შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმიანი დღეები განსაკუთრებულად კარგია (თავი 3)


15-07-2018, 23:43
ავტორი Narcissus
ნანახია 970

......
მთელი გზა ძილშიგაატარა თიკამ,ბავშვებიც ჩუმად ისხდნენ და რამდენიმე სიტყვას თუ ეტყოდნენ ერთმანეთს...
.....
დაქანცულებმა ჩავაღწიეთ სვანეთში. მანქანა რომგაჩერდა სიგნალის გამაყრუებელმა ხმამ გამაღვიძა. მათეც გამოვიდა ეზოში და ჭიშკარი გახსნა. ვეღარ მოვითმინე,ბედნიერების ღიმილმა გადამკრა სახეზე და მანქანიდან სწრაფად გადავედი. მივუახლოვდი "მას" და უეცრად გადავეხვიე
-მომენატრე-ვუთხარი ჩურჩულით
-მომენატრე-მითხრა მან და გამიღიმა მსოფლიოში ყველაზე საყვარელი ღიმილით. დანარჩენებიც გადმოვიდნენ მანქანიდან და მათე ყველას მიესალმა. მისი მშობლებიც გამოვიდნენ და ყველას მეგობრულად შეგვხვდნენ. უცებ გამოიქცა ათი წლის გოგონა სახლიდან დ ამათეს აეკრო.
-მარი-საშინლად მოგვხვდა ჩვენ სამის ყურებს ეს სახელი და თითქოს ჭრილობაც თავიდან გახსნა-ვერ იცანი ბავშვები? - გაუღიმა პატარა მარის მათემ და ნაღვლიანი და მრავლისმთქმელი თვალებით გამომხედა-ეს თიკუნაა-დაიხარა და რაღაც ჩასჩურჩულა ყურში,მრის თვალები აუციმციმდა გამოიქცა და ახლა მე მომეკრა . ხელითმანიშნა დაიხარეო ჩამეხუტა მიღიმოდა და მითხრა
-ყველაზე ლამაზი რძალი იქნები-აკისკისდა მარი,მც გავუღიმე და ლოყები დავუკოცნე პატარას
-იცი რა ლამაზი ხარ?
-მართლააა?-გაწელა სიტყვა
-მართლა-ღიმილს არ ვიშორებდი სახიდან. ისევ ცამეხუტა და ყურში მითხრა
-შენც ძალიან ლამაზი ხარ,მათუკას ჯობიხარ-ორივეს გაგვეცინა და მათეს დედამ სახლში შეგვიპატიჟა
-შემოდით ბავშვებო სითბოა შინ
ყველანისიცილ-ხარხარით შევედით სახლში. ვგრძნობდი მათეს მწველ მზერას და უნებურად მეღიმებოდა. ბედნიერად ვგრძნობდი თავს და მავიწყდებოდა დიდისაიდუმლორომელიც გულს მიფლეთდა...
უკვე ორი დღეა გასული აც სვანეთში ცამოვედით და აქედან წასვლა არც ერთს არ გვინდა. სულს მიმშვიდებს აქაურობა და მავიწყებს ყველა გამოუსწორებელ საქციელეს, ყველა გადაუჭრელ პრობლემას,ყველა ტკივილს.
დღეს მარის დაბადების დღეა,ყველაზე საყვარელი პატარა გოგონასი,რომელმაც დანახვის თანავე შემაყვარა თავი. მთელ დღეს მასთან ერთად ვატარებ,ისეთი ხალისიანი ბავშვია არ მოგწყინდება... საღამოს სუფრას მივუსხედით და მარის დაბადების დღის აღნიშვნა დავიწყე. მთელი საღამოს მანძილზე ვგრძნობდი მზერას,რომელიც მაფორიაქებდა და ერთადგილას არ მასვენებდა..ბევრი დავლიეყ,ვიცინეთ და ვიცეკვეთ. ცუდად რომ ვიგრძენი თავი ბანცალით გავედი გარეთ ,პლედი გავიყოლე და ჰამაკში მოვთავსდი. მთვრალი ვარ მაგრამ ჩემიგონება მაინც კარგად მუშაობს და ახლა ორმაგად მაწვება ჩემი ტყუილი. სულსმტკენს სიმართლე. ცრემლები თავისით მომდისდა ყხმოდ ვტირივარ. ყველა სიტყვას ამ ცრემლებს ვატან. ყოველიფიქრი მიაქვთ მათ და მეც მიყოლებენ. მეც მომინელებენ ვიცი...
თვალები მეხუჭებოდა თბილმა ხელმა და ხმამ რომ გამომაფხიზლა
-თიკა,კარგად ხარ?
-კიმათე-ჩავიწიე-მოდი
-ვერ დავეტევიგოგო-გამიცინა
-ოო მოდი რა
-კაიხო არ გამიბრაზდე ოღონდაც-არწყვეტდა სიცულს მე კი წარბებ შეკრული ვუყურებდი მას
-ნუ იცინი თორემ...
-თორემ რა?
-მე...უბრალოდ ..მაბნევ
-მეც მაგრად მაბნევ თიკუსი-ხელი გადამხვია და ახლოს მიმიზიდა თავის სხეულთან. თავი ისკისერსმივადე და გავინაბე. ვიგრძენი როგორ გაეღიმა. ყელზე ვაფრქვევდი ცხელ სუნთქვას და რაღაც არანორმალურ სითბოს ვგრძნობდი,რომელიც ორივესგან მოდიოდა და დიდ ლტოლვას ქმნიდა.
-მათე გყვარებია?-დუმილი პირვემა დავარღვიე და უფრო ავეკარი საყვარელ სხეულს,მიწვავდა ცხვირს მისი სურნელი.
-ახლა მიყვარს,თანაც ძალიან
-ვინ არის?-ვკითხე და თავი წამოვწიე,გულზე მომხვდა მისი სიტყვები და თვალები ამიცრემლიანდა
-ერთი მთვრალი გოგოა რა,მაგრად ევასება ჩემი თვალები..-გამიცინა მსოფლიოში ყველაზე საყვარელი სიცილით და შუბლზე მაკოცა. ახლა
მკერდზე დავადე თავი და რამდენიმე წამით მის გულის ცემასდავუგდე ყური
-ეს წამები ყოველთვის მემახსოვრება მათე...
-წამები როდესაც მათემ თიკუნას სიყვარული აუხსნა არა?
-ჰო..-გავინაბე -იცი ალბათ არ უნდა ვგრძნობდე ამ ამოუცნობ გრძნობებს,ალბათ არუნდა მიზიდავდე ასე მაგრამ ვგრძნობ. ალბათ ეს არის ჩვენი ბედი...ალბათ დიდი ტკივილია ჩვენი ხვედრი...
..........
6 თვის წინ. ქვეყანა გერმანია. 26 თებერვალი.
ფანჯრის რაფაზე იჯდა,სიგარეტს ეწეოდა და ცდილობდა შეგუებოდა ტკივილს. ტკივილს,რომელსაც სიკვდილი ერქვა. ადრე თუ გვიან მაინც მოხდებაო,გულში ფიქრობდა,უნდა დავბრუნდე საქართველოში დადარჩენილი დრო ჩემს ადამიანებთან ერთად გავატაროო ამბობდა. ღაწვები აწითლებოდა და ახლა მთელიხმით ტიროდა. გაჰყურებდა ქალაქს ,კვლავ ეწწოდა. სიგარეტს სიგარეტზე აყოლებდა. მერე შეწყვიტა ბოლო ღერი ძირს მოისროლა,ფეხზე წამოფრინდა ნოუთბუქი ჩართო და ბილეთი იყიდა საქართველო-თბილისის მიმართულებით. ჩაალაგა ჩემოდანი და თავისკუთვნილ ადგილსდაუბრუნდა ფანჯარასთან. -თუ სიკვდილია ბედნიერი ცხოვრებით მოვკვდე,ჩემს ადამიანებთან ახლოს ვიყო და გავცე დიდი სიყვარული,ოღონდ არ უნდა გაიგონ,არაფერი არუნდა გაიგონ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent