შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 27


15-07-2018, 18:40
ავტორი zia-maria
ნანახია 2 409

-დილა მშვიდობის ჩემო ძილისგუდა,არ ავდგეთ?
-მერიდე ახალ გაღვიძებულზე,ფუტკარივით არ დაგკბინო.შეუღრინა მარიამმა გიორგის.
-მგავხარ ხანდახან ხომ იცი შენ,ადე მარიამ დღეს შოპინგის დღე გვაქვს აქ ვჭამოთ თუ გარეთ.
-აუ გარეთ რა,რამდენი ხანია შენთან ერთად არ გამივლია მა.
-ხოდა ადე მოემზადე,ვიცი მე შენი მალე მომზადება,სამი საათი დამაყუდებ ძირს.ტყუილად კი არ გეჩხუბებიან ბიჭები,არ გეღირსება ხოლმე ოთახიდან გამოსვლა.
-იმათ ნერვებზე ვცეკვავარ,შენ კი არ გალოდინებ მასე.
გარეგნობაზე ზრუნვა გიორგისთვის პირველია,რადგან ბავშვობიდან უყვარს კოხტად ჩაცმა.სარკესთან საათობით დგომა არ უყვარს,ეს მარიამს უფრო ეხერხება და ამით დედამისს ჰგავს,აი უკვე მზად არის და მარიამს ელოდება.
-მარიამ წამოდი დროზე,თორემ წავალ და დაგტოვებ სახლში გამოწყობილს.გაჰყვირის გიორგი.
-მოვდივარ ხო მოვდივარ,წესიერად ჩაცმაც არ დამაცადე.აბუზღუნდა მარიამი.
-დედააა,ჩვენ გავდივართ და შესაძლებელია ვინმემ დარეკოს განცხადების თაობაზე სახლის ტელეფონიც მაქვს მითითებული,სახლში დაიბარე და ჩემს მოსვლამდე გაესაუბრე,თუ მოგეწონოს თამხაზე მე დაველაპარაკები.
-კარგი შვილ როგორც შენ იტყვი,მაგრამ არ ისაუზმებთ?
-გარეთ შევჭამთ .მარიამი გიორგის ამოუდგა გვერდით და უთხრა.
-წავედით.
-შენ გასფრინე?ნახევრად სველი თმებით მოდიხარ გარეთ ასეთ ამინდში?
-არ დამაცადე და წამოდი ახლა,ნუ გეშინია არ მოვკვდები.თავზე ვიფარებთ,აი ნახე.ქუდი ამოიღო და დაიფარა.მამა-შვილმა სავაჭრო ცენტრი დაიარა და ძალიან ბევრი რამ იყიდეს,ბევრი იხალისა ორივემ და ირონიულად აყოლებდა თვალს ვინც გიორგის გახედავდა,გიორგი კი იცინოდა.
-მარიამ მოდი აქ,ეჭვიანი შეყვარებულივით ხარ და ვიღაცა პედოფილობას დამწამებს.
-ვინც არ მომეწონება,იცოდე ახლოსაც არ მოვუშვებ შენამდე.
-მასე ქენი,საერთოდ გადაკეტე გზა და არავინი გამოუშვა.
-მა, ხვალ მე და ბიჭები ბარში მივდივართ და ხომ გამიშვებ?
-ჩვენ ბიჭებთან გაგიშვებ,სხვასთან არა.მარიამ გელას ნინის რატომ არ ემეგობრებით?
-რავიცი რაღაცნაირად ჩაკეტილი ბავშვია,ვერ გაუგებ ხასიათს.
-არ შეიძლება მასე.
-რამე გითხრა ძია გელამ?
-არა,არაფერი მე შევამჩნიე რომ მაინდამაინც არ მეგობრობთ.
-ის ძალიან წყნარია და სერიოზული.მა,არც საახალწლო კარნავალზე არ გამიშვებ?კომბლე ხომ ჩემს კლასშია.
-მანამდე მარიამ ერთი თვეა და მაცოცხლე მაგ დრომდე.
-არა ვიცი რომ ჯერ ადრეა,მაგრამ მე მაინც შეგახსენე.
-ეს შენს სწავლაზეა დამოკიდებული, ვნახოთ ჯერ შენი წლის მაჩვენებლები და იმისდა მიხედვით ვიმოქმედებ.
-რა სადისტი მამიკო მყავს?ცხვირი აიბზუა მარიამმა.
-სულაც არა,ჩვეულებრივი ტიპიური მამა ვარ.კარგი ხვალ წადი,მაგრამ მოგაკითხოს ლუკამ და ვახომ.
-ჩემნაირი მამიკო არავის არ ყავს.მოეხვია მარიამი გიორგის და გიორგიმ ხმამაღლა გაიცინა,რაზედაც კონსულტანტი გოგოები გიორგს ღიმილმა მოაჯადოვა და მარიამს შურიანი თვალით შეხედეს.მარიამმა თვალი შეასწრო ერთ-ერთ გოგონას და მოუნდა ეთამაშა იქ შეყვარებულის როლი და ერთ-ერთი პერანგის არჩევისას გიორგის დაუძახა.
-საყვარელო,ეს პერანგო მომეწონა.
-მარიამ მოგხვდება.
-კარგი რა მამიკო მართლა მომეწონა,ნახე ფერიც როგორ მოგიხდა.ერთმა გოგონამ შებრუნდა და გაოცებულმა შეხედა მარიამს.
-მე არ მომწონს მაგ ფერი.
-მა,მამიკო.
-ნუ ყვირიხარ აქ ვარ.
-აბა ეს ნახე,ამ ფერს ვერ დამიწუნებ ფერფლის ფერია და სტილიც მომეწონა,მართლა მოუხდება შენს სახეს.
-ჩემი მოდნი შვილი.უთხრა გიორგიმ და ლოყები დაუწელა მარიამს.-არ მოგშივდა?წამოდი,საკმარისია უკვე ფული გადავიხადოთ და ვჭამოთ რამე თუ სახლში წავიდეთ.
-აუუუუ,მა ხინკალი მინდა.გიორგის გაეცინა და მარიამი ხელ გადახვეული გაიყვანა მაღაზიიდან.ნაცნობ სახინკლეში წაიყვანა,რამდენი წელია იქ აღარ მისულა.
-რა მყუდრო ადგილია.მარიამს მოეწონა ადგილი.
-აქ მოვდიოდით მე და მარიამი ეს ჩვენი საყვარელი სახინკლე იყო.წლებია უკვე აღარ ვყოფივარ.მეგობრებს რომ გამოვეპარებოდით აქ განვმარტოვდებოდით ჩვენ ორნი გავთიშავდით ტელეფონებს და ანა გიჟივით დარბოდა,გვეძებდა მაგრამ მარიამმა არ გათქვა ეს ადგილი.
-ბატონო გიორგი რა პატივია თქვენი აქ ხილვა,დიდი ხანია აქ აღარ ყოფილხართ.ეს გოგონა თქვენი შვილია,თქვენი მარიამი?
-კი ეს ჩემი მარიამია.უთხრა გიორგიმ სევდიანად.მამაკაცმა თანაგრძნობის ნიშნად მხარზე ხელი მსუბუქად დაარტყა.აბა რას მიირთმევთ,რა მოგართვათ.
-ხინკალი უნდა მარიამს და მეც იგივეს ავიღებ.უთხრა გიორგიმ.
-ახლავე მოგემსახურებიან.უთხრა მამაკაცმა და თავის დაკვრით გაეცალა მაგიდას.მარიამმა გაკვირვებულმა გააყოლა თვალი და გიორგის შეეკითხა.
-მა ვინ არის ეს კაცი?
-არ მითხრა ახლა მეცნობაო.ირონილად უთხრა მარიამს და გაეცინა.-ჩემი ძველი ნაცნობია,მეგობარს ვერ ვიტყვი რადგან წლები საზღვარგარეთ ცხოვრობდა რომ დაბრუნდა თავად პატრონობს ამ მცირე ბიზნესს,ადრე სხვა ხელმძღვანელობდა.ერთი სიტყვით კარგად დანაყრდნენ,მარიამს ასე გემრიელად დიდი ხანი არ ეჭამა,თან უხაროდა მამასთან ერთად რომ იყო.
-მარიამ წავიდეთ?
-ხო წავიდეთ,ტუალეტში გავალ ცოტა ხნით ხელები გადავიბანო რას ვგავარ.გაეცინა მარიამს.ამ დროს გიორგის უცხო ნომერმა დაურეკა და სერიოზული ხმით უპასუხა.
-გისმენთ.
-გამარჯობათ.მე გაზეთში გამოქვეყნებულ განცხადების თაობაზე გაწუხებთ.
-დიახ,დიახ გაზეთში აღნიშნულ მისამართზე მიბრძანდით,ან სახლის ნომერიც არის მითითებული დარეკეთ და გაგესაუბრებიან.
-წლოვანება შეეკითხე მამიკო.ჩასჩურჩულა მარიამმა.
-უკაცრავად რამდენი წლის ბრძანდებით?მორიდებით შეეკითხა გიორგიმ.
-28 წლის ვარ.უპასუხა გოგონამ რომელსაც ძალიან ნაზი ხმა ჰქონდა.
-კარგით მე გადავრეკავ სახლში და მიბრძანდით თქვენ აღნიშნულ მისამართზე.მიდი მარიამ ხელები გადაიბანე და წავედით მე რუსოს დაურეკავ.მარიამი ტუალეტისკენ გაიქცა და გიორგიმ რუსოს დაელაპარაკა.
-დედა ჩემს ნომერზე დამირეკეს და მოვა ახალგაზრდა გოგო არის, გაესაუბრეთ.
-კარგი შვილო.მარიამს შეაგვიანდა, ტუალეტიდან გამოსული კაშნეს ისწორებდა ყელზე,რომ მოულოდნელად რაღაც რბილ საგანს შეასკდა და რომ არა ძლიერი ხელები მის წელზე ძირს გაიშოტებოდა.უცნობმა წელზე მოუჭირა ხელები და შიგ მისი თვალის სიღრმეებში ჩააღწია,მარიამის შავი თვალები ისე ანათებდნენ თავად უხმობდნენ მისკენ უცნობს და თითქოს უცნობმაც არ დააყოვნა და მოგზაურობა დაიწყო შავი ოკეანის ზედაპირზე.მარიამი გონს მოეგო და უცნობს შეუყვირა.
-ოუუუუ,თვალებში ვერ იხედები?
-და შენ თავად სად იხედები,ისე ძალიან ლამაზი ხარ მაგრამ თავშიც ნუ აგივარდება ეგ სილამაზე.
-რასაც შენზე ვერ ვიტყოდი.ცხვირი აიპრიხა მარიამმა.
-ვითომ რატომ რას მიწუნებ?
-ხასიათს,ძალიან უხასიათო ხარ.
-შენ თავად როგორი ხასიათის ხარ?
-საშინელი,თუ ხელს არ გამიშვებ ახლა შესაძლებელია მკვკლელობაც კი ჩავიდინო.
-მოულოდნელი ბედის გჯერავს?
-არა,ის არ არსებობს.
-მე მჯერავს,მოულოდნელი ბედნიერების.შეუძლებელია ყველაფერს ბრძოლა ჭირდებოდეს,რაღაც ან ვიღაც თავისითაც მოდის ზოგჯერ.
-თუ ღირსი ხარ,რა თქმა უნდა.დაამატა მარიამმა.
-ახლა გიშვებ ვიცი რომ გელოდებიან,მაგრამ ჩვენს ხასიათებზე საუბარს ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ.უთხრა და ხელი შეუშვა.
-თუ მომძებნე კი.ამაყად თქვა მარიამმა.
-მარიამ გოგაბერიშვილი 16 წლის,შეყვარებული არასდროს არ გყოლია რადგან ქაჯანა ხარ და უფრო სწორად ველური,კიდევ პირადი დავა გყავს ლუკა და ვახო,კობალოსი არ გეშინია.და კიდევ გიცნობ 4 წლის ასაკიდან.
-როდიდან? ვინ ხარ შენ თავად.თვალები გაუფართოვდა მარიამს.
-ანდრეა მანაგაძე 18 წლის,სხვას სხვა დროს ვისაუბრებთ პატარავ.ამ დროს მარიამ გიორგის ხმა მოესმა და იქით გაიხედა,კბილებში კი რისხვით გამოთქვა სათქმელი და ანდრეას უთხრა.
-არც იოცნებო მეორედ შეხვედრაზე,იდიოტი და მეტიჩარა ხარ.ჩაილაპარაკა და ადგილს მოსწყდა,გარეთ გასვლისას კი თვალი მაინც გაექცა უცნობისაკენ და დაინახა ანდრეა ისევ იქ იდგა,რომელსაც ჯიბეებში ჩაეწყო ხელი და ღიმილით უცქერდა მარიამს.დაიჭირა თუ არა ანდრეამ მარიამის მზერა თვალი ჩაუკრა და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა რომელმაც ტანში ჭიანჭველებივით დაუარა და გააკანკალა.
-მარიამ რა გჭირს.ეჭვის თვალით შეათვალიერა გიორგიმ მარიამი და მერე მის უკან გაიხედა,მაგრამ ვერავინი დაინახა.
-არაფერი,ფეხი გადამიბრუნდა რომ მოვდიოდი და მეტკინა.
-დარწმუნებული ხარ,რომ ფეხის გამო გამოშტერდი?ღიმილს ვერ იკავებდა გიორგი,მარიამმა კი ერთი დაბღვერილად შეხედა და უთხრა.
-რა დაკითხავას მიწყობ მამა,სახლში გველოდებიან.
-ხო გველოდებიან,გველოდებიან.უთხრა და ღიღინით წავიდა მანქანისკენ,მარიამს კი სახლში მისვლამდე ხმა არ ამოუღია.იყოს ეს ჩანთები და მერე გადმოვიტანოთ,ჯერ ვნახოთ ვინ გველოდება სახლში,იქნებ უჟასია და გასაქცევად თუ გვექნა საქმე მე კი მექნება გამოსაცვლელი.
-რა ბოროტი გახდი ამ ბოლ დროს მამა,მერე მე? გიორგიმ ხელი-ხელ გადახვეული შეიყვანა სახლში მარიამი და ორივე იცინოდნენ.რუსო შემოეგებათ წინ შვილს და შვილიშვილს.
-რა მოგივიდათ,მთვრალები ხართ?ხომ იცოდით რომ გელოდებოდნენ სახლში რატომ დალიეთ,ან შენ ნასვამი როგორ იარე გზაში.
-ისეთი მთვრალი ვარ დედა მიმიყვანე რა საწოლამდე.
-გიორგი გელოდებიან შვილო........
-მერე ჩვენც აქ ვართ,რა შემატყვე სიმთვრალის რუსუდან.
-ბე ღირს რომ შევიდეთ სახლში თუ პირდაპირ გავარდეთ გარეთ? რუსომ გაბრაზებულმა გახედა ორივეს და უბრძანა რომ სახლში შესულიყვნენ წესიერად.
-მარიამ რუსუდანი გავაბრაზეთ,ამ საღამოს ვახშამი არ გვაქვს.
-რამეს მოვიფიქრებთ.
-ახლა სერიოზულად,შენ მაღლა ადი და მერე დაგიძახებ.უთხრა მარიამს და მისაღებში შევიდა.
-გამარჯობათ.გიორგი შევიდა მისაღებში და გოგის გვერდით დაჯდა,გოგონა ისედაც ნერვიულობდა და გიორგის მკაცრი ხმა რომ გაიგონა უფრო შეეშინდა, გიორგიმ რუსოს უთხრა.-ილაპარაკეთ?მოაგვარეთ ყველაფერი?
-ჩვენ კი მაგრამ,შენ გელოდებოდით დედა.გიორგგიმ გოგონას გახედა და შეეკითხა.
-რატომ გადაწყვიტე დამხმარედ მუშაობა 28 წლის გოგონამ,მხოლოდ სიმართლე მითხარი ტყუილს ვერ ვიტან.
-ვფიქრობ არანაირი სამუშაო არ არის სათაკილო,მე არ მეთაკილება მთავარია ვიმუშაო,სამუშაო მქონდეს და მიხაროდეს იქ მისვლა სადაც ვიპოვი ჩემს ადგილს,მეორე კი სიმართლე ისაა,რომ ჩემი პროფესიით ვერ ვიშოვე ვერაფერი და სამუშაო კი მჭირდება,ვერ გავჩერდები უმუშევარი.
-საინტერესოა,რა პროფესია გაქვთ?
-არქიტექტორი ვარ.გიორგიმ უეცრად შეხედა გოგონას და საინტერესოდ აათვალიერა.გოგი და რუსო ინტერესით უცქერდა ჯერ გიორგის და შემდეგ გოგონას.გიორგი ფეხზე წამოდგა და უთხრა.
-წამობრძანდით კაბინეტში დავილაპარაკოთ.გოგონამ რუსოს შეხედა და რუსომ თვალი ჩაუკრა,გაამხნევა ნუ გეშინიაო და გიორგის გაყვა.-დაბრძანდით,მიუთითა იქვე მაგიდასთან მდგარ სავარძელზე.-თქვენი სახელი?
-ნინო,ნინო მეფარიშვილი.
-ეს რა არის?ანიშნა ხელში სქელ საქაღალდეზე.
-ეს ჩემი მონაცემებია სადაც ვმუშაობდი,ვიფიქრე რომ დაგჭირდებოდათ.
-არ იყო საჭირო,მაგრამ რადგან თანვე გაქვს გადავხედავ.უთხრა და ხელი გაუწოდა,საქაღალდე გამოართვა ინტერესით გადაავლო თვალი მოწონების ნიშნად კი კმაყოფილმა მარჯვენა წარბი ასწია მსაღლა.
-საინტერესოდ გახასიათებს ყველა ვისთანაც კი გიმუშავია,მოკლედ დედაჩემი გეტყოდათ რა გევალებათ,მაგრამ მეც გეტყვი.ამ კაბინეტს არ შეეხები უჩემოდ,აქ პატარა ქაღალდიც რომ აიღო და გადააგდო შესაძლებელია დიდი პრობლემა შემექმნეს,ამიტომ ჩემთან ერთად შემოხვალ აქ ისიც მაშინ როცა მე გეტყვი.სხვა გევალება სახლის საქმეები,სისუფთავე და სამზარეულში დედაჩემი არავის უშვებს მაგრამ ძალიან გადაიღალა შევამჩნიე და ამიტომ გადავწყვიტე ვინმე ავიყვანო,დაეხმარები ესეც თუ მოისურვა.შეგიძლია ყოველ დღე 2-3 საათი გაისეირნო.ნინო მინდა დედაჩემს შეუმსუბუქდეს შრომა,არ იქნები ძალიან დატვირთული მთავარია პროგრამა თავად შეადგინო.ბოდიში რომ გეკითხები,მაგრამ ბინა გაქვს თუ ქირას იხდი.
-ნაქირავებში ვარ,მე რაიონიდან ვარ ჩამოსული ჩემები ყველა იქ ცხოვრობს.
-მაშ ასე,მე თანახმა ვარ თქვენი კანდიდატურა მაკმაყოფილებს და ხვალიდან თქვენი ნივთებით მოხვალ,აქ დარჩები სახლი დიდია და შენც ქირის ფულს დაზოგავ.რატომ უნდა დახარჯო ზედმეტად ფული როცა არის საშუალება აქ გაჩერდე.
-უხერხულია,იქნებ სხვები არ არიან თანახმა.თქვა ნინომ დარცხვენილად.
-რასაც კარგს გააკეთებ უხერხული არაფერია და კიდევ,მყავს 16 წლის გოგონა.არ არის რთული ბავშვი,მაგრამ გაფრთხილებ ძალიან ეშმაკია.ძალიან გამიხარდება თუ დამეგობრდებით და კიდევ მთავარი,მინდა ხელფასზე შევთანხმდეთ.თვეში 700 ლარი,თანახმა ხარ? ნინომ თვალები დაჭყიტა და გიორგის შეხედა.
-რამდენი? გიორგიმ იფიქრა ცოტა ვუთხარიო და მოუმატა თანხის რაოდენობას.
-800 ლარი,თანახმა ხარ?უფრო დაიბნა ნინო და გაუბედავად უთხრა გიორგის.
-ბატონო გიორგი ეს თანხა ვფიქრობ ბევრია.გიორგის გაეცინა და გულახდილად უთხრა.
-მე კი შემაშინე,ვიფიქრე ცოტა ვუთხარი და გაუკვირდათქო.
-არა,არა ცოტა როგორ არის,პირიქით.
-ნინო რასაც არ უნდა აკეთებდე,დააფასე შენი შრომა და დააფასე ის რასაც გაძლევენ.ისე ხომ არ ჯობია ნივთები დღესვე გადმოიტანო და დღესვე გადმოხვიდე?
-უკვე გვიანი არის,ხვალ მოვალ.
-ხვალ მე არ მცალია,დღეს კი უკვე თავისუფალი ვარ და წამოდი მე თავად მოგეხმარები.მარტო ცხოვრობ?
-არა,სამი გოგო ვართ ერთ ბინაში და სიმართლე გითხრა,როდის წამოვალ იქედან ერთი სული მაქვს.
-გასაგებია,მაშინ ახლავეს წამოვიდეთ.გიორგი წამოდგა,ნინოს საქაღალდე იქვე მაგიდის უჯრაში ჩადო ფრთხილად და ნინოს ანიშნა გასულიყვნენ კაბინეტიდან.
-დედააა,მარიამი სად არის მაღლააა?
-კი მაღლაა,დავუძახო?
-მე დავუძახებ.კიბეებზე ავიდა და მარიამს მიუკაკუნა ფრთხილად.
-შემოდი მა.
-მარიამ რას აკეთებ.
-არაფერს,ფილმს ვარჩევ.
-წამოდი ნინო ავიყვანეთ,მოგეწონება და ნივთები მოვატანინოთ ხვალ ჩანთებით რომ არ იაროს ქუჩაში.ორივე ერთად დაეშვა კიბეზე და უეცრად მარიამი გიორგის ზურგზე შეახტა.
-მარიამ შეგრცხვეს უცხო ადამიანია სახლში.მსუბუქად უსაყვედურა გიორგიმ.
-სტუმარი არაა ნინიკო ის ჩვენი ოჯახის წევრია,ასე არ არის ნინი?ნინოს გაუკვირდა მარიამის ასე თავისუფლება და გაეცინა.
-მარიამ შენ სწორად თქვი ნინი არ არის ამ სახლში სტუმარი,ის დღეიდან ჩვენი ოჯახის წევრია არავითარი დამხმარე და მოსამსახურე,შენ კიდევ ეს მორცხვობა დაძლიე და თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში.ნინა მართლა საოცრად დიდი სიმპატიით განიმსჭვალა გიორგის მიმართ,იმ საღამოსვე დაიდო ბინა გოგაბერიშვილების დიდ ოჯახში და კარგადაც შეეგუა ყველას.ნინი ძალიან კარგი სწრაფი ხელის აღმოჩნდა,რუსო კმსაყოფილი იყო რომ არჩევანში არ შეცდა და ეს გიორგისაც უხაროდა.მალე გაირბინა დეკემბერმაც და კარნავალზე წასვლის დღეც მოახლვდა,რაც მარიამს ძალიან არ უხაროდა და სულ მოწყენილი დადიოდა.ნინიმ კი ერთ დღეს შეეკითხა.
-მარიამ გჭირს რამე?შეგიძლია გამენდო და დამელაპარაკო.მარიამმა შეხედა ნინის და გულდაწყვეტილმა უთხრა.
-საახალწლო კარნავალზე მინდა წასვლა.
-მერე არ გიშვებენ?
-მამიკომ კი იცის,მაგრამ არაფერს არ მეუბნება.
-იქნებ დაავიწყდა,მარიამ ხომ იცი როგორი რთული სამუშაო დღის რეჟიმი აქვს.
-რომ დამთანხმდეს და გამიშვას იქ ჩასაცმელი არაფერი არ მაქვს.
-გინდა წავიდთ მაღაზიაში და ვიყიდოთ?
-წამომყვები?სიხარულით შეეკითხა მარიამი.
-ორი-სამი საათი ხომ მაქვს გასვლის დრო?ჰოდა წამოდი ეს დრო გამოვიყენოთ,ან თუ გამომიშვებს მამაშენი უფრო თავისუფლად ვიქნები და დაკვირვრბულად ავარჩევთ ჩასაცმელს.
-მაგას მე მოვაგვარებ ნი.გიორგი მალე დაბრუნდა სამსახურიდან და რუსოს გასძახა.
-დედააა,დღეს გიჟები მოიყრის აქ თავს და რამე მოამზადე რა მოიხმარე ნინი სად არის?
-მაღლაა მარიამთან რაღაც მოწყენილი იყო და წავიდა დაველაპარაკებიო,მოდი შენ აქ.
-რა მოხდა რუსო რაღაც გამიძველბიჭდი შენ მე ამ ბოლო დროს.გაეცინა გიორგის და რუსოს მიუახლოვდა.
-დაჯექი.მიუთითა იქვე სკამზე და ძალით დააჯინა გიორგი.
-რა მოხდს ადამიანო აღარ იტყვი?არ მოგწპნს ნინი? ვერ ასრულებს მის მოვალეობას?
-როგორ არა შვილო,ძალიან უბრალო გოგოა როგორც მარიამი იყო.
-არ გაბედი,არ გაბედო დედა და მარიამს არავინ არ შეადარო.
-გიორგი.........
-არასდროს დედა,არასროს არ შეადარო ის ერთადერთია და მის ნაირი არ არსებობს არავინ.მოგწონს?გეხმარება?გყავდეს და დაავალე სახლის საქმეები,ხელფასს მე გადავუხდი.
კარგად აღზრდილი გოგონაა,უმაღლესი განათლებაც აქვს და ერთი იდეა მომივიდა და მივცემ ერთ შანსს თუ დამთანხმდა.
-რა შანსზე ამბობ გიორგი.
-კარიერის შექმნაში დავეხმარები და ამ სამსახურთან ერთად თავისი სამსახურიც ექნება.წასასვლელი არსად არ აქვს,აქ იყოს შენც მოგეხმარება და ცოტა თანხასაც მოუყრის თავს მერე კი ალბად მიხედავს მის ცხოვრებას.
-გიორგი ის მიხედავს მის ცხოვრებას,შენ როდის მიხედავ შვილო.
-დედააა,არ გინდა გთხოვ.ვიცი რასაც მეკითხები,მაგრამ ჩემი პასუხიც იცი და მოდი ნუ ვატკენთ ერთმანეთს გულს.
-ბებოოოო.სამზარეულოში მარიამი შევარდა,მაგრამ გიორგი რომ დახვდა იქ ისე გაეხარდა უცებ დაატორმუზა და ტაში შემოკრა.-უი მამიკო სახლში ხარ,უკვე მოხვედი?
-მე მოვედი,მაგრამ შენ რატომ ხარ ამ დროს სახლში.
-გაგვიცდა ბოლო ორი გაკვეთილი.შენ რატომ მოხვედი ასე ადრე?თვალები უბრწყინავდა მარიამს.
-არ გიხარია სახლში ადრე რომ მოვედი? წავიდე?უთხრა გიორგიმ მოწყენილად.
-არა,სად უნდა წახვიდე კაცო.უთხრა სიცილით და რუსოს გახედა.
-მარიამ შენც? მოიცადე მოლაპარაკებული იყავით?შეხედა ჯერ რუსოს და შემდეგ მარიამს.
-მეც ხო,მეც მაგრამ ახლა სულ სხვა თემაზე მინდა დაგელაპარაკო და არც არაფერზე ვყოფილვართ მე და ბებო მოლაპარაკებული,არც გვჭირდება მოლაპარაკება რადგან ჩვენ ისე უსიტყვოდაც ვუგებთ ერთმანეთს.
-ღმერთო შენ მიშველე,სული მოითქვი შვილო.გაკვირვებული უცქერდა გიორგი მარიამს და შემდეგ სამივეს სიცილი წასკდა.
-მითხარი ახლა რა გინდა.შეეკითხა და ვაშლი ჩაკბიჩა.
-არ ვიცი გახსოვს თუ არა,მაგრამ დამპირდი რომ საახალწლო კარნავალზე გამიშვებდი.
-და ვისთან ერთად მიდიხარ? ხომ არ ფიქრობ,რომ მარტო წახვალ მარიამ?
-ეს რომ ვიფიქრო ზედმეტად თავის ტეხვა გამომივა,ვიცი რომ იმ ორი ვამპირის გარეშე არ გამიშვებ.
-ოოო,ეს კარგია რომ გახსოვს,ახლა მითხარი რა გინდა ჩემგან,რას ითხოვ უფრო სწორად რამდენს ითხოვ.
-როგორ მიყვარხარ შენით რომ ხვდები ყველაფერს.
-მარიამ ნუ მეაფირისტები.გაეცინა გიორგის.
-ხო კარგი,ნინი წამყვება მაღაზიაში და ვიყიდი რამე რუმეებს.
-აააა,ახლა ნინი? ჩემი გემოვნება აღარ მოგწონს?
-როგორ არა,თუ დრო გაქვს სამივე წავიდეთ და კარგადაც გავერთობით. უთხრა და თვალი ჩაუკრა გიორგის.
-ნუ მიპაჭუნებ თვალებს.არა,არ მცალია ბევრი სამუშაო მაქვს არადა თავი მტკივა,არ გამოგივა არაფერი მაგ შენი ჩანაფქრიდან.ნინი შევიდა სამზარეულოში და გიორგიმ ფული მისცა.
-ნინი ფულს შენ გაუწიე კონტროლი,იმედია გეყოფათ.მარიმს რომ მივცე ეს ფული ხელში ვიცი ვალით მოვა სახლში და ამიტომ შენ გაძლევ,1000ლარია და აკმარე.
-ეს ბევრია,ამდენი არაა საჭირო.
-იყოს ნი დაგვჭირდება.გიორგიმ მარიამს შეხედა და გაეცინა.
-დედა წავალ ცოტა ხნით დავწვები,მერე სამუშაო მაქვს ბიჭებიც მოვლიან.თქვენ არ დაიღამოთ,დროზე წადით და დროზე მოხვალთ.
-ნინი ჩაიცვი წავიდეთ.
-მე ჩაცმული ვარ მარიამ მანტოს მოვიხურავ და ვსიო,შენ მოემზადე მიდი.მალე მოემზადა მარიამიც და წავიდნენ გიორგი კი მის ოთახში შევიდა და ცოტა ხნით წამოწვა.ვერ დაისვენა,ვერ დაიძინა და ისევ ადგა კაბინეტში ჩავიდა და რაღაც პროექტებს ადგენდა ბექა და ლექსო რომ დაადგა თავზე,სულ მალე კი სახლში ანა და ლუკა შემოვიდნენ.
-ბეეეე როგორ ხარ,ჩემი ლამაზი ბებო.ლუკა მოეხვია რუსოს.
-კარგად ვარ ჩემო ანგელოზო,მარიამი არაა სახლში.
-სად არის,სად წავიდა უჩემოდ ან ძია გიორგიმ იცის?შეეკითხა ლუკამ გაკვირვებულმა.
-იცის,იცის თავად გაუშვა.გაეღიმა რუსოს.
-მე რატომ არ დამირეკა,მალე მოვა?რუსომ მოუყვა ანას და ლუკას ნინის შესახებ და ანას ჯერ გაეხარდა,შემდეგ გარაზდა.
-რა საზიზღარი ადამიანია,არაფერს არ გეტყვის კარგი გოგოა? იქნებ კი გაუჩნდეს გრძნობები,ა რუსო.
-არ ვიცი ერთი რაღაც შევეკითხე და ისე შემომხედა ლამის გავქრი ადგილიდან ამ ხნის ქალი.არ უნდა არაფლის ხსენება ანა არადა როდემდე იქნება ასე მარტო და ეული.
-ბააააა ლუკა?როგორ ხარ,რატომ დამივიწყე?უთხრა ლუკას სამზარეულოში შემოსულმა გიორგიმ და თმები აუჩეჩა.
-რავი არ მცალია, ვერ მოვიცალე.აუ ბე მშია,მაჭამე რა?საწყლად შეხედა რუსოს ლუკამ.
-რატომ ვერ მიიცალე,ვერ სცდები რაზბორნიკობას ხომ?თვალი ჩაუკრა და ანას გახედა.-როცა გჭირდები,მაშინ ხომ პოულობ ჩემს ნომერს,ისე რომ მ ომიკითხო საქმის გარეშე არ შეიძლება?ანამ თვალები დაქაცა და ხან ლუკას უცქერდა და ხან გიორგის,-რა ქენი იმ საქმის მოაგვარე?დაჟეჟე თუ მე დავჟეჟო ისე ერთი თვე იწვეს ტრავმატოლოგიურში.
-მიიღო უკვე მისაღები,ნუ გეშინია ვახო ჩემზე უარესი მხეცია თუ გადაირია.აყვა თამაშში ლუკა გიორგის.
-რა ხდება გიორგი,რას ასწავლი იჩხუბოს თუ უნდა დაარიგო კარგად მოიქცეს.
-რა გაყვირებს,ბიჭია გოგო ხომ არ არის კალთაზე რომ გამოიბას.ლუკას ისევ თვალი ჩაუკრა და გაეცალა ანას.
-ძია მიდი რა მარიამს დაურეკე,მალე მოვიდეს.
-ჰმ,დაურეკო?ისე ჭამთ ერთმანეთს და უერთმანეთობას ვერ ეგუებით.წარბი აუწია ლუკას.
-თავად მიწვევს ისე რომ იცოდე ყოველთვის.აბუზღუნდა ლუკა.
-მალე მოვლენ,დიდი ხნის წასულები არიან.გიორგი კაბინეტში შევიდა და ბექას უთხრა სიცილით.
-შენი ცოლი პანიკებშია მე და ლუკას ერთად რომ გვხედავს.
-რატომ,რა მოხდა.
-დაგვინახოს ლუკას რამეს ვეუბნები და შუბლზე აქვს თვალები ასული.
-ნუ ახელებ გიორგი,ისედაც არ არის კარგად მისი ნერვები ლუკას გადამკიდე,სულ კინკლაობენ.
-კარგი რა ბექა დაგავიწყდა ჩვენ როგორ ვიყავით?ბავშვები არიან,ზედმეტი არ უნდა მოუვიდეთ თორემ აბა თავს ხომ არ დაუდებენ მოდი და დამარტყიო.
-ყოველ დღე?გიორგი ყოველ დღე ტანზე შენოხეული პერანგებით მოდის სახლში.რამდენჯერ დავმალე და არ გაუმხილე ანას.
-ახლა აქვთ ეს პერიოდი,თორემ ორ-სამ წელიწადში ნელანელა დაღვინდებიან.არა,არ ვუწონებ საქციელს მაგრამ მიხარია თავს რომ არ აჩაგვრინებენ არავის.
-ვახოს იცი თურმე რას ეძახისნ?
-რას?გაეცინა გიორგის.
-შეუბრალებელ ვამპირს,ზოგი თურმე სისხლის მწოველ ვამპირსაც ეძახის.
-ალიკას ძალა აქვს,გახსოვს კრივში რა მაგარი იყო?
-როგორ არ მახსოვს,ის სასიკვდილო ბრძოლა რომ ითამაშა და არცერთმა არ ვიცოდით,ღმერთო იმ დღეს რომ რამე მოსვლოდა?
-კარგი რა არ გინდა ცუდზე ფიქრი,ამ პროექტზე ვიფიქროთ და საღამოს გავიხსენოთ ბავშვობა.სიმართლე გითხრათ უკვე მომწყინდა ამ ქაღალდების ფურცვლა და ხაზვა,მომწყინდა ამდები აფერისტი ხალხის ყურება.არაფერი ახალი არ არის,არაფერი არ მომდის თავში თითქოს ვიღაცამ გადაკეტა ჩემს ტვილში იდეები,არადა ამ ტენდერის მოგება ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
-შენ მართალი ხარ გიორგი მეც იგივე დღეში ვარ.თქვა ბექამ და გიორგის შეხედა.
-შენი საქმე როგორაა ლექსო.მიუბრუნდა გიორგი ლექსოს.
-არ ვარ ცუდად,ვაფართოვებ ბიზნესს და არ ვარ უკმაყოფილო კარგად მოვერგე ჩემს საქმეს.თქვნგან განსხვავებით მე მართლა დავისვენე ამ ქაღალდების შრიალისგან.
-მოდი რა ძმურად,რახან აქ შემოგვესწარი გადახედე რა ამ ქაღალდებს მაინტერესებს შენ რას იტყვი.ბექა ლაშა სად არის თუ მას არ ეხება ეს ტენდერი.
-მოვა სად წავა ქეთის მგონი სიცხე ჰქონდა.
-ახლა როგორაა,ელაპარაკე და გაიგე?
-დამირეკა,მეც მალე მოვალო და ალბად კარგად არის და მოვლიან.
- ნინიმ მარიამი საკმაოდ ცნობილი მაღაზიაში შეიყვანა და იქ მომუშავე ქალბატონს ძალიან შინაურულად,გაბედულად და თამამად მიესალმა.
-გამარჯობა ირმაკო როგორ ხარ.
-ოჰ,ნინიკო?სად დაიკარგე რომ არ ჩანხარ, რით გემსახური? შეეკითხა ღიმილით.
-მოკლედ კარგად მიცნობ,ჩემი გემოვნება იცი,ჰოდა მოგიყვანე ჩემი ერთი ძალიან ახლობელი რომ გამოაწყო საახალწლო კარნავალზე მიდის.
-კარნავალზე?ჩაილაპარაკა ირმაკომ და მარიამი აათვალიერა.
-კაბა გვჭირდება ირმაკო უცხო,და ჯერ არ ნახული.მარიამი უცქერდა ნინის და სულ სხვა ნინი დაინახა,მიხვდა რომ მას ძალიან კარგი გემოვნება ჰქონდა და ბოლომდე მიენდო.ირმამ ჯერ ჩაფიქრდდა და შემდეგ მარიამს დაუქნია ხელი მასთან ახლოს მისულიყო.
-აი ესენი არის ჯერ სულ ახალი კოლექცია,დღეს მოვიდა იტალიიდან და შედი აარჩიე,თუ გაგიჭირდეს და ვერაფერს ვერ იზამ,მოგეხმარებით.ისეთი კარგი კაბები იყო,მარიამს მართლა გაუჭირდა არჩევანის გაკეთება.
-ნინი მომეხმარე რა თორემ ყველას მოვხვევ ხელს და წავიღებ სახლში.სამივეს გაეცინა,დატრიალდა ორივე და ერთმანეთის შერწყმული გემოვნებით აარჩიეს ძალიან ლამაზი იისფერი მუხლს ცოტა ზემოთ კაბა.ასევე კაბაზე ცოტა ოდნავ მოკლე მანტო და შავი მაღალი მოკლე ჩექმები.ისეთი კმაყოფილი იყო მარიამი არჩევანით,რომ სიხარულით ცეკვავდა
-ლექსო რა ქენი,შენც გაგეჭედა ტვინი?
-სიმართლე გითხრა,ამ პროექტის წარდგენა არ ღირს გიორგი.
-დრო რამდენი გვაქვს ბექა?
-ზუსტად ორი თვე.
-ორ თვეში იმედია რაღაცას მოვასწრებთ,წამოდით დავიღალე აწი მარიამიც მოვა.ყველანი მისაღებში ისხდნენ და იცინოდნენ,სახლში ჩანთებით დატვირთული მარიამი და ნინი შემოვიდნენ.
-მამიკო მოვედიიიიით.იყივირა მარიამმა და ლუკაც დაინახა რომელიც წარბებ შეყრილი უცქერდა,შორიდანვე ემჩნეოდა რომ გაბრაზებული იყო.
-ვახ,ლუკუნკულა აქ ხარ?
-ჯერ ერთი რომ ეს სახელი მეორედ არ დამიძახო,მითუმეტეს სკოლაში და მეორე რატომ არ მითხარი სახლში რომ მოდიოდი.მარიამმა თვალები დაუბრიალა რაც გიორგიმ შეამჩნია და უფრო გაამძაფრა ყურადღება.ლუკამ ხელი მოკიდა და გვერძე გაიყვანა.
-რატომ წამოდი უთქმელად სკოლიდან.
-ყველა წამოვიდა და მე რა შკოლნიკი ვიყავი რომ დავრჩენილიყავი?
-მარიამ? აკი გამიცდაო ასე არ თქვი? უთხრა გიორგიმ.მარიამმა ლუკას შეხედა გაბრაზებულმა და შემდეგ გიორგის უთხრა.
-არ გამიცდა,ჩავსტრახეთ ბოლო ორი გაკვეთილი და არ შექნა ახლა ერთი ამბავი მარტო მე ვერ დავრჩებოდი ჯგუფში.
-მერე მეორე სართულიდან უნდა გადმოხტე? შენ კარგად ხარ? რომ რამე მოგეწია? ხმა ვეღარ გააკონტროლა ლუკამ და მარიამს დაუღრუალა.
-ლუკა ხმა გააკონტროლე და ნუ ღრიალებ,ახლავეს ვეტყვი მამიკოს სკოლის უკან რასაც ეწეოდით.მე ხომ ჩამიშვი,ახლა მეც ჩაგიშობ.უთხრა გაბრაზებულმა ლუკას არ გაახსენდა იქვე გიორგი რომ იდგა და უსმენდათ.
-ღმერთო ჩემო მეორე სართულიდან რამ გადმოახტუნა.აქოთქოთდა რუსო.
-რაო რა თქვი?მკაცრი და ცივი გაუხდა გიორგის ხმა.
-არაფერი,თავად იცის რასაც ვამბობ.ლუკამ ხელი მოკიდა და ოთახში კივილ-კივილით აიყვანა.
-რატო იჩხუბეს ახლა.გიორგიმ ანას შეხედა და უთხრა.
-რას გაიგებ,ერთმანეთს უბღვერენ და თვალებით ლაპარაკობენ.
-გამარჯობათ.მოერცხვად მიესალმა ნინიკო სტუმრებს,ბექამ და ალექსიმ ერთმანეთს გადახედეს და გაეცინათ,ანამ კი თვალები აუჟუჟუნა ნინის და გიორგისგან მუშტიც მიიღო გვერდში.
-მეტკინა შე მხეცო,გაგვაცანი ეს სტუმარი ვინ არის.გიორგიმ ნინის ხელი გადახვია და სამეგობროს წარუდგინა.
-გაიცანით,ჩვენი ოჯახის ახალი წევრი ნინი მეფარიშვილი.სხვათა შორის არქიტექტირი არის,მე გადავხედე მის მონაცემებს და უნდა ვთქვა რომ კმაყოფილი დავრჩი.
-მართლა? იქნებ უფალმა გამოგვიგზავნა გიორგი და ეს არის ჩვენი შანსი? გიორგიმ ბექას შეხედა შემდეგ კი ნინის და უთხრა.
-ნინი ორ თვეში შეგიძლია პრექტი შექმნა? ვიცი რომ ცოტა დრო არის მაგრამ იქნებ გეცადა,იყოს შენი გემოვნებით.
-მე მაქვს შედგენილი ერთი პროექტი,მინდოდა ტენდერში გამეტანა მაგრამ კარგად იცით,როცა გვერდში ძლიერი ადამიანი არ გყავს ძნელია მიზნის მიღწევა.ვისაც ვაჩვენე ყველას მოეწონა,მაგრამ მათი სახელით უნდოდათ წარდგენა,გაყიდვით კი პროექტს არ გავყიდი.
-რა პროექტია აქ გაქვს? შეიძლება რომ ვნახოთ? შეეკითხა გიორგიმ.
-კი აქ მაქვს,ახლავეს მოვიტან.ნინი წავიდა და მალე დიდი დაგორგლილი ქაღალდით დაბრუნდა და მაგიდაზე გაშალა ორი დიდი ფორმატის ქაღალდი.ყველა იქ იყო და ნახაზს გულდასმით სწავლობდნენ.
-ეს ძალიან საინტერესო პროექტია,რა გაქვს ჩაფიქრებული ნინი რა უნდა იყოს აქ.
-ეს არის ბავშვთა სახლი,ნათელი ფერებით და დიდი კომფორტით.
-ძალიან საინტერესოა,მე დამაინტერესდა.თქვა ბექამ და უსმენდა ყველა ნინის როგორი აღფრთოვანებული საუბრობდა თითოეულ უმნიშვნელო ნახაზზე.
-არ მჯერავს რომ გამოსაალი ვიპოვეთ.თქვა ბექამ.
-ნინი შენ ის თუ იცი რომ გაჭირვებისგან გვიხსენი?
-მართლა,ძალიან მიხარია თუ რამეში დაგეხმარებით.
-ჩვენ არა,შენს თავს დაეხმარები ნინი და კარიერაში პირველ საფეხურზე ახვალ.ორ თვეში,გპირდები შენი სახელი და გვარი ცნობილი გახდება და შენს ნამუშევარს ნახავს საზოგადოება.ნინიმ გულზე მიიდო ხელი და ცრემლით სავსე თვალებით შეხედა გიორგის.
-დიდი მადლობა,არ ვიცი მადლობა როგორ გადაგოხადოთ ბატონო გიორგი.
-არანაირი ბატონო,ნინი შენ ამ სახლში უკვე ჩვენი წევრი ხარ და იგივე უფლებები გაქვს როგორც ანას ასე რომ მოხსენი ბატონო და უბრალოებას ხომ იცი რომ არაფერი არ სჯობს.ახლა კი მაჩვენეთ რა იყიდეთ.მიუბრუნდა მარიამს რომელიც ლუკასგან შორს იჯდა და ერთმანეთს მოსისხლე მტრებივით უცქერდნენ.
-არა,ეს სიურპრიზია.ხვალ რომ ჩავიცმევ მერე ნახეთ.თქვა მარიამმა.
-ყველაფერი მოკლე გექნება ნაყიდი.
-შენი საქმე არ არის.შეუბღვირა ლუკას.
-მარიამ.
-ლუკა.
-ნუ თამაშობ ჩემს ნერვებზე.
-ჰოდა დააყენე ერთი ადგილი,ნუ ხტუნავხარ.იქნებ მე შენი აზრი არ მომწონს.
-გინდა არ გინდა მოიწონებ,სანამ ჩემს გვერდში ხარ ნორმალურად ჩაიცმევ და პატრონი რომ გეყოლება,თუ მას უნდა შიშველი გატაროს ფეხებზე , გაიგე?
-ეს ინდივიდი გაიტანე მამიდა რა აქედან,რა მოგივიდათ ქვის ხანის წესით აღზარდეთ რომ ამ ცხოვრების არაფეტი არ ესმის?
-ვის არ ესმის გოგო,მე?თქვა ლუკამ და მარიამის გვერდით გაჩნდა.
-შუშანიკის და ვარქსენის ხანაში უნდა გეცხოვრა შენ და არა ჩვენს დროში,ამიტიმ ვერ უგებ ამ დროს ვერაფერს,ვერ შეეწყვე რადგან უჩვეულოა შენთვის ცივილიზაცია.ლუკამ ხელები მომუშტა და მარიამმა გიორგისკენ გაიქცა.
-მამიკო მიშველე.
-თუ გეშინია რატომ აქეზებ,ლუკა დაჯექი.მკაცრად უთხრა ორივეს.
-ორი ხისთავიანი შენ და ვახო.
-ჰოდა მოვა ვახო და შენ და კომბლეს განახვებთ აყვავებულ ხანას.გიორგი,ბექა და ლექსო ჩუმად იცინოდნენ.
-რას იცინით,ზიხართ და უსმენთ როგორ წყვიტავენ ერთმანეთს?უყვირა ანამ ბექას და გიორგის.
-შენ საერთოდ გაქვს რამე სათქმელი?16 წლის რომ იყავი ბოინფრენდს ცხელი ჩაი შეასხი სახეში.
-ვააა,დედა ბაევიკობას ხომ არ აწვებოდი?გიორგიმ ვეღარ შეიკავა თავი და გულიანად გადაიხარხარა.
-ჯერ ერთი,16-ის კი არა 21 წლის ვიყავი.
-უფრო უარესი შე ბატო,21 წლის გასათხოვარ გოგოს ჭკუის ერთი გრამიც არ გქონდა თავში და ახლა გიკვირს ამ ბავშვების? ზუსტად მასე ეკავა ხელში მამაშენს კაპლის შუშა ხელში და შენს სახლში დაბრუნებამდე არ ეძინა საწყალ კაცს.
-რა აუტანელი ადამიანი ხარ გიორგი.უთხრა ანამ და თავადაც გაეცინა.
-დედაააა,დაასაქმე ეს ზარმაცი და უსაქმური ბევრი ტლიკინის დრო რომ არ ექნეს.იყვირა გიორგიმ და ანა ძალით შიყვანა სამზარეულოში.
-მხეცო,ნადირო როდის უნდა ისწავლო ნაზად მოპყრობა.დამილურჯდა ხელები.
-ნუ გეშინია ბესარიონი ეჭვიანი არ არის.უთხრა ანას და თვალი ჩაუკრა,შემდეგ კი მარიამს გასძახა სამზაეულოდან.-მარიამ როდისაა კარნავალი.
-ხვალ მამა.უცებ დაუბრუნა პასუხი მარიამმა.
-ლუკა შენ და ვახო სად მიდიხართ ხვალ.
-კარნავალზე,მაგას კითხვა უნდა?
-კარგია აქ მოდით და ერთად წადით,კობა არ მოდის?
-როგორ არ მოდის,მან ტანგო უნდა იცეკვოს მის შეყვარებულთან ერთად.წამოცდა მარიამს და პირზე ხელი მიიფარა.
-აააა,ასეა საქმე? გაგვეზარდა ბიჭი?იკითხა სიცილით ბექამ და ყველას გაეცინა.გვიან გელა შემოუერთდა სამეგობროს და უხასიათოდ იყო.
-რა მოხდა,რა სახე ჩამოგტირის.შეეკითხა გიორგიმ
-რა ზომამდე უნდა მიიყვანოს კაცმა მისი საყვარელი ადამიანი,რომ მან ის ძირში მოაჭრას.
-რაააააა,ღადაობ?იკითხა ბექამ გაკვირვებულმა.
-მე ვიცი რა მოხდებოდა იქ.
-რა მოხდებოდა.მიბრუნდა გელამ.
-ღალატს აქვს ადგილი,უღალატა და გაიგო ან სულაც წაადგა თავზე და გამწარებულ გულზე რაც მოაფიქრდა ის გააკეთა, დაურჩეს ხელები უყუროს ახლა ქალებს და ყლაპოს ნერწყვები.
-მოიცადე ქართველმა გააკეთა ეს?ძალიან მესაკუთრე ყოფილა.თქვა ალექსიმ.
-არა,ჩინელები არიან.გაეცინა გელას.
-მე ჯერ თავს წავაცლიდი და მერე იმასაც მივაჭრიდი.თქვა ანამ.
-თავს თუ აჭრი ის რაღად გინდა უნდა დასპირტო და შეინახო მოსაგონებლად?ახარხარდა გიორგი და სხვებიც აყვა.გოგიმ გადახედა ყველას და თქვა.
-არ იზრდებით,ასაკი გემატებათ მარტო როდის უნდა დაღვინდეთ.
-ჯერ შუშხუნებენ ბაბუ ისევ მაჭარი არიან.თქვა მარიამმა.
-მოიცადე,მოკვდა ის კაცი?იკითხა ბექამ სიცილით.
-არა,მიაკერა ექიმებმა.
-აუ რა მაგარია მიკერებული ა...ო?ისევ სიცილმა მოიცვა სახლის კედლები.
-ბავშვები არიან აქ,შენ კიდე სხვა ვერაფერი ვერ ნახე რომ გეთქვა?ანა გაუბრაზდა გელას.საღამომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა,ბევრი იმხიარულეს და იცინეს.ნინის ძალიან მოეწონა მათთან ყოფნა.გვიან დაიშალნენ და ნინიმ ყველაფერი მიალაგა და ყველაზე გვიან გაუდგა გზას საძინებლისაკენ და იმ საღამოს ყველაზე ტკბილი ძილით იძინა.



№1  offline წევრი თამოთამო25

არაჩვეულებრივია , ძალიან მომწონს და ველოდები შემდეგ თავს )))))????????????

 


№2  offline წევრი მია15

ყოჩაღ ძალიან კარგი იყო.ველი შემდეგ თავს

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

ლექსო ხომ ისევ მარტოა? ძალიან კარგი იქნება ნინი და ეგ წყვილის სახით თუ მოგვევლინება.ძალიან კარგი თავი იყო
--------------------
ლანა

 


№4 სტუმარი nuca

auu giorgis aravin ar shuyvardes raa

გიორგის არ შეაყვარო ის ნინი რაა სხვა ვინმეს გიორგი მარიამის ერთგული დარჩესს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent