ბნელი ლორდი [დასასრული]
ექვს სართულიანი შენობის წინ ვდგავართ. თითოეულ სართულზე მაქსიმუმ თხუთმეტი საკნის ფანჯარა მოჩანს,საიდანაც გამოდის მომაკვდილენებლად თეთრი ფერის სხივები. მათზე მიმაგრებულია,იმდენად წვრილი გისოსები,რომ მეეჭვება ჭიანჭველამაც შეაღწიოს შიგნით. განსაკუთრებით კი,იმ ფაქტის გამორჩევა შემიძლია,რომ შეიარაღებულ ერთ-ერთ პოლიციელს ჩასძინებია,ეს დაგვეხმარა შეპარვაში,თუმცა კამერები აყენია,თანაც სად არ იცოდა იოანემ. ქართულ ციხეებში,ამდენი დერეფანი არ არის,რომელიც წარამარა უნდა გააღო გასაღებით,ამ გზით ცხადია ვერ შევძელით შესვლა,ამიტომაც იოანემ გადაწყვიტა უკანა შესასვლელიდან ეცადა. თითოეულ ნაბიჯს ბრთხილად ადგამდა,თან გახშირებული სუნთქვით თუ ვიმსჯელებთ ძალიან ღელავდა. ამდენი ბოდიალის მერე,როგროც იქნა მიაღწია ციხის საკუჭნაოს,პირველ რიგში ბუნკეზე ავიდა,შემდეგ კი ფანჯარაში გადაძვრა,ბლაყვანი გაადინა ძირს. გზა მალევე გაიკვლია ფანარით სულ ბოლო დერეფანში,სადაც დროებით ჰყავდათ ადამიანები გამოკეტილი. მარის სძინავს,მისი სხეული კი კანკალებს,გასაკვირიც არაა,გინდა აქ იყავი,გინდა ციმბირში,ისე ცივა. იოანე სანამ კარს ეწვალებოდა,რომ გაეღო მე თავისუდლად გავძვერი. რავქნა გავაღვიძო? თუ იოაენს დაველოდო? წკაპ,კარი გააღო,ფეხაკრებით,რაც შეეძლო მთელი სისწრაფით სწვდა მარის,გულში ჩაიკრა. -ღმერთო,როგორ კანკალებ,არ ინაერვიულო წაგიყვან აქედან-ძლივს გასაგონად უთხრა,გაყინულ სხეულს. ასე,რომ ვთქვათ ამოვისუნთქე,თუმცა დროებითი არის ჩემი სიხარული,რადგან საკნის პირდაპირ კამერა დგას,წითლად ასხივებს მისი შუქები. და აჰა,სირენის ხმაც გაისმა. იოანემ ყურები ცქვიტა,წამში დაწვდა მარის და წამოდგა. უკვე ბუნკერისკენ გარბოდა,როცა ორი პოლიციელი დაეწია,ამასობაში მარი გონს მოდიოდა. ხელჩართული ბრძოლა გაიმართა,იოანესა და იმ ორს შორის. დასრულდა ჩვენს სასრგებლოდ,ერთი ელექტრო შოკით გათიშა,მეორეს კი თავი გაუტეხა,მაგრამ თვითონაც მიიღო უარესები. სამი წიხლი მუცელსა და სახეში. *** -მანახე სისხლი მოგდის ბიჭო-მარი ცდილობდა მის სახეს შეხებოდა. -არაუშავს,გამოადგი ფეხი დროზე სანამ დაგვეწიენ!-არ აყოვნებდა იოანე. ორივენი მანქანაში ჩასხდნენ,სანამ არ გაეცალა იოანე ამ ადგილს იქამდე არ აჩერებდა მანქანას. სასწაულია,ათას ცხრაას ორმოცდაჩვიდმეტი წლის მერსედეს-ბენზით მივქროდით,სურეიში ეს მანქანა დიდი პოპულარობით გამოირჩევა ჯერ კიდევ ორიათას ექვსი წლიდან. წითელი ფერი დიდად არ მხიბლავს,განსაკუთრებით კი თუ მუქში გადადის. როცა,სიტოაცია მიწყნარდა მარი მომიბრუნდა. -ლუკა რაქენი? -შენ ვერ წარმოიდგენ ვინ ვნახე-ვცდილობ დავაინტრიგო,თუმცა ვინ გაცლის?იოანემ გამოხედა ალმაცერად-ჰეი,მაგას შეგიძლია მერეც უყურო მარი!ახლა მე მიყურე. -ვინ ნახე?-თქვა ღიმილით. -ჩიკატელო. მის მიმიკას აშკარა გაოცება შეეტყო. -მაგასთან რა გინდოდა? -არ ვიცი,მაგასთან მოვხვდი თვალები,როგორც კი დავხუჭე და გამოსვლისას გია ვნახე,ამბორზე მითხრა,რომ უნდა გაკოცოს იმ ადამიანმა,ვინც მთელი არსებით გიყვარსო და ეს შეაჩერებს ლორდსო,სხვა არაფერიო. -და ვინ არის ეგ ადამიანი?-წარბები აათამაშა. რა სისულელეს მეკითხება ახლა!ვითომ არ იცის?არ იცის,რომ ნინიზე ვაბოდებ? ეს ხომ ისედაც ცხადია,იმ წუთიდან ვჭედავ მასზე,როცა პირველად დავინახე. ადამიანს,როცა მოსწონხარ რამდენიმე ეტაპი გადის ამ დროს. პირველი:ცდილობს შენს ირგვლივ იტრიალოს სულ. მეორე:მუდამ ღიმილიანი დადის,რომელიც არ ხუნდება,ყალბი ღიმილი ადვილად გადის,გურლწფელი კი დიდხან გაყვება ადამიანს. მესამე:ძალიან ღრმა ინტერესით გაკვირდება. შესაძლოა ისეთი რაიმე გკითხოს,რასაც საუკეთესო დაქასაც არ გაუმხელ,იმდენად პირად ეხებოდეს. მეოთხე:რამდენადაც,უცნაური არ უნდა იყოს,ის ხშირად აქებს შენს მეგობრებს,რაც იმაზე უთითებს,რომ მოწონების ზღვარს აცდა. მეხუთე:და ბოლოს,როცა ის ყველა გეგმას გააუქმებს,მხოლოდ,იმიტომ რომ შენთან ერთად გაატაროს დრო. ჩემს შემთხვევაში ეს ყველა ემოცია ერთდროულად დამატყდა თავს,როცა მისი სახე დავინახე. მართლაც მის ირგვლივ ვტრიალებდი,ოღონდაც ისე,რომ ნინი ვერ მხედავდა,აი მე კი მისი სილამაზით ვტკბებოდი. სულ კოპებ შეკრული დავდივარ ყველგან,ძალიან ხშირია მომენტები,როცა ხალხი სიცილისგან ცრემლებამდე აღწევს,აი მე კი მაგ დროს სერიოზული ვზივარ,მაგრამ იმ დღიდან,როცა ის დავიანახე,სულელივით ვიცინივარ,თანაც უმიზეზოდ. ინტერესის მხრივ კი,ხშირად გამჩენია ისეთი სურვილები,რაც მამაკაცის ინტერესის საზღვრებს სცდება.აი,მეგორბებზე კი რავთქვა არ ვიცი,ყველა იმდენად კარგია,შეუძლებელია რომელიმე გამოარჩიო. ერთხელ მახსოვს სასტიკად დამსაჯეს გაპარვის გამო,რადგან ნინი უხასიათოდ იყო,მე კი ვარჯიშიდან გავიპარე,რათა მისთვის მიმეწერა. -ხო,კაი ვიცი ნინი-თქვა ეშმაკული მზერით. -რა ნინი?-იოანეს გაოცებას საზღვარი არ აქვს. -ამბორზე გავარკვით,ნინიმ უნდა აკოცოს ლუკას,რომ გამოიღვიძოს-უპასუხა მარიმ. -როგორ მაოცებ რა გოგონი,სულს როგორ უნდა აკოცოს?-გადაიხარხარა იოანემ. -ეჰეე,ბავშვო,სხეულს უნდა აკოცოს,სხეულს!თბილისში როა,კრეტინი ხარ რა-განრისხებას ვერ მალავს მარი. -სხეულს?საად?-ტუჩის კუთხე მოტეხა იოანემ და მოემზადა გადასახარხარებლად. -კრეტინიზმით დაავადებულო ბავშვო,თავს ისულელებ,თუ მართლა სულელი ხარ? -აქ მესამე ვარიანტია გოგონი,შენ ახდენ ჩემზე გავლენას!მადებილებ გესმის? მარიმ ეშმაკულად შემომხედა,ერთი რამ არ მესმის,როცა გოგონები ასე იხედებით,რას გულისხმობთ ხოლმე თქვენს მზერაში? მე ვთვლი,რომ ქალების მიმიკებისა და ჟესტების ენა ,უფრო გამომსახველია,ვიდრე მამაკაცების. აი, ამ შემთხვევაში კი დანამდვილებით არ ვიცი. -ვახ ეს დიდი პატივია გიჟისათვის ბატონო იოანე. -გამონაკლისი გიჟებიც არსებობენ. -რა გინდა?რატო მელაქუცები?მადლობას ელი ჩემგან,რომ გამომიყვანე? -მიხვედრილო. მარიმ ვეღარ მოითმინა და პირდაპირ ყბაში გაუქანა სილა. კაი ტკაცანის ხმა აქვს. მომეწონა. -იცი რა?ყელში ამომივიდა შენი ასეთი ქცევები იოანე! იოანემ მუჭები შეკრა,სუნთქვა გაუხშირდა და მანქანიდან გადავიდა,კარგად ვხედავ მის სახეს. ნერვული შემოტევის პიკზე დგას,ცოტაც და გასკდება. მალევე მარიც გაჩნდა მის გვერდით. -რატომ გარბიხარ?ხომ შეგიძლია ამიხსნა,რატომ იკავებ ჩემგან თავს შორს?ნუთუ,შენთვის ის კოცნა არაფერს ნიშნავს?ნუთუ მხოლოდ გასართობად მიყენებ?რატომ გგონია,რომ ბიჭს ბიჭზე ვიცვლი? მარის თვალებიდან ცრემლის ნაკადი წარსკდა,მაისურში ჩასჭიდა ხელები და მთელი ძალით აჯანჯღარებს მას. -მითხარი რატომ? მაგრამ იოანემ არაფერი უპასუხა,ცალი მკლავი წელზე მოხვია,უფრო მიიზიდა გოგონას სხეული,მეორეთი კი მის ნიკაპს სწვდა. იოანეს ტუჩები შეეხო მარის ცრემლიან თვალებს,მალევე ჩააცხრო სისველე.თვალებიდან შუბლზე გადაინაცვლა ტუჩებმა,მაგრამ გადაიფიქრეს,რატომღაც... ხელმა ნიკაპიდან წელზე ჩაინაცვლა. ორივეს სუნთქვა ისე გაუხშირდათ,რომ დამცხა. ტუჩებმა ყურთან გადაინაცვლა. -იმიტო რომ მესუნთქები. მარიმ თვალები გაახილა,მაგრამ მალევე დახუჭა და სახეზე ღიმილ ნარევი მიმიკა გადაეკრა. იოანე არ აპირებდა გაჩუმებას. -მესუნთქები ტო,ჰაერივით მესუნთქები,ოღონდ სუფთა ჰაერივით,როცა ჩემ გვერდით ხარ აიზბერგივით ვიყინები ოკეანის ზედაპირზე როა,ამეკვიატე ტოო,გადამრიე... შემდეგ მარის ყური იოანეს გულზე ინაცვლებს. მთელ სხეულზე ბურძგლავს... წამიერი ჩახუტების მერე,პოულობს მისი ტუჩები იოანესას,იხლართება ერთმანეთში... *** უკვე ორი დღეღა დამჩა,ინგლისს გამოვემშვიდობეთ,საკუთარ სამშობლოს არაფერი არ სჯობს.თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული. კლასიკურ ანტიკურ ხანაში აყვავდა ადრეული ქართული სახელმწიფოები კოლხეთი და იბერია, რამაც დასაბამი მისცა საერთო ქართულ კულტურასა და სახელმწიფოებრიობას. ქრისტიანობა გაბატონდა ადრეული მეოთხე საუკუნიდან; ქვეყანა გაერთიანებული მონარქია გახდა ათას რვა წელს. თუმცა მას შემდეგ საქართველომ აღორძინებისა და დაცემის რამდენიმე პერიოდი განვლო, სანამ მეთხუთმეტე საუკუნეში რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად დაიშლებოდა. რუსეთის რევოლუციის შემდგომ აღდგენილი დამოუკიდებელი ქვეყანა — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (ათას ცხრაასთვრამეტ-ოცდაერთ წლებში) ბოლშევიკების მსხვერპლი გახდა და ათას ცხრაას ოცაორი წლიდან საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა. საქართველომ დამოუკიდებლობა ათას ცხრაას პთხმოცდათერთმეტ წელს კვლავ მოიპოვა. სამოქალაქო ომისა და მკაცრი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ქაოსური პერიოდის შემდეგ ქვეყანა შედარებით სტაბილური გახდა ათას ცხხრაას ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს. ორიათას სამ წელს მომხდარი ვარდების (უსისხლო) რევოლუციით ქვეყნის სათავეში მოვიდა ახალი, პროდასავლური, რეფორმისტული მთავრობა. გადმოფრენისას მარიმ ყველას გააგებინა,რაც გადახდათ თავს,გარდა ალერსისა. ნინიმ,როგორც გაიგო,რაც ევალებოდა შეიცხადა. ოჰოჰჰ,რატომ ვითომ? ხორბლისფერა იაჭვიანებს და რამე? ლუკა დამშვიდდი!!! საბოლოოდ დათანხმდა. აეროპორტში იმ ვაჟბატონს ჩაეხუტა,იმან უთხრა მომენატრეო,ამანაც დაუბრუნა პასუხი! ვაიი,ერთი დავბრუნდე მომავალში მივტყეპავ ამ ტიპს მაგრად! იოანე და მარი ისე საყვარლად კუსკუსებდნენ,მგონი კახისაც კი შეშურდა. აიჰ,ერთი სული მაქვს ის ხორბლისფერაც დაესწროს ამბორის მომენტს,იფ იფ რა გულს მოვიფხან. *** და აჰა დადგა ჩემი ნანატრი წუთიც,ჩავწექი ჩემს გათეთრებულ სხეულში. ორივე ჩემს წინ იდგნენ. ნინი ნერვულად ცქმუტავდა მიმიკას,ხორბლისფერა კი ზურგს უკან ეტმასნებოდა. ეს წყეული ამბორი და მერე დამაცადონ ორივემ! ტკბილი მარწყვის გემო ჰქონდა მის ტუჩებს. კოცნაში ბევრი ისეთი რამ იმალება,რაც ენით აუწერელი სიამოვნებაა და არამარტო სიამოვნება,გრძნობ მთლიანად ადამიანს,მის გულწრფელობას გრძნობ როგორ უცემს გული და მის რიტმსაც კი შეიძლება აჰყვე, საოცარი შეგრძნებაა. ამ დროს გულის ცემა 2 ჯერ სწრაფდება და 1 წუთიც რომ გასტანოს გულის ცემამ ასე ეს თქვენთვის პირველი და უკანასკნელი კოცნა შეიძლება აღმოჩნდეს. ალბათ ამაოდ ვცდილობ აგიხსნათ ფიზიკურად რა შეიძლება განიცადოს ამ დროს წყვილმა,მითუმეტეს როდესაც ეს მათთვის პირველად ხდება,ეს არის მათთვის უცხო ხილი,რომელთანაც მიახლოვებაც ძალიანაც უნდა,მაგრამ ვერ რისკავდნენ,ან შესაძლოა გამოჩნდეს მურმანის ეკალი და ისე ჩაეწებოს წასვლა,რომ ვერ მოიწამოს და ხელი შეგიშალოთ! აშკარად ვგრძნობ ჩემი სხეულის დეფორმაციას... თავი ამტკივდა,არაამისევ განახლდა ეს დედამიწის ბრუნვა,თაბრუ მეხვევა. ეს საზიზღარი აპარატის წუილი ჭკუიდან მშლის,მოიცა რა?თვალები მიბნელდება, ტემპერატურა აშკარად ამიმაღლდა. კანკალიც დაემატა ამას,ჯანდაბა! ჩემ ორგანიზმს ვუბრუნდები? მკვდრის ფერი მადევს. თავბრუსხვევა ზოგადი ტერმინია, რომელსაც ბევრი სიმპტომის გამოვლენის დროს იყენებენ, როგორიცაა გულის წასვლის შეგრძნება, წონასწორობის კარგვა, სისუსტე და ა.შ. თავბრუსხვევის ფორმას, რომლის დროსაც ადამიანს ჰგონია, რომ ბრუნავს ან საგნები ბრუნავენ მის გარშემო, ვერტიგო ეწოდება. მე რა ჯანდაბა მჭირს? არა... *** ბნელ დერეფანში ვარ,დაუსრულებლად გრძელია,ღმერთო ჩემო,სად ვარ? ეე,შეუძლებელია,ეს ხომ ჩემი დიდი ბაბუა?ე ბებია?ძია გელა?რა ხდება?რატომ დადიან გარდაცვლილები ჩემს ირგვლივ? რა მჭირს ამიხსნის ვინმე? თითქოს სიკვდილ-სიცოცხლეს შორის ვარ განლაგებული. ნუთუ ასე უბრუნდება სული სხეულს? გამიგია,რომ ასეთ მომენტს"კლინიკურ სიკვდილს"უწოდებენ. მომენტი,როცა გულისა და სისხლის მიმოქცევის გაჩერების შემდეგ ტვინი ჯერ კიდევ ცოცხალია. ჯანდაბა!ჩემი ბაღის პერიოდი რატომრა გემშალა წინ? თითქოს ვვარდები,ეს სრული შოკია! კლინიკური სიკვდილის დროს, ტვინს არ მიეწოდება ჟანგბადი, მუშაობს ფორსმაჟორულ სიტუაციაში. ამ დროს წარმოიქმნება ე.წ. გვირაბის მხედველობა. პაციენტები ასევე ხედავენ ახალგაზრდობას და რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ამ დროს ახალი მეხსიერება ითრგუნება და ახსენდება ძველი ისტორიები. ზოგჯერ ადამიანს ფრენის, ვარდნის შეგრძნება აქვს, რადგან ამ დროს ვესტიბულურ აპარატს ჯანგბადი არ მიეწოდება და არასწორად იკითხება ტვინზე. იმიტომ ხედავენ გარდაცვლილებს, რომ ითრგუნება ახალი მეხსიერება და აქტიურდება ძველი. მეცნიერული გამოკვლევით ეს ჰალუცინაციაა. მოკლედ,ერთგვარ კაიფში ვარ რა. *** გავახილე,თუ არა თვალები დამწვრის სუნი მეცა. მოიცა რა? კი,მაგრამ... ეს სიტოაცაი ხო უკვე ვნახე? ფეხზე წამოვხტი და მეორე ოთახში გავედი. -ლუკა?რატომ ადექი?დასვენება გჭირდება ბიჭო-შემომეგება მარი. -ისა შენ,სოფელში არ იყავი? -ერთი კვირაა,რაც ჩამოვედი-გაოგნებული მომაჩერდა. ერთი კვირაო?მოიცა და აბა გუშინ წინ ხო მითხრა იოანემ,აუუ დავიბენი... სანამ რამეს ვეტყოდი იოანემ ჩაგვიქროლა,აიტაცა მარი მის მკლავებში და ჩაეხუტა. -იოანე დამსვიი. -ნაჰაჰჰ,არა არა-ჯიუტად უქნევდა თავს მარის. ესღა მაკლდა!გამაგებინოს ვინმემ რა მოხდა. ამათ გვერდი ჩავუარე და კახისა და დიანას მივადექი,რაღაც ფილმს უყურებენ. არა,ამათაც ვერ დაველაპარაკები. აივანზე ნინის მოვკარი თვალი. ჰო,გავალ დაველაპარაკები იმ ხორბლისფერაზეც! ჩემს დანახვისას უცნაურად შეიშმუშნა,გეგონება შავი ჭირის მოახლოება იგრძნოვო. ორივე ხელით აივანს ეყდნობა,გზის პირად ხორბლისფერას მანქანამ გაუხვია. ცხადია,რა თქმა უნდა,იმას აცილებდა. ხშირ შემთხვევაში,როცა ძალიან გაბრაზებული ვარ,მუშტებითა და ყვირილით ვმშვიდდები,მაგრამ ნინის ხომ არ დავუწყებ ახლა ასე? არსებობს ასეთი ცნობილი გამოთქმა"მეგობარო,ქალებს ნუ ენდობი"-ო. ქალის ჭკუა – სულ სხვა არის. ქალები არჩევანის შესაძლებლობის შემთხვევაში, ხშირად ეშმაკობას მიმართავენ და საკითხს ისე წყვეტენ, – თავს დიდად არ იწუხებენ. ეშმაკობა, ნამდვილად რომ, ქალის გონების ნაყოფია. მამაკაცები, ძირითადად, ყველაფერს ობიექტურად აფასებენ. ხოლო ქალებს, ყველაფერი გრძნობებით და სუბიექტურობით აქვთ გაჟღენთილი. მამაკაცები ხშირად ლოგიკას ეყრდნობიან, ქალები – საკუთარ ინტუიციას, გრძნობებს და შეგრძნებებს. თუ მამაკაცმა რამე ჩაიფიქრა, მას შეუძლია ნებისყოფა გამოიჩინოს და თანამიმდევრული იყოს. ხოლო ქალი – ხშირად იმპულსურად მოქმედებს და მზად არის, საკუთარი გადაწყვეტილება ჩაასწოროს, შეცვალოს ან საერთოდ, უარი თქვას მასზე. -ვა ნინი,აქ რატომ ხარ მარტო?ცივა-ჯერ ჯერობით რბილად დავიწყებ. -მე არ მცივა. ოჰ,რა შეგცივდება,იმ ვაჟბატონის შემყურე გათბებოდი! ჯანდაბა! რატომ მიტევს ჩემი თავი?! დამშვიდდი ლუკა! -ვა,ახალი პარტნიორი გყოლია-ტუჩუს კუთხე ჩატეხა-გილოცავ. -არჩევანს არ მიწუნებ ჰო?-თქვა გაკრეჭილმა. რას აკეთებს?რატომ მაღიზიანებს? -უკეთესიც შეიძლებოდა ნინი. -ნუ,ყველა შენ ვერ მოგბაძავს ლუკა. რაო?რას გულისხმობს? არა ის კი ვიცი,რომ ქალი ყოველთვის ხვდება მამაკაცის განზრახვას,რომლის შესახებ,კაცს წარმოდგენაც კი არა აქვს. -რას გულისხმობ კი მარა? არ უპასუხია,გაშლილ სივრცეს გაყურებს,თოვლი კი ნელ-ნელა მოფარფატებს. -სული,როცა იყავი მითვალთვალებდი ხოლმე?-მხოლოდ ახლაღა მომაპყრო თვალები ინტერესით. ოჰ,რას არ მივცემდი,ოღნდაც სულ მეცქირა მისი თვალებისთვის. -ნუ...კი. -ნუ კი?-გამიმეორა კითხვა. -ჰო... -ჰო? -ხო-მეთქი,ხოო გიცქერდი კი არა ნერვებზე ვარ ათხრილი! -რატომ? არა ნახეთ რაა,რატომ მიშლის ნერვებს ხალხნო? -რატომ?-გავიმეორე მეც მექანიკურად. -ხო,რატომ? -ნინი! -რა იყო ლუკა? -დამშვიდდი ლუკა!დამშვიდდი! სიცილი დაიწყო,რა აცინებს? -შენ თავთანაც საუბრობ უკვე? თანამედროვე მეცნიერება აღიარებს, რომ უტყვი და ხმამაღალი მონოლოგი საკუთარ თავთან ადამიანს ეხმარება ცხოვრების უკეთ წარმართვაში. კვლევებმა გამოავლინა, რომ საკუთარ თავთან საუბარი სასარგებლოა ტვინისთვის. რაც უფრო მეტს საუბრობ საკუთარ “მე”-სთან, მით უფრო უკეთეს გადაწყვეტილებებს და გამოსავალს პოულობ. მიუხედევად მრავალი წინააღმდეგობებისა, გონებისთვის მიწოდებული მკაფიო მესიჯი იწვევს ტვინის სრულ კონცენტრაციას. საკუთარ თავთან საუბარი გვეხმარება გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარებაში. ოღონდ ეს ყველაფერი ახლა ნინის,რომ ავუხსნა ტვინში სისხლი ჩამექცევა. -მოდი ნერვებს ნუ მიშლი კარგი?-შევუღრინე,მან კი წინ და უკან დაიწყო სიარული. -დაქალები ისხდნენ და მარტინის სვამდნენ... უეცრად, ერთ-ერთმა სახლში წასვლა გადაწყვიტა. კითხვა! რამდენმა მეგობარმა გოგონამ გააგრძელა სმა? -რა?ეს რა შუაშია ნინი?-ხო არ გაუბერა ამან? -რამდენმა ლუკა?-ჯიუტობს. -მე რა ვიცი,რამდენი დაქალი ისხდნენ იქ. თვალები გადაატრიალა და ისევ თავის ადგილ დაუბრუნდა,იდაყვებით მოაჯირს მიეყრდნო,ხოლო მის თვალებს კი არ მაცილებს. - ყველამ! იცი რატო?-თავი გავაქნიე-იმიტომ,რომ გადაწყვეტილების მიღება და წასვლა,სხვადასხვა რამე არის... ეს უკვე მეორე ნამიოკი ჩამირტყა,არა მაინც ვერ ვხვდები რატომ? -მორჩები ამ ნამიოკების ჩარტყმას? - ყველა,ვინც მიცნობს,ორ ჯგუფად შეიძლება გავყო: ისინი, ვისაც მე მოვწონვარ და ისინი,ვინც კარგად ვერ შემათვალიერა,ბატონო ლუკა! -და შენ რა იმის თქმა გინდა,რომ მეორე კატეგორიად მყოფ?და იმიტო მიმატოვე,რომ საკმარისად ვერ გიგებ?-აშკარად ვცეცხლდები უკვე. -შეხედე,რა საოცრად თოვს. ვეღარ შევიკავე თავი და მხრებში ვწვდი. უცებ მისი მიმიკამ შიშის გრძნობა გადაიკრა ზედაპირზე,მგონი ზედმეტი მომდის,მაგრამ უნდა გავიგო,რატომ იქცევა ასე! -ნინი!მე კითხვა დაგისვი მე მგონია და მიპასუხე!რაზე ლაპარაკობდი?! -მე ყოველთვის არ ვიცი,რაზე ვლაპარაკობ,მაგრამ ვიცი,რომ მართალი ვარ! ჯანდაბა! რატომ მელაპარაკება ასე? -მე შენთან მსხვერპლი მოვძებნე ლუკა!სერიოზული ურთიერთობისთვის ეს ხომ იცი არა? და შენ რა გამიკეთე?მომატყუე! შენ საშინლად მომატყუე ლუკა! ხელები ჩამოვუშვი,ის მართალია...მან ბევრჯერ მაპატია... -ნუ აწყენინებთ მას, ვისაც უყვარხარ!რადგან ის ისედაც ....შავ დღეში არის... ტყუილი შეუთავსებელია სიახლოვისთვის: თუ ადამიანი გადაწყვიტავს, რომ იყოს მეორე ადამინთან სიახლოვის მდგომარეობაში იმდენად, რომ მათი ენერგიები გაერთიანდნენ და ახალი საწყისი მიიღონ, მაშინ ყოვლად შეუძლებელია მან დაუმალოს პარტნიორს თავისი ცხოვრების, ან სულის ან მეხსიერების რაღაც ნაწილი. ძირითადად მაინც ასე ხდება და ამის მიზეზი ისევ და ისევ სოციუმი და სტერეოტიპებია, რადგან ადამიანი ფიქრობს, რომ მას ვერ გაუგებენ, ან გაკიცხვაენ, ან იარლიყს მიაკერებენ, ან დასცინებენ. *** ამ დიალოგმა იმდენად დამთრგუნა,სულ დამავიწყდა გამერკვია რა მოხდა,რატომ არაფერი მახსოვს... მთელი ღამე ისე გავატარე სულ საკუთარ თავს ვეჩხუბე,რადგან ჩემი ბრალია,რომ ის ასეთ დღეშია! როცა,გამეღვიძა იოანე იჯდა ჩემს საწოლთან. -გაიღვიძე ტო?-თქვა აღელვებულმა. -კი,რა არი? -გაემზადე,რაღაც უნდა განახო. *** ცოტახანში მე და იოანე სასაფლაოზე აღმოჩნდით. ოჰ,გული კარგს არ მიგრძნობს. ზოგის აზრით,ადამიანი სიკვდილის შემდეგ არსებობას განაგრძობს სამოთხეში, ჯოჯოხეთში, განსაწმენდელში ან ლიმბოში. სხვებს რეინკარნაციის სჯერათ. ხოლო ისინი, ვინც ამ საკითხთან დაკავშირებით არც ერთ რელიგიურ შეხედულებას არ იზიარებენ, ფიქრობენ, რომ სიკვდილი უბრალოდ ყველაფრის დასასრულია. ხალხში გავრცელებულია აზრი, რომ თუ გარდაცვლილი ჯოჯოხეთში მოხვდა, მისთვის არანაირი იმედი აღარ არსებობს. როგორც ამბობენ, ჯოჯოხეთში ტანჯვა მარადიულია. მეორე მხრივ, ისინი ვინც განსაწმენდელში არიან, ზეციური ნეტარების მიღებამდე ცეცხლით უნდა განიწმინდონ ცოდვებისგან. ბიბლია კი ამბობს,რომ ღვთის ძე გარდაცვლილებს მკვდრეთით აღადგენს, რომ მათ დედამიწაზე იცხოვრონ,დამოკიდებული იქნება იმაზე, იცხოვრებენ თუ არა ისინი აღდგომის შემდეგ ღვთის მოსაწონად. გავიარეთ რამდენიმე ადამიანის საფლავი და ერთ ერთ ადგილას იოანე დაიხარა. სანთელს წაუკიდა ცეცხლი და დაანთო. საფლავზე წერია: სანდრო(2000-2018)... რა? ისა,მე... არა... *** ზუსტად ერთი საათია მიწას დავყურებ,არა შეუძლებელია ეს ჩემი სანდრო ვერ იქნება! -იოანე, აქ რატომ წერია სანდრო? მას გავხედე,ჩამუხლული დაჰყურებს მიწას,თვალები დაეხუჭა და ცრემლებს ღვრის. -არა,არა,არა,სანდრო სად ხარ ძამი?-ბოლო ხმაზე გავყვირივარ მთელ სასაფლაოზე. ხმას არავინ არ მცემს,კანკალიც მემატება. -გული მტკივა იოანე!სად არის სანდრო? თვალებში დამიბნელდა,არა! იოანეს ვეტაკე ზევიდან მოვექეცი და ისტერიკულად მოტირალეს მუშტების რტყმას ვუწყებ. მოულოდნელად ზურგიდან კახი მწევს,მასაც ვარტყავ ერთ ორ მუშტს და ისევ მიწაზე ვეცემი. ვეღარ ვაკონტროლებ თავს. უკნიდან მოგუდულად მესმის დიანასა და მარის განწირული კივილის ხმა,თუ სწორედ ვარჩევ ლუკა გაჩერდის მეუბნებიან. ყურები მიწუის. მიწის თხრას ვიწყებ,კახი და იოანე კი მქაჩავენ. -ამათ რა უნდათ სანდრო? ხელი გამიშვით! არსად არ წამოვალ! კიდევ ვურტყავ ორივეს მუშტს და ისევ ძირს ვეცემი. უკვე თხრას ვიწყებ ხელახლა,მაგრამ ამჯერად მარი მეცა და წამოდგომა დამიპირა,თუმცა მასაც ვკარი ხელი... -სანდრო მაქ რა გინდა ძმაო?ამოდი დროზე!გაიგუდები ბიჭო,ამოდი! და დაბნელდა... *** ორი დღე შოკში ვიყავი,არავის არ ველაპარაკებოდი,არც ვმოძრაობდი. მხოლოდ ვიჯექი გაუნძრევლად. წინ ჩვენმა მეგობრობის კადრებმა გადამირბინა. წეღან ვიხსენებდი იმ მომენტს,როცა მოწყენილი იყო მირეკავდა"აუ ლუკა ტოო,გამო რა" ღამეს ვათევდით ულაპრაკოდ,ხანაც ვსვავდით,ხანაც კი მთელი ღამე სანდროს სიმღერას ვუსმენდი. ძალიან ადრე ვიღვიძებდით,დავრბოდით,წყალის გადავლების, შემდეგ კი სანდროს მიერ გაკეთებულ დამწვარ კარტოფილს ვჭამდით,ხანაც მოუხარშავ კვერცხს,ეს კი მხოლოდ მაშინ,როცა თვითონ აკეთებდა საჭმელს. როცა,ნერვებ მოშლილი ვიყავი,სულ ცდილობდა ჩემს გაღიმებას,მით უმეტეს თვითონ უარეს დღეში იყო ხოლმე. ხშირად დავცინოდი თავისი ხმის გამო,რადგან ბავშური ხმა ჰქონდა,ხრიწინა და დუდღუნებდა,როცა ვეუბნებოდი ბრაზდებოდა და მებუტებოდა. ძალიან ადვილად შევირიგებდი ხოლმე,საჭირო იყო მხოლოდ ჩემი კაბის ჩაცმა და ვითომ მოდაზე გამოვდიოდი ხოლმე. ის კი სიცილისგან იატაკს წმენდდა... მითხრეს,რომ,როცა ჩემს სხეულს დავუბრუნდი,ვიღაცამ ჩემი მოკვლა დააპირა. სანდრო კი ამ დროს პალატაში იმყოფებოდა,ხელ გაშლილი ბრძოლა გამართეს, ის კაცი დააპატიმრეს,სანდრო კი ადგილზევე გარდაცვლილა... ბნელი ლორდი თავიდან ჩამოვიცილე,მაგრამ სამაგიეროდ ძმაკაცი დავკარგე... ნინი იმ ხორბლისფერასთან ერთად იყო,როცა მოვიდა და ჩამეხუტა. ეს ერთგვარი შვება იყო ჩემთვის. ჯერ ვერ გადაეწყვიტა უყვარდა თუ არა ის ბიჭი მას... დიანა და კახი საერთოდ აღარ კამათობენ,ერთმანეთს ელაქუცებიან და არიან,ისევე როგორც იოანე და მარი. *** და დაპირებას ვასრულებ,სანდროს საფლავზე ყოველ დღე დავდივარ ყვავილებით. -არ ვიცი ამის მერე რა მეშველება ძმაო... უეცრად სილუეტი შევნიშნე ჩემს უკან... და არა... -სანდრო,შენ? მან თავი დამიქნია,ის ახლა,ლორდის ადგილას დამკვიდრდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.