შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი ქალი ცენტრალური პარკიდან(სრულად)


15-07-2018, 18:09
ავტორი Mrs.Nobody
ნანახია 2 123

წვიმიანი ამინდი იყო, პარკში იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. ეტყობოდა რომ რაღაცაზე დაჟინებით ფიქრობდა და ამოხსნას ცდილობდა. აქამდე არავის შეუმჩნევია ეს ქალი პარკში, ეტყობოდა რომ ამ ქალაქში ახალი გადმოსული იყო დარდის გასაფანტად და ახალი ცხოვრების დასაწყებად.
ცოტახანს იჯდა, უცნობი მამაკაცი რომ მიახლოვდა, დაახლობით მისი ასაკის.
- შეიძლება აქ ჩამოვჯდე?
- დიახ რათქმაუნდა- ქალი გვერძე ჩაიჩოჩა და ადგილი გაუნთავისუფლა
ჩუმად ისხდნენ, ხმას არცერთი არ იღებდა.
- ნახვამდის - ღრმა ნაპასი დაარტყა ქალმა და მამაკაცს დაემშვიდობა.
სახლში მისულმა ქალმა აბაზანას მიასურა, თვალებიდან შავი ჩრდილები ჩამოიბანა და სარკეში ჩაიხედა
- რატომ? - თავის თავს კითხა და აბაზანიდან გავიდა. აღარაფრის თავი ჰქონდა, ამიტომ პირდაპირ საძინებელში შევიდა და ტანსაცმლიანად შეწვა ლოგინში.
მეორე დღეს, კვლავ პარკში იყო, ზუსტად იმ დროს და იმ სკამზე. სიგარეტი ამოიღო და გაკიდბას აპირებდა, როდესაც მაღალი სილუეტი მიუახლოვდა
- გამარჯობა - მიესალმა მამაკაცი
- თქვენ? დაბრძანდით- ქალი ჩაიჩოჩა და მამაკაცს ადგილი დაუთმო - მოწევთ?
- დიახ, თუ შეიძლება
- ინებეთ
იჯდა ორი სხეული და ჰორიზონტს გაჰყურებდა, არცერთი ხმას არ იღებდა. გოგონამ წინა დღის მსგავსად პირველი დაემშვიოდბა და სახლის გზას დაადგა.
ასე გრძელდებოდა, 1...2...3...4...5... დღე, მიდოდნენ ორივე, ხმას არ იღებდნენ და ქალი პირველი ემშვიდობებოდა.
მეექვსე დღეს პარკში მისულ ქალს, მამაკაცი იქ დახვდა
- დღეს თქვენ მოხვედით ადრე
- დიახ, ადრე მოვედი. ამდენი ხანია ასე ვზივართ, აქამდე აქ არ შემიმჩნევიხართ, ბოლო კვირებია გაკვირდებით და ვერ გცნობთ
- ახალი გადმოსული ვარ, ახალი ცხოვრება უნდა დავიწყო
- პრობლემებს გამოექეცით.
- დიახ, მასეა. აქ არავინ მიცნობს და ვფიქრობ გამიადვილდება
- რა გქვიათ?
- ბევრი სახელი მაქვს, ზოგს რა სახელით ვეცნობი ზოგს რითი
- და რეალური სახელი რა არის?
- ჩემი რეალური სახელი ერთეულება იციან
- შეიძლება მე დაგარქვათ სახელი?
- დიახ
- მეი
- რა? უკაცრავად მე უნდა წავიდე, მეჩქარება.
გოგონა გიჟივით წამოვარდა და პარკის გასასვლელისკენ ჩქარი ნაბიჯებით წავიდა, ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა, საიდან იცოდა იმ მამაკაცმა ქალის სახელი. კიდევ რა იცოდა მის შესახებ?
სახლში მისულმა ძილი გადაწყვიტა, მაგრამ თვალი ვერ მოხუჭა, უნდოდა მალე გათენებულიყო და ენახა მამაკაცი, უნდოდა ყველაფერი გაეგო რაც მის შესახებ იცოდა.
პარკში მისულმა მთელი დღე დაჰყო, მაგრამ ნაცნობი სილუეტი არ გამოჩენილა. არც მეორე და მესამე დღეს. მეოთხე დღეს სახლიდან გარეთ არ გასულა, კარზე კაკუნი იყო, გაუკვირდა ვინმემ ხომ არ შეიტყო ჩემი ადგილსამყოფელიო. კარი რომ გააღო ხელში ნაცნობი მამაკაცი შერჩა
- არ შემომიშვებ?
- შემოდი
- მადლობა
- ჩემი სახელი საიდან იცი?
- რა?
- კიდევ რა იცი ჩემ შესახებ? ვინ გამოგგზავნა?
- რას გულისხმობ? - გაკვირვებული იყურებოდა მამაკაცი და ვერ გაეგო რაზე ლაპარაკობდა ქალი
- საიდან იცი ჩემი სახელი? რაიცი რომ მეი მქვია?
- მე.... უბრალოდ... თავსი პირველი რაც მომივიდა ის გითხარი
- მატყუებ და ვერ ვიტან ტყუილს
- არ გატყუებ, უბრალოდ უკეთ გაცნობა მინდა შენი და ამიტომ მოვედი აქ
- კარგი გეტყვი, და ვინც გამოგგზავნა იმას უთხარი რომ მალე აქ აღარ ვიქნები, ე.ი 26 წლის ვარ, სახლიდან წამოვედი, ორსულად ვიყავი და ჩემმა ოჯახმა გამომაგდო, არ ვიცი ვისგან ვიყავი ორსულად, კლუბში ვიყავი და მერე არაფერი მახსოვს. მეგობართან ვცხოვრობდი, როდესაც მისი ქმარი მომვარდა და მაგრად მცემა, მერე კიბიდან დავგორდი როდესაც მოვრბოდი და მუცელი მომეშალა. აქ ჩამოვედი, არავინ მიცნობს და ვერავინ შეიტყობს ჩემ შესახებ ვერაფერსმეთქი, მაგრამ როგორც ჩანს კვალზე დამადგნენ და მიპოვნეს. ახლა გაიგე რა მწირს და როგორიც ვარ? წადი და თავი დამანებე
- დაწყნარდი, მე უბრალოდ შენი გაცნობა მინდოდა და ვერ ვხდები რატომ არ მენდობი?
- არ გიცნობ და იმიტომ. თუ გინდა ერთი დღის ქალი ვიყო შენთვის ვიქნები, მაინც გაუბედურებული ვარ.
- რა სისულელეებს ამბობ? შენი გაცნობა და დაპატიჟება მინდოდა მხოლოდ და მაგიტომ მოვედი
- იძახ ახლა შენი გაცნობა მინდოდა. გაეთრიე და შემეშვით, დამტოვეთ ისედაც უბედური ვარ.
მამაკაცმა სახლი უჩუმრად დატოვა, ქალი მიხვდა რომ შეცდომა დაუშვა, ასე არ უნდა ელაპარაკა და პარკსი წავიდა, იმ იმედით რომ იქ დახვდებოდა, ასეც იყო
- ბოდიში უხეშად მომივიდა და არ მინდოდა ასე გამოსულიყო
- არაუშავს, შენ ადგილზე მეც მასე ვიფიქრებდი
- მოდი თავიდან დავიწყოთ ყველაფერი, თუ წინააღმდეგი არ ხარ
- კარგი, გამარჯობა მე ზურა ვარ, 28 წლის
- მეი
- აქვე ერთი მყუდრო კაფე ვიცი, იქ დავსხდეთ, ყავაზე დაგპატიჟებ
- მე მხოლოდ ჩაის ვსვამ
- კარგი იყოს ჩაი
ქალმა ხელი გაუყარა და ერთად წავიდნენ გასასვლელისკენ.
- ზურა, ლიზას ბაღში წაივან? სამსახურში მაგვიანდება
- კი საყვარელო გავიყვან, დღეს სახლში ვარ და არ იჩქარო შენ, ისევ მე მოვიყვან სახლში
- კარგი, მიყვარხართ და ჭკვიანად



№1  offline წევრი Mrs.Nobody

ახალი დარეგსიტრირებული ვარ და არაფერი ვიცი ჯერ ჯერობით, პირველი საჯარო ნაწერია. უბრალოდ მუზა მომივიდა და მივჯღაპნე რაღაც, იმედია მოგეწონებათ. ვიცი ძალიან ბევრი შეცდომა მაქვს, მაგრამ გამოვასწორებ.

 


№2 სტუმარი efw

რა იდიოტობაა

მიაყარე ერთმანეთს ცოტა ბევრი რო დაგეწერა და ვრცლად ძაან მაგარი გამოვიდოდა

 


№3  offline წევრი Mrs.Nobody

ვიცი, რომ მივაყარე. პირველი ნაწერია რაც გამოვაქვეყნე, მადლობა რჩევისთვის და მადლობა რომ წაიკითხე
efw
რა იდიოტობაა

მიაყარე ერთმანეთს ცოტა ბევრი რო დაგეწერა და ვრცლად ძაან მაგარი გამოვიდოდა

 


№4  offline წევრი Yagam

სიუჟეტი კარგი იყო, მაგრამ იმდენად მოკლე, რომ ამ ნაწერს კატეგორიაში ჩანახატი რომ მიგეთითებინა ვიდრე ისტორია უფრო მართებული იქნებოდა. გავრცონა ჯობდა, გრამატიკასაც მიაქციე ყურადღება, წარმატებები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent