა მოაკითხა ლუკამ და ვახომ გამომაგზავნა შენს წასაყვანადო და წავიდნენ. -და შენც არ გადაამოწმე?ბავშვი ვის გაატანე გიორგი შენ ნორმალური ხარ? -რა გაყვირებს მოვა სადაცაა. -გიორგი კარგად ხარ? -არ მითხრა რომ ლუკა სახლში არის და არავინი არ გამოუგზავნია. -ლუკაც სახლშია და ვახოც აქ არის,კარგი მოვდივართ არსად არ გახვიდე.ტელეფონი გათიშა ბექამ და გიორგიმ მარიამს შეხედა და მერე ორივემ გულიანად გადაიხარხარა. -არა,ეს საიდან მოიფიქრე ახლა სულ გაგიჟდებიან.იცინოდა მარიამი.ცოტა ხანში სახლში ბექა,ლუკა,ვახო,ალიკა,კარინა და ანა შემოვიდნენ,გიორგი კიბეებზე ჩამოდიოდა და სერიოზული სახით დაუდგა წინ მათ. -რა ხდება,ხომ მშვიდობაა.იკითხა რუსომ და სათითაოდ მოათვალიერა ყველა. -დედა სამზარეულოში გაიყვანე ეს გოგოები და დაასაქმე,შენ დაჯექი და მხოლოდ ბრძანება გაეცი რა გააკეთონ.სხვები სად არიან,გვაკლია ხალხი. -მალე მოვა გელაც და ლაშაც. -ოჯახით ალბად ხომ?იკითხა გიორგიმ. -გიორგი მეჩვენება თუ ზედმეტად მშვიდად ხარ? -რატომ უნდა ვიყო აღელვებული?ბიჭებო როგორ ხართ? -ვინ იყო მოსული.თვალები ჩასისხლიანებოდა ვახოს და ლუკას. -მე რა ვიცი ვახოს და ლუკას მეგობარი ვარ, მათმა იციანო. -ეს ის იქნება.გადაულაპარაკა ლუკამ ვახოს და მანაც თვალებით დაემოწმა. -მამა ჩვენ გავალთ და მალე მოვალთ.უთხრა ვახომ ალიკას მაგრამ კარებისკენ წასულები გიორგის ხმამ ადგილზე მიაყინა ორივე. -არსადაც არ წახვალთ,აქ დარჩებით მარიამი კი სახლშია. -სახლშია?იკითხა ორივემ გაკვირვებულმა. -არავინი არ მოსულა?იკითხა ლუკამ. -არა,ეს ჩემი ოინი იყო აქ მოგიყვანეთ ორივე რადგან უნდა ვილაპარაკოთ,მაგრამ დღეს არა დაგირეკავთ და ერთ დღეს სამივე ვილაპარაკებთ.მარიამ გამოდი.დაუძახა მარიამს და ისიც კისკისით ჩამოფრიალდა კიბეებზე. -რაო ბიჭებო შევშინდითო? -რატომ იმაიმუნე.შეუღრინა ლუკამ. -მე არა,ეს ამ ბატონმა იმაიმუნა დღეს. -ჭკუა არ გაქვს თავში?შეუყვირა ბექამ გიორგის და იქვე დაჯდა. -აი მარიამ რას გეუბნებოდი დავამტკიცე თუ არა ჩემი სიტყვები,ესაა შვილო მეგობრობა და სიყვარული,ახლა სამივე ადით ოთახში და შემდეგებს გადაუქანოთ გული.სამივე ავიდა ოთახში და გელაც მოვიდა ლაშასთან და კობასთან ერთად. -რა ხდება კობა რატომ ნერვიულბ,არ იცი მეგობრები სად არიან?რატომ მოგტეხეს საქმიდან. -არ ვიცი,მართლა არ ვიცი სად არიან.თქვა კობამ მაგრამ გიორგის შეეცოდა და უთხრა. -ადი მაღლა არის სამივე. -კარგი რა გიორგი გულები დაგვიხეთქე,რატომ გააკეთე ეს.უთხრა გელამ. -მე და მარიამი ვსაუბრობდით მეგობრებზე და მომინდა დამენახვებინა მისთვის თუ რას ნიშნავს თითოეული ჩვენთაგანისათვის ერთმანეთის სიცოცხლე,მადლობა ბიჭებო.არ ვიცი მერამდენედ უნდა დავრწმუნდე თქვენს ერთგულებაში და სიყვარულში,ამიტომ დღეს ჩაუჯდეთ და ვიქეიფოთ,მოდი გავხსნათ ეს სახლი 15 წლის შემდეგ.იმ საღამოს ჩაუჯდა სამეგობრო და კარგადაც იხალისეს,კარგადაც მოილხინეს და ოთხივეს დაანახეს თუ რა ძალა აქვს კარგ მეგობრებს და მათ სიყვარულს.გაიხსენეს ძალიან ბევრი რამ გიორგის და ანას კინკლაობებიდან და ბევრი იცინეს. -დედა მართლა ასეთი იყავი?იცინოდა ლუკა. -მამა თავი როგორ გაგიტეხა,როგორ მოგერია მამიდამ.კისკისებდა მარიამი.დასრულდა კიდევ ერთი ძალიან ლამაზი საღამო და არცერთი არ გაუშვა გიორგიმ სახლში სანამ ქეთამ,ანამ,ალექსანდრამ და კარინამ არ მიალაგეს სახლი,რუსო კი თავად დაიჯინეს და ხარხარებდნენ.მეორე დღეს კი ყველას თავი უსკდებოდა და გიორგის ეღიზინებოდნენ და გიორგიმ უყვირა ბექას. -ვინ გასხამდა პირში რომ სვამდი,იარაღით დაგადგა ვინმე თავზე?შენ როგორ გაგაფუჭებინე ჩემი სიმაურის მოწურული ღვინო იმ ღვინის დალევის ღირსიც არ ხარ,ერთხელ არ გასულხარ მოხმარებოდი მათ შემოდგომაზე. -წელს წავიდეთ ყველამ ერთად და მტერს დაუფსოთ თვალები.უთხრა ბექამ სიცილით. -ვიმახსოვრებ იცოდე,ახლა საქმეს მიხედე.გიორგი საღამო დაბრუნდა სახლში,მისაღებში არავინი დახვდა და პირდაპირ მარიამის ოთახში შევიდა. -მარიამ რატომ არ დაწექი მამი. -შენ გელოდებოდი,წუხელ ვერ დავწექი შენთან და დღეს მინდა დავწვე. -არ გშია?წამოდი ვჭამოთ და მერე დავწვეთ,დღეს არაფერი მიჭამია და მშია ძალიან.მარიამი წამოდგა და ხელი-ხელ გადახვეული შევიდნენ სამზარეულოში. -გიორგი?რა დროს მოხვედი შვილო რომ ვერ გავიგე. -აქ შემოვედი და არ იყავი,ამიტომ მარიამს მივაკითხე ცოტა ვიჭორავეთ მამა-შვილმა. -რა მოხდა,კიდევ სკოლაში ხარ დაბარებული ხომ? იკითხა რუსომ და მარიამს გაბრაზებული თვალებით გახედა. -ნუ მიყურებ მასეთი თვალებით,ამჯერად არაფერი არ დამიშავებია,დამშვიდდი. -მართლა?გიორგი რა ხდება. -არაფერი არ ხდება დედა გვშია თუ დაგვაპურებ, თუ არადა რესტორანში წავალთ მე და მარიამი.ღიმილით გადახედა მარიამს და თვალი ჩაუკრა. -თქვენ ორნი,მამაც და შვილიც შემიწირავთ მე.თქვა რუსომ. -ხო მართლა განცხადება გამოვაქვეყნე,სახლში დამხმარე ავიყვანოთ და შენ აღარ დაიღლები,მოგეხმარება და მარიამსაც მიხედავს. -როგორც იქნა გადაწყვიტე,მაგრამ 60-70 წლის ბებერს ნუ აიყვან ძალიან გთხოვ.უთხრა მარიამმა მამას,გიორგიმ გაიცინა და თავი გააქნია.ორივემ ივახშმა და დასაწოლად წავიდნენ. -მა გეძინება? -არა,რა გაინტერესებს. -რამე მომიყევი რა. -რა მოგიყვე მარიამ. -ვიცი დაგასევდიანებ,მაგრამ მინდა დედაზე მომიყვე. -მისი სახის თითეული ნაკვთი მახსოვს,მისი გამოხედვა,მისი სიცილი,გაბრაზებაც.იცი რომ ძალიან გავხარ დედას? მისი სიარული გაქვს,მისი სიცილი.მიუხედავად იმისა ჩემზე 7 წლით პატარა იყო,მე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მისგან. -მამიკო არ გინდა ცადო რამე შეცვალო შენს ცხოვრებაში? მორიდებულად კითხა მარიამმა. -მაგალითად რა მარიამ. -არ ვიცი,უფრო პირადულს ვგულისხმობ. -სიკვდილის წინ პირობა დამადებინა და მთხოვა,რომ ცხოვრება გააგრძელე ჩემს შემდეგო მაგრამ არ შემიძლია მარიამ.ვერავის შევხედე ისეთი თვალით,რომ ჩემში რამე შეეცვალა.დედაშენისნაირი არ არსებობს,ის ერთადერთია და ის ერთადერთიც მე მერგო ცოტა ხნით,მაგრამ მაინც ჩემი იყო და ჩემად დარჩა სამუდამოდ. -როგორ იგრძენი რომ ბოლო წუთები იყო. -ხელს მიჭერდა იმ დღეს,არ უნდოდა გაეშვა ხელი,შემდეგ მთხოვა შენ მიმეყვანე მასთან და ენახე,ხელში დაგიჭირა,მოგეფერა,სამივემ ერთად დავწექით იმ დღეს,ჩამეძინა რამოდენიმე ღამის უძილარს და რამოდენიმე საათში სიცივემ გამომაღვიძა,მისმა ცივმა სხეულმა გამომაღვიძა.ვერ გავიგე რა ხდებოდა,დავაკვირდი და მივხვდი რომ ის ჩვენთან აღარ იყო,ღრიალი მინდოდა,მგონი კიც ვიღრიალე აღარ მახსოვს,ც ვცადე არ გამომივიდა.ბოლოს განშორებისას რომ ჩავეხუტე,მისი გაყინული სხეული შემრჩა ხელში და დამაბრუნა რეალობაში.მერე აღარაფერი აღარ მახსოვს.გონზე მოსასვლელად ძალიან დიდი დრო დამჭირდა.15 წელი გავიდა,მაგრამ გულში დღემდე საშინელ ტკივილს ვგრძნობ.მტკივა რომ ძალიან შორსაა ჩვენგან,მხოლოდ მაშინ მენახება როცა ძალიან მიჭირს,მისი დანახვა ჩემთვის ნუგეშივითაა,მაგრამ მე არ მყოფნის ასე,მასთან ერთად მინდა ვიყო. -ასე ძალიან გიყვარდა დედიკო? -რა თქმა უნდა სიგიჟემდე მიყვარდა და მიყვარს აქამდე. -მე?მე როგორ გიყვარვარ. -შენ კი ჩემი ცხოვრების აზრი ხარ მარიამ. -მარტო აზრი? არ გიყვარვარ სიცოცხლეზე მეტად? -როგორ არა მამი,შენ აძლევ ჩემს ცხოვრებას აზრს.შენ ხარ ის სულის ტკივილი,რაც დამიტოვა დედაშენმა შენი სახით.გიორგიმ გულში ჩაიკრა მარიამი და ცრემლის დამალვა უნდოდა,მაგრამ მარიამმა მაინც შეხედა.ორივე ხელებით მოეფერა და უთხრა თავადაც აცრემლიანებულმა. -შენს ლამაზ თვალებს ცრემლი არ უხდება,აღარ იტირო რა გთხოვ.მპირდები? -გპირდები მამას პრინცესავ. -შენთვის ყველაზე ლამაზი დილა როდის არის მა. -როდესაც გავიღიძებ და პირველად შენ გხედავ მა.მარიამმა გიორგის გულზე დადო თავი და ასე დაეძინა მამის მკერდზე,გიორგიმ ხელი მოხვია შვილს და თავის თავს უთხრა. -არ გატყდე გიორგი,ყველა ტკივილს აქვს დასასრული და ამ ტკივილს შენ დამიამებ მამის სიხარულო.დამთავრდა წარსულით ცხოვრება,ვერ დაგივიწყებ მაგრამ ვერც წარსულით ვიცხოვრებ.უშენოდ ცხოვრება არაფერია,ცარიელი ფურცელივითაა ყოველი დღე,მაგრამ მარიამთან ერთად კი აზრი მიეცა ცხოვრებას.შენი პატარა ხელები რომ მეხებს ვგრძნობ რომ ცოცხალი ვარ.მწუხარება ზოგჯერ ტალღასავეთ მთელი სიმძაფრით მოულოდნელად გატყდება თავს და მთელი ცხოვრება თან გდევს ტკივილი. მარიამ ვერ მოვერიე უშენობას,ვერა.იმედია სულ მალე ვიქნებით ერთად,ვგრძნობ რომ სულ ცოტა დამრჩა შენთან მოსვლამდე.ფიქრებში ჩაეძინა გიორგის და იმ ღამით მარიამი ნახა,ჯერ ხმა მოესმა მისი და შემდეგ ნელა-ნელა ნისლი გაიყარა მარიამი ახლოს მივიდა საწოლზე ჩამოუჯდა,ორივეს სიყვარულით სავსე თვალებით უცქერდა,სახეზე შეეხო გიორგის და უთხრა. -იტანჯები საყვარელო და ვეღარ გცნობ, როცა თვალებზე ცრემლით გხედავ ჩემი გული ძალიან განიცდის და მეც უსაშველდ მტკივა შენი ტკივილი.არ მინდა კიდევ იტირო,მე ხომ ორივეს ნაცვლად ვტირივარ.დამივიწყეთქო ვერ გეტყვი,მაგრამ ცხოვრება გააგრძელე საკმარისია უკვე ჩემზე დარდი და ტირილი.ძალიან გამახარებ შენს ბედნიერ თვალებს რომ შევხედავ,ჩემი ცრემლები კი ვალია ჩემი სიყვარულისა.დამიჯერე აღარაა საჭირო ამდენ წლიანი გლოვა არ მინდა ასე რომ იტანჯები,ასე რომ განიცდი,მაგრამ თუ შენ სიკვდილს ელოდები მე შენ აღარ შეგიცოდებ.მორჩი გლოვას გიორგი და ფერი შეიცვალე,ღია ნათელი ფერები მიეცი შენს ცხოვრებას.მე დაგპირდი შენს სიყვარულს თანვე წავიღებთქო და ის ჩემთანაა,ჩემშია და ჩემია,მარტო ჩემია.დამპირდი,რომ კარგად იქნები და მარიამის ჩვენი მარიამის გამო გაიფერადებ ცხოვრებას.ჯერ შენი დრო არ მოსულა,ჯერ ადრეა და თავად ნუ ჩქარობ აქ მოსვლას.იძინე საყვარელო მე ისევ მოვალ როცა დაგჭირდები,მიყვარხართ. -მარიამ არ წახვიდე,არ დამტოვო მარიამ,მარიაააამ.გიორგის ყვირილმა ყველა დააღვიძა და მარიამიც წამოხტა ფეხზე და რუსოსთან გაიქცა,მაგრამ რუსო გზაში შემოხვდა დაფეთებული.შევარდა გიორგის საძინებელში და რას ხედავს,გიორგი ოფლში არის გაწურული მაღალი სიცხით.ასე ემართებოდა ყოველთვის როცა მარიამს ხედავდა სიზმარში. -გიორგი როგორ დაიტანჯე,დედამ მოგიკვდეს შენ შვილო. -ბებო ხომ კარგად იქნება მამიკო,იცი როგორ შემეშინდა?ცრემლიანი თვალებით იდგა მარიამი გიორგის თავთან. -ასეა შვილო როცა დედაშენს ნახულობს სიზმარში. -მეც მინდა ბებო ასეთი დიდი,ძლიერი და მტკიცე სიყვარული.თქვა გულუბრყვილდ მარიამმა. -ღმერთმა დაგიფაროს შვილო,ეს არ არის სიყვარული,ეს ტანჯვაა.უყურებ როგორ იტნჯება შენი შვილი და ვერ შველი.არ მოინდომა ვინმესთვის შეეხედა და შეეყვარებინა ისევ,მარიამს სხვა დედას ვერ მოვუყვანო და ამ სახლში სხვა ქალი ვერ დაიკავებს მარიამის ადგილსო.ტიროდა რუსო და თან გიორგის ეფერებოდა. -დედა.მოესმა გიორგის ჩურჩული. -მაღალი სიცხე გაქვს,რატის დავურეკე და მოვა მალე წამლებს მოიტანს. -არაფერი არ მინდა დე,მაისური მომიტანე გამოვიცვალო სულ სველი ვარ.მარიამი სად არის. -აქ ვარ.უთხრა მარიამმა სრუტუნით. -იტირე?ნუ გეშინია კარგად ვარ მა,წყალი დამალევინე.მარიამმა წყალი მიუტანა და გიორგიმ რუსოს მიუბრუნდა. -ხვალ ჩემი გარდერობი გაანთავისუფლე,ყველაფერს ნუ გადაყრი თუმცა მე გადმოვდებ,რაც არ მინდა და ვისაც გინდა იმას მიეცი. -რა ხდება,გარდეროფს ცვლი? -ვცვლი,მარიამმა მითხრა ფერი შეიცვალე და ნათელი ფერები ჩაიცვიო.მარიამს გაუღიმა და უთხრა.-ხვალ სავაჭრო ცემტრი დავიპყროთ მე და შენ,შენი გემოვნებით ვიშოპინგოთ და უყიდე მამას ახალი ფერადი ტანისამოსი.ახლა გამოვიცვლი,თეთრეულიც გამოვცვალოთ და დავწვეთ ისევ,ჰა რას იბღვირები,არ გინდა ხვალ ჩემთან ერთად შოპინგი? -როგორ არა,მაგრამ სკოლა? -მოვაგვარებთ მაგას. -ურააა,შავი ფერი გაიხადა მამიკოოოოომ.მარიამმა გუორგის დააცხრა და სახე დაუკოცნა,სიხარულით გამოცვალა რუსომ და მარიამმა თეთრეული და ისევ გიორგის გულზე თავდადებულს დაეძინა.დაეძინათ და ღამემ მოგონებებს სევდა შეაპარა,გარეთ კი გადაუღებლად წვიმდა,ისე როგორც მაშინ როცა მარიამმა დედამიწაზე სიცოცხლე დატოვა და მაღლა-მაღლა წავიდა,აირჩია გზა მარადისობის.სიყვარული თავის გზაზე გატარებს და მონატრების დიდ ტკივლსაც გაგიყუჩებს,გულს გაგიჩერებს.მოვა დღე და ეს სიყვარულით სავსე გულიც გაჩერდება მაშინ როცა ჩემს თვალებში ზეცა წამეშლება,იქ კი შენი მონატრებით გახუნებულ ნიღაბს მოვირგებ,იმ ნიღაბში ხომ ჩეი სულის ანარეკლია.იისფერ ცაზე ანცი ღრუბელი გაიქცევა,თვალს ჩამიკრავს და მე იმ ღრუბელს გამოვედევნები რადგან შეგიცანი ის ღრუბელი შენ ხარ მარიამ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.